[{{mminutes}}:{{sseconds}}] X
Пользователь приглашает вас присоединиться к открытой игре игре с друзьями .
Обычный грузинский
(7)       Используют 20 человек

Комментарии

Мультилингва 7 августа 2021
Словарь включён в программу мероприятия [08.08.21 - 29.09.21] Мультилингва МЕГА 3.
Мультилингва 7 августа 2018
Словарь включён в программу мероприятия [18.07.18 - 07.09.18] Мультилингва МЕГА 2.
Написать тут
Описание:
Тексты длиной 270-300 символов.
Автор:
Велимира
Создан:
6 января 2016 в 16:02 (текущая версия от 5 ноября 2021 в 14:56)
Публичный:
Нет
Тип словаря:
Тексты
Цельные тексты, разделяемые пустой строкой (единственный текст на словарь также допускается).
Информация:
В словарь вошли отрывки из:
Жюль Верн. 20 000 лье под водой
Жюль Верн. Путешествие к центру Земли
Жюль Верн. Дети капитана Гранта
Жюль Верн. Пятнадцатилетний капитан
Жюль Верн. С Земли на Луну прямым путём за 97 часов 20 минут
Жюль Верн. Таинственный остров
Антуан де Сент-Экзюпери. Маленький принц.

Нарезку отрывков собранной базы текстов выполнил Phemmer.
Содержание:
1 ამრიგად, იძულებული გავხდი, სხვა პროფესია ამერჩია და მფრინავის ხელობა შევისწავლე. თითქმის მთელ დედამიწას შემოვუფრინე და, უნდა ვთქვა, რომ გეოგრაფია ამ საქმეში ძალიან გამომადგა. თვალის ერთი გადავლებით შემეძლო გამერჩია ჩინეთი არიზონისაგან. ეს კი ძალიან სასარგებლოა, თუ ღამით მხარი გექცა და გეზი დაკარგე.
2 ელდანაკრავივით წამოვვარდი ზეზე, თვალები მოვიფშვნიტე და ყურადღებით მიმოვიხედე. ჩემს წინ საოცარი ბიჭუნა იდგა და ყურადღებით შემომცქეროდა. აი, მისი ყველაზე უკეთესი პორტრეტი, რომლის დახატვაც შემდეგ შევძელი. ჩემი ნახატი, რა თქმა უნდა, ბევრად ჩამოუვარდება ორიგინალს, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის.
3 დამიხატე ბატკანი... როცა საიდუმლოება მეტისმეტად დიდია, ადამიანს არ ძალუძს არ დაემორჩილოს მას. და თუმცა ადამიანებისგან მრავალი ათასი მილით დაშორებულს და სიკვდილის საფრთხეში მყოფს ასეთი საქციელი ძალიან სულელურად მეჩვენებოდა, მაინც ამოვიღე ჯიბიდან ქაღალდის ფურცელი და ავტოკალამი.
4 და ახლა უკვე ყველამ აღიარა მისი აღმოჩენა. ამ ასტეროიდის ამბავი ასე დაწვრილებით იმიტომ მოგიყევით და მისი ნომერიც იმიტომ აღვნიშნე, რომ დიდებს გაეგოთ ჩემი ნათქვამი. მათ ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია.
5 არ მინდა უგულოდ წაიკითხოს ვინმემ ჩემი წიგნი. ძალიან მიმძიმს ამ მოგონების გადმოცემა. უკვე ექვსმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც პატარა უფლისწულმა მიმატოვა და თან წაიყვანა თავისი ბატკანი. და თუ ახლა ვცდილობ დაგიხატოთ იგი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამავიწყდეს. მეგობრის დავიწყება ძალიან ცუდია.
6 ამიტომ ვიყიდე ისევ საღებავების ყუთი და ფერადი ფანქრები. ჩემს ასაკში არც ისე ადვილია ხელახლა მოჰკიდო კაცმა ხატვას ხელი, მით უმეტეს, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე მახრჩობელა გველის გარდა არაფერი დაგიხატავს და ისიც მაშინ, როცა ექვსი წლისა იყავი. ცხადია, რაც შემიძლია ვეცდები კარგად გადმოგცეთ მისი სახე.
7 არც ის მახსოვს კარგად, რა ფერის ტანსაცმელი ეცვა. მაგრამ მე ძალღონეს არ ვიშურებ და, მთელი მონდომებით ვხატავ. ცხადია, უფრო საყურადღებო დეტალების გადმოცემაშიც შეიძლება შევცდე. მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ იქნება. ჩემი მეგობარი არასოდეს არაფერს არ მიხსნიდა, ალბათ მასავით გულთმისანი ვეგონე.
8 და მართლაც, როგორც შევიტყვე, პატარა უფლისწულის პლანეტაზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენ პლენეტაზე, კარგი მცენარეებიც ხარობს და ცუდიც. კარგ მცენარეს კარგი თესლი გამოაქვს, ცუდს კი - ცუდი, მაგრამ თესლი უხილავია. მას მშვიდად სძინავს მიწის იდუმალ წიაღში, სანამ გამოღვიძებას არ მოისურვებს.
9 მან მეტი ვერაფერი თქვა და უეცრად აქვითინდა. ბინდი ჩამოწვა. მე დავყარე ჩემი იარაღები. რა ფასი ჰქონდა ახლა ჩემს ჩაქუჩს, ჭანჭიკს, წყურვილს ან სიკვდილს, როცა ერთადერთ ვარსკვლავზე, ერთ პლანეტაზე, ჩემს პლანეტაზე - დედამიწაზე - პატარა უფლისწულს ნუგეში სჭირდებოდა! მე ხელში ავიყვანე იგი და დავარწიე.
10 ხომ შეიძლებოდა, რომ იგი ბაობაბის ახალი ჯიში ყოფილიყო? მაგრამ ბუჩქმა მალე შეწყვიტა ზრდა და კოკორი გამოიღო. პატარა უფლისწულმა, რომელსაც არასოდეს ენახა ასეთი კოკორი, მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო. ყვავილს კი ჯერ არ დაემთავრებია მორთვა-მოკაზმვა თავის მწვანე სანთიობოში.
11 ძალიან მოუწყობელია აქაურობა. იქ, საიდანაც მე მოვედი... და უცებ ხმა გაკმინდა. იგი ხომ პატარა თესლის სახით მოვიდა ამ პლანეტაზე და არ შეეძლო რამე სცოდნოდა სხვა ქვეყნებზე. ასეთი მტკნარი სიცრუე რომ წამოსცდა, დარცხვენილმა ორჯერ ჩაახველა, რომ პატარა უფლისწულისთვის მისი დანაშაული ეგრძნობინებინა.
12 თუ ვულკანი კარგადა გაქვს გაწმენდილი, მისი ცეცხლი თანაბრად ანთია და არასოდეს ამოიფრქვევა. ვულკანის ამოფრქვევა ხომ გაუწმენდავი ღუმელის მილში გაჩენილ ხანძარსა ჰგავს. დედამიწის მკვიდრნი, ძალიან პატარები ვართ და ძალგვიძს ამოვწმინდოთ ჩვენი ვულკანები. ამიტომაა, რომ მათ ამდენი უსიამოვნება მოაქვთ ჩვენთვის.
13 რაკი ეგრეა, გიბრძანებ ხან ამთქნარო, ხან კიდევ... მეფემ რაღაც წაიბურტყუნა და თითქოს გაბრაზდა კიდეც. მეფისათვის ყველაზე მთავარი ის იყო, რომ უყოყმანოდ დამორჩილებოდნენ მის ბრძანებას. იგი ვერ იტანდა ურჩობას. იგი აბსოლუტური მონარქი იყო, მაგრამ ვინაიდან კეთილი მეფე იყო, გონივრულ ბრძანებებს იძლეოდა.
14 ხუთი და შვიდი - თორმეტი. თორმეტი და სამი - თხუთმეტი. გაგიმარჯოს. თხუთმეტი და შვიდი - ოცდაორი. ოცდაორი და ექვსი - ოცდარვა. იმის დროც არა მაქვს, რომ სიგარეტს მოვუკიდო. ოდსაექვსი და ხუთი - ოცდათერთმეტი. უჰ... სულ იქნება ხუთას ერთი მილიონ ექვსას ოცდაორი ათას შვიდას ოცდათერთმეტი.
15 პირველად, ამ ოცდაორი წლის წინათ, ღმერთმა იცის საიდან გაჩნდა მაისის ხოჭო და ისეთი საშინელი ბზუილი ატეხა, რომ ოთხი შეცდომა მომივიდა ანგარიშში. მეორედ - ეს იყო თორმეტი წლის წინათ, ნეკრესის ქარმა დამრია ხელი. ალბათ იმიტომ, რომ არ ვვარჯიშობ. საყიალოდ არა მცალია. მე საქმის კაცი ვარ.
16 საღამო მშვიდობისა. და კვლავ აანთო ფარანი. პატარა უფლისწული შეჰყურებდა მეფარნეს და უფრო და უფრო მოსწონდა ეს კაცი, რომელიც ასე ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას. უცებ მოაგონდა, როგორ გადადგამდა ხოლმე თავის პლანეტაზე სკამს, რომ უფრო დიდხანს ეცქირა მზის ჩასვლისთვის, და მეგობრის დამხარება განიზრახა.
17 შორიდან ეს დიდებული სანახაობა იყო. ამ არმიის მოძრაობა საბალეტო დასივით იყო აწყობილი. პირველად სცენაზე ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მეფარნეები გამოდიოდნენ, აანთებდნენ თავიანთ ფარნებს და დასაძინებლად მიდიოდნენ. შემდეგ რიგ-რიგობით გამოდიოდნენ ჩინეთისა და ციმბირის მეფარნეები.
18 და არცერთს არ ეშლებოდა სცენაზე გამოსვლის რიგი. მართლაც რომ დიდებული სანახაობა იყო! მხოლოდ ორი მათგანი იყო არხეინად - ის, რომელსაც ჩრდილოეთ პოლუსის ერთადერთი ფარანი უნდა აენთო, და მისი სამხრეთპოლუსელი თანამოძმე. მათ მხოლოდ ორჯერ უნდა შეესრულებინათ წელიწადში თავისი მოვალოება.
19 დედამიწის ორი მილიარდი მკვიდრი რომ ერთად შეგროვილიყო, ისე როგორც ეს მიტინგებზე ხდება ხოლმე, თავისუფლად დაეტეოდა მოედანზე, რომელსაც ოცი მილის სიგრძე-სიგანე ექნებოდა. ამრიგად შესაძლებელი გახდებოდა მთელი კაცობრიობა წყნარი ოკეანის ერთ ყველაზე პატარა კუნძულზე მოგვეთავსებინა.
20 დიდები ამას, რა თქმა უნდა, არ დაგვიჯერებენ. მათ ჰგონიათ, რომ ძალიან დიდი ადგილი უჭირავთ დედამიწაზე. მათ თავიანთი თავი ბაობაბებივით ბუმბერაზი ჰგონიათ. კარგი იქნებოდა, თუ ურჩევდით, ზუსტად გამოენგარიშებინათ ყველაფერი. ეს რჩევა ეამებოდათ კიდეც. მათ ხომ ძალიან უყვართ ციფრები.
21 თქვენ კი ამაოდ ნუ დაკარგავთ დროს. თქვენ ანგარიში არ გჭირდებათ, ისედაც გჯერათ ჩემი. დედამიწაზე რომ დადგა ფეხი, პატარა უფლისწულს ძალიან გაუკვირდა, რომ ვერავინ დაინახა. ვაითუ, სხვა პლანეტაზე მოვხვდი, გაუელვა ფიქრმა, მაგრამ ამ დროს სილაში რაღაც დაგორგლილი შეირხა, რომელსაც მთვარის სხივის ფერი დაჰკრავდა.
22 მე ქათმებზე ვნადირობ, ადამიანები ჩემზე ნადირობენ. ყველა ქათამი ერთმანეთსა ჰგავს და ყველა ადამიანი ერთმანეთსა ჰგავს. ცოტათი მომწყინდა მაგრამ, შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკროვნდება. შენი ნაბიჯის ხმას ყველა ნაბიჯის ხმაში გამოვარჩევ. ახლა ნაბიჯის მოახლოებაზე სოროში ვიმალები.
23 და მხოლოდ ახლა მივხვდი, რასაც დაეძებდა იგი! ვედრო ტუჩებთან მივუტანე. მან თვალები მოხუჭა და წყალს დაეწაფა. მაგრამ ეს ჩვეულებრივი სასმელი წყალი არ იყო. ეს წყალი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ გადალახულმა გრძელმა გზამ, გორგოლაჭია ჭრიალმა და ჩემი ხელების ძალამ დაბადა და ახლა საჩუქარივით ეფონებოდა გულს.
24 სწრაფად წავიღე ხელი ჯიბისკენ, სადაც რევოლვერი მედო, და გველისაკენ გავექანე. მაგრამ ჩემი ფეხის ხმაზე იგი წყნარად გასრიალდა სილაზე წყაროს ნაკადივით და აუჩქარებლად მიიმალა ქვებში ლითონისებური მსუბუქი წკრიალით. კედლისკენ გავიქეცი და ხელში ავიტაცე ჩემი პატარა უფლისწული. მას თოვლის ფერი ედო.
25 ზოგისთვის, მაგალითად, მოგზაურისთვის - ვარსკვლავები მეგზურებია. სხვებისთვის - მხოლოდ მოციმციმე სინათლეებია ცაზე. სწავლულისთვის ვარსკვლავები პრობლემაა, იმ საქმოსანისთვის კი - ოქრო იყო. მაგრამ ესენი მდუმარე ვარსკვლავებია. შენ კი ისეთი ვარსკვლავების მფლობელი იქნები, რომელთა მსგავსი არავისა ჰყავს.
26 ცოტა ხანს კიდევ ყოყმანობდა. შემდეგ წამოდგა და ერთი ნაბიჯი გადადგა მხოლოდ. მე განძრევაც აღარ შემეძლო. უცებ მის ფეხებთან ყვითლად გაიელვა რაღაცამ. პატარა უფლისწული ერთ წამს უძრავად იდგა, არ დაუკვნესია. მერე კი ნელა წაიქცა, როგორც ხე. დაცემის ხმაც კი არ გამიგია, რადგან ირგვლივ უდაბნოს სილა იყო.
27 და ამის გაფიქრებაზე ეჟვნების წკრიალი ცრემლებად იცვლება... ეს ამბავი დიდი საიუდმლოებითაა მოცული. ჩემთვის ისევე როგორც თქვენთვის, ვისაც პატარა უფლისწული გიყვართ, მთელი ქვეყანა შეიცვლება, თუ სადღაც, სამყაროს რომელიღაც უხილავ მხარეში ბატკანმა, რომელიც თვალით არ გვინახავს, ვარდი შეჭამა.
28 კაპიტანი ჰული შესანიშნავად ახერხებდა ყინულების ხაფანგიდან თავის დაძვრენას. ეს ყინულები დამსკდარი და თბილი წყლით გადარეცხილი მომცრო აისბერგებია, რომელთა მეტი წილი სწრაფად დნება ატლანტის და წყნარ ოკეანეებში. ისინი ზაფხულობით დინებებს ჩამოაქვს ახალ ზელანდიასა და კეთილი იმედის კონცხთან.
29 ვეშაპზე სანადიროდ, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, ხალხი საჭიროა პატარა ნავებზეც და ნანადირევის გადასამუშავებლადაც. მაგრამ, მიხუედავად ამისა, ჯეიმს უელდონი, სხვა გემთმფლობელების მსგავსად, უფრო ხელსაყრელად თვლიდა, რომ ფრანცისკოში მხოლოდ ხომალდის მართვისათვის საჭირო მეზღვაურები დაექირავებინა.
30 სეზონის დამთავრებისთანავე მეზღვაურებს ანგარიშს უსწორებენ და ნაპირზე გადმოსხამენ ხოლმე. შემდეგ კი, მომავალ წლამდე, ისინი მოთმინებით ელიან ვეშაპმჭერ ხომალდებს. მეზღვაურების სეზონურად დაბინავება გემების მფლობელისათვის უფრო სარფიანია, რადგან ეკიპაჟის შესანახი ხარჯების ეკონომია შემოსავალს ზრდის.
31 სულ ცოტა ორასი კასრი დარჩათ ცარიელი. ასე ცუდად მათ არასოდეს უნადირიათ. კაპიტანი ჰული გულნაკლული იყო იმ სახელგანთქმული მონადირის მსგავსად, პირველად რომ ბრუნდება შინ ხელმოცარული. თავმოყვარეობაშელახულს ვერ ეპატიებინა იმ მუქთახორებისათვის, რომელთა თავაშვებულობამ ნადირობა ჩაუშალა.
32 ოკლენდში ჰულმა ახალი ეკიპაჟის აყვანაც კი სცადა, მაგრამ ამაშიც ხელი მოეცარა - ნავსადგურში არც ერთი თავისუფალი მეზღვაური არ აღმოჩნდა. შემდეგ ტვირთის შევსება მოინდომა და, ესეც რომვერ მოახერხა, მტკიცედ გადაწყვიტა, ოკლენდი დაეტოვებინა. ჰულს მგზავრების წაყვანა შესთავაზეს, რაზედაც უარი არ უთქვამს.
33 ჯეიმს ვ. უელდონი, სავაჭრო საქმეების გამო ზოგჯერ ახალ ზელანდიაში ჩადიოდა ხოლმე. სამივენი მან ჩამოიყვანა აქ და უკანვე, სან-ფრანცისკოში, წაყვანას უპირებდა, რომ სწორედ გამგზავრების წინ, პატარა ჯეკი ავად გახდა. ჯეიმს ვ. უელდონს ამერიკაში გადაუდებელი საქმეების გამო მათი ოკლენდში დატოვება მოუხდა.
34 ცოტათი ის აწუხებდა, რომ გემი ჯერ ჩილეს ნავსადგურშ, ვალპარაისოში, უნდა შესულიყო გადმოსატვირთად, რასაც საკმაო დრო მოუნდებოდა. უელდონის მეუღლე ოცდაათი წლისა, ჯანმრთელი, უშიშარი, შორეულსა და მძიმე მოგზაურობებში გამოწრთობილი ქალი იყო და არც გემით მოგზაურობის დროს მოსალოდნელ ფათერაკები აშინებდა.
35 კუზენი ბენედიქტიც, რაღა თქმა უნდა, მას უნდა წაჰყოლოდა. ეს ბენედიქტი ორმოცდაათიოდე წლის კაცი იყო. ასაკის მიუხედავად, მას სხლიდან მარტო ვერ გაუშვებდით. შეხედავდით თუ არა ამ გამხდარ, აწოწილ, თმაგაბუებულ, დიდთავა ოქროსსათვალიან არსებას, მაშინვე მიხვდებოდით, რომ მეცნიერი იყო.
36 იგი თითქოს მცენარეთა სამყაროს ეკუთვნოდა და ფოთოლგაცვვენილ უნაყოფო ხეს ჰგავდა, რომელსაც კეთილი გული აქვს, მაგრამ არავის შეფარება ან გამოკვება არ ძალუძს. ასეთი გახლდათ კუზენი ბენედიქტი, რომელიც სიამოვნებით ჩადგებოდა ხალხის სამსახურში, თუკი, როგორც ბატონი პრუდომი იტყოდა, იგი ამას შეძლებდა.
37 კუზენი ბენედიქტი უყვარდათ და ეცოდებოდათ თავისი უნიათობის გამოც. მისის უელდონს იგი შვილად, პატარ ჯეკის უფროს ძმად მიაჩნდა. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ბენედიქტი არ იყო ზარმაცი და მცონარა. პირიქით, ძალზე ბევრს შრომობდა. იგი მთლიანად შთაენთქა ბუნებისმეტყველებას, რომელიც მისი ერთადეთი გატაცება იყო.
38 მაგრამ კუზენი ბენედიქტი, გულახდილად რომ ვთქვათ, ერთმანეთისაგან ვერ არჩედა ჭიაყელასა და სამედიცინო წურბელას, ქვატეხიასა და ზღვის რკოს, სახლის ობობასა და ცრუმორიელს, კრევეტსა და ბაყაყს, ყურბელასა და სკოლოპენდრს. მაშ, ბოლოს და ბოლოს, ვინ იყო კუზენი ბენედიქტი? ის მხოლოდ და მხოლოდ ენტომოლოგი იყო.
39 ვერც გემის ცხივრზე და ვერც კიჩოზე ისეტ ჯიხურს ან კაიუტას ვერ ნახავდით, სადაც ქალის დაბინავება შეიძლებოდა. ამიტომ მისის უელდონი კაპიტან ჰულის ოთახით უნდა დაკმაყოფილებულიყო. ქალმა უარი თქვა ამ კაუტის დაკავებაზე და კაპიტან ჰულს ბევრი ხვეწნა-მუდარა დასჭირდა, რომ იგი დაეთანხმებინა.
40 ისინი მეოთხე წელი იყო ერთად თევზაობდნენ და უკვე კარგად შეწყობოდნენ ერთიმეორეს. მეზღვაურები ადრეც იცნობდნენ ერთმანეთს, ყველანი კალიფორნიის სანაპიროს მკივდრნი იყვნენ. ეს მამაცი ადამიანეი გემის მფლობელისადმი სიყვარულითა და პატივისცემით მეტად თავაზიანად ეპყრობოდნენ მისის უელდონს.
41 ესეც არ იყოს, სასურველია, ახალი წევრის წარსული ბურუსით არ იყოს მოცული, მით უმეტეს, როცა ეკიპაჟი მცირერიცხოვანია. ნეგორო ორმოც წელს მიტანეული იქნებოდა. ეს ნერვიული, შავგვრემანი, მზედაკრული კაცი ღონიერი ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ ხმელ-ხმელი იყო და ვერც სიმაღლით დაიკვეხნიდა.
42 თუ კანტიკუნტად ნასროლი შენიშვნების მიხედვით ვისმჯელებთ, ეტყობა, ჰქონდა. ნეგორო არასოდეს არ ლაპარაკობდა წარსუზე, სიტყვა არ დასცდებოდა თავის ოჯახზე. ძნელი იყო იმის გამოცნობა, თუ რა გადახდომოდა თავს, ანდა როგორი იქნებოდა მისი მომავალი. იცოდნენ მხოლოდ ის, რომ ვალპარაისოში უნდოდა ჩასვლა.
43 აშკარად ეტყობოდა, მეზღვაურად არ ემუშავა, რადგან ბევრი ისეთი რამის უმეცარი ჩანდა, რაც გემის მზარეულმა უნდა იცოდეს - იგი ხომ ცხოვრების მეტ წილს ზღვაში ატარებს! სამაგიეროდ, ნეგოროზე არ მოქმედებდა არც სიგრძივი და არც განივი რყევა, რასაც გემის მზარეულისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
44 ბედი თითქმის ყოველთვის უღიმის მ ა მ ა ც ე ბ ს და არა თ ა მ ა მ ე ბ ს. თამამი შეიძლება დაუფიქრებლად მოქმედებდეს, მამაცი კი ჯერ ფიქრობს, ხოლო შემდეგ მოქმედებს - ამაშია განსხვავება. დიკ სენდი სწორედ მამაცი იყო. თხუთმეტი წლისას უკვე შეეძლო გადაწყვეტილების გამოტანაც და მისი შესრულებაც.
45 კაცს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა მისი ცოცხალი და ამასთან დინჯი სახე. თავის ტოლ ბიჭებს სულ არა ჰგავდა - მათზე ბევრად უფრო სიტყვაძუნწი და თავშეკავებული იყო. დიკ სენდი ბავშობიდანვე ჩახვდა თავის უნუგეშო მდგომარეობას. ამიტომაც გადაწყვიტა, სხვის დაუხმარებლად დამდგარიყო ფეხზე და შეძლო კიდეც.
46 ჯერ ამერიკის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში მოათავსეს, სადაც ასეთი უთვისტომო ბავშვისათვის ადგილი ყოველთის მოიძებნება. ოთხი წლის დიკმა წერა-კითხვისა და ანგარიშის სწავლა დაიწყო ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთ ისეთ სკოლაში, რომელსაც გულუხვი ქველმოქმედები თავიანთი ხარჯით ინახავდნენ ხოლმე.
47 მოწოდებულნი და დადგება დრო, როცა მათ ნებისყოფასთან ერთად ძალაც აღმოაჩნდებათ ხოლმე ამ საქმეთა შესასრულებლად. კაპიტანმა ჰულმა მაშინ მიაქცია ყურადღება დიკ სენდს, როცა ბიჭი იუნგად მუშაობდა გემზე. ეს უშიშარი მეზღვაური დაუმეგობრდა მამაც იუნგას და ცოტა მოგვიანებით მისი ამბავი ჯეიმს უელდონს მოუთხრო.
48 ეს ქალი ხომ რამდენიმე წლის განმავლობაში დედობას უწევდა უპატრონო ბიჭს, ხოლო ჯეკი - უმცროს ძმად მიაჩნდა, თუმცა დიკ სენდმა ძალიან კარგად იცოდა, რა უფსკრულიც ჰყოფდა მას მდიდარი გაემთმფლობელის შვილისაგან. დიკ სენდის მფარველებმა დაინახეს, რომ მათი სიკეთის თესლს ნოყიერი ნიადაგი დახვდა.
49 უთვისტომო ბიჭს გული მადლიერების გრძნობით ჰქონდა სავსე და, თუკი საჭირო იქნებოდა, უყოყმანოდ შესწირავდა სიცოცხლეს იმათ, ვინც განათლება მისცა და ღვთის სიყვარული შთაუნერგა. ერთი სიტყვით, თხუთმეტი წლის ასაკში დიკ სენდი ოცდაათი წლის კაცივით იქცეოდა და აზროვნებდა. მისის უელდონმა იცოდა დიკ სენდის ფასი.
50 ახალგაზრდა მეზღვაური ყოველ ღონეს ხმარობდა ბავშვის გასართობად. მისის უელდონი მშვიდად ადევნებდა თვალს ჯეკს, რომელიც დიკ სენდთან ერთად ხან ვანტებზე მიძვრებოდა, ხან კი გროტ ანძის წვერზე აბობღდებოდა, მერე ბრამ-ანძის კადონებზე გადავიდოდა და შურდულივით ეშვებოდა ხოლმე ძირს, გემბანზე.
51 დიკ სენდი ნიადაგ თან ახლდა ჯეკს, ხან წინ მიუძროდა, ხან უკან მისდევდა, რომ ხელი შეეშველებინა ან დაეჭირა, თუკი ხუთი წლის ბიჭუნას ღონე უმტყუნებდა და სუსტი მკლავები დაეღლებოდა. ასეთი გართობა ჯეკისათვის სასარგებლო იყო, რადგან იგი დაესუსტებინა გადატანილ ავადმყოფობას და ახლა ძალზე ფერმიხდილი ჩანდა.
52 აღმოსავლეთის ქარი არ ცხრებოდა და კაპიტანი ჰული წუხდა, მან ვერასგზით ვერ მოახერხა სწორი კურსის დაჭერა. თხის რქის ტროპიკთან უქარო ამინდები იცის და კაპიტანს ეშინოდა, რომ კიდევ უფრო შეფერხდებოდნენ. გარდა ამისა, ისიც საფიქრებელი იყო, რომ ეკვატორული დინება დასავლეთისკენ გადახრიდა გემის კურსს.
53 მაშინ ხომ არც ისე ხშირად დადიოდა გემები ავსტრალიასა და ამერიკას შორის. რაღა გაეწყობოდა, უნდა დამორჩილებოდნენ ღვთის ნებას. თითქოს ეს ერთფეროვანი მოგზაურობა არაფერს არ უნდა შეეცვალა, მაგრამ ორ თებერვალს, მოთხრობის დასაწყისში აღნიშნულ გრძედს და განედზე მოულოდნელი ამბავი მოხდა.
54 იმ დღეს ნათელი დილა გათენდა. ცხრა საათზე დიკ სენდი და ჯეკი ბრამ-ანძის კადონზე აცოცდნენ. აქედან მთელი ხომალდი და ოკეანის დიდი ნაწილი ხელისგულივით მოჩანდა. უკან გროტ-ანძა, ზედ მიმაგრებული დახრილი გროტით ჰორიზონტს ფარავდა. მათ წინ ბუშპრიტი კლივერით და სტაქსელით სამ გაშლილ ფრთას მოგაგონებდათ.
55 მეზღვაურები გემბანზე აცვივდნენ. კაპიტანმა ჰულმაც დატოვა თავისი კაიუტა და გემის ქიმისაკენ გაეშურა. მისის უელდონი, ნანი და გულგრილი კუზენი ბენედიქტიც კი მარჯვენა ბორტის მოაჯირზე გადაყუდებულიყვნენ და დაკვირვებით იცქირებოდნენ იქითკენ, სადაც ახალგაზრდა მეზღვაურმა გემის ნამსხვრევები შეამჩნია.
56 გემის აყირავებული მარჯვენა გვერდი ისე დახრილიყო, რომ გემბანზე კაცი ფეხს ვერ მოიკიდებდა, ანძებიდან აღარაფერი გადარჩენილიყო, გემსართავიდან მხოლოდ გაგლეჯილი ტროსის ბოლოები და გაწყვეტილი ჯაჭვები კონწიალობდა. მარჯვენა ბორტის ვერტიკალურ კედელზე, გემის სამაგრსა და შემონაკერს შორის დიდი ნაპრალი მოჩანდა.
57 პორტის სახელწოდება გემზე არ ჩანდა, მაგრამ ფორმითა და ზოგიერთი ისეთი წვრილმანით, რომელიც იშვიათად გამოეპარება დაკვირვებული მეზღვაურის თვალს, კაპიტანი ჰული მიხვდა, რომ ამერიკული გემი უნდა ყოფილიყო. ამას მისი სახელწოდებაც ადასტურებდა. ამ ხუთასტონიანი დიდი ბრიგისაგან კორპუსიღა იყო დარჩენილი.
58 მხოლოდ პიარტნერსიდან ორი ფუტის დაშორებით მოჩანდა გროტ-ანძისა და ფოკ ანძის გადატეხილი ფუძეები. ეტყობოდა, ისინი დაჯახეისას გადაიმსხვრნენ და თან გადაიყოლეს ვანტეი, იალქნები და გემსართავი. თვალსაწიერზე გემის ერთი ნაწილიც კი არ ჩანდა. ეტყობოდა, კატასტროფა რამდენიმე დღის წინ მომხდარიყო.
59 ძაღლის საქციელი ისევ გასაგები იყო, როგორც ადამიანების ენა. ნავი მაშინვე მიცურდა მარცხენა ბორტის კრამბოლთან. ორმ მეზღვაურმა ნავი საიმედოდ დაამაგრა, ხოლო კაპიტანი ჰული და დიკ სენდი ძაღლთან ერთად გემბანზე ავიდნენ. მათ ძლივს მიაღწიეს ანძის ორ ნამსხვრევს შორის მოთავსებულ სათოფურამდე და ტრიუმში ჩავიდნენ.
60 დაუძახეს ნავში მყოფ მეზღვაურებს. ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენიმე წუთის შემდეგ ხუთივე ზანგი უკვე ნავში იყო. გონზე არ ერთი არ მოსულა და არც ერთს არ გაუგია, როგორ ცდილობდნენ მათ გადარჩენას. წამლის რამდენიმე წვეთსა და ცივ წყალს შეეძლო მათთვის სიცოცხლის დაბრუნება.
61 კაპიტანი ჯერ თავს იკავებდა და ამაზე ზანგებს არაფერს ებუნებოდა. ზანგები დიდი მზრუნველობით და ყურადღებით ექცეოდნენ. მისის უელდონი მათ მცირეოდენ წყალსა და საჭმელს აძლევდა, რასაც ზანგები ამდენხანს მოკლეულნი იყვნენ. მათ შორის ყველაზე უფრო ხნიერმა, ასე, სამოციოდე წლის ზანგმა, სხვებზე ადრე ამოიდგა ენა.
62 მართლაც, ხშირად ხდება ხოლმე ასე. ზოგი კაპიტანი კატასტროფის შემდეგ თვალს მიეფარება და სულ არ ენაღვლება უბედურებაში ჩავარდნილი ხალხი. არც კი ცდილობს, დეხმაროს მათ. როცა ამას მეეტლე სჩადის და დაშავებულებს შარაგზაზე ტოვებს, ეს, მართალია, გასაკიცხია, მაგრამ მის მსხვერპლს აუცილებლად დაეხმარება ვინმე.
63 ის გემი კი დაჯახების და შემდეგ გაიქცა და უკან აღარ დაბრუნებულა. ნახევრად ჩაძირულ გემზე ხუთი ზანგი დარჩა. მათ ელეთიდან ათას ორასი მილი აშორებდა. ყველაზე უფროსს ტომი ერქვა. ასაკის, ენერგიული ხასიათისა და ცხოვრების გამოცდილების გამო იგი თანამგზავრებს ხელმძღვანელად მიეჩნიათ.
64 ცენტრალურ აფრიკაში მათ, ალბათ, კარგი ფასი ექნებოდათ. ზანგები დაღლილ- დაქანცულები და გაწვალებულნი ჩანდნენ, მაგრმ მაინც იგრძნობოდა, რომ ძლიერი რასის შესანიშნავი წარმომადგენლები იყვნენ. ამას გარდა, მათ ჩრდილოეთ ამერიკის სკოლებში გამეფებული აღზრდა-განათლების კვალიც ეტყობოდათ.
65 დინგოს სქელი, მუქი წაბლისფერი ბეწვი მოსავდა, თავზე თეთრი ზოლები გასდევდა, კუდი კი ლომიით ძლიერი და მოქნილი ჰქონდა. გაბრაზებისას ეს ცხოველი, ალბათ, ძალზე საშიში იქნებოდა და, რაღა თქმა უნდა, ნეგორო დიდად კმაყოფილი არ უნდა ყოფილიყო ამ შეხვედრით, რომელიც ძაღლთა მოდგმის ამ ძლიერმა წარმომადგენელმა მოუწყო.
66 მომავლის რწმენით გამხნევებულ ამ მამაც ადამიანებს მისის უელდონის და კაპიტან ჰულსისთვის მადლობის მეტი რაღა ეთქმოდათ. ისინი მართლაც ძალზე დავალებულად თვლიდნენ თავს და, თუმცა მხოლოდ ღარიბი ზანგები იყვნენ, მაინც იმედოვნებდნენ, რომ დაუდგებოდათ ერთგულებისა და მადლიერების დამტკიცების ჟამი.
67 უქარო ამინდები იდგა და ამიტომ ალბათ ორი კვირით გვიან მივიდოდნენ ახალი ზელანდიიდან ვალპარაიოსოში. კაპიტან ჰულს ეს არაფრად მიაჩნდა. იგი სულ იმას წუხდა, ვაითუ ამ ხანგრძლივმა მგზავრობამ ძალიან დაღალოს მისის უელდონიო. ქალი კი არავითარ უკმაყოფილეას არ გამოთქვამდა და მშვიდად იტანდა ყოველივეს.
68 გემზე ცხოვრება, რომლის ერთფეროვნება დროებით დაარღვია ამ შემთხვევამ, ისევ თავისი გზით წავიდა. ტომი, ოსტინი, ბათი, აქტეონი და ჰერკულესი გულით ცდილობდნენ, რიმეში გამოსადეგნი ყოფილიყვნენ, თუმცა, როცა ქარი ერთი მიმართულებით ქრის და აფრებიც დაყენებულია, გემზე საქმე თითქმის არაფერია.
69 ჰერკულესიც ფართო, გაშლილ ხელისგულზე დაიყენებდა ბავშვს და ჯამბაზივით დასეირნობდა გემზე. ჯეკს თავი გოლიათად მიაჩნდა და ძალიან უხაროდა. დიკ სენდი და ჰერკულესი პატარა ჯეკის მეგობრები იყვნენ. მაგრამ მათ მესამე მეგობარიც შეემატა. ეს იყო დინგო. როგორც მოგახსენეთ, დინგო უკარება ჩანდა.
70 ჯეკს მეტისმეტად ხიბლავდა დინგოს ზურგზე მოქცევა და მისი ჭენება. რაღა თქმა უნდა, ასეთი ცხენი ჯობდა მუყაოსას, თუნდაც მას ბორბლები ჰქონოდა ფეხებზე მიმაგრებული. დინგო სიამოვნებით დაარბენინებდა გემზე ბიჭუნას, რომელიც მაინცდამაინც მძიმე არ იყო. სამაგიეროდ, შაქრის მარაგი მცირდებოდა კამბუზში სწრაფად.
71 დიკ სენდი გამოცდილ მესაჭეს ჰგავს. ვერც კი შეატყობ, რომ დამწყები მეზღვაურია. ჩენს ხელობას კაცი ბავშვობიდანვე უნდა დაეუფლოს. ვინც იუნგა არ ყოფილა, ვერც მეზღვაური გახდება, მით უფრო სავაჭრო ფლოტში. აქ ყველაფერი ისე უნდა შეითვისო, რომ სწრაფად გამოიტანო გადაწყვეტილება და მოხერხებულად მართო იალქნები.
72 კუზენი ბენედიქტი ცდილობდა, გაეცნო ახაგაზრდა მეზღვაურისათვის ენტომოლოგიის საიდუმლოებანი, მაგრამ დიკ სენდი გაურბოდა მას და მეცნიერი იძულებული გახდა, მხოლოდ ზანგებით დაკმაყოფილებულიყო. ზანგებს კი მისი არაფერი გაეგებოდათ. ტომი, აქტეონ, ბათი და ოსტინი სათოფეზე არ ეკარებოდნენ კუენ ბენედიქტს.
73 უნდა გენახათ, როგორ აცახცახდებოდა ხოლმე კუზენი ბენედიქტი, როდესაც თავის გამომხმარ, პაწაწინა, ნაზ მწერებს ჰერკულესის მსხვილ, ღონიერ თითებში მოქცეულთ დაინახავდა. მაგრამ ის იობისეური მოთმინება, რომელსაც პროფესორის გაკვეთილებისადმი იჩენდა გოლიათი მოწაფე, გარკვეულ მსხვერპლად ღირდა.
74 კუენი ბენედიქტი ამ საქმიანობაში იყო გართული. მისის უელდონი ცდილობდა, პატარა ჯეკი უსაქმოდ არ დარჩენილიყო და წერა-კითხვას ასწავლიდა, ანგარიშში კი მისი მეგობარი დიკ სენდი ავარჯიშებდა. ხუთი წლის ბავშვი იმდენად პატარაა, რომ უმჯობესია თამაშით ვასწავლოთ რაიმე, ვიდრე თეორიულად.
75 ჯეკი კითხვას ანბანით კი არ სწავლობდა, არამედ მოძრავი ასოებით, რომლებიც წითელი ფერით ეწერა ხის კუბებზე. იგი ალაგებდა კუბებს, ერთობოდა მათი ჩამომწკრივებით, ზოგჯერ მისის უელდონი ადგენდა სიტყვას, შემდეგ აურევდა კუბებს და თხოვდა ჯეკს, ისევ აღედგინა იგი. ბიჭუნას ძალიან მოსწონდა ეს.
76 ეს კი იოლი საქმე როდი იყო! დინგო იქვე იჯდა. მოულოდნელად ძაღლი გაქვავდა, თვალები გაუშტერდა, მარჯვენა თათი ასწია და კუდის ძლიერი ქნევა დაიწყო, შემდეგ მივრდა ერთ-ერთ კუბს, დაავლო პირი და რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დაიწყო, შემდეგ მივარდა ერთ-ერთ კუბს, დაავლო პირი და რამდენიმე ნებიჯის მოშორებით დადო.
77 დეკ სენდმა კუბების აღება და ჯეკისთვის დაბრუნება დააპირა, მაგრამ დინგომ შეუღრინა. ახალგაზრდა მეზღვაურმა მაინც აიღო კუბები და თავის ადგილზე დააწყო. დინგო ისევ ეცა კუბებს, ისევ ის ორი ასო ამოირცია და ცალკე დადო, შემდეგ ზემოდან თათები დაალაგა, თითქოს მათი დაცვა გადაწყვიტა. სხვა ასოებს ზედაც არ უყურებდა.
78 მას განზრახული ჰქონდა, გადაესერა აფრიკა დასავლეთიდან აღმოსავლეთით. მოგზაურობა იწყებოდა მდ. კონგოს შესართავთან და უნდა დამთავრებულიყო დელგადოს კონცხის მახლობლად, მდინარე რუვეუმის შესართავთან, რომლის დინებას მოგზაური ქვევით უნდა ჩაჰყოლოდა. ეს იყო ფრანგი მოგზაური სამეუელ ვერნონი.
79 გემბანზე ნეგორო გამოჩნდა. თავდაპირველად არავის შემუჩნევია არც მისი იქ ყოფნა და არც ის უცნაური მზერა, რომელიც მან ძაღლს მიაპყრო, როცა ის ორი ასო დაინახა. მზარეულის გამოჩენაზე დინგო ისევ გახელდა. ნეგრო მაშინვე გაბრუნდა უკან, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და მაინც წასცდა მუქარა.
80 შურიანი ენტომოლოგის ასეთი მოსაზრებების მიუხედავად, გემის ეკიპაჟს დინგოზე შეხედულება არ შეუცვლია - ძაღლი მათ საოცრებად მიაჩნდათ. მხოლოდ ნეგორო არ იზიარებდა ეკიპაჟის აღფრთოვანებას, თუმცა ძაღლს მეტად ჭკვიან ცხოველად თვლიდა. დინგო ყოველთვის საშინელ სიძულვილს ამჟღავნებდა მის მიმართ.
81 ძაღლი ღონიერი რომ არ ყოფილყო და თან მთელი ეკიპაჟის თვალისჩინი, შეიძლებოდა იგი რაიმე უბედურებას გადაჰყროდა. ნეგორო ახლა უფრო გაურბოდა დინგოს. დიკ სენდს არ გამოპარვია, რომ იმ საოცარი შემთხვევის შემდეგ სიძულვილი ადამიანსა და ძაღლს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა. ეს მართლაც რომ გაუგებარი იყო.
82 საჭირო იყო რამდენიმე დღეს შეეცადათ, რომ ქარს დასავლეთისაკენ ექნა პირი. წყნარი ოკეანის ამ უკაცრიელ ნაწილში არც ერთი გემი არ ჩანდა. ზღვაოსნებს ეს განედი მიეტოვებინათ. ვეშაპზე მონადირენი, რომლებიც სამხრეთ ზღვებში იმყოფებოდნენ, ასე ნაადრევად არ აპირებდნენ ტროპიკების გადალახვას.
83 რაც შეეხება ტრანსოკეანურ თბომავლებს, მათი გზა ასეთ მაღალ განედზე არ გადიოდა. ზღვა უკაცრიელი იყო, მაგრამ მგზავრები მაინც აკვირდებოდნენ ჰორიზონტს. ზოგიერთისათვის ზღვა ძალზე ერთფეროვანი და მოსაწყენია, მაგრამ უსაზღვროდ საინტერესო და მრავალფეროვანია მათთვის, ვისაც კი მისი გაგება ძალუძს.
84 მართლაც, გემიდან ოთხი მილის მოშორებით წყალი თუხთუხებდა, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ მეწამულ წყალში გოლიათი ძუძუმწოვარი დაცურავდა. შეუძლებელი იყო, ვეშაპებზე მონადირენი შემცდარიყვნენ. ძუძუმწოართა რომელი სახეობის წარმომადგენელი იყო ეს ვეშაპი, ამის დაბეჯითებით თქმა, სიშორის გამო, ჯერ შეუძლებელი იყო.
85 იქნე სწორედ იმ ჯიშისა გამომდგარიყო, რომელსაც საგანგებოდ ეძებენ ჩრდილოეთის ზღვების ვეშაპზე მონადირენი? ამ ვეშაპებს ზურგის ფარფლი არა აქვთ და კანქვეშ ქონის სქელი ფენა ადევთ. მათი სიგრძე საშუალოდ სამოცი ფუტია, ზოგჯერ ოთხმოციც. ერთი ასეთი ურჩხულისაგან ას კასრამდე ქონს ადნობენ ხოლმე.
86 თუ სხვისი კედლის საათის დანახვისას მესაათეს მისი მომართვის დაუოკებელი სურვილი შეიპყრობს ხოლმე, რა დაემართება, - ვეშაპზე მონადირეს ვეშაპის დანახვისას? ამბობენ, დიდ მხეცებზე მონადირენი უფრო აღტყინეული მონადირენი არიან, ვიდრე ისინი, ვინც, ჩვეულებრივ, მცირე ნადირს ხოცავენ ხოლმეო.
87 ჩვეულებრივი საჭე საკმაოდ სწრაფად ვერ აბრუნებს ნავს და თუ გვერდითი ნიჩბები მწყობრიდან გამოვლენ, სათანადოდ მომარჯვებულ უკანა ნიჩაბს შეუძლია ნავის დახსნა გამძვინვარებული ვეშაპის დარტყმისაგან. კაპიტან ჰულს მებარჯის პოსტი უნდა დაეკავებინა. მისივე თქმისა არ იყოს, მებარჯედ ის არაერთხელ ყოფილა.
88 თითოეული მათგანის სიგრძე ექვსას ფუტამდე აღწევს ხოლმე. ამაზე ნაკლები არ შეიძლება, რადგან ხშირად ვეშაპი ისე ღრმად ჩადის, ეს ტროსებიც არ არის ხოლმე საკმარისი. ეს მოწყობილობა გულმოდგინედ ჩაალაგეს ნავის ცხივრთან. ჰოვიკი და ოთხი მეზღვაური ბრძანებასღა ელოდნენ, რომ ნავი აეხსნათ.
89 ნავის ცხვირთან ერთადერთი თავისუფალი ადგილი დარჩა, რომელიც კაპიტან ჰულს უნდა დაეკავებინა. ცხადია, სანამ გემს დატოვებდნენ, იგი დრეიფზე დააყენეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ქანდრები ისე იყო დაყენებული, რომ იალქნბები აწონასწოებდნენ ერთმანეთს და შხუან-ბრიგი თითქმის უძრავად იდგა.
90 შემდეგ მეზღვაურები წვეტიანი ჩექმებით ზურგზე მოექცევიან ვეშაპს და თავიდან კუდამდე ზოლებად დაჭრიან. ეს ზოლები შემდეგ აიჭრება ერთ- ნახევარი ფუტის სისქე ფენებად, რომლებსაც კიდევ უფრო პატარა ნაწილეად აქუცმაცებენ, ყრიან კასრებში და გემის ტრიუმში ტვირთავენ. ნადირობის დამთავრების შემდეგ.
91 კაპიტანმა ჰულმა გემბანის მოაჯირს გადააბიჯა და თოკის კიბით ნავის ცხვირთან ჩაეშვა. მისის უელდონმა, ჯეკმა, კუზენმა ბენედიქტმა, ტომმა და მისმა თანამგზავრებმა ერთხელ კიდევ უსურვეს კაპიტანს წარმატება. დინგოც კი უკანა თათებზე დამდგარიყო, თათებით პლანშირს დაყრდნობოდა და თითქოს ისიც ემშვიდობებოდა ეკიპაჟს.
92 დინგოს უცბად ბეწვი ყალყზე დაუდგა და განრისხებულმა დაიღრინა. მისის უელდონი მობრუნდა. ნეგორო გემის წინაერდოსაკენ მოდიოდა. ალბათ, მასაც უნდოდა ნადირობისთვის თვალყური ედევნებინა. განრისხებული დინგო ეცა მზარეულს. ნეგორომ ხელი სტაცა ბერკეტს და თავდასაცავად მოემზადა. ძაღლი ცდილობდა, ყელში სწვდომოდა მას.
93 ჰოვიკმა ნავი იმ წითელი, საკმაოდ გრძელი მრუდის გასწვრივ წარმართა, რომლის იქით ვესაპი ცურავდა, ე.ი. თითქმის გარს უნდა შემოევლოთ მისთვის. ჰოვიკი ძალზე მშვიდი და გონიერი მეზღვაური იყო. კაპიტანი ჰული მას სავსებით ენდობოდა და იმის შიში არა ჰქონდა, რომ ჰოვიკი დაიბნეოდა, ან რაიმე მერყეობას გამოიჩენდა.
94 ბოცმანი კიჩოსთან იდგა და ისე მართავდა ნავს. ცდილობდა მარცხენა მხრიდან მიახლოებოდა ვეშაპს, ოღონდ ისე, რომ კუდიდან შორ მანძილზე ყოფილიყო. ამ შემზარავი კუდის ერთი დარტყმაც კი ნავს ნაფოტ-ნაფოტ აქცევდა. ნავის ცხვირთან კაპიტანი ჰული იდგა, მას ხელთ შუბი ეპყრა, ფეხები განზე გაედგა, რომ წონასწორბა დაეცვა.
95 შვილმაც მას მიბაძა. სანამ ვეშაპი ჩაყვინთავდა, ფეხზე მდგომმა კაპიტანმა ჰულმა და ბოცმანმა კარგად გაარჩიეს და შეაფასეს კიდეც იგი. ეს იყო მფრინავ ვეშაპთა, ბალენოპეტრთა, უზარმაზარი წარმომადგენელი. მისი სიგრძე ოთხმოც ფუტს აღწევდა. მოყვითალო კანი დაფარული ჰქონდა უამრავი მუქი ყავისფერი ლაქით.
96 კარგად დაუკვირდი! თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ბოცმანი ერტი წუთითაც არ შეანელებდა ყურადღებას. რადგან ნავს ვეშაპივით ჩქარი სვლა არ შეეძლო, ბარჯის ტროსი ისეთი სისწრაფით იშლებოდა, რომ საშიში იყო, ნავზე ხახუნისაგან ცეცხლი არ გაჩენილიყო. კაპიტანმა ჰულმა წყლით გაავსო ბადია, რომელშიც ტროსი იდო.
97 ტროსის მეორე ხვეულა პირველს მიაბეს, მაგრამ ისიც სწრაფად გათავდა. ხუთი წუთის შემდეგ მესამე ხვეულაც მიაბეს - ისიც თვალსა და ხელს შუა გაქრა. ვეშაპი შეუჩერებლივ მიცურავდა. ცხაი იყო, ბარჯს იგი საკმაოდ არ დაეზიანებინა. ტროსის დახრილობაზე აშკარად ეტყობოდა, რომ ცხოველი სულ უფრო და უფრო ღრმად ჩადიოდა წყალში.
98 კაპიტანმა ბარჯის ბოლოზე დამაგრებული ალამი ასწია და გემს მოახლოების ნიშანი მისცა. კაპიტანმა შეამჩნია, რომ დიკ სენდმა ტომისა და მისი თანამგზავრების დახმარებით დაიწყო ქანდარების მობრუნება, რათა ისინი ქარის მიმართულებით დაყენებინა. სუსტი ქარი ქროდა, იგი ხან ჩადგებოდა, ხან ისევ დაუბერავდა.
99 მართლაც, ვეშაპი ნავისკენ შემობრუნდა, მერე დაჰკრა თავისი უზარმაზარი ფარფლი წყალს და ნავს ეძგერა. ბოცმანმა, რომელიც ამ თავდასხმას მოელოდა, ნავი შეაბრუნა. ვეშაპმა ისე გასცურა ნავის გასწვრივ, რომ მას ოდნავადაც არ შეხებია. კაპიტანმა ჰულმა და ორმა მეზღვაურმა კიდევ სამჯერ ძლიერად ჩასცეს შუბი ვეშაპს.
100 ძალიან ცდილობდნენ, მისთვის რომელიმე სასიცოცხლო ორგანო დაეზიანებინათ. ვეშაპი შედგა. სისხლნარევი წყლის ორი სვეტი მაღლა აისროლა და ისევ ეძგერა ნავს. შემზარავი სანახაობა იყო. მეზღვაურები ძალზე მამაცები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ასეთ შემთხვევაში არ დაბნეულიყვნენ. ჰოვიკმა ისევ ოსტატურად აიცდინა ახალი იერიში.
101 სათლი! - დაიყვირა კაპიტანმა ჰულმა. ორმა მეზღვაურმა ნიჩბებს თავი ანებეს და დაიწყე წყლის ამოხაპვა, კაპიტანმა ჰულმა კი ტროსის გადაჭრა, რომელიც ამჟამად სრულიად აღარ იყო საჭირ. ტკივილებისაგან გაშმაგებულ ცხოველს აზრადაც არ მოსდიოდა გაქცევა. იგი საერიშოდ მოიწევდა დ თანდათან შემზარავი ხდებოდა.
102 ვეშაპი მესამედაც მობრუნდა ნავისაკენ. ახლა ნავი წყლით იყო სავსე და ძველებურად მისი სწრაფად მობრუნდა არ შეეძლოთ, გაქცევაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. როგორ აეცდინათ მოსალოდნელი დარტყმა? რაც უნდა სწრაფად დაეხია ნავს უკან, ვეშაპს მაინც შეეძლო რამდენიმე ნახტომით დასწეოდა, კაპიტანმა ეს კარგად იცოდა.
103 საუბედუროდ, შხუნა-ბრიგს ხრახნიანი ძრავი არ ჰქონდა, რომლითაც სვლის აჩქარება შეიძლებოდა. ჩაეშვა ნავი ზღვაში და ზანგის დახმარებით კაპიტნის მისაშველებლად გაქცეულიყო? ეს დიდ დროს მოითხოვდა. თანაც ახალგაზრდა მეზღვაურს ნაბრძანები ჰქონდა, რაც უნდა მომხდარიყო, გემი არ დაეტოვებინა.
104 რამდენიმე წუთის განმავლობაში ზღვაზე მხოლოდ ვეებერთელა ტალღები და ცაში სვეტებად ავარდნილი შხეფები მოჩანდა. დიკ სენდი და ზანგები ნავში ჩასხდნენ და თხუთმეტ წუთში უკვე ბრძოლის ველზე იყვნენ, მაგრამ იქ ცოცხალი აღარავინ დახვდათ... სისხლით შეღებილ წყალში ნავის რამდენიმე ნამსხვრევიღა ტივტივებდა.
105 საქმეს ისიც ართულებდა, რომ გემზე მისის უელდონი იმყოფებოდა თავისი პატარა ვაჟით. მართალია, მათ მიერ გადარჩენილი ზანგები, მამაცი და დაუზარელი ადამიანები, მზად იყვნენ, ყოველგვარი ბრძანება უსიტყვოდ შეესრულებინათ, მაგრამ ამ ზანგებს ხომ სრულიად არფერი გაეგებოდათ მეზღვაურობისა.
106 იგი მდუმარედ დაჰყურებდა იმ ადგილს, სადაც სულ ცოტა ხნის წინ მისი მფარველი და მამასავით საყვარელი კაპიტანი ჰული ჩაიკარგა. დიკ სენდმა თვალი მოავლო სივრცეს, ეგებ რაიმე გემი გამოჩნდეს და შემწეობა და დახმარება ვთხოვოო. ყველაზე მეტად მას მისის უელდონისა და პატარა ჯეკის ბედი აწუხებდა.
107 დიკ სენდმა თამამად გაუსწორა თვალი სინამდვილეს. მხურვალედ შესთხოვა ღმერთს მფარველობა და შემწეობა. რა გადაწყვიტა? გემბანზე ნეგორო გამოჩნდა. კატასტროფის შემდეგ იგი უცბად გაქრა და ვერავინ ვერ შეამჩნია, ეწყინა თუ გაუხარდა ამ საიდუმლოებით მოცულ ადამიანს მოულოდნელად თავს დამტყდარი უბედურება.
108 მისის უელდონი რუკისაკენ დაიხარა. იგი უყურებდა ყავისფერ ლაქას, რომელიც ხმელეთს აღნიშნავდა ამ უსასრულო ოკეანის მარჯვენა მხარეს. ეს ყო სამხრეთ ამერიკის სანაპირო, უზარმაზარი ზღუდე წყნარსა და ატლანტის ოკეანეებს შორის, ჰორნის კონცხიდან დაწყებუყლი, კოლუმბიის ნაპირებით დამთავრებული.
109 დიკ სენდმა შესანიშნავად იცოდა, თუ რა შორს იყო ხმელეთი. რომ ამ მანძილის გასაზომად ასეულობით მილიც კი არ კმაროდა. მიუხედავად ამისა, მისი გადაწყვეტილება მტკიცე და ურყევი იყო. დაკისრებულმა უდიდესმა პასუხისმგებლობამ იგი ნამდვილ ვაჟკაცას აქცია. მოქმედების ჟამი დადგა. პირქარი ჩადგა.
110 გემზე იყო ხრახნიანი პატენტ-ლაგი, რომლის ისარი ციფერბლატზე ზუსტად აჩვენებდა გემის სიჩქარეს დროის გარკვეულ მონაკვეთში. ამ ინსტრუმენტის გამოყენება ადვილი იყო და დიდი სამსახურის გაწევაც შეეძლო. ზანგები სრულიად თავისუფლად იყენებდნენ მას, მაგრამ ოკეანის დინებების გამო ჭირდა შეცდომების თავიდან აცილება.
111 კლივერი, სტაქსელები, დახრილი გროტი და ტოფსელი ადვილად შეიძლება აღიმართოს და ჩამოიხსნას ქანდარებზე აუსვლელად. აფრეის გაშლა ფოკ-ანძაზე კი მოითხოვს საზღვაო საქმესი დახელოვნებას. ამ აფრებით მანევრირებისათვის მეზღვაური ვანტებით უნდა ავიდეს ანძის წვერზე - ბრამსტენგზე ან ბომ-ბრამსტენგზე.
112 იგი ჰაერით აივსო და გემმა უფრო უმატა სვლას. დახრილი გროტის ზემოთ აღმართეს ტოპსელი. ამისთვის საკმარისი იყო, ბაგირები ჩამოეწიათ და დაემაგრებინათ. პატარა ჯეკი შეუერთდა ჰერკულესსა და აქტეონს, რომლებიც ისეთი ძალით ეწეოდნენ ბაგირს, რომ გორდენი უცბად გასკდა და სამივენი გადაყირავდნენ.
113 ეს გაცილებით ძნელი იყო. თუ სტაქსელების აღმართვა, დაჭიმვა და დამაგრება ქვევიდანაც შეიძლებოდა, ფოკ-ანძის ოთხკუთხა იალქნებისათვის აუცილებელი იყო ქანდარაზე აცოცება. დიკ სენდი თავისი გამოუცდელი ეკიპაჟის წევრების საფრთხეში ჩაგდებას მოერიდა და გადაწყვიტა ანძაზე თვითონ ამძვრალიყო.
114 მან ტომს დაუძახა, საჭე გადასცა და აჩვენა, როგორ ემართა იგი. შემდეგ ჰერკულესი, ბათი, აქტეონი და ოსტინი ერთად დააყენა, ზოგი ბრამსელთან, ზოგიც ბომ-ბრამსელთან, თვითონ კი ანძაზე აძვრა. ფოკ-ანძის ვანტებზე ასვლა, ბრამესლამდე მიღწევა და ქანდარაზე გადასვლა დიკისათვის ძალზე იოლი იყო.
115 სწრფმა და მოქნილმა ჭაბუკმა ელვის სისწრაფით გადაირბინა ბრამ-ქანდარის პერტები, ძირს დაუშვა ბრამსელის მოსაჭიმი თოკის ბოლოები, შემდეგ ბომ-ბრამ ქანდარაზე გადავიდა და იქაც სწრაფად გახსნა აფრა. როცა ამ საქმეს მორჩა, ჩამოსრიალდა მარჯვე ბორტის ერთ-ერთ ფორდუნზე და პირდაპირ გემბანზე დაეშვა.
116 დიკ სენდს ლისელების აღმართვაც შეეძლო, მაგრამ ეს საკმაოდ ძნელი საქმე იყო და, გარდა ამისა, უცებ ქარიშხალი რომ ამოვარდნილიყო, მათი ჩამოხსნა ძალიან გაუჭირდებოდათ. ამიტომ იყო, რომ ახალგაზრდა მეზღვაურმა გადაწყვიტა, უკვე აღმართული იალქნები ეკმარა. საჭესთან ისევ დეკ სენდი დადგა, ქარი ძლიერდებოდა.
117 ახალი ეკიპაჟის საგუშაგოდ შხუნა-ბრიგის გემბანზე დარჩა, რათა მზად ყოფილიყვნენ დიკ სენდის ბრძანების შესასრულებლად. თუ საჭირო გახდებოდა, მათი იალქნები ქარის მიმართულებით უნდა შეებრუნებინათ, მაგრამ ჯერ ქარი თანაბარი ძალითა და ერთი მიმართულებით ქროდა, ამიტომ საქმეც არაფერი იყო.
118 იგი მიეკუთვნებოდა ტარაკნების ოჯახს, ამერიკული ტარაკნების ერთ- ერთ სახეობას. ეს უძვირფასესი განძი მან ნეგოროს სამზარეულოში ბორიალის დროს იპოვა და, რომ იტყვიან, სწორედ სულზე მიუსწრო, რადგან მზარეულს ის-ის იყო შეუბრალებლად უნდ გაესრისა. კუზენი ბენედიქტის საშინელი აღშფოთებას ნეგორო საკმაოდ ცივად შეხვდა.
119 სოწრედ ამ დროს იპოვა მან ზემოხსენებული ტარაკანი და, რადგან განზრახული ჰქონდა, ზოგიერთ ენტრომოლოგთა საწინააღმდეგოდ დაემტკიცებინა, რომ ფორასფეების სახეობის ტარაკანის ცხოვრების წესი ძლიერ განსხვავდება ჩვეულებრივი ტარაკანის ცხოვრების წესისაგან, გულმოდგინედ შუდგა მწერის შესწავლას.
120 ენტრომოლოგი ისე გაიტაცა ნაპოვნმა და ისეთი აღფრთოვანებით შესცქეროდა მას, თითქოს ეს ოქოს ტარაკანი ყოფილყო და არა გულისამრევი მწერი ცხოვრება გემზე ჩვეულებრივად წარიმართა, თუმცა თითოეული მგზავრი ჯერ კიდევ იმ მოულოდნელი, სამწუხარო და საზარელი კატასტროფის შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა.
121 დიკ სენდმა მაინც გადაწყვიტა, ურჩობის ან დისციპლინის პირველი დარღვევისთანავე ნეგორო დაეპატიმრებინა, ტრიუმში ჩაესვა და იქა ჰყოლოდა მთელი მგზავრობის განმავლობაში. საკმარისი იყო ჰერკულესისათვის ენიშნებინა, რომ იგი თვალის დახამხამებაში ქეჩოში წაავლებდა ხელს მზარეულს და ტრიუმისაკენ წააკონწიალებდა.
122 ნანმა საჭმელების მომზადება იცოდა და ადვილად შეძლებდა მზარეულის შეცვლას. ნეგორო მიხვდა, რომ მას ფხიზლად ადევნებდნენ თვალს და რაიმე საბაბის მიეცემას ერიდებოდა. საღამოთი ქარი გაძლიერდა, მაგრამ იალქნების დაშვება ჯერ საჭირო არ იყო. რკინის სალტეებიანი დიდი ანძები უფრო ძლიერ ქარსაც გაუმკლავდებოდნენ.
123 მისი ციფერბლატი დღისით კარგად ჩანდა, ხოლო ღამით ორი გვერდითი ნათურით შუქდებოდა და მიმართულებას უჩვენებდა. მეორე კომპასი კი, ანუ გადაბრუნებული ბუსოლი, კაპიტან ჰულის ყოფილ კაიუტაში იყო დამაგრებული. კაპიტანს ოთახიდან გამოუსვლელად შეეძლო სცოდნოდა, მიდიოდა თუ არა გემი საჭირო მიმართულებით.
124 საუბედუროდ, თორმეტ თებერვალს, ღამით, როდესაც საჭესთან ახალგაზრდა მეზღვაური იდგა, მეტად სამწუხარო ამბავი მოხდა. კოჭში ჩარჭობილი, სპილენძის კავზე დამაგრბული კაიუტის კომპასი მოძვრა და ძირს ჩამოვარდა. ეს მხოლოდ მეორე დღეს შენიშნეს. როგორ ამოძვრა კავი ხიდან? ამის ახსნა შეუძლებელი იყო.
125 ღამით დიკ სენდი თვითონ მორიგეობდა საჭესთან, დღისით ხუთ-ექვს საათს იძინებდა და ეს მცირე დრო ჰყოფნიდა ძალღონის მოსაკრებად. დიკ სენდის ძილის დროს საჭესთან ტომი ან მისი ვაჟი ბათი მორიგეობდნენ. ისინი ზუსტად ასრულებდნენ ახალგაზრდა მეზღვაურის მითითებებს და თანდათან ეუფლებოდნენ მესაჭის რთულ ხელობას.
126 მაგრამ ამერიკის ნაპირიდან ჯერ კიდევ საკმაოდ შორს იყვნენ! რამდენი ხიფათი მოელოდათ მათ ამ გზაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, ცისა და ზღვის მოსალოდნელ ცვლილებებზე. ჯეკი კი, როგორც მისი ასაკის ბავშვს შეეფერებოდა, არაფერზე არა სწუხდა. იგი დინგოსთან თამაშობდა და უდარდელად დარბოდა გემბანზე.
127 ასე მიდიოდა ცხოვრება გემზე. ზანგები საზრიანად ასრულებდნენ დაკისრებულ საქმეს და თანდათან იწაფებოდნენ ზღვაოსნობაში. ტომი ბოცმანი იყო. იგი ცვლას ახალგაზრდა მეზღვაურის დასვენების ჟამს ხელმძღვანელობდა. მასთან იყვნენ ბათი და ოსტინი. აქტეონი და ჰერკულესი დიკ სენდის მეთაურობით მეორე ცვლას შეადგენდნენ.
128 როცა ერთი მართავდა გემს, დანარჩენი ორი იქვე გუშაგად იდგა. უკაცრიელი ოკეანის ამ მხარეში სხვა გემებთან შეჯახებისას საფრთხე არ იყო, მაგრამ ახალგაზრდა მეზღვაური ღამით მაინც დიდ სიფხიზლეს იჩენდა. მოითხოვდა, მთელ ღამეს მარჯვენა გვერდზე მწვანე და მარცხენაზე წითელი ნათურები ყოფილიყო ანთებული.
129 საღამოს აცივდა და ღრუბლებმა კიდევ უფრო დაბლა დაიწია. ირგვლივ ისეთი უკუნი სიბნელე იდგა, მაღალი იალქნების გარჩევაც კი შეუძლებელი იყო. ჰერკულესი და აქტეონი ვახტზე იდგნენ გემის წინაერდოზე. გემის ბოლოში სუსტად ანათებდა ნაკტოუზი, რომლის სინათლეს საჭის ლითონის ჩარჩო ირეკლავდა.
130 გემბანზე კი საშინელი უკუნეთი გამეფებულიყო. დილის სამი საათისათვის მოხუც ტომს თითქოს ჩასთვლიმა. იგი ნაკტოუზის განათებულ წერტილს მიშტერებოდა, მაგრამ ვერც ვერაფერს ხედავდა, ვერ რაიმეს გრძნობდა. რომ გეჩქმიტათ, ალბათ, ვერც გაიგებდა. ტომმა ვერ შეამჩნია, რომ გემბანზე ჩრდილმა გაიელვა.
131 ეს იყო ნეგორო. მზარეულმა ნაკოტუზის ქვეშ რაღაც მძიმე საგანი დადო. ერთი წუთით დააკვირდა კომპასის განათებულ ციფერბლატს და მიიმალა ისე, რომ არავის შეუმჩნევია. არ შეუმჩნევია ეს საგანი მეორე დღესაც არც დიკ სენდს, თორემ სწრაფად მოაშორებდა იქაურობას. ეს იყო რკინის ნაჭერი, რომელმაც კომპასის ჩვენება შეცვალა.
132 იმის ნაცვლად, რომ მაგნიტური პოლუსი ეჩვენებინა, რომელიც ჩრდ. პულუსისაგან ოდნავ განსხვავდება, იგი ჩრდილო-აღმოსავლეთს აჩვენებდა. ეს გადახრა ოთხ რუმბს უდრიდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, მართლა კუთხის ნახევარს. ტომი იმწამსვე გამოერკვა ბურანიდან, საჭე, რათა აღმოსავლეთისკენ ევლოთ.
133 გაცილებით უფრო სამხრეთით. ეს ორი მიზეზით იყო გამოწვეული - ერთი დინებებით, რომელნიც აცდენნენ გემს სწორი გზიდან და, რომელთა სიჩქარის გამოანგარიშება ახალგაზრდა მეზღვაურმა კარგად არ იცოდა, მეორე კი ბოროტმოქმედი ნეგოროს მიერ გაფუჭებული კომპასით, რომელიც მცდარად უჩვენებდა მიმართულებას.
134 ღვთის შემწეობით!... დიკ სენდის მტკიცე ტონი მხნეობას მატებდა მისის უელდონს, მაგრამ საკმარისი იყო თავისი პატარა ჯეკისათვის თვალი შეევლო, რომ მაშინვე შიში იპყრობდა. ქალს არ უნდოდა გულჩვილობა გამოემჟღავნებინა, მაგრამ არც იმ სევდისა და წუხილის შეკავება შეეძლო, რომელიც მას გულს უსერავდა.
135 თუ ბარომეტრის სვეტი ორი-სამი დღის განმავლობაში ნელა, მაგრამ განუწყევტლივ ზევით იწვევს, ეს კარგ ამინდს მოასწავებს, თუნდაც გადაუღებლივ წვიმდეს რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ კარგი ამიდნის დასგომისთანავე ბარომეტრი ისევ დაიწყებს დაცემას, მაშინ კარგი ამინდი მიცრე ხანს გასტანს.
136 გაზაფხულზე და შემოდგომით ბარომეტრის სწრაფი დაცემა ქარის მაუწყებელია. ზაფხულში დიდი სიცხის დროს იგი ჭექა-ქუხილს გვამცნობს, ზამთარში კი ხანგრძლივი ყინვების შემდეგ - ქარის შეცვლას, რომელსაც თან თოვლ-ჭყაპი და წვიმა ახლავს. ხანგრძლივი ყინვების დროს ვერცხლისწყლის სვეტის აწევა თოვლის წამოსვლას გვაუწყებს.
137 ასეთია ის ზოგადი დასკვნეი, რომელთა გამოტნა შეიძლება ამ ძვირფასი ხელსაწყოს მაჩვენებლებიდან. ეს ძალიან კარგად იცოდა დიკ სენდმა და მრავალჯერ ჰქონდა შემოწმებული. ბარომეტრი ყოველთვის ეხმარებოდა, ხიფათს მზად დახვეროდა. ოც თებერვალს ბარომეტრის სვეტმა რხევა დაიწყო. ამან ახალგაზრდა მეზღვაური ძალზე შეაშფოთა.
138 ცა პირქუში და მოღუშული იყო. ისეთ სქელ ნისლს მოეცვა მთელი ოკეანე, რომ მზის ამოსვლისა და ჩასვლის ადგილის შემჩნევაც კი არ შეიძლებოდა. ძლიერი ქარი ქროდა. დიკ სენდს მღელვარება შეეპარა, მაგრამ მტკიცე ნებისყოფის წყალობით ახერხებდა, შეშფოთება დაეფარა და სხვებისათვის არაფერი შეემჩნევინებინა.
139 იგი არც შემცდარა. ნაშუადღევს ქარი გაძლიერდა და ზღვაც უფრო პირქუში და მკაცრი გახდა. ოთხ საათზე ნეოგორმ, რომელიც იშვიათად გამოჩნდებოდა ხოლმე, დატოვა თავისი სამზარეულო და გემბანზე ამოვიდა. დინგოს, ალბათ, რომელიმე კუთხეში ეძინა, თორემ აუცილებლად შეუღრენდა. ნეგორო ჩვეულებისამებრ დუმდა.
140 ნეგორომ ჯერ აბობოქრებულ სივრცეს მოავლო თვალი, შემდეგ ზეცას ახედ და ცა შემაძრწუნებელი იყო. ღრუბლები ზევით უფრო სწრაფად მოძრაობდნენ, ვიდრე ქვევით. სულ მალე ეს მძიმე ღრუბლებით უფრო დაიწევდნენ ძირს და ძლიერ ქარს ქარიშხლდ ან გრიგალად აქცევდნენ. ნეგოროს სახეზე ბოროტი ღიმილი აუთამაშდა.
141 ისე გულგრილად უყურედა ყველაფერს, ან ამინდისა არაფერი გაეგებოდა, ან ძალზე გულადი იყო. ეს თითქოს სიხარულს უფრო იწვევდა მასში, ვიდრე უსიამოვნებას. იგი ბუშპრიტზე აცოცდა და შედეგ ბომ-უტლეგარზე გადაძვრა, რათა უფრო შორეული სივრცისთვის შეევლო თვალი. იგი თითქოს რაღაც ნიშანს ეძებდა ჰორიზონტზე.
142 დროდადრო ქარი ოდნავ ჩადგებოდა, მაგრამ შემდეგ კვლავ ძლიერად იწყებდა ქროლვას. ორ-სამჯერ ბარომეტრის სვეტმაც აიწია, თუმცა მისი სწრაფი რხევა ხელშემწყობი ქარების ან უკეთესი ამინდის მანიშნებელი არ უნდა ყოფილიყო. მალე ბარომეტრის სვეტიც დაეცა და გამოამინდების ყოველგვარი იმედი ამოიწურა.
143 კიდევ კარგი, მისის უელდონი მშვენივრად იტანდა ამას, მაგრამ პატარა ჯეკი ძალიან იტანჯებოდა. დედა თავს ევლებოდა თავის ბიჭუნას. კუზენი ბენედიქტი მთელ დროს ამერიკული ტარაკანების შესწავლას ანდომებდა და ისე კარგად გრძნობდა თავს, გეგონებოდათ სან- ფრანცისკოში, საკუთარ კაბინეტში იმყოფებაო.
144 დიკ სენდი ფიქრობდა, რომ იალქნების შემცირება კიდევ დასჭირდებოდა, მაგრამ შესაფერის დროს ელოდა, რომ ამის უხიფათოდ გაკეთება შესძლებოდა. მისი გამოანგარიშებით, ნაპირი უკვე შორს აღარ იყო. ჰორიზონტს ყველა ფხიზლად ადევნებდა თვალს, მაგრამ დიკ სენდი არავის ენდობოდა და მიწის გამოჩენას გაფაციცებით ელოდა.
145 ნისლიან ამინდში, რა გინდა კარგი მხედველობისაც უნდა იყოს კაცი, თუ ჰორიზონტის დაკვირებას შეჩვეული არაა, ნაპირის პირველ კონტურებს ვერ შეამჩნევს. ამიტომ დიკ სენდი ხშირად ადიოდა ანძაზე, რათა თვითონ დაკვირვებოდა ყევლაფერს და უკეთ გაერჩია მიწა, მაგრამ ამერიკის ნაპირი არა და არ ჩანდა.
146 ლაგს წყალში ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ვაგდებდი და მის მაჩვენებელს ზუსტად ვიწერდი. გნებავთ, ახლავე ჩავუშვათ ლაგი ზღვაში. ნახავთ, რომ საათში ათი მილის სიჩქარით მივდივართ. ეს დღე-ღამეში ორას მილზე მეტს შეადგენს. დიკ სენდმა ტომს მოუხმო და სთხოვა, ლაგი ჩაეგდო. მოხუცი ზანგი ამ საქმეში უკვე გაწაფული იყო.
147 ნუთუ ხშირი ხმარებით გაიხეხა? ეკითხებოდა თავის თავს დეჭვებული ახალგაზრდა მეზღვაური. ასე იყო თუ ისე, ლაგი დაიკარგა. გემის სიჩქარის შესამოწმებლად არავითარი საშუალება აღარ არსებობდა. გემს მხოლოდ კომპასი შემორჩა, რომელიც მცდარ მიმართულებას უჩვენებდა, თუმცა დიკ სენდმა ამაზე არაფერი იცოდა.
148 დიკ სენდმა გადაწყვიტა მარსელისა და ფოკის ჩამოშვება და დაბალი იალქნების მოჭიმვა, რათა ცურვა მხოლო ბომ-კლივერითა და ყულფებშემცირებული დახრილი გროტით გაეგრძელებინა. ამას დიდი დრო უნდოდა. დრო კი ცოტა იყო, რადგან ქარიშხალი საშინლად ბობოქრობდა. მან მოუხმო ტომსა და მის თანამგზავრებს.
149 დიკ სენდმა ბრძანა, სასწრაფოდ მოეხსნათ დახრილი გროტი, მაგრამ უკვე გვიან იყო. ძლიერი გრიგალი ეძგერა გემს და იალქანი მოგლიჯა. ოსტინი, რომელიც ამ დროს ბრამ-ანძის ქანდარაზე იმყოფებოდა, მთელი ძალით ბრამ-სტენგას მიეხეთქა და სხეული დაეჟეჟა, მაგრამ გემბანზე ჩამოსვლა მაინც შეძლო.
150 მისი ვარაუდით სანაპიროს რიფები შორს აღარ იყო და ასეთი სისწრაფით მიმავალი გემი ყოველ წუთს შეიძლებოდა რიფებზე შეჯახებისას დამსხვრეულიყო. იგი გემის ცხვირისაკენ გაიქცა, მაგრამ მიწის სიახლოვის ნიშნები ვერ დაინახა, კვლავ საჭეს მიუბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ გემბანზე ნეგორო ამოვიდა.
151 სიგრძივი რყევა ამ დროს ძალზე საშიშია, საშიშია აგრეთვე ზღვის ძლიერი დარტყმის გემის ბოლოზე. ქარიშხალში მოყოლილი გემისათის ეს ყველაზე დიდი საფრთხეა. წყლის ეს უზარმაზარი მთები უფრო სწრაფად მოძრაობდნენ, ვიდრე შხუნა-ბრიგი და ხომალდი რომ არ აჰყოლოდა ტალღას, დარტყმას ვერ გადაურჩებოდა.
152 რა უნდა ეღონათ? გემს იალქნის პატარა ნაჭერიც კი არ გააჩნდა, რომ უფრო ჩქარა წასულიყვნენ. ერთადერთ იმედად საჭე დარჩათ, მაგრამ ხშირად ისიც ვერ ეხმარებოდათ. დიკ სენდმა თოკით მიიმაგრა თავი, რომ ტალღას ზღვაში არ გადაეგდო. იგი წუთითაც არ ტოვებდა საჭეს. იქვე იყვნენ ტომი და ბათი, ასევე თოკით მიბმულნი.
153 ჰერკულესსა და აქტეონს ხელი ბიტენგზე ჩაეჭიდათ და გემის ცხივრზე ფხიზლობდნენ. ახალგაზრდა მეზღვაურის ბრძანებით მისის უელდონი, პატარა ჯეკი, კუზენი ბენედიქტი და ნანი თავისი კაიუტიდან არ გამოდიოდნენ. მისის უელდონს ერჩია, გემბანზე ამოსულიყო, მაგრამ დიკ სენდმა სასტიკად აუკრძალა, - აქ ყოფნა ძალზე სახიფათოაო.
154 ნეგოროს გემის ამ ადგილებში იშვიათად ნახავდით. ახლა კი იგი მიუახლოვდა ზანგებს, გეგონებოდათ, მათთან სუაბარი უნდაო. ტომმა და მისმა ვაჟმა მას არც კი მიხედეს. უეცრად გემი მკვეთრად გადაიხარა გვერდზე. ნეგორო დაეცა და, ნაკტოუზს რომ არ ჩაბღაუჭებოდა, აუცილებლად ზღვაში გადავარდებოდა.
155 ნეგორო წამომდარიყო. მას ხელში ნაკტოუზის ქვევიდან გამოღებული რკინის ნაჭერი ეკავა, რომელიც ყველასათვის შეუმჩნევლად ზღვაში ისროლა. ნუთუ ნეგოროს უნდოდა, რომ კომპასის ისარს თავისი ნამდილი მიმართულება მიეღო? უთუოდ უნდოდა, რადგან სამხრეთ-დასავლეთის ქარი ამჟამად მის ფარულ მიზნებს ემსახურებოდა.
156 ნათურებით გაშუქეული კომპასი ჩვეულებრივ ორ კონცენტრულ წრეს ეყრდნობოდა. ახალგაზრდა მეზღვაურმა შვებით ამოისუნთქა. ერთადერთი კომპასის გატეხვა დიდი უბედურება იქნებოდა. დიკ სენდს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო იმის შემჩნევა, რომ რკინის ნაჭრის მოცილების შემდეგ ისარი უკვე ზუსტად მიუთითებდა მაგნიტურ ჩრდილოეთზე.
157 მაგრამ დიკ სენდის გასაოცრად ამ ცვლილებას გავლენა არ მოუხდენია გემზე და მისთვის მიმართულება არ შეუცვლია. ქარისა და ზღვის ტალღები ახლა გევერდიდან ურტყამდნენ ხომალდს, რაც მეტად სხიფათო იყო. დიკ სენდი იძულებული გახდა, მიმართულება ოთხი რუმბით მაინც შეეცვალა, რათა გემი ქარიშხლის წინ მოქცეოდა.
158 ნეგოროსაც განა სხვასავით არ უნდა სდომოდა, რომ ხომალდი მალე მისდგომოდა ამერიკის ნაპირს? დიკის და მისის უოლდონის საუბრისას გამოირკვა, რომ ქალი უნდობლად ეკიდებოდა მზარეულს, მაგრამ ხელჩასაჭიდს ვერაფერს ხედავდა. გემზე სიფრთხილეს იჩენდნენ და ნეგოროს გამუდმებით ადევნებდნენ თვალყურს.
159 ეტყობოდა, მზარეულმა ახალგაზრდა მეზღვაურის ბრძანებას ანგარიში გაუწია და გემის იმ ნაწილში აღარ გამოჩენილა. იქ მას არაფერი ესაქმებოდა. ესეც არ იყოს, იქ დინგოს ბინა მიუჩინეს. მზარეულს ხომ ძალიან ესინოდ ამ ძაღლისა! მთელი კვირა ქარიშხალი არ შენელებულა. ბარომეტრის სვეტი კიდევ უფრო დაეცა.
160 გავიდა ორი საათი. კონცხი გემის პირდაპირ მოჩანდა. გემბანზე ნეგორო ამოვიდა, ყურადღებით დააკვირდა ნაპირს, თავი დაიქნია, თითქოს იცის საქმის ვითარებაო, ორიოდე სიტყვა წაიბურტყუნა გაუგებრად და ისევ ძირს ჩავიდა. დიკ სენდი ცდილობდა, დაენახა ნაპირი, რომელიც კონცხის უკან უნდა გამოჩენილიყო.
161 გავიდა კიდევ ორი საათი. კონცხი ახლა გმის უკან იყო აღმართული, მაგრამ ნაპირი ჯერ მაინც არ ჩანდა. ამასობაში ცა გადაიწმინდა. ანდების მთების უზარმაზარი ჯაწვით გარშემორტყმული ნაპირი ოცი მილის სიშორეზე უნდა გამოჩენილიყო. დიკ სენდმა ჭოგრიტი აიღო, ნელა აამოძრავა და ჰორიზონტის აღმოსავლეთ მხარეს დააკვირდა.
162 აღდგომის კუნძულის გამოჩენამ საშუალება მისცა დიკ სენდს, გემის ადგილმდებარეობა დაედგინა და განუმტკიცა იმის რწმენა, რომ ხომალდის უშიშარ ადგილზე მიყვანას შეძლებდა. კიდევ კარგი, რომ ღვთის წყალობით, ამ კუნძულს წააწყდნენ, ახლა ის მაინც იცოდა, თუ საით მიემართებოდა მისი ხომალდი.
163 ამიტომა იგი ნაკლებად დააზიანა ქარიშხლის საშინელმა შემოტევებმა. მან მხოლოდ დახრილი გროტი და ბომ-კლივერი დაკარგა, მაგრამ მათი აღდგენა ადვილი იყო. ისე კი, წვეთი წყალიც არ შესულა გემის კორპუსსა და გემბანის მჭიდრო ნაწიბურებში. ტმბოებიც წესრიგში იყო. ამ მხრივ საშიშროება არ არსებობდა.
164 ზღვა ისევ საშინლად მძვინვარებდა, მაგრამ ქარმა აშკარად დაიწყო დაცხრომა და თანაც პირი დასავლეთისაკენ იბრუნა. იალქნების აღმართვაზე ჯერ ფიქრიც არ შეიძლებოდა. ქარი ტილოს პატარა ნაჭერსაც კი არ გააჩერებდა, მაგრამ დიკ სენდი იმედოვნებდა, რომ მალე იგი ერთი სტაქსელის აღმართვას მაინც შეძლებდა.
165 მისის უელდონმა პირველმა დატოვა კაიუტა, სადაც სიფრთხილის გამო ჩაკეტა დიკ სენდმა ამ ხანგრძლივი ქარიშხლის დროს. ქალი მიუახლოვდა ახალგაზრდა მეზღვაურს. დიკ სენდმა ზეადამიანური ნებისყოფით დასძლია საშინელი დაღლილობა. იგი გამხდარი, გაფითრებული, ქარისაგან შერუჯული და მეტისმეტად დასუსტებული იყო.
166 უძილობა მის ასაკში ძნელი ასატანია, მაგრამ მისმა ვაჟკაცურმა ბუნებამ ყველაფერს სძლია! მოსალოდნელია, ყველაფერმა ამან შემდგომში იჩინოს თავი, მაგრამ ახლა დათმობა არ შეიძლებოდა, - შთააგონებდა იგი თავის თავს. მისის უელდონის აზრითაც, იგი ისე ყოჩაღად გამოიყურებოდა, როგორც არასდროს.
167 ზანგები იალქნბის გაშლას შეუდგნენ. ეს საკმაოდ ძნელი საქმე გახლდათ. ჯერ დაგრაგნილი იალქნები უნდა გაეშალათ, შემდეგ კი ქანდარაზე დაემაგრებინათ ისინი. დიკ სენდი ისე საზრიანად ხელმძღვანელობდა ზანგებს და ისინი ისე მონდომებით მუშაობდნენ, რომ ერთი საათის შემდეგ ქანდარა აღმართული იყო და იალქნები გაშლილი.
168 ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება დაგვჭირდეს, ამინდს კარგი პირი უჩანს და აუცილებლად შეგვხვდება გემი ან ლოცმანის კატერი. ღმერთმა ამის იმედი ნუ მოგვიშალოს! ჩვენ ხმელეთისაკენ მივემართებით და სულ მალე იგი კიდეც გამოჩნდება. გემის ხმელეთზე შეგდება - უკიდურესი საშუალებაა.
169 ყველაზე გულად მეზღვაურსაც კი ამის გაფიქრება ძრწოლას გვრის. დიკსაც ეს უკიდურეს საშუალებად მიაჩნდა და მხოლოდ მაშინ აპირებდა ამის გამოყენებას, როცა გამოსავალი აღარ იქნებოდა. რამდენიმე დღეს ამინდი ისევ ირეოდა. ქროდა ძლიერი ქარი. ბარომეტრის სვეტის რხევა მიანიშნებდა, რომ ქარი კიდევ უფრო გაძლიერდებოდა.
170 მიწას ყველა ხედავდა, ოღონდ ზოგი მკაფიოდ, ზოგი კი ბუნდოვნად. ახალგაზრდა მეზღვაურს ზღვის სივრცეებზე დაკვირვებაში გაწაფული თვალი ჰქონდა და შეუძლებელი იყო, შემცდარიყო. ეს ერთი საათის შემდდეგ აშკარა გახდა. აღმოსავლეთით, ასე, ოთხიოდე მილის მანძილზე, მოჩანდა საკმაოდ დაბალი ხმელეთი.
171 ეტყობოდა, აქ საშინელი ზღვის მოქცევა იყო. დიკ სენდი ერთხანს კიდევ იდგა გემის ქიმზე, დაკვირვებით ათვალიერებდა მიწას, შემდეგ უსიტყვოდ დაბრუნდა კიჩოზე და საჭესთან დადგა. ქარმა იმატა. შხუნა-ბრიგს ნაპირისაგან ერთი მილიღა აშორებდა. დიკ სენდმა პატარა ყურე შენიშნა და შიგ შესვლა გადაწყვიტა.
172 უცებ იგი გემის ცხივრისაკენ გაიქცა, ხმელეთს დააკვირდა და საცოდავი ყმუილი გააბა. გეგონებოდათ, ძაღლმა ნაპირი იცნო და სევდიანი მოგონებები აეშალაო. ცხადი იყო, ნეგორომ ეს გაიგონა, დაუძლეველმა სურვილმა გამოიყვანა იგი კაიუტიდან და, თუმცა ძაღლის მეტისმეტად ეშინოდა, მაინც დაეყრდნო გემბანის მოაჯირს.
173 ჩანდა, არავის დახმარებას არ საჭიროებდა. სიფრთხილისათვის დიკ სენდმა გემბანზე ათიოდე კასრი ვეშაპის ქონი ამოატანინა. ტალღებზე გადასხმული ქონი ზღვას ცოტახანს მაინც დააწყნარებდა და გემს რიფებს შორის გადასვლას გაუადვილებდა. დიკ სენდი ყოველგვარ ზომებს იღებდა ეკპიაჟის გადასარჩენად.
174 მოულოდნელად წყალმა ფერი იცვალა. დიკ სენდი მიხვდა, რომ მის წინ რიფებს შორის გასასვლელი იყო. საჭირო იყო მასში უშიშრად გავლა, რათა გემი რაც შეიძლება ახლოს გარიყულიყო ნაპირთან. ახალგაზრდა მეზღვაურმა გაბედულად შემოატრიალა საჭე და გემი ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ გასასვლელში შეიყვანა.
175 შეუძლებელი იყო რაიმეს გადარჩენა. მართალია, დიკ სენდმა ვერ მოახერხა, გემთმფლობელისათვის უვნებელი ხომალდი ჩაებარებინა, მაგრამ, სამაგიეროდ, მისი წყალობით ყველა მგზავრი და, რაც მთავარია, ჯეიმს უელდონის მეუღლე და შვილი გადარჩა, ყველანი რომელიღაც სტუმართმოყვარე ნაპირზე იმყოფებოდნენ.
176 თუ ეს პერუს სანაპირო იყო, მაშინ აქ უამრავი ნავსადგური, პატარა ქალაქი, სოფელი უნდა ყოფილიყო და დასახლებულ პუნქტამდე მისვლა არ უნდა გასჭირვებოდათ. მაგრამ ეს მხარე უკაცრიელი ჩანდა. სანაპიროს ვიწრო ქვიშიან ზოლს უსწორმასწოროდ დაღარული შავი ფრიალო კლდე მიჰყვებოდა. კლდე დამსკდარი იყო.
177 ახლომახლო, მართლაც, არავინ იყო. ვინმე რომ გამოჩენილიყო, ამას დინგო მაინც იგრძნობდა და ყეფით აუწყებდა მათ. ძაღლი წინ და უკან გარბოდ-გამორბოდა, კუდი დაეშვა და ღრენით ყნოსავდა მიწას. ეს საკვირველი იყო. მაგრამ უფრო საოცარი ის იყო, რომ დინგო ადამიანის ან ცხოველის სიახლოვეს როდი გრძნობდა.
178 მართლაც, ნეგორო ქვიშიან ნაპირზე დადიოდა, ბრუნდებოდა უკან, აკვირდებოდა მდინარეს, კლდეს, თითქოს ცნობდა ამ ადგილებს და რაღაცის გახსენება უნდოდა. ნუთუ მისთვის ეს მხარე ნაცნობი იყო? იგი, ალბათ, ამ კითხვაზე არ გიპასუხებდათ. ჯობდა, ამ გულჩათხრობილი და უჟმური კაცისათვის ყურადღება არ მიექციათ.
179 დიკ სენდი უყურებდა, სანამ იგი მდინარის ნაპირს მიჰყვებოდა, ხოლო როცა კლდეს მოეფარა, ნეგოროზე ფიქრს თავი ანება. მზარეულის დანახვაზე დინგომ ყეფა ატეხა, მაგრამ მაშინვე შეწყვიტა. ახლა ყველაზე სასწრაფო და აუცილებელი საქმე ისეთი თავშესაფრის პოვნა იყო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ჭამა და დასვენება.
180 საკვებზე ზრუნვა არ დასჭირდებოდათ. ხომალდის საწყობში არსებული მარაგი ხელუხლებელი იყო. ზღვის მოქცევამ წყლიდან ამყარა მრავალი საგანი, რომელიც მიქცევის შემდეგ მოშიშვლებულ რიფებზე მიმოფანტულიყო. ტომმა და მისმა თანამგზავრებმა აკრიფეს რამდენიმე კასრი ორცხობილა, გამხმარი ხორცითა და კონსერვებით სავსე ყუთები.
181 წყალს ვერ მოესწრო მათი გაფუჭება. ადამიანთა ეს პატარა ჯგუფი საკვებით უზრუნველყოფილი იყო, სანამ რომელიმე დასახლებულ პუნქტს ან სოფელს მიაღწევდა. ასეთი მარაგით შიში არაფერის უნდა ჰქონოდათ, ბუნებრივი საზრდოც რომ არ ყოფილიყო. საჭირო იყო, ეს სურსათი საიმედო ადგილზე შეენახათ. დიკ სენდმა წყალზეც იზრუნა.
182 ასე იყო თუ ისე, იგი სავსებით დაიტევდა კატასტროფაში მოყოლილთ. მისის უელდონმა და ნანამ ისიც შენიშნეს, რომ მღვიმე საკმაოდ მშრალი იყო. მოქცევის დროს ტალღები კლდის ძირსა და გამოქვაბულს ვერ მისწვდებოდნენ, რადგან ახალი მთვარე იყო. ასე რომ, შეიძლებოდა რამდენიმე საათით დაესვენათ.
183 ნეგორომაც კი გადაწყვიტა დასვენება და თავისი ულუფა საჭმელის მიღება. ეტყობოდა, მან გადაიფიქრა მარტო შესვლა უღრან ტყეში, სადაც გზას მიიკვლევდა დაკლაკნილი მდინარ. ნაშუადღევის პირველი საათი დადგა. მოგზაურებმა დაკონსერვებული ხორცით და ორხცობილათი ისაუზმეს და ცივი წყალიც დააყოლეს.
184 დინგო თავისი ულუფა საჭმლის მიღების შემდეგ მღვიმეს დარაჯობდა. ერთგული ცხოველი განგაშს ატეხდა, რომლიმე ცოცხალი არსების სანაპიროზე გამოჩენისთანავე, ამიტომ მათ შეეძლოთ მშვიდად ყოფილიყვნენ. მისის უელდონმა, რომელსაც კალათში ნახევრად მძინარე ჯეკი ეჯდა, პირველმა დაიწყო ლაპარაკი.
185 შენ უნდა იყო ჩვენი მეგზური ხმელეთზე. ისევე, როგორც იყავი ჩვენი კაპიტანი გემზე. ჩვენ სავსებით გენდობით შენ. თქვი, რა გავაკეთოთ? მისის უელდონი, მოხუცი ნანი, ტომი და მისი თანამგზავრები ახალგაზრდა მეზღვაურს თვალს არ აშორებდნენ. ნეგოროც კი განსაკუთრეული ყურადღებით შეჰყურებდა მას.
186 მე ვფიქრობ, ჩვენი გემი პერუს სანაპიროზე დაიღუპა. ქარებმა და დინებებმა, ალბათ, იგი ამ განედამდე აიყვანეს. შესაძლოა, ჩვენ ვიმყოფებით პერუს რომელიმე ნაკლებად დასახლეულ სამხრეთ პროვინციაში, რომელიც პამპასებს ესაზღვრება. მე ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. ნაპირიც საკმაოდ უკაცრიელი ჩანს.
187 წინასწარი დაზვერვის გარშე გამგზავრება კი, ისე, რომ არ ვიცოდეთ, რა მანძილით ვართ დაშორებული უახლოესი დასახლებული პუნქტიდან, დროისა და ენერგიის ფუჭი ხარჯვაა. გაყოფა, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ უფრო ნაკლებ სახიფათოა, ვიდრე ბრმად გამგზავრება უღრან ტყეში, რომელიც მთებამდეა გადაჭიმული.
188 მაშინვე წავიდა ნეგოროც. ამ კაცს სრულიად ბუნებრივად მიაჩნდა, რომ მხოლოდ თავის თავზე ეზრუნა. კუზენი ბენედიქტი კლდის ფერდობრზე აფოფხდა, ხოლო ნეგორო მდინარისაკენ მიბრუნდა და ნელი ნაბიჯით მეორეჯერ აჰყვა მის დინებას. ჯეკს ეძინა. მისის უელდონმა იგი ნანს დაუტოვა და თვითონ ქვიშიან ნაპირზე ჩამოვიდა.
189 სხვა საგნები ან აქეთ-იქით გაიფანტა ან გაფუჭდა. მგზავრობას რამდენიმე დღე მოუნდებოდა და ბევრი ტვირთის დაგროვება არც იყო სასურველი. საკვები და იარაღი ხომ ბლომად ჰქონდათ. დიკ სენდმა შეასრულა მისის უელდონის დავალებაც - წამოეღო მთელი ფული, რაც გემზე იყო - იქ დაახლოებით ხუთასი დოლარი აღმოჩნდა.
190 მხოლოდ იგი შეიძლებდა ყოფლიყო დამნაშავე. დიკ სენდმა გადაწყვიტა, ნეგორო დაბრუნებისთანვე დაეკითხა და თუ საჭირო გახდებოდა, გაეჩხრიკა კიდეც, რადგან მას სინამდვილის გაგება უნდოდა. მზე გადაიხარა. წელიწადის ამ დროს იგი ჯერ არც საკმაოდ თბილია და არც ნათელი, რადგან არაა ეკვატორს გადაცილებული.
191 გადაწყდა, მღვიმის შესასვლელში ზანგებს მორიგეობით ეყარაულათ, ამასთან, დინგოს იმედიც ჰქონდათ. უეცრად მათ შეამჩნიეს, რომ კუზენი ბენედიქტი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო. გოლიათმა იმოდენა ხმით დასჭექა, რომ ენტომოლოგი კისრისტეხით დაეშვა ფრიალო კლდიდან. კუზენი ბენედიქტი გაცოფებული იყო.
192 მას ერთი წუთითაც აღარ უნდოდა ამ საზიზღარ ნაპირზე გაჩერება და კატეგორიულად მოითხოვდა, წავიდეთო. ეს დიდი ბავშვი მისის უელდონმა დააწყნარა, ანუგეშა, ხვალ უკეთეს ფეხზე ადგეიო, და ყველანი მღვიმეში შეიყუჟნენ დასაძინებლად. ჩამობნელდა. უეცრად ტომმა შეამჩნია, რომ ნეგორო ჯერ არ დაბრუნებულიყო.
193 ჰერკულესი, ბათი, ოსტინი და დიკ სენდი მაშინვე გაემართნენ მდინარის შესართავისაკენ. მაგრამ ვერაფერი ნახეს, დინგოს ხმა კი აღარ ისმოდა. ისინი უკან მღვიმეში, დაბრუნდნენ. ყველანი დაწვნენ დასაძინებლად. ზანგებმა მღვიმის შესასვლელთან მორიგეობა გაინაწილეს. აფორიაქებულმა მისის უელდონმა კარგახანს ვერ დაიძინა.
194 ზანგებმა დანები აიღეს, თოფები დატანეს და ოთხივენი მდინარისაკენ გაემართნენ. მისის უელდონი, ტომი და აქტეონი მღვიმის შესასვლელთან დარჩნენ. მღვიმეში პატარა ჯეკი და ნანი იყვნენ. მზე ამოვიდა, დასავლეთით ჰორიზონტამდე გადაჭიმული ზღვა მზის სხივებზე ალაპლაპდა. სანაპიროს კლდე კი ჯერ ისევ ჩრდილში იყო.
195 ჭაღარაშერთული თმა და წვერი ჰქონდა. ასეთი მზედაკრული კანი მხოლოდ მომთაბარეებს აქვთ, რადგან მთელ დღეებს სუფთა ჰაერზე - ტყეში ან ველზე ატარებენ ხოლმე. მოთრიმლული ტყავის ხალათი კამზოლის მაგივრობას უწევდა, თავზე განიერი ქუდი ეხურა, ხოლო ტყავის მაღალი ჩექმები მუხლამდე სწვდებოდა.
196 დიკ სენდი მაშინვე მიხვდა, რომ იგი პამპასების მკვიდრი კი არა, ვიღაც უცხოელი ავანტურისტი იყო. ასეთი საეჭვო რეპუტაციის ხალხი ხშირად შეგხვდებათ ამ შორეულ ადგილებში. უცნობის თავდაჭერა და წითური წვერი მის ანგლოსაქსურ წარმოშობაზე მიუთითებდა. ასეა თუ ისე, იგი არც ინდიელი იყო და არც ესპანელი.
197 დიკ სენდი გაგონილმა ჩააფიქრა, თუმცა ძალზე არ გაკვირვებია, რადგან დინებებს შეეძლოთ შეცდომაში შეეყვანათ. შეცდომა არცთუ ისე მნიშვნელოვანი იყო. აღდგომის კუნძულის გამოჩენის შემდეგ მას ეგონა, რომ კატასტროფა მოხდა ოცდამეშვიდე და ოცდამეათე პარალელებსშუა, მაგრამ იგი თურმე ოცდამეხუტე პარალელზე მომოხდარა.
198 მისის უელდონი ცდილობდა, სხვა თემაზე გადაეტანა საუბარი, რადგან არ უნდოდა იმ კაცისათვის ეწყენინებინა, რომელმაც ასე თავაზიანად გაუწოდა დახმარების ხელი. ამ ხნის განმავლობაში დიკ სენდი ფიქრობდა ჰერისის მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე. ამ დახმარებამ, რომ იტყვიან, სულზე მიუსწროთ მათ.
199 ჰერკულესი ენტომოლოგის მოსაძებნად გაგზავნეს, რომელსაც ეს ამბები თითქოს სულ არ ეხებოდა და თუმცა ვერაფერს ვერ პოულობდა, მაინც იშვიათი მწრების აღმოსაჩენად კლდეზე დაფოფხავდა. როგორც იქნა, ჰერკულესმა მოიყვანა იგი. მისის უელდონმა უთხრა, - გამგზავრება გადაწყდა და ათ დღეს ტყე-ტყე უნდა ვიაროთო.
200 ნანის დახმარებით მისის უელდონმა მსუყე საუზმე მოამზადა. აუცილებელი იყო, გამგზავრების წინ ყუათიანად დანაყრებულიყვნენ. ამ ხნის განმავლობაში ჰერისმა და დიკ სენდმა კლდეს შემოუარეს და გორაკზე ავიდნენ. ხესთან მიბმული ცხენი გახარებული ჭიხვინით მიეგება პატრონს. ცხენი ღონიერი ჩანდა.
201 მისის უელდონს ჯერ ის ამშვიდებდა, რომ პამპასების ამ რაიონში არც ადგილობრივი მცხოვრებლებისა და არც საშიში ცხოველთა თავდასხმა მოსალოდნელი არ იყო. გარდა ამისა, ისეთი მეგზურის თანხლებით, როგორიც ჰერისი ჩანდა, შეუძლებელი იყო, ტყეში გზა აბნეოდათ. ჩვენი მგზავრები კვალში უდგნენ ერთმანეთს.
202 მე თქვენ სათვალესაც ჩამოგართმევთ. როცა ვერაფერს დაინახავთ, მაშინაც არ მოხვალთ გონს? ამ მუქარამ კუზენი ბენედიქტი შეაშინა და ერთ ხანს რაზმს არ მოშორებია. მაგრამ სულ მალე ისევ აქეთ-იქით იწყო სირბილი. ჩანდა, ასე მოიქცეოდა იგი მაშინაც კი, მისთვის ყუთი, ბადე და თუნდაც სათვალე რომ ჩამოერთმიათ.
203 ყოველი შემთხვევისათვის წინასწარ ყველაფერი იღონეს, რომ ინდიელები ახლო არ მოეშვათ. უღრან ტყეში შეჭრილი ბილიკები ბილიკებს არ ჰგავდა. ეს გზა ცხოველთა ნავალს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე ადამიანისას. სიარული ჭირდა. ჰერისი არ შემცდარა, როცა თქვა, რაზმი საათში ხუთ-ექვს მილს თუ გაივლისო.
204 პირიქით, ეჯავრებოდა კიდეც ყვავილები იმიტომ, რომ ზოგიერთი მათგანი ბედავდა, თავისი გვირგვინით დაეჭირა მწერი და შხამიანი წვენით მოეწამლა. მგზავრებს გზადაგზა ჭაობებიც ხვდებოდა. მათ ფეხქვეშ მოწანწკარე პატარა რუები, ეტყობოდა, ჩვენი რაზმისათვის კარგად ნაცნობ პატარა მდინარეს ერთვოდა.
205 მდინარის ნესტიან ნაპირებზე ატეხილიყო ხშირი ლერწამი, რომელსაც ჰერისმა პაპირუსი უწოდა. როგორც კი ჭაობებს გასცდნენ, ტყე ისევ თაღად გადაემხო ვიწრო ბილიკებს. ჰერისმა მისის უელდონსა და დიკ სენდს უზარმაზარი აბანოზის ხე უჩვენა. ასეთი შავი და გამძლე აბანოზის ხე მგზავრებს აქამდე არ ენახათ.
206 არა! ეს იყო დამრეცი პლატო, რომელიც დაბლობს მასთან აერთებდა. ტყე აქ შეთხელდა. ახლა მხოლოდ აქა-იქ ჯგუფად შეყრილი ხეები ხვდებოდათ. ამან საგრძნობლად გაადვილა მოგზაურობა, მაგრამ მაღალი ბალახი ჯერ კიდევ ძალიან აფერხებდა წინსვლას. ჩვენს მოგზაურებს თავი აღმოსავლეთ ინდოეთის ჯუნგლებში ეგონათ.
207 ბევრი იყო ინდიგოს ხე. ჰერისის თქმით, ეს პარკოსანი მცენარე კარგად ხარობს და სწრაფად მრავლდება. საკმარისია მეურნემ სულ ცოტა ხნით მიატოვოს მინდორი და ეს პარაზიტი მაშინვე გაჩნდება. იგი ისევე არაფარად უღირთ აქაურებს, როგორც ევროპელებს ჭინჭარი და ნარშავი. ტყეში არ ჩანდა კაუჩუკის ხე.
208 მართლაც, საკვირველი იყო, რომ ჩვენს მგზავრებს არცერთი ასეთი ხე არ შეხვედრიათ. დიკ სენდი კი თავის მეგობარს, ჯეკს შეჰპირდა, კაუჩუკის ხეს გაჩვენებო. ბიჭუნა ნაწყენი და გულნატკენი იყო. მას ასე ეგონა, კაუჩუკის ხეზე თოჯინები, ჯამბაზები და რეზინის ბურთები კონწიალობენო. ჯეკმა ეს დედას შესჩილვა.
209 მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრინველ-ბუზი ბოლივიის ტყეებში მრავლად ბუდობს, პატარა ჯეკი ჯერჯერობით მაინც ჰერისის დაპირებას უნდა დასჯერებოდა. ამერიკელი ირწმუნებოდა, რაზმი ნაპირთან ჯერ კიდევ ახლოსაა, კოლიბრს კი არ უყვარს ოკეანისპირა უდაბური ადგილებიო. ისინი ადამიანებს არ უფრთხიან.
210 სან-ფელიჩეს ჰაციენდაში რომ სწრაფად მისულიყვნენ, რაზმი გზაში არ უნდა შეჩერებულიყო. მისის უელდონი და მგზავრები დასასვენებლად ძალიან ცოტა დროს ხარჯავდნენ. ტყე შეიცვალა. ხეებს შორის ფართო მდელოები გაჩნდა. მწვანე ბალახი ხალიჩებზე აქა-იქ ვარდისფერმა გრანიტმა და ცისფერმა ქვებმა დაიწყო ციმციმი.
211 ისინი ყოველ ორ საათში უნდა შეცვლილიყვნენ, ეშინოდათ, ადგილობრივი მკვიდრნი ან ნადირი არ დაგვესხასო. მოგზაურებმა უზარმაზარი მანგოს ხის ქვეშ შეისვენეს. ხის ვეება, დაბურული ტოტები ბუნებრივ ფანჩატურას მოგაგონებდათ და თუკი საჭირო გახდებოდა, მის ფოთლებქვეშ თავის შეფარებაც კი შეიძლებოდა.
212 პატარა რაზმის მოსვლისთანავე ხის კენწეროდან გამაყრუებელი ხმაური გაისმა. მანგოს ხის ტოტებზე ყბედი, ანჩხლი და მრისხანე თუთიყუშების მთელი გუნდი შემომსხდარიყო. ისინი თავს ესხმიან ხოლმე სხვა ფრინველებს და ძალზე განსხვავდებიან იმ თავიანთი ევროპული ნათესავებისაგან, რომლებიც გალიებში ჰყავთ გამომწყვდეული.
213 ივახშმეს და მწუხრიც ჩამოწვა. ჩრდილმა ნელ-ნელა აიწია, ხეების კენწეროებს ასცდა და ცის ნათელ თაღზე ფოთლების ულამაზესი ჩუქურთმებით ზეცა საოცნებოდ მოხატა. ვარსკვლავები აციმციმდნენ და ბრჭყვიალა ყვავილებივით შემოსხდნენ ხეთა კენწეროებზე. ქარი ჩადგა. შეწყდა ხის ტოტების შრიალი. დადუმდნენ თუთიყუშებიც.
214 სიტყვის დასრულება ძლივს მოასწრო, რომ ჯეკს ძილმა თვალები მოსტაცა და მშვიდად ჩაეძინა მანგოს ხეზე მიყრდნობილ ნანის კალთაში. მისის უელდონმა აკოცა მძინარე ბავშვს, დაწვა მის გვერდით მიწაზე და დაღლილ-დაქანცულმა თვალები დახუჭა. რამდენიმე წუთის შემდეგ ჰერკულესმა კუზენი ბენედიქტი ძალად მოიყვანა.
215 ამ ოთხხელა ცხოველთაგან ყველაზე ღირშესანიშნავია ღრიალა მაიმუნი. მას მოქნილი კუდი და ბელზებელის შესახედაობა აქვს. მზე ამოიწვერება თუ არა, გუნდის უხუცესი წერვრი შთამაგონებელი და სევდიანი ხმით იწყებს ერთფეროვან გალობას. იგი გუნდის ლოტბარია. შემდეგ ახალგაზრდები მოძახილით იმეორებენ დილის საგალობელს.
216 რაღა თქმა უნდა, იმიტომ კი არა, რომ მათ საგუნდო სიმღერები ძალიან უყვართ, არამედ იმიტომ, რომ ინდიელები მაიმუნებზე ნადირობის ტრფიალნი არიან - მათი ხორცი, მითუმეტეს შებოლილი, ძალზე გემრიელია! დიკ სენდმა და მისმა თანამგზავრებმა არ იცოდნენ ამ მაიმუნების ჩვეულება და არც უკვირდათ, რომ მათი ხმა არ ისმოდა.
217 მგზავრებმა თითქმის ერთდროულად გაიღვიძეს. ამ რამდენიმე საათის განმავლობაში რაზმის მყუდროება არაფერს დაურღვევია, ამიტომ რიგიანად დაისვენეს და საკმაო ძალაც მოიკრიბეს. ყველაზე ადრე პატარა ჯეკმა ჭყიტა თვალები, გაიზმორა და ჰერკულესს მთქნარებით ჰკითხა, ღამით მგელი ხომ არ შემოგეჭამაო.
218 თუმცა მაინს განაცხადა, იმიტომ კი არ ჩამოვედი აქ, რომ გულხელდაკრეფილმა წინ და უკან ვისეირნოო, თუ ჰერკულესი კიდევ შემიშლის ხელს კოკიუიოს ან სხვა მანათობელი ბუზების დაჭერაში, ცუდად წაუვა საქმეო! ამ მუქარას გოლიათი მაინცდამაინც არ შეუშინებია. მისის ველდონმა იგი ცალკე გაიხმო და უთხრა.
219 ნება მიეცი ამ დიდ ბავშვს, ცოტა გაირბინ-გამოირბინოს, ოღონდ ისე, რომ თვალს არ მიეფაროს. მას მხოლოდ ეს ერთი სიამოვნება აქვს ამქვეყნად და ამასაც ნუ მოვაკლებთო. დილის შვიდ საათზე პატარა რაზმი აღმოსავლეთისაკენ გაუდგა გზას. ისინი იმავე თანმიმდევრობით მიდიოდნენ, როგორც წინა დღეს.
220 ამ მიწაზე სითბოსა და სინესტეს მცენარეები გაეცოცხლებინა და გაელაღებინა. ეს ვრცელი პლატო თითქმის ტროპიკულ განედს უერთდებოდა. ზაფხულის თვეებში მზე შვეულად უგზავნიდა თავის სხივებს დედამიწას. ნიადაგში სითბოს დიდი რაოდენობა გროვდებოდა, ხოლო უფრო ღრმად, მიწის ქვეშ, ყოველთვის ნესტიანი ფენები იყო.
221 იგი პლატოს კვეთს და მოკლედ ჭრის მანძილს. თუმცა არასოდეს მინახავს ეს გზა, მაგრამ მაინც ვიცოდი, რომ ძალიან განსხვავდებოდა ნამდვილი პამპასებისაგან. ნამდვილი პამპასებს თქვენ ნახავდით არა დასავლეთის კორდილიერსა და ანდების ყველაზე მაღალ მწვერვალს შორის, არამედ მთებს გადაღმა, აღმოსავლეთით.
222 დამშვიდდით. თქვენცა და თქვენს თანამგზავრებსაც იქ მიგიყვანთ, სადაც საჭიროა! ეს ყველაფერი მეტად მტკიცედ და დამაჯერებლად იყო ნათქვამი. დიკ სენდი და ჰერისი რაზმს წინ მიუძღოდნენ და ამიტომ მათ საუბარში არავინ ერეოდა ხოლმე. ჰერისს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო ახალგაზრდა მეზღვაურის ყოველგვარი ეწვის გაფანტვა.
223 თუთიყუშებიდან ჯეკმა მხოლოდ წითელკუდიანი, ფერფლისფერი ჟაკოები ნახა. ისინი ხეებქეშ ფუთფუთებდნენ. ეს ჟაკო ბიჭუნასთვის უცხო არ იყო. იგი ყველა ქვეყანაში გაჰყავთ. გაუთავებელი ყბედობით მათ ყველა გააყრუეს ორივე კონტინენტზე. თუთიყუშთა ოჯახებიდან ისინი ყველაზე იოლად სწავლობენ ლაპარაკს.
224 რაღა თქმა უნდა, მით უფრო უკმაყოფილო დარჩებოდა კუზენი ბენედიქტი, რომელმაც აქეთ-იქით სირბილის უფლება მოიპოვა, მაგრამ მაინც ვერ ნახა ვერც ერთი მწერი, რომელიც დაიმსახურებდა მის კოლექციაში მოხვედრის პატივს. პიროფორებიც კი აღარსად ჩანდნენ. არ ანათებდნენ თავისი მუქლურჯი შუქით.
225 ესე იგი, ორმოცდარვა საათის შემდეგ პატარა რაზმს ექნებოდა საიმედო და კეთილმოწყობილი თავშესაფარი, სადაც ისინი ბოლოს და ბოლოს ადამიანურ დასვენებას მოახერხებდნენ. მგზავრებმა პლატო თითქმის შუა წელზე გადასჭრეს, მაგრამ ამ უზარმაზარ ტყეში არც ერთი ადგილობრივი მკვიდრი და არც ერთი მომთაბარე არ შეხვედრიათ.
226 ეს მხარე მხარე ადამიანებს მიეტოვებინათ. უკანასკნელ დღეებში თანდათან გამოჩდნენ ცხოველები. ზოგჯერ გაბმული და საცოდავი ყმუილიც ესმოდად. ჰერისი ამბობდა, ეს ამ უზარმაზარი ტყეების მკვიდრი, დიდი და ზანტი ცოველი ზარმაცააო. იმ დღეს შუადღისას, როცა დასასვენებლად დაბანაკდნენ, ჰაერში უცნაური სტვენა გაისმა.
227 მათი სიგრძე ზოგჯერ ორმოც ფუტამდე აღწევს. ზანგები დიკ სენდისაკენ გაქანდნენ, მაგრამ ჰერისმა დაამშვიდა ახალგაზრდა მეზღვაური და მისის უელდონი და განუმარტა, ეს სუკურუს სტვენა არ არისო. სუკურუ არ უსტვენს. შესაძლოა, ეს რომელიმე უვნებელი ოთხფეხა ცხოველია, როგორებიც ამ ტყეში მრავლად ბინადრობსო.
228 ორიოდე ნაბიჯის გადადგმასაც ვერ მოასწრებთ, რომ მთელი ფარა გაიქცევა. ტყუილუბრალოდ ნუ გაირჯებით, - თქვა ამერიკელმა. დიკ სენდი გამოუთქმელმა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო და მაღალ ბალახებში თოფიანად შესრილდა. მაშინვე ათი-თორმეტი პატარა, წვეტიანი რქით თავშემკული ქურციკი ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს.
229 დიკ სენდმა კარგად ვერც კი გაარჩია ისინი. იმავე დღეს გამოჩნდა რომელიღაც სხვა ცხოველების ჯგუფი. მათი დანახვა უკეთ მოახერხეს, მაგრამ ამ ცხოველების გულდაგულ დათვალიერება მაინც ვერ შეძლეს. ცხოველთა ამ ჯგუფის გამოჩენამ დიდი კამათი გამოიწვია ჰერისსა და დანარჩენ მგზავრებს შორის.
230 უცებ ტყის ტევრიდან ასიოდე ნაბიჯზე სამი თუ ოთხი რაღაც დიდი ცხოველი გამოჩნდა და ელვის სისწრაფით გაქრა. ახალგაზრდა მეზღვაურმა, ამერიკელის გაფრთხილების მიუხედავად, ერთ-ერთ ცხოველს დაუმიზნა და ესროლა, მაგრამ სროლის მომენტში ჰერისმა თოფს ხელი აუკრა და, თუმცა დიკ მარჯვე მსროლელი იყო, მიზანს მაინც ააცდინა.
231 ამ დიდი ფრინველის სიმაღლე ზოგჯერ ორ მეტრს ჭარბობს. ნანდუს სწორი ნისკარტი და მოლურჯო ფაფუკი ბუმბულით დაფარული გრძელი ფრთები აქვს. სამთით ფეხები არსებითად განასხვევეს მას აფრიკის სირაქლემებისაგან. ეტყობოდა, ჰერისმ კარგად იცოდა ნანდუზე ყველაფერი, რაკი ასე დაწვრილებით განუმარტა მგზავრებს ბევრი რამ.
232 რაც მთავარია, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, გახსოვდეთ ჩემი გაფრთხილება - რა ცხოველიც უნდა გამოჩნდეს, თოფი არ გაისროლოთ! საკვები ჯერჯერობით გვაქვს, ნანადირევი არ გვჭირდება. გიმეორებთ, თოფის ხმამ არ უნდა გაგვცეს, რომ ჩვენ ტყეში ვიმყოფებით. დიკ სენდი ჩაფიქრდა. ეჭვმა კვლავ გაიღვიძა მასში.
233 შებინდებისას, ჩვეულებრივ, ღამის გასათევად დაბანაკდნენ. ამდენ ხანს წვიმა არ ყოფლა, ახლა კი, ეტყობოდა, ამინდი იცვლებოდა, რადგან მიწიდან ავარდნილმა ცხელმა ორთქლმა სქელი ნისლი წარმოიშვა. წვიმების სეზონი დგებოდა. კიდევ კარგი, ხვალ ეს პატარა რაზმი კეთილმოწყობილ, მყუდრო თავშესაფარში დაისვენებდა.
234 ტომსა და მის ამხანაგებს უნდა ეფხიზლათ და რიგრიგობით ეყარულათ. დიკ სენდი კატეგორიულად მოითხოვდა, ასი თვლი და ასი ყური გამოებათ. იგი უწინდელზე მეტად ფრთხილობდა, რადგან საზარელმა ეჭვმა შეიპყრო, რომელსაც ჯერ არავის უმხელდა. შესასვენებლად ჭალაში, დიდი ხეების ქვეს დაბანაკდნენ.
235 დღემდე იგი ამერიკაში არავის უპოვია! დიკ სენდმა ვერ გაბედა ეკითხა კუზენ ბენედიქტისათვის, რომელი იყო ის ქვეყანა, სადაც წყეული ცეცე აქამდე უნახავთ. მომხდარი ამბის შემდეგ ყველამ ისევ ძილს მისცა თავი. მაგრამ დიკ სენდს საშინელი დაღლილობის მიუხედავად, მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს.
236 საცოდავი სანახავი იყო პატარა ჯეკიც - ალეწილი და გავარვარებული ციების შეტევის დროს დ ქაღალდივით თეთრი და გამტკნარებული შეტევის შემდეგ. შეძრწუნებული დედა კეთილ გადია ნანსაც აღარ ანდობდა ბავშვს. თვითონ ჩაეხუტებინა გულში და აღარ იშორებდა. მძიმე და დამქანცველი მოგზაურობა უნდა დასრულებულიყო.
237 თორმეტი დღის მძიმე მგზავრობამ, ცის ქვეშ გატარებულმა თორმეტმა ღამემ, ძალა გამოაცალა ისეთ ენერგიულ ქალსაც კი, როგორიც მისის უელდონი იყო. რაღა თქმა უნდა, მით უფრო აუტანელი იქნებოდა ეს მგზავრობა ბავშვისათვის. პატარა, მოუვლელი, ავადმყოფი ჯეკის ყურებამ მისის უელდონს მთლად მოუღო ბოლო.
238 დიკ სენდი, ნანი, ტომი და მისი თანამგზავრები თავს უკეთ გრძნობდნენ და დაღლილობასაც უფრო იტანდნენ. თუმცა საკვების მარაგი ილეოდა, ჯერჯერობით არაფერი დაჰკლებიათ, ამიტომ ჯანზე კარგად იყვნენ. ჰერისი კი ამქვეყნად თითქოს ტყეებში სახეტიალოდ დაბადებულიყო, - დაღლილობა სულ არ ემჩნეოდა.
239 რაზმმა გზა განაგრძო. ტყე შეთხელდა. ხეები პატარ-პატარა ჯგუფებად შეყრილიყვნენ და გაუვალი კედელივით აღარ იყვნენ აღმართული. იყო თუ არა ეს ის ნამდვილი პამპასები, რაზედაც ჰერისი ლაპარაკობდა? მოგზაურობის განახლების შემდეგ რამდენიმე საათს არაფერი მომხდარა. დიკ სენდი მშვიდად იყო.
240 სხვა დროს შესაძლოა არაფრად არ ჩაეგდო ეს, მაგრამ ახლა სულ პატარა წვრილმანის უყურდღებოდ დატოვებაც კი არ შეიძლებოდა. მოულოდნელად დინგო სულ გამოიცვალა. აქამდე თუ ბალახებსა და ბუჩქებს ყნოსავდა, თითქოს ვიღაცის კვალს მისდევსო, ახლა ცხვირს მიწას არ აცილებდა და ისე მიძუნძულებდა.
241 მეორე, რამაც ახალგაზრდა მეზღვაური გააკვირვა, ამერიკელის ცხენი იყო. იგი არც ნაბიჯს აჩქარებდა, არც ნესტოებს ბერავდა დ ჰაერს ყნოსავდა, არც ჭიხვინებდა, როგორც ეს ცხენებმა იციან ხოლმე ნაცნობ ადგილებთან მიახლოებისა და მგზავრობის დასასრულს. დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარებოდა, რომ ცხენი მშვიდად იყო.
242 ჯერ გადაიარეს მდელო, რომლის სიგრძე დაახლოებით ერთ მილს უდრიდა, შემდეგ ისევ ტყე გამოჩნდა. იგი არ იყო ისე დაბურული, როგორც დასავლეთით. პატარა რაზმი ისევ ვეება ხეების ჩრდილში შევიდა. საღამოს ექვსი საათისათვის ბუჩქნარს მიუახლოვდნენ. ეტყობოდა, სულ ცოტა ხნის წინ ბუჩქნარი უზარმაზარ ცხოველებს გადაექელათ.
243 მთელ დღს შეუმჩნევლად მიდიოდნენ და ისე დაიქანცნენ, ფეხზე ძლივსღა იდგნენ. დაღლილობა ახლა უკვე ყველაზე გამძლეებსაც ეტყობოდათ. ან ადგილზე უნდა მისულიყვნენ, ან შეესვენათ. მისის უელდონს მხოლოდ თავისი ჯეკი ახსოვდა, დაღლილობას ვეღარც კი გრძნობდა, მთლად გამოფიტული იყო. ყველა მეტნაკლებად იყო მოქანცული.
244 მოვალეობის უდიდესი გრძნობა აიძულებდა მას, გამძლეობა გამოეჩინა. იქნებოდა საღამოს ოთხი საათი, როცა მოხუცი ტომი ბალახებში რაღაც საგანს წააწყდა. იგი დანის მსგავს უცნაური მოყვანილობის მრუდე და ბრტყელპირიანი იარაღი აღმოჩნდა. სპლოს ძვლის სახელური უხეშად გამოჩორკნილი ორნამენტებით იყო შემკული.
245 მიწაზე მართლაც ეყარა მოკვეთილი ხელები. ადამიანის სხუელის ამ ნაფლეთებთან გაწყვეტილი გაწყვეტილი ჯაჭვი და გატეხილი ხუნდი ეგდო. კიდევ კარგი, მისის უელდონს ეს საზარელი სურათი არ შეუმჩნევია. ჰერისი მოშორებით იდგა. დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარებოდა ის დიდი ცვლილება, რომელიც მასში მოხდა.
246 ყველანი შეშფოთებულნი და თითქოს შეშინებულნიც იყვნენ. ბინდი ნელ-ნელა ჩამოწვა. მალე იქაურობა უკუნმა სიბნელემ მოიცვა. ცა ჭექა-ქუხილის მაუწყებელი ლეგა ღრუბლებით დაფარულიყო, ხეებს შორის, დასავლეთით, დროდადრო ელვა იკლაკნებოდა. ქარი ჩადგა. ფოთოლიც კი არ იძვროდა. დღის ჟრიამული სამარისებურმა სიჩუმემ შეცვალა.
247 ტყის სამარისებურ დუმილსა და უკუნ სიბნელეს არაფერი არღვევდა! არ ეძინა ტომსაც. იგი თავჩაქინდრული იჯდა და მოგონებებში ჩაძირულიყო, თითქოს უეცარი დარტყმისგან ჯერაც გონს ვერ მოსულაო. მისის უელდონი მკერზე მიყრდნობილ ბავშვს არწევდა, მხოლოდ ის იყო მისი ფიქრისა და ზრუნვის საგანი.
248 იგი საერთოდ დაუკვირვებელი იყო და არც ისეთი წინათგრძნობა ჰქონდა, რომ რიმეს მიმხვდარიყო. იქნებოდა ღამის თერთმეტი საათი, რომ საშინელი ღრიალი გაისმა, მალე ეს ღრიალი შორს, გამყინავ ყმუილს შეერთო. ტომი წამოვარდა და ხელი გაუვალი ჭალისაკენ გაიშვირა, რომელიც რაღაც ერთი მილით თუ იყო დაშორებული ბანაკიდან.
249 აუცილებელია მკითხველმა ეს კარგად იცოდეს, რათა უფრო დაინტერესდეს ჩვენი გმირების ბედით. მან უნდა გაიგოს, თუ რა საშინელებაა ადამიანებზე ნადირობა, უნდა გაიგოს, რომ იგი ამოწყვეტას უქადის მთელ კონტინენტს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მუქთი მუშახელი მიაწოდოს ზოგიერთ კოლონიას.
250 დატყვევებული მაჰმადიანები მეტწილად მდიდარი ოჯახებიდან იყვნენ და ამ ოჯახებმა დიდძალი ოქრო შეაძლიეს პორტუგალიელებს მონების გამოსასყიდად, მაგრამ პორტუგალიელებმა უარი თქვეს შეთავაზებულ საფასურზე. მათ ოქრო არ აკლდათ, მუშა ხელი კი ძალზე სჭირდებოდათ კოლონიებისათვის, რომლებიც ის-ის იყო იქმნებოდა.
251 ევროპის ყველა სახელმწიფო მონებით ვაჭრობას მხარს უჭერდა, რათა უფრო ადვილად და სწრაფად ჩაეტარებინა ამერიკის კუნძულების კოლონიზაცია. მაშინდელი ბარბაროსული მორალი არ კიცხავდა ამ უმსგავსოებას. მართლაც, ზანგი მონები მშვენივრად იტანდნენ ტროპიკულ სიცხეს, თეთრები კი მილიონობით იღუპებოდნენ.
252 ამერიკაში იფეთქა ომმა, რომლის მიზანი იყო ჩრდილოეთის გამოყოფა სამხრეთისაგან. აქვე დაისვა მონობის გაუქმების საკითხიც. ჩრდილოეთის შტატებმა - ვირჯინიამ, კონექტიკუტმა, მასაუსეტმა, პენსილვანიამ ვაჭრობა აკრძალეს და მონები გაათავისუფლეს, თუმცა მათი ჩაყვანა ამერიკაში ერთ დროს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ.
253 ამის შემდეგ მონათვაჭრებს სასტიკი დევნა დაუწყეს. საფრანგეთმა მაშინვე დაუჭირა მხარი ამ შეთანხმებას. მაგრამ სამხრეთ ამერიკის შტატებმა და ესპანეთისა და პორტუგალიის კოლონიებმა ძველი გზით სვლა არჩიეს. ეს ქვეყნები ისევე ახერხებდნენ ზანგების გადაყვანას, თუმცა ეჭვმიტანილი გემები სისტემატურად იჩხრიკებოდა.
254 მართალია, არც ბრაზილიამ გაათავისუფლა თავისი ძველი მონები, მაგრამ ახალი მონები აღარ შემოჰყავთ და მონა-ზანგების შვილები თავისუფალ ადამიანებად იბადებიან. აფრიკაში კი ადგილობრივი ტომების მეთაურები აწარმოებენ სისხლისმღვრელ ომებს, ნადირობენ ადამიანებზე და მთელ ტომებს მონობის უღელში აბამენ.
255 ეს კი საშინელ ტანჯვა-წამებას და ცემა-გვემას გადარჩენილ ადამიანთა მეათედი ნაწილია. ულმობელ სასაკლაოზე რჩება განადგურებული და უკაცრიელი მინდვრები, გადახრუკული და დაცლილი სოფლები. მდინარეებს მოაქვს დახოცილ ადამიანთა გვამები, დანგრეულ, გაპარტახებულ ნასოფლარებში კი მხეცები დათარეშობენ.
256 ლივინგსტონმა ადამიანთა ამ ნადირობის ნაკვალევზე გავლისას ვეღარ იცნო რამდენიმე თვით ადრე ნანახი პროვინციები. სხვა მოგზაურებიც - გრანტი, სპიკი, ბერტონი, კამერონი, სტენლი - არაერთგზის აღნიშნავდნენ, რომ ცენტრალური აფრიკის ტყიანი პლატო ადგილობრივ ტომების მეთაურთა ომების ძირითადი ასპარეზიაო.
257 დიდი ტბების რაიონში, მთელ იმ ვრცელ მხარში, რომელიც ამარაგებს ზანზიბარის ბაზარს, ბორნუში, ფეცანში, უფრო სამხრეთით, ნიასისა და ზამბეზის სანაპიროებზე, დასავლეთით - ზაირის სათავის რაიონში, რომელიც გადასერა მამაცმა სტენლიმ - ყველგან ერთნაირი სურათია, ნანგრევები, რბევა, ნასახლარები, ხალხის ჟლეტა.
258 მუსლიმანური ქვეყნები კი, ალბათ, ჯერჯერობით თავს არ დაანებებენ ამ ვაჭრობას, აფრიკის კონტინენტს ამოწყვეტით რომ ემუქრება. სწორედ მუსლიმანურ ქვეყნებში გადაჰყავთ ყველაზე მეტი ზანგი. თავის ქვეყნას მოწყვეტილ და აღმოსავლეთ სანაპიროზე წაყვანილი ადგილობრივ მკვიდრთა რიცხვი ყოველწლიურად ორმოც ათასს აღემატება.
259 მას აქეთ ჩვენი საუკუნის ოთხი მეხუთედი გადის, აფრიკაში მონათვაჭრობა კი არ შემცირებულა. პირიქით! ისლამი მონებით ვაჭრობას ხელს უწყობს. მუსულმანური პროვინციებში თეთრი მონები შავებით შეცვლა იყო საჭირო. ამიტომ ყველა ჯურის მონებით მოვაჭრენი ძალზე ეტანებიან ამ ბინძურ საქმიანობას.
260 ასეთ მდგომარეობაშია მონათვაჭრობა ამჟამად. ამას ისიც უნდა დაემატოს, რომ ევროპის ზოგიერთი დიდი სახელმწიფოამ სამარცხვინო ვაჭრობას შემწყნარებლური თვალით უყურებს, როდესაც კრეისრები აფრიკის, ინდოეთის ოკეანისპირა და ატლანტის სანპიროებს ზედამხედველობენ, ქვეყნის გაცხოველებული ვაჭრობაა გამართული.
261 მართლაც, ეს ის ქვეყანა იყო, რომელიც დიდი გაჭირვებით გადასერა სამხრეთით კამერონმა, ხოლო ჩრდილოეთით - სტენლიმ. ეს თვალუწვდენელი ტერიტორია სამი პროვინციისგან - ბენგელას, კონგოსა და ანგოლასაგან შედგება. ამათგან მხოლოდ სანაპირო ზოლია გამოკვლეული. იგი სამხრეთით ნურსიდან ჩრდილოეთით ზაირამდეა გადაჭიმული.
262 კამერონს თან ახლდნენ დოქტორი დილონი, ლეინტენანტი სესილ მერფი და რობერტ მოფა - ლივინგსტონის ნათესავი. მათ მოგზაურობა ზანზიბარიდან დაიწყეს. უგოგოს გადალახვის შემდეგ კამერონმა იხილა სამგლოვიარო ქარავანი - ერთგული მსახურნი ლივინგსტონის ნეშტს აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მოასვენებდნენ.
263 აქ იგი უნებური მოწმე გახდა იმ საშინელი თარეშისა, რომელიც ზანზიბარის სულთნის ოფიცრებმა მოაწყვეს მარუნგუს და მანიუმას ქვეყნებზე. სტენლიმ ლუალაბას შესწავლა გადაწყვიტა. უნდოდა ჩაჰყოლოდა მის დინებას ქვევით, შესართავამდე. მისი ექსპედიცია შედგებოდა ნიანგვეში დაქირავებული ას ორმოცი საჭურველმტვირთველისაგან.
264 ექსპედიციას ხშირად შეტაკება უხდებოდა უგუსუს კაციჭამიებთან. ნავებს ხელით ატარებდნენ, რომ გვერდი აექციათ გაუვალი ჩანჩქერებისათვის. იქ, სადაც ლუალაბა ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ უხვევს, სტენლის პატარა ფლოტილიას თავს დაესხა რამდენიმე ასეული ადგილობრივი მცხოვრებლებით დატვირთული ორმოცდათოთხმეტი ნავი.
265 სტენლიმ უკუაქცია ისინი. მამაცმა ამერიკელმა მიარწია ჩრდილო განედის მეორე გრადუსამდე და დაადგინა, რომ ლუალბა ზაირის ანუ კონგოს სათაევ იყო. თუ მის დინებას გავყვებით, პირდაპირ ოკეანეში გავალთ. მან ეს გზა ირჩია. სტენლის თითქმის ყოველდღე უხდებოდა შეტაკება მდინარის პირას მოსახლე ტომებთან.
266 გემი ოკლენდში, ახალ ზელანდიაში მიდიოდა. წყლიანი კასრი და კონსერვებით სავსე ყუთი, რომლთა შორის ვიყავი ჩაჩხერილი, სიცოცხლის მინარჩუნებდა. საშინლად დავიტანჯე, მაგრამ სანამ შუა ზღვაში ვიმყოფებოდით, გამოჩენა მაინც არ მინდოდა. ასეთი სისულელე თუნდაც რომ ჩამედინა, სულ ერთი იყო, მაინც ტრიუმში ჩამაგდებდნენ.
267 როცა გემზე მოვეწყვე, მხოლოდ ჩილიმდე მისვლას ვაპირებდი. ჩილი ხომ ახალზელანდისა და ანოლას შუა გზაზეა, და მე რამდენიმე ათასი მილით მივუახლოვდებოდი აფრიკის ნაპირს. მაგრამ ოკლენდიდან სულ სამიოდე კვირის გამოსული ვიყავი, რომ კაპიტანი ჰული და მისი ეკიპაჟი ვეშაპზე ნადირობის დროს დაიღუპნენ.
268 პორტუგალიელი ხელისუფალნი და ინგლისის მოდარაჯე გემები მონების ექსპორტს აფერხებენ. უფრო ადვილია გემების ზანგებით დატვირთვა მოსამედესის მიდამოებში, ანგოლას სამხრეთით. ამჟამად გემების მოლოდინში ბარაკები მონებითაა სავსე. მალე ისინიც მოვლენ და მონებს ესპანეთის კოლონიებში წაიყვანენ.
269 მათი გაგზავნა ბენგელას ან სან-პაოლო-დე-ლუანდას გავლით ყოვლად შეუძლებელია. გუბერნატორს ამის გაგონებაც არ სურს, ჩინოვნიკებს - მით უმეტეს. მოხუცი ალვეცი აფრიკის შუაგულში გადასახლებას ფიქრობს. ნიანგვესა და ტანანიკას ნაპირებზე მას სურს, ქსოვილები სპილოს ძვალსა და მონებში გაცვალოს.
270 მაგრამ ვშიშობ, მალე მონებით ვაჭრობა შეუძლებელი გახდება. ინგლისელები შიდა აფრიკაში სულ უფრო და უფრო იკიდებენ ფეხს. მისიონერები წინ მიიწევენ და ჩვენს წინააღმდეგ ილაშქრებენ! ლივინგსტონმა, დასწყევლოს ღმერთმა, ტბების გამოკვლევა დაამთავრა და ამბობენ, ახლა ანგოლასაკენ გაემართებაო.
271 ეს მოგზაურები დიდ ზიანს აყენებენ ჩვენ საქმეს. ამიტომ ვერც ერთმა ამ დაუპატიჟებელმა სტუმარმა ევროპაში დაბრუნება და აფრიკაში ნანახის მოყოლა ვერ უნდა შეძლოს! ამ ორი გაიძვერასათვის რომ მოგესმინათ, პატიოსანი კომერსანტები გეგონებოდათ, რომელთა საქმიანობა კომერციული კრიზისის გამო დროებით შეფერხდა.
272 იგი არაბ იბნ- ჰამისს მიჰყავს და ჩემს დაბრუნებას ელოდება, რომ კაზონდესაკენ გაუდგეს გზას. ქარავანს თან ბევრი ადგილობრივი ჯარისკაცი ახლავს. ისინი ადვილად შეძლებენ დიკ სენდისა და მისი თანამგზავრების დატყვევებას. საკმარისია, ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა ქვანზისაკენ წასვლა გადაწყვიტოს.
273 აზრად არ მოუვა, იმავე გზით გაბრუნდეს უკან, რომელი ჩვენ გამოვიარეთ. მას აუცილებლად გზა აებნევა ამ უსიერ ტყეში. დარწმუნებული ვარ, შეეცდება მიაღწიოს რომელიმე მდინარეს, რომელიც სანაპიროსაკენ მიედინება. შემდეგ კი, ალბათ, ტივით ჩაჰყვება მის დინებას. სხვა გამოსავალი არა აქვს. აუცილებლად ასე მოიქცევა.
274 დიკ სენდს რომ ყური მოეკრა ნეგოროსა და ჰერისის საუბრისათვის, ეცოდინებოდა, რა საფრთხეც ელოდათ მას, მისის უელდონსა და ზანგებს, ეცოდინებოდა, როგორ მოქცეულიყვნენ, მაგრამ დიკ სენდს ეს საუბარი არ მოუსმენია და რა უნდა ექნა. ჩვენი მოგზაურები ნამდვილად სავალალო, შემზარავ მდგომარეობაში იყვნენ.
275 ნუთუ ისევ იმ გზით უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან? დიკ სენდი უკან დაბრუნებას არ ფიქრობდა. ჰერისმა კარგად განჭვრიტა, რომ ახალგაზრდა მეზღვაური იძულებული გახდებოდა, მოკლე გზით წასულიყო. ისევ იმ გრძელი გზით უკან გაბრუნება ძნელი და სახიფათო იყო. ეს გზა მათ ისევ იქ მიიყვანდა, საიდანაც წამოვიდნენ.
276 იმ მთებში, რომელიც მათ კორდილიერებად მიიღეს. ეს მთაგრეხილი კედელივით აღმართულიყო. ის მდინარეც უთუოდ ამ ფერდობებიდან მოედინებოდა, აქ იღებდა სათავეს. დიკ სენდს მისი დინებისათვის უნდა მიეგნო. ან შეიძლება რომელიმე მისი შენაკადს მაინც წაწყდომოდნენ. პატარა რაზმს ისიც გამოადგებოდა.
277 მთის ფერდობები დადაბლდა და ჭაობიანი გახდა. დაბლობზე უთვალავი რუ მოწანწკარებდა. ეტყობა, ეს მხარე მიწისქვეშა წყლებით იყო მდიდარი. უკანასკნელ დღეს რაზმი ერთხანს სწორედ ასეთ ნაკადულს მიჰყვებოდა. წყალსაც და ჩამორეცცხილ კალაპოტსაც მოწითალო ფერი დაჰკრავდა, ჩანდა რკინის ჟანგის გავლენით.
278 მდინარის პოვნა ძნელი არ იყო, არც შორს წასვლა დასჭირდებოდათ. ნაკადულის დინება ძალიან სწრაფი იყო. მისი გამოყენება არ შეიძლებოდა, მაგრამ ეს ნაკადული უთუოდ მიიყვანდა მათ რომელიმე დიდ მდინარესთან, ის კი აუცილებლად გამოადგებოდათ სანაოსნოდ. მოხუც ტომთან მოლაპარაკების შემდეგ დიკ სენდმა ეს გზა აირჩია.
279 კეთილმა ზანგმა ისე ნაზად და სათუთად გადაიწვინა თავის ღონიერ მკლავებზე პატარა მძინარე ბიჭუნა, რომ მას არაფერი გაუგია. იარაღი გულმოდგინედ შეამოწმეს. სურსათის მთელი ნარჩენი ერთ ფუთაში ჩააწყეს. იგი ერთი ადამიანის ტვირთიღა იყო. აქტეონმა ზურგზე მოიგდო ფუთა. დანარჩენები თავისფალნი იყვნენ.
280 კუზენი ბენედიქტი, რომლის გრძელი ფოლადის ფეხები არავითარ დაღლილობას არ გრძნობდნენ, მზად იყო წასასვლელად. შეამჩნია თუ არა მან ჰერისის გაქრობა? ამის თქმა ძნელი იყო, კუზენ ბენედიქტს საშინელი უბედურება დაატყდა თავს და სხვისთვის არ ეცალა. მან გამადიდებელი შუშა და სათვალე დაკარგა.
281 თუ ცოცხალია, ჭკვიანი ძაღლია და მოგვნახავს. აბა, გზს გავუდგეთ! ხვატი ჩამოწვა. დილიდანვე ზეცა ლეგა ღრუბელს დაეფარა. ჰაერში ავდრის სუნი ტრიალედა. ჭექა-ქუხილის გარეშე ეს დღე ალბათ არ ჩაივლიდა. კიდევ კარგი, ტყეში ცოტა სიგრილე მაინც იქნებოდა, აქა-იქ მაღალი ხეებით ალყაშემორტყმული მდელოები ხვდებოდათ.
282 ტყე შეთხელდა, მაგრამ აქ გაცილებით მრავალფეროვანი ჯიშის ხეები შეგხვდებოდათ - აქ იყო ზეთისხილის ხეები, პამის ის ჯიში, რომელიც საუცხოო ზეთს იძლევა. ეს ზეთი საკმაოდ ძვირად ფასობს. აქვე ნახავდით ბამბის მაღალ ბუჩქებს, რომლის გრძელი ბოჭკოვანი ღეროებიდან აბრეშუმისნაირი ბამბას ამზადებდნენ.
283 იგი ძალიან მოგვაგონებს ფერნამბუკის ბამბას. კოპალიდან, რომელზედაც მწერებს ნაჩვრეტები გაეკეთებინათ, სურნელოვანი ხის წებო ჟონავდა და მიწაზე გროვდებოდა. ამ წებოს ადგილობრივი მცხოვრებნი იყენებდნენ. ტყეში მრავლად იყო ლიმონის, ველური ბროწეულის, ბაობაბის, მიმოზისა და აკაციის ხეები.
284 ირგვლივ ვანილის სასიამოვნო სურნელება ტრიალებდა. ძნელი იყო იმის გაგება, თუ რომელი ხე გამოსცემდა მას. ყველაფერს ხასხასა მწვანე ფერი ედო, თუმცა საშინელი გვალვა იდგა. ჭექა- ქუხილს იშვიათად გაიგონებდით, წვიმა ხომ ათასში ერთხელაც არ მოდიოდა და არაფერი რწყავდა ამ ნოყიერ ნიადაგს.
285 დიდი მოგზაური ლივინგსტონი ამბობდა, ციებისაგან განკურნება ციებიანი ადგილის დატოვებით შეიძლებაო. დიკ სენდმა იცოდა მოგზაურის ეს მითითება და თავისი აზრი მისის უელდონსაც გაუზიარა. ბიჭუნას მშვიდად ეძინა ჰერკულესის მკლავებზე. ბავშვისათვის აღარ გაუციებია. ისინი ფრთხილად და სწრაფად მიიწევდნენ წინ.
286 როგორ მას ჩრდილო ამერიკაში უწოდებენ, რადგან ეს სამი მარცვალი ზუსტად გამოხატავს მათ ყვირილს. დიკ სენდსა და ტომს შეეძლოთ ისიც კი ეფიქრათ, ამერიკის რომელიღაც კუთხეში ვიმყოფებითო, მაგრამ ვაი, რომ იცოდნენ, სადაც იყვნენ... აფრიკის საშიში მხეცები რაზმს აქამდე არ მიახლოვებოდნენ.
287 შორს, ცის დასალიერზე, დროდადრო საშინელი კორიანტელი ავარდებოდა ხოლმე, ეს ხარების ჯოგი იყო, ისეთი ხმაურით რომ გადაიშლიგინებდა, თითქოს მძიმედ დატვირთულმა ფორნებმა გაიარესო. პატარა მდინარის გასწვრივ ორი მილი გაიარეს. დიკ სენდს ეჩქარებოდა, რომ ამ პატარა მდინარეს მალე მიეყვანა ისინი დიდ მდინარესთან.
288 ის კი სანაპირომდე ჩაიყვანდა მათ. აქ საფრთხეც ნაკლები იქნებოდა და არც თუ ძალიან დაიღლებოდნენ. მოშუადღევდა. რაზმმა სამი მილი გაიარა, არავითარ ხიფათს არ გადაწყდომიან. ჰერისისა და ნეგოროს კვალი არსად იყო. დინგოც არ ჩანდა. საუზმისა და შესვენებისათვის რაზმი ბამბუკების ჭალაში დაბანაკდა.
289 სიარული საშინლად უმძიმდათ. ერთი მილის გავლას სამ საათს მოუნდნენ. ზანგები სულმოუთქმელად მუშაობდნენ. ჰეკულესმა პატარა ჯეკი ნანს გადასცა და მუშაობას შეუდგა, მერე რა მუშაობას! ხარბად ჩაისუნთქავდა ხოლმე ჰაერს, მოიქნევდა ცულს და ადგილი მის წინ ელვის სისწრაფით ტიტვლდებოდა, გეგონებოდათ, ცეცხლმა მოსწვაო.
290 ეს სპილოების გასასვლელი იყო. ეტყობოდა, ასობით სპილო ამ გზით ჩადიოდა მდინარეზე. სპილოების ნაკვალევს გზაზე დიდი ღრმულები დაეტოვებინა. სველ, ფხვიერ მიწას კარგად ეტყობოდა მათი ნაფეხურები. მალე აშკარა გახდა, რომ ეს გასასვლელი მარტო სპილოეისა როდი იყო. ჩანდა, აქ ადამიანებსაც ხშირად ევლოთ.
291 ამ გზაზე მონების ქარავნები დადიოდა! დიკ სენდი და მისი მგზავრები ყოველ ნაბიჯზე აწყდებოდნენ გაფანტულ ძვლებს, აფრთხობდნენ უზარმაზარ თხაწოვებს, ადამიანთა მიახლოვებისას მძიმედ რომ აფრინდებოდნენ ხოლმე და ფრთების ტყლაშუნით ცაში ტრიალებდნენ. მისის უელდონი უაზროდ ათვალიერებდა გარემოს.
292 დიკ სენდი შიშით ცახცახებდა. მას ეგონა, ზღვის პირას ისე ჩაიყვანდა ქალს, რომ არ ტყოდა, აფრიკაში ვართო. ახლ ეშინოდა, ქალს გამოკითხვა არ დაეწყო. კიდევ კარგი, მისის უელდონი არაფერს კითხულობდა, არ აინტერესებდა, რა ხდებოდა მის გარშემო. მთელი მისის ფიქრი და საზრუნავი პატარა, მძინარე ჯეკი იყო.
293 ისინი მდუმარედ მიჰყვებოდნენ ერთმანეთს და კრინტს არ ძრვდნენ! ამასობაში მდინარე გაფართოვდა და გაღრმავდა. შემცირდა დინების სისწრაფეც. დიკ სენდს იმედი მიეცა, რომ მალე სანაოსნოდან ან თვით ეს მდინარე გამოდგებოდა, ანდა უფრო დიდ მდინარეს შეუერთდეოდა და ის კი ატლანტის ოკეანეში ჩაიყვანდა მგზავრებს.
294 ამიტომ როგორც კი ბილიკმა სხვა მხრისაკენ შეუხვია, რაზმმა დატოვა იგი და სხვა გზას გაუყვა. რაზმს ერთხელ კიდევ მოუხდა გადახლართულ ბუჩქნარებში სიარული, ტოტებისა და ლიანები ცულით კაფვა. მართალია, მიწა უხეში მცენარეებით იყო დაფარული, მაგრამ, სამაგიეროდ, ტყე უწინდელივით გაუვალი აღარ იყო.
295 ხეებს იშვიათად ნახავდით. მოჩანდა ჯგუფად შეყრილი ბამბუკები. ბალახი იმსიმაღლე იყო, ჰერკულესაც კი ფარავდა. რაზმის სიარულს ბალახების რხევაზე თუ მიხვდებოდით. სამი საათისათვის ადგილმდებარეობა მთლად შეიცვალა. ისინი გავიდნენ დიდ გრძელ დაბლობზე, რომელიც ალბათ, წვიმების სეზონის დროს მთლიანად იტბორებოდა.
296 ჭაობიანი ნიადაგი სქელ ხავსს დაეფარა. აქა-იქ ლამაზი გვიმრები ამოჩენილიყო. ზოგან მიწა ამობურცულიყო და დამრეცი ფერდობები წარმოექმნა. მოჩანდა მუქი ყავისფერი ჰემატიტის შრეები, ალბათ, რომელიმე მდიდარი საბადო თუ იყო გაშიშვლებული. დიკ სენდს სწორედ დროზე მოაგონდა ლივინგსტონის მოგზაურობის ამბები.
297 იგი ამოიყვანეს. ლაფში ჩურჩხელასავით ამოვლებულიყო, მაგრამ მეტად კმაყოფილი გახლდათ, მწერებით სავსე ძვირფასი ყუთი რომ გადაურცა დაზიანებას. აქტეონი წინ გაუშვეს და დაავალეს, ამ საცოდავისთვის თვალყური ედევნებინა, რომ კიდევ არ წაქცეულიყო. კუზენმა ბენედიქტმა ძალიან ცუდი ადგილი შეარჩია.
298 როგორც კი ჭაობიდან ამოიყვანეს, ტალახიანი მიწიდან ამოხეთქილი ბუშტები დასკდა და საშინელი, სულისშემხუთველი გაზის სუნი დააყენა. ლივინგსტონი რამდენჯერმე წელამდე ჩაეფლო ასეთ ჭაობში. მან დასვრეტილი შავი მიწა დიდ ღრუბელს შეადარა, აქ ყოველი ფეხის გადადგმაზე ამოჩქეფს წყლის მაღალი სვეტი.
299 ეს ჭაობები ძალზე სახიფათოა. მთელი ნახევარი მილი იარს ამ ჭაობებში. მიწა ისე დარბილდა, რომ მისის უელდონი მუხლებამდე ჩაეფლო შიგ და იძულებული გახდა, შეჩერებულიყო. ჰერკულესმა, ბათმა და ოსტინმა, ქალი ცოტა მაინც რომ დაესვენებინათ და მისთვის საფრთხე აეცილებინათ, ბამბუკის საკაცე გააკეთეს.
300 აქტეონს კუზენი ბენედიქტი ჩაებღუჯა. ტომი ეხმარებოდა ნანს. ისიც რამდენჯერმე კინაღამ ჩაეფლო ჭაობში. დანარჩენ სამ ზანგს საკაცე მოჰქონდა. წინ მიმავალი დიკ სენდი წინასწარ ფეხით სინჯავდა მიწას, ფეხის დასადგამი ადგილის პოვნა ადვილი არ იყო. ჯობდა ხშირი და უხეში ბალახით დაფარული ჭაობის კიდეზე ევლოთ.
301 მაგრამ საიმედო არც ის იყო. ნიადაგი რბილი იყო და მუხლამდე ტალახში ეფლობოდნენ. როგორ იქნა, საღამოს ხუთი საათისათვის ჭაობი უკან მოიტოვეს. მიწა გამაგრდა, თიხნარმა იმატა, თუმცა ქვეშ ჭაობი მაინც იგრძნობოდა. ეტყობოდა, ეს ადგილი მდინრის დონეზე დაბლა იყო და დასვრეტილ მიწაში წყალი იპარებოდა.
302 ქუხილის ყრუ გრუხუნი მოისმოდა. საცაა შემზარავი ჭექა-ქუხილი ატყდებოდა. აფრიკაში ეს სტიქიური უბედურება მეტისმეტად სახიფათოა. ელავს, ქუხს, იწყება კოკისპირული წვიმები, მას მოსდევს საშინელი გრიგალი, რომელიც ძირფესვიანად გლეჯს უზარმაზარ ხეებს. დიკ სენდმა ეს კარგად იცოდა და ძალზე შეშფოთებული იყო.
303 მოსალოდნელი იყო, დაბლობი წყალს დაეფარა. ირგვლივ პატარა ბორცვიც კი არ ჩანდა, თავშესაფარი რომ ეძიათ. რა უნდა ექნათ ამ უკაცრიელ დაბლობზე? არც ერთი ხე, არც ერთი პატარა ბუჩქიც კი არ იყო ირგვლივ, მიწის გათხრა და იქ თავშესაფრის მოწყობაც არ შეიძლებოდა - ორი ფუტის სიღრმეზე წყალი დახვდებოდათ.
304 ეს კეთილი ზანგი მზად იყო, ყველა ხელში აეყვანა, ოღონდ კი გადაერჩინა ისინი. ამ სიტყვებმა გაამხნევა ეს მამაცი ადამიანები და, საშინელი დაღლილობის მიუხედავად, ნაბიჯს აუჩქარეს. ჭექა-ქუხილი დაიწყო. რაზმს ორიოდე მილი კიდევ ჰქონდა გასავლელი. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ელვას წვიმა არ მოჰყოლია.
305 ეს კოკისპირულ წვიმებს მოასწავებდა. ელვის წითელი და ლურჯი ზოლები ზეცას სერავდა. გეგონებოდათ, მთელი დაბლობი ცეცხლის ალშია გახვეულიყო. დიკსა და მის მგზავრებს ყოველ წუთს ელოდათ მეხის დაცემა. რადგან ამ ტრიალ მინდორზე არც ერთი ხე არ ჩანდა და ადამიანებს ელექტრული მუხტი შეეძლოთ მიეზიდათ.
306 მაგრამ ადგილობრივ მცხოვრებთა ბანაკი!... ელვა ხელახლა გაიკლაკნა. ახლა მათ კარგად შეათვალიერეს ბანაკი, ამ უზარმაზარი დაბლობის ერთი ნაწილი რომ ეჭირა. იქ მართლაც მოჩანდა თორმეტი თხუთმეტი ფუტის სიმაღლე კარვები, რომლბიც სიმეტრიულად ჩამწკრივებულიყვნენ. გრეთ ერთი ჯარისკაციც კი არ ჩანდა.
307 ნეტავ კრვებში სხედან და ჭექა-ქუხილის შეწყვეტას ელიან, თუ მიტოვებული ბანაკია? თუ იქ ჯარისკაცები იყვნენ, რაზმი სასწრაფოდ უნდ გაცლოდა აქაურობას, როგორც დიდი საფრთხის წინაშე არ უნდა მდგარიყვნენ წვიმის გამო. ხოლო თუ იქ არავინ იყო, მაშინ ეს თავშესაფარი, სწორედ მათთვის იყო ზედგამოჭრილი.
308 მე მარტო წავალ! შეუმჩნევლად მივუახლოვდები. დარჩით. პატარა რაზმი, რომელსაც დიკი და ტომი მიუძღოდნენ. შედგა. ახალგაზრდა მეზღვაური სიბნელეში გაუჩინარდა. თუ ელვა არ ანათებდა იქაურობას, ამ უკუნეთში თვალთან მიტანილ თითს ვერ დაინახავდი. მიწაზე წვიმის პირველი მსხვილი წვეთები დაეცა.
309 მას ეშინოდა, მისის უელდონს ყური არ მოეკრა ენტომოლოგის უკანასკნელი სიტყვისათვის. ყველანი ფეხდაფეხ მიჰყვნენ დიკ სენდს. საშინელი ქარი ამოიჭრა. წვიმის მსხვილი წვეთები ტყაპა-ტყუპით ეცემოდა მიწაზე. რამდენიმე წუთიც და გრიგალთან გამკლავება შეუძლებელი გახდებოდა. მალე ერთ ამობურცულ კონუსს მიაღიწეს.
310 ტერმიტებს ქვემოთ პატარა ხვრელი დაეტოვებინათ. ჰერკულესმა ხვრელი დანით ისე გაადიდა, რომ მისი ზომის ადამიანი თავისუფლად შეეტეოდა. კუზენი ბენედიქტი იმან გააოცა, რომ არც ერთი ტერმიტი იქ არ ჩანდა. ნუთუ კონუსი მიეტოვებინათ ჭიანჭველებს? დიკ სენდი და მისი მგზავრები ხვრელში შეძვრნენ.
311 გრიგალისა უკვე აღარ ეშინოდათ. ბედნიერმა შემთხვევამ პატარა რაზმს საიმედო თავშესაფარი აპოვნინა. ეს კონუსი ყველა კარავსა და ადგილობრივი მცხოვრებლების ყველა ქოხს ჯობდა. პატარა მწერების მიერ აგებული კონუსი, ლეიტენანტ კამერონის თქმით, ეგვიპტის პირამიდებზე უფრო განსაცვიფრებელი იყო.
312 წვიმა წვეთ-წვეთობით კი არ მოდიოდა, ზეციდან ნიაგარის ჩანჩქერივით იღვრებოდა. კაცს ეგონებოდა, ცაში წყლით სავსე აუზია და უეცრად გადმოყირავდაო. ასეთი წვიმის დროს მიწა ღრანტეებად იქცევა, დაბლობები - ტბებად, რუები - ნიაღვრებად, მდინარეები კი კალაპოტში ვეღარ ეტევიან და მთელ ახლო-მახლო მიდამოს წყლით ფარავენ.
313 ძნელია ამის გაგება. ასეთი რამ მხოლოდ დილუვიური პერიოდის საოცარ ეპოქაში ხდებოდა. კიდევ კარგი, ჭიანჭველების ბუდის სქელ კედლებში, წვიმა ვერ ატანდა. თახვის ქოხიც კი არ იქნებოდა ამაზე უფრო საიმედო. მთელი ნიაღვარი რომ მხოლოდ ამ კონუსს დატყდომოდა თავს, მის ნაჩვრეტებში ერთი წვეთიც ვერ ჩაატანდა.
314 დიკ სენდმა და მისმა თანამგზავრებმა თავშესაფარში შესვლისთანავე ფარნები აანტეს და იქაურობა მიათვალიერ-მოათვალიერეს. კონუსის სიმაღლე თორმეტ ფუტს უდრიდა, ფართობი თეთრმეტს. ზედა ნაწილი თანდათან ვიწროვდებოდა და შაქრის თავივით მრგვალდებოდა. კედლის სისქე ერთი ფუტი მაინც იქნებოდა.
315 კონუსი შიგნიდან ჭიანწველებს დაესერათ და თაროებს შორის ადგილები დარჩენილიყო. მწერების ოსტატური ფალანგებით შექმნილი ასეთი განსაცვიფრებელი ნაგებობანი აფრიკაში იშვიათი როდია. გასული საუკუნის ერთი ჰოლანდიელი მოგზაური სმიტმენი თავისი ოთხი თანამგზავრით ერთ-ერთი ასეთი კონუსის წვერზე მოთავსდა.
316 ეს უჯრები ისე იყო ერთმანეთზე სართულებად დადგმული, როგორც საწოლები გემის კაიუტაში - ასეთი იყო კონუსის შიგნითა ნაწილი. ზედა სართულში მისის უელდონი, პატარა ჯეკი, ნანი და კუზენი ბენედიქტი მოკალათდნენ, უფრო ქვევით - ოსტინი, ბათი და აქტეონი, ხოლო დიკ სენდი. ტომი და ჰერკულესი ძირს დარჩნენ.
317 სანამ ტივს ავაგებდეთ, ამ თავშესაფრის მიტოვება არ ღირს. წვიმა და ჭექა-ქუხილი ვერაფერს დაგვაკლებს. მოდით, დავაყაროთ თიხა, რომ ნიადაგი უფრო გამაგრდეს. დიკ სენდის ბრძანება მაშინვე შესრულდა. ჰერკულესმა ცულით ჩამოანგრია უჯრების პირველი წყება და ფხვიერი თიხით ერთი ფუტით მაინც აამაღლა ჭაობიანი მიწა.
318 დიკ სენდმა შეათვალიერა იქაურობა და დარწმუნდა, რომ დატოვებული ხვრელიდან საკმაო ჰაერი შემოდიოდა. კიდევ კარგი, ტერმიტებს ბუდე მიეტოვებინათ. აქ რომ ათასობით ჭიანჭველა ყოფილიყო, ბუდე თავშესაფრად აღარ ივარგებდა. ნეტავი დიდი ხნის წასულები იყვნენ ეს გაუმაძღარი ბადეფრთიანი მწერები? ეს მართლაც საკითხავი იყო.
319 ხვალ, როცა წვიმა გადაიღებს, მოვიფიქრებთ, როგორ მოვიქცეთ. მაშინვე შეუდგნენ ვახშმის მზადებას. დაღლილობის მიხუედავად, მადა მშვენიერი ჰქონდათ. კონსერვები ორ დღეს კიდევ ეყოფოდათ. ორცხობილებიც არ დანესტიანებულიყო. სიჩუმეში ხრამუნი ისმოდა. ჰერკულესის ძლიერი ყბები ორცხობილებს წისქვილის დოლაბებივით ფქვავდა.
320 მისის უელდონმა ძლივს დააკარა პირი, ისიც იმიტომ, რომ დიკ სენდმა ძალიან სთხოვა, ივახშმეთო. პატარა ჯეკი უკეთ იყო. მისთვის აღარ გაუციებია. ბიჭუნას ერთ-ერთ ნიშაში ტანისამოსი დაუგეს და რბილად დააწვინეს. მიუხედავად ამისა, მისის უელდონი უფრო შეწუხებული და სევდიანი ჩანდა, ვიდრე აქამდე იყო.
321 დიკ სენდმა აღარ იცოდა, რა ეფიქრა. კუზენი ბენედიქტი პატივით მოეკიდა ვახშამს, რადგან საბაბი მიეცა, ლექცია წაეკითხა ტერმიტებზე. იგი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა საჭმლის რაოდენობას და ხარისხს, სულმოუთქმელად სანსლავდა ყველაფერს. ოჰ, რა იქნებოდა, ერთი ტერმიტი მაინც ეპოვა ამ მიტოვებულ ბუდეში! ერთადერთი.
322 ყოველგვარი ზომის მეომარი ტერმიტები! ჰერკულესსა და ჯუჯას შორის განსხვავება უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ამ მწერების უდიდესსა და უმცირეს წარმომადგენელს შორის. მათ შორის არიან ხუთი მილიმეტრის სიგრძის მუშა ტერმიტები, ჯარისკაცები - ათი მილიმეტრი სიგრძისა, ოციმილიმეტრიანი მამალი და დედალი ტერმიტები.
323 ჰერკულესიც ყველაზე დიდხანს ფხიზლობდა, მაგრამ დაღლილობამ თავისი გაიტანა და ძილმა თვალები მოსტაცა. კუზენი ბენედიქტი ერთხანს კიდევ განაგრძობდა ლაპარაკს. ბოლოს ძილი მასაც მოერია და აძვრა კონუსის მაღალ ღრმულში, რომელიც ადრევე აერჩია საწოლად. ტერმიტების ბუდეში საოცარმა სიჩუმემ დაისადგურა.
324 ფარანი ჩააქრეს. სადგომი სამარისებურმა უკუნმა შთანთქა. ყველას ეძინა. მხოლოდ დიკ სენდი ფხიზლობდა და მისთვის საჭიროა და აუცილებელ დასვენებას თავს არიდებდა. ფიქრებმა ძილი გაუფრთხო ახალგაზრდა კაპიტანს. იგი ფიქრობდა თავის მგზავრებზე რომლებიც, რადაც უნდა დასჯდომოდა, უნდა გადაერჩინა.
325 უნდა ეპოვნა მდინარე, რომელიც ოკეანეს ერთვოდა. ღრმად სწამდა, რომ ასეთი მდინარე შორს აღარ იყო. მდინარის სწრაფი დინებით აპირებდა იგი თავის პატარ რაზმის გადარჩენას. ახლა როგორმე ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრისათვის უნდა აერიდებინა თავი. ისინი, ალბათ, ჰერისისა და ნეგოროს მეთაურობით.
326 უკვე გამოჰყვნენ მათ ნაკვალევს. გათენებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო. კონუსში ხვრელიდან სინათლე არ შემოდიოდა, ქუხილის ხმაც ყრუდ ატანდა თიხის სქელ კედლებში. დიკ სენდმა ყური მიუგდო. წვიმა მთელი ძალით უშხაპუნებდა კედლებს და ახლა მსხვილი წვეთები მიწაზე კი აღარ ეცემოდა, არამედ წყლის ზედაპირზე.
327 დიკ სენდი მიწაყრილზე ჩამოხტა. თიხა ჯერ მთლად მშრალი იყო, ხვრელი კი - ღია, აქედან ჰაერთან ერთად ქუხილის ხმაც თავისუფლად შემოდიოდა. მას კოკისპირული წვიმის ხმაურიც კი ვერ ახშობდა. დიკ სენდმა ნახა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და, ადამიანებს, ბადეფრთიანთა კოლონიის ადგილი რომ დაიკავეს, საფრთხე არ ელოდა.
328 სიფრთხილისათვის იგი კონუსის ძირში, ხვრელის წინ, თიხის მიწაყრილზე დაწვა. გარედა ისე ვერაფერი შემოიჭრებოდა, რომ პირველად მას არ გაეგო. გათენებისას დღის სინათლე გააღვიძებდა და მაშინვე დაბლობის გამოკვლევას შეუდგებოდა. დიკ სენდი კედელს თავით მიეყრდნო, ხელში თოფი დაიჭირა და მიწვა.
329 ძილმა იმწამსვე მოსტაცა თვალები. რამდენხანს ეძინა, ვერც კი გაიგო. უეცრად ღარაცა ცივის შეხებამ გამოაღვიძა და შეშინებული წამოვარდა. წყალი თქრიალით შემოდიოდა კონუსში და რამდენიმე წამში უკვე ტომისა და ჰერკულესის სართულამდე მიაღწია. დიკ სენდმა სასწრაფოდ გააღვიძა ისინი. ფარანი აანთეს და იქაურობა განათდა.
330 უარეს დღეში ხომ არ ჩაცვივდებოდნენ? წყალი ერთ დონეზე იდგა. თუ მისი დონე გარეთ უფრო მაღალი იყო, კედელის გაბურღვის შემდეგ კონუსში წყლის დონე მოიმატებდა. წყალი აიწევდა მაშინაც, თუ გარეთ წყალდიდობა კიდევ უფრო იმძლავრებდა. ორივე შემთხვევაში ჰაერი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და შეიკუმშებოდა.
331 კიდევ კარგი, თახვების ქოხივით ეს ბუდეც მაგრამ მიჰკვროდა მიწას. ყველაზე საშიში წყალდიდობა იყო. თუ წყალი დაბლობზე ოცდაათ ფუტს მიაღწევს, მაშინ კონუსი დაიფარება თვრამეტი ფუტი სიმაღლის წყლით, ხოლო ჰაერი კონუსიდან ერთი ატმოსფეროს წნევის ძალით გამოიდევნება. დიკ სენდი არ ცდებოდა.
332 მას ყველაზე მეტად წყალდიდობის ეშინოდა. იგი მარტო ამ კოკისპირულ წვიმაზე არ იყო დამოკიდებული. უფორ საფიქრებელი იყო, რომ ახლომახლო რომელიღაც მდინარე ადიდდა, გადმოლახა ნაპირი და დაბლობი დაფარა. საჭირო იყო კონუსის წვერის გამონგრევა. ამით გაიგებდნენ, მთლიანად წყლით იყო დაფარული ბუდე თუ არა.
333 დიკ სენდი უსაზღვროდ შეშფოთებული იყო. არ იცოდა, რა ექნა, მოეცადა, თუ საქმეს შესდგომოდა. დილის სამი საათი იქნებოდა. ყველა სმენად გადაქცეულიყო და ჩუმად, გაქვავებულნი იდნენ. ჩაკეტილი ხვრელიდდან ხმაური ყრუდ ისმოდა. განუწყვეტლივ გრუხუნზე ეტყობოდა, რომ სტიქია ჯერ არ დამცხრალიყო.
334 ბათს ჯერ ხვრელი უნდა მოეძებნა, გამძვრალიყო შიგ და შემდეგ ასულიყო წყლის ზედაპირზე. ეს ძალზე ძნელი იყო. მას თვალის დახამხამებაში უნდა შეესრულებინა ყველაფერი. გავიდა ნახევარი წუთი. დიკ სენდმა ის იყო გაიფიქრა, ბათი ახლა უკვე გარეთ იქნებაო, რომ ზანგმა ისევ ამოჰყო თავი წყლიდან.
335 იგი ახლა უკვე ექვს ფუტს აღწევდა. მისის უელდონის, ჯეკის, ნანის და კუზენი ბენედიქტის გარდა, რომლებიც ზედა ღრმულებს შეფარებოდნენ, ყველანი წელამდე წყალში იდგნენ. საჭირო იყო სწრაფად ემოქმედათ. დიკ სენდმა გადაწყვიტა, გამოეთხარა ხვრელი თიხის კედელში წყლის დონიდან ერთი ფუტით ზევით, ე.
336 შვიდი ფუტის სიმაღლეზე მიწიდან. თუ ამ ხვრელიდან ჰაერი შემოიჭრებოდა, მაშასადამე, კონუსი მთლიანად არ იქნებოდა წყლით დაფარული. თუ პირიქით მოხდებოდა, მაშინ ჰაერი განიდევნებოდა და ხვრელის სწრაფად ამოქოლვა გახდებოდა საჭირო, თორემ წყალი შიგნით მაღლა აიწევდა და გარეთა დონეს გაუთანაბრდებოდა.
337 დიკ სენდმა ყოველივე ეს კარგად გაიაზრა, მაგრამ სიმშვიდე წუთითაც არ დუკარგავს. მან გაითვალისწინა მოსალოდნელი შედეგები. მოცდა აღარ შეიძლებოდა. ჰაერი სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და სული ეხუთებოდათ! კედლის გასახვრეტად დიკ სენდს თოფის ზუმბის დახრახნილი ბოლოს გამოყენება შეეძლო.
338 გაცილებით უფრო ეშმაკები! ეს იყო ერთადერთი დასკვნა, რომლის გამოტანა შეძლო კუზენმა ბენედიქტმა შექმნილი მძიმე ვითარებიდან. დიკ სენდმა გახვრეტილი კედლიდან ზუმბა ამოსწია. გაისმა სტვენა. წყლის დონემ ბუდეში კიდევ ერთი ფუტით ზევით აიწია... ხვრელიდან ჰაერი არ შემოვიდა. მდგომარეობა შემზარავი იყო.
339 ფარანი ჩქარა. ეტყობოდა ჰაერში ჟანგბადი გამოილია. იქაურობა უკუნმა სიბნელემ მოიცვა. ჰერკულესი ერთ-ერთ ღრმულს ჩაეჭიდა, მას წყლიდან მხოლოდ თავი ჰქონდა ამოყოფილი. დიკ სენდი ჰერკულესს მხრებზე ააცოცდა. მისის უელდონი, ჯეკი და კუზენი ბენედიქტი ღრმულების უკანასკნელ სართულზე მიიყუჟნენ.
340 დიკ სენდმა სწრაფად ჩაარჭო ზუმბა ოთახში და დაიწყო ბურღვა. ამ ადგილზე კედელი უფრო სქელი იყო. გაბურღვა ჭირდა. შეშფოთებული დიკ სენდი საშინლად ჩქარობდა. ამ პატარა ნახვრეტიდან ან ჰაერი და სიცოცხლე უნდა შემოჭრილიყო, ან წყალი და სიკვდილი! უცებ გამკივანი სტვენა გაისმა. შეკუმშული ჰაერი გარეთ გავარდა.
341 კონუსის წვერი ნელ-ნელა იფხვნებოდა. ნახვრეტი გაგანიერდა. კონუსში სუფთა ჰაერი შემოიჭრა. გაიელვა ამომავალმა მზის სხივმა. წვერის ჩამონგრევის შემდეგ გაადვილდებოდა კედელზე აცოცება, გარემოს დათვალიერება და მოიფიქრება, როგორ მიეღწიათ რაიმე ამაღლებული ადგილისათვის, რომ წალეკვას გადარჩენოდნენ.
342 მას საზარელი ყვირილი აღმოხდა, რასაც მაშინვე მოჰყვა სტვენის ხმა. ეს აფრიკაში მოგზაურთათვის გასროლილი ისრის კარგად ნაცნობი ხმა იყო! დიკ სენდმა ბუდიდან ას მეტრზე ბანაკი შენიშნა. იქვე ახლოს, ასიოდე ნაბიჯზე კი, წყლით დაფარულ დაბლობებზე, ადგილობრივი მცხოვრებლებით სავსე გრძელი ნავები დაცურავდა.
343 ახალგაზრდა მეზღვაურის გამოჩენისთანავე ერთ-ერთი ნავიდან ნიაღვარივით წამოვიდა ისრების სეტყვა. დიკ სენდმა ორიოდე სიტყვით ყველაფერი აუხსნა თავის თანამგზავრებს. დიკმა, ჰერკულესმა, აქტეონმა და ბათმა ხელი სტაცეს თოფებს და ერთ-ერთ ნავს ცეცხლი დაუშინეს. რამდენიმე მეომარი დაეცა. გაისმა ყვირილი და თოფების ხმა.
344 რას გახდებოდნენ დიკ სენდი და მისი მგზავრები ასამდე აფრიკელის წინააღმდეგ. ისინი ალყაშემორტყმულნი იყვნენ. ტერმიტების ბუდე იერიშით აიღეს. მისის უელდონი, მისი ბავშვი და კუზენი ბენედიქტი ისე უცბად მოაცილეს დანარჩენებს, რომ ხელის ჩამორთმევა და ერთმანეთისათვის სიტყვის თქმაც ვერ მაოსწრეს.
345 აშკარა იყო, აფრიკელები მიღებულ ბრძანებას ასრულებდნენ. პირველმა ნავმა მისის უელდონი, პატარა ჯეკი და კუზენი ბენედიქტი წაიყვანა. დიკ სენდმა დაინახა, როგორ გაემართა ეს ნავი ბანაკისაკენ და როგორ მიეფარა თვალს. დანარჩენები მეორე ნავში ჩაყარს და სხვა მხრისაკენ წაიყვანეს. ამ ნავში ოცი აფრიკელი მაინც იჯდა.
346 წინააღმდეგობა შეუძლებელი იყო. დიკ სენდი და მისი თანამგზავრები ცდილობდნენ უბრძოლველად არ დამორჩილებოდნენ, რამდენიმე მეომარი კიდეც დაჭრეს. ეს, ალბათ, სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდათ მათ, მაგრამ ეტყობოდა, ნაბრძანები ჰქონდათ მათი ცოცხლად შეპყრობა. გადასვლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
347 ტერმიტების დასახლება მთლიანად შეცვლილიყო. ამ ფართო და ღრმა აუზში მხოლოდ ოციოდე ბუდის წვერიღა მოჩანდა. ადიდებული შენაკადებისაგან მდინარე ქვანზე კალაპოტსი ვეღარ დატეულყო, ნაპირზე გადმოეხეთქა და იქაურობა წყლით დაეფარა. ქვანზა ანგოლას ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა. იგი ატლანტის ოკეანეს ერთვის.
348 რამდენიმე წლის შემდეგ ბენგელასაკენ მიმავალმა ლეიტენანტმა კამერონმა გადალახა ეს მდინარე. ქვანზა, თავისი მდებარეობის წყალობით, პორტუგალიის კოლონიის ამ მხარეში შიდა ნაოსნობისათვისაა გამოყენებული. გემები უკვე მის შუა წელამდე ადიან და ათიოდე წელიც აღარ იქნება საჭირო, რომ სათავესაც მიაღწიონ.
349 ბანაკი, რომელი დიკ სენდმა შეამჩნია, ტერმიტების ბუდეების მეზობლად მდებარე გორაკზე გაშლილიყო. გორაკის თავზე ვებერთელა ლეღვის ხე იდგა. მის ტოტებქვეშ ხუთასამდე კაცს შეძლო შეეფარებინა თავი. ცენტრალური აფრიკის ეს გიგანტური ხეები შენი თვალით უნდა ნახო, თორემ ისე ვერც კი წარმოიდგენ.
350 მონათვაჭრები ალვეცის აგენტების მიერ საკუთარი კარ-მიდამოდან აყრილ მხცოვრებლებს კაზონდეს ბაზრებისაკენ მიერეკებოდნენ. იქიდან კი მონები საჭიროებისამებრ იგზავნებოდნენ დასავლეთ სანაპიროს ბარაკებში ან ნიანგვეში, დიდი ტბების რაიონში, რომ შემდეგ ისინი ზემო ეგვიპტეში ან ზანზიბარის ფაქტორებში გაენაწილებინათ.
351 ხარიხების გაორებული ბოლოები რკინის კავით იყო შეკრული. მონებს მწკრივად ერთიმეორის მიყოლებით უნდა ევლოთ. სიფრხილისათვის ტყვეებს წელზე მძიმე ჯაჭვები მიაბეს. მათ ერთი ნაბიჯის გადადგმაც არ შეეძლოთ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. ხელები თვისუფალი ჰქონდათ სიმძიმის ასაწევად, ფეხები - სასიარულოდ.
352 დიკ სენდი არავისთან არ დაუწყვილებიათ. როგორც თეთრკანიანს, ვერ შებედეს. განაიარაღეს, მაგრამ ხელ-ფეხი გახსნილი ჰქონდა. საგანგებოდ მეთვალყურედ ერთი ჰავილდარი მიუჩინეს. დიკ სენდი ბანაკს გაფაციცებით ათვალიერებდა და ყოველ წუთს ნეგოროსა და ჰერისის გამოჩენას ელოდა... მაგრამ ამაოდ.
353 რადგან არც ერთი გარეწარი აქ არ ჩანდა, დიკ სენდმა იფიქრა, უთუოდ ორივე იმათ გაჰყვაო. სად წაიყვანეს, რას უპირებენ მათ? ეს ფიქრი დიკ სენდს საშინლად სტანჯავდა. მას თავისი თავი დავიწყებოდა და ახლობლებზე ფიქრსა და ზრუნვას შეეპყრო. გიგანტური ლეღვის ქვეშ დაბანაკებული ქარავანი რვაასამდე კაცს ითვლიდა.
354 ევროპელი აგენტები მეტწილად პორტუგალიელები, სამშობლოდან გაძევებული ნაძირალები, მსჯავრდებულნი, გაქცეული, კატორღელები, სახრჩობელას გადარჩენილი მონათვაჭრები იყვნენ. ასეთებს მიეკუთვნებოდნენ ნეგორო და ჰერისიც. ისინი შუა აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მონათვაჭარს, ხოზეანტონიო ალვეცს ემსახურებოდნენ.
355 მარტო მონათვაჭრები როდი არბევენ მოსახლეობას. ზანგი მეფეები სისხლისმღვრელ ომებში დამარცხებულებს მონებად აქცევენ და მერე მონათვაჭრებს უცვლიან რამდენიმე იარდ კოლენკორზე, თოფის წამალზე, თოფებზე, წითელ და ვარდისფერ მძივებზე და შიმშილობისას ერთ მუჭა მანიოკას ფქვილზე, როგორც ამას ლივინგსტონი წერს.
356 ადამიანთა ეს ფარა შესაბრალისი სანახავი იყო. ჰავილდარების მათრახით ქალებს ტანი მთლად დაწყლულებული ჰქონდათ, მშიერი, ქანცგამოცლილი, ფეხებდასისხლიანებული, გამხდარი ბავშვები, მძიმე ტვირთის მიუხედავად, დედებს ხელით მიჰყავდათ. კატორღელის ბორკილებზე უფრო აუტანელი იყო უღელი, მამაკაცებს რომ ადგამდნენ.
357 თითოეულ მათგანში ასი, ორასი სული მაინც ცხოვრობდა, ესე იგი სულ ათას ხუთასი მცხოვრები. ზოგმა გაქცევა მოასწარო. უმეტესობა ცეცხლში ჩაიწვა. ნაწილი ამოჟლიტეს თავისი ოჯახების დაცვისას. ვინც გადარჩა და ჯუნგლებს შეაფარა თავი, ან შიმშილით ამოწყდა ან მათ ტანჯვას გარეულმა მხეცებმა მოუღეს ბოლო.
358 აეღო და მისი მოახლოება ენიშნებინა. მისის უელდონის ხსნა მხოლოდ ჰერკულესს შეუძლია. მაგრამ განა შეიძლება კაცს ასეთი სასწაულის იმედი ჰქონდეს? დიკ სენდი ამ აზრს წყალწაღებულივით ეჭიდებოდა. იმითღა სულდგმულობდა, რომ ღონიერი ზანგი თავისუფალი იყო. მის ერთგულებასა და თავდადებაში ეჭვიც არ ეპარებოდა.
359 ჰერკულესი მისის უელდონისა და ჯეკის კვალს დაუწყებს ძებნას და შეეცდება მიაგნოს მათ. ხოლო თუ ვერ მოახერხა, მაშინ როგორმე დიკ სენდს დაუკავშირდება და გაათავისუფლებს! ღამით, როცა ისინი დაბანაკდებიან, ჰერკულესი სხვა შავ მონებს შეუმჩნევლად შეერევა, მივა დიკთან, დაამსხვრევს ბორკლებს და მას ტყეში წაიყვანს.
360 იქ მონათვაჭრობის მთავარი ბაზარი ნიანგვესა და მანიემაში იყო. ნიანგვე მერიდიანზე მდებარეობდა, რომელიც აფრიკას ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფს. ეს სწორედ ის დიდი ტბათა მხარა, სადაც ლივინგსტონმა იმოგზაურა. ის დასახლებული პუნქტი ძალიან შორს იყო ქვანზის ბანაკიდან და იქამდე მისვლას რამდენიმე თვეს მოუნდებოდნენ.
361 ამ გრძელ გზაზე მათ მრავალი ხიფათი ელოდათ. ახალგაზრდა მეზღვაურს მექარავნეთა ენა არ ესმოდა. ისინი არაბული ენისა და აფრიკული დიალექტის რომელირაც ნარევზე ლაპარაკობდნენ. დიკ სენდი მაინც მიხვდა, საბოლოოდ სად უნდა ჩასულიყვნენ. ისინი ხშირად ახსენებდნენ კაზონდეს, რომელიც ამ მხარის ერთ-ერთი მთავარი ბაზარია.
362 მაშასადამე, ქვანზის ნაპირზე დაბანაკებულთ ორას ორმოცდაათ მილზე მეტი აშორებდა. დიკ სენდმა ეს მიახლოებით გამოიანგარიშა, რაშიც თავიანთი პატარა რაზმის მიერ ჰერესთან ერთად განვილი გზის გათვალისწინება გამოადგა. ამ მანძილს დაახლოებით ათი-თორმეტი დღე მოუნდებოდა. ასეთ არაქათგამოცლილ ქარავანს კი - ორჯერ მეტი.
363 დიკ სენდი ფიქრობდა, რომ ქვანზიდან კაზონდემდე მისვლას სამი კვირა მაინც დასჭირდებოდა. ახლა აუცილებელი იყო, როგორმე ეს ტომისა და მისი თანამგზავრებისათვის ეცნობებინა. დიკ სენდს უნდა დაემშვიდებინა ისინი და გაეგებინებინა, რომ დამღუპველ ცენტრალურ აფრიკაში როდი მიჰყავდთ ტყვეები.
364 ტომი და ბათი ერთად გადაებათ. აქტეონი და ოსტინიც დაეწყვილებინათ. ისინი ბანაკის განაპირას იყვნენ. მათ ერთი ჰავილდარი და თორმეტამდე ჯარისკაცი დარაჯობდა. დიკ სენდს მათგან ორმოცდაათიოდე ნაბიჯი აშორებდა. ახალგაზრდა მეზღვაურმა გადაწყვიტა, ნელ-ნელა მიახლოებოდა მათ და ფეხს აუჩქარა.
365 შვიდი-რვა ჯარისკაცი ერთად მიესია და ნაფლეთებად აქცევდნენ კიდეც, რომ საქმეში მკაცრი გამომეტყელების მაღალი არაბი არ ჩარეულიყო. ეს ის იბნ ჰამისი იყო, რომელზედაც ჰერისი ლაპარაკობდა. მან რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა დიკ სენდისათვის გაუგებარ ენაზე და ჯარისკაცებმაც წესრიგის დამრღვევს თავი ანებეს.
366 შესვენება დამთავრდა. ყველანი - უფროსები, ჯარისკაცები, ტვირთმზიდავები და მონები ფეხზე წამოცვივდნენ. გამოჩნდა ფუთააკიდებული მონების რამდენიმე ჯგუფი ჰავილდარის მეთაურობით. მან ჭრელი დროშა გაშალა გამგზარების ნიშანი მისცეს. ჰერში დაირხა ნაღვლიანი სიმღერის ხმა. მღეროდნენ დამარცხებულნი.
367 ორი-სამი კვირის განმავლობაში ღამღამობით გადაუღებელივ წვიმდა. ეს ქარავნის ტანჯვას აორკეცებდა. მოღუშული ამინდი იდგა. ქარავანმა დილაადრიან დატოვა ქვანზის ნაპირი და გეზი აღმოსავლეთისაკენ აიღო ქარავანს წინ ორმოცდაათამდე ჯარისკაცი მიუძღოდა, ორივე მხარეს კი ას-ასი, დანარჩენები უკან მოჰყვებოდნენ.
368 მას და მის აგენტებს ტყვეების ტანჯვა სულაც არ აწუხებდათ, მაგრამ ხშირად იძულებულნი ხდებოდნენ, ანგარიში გაეწიათ ჯარისკაცებისათვის, რომლებიც ულუფის მომატებას თხოულობდნენ, და პაგაზისებისათვის, რომლებსაც დასვენება სურდათ. ამის გამო ხშირად კამათობდნენ და ამ კამათს მეტწილად ლანძღვა-გინება მოჰყვებოდა ხოლმე.
369 დიკ სენდის თანამგზავრები ქარავნის წინა რიგებში იყვნენ. კისერზე მძიმე უღელჩამოცმულნი მწკრივად მიდიოდნენ, თავის მობრუნებაც კი არ შეეძლოთ. მათრახს მათაც ისევე ურტყამდნენ, როგორც მათსავე მდგომარეობაში მყოფ სხვა უბედურთ. დიკ სენდთან რაიმე კავშირის დამყარება შეუძებელი იყო. ბათი მამამისთან დაეწყვილებინათ.
370 ვაჟკაცისათვის ეს საშინელი ტანჯვა იყო. საყვარელი მამისაკენ თავის მობრუნებაც კი არ შეეძლო. ტომი კი იმითაც კმაყოფილი იყო, რომ თავის ვაჟს ხედავდა, თუმცა ეს ძვირად უჯდებოდა. მსხვილი ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა თვალთაგან, როცა ჰავილდარი ბათს მათრახით სცემდა ხოლმე და მის ტანზე სისხლიან ნაკვალევს სტოვებდა.
371 უთხრა, რომ ნეგოროსა და მოღალატე ჰერისის წყალობით შუაგულ აფრიკაში ვართ და არავითარი დანდობის იმედი აღარ უნდა გვქონდესო, ამ ამბის გაგონებაზე ყველანი სახტად დარჩნენ. უკეთესად არც ნანს ექცეოდნენ. იგი ქარავნის შუაგულში მიმავალ ქალთა ჯგუფში იყო. ნანი ორშვილიან ახალგაზრდა დედასთან გადაებათ.
372 მას ერთი ძუძუთა ბავშვი ჰყავდა, მეორე კი სამიოდე წლისა. ბავშვი ძლივს მიდიოდა. კეთილ ნანს შეებრალა იგი და ამ პატარა, უსუსურ არსებაზე მზრუნველობა იკისრა. საცოდავმა მონა ქალმა მადლობა მხოლოდ ცხარე ცრემლით გადაუხადა. ნანმა ბავშვი ხელში აიყვანა, რომ იგი დაღლილობისა და ჰავილდარის მათრახისაგან დაეცვა.
373 გრძელი ქარავნის თავს მხოლოდ მაშინ დაინახავდა ხოლმე, როცა გაივაკებდნენ. იგი ღრმად ჩაფლულიყო მწუხარე ფიქრებში და მხოლოდ ხანდახან თუ გამოაფხიზლებდა მეთვალყურეების ყვირილი. თავის თავზე და დაღლილობაზე არ ფიქრობდა, არც იმ წუთების მოლოდინი აწუხებდა, რომელსაც ალბათ, გარეწარი ნეგორო უმზადებდა მას.
374 განუზომელი იყო მათი ტანჯვა და შიში, მაგრამ უფრო მეტი იყო ის სიბრალული და აღშფოთება, რასაც ისინი განიცდიდნენ, როცა ხედავდნენ ტყვეთა ტანჯვასა და მეთვალყურეთა საშინელ უხეშობას. სამწუხაროდ, ამ უბედურთა დასაცავად მათ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ, ჯარისკაცებისათვის წინააღმდეგობის გაწევა უაზრობა იყო.
375 ქვანზის აღმოსავლეთით ოციოდე მილზე ტყე გადაჭიმულიყო. აქ ხეები უფრო მეჩხერად იდგა, ვიდრე სანაპიროს გაყოლებით. შეიძლება, აქაური უამრავი მწერი ახმობს ამ ხეებს, ან ჯერ კიდევ ნორჩებს სპილოების ჯოგი გადათელავს ხოლმე. ასეთ ტყეში სიარული არ ჭირდა. რადგან სვლას ბუჩქნარი უფრო აფერხებდა, ვიდრე ხეები.
376 მრავლად იყო შვიდი-რვა ფუტის სიმაღლის ბამბის ბუჩქები, რომლის ბოჭკოებიდან თეთრი და შავზოლებიანი ქსოვილს ამზადებდნენ და აქაურები ტანსაცმლად ხმარობენ. ზოგან ნამდვილ ჯუნგლებში ხვდებოდნენ. იგი მთელ ქარავანს ფარავდა. ცხოველთაგან ჟირაფისა და სპილოს თავი თუ გამოჩნდებოდ ხოლმე ხანდახან ლერწმებში.
377 ეს ლერწმები ბამბუკს ჰგავდა. მისი დიამეტრი ერთი დუიმი მაინც იქნებოდა. აგენტებს შესანიშნავად უნდა სცოდნოდათ ეს მხარე, რომ გზა არ აბნეოდათ. ქარავანი ყოველდღე დილაადრინ დაადგებოდა ხოლმე გზას. შუადღისას მხოლოდ ერთი საათს ისვენებდნენ. ხსნიდნენ მანიოკას ფუთებს და მომჭირნედ უნაწილებდნენ მონებს.
378 საშინლად დაღლილ-დაქანცულებს ერთი საათი დაასვენებლად არ ჰყოფნიდათ. წვიმიანი ღამეები ხეირიანი ძილისა და მოსვენების საშუალებას არ იძლეოდა. ამიტომ ისე დასუსტებულნი იყვნენ, რომ ჭამას ძლივსღა ახერხებდნენ. იმ რვა დღის განმავლობაში, რაც ქვანზიდან წამოვიდნენ, ოცამდე მონა მაინც დაეცა გზაში.
379 მხეცების ღრიალი ღამის სიბნელეში კიდევ უფრო საზარელი ხდებოდა. მის გაგონებაზე დიკ სენდს ჰერკულესი ედგა თვალწინ და შიშით ფიქრობდა იმ ათასნაირ ფათერაკზე, რომელსაც ჰერკულესი ყოველ წუთს შეიძლებოდა გადაჰყროდა. მიუხედავად ამისა, მას რომ გაქცევის შემთხვევა მისცემოდა, ერთ წუთსაც არ დაფიქრდებოდა.
380 ბონდი ლიანებით გადაბმული ხის ტოტებისაგანაა გაკეთებული და საშინლად ქანაობს. ბონდს ზოგან ხიმინჯი აკლია. ერთ უღელქვეშ მყოფი ორი ქალი წყალში ჩავარდა. ერთს პატარა ბავშვი ეჭირა. წყალი აქაფდა და სისხლით შეიღება. ხიდქვეშ ნიანგებია, ფეხი შეიძლება პირდაპირ მის ღია ხახაში ჩაუვარდეს კაცს.
381 მიწა დალბა. სიარული უფრო გაჭირდა. ქარავნის შუაგულში ვხედავ საცოდავ ნანს. მას პატარა ზანგი ბავშვი უჭირავს. ძლივს მილასლასებს. მასთან შებმული მონა ქალი კოჭლობს და მათრახით გახეთქილი მხრიდან სისხლი მოსდის. საღამოს ვბანაკდებით უზარმაზარი ბაობაბის ქვეშ. ხეს თეთრი ყვავილები და ნაზი მწვანე ფოთლები აქვს.
382 ირგვლივ ყველაფერი დაცვარულია. წვიმების სეზონი აქ ნოემბერში იწყება და აპრილში მთავრდება. დაბლობები ჯერ კიდევ წყლითაა დაფარული. აღმოსავლეთიდან ისეთი ძლიერი ქარი გვცემს, რომ სუნთქვა გვეკრება. ქარს თან ჭაობის ციება მოაქვს. მისის უელდონისა და მისტერ ბენედიქტის არავითარი კვალი არ ჩანს.
383 ზოგჯერ წყალი წალამდე გვწვდება, მაგრამ გზა მაინც უნდა განაგრძო. ათასობით წრუბელა ტანზე გეკრობა. აქა-იქ წყალში პატარა ამაღლებული ადგილები მოჩანს. მასზე ლოტოსი და პაპირუსი ხარობს, მიწაზე, წყლის ქვეშ, სხვა მცენარეებიც გვხვდება. ზოგი კომბოსტოსავით დიდფოთლებიანია, ბევრი მას ფეხს წამოჰკრავს და ეცემა ხოლმე.
384 ასე უწოდებს ლივინგსტონი იმ ღრმა ორმოებს, სადაც ეს ურჩხული თავის ნადავლს ინახავს. იგი ჯერ წყალში ახრჩობს მსხვერპლს, ჭამას კი მხოლოდ გახრწნის შემდეგ შეუდგება ხოლმე. მე ერთმა ნიანგმა ქერცხლი გამკრა. ერთი ჩემს გვერდით მყოფი მონა ბიჭი კი უღრლიდან ამოგლიჯა. უღელი გადატყდა. სასოწარკვეთილი ბიჭი ყვიროდა.
385 ღმერთო ჩემო, ღმერთო, შემიბრალე! მინდოდა, მხარში ამოვდგომოდი საცოდავ მოხუცს. მას დაფლეთილ ძონძებქვეშ მთელი სხეული უთრთოდა. ბედნიერად ჩავთვლიდი თავს, რომ მასთან ერტად უღელში შევები. ჯაჭვის მეორე ნახევარს მაინც წავიღებდი. მისი მეწყვილეს სიკვდილის შემდეგ, ჯაჭვის მთელი სიმძიმე მოხუც ნანს დააწვა.
386 დღეს გავიარეთ ცეცხლის ალში გახვეული ორი სოფელი. ქოხებს ყველგან ცეცხლი უკიდია. ცხედრები ხეებზე კონწიალობენ. ხანძარს გადარჩენილნი გაქცეულან. მინდვრები დაცლილია. აქაურობა დაურბევიათ. ორასამდე კაცი მოკლულია, მაგრამ ადიოდე მონა ხელთ იგდეს. მოსაღამოვდა. ღამის გასათევად დიდი ხეების ქვეშ დავბანაკდით.
387 ტყის განაპირას მაღალი ბალახი ბუჩქნარივითაა მოდებული. რამდენიმე ტყვემ წუხელ უღელი გატეხა და გაიქცა. ყველანი დაიჭირეს და სასტიკად დასაჯეს. ჯარისკაცებმა და ჰავილდარებმა მეთვალყურეობა გააორკეცეს. დაღამდა. ირგვლივ ლომებისა და ჰიენების ღრიალი ისმის. შორიდან ჰიპოპოტამების ხმები მოდის.
388 მისის უელდონი და მისი ვაჟი ცოცხლები არიან! კიდევ კარგი ამ საშინელ მგზავრობას და დაღლას ასცდნენ. კიტანდა - ხმელი ბალახისაგან გაკეთებული საკაცე, ჩამოკიდებულია გრძელ ბამბუკის ჯოხზე და ორ კაცს მხრებით მიაქვს. ზემოდან ჩამოფაებული აქვს ქსოვილის ფარდა. მისის უელდონი და პატარა ჯეკი ასეთ კიტანდაში სხედა.
389 საშინელებაა! ქარავანში არიან ისეთი უბედურები, რომელთა სხეული მთლად ჭრილობებითაა დასერილი. თოკები, რომლითაც ისინი დაბმულნი არიან, ხორცში ღრმად ჩასჭედვიათ. გუშინდელს აქეთ ერთ დედას შიმშილისგან მკვდარი ბავშვი უსვენია მკლავზე და ვერ განშორებია. ყვავილმა ხელახლა იფეთქა, ახლა უფრო ძლიერად.
390 სანაპიროს ბარაკები გაჭედილი იყო ტყვეებით. მონებით დატვირთული რამდენიმე გემი ძლივს ახერხებდა, სანაპიროს მოთვალთვალე გემებს გასხლტომოდა. მონები იმდენი იყვნენ, რომ ეს გემები საკმარისი არ იყო ესპანეთის კოლონიებში მათ გადასაყვანად. კაზონდე ქვანზის შესართავიდან სამას მილზე მდებარეობს.
391 აქ ხდება მონების გამოფენა და გაყიდვა. აქედან ქარავნები დიდი ტბების რაიონში მიემართებიან ხოლმე. კაზონდეც, ცენტრალური აფრიკის ყველა დიდი ქალაქივით, ორ ნაწილად იყოფა. ერთ ნაწილში არაბ, პორტუგალიელ და ადგილობრივ ვაჭართა უბნებია ბარაკებითურთ, მეორეში - ზანგი მეფის რეზიდენცია.
392 სახლებს შორის თავი ამოეყოთ უზარმაზარ, ტოტებგაშლილ ბანიანებს. ქუჩის გასწვრივ ხარობდა მარაოსებრი პალმები, რომლებიც თავაწეულ ცოცხებს მიაგავდა. ქუჩაში ოცამდე მტაცებელი ფრინველი იგანგლებოდა მტვერში - ასეთი იყო კაზონდეს სავაჭრო უბანი. შორიახლო მდინარე ლუჰი მიედინება. მისი მიმართულება ჯერაც არაა გარკვეული.
393 გაღატაკებული ზანგი მეფე მუანი-ლუნგა ორმოცდათიოდე წლის კაცია. მისი არმია ოთხიათასამდე ჯარისკაცს ძლივს ითვლის, როცა პორტუგალიელ მონათვაწრებს ოცი ათასამდე ჯარისკაცი ჰყავთ. მეფეს აღარ ძალუძს ყოველდღე ოცდახუთი-ოცდაათი მონის შეწირვა ღმერთებისათვის, როგორც ამას ზანგი მეფენი ძველად, ნეტარ დროს ჩადიოდნენ.
394 მეფე ნაადრევად გაეტეხა გარყვნილ ცხოვრებას. მაგარი სასმელებისაგან გამოთაყვანებული სისხლისმსმელი მანიაკი ასახიჩრებდა ადამიანებს. თავის ოფიცრებს და მინისტრებს სულ უბრალო მიზეზის გამო აჭრიდა ცხვირს, ყურებს, ფეხს და ხელს. მეფის სიკვდილს ყველა მოუთმენლად ელოდა და, ალბათ, დიდი სიხარულითაც შეხვდებოდნენ.
395 მთელ კაზონდეში ერთადერთი ადამიანი დაზარალდებოდა მუანი-ლუგას სიკვდილით - მონათვაჭარი ხოზე-ანტონიო-ალვეცი. იგი მშვენივრად შეეთვისა ლოთ მეფეს. ალვეცის წონასა და გავლენას მთელი პროვინცია კარგად გრძნობდა. მას მეფის სიკვდილი ძალზე აშინებდა, რადგან დედოფალ მუანის ტახტზე ასვლა შეიძლება სადაო გამხდარიყო.
396 პორტუგალიური მას მხოლოდ სახელი ჰქონდა. ისიც, ალბათ, ვაჭრობისათვის შეირქვა. ალვეცი ზანგი იყო, სახელად კენდელე. მას მონათვაჭრიბის სამყაროში კარგად იცნობდნენ. დაიბადა დონდოში, ქვანზის ნაპირას. თავდაპირველად მონათვაჭრის უბრალო აგენტი იყო და ბოლოს სახელგანთქმულ მონათვაჭრად იქცა.
397 კაზონდეში შუადღისას შევიდნენ. დასცხეს დოლებს, გაისმა საყვირების ხმა და თოფების გრიალი. ქარავნის მცველი ჯარისკაცები თოფებს ისროდნენ და ხოზე-ანტონიო ალვეცის მსახურნიც თოფის სროლით პასუხობდნენ. ამ ბანდიტების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ოთხი თვის განშორების შემდეგ ერთმანეთი კვლავ რომ იხილეს.
398 სასომიხდილი ტყვეების რიცხვი ორას ორმოცდაათამდე აღწევდა. ისინი წინ ფარასავით გაირეკეს და ბარაკებში ჩაამწყვდიეს. ამერიკელი ფერმერები ამ ბარაკებს გომურებადაც არ იკადრებდნენ. იქ მათ დახვდათ ათას ხუთასამდე მონა, რომლებიც ორი დღის შემდეგ კაზონდეს დიდ ბაზრობაზე უნდა გამოეყვანათ.
399 ბათმა, აქტეონმა და ოსტინმა, ფიზიკურ შრომა შეჩვეულმა ძლიერმა ზანგებმა, კარგად გადაიტანეს დაღლილობა. მოხუცი ტომი კი ტანჯვისაგან ისე იყო დასუსტებული, ფეხზე ძლივსღა იდგა. კიდევ რამდენიმე დღე და მის გვამს ისევ დატოვებდნენ მხეცების შესაჭმელად, როგორც მოხუცი ნანის გვამი დატოვეს.
400 დიკ სენდი მოედანზე დატოვეს და ერთი ჰავილდარი მიუჩინეს მეთვალყურედ. როგორც იქნა, იგი კაზონდეში იყო. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მისის უელდონი, პატარა ჯეკი და კუზენ ბენედიქტიც აქ იყვნენ. იგი გულდასმით ათვალიერებდა იქაურობას. დაზვერვა ქუჩის ნაპირას მდგომი ტემბები და თითქმის დაცარიელებული ჩიტოკა.
401 სხვაგან ხომ არ წავიდნენ და მისის უელდონი ცენტრალური აფრიკის სხვა პუნქტში ხომ არ ჩაიყვანეს? ამერიკელისა და პორტუგალიელის გამოჩენას მისი ტანჯვა რომ მოჰყოლოდა, დიკ სენდი მაინც მოუთმენლად დაუცდიდა მათ. ჰერისისა და ნეგოროს აქ ყოფნა იმას ნიშნავდა, რომ მისის უელდონი და ბავშვიც კაზონდეში იყვნენ.
402 მთავარი ქუჩის ბოლოს გამოჩნდა კიტანდას მსგავსი საკაცე. მას გახუნებული და დაკერებული მიჩიგდანი ჰქონდა გადაფარებული, რომელსაც ფოჩებივით ეკიდა ძონძები. საკაციდან მოხუცი ზანგი გადმოვიდა. ეს იყო მონათვაჭარი ხოზე-ანტონიო ალვეცი. მას თან რამდენიმე მსახური ახლდა, ისინი მდაბლად ხრიდნენ თავს.
403 ალვეცს გვერდით მისი მეგობარი, ბიჰეს მმართველის ვაჟი კოიმბრა ედგა. ლეიტენანტ კამერონის თქმით, იგი ამ ქვეყნის ყველაზე დიდი არმზადა იყო. ჩაბინძურებული, თვალებგადმოკარკლულ, ყვითელსახიან კაცს, უხეში ხუჭუჭი თმა რომ ჰქონოდა, ტანთ ძონძებადქცეული პერანგი და ბალახებისაგან მოქსოვილი ქვედატანი ეცვა.
404 თავზე ჩალის დაგლეჯილი განიერი ქუდი ეხურა. იგი ნამდვილად კუდიან ქალს ჰგავდა. კოიმბრა, ალვეცის უერთგულესი და ნდობით აღჭურვილი პირი, დარბევათა ორგანიზატორი და მონათვაჭრის ბანდიტების ღირსეული ხელმძღვანელი იყო. ალვეცი უფრო ნაკლებად შეეზიზღებოდა ადამიანს, ვიდრე მისი თანაშემწე.
405 ალვეცს მოხუცი თურქის ტანსაცმელი ეცვა, რომელიც უფრო საკარნავალო სამოსს მიაგავდა. ასე იყო თუ ისე, მისი მნახველი დიდი წარმოდგენისა არ დარჩებოდა ფაქტორიების იმ ხელმძღვანელებზე, მონათვაჭრობას რომ მისდევდნენ. დიკ სენდს საშინლად ეწყინა, რომ ჰერისი და ნეგორო ალვეცის ამალაში არ აღმოჩნდნენ.
406 ნუთუ აღარავითარი იმედი არ უნდა ჰქონოდა, რომ მათ კაზონდაში ნახავდა? ქარავნის ხელმძღვანელმა, არაბმა იბნ-ჰამისმა ალვეცს და კოიმბრას ხელი ჩამოართვა. მან მილოცა და მადლობა მიიღო. მაგრამ ალვეცს სახე უსიამოვნოდ შეეჭმუხნა, როცა გაიგო, ქარავნის ნახევარი გზაში ამოწყდაო. თუმცა საქმე არც ისე ცუდად იყო.
407 რა ვერაგულად შეუერთეს ისინი ქარავანს! ახალგაზრდა მეზღვაური ამაში დარწმუნდა, როცა არაბ იბნ-ჰამისის მითითებით ერთი ჰავილდარი იმ ბარაკისაკენ გაემართა, სადაც ტომი, ოსტინი, ბათი და აქტეონი იყვნენ ჩაკეტილნი. ოთხივე ამერიკელი ალვეცს მაშინვე წარუდგინეს. დიკ სენდი ნელა მიუახლოვდა მათ.
408 უნდოდა, არაფერი გამოპარვოდა. ხოზე-ანტონიო ალვეცს ღონიერი ზანგების დანახვაზე სახე გაუბრწყინდა. კარგი კვება და დასვენება მალე მოაღონიერებდა მათ. მოხუც ტომს ვაჭარმა ალმაცერი მზერა შეავლო. ასაკი მას ფასს დააკლებდა. სამაგიეროდ, დანარჩენი სამი ზანგი ძვირად გაიყიდებოდა კაზონდეს უახლოეს ბაზრობაზე.
409 ბიჰეს მმართველის ვაჟი ოსტინისაკენ გაემართა და საქონელივით დაუწყო შემოწმება. გაუსინჯა მკერდი, მხრები და კბილების სანახვად პირის გაღება მოუნდომა. სწორედ ამ დროს სენიორ კოიმბრამ ისეთი მუშტი იგემა, როგორიც მანმდე არც ერთ მმართველის შვილს არ უგემია. ალვეცის თანაშემწე ათ ნაბიჯზე მაინც გადავარდა.
410 მან გაოგნებული თანაშემწე დაამშვიდა. კოიმბრა ფეხზე წამოდგა, მონათვაჭრის გვერდით დადგა და მუშტით დაემუქრა მამაც ოსტინს. ამ დროს ჰავილდარმა დიკ სენდს ხელი ჰკრა და ალვეცთან მიიყვანა. ეტყობოდა ალვეცმა იცოდა, ვინც იყო იგი, საიდან გაჩნდა აქ და როგორ ჩაიგდეს ტყვედ ქვანზის ნაპირას ბანაკში.
411 პატარა იანკი! - იმეორებდა ალვეცი. ვერ გაეგო, თუ არ სურდა გაეგო ის შეკითხვა, რომელიც მას მისცეს. დიკ სენდმა შეკითხვა ისევ გაუმეორა. შემდეგ კოიმბრას მიმართა. ამ ალკოჰოლით გადაგვრებულ ადამიანში დიკ სენდმა ევროპელი ამოიცნო. კოიმბრამ წეღანდელივით რაღაც მუქარა გამოხატა და არაფერი უპასუხა.
412 პორტუგალიელმა ანიშნა, თავი დაენებებინათ ახალგაზრდა მეზღვაურისათვის. დიკს ხელი უშვეს და გასცილდნენ. შემდეგ ჰერისის გვამი აიღეს და იქაურობას მოაშორეს. ალვეცი და კოიმბრა მოითხოვდნენ, დიკ სენდი დაუყოვნებლივ დაესაჯათ სიკვდილით, მაგრამ ნეგორომ წასჩურჩულა, თუ დავიცდით, არ წავაგებთო.
413 სად? დიკ სენდისთვის ესეც სულერთი იყო. შებოჭილი ახალგაზრდა მეზღვაური ერთ უფანჯრო ბარაკში ჩააგდეს. ეს კარცერი იყო. მონათვაჭარი ალვეცი აქ სიკვდილმისჯილ მონებს აგდებდა, ვისაც ამბოხების ან სხვა დანაშაულის გამო სჯიდა ხოლმე. გარე სამყაროსთან აქედან არავითარი კავშირის დამყარება არ შეიძლებოდა.
414 ახლა ყველაფერი სულერთი იყო, რაც უნდა მოსვლოდა, ყველაფრისათვის მზად იყო! გასაგებია, რატომაც შეაჩერა ნეგორომ ადგილობრივი მცხოვრებლები, რომელთაც ჰერისის მკვლელის დასჯა უნდოდათ. ცხადია, იგი ახალგაზრდა მეზღვაურს იმ საზარელ წამებას უმზადებდა, რომლის საიდუმლოება მხოლოდ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იციან.
415 მონების ყიდვა-გაყიდვის გარდა, აქ გაცხოველებული ვაჭრობა იყო გამართული. იყიდებოდა ბარაქიანი აფრიკის ყოველგვარი პროდუქტი. კაზონდეს ფართო ჩიტოკაზე დილიდანვე დიდი გამოცოცხლება იყო. რა აღწერს ამ სურათს! აქ ხოზე-ანტონიო ალვეცის მონების ჩათვლით ოთხი-ხუთი ათასი ადამიანი მოგროვილიყო.
416 ლურჯი საღებავით მოსვირინგებული მამების მოხატულობანი, შვილებს ზუსტად გადააქვთ სხეულზე და ამით მათი ტომისა და გვარის გამოცნობა იოლდება. ღერბი საკუთარ მკერდზე უნდა მოიკვეთო, თუკი მისი დახატვა კარეტის კარეზე არ ძალგიძს! ასეთი ადგილი უჭირავს მორთულობას ადგილობრივ მცხოვრებთა მოდაში.
417 დანარჩენები, ტვირთმზიდავები და მონები, თითქმის შიშველნი არიან. ტვირთს ქალები ეზიდებიან. ზურგზე აკიდებული აქვთ უზარმაზარი კალათი, რომელსაც შუბლზე ჩამოცმული თასმა უმაგრებთ. სავაჭრო ადგილის დაკავების შემდეგ ისინი საქონელს ამოაწყობენ და თვითონ ცარიელ კალათაში ჩაცუცქდებიან ხოლმე.
418 საკვები პროდუქტებიი საუკეთესო ხარისხისაა. ბევრია ბრინჯი, მისი მოსავალი ძალზე უხვია, მაისა რვა თვეში სამჯერ შემოდის, ერთი მარცვალი ორასად იქცევა. აქ მოდის ქუნჯუთი, ურუას ოლქის წიწაკა, რომელიც უფრო მწარეა, ვიდრე კეინის ჭოტოსანი წიწაკა, სორგო, მანიოკა, მუსკატი, პალმის ზეთი.
419 დიდ მოედანზე მოერეკათ ასეულობით თხა, ღორი, განსაკუთრებული ჯისიშ უმატყლო ცხვრები, თათრული წარმოშობისა, ყაპოიანები. ფრინველი და თევზიც უთვალავია. ჩამწკრივებული ქოთნეულობა ნარიფეროვნებით თვალს იტაცებს, პატარა ბიჭები გამყინავი ხმით სხვადასხვაგვარ სასმელს სთავაზობენ მყდიველებს.
420 არის ისეთებიც, ას სამოც გირვანქას რომ იწონის. კაზონდეს ბაზარში მოყვარულებს შესანიშნავი სპილოს ძვლის ნახვა შეეძლოთ. ესაა მკვრივი და ნახევრადგამჭვირვალე, დასამუშავებლად ადვილი, ყავისფერი ქერქით დაფარული ძვალი. ეს ქერქრი მის სითეთრეს დიდხანს ინახავს და გაყვითლებისგან იცავს.
421 ლაკონზე ადგილობრივ მცხოვრებთა ყელზე ნახავდით ადამიანთა კბილებისაგან გაკეთებულ დიდ ასხმულას. მან, ალბათ, თვითონვე შეჭამა ამ კბილების პატრონი. ეს მონეტა უვკე გამოდის ხმარებიდან. ასეთი ყო დიდი ბაზრობა. შუადღისას ვაჭრობამ უმაღლეს წერტილს მიაღწია, ირგვლივ გამაყრუებელი, აუტანელი ხმაური იდგა.
422 შეუძლებელია იმ სიფიცხის და აზარტის აღწერა, რომელსაც მყიდველებიცა და გამყიდველებიც ერთნაირად შეეპყრო. ჩხუბი ხშირად ხელჩართულ ბრძოლაში გადადიოდა. ამ მყვირალა ბრბოს დასაშოშმინებლად, ეტყობოდა, ქვეყანას ძალიან ცოტა მცველი ჰყავდა. შუადღისას ალვეცმა ბრძანა, მოედანზე გასაყიდი მონები გამოეყვანათ.
423 მათი შედარება ახლადმიღებულებთან არც კი შეიძლებოდა. ერთი თვის შემდეგ ალვეცი მათ ალბათ უფრო უკეთ გაჰყიდდა და მეტ მოგებასაც ნახავდა, მაგრამ მონებზე მოთხოვნილება ისე დიდი იყო, რომ მონათვაჭარმა გადაწყვიტა, ისინიც გამოეყვანა ბაზრობაზე. ტომისა და მისი მგზავრებისათვის ეს დიდი უბედურება იყო.
424 აღაფერი გაუგიათ მასზე და არც დინგოზე. ჰერკულესის ბედი სანატრელი იყო, რადგან თუ კიდევაც დაიღუპება, დაიღუპება ისე, რომ მონის ხუნდები არ უტარებია! ვაჭრობა გაჩაღდა. ალვეცის აგენტებს ბაზრის შუაგულში მიჰყავდათ კაცები, ქალები, ბავშვები და სულაც არ აწუხებდათ დედისა და შვილის განშორება.
425 ამ ჩასხმულ და ღონიერ ზანგებს, რომლებიც ძალიან განსხვავდებოდნენ ზამბეზისა და ლუალაბის ნაპირებიდან მოყვანილი ზანგებისაგან, მათ თვალში დიდი ფასი ედოთ. ისინი ზანგებს ხელით სინჯავდნენ, წაღმა-უკუღმა ატრიალებდნენ, კბილებს უმოწმებდნენ - სწორედ ისე, როგორც ცხენების ყიდვისას იციან ხოლმე.
426 ამით უნდოდათ გაეგოთ, ზანტები ხომ არ არიანო. ამგვარად ამოწმებდნენ ყველას. ყველა აბარებდა ამ შეურაცხმყოფელ გამოცდას. მონები ძალიან განიცდიდნენ ასეთ მოპყრობას. ყველანი, გარდა ბავშვებისა, რომლებსაც ჯერ კიდევ არაფერი არ ესმოდათ, დამცირებულნი და განადგურებულნი იყვნენ. მათ ცემასა და ლანძღვას არ აკლებდნენ.
427 მყიდველები ძალით აშორებდნენ ერთმანეთს დედას და შვილს, დასა და ძმას, ცოლსა და ქმარს და უკანასკნელი გამოთხოვებისა და მიალერსების ნებასაც კი არ აძლევდნენ. ამ ბაზრობაზე ისინი უკანასკნელად ხედავდნენ ერთმანეთს. მონათვაჭრები სხვადასხვა სქესის მონებს სხვადასხვა მხარეს გზავნიან.
428 კაცებს კი მძიმე სამუშაოზე იყენებენ. მათ ორივე ნაპირის ფაქტორიებში გზავნიან. იქიდან კი ესპანეთის კოლონიებსი ან მასკატისა და მადაგასკარის ბაზრებზე გაჰყავთ. ეს განაწილება განშორბის გულისმომკვლელ სცენებს იწვევს, განშორებულნი ისე იხოცებიან, ერთმანეთს ვერასოდეს ვეღარ იხილავენ ხოლმე.
429 ტომი და მისი მგზავრები ამ დღეში იყვნენ. ეს მათ არ აშინებდათ. უჯობდათ კიდეც, რომ მონების ერთსა და იმავე კოლონიაში მოხვედრილიყვნენ - თავისი უფლების აღდგენის რაღაც იმედი მაინც ექნებოდათ. ხოლო თუ აფრიკის ცენტრალურ პროვინციაში მოხვდებოდნენ, თავისუფლების დაბრუნების ყოველგვარ იმედზე უნდა აეღოთ ხელი.
430 სწორედ ისე მოხდა, როგორც მათ უნდოდათ. მცირე იმედის სხივი ჩაესახათ გულში, რომ ერთმანეთს არ დაშორებოდნენ. მათ გამო უჯიჯის არმდენიმე მონათვაჭარი წაიკიდნენ კიდეც. ანტონიო-ხოზე ალვეცი სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტდა. ფასი სულ უფრო და უფრო მატულობდა. ერთმანეთს აღარც აცლიდნენ ამ მონების ნახვას.
431 ისინი არაბმა ვაჭარმა იყიდა. ეს ვაჭარი ახალშეძენილებს რამდენიმე დღეში ტანგანიკას ტბასთან გადაიყვანდა, სადაც მონების დიდი ქარავანები დადიოდნენ, იქიდან კი ზანზიბარის ფაქტორიებისაკენ გაემართეობდა. მაგრამ ჩააღწევდნენ კი მონები იქ? მათ ხომ ცენტრალური აფრიკის ყველაზე საშიში და მავნე ადგილები უნდა გაევლოთ.
432 ბაზრის ყოველი კუთხე კიდევ უფრო გამოცოცხლდა. ნახევარი დღის ყვირილმა და ბრძოლამ გაშმაგებული ვაჭრები ვერ მოღალა. მონათა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გასაყიდი იყო. მონათვაჭრები ერთმანეთს ისე გაცხარებით ეცილებოდნენ მონათა ჯგუფების ყიდვას, რომ ამას ლონდონის ბირჟაზე ფასების დიდი აწევის დღესაც კი ვერ ნახავდით.
433 ერთგულმა მსახურებმა იგი დიდი მოედნის შუაგულში გადმოსვეს. მეფე ორმოცდაათი წლისა თუ იქნებოდა, მაგრამ კაცს ოთხმოცისა ეგონებოდა. იგი დაჩაჩანაკებულ ბებერ გორილას ჩამოჰგავდა. თავზე წითლად შეღებილი ლეოპარდის ბრჭყალებითა და ბღუჯა-ბღუჯა თეთრი ბუმბულით მოკაზმული ტიარას მსგავსი რაღაც ედგა.
434 ეს კაზონდეს მეფეების საგვარეულო გვირგვინი იყო. წელზე მარგალიტებით მორთული ნატილოპის ტყავის ორი ქვედატანი ემოსო, რომელიც უფრო ხეშეშა იყო, ვიდრე მჭედლის წინსაფარი. მკერდი ათასნაირად მოეხატა, რაც მისი გვარის სიძველეს ამტკიცებდა. თუ მას დავუჯერებდით, მუანი ლუნგას გენეალოგია დროთა წყვდიადში იკარგებოდა.
435 მარცხენა ხელში ვერცხლის ბუნიკიანი დიდი ჯოხი ეპყრა, მარჯვენაში ბუზების საკლავი, რომელსაც მარგალიტებით მოოჭვილი ტარი ჰქონდა. მეფის თავზე ნაირ-ნაირი ფერის ნაჭრებით დაკერებული, არლეკინის შარვლის მსგავსი, ძველი ქოლგა ირხეოდა. ცხვირზე სათვალე ეკეთა და მკერდზე გამადიდებელი შუშა ჩამოეკიდა.
436 მუანი ლუნგას, რადგან სამეფო ტახტი ეპყრა, თავი ღმერთის ჩამომავლად მიაჩნდა და ვინც ოდნავ მაინც ეჭვს შეიტანდა ამაში, დასარწმუნებლად საიქიოში გზავნიდა. მისი აზრით, ეს ღვთიური წარმოშობის მეფე მიწიერ მოთხოვნილებებს არ უნდა დამორჩილებოდა. ჭამდა და სვამდა მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველივე ეს სიამოვნებას გვრიდა.
437 განსაკუთრებით უყვარდა რომი, რომლითაც ალვეცი უხვად ამარაგებდა. მუანი ლუნგას ნაირნაირი ასაკის ცოლები ჰყავდა ჰარამხანაში, უმრავლესობა ახლა მეფეს თან ახლდა ბაზრობაზე. მუანის, პირველ ცოლს, დედოფალს უწოდებდნენ. ეს ორმოცი წლის როკაპი, როგორც სხვა ცოლეი, მეფური წარმოშობისა იყო.
438 მხარზე ძალზე ჭრელი წამოსასხამი ეხურა და ბალახებისაგან მოქსოვილი და მძივებით ამოქარგული ქვედატანი ეცვა. ათასნაირი მძივები ეკიდა ყველგან, სადაც კი მოეხერხებინა მათი ჩამოკონწიალება. მრავალსართულიანი უზარმაზარი ვარცხნილობა ჩარჩოსავით შემოვლებოდა მუჭისოდენა თავს. ნამდვილ ურჩხულს ჰგავდა.
439 ეს უბედურები ცოცხალ ავეჯად ქცეულიყვნენ. როცა მეფეს დაჯდომა მოესურვებოდა, ამ ქალთაგან ორი მოიხრებოდა და მეფისათვის დასაჯდომს აკეთებდნენ. ფეხებს მეფე სხვა ქალებს აყრდნობდა, თითქოს ადამიანთა სხეულები შავი ხალიცა ყოფილიყო. მუანი ლუნგას უკან მოჰყვებოდნენ მოხელეები, მხედართმთავრები და მისნები.
440 მისი ტარი ფოჩებით მოერთოთ და ზედ სათადარიგო ლარი შემოეხვიათ. ჰქონდათ აგრეთვე ბასრი დანები, ფართო და გრძელი შუბები და უცნაურად მოჩუქურთმებული ფარები. ჯარისკაცთა სამოსი კი მისი უდიდებულესობის ხაზინას არაფერი უჯდებოდა. მეფის სამხედრო ამალას უკან კარის ჯადოქრები და მუსიკოსები მოსდევდნენ.
441 ჯადოქრები, რომლებიც მგანგას ეძახდნენ, ამავე დროს მკურნალებიც იყვნენ. ამ ველურებს ბრმად სწამდათ შელოცვა და მკითხაობა, აგრეთვე კერპები - ხის კაცის, ქალის ან ფანტასტიკური ცხოველების თიხის ფიგურები რომლები თეთრი ანდა წითელ წინწკლებიანი იყო. ჯადოქრები კარიკაცებივით იყვნენ დასახიჩრებულნი.
442 გამაყრუებელი ხმაური იდგა, ეს მითუმეტეს მათთვის იყო აუტანელი, ვინც აფრიკული საკრავების ხმაურს არ იყო შეჩვეული. მეფის სამხედრო ამალის თავზე დროშები და პატრა ალმები ფრიალებდა. ირხეოდა გრძელ შუბლზე წამოცმული მუანი-ლუნგას მიერ დამარცხებული მეტოქე მეფეების გათეთრებული თავის ქალები.
443 სხვები ტაშისცემით თავს მიწამდე უხრიდნენ მეფეს. ზოგიერთი სახეს ტალახით ითხუპნიდა და ამით გამოხატავდა მორჩილებასა და ქედის მოხრას ბილწი მბრძანებლის წინაშე. მუანი-ლანგა არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მათ და გაჩაჩხული, რწევით და ტორტმანით მიდიოდა, გეგონებოდათ, მის ფეხქვეშ მიწა ირყევაო.
444 სე გაისერინა მან და მონების გროვაში შეალაჯა. მონათვაჭრებს ეშინოდათ, მეფეს რომელიმე ტყვე არ მიეთვისებინა, მონებიც საშინლად დაფრთხნენ - ამ ცხოველის ხელში არ მოვხვდეთო. ნეგორო ერთი წუთითაც არ სცილდებოდა ალვეცს და მეფისადმი უმდაბლეს პატივს გამოხატავდა. ორივენი ადგილობრივ მცხოვრებთა ენაზე საუბრობდნენ.
445 მეფე სიხარულს ძლივს ფარავდა! ცოლები და თანხმლები პირები მის აღტაცებას აღტაცებითვე პასუხობდნენ. მათ ანთებული ცეცხლოვანი წყალი არასოდეს ენახათ და ეგონათ, ალმოდებული წყლის დალევა შეიძლებაო. ალკოჰოლთან ერთად ისინი სისხლის წყურვილსაც მოიკლავდნენ, რომელიც ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი ამ ველურებს.
446 ამ ბოლო ხანებში მუანი-ლუნგა ფიქრობდა, რომ ცეცხლოვანი წყალი თავის სახელს არ ამართლებდა. შესაძლოა ალმოდებული სასმელი უფრო მოსწონდა მეფეს და სასიამოვნოდ შეეღიტინებინა მისი მგრძონობელობას მოკლებული ენისათვის. ამგვარად, ალვეცს საღამოს ჯერ პუნში უნდა მიერთმია, შემდეგ კი თეთრი ადამიანის წამება დაიწყებოდა.
447 გაყიდული და გასაყიდი მონები ისევ ბარაკებში შეყარეს. ჩიტოკაზე მხოლოდ მონათვაჭრები, ჰავილდარები და ჯარისკაცები დარჩნენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ დალევდნენ პუნშს, თუკი მეფესა და კარისკაცებს რაიმე გადარჩებოდათ. ნეგოროს რჩევით, ხოზე-ანტონიო ალვეცმა ყველაფერი კარგად მოამზადა.
448 სპირტი თუმცა ცუდი ხარისხისა იყო, მაგრამ სიმაგრეს ვერ დაუწუნებდით. დარიჩინი, წიწაკა და სხვა სანელებლები არ დაიშურეს, უხვად ჩაყარეს, რომ პუნშისათვის მეტი სიმაგრე მიეცათ. მეფეს წრედ შემოერტყნენ. მუანი-ლუნგა რწევით უახლოვდებოდა ქვაბს, გეგონებოდათ ცეცხლოვანი წყალი მაგნიტივით იზიდავსო.
449 სასმელი რომ უფრო ცხარე გამხდარიყო, ალვეცმა ქვაბში ერთი მუჭა ზღვის მარილი ჩაყარა. იქ მყოფთ სახეზე ლურჯი ალი სცემდათ და მოჩვენებებს ჰგავდნენ. ალკოჰოლის სუნით მთვრალმა ზანგებმა დაიწყეს ყვირილი, ხელების ქნევა, შემდეგ ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელები და კაზონდეს მეფეს წრე შემოარტყეს.
450 ამ გამხიარულებულ მაიმუნებს მიმქრალი შუქი ანათებდა. მუანი-ლუნგა მიუახლოვდა ალვეცს. ხელიდან გამოგლიჯა კოვზი, ჩაყო ქვაბში, აავსო ცეცხლიანი პუნშით და ტუჩებთან მიიტანა. კაზონდეს მეფემ შემზარავად დაიღრიალა. მეფეს ნავთიანი ბოთლივით მოედო ცეცხლი, რომელიც დიდ ალს არ გამოსცემდა, მაგრამ ძალიან კი სწვავდა.
451 ამის დანახვაზე ველურტა როკვა შეწყდა. მუანი-ლუნგას ერთი მინისტრი თავისი მბრძანებლისკენ გაეშურა, რომ ცეცხლი ჩაექრო, მაგრამ ალკოჰოლით ბატონზე არანაკლებ გაჟღენთილი მინისტრიც აალდა. ყველა კარისკაცს იგივე მოელოდა! ალვეცმა და ნეგორომ აღარ იცოდნენ, როგორ ეხსნათ მეფე. ცოლბი გაიქცნენ.
452 მეფე და მინისტრები მიწაზე დაეცნენ. ისინი საშინელი ტკივილებისაგან იკრუნჩხებოდნენ. ალკოჰოლით ასე გაჟღენთილი სხეული სუსტი მოლურჯო ალით იწვსის ხოლმე. წყლით მისი ჩაქრობა შეუძლებელია. ეს კიდეც რომ მოხერხდეს, შიგნით წვა მაინც გრძელდება. სპირტით გაჟღენთილ ქსოვილში ვერავითარი საშუალებით ვერ შეაჩერებთ წვას.
453 რამდენიმე წუთის შემდეგ მუანი-ლუნგამ და მისმა მინისტრებმა სული დალიეს, მაგრამ წვას მაინც განაგრძობდნენ. სულ მალე იქ, სადაც მეფე და მინისტრი დაეცა, მხოლოდ ცოტა ნახშირი, ხერხემლის რამდენიმე მალა და თითის სახსრები ეყარა. აი, რა დარჩა კაზონდეს მეფისა და მისი მინისტრებისაგან!.
454 მიწიერ არსებათა ცეცხლზე შეწვა და კაციჭამიობასთან დაკავშირებული კულინარული სამზადისი მოხუცებს კარგად ახსოვდათ. იცოდნენ, რა ძნელად იწვის ადამიანის სხეული და ვერაფრით ვერ მიმხვდარიყვნენ, თუ რატომ დაიწვნენ ასე სწრაფად მეფე და მისი მინისტრი. ხოზე-ანტონიო-ალვეციც თავის სახლში ჩაიკეტა.
455 ეშინოდა, მომხდარი ამბების გამო პასუხისმგებლობა მისთვის არ დაეკისრებინათ. ნეგორომ აუხსნა, თუ რატომ მოხდა ყველაფერი ეს და ურჩია, თვითონაც ფრთხილად ყოფილიყო. მუანი-ლუნგას სიკვდილი რომ მას დაბრალებოდა, ალვეცი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებოდა და დიდი ზარალიც მოუვიდოდა. მაგრამ იგი ნეგორომ იხსნა.
456 ცენტრალური აფრიკის მოგზაურთ, მათ შორის კამერონს, ასეთ ამბებზე ცნობები რომ არ მოეწოდებინა, მათი დაჯერება შეუძლებელი იქნებოდა. კაზონდეს მეფის მემკვიდრე დედოფალი მუანა იყო. იგი მაშინვე შეუდგა დაკრძალვის ცერემონიალისათვის სამზადისს. თავი მბრძანებლად გამოაცხადა და მეფის ტახტის პრეტენდენტები ჩამოიცილას.
457 კარგად იცოდნენ, რომ საჩუქრებითა და პირფერობით ადვილად შეძლებდნენ დედოფლის გულის მონადირებას და თავისი გავლენის ქვეშ მოქცევას. მეფის მემკვიდრის საკითხი ასე იოლად გადაწყდა. შიშის ზარი მხოლოდ ჰარამხანაში სუფევდა, რაც უსაფუძვლო როდი იყო. დაკრძალვისათვის სამზადისი იმავე დღეს დაიწყო.
458 დაკარძალვის შემდეგ კაშხალი უნდა დანგრეულიყო, მდინრე კი ძველ კალაპოტს დაუბრუნდებოდა. ნეგორომ გადაწყვიტა, მეფის საფლავზე შესაწირავ მსხვერპლთა რიცხვი დიკ სენდით შეევსო. ამ ნაძირალამ თავისი თვალით ნახა ახალგაზრდა მეზღვაურის რისხვა, როცა მას ჰერისმა მისის უელდონისა და პატარა ჯეკის სიკვდილი აცნობა.
459 მშიშარა გარეწარს, ნეგოროს, ჰერისის ხვედრის გაზიარება არ უნდოდა. ამჟამად ხელ-ფეხშეკრული ტყვე საშიში არ იყო და გადაწყვიტა მოენახულებინა იგი. ნეგორო იმ გარეწართა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც მსხვერპლის წამებით ტკბებიან. შუადღისას იგი მივიდა იმ ბარაკში, სადაც დიკ სენდს ჰავილდარი ყარაულობდა.
460 თოკები პირდაპირ ხორცში ჩასჭდეოდა. მთელი დღე-ღამის უჭმელს და ამდენი უბედურებისა და გაჭირვებისაგან დასუსტებულს გვერდზე გადაბრუნების ძალაც კი აღარ ჰქონდა. იგი მოუთმენლად ელოდა სიკვდილს. მზად იყო უსასტიკესი სიკვდილის შესახვედრადაც კი, ოღონდ ამ საშინელ ტანჯვა-წამებას ბოლო მოღებოდა.
461 მაგრამ თვით ჰერკულესსაც კი გაუჭირდებოდა ამ თოკების დაწყვეტა. იგი მიხვდა, რომ მათ შორის სულ სხვაგვარი ბრძოლა იწყებოდა, სხვაგვარი სულიერი ჭიდილი. დიკ სენდმა ძალა მოიკრიბა, თვალი თვალში გაუყრა და მშვიდად დაუწყო ლოდინი. მან მტკიცედ გადაწყვიტა, ნეგოროსათვის არფერზე არ გაეცა პასუხი.
462 მისმა მშვიდმა გამოხედვამ პორტგუგალიელი წონასწორობიდან გამოიყვანა, იგი ცოფებს ყრიდა. მზად იყო საკუთარი ხელით მოეხრჩო უიარაღო ტყვე, ეცა კიდეც და ჯანჯღარი დაუწყო, მაგრამ უეცარმა აზრმა შეაჩერა. მსხვერპლის მოკვლით ყველაფერი დამთავრდებოდა. დიკ სენდი გადაურჩებოდა ოცდაოთხსაათიან წამებს.
463 ამ სხივს თუ ყოვლისშემზლე ძალა დაეხმარებოდა, თვალისმომჭრელ სინათლედ გადაიქცეოდა! საათი საათს მისდევდა, დაღამდა. დღის სინათლე, რომელიც ბარაკის სახურავში ოდნავ ატანდა, ნელ-ნელა გაქრა. მიწყდა ჩიტოკას ხმაური, რომელიც წინადღის საზარელ ხმაურთან შედარებით, კაცს სიჩუმედ მოეჩვენებოდა.
464 სიბნელე ჩამოწვა. ვიწრო საკანი უკუნეთმა მოიცვა. ქალაქი კაზონდე მოსვენებას მიეცა. დიკ სენდს ღრმად ჩაეძინა. მას თითქმის ორი საათი ეძინა. როცა გაიღვიძა, დასვენებული იყო და თავს მხნედ გრძნობდა. ერთი ხელი თოკებიდან გამოაძრო. იგი ოდნავ დამცხრალიყო. მისი გაჭიმვა და მოხრა უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა.
465 ჰავილდარს არყიანი ბოთლი მაგრად ჩაებღუჯა და ღრმად ეძინა. ველურს უკანასკნელ წვეთამდე გამოეწრუპა სასმელი. დიკ სენდს აზრმა გაუელვა, ყარაულისათვის იარაღი წაერთმია. იგი ძალიან გამოადგებოდა, თუ გაქცევას მოახერხებდა. უცბად ბააკის კართან რაღაც ფხაჭუნი მოესმა. დიკი ძლივძლივობით მიხოხდა ზღურბლამდე.
466 უკანასკნელი დღე მის ცხოვრებაში. მთელი დღის განმავლობაში მესაფლავეები გამალებით მუშაობდნენ. მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც დედოფალ მუანას პირველი მინისტრის ხელმძღვანელობით, დათქმული დროისათვის ყველაფერი მზად უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვეაში დასახიჩრებით იმუქრებოდნენ.
467 ჩვეულების მიხედვით, გარდაცვლილი მეფე სამარეში ჩაწვენამდე უძვირფასესი სამოსით უნდა შეემოსათ, მაგრამ, რადგან მეფისაგან მხოლოდ ორიოდე დახრუკული ძვალიღა იყო დარჩენილი, გადაწყვიტეს სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. ტირიფის ტოტებისაგან მოწნეს ფიტული, რომელიც, შეიძლება ითქვას, მეფეზე უკეთესიც იყო.
468 ხომ გახსოვთ, რა ძვირფასიც იყო ეს ძველმანები! არც კუზენი ბენედიქტის სათვალე დავიწყებიათ. იყო რაღაც საზარელი და თანაც სასაცილო ამ რიტუალში. მეფის დაკრძალვა ღამით, ჩირაღდნების შუქზე უნდა მომხდარიყო. ყველა, ადგილობრივი მცხოვრებიცა და ამ დროს კაზონდეში მყოფნიც, ამ ცერემონიალს აუცილებლად უნდა დასწრებოდა.
469 მეფის ფიტულს ტახტრევანით მიასვენებდნენ პროცესისის ბოლო რიგებში. იგი გარშემორტყმული იყო მეორე რანგის ცოლებით, რომელთაგან ზოგი იმ ქვეყნადაც თან უნდა ხლებოდა მეფეს. საგანგებოდ გამოწყობილი დედოფალი მუანა უკან მიჰყვებოდა სამგლოვიარო ტახტრევანს. უკვე დაღამდა, როცა ხალხი მდინარის ნაპირს მიადგა.
470 მეჩირაღდნეები ფისიან ცეცხლმოდებულ ჩირაღდნებს იქნევდნენ, რათა იქაურობა გაენათებინათ. სინათლეზე კარგად ჩანდა სამარე, რომელიც შავი, ჯერ კიდევ ცოცხალი სხეულებით ამოევსოთ. ისინი ინძრეოდნენ და ჯაჭვებს არხევდნენ, რომლითაც მიწაზე იყვნენ მიბმულნი. ორმოცდაათი ახალგაზრდა მონა ქალი სიკვდილს ელოდა.
471 მას სავარძლის როლი უნდა შეესრულებინა ისევე, როგორც ამას მეფის სიცოცხლეში ასრულებდა. მესამე ცოლს უნდა დაეკავებინა ფიტული, ხოლო მეოთხეს მის ფეხებთან ბალიშის მაგივრობა გაეწია. ფიტულის წინ, საფლავსი მეორე ბოლოში მიწიდან ამოშვერილი იყო წითელი ბოძი, რომელსაც თოკებით მიაკრეს თეთრი ადამიანი.
472 იგი ამ სისხლიანი ცერემონიალის ერთ- ერთი მსხვერპლი იყო. ეს იყო დიკ სენდი. იგი წელამდე გაეშიშვლებინათ. დიკ სენდი ნეგოროს ბრძნაებით აწამეს. მას სხეულზე ეტყობოდა ამ წამების დაღი. ბოძზე გაკრული სიკვდილს იმ ადამიანივით ელოდა, რომელსაც იმქვეყნიური სიცოცხლის გარდა აღარა დარჩენია რა!.
473 მაგრამ კაშხალის დანგრევის ჟამი ჯერ არ დამდგარიყო. დედოფლის ნიშანზე მეოთხე ცოლს, რომელიც მეფის ფეხებთან იწვა, ჯალათმა ყელი გამოსჭრა და სისხლი საფლავში ჩაღვარა. დაიწყო შემზარავი ხოცვა-ჟლეტა. ორმოცდაათ მონა ქალს შეუბრალებლად გამოჭრეს ყელი. ნახევარი საათის განმავლობაში ისმოდა განწირულთა ყვირილი.
474 მაგრამ ამ ღრიანცელში ამაოდ დაუწყებდით ძებნას სიბრალულს, ზიზღის გამომხატველ შეძახილებს. დედოდფალმა კვლავ მისცა ნიშანი და კაშხალი ნელ-ნელა გაიხსნა. ეს იყო უმკაცრესი წამების სურათი. იმის ნაცვლად, რომ მთლიანად გაერღვიათ ჯებირები და მდინარეს ერთბაშად გადმოეხეთქა, ისინი ნელ-ნელა უშვებდნენ წყალს.
475 ეს იყო საზარელი ნელი სიკვდილი. ნიაღვარმა ჯერ საფლავის ძირში გართხმულ მონათა სხეულები დაფარა. ცოცხლები შემზარავად იკრუნჩხებოდნენ და წყალს ებრძოდნენ. მოჩანდა დიკ სენდიც. მას წყალი მუხლამდე ჰფარავდა. იგი უკანასკნელ ძალას იკრებდა თა თოკების დაწყვეტას ცდილობდა. წყლის დონე თანდათან მატულობდა.
476 მისის უელდონს ვერაფრით აეხსნა, რატომ ზრუნავდა მათზე ასე ძალიან გარეწარი ნეგორო. გზა ქვანზიდან კაზონდემდე სწრაფად და დაუღლელად გალიეს. კუზენი ბენედიქტი მხნედ მიაბიჯებდა. იგი ბედს არ უჩიოდა. რადგან არავინ უშლიდა აქეთ-იქით სირბილს. პატარა ჯგუფი კაზონდეში იბნ ჰამისის ქარავანზე რვა დღით ადრე ჩავიდა.
477 მისის უელდონი ჯეკთან და კუზენ ბენედიქტთან ერთად ალვეცის ფაქტორიაში მოათავსეს. პატარა ჯეკი ახლა გაცილებით უკეთ იყო. რაც ჭაობიან ადგილებს გამოცდნენ, მისთვის აღარ გაუციებია, თანდანთან მომჯობინდა დ თავს კარგად გრძნობდა. რა თქმა უნდა, მონათა ქარავანში მგზავრობას ისინი ვერ გადაიტანდნენ.
478 ის კი დაინახა, ჰერკულესი ნავიდან რომ გადახტა და ტყეს შეაფარა თავი. რა დაემართა მას შემდეგში, მისის უელდონს აღარ გაუგია. არაფერი იცოდა არც დიკ სენდზე. ჰერისი და ნეგორო მს ახლდნენ, ამიტომ მისის უელდონს იმედი ჰქონდა, ადგილობრივი მცხოვრებნი დიკს, როგორც თეთრკანიანს, წამებას ვერ შებედავდნენ.
479 მათ ამ მიწაზე ფეიხ არასოდეს არ უნდა დედგათ! იბნ ჰამისის ქარავნის ჩასვლა კაზონდეში მისის უელდონს არ გაუგია, რადგან გარე სამყაროსთან კავშირი არ ჰქონდა. დიდი ბაზრობის ხმაურმაც ვერაფერი აუხსნა მას. არ იცოდა, რომ ტომი და მისი მგზავრები უჯიჯელ მონათვაჭარს მიჰყიდეს, რომ ისინი მალე გაემგზავრებოდნენ აქედან.
480 უბედური ქალი მარტოდმარტო იყო ჩავარდნილი მონათვაჭრებისა და ნეგოროს ხელში. მათგან მხოლოდ სიკვდილით თუ დაიხსნიდა თავს, მაგრამ ამაზე ფიქრის უფლებაც კი არ ჰქონდა, რადგან დედა იყო! ვერც მიმხვდარიყო, რას უპირებდნენ. ჰერისსა და ნეგოროს ქვანზიდან კაზონდემდე ერთი სიტყვაც არ უთქვამთ მისთვის.
481 კუზენი ბენედიქტი მათ სრულიად არ უჩიოდა. ენტომოლოგი ნეგოროსა და ჰერისთან თავს უფრო თავისუფლად გრძნობდა. დიკ სენდმა კი იგი ქვანზმდე მოგზაურობისას ძალიან შეზღუდა. გულუბრყვილო მეცნიერს ასეთმა ლმობიერებამ გული აუჩუყა. კუზენი ბენედიქტი თავს ბედნიერადაც კი ჩათვლიდა, სათვალე და ლუპა რომ არ დაეკარგა.
482 ამასთან, მაღალი მესერი ფაქტორიას ქალაქის სხვა უბნებისაგან გამოჰყოფდა და მასზე გადახტომა არც ისე ადვილი იყო. ამ ნაკვეთის ფარტობი ერთი მილი იქნებოდა და გულდაგულ იყო შემოღობილი. ხეები, ნაირ-ნაირი ბუჩქნარი, მაღალი ბალახი, რუები, კარვები და ქოხები ათასნაირ მწერს გამოადგებოდა თავშესაფრად.
483 მეცნიერმა, როგორც იქნა, თავისი კოლექცია შეავსო და აფრიკის ენტომოლგიის საკითხებზე დასამუშავებელი შრომის გეგმა მოხაზა. ახლა მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, ერთი ახალი მწერი მაინც აღმოეჩინა, რომ მისთვის აღმომჩენის სახელი მიეცა. მაშინ ხომ ამქვეყნად იგი უბედნიერესი ადამიანი იქნებოდა.
484 შეეძლო თავისუფლად ერბინა, მაგრამ სხვა თავისტოლა ბიჭების მსგავსად როდი ერთობოდა. იგი იშვიათად შორდებოდა დედას. მისის უელდონს ბავშვის მარტო დატოვება ეშინოდა, რადგან მუდამ რაღაც საფრთხის მოლოდინში იყო. პატარა ჯეკი ხშირად იგონებდა თავის მამას, რომელიც ამდენი ხანია არ ენახა და მონატრებოდა.
485 მის ათასნაირ კითხვებზე მისის უელდონმა აღარ იცოდა, რა ეპასუხა, ჩაიკვრავდა ხოლმე გულში და კოცნიდა, თან თავს ძლივს იკავებდა, რომ ბავშვთან არა ატირებულიყო. ქვანზიდან კაზონდემდე გადასვლისას მისის უელდონს ცუდად როდი ექცეოდნენ. როგორც ატყობდა, მისდამი დამოკიდებულება არც ალვეცის სამფლობელოში შეიცვლებოდა.
486 გასაყიდი მონები კი ჩიტოკას ბარაკებში ჰყავდათ ჩამწყვდეული და იქიდანვე ყიდულობდნენ მათ ვაჭრები. სამფლობელოს საწყობები ამჟამად გამოჭედილი იყო სპილოს ძვლითა და ქსოვილებით. ქსოვილები ცენტრალურ პროვინციებში უნდა გაეგზავნათ გადასაცვლელად, ხოლო სპილოს ძვალი - კონტინენტის მთავარ ბაზრებზე - გასაყიდად.
487 ფაქტორიაში ხალხი ცოტა იყო. მისის უელდონსა და ჯეკს ცალკე ქოხი მიუჩინეს, კუზენ ბენედიქტს ცალკე, სადილობით კი ერთად სადილობდნენ. მათი საკვები იყო ცხვრის ან თხის ხორცი, ბოსტნეული, მანიოკა, სორგო, აქაური ხილი. საჭმელი სავსებით საკმარისი იყო. მისის უელდონს ახალგაზრდა მონა ქალი, ჰალიმა ემსახურებოდა.
488 იგი თავისებური გულწრფელი სიყვარულითა და პატივისცემით ეკიდებოდა ქალს. ტყვეებს მონათვაჭრის მსახურებთან მცირეოდენი ურთიერთობაც კი ეკრძალებოდათ. ფაქტორიის მთავარი შენობა ხოზე-ანტონიო ალვეცს ეჭირა. მისის უელდონი იშვიათად ხედავდა მას. ნეგორო კი სხვაგან ცხოვრობდა და მისის უელდონს იგი სულ არ უნახავს.
489 უნდა გაქცეულიყო ათასნაირი საფრთხით სავსე უღრან ტყეში, უნდა გაევლო ორასი მილი მაინც, რომ ნაპირისათის მიეღწია! მიუხედავად ასეთი გამოუვალი მდგომარეობისა, მისის უელდონს მაინც გადაწყვეტილი ჰქონდა გაქცევა, თუ ხსნის სხვა გზა არ გამოჩნდებოდა, მაგრამ, ვიდრე გაიქცეოდა, ნეგოროს განზრახვის გაგება სურდა.
490 ნეგორო მართალს ამბობდა. მოხუცი ტომი, მისი ვაჟი ბათი, აქტეონი და ოსტინი წინა დღეს გაემგზავრნენ უჯიჯელი მოანთვაჭრის ქარავანთან ერთად დიდი ტბებისაკენ. მათ არც კი იცოდნენ, რომ მისის უელდონი, მათი ჭირის მოზიარე, კაზონდეში იყო, ალვეცის სამფლობელოში. მათ ასობით მილი უნდა გაევლოთ.
491 სულელი კუზენი ბენედიქტი კი უფასოდ დავუმატო! მისის უელდონს ჯერ ეგონა, ნეგორო რაღაც მახეს მიგებსო, მაგრამ შემდეგ დარწმუნდა, რომ ეს ნაძირალა არ ხუმრობდა. ამ არამზადისთვის ფული ყველაფერი იყო და, როცა საქმე გამორჩენას ეხებოდა, იგი არასდროს ტყუოდა. ეს საქმე კი მართლაც დიდ მოგებას ჰპირდებოდა.
492 მას რაღაც იმედი კიდევ ჰქონდა, რომ ქმრის ჩაურევლად მოახერხებდა გათავისუფლებას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს იმედის სხივი ჯერ მხოლოდ ოდნავ ბჟუტავდა მის გულში. რამდენიმე დღის წინ მისის უელდონმა შემთხვევით მოისმინა საუბარი, რომელმაც მის გულში იმედის სხივი ააკიაფა. ამ საქმეში თითქოს განგების ხელი ერია.
493 ინგლისელი ხელისუფალნი ცდილობდნენ მონათვაჭრობის ჩახშობას არა მარტო ქვეყნის გარეთ, სანაპიროზე კრეისერების მეთვალყურეობის შემოღებით, არამედ კონტინენტის შიგნითაც - მისიონერებისა და მოგზაურების შეგზავნით. ხოზე-ანტონიო ალვეცის აზრით, ამ გაბედულ მგზავრთა გამოკვლევები შეაფერხებდა მათ სავაჭრო საქმიანობას.
494 ეს ზოგჯერ მართლაც ასე ხდებოდა, მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, ერთ ცნობისმოყვარეს მეორე ცვლიდა, მეორეს მესამე... სამშობლოში დაბრუნებისას ისინი აზვიადებდნენ მონათვაჭრობის საშინელებებს, როგორც ალვეცი, ამბობდა და, ისედაც შერყეულ და ძირმომპალ მონათვაჭრობას კიდევ უფრო აფერხებდნენ.
495 მეტისი ვაჭარიც სინანულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ნიანგვეში, უჯიჯში, ზანზიბარსა და დიდი ტბების მთელ მხარეში ვაჭრობა საკმაოდ ფერხდებოდა. აქ ზედიზედ იყვნენ სპიკი, გრანტი, ლინგისტონი, სტენლი და სხვები. ეს ნამდვილი შემოსევა იყო! მალე ალბათ, მთელი ინგლისი და ამერიკა დაიძრება და დაიპყრობს ამ ქვეყანასო.
496 ალვეცმა შენიშნა, რომ დასავლეთ აფრიკის პროვინციებში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა. იქ იშვიათად ჩადიან ხოლმე მოგზაურები, თუმცა ეს ეპიდემია თანდათან აქაც იკიდებდა ფეხს. კაზონდე ჯერჯერობით გადარჩა, მაგრამ კასანგესა და ბიჰეზე იგივე როდი ითქმოდა. აქ ალვეცის ფაქტორიები ჰოქნდა.
497 ჩვენს მიერ აღწერილი ამბებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კამერონმა აფრიკის სამხრეთით, ხოლო სტენლიმ აფრიკის ჩრდილოეთით, ჯერ კიდევ შეუსწავლელ პროვნციებში შეაღწიეს, ფარდა ახადეს უცხოელი ჩინოვნიკებისა და მონათვაჭრების საზარელ საქმიანობას და პასუხისმგებლობა ნამდვილ დამნაშავეებს დააკისრეს.
498 კამერონისა და სტენლის ამ გამოკვლევებზე ალვეცმა და მეტისმა ვაჭარმა, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არაფერი იცოდნენ. მაგრამ რაც მათ თქვეს და რაც მისის უელდონმა გაიგონა, ისიც კმაროდა იმისათვის, რომ იგი ნეგოროს მოთხოვნებს არ დამორჩილებოდა. შეიძლებოდა დოქტორი ლივინგსტონი კაზონდეში ჩამოსულიყო.
499 მას დიდი სახელი და გავლენა ჰქონდა მთელ აფრიკაში. ანგოლას პორტუგალიელი ხელისუფალნი ყოველმხრივ შეუწყობდნენ ხელს ამ ცნობილ მოგზაურს. ყოველივე ამას კი ვინ იცის, იქნებ თავისუფლება მოეტანა მისის უელდონისათვის. შეიძლება მოკლე ხანში მათ მოეხერხებინათ სამშობლოში დაბრუნება, იქნებ ჯეიმს ვ.
500 იმავე წლის პირველ აგვისტოს მან აღმოაჩინა ტბა ნგამი, ჩამოყვა მდინარე ცუგას დინებას და ისევ კოლობენგში დაბრუნდა. ტბის გაღმა მხარის გამოკვლევა მან ვერ შეძლო ადგილობრივ მცხოვრებთა მტრული დამოკიდებულების გამო. უშედეგო იყო მისი მეორე ცდაც. წარმატება მხოლოდ მესამე ცდას მოჰყვა.
501 დევიდ ლივინგსტონი ოჯახთან და ოსუელთან ერთად გაუდგა გზას ჩრდილოეთისაკენ. მოგზაურებმა საშინელი გაჭირვება გადაიტანეს. მალე სასმელ-საჭმელი შემოელიათ და ლივინგსტონის შვილები კინაღამ შიმშილით დაიხოცნენ. ლივინგსტონის რამზი აჰყვა ზამბეზის შენაკადს, ხობეს, და მაკოლოლოს ტომის ქვეყანას მიაღწია.
502 იგი მაინც განაგრძობდა იქაური ზნე-ჩვეულებისა და ადათ-წესების შესწავლას და დაადგინა, რომ მონათვაჭრობა აფრიკას საშინლად ანადგურებდა. ერთი თვის შემდეგ ლივინგსტონი ხობეს დინებას ჩამოჰყვა, მიაღწია ზამბეზს, შევიდა ნალიელში, კატონგასა და ლიბონტეში და ზამბეზის შენაკადი ლიბას მიაღწია.
503 აქ მან ორმოც დღეს დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ორჯერ გამოიკვლია ტბა მვერუ. კაზემბედან ლივინგტონი ჩრდილოეთით გაემართა, ტბა ტანგანიკის ნაპირას, რომ დიდ ქალაქ უჯიჯში ჩასულიყო. იგი ჯერ წყალდიდობამ შეაფერხა, შემდეგ გამყოლები გაექცნენ და იძულებული გახდა, კაზემბეში დაბრუნებულიყო.
504 ათასგვარი განსაცდელი გამოიარა, ათასჯერ ბეწვზე ეკიდა მისი სიცოცხლე, ბოლოს, როგორც იქნა, უჯიჯში ჩავიდა. ორი მოგზაური დამეგობრდა. ისინი გაემგზავრნენ ტანგანიკის ჩრდილოეთით. მაგალას კონცხამდე მიაღწიეს, გულდასმით გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ლუალაას ერთ-ერთი შენაკადი ამ დიდი ტბის წყალსადენი იყო.
505 რა მიმქრალი და მბჟუტავიც უნდა იყოს იმედის სხივი, სიკვდილმისჯილს იგი თვალისმომჭრელ კაშკაშა სინათლედ ეჩვენება. მისის უელდონიც ასე იყო. ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში ჩავარდებოდა, როცა ალვეცის ნათქვამიდან გაიგო, დოქტორ ლივინგსტონი ბანგვეოლოს ნაპირას მდებარე პატარა სოფელში გარდაიცვალაო.
506 ახლა მას თავი მთლად განწირულად მოეჩვენა. ის უკანასკნელი იმედის ძაფიც გაწყდა, რომელსაც შეეძლო დაეკავშირებინა იგი მოგზაურთან და მთელ განათლებულ სამყაროსთან. ეს მცირე იმედიც მის თვალწინ ჩაიფერფლა. ტომი და მისი მგზავრები ტბების რაიონებისაკენ გაგზავნეს. ჰერკულესისაგან აღარაფერი ისმოდა.
507 იმ თანხის საფასურად, რომელსაც თქვენ თხოულობთ, ჩვენ თავისუფლება უნდა მოგვცეთ ჩემი ქმრის აქ ჩამოუსვლელად. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, როგორ ექცევიან აქ თეთრკანიანებს. ჩემი მეუღლე ამ ქვეყანაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოვიდეს! ნეგორო მცირე ყოყმანის შემდეგ ქალის წინადადებას დათანხმდა.
508 პორტუგალიელს იქ უნდა ჩამოეყვანა ჯეიმს უელდონი. დათქმულ დროზე ალვეცის აგენტები იქ ჩაიყვანდნენ მისის უელდონს, ჯეკსა და კუზენ ბენედიქტრს. თანხა გადაეცემოდა ამ აგენტებს და ტყვეები გათავისუფლდებოდნენ. ნეგორო, რომელიც მეგობრისა და კეთილმოსურნის როლს ითამაშებდა, გემის მოსვლის შემდეგ მიიმალებოდა.
509 შეიძლება გამოსასყიდის გადახდის შემდეგ იგი მაინც დაეკავებინათ, ათასგვარი სიძნელე იყო მოსალოდნელი უკან დაბრუნების დროსაც. ის ექვსი მილი კი რომელიც კაზონდეს და მოსამედესს შორის იყო, მისის უელდონისათვის არ იქნებოდა ძნელი გასავლელი, თუ იმავე პირობებში იმგზავრებდნენ, როგორც ქვანზიდან კაზონდემდე იმგზავრეს.
510 თუ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება, ჩემს მოგზაურობას იქეთ და აქეთ სამი ან ოთხი თვე დასჭირდებაო, დაუბარა ნეგორომ თავის თყვეს. ამიტომ მისის უელდონს ისე უნდა მეოწყო საქმე, რომ ამ ხნის განმავლობაში რაც შეიძლება უკეთ ეგრძნო თავი ალვეცის სამფლობელოში. მან ფაქტორიის დატოვების ფიქრზე ხელი აიღო.
511 ის დიდი მოგება, რასაც მისის უელდონის საფასურად მიიღებდნენ, ღირდა იმად, რომ ტყვისათვის ფხიზლად ედევნებინათ თვალყური. ეს ალვეცისათვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ იგი კაზონდეში დარჩა და აღარ წავიდა სხვა ფაქტორიებში, რომლებიც ბიჰეში და კაზონდეში ჰქონდა. სოფლების დარბევის საქმე კოიმბრამ ითავა.
512 მონათვაჭარი სწრაფად გაერკვა ყველაფერში. იგი შეჰპირდა ნეგოროს, რომ მისის უელდონს თვალის ჩინივით გაუფრთხილდებოდა. ტყვე ქალის ერთფეროვანი ცხოვრება ფაქტორიაში ისევე გრძელდებოდა, როგორც ეს მისი ჩამოსვლის პირველ დღეებში დაიწყო. ფაქტორიის ცოვრება არაფრით განსხვავდებოდა კაზონდეს მკვიდრთა ცხოვრებისაგან.
513 სიმინდის მოსავლის აღებასაც და მონათა მოპოვებასაც თავისი სეზონი აქვს. ამ მრავალგვარი საქმიანობიდან მისის უელდონი მხოლოდ იმას იცნობდა, რომელსაც ქალები ალვეცის ფაქტორიასი ეწეოდნენ. ფაქორიაში სეირნობის დროს იგი ხანდახან შედგებოდა და უყურებდა მათ. მონები მტრულად უმზერდნენ ქალს.
514 მათში ტყვე ქალისადმი სიბრალულის ნატამალიც არ იყო. მონათაგან მხოლო ჰალმას ებრალებოდა თეთრი ქალბატონი. მისის უელდონმა ადგილობრივ მცხოვრებთა ენიდან ისწავლა რამდენიმე სიტყვა და გაჭირვებით ახერხებდა ახალგაზრდა მნა ქალთან გამოსაუბრებას. სეირნობისას პატრა ჯეკი მუდამ თან ახლდა დედას.
515 რა დროს გაატარედნენ! თუკი მწერები ბლომად იყო, კუზენი ბენედიქტი თავს ყველგან კარგად გრძნობდა. კიდევ კარგი ფაქტორიაში აღმოაცინა და შეისწავლა, რამდენადაც ეს მოახერხა გამადიდებელი შუშისა და სათვალის გარშე, ძალიან პატარა ფუტკარი. ეს ფუტკარი ფორბს აკეთებს ხის ჭიანაჭამ ქერქში.
516 კუზენი ბენედიქტი კინღამ უბედნიერესი ენტომოლოგი გახდა ამქვეყნად. ეს ამბავი, რომელსაც სრულიად მოულოდნელი შედეგები მოჰყვა, მკითხველს დაწვრილებით უნდა მოვუთხროთ. დილის თერთმეტი საათი იქნებოდა. საშინელმა ხვატმა ფაქტორიის მცხოვრებნი აიძულა, ქოებში შეყუჟულიყვნენ. კაზონდეს ქუჩებში ადამიანის ჭაჭანება არ იყო.
517 საწოლზე წამომჯდარი, სმენადქცეული მეცნიერი გაქვავებულიყო. ქოხში მზის სხივები შემოიჭრა და მან შეამჩნია დიდი შავი წერტილი, რომელიც ბზუილით დაფრინავდა, მაგრამ ისე ახლო არ მოდიოდა, რომ კუზენ ბენედიქტს გაერჩია. მას სუნთქვა შეკრა. მწერს რომ ეკბინა კიდეც, ალბათ, არც გაინძრეოდა, რომ იგი არ დაერთხო.
518 ესეც არ იყოს, ამ თავნება მწერს ხომ შეეძლო სხვა გზა აერჩია, ვთქვათ, წასულიყო ყურებისაკენ ან კეფისაკენ. იმაზე აღარფერს ვამბობთ, რომ სულაც შეიძლება გაფრენილიყო, გაუჩინარებულიყო მზის სხივებში, შეერთებოდა თავის მოგვარეებს, გამომწვევად რომ ბზუოდნენ გარეთ. აი, ეს ფიქრები უტრიალებდა თავში კუზენ ბენედიქტს.
519 ასეთი მღელვარე წუთები არასოდეს განუცდია. ახალი ოჯახის თუ სახეობის აფრიკული მწერი, მეცნიერს თავზე ეჯდა და მისი ამოცნობა შეეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მწერი კუზენ ბენედიქტის თვალებთან ერთი დუიმის მანძილზე ჩამობრძანეას მოისურვებდა. ეტყობოდა განგებამ კუზენ ბენედიქტის ვედრება შეისმინა.
520 მწერი ჩამოვიდა. კუზენი ბენედიქტი გრძნობდა, მწერი ბუსიანი თათებით ცხვირის წვერისაკენ როგორ ჩამოდიოდა. იგი წამით ცხვირის იმ ჩაღრმავებულ ადგილზე შეჩერდა, რომელიც ოპტიკური ინსტრუმენტის განუწყვეტელი ტარებით ჰქონდა წარმოქმნილი, მერე გზა განაგრძო და სწორედ ცხვირის წვერთან შედგა.
521 საუბედუროდ, მანტიკორამ ეს შეძახილი გაიგონა. თანაც კუზენმა ბენედიქტმა შეძახილის მაგარი დაცემინებაც მიაყოლა. დაცემინებამ შეარხია ცხვირის წვერი, სადაც მანტიკორა დასკუპებულიყო. კუზენმა ბენედიქტმა მისი ხელში ჩაგდება მოისურვა, ასწია ხელი, მოკუმშა ძლიერად, მაგრამ მუჭში მხოლოდ საკუთარი ცხვირის წვერი შერჩა.
522 შუადრის თაკარა მზე იქაურობას სწვავდა. კიდევ რამდენიმე წუთი და მეცნიერი და მანტიკორა ალვეცის ფაქტორიის მესირს ძირში აღმოჩნდნენ. ნუთუ მანტიკორა გადაფრინდება და მისით მოხიბლულ ადამიანსა და მას შორის მესერი აღიმართება? არა, კუზენმა ბენედიქტმა კარგად იცოდა, რომ მანტიკორა ამას არ იზამდა.
523 მან განაგრძო ანკარასავით ხოხვა, ახლა მთავარი იყო ეს დიდი, მოძრავი წრეტილი მხედველობიდან არ დაეკარგა. მესერთან მისული მანტიკორა თხუნელას დიდ ხვრელს წააწყდა. ხვრელს პირი ფართოდ დაეღო. მწერი უყოყმანოდ გაემართა ამ მიწისქვეშა ღრმულისაკენ, რადგან მას ძალიან უყვარს ბნელი გზები.
524 კუზენ ბენედიქტს ეგონა, მწერი დავკარგეო. უნდა გენახათ მისი გაოცება, როცა ხვრელს წააწყდა. ხვერელის სიგანე ორი ფუტი მაინც იქნებოდა. თაღში თავისუფლად შეეტია მეცნიერის გრძელი და გამხდარი სხეული. ისე გატაცებით მიხოხავდა, ვერც კი შეამჩნია ნახევარი წუთის შემდეგ ფაქტორიის გარეთ რომ აღმოჩნდა.
525 მეცნიერი მხოლოდ უფრო დიდ შავ წერტილს ხედავდა. ნეტავ, როცა რამდენიმეჯერმე შემოუფრენს კუზენი ბენედიქტის გაბუებულ თმას, ხომ არ მოესურვება ისევ მიწაზე დაფრინდეს? ყველაფერზე ეტყობოდა, რომ მწერი ასე მოიქცეოდა. უიღბლო მეცნიერის ბედად, ალვეცის ფაქტორიის ამ ჩრდილო განაპირა ნაწილს, დიდი ტყე ეკრა.
526 მანტიკორა ჯერ მიწაზე დაჯდა. კუზენმა მისი ნახვის ყოველგვარი იმედი დაკარგა. იგი სწრაფად გაეშურა მწერისაკენ და მიწაზე გაიშხლართა. მანტიკორა სკუპ-სკუპით მიხტოდა და გზას განაგრძობდა. არაქათგამოცლილი კუზენ ბენედიქტს მხულები და ფრჩხილები სისხლში მოსვროდა. იგი ხან მარჯვნივ აწყდებოდა, ხან მარცხნივ.
527 შეწუხებულ მეცნიერს სულ გადაავიწყდა, რომ იგი ახლომხედველი იყო და მწვანე ფოთლებში მანტიკორას ვერ შეამჩნევდა. იგი თავს ვეღარ იოკებდა. სიბრაზემ და წყენამ მთლად გამოიყვანა წონასწორობიდან. ამ უბედურების მიზეზი კი მხოლოდ თვითონ იყო. მაშინვე რომ ეტაცა ხელი მწერისათვის, ეს არ მოხდებოდა.
528 მას ხომ ზღაპრული ცხოველი უწოდეს, რადგან თავი ადამიანს მიუგავს და ტანი ლომს. კუზენმა ბენედიქტმა ისე დაკარგა წონასწორობა, რომ ვერც კი გრძნობდა, ამ მოულოდნელმა შემთხვევამ მას თავისუფლება რომ დაუბრუნა. ვერც იმას მიმხვდარიყო, თხუნელას ხვრელმა ალვეცის ფაქტორიდნ რომ გამოიყვანა.
529 ყველგან დაკარგული ძვირფასი მწერი ელანდებოდა. ვეება ობობასავით იქნევდა ხელებს. სად მიდიოდა, როგორ უნდა მობრუნებულიყო უკან, აზრადაც არ მოსდიოდა. ასე გაიარა მან ერთი მილი. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო, რომ ადგილობრივ მცხოვრებს გადაჰყროდა, ან რომელიმე მხეცის მსხვერპლი გამხდარიყო.
530 მან ერთი ხელი ქეჩოში წაავლო, მეორე ზურგში და გაოგნებული მეცნიერი ტყეში შეათრია. სწორედ ისე, როგორც ამას თვითონ იზამდა, მანტიკორა ხელთ რომ ეგდო. ამ დღეს საცოდავმა კუზენმა ბენედიქტმა ბედნიერი შემთხვევა დაკარგა - მას შეეძლო სახელი გაეთქვა ქვეყნის ხუთივე ნაწილის ენტომოლოგთა შორის.
531 ყოვლად წარმოუდგენელი იყო, რომ ამ ენტომოლოგიურ საუნჯეს მეცნიერი თავისი ნებით განშორებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, კუზენი ბენედიქტი ხოზე-ანტონიო ალვეცის ფაქტორიაში აღარ იყო! მისის უელდონი, პატარა ჯეკი და მონა ქალი ჰალიმა მთელი დღე გულმოდგინედ ეძებდნენ კუზენ ბენედიქტს, მაგრამ ამაოდ.
532 დიდი მოედნის რომელიმე ბარაკში ხომ არ ჩააგდო? რატომ უნდა ჩაედინა ასეთი რამ იმ შეთანხმების შემდეგ, რაც მისის უელდონსა და ნეგოროს შორის დაიდო. კუზენი ბენედიქტი ხომ იმ ტყვეთა რიცხვში შედიოდა, მონათვაჭარს მოსამედესში რომ უნდა ჩაეყვანა, გადაეცა ჯეიმს ვ. უელდონისათვის და მისგან გამოსასყიდი მიეღო.
533 მიუხედავად იმისა, რომ კუზენი ბენედიქტი გულმოდგინედ ეძებეს როგორც ფაქტორიაში, ისე ტყეში, მაინც ვერ იპოვნეს. სხვა გზა არ იყო - მისის უელდონი კუზენის დაკარგვას უნდა შერიგებოდა, ხოლო ალვეცს - გამოეგლოვა იგი. ყოვლად წარმოუდგენელი იყო, რომ მან ფაქტორიის გარეთ ვინმესთან კავშირი დაამყარა.
534 ცა ტყვიისფერი ღრუბლებით დამძიმდა. კოკისპირული წვიმა წალეკით ემუქრებოდა მთელ კაზონდეს ტერიტორიას. მისის უელდონს აღარ შეეძლო ფაქტორიაში სეირნობა. მოსახლეობას საშინელი უბედურება ეწვია. შემოსული, მოსავლით სავსე დაბლობები წყლით დაიფარა. ხალხმა მთელი წლის სარჩო-საბადებელი დაკარგა.
535 ვერაფრით ვერ განდევნეს ღრუბლების მომხმობი ბოროტი სულები. მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმე და აუტანელი ხდებოდა. დედოფალ მუანას აზრად მოუვიდა, მოეხმო განთქმული მგანგა. იგი ანგოლას ჩრდილოეთით ცხოვრებდა და კაზონდეს არასოდეს არ სტუმრებოდა. ამ განსაცვიფრებულ ჯადოქარზე სასწაულებს ყვებოდნენ.
536 ჯადოქარს დიდი ბრბო დაედო. ცამ ღრუბლები გადაიყარა. ქარი თითქოს მიმართულებას იცვლიდა, გამოდარების ნიშნები გაჩნდა. ყოველივე ამან ხალხში ნდობა და რწმენა გამოიწვია. მგამგა ექვსი ფუტის სიმაღლის ჩასხმული, მხარბეჭიანი ძალზე ღონიერი ზანგი იყო. მისმა გარეგნობამ ბრბოზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
537 მის მორთულობას აგვირგვინებდა პატარა მრგვალძირიანი კალათა, რომელიც სავსე იყო ნიჟარებით, ავგაროზებით, პატარა ხის კერპებითა და ნაკელის ბურთულებით. ხალხმა შეამჩნია, რომ მგანგა მუნჯი იყო. ამ ნაკლმა კიდევ უფრო აამაღლა იგი ხალხის თვალში. იგი მხოლოდ გაურკვეველ ხორხისმიერ, დაბალ, გრძელ ბგერებს გამოსცემდა.
538 მგანგამ როკვით შემოუარა მთელ მოედანს. ქამარზე ასხმული ზარბი და ზანზალაკები გამაყრუებლად უჟღარუნობდა. ბრბო ფეხდაფეხ დასდევდა და მის მოძრაობებს იმეორებდა. გეგონებოდათ, მაიმუნების ჯოგი თავის გიგანტ ბელადს ასდევნებიაო. მლოცველი უეცრად დაადგა კაზონდეს მთავარ ქუჩას და მეფის რეზიდენციისაკენ გაემართა.
539 მისანმა მათზე მიუთითა. სხეულის ძლიერი მოძრაობით გამოხატა მათი წასვლა დასავლეთისაკენ და აღმოსავლეთისაკენ ისევ მობრუნება. ამით მიახვედრა, რომ ღრუბლების შეჩერება არავითარ ძალას არ შეუძლია! შემდეგ უეცრად, ყველასათვის მოულოდნელად ხელი სტაცა კაზონდეს მრისხანე მბრძანებელ ქალს.
540 ამ საქციელმა მთელი ხალხი და სამეფო კარი დიდად განაცვიფრა. კარისკაცებმა სცადეს, წინააღმდეგობა გაეწიათ ამ უღირსი საქციელისათვის, მაგრამ ღონიერმა მგანგამ ყვლაზე ახლო მდგომს ქეჩოში ჩაავლო ხელი და თხუთმეტ ნაბიჯზე მოისროლა. დედოფალს ეს საქციელი თითქოს მოეწონა, დაიჯღანა, გეგონებოდათ, მისანს უღიმისო.
541 მისანი დამორჩილებულ დედოფალთან ერთად ფაქტორიაში შევიდა. მონათვაჭარი, ჯარისკაცები და მონები ეცნენ ამ თავხედს, რომელმაც არც კი დაუცადა კარის გაღებას და ჩამოაგდო იგი, მაგრამ დაინახეს თუ არა დედოფალი, მოწიწებით შედგნენ. მათი მბრძანებელი არავითარ აღშფოთებას არ გამოხატავდა მისნის საქციელის გამო.
542 მაგრამ მისანმა სიტყვის თქმა არ დააცადა, გაფანტა ხალხის გროვა და მოცარიელებულ ადგილზე დაიყწო მანჭვა-გრეხვა. მან ხელები ღრუბლებისაკენ აღაპყრო, თითქოს მათ დაემუქრაო, შემდეგ თავისი ვეებერთელა ლოყები გაბერა და მთელი ძალით ღრუბლების გროვას შეუბერა, თითქოს მათი გაფანტვის უნარი ჰქონდდა.
543 ისე ბრგე და ახოვანი იყო, რომ კაცი იფიქრებდა, ამასაც თავისუფლად შეძლებსო. ცრუმორწმუნე მუანა აღტაცებას ვერ ფარავდა, როცა ამ დიდი მსახიობის თამაშს უყურებდა. თავს ვერ იკავებდა, დროდადრო რაღაცას წარმოიყვირებდა ხოლმე და მისანის მსგავსად ისიც იმანჭებოდა და იგრიხებოდა. ასევე იქცეოდნენ კარისკაცები და ხალხი.
544 ბრბო მიუხვდა მგანგას. დედოფალმა მუანამ მუქარით შეხედა მისის უელდონს და მრისხანედ გაიშვირა ხელი მათკენ. აღრიალებული ბრბო ქალისაკენ გაეშურა. მისის უელდონი იხვდა, რომ აღსასრულის ჟამი დადგა. მან მაგრად ჩაიხუტა შვლი და აგზნებული ბრბოს წინაშე ქანდაკებასავით გაქვავდა. მგანგაც გაემართა მათკენ.
545 ბრბომ გზა უტია მისანს. მონათვაჭარი ალვეცის მიუახლოვდა ქალს, რომლის სიცოცხლე მას ძვირად უღირდა. იგი კარგად ვერ ხვდებოდა, რა უნდოდა მგანგას. მგანგამ ხელი წაავლო პატარა ჯეკს, გამოგლიჯა დედას და ცისკენ გაიწვდინა, თითქოს მიწაზე უნდა დაანარცხოსო და ღმერთების საამებლად თავი გაუხეთქოსო.
546 მისის უელდონმა საზარლად შეჰკივლა და გულწასული დაეცა. მგანგამ რაღაც ანიშნა დედოფალს. ჩანდა, დედოფალიც დაეთანხმა მას. მისანმა აიყვანა უბედური დედა და თავის ბავშვთან ერთად წაიყვანა. აღელვებულმა ბრბომ უკან დაიხია და გზა უტია მათ. ალვეცის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. მან დაკარგა ერთი ტყვე.
547 ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ მისანი უცხოელთა სისხლით შეაჩერებდა წვიმას, რომელმაც ამდენი ტანჯვა და ზარალი მოუტანა მათ. მგანგას თავისი მსხვერპლი - შიშისაგან დამფრთხალი ჯეკი და გულწასული მისის უელდონი ისე მსუბუქად აეტაცებინა და მიჰყავდა, როგორც ლომს მიაქვს ხოლმე პირით წყვილი თიკანი.
548 ველურთა ბრბო უკან ღრიანცელით მისდევდა მათ. მგანგა გასცდა ფაქტორიას, გადაჭრა კაზონდე და ტყეში შევიდა. ისე გაიარა სამი მილი, ნაბიჯი ოდნავადაც არ შეუნელებია. ველურები მიხვდნენ, რომ მისანს აღარ სურდა გამოდევნება. მგანგამ მიაღწია მდინარეს, რომელიც ჩქარი დინებით ჩრდილოეთისაკენ მიემართებოდა.
549 მან მითხრა, სადაც იყავით... ეს ჰერკულესი იყო, ხუთი დღის წინ თავს რომ დაესხა ძვირფას მანტიკორას დადევნებულ მეცნიერს. ეს შემთხვევა რომ არ ყოფილიყო, არც დიკ სენდს და არც ჰერკულესს მისის უელდონის ადგილსამყოფელი არ ეცოდინეოდთ და მისნის ძონძებში გახვეული ჰერკულესიც კაზონდეში ვერ მივიდოდა.
550 სულ რამდენიმე საათი დასჭირდა მგანგას დაჭერას, სამოსელის გაძრობას და მისნის მიკვრას ხეზე ლიანებით ისე მაგრად, რომ არავითარ ძალას არ შეეძლო ჯადოქრის იქიდან ახსნა. შემდეგ მგანგას მსგავსად აიჭრელა ტანი და წვიმის ჯადოქრის როლი იტვირთა. ჰერკულესს დიდად დაეხმარა ველურების საოცარი გულუბრყვილობა.
551 მისის უელდონმა გაიხსენა მოხუცი ტომი, მისი ვაჟი, აქტეონი, ოსტინი - თავისი უბედური მგზავრები! ისინი ტბების რაიონში გაგზავნეს. ჰერკულესმა დაინახა, როგორ მიჰყავდათ საცოდავები მონების ქარავანთან ერთად. ჰერკულესი უკან დაედევნა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოახერხა მათთან დაკავშირება.
552 ეს მდინარ ჩრდილოეთისაკენ მიემართებოდა და სავსებით შესაძლებელი იყო, ზაირს ერთვოდა. თუ ეს ასე იყო, სან-პაოლო-დე-ლუანდას ნაცვლად მისის უელდონი და მისი მგზავრები კონგოს შესართავს მიაღწევდნენ. ეს საქმის ვითარებას არ ცვლიდა, რადგან მათ ქვემო გვინეის კოლონიებშიც დაეხმარებოდნენ და საფრთხე არ მოელოდათ.
553 ჰერკულესი ნაპირზე ხეტიალისას შემთხვევით წააწყდა ნავს. იგი მდინარეს მოჰქონდა. უკეთესი რამ დიკ სენდს აღარც კი შეეძლო ენატრა. ამ ნავმა სწორედ სულზე მოუსწრო. იგი ისეთი ვიწრო როდი იყო, ადგილობრივი მკვიდრნი რომ იყენებდნენ ხოლმე. ნაპოვნი ნავის სიგრძე ოცდაათ ფუტს აღემატებოდა, სიგანე - ოთხს.
554 მისის უელდონი და მისი მგზავრები ნავში თავისუფლად ჩაეტიენ. მის წასაყვანად ერთი უკანა ნიჩაბიც კი კმაროდა. ნავი სწრაფად მიჰყვებოდა მდინარეს. დიკ სენდმა ჯერ იფიქრა, მხოლოდ ღამ-ღამობით ვიმგზავროთო, მაგრამ ეს ძალიან გაახანგრძლივებდა მგზავრობას, რომელსაც ისედაც, ვინ იცის, რამდენი დრო დასჭირდებოდა.
555 ამასთანავე, ეს მწვანე სახურავი მცხუნვარე მზის სხივებსაგან იფარავდა მგზავრებს. მგზავრობით არ დიღლებოდნენ, მაგრამ საფრთხე მანც მოსალოდნელი იყო. ეტყობოდა, ჩვენს მგზავრებს წინ გრძელი გზა ედოთ. აუცილებელი იყო, ყოველდღე ეზრუნათ საკვებზე. თუ თევზი საკმარისი არ იქნებოდა, უნდა ენადირათ.
556 დიკ სენდს მხოლოდ თოფი ჰქონდა. ეს თოფი ჰერკულესმა გაქცევისას თან გაიყოლა. ტყვია-წამალი ძალზე ცოტა იყო. ტყუილუბრალოდ ერთი ტყვიაც არ უნდა დაეხარჯათ. ისიც შესაძლებელი იყო, რომ ჩარდახიდან უფრო მოარტყამდნენ მიზანში. ნავი ისე მიექანებოდა, რომ მისი სიჩქარე საათში ორ მილზე ნაკლები არ იქნებოდა.
557 საშიში იყო აგრეთვე ჭორომები და ჩანჩქერები, რომლებიც ასე ხშირია აფრიკის მდინარეებზე. დიკ სენდს ძალა შემატა მისის უელდონისა და ჯეკის ნახვით გამოწვეულმა სიხარულმა. იგი ნავის ცხვირთან იდგა, ბალახების ჩარდახიდან აკვირდებოდა მდინარეს და ჰერკულესს ანიშნებდა, როგორ მოესვა ნიჩაბი, რომ სწორი გეზი სჭეროდა.
558 რას მიხვდებოდნენ კაზონდეს ველურები, რა ძვირფასი საგანძური ხვდათ წილად. კუზენი ბენედიქტი გაჩაჩხული იჯდა, ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და დროდადრო ინსტიქტურად ცხვირზე ისე მიიდებდა ხოლმე ხელს, თითქოს სათვალის შუბლზე აწევა უნდაო, თუმცა, კარგა ხანია, მის ცხვირზე სათვალე ღარავის ენახა.
559 პირველ ორ დღეს მისის უელდონი და მისი მგზავრები იმით იკვებებოდნენ, რაც ჰერკულესმა მოიმარაგა გამგზავრებამდე. დიკ სენდი ნავს მხოლოდ ღამით აჩერებდა ხოლმე რამდენიმე საათით, მაგრამ თუ საკვების შოვნა არ სჭირდებოდა, ნაპირზე არ გადადიოდა. პირველ დღეებში ღირშესანშნავი არაფარი მომხდარა.
560 მდინარის ორივე მხარეზე ათასგვარი ველური მცენარე ხარობდა და საოცრად აფერადებდა იქაურობას - ხმალა, შროშანი, კატაბარდა, გვიმრა. სურნელოვანი ბუჩქნარები განსაცვიფრებელი სილამაზის ქობად შემოვლებოდნენ ნაპირებს. ზოგჯერ ტყე ნაპირთან ისე ახლოს იყო, რომ მდინარის წყალი ასველებდა კიდეც ხეებს.
561 შიმპანზეები ჯგუფურად ცხოვრობენ და ძაღლებივით ყეფენ. ადგილობრივ მცხოვრბლებს მათი ძალიან ეშინათ, რადგან მაიმუნები ხშირად იტაცებენ ბავშვებს, ფხაჭნიან და კბენენ მათ. ლიანების ხიდზე გადასვლისას მათ ეჭვიც არ შეეპარვიათ, რომ ბალახების გროვის ქვეშ პატარა ბიჭი იყო და შეეძლოთ კარგად გართობილიყვნენ.
562 ბოლოსდაბოლოს შევძლებ ჩემი სახელის მეცნიერულ აღმოჩენასთან დაკავშირებას! ამ მწერს დაერქმევა... მგზნებარე მეცნიერი ისე ბედნიერი იყო, რომ სულ გადაავიწყდა გადატანილი გასაჭირიც და მომავალში მოსალოდნელი საფრთხეც. მისის უელდონი და დიკ სენდი მხურვალედ ულოცავდნენ მას. ნავი კი მიცურვდა.
563 მთვარე ხის კენწროებს ჩამოეკიდა. მისმა ნაზმა შუქმა ჩარდახის ჭუჭრუტანებში შეატანა და მთელი ნავი გაანათა. უეცრად მარჯვენა ნაპირზე შორეული, ყრუ ხმაური გაისმა, თითქოს სიბნელეში გიგანტური ტუმბოები ამუშავდნენო. დღისით მცენარეთა ფესვებით გამძღარი ასეულობით სპილო წყურვილის მოსაკლავად აქ მოსულიყო.
564 ლტოლვილები ამდენ ხანს არც ტყის და არც მდინარის ცხოველებს არ გადაჰყრიან. ყოველ დღე, ნაშუადღევს, დიკ სენდი გადადიოდა ნაპირზე და იქაურობას იკვლევდა. აუცილებელი იყო ყოველდღიურ საკვებზე ზრუნვა. ამ უდაბურ მხარეში მანიოკას, სორგოს, სიმინდის და ადგილობრივი მცენარეული საკვების შოვნაზე ფიქრიც ზედმეტი იყო.
565 ცეცხლს ლეღვის ხის გამოღრუტნულ ტოტში ჯოხის სწრაფი ტრიალით აჩენდნენ. ისევე, როგორ ამას ადილობრივი მკვიდრნი ან ზოგიერთი ჯიშის მაიმუნიც აკეთებდა. როგორც ირწმუნებიან, გორილა სწორედ ასე აჩენს ცეცხლს. ცეცხლზე ცხენ-ირმები და ანტილოპებს წვავდნენ და რამდნეიმე დღის მარაგს ინახავდნენ.
566 ნეტავ სად წაგვიყვანს ეს უსასრულო მდინარე? ვინ იცის მერამდენედ ეკითხებოდა დიკ სენდი თავის თავს. მდინარეს რამდენიმე შენაკადი უკვე შეუერთდა და საგრძნობლად გაგანიერდა. აქამდე იგი ჩრდილოეთით მიედინებოდა, ახლა ჩრდილო-დასავლეთისაკენ მოუხვია. ეს მდინარეც თავისი წილი საკვებით ამარაგებდა მგზავრებს.
567 ერთი ნახტომით ლომი დააცხრა დიკ სენდის დაჭრილ კამას. იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და შესაბრალისად ფართხალებდა საზარელი მხეცის ტორებქვეშ. დიკ სენდს თოფში მეორე ტყვიის ჩასადებად დრო აღარ რჩებოდა. ლომმა მაშინვე შეამჩნია იგი, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ შეხედვა იკმარა. დიკ სენდმა თავი შეიკავა და არ განძრეულა.
568 იგი არც კი ცდილა თოფის გატენას და გაქცევას. ლომი კატისებური წითელი, ამღვრეული თვალებით მისჩერებოდა მას და ვერ გადაეწყვიტა, რომელი მსხვერპლი აერჩია, ის, რომელიც მის ბრჭყალებქვეშ ფართხალებდა, თუ ის, გაქვავებული რომ იდგა. კამას რომ ფართხალი შეეწყვიტა, დიკ სენდი უეჭველად დაიღუპებოდა.
569 ვინ იცის, იქნებ აქ ისეთი ტომეი სახლობდნენ, რომლებიც მიწაში ცხოვრობენ - ეს ცენტრალური აფრიკის სხვა ქვეყნებშიც გვხვდება. კაცობრიობის განვითარების უმდაბლეს საფეხურზე მდგომი ეს ველურები ბუნაგებიდან მხოლოდ ღამ-ღამობით გამოდიან ცხოველებივით და მათთან შეხვედრა ისევე საშიშია, როგორც მხეცებთან.
570 მდინარე აქ ფართოვდებოდა და პატარა უბეს ქმნიდა. ნაპირზე ოცდაათიდე ხიმინჯიანი შენობა მოჩანდა. წყლის დინებას ნავი შენობებისაკენ მიჰქონდა, რადგან მარცხნივ ლოდებს ამოეყოთ თავი და იქით წასვლა შეუძლებელი იყო. სოფელი დასახლებული ჩანდა. ქოხებში აქა-იქ ცეცხლი ენთო. ისმოდა ყმუილისებური სიმღერა.
571 თუ ველურებს ხიმიჯებს შუა ბადე ექნებოდათ გაჭიმული, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, მაშინ ნავი ბადეში გაეხვეოდა და სანამ მას თავს დააღწევდა, განგაში ატყდებოდა. ნავის ცხვირთან მდგარი დიკ სენდი ხმადაბლა იძლეოდა მითითებებს, რომ გვერდი აექციათ და ამ დაფოტრილ ნაგებობებს არ დასჯახებოდნენ.
572 ყველაფერი კარგა ჩანდა და ნავის მართვაც არ ჭირდა, მაგრმ ლტოლვილნიც ხომ კარგად გამოჩნდებოდნენ... დადგა საზარელი წამი. ფიცარნაგზე ორი ადგილობრივი მკვიდრი ჩაცუცქულიყო და ჩუმად საუბრობდნენ. მდინარეს ფიცარნაგებს შორის მიჰქონდა ნავი. გასასვლელი მეტად ვიწრო იყო და ნავის სხვა მხარეზე წაყვანა არ შეიძლებოდა.
573 ასიოდე ფუტიღა იყო გასავლელი, რომ დიკ სენდმა გაიგონა, თუ როგორ გაცხარებით და ხმამაღლა ლაპარაკობდნენ ველურბი. ერთი მეორეს ბალახების გროვაზე უთითებდნენ, რომელსაც მდინარე მათი ბადისაკენ მოაქანებდა. იგი უთუოდ დაგლეჯდა ლიანებისაგან გაკეთებულ ბადეს, რომელსაც ისინი ახლა ჭიმავდნენ.
574 წამიც და ნავი ფიცარნაგებს შორის მოექცა. ველურებმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბეს და ღონივრად ამოსწიეს ბადეები. გავლისას ნავს მარჯვენა მხარეზე ბალახების საფარი მოძვრა. დიკ სენდს სწორედ ამისი ეშინოდა. ერთ-ერთმა ველურმა დაიყვირა, მან დაინახა ნავში მყოფნი და ალბათ ამხანაგებს თუ უხმო.
575 ეს ახლა უდაბური და უკაცრიელი მხარე კი აღარ იყო, არამედ ნამდვილი უდაბნო - კალაჰარი მსგავსი უდაბნო, რომელი დევიდ ლივინგსტონმა გამოიკვლია პირველი მოგზაურობისა დროს. ეს უნაყოფო მიწა არაფრით არ ჰგავდა ზემო მხარის ხვავიან ველებს. მდინარეს ბოლო არ უჩანდა, ალბათ, ატლანტის ოკეანეს თუ ერთვოდა.
576 საკვების შოვნა ძალზე გაჭირდა. მარაგი სულ გაუთავდათ. თევზაობით ვერაფერს შოულობდნენ. ნადირობაც აღარაფერს იძლეოდა. აღარც ცხენ-ირემთა რემა, ანტილოპეი, პოკუ და სხვა ცხოველები იყვნენ ამ უდაბნოში, მათთან ერთად გაქრნენ მტაცებელი ცხოველებიც. ღამღამობით აღარ ისმოდა ლომების ჩვეული ღრიალი.
577 მდინარის ორივე ნაპირზე ბრტყელი, შიშველი დაბლობები გადაჭიმულიყო, რომელთაც აღმოსავლეთით და დასავლეთით ბორცვები ესაზღვრებოდა. დაბლობზე უხვად ხარობდა რძიანა, რომელიც საჭმელად გამოუსადეგარი ზეთს იძლევა. იმ ჯიშის რძიანა კი, რომლისგანაც კასავას - მანიოკას ფქილს იღებენ, არსად ჩანდა.
578 დიკ სენდმა აღარ იცოდა, რა ეღონა. ჰერკულესმა მოაგონა, რომ ადგილობრივი მკვიდრნი ხშირად ჭამენ გვიმრის ნორჩ ყლორტებს და პაპირუსის ღეროს რბილ ნაწილს, თვითონ მას, ვინ იცის, რამდენჯერ უჭამია ეს, როცა იბნ ჰამისის ქარავანს ტყე-ტყე მისდევდა. კიდევ კარგი, პაპირუსიც და გვიმრაც ბლომად იყო ნაპირების გასწვრივ.
579 მან ცეცხლი მოუკიდა ხმელ ბალახს, კვამლით გაყარა ფუტკრები და საკმაოდ ბევრი თაფლი ამოიღო კუნძიდან. მემიზნეს თავისი წილი ფიჭები დაუტოვეს და ნავში დაბრუნდნენ. თაფლის შოვნა ყველას გაუხარდა, მაგრამ იგი მაინც არ იყო საკმარისი. ყველანი საშინლად იტანჯებოდნენ შიმშილისაგან, სანამ ნავი ნაპირს არ მიადგა.
580 უკვე დრო იყო, მათ ფიზიკურსა და მორალურ ტანჯვას ბოლო მოღებოდა. მართალია, ამ ჩქარი მდინარით მგზავრობა ისე დამღლელი არ იყო, როგორც სანაპირო ტყეში სიარული, მაგრამ საშინელმა სიცხეებმა დღისით, ხოლო ტენიანმა ნისლებმა ღამით და მოსტიკების დაუსრულებელმა იერიშებმა, მეტისმეტად შეაწუხეს მოგზაურები.
581 დიკ სენდმა აღარ იცოდა, რამდენხანს გასტანდა ეს - კიდევ რვა დღეს თუ მთელ თვეს? პასუხის გამცემი არავინ იყო. მდინარეს რომ დასავლეთისაკენ ედინა, ახლა ლტოლვილნი უკვე ანგოლას ჩრდილოეთ სანაპიროზე იქნებოდნენ. მაგრამ მდინარე უფრო ჩრდილოეთისაკენ მიედინებოდა და მოგზაურობა, ვინ იცის, რამდენ ხანს გასტანდა.
582 სმენადქცეული დიკ სენდი ნავის ცხვირთან დარჩა. ხმაური თანდათან გაძლიერდა და შორეულ ღრიალს დაემსგავსა. თითქმის უგარიჟრაჟოდ გათენდა. დინების გაყოლებაზე ნახევარი მილის მანძილზე, ჰაერში რაღაც ღრულბლის მსგავსი გამოჩნდა. როცა მას მზის სხივები მოხვდა, ერთი ნაპირიდან მეორემდე ულამაზესი ცისარტყელა გადაიჭიმა.
583 იქ დინება ჩქარი არ იყო. მარცხენა ნაპირზე უზარმაზარი უღრანი ტყე ატეხილიყო. დაბურულ ტოტებში შუქის ნატამალი ვერ ატანდა. შემკრთალი დიკ სენდი გულდასმით ათვალიერებდა ქვემო კონოგოელი კაციჭამიებით დასახლებულ ადგილს, რომელიც მათ ფეხით უნდა გაევლოთ, რადგან მდინარით მგზავრობა აღარ შეიძლებოდა.
584 ამდენხანს მათი შემწე და მფარველი ზეცა ყო. ახლა როგორღა გაიკვლიონ გზა, რისი იმედიღა უნდა ჰქონდეთ? რაც უფრო უახლოვდებოდა ნავი მდინარის მარცხენა ნაპირს, დინგო მით უფრო მეტ მოუსვენრობას ამჟღავნებდა. დიკ სენდს დინგოს საქციელი ძალიან აშინებდა. ყოველ წუთს რაღაც საფრთხე იყო მოსალოდნელი.
585 დინგო გაუსხლტა მას, გადახტა წყალში, გაცურა დარჩენილი ოციოდე ფუტი და ბალახებში მიიმალა. მისის უელდონმა, დიკ სენდმა და ჰერკულესმა აღარ იცოდნენ, რა ეფიქრათ. ცოტა ხნის შემდეგ ნავის ცხვირი რბილად შეიჭრა წყალმცენარეებში. ნაპირზე გამყინავი წივიით მაშინვე აფრინდა რამდენიმე ჭარლი და თოვლივით თეთრი ყანჩა.
586 ჰერკულესმა მაგრად მიაბა ნავი პალმაზე და ყველანი მაღალ ნაპირზე აფოფხდნენ. ტყეში ბილიკის ნიშანწყალიც არსად ჩანდა, მაგრამ გათელილი ხავსი აშკარად მოწმობდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ აქ ცხოველებს თუ ადგილობრივ ველურებს გაევლოთ. დიკ სენდს თოფი ფეხზე შეეყენებინა. ჰერკულესს ხელში ცული ეჭირა და ისე მიიწევდა წინ.
587 სამუელ ვერნონი მოდიოდა თავისი ძაღლით, დინგოთი, ცენტრალური აფრიკის გამოსაკვლევად. გამყოლდ ნეგორო ჰყავდა. მოგზაურის ფულმა ნეგოროს ბოროტი ზრახვები აღუძრა. ფრანგი მოგზაური კონგოს ნაპირს ამოჰყოლია და აქ დაბანაკებულა. აქ იგი სასიკვდილოდ დაუჭრია, გუძარცვავს და მიუტოვებია ნეგოროს.
588 თუ რა მოხდა ბოროტმოქმედების ჩადენის შემდეგ, ადვილი დასადგენი იყო! უბედურმა ვერნონმა, სანამ მოკვდებოდა, მოახერხა ბარათის დაწერა, სადაც მკვლელობის მიზეზი და მკვლელი აღნიშნა. ეს ბარათი ყუთში ჩადო. იქ, ალბათ, ადრე ფულს ინახავდა, და სისხლიანი თითით ხეზე ეპიტაფიასავით თავისი ინიციალები გამოიყვანა.
589 ამასობაში მოგზაურის გვამი ცენტრალური აფრიკის მიკარგულ უღრან ტყეში იხრწნებოდა. იგი აღარავის ახსოვდა თავის ძაღლის გარდა. დიკი და ჰერკულესი ის იყო შეუდგნენ სამოელ ვერნონის ნეშტის სამარისათვის მიბარებას, რომ დინგო საშინელი ღენით გავარდა ქოხიდან. თითქმის მაშინვე იქვე ახლოს გაისმა საზარელი ყვირილი.
590 ეს ნეგორო იყო! ამერიკაში მიმავალმა არამზადამ უკან ჩამოიტოვა თავისი გამყოლეი და მარტო მოვიდა აქ, სადაც მან ფრანგი მოგზაური მოკლა. ეს ტყუილუბრალოდ არ მოხდებოდა. მალე ყველა მიხვდა ამის მიზეზს. ლეღვის ხის ძირას, ახალგათხრილ ორმოში, მათ რამდენიმე მუჭა ფრანგული ოქროს მონეტა დაინახეს.
591 პორტუგალიელს სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. თითქოს განგების ძალამ დასაჯაო, იგი სწორედ იქ მოკვდა, სადაც ბოროტმოქმედებაჰქონდა ჩადენილი! ერთგული ძაღლი სასიკვდილოდ იყო დაჭრილი. მან ძლივს მიათრია წელი ქოხამდე და სწორედ იმ ადგილზე დალია სული, სადაც იმ გარეწარმა სამეუელ ვერნონი მოკლა.
592 ჰერკულესმა ღრმად ჩაფლა მოგზაურის ძვლები მიწაში. ყველამ გულისტკივილით გამოიტირა დინგო და ისიც თავისი პატრონის გვერდით დამარხეს. ნეგორო ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ კაზონდედან გამოყოლილები შორს არ იქნებოდნენ. ისინი ცხადია, დაუწყებდნენ ძებნას ნეგოროს, როცა იგი მდინარის ნაპირძე აღარ დაბრუნდებოდა.
593 ერთ საათში დავბრუნდები. ფხიზლად იყავი, ჰერკულეს! ნავმა დიკ სენდი ზაირის მეორე ნაპირისაკენ წაიყვანა. პაპირუსებში ჩამალული მისის უელდონი და ჰერკულესი მას თვალს არ აშორებდნენ. ნავმა მალე მიაღწია მდინარის შუაგულს. თუმცა დინება აქ ძლიერი არ ჩანდა, მაგრამ ჩანჩქერის გამო ცოტა აჩქარებული მაინც იყო.
594 საკმარისი იყო სიფხიზლე და ოსტატურად მოსმული ნიჩაბი, რომ ნავი დამრეცად გაცურეულიყო! თხუთმეტი წუთის შემდეგ დიკ სენდმა ნაპირს მიაღწია და ის იყო გადასახტომად მოემზადა, რომ... გაისმა საზარელი ყვირილი და ათამდე ადგილობრივი მკვიდრი ბალახების გროვისაკენ გაეშურა, რომელიც ჯერ კიდევ ფარავდა ნავს.
595 ერთმა ველურმა ხელი მეორე ნაპირისაკენ გაიშვირა და მისის უელდონი და მისი მგზავრები დაანახვა, რომელთაც ყველაფერი კარგად შეამჩნიეს და აღარ იცოდნენ, რა ექნათ. დიკ სენდს აღარ ახსოვდა საკუთარი თავი, ღმერთს ევედრებოდა, რაიმე შთაეგონებინა მისთვის, რომ ის უბედურები გადაერჩინა. ნავი ღრმად შეცურდა მდინარში.
596 ნავი მდინარის დინებამ გაიტაცა. იგი სწრაფად მიცურავდა და სულ მალე ასი ფუტით იყო დაშორებული ჩანჩქრიდან. მისის უელდონი და ჰერკულესი ყველაფერს მიხვდნენ - დიკ სენდმა გასწირა თავი და ველურებიც თან გაიყოლა! პატარა ჯეკი და დედამისი მუხლმოდრეკილი იდგნენ ნაპირზე და უკანასკნელ შენდობას უთვლიდნენ.
597 დიკ სენდი მიხვდა, რომ გადარჩა, და სწრაფად მოუსვა მკლავები. თხუთმეტი წუთის შემდეგ მან მარცხენა ნაპირს მიაღწია და იპოვა მისის უელდონი, ჯეკი და კუზენი ბენედიქტი, რომელნიც ჰერკულესს წამოეყვანა. კაციჭამიები აქაფებულ წყალში აღარ ჩანდნენ. ისინი ალბათ მანამდე დაიხოცნენ, სანამ უფსკრულამდე ჩამოაღწევდნენ.
598 მათ ძალიან კარგად მიიღეს ლტოლვილნი, ასე რომ, მგზავრებმა დარჩენილი გზა გაცილებით უკეთეს პირობებში განვლეს. ამ ქარავანთან შეხვედრა სწორედ რომ ცით მოვლენილი ხსნა იყო. ზაირიდან ტივით დაშვებას დიკ სენდი ვეღარ შეძლებდა, რადგან ნგამოს ჩანჩქერიდან იელალამდე მდინარე უამრავი ჭორომით და ჩანჩქერით იყ დასერილი.
599 ჯეიმს ვ. უელდონმა კარგად იცოდა, თუ რა დიდი ვალი ედო ორივესი. იგი ღმერთს მადლობას სწირავდა, რონ ნეგორომ ვერ მიაღწია მასთან. რასაკვირველია, ჯეიმს ვ. უელდონი თავისი ცოლ-შვილის გამოსასყიდად მთელ ქონებას გაჰყიდდა, წავიდოდა აფრიკის სანაპიროზე და, ვინ იცის, რა ხიფათისა და ვერაგობის მსხვერპლი შეიქმნებოდა.
600 კუზენი ბენედიქტის ახლომხედველობა იყო იმის მიზეზი, რომ მან ეს უფრო ადრე ვერ შეამჩნია! ამ ამბის გამო კუზენი ბენედიქტი ლოგინად ჩავარდა, მაგრამ, კიდევ კარგი, მალე გამომჯობინდა. სამი წლის შემდეგ პატარა ჯეკი რვა წლისა გახდა. დიკ სენდი მას ამეცადინებდა და თვითონაც გულმოდგინედ სწავლობდა.
601 აი, მუყაითობითა და გულმოდგინებით რას მიაღწია სენდი-ჰუკის ქვიშიან ნახევარკუნძულზე ნაპოვნმა პატარა, ობოლმა ბიჭუნამ! მიუხედავად იმისა, რომ დიკი ძალზე ახალგაზრდა იყო, უსაზღვრო პატივისცემით სარგებლობდა, თუმცა თავისი მოკრძალებულობისა და თავმდაბლობის გამო ამას არც კი იმჩნევდა.
602 ჯეიმს ვ. უელდონიც, დიკ სენდიც და ჰერკულესიც მზად იყვნენ შეეძრათ ცა და ხმელეთი, ოღონდ მათი კვალისათვის მიეგნოთ. ბოლოს და ბოლოს, ეს კიდევაც მოახერხეს მდიდარ გემთმფლობელებთან ურთიერთობის წყალობით. ტომი და მისი თანამგზავრები მადაგასკარზე გაეყიდათ, სადაც სხვათა შორის, მონობა მალე გაუქმდა.
603 მონათვაჭრების - პორტუგალიელი ნეგოროსა და კოიმბრას, ამერიკული ჰერისის, არაბი იბნ-ჰამისისა და ვერაგი ზანგის, ალვეცის საზარელი სახეები მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფი არ არის. მაგალითად, მონათვაჭარი ალვეცი რეალური პიროვნება იყო, მან მონებად გაყიდა ათიათასობით თავისი თანამემამულე.
604 საფრთხე და დაბრკოლებები აწრთობენ დიკ სენდის ნებისყოფას და აყალიბებენ მის ხასიათს. დიკ სენდის ხასიათის საუკეთესო თვისებებმა - ენერგიამ და ნებისყოფამ, სიმამაცემ და შეუპოვრობამ, სამართლიანობამ და კეთილშობილებამ იგი მკითველის ერთ-ერთ უსაყვარლეს და პოპულარულ გმირად აქცია. ი.
605 კოტეტიშვილი, ლ. ჭეიშვილი ეს პეიზაჟი ყველაზე მშვენიერი და ყველაზე სევდიანი პეიზაჟია ჩემთვის ქვეყნად. ეს სწორედ ის სურათია, წინა გვერდზე რომ იყო, მაგრამ მე ხელმეორედ დავხატე იგი, რომ სამუდამოდ აღმებეჭდა თქვენს მეხსიერებაში. ამ ადგილას მოევლინა პატარა უფლისწული დედამიწას და ამ ადგილიდანვე გაუჩინარდა.
606 ამ ადგილას თუ გაიაროთ, ნუ აჩქარდებით, შეჩერდით ერთ ხანს. სწორედ ამ ვარსკვლავის ქვეშ, და ყმაწვილი თუ დაინახოთ, რომელიც იცინის, შეკითხვაზე პასუხს არ იძლევა და ოქროსფერი თმა აქვს, უთუოდ მიხვდებით, ვინც არის იგი. და თუ ეს მოხდა, გთხოვთ მანუგეშოთ - შემატყობინოთ, რომ იგი დაბრუნდა.
607 მრავალი სახელმწიფო მთავრობა დააფიქრა ამ ამბავმა. იმ სამახსოვრო წელს ნაოსნობიდან დაბრუნებულ გემებს მეტად უცნაური, ამაფორიაქებელი ამბები მოჰქონდათ ნავსადგურებში, - პიდარპირ გასაოცარი და დაუჯერებელი. ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო, რადგან ნათქვამის დამადასტურებელი საბუთებიც მოიპოვებოდა.
608 წყალხაზიდან ორ-ნახევარი მეტრის ქვემოთ, გემს მკერდი ერთი საჟენისოდენა ტოლფერდა სამკუთხედად ჰქონდა შენგრეული. გოჯნახევარი რკინის კედელი ისეთი სიზუსტით იყო გაჭრილი, თითქოს საგანგებოდ გამოუჭრიათო. ამ გარემოებამ აფიქრებინათ, რომ საშინელ ცხოველს ძალზე მაგარი და უშველებეი სარქენი ან ეშვი უნდა ჰქონოდა.
609 შევაგროვე ძვირფასი კოლექციები და მარტის ბოლოს უკვე ნიუ-იორკში გახლდით. აქაც ყევლას იმ უჩვეულო ცხოველის ამბავი ეკერა პირზე. საიდუმლოებით მოცული ხმები მეც მიღვიძედა ცნობისმოყვარეობას. ყველა ჟურნალ-გაზეთი გადავიკითხე. ბევრი ვიმტვრიე თავი, მაგრამ ეს მოვლენა მაინც გამოუცნობი დარჩა ჩემთვის.
610 აბა, ვინ იფიქრებდა რომ ასეთ სრულყოფილ ხომალდს კერძო პირი ააგებდა. თუნდაც აეგო, საიდუმლოდ მაინც როგორღა მოახერხებდა? შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ასეთი წყალქვეშა ნავი ერთ- ერთმა სახელმწიფომ ააგო, მაგრამ ეს მოსაზრება არ დადასტურდა. ყველა სახელმწიფო აცხადებდა, ამ საქმის შესახებ არაფერი ვიცითო.
611 ამ ნამდვილ ფლამინდიელს, ბუნებით ფლეგმატიკოსს და დინჯს, ვერაფრით გააკვირვებდი. არ უყვარდა რჩევის მიცემა, არფერს გეტყოდათ მაშინაც კი, როდესაც დაეკითხებოდით. ამ მხრივ, დიდად არ განირჩეოდა სხვა მსახურებისაგან, მაგრამ ამვე დროს, მოხერხებული, შორიმისმოყვარე და საზრიანი ახალგაზრდ გახლდათ.
612 თხუთმეტი წუთის შემდეგ ბარგი ჩალაგებული გვქონდა. სასტუმროს მეპატრონეს ანგარიში გავუსწორე და განკარგულება დავუტოვე, ჩემი კოლექციები პარიზში გადაეგზავნათ. ვთხოვე აგრეთვე, განსაკუთრებით კარგად მოევლოთ ინდოეთის ზღვის ბაჭიებისათვის. ამის შემდეგ მე და კონსეი კარტერში ჩავსხედით.
613 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. დიდად მოხარული ვარ. თქვენთვის კაიუტა მზად გახლავთ. თავის დაკვრით გამოვეთხოვე. არ მინდოდა მომცდინა და ჩემი კაიუტისაკენ გავეშურე. კაიუტით კმაყოფილი დავრჩი. კონსეი ჩვენი ბარგის მილა-მოლაგებას შეუდგა. მე კი გემბანზე გამოვედი და სიამოვნებით ვუცქერდი გამგზავრების სამზადისს.
614 ამ კანადელს არაჩვეულებრივად მარჯვე ხელი ჰქოდა და თავის სახიფათო ხელობაში ბადალი არ ჰყავდა. მისი სიმარჯვე და გულგრილობა, გამბედაობა და მოხერხებულობა ყოველთვის უმაღლეს წერტილს აღწევდა. ძალიან გაქნილი ვაშაპი უნდა ყოფილიყო ან მეტისმეტად ცბიერი კაშალოტი, რომ მის ნატყორცნ ბარჯს გაქცეოდა.
615 ნედ ლენდი ორმოცი წლისა იქნებოდა. მაღალი, პირქუში, გულჩახვეული და მორიდებული კაცი იყო, მაგრამ ზოგჯერ გაშმაგებაც იცოდა. ეს მაშინ, თუ ვინმე უმართებულოდ შეუბრუნედა სიტყვას. მოთმინებას კარგავდა და დიდ აურზაურსაც ატეხდა ხოლმე. ჩემი ყურადღება მისმა ახოვანმა გარეგნობამ მიიპყრო.
616 ნამდვილ ტელესკოპს ხომ არაფრით ჩამოუვარდებოდა და ამავე დროს, ზარბაზნის მაგივრობის გაწევაც შეეძლო, ნებისმიერ სასურველ წუთს! ნედი წარმოშობით კანადელი ფრანგი იყო და თავისი ძველი ფრანგულით მხიბლავდა. თვითონ ძალზე მიუკარებელი მეჩვენება, თუმცა თანდათან ამოიდგა ენა და დავმეგობრდით კიდეც.
617 ერთმანეთთან ჩვენ იმ მეგობრობამ დაგვაახლოვა, რომელიც იბადება და მტკიცდება საშინელი და მძიმე განსაცდელის დროს. მამაცო ნედ, ნეტავ ასი წლის სიცოცხლე მომცა, რომ სულ შენზე ვიფიქრო და გიგონებდე. რას ფიქრობდა ნედ ლედი საშიშ ცხოველზე? უნდა გითხრათ, რომ ნაკლებად სჯეროდა მისი არსებობის.
618 მე და ნედ ლენდი გემბანის კიჩოზე ვისხედით და ვსაუბრობდით, თან გავცქეროდით საიდუმლოებით მოცულ ზღვის სივრცეს, რომლის სიღრმე ადამიანისათვის დღესაც მიუწვდომელია. სიტყვა უჩვეულო ცხოველზე ჩამოვაგდე. ვლაპარაკობდით ჩვენი მოგზაურობის შესახებ. შევატყე, რომ ნედ ლენდი მე მალაპარაკებდა, თვითონ დუმდა.
619 მთელიეს სიმძიმე ტაბაკივით არ გაბრტყელებთ, რადგანაც თქენი სხეული გაჟღენთილია ჰაერით, რომელიც შიგნიდანაც ასეთივე ძალით აწვება. აქედან წარმოდგება თანაფარდობა გარეგანი და შინაგანი წნევისა, რომელიც ერთიმეორეს აბათილებს და თქვენ სასუალება გეძლევათ, გაუძლოთ ამ წნევას, მაგრამ წყალსი სულ სხვაა.
620 მშვენიერი ამინდი იდგა. მშვიდად მივცურავდით. სამხრეთის სფეროზე ივლისი ხომ ევროპის იანვარს უდრის. ზღვა გარინდულიყო და ირგვლივ არაჩვეულებრივი სანახაობა იშლებოდა. ნედ ლენდი მაინც ჯიუტად ადგა თავის აზრს. თუ სადმე ვეშაპი არ ჩანდა, გემბანზეც არ ამოდიოდა. ზღვის დანახვაც კი ეზარებოდა.
621 აღარ ვიცოდი, რა მეპასუხა. ჩვენ მართლაც ბრმებივით დავცურავდით ალალბედზე, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. ცხადია, შეუძლებელი იყო იმის მტკიცება, რომ ცალკბილას უსათუოდ წავაწყდებოდით სადმე, მაგრამ ჩვენს შორისმაინც არ მოიძებნებოდა მეზღვაური, რომელიც არ დადებდა სანაძლეოს, ცალკბილას ვერ მივაგნებთო.
622 იაპონიის ნაპირებიდან ამერიკამდე მთელი ოკეანის სივრცეც დაწვრილებით გამოვიკვლიეთ, მაგრამ ამაოდ. არაფერი გვინახავს თვალუწვდენელი, უსაზღვრო ზღვის გარდა. ვერსად ვნახეთ რაიმე ნიშანწყალი ცალკბილას მსგავსისა, არ წყალქვეშა კლდე, არც გემის ნამსხვრევები, არც მცურავი კუნძული ან ბორცვი.
623 ერთმანეთში არეულიყო სირცხვილისა და სიბრაზის გრძნობა. რცხვენოდათ, რომ ასე გაწბილდნენ, ჭორებს აჰყვნენ. აუტანელი იყო ეს გრძნობა, მაგრამ უფრო ძნელი ასატანი გახლდათ იმედის გაცრუება. ადამიანი მუდამ დაუდევარია, ცვალებადი, ერთი უკიდურესობიდან მეორში ადვილად ვარდბა. ახლაც ასე მოხდა.
624 ან კი რაში უნდა დადო ბრალი, რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შეასრულეს. ასეთი მოთმიენბა და გულმოდგინება ამერიკული ფლოტის მეზღვაურებს არასოდეს ახსოვთ. მაგრამ თუ ყოველივე ცდამ უნაყოფოდ ჩაიარა, რა იმათი ბრალია? მათ პირნათლად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა. ამაზე მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო.
625 მაშასადამე, ერთიღა დარჩენოდათ - შინ დაბრუნება. სწორედ ასე მოახსენეს კაპიტანს. კაპიტანმა ფარაგუტმა კი ეს ამბავი ძალიან შორს დაიჭირა. იგი თავის აზრზე მტკიცედ და ჯიუტად იდგა. მეზღვაურებს არ მოსწონდათ კაპიტნის ასეთი სიჯიუტე, უკმაყოფილეას აღარ ფარავდნენ და ნაძალადევად მუშაობდნენ.
626 ზღვა წყნარად და მშვიდად ირწეოდა. გემბანის კიჩოზე ვიდექი. კონსეი გვერდით მედგა, სივრცეს გასცქეროდა. გემის ეკიპაჟი კვლავ გულმოდგინედ აკვირდებოდა ჰორიზონტს, რომელიც თანდათან შავდებოდა და ვიწროვდებოდა. ოფიცრებს ღამის დურბინდები მოემარჯვებინათ. როდესაც მთვარე ღრუბლებში გამოაპარებდა სხივებს.
627 ცხოველმა თავისი ელექტრონული სხივების შუქში გაგვხვია, მერე ერთბაშად გაგვერიდა სამიოდე მილის მანძილზე. უკან გაბრუნებული გზადაგზა ტოვებდა ბღუჯა-ბღუჯა ორთქლის ქულას, თითქოს ჩქარი მატარებლის ორთქლმავალიაო... მაგრამ ცხოველი კვლავ ამოძრავდა და ჩვენკენ საშინელი სისწრაფით გამოექანა.
628 რამდენიმე წუთის შემდეგ, ოციოდე ფუტის მოშორებით, უცებ შედგა და მერე ერთბაშად ჩაქრა. მაგრამ ტალღებში როდი ჩამალულა, რადგანაც მისი შუქი თანდათანობით კი არა, ერთბაშად ჩაქრა, თითქოს სინათლის ჯადოსნური სათავე დაეხშოო. ცხოველი ახლა თურმე მეორე მხრიდან მოგვექცა, ალბათ გარს შემოგვიარა, ან გემის ქვეშ გაცურა.
629 პირქარი იყო. ქარის ზუზუნსადა ზღვის ბორგვაში, მანძილის მიუხედაად, გარკვევით ისმოდა მისი მოქნეული ბოლოს ტალღებზე თხლაშუნი, აჩქარებული ქშენაც კი. ზღვის ზედაპირზე ჰაერის ჩასასუნთქად ამოტივტივდებული ცხოველის ფილტვებში ისეთი ხრიალით შედიოდა ჰაერი, როგორც უზარმაზარ მანქანის ცილინდრში ორთქლი.
630 ყოველ წუთს მოველოდით ბრძოლის დაწყებას. რაც კი რამ სამებადურო ხელსაწყო და იარაღი გვქონდა, გემბანზე მოვათავსეთ. გატენეს ბარჯმტყორცნი, რომელიც ბარჯს ერთ მილზე ისროდა. გრძელი თოფის ისეთი მსკდომარე ტყვიებით დატენეს, რომლებიც ყველაზე ღონიერ ცხოველებსაც კი სულს გააფრთხობინებენ.
631 ექვს საათზე ირიჟრაჟა. განთიადის პირველ სხივებზე ერთბაშად ჩაქრა ცალკბილას ელექტრონული სინათლე. შვიდ საათზე თითქმის გათენდა. მაგრამ დილის ნისლი გადაჰკვროდა ჰორიზონტს და თვით საუკეთესო დურბინდითაც ვერაფერს გაარჩევდა ადამიანის თვალი. ყველანი წყევლას უთვლიდნენ ჩამოწოლილ ნისლს.
632 ორთქლი მილის ხუფს შხუილით ეხეთქეოდა. ზღვაში გადაისროლეს სვლის საზომი ლანგი. აღმოჩნდა, რომ გემი საათში თვრამეტ-ნახევარი მილის სიჩქარით მიდიოდა. მაგრამ ის წყეული ცხოველიც ასეთივე სისწრაფით მისრიალედა ჩვენ წინ! კიდევ ერთი საათი ვდიეთ, მაგრამ ჩვენ შორის მანძილი ერთი მეტრითაც ვერ შევამცირეთ.
633 დავეწიეთ!... - ყვიროდა კანადელი, მაგრამ რაწამს ბარჯის ტყორცნას დაუპირებდა, ცხოველი ელვასავით მიიწევდა წინ საათში ოცაადი მილის სისწრაფით. ერთხელ კი ასეთი გამწარებული დევნის დროს, ჩვენ გარშემო ისეთი წრე შემოავლო, თითქოს მასხარად გვიგდებსო და ისევ წინ გასრიალდა. სიბრაზის ყვირლი აღმოხდა ყველას.
634 ხშირად მომხდარა, რომ გულისძილში მყოფ ვეშაპს ადვილად მიჰპრვიან მებადურები. ნელ ლენდს რამდენიმე ასეთი მძინარე ვეშაპი გაუგმირავს თავის ბარჯით. მებარჯე სადარაჯოზე იდგა. გემი უხმაუროდ მიცურავდა, ცხოველს ორი კაბელტოვის მანძილზე მიუახლოვდა. ყველას შეუჩერდა გულის ცემა, სუნთქვა შეეკრათ.
635 ასიოდე ფუტის მანძილზე ვიყავით ელექტრონული შუქისმფენი ცხოველისაგან. შუქი თანდათან ძლიერდებოდა და თვალს გვჭრიდა. გემბანიდან გადავცქეროდი ნედ ლენდს, რომელსაც ბარჯი სასროლად აღემარტა. ოციოდე ფუტიღა აშორებდა გემს ცხოველისაგან. ნედ ლენდმა უცბად ხელი წინ გაჰკრა და ბარჯი სრიალით გაფრინდა.
636 გავიგონე როგორი ჟღარუნით დაეძგერა ბარჯი ცხოველს, თითქოს რაიმე ლითონის სხეულს დაეჯახაო. ელქტრონი მყისე ჩაქრა. ცხოველმა ორი უშველებელი წყლის ჭავლი ნიაღვარივით გადმოისროლა ჩვენს გემბანზე. გემის საშინელ რყევაზე დავბარბაცდი, თავი ვეღარ შევიმაგრე და ნიაღვარმაც ზღვაში გადამტყორცნა.
637 საბედნიეროდ, კარგად ვცურავ, მოულოდნელმა ჩაყვინთვამ გამაშეშა, მაგრამ გონება არ დამიკარგავს. რყევის ძალამ ოციოდე ფუტის სიღრმეზე ჩამაქანა. როგორც მოგახსენეთ, კარგი მოცურავე ვარ, არ დავიბენი, ფეხები ავამუშავე და ზედაპირზე ამოვცურე. ჩემი პირევლი ფიქრი ის იყო, გემს დავინახავდი თუ არა.
638 რამდენიმე საათში კი ზოგჯერ ბევრ რამეს მოასწრებს ადამიანი. კონსიეს უშფოთველი სიდინჯე და გულგრილობა მე გადმომედო, მხნეობა მომემატ. მივცურავდი, მაგრამ ცურვა თანდათან მიძნელდბოდა, რადგანაც სხეულზე მიკრული ტანისამოსი ბარწუხებივით მბორკავდა. წყლის ზედაპირზე თვს ძლივძლივობით ვიმაგრებდი.
639 აუტანელი მდგომარეობაა. გადარჩენის იმედი არ ჩანს. ერთადერთი ნუგესი ისღაა, თუ დროზე შეამჩნიეს ჩვენი იქ არყოფნა და ნავი ჩამოუსვეს გემიდან. კონსეი ყველაფერს გულდამსვიდებით ზომავდა. გასაოცარი ადამიანია, ამ თვალუწვდენელი ოკეანის ტალღებში ისეთივე აუღელვებლად იქცეოდა, თითქოს შინ იყო.
640 მაგრამ არა! ის მოშავო ზურგი, რომელზედაც მე ვიდექი, ქაცვიანი როდი იყო, არამედ სწორი და სარკესავით გლუვი. ფეხს რომ დავკრავდი, ლითონივით წკრიალებდა. თუმცა უცნაურად და დაუჯერებლად მეჩვენა, მაგრამ ჩანდა, რომ ეს ცხოველი ლითონისაგან შეექმნათ, შემოესალტათ და ჭანჭიკებით გაემაგრებინათ.
641 ეჭვი აღარ იყო, ეს მხეცი რომელმაც მთელი მსოფლიოს მეცნიერები გადარია, რომელმაც მთელი მსოფლიოს მეზღვაურებს ფანტაზია აუბნია, ადამიანის ნახელავს წარმოადგენდა. რომელიმე ზღაპრული ან მითიური ცხოველი რომ აღმომეჩინა, ასე არ გამაოცებდა. ბუნების სასწაული ისე როდი გვაოცებს, როგორც ადამიანის ნამოქმედარი.
642 ამ დროს უჩვეულო ჭრიალი მოგესმა, თითქოს სადღაც სიღრმეში გემის ჭახრიკი გადაატრიალესო და ეს საოცარი წყალქვეშა მოწყობილობა ამოძრავდა. ძლივს მოვასწარით ჩავბღაუჭებოდით მის ზემო ნაწილს, რომელიც ერთ არშინზე ამოზნექილიყო წყალს ზევით. ჯერჯერობით, ჩვენდა საბედნიეროდ, მისი სვლა ზომიერი იყო.
643 ზედაპირზე ხელებს ვაფათურებდი, ეგებ რაიმე სარკმლის ან კარისთვის მიმეგნო, მაგრამ ამაოდ. მთვარე ჩავიდა. უკუნ სიბნელეში დავრჩით. დილამდე უნდა დავლოდებოდით და შემდეგ გვეცადა გემის შიგნით შეღწევა. ჩვენი სიცოცხლე იმ იდუმალი მესაჭის ხელში იყო, რომელიც გემს მართავდა. მან რომ ჩაყვინთვა მოისურვოს, დავიღუპებით.
644 გამთენიის ოთხი საათი იქნებოდა, როდესაც გემმა სვლას უმატა. თავს ძლივსღა ვიმაგრებდით, თავბრუ გვესხმოდა. ტალღები ისეთი ტყლაშატყლუშით გვეხეთქებოდნენ, რომ მგლებივით ვყმუვოდით. ჩვენს ბედზე ნედს ხელში მოხვდა ღუზის დიდი რგოლი, რომელიც ნავის ფოლადის ზურგში ჩაესვათ. ყველანი ამ რგოლს ჩავებღაუჭეთ.
645 საბედნიეროდ, ბაქნის ჩაშვება ერთბაშად შეჩერდა. მოულოდნელად გემის შიგნიდან გაისმა რკინის ბერკეთების გაწევის ძლიერი ჟღარუნი, ფოლადის ფიცარმა ზევით ამოიწია და გამოჩნდა კაცი. მან შეყვირა და უცებ გაქრა. რამდენიმე წუთის შემდეგ, რვა ზორბა მამაკაცი ამოვიდა ბაქანზე და ხელი გვტაცეს.
646 ვერც მე და ვერც ჩემი ამხანაგები გონს ვერ მოვედით. არ ვიცი, ნედ ლენდი და კონსეი რას ფიქრობდნენ, როცა მცურავ საპატიმროში მოვხვდით, მე კი ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ვისთან გვქონდა საქმე? ალბათ ზღვის მეკობრეებთან, რომლებიც ახალგამოგონებული წყალქვეშა ხომალდით დათარეშობდნენ ზღვაში.
647 სადღაც სარკმელში გაგვაძვრინეს და რაწამსაც დაიხურა, უკუნ სიბნელეში დავრჩით. შიშველი ფეხებით ვიგრძენი, რომ რკინის კიბის საფეხურზე ვიდექი. ჩემ შემდეგ ნედ ლენდი და კონსეი მოჰყავდათ. კიბეს რომ ჩავცდით, ჩვენ წინ ფართოდ გაიღო კარი და ხელის კვრით შიგ შეგვრეკეს. კარი ჟღარუნით დაიხურა.
648 მე ერთ მხარეს დავიძარი ხელების და ფეხების ფათურით, კონეი - მეორე მხარეს. ხუთ ნაბიჯი რომ გადავდგი, რკინის კედელს წავაწყდი და ხის მაგიდას დავეჯახე, მაგიდის ახლოს კი რამდენიმე სკამს მოვუფათურე ხელი. ამ საკნის იატაკი ახალზელანდიური სელის სქელი ჭილოფით იყო მოფენილი, ისე რომ, ფეხის ხმა სრულებით არ ისმოდა.
649 ამ კაშკაშა სინათლეში უკვე შეგვეძლო ჩვენი საპატიმროს დათვალიერება. კედლები სრულიად შიშველი იყო. ოთახის შუაგულში იდგა მაგიდა, მის გარშემო კი ხუთი სკამი. კედელში დატანებული უხილავი კარი ჰერმეტულად დაეხურათ. ჩვენამდე არავითარი ხმაური არ არწევდა. თითქოს ყველაფერი ჩამკვდრიყო ამ წყალქვეშა ნავში.
650 თავისი გამოხედვით გულის სიღრმემდე გწვდებოდა! ამ გამოხედვით განჭვრეტდა ჩვენი თვალისათვის მიუწვდომელ წყლის სიღმეს, თვით ზღვის ქვეშეთსაც. ორივე უცნობს თავზე ეხურა ზღვის წავის ბერეტი, ფეხზე ეცვათ სელაპის ტყავის ჩექმები, ტანთ ემოსათ რაღაც ქსოვილი, რომელიც მოძრაობას უმსუბუქედათ.
651 ჩვენი თავგადასავალი თავიდან ბოლომდე მოვუყევი, ნათლად, მკაფიოდ, ყოველ სიტყვასა და მარცვალსაც კი გარკვევით გამოვთქვამდი, არც ერთი წვრილმანი არ გამომიტოვებია. ჩემი თავი გავაცანი, როგორც პარიზის მუზეუმების ბუნებისმეტყველების პროფესორი არონაკსი, მერე წარვუდგინე კონსეი და ნედ ლენდი.
652 მეტი გზა არ იყო, ახლა ინგლისურად უნდა ავლაპარაკებულიყავი, იქნებ ეს ენა მაინც გაეგო, რადგანაც ინგლისურად თითქმის მთელი დედამიწის ზურგზე ლაპარაკობენ. მართალია, სხაპასხუპით ვკითხულობდი ინგლისურსაც და გერმანულსაც, წაკითხულიც კარგად მესმოდა, მაგრამ ლაპარაკი გამართულად არ შემეძლო.
653 სამართალში მიცემით ემუქრებოდა იმას ვინც უკანონოდ დაგვაპატიმრა. ბოლოს მოთმინებიდან გამოსულმა დაიწყო ხელების ქნევა, ყვირილი და გააგებინა, რომ შიმშილით ვიხოცებითო. მართლაც მგლებივით გვშიოდა, მაგრამ აქამდე არც კი გაგვხსენებია. როგორც შევატყვეთ, უცნობებმა ვერც ინგლისურისა გაიგეს რამე.
654 გავიხსენებ ლათინურ ენას! -ვთქვი მე. ციცერონი ყურებში თითს დაიცობდა და პანღურით გამიმასპიძლდებოდა, მაგრამ რის ვაივაგლახით მაინც მოვახერხე და ლათინურად ავუხსენი ყველაფერი. ვერც ამან გაჭრა. ამ უკანასკნელი ცდის მერე, მათ ჩვენთვის გაუგებარ ენაზე რამდენიმე სიტყვა უთხრეს ერთმანეთს და გავიდნენ.
655 ეს ამბავი ნედ ლენდს არ ეჭაშნიკა. ჩვენთვის მოტანილ საჭმელებში შევნიშნე სხვადასხვა თევზეული, რომელიც დიდი ხელოვნებითა და გემოვნებით მოემზადებინათ. მაგრამ ისეთი საჭმელიც ერია, რომელიც არ ვიცოდი, რა იყო, ისიც ვერ გავარკვიე, მცენარეულობისა იყო თუ ცხოველის ხორცისა. მთელი ჭურჭელი ლამაზად გამოიყურებოდა.
656 ყველაზე ადრე მე გამომეღვიძა. გადავხედე ამხანაგებს. არც კი ინძრეოდნენ ტომრებივით ეყარნენ. მართალია, ჩვენი ახალზელანდიური სელის საფენზე გვეძინა, რომელიც სქელიც იყო და რბილიც, მაგრამ ეს ხომ ნამდვილი ლოგინი არ იყო და ცოტათი გვერდები მტკიოდა, მაგრამ ჯანსაღად და მხნედ ვგრძნობდი თავს.
657 მაგრამ საინტერესოა, როგორ ახერხებდა კაპიტანი ამას მცურავ სახლში? ვფიქრობდი, დრო იყო, საამისო განკარგულება გაეცა, საჩქაროდ, დაუყოვნებლივ. ძალაუნებურად, სუნთქვას მოვუხშირე, რომ ამ გალიაში დარჩენილი ჟანგბადი როგორმე შემესუნთქა. უცებ დაბერა გრილმა სიომ, რომელი ფისის ანაორთქლით იყო გაჟღენთილი.
658 წყალქვეშა ნავი, ეს ფოლადის ცხოველი, ოკეანის ზედაპირზე ამოცურებულიყო სუფთა ჰაერის შესასუნთქად, როგორც ვეღაპებმა იციან ხოლმე. მივაგენი, მივხვდი წყალქვეშა ნავის ჰაერის წმენდის საშუალებას. მთელი მკერდით შევისუნთქე გრილი სიო. თვალით დავუწყე ძებნა იმ სასუნთ მილს, საიდანაც ეს მადლიანი სიო უბერავდა.
659 მალე მოვძებნე. კარის თავზე სარკმელი გაეღოთ, იქიდან შემოდიოდა გრილი, სუფთა ჰაერი და აქაუროას აჯანსაღებდა. სანამ ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი, ნედ ლენდი და კონსეიც თითქმის ერთდოულად გამოაღვიძა მაცოცხლებელმა ჰარემა. თვალები მოიფშვნიტეს, გაიზმორნენ, დაამთქნარეს და ერთ წუთში უკვე ფეხზე იდგნენ.
660 ვაითუ დაუფიქრებლად მოქცეულიყო, როცა ჩვენს დღევანდელ პატრონს შეეჩეხება! ორი საათი კიდევ გავიდა. კანადელი ყვიროდა, ღრიალებდა, მაგრამ უყანოფოდ. რკინის კედლებს არაფერი ესმოდა. რამდენჯერმე კედელს ყური მივადე, ვერავითარ ხმაურს ვერ ვგრძნობდი. გემის შიგნით ჩამიჩუმი არ ისმოდა, თითქოს ყველაფერი ჩამკვდარიყო.
661 უცებ ხმაური მოისმა. ლითონის იატაკზე გარკვევით ისმოდა ფეხის ბაკაბუკი. კლიტემ დაიჩხაკუნა, რკინის ურდულმა დაიჟღრიალა, კარი გაიღო და ჩვენი ნაცნობი მოსამსახურე გამოჩნდა. თვალის დახამხამება ვერ მოასწარი, რომ ნედ ლენდი ეძგერა იმ უბედურს, ქვეშ ამოიდო და ისე მძლავრად წაუჭირა ყელში, რომ ხრიალი დააწყებინა.
662 რა გავლენა და რა ძალა უნდა ჰქონოდა ამ კაპიტანს, რომ კაცი კინაღამ წაახრჩვეს, ის კი მხოლოდ ერთი უბრალო ნიშნის მიცემაზე მორჩილად გავიდა, შემოხედვითაც კი არ გამოუთქვამს თავისი გულისწყრომა. აუღელვებელი კონსეიც გაოცებული დარჩა ამით. მე ხომ მთლად გავშტერდი. ყველანი უსიტყვოდ ველოდით, რა მოხდებოდა.
663 თქვენმა ნაშრომმა მეცნიერბა წინ წასწია, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ხმელეთის მცხოვრებთათვის, თუმცა ჯერ ყველაფერი არ იცით, ყვლაფერი არ გინახავთ. ნება მიბოძეთ, პროფესორო, მოგახსენოთ, რომ თქვენ სანანებლად არ დაგრჩებათ ჩემ გემზე გატარებული დრო. თქვენ იმოგზაურებთ საოცრებათა სამყროში.
664 დღეიდან თქვენ ფეხს შედგამთ ახალ სტიქიონში და იხილავთ იმას, რაც ჯერ არც ერთ სულიერ ადამიანს არ უნახას - ჩემსა და ჩემიანების გარდა. ჩემი წყალობით თვალწინ გადაგეშლებათ პლანეტის წყალქვეშეთის საიდუმლოებანი. ცბიერებაში ნუ ჩამომართმევთ, თუ ვიტყვი, რომ კაპიტნის სიტყვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდიან ჩემზე.
665 ეს ოთხი გემოვნებით იყო მოწყობილი. კედელთან ორი მაღალი ბუფეტის კარადა იდგა. თაროებზე კრიალებდა ქაშანური, ფაიფური და ბროლი. ვერცხლის ჭურჭელს ელექტრონის შუქზე ლაპლაპი გაჰქონდა. სინათლე ჭერიდან ეფინებოდა ოთახს. საუცხოო სურათებით მოხატული ჭერი ამ კაშკაშა სინათლეს სინაზეს ჰფენდა.
666 როგორც შევიტყვე, ეს ნაირ-ნაირი საჭმელი ბლომად შეიცავდა ფოსფორს და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს იყო ზღვის ცხოველის ხორცეული ან ზღვის მცენარეულობა. კაპიტანი ნემო მომჩერებოდა. არაფერი მიკითხავს, მაგრამ ჩემს ფიქრებს მიხვდა და თვითონ მიპასუხა იმ კითხვებზე, რომელთა წარმოთმის სურვილით ვიწვოდი.
667 ჩავეშვები ამ სტიქიონის სიმძიმეში, რომელიც ადამიანს მიუწვდომელი ჰგონია და ჩემს წყალქვეშა ტყეებში ვნადირობ. ჩემი ნადირის ჯოგები წყნარად ნავარდობენ ოკეანის თვალუწვდენელ იალაღზე. დიახ, ეს არის ჩემი უზარმაზარი სამფლობელო, რომელიც ზარალის მოუყენებლად იძლევა მუდმივ შემოსავალს.
668 აბა, იგემეთ, ნამდვილი ღორის ყაურმა გეგონებათ. ჩემი მზარეული დიდი ოსტატია თავისი საქმისა და ჩინებულად ინახავს სანოვაგეს. გასინჯეთ, პროფესორო და თქვენი აზრი გამიზიარეთ. აი, გოლოთაურიას კონსერვები, მალაელები თითებს ჩაიკვნეტენ. აგერ, ვეშაპის ჯიშის ცხოველთა რძისგან მოხდილი ნაღები.
669 რაშია შეღებილი? ჯიგრისფერ ნიჟარაში. ეს იისფერი ზოლები კი ხმელთაშუა ზღვის ბაჭიის გამონაწურსია შეღებილი. თქვენს კაიუტაში ტუალეტის მაგიდაზე ნახავთ სხვადასხვა სუნამოს, რომლებიც დამზადებულია ზღვის მცენარეთა ყვავილებისაგან. თქვენი ლოგინი დამზადებულია თივთიკივით რბილი ზღვის ბალახისაგან.
670 ზღვა ჩემთვის ყველაფერია! ზღვა ფარავს მთელი დედამიწის ზურგის შვიდ მეათედს - მისი სუნთქვა, მისი ანაორთქლი ჯანსღია, მაცოცხლებელი და სუფთა. ეს არის თვალუწვდენელი უდაბნო, სადაც ადამიანი მარტოობას ვერასოდეს იგრძნობს, რადგანაც ხედავს და გრძნობს, რომ მის გარშემო სიცოცხლე დუღს და გადმოდუღს.
671 ზღვა მუდმივი ციალია, მუდმივი მოძრაობა, მუდმივი სიყვარული, გარდაუვალი ფეთქვა, როგორც ამბობს ერთი ხმელეთის პოეტი. ზღვა არის უზარმაზარი ბუნების აუზი. ზღვით დაედო ქვეყნიერებას სათავე და ვინ იცის, იქნება მისითვე დასრულდეს იგი. ზღვაში ვპოულობთ უზენაესი სიმშვიდეს. ზღვა არ ეკუთვნის დესპოტ ადამიანს.
672 სასადილო ოთახის ბოლოში კარი გაიღო და ელექტრონით განათებულ ვიწრო და გრძლე ტალანსი გავედით. ათიოდე მეტრი გავიარეთ. ჩვენ წინ კიდევ გაიღო კარი და მეორე ოთახში გავედით. ეს გახლდათ ბიბლიოთეკა. კედლების ირგვლივ იდგა ჭერამდე აწვდილი შავი ხის კარადები. თაროებზე ჩაემწკრივებინათ ერთნაირად შეფერილი წიგნები.
673 კარადები კედლებს გასწვრივ ჩასდევდა. მათ შუა კი იდგა ყავისფერ ტყავგადაკრული დივნები, ამ დივნებზე საუცხოოდ მოთავსდებოდა მკითხველი. დივნებთან მიდმულ პატარა პიუპიტრიან მაგიდებზე მოხერხებულად შეიძლებოდა წიგნის დადება წასაკითხად. ბიბლიოთეკის შუაში უზარმაზარი მაგიდა იდგა, რომელიც სავსე იყო ბროშურებით.
674 ოდესღაც, გიჟი კოლექციონერი გახლდით, ხარბად ვაგროვებდი ადამიანის ხელით შექმნილ მშვენიერ ნაწარმოებებს. დაუღალავად ვეძებდი და მოვახერხე რამდენიმე იშვიათი და ძვირფასი ნივთის შეძენა. მხოლოდ ესენიღა მახსენებენ ხმელეთს, რომელიც ჩემთვის ახლა მკვდარია. კაპიტანი გაჩუმდა, თითქოს ღრმა ფიქრებს მისცა თავი.
675 კაპიტანს გავყევი. დარბაზის ყველა მხარეს კარი ჰქონდა. ერთ-ერთი კარით ვიწრო ტალანში გავედით და გემის ცხვირს მივადექით. აქ იყო ჩემთვის გამზადებული კაიუტა კი არა, მშვენიერი ოთახი, თავისი საწოლით, ტუალეტის მაგიდით და სხვა ავეჯით მორთული. მადლობის გადახდის მეტი რაღა დამრჩენოდა.
676 მას ქმნისგალვანური ელემენტები. თქვენც მოგეხსენება, რომ საჭირო ხდება მათსი ქვანახშირის და ლითონის გამოცვლა, მაგალითად, თუთიისა. ზღვაში არის ქვანახშირი, მაშასადამე, ქვანახშირი თავსაყვარი მაქვს. თუთია აქ არ იშოვება. მაგრამ მის მაგივრად ვხმარობთ ნატრიუმის ანუ ბორის და სინდიყის ნარევს.
677 ეს უსარგებლოა, რადგანაც ზღვის ზედაპირზე ამოვდივარ, როდესაც ამის საჭიროებაა. მართალია, ელექტრონი ჰაერს არ მაძლევს სასუნთქად, სამაგიეროდ, მოძრაობაში მოჰყავს მძლავრი ტუმოები, რომელთა საშუალებით ჰაერით ივსება სათადარიგო აუზები, რის წყალობითაც შემიძლია წყალქვეშ დავყო იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მინდა.
678 იმ კიბეს რომ გავცდით, რომელიც ბაქანს ეკვროდა, დავინახე, ორი მეტრი სიგრძის კაიუტა, სადაც ნედ და კონსეი სუცხოო სადილით აღტაცებულნი მადიანად ილუკმებოდნენ. შემდეგ კაპიტანმა სამზარეულოს კარი შეაღო. ოთახი სიგრძით სამი მეტრი იქნებოდა. აქ ელექტრონი გაზზე უფრო მარჯვედ იყო გამოყენებული.
679 მავთულები ღუმელს უერთდებოდა და კბილებიან პლატინას ახურებდა. სითბოს მომატება და მოკლება თავისუფლად შეიძლებოდა. ელექტრონით ხურდებოდა წყლის გამოსახდელი აპარატი, რომელიც მშვენიერ სასმელ წყალს იძლეოდა. სამზარეულოს გვერდით მოწყობილ აბაზანაში სურვილსამებრ შიძლებოდა თბილი ან ცივი წყლის მოშვება.
680 წინ და უკან განეთავსებინათ გემის კედლებისკენ გადმოზნექილი ორი დაბალი შუშაბანდიანი ჯიხური, რომლებსაც კრამიტის მოყვანილობის სქელი შუშები ჰქოდათ ჩასმული. ერთი იყო მესაჭის ოთახი, მეორე კი ელექტრონის შუქურასი, რომელიც წყალქვეშა ნავს გზას უნათებდა. ზღვა მშვენიერი იყო, ცა - მოწმენდილი.
681 ნედს სიტყვა არ დაესრულებინა, რომ უცებ სინათლე ჩაქრა და ისეთი უკუნი ჩამოწვა, თითქოს ყურებამდე ქუდები ჩამოგვაფხატესო. სინათლე ისეთი სისწრაფით ჩაქრა, რომ თვალებმა ტეხა დამიწყო, როგორც სიბნელიდან კაშკაშა სინათლეზე გამოსვლის დროს იცის ხოლმე. სამივენი მუნჯებივით დავრჩით, ვერც ვინძრეოდით.
682 ნედი და კონსეი თითქმის სულ ჩემთან იყვნენ. ძალიან უკვირდათ კაპიტნის გაუჩინარება. მაგრამ კონსეის თქმისა არ იყოს, ჩვენ სრული თავისუფლებით ვსარგებლობდით, საუცხოოდ ვიკვებებოდით, ეტყობოდა, ჩვენი ბატონ-პატრონი თავის სიტყვას ასრულებდა. იმ დღიდან ჩემი თავგადასავის წერას შევუდექი.
683 საჩქაროდ ჩავიცვი და დიდ დარბაზში გამოვედი. თურმე კაპიტანი მელოდა, მომესალმა და მკითხა, თანახმა ხართ თუ არა სანადიროდ წამოსვლაზეო. რადგანაც იმ რვა დღის შესახებ არაფერი მითხრა, რაც ერთმანეთი არ გვინახავს, მეც აღარ მიკითხავს და ვუპასუხე, მე და ჩემი ამხანაგები მზად ვართ, გეახლოთ- მეთქი.
684 მართალია, ტყეში სასეირნოდ გეპატიჟებით, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ იქ რესტორნები დაგვხვდეს. საუზმედ გვქონდა სხვადსხვა თევზეული, ზღვის გოგრა, ზღვის მცენარეულობით შეზავებული. სასმელად გვქონდა სუფთა წყალი, რომელშიც კაპიტნის მიმბაძველობით რამდენიმე წვეთი სპირტიანი სასმელი ჩავაწვეთეთ.
685 ასეთი მოწყობილობა თუ გაქვთ, უხიფათოდ შეგიძლიათ ზღვის ფსკერზე მოგზაურობა. ეს არის რკინის რეზერვუარი, რომელშიც ორმოცდაათი ატმოსფეროს წნევით ვათავსებ შეკუმშულ ჰაერს. ამ აპარატში ორი ტუმბოა გამოშვერილი. ტუმბოები ეფარება პირსა და ცხვირს. ერთიდან ჩაისუნთქავ, მეორით ამოისინთქავთ.
686 იგი შედგება ბუნზენის ელემენტისაგან, რომელსაც ნატრიუმით ვავსებ, ზღვაში კი ნატრიუმი უხვადაა. ინდუქციური კოჭი ელექტროენერგიას აგროვებს და სანათურისკენ მიმართავს. სანათურში ჩაშვებულია ნახშირმჟავას გაზით გატენილი შუშის მილი. როდესაც აპარატი მოქმედებს, ეს გაზი ენთება და განუწყვეტლივ გამოსცემს მოთეთრო ალს.
687 სამოსი უნაკერო კაუჩუკისა იყო და თანაც ისეთი, დიდ წნევას რომ გაუძლებდა. ეს იყო შარვალი და ქურთუკი. შარვალი ტყავისძირიანი მძიმე ფეხსაცმლით მთავრდებოდა. ქურთუკი წელთან მიემაგრებინათ სპილენძის ბეგთარზე, რომელიც სხეულს იფარავდა წყლის წნევისაგან და ფილთვებს სუნთქვას უადვილებდა.
688 სახელოები ბოლოვდებოდა ფაფუკი ხელთათმანებით, რომლებიც მოძრაობას სრულებით არ გვიშლიდა. კაპიტანმა ნემომ, ჰერკულესივით მოყვანილმა მისმ თანამგზავრმა, კონსეიმ და მე საჩქაროდ ჩავიცვით სკაფანდრები. ახლა ლითონის ზუჩში უნდა გამეყო თავი, მაგრამ სანამ ამ ოპრაციას შევასრულებდი, კაპიტანს ვთხოვე, თოფი ეჩვენებინა.
689 უბრალო თოფი მომაწოდეს, მოზრდილი რკინის კონდახი ჰქონდა, რომელშიაც ცარიელი ადგილი დაეტოვებინათ შეკუმშული ჰაერის რეზერვუარისთვის. ეს ჰაერი თოფის ლულაში მაშინ იჭედებოდა, როდესაც ჩამოშვებული ჩახმახი სწევდა რეზერვუარის სარქველს. კონდახის ტარში გამოკვეთილ ღრუში მოთავსებული იყო ოცტყვიიანი ვაზნა.
690 თუკი მხატვრის ყალამსაც არ შეუძლია წყლის სტიქიონის მშვენებანი სავსებით გადმოგვცეს, განა კალმით შეიძლება ამისი აღწერა? კაპიტანი ნემო წინ მიგვიძღოდა. რამდენიმე ნაბიჯით უკან მისდევდა მისი ამხანაგი. მე და კონსეი გვერდიგვერდ მივდიოდით, თითქოს ერთმანეთთან ლაპარაკი შეგვძლებოდეს ამ ლითონის ზუჩებიდან.
691 ამ ნივთებმა წყალში დაკარგეს თავიანთი წონა. დიდად ვუმადლოდი ფიზიკის ამ კანონს, რომელიც არქიმედემ აღმოაჩინა. მოძრაობა თავისუფლად შემეძლო. მაოცებდა მზის შუქის ძალა, რომელიც აქ ზღვის ზედაპირიდან ოცდაათი ფუტის სიღრმეზე აღწევდა. ასი მეტრის მანძილზე ნათლად ვარჩევდი ყევლაფერს ირგვლივ.
692 ჯადოსნურად მოჩანდა ცის თხელი ფენა, რომელიც ლურჯად ციალებდა შორს და ტალღების წყვდიადში ინთქმებოდა. ის წყალი, როემლიც ჩვენ გარშემო იყო, იმავე ჰაერს ედარებოდა, თუმცა უფრო სქელი იყო, ვიდრე ხმელეთის ატმოსფერო, მაგრამ ისეთივე გამჭვირვალე. ჩემ გასწვრივ ნათლად ვარჩევდი ზღვის მიწყნარებულ ზედაპირს.
693 ეს იყო ჯადოსნური, საოცნებო, მომხიბლავი სანახაობა. აღტაცების ჟრუანტელი მივლიდა. მომენატრა შთაბეჭდილების გაზიარება ამხანაგისთვის, მაგრამ სანანებლად მრჩებოდა, რომ არ შემეზლო კონსეისთან გამოლაპარაკება. შურით ვუცქერდი კაპიტანს, რომელიც თავის ამხანაგს ხელებით ესაუბრებოდა. მერე ჩემს თავს დავუწყე ლაპარაკი.
694 მაგრამ აქ დიდხანს არ შემეძლო გაჩერება და ძლივძლივობით მივჩანჩალებდი კაპიტნის უკან, რომელიც ყოველი ჩემი შეჩერების დროს მანიშნებდა, მომყევიო. ნიადაგი მალე შეიცვალა, შლამის მაგივრად ახლა თიხნარი და კაჟიანი ნიადაგი გვხვდებოდა, ნიჟარების მტვრით დაფარული. გავიარეთ ზღვის მცენარეებით მოფენილი ველი.
695 როგორც შევამჩნიე, მწვანე მცენარეულობა უფრო ზღვის ზედაპირს ეფინებოდა, წითელი მცენარეულობა - ზღვის აშუალო სიღრმეს, მოშავო და ყავისფერი კი - ოკეანის ძირითად ფენების ბაღნარს და წალკოტს წარმოადგენდა. ზოოფიტებში, რომელიც მსოფლიო ფლორის სასწაულს წარმოადგენს, ერია როგორც უზარმაზარი, ასევე პატარა სხეულები.
696 შუადღე იყო, რადგანაც მზის სხივები შვეულ ხაზად ეშვებოდა ზღვის ფსკერზე. ფერების ციალი ნელ-ნელა გაქრა, ფირუზისა და საფირონის ელვარება თვალთაგან მოგვეფარა. მივდიოდით გაბედული ნაბიჯით და შორს გაისმოდა ჩვენი ფეხის ხმა. ფეხის უმცირესი ხმაურიც კი სმენისათვის უჩვეულო სისწარაფით ედებოდა მიდამოს.
697 ტყე შედგებოდა დიდრონი ხეებისაგან. როდესაც მათ უზარმაზარ კამარათა ქვეშ გავიარეთ, განცვიფრებული დავრჩი. აქაურობის მსგავსი ჩემს დღეში არაფერი მინახავს. არც ერთი ბალახი, არც ერთი ბუჩქი, არც ერთი ღერო, არც ერთი მცენარე, რომელიც ნიადაგს ფარავდა ერთიანად აზიდულიყო ოკეანის ზედაპირისკენ.
698 მათ არ სჭირდებოდათ მასაზრდოებელი წვენი, მათთვის საკმარისი იყო მხოლოდ დასაყრდენი წერტილი. მთელი მათი სიცოცხლე წყალში იყო, წყალი ასულდგმულებდა და ასაზრდოებდა მათ. პირველი საათი იქნებოდა, როდესაც კაპიტანმა ნემომ გვანიშნა, დავისვენოთო. უზარმაზარი ფიკუსების ქვეშ წამოვგორდით.
699 დიდი სიამოვნება მაგრძნობინა ამ დასვენებამ. სანანებლად მეჩვენებოდა, რომ არ შეგვეძლო ერთიმეორისათვის გაგვეზიარებინა ჩვენი შთაბეჭდილებანი. გაოცებული ვიყავი, რომ ოთხი საათის სიარულმა არ მომაშივა. რამდენ ხანს მთვლემდა, არ ვიცი, მაგრამ როდესაც გამომეღვიძა, მეჩვენა, თითქოს მზე კარგად გადახრილიყო.
700 მისი უზარმაზარი ფეხი საშინლად იკრუნჩხებოდა. ამ შემთხვევამ გამახსენა, რომ ზღვის ჯურღმულებში ამაზე უფრო საშიში ცხოველებიც ბინადრობენ, რომელთაგან ვერც სკაფანდრი დაგიფარავს, ვერც თოფის კონდახი. მეგონა, ამაზე შორს აღარ წავიდოდით, მაგრამ მოვტყუვდი. კაპიტანმა ნემომ კვლავ განაგრძო გზა.
701 როგორც დავაკვირდი, მცენარეულობა აღარსად ჩანდა, მაგრამ უამრავი ზოოფიტი, ლორწოვანი მღილები და თევზები ფუსფუსებდნენ და ირეოდნენ ამ მიდამოში. ოთხი საათი იქნებოდა, როდესაც ჩვენ წინ აღიმართა ბუმბერაზი კლდეები, უზარმაზარი სალი კლდის ფრიალოები, რომლებშიც მოჩანდა ჩაბნელებული მღვიმეები.
702 მისმა ხელის ქნევამ ჩვენც შეგვაჩერა. მერე უკან გამოვტრიალდით. კაპიტანი წინ მიგვიძღოდა და უყოყმანოდ მიიკვლევდა გზას. თუმცა უკან ვბრუნდებოდით, მაგრამ შევატყვე, რომ სულ სხვა გზით მოვდიოდით. ეს ახალი გზა ძალზე დაქანებული იყო და ძნელად სავალი, თუმცა მალე მიგვიყვანა ზღვის ზედაპირზე.
703 უცებ დავინახე, რომ კაპიტანმა ნემომ თოფი მოიმარჯვა და აჩარებით დაუმიზნა რაღაც მოძრავ საგანს ბუჩქებში. თოფი გავარდა, გისმა სუსტი სტვენა და მოკლული ცხოველი კაპიტნის თანაშემწემ აიღო. ეს იყო მშვენიერი ზღვის წავი. ეს ერთადერთი ოთხფეხა ცხოველია, რომელიც ზღვაში ბინადრობს, თუმცაიშვიათად.
704 აქ გავხვდი იშვიათი სროლის მოწმე. უშველებელფრთებიანი ფრინველი ტრიალით ეშვებოდა ზღვის ზედაპირზე. ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ ვხედავდით მათ მოხაზულობას. როდესაც ფრინველი რამდენიმე მეტრზე დაუახლოვდა ზღვის ზედაპირს, კაპიტან ნემოს ამხანაგმა დაუმიზნა და ესროლა. ფრინველი მეხივით დაენარცხა წყალზე.
705 მაგრამ მალე დავმშვიდდი, როდესაც დავინახე, რომ კაპიტანიც ჩემ გვერდით გულაღმა გაწვა. მალე ყველაფერს მივხვდი. ჩვენ ვიწექით ზღვის ფსკერზე, ზღვის მცენარეთა ჩრდილქვეშ. თავი ოდნავ წამოვწიე და დავინახე, რომ ორი უზარმაზარი ონავარი ცხოველი შხუილით მოსრიალებდა და ფოსფორესცირებულ სინათლეს ფენდა.
706 გულსაკლავ სურათს წარმოადგენდა ზღვის ტალღებში დაღუპული გემი. გულის მომკვლელი უფრო ის იყო, რომ მის გემბანზე ჯერ კიდევ ელაგა თოკებში გახლართული რამდენიმე ადამიანის გვამი... დავითვალე ოთხი მამაკაცი. ერთი ჯერ კიდევ ცოცხალივით ფეხზე იდგა საჭესთან. მოაჯირზე გადმოყუდებულ ქალს ხელში ბავშვი ეჭირა.
707 მარტოდმარტო, უძრავად იდგა ჭაღარაშერეული, კეთილშობილი სახის და ნათელი გამომეტყველების მესაჭე, საჭისკენ ხელებგაწვდილი, თითქოს კვლავ მართავდა ამ სამანძიან გემს ოკეანის ფსკერზე. საზარელ სანახობა იყო! დიდხანს ვუცქირეთ გემს, რომელიც თითქოს მისი დაღუპვის უკანასკნელი წუთების ფოტოგრაფიულ სურათს წარმოადგენდა.
708 ის არ ჰგავდა კუკის საბედისწერო გზას, უფრო ჩრდილოეთისაკენ აიღო გეზი, კუნძულ მურეის ნაპირებს გვერდი აუარა და სამხრეთ-დასავლეთისკენ იბრუნა პირი, კუმბერლენის გასასვლელისაკენ. მეგონა ამ გზით ივლიდა, მაგრამ ერთბაშად უკანვე გაუხვია ჩრდილო-დასავლეთისაკენ და ასე გაჰყვა უამრავ დიდ თუ პატარა უცნობ კუნძულეს.
709 აქ ხომ ცდების ჩასატარებლად არ წამოვსულვართ. ნედმა გამადიდებელი შუშით ფიჩხს მოუკიდა, კონსეი და მე საუკეთესო ნაყოფს ვკრეფდით. ზოგი შემოუსვლელი იყო და ქერქის ქვეს გული ჯერ ისევ მაგარი ჰქონდა. უმრავლესობა კი სიმწიფისაგან დაყვითლებულიყო და მოწყვეტასღა ელოდა. ამ ნაყოფს არც კურკა ჰქონდა და არც თესლი.
710 შუადღემდე ბევრი ბანანი მოვაგროვეთ, ბლომად დავკრიფეთ მანგოს ნაყოფი და მსხვილ-სხვილი ანანასი. ხეხილის ძებნამ და კრეფამ დიდი დრო წაიღო, მაგრამ სად გვეჩქარებოდა? კონსეი აკვირდებოდა ნედს, რომელიც წინ მიაბიჯებდა, ხეებიდან მარჯვედ წყვეტდა მსვენიერ ნაყოფს, რომელსაც მათი სურსათის მარაგი უნდა შეევსო.
711 საგოს ხეს მომწიფება იმაზე ემჩნევა, რომ ფოთლებიდან თეთრი მტვერი სცვივა. ნედმა ცერის სიგანეზე ქერქი შემოაცალა. საგოს ქერქი დაფარული იყო მოგრძო, ძარღვიანი ქსლით და საგოს ფქვილიც სწორედ ეს იყო. ეს ფქვილია მელანეზიის მცხოვრებთა უმთავრესი საკვები. ნედმა ხეები ნაჭერ-ნაჭერ დააპო.
712 კანჯო იქვე იდგა, სადაც წუხელ დავტოვეთ. გადავწყვიტეთ, კიდევ წავსულიყავით კუნძულზე, ნედს იმედი ჰქონდა, სანადირო ადგილებს ტყის მეორე ნაწილში მივაგნებთო. მზის ამოსვლისთანავე კანჯო დავძარით. იგი ტალღებმა გაიტაცა და რამდენიმე წუთის შემდეგ, კუნძულს მივაღწიეთ. ნაპირზე გადავედით.
713 ზღვის მარცხენა ნაპირს გავყევით, რამდენიმე პატარა მდინარესი გავტოპეთ და გაშლილ ველზე გავედით, რომელსაც მსვენიერი ტყეები ესაზღვრებოდა. რამდენიმე თევზიყლაპია დავინახეთ, მაგრამ ახლოსაც არ მიგვიკარეს. ალბათ ამ ფრინველებმა უკვე იცოდნენ, თუ რა ხეირს დააყრიდა მათ ჩვენისთანა ორფეხა.
714 ზოგჯერ მახეს დაუდგამენ ან ფაცერკუდას უგებენ მაღალი ხეების კენწეროებზე, ზოგჯერ ხეების შტოებს ჩიტის წებოთი გაპოხავენ და ფრინველის ფეხი ზედ ეკვრის, მოძრაობის საშუალებას უდუნებს, ხან მოწამლავენ წყალს, რომელსაც ეს ფრინველები ეტანებიან. ჩვენ კი მხოლოდ გაფრენილის მოკვლა შეგვეძლო.
715 მაგრამ ვაზნები ტყუილად დავხარჯეთ. თორმეტი საათი იქნებოდა, როდესაც გავიარეთ პირველი მთის ქედი. ეს იყო კუნძულის შუა ადგილი. ვერაფერი ვერ მოვკალით. კუჭი შიმშილით გვეწვოდა, მონადირეები ნანადირევის იმედით წამოვედით და მოვტყუვდით კი. კონსეიმ ერთი გასროლით მოკლა მტრედი და ქედანი.
716 მაშინვე გავბდღვენით და შამფურზე წამოვაგეთ. სანამ ისინი შეიწებოდა, ნედმა პური მოამზადა. ისე შევსანსლეთ ეს ფრინველები, ძვლებიც კი არ დავტოვეთ. საერთოდ, დავასკვენით, რომ საუცხოო ნობათი იყო. ეს ფრინველები ჯავზის ნიგოზს ჭამენ და მათ ხორცსაც ნამდვილი ჯავზის სურნელება და გემო ჰქონდა.
717 ეს ქაჯები ზედაც არ დახედავენ! კიდევ კარგი, რომ ნედი ლაპარაკში გაერთო, თორემ სულ გაჟლეტდა, დრაც ამ ტყეში კენგური იყო. ბოლოს თორმეტიოდე კენგურუთი დაკმაყოფილდა. ეს კენგურები ხის ფუღუროებში ბინადრობენ. ტანით პატარები არიან, მაგრამ ხორცი გემრიელი აქვთ. ნადირობით გული ვიჯერეთ.
718 კანჯომდე ათიოდე საჟენი იქნებოდა. ველურები კი თუმცა ნელი ნაბიჯით, მაგრამ მაინც თანდათან გვიახლოვდებოდნენ. მათი ნატყორცნი ისარი და ქვა სეტყვასავით მოდიოდა. ნედი თავისას არ იშლიდა და ხიფათის მიუხედავად, ნაპირზე არაფერი დატოვა, ყველაფერი წამოიღო. ბოლოს ერთი ხელით ტახი დაითრია, მეორეთი - კენგურუ.
719 ნამდვილი პაპუასები იყვნენ - ბრგე, წარმოსადეგი, მოხდენილი ვაჟკაცები, ფართო შუბლი და ქათქათა კბილები ამშვენებდათ. ცხვირის ნაპარსივით გაბუებული თმა წითლად შეეღებათ და ნუბიელებივით შავსა და ელვარე კანზე მკაფიოდ გამოირჩეოდა. ორად გაყოფილ და აჭიმულ ყურის ბიბილოებში რგოლები გაეყარათ.
720 გავიხედე და დავინახე, რომ პაპუასებით გაჭედილი ოცზე მეტი მორა ნავი გვიახლოვდებოდა. მათი ნავები მთლიანი მორისაგან იყო გამოკვეთილი, გრძელი, სწორი და გასაცურად მარჯვე. ნავი არც გადაბრუნდებოდა, რადგან წონასწორობის დასაცავად მიბმული ჰქონდა ბამბუკის ხეები, რომლებიც წყლის ზედაპირზე ტივტივებდა.
721 მაგრამ თავადაც ნახავთ. დარაბები ახდილიც რომ იყოს შიგნით მაინც ვერ ჩამოვლენ. ბაქანზე კი ჯანი გავარდეთ, იფოფხონ. ამის გულისთვის არ მინდა, საწყალი ხალხის სისხლი დავღვარო. კაპიტანმა გამომკითხა კუნძულზე გასეირნებისა და ნადირობის ამბავი და გაუკვირდა ნედ ლენდის ხორცისადმი დაუოკებელი ლტოლვა.
722 ჩვეულებრივ, ტემპერატურის გაზომვა რთული საქმეა და შესაფერისი ინსტრუმენტებია საჭირო. მაგალითად, თერმომეტრის ქოლგები, რომლებიც წყლის წნევისაგან საკმაოდ ხშირად იმსხვრევიან. ამ წესით ჩატარებული გამოკვლევა კარგად ვერ შემოწმდება. კაპიტანი ნემო კი თვითონ ზომავდა ტემპერატურას ზღვის სხვადასხვა სიღრმეზე.
723 კაპიტანი ნემო გატაცებით და გულდასმით აწარმოედა ამ ცდებს. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა მიზნით აწარმოებდა ამ დაკვირვებას? ნუთუ იმისთვის, რომ კაცობრიობისთვის შეემატებინა რამე. ეს ხომ წარმოუდგენელი იყო, რადგანაც დღეს თუ ხვალ, მთელი მისი ნაშრომი სადმე შორეული ზღვის უფსკრულში ჩაიღუპებოდა მასთან ერთად.
724 არ მოიპოვება არც ერთი პლანეტა, რომ მასთან ერთად მზის გარშემო ბრუნავდეს. დიახ, ხმელეთი ვერასოდეს გაიცნობს სატურნისა და იუპიტერის მეცნიერთა ნაშრომებს. მაგრამ, რადგანაც შემთხვევამ ერთმანეთს დაუკავშირა ჩემი და თქვენი არსებობა, მე შემიძლია ჩემი დაკვირვების შედეგები გაგიზიაროთ.
725 ამ ცეცხლის მსგავს სინათლეში დავინახე ლამაზი ზღვის ღორები, რომლებიც მოუსვენრად კოტრიალებდნენ ჯამბაზებივით. მერე წვრილი თევზებიც გამოჩნდა - და ყოველივე ეს კაშკაშა სინათლეში დასრიალებდა. მომხიბლავი, წარმტაცი სანახაობა იყო! ჩვენ მივცურავდით უფრო და უფრო შორს და ახალ-ახალი სანახაობა გვაოცებდა.
726 ნედი სანოვაგეს დასტრიალედა და გემის ერთფეროვან საჭმელს უჩიოდა. ისე ვცხოვრობდით, როგორც ლოკოკინები. თითოეული ჩვენგანი საკუთარ ნაჭუჭში შემძვრალიყო. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არც ისე ძნელი ყოფილა ლოკოკინად გადაქცევა. ასეთი ცხოვრება გვეადვილებოდა კიდეც და ბუნებრივად გვეჩვენებოდა.
727 თანაშემწე ძალიან აღელვებულს ჰგავდა, თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია. კაპიტანი უფრო თავშეკავებული და ჩვეულებისამებრ, გულგრილი იყო. თითქოს საწინააღმდეგოს უმტკიცებდა თანაშემწეს, რომელიც ცდილობდა თავის სიმართლეში დაერწმუნებინა კაპიტანი. ლაპარაკის კილოს და ხელების მოძრაობის მიხედვით გამოვიტანე ეს დასკვნა.
728 მაგიდას მივუსხედით. საუზმემ უსიტყვოდ ჩაიარა. მე უმადოდ ვჭამდი. კონსეიც ძალად ცდილობდა, ეჭამა. ნედს კი არც ერთ გარემოებაში მადა არ ეკარგებოდა. საუზმის შემდეგ, ყველანი ჩვენი ადგილებისაკენ გავეშურეთ. უცებ სინათლე ჩაქრა. ნედმა მაშინვე ხვრინვა ამოუშვა. გამიკვირდა, რომ კონსეიმაც ძილს მისცა თავი.
729 იქნებ აქაც ჩამკეტეს? კარს ხელი ვკარი, მაშინვე გაიღო. შუა საუკუნისკენ გავწიე. გუშინ დაკეტილი დარაბები ჩამოეშვათ და ბაქანზე ავედი. ნედ ლენდი და კონსეი უკვე იქ იყვნენ. გამოვკითხე, როგორ გაატარეს ღამე, ღრმად სძინებოდათ და სრულებით არა ახსოვდათ რა. უკვირდათ, რომ თავის კაიუტაში გაეღვიძათ.
730 იმ დღეს რამდენჯერმე ამოცურდა ზედაპირზე. ეს არაჩვეულებრივი მოვლენა იყო. მაშინვე ბაქანზე ამოვიდა კაპიტნის თანაშემწე და ჩვეულებრივი ფრაზა ჩასძახა გემის შიგნით. კაპიტანი ნემო კი არსად ჩანდა, მხოლოდ ერთი უსიტყვო მსახური დავინახე, რომელიც გულმოდგინედ, ჩვეულებრივ მდუმარედ ასრულებდა თავის საქმეს.
731 თავის დაკვრით მივესალმე, იმანაც ოდნავ თავის დახრით მიპასუხა, ხმის ამოუღებლად. მე ისევ ჩემს ჩანაწერებს მივუბრუნდი, გულში კი იმედი მომეცა, რომ გამაგებინებდა წუხანდელ ამბებს, მაგრამ დუმდა. შევხედე, მოქანცული სახე ჰქონდა, დაწითლებული თვალები. ეტყობოდა, უძილო ღამე გაეტარებინა.
732 უნდა გამოვტყდე, რომ გული საშინლად ამიძგერდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვფიქრობდი, ამ ადამიანის ავადმყოფობას წუხალდელ თავგადასავალთან ჰქონდა კავშირი. ეს საიდუმლო დათვითონ თვითონ ავადმყოფიც ძალიან მაინტერესებდა. კაპიტანმა საჭის განყოფილებაში გამაატრა და სამეზღვაუროს გვერდითა კაიუტაში შემიყვანა.
733 ისეთი გაქვავებული ტყის ნახვა, რომელიც ბუნებას ზღვის ფსკერზე მოუთავსებია! რუმკორფის მანათობელი მოწყობილობა ავამუშავეთ. ჩვენ მივდიოდით მარჯნის ფსკერზე. სავალ გზას ერტყა გაუვალი ჯაგნარი, რომელიც დაფარული იყო თეთრად შუქმფინარე ვარსკვლავა ყვავილებით. მაგრამ ეს ხის მსგავსი ბუჩქები თავდაყირა იზრდებოდა.
734 ხეივანი დაღმართ-დაღმართ მიემართებოდა და ასი მეტრის სიღრმეზე ჩაგვიყვანა. ჩვენი მანათობელი აპარატები სინათლეს ჰფენდა ხორკლიან თაღებს და ძვირფასი ქვების მსგავსად აელვარებდა. ორი საათის სიარულის შემდეგ, სამასი მეტრის სიღრმეს მივაღწიეთ, იმ საზღვარს, სადაც მარჯნის ცხოველებს კიდევ შეუძლიათ არსებობა.
735 ენით აუწერელი სანახაობა იყო. კაპიტანი ნემო უცებ შედგა. მისი ამხნაგებიც მის გარშემო გაჩერდნენ. კარგად რომ დავაკვირდი, გავარჩიე, რომ ოთხ მათგანს მხარზე გადებული ჰქონდა ის მოგრძო საგანი, რომელიც წამოსვლის დროს დავინახე. ჩვენ შევჩერდით ამ გაქვავებული ტყის შუა მდებარე ფართო ველზე.
736 ეტყობოდა, აქ ადამიანის ხელს ემუშავა. ველის შუაში მარჯნის ჯვარი იყო აღმართული, რომელსაც კვარცხლბეკად ჰქონდა გაკეთებული მარჯნის ნატხების გროვა. მარჯნის ჯვარი მუქსისხლისფრად ელვარებდა. კაპიტანმა ანიშნა, ერთ მხლებელთაგანს, რომელიც მიუახლოვდა მარჯნის ჯვარს და წერაქვით თხრა დაუწყო.
737 სამარეს თხრიდნენ. ის მოგრძო საგანი წუხნდელი გარდაცვლილი ამხანაგის ცხედარი იყო. კაპიტანმა და მისმა ამხანაგებმა მიცვალებული ოკეანის მიუდგომელ ფსკერზე ჩამოასვენეს დასაკრძალად. სამარეს ნელ-ნელა ჭრიდნენ. გარშემო აფორიაქებული თევზები ირეოდნენ. განუწყვეტლივ გაისმოდა რკინის წერაქვის დაგადუგი.
738 თუმცა დღეები ერთფეროვნად გადიოდა, მე მაინც არ მომიწყენია. თავდაპირველად ბევრს ვფიქრობდი კაპიტან ნემოზე, მინდოდა მისი პიროვნებ გამომერკვია. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა გემის ბაქანზე მისმა საეჭვო საქციელმა, მერე კიდევ ჩვენმა ჩამწყვდევამ, მეზღვაურის გარდაცვალებამ და მარჯნის სასაფლაომ.
739 ვინ არის, რა ადამიანია კაპიტანი ნემო? მის ყოველ საქციელში მწარე უნდობლობა და თითქმის უსაზღვრო სიძულვილიც კი ჩანდა ადამიანის მიმართ. კონსეის აზრით, ნემო უარყოფილი გენიოსი იყო, შეურაცხყოფილი ადამიანი, რომელიც ქვეყანამ ვერ დააფასა. ისიც ამაყი მძულვარებით განდგომოდა მას და სამაგიეროს უხდიდა.
740 ხან ფანჯრიდან ვაკვირდებოდი ოკეანის უფსკრულში მოსრიალე საოცარ ცხოველებს... ხან კაპიტნის ბიბლიოთეკაში მქონდა თავი ჩარგული. სხვა ალბათ მოიწყენდა, გაბეზდებოდა ამ ერთფეროვანი ცხოვრებით, მაგრამ მე გატაცებით მიყვარს ზღვა და ამისთვის ამ ერთფეროვნებაშიც მოწყენილობა არ მიგრძვნია.
741 რვანესტრიანი არგონავტები იყვნენ. ასეთი ჯიშის არგონავტები მხოლოდ ინდოეთის ოკეანეში ბინადრობს. ექვსი ნესტრით ცურავენ, ორი კი უფრო მობრტყო და მომრგვალებული, იალქნებივით ზევით აქვთ აშვერილი. თითოეული მათგანი ნავის მოყვანილობის ნიჟარაშია მოთავსებული. ისინი კიბოსავით უკან-უკან ცურავენ უჩვეულო ფარფლებით.
742 რამდენიმე საათის განმავლობაში უხმოდ მივარღვევდი თეთრ ტალღებს, თითქოს მოპირდაპირე მდინარეებისაგან წარმოშობილ ქაფში მივცურავდით. შუაღამისას ზღვას ჩვეულებრივი ელფერი დაედო. ჩვენ უკან კი, ჰორიზონტის დასავლამდ, ცას ეფინებოდა სითეთრის ანარეკლი, როგორც ოდნავ მოკიაფე ჩრდილოეთის ელვარება.
743 ჩვენ ვნახავთ იმ ადგილებს, სადაც მარგალიტებს იღბენ. შეიძლებე ვერ ვნახოთ თვითონ მარგალიტის მაძიებლები, რადგან ჯერ საამისო სეზონი არ დამდგარა, მაგრამ სულერთია. ბრძანება გავეცი, მანაარის სრუტეს მივუახლოვდეთ, იქ ამაღამ მივალთ. კაპიტანმა თავის თანაშემწეს ანიშნა და ისიც მაშინვე გავიდა დარბაზიდან.
744 მარგალიტის მაძიებლები მეტწილად მარგალიტს ნიჟარიდან ჩქიფით გლეჯენ. ჩვეულებრივ კი, მარგალიტის მაძიებლები ზღვის ფსკერზე აგროვებენ ნიჟარებს. მერე ამ ნიჟრებს ზღვის პირას გაშლილ ჭილობებზე აწყობენ. ნიჟარაში მოთავსებული თონთლო ცხოველები ჰაერის გავლენით იხოცებიან და ათ დღეში იხრწნებიან.
745 ნავი გამზადებულია, დანიშნულ ადგილამდე ის მიგვიყვანს და აღარ დაგვჭირდება ზღვის ფსკერზე ფეხით მოგზაურობა. ყვინთვისათვის საჭირო მოწყობილობა ნავში აწყვია და მაშინ ჩავიცვამთ, როდესაც წყალქვეშა გამოკვლევას დავაპირებთ. შუა კიბემდე მივედით, რომლის თავიც ბაქანს ებჯინებოდა. ნედი და კონსეიც იქ დაგვხვდნენ.
746 აქ, ამ ჩაბნელებული წყლის თავთხელ ადგილებში იყო მარგალიტიანი ნიჟარების საბადო, მარგალიტის სამეფო. ეს იყო მარგალიტის თვალუწვდენელი ველი, რომელიც ზღვის ფსკერზე ოცი მილის მანძილზე გადაჭიმულიყო. კაპიტანი ნემო, კონსეი, ნედ ლენდი და მე ნავის ბოლოში მოვთავსდით. უფროსი მეზღვაური საჭესთან იჯდა.
747 ოთხი მეზღვაური ნიჩბებს დააწვა. ნავი დაიძრა და სამხრეთისაკენ გაემართა. აუჩქარებლად უსვამდნენ ნიჩბებს მეზღვაურები, თანაბრად და მწყობრად, ყოველ ათ წამში ერთხელ, როგორც სამხედრო გემებზეა მიღებული. ნავით გადასერილ წყლის ჩქეფებს ტყლაშუნი გაჰქონდა ჩაშავებულ ტალღებზე გამდინარი ტყვის ქაფივით.
748 გაშლილი ზღვიდან მონაბერი სიოს ქროლაზე ზღვის ზედაპირი ხან ოდნავ ირწეოდა და ნავს ნელა აქანავებდა, ზოგჯერ კი ჩვენ წინ ტალღები ზვინებად გორდებოდა და ღელავდა. ექვსის ნახევარზე ცას სინათლე შეეპარა, ხმელეთის ნაპირების ზედა ხაზი საკმაოდ გარკვევით ჩანდა და აღმოსავლეთიდან სამხრეთისკენ გასდევდა.
749 ჩვენი ნავი მანარიის ნაპირებს უახლოვდებოდა. ამ კუნძულს სამხრეთის მხრიდან მრგვალი მოსახაზულობა ჰქონდა. კაპიტანი ნემო წამოდგა და მიდამოს თვალი მოავლო. მის ნიშანზე მეზღვაურებმა ღუზა ჩაუშვეს, რომელიც სწრაფად შეეხო ფსკერს, რადგანაც თავთხელ წყალს მივადექით და ფკსერამდე მეტრ-ნახევარი თუ იქნებოდა.
750 განა ტყვია ფოლადზე საიმედოა? აი, ინებეთ ბასრი მახვილი, ქამარში გაირჭეთ და დავიძარათ. კონსეის და ნედ გადავხედე. უკვე ჩამოეცვათ სპილენძის ზუჩები და ჩემსავით იყვნენ შეიარაღებული. ნედს კი ვეებერთელა ბარჯიც წამოეღო. კაპიტნის მაგალითს მივბაძე და მეც დავიხურე ზუჩი. შეკუმშული ჰაერის აპარატი მალევე ამუშავდა.
751 სინათლე იმდენად ძლიერი იყო, რომ პაწაწა საგნებსაც კი ვარჩევდით. ნიადაგი თანდათან ვაკდებოდა. ცალფრთიანი თევზის ქარავანი ქარავანზე იშლებოდა წინ და უკან, როგორც ლიანის გუნდმა იცის ჭაობიან ადგილებში. მომრგვალებული სამკუთხედის მოყვანილობისა იყო ეს თევზები და მოსასმელი ფრთა ბოლოზე ჰქონდათ.
752 ეს ძვირფასი თონთლო ცხოველები თავისი მოშავო ბუსუსებით კლდეებს ეწებება და ამის გამო გადანაცვლება არ შეუძლიათ. ამ მხრივ, ნამდვილ ნიჟარაზე დაბლა დგანან, რადგანაც ნიჟარებისთვის ბუნებას მოძრაობის უნარი მაინც მიუნიჭებია. მოზრდილი მარგალიტის ნიჟარა მომრგვალო მოყვანილობისა და ორ თანატოლი ხუფი აქვს.
753 მისი სქელი ბაკანი გარედან ხორკლიანია. ზოგიერთ ნიჟარას მომწვანო ლაქები ჰქონდა ქსელის მსგავსად. ეს იყო ზღვის ნორჩი ლოკოკინა. ზოგი ნიჟარა უფრო ჩამკვრივებული და ჩაშავებული იყო, ათიოდე წლის მაინც იქნებოდა და სიდიდით ათ-თხუთმეტ სანტიმეტრს აღწევდა. კაპიტანმა ხელით მანიშნა ნიჟარების სიმრავლეზე.
754 ასეთი დამანგრეველი ძალა ჰქონდა სწორედ ნედ ლენდს, რომელიც წელზე შემოკრულ პარკს გამალებით ავსებდა თონთლო ცხოველების ნიჟარებით. დიდხანს ვერსად ვჩერდებოდით, რადგან კაპიტან ნემოს ფეხდაფეხ უნდა მივყოლოდით. კაპიტანი ნემო ისე თამამად მიაბოტებდა, გეგონებოდათ, აქაური ბილიკები სიარულით დაუცვეთიაო.
755 ხელს რომ ავწევდი, ზღვის ზედაპირს ვაცილებდი. ზოგან ნიადაგი ფრიალო კლდესავით ეშვებოდა, ზოგან კი წვეტიან, მაღალ კლდებად აზიდულიყო. ამ კლდეთა ნაოჭებში უშველებელი კიბოები გაჩხერილიყვნენ, რომლებიც თავიანთ უმოძრაო თვალებს გვიშტერებდნენ. უშველებელ ეხს წავადექით, ლამაზი ფერდობის კალთებზე.
756 მასში მზის სხივები ძლივს ატანდა. კაპიტანი ამ მღვიმეში შევიდა. ჩვენც თან შევყევით. იქაურ სიბნელეს თვალი მალე შეეჩვია და თანდათან გავარჩიე პიტალო კლდის თავი, რომელსაც ნიადაგიდან ბუნებრივად ამოზრდილი ტინის სვეტები შესდგომოდა, თითქოს ტოსკანური ხუროთმოძღვრების უზარმაზარი სვეტებიაო.
757 გაფანტულად მივდიოდით, თითქოს ველზე ვსეირნობდით. ყველა ჩვენგანი იქ ჩერდებოდა, სადაც მოესურვებოდა. აღარ მაფიქრებდა არავითარი საფრთხე, რომელიც ჩემს გონებას წინათ გადაჭარბებულად ესახებოდა. წყალქვეშეთის მთა, რომელზეც ავდიოდით, თითქმის ზღვის ზედაპირს ებჯინებოდა და მალე წყლიდან თავები ამოვყავით.
758 მაღლობი ადგილი რამდენიმე საჟენის მანძილზე მისდევდა. მერე კი ისევ ჩავეშვით ჩვენს ბუნებრივ სტიქიაში. ვფიქრობ, ახლა უკვე უფლება მაქვს, ასე ვუწოდო მას. ათიოდე წუთის შემდეგ, წინ მიმავალი კაპიტანი ნემო უცებ შედგა და ხელის ქნევით გვიბრძანა, მახლობელ ბექობს მოვფარებოდით, თან ხელით ერთ ადგილზე მიმითითა.
759 გულდასმით მივაჩერდი იმ მხარეს. ხუთიოდე მეტრის მოშორბით გავარჩიე ჩრდილი, რომელიც ფსკერამდე აღწევდა... მაშინვე ონავარი ცხოველი დამიდგა თვალწინ, მაგრამ შევცდი. ამ შემთხვევაში ონავარ ცხოველთან არ გვქონდ საქმე, ეს იყო ადამიანი, ცოცხალი ადამიანი, ინდოელი, მარგალიტის მაძიებელი მებადური.
760 მისი ერთადერთი იარაღი ქვა იყო. ფსკერზე რომ დავიდოდა, საჩქაროდ მოფხოჭდა ნიჟარებს, პარკს გაავსებდა. ზედაპირზე აცურებულ ნავზე აცოცდებოდა, პარკს ცლიდა, თოკით ქვას ასწევდა, ფეხზე იბამდა და ისევ ფსკერზე ეშვებოდა. ფსკერზე ოცდაათი წამი თუ გაძლებდა, თორემ მეტს ვერა. გულდასმით ვუცქერდი ამ სანახაობას.
761 ახლა კი მივხვდი, თუ როგორ მოიპოვებენ მარგალიტს. მისი მოძრაობა გაბედული და უყოყმანო იყო. ნახევარი საათის განმავლობაში არავითარი განსაცდელი არ შეხვედრია, მაგრამ უცებ, როდესაც ინდოელი მუხლებზე იყო დაჩოქილი, სახე შეეცვალა, მოსხლეტით გასწორდა წელში და ზედაპირისაკენ ასრიალდა.
762 ეს ყოველივე თვალის დახამხამებაში მოხდა. ცხოველი ზურგზე შეტრიალდა ინდოელის გასაფატრად. კაპიტანი ნემო ხანჯალმომაჯრვებული გაექანა საშინელი ცხოველისაკენ, რომელიც ის იყო, თავის მსხვერპლს წაეტანა, მაგრამ რაკი ახალი მოწინააღმდეგე შეამჩნია, გულაღმა შეტრიალდა და მისკენ გამოექანა.
763 დღემდე არ მავიწყდება კაპიტნის პოზა. გულდამშვიდებით იდგა და მტაცებლის მოახლოებას ელოდა. ცხოველი რომ დაეტანა, კაპიტანი განზე გაუხტა, მარჯვედ აიცდინა მისი მძლავრი ფრთა და ხანჯალი მუცელში აძგერა. საშინელი ბრძოლა გაიმართა. მტაცებლის ჭრილობებიდან სისხლში შადრევნები იღვრებოდა.
764 როდესაც წყალი ცოტათი დაიწმინდა, დავინახე, რომ კაპიტანი ნემო პირისპირ შებმოდა ცხოველს, ცალი ხელი ფრთაში ჩაევლო და მეორე ხელით ხალჯალს უყრიდა მუცელში, მაგრამ სასიკვდილო ჭრილობა ვერ მიეყენებინა. ცხოველი ისეთი გააფთრებით იბრძოდა, რომ აღელვებული ტალღებისაგან ძლივს ვიმაგრებდი თავს.
765 მინდოდა მივშველებოდი კაპიტანს, მაგრამ შიშისგან გაქვავებული ვიდექი და ბრძოლის სურათს შევყურებდი. კაპიტანმა ვერ გაუძლო ცხოველის სიმძიმეს და მის ქვეშ, ფსკერზე დაეცა. ცხოველმა უშველებელი ხახა დააღო და ის იყო, კაპიტნის შენთქმას ლამობდა, რომ უცებ, ნედ ლენდი მისკენ გაქანდა და ბარჯი აძგერა.
766 წყალი სისხლისფრად შეიღება. გულში განგმირული ცხოველი სასიკვდილოდ ბორგავდა. ზღვა აღელდა და კონსეი ძირს დასცა. ნედ ლენდმა კაპიტანი განგმირულ მტაცებელს გამოარიდა, რომელიც მაშინვე წამოხტა, ინდოელს მიუახლოვდა, ფეხზე თოკი გადაუჭირა, ხელში აიტაცა და ზედაპირისკენ წავიდა. ჩვენც მას მივყევით.
767 რამდენიმე წუთის შემდეგ, ონავარი ცხოველის ლეშს გადავეყარეთ, რომელიც ტალღებზე ქანაობდა. ინდოეთის ზღვის ონავარი ნათელთევზა სიგრძით ოც ფუტს აღემატებოდა. უშველებელი ხახა ტანის მთელ მესამედს უდრიდა. ეტყობოდა, დიდი იყო, ვინაიდან ზემო ყბაზე სწორი სამკუთხედის მოყვანილობის კბილები ექვს წყებად ჰქონდა.
768 მეწამულ ანუ წითელი ზღვას შემდინარე წყლები არა აქვს და პაპანაქება სიცხეში ჭარბად ორთქლდება. მისი დონე ყოველწლიურად მეტრ-ნახევარით იკლებს. ეს ზღვა ტბასავით შეკრული რომ ყოფილიყო, სრულიად დაშრებოდა, მაგრამ მისი კალაპოტი გაცილებით დაბალია კასპიის და მკვდარი ზღვის დონესთან შედარებით.
769 ეს გახლდათ თეღამის ნაპირები. აქ ბუდობს და ყვავის უამრავი ზოოფიტი, რომელთა გადახლართული მწკრივი ზღვის დონეს დაცილებია, მაგრამ ალაგ-ალაგ წყლის ზედაპირზე ჯადოსნურად ჩახლართულა. იგი ზედაპირზე უფრო წარმტაცია ვიდრე წყალქვეშა შტოებგაბმული, თუმც წყალში მას მუდმივი სინოტივე ხასხასა ელფერს ჰმატებს.
770 ეს სახელწოდება უფრო პოეტურია, ვიდრე მეცნიერული. ღრუბელის ბუსუსიანი ქსოვლიებიდან, რომელი გრილი სითხისებრი ნივთიერებითაა გაჟღენთილი, განუწყვეტლივ მოდის წყლის შხეფი, რომელსაც ღრუბლის ქსოვილის შეკუმშვის ძალა ისვრის გარეთ. როდესაც ღრუბლის ქსოვილი ანუ პოლიპი კვდება, ეს ნივთიერებაც იკარგება, ქრება.
771 ბერძენი და რომაელი მემატიანენი ძალიან ემდურიან მას. სტრაბონი აღნიშნავს, რომ ეს ზღვა განსაკუთრებით სახიფათოა ქარის და წვიმის დროს. არაბი ედრიზი ამ ზღვას კოლცუმის ყურეს უწოდებს და გადმოგვცემს, რომ მის თავთხელ წყლებში აუარებელი გემი დაღუპულა და ღამღამობით მასზე მოგზაურობას ვერავინ ბედავდაო.
772 წარმოიდგინეთ, პროფესორო, პირვანდელი მეზღვაურები, რომელთაც ფიცრისგან შეკრული მომცრო ხომალდები ჰქონდათ, დანაკის კუდის ბაგირებით შეკრული, ხის დანაყილი წებოთი დაგმანული და ნათელთევზას ქონით გაპოხილი! არც გზის მაჩვენებელი ხელსაწყო გააჩნდათ და პირველყოფილი საშუალებით ვარაუდობდნენ გზის მიმართულებას.
773 მაშინ მდინარე ნილოსით სარგებლობდნენ და უნდა ვივარაუდოთ, რომ გადმოცემის თანახმად, მეწამული ზღვისა და ნილოსის შემაერთებელი არხი მართლაც გათხრილი იყო. დანამდვილებით ვიცით, რომ არხი მართლაც არსებობდა და მას ნილოსი აწვდიდა წყალს. ეს არხი ეგვიპტის ველს გარდიგარდმო სერავდა არაბეთის გასწვრივ.
774 ეს ქალაქი თვალსაჩინო სავაჭრო ადგილია ეგვიპტეს, სირის, ოსმალეთსა და ინდოეთს შორის. გარკვევით მოჩანდა ზღვისპირას გაშენებული თეთრი შენობები და ჩამწკრივებული გემები, რომელთა უმეტესობაც ღუზაჩაშვებული, რეიდზე იდგა. თეთრ შენობებს მზის სხივები პირდაპირ სცემდა და მკაფიო ელფერით აელვარებდა.
775 რამდენიმე კაბელტოვის მანძილზე რომ მივუახლოვდით, ნავმა სვლას უკლო. ნიჩბები უხმაუროდ და მწყობრად ეშვებოდა დაწყნარებულ ზვირთებში. ბარჯმომარჯვებული ნედ ლენდი ნავის ცხვირთან იდგა. ვეშაპზე სანადიროდ ბარჯს გრძელი ბაგირის გორგალი აბია ხოლმე, რადგანაც დაჭრილი ცხოველი ბარჯს შორს იტაცებს.
776 ნედის ბარჯს კი ათიოდე საჟენის სიგრძის ბაგირი ება, ბაგირის მეორე წვერზე გამობმული იყო პატარა კასრი. როდესაც დაჭრილი ცხოველი ბარჯს თან გაიტაცებს, მოტივტივე კასრი უჩვენებს ცხოველის გეზს. ფეხზე წამოვდექი და გულდასმით დავუწყე თვალთვალი ნედ ლენდის მოწინააღმდეგეს. დიუგონი ძალზე წააგავს ლამანტინს.
777 მისი გრძელი ტანი მოგრძო ბოლოთი თავდება, გვერდითა ფარფლები თითებს მიუგავს, ლამანტინისაგან იმით განსხვავდება, რომ ზედა ყბაში ორი მოგრძო და ბასრი ეშვი აქვს გამოშვერილი. ეს დიუგონი უშველებელი რამ იყო, სიგრძით შვიდ მეტრი იქნებოდა. არც კი ინძრეოდა, თითქოს ტალღებზე მისძინებიაო.
778 ეს კი მონადირეს საქმეს უადვილებდა. ნავი სიფრთხილით მიუახლოვდა სამი საჟენის მანძილზე. ნიჩბების მოსმა შეაჩერეს. ოდნავ უკან გადაზნექილი ნედ ლენდი, გამოცდილ მარჯვენაში ბარჯს ატრიალედა. უცებ გაისმა სტვენა და დიუგონი თვალს მიეფარა. ღონივრად ნატყორცნი ბარჯი ალბათ წყალზე ასხლტა.
779 ბარჯი ამოიღეს და ნავი ცხოველს დაედევნა. დიუგონი დროდადრო ზედაპირზე ამოცურდებოდა, რათა ესუნთქა. ეტყობა, ჭრილობამ ვერ დაასუსტა, რადგანაც, ქარივით მიქროდა. მძლავრი მკლავებით მოსმული ნიჩბები ნავს ელვასავით მიქანედა ცხოველისაკენ, რამდენჯერმე მივუახლოვდი კიდეც ორიოდე საჟენის მანძილზე.
780 ნედ ლენდს ბარჯი ამართული ჰქონდა, მაგრამ ცხოველი თვალის დახამხამებაში ჩაყვინთავდა ხოლმე და კანადელს პირში ჩალაგამოვლებულს ტოვებდა. ადვილი წარმოსდგენია, თუ რა მრისხანება დუღდა ნედ ლენდის გულში. მეც სანანებლად მრჩებოდა, რომ დიუგონი გვჯაბნიდა. ნავმა შეუჩერებლივ სდიამთელი ერთი საათი.
781 ნავმა განზე გარიდება ვერ მოასწრო, მაგრამ მესაჭემ მაინც მარჯვედ მიაბრუნა ნავი. დიუგონი ნავს ეძგერა, დასწვდა პირით, მძლავრად შეარყია და გადაიზნიქა. ნედ ლენდი ნავის ცხვირთან იდგა და ბარჯს ურტყამდა დიუგონს. გაფითრებულმა ცხოველმა ნავი კბილებით ციმციმ ასწია, ყველანი ერთმანეთს დავეჯახეთ და გადავკოტრიალდით.
782 დიუგონი ტვირთის ასაწევი მანქანებით ძლივს ამოათრიეს გემის ბაქანზე. ხუთი ათასი კილოგრამი გამოვიდა. კანადელის მონაწილეობით ასო-ასო აკუწეს, ნაწილი შეინახეს, ნაწილი კი - მზარეულს გადასცეს. იმავე დღეს, სადილზე, გემოვნებით მომზადებული რამდენიმე ნაჭერი დიუგონის ხორცი შემოიტანეს.
783 ეს არის სუეცის ყურეს შესავალი. ექვს საათზე წინ გავუარეთ თარას, რომელიც ამ ყურეს სიღრმეშია გაშენებული. აქ წყალი სისხლისფერი იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც კაპიტანმა ნემომ აღმიწერა. დაღამდა. ღამის მყუდროებაში აქა-იქ გაისმოდა ვარხვის ყრანტალი ან რომელიმე ღამის ფრინველის კივილი.
784 კაპიტანმა შუა კიბესთან მიმიყვანა, კარი ნახევრად შეაღო, ზემო კიბე ამატარა და მესაჭის ოთახში მოხვდით. ეს ოთახი ბაქნის ბოლოს მდებარეობდა. კაიუტას ოთხივე მხარეს ფანჯრები ჰქონდა დატანებული, რომელშიც ოსპის მოყვანილობის სქელი შუშები ჩაესვათ. მესაჭეს ყველა მხრეს შეეძლო ცქერა. კაიუტაში ბნელოდა.
785 ლითონის ზუმბარაკს თიტი დაადო და ბორბალმა სვლას უკლო. დამუნჯებული გავცქეროდი მაღალ, დაქანებულ კედლებს, რომელთა გვერდითაც ახლა მივცურავდი. ეს იყო სუეცის ყელის შლამიანი ნაპირების ურყევი პიტალო კლდის საძირკველი. მთელი საათი ვიცურეთ ამ კლდეების გასწვრივ რამდენიმე მეტრის მოშორებით.
786 მინდოდა კაპიტნისათვის მეკითხა, მაგრამ გადავიფიქრე, - ალბათ მასაც არაფერ ეცოდინება-მეთქი. ერთ დილას მე და კაპიტანი ნემო დარბაზში ვისხედით. კაპიტანი ღრმა ფიქრებს მისცემოდა და დუმდა. მისი ბრძანებით ფანჯრის დარაბები გასწიეს. კაპიტანი მალიმალ ფანჯარაში იყურებოდა, თითქოს ვინმეს მოელისო.
787 ან რისთვის სჭირდება? - გამიელვა თავში... კაპიტანმა მოზრდილი ყუთი გადმოიღო და პირამდე ოქროთი გაავსო. ვიჯექი და უსიტყვოდ შევყურებდი. ჩემი ვარაუდით ხუთი მილიონი ფრანკი მაინც ჩათვალა. მერე ყუთი დახურა და მისამართი წააწერა, ვგონებ ახალ ბერძნულ ენაზე. ამის შემდეგ, მაგრძნობინა, მარტო დამეტოვებინა.
788 ნედმა, კონსეიმ და მე რამდენჯერმე ვცადეთ გაპარავა, მაგრამ მუდამ მოულოდნელი გარემოება გიშლიდა ხელს. ეტყობოდა, კაპიტან ნემოს სრულებით არ უყვარდა ეს ზღვა. რადგანაც ყოელი მხრიდან დასახლებული ნაპირები ესაზღვრებოდა და თითქმის ჩაკეტილი იყო. მხოლოდ ჰიბრალტარის სრუტე აკავშირებდა მას ოკეანესთან.
789 ხმელთაშუა ზღვის გაშლილი სივრცე კი მეტისმეტად მაინტერესებდა, ამ ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნები ხომ აკვანი იყო კაცობრიობის ისტორიისა და ცივილიზაციისა. აქ მდებარეობს ეგვიპტე, პალესტინა, ქვეყნის პირისაგან აღგვილი ფინიკია და კართაგენი, აქვეა საბერძნეთი და რომი! ხმელთაშუა ზღვა სხვა მხრივაც საგულისხმო იყო.
790 ვუცქერდი ისე, როგორც სამუდამო განშორებისას შეჰყურებს ადამიანი უძვირფასეს საუნჯეს, რომელსაც ვეღარასოდეს იხილავს. დიახ, სამუდამოდ უნდა გამოვეთხოვებოდი აქ დაგროვილ მომხიბლავ საოცრებას. ჯადოსანი ბუნების ამ წარმტაც ხელოვნებას, დიადი შემოქმედების ნიმუშს, რომელთა შორის გავატარე სიცოცხლის საუკეთესო დღენი.
791 მღელვარებას ვერ ვიოკებდი... ათ საათს ორიოდე წუთი აკლდა. კაპიტნის ოთახის კედელს ყური მივადე. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ოთახიდან გამოვედი, დარბაზში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. შუა კიბისკენ მიმავალ კართან დავდექი და ნედის ნიშანს ლოდინი დაუწყე. საჭის ხრახნილმა დგანდგარს უკლო და მიყუჩდა.
792 ადმირალი შატო-რენო თავისი სუსტი ძალებით მამაცურად შეებრძოლა ინგლისელებს. მაგრამ როდესაც დარწმუნდა, რომ მტრის შემოტევას ვეღარ გაუძლებდა და ესპანეთის სამხედრო გემები მთელი ქონებით ნადავლად რჩებოდა მტერს, გემებს ცეცხლი მოუკიდა და ჩაძირა. აქ, ვიგოს ნავსადგურსი, მთელი ავლადიდებით ჩაიძირა ეს გემები.
793 მაშინვე ბაქანს ვეცი. ნედი იქ დამხვდა. ჩვენ თვალწინ ხმელეთის ნასახიც არსად ჩანდა, ირგვლივ უსაზღვრო ოკეანე გადაშლილყო. შორს, ჰორიზონტის დასავლეთთან, რამდენიმე იალქნიანი გემი მოჩანდა. ალბათ ზურგის ქარის მოლოდინში იყვნენ, რომ კეთილი იმედის კონცხისთვის შემოევლოთ. მოღუშული დღე იდგა.
794 დაჟინებით გასცქეროდა სივრცეს სა თავისი გამჭრიახი თვალით ცდილობდა, შორეული ჰორიზონტი დაენახა. იმედი ჰქონდა, რომ ჩამოწოლილი ნისლის გადაღმა ხმელეთი იქნებოდა გადაჭიმული. შუადღისას მზემ ერთი წუთით გამოანათა. შკიპერის თანაშემწემ ამ წუთით ისარგებლა და მაშინვე მზის სიმაღლე გაზომა.
795 თვითონ წარმოიდგენს მკითხველი კანადელის განრისხებას, როდესაც ეს ამბავი გავუმხილე. მე კი, მაინცდამაინც გული არ დამწყვეტია. თითქოს თვისუფლადაც ამოვისუნთქე და დამშვიდებული ჩავუჯექი ჩვეულებრივ მუშაობას. ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც კაპიტანი ნემო მოულოდნელად მესტუმრა კაიუტაში.
796 იქ დავრწმუნდი, რომ ჩვენთან არც ჩემი ამხანაგები იქნებოდნენ, არც კაპიტნის მეზღვაურები. კაპიტანმა ნემომ არც კი გამახსენა, რომ ნედ ლენდი და კონსეი თან წაგვეყვანა. რამდენიმე წუთის შემდეგ სკაფანდრები ჩავიცვით. ზურგზე დავიმაგრეთ შეკუმშული ჰაერის რეზერვუარები, მაგრამ ელექტრონის ლამპები კი არსად ჩანდა.
797 ჩემს უცნაურ სამოსში გამოვეწყვე და ვიგრძენი ხელში რკინისწვერიანი ჯოხი რომ მომაჩეჩეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ატლანტის ოკეანის ფსკერზე დავდგით ფეხი, სამასი მეტრის სიღრმეზე. შუაღამე მოტანებული იყო. ზღვა ჩაკუპრულიყო. კაპიტანმა ნემომ მოწითალო წერტილი დამანახა, რომელიც ფართოდ კიაფობდა ორი მილის მანძილიდან.
798 ვერ მივხვდი და ვერ გავარვიე. ასე იყო თუ ისე, ეს შორეული მოწითალო წერტილი ბუნდოვნად მაინც გვინათებდა გზას. თვალი მალე შევაჩვიე უკუნ სიბნელეს და მივხვდი, რომ რუმკორფის აპარატები მართლაც ზედმეტი ბარგი იქნებოდა ჩვენთვის. მე და კაპიტანი მხარდამხარ მივდიოდით შორეული სინათლისაკენ.
799 ნახევარი საათი მაინც ვიარეთ ასე. ნიადაგი ქვიანი გახდა. მედუზები და კიბოს მაგვარი მიკროსკოპული პენატულები ფოსფორული შუქით მკრთალ სინათლეს ჰფენდა მიდამოს. ძლივს გავარჩიე ქვის გროვა, მილიონი ზოოფოტით და ხვიარა მცენარეულობით დაფარული. ხშირად მისხლტებოდა ფეხი ამ მცენარეთა ხალიჩაზე.
800 ოკეანის ფსკერზე ქევები თითქოს მწყობრად ელაგა, ვერაფრით გამეგო, ასეთი სიმწყობრით რამ დაალაგა!... გავცქეროდი შორეულ, ჩაბნელებულ წყვდიადამდე გადაჭიმულ მინდორ-ველს, რომლის გაზომვაც შეუძლებელი იყო. ისე მეჩვენებოდა, თითქოს ძვლებით მოფენილ იატაკზე ვადგამდი ფეხს და ძვლებს ტკაცატკუცი გაჰქონდა.
801 ათასი ასეთი ფიქრი მიტრიალებდა აფორიაქებულ ტვინში. ჩვენი სავალი გზა კი თანდათან ნათდებოდა, მოკაშკაშე სინათლ მთის მწვერლვაიდან მიდამოს ეფინებოდა. მთა რვაასი ფუქტის სიმაღლეზე მაინც იქნებოდა აზიდული, მაგრამ თვით ის, რასაც ვხედავდი, მხოლოდ წყლის ფენებში ანარეკლად ასხული სანახაობა იყო.
802 ამ გამოუცნობი სინათლის სათავე კი ალბათ ჩვენს გადაღმა, მთის კალთებზე იყო მოთავსებული. კაპიტანი თამამად და უყოყმანოდ მიაბიჯებდა ატლანტის ოკეანის ამ ოღროჩოღრო ფსკერზე. ეტყობა, კარგდ იცოდა ეს ჩაბნელებული ბილიკები, ალბათ ხშირად დადიოდა ამ ადგილებში და გეზი არ ეშლებოდა. მეც სრული ნდობით უკან მივყვებოდი.
803 მთაზე ასასვლელად საჭირო იყო უშველებელი ტყის მიხვეულ- მოხვეული ბილიკებით სიარული. ეს იყო ნამდვილი მკვდარი ხეების ტყე, უფოთლო, გამოფიტული და წყლის გავლენით შავად გაქვავებული. აქა- იქ მოჩანდა ქვანახშირად ქცეული უზარმაზარი ფიჭვები, მათი ფესვები ქვაღორღიან ნანგრევებში მოქცეულიყო.
804 წარმოიდგინეთ მთის კალთებზე გაშენებული აყრილი ტყე, რომელიც წყალქვეშ ჩაძირულა. ბილიკები ზღვის მცენარეულობით დაფარულიყო. უამრავი კიბოს მაგვარი ცხოველი ფუთფუთებდა. კლდეებზე აფხოტებსი დროს, ნაყარ ტოტებს ზედ ვაბოტებდით, ზღვის ფოთლებს ვამსხვრევდით, მისი ნაწყვეტი შტოები ერთი ხიდან მეორეს ენარცხებოდა.
805 დაფრთხალი თევზების ქარავანი ერთი მხრიდან მეორეისაკენ მისრიალებდა. ამ სანახაობამ ისე გამიტაცა, რომ დაღლილობას ვერ ვგრძნობდი, ფეხდაფეხ მივდევდი ჩემს წინამძღოლს, რომელმაც დაღლა რა იყო არ იცოდა. ისეთ კლდეებზე მივფოფხავდით, რომ ლოდი ლოდზე იმსხვრეოდა და ქვემოთ საშინელი ხმაურით ექანბოდა.
806 გზაში გვხვდებოდა ღრმა ეხები, გამოქვაბული მღვიმეები, უძირო პირდაღრენილი დოლაბები. მათი სიღრმიდან საშინელი ცხოველების მოძრაობა და ფუსფუსი მოისმოდა, სისხლი თავში მივარდებოდა, როდესაც უშველებელ ულვაშს ვხედავდი, რომელიც ჩვენს გზაზე გახიდულიყო. ათასი უშველებელი წერტილი ბრიალებდა სიბნელეში.
807 ეს იყო კიბოსმაგვარი უზარმაზარი ცხოელების თვალები, რომლებიც თავის ბუნაგში შემალულნი იყურებოდნენ... აქ იყო გიგანტური კიბოები, რომელთა უზარმაზარი თათების მოძაობა ისეთ ხმაურს გამოსცემდა, თითქოს რკინამ დაიჟღარუნაო. ვნახეთ ზრვის უშველებელი კიბოებიც, რომლებიც საჭმელად ვარგისია.
808 დავინახეთ საზრელი რვაფეხაც, კაპიტანი ნემო შეჩვეულია ამ საზარელი ცხოველების ხილვას, ყურადღებას არ აქცევს და შეუჩერებლივ მიაბოტებს წინ. პირველ ბექობს მივაღწიეთ, სადაც ახალი საოცრებანი გადაგვეშალა. თვალწინ წარმტაცი და მომხიბლავი ნანგრევები დავინახეთ, რომელსაც ადამიანის გარჯილობის კვალი ეტყობოდა.
809 სად ვიმყოფებით, სად მომიყვანა კაპიტანმა ნემოს ფანტაზიამ? მინდოდა მეკითხა, მაგრამ თავი ზუჩში მაქვს შერგული და ვერ ვახერხებ. უკანასკნელი ძალ-ღონეს ვიკრებ და მაინც მივდევ კაპიტანს. რამდენიმე წუთიც და წვეტიანი მთის ქოჩორს მივაღწევთ, რომელიც ამ სალი კლდის მასას ათიოდე მეტრით მაღლა ასცილებოდა.
810 გამოვხედეთ ამ მიდამოს, რომელიც ახლახან გამოვიარეთ. ეს მთა შვიდასიოდე ფუტით აზიდულიყო დაცემულ ველზე, მაგრამ გაღმა კალთები ამაზე უფრო მაღალი იყო და ირიბად ეშვებოდა ატლანტის ოკეანის დაბლობი ფსკერისაკენ. თვალი შორს გამექცა. თვალწინ გადამეშალა გაკაშკაშებული უზარმაზარი მდელო.
811 წვეტიანი მწვერვალს ძირში, ორმოცდაათი ფუტის სიმაღლეზე, ქვაღორსა და ნაცრტუტს შორის, ცეცხლისმფრქვეველი განიერი ხახა ღველფის თქეშს ისროდა და ეს თქეში ცეცხლის შადრევნად ეფინებოდა გარშემო მომდგრ თხიერი წყლის მასას. ვულკანი უშველებელი ლამპარივით ანათებდა მთელ დაცემულ ვაკეს ჰორიზონტის დასავლამდე.
812 მოჩანდა თვალუწვდენელი წყალსადენის ნანგრევები, შლამით დაფარული პარათენონისა და აკროპოლის ბუნდოვანი მოხაზულობა. აქეთ კი, ზღვის კიდურზე, ფართო ქუჩა. ალბათ აქ იყო უდიდესი ნავსადგური, რომელიც ოდესღაც თავის უბეში იფარავდა ამ ჩაძირული ოკეანის სანაპიროზე მოსულ სავაჭრო თუ სამხედრო გემებს.
813 არაფერს დავიშურებდი, ოღონდ შემეტყო მისი აზრი, მივმხვდარიყავი მის გულისთქმას, თანაზიარი გავმხდარიყავი მისი!... მთელი საათი დავრჩით აქ და გადვცქეროდით ღველფით აელვარებულ უსაზღვრო ველს. ბოლოს კაპიტანი ნემო დგილიდან დაიძრა, უკანასკნელად გადახედა გადაშლილ ველს და ხელით მნიშნა, გავყოლოდი.
814 ჩვენ ვიდექით ფრიალო კლდის პირას. უშველებელი ეხში ტბა შეჭრილიყო, გარშემო მაღალი კლდეები აზიდულიყო. ეხის კედლები ყოველი მხრიდან თანდათან ვიწროვდებოდა და სულ ზევით თაღად შეკრული მრგვალი სარკმელივით დოლაბით თავდებოდა. თურმე იმ დოლაბიდან ეფინებოდა ის ბუნდოვანი სინათლე, თავდაპირველად რომ შევამჩნიე.
815 ორივეს ძალიან ესიამოვნა ეს წინადადება და ნაპირზე გადავედით. კანადელი მაშინვე შეუდგა გაპარვის გეგმის შემუშავებას, მაგრამ თვითონაც მალე დარწმუნდა, რომ ეს გაზრახვ ვერ განხორციელდებოდა. ტბის გარშემო ვიწრო შლამიან ნაპირს გავყევით. განსაკუთრებული და ღირშესანიშნავი არფაფერი გადაგვხდენია.
816 კონსეი ახლაც ჩვეულებრივ დინჯი და აუჩქარებელი იყო. ნედ ლენდი კი სულ იმის ძიებაში იყო, ეგებ ამ გამოქვაბულს სადმე გასასვლელი გზა ჰქონდესო. აქა-იქ ვულკანური ნატეხები იყო მოფენილი, პემზის სურათოვანი ლოდები. მათი ზედაპირი მიწისქვა ცეცხლის გავლენით ელექტროშუქზე ისე ლაპლაპებდა, თითქოს ლაქი წაუსვამთო.
817 ჩვენი ფეხის დაკარებაზე ელვარე ნაპერწკლებივით გამჭირვალე მინის ბუქი ადიოდა. მიხვეულ-მოხვეულ და დაქანებულ კლდის ფერდობზე მივდიოდით, ღრმა ხრამებზე ვხტებოდით, კლდის გამოშვერილ ქიმებზე მივბობღავდით. მცენარეულობა იშვიათად გვხვდებოდა და რაც იყო, ისიც უმზეოდ და უსინათლოდ მწირი და აწოწილი.
818 ფერდობებზე სავათები შევამჩნიეთ. ძნელი სათქმელია, თუ საიდან გაჩდნენ აქ, თოფები თან არ წაგვიღია და ნედ ლენდი სიბრაზისაგან წვრებს იგლეჯდა. სამაგიეროდ, უნდა გენახათ, რა აღტაცებაში მოვიდა, როცა ნასროლი ქვით ერთი სავათი დაჭრა. კინაღამ გაიჩეხა ფრიალო კლდეზე ამ ფინველის დევნაში.
819 გაოცებულ ამხანგებს ავუხსენი, რომ აქ გასაოცარი არაფერი იყო რა. ტბა ოკეანეს უერთდებოდ მიწის ქვეშ და როდესაც ამ მიდამოებში ზღვის მოქცევა მოხდა, წყლის დონემ აიწია, როგორც ოკეანეში, ისევე ამ ტბაშიც, და მაშასადამე, ჩვენს გამოქვაბულშიც. ეს იყო უბრალო, ჩვეულებრივი ზღვის მოქცევა და მეტი არაფერი.
820 პირველი შტოს უდიდეს დინებს სამი წელიწადი სჭირდება, რომ ერთი შემოვლა გააკეთოს. სწორედ რომ ითქვას, სარგოსის ზღვა ფარავს ატლანტისის მთელ ამ ნაწილს, რომელიც წყალქვეშაა ჩაძირული. ზოგიერთის აზრით, ის უამრავი მცენარეულობა, რომელითაც უხვადაა მოფენილი ზღვა, ჩაძირული ხმელეთის ნაშთია.
821 მაგრამ უფრო სარწმუნოა მოსაზრება, რომ ეს მცენარეულობა და ბალახები ევროპისა და ამერიკის ხმელეთიდან არის მოგლეჯილი გოლფსტრემის მიერ და მისი დინების მიერ არის აქეთ წამოღებული. კოლუმბს, როდესაც ამ გაბედავი მკვლევარის გემებმა სარგოსის ზღვას მიაღწიეს, ამ გრემოებამ აფიქრებინა ახალი ქვეყანა არსებობსო.
822 რომ დავლაპარაკებოდი გათავისუფლების შესახებ, შეიძლება მეთვალყურეობა გაეძლიერებინა ჩვენზე და გაპარვის შესაძლებლობა სამუდამოდ დაგვეკარგა. ჩვენს მოგზაურობაში ამ ცხრამეტ დღეს არაფერი განსაკუთრებული არ გადაგვხდენია თავს. კაპიტან ნემოს იშვიათად ვხედავდი. ის უფრო ხშირად ბიბლიოთეკაში მუშაობდა.
823 როგორც შევატყე, კაპიტანი კმაყოფილი იყო ჩემი თხზულებით ზღვის ფსკერის შესახებ. წიგნის არშიაზე მიწერილი ჰქონდა მრავალი დასაბუთებული შენიშვნა, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგებოდა ჩემს თეორიებს და სისტემას. ამით დაკმაყოფილდა და იშვიათად თუ ჩამომიგდებდა საუბარს ჩემი ნაშრომის შესახებ.
824 მესამის კუჭიდან ამოუღიათ ერთი ჯარისკაცი, მეოთხის კუჭიდან კი - ცხნოსანი ყოფილა. მაგრამ ჩვენს ბადეს არც ერთი ცხოველი არ მოხდა, თავად რომ შეგვემოწმებინა მათი ღორმუცელობა. ჩვენს გემს მოსდევდა მთელი ხროვა მარდი დელფინებისა. ისინი ჯგუფ- ჯგუფად დათარეშობდნენ ზღვაში, როგორც მგლები მინდვრად.
825 თხუთმეტი წუთის შემდეგ, ცამეტი ათასი მეტრის სიღრმეს მივაღწიეთ, მაგრამ ზღვის ფსკერის სიახლოვის არავითარი ნიშანი არ იყო. თოთხმეტი ათასი მეტრის სიღრმეზე უკვე დავინახეთ მოშავო მთის მწვერვალები, რომლებიც წყალში ამოზიდულიყო. ეს მთები ისეთივე მაღალი უნდა ყოფილიყო, როგორც მონბლანი ან ჰიმალაის მთები.
826 მისი რკინის კოჭები იზნიქებოდა, კაუტებს შუა კედლები იგრიხებოდა, წყლის წნევისაგან დარბაზის ფანჯრის ჩარჩოებიდან სქელი შუშები თითქოს შიგნით შემოზნექილიყო და ეს მკვიდრად ნაგები გემი, უეჭველია დაიმსხვრეოდა, რომ მას, კაპიტანი ნემოს თქმით, მთელი თავისი ტანით არ ჰქონოდა გამძლეობის უნარი.
827 ვფიქრობდი, რომ ჰორნის კონცხის გასწვრივ დასავლეთისკენ იბრუნებდა პირს, რათა წყნარ ოკეანეს მიახლებოდა და აქ დაესრულებინა თავისი მოგზაურობა დედამიწის გარშემო. მაგრამ ასე არ მოხდა. გემი ისევ სამხრეთისკენ მიცურავდა. კარგა ხანია, კანადელს ჩემთვის გაპარვის გეგმები აღარ გაუხსენებია.
828 აი, მაშინ კიდევ დაგვიდგება დრო ნედ ლენდის წინადადების ასასრულებლად. კანადელმა თავი გადაიქნია, შუბლზე ხელი გადაისვა და ხმის ამოუღებლად გავიდა კაიუტიდან. რა თქმა უნდა, გემის ერთფეროვანი ცხოვრება თავს მოაბეზრებდა ნედ ლენდს, რომელიც თავისუფალ და მოძრავ სიცოცხლეს იყო შეჩვეული.
829 მკითხველმა ალბათ წარმოიდგინა, თუ რა გამომეტყველება ექნებოდა კანადელს ასეთი დარიგების დროს. რჩევის მიცემ მონადირისთის უბრალოდ დროის კარგვაა. ნედ ლენდი უსიტყვოდ მისჩერებოდა კაპიტან ნემოს და ეტყობოდა, ვერ მიმხვდარიყო, რას ეუბნებოდნენ. მერე ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ზურგი შეგვაქცია.
830 ის ვეშაპზე უკეთ არის შეიარაღებული. ვეშაპს ზემოთ ყბაზე მხოლოდ ულვაშები აქვს, კაშალოტს კი - ოცდახუთი ბასრი კბილი. თითო ოცი სანტიმეტრის ოდენაა და ორ გირვანქას იწონის. მეტისმეტად უშნო მოყვნილობისა. მარცხენა თვალი მახინჯი აქვს და მხოლოდ მარჯვენა თვალით ხედავს. კაშალოტების ქარავანი გვიახლოვდებოდა.
831 მათ შევამჩნიე ვეშაპები და მათზე სათანადოდ მოემზადნენ. წინასწარვე შეიძლებოდა გვეთქვა, რომ კაშალოტები გაიმარჯვებდნენ. მათ თავდასხმა უკეთ იციან, ვიდრე უწყინარმა ვეშაპებმა. უფრო დიდხანს შეუძლიათ წყალქვეშ გაძლება და ჰაერის ჩასასუნთქავად ისე მალ-მალე არ სჭირდებათ ზედაპირზე ამოსვლა.
832 ბოლოს კაშალოტები გაიფანტნენ. წყლის ზედაპირზე ამოვცურდით. ასაწევი კარი აიხადა და ყველანი ბაქანს ვეცით. ზღვა მათი დაფლეთილი სხეულით იყო დაფარული. ზურგი მოლუჯო ჰქონდათ, მუცელი - მოთეთრო და მთლად იარებით დასერილი. ორიოდე კაშალოტი დამფრთხალი და შეშინებული მიცურავდა მოშორებით.
833 შევფიქრიანდი, კანადელს ამ ჯავრიან გულზე რაიმე ძალმომრეობა არ ჩაედინა, რასაც სამწუხარო შედეგი მოჰყვებოდა. მაგრამ ნედს თვალი გაუშტერდა ვეშაპისაკენ და საუბარი აღარ გაუგრძელებია. ეს ვეშაპი ვერ გადარჩენოდა კაშალოტის კბილებს. მაშინვე ვიცანი სამხრეთის ვეშაპი, ბტყელთავა და სრულებით შავი.
834 ორი თუ სამი კასრი მოწევლეს და უკან დაბუნდნენ. კაპიტანმა შემომთავაზა ერთი ფინჯანი რძე გამესინჯა, მაგრამ თავი შევიკავე და გამოვუცხადე, გული არ მიმდის მეთქი. კაპიტანი მარწმუნებდა, ეს რზე საუცხოოა, ძროხის რძისგან არაფერით განსხვავდებაო. მაინც გავუსინჯე გემო და მართლაც დავეთანხმე მის აზრს.
835 ნუთუ კაპიტანი პოლუსისკენ მიისწრაფვის? გზად უკვე გვხვდებოდა მთელი კლდეების ოდენა მცურავი ყინულები, რომელთაც ტალღები ტყლაშუნით ეხეთქებოდა. ნედი ძველებურად უგუნებოდ იყო და აღარაფერს აქცევდა ყურადღებას. რაც უფრო ქვევით ვიწევდით სამხრეთისაკენ, მით უფრო ხშირად გვეხებოდა ყინულის თოში.
836 ათასგვრი სახისა და მომაჯადოებელი მოყვანილობის ყინულის ლოდები კაშკაშებს, ელვარებს და ბრწყინავს. ზოგს ნისლი შემობურვია. ყოველივე ეს სკდება, ჭახჭახებს, ალმასის თვლებივით ნაპერწკლებად იშლება, ყირავდება და მათ შუა ჩნდება მოტრიალე მორევი... რომ იტყვიან, კალმით ვერ აიწრებაო, სწორედ ასე იყო.
837 მე და კონსეი მაშინვე გადავედით მიწაზე, რომელიც როგორც შევატყვე, ვულკანური ნალექისაგან შედგებოდა. ყოველ ნაბიჯზე მოჩანდა შებოლილი ხვრელები, საიდანაც გოგირდის სუნი ამოდიოდა. კუნძულის მცენარეულობა ძალზე მწირი იყო. აქა-იქ შავ კლდეებზე მოჩანდა ხავსი, ზღვის ბალახი დ ორიოდე მიკროსკოპული მცენარე.
838 სამაგიეროდ, ჰაერში დუღდა სიცოცხლე. ათასგვარი ფრინველი გუნდ-გუნდად ტრიალებდნენ ალბატროსები და ყველა ჯიშის ქარიშხალა ფრინველები. ნაპირს ნახევარი მილის მანძილზე რომ გავცილდით, დავინახე, რომ ნიადაგი პინგვინების ბუდებით იყო მოფენილი. შუადღემდე ერთი საათიღა დარჩა. ნისლი არ იფანტებოდა.
839 ცნობილია, რომ სამხრეთის პოლარული ზღვები ათასგვარი თევზის თავშესაფარია. აქეთ მოეშურებიან ზომერი არტყლის მქროლავი ქარტეხილისგან გადასარჩენად. მაგრამ უამრავი მათგანი სელეპების, ზღვის ღორების და ლომთევზების კერძი ხდება. ატყდა ნამდვილი თოვლის ქარბუქი, რომელმაც დილამდე გასტანა.
840 კაპიტანი ნემო თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა. ნავი თავისუფალია და მე და კონსეი ნაპირზე გავცურავთ ხოლმე. გუშინდელზე უფრო შორს წავედით. აუარებელი ფრინველის გარდა წავაწყდით სელაპების ჯოგებს. ისინი ნდობით მოგვჩერებოდნენ ხავერდოვანი წყნრი თვალებით. იმდენი იყვნენ, ასიოდე გემს გაავსებდა.
841 სხვადასხვა ჯიშის სელაპები ჯგუფ-ჯგუფად იწვნენ - ზოგი ყინულის ლოდებზე, ზოგი ნაპირზე, ზოგი კი წყალში ყირამალაობდა და დროდადრო ამოყოფდა ხოლმე თავს. ხვადი სელაპები მზურვენლობით დაჰურებდნენ ერთმანეთს მშობლების მახლობლად. ჩვეულებრივი სელაპის გარდა აქ ნახავდით ე.წ. ზღვის სპილოებს.
842 უნდა ითქვას, რომ სელაპს ძალზე განვითარებული ტანი აქვს. შესანიშნავ გონიერებას იჩენს და ადვილად იწვრთნება. ფრიალო კლდეებზე თითქმის ერთი მილი კიდევ გავიარეთ ფოფხვით და შევამჩნევთ ზღვის სპილოების ჯოგი. კლდის აქეთ მოგვესმოდა მათი გამაყრუებელი ყეფა. ზღვის სპილოები ძალიან ჰგვანან სელაპებს.
843 სწორედ ამ ძვირფასი ეშვის გულისთვის ჟლეტენ ისეთი თავგამოდებით, რომ მალე ალბათ სულ გაწყვეტენ. მათი ნახვის შემდეგ უკანვე გამოვბრუნდით. უკან მომავალმა იშვიათი ნიმუშის პინგვინის კვერცხი ვიპოვე. ძალიან დიდი იყო, თეთრი ფერის და უცნაურლაქებიანი. ის კვერცხი კაპიტნის მუზეუმის კარადაში მოვათავსე.
844 წამოსვლაზე გადაჭრით უარი მითხრა. ეგ უკეთესი, - ვიფიქრე ჩემთვის, - თორემ იმ ნაპირებს სასაკლაოდ აქცევდა. ნისლი იფანტებოდა და ღრუბლები აქეთ-იქით მიიზლაზნებოდა. კაპიტან ნემომ საჭირო ხელსაწყოები წამოიღო და დილის ათი საათისათვის მისი მეზღვაურების თანხლებით, კუნძულზე გავემგზავრეთ.
845 ჩვენ უნდა მიგვეღწია უმაღლესი მწვერვალისათვის, რომელიც წარმოადგენდა ფრიალო კლდის წვეტინ წვერს და წყლის დონიდან ნახევარი ვერსის სიმაღლეზე აზიდულიყო. ძნელი სავალი იყო, ფეხს ვდგამდით ბასრსა და წყვეტიან ღველფის ნალექს. ამას ზედ ერთვოდა გოგირდის მძლავრი, მახრჩობელა სუნი. კაპიტანი სწრაფად ადიოდა მთაზე.
846 კაპიტანმა მანომეტრის საშუალებით მაშინვე გამოიანგარიშა ამ ფრიალო კლდის სიმაღლე. გარშემო მიმოვიხედე. მზე არსად ჩანდა. ჰორიზონტს მხოლოდ მისი ანარეკლი შუქი ეფინებოდა. ყოველ მხარეს ბასრად წაწვეტებული ფრიალო კლდეები ამართულიყო, რომელთა შუა აქა-იქ თვალისმომჭრელი თეთრი ველები მოჩანდა.
847 ნიავი სახეს გვისუსხავდა. ზღვის ზედაპირზე აქა-იქ შავად მოშიშვლებული გაუყინავი ადგილები მოჩანდა, მაგრამ ისინიც თანდათან ქრებოდა. წელიწადის ამ, დროს, სამხრეთის ზღვების აუზი ექვსი თვით იყინება და გაუვალი ხდება. ვეშაპები ალბათ, ყინულით გადალესილი მიდამოს ტოვებენ და თბილი წყლებისკენ მოეშურებიან ამ დროს.
848 საღამო ხანს უკვე მთლიანი ყინულის ქვეშ მიცურავდა. ფანჯრის დარაბები გარედან იყო დაკეტილი, რომ შუშები ზღვაში მოტივტივე ყინულის კლდის დაჯახებისაგან არ შემომტვრეულიყო. მთელი დღე პოლუსის შთაბეჭდილებებზე ვწერდი. ჩვენ ამ უბედურ ადგილებს უხიფათოდ მივაღწიეთ, თითქოს რელსებზე მოსრიალე ვაგონით მივდიოდით.
849 ხოლო როდესაც ყინულის გვირაბს გასცილდებოდა, სიღრმეზე ჩაეყვინთა და გზა ისე განეგრძო. დარბაზის ჭერიდან სინათლე ჩაქრა, მაგრამ იქაურობა ისევ გაკაშკაშებული იყო. სიტყვებით ვერ გადმოიცემა ის ეფექტი, რომელსაც ჯადოსნური მოხაზულობის ყინულოვან მასივში ჩვენი შუქურას ელექტრონის სინათლე ქმნიდა.
850 მათ შორის ბრგე და ახოვანი ნედ ლენდი მოჩანდა. კაპიტანი ნემოც იქვე იყო. სანამ ყინლის ჭრას დაიწყებდნენ, ჯერ განკარგულება გასცა, ბურღით გაეხვრიტათ, რომ წესიერი გეზი მისცემოდა მუშაობას. გრძელი ზონდები ჰკრეს გვერდის კედლებში, მაგრამ თხუთმეტი მეტრის სიღრმის მერეც სქელი ყინულის კედელი დახვდათ.
851 კაპიტანმა ნემომ ახლა ქვემოთა ფენის ჩახვრეტაც სცადა. აქ კი ათი მეტრის სისქე ყინული გვაშორებდა თავისუფალ წყალს. მაშინვე შეუდგნენ თავგამოდებულ მუშაობას. კაპიტანმა ნემომ ბრძანა, რომ გემის ცხვირს წინ, რვა მეტრის მოშორებით უზარმაზარი წრე შემოეხაზათ და ყინულის ის ნაწილი ამოეღოთ.
852 ბევრგან ხრახნებით დაბურღეს ყინულის ნიადაგი და დიდრონ ლოდებად აცლიდნენ ყინულის ნატეხებს. ნაკლები ხვედრითი წონის გავლენით ამოტეხილი ყინულის ლოდები, რომლებიც წყალზე უფრო მსუბუქი იყო, გვირაბის თაღისკენ მიექანებოდა და ზემოთ კედელს ასქელებდა იმდენად, რამდენადაც ქვედა ფენა თხელდებოდა.
853 მეორე დილით სკაფანდრში გამოწყობილი მივდიოდი წყალში, რომლის ტემპერატურა ექვსი გრადუსი მაინც იქნებოდა. შევამჩნიე, რომ გვერდის კედლები ნელ-ნელა უახლოვდებოდა ერთმანეთს. წყლის ის ფენა, რომელიც ადამიანის მუშაობით და იარაღის მოძრაობით არ იყო გამთბარი, თითქოს გამაგრებს იწყებდა.
854 ასეთი სასჯელი ჯერ არც ერთ ინკვიზიტორს არ გამოუგონია. წარმოვიდგინე, ვითომ საშინელი მხეცის ყბაში ვიყავი მოქცეული, ყბები კი უძლეველის ღონით იხურებოდა. ამ წუთს გვერდით გამიარა კაპიტანმა ნემომ, რომელიც მუშაობას ხელმძღვანელობდა. ხელში ხელი ვტაცე და ჩვენი საპატიმროს კედლებზე მივუთითე.
855 წყალს ორთქლად ხდიდა, რომ შემდეგ სასმელად გამოსაყენებელი ყოფილიყო. ეს ქვაბები წყლით გაავსეს, მთელი ელექტრონის სითბო აპარატების გარშემო მიხვეულ-მოხვეულ მილებში მიუშვეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, წყლის სითბომ ას გრადუსს მიაღწია, მდუღარე წყალი ტუმბოებით გაუშვეს, ქვაბები კი ცივი წყლით ივსებოდა.
856 აუტანელი სევდა შემომაწვა გულზე. საღამოს სამ საათზე ჩემმა ტანჯვამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ყბები მთქნარებისგან მტეხდა, ფილტვები მითრთოდა საღი ჰაერის მოლოდინში. ზნეობრივად სრულიად გამოვიფიტე. უღონოდ ვეგდე, თითქმის გონებამიხდილი, ჩემი ძვირფასი კონსეი გვერიდან არ მშორდებოდა, თუმცა ჩემსავით იტანჯებოდა.
857 ბიბლიოთეკის დივანზე ვიყავი გადასვენებული, სული მეხუთებოდა. სახე გამიფითრდა, ტუჩები გამილურჯდა, ღონე გამომეცალა. ვეღარც ვხედავდი და აღარც მესმოდა რაიმე. ჩემს მხსიერებაში დროის ცნება გაქრა, ჩემი კუნთები აღარ იკუმშებოდა. არ დამითვლია ასე გატარებული საათები, მაგრამ ვგრძნობდი კი, რომ ნელ-ნელა ვკვდებოდი.
858 ეს წყლის მცნარე ისეთი მაგარია, რომ საბუქსირე გემის ჯამბარად გამოდგება. შევამჩნიე აგრეთვე სელის მცენარე, რომლის ფოთლებიც საჟენს სჭარბობდა. მთაში ბინადრობს უთვალავი კიბოსმაგვარი ცხოველი, ჰოლიპები, უფხო და უძვლო თონთლო ცხოველები, მათ შორის კარაკატიცები, რომლებიც განსაცდელის დროს შავ ლორწოს უშვებენ.
859 აქ რომ გაქცევა მოგვეხერხეგბინა, თავშესაფარსაც ვიპოვიდით, მაგრამ თავად ნედ ლენდმა ვერ გაბედა ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც ძლიერი და სუსხიანი ქარი ქროდა და ნავით ნაპირს ვერ მივადგებოდით. მე გაკვრითაც არ მიხსენებია გაპარვის შესაძლებლობა. სამაგიეროდ, გულდასმით ვმუშაობდი და დაკვირვებას ვაწარმოედი.
860 მოხვედრილიყო სკაროსიც, ძალზე ბრტყელი და მრგვალი, რომელიც ერთი ფუთი მაინც გამოვიდოდა. ქვემოდან თეთრი იყო, ზემოდან მოწითალო, ზურგზე დიდრონი მუქი ლურჯი ზოლები ჩასდევდა, შავზოლშემოვლებული. გემის ბაქანზე ამოვათრიეთ, მაგრამ ისეთი გაშმაგებით სხლტოდა და იბრძოდა, რომ კინაღამ ზღვაში გაგვისხლტა.
861 მის სხეულში ისეთი მძლავრი ელექტრონული ორგანოა, რომ ამ თევზს რამდენიმე საჟენის მანძილზე შეუძლია სხვა თევზების მოკვლა. მეორე დღეს მეტად იშვიათი და საგულისხმო ცხოველები ვნახეთ, მათ შორის, ზღვის ფური, ეს არის უწყინარი და მეტად უმწეო ცხოველი, სიგრძით სამი საჟენი, მისი წონა კი ორას ფუთამდე აღწევს.
862 მომწვანო, გადმოკარკლული, უშველებელი თვალებით მოგვჩერებოდა, თან გრეხითა და კრუნჩხვით ასავსავებდა თავის რვავე ფეხს, ან უკეთესი იქნბა, თუ ვიტყვით - ხელებს, ე.ი. იმ უზარმაზარ თითებს, რომლებიც თავზე ჰქონდა გამობმული. მისი თათები ზედიზედ მიყრილი დიდრონი კოტოშებით იყო მოფენილი.
863 ამ თითებს შუა თუთიყუშის ნისკარტის მოყვანილობის პირი მოუჩანდა, დაღრენილ პირში ბასრ კბილებს აჩენდა. თითისტარის მოყვანილობის ტანი ალბათ ათას ხუთასი ფუტი მაინც გამოვიდოდა. რვაფეხას ფერი არაჩვეულებრივად ცვალებადია. გაბრაზების დროს, ის მოთეთრო-ნაცრისფერი ერთბაშად მოწითალო-აგურისფერი ხდება.
864 მას მოჰყვა მეორე, მეათე, მეოცე... კაპიტან ნემომ ცული დაჰკრა და პირველი ჩამოსრიალებული თათი მოჰკვეთა. მოჭრილი თათი კიბეზე ჩამოგორდა. ჩვენ ბაქანზე ავდიოდით ჯგუფად, როცა რვაფეხას ორი უზარმაზარი თათი ჰერში გაიკლაკნა. მერე ერთი მეზღვაურს დასწვდა, გარს შემოეხვია და მძლავრად აიტცა ჰაერში.
865 ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება მისი ყვირილი. კაპიტანი ნემო რვაფეხას ეცა და ერთი დარტყმით მეორე თათიც წააგდებინა. მისი თანაშემწე სხვ რვაფეხას ებრძოდა გამწარებული. მთელი ეკიპაჟი ცულებს ატრიალებდა. მე და კონსეიც ცულებით ვჩეხავდით ცხოველის აბურთულ სხეულს. გამაბრუებელი მუშკის სუნით გაიჟინთა ჰაერი.
866 კაპიტანი ნემო და მისი თანაშემწე ცხოველს მისცვივდნენ, მაგრამ უკვე რვაფეხამ მოშავო ფერის სითხე ამოუშვა მუცლიდან, რამაც ყველას თვალები აგვიწვა. სითხე რომ გაიფანტა, რვაფეხა აღარსად ჩანდა. მას თან გაეტაცებინა ჩემი უბედური თანამემამულე. გააფთრებით დავერიეთ ამ საზარელ ცხოველებს.
867 ნედმა უსიტყვოდ დახარა თავი. ბრძოლა კიდევ თხუთმეტი წუთი გრძელდებოდა. დამარცხებულმა, დასახიჩრებულმა და სასიკვდილოდ დაჭრილმა მხეცებმა ზღვის ტალღებს მიაშურეს. მთლად სისხლში მოსვრილი კაპიტანი ნემო უძრავად იდგა შუქურასთან და მჭმუნვარედ მისჩერებოდა ზღვას, რომელმაც კიდევ ერთი მისი ამხანაგი შთანთქა.
868 ეს იყო გოლფსტრემი. გოლფსტრემი მართლაც მდინარეაა, რომელიც თავისუფლად მიედინება ატლანტის ოკეანეში. მისი წყალი ოკეანის წყალში როდი ერევა. ეს არის მლაშე მდინარე, იმაზე უფრო მლაშე, ვიდრე გარშემო მომდგარი ზღვებია. მისი საშუალო სიღრმე სამი ათას ფუტს აღწევს, სიგანე კი - სამოც მილს.
869 ის ერთგვარი სითბოს გამტარი მილია, რომლის წყალობითაც ევროპის სანაპიროები მუდამ მწვანითაა შემოსილი. მორის თქმით, ამ მდინარეების სითბო რომ გამოვიყენოთ, საკმარისი იქნებოდა ისეთი დიდი რკინის მდინარის გასადნობად, როგორიც არის ამაზონი ან მისურიო. გოლფსტრემის სიჩქარე წამში ორ-ნახევარ მეტრს უდრიდა.
870 აქ მრავლად გვხვდებოდა სკაროსები, სიგრძით ოცდახუთ ფუტამდე, რომლის წვრილი კუდი სიგრძით განს ერთიორად აღემატებოდა. ვნახეთ ერთი მეტრის სიგრძის დიდთავა, პატარა ნათელთევზებიც, რომელთაც მოკლე და მრგვალ ყბაში რამდენიმე წყებად ჩასდევდა ბასრი კბილები, კანი კი დაფარული ჰქონდათ ჯავარით.
871 ესენი ოკეანის ნამდვილი ცისარტყელები არიან და სილამაზიტ მეტოქეობას უწევენ ტროპიკული ქვეყნების ულამაზეს ფრინველებს... უნდა დავუმატო, რომ ღამღამობით გოლფსტრემის ფოსფორული შუქი ექიშპებოდა ჩვენი ელექტროშუქურის სხივოსნობას, განსაკუთრებით, ჭექა-ქუხილის დროს, რაც აქ ხშირად იცის.
872 სანაპიროს მოსახლეობა ყველგან სანდოა. ზღვას განუწყვეტლივ სერავდა სწრაფმავალი გემები, რომლებიც ნიუ-იორკის, ბოსტონის და მექსიკის ყურის ნავსადგურებს შორის მიმოდიოდნენ. გარდა ამისა, დღისით თუ ღამით ამერიკის სანაპიროების გასწვრივ, ზღვისპირა ქალაქებს შორის, პატარა სავაჭრო გემები დასრიალებდნენ.
873 მირჩევნია ზღვაში გადავვარდე. აქ დარჩენა კი აღარ შემიძლია, აღარ!... ცხადი იყო, კანადელს მოთმინების ძაფი გაუწყდა. მისი ძლიერი ბუნება ვერ შეთვისებოდა ასეთ ხანგრძლივ პატიმრობას. სახე, დღითიდღე, სულ უფრო ეღუშებოდა. კარგად ვგრძნობდი მის ტანჯვას, რადგანაც სამშობლო ქვეყნი ნოსტალგია მეც მანაღვლებდა.
874 გარდა ამისა, კაპიტან ნემოს ჩაკეტვა, მისი გუნების შეცვლა, განსაკუთრებით, სპრუტებთან ბრძოლის შემდეგ, მისი სიჩუმე- ყოველივე ეს მაიძულებდა აზრი შემეცვალა მასზე. კონსეისავით ფლამინდიელი უნდა ყოფილიყავი, რომ იმ გარემოს შეთვისებოდი, რომელიც ვეშაპსა და ზღვის სხვა ცხოველების ხვედრი იყო.
875 თვითონ რომ შესულიყო, კაპიტანთან, საქმეს გააფუჭებდა. მარტო დავრჩი. საკითხი გადაწყდა და უნდა დამებოლოებინა. ჩემს კაიუტაში შევედი, კაპიტან ნემოს ოთახიდან ფეხის ხმა ისმოდა. შემთხვევა ხელიდან არ უნდა გამეშვა და უნდა მენახა. კარზე მივაკაკუნე. კიდევ მივუკაკუნე და ღილაკს თითი დავაჭირე.
876 ამიტომ იგი ახლავე უნდა გადაიჭრას. გიმეორებთ, რომ საქმე მარტო მე არ მეხება. თქვენსავით მეც შემიძლია განმარტოებით, უჩინრად ვიცხოვრო იმ მცირე იმედით, რომ ოდესმე, მომავალში ქვეყნიერება გაეცნობა ჩემი შრომის ნაყოფს იმ საიდუმლო ხელსაწყოს მეშვეობით, რომელიც ზღვის ტალღებს და ნიავს ჩაბარდება.
877 თქვენ კი, პროფესორო, შეგიძლიათ, ყველაფერს მიხვდეთ, ყვლაფერი გაიგოთ, ჩემი სიჩუმეც კი. ამის მეტს ვერას გიპასუხებთ. ეს იყოს ჩვენი პირველი და უკანასკნელი საუბარი ამ საგანზე. მეორედ საჭიროდ არ ჩავთვლი მოსმენასაც კი. გამოვედი. იმ დღის შემდეგ, ჩვენი მდგომარეობა მეტისმეტად დამძიმდა.
878 გრიგალის ნიშნები მოჩანდა. ღრუბელი შავბნელად იკუმშებოდა და გაავდრებას აპირებდა. ძლიერი ღელვისაგან ზღვას ღმუილი გაჰქონდა. ფრინველები არ ჩანდნენ, გარდა გრიგალის თანამგზავრი ქარიშხალასი. ბარომეტრი ქვევით და ქვევით ეშვებოდა და აღნიშნავდა, რომ ჰაერში გროვდებოდა ორთქლი, რომელიც ელექტრონით იყო გაჟღენთილი.
879 საღამოს ხუთ საათზე კოკისპირული წვიმა წამოვიდა, მაგრამ არც ქარის ქროლა შესუსტებულა და არც ზღვის ღელვა. ერთბაშად გრიგალმა თავი აიწყვიტა და წამში ორმოცდახუთ მეტრი სისწრაფით დაქროლა. ასეთი გრიგალი სახლებს პირქვე ამხობს, კრამიტის სახურავებს გლეჯს, რკინის ჩარჩოებს ამსხვრევს, ხეებს ძირფესვიანად თხრის.
880 ძლივს ებრძოდა ყალყზე შემდგარ ტალღებს. გემს იალქნები ისე მიემართა, რომ გრიგალი ვერ გაიტაცებდა. ორთქლი იმდენად განევითარებინა, რომ ტალღებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. სამგზავრო გემი იყო, ალბათ ექსპრესი, რომელიც ნიუ-იორკსა და ლივერპულს შორის ან ნიუ-იორკსა და ჰავრს შორის დაცურავდა.
881 მალე ეს გემიც ბინდბუნდში თვალს მიეფარა. ღამის ათ საათზე ცას თითქოს ცეცხლი გაუჩნდა, ძლიერი ელვა იკლაკნებოდა ჰაერში. ჩემი თვალები ვერ უძლებდა ამ ელვარებას, კაპიტანი ნემო კი თვალის დაუხამხამებლად უცქერდა მას. საშინელი ღმუილი და ჭექა-ქუხილი აყრუებდა მიდამოს. ქარიშხალი ყოველი მხრივ ბრუნავდა და ტრიალებდა.
882 ციკლონი აღმოსავლეთიდან მოჰქროდა და სამხრეთის ნახევარსფეროს გრიგალს ზედ ეხეთქებოდა. ოჰ, ეს გოლფსტრემი!... ის ბადებდა საშინელ ციკლონს თავისი დინებისდა და ზედაპირზე ჰაერის ფენებში არსებული ტემპერატურის განსხივების გამო. შხაპუნა წვიმას ცეცხლის წარღვნა მოჰყვა, წვიმის წვეთები ცეცხლის ნაპერწკლებად იქცა.
883 ნიუ-იორკის ან წმინდა ლავრენტის მდინარის მახლობლად გაპარვის იმედები გაგვიცრუვდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი საბრალო ნედ ლენდი განმარტოვდა და კაპიტან ნემოსავით ჩაიკეტა. მე და კონსეი კი ერთმანეთს არ ვშორდებოდით. რამდენიმე დღე დავძრწოდით ასე. ხან ზედაპირზს ვეხეთქებოდით, ხან ისევ სიღრმეს მივაშურებდით.
884 ახალი ქვეყნის ახლომახლო ზღვის სიღრმე ასიოდე საჟენს არ აღემატებოდა. მხოლოდ სამხრეთისკენ ექანებოდა ნიადაგი ერთბაშად ძირს და ზღვის სიღრმეზე სამი ათას მეტრს აღწევდა. გოლფსტრემი აქ ფართოდ იშლებოდა. მისი წყლები აქ იფანტებოდა, დინება სუსტდება, ტემპერატურა კლებულობს და ნამდვილ ზღვად იქცევა.
885 ეს მოხდა ექვსას ოცდათვრამეტი მილის მანძილზე ირლანდიის ნაპირებიდან. ნაშუადღევის ორ საათზე შეამჩნიეს თურმე, რომ ევროპასთან კავშირი ერთბაშად შეწყდა. გემზე მყოფმა ინჟინერებმა დაზიანებული ადგილები მოჭრეს. ღამის თერთმეთ საათზე კაბელი შეაკეთეს და წყალში ჩაუშვეს. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ისევ გაწყდა.
886 მაშინ კი მისი ამოთრევა ოკეანიდან ვეღარ მოახერხეს. მაგრამ ამერიკელებს გული როდი გასტეხიათ. ამ საქმის მეთაურმა, ენერგიულმა საირუს ფილდმა, რომელმაც მთელი თავისი ქონება ამ საქმეში ჩადო, ხელის მოწერა გამართა. ნავარაუდევი თანხა მაშინვე შეივსო. მაშინ კაბელი უკეთეს პირობებში გაიყვანეს.
887 ეს უდიდესი წამოწყება მაშინ წარმატებით დასრულდა. არ მეგონა, თუ ელქტრონულ ზამბარას პირვანდელი სახითვე ვნახავდი, როგორითაც სახელოსნოდან გამოვიდა. ამ უზარმაზარ გველს, ნიჟარების ნარჩენებით დაფარული ქვის ფხვნილი ჰქონდა გადაკრული, რომელიც ლორწოვანი ცხოველებისგან იფარავდა, რომლებსაც შეეძლოთ დაეჩვრიტათ იგი.
888 ფასტენეს შუქურა შუქს ჰფენდა გლაზგოდან დ ლივერუპულიდან გამავალ, ათიათასობით მოძრავ გემს. ჩემთვის ვფიქრობდი, გაბედავდა თუ არა კაპიტანი, ლამანშის სუტესი შესვლას? ნედ ლენდი სწორედ იმ დროს მოიდა ჩემთან, როდესაც ხმელეთს ვუახლოვდებოდით და აცახცახებული ხმით შემეკითხა ამის შესახებ.
889 აშკარა იყო, რომელიღაც ნიშანდობლივ ადგილს დაეძებდა ოკეანეში. კაპიტანი ნემო დარბაზში გამოვიდა და გუშინდელივით გაარკვია მზის სიმაღლე. ზღვა მშვენიერი იყო, ცა მოწმენდილი. რვა მილის მანძილზე აღმოსავლეთით დიდი გემი გამოჩნდა. ზედ არავითარი დროშა არ ფრიალებდა და არ ვიცი, რომელი ქვეყნისა იყო.
890 რამდენიმე წუთის შემდეგ გემი რვაას ოცდაცამეტი მეტრის სიღრმეზე გაჩერდა და ფსკერ გაეკრა. ფანჯარაში ვიცქირებოდი. გემის მარცხენა მხარეს არაფერი ჩანდა, უსაზღვრო და მიწყნარებული წყლის მეტი. მარჯვნივ კი, ფსკერზე, შესამჩნევი მაღლობები მოჩანდა, რომლებიც მოთეთრო ნიჟარებით დაფარულ ნანგრევებს ჰგავდა.
891 გაჩუმდით, პროფესორო არონაკს! ჩემს კაიუტაში შევედი დასაძინებლად, მაგრამ ძილი არ მომკარებია. დილის სამ საათზე ბაქანზე ავედი. კაპიტანი უკვე იქ დამხვდა. გულხელდაკრეფილი იდგა შავი დროშის ქვეშ და იმ გემს გასცქეროდა. გემს უკვე საორთქლე ქვაბები გაეჩაღებინა. საბოლე მილებიდან ბღუჯა-ბღუჯა ნაპერწკლებს ისროდა.
892 სამხრეთისაკენ თუ ჩრდილოეთისაკენ? ჩემს ოთახში შევედი. ნედ ლენდი და კონსეი მდუმარედ ისხდნენ. გაურკვეველ შიშის ზარს ვგრძნობდი კაპიტან ნემოს მხრიდან. მან მოწმე გამხადა თავისი შურისძიებისა. ეს ჩემთვის მეტისმეტი იყო. თერთმეტ საათზე ელექტრონმა გაანათა. დარბაზს ვეცი. ცარიელი იყო.
893 შევიტყვე რომ ლამანშის სრუტეს გავდიოდით და ჩრდილოეთის ზღვებისკენ მივექანებოდით გასაოცარი სისწრაფით. საღამომდე ორასი მილი გავიარეთ ატლანტის ოკეანეში. დაღამდა. ზღვაზე წყვდიადი ჩამოწვა. ჩემს ოთახში შევედი, მაგრამ ძილი არ მეკარებოდა. დაღუპული გემის საზარელი სურათი სულ თვალწინ მედგა.
894 გავივლიდით თუ არა ნაკლებად შესწავლილ კარის ზღვას, ობის ყურეს, ლიახოვის არქიპელაგს და აზიის უცნობ ჩრდილო-დასავლეთის ნაპირებს! ვერ ვიტყვი, რამდენი დრო გავიდა ამ ფიქრებში, ყურადღება არ მიმიქცევია. ისე მეჩვენებოდა, თითქოს დღე და ღამე ერთმანეთს აღარ ენაცვლებოდა, როგორც ეს პოლარულ ქვეყნებში იყო.
895 როდესაც ჰერის გამოსაცვლელად ზედაპირზე ამოიწევდა, ასაწევი კარი ავტომატურად იღებოდა და ავომატურად იკეტებოდა. აღარავინ აღნიშნავდა გემის ადგილმდებარეობას და არ ვიცი, სად ვიმყოფებოდით. ისიც უნდა ვთქვა, რომ კანადელს მოთმინების ძაფი გაუწყდა. კაუტაში ჩაიკეტა და აღარ გვეჩვენებოდა.
896 ბაქანზე ავედი, მაგრამ ისეთი რისხვით ასკდებოდა ტალღები, რომ ფეხზე ძლივს ვიდექი. ცა პირქუშად იყურებოდა, მაგრამ თუკი ჩამობნელებული ნისლის იქით ხმელეთი იყო, უნდა გვესარგებლა... არც ერთი დღის, არც ერთი საათის დაკარგვა არ შეიძლებოდა! დარბაზისაკენ გავემართე. მინდოდა კაპიტან ნემოს შევხვედროდი.
897 დარბაზში გავედი. საშინელი სისწრაფით მივქროდით სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ორმოცდაათი მეტრის სიღრმეზე. უკანასკნელად გადავხედე ამ მუზეუმში თავმოყრილ ბუნების საოცარ ნიმუშებს, განძეულობას, ამ უბადლო კოლექციებს და გავიფიქრე, რომ ყოველივე ამას მის შემკრებლებთან ერთად ზღვის უფსკრულებში ელოდა დაღუპვა.
898 მთელი ერთი საათი დავტრიალებდი ამ საუნჯეს, უამრავ კარადაში რომ ელვარებდა. მერე ჩემს ოთახს მივაშურე. მკვიდრ საზღვაო ტანსაცმელში გამოვეწყვე, ჩემი დღიური პალტოში მაგრად ჩავიმაგრე. გული საშინლად მიცემდა. კაპიტანი ნემო რომ შემხვედროდა, ჩემი მღელვარება და შეკრთომა გამამჟღავნებდა.
899 ნეტავ, რას აკეთებს კაპიტანი ნემო? მისი ოთახის კარს მვაყურადე. ფეხის ხმა ისმოდა, კაპიტანი ნემო იქ იყო. ყოველი მის მოძრაობაზე ისე მეჩვენებოდა, თითქოს ეს-ეს არის, კარს შემოაღებს მეთქი. შემოვა და მკითხავს, თუ რად ვაპირებ გაპარვას. ნერვიული, შიშის ჟრუანტელი მივლიდა და ჩემი ფანტაზია უფრო აძლირებდა მას.
900 და ამ ჩვეულებრივ გარემოში კაპიტანი ნემო უზომოდ იზრდებოდა. მის სახეს ზეკაცის იერი ედებოდა. ის უკვე აღარ იყო ჩვეულებრივი ადამიანი - ეს იყო წყლების ბინადარი, ზღვათა გენია, შურისმგებელი რევოლუციონერი. ათის ნახევარი იყო. თავზე ხელებს ვიჭერდი, რომ არ გამსკდომოდა. თვალებს ვხუჭავდი.
901 არაფერზე ფიქრი არ მინდოდა. კიდევ მთელი ნახევარი საათი ლოდინი! უცებ ორღანის წყნარი ხმა შემომესმა. სევდიანი, მოწყენილი მელოდია. სუნთქვა შევიკავე და ისე ვუსმენდი. კაპიტანი ნემო გატაცებით უკრავდა. მეც სიამოვნებით ვუსმენდი. თითქოს ეს ჰანგები ამ ქვეყნის იქით მიმაქანებდა. მაგრამ მუსიკა შეწყდა.
902 დარბაზის კუთხის კარს მივაღწიე და ფრთხილად შევაღე. უკუნი სიბნელე იყო. ორგანის აკორდები სევდიან ხმას გამოსცემდა. კაპიტანი ნემო აქ იყო. ვერ მხედავდა. ვფიქრობ, დარბაზი გაკაშკაშებული რომც ყოფილიყო, მაინც ვერ შემამჩნევდა, ისეთი გატაცებით უკრავდა. ხალიჩაზე მივცოცავდი, ვფრთხილობდი, არ მეხმაურა.
903 ხუთ წუთი გავიდა, სანამ დარბაზის ბოლო კარს მივაღწიე. ბოლოს იმ კარამდე მივხოხდი, რომელიც ბიბლოთეკაში შედიოდა. ის იყო, კარი უნდა შემეღო, რომ კაპიტანმა ამოიოხრა. ადგილზე გავშეშდი, მივხვდი, რომ დგებოდა. თითქოს გავარჩიე კიდეც, რადგანაც ბიბლიოთეკიდან დარბაზში ოდნავი შუქი გამოკრთოდა.
904 ჰორიზონტს ყოველი მხრიდან აქეთკენ მოექანება მთებივით აგორებული ტალღები და ისეთ მორევს აჩნეს, რომლის ცენტრისკენ მოსწრაფებული ძალა თხუთმეტი კილომეტრის მანძილზე ყველაფერს შიგნით ითრევს. ეს მორევი უფსკრულისკენ აქანებს არა მარტო გემებს, არამედ არქტიკულ ვეშაპებს და თეთრ დათვებსაც.
905 ეს ის დრო იყო, როდესაც აქედან ჩემი სამშობლოსკნე გამგზავრებაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. საერთოდ, ჩრდილო და სამხრეთ ნორვეგიას შორის ზღვით მიმოსვლა იშვიათია. ნორდკაპიდან გემის მოსვლამდე უნდა გველოდა. გემი კი აქ ორ თვეში ერთხელ მოდის. დავრჩით ჩვენს გადამრჩენელებთან და შემხიზვნელებთან.
906 არც ერთი შემთხვევა არ გამომრჩენია, არც ერთი გარემოება არ დამვიწყებია, არც ერთი ფათერაკი არ გამიზვიადებია. ეს არის ზუსტად გადმოცემული ამბავი ჩვენი წარმოუდგენელი ექსპედიციისა იმ სფეროში, რომელიც ადამიანისათვის დღემდე მიუწვდომელია და სადაც ახლო მომავალში მეცნიერბა ალბათ თვისუფლად გაიკვლევს გზას.
907 ვამტკიცებ, რომ ამიერიდან უფლება მაქვს ვილაპარაკო ზღვებზე, რომელთა უფსკრულებშიც ოთხმოცი ათასი კილომეტრი გავიარე. მე აღვწერე დედამიწის გარშემო წყალქვეშა მოგზაურობა, რომელმაც თვალწინ გადამიშალა ამდენი საოცრებანი წყნარი, ინდოეთის, ატლანტის ოკეანეებისა, ხმელთაშუა ზღვისა, სამხრეთ და ჩრდილოეთის ზღვებისა.
908 ყველანი გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს ხვედანას სწრაფ სრიალს. ის ხან ზვირთებში ჩაყვინთავდა, ხან საოცარი სისწრაფით ამოსხლტებოდა და ჰარეში შეტრიალდებოდა. კაპიტანმა მეტად საჭირო განკარგულება გასცა. მეზღვაურებმა გემის მარჯვენა ქიმიდან ისროლეს ანკესი, რომელზეც სატყუარა - ღორის ქონის ნაჭერი წამოაგეს.
909 უშველებელი ფარფლების ძირები შავი ჰქონდა, ბოლოები კი ნაცრისფერი. ფარფლებით მძაფრად კვეთდა ტალღებს, კურდს კი საჭედ ხმარობდა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ხომალდს, მით გარკვევით მოჩანდა მისი გადმოკარგლული თვალები, ხოლო გულაღმა შეტრიალეისას ფართო დაღებული ყბებიდან - ოთხრიგად მოჭედილი ბასრი კბილები.
910 მეზღვაურებმა ხომალდიდან გადაუშვეს ანძაზე მიმაგრებული ამწე და ბაგირის ბლოკით გამოსწიეს. ხვედანამ იგრძნო, რომ თავის სტიქიონს აშორებდნენ და საშინელი ძალით გაიბრძოლა, მიეხეთ-მოეხეთქა და ფართხალით ტალღები ააქაფა, მაგრამ ამ დროს ბოლოზე გაენასკვა მარჯვედ ნასროლი ქამანდი და ხვედანამაც დაწყნარება იკადრა.
911 ცოტა ხნის შემდეგ ასეთ უცნაურ პირობებში ნაპოვნი ბოთლი მაგიდაზე იდგა. მას გარს შემოსხდომოდნენ ლორდი გლენარვანი, მაიორი მაკ-ნაბსი, კაპიტანი ჯონ მანგლსი და ლედი ელენი, რომელიც ისევე როგორც ყველა ქალი, ცნობისმოყვარე გახლდათ. ზღვაზე უბრალო შემთხვევაც კი დიდ ამბად იქცევა ხოლმე.
912 გლენარვანი ისე გულმოდგინედ აკვირდებოდა ბოთლს, როგორც გამომძიებელი ათვალიერებს ხოლმე დანაშაულის ნივთიერ საბუთს. სწორადაც იქცეოდა, ხშირად მცირეოდენი კვალის ნასახიც მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მიიყვანს კაცს. ჯერ ბოთლი გარედან დაათვალიერეს. მაღალყელა იყო და ჟანგისაგან შეჭმული მავთული ეხვია.
913 ბოთლი სქელი მინისა იყო, ასე რომ, რამდენიმე ატმოსფერულ წნევას გაუძლებდა. ყოველივე ეს ამტკიცებდა, რომ ბოთლი შამპანიდან იყო წამოღებული. ეპრენესა და აის მევენახეები ამგვარი ბოთლებით სკამის საზურგეს ამტვრევენ ხოლმე და ბოლთი არც კი იბზარება. აშკარაა, რომ ეს ბოთლი კიდევ დიდხანს შეძლებდა ტალღებზე ტივტივს.
914 კლდეებს, რომლებზეც აღმრათულია ციხე, გამუდმებით ელამუნება ლომონდის ტბის გამჭვირვალე ტალღები. ციხე-დარბაზი უხსოვარი დროიდან ეკუთვნოდა გლენარვანებსი საგვარეულოს, რომელმაც აქ, რობ როისა და ფერგიუს მაკგრეგორის სამშობლოში, ულტერ სკოტის ძველ გმირთა ძველებურ სტუმართმოყვარეობა და ადათები შეინარჩუნა.
915 ზოგი მათგანი მთიანი შოტლანდიის ველურ ენაზეც კი ლაპარაკობდა. ლორდი გლენარვანი დიდი შეძლების პატრონი იყო. მრავალ სიკეთეს იქმოდა და ეს მის სიუხვესაც კი სჭრაბობდა, რადგან სიკეთე ამოუწურავია, ხოლო სიუხვეს საზღვარი აქვს. ლიუსის მემამულე, ლორდ მალკოლმი თავისი საგრაფოს წარმომადგენელი იყო ლორდთა პალატაში.
916 უილიამ ტუფნელი გატაცებული იყო გეოგრაფიით, ახალი აღმოჩენებითა და ამ მისწრაფების მსხვერპლი შეიქმნა კიდეც, როგორც ბევრი სხვა დანარჩენი. მართალია, ელენი დიდი გვარის ჩამომავალი არ იყო, მაგრამ გლენარვანი მისი შოტლანდიელებითაც კმაყოფილდებოდა და ამას ყოველგვარ ტიტულებს ამჯობინედა.
917 ის განმარტოებით ცხოვრობდა კილპატრიკში, მამსისეულ სახლში და თითქმის არვითარი სახსარი არ გააჩნდა. გლენარვანი მალე მიხვდა, რომ ეს საწყალი ქალიშვილი ერთგული მეუღლე იქნებოდა და ითხოვა იგი. ელენს, როგორც მშვენიერ გაზაფხულზე შოტლანდიის ტბებს დაჰკრავს სილურჯე, ისეთივე მოლურჯო ფერის თვალები ჰქონდა.
918 ფიქრში წასულნი, განმარტოებულნი, თითქოს მთელი ქვეყნისაგან მიტოვებულნი, კლდიდან მორღვეულ ქვებზე ისხდნენ. ირგვლივ სიჩუმე იდგა, ისინი მარტონი იყვნენ, თითქოს ყველასაგან დავიწყებულნი, მთვარის ფერმკრთალი შუქი დაჰნათოდათ, ღამის წყვდიადი კი თანდათან ფარავდა ირგვლივ აღმართულ მთებს.
919 არც გრანტის ტყვეობის ამბავი გაუმხელია. ან კი რა საჭირო იყო, ახალგაზრდა ქალისთვის გული დაეწყვიტა ასეთი წვრილმანებით! სამაგიეროდ, მერი გრანტს დაწვრილებით გამოჰკითხა მათი ოჯახური მდგომარეობა და ყოფა-ცხოვრება. შეიტყო, რომ ახალგაზრდა ქალი ერთადერთი აღმზრდელი ყოფილა თავისი ძმისა.
920 როგორც მერიმ უამბო, დედამისი რობერტზე ლოგინობას გადაჰყოლოდა და მათი პატრონობა ერთ ხნიერ, გულკეთილ ნათესავ ქალს უკისრია. კაპიტან ჰარი გრანტი გამბედავი მეზღვაური ყოფილა, ამ საქმის კარგი მცოდნე, საუკეთესო შტურმანი, კარგი კომერსანტი, შკიპერისათვის საჭირო აუცილებელი თვისებებით შემკული.
921 შოტლანდიაში ცხოვრობდნენ, პერთის საგრაფო ქალაქ დანდიში. კაპიტან გრანტისთვის მამას კარგი განათლება მიუცია იმ მოსაზრებით, ზედმეტი ცოდნა არც ხომალდის კაპიტანს აწყენს შორეულ ქვეყნებში მოგზაურობისასო. თავდაპირველად ჰარი გრანტი კაპიტნის თანაშემწე ყოფილა, შემდეგ კი კაპიტანი გამხდარა.
922 საქმე ისე კარგად წაუყვანია, რომ რობერტის დაბადების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაო ქონება შეუძენია. შოტლანდიის ახალშენის დაარსება განუზრახავს წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე, რადგან, გრანტის აზრით, მისი სამშობლოს მისწრაფებანი არ ეთანხმებოდა ანგლოსაქსების ინტერესებს.
923 იმ დამოუკიდებლობას, რასაც, ადრე თუ გვიან, მიაღწევენ ინდოეთი და ავსტრალია? იქნებ ასეც იყო, ზოგიერთს კიდევაც უმხელდა გულისნადებს. არც არის საკვირველი, რომ ინგლისის მთავრობამ უარი უთხრა დახმარებაზე ამ გეგმების განსახორციელებლად. მეტიც, ინგლისის მთავრობას ათასგვარი დაბრკოლება შეუქმნია მისთვის.
924 იმხანად ჰარი გრანტის ბიძაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა და ბავშვები ობლად დარჩნენ. თოთხმეტი წლის მხნე და გამჭრიხი მერი მთელი ძალ-ღონით შეეჭიდა გაჭირვებას და ძმის აღზრდას შეუდგა. გონიერი იყო, მოხერხებული, ხელმომჭირნე, დღესა და ღამეს ასწორებდა, პაწია ძმას თავს ევლებოდა და დედის მაგივრობას უწევდა.
925 კარგა ხანი იყო, რაც მამამისის არაფერი ისმოდა და მის დამწუხრებულ გულს ის ცნობაც კი შვებას მისცემდა, რაშიც თუნდაც ნათქვამი ყოფილიყო, სადღაც უდაბურ სანაპიროზე კაპიტან გრანტის გვამი იპოვესო. გლენარვანის ცნობა მერიმ მაშინვე ძმას გაუზიარა. იმ დღესვე მატარებელში ჩასხდნენ და მალკოლმ-კესტლისაკენ გამოეშურნენ.
926 უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ და-ძმის ქვითინი ისმოდა. ყველა იქ მყოფს კრიჭა შეჰკვროდა, ყველანი დუმდნენ - გლენარვანიც, ელენიც, მაიორიც, მოსამსახურეებიც კი მდუმარედ იდგნენ... შოტლანდიელები დუმილით გმობდნენ ინგლისის მთავრობის საქციელს, რამდენიმე წუთის შემდეგ სიჩუმე მაიორმა დაარღვია.
927 ჰქონდა ფოკ-ანძა ფოკით, მარსელითა და ბრამსსტენგით, გრონტ-ანძა ირიბი გროტით, დიდი სტაკსელით, პატარა სტაკსელით, ლათინური ფოკითა და შტაგის იალქნებით. იახტა კარგად იყო აღჭურვილი იმისათვის, რომ საჭირო შემთხვვაში როგორც იალქნიან გემს ევლო. კაპიტანი ჯონ მანგლსი ხალისიანად შეუდგა სამზადისს.
928 საუკეთესო შკიპერად ითვლებოდა გლაზგოში. ოცდაათი წლისა იყო, შესახედაობა მკაცრი ჰქონდა, თუმცა გულკეთილი იყო და გამბედავიც. ბავშვობიდანვე გლენარვანის ოჯახში იზრდებოდა და ამ ოჯახმა გამოიყვანა ჩინებულ მეზღვაურად. შორეულ მოგზაურობაში ხშირად იჩენდა სიმარჯვეს, ენერგიასა და სიდინჯეს.
929 ორმოცდაათი წლისა იქნებოდა. მშვიდი სახე ჰქონდა. ახირება არ იცოდა, ყველას ადვილად დაჰყვებოდა, გაჯავრება უცხო ხილი იყო მისთვის. ყველგან და ყოველთვის თანაბარი და ზომიერი ნაბიჯით იცოდა სიარული - ოთახში, კიბეზე თუ ზარბაზანდაშენილ სანგრებში, თუნდაც მისკენ ყუმბარები ზუზუნით წამოსულიყვნენ.
930 გლზაგოს მოსახლეობამ აღფრთოვანებული შეხვედრა მოუწყო ელენ გლენარვანს, რომელმაც მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება დათმო და ხიფათში მყოფთა გადასარჩენად გაემართა. გლენარვანისა და ელენის კაიუტებს იახტის მთელი კიჩო ეჭირა. აქ იყო ორი საძილე ოთახი, ერთი - სასტუმრო და ორიც - საპირფარეშო.
931 გადამეტხურებული ორთქლი სისინ-წივილით ამოვარდა. მიქცევა-მოქცევას შორის დროებით შტილი დამყარდა. ირიჟრაჟა. თვალი ოდნავ არჩევდა კლაიდის ყურიდან გასასვლელს, მოფენილი რომ არის სანიშნე სვეტებით. კლდეებს ეფინებოდა რიჟრაჟის შუქი, რომელიც აფერმკრთალებდა სანიშნო სვეტებიდან ნატყორცნ სინათლეს.
932 იშვიათი მოვლენაა, რომ ხომალდის ტანი ასეთი თანაზომიერებით ეგუებოდეს ძრავას. დააცქერდით, რა ადვილად გაურბის ხომალდი ბოლო ტალღას, როგორი სიმსუბუქით მიქრის. ახლა ჩვენ საათში ჩვიდმეტი მილის სისწრაფით მივცურავთ. თუ სვლას არ მოვუკელით, მაშინ ხუთი კვირის შემდეგ შემოვუვლით ჰორმის კონცხს.
933 სიგარას ძილშიაც აბოლებს!... მაიორმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა, გლენარვანი კი თანამგზავრებით შუაგემბანისაკენ დაეშვა. მარტოდ დარჩენილმა მაიორმა ჩვეულებისამებრ თავის თავთან დაიწყო ხმადაბალი ლაპარაკი დინჯი კილოთი, თან აბოლებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მოტრიალდა და სავსებით უცნობ კაცს შეხვდა.
934 სახის გამომეტყველება ჭკვიანური ჰქონდა, გუნებამხიარული კაცისა. მის სახეს არ ემჩნეოდა მკაცრი მედიდურობა, რომელიც ასახულია გაუცინარი ადამიანების სახეზე, რითაც ფარავენ თავიანთ არარაობას. მართალია, უცნობს ჯერ ხმაც არ ამოეღო, მაგრამ ეტყობოდა, ბევრი ლაპარაკი უყვარდა, გულმავიწყი და დაბნეულიც იყო.
935 თავზე სამგზავრო კეპი დაეხურა, ფეხზე ყვითელი ფეხსაცმელები და ტყავის გეტრები ეცვა, ტანთ ემოსა წაბლისფერი ხავერდის შარვალი და ქურთუკი, რომელზეც უამრავი ჯიბე ეკერა, სავსე ლექსიკონებით, კალენდრებით, უბის წიგნაკებით, სფულეებითა და ათასი სხვა უსარგებლო და დამამძიმებელი რამით. მხარზე თასმით ჭოგრი ეკიდა.
936 რაკი უცნობი დარწმუნდა, რომ მის ფაცურსა და გაცნობის ცდას მაიორი გულგრილად შეხვდა, ჭოგრს სტაცა ხელი, გასწია, დააგრძელა ერთ მეტრზე მაინც და ჰორიზონტის იმ მხარეს დაუწყო თვალიერება, სადაც ზღვა და ცისკიდური ერთმანეთს უერთდებოდა. ხუთიოდე წუთის შემდეგ ჭოგრის ბოლოს ჯოხივით დაებჯინა.
937 ერთი სიტყვით, უნდა გამოვიკვლიო და შევისწავლო მდინარე არუ-ძანგბო-ჩუს დინება, რომელიც ჩრდილოეთიდან უვლის ჰიმალაის მთებს და ათას ხუთასი კილომეტრის მანძილზე რწყავს ტიბეტის მიდამოებს. ისიც მინდა შევამოწმო, ეს მდინარე ერთვის სადმე თუ არა მდინარე ბრამაპუტრას, ასამის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
938 ამიტომაც ვერ შეცვლის გლენარვანი გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ პაგანელს რამდენიმე წუთში გააცნეს საქმის ვითარება. გეოგრაფმა უდიდესი მღელვარებით მოისმინა ბარათების სასწაულებრივი პოვნის ამბავი, კაპიტან გრანტის თავგადასავალი და ელენის წინადადება მის საძებნელად გამგზავრების შესახებ.
939 ყოველ შემთხვევაში, მაინც სასაცილოა მდგომარეობა იმ ადამიანებისა, რომელიც ინდოეთში წასასვლელად ამერიკაში მიმავალ ხომალდზე ჯდება... ასე რომ, სევდიანი ფიქრების მიუხედავდ, პაგანელი უნდა შერიგებოდა ამ დაბრკოლებას, რომლის აცილებც უკვე აღარ შეეძლო. მეცნიერმა თავაზიანობა და მხიარული ხასიათი გამოიჩინა.
940 დიდხანს გულდასმით ჩაჰკირკიტებდა, იკვლევდა და მათ განმარტებაში ვერავითარი ნაკლი ვერ შენიშნა. გულთბილი ლმობიერებით მოეკიდა მერი გრანტისა და რობერტის ხვედრს. გული გაუმაგრა, დააიმედა, რომ უსათუოდ მიაღწევდნენ მიზანს და ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რომ მერი გრანტის ბაგეზე ღიმილიც კი აათამაშა.
941 კარგად ვიცი, რომ ეს არქიპელაგი საგულისხმოს არას წარმოადგენს, გავერანებულია და დამასნეულებელიც, მაგრამ, მოგეხსენებათ, გეოგრაფიისათვის ყველაფერი საინტერესოა. ზოგიერთ ადამიანს არც დანახვის უნარი აქვს, არც დაკვირვებისა და მაინც დაღოღავს ლოკოკინასავით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მე ასეთებს არ ვეკუთვნი.
942 ისეთი კოკისპირული თავსხმა იყო, რომ ქალაქის დანახვაც შეუძლებელი ხდებოდა. ხშირი წვიმის სქელ ბადეში მხოლოდ ბუნდოვნად მოჩანდა ვრცელ ვაკეზე გაშენებული ქალაქი, რომელსაც ირგვლივ შემორტყმოდა სამასი ფუტის სიმაღლეზე აზიდული ვულკანური ჭიუხი და სულისშემხუთავად აწვებოდა ადამიანის სულს.
943 ზღვისა და წვიმის წყალი ერთმანეთში ირეოდა და მგზავრების სალაპარაკო საგნადაც, თავისთავად, ამინდი გახდა. ყველ ცდილობდა, თავისი აზრი გამოეთქვა ამინდის შესახებ, მაიორის გარდა, რომელიც ქვეყნის წარღვნასაც კი გულმშვიდად შეხვდებოდა. პაგანელი მოუსვენრად სცემდა ბოლთას დარბაზში და თან თავს იქნევდა.
944 განსაკუთრებულ გრძნობას განიცდიდა მის მიმართ და განცდის დაფარვას ისე კარგად ახერხებდა, რომ ამას ყველანი ამჩნევდნენ, მერის გარდა. გეოგრაფი უბედნიერეს ადამიანად თვლიდა თავს იახტაზე. გამუდმებით ჩასცქეროდა რუკებს და ეცნობოდა მათ. საერთო დარბაზის უზარმაზარი მაგიდა მისი რუკებით იყო დაფარული.
945 კოლუმბსაც ეს ჰქონდა მიზნადდასახული. მან ოთხჯერ იმოგზაურა აქეთ. რამდენიმე ადგილას მიადგა ამერიკის სანაპიროებს, - კუნძულ კუმანის, ჰონდურასის, მოსკიტების სანაპიროს, ნიკარაგუას, ვერაგუას, კოსტა-რიკას და პანამას, მაგრამ ყველა ეს ადგილი იაპონიისა და ჩინეთის სანაპიროები ეგონა.
946 ნაპირები მდიდარია უამრავი წყაროთი, თევზით სავსე მდინარეებით, ნადირით გვსებული დაბურული, უღრანი ტყეებით და ათასგვარი სხვა ხელშესაწყობი პირობებით, რასაც მოკლებულია ლემერის სახიფათო სრუტე და მით უმეტეს, ჰორნის კონცხის საშინელი კლდოვანი ნაპირები, სადაც გამუდმებით გრიგალებია.
947 მთელი სრუტის გავლას ოცდათექვსმეტი საათი სჭირდებოდა. სამხრეთის კაშკაშა მზის სხივებით გაბრწყინებული ნაპირების მოძრავი პანორამა მართლაც წარმტაცი და მომხიბლავი იყო. ჩრდილოეთ სანაპიროზე არსად მოჩანდა მოსახლეობა გარდა რამდენიმე ველური, დამშეული ადამიანისა, რომლებიც ცეცხლოვანი მიწის კლდეებზე დეხეტებოდნენ.
948 იახტის ორივემ მხარეს მშვენიერი სანახაობა გადაიშალა. გრეგორის კონცხიდან სამოცდაათი მილის მანძილზე იახტამ პუნტარენის გამასწორებელი ციხე ჩამოიტოვა. ჩილეს დროშა და სამრეკლოს წვერი ერთი წამით გამოჩნდა ხეებს შორის და მალე მიიმალა. სრუტე ახლა გრანიტის მასივებს შორის მიიკლაკნებოდა.
949 მთის კალთები დაფარული იყო დაბურული ტყეებით, მწვერვალები - მუდმივი თოვლის ქუდებით, ათას ხუთასი ფუტის სიმაღლეზე აზიდულიყო ტარნის მთის მწვერვალი. ხანგრძლივი ბინდის შემდეგ მიდამოს ღამის სიბნელე წამოეპარა. დღის სინათლე ნელ- ნელა ცვლიდა მკრთალი ჩრდილები. ცა ვარსკვლავებით აციმციმდა.
950 სამხრეთ პოლუსისაკენ მიმართულებას სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედი უჩვენებდა. იახტა შეუჩერებლად მიცურავდა და არსად უფიქრიათ ღუზის ჩაშვება, თუმცა საამისოდ ხშირად ხვდებოდათ მარჯვე ყურეები. ხომლდის ხარისხების ბოლოები ხშირად ედებოდა მაღალი ნაპირიდან გადმოშვერილ ანტრაქტიკული წიფლის ტოტებს.
951 საბაჟოში რამდენიმე ინგლისური სიტყვითა და ხელების ქნევით გაიგეს, რომ ინგლისის კონსული კონსეფსიოონში ბინადრობს, ტალკაჰუანოდან ერთი საათის სავალზე. გლენარვანმა სწრაფად იქირავა ორი საუკეთესო ბედაური და მივიდნენ იქ. ეს ქალაქი პიზაროს მამაცი თანამგზავრის, უნარიანი ვალდივიას წყალობით იყიო დაარსებული.
952 გრანტის ამბავი არც ინგლისის კონსულმა იცოდა, არც სხვა კონსულებმა, მაგრამ გლენარვანი გულს არ იტეხდა. მაშინვე დაბრუნდა ტალკაჰუონში, აგენტები დაიქირავა ადა სანაპიროებზე გაგზავნა ზღვისპირის მოსახლეობაში ცნობების შესაკრებად. თუმცა არც ამან გაჭრა. ბაიბური არსაიდან ისმოდა გრანტის შესახებ.
953 ბოლოს გადაწყვიტა, გაემჟღავნებინა თანამგზავრებისათვის, აქ გრანტის შესახებ სრულიად არაფერი სცოდნიათო. ყველას საერთო დარაში მოეყარა თავი. ამ ამბავმა ყველანი დააღონა. რობერტსა და მერი გრანტს ადამიანის ფერი აღარ ედოთ. ელენი ალერსით ცდილობდა ენუგეშებინა მერი, რადგან სანუგეშო სიტყვები ვეღარ ეპოვნა.
954 ინდიელები კაციჭამიები როდი არიან! ერთი თანამემამულე მყავს, გეოგრაფიული საზოგადოებიდან ვიცნობ, გვარად გინარი. სამი წლის განმავლობაში ტყვედ ჰყავდათ პამპასელ ინდიელებს. მართალია ბევრი წვალება გამოიარა, ცუდად ეპყრობოდნენ თურმე, მაგრამ ბოლოს თავი დააღწია ტყვეობას და მშობლიურ კერას დაუბრუნდა.
955 გვერდს ავუვლით არაუკანის დედაქალაქს ანტუკოს ზეკარის გავლით კორდილიერებს გადავლახავთ და ვულკანის სამხრეთით მოვექცევით. იქიდან დავეშვებით მითის ფერდობებზე, გავივლით ნეიკემს, გავცილდებით რიო-კოლორადოდ და მივაღწევთ პამპას. ჩავუვლით სლინასის ტბას, მდინარე გუამანსა და სიერატაპალკემს.
956 ჯერი მიდგა მოგზაურების შერჩევაზე. ყველამ მოისურვა ექსპედიციაცი მონაწილეობა. გლენარვანი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. მეზღვაურთა შორის ვისიმე გამორჩევა ძნელი იყო, რომ გული არავის სტკენოდა. ბოლოს თვითონ მეზღვაურებმა გამოიყვანეს გლენარვანი უხერხული მდგომარეობიდან და კენჭისყრა მოითხოვეს.
957 ასეთ ლოგინებში გახვეული მოგზაურები ადვილად იტანენ ღია ცისქვეშ ღამისთევას ყოველგვარ ამინდში. გლენარვანი გამოცდილი იყო მოგზაურობაში და ემარჯვებოდა სხვადასხვა ქვეყნის ჩვეულებასთან შეგუება. ამის გამო მან წინასწარვე დაამზადებინა ჩილეური ტანისამოსი, როგორც თავისთვის, ისევე თანამგზავრებისათვის.
958 მათი ჯორები მდიდრულად იყო შეკაზმული - პირში არაბული ლაგამი, თასმისაგან დაწნული გრძელსადავებიანი აღვირები, რომლებიც შოლტის მაგივრობას ასრულებდა, ბრჭყვიალა უზანგები და ფალანზე დაკიდებული ღია ფერის ტილოს ხურჯინი, რომელშიაც საგზალი ეწყოთ. მუდამ დაბნეული ღია ფერის ტილოს ხურჯინი, რომელშიაც საგზალი ეწყოთ.
959 მუდამ დაბნეულ და გულმავიწყ პაგანელს შეჯდომის დროს ჯრომა კინაღამ წიხლი სდრუზა. როგორც იქნა, მოახერხა უზანგებში გაეყო გრძელკანჭა ფეხები და ბედაურის სინდისზე მიეგდო საქმე. რობერტმა კი შეჯდომისთანავე დიდი უნარი გამოიჩინა ცხენოსნობისა, ეტყობოდა, საუკეთესო მხედარი დადგებოდა. პატარა რაზმი გზას გაუდგა.
960 ჩინებული ამინდი იდგა. ზღვის გრილი სიო პაპანაქებას ანელებდა. პატარა ქარავანი სწრაფად მიიწევდა წინ ტალკაჰუანოს ყურის შეჭრილ- შემოჭრილი სანაპიროს გასწვრივ, რათა ოცდაათი მილის გავლის შემდეგ მიეღწია ოცდამეჩვიდმეტე პარალელისათვის. პირელ დღეს მარდად გადაიარეს დამშრალი ჭაობის შამბნარი.
961 თუ ვისმე ჯორი გაჯიუტდებოდა და გაჩერდებოდა, ყვირილით ან ქვების სროლით დაძრავდნენ ადგილიდან. თუ რომელიმე ჯორს მოსართავი მოეშვებოდა ან აღვირი წავარდებოდა, მარდად გადაიძრობდნენ პოინჩოს, ჯორს გადაახურავდნენ თავზე, მოსართავს თუ აღვირს გაუსწორებდნენ, შემდეგ პონჩოში გაყფოდნენ თავს და ისევ გზას გაუდგებოდნენ.
962 ნაშუადღევის ოთხ საათამდე. გლენარვანი შეუდავებლად ემორჩილებოდა ამ ჩვეულებას. პირველ საღამოს უკვე მიადგნენ ქალაქ არაუკოს, რომელიც გაშენებულია ტალკაჰუანოს ყურის სამხრეთ ბოლოში. ოცდამეჩვიდმეტე პარალელამდე მისაღწევად ჯერ კიდევ გასავლელი ჰქონდათ დასავლეთისაკენ ოცი მილის მანძილი კარნეიროს ნავსდადგურამდე.
963 ქალაქი არაუკო არაუკანიის დედაქალაქია. ამ პატარა სახელმწიფოს ტერიტორიის სიგრძე ექვსას კილომეტრს უდრის, სიგანე - ას ოცს. აქ ცხოვრობენ ჩილელთ უძველესი მოდგმის მონათესავე მოლუჩები. ეს არის ამაყი და მძლავრი ტომი, ერთადერთი ტომი ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, რომელსაც უცხოთა ბატონობა არასოდეს განუცდია.
964 მართალია, ერთ დროს ქალაქი არაუკო ესპანელების ხელში იყო, მაგრამ მის მოსახლეობას არც მათ წინაშე მოუხრია ქედი. იგი ამჟამად დამოუკიდებელია. მაღლა აზიდულ ციხესიმაგრეებზე დღემდე ამაყად ფრიალებს მოლუჩების ცისფერი დროშა შუაში ამოქარგული თეთრი ვარსკვლავებით. ეს ციხესიმაგრე დარაჯობს ქალაქს.
965 არაუკო საგულისხმოს არაფერს წარმოადგენდა. გლენარვანმა სცადა, რაიმე ცნობები შეეკრიბა გრანტის შესხებ, მაგრამ უნაყოფოდ. პაგანელი სასოწარკვეთილი იყო, რომ თავისი ესპანური ვერ გააგებინა აქაურობას, რადგან ისინი არაუკანურ ენაზე ლაპარაკობდნენ. იმ ძირითად ენაზე, რომელიც გავრცელებულია მაგელანის სრუტემდე.
966 მაგრამ უფრო გაუგებარი გახდა, როცა განაცხადა, რომ ქალაქ არაუკოში სეირნობისას მისი ფრანგული გული საოცრად ძგერდა. როდესაც მიაორმა გულის მოულოდნელი ძგერის მიზეზი ჰკითხა, მეცნიერმა უპასუხა, რომ მიზეზი სავსებით ბუნებრივია, რადგან არც ისე დიდი ხნის წინ არაუკანიის ტახტს მისი თანამემამულე ფლობდა.
967 მეორე დილით, რვა საათზე, ქარავანი ოცდამეჩვიდმეტე პარალელს გაუყვა აღმოსავლეთისაკენ. წინ კატაპაცი მიუძღოდათ, უკან პეონები მისდევდნენ. გზა მიემართებოდა არაუკანიის ნაყოფიერ მიწა-წყალზე, როემლზედაც გაშენებული იყო ვენახები, მაღლობზე კი ცხვრის ფარები შეფენილიყო. თანდათანობით მიდამოს უდაბნოს იერი მიეცა.
968 მხოლოდ იშვიათად თუ შეხვდებოდით რასტრეადორეის ქოხებს. რასტეადორები მთელ ამერიკაში სახელგანთქმული იყვნენ ველური ცხენების გახედვნით. ქოხები ერთიმეორისაგან რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული. ზოგჯერ წააწყდებოდნენ საფოსტო სადგურის ნანგრევებს, სადაც ველად მოხეტიალე ინდიელებს დაედოთ ბინა.
969 ჩრდილოეთ მხარეს უფრო მაღლდებოდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ წინამთები იყო ახალი ქვეყნის უზარმაზარი ქედისა. ნაშუადღევს, ოთხ საათზე, ოცდათხუთმეტი მილის გავლის შემდეგ, ქარავანი შესასვენებლად გაჩერდა ველზე, ბუმბერაზი მირტის ხეებქვეშ. ჯორებს უნაგირები მოხსნეს და ნოყიერ პამპაზე გაუშვეს საბალახოდ.
970 უწოდებენ, ალფორხასებიდან, ამოალაგეს ტრადიციული გამხმარი ხორცი და ბრინჯი, მიწაზე დაფენილი პენიოლები დღისით სკამებისა და მაგიდების მაგიერ გამოიყენეს, ღამით კი ლოგინად. ყველა დასასვენებლად მიწვა სახელდახელო ლოგინზე. პეონები და კატაპაცი კი მორიგეობით დარაჯობდნენ მიძინებულ ბანაკს.
971 ადგილმდებარეობას ჯერ იერი არ ეცვალა. წინ ეშლებოდათ იგივე ნაყოფიერი მიდამოები, დაფარული მოღაღანე ამარილისით, ხისებრი იით, ლემათი, ვარაყისფრად აყვავებული კაქტუსებით. უღრანი ტყეები სავსე იყო ნადირით, მათ შორის ხვდებოდნენ ოცელოტებს, ფრინველებიდან კი - ყანჩას ან შევარდენის კლანჭებიდან გამოსხლეტილ შაშვს.
972 მოგზაურებს გზად სხვა არავინ შემოხვედრიათ, რომ გამოეკითხათ რამე. გლენარვანი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კაპიტანი გრანტი ანდების გადაღმა ინდიელებს ტყვედ ჰყავდათ წაყვანილი. ამგვარად, მისი ძებნა მხოლოდ პამპაში უნდა დაეწყოთ და იქვე დაემთავრებინათ. ამ საქმეს მოთმინება და სწრაფი სვლა სჭირდებოდა.
973 კატაპაცი ვერ მიხვდა ოხუნჯობის აზრს, მხრები აიჩეჩა და ისევ წინ გაუძღვა ქარავანს. საღამოს ხუთ საათზე შეისვენეს პატარა ხეობაში, რომელიც რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული ქალაქ ლოხიდან. იმ ღამეს მგზავრების ბანაკი სიერების ძირას - დიდი კორდილიერების პირველ საფეხურზე გაიშალა.
974 აქედან კი, მთებზე გადასვლისს, მოსალოდნელი იყო საფრთხეც და შეფერხებაც. აქედან იწყებოდა ბრძოლა ბუნებრივ დაბრკოლებათა გადასახალახავად. ვიდრე აღმართებს შეუდგებოდნენ, საჭირო იყო იმის გადაწყვეტა, რომელი უღელტეხილით გადაევლოთ ანდის მთები, ისე, რომ არჩეული გეზისათვის არ გადაეხვიათ.
975 რადგან ამ გადასასვლელს პირდაპირ ჩვენი გეზით მივყავართ, ჩვენც ანტუკოს უღელტეხილს გავყვეთ! გამგზავრების ნიშნის მისცეს და მთელი რაზმი ლას-ლეხასის ხეობას გაჰყვა, რომელიც მხარს აზიდული გაკრისტალებული კირქვის უშველებელ კლდეებს შორის კვეთდა. თავდაპირველად თითქმის შეუმჩნეველი შეღმართი იწყებოდა.
976 ნაკადები ჩხრიალით ჩამორბოდნენ მისკენ და ინთქმებოდნენ მის მყუდრო, ანკარა სიღრმეში. ტბას დასცქეროდნენ მაღალი ზეგნები მდიდარი იალაღებით - ლიანოსებით, სადაც შეფენილი იყო მკვიდრი ინდიელეის ცხვრის ფარები. იმის იქით მოგზაურები წაადგნენ ჭაობებს, რომლებიც ჩრდილოეთისაკენ და სამხრეთისაკენ მიემართებოდნენ.
977 მიხვეულ- მოხეული ვიწრო ბილიკი ხშირად ერთიმეორის გასწვრივ მიდიოდა ოთხასი მეტრის სიღრმის უფსკრულის თავზე იმ დროს, როდესაც გაღმა და გამოღმა ბილიკები ერთიმეორისაგან ოთხიოდე მეტრის მანძილით იყო დაშორებული და კატაპაცი გამოღმიდან ესაუბრებოდა გაღმა ბილიკზე დაწინაურებულ პეონებს.
978 ახლა უკვე მიუახლოვდნენ ანდის მთების იმ ნაწილს, რომელიც კორდილიერების მთავარი ქედისაგან შორს აღარ იყო, მაგრამ აქ ბილიკის ნასახიც არსად ემჩნეოდა, გადასასვლელი არსად ჩანდა. მიწისძვრას მთლად დაენგრია ყველაფერი და მიდამოსათვის იერი შეეცვალა. მგზავრები მაინც წინ მიიწევდნენ, სულ ზევით და ზევით.
979 პაგანელი გაწბილებული და დარცხვენილი იყო, რომ მარჯვე ბილიკისათვის ვეღარსად მიეგნო, გრძნობდა, რომ ანდის მთების მწვერვალზე ასასვლელად დიდი სიძნელეები უნდა გადაელახათ, მით უმეტეს, რომ მთების საშუალოდ სიმაღლე თერთმეტ-თორმეტ ათას ფუტს აღწევდა. ბედად, წელიწადის ეს დრო აქ წყნარი იცოდა, ცა მოწმენდილი.
980 მთელი ღამის განმავლობაში არ შეჩერებულან, ციცაბო კლდეებზე ძვრებოდნენ, განიერ და ღრმა ნაპრალებზე ხტებოდნენ, ერთიმეორეს ეხიდებოდნენ და ხელიხელჩაკიდებულნი ერთმანეთს მიეზიდებოდნენ ზევით. ეს გულადი და შეუდრეკელი ადამიანები ისეთ უცნაურ რამეებს აკეთებდნენ, რომ ჯამბაზების დასი გეგონებოდათ.
981 ეს ორი უშიშარი შოტლანდიელი თავის თავსაც კი აჭარბებდა. მათი თავგანწირულება და გულადობა რომ არა, მგზავრები ბევრგან უმწეოდ შეჩერდებოდნენ და ნაბიჯსაც ვეღარ გადადგამდნენ წინ. გლენარვანს მუდამ თვალწინ ჰყავდა რობერტი, რომელიც თავისი ბავშვური სიფიცხის გამო ხშირად ივიწყებდა სიფრთხილეს.
982 ამ მიდამოებში მოგზაურებმა შენიშნეს ცხოველი, რომელიც მეტად ახარებს და ამდიდრებს ყოველ მონადირეს. ამ მკვირცხლ ქმნილებათ ეს კარგად უნდა სცოდნოდათ, რადგან შორიდანვე გაურბოდნენ ადამიანს. ეს ლამაა, მთის ძვირფასი ცხოველი, რომელსაც შეუძლია გაგვიწიოს ჯორის, ცხენისა და ცხვრის მაგივრობაც.
983 ლამა ისეთ ზონაში ცხოვრობს, სადაც ჯორიც კი ვერ ძლებს. აქვე დაკუნტრუშობდნენ ლამაზი, ხშირბეწვა, უწყინარი და მფრთხალი შინშილები, რომლებიც უკანა ფეხებით კენგურუს ჰგავდნენ, შესახედაობით კი კურდღლისა და მიწის კურდღლის ჯიშის ცხოველს. თვალწარმტაცნი არიან ისინი, როდესაც ტოტიდან ტოტზე ციყვებივით დახტიან.
984 ამ მთებში მხოლოდ ეს ცხოველები როდი ბინადრობდნენ. სამი კილომეტრის სიმაღლეზე, თოვიანი ხაზის მიჯნაზე, ჯოგებად ცხოვრობდნენ გასაოცრად ლამაზი ცხოველები. ეს იყო ალპაგა თავისი აბრეშუმივით ფაფუკი მოგრძო ბეწვით. აქვე ბუდობდნენ წმინდა ბეწვიანი ზორბა და ამაყად მომზირალი ვიგონები, ანუ ურქო თხები.
985 დანარჩენები მის ნაფეხურს მიჰყვებოდნენ. ამ მიდამოებში ხმამაღლა ლაპარაკიც კი სახიფათო იყო, რადგან მცირეოდენი ხმაურით გამოწვეულ ჰაერის შერხევას ორასი-სამასი მეტრის სიმაღლიდან მათ გასწვრივ ჩამოკიდებული ყინულის ლოლუების ჩამოწოლა შეეძლო გამოეწვია. უკვე მიაღწიეს ბუჩქნარის სარტყელს.
986 თერთმეტი ათასი ფუტის სიმაღლეზე ბუჩქნარიც გაქრა და გაშიშვლებული, ყოველგვარ მცენარეულობას მოკლებული ხრიოკი დაიწყო. ჩვენი მგზავრები მხოლოდ ერთხელ შეჩერდნენ, დილის რვა საათზე, რომ ცოტა ამოესუნთქათ, დანაყრებულიყვნენ და შემდეგ მხნედ და ვაჟკაცურა განეგრძოთ მთაზე ასვლა, რაც თანდათან უფრო სახიფათო ხდებოდა.
987 გზადაგზა ხვდებოდათ ამართული ხის ჯვრები, რომლებიც მოწმობდნენ, რომ ამ მიდამოებს უამრავი ადამიანი მსხვერპლად შეეწირა. ნაშუადღევის ორი საათი იქნებოდა, როდესაც შეივაკეს უდაბურ ზეგანზე, რომელიც გაშლილიყო შიშველ, წვეტიან კლდეებს შორის. ჰაერი მშრალი იყო, ცა - ლურჯად ჩამოშვებული.
988 ხანდახან ჰაერის ზეგავლენით სკდებოდა, იფშვნებოდა კვარცის ან გნეისის ნატეხები და უხმაუროდ ცვიოდა ამ გაიშვიათებულ ატმოსფეროში. მართალია, მოგზაურებს მხნეობა არ აკლდათ, მაგრამ დაღლილობისაგან ქანცი გაუწყდათ. თანამგზავრების მომზირალი გლენარვანი, ცოტა არ იყოს, ნანობდა კიდეც, რომ ასე მაღლა ამოიჭრნენ მთაში.
989 გაიშვიათებული ჰაერის გამო საჭირო ხდება ხშირ-ხშირი და ღრმა სუნთქვა, რათა სისხლის მოძრაობა გაძლიერდეს, ეს კი ქანცავს ადამიანის სხეულს და თენთავს იმაზე უფრო მეტად, ვიდრე თვალებს თოვლზე აელვარებული მზის სხივი. ადამიანს თავბრუ ესხმის და ეგრეთ წოდებული მთის ავადმყოფობა ემართება.
990 ეს ავადმყოფობა ანადგურეს მის ფიზიკურსა და ზნეობრივ ძალას. ასეთ მოქანცულობასთან გაძალიანება უვნებლად არ ჩაივლის. ამიტომ იყო, რომ მოგზაურთაგან ხან ერთი წამოიჩოქებდა, ხან მეორე და ლასლასით ძლივს მიფორთხავდნენ წინ. აშკარა იყო, ისე მოიქანცებოდნენ, რომ გზის გაგრძელება შეუძლებელი გახდებოდა.
991 მართალია, ქოხს მეტად დაბალი და ვიწრო შესაძრომი ჰქონდა დატანებული, ქარი, სეტყვა, და თოვლი მაინც ატანდა შიგ, მით უმეტეს, თუ ძლიერი მთის ქარბუქი, ტემპორალესი ბობოქრობდა. ქოხში ათი კაციც თავისუფლად მოთავსდებოდა. მართალია, ნაგებობა პრიმიტიული იყო, მაგრამ წვიმისაგან და ყინვისაგან მაინც დაგიფარავდა.
992 ფრიალო კლდეები აღმოსავლეთის მხრეს თანდათან დაბლდებოდნენ. ასეთი დამრეც კლდეებზე პეონები ზოგჯერ რამდენიმე ასეული მეტრის მანძილზე ჩაცურდებიან ხოლმე. მოშორებით მყინვარის ჩამოტანილ კაჭარახს და ქვა-ღორღს მორენების უშველებელი ქვაყრილები გაეჩინა. მდინარე კოლორადოს ხეობა სიბნელეში იძირებოდა.
993 მყინვარებზე აელვარებული სხივები თვალს ჭრიდნენ ადამიანს. მწვერვალების წყება ტალღისებურად ეშვებოდა ჩრდილოეთისაკენ. თვალწინ იშლებოდა პირველყოფილი ველური მშვენიერებით აღსავსე რობიდოს ხეობა. იმის იქით ცაში ატყორცნილიყო ანტუკოს კონუსი, რომელიც ტორბადოს ხეობას სამი კილომეტრით იყო დაშორებული.
994 მის სინათლეზე ირგვლივ მდებარე მთები თითქოს ცეცხლის ალში იყო გახვეული. გავარვარებული ქვების სეტყვა, წითლად გაღვივებული ორთქლის ქულები და კრატერიდან ამოხეთქილი ლავის ნაკადები მთლიანად ცეცხლოვან სვეტად იყო აღმართული. თანდათან გაძლიერებული, კაშკაშა სინათლე მთელ მიდამოს ბრწყინვალე დაისივით ანათებდა.
995 მათ აღარც კი გახსენებიათ შეშის ძებნა, რომ ამ სანახაობით ნაკლებმოხიბლულ ვილსონს სინამდვილისთვის არ დაებრუნებინა ისინი. შეშას მაინც ვერსად მიაგნეს, მაგრამ, საბედნიეროდ, კლდეებზე იზრდებოდა და მოკრიფეს ლიქენები, აგრეთვე ბლომად დაგლიჯეს მცნარე ლარეტა, რომლის ფესვებიც საუკეთესო მასალაა შესანთებად.
996 სამივენი ქოხში დაბრუნდნენ. ძვირფასი სათბობი ბუხარს შეუკეთეს, მაგრამ რიგიანი ცეცხლი ვერ გააჩაღეს, აპრიალდებოდა და ჩაქრებოდა. ძნელი იყო ცეცხლის გაჩაღება და წვისათვის ხელის შეწყობა. მაკნაბსმა ეს მოვლენა იმით ახსნა, აქ, მაღალი მთის ჰაერში, ჟანგბადი მცირე რაოდენობით მოიპოვებაო.
997 ყველანი გარეთ გამოცვივდნენ. მართალია, ღამე ვარსკვლავებიანი იყო, მაგრამ მაინც ბნელოდა. მთვარე ჯერ არ გამოჩენილიყო. ჩრდილოეთის და სამხრეთის მწვერვალები წყვდიადში შთანთქმულიყო, მხოლოდ აქა-იქ ოდნავ მოჩანდა წამოზიდული კლდეების მოხაზულობა. შეშინებულ ცხოველთა ბღავილი ძლიერდებოდა.
998 გლენარვანმა, მაკ-ნაბსმა, რობერტმა, ოსტინმა და ორივე მეზღვაურმა ძლივს მოასწრეს მიწაზე დამხობა, რომ ჯოგმა რამდენიმე მეტრის მოშორებით გრიგრალივით ჩაუქროლათ. პაგანელი კი სიბეცის გამო, ფეხზე დარჩენილიყო, რომ უკეთესად დაეთვალიერებინა ცხოველები, მაგრამ თვალის დახამხამებაში განერთხა მიწას.
999 ხუთიოდე წუთის შემდეგ გუანაკოს ბრტყელ-ბრტყელი ნაჭრები ლარეტის ფესვების ნაკვერჩხლებზე დაალაგა პაგანელმა. ათიოდე წუთის მერე კი თანამგზავრებს მშვენივრად შემწვარი და მადის აღმძვრელი გუანაკოს სუკი შესთავაზა. ყველანი სიამოვნებით წასწვდნენ შემწვარს, მაგრამ ლუკმის პირში ჩადებისთანავე სახე ზიზღით დაეღმიჭათ.
1000 ბუხარს ერთხელაც შეაყარეს ფიჩხი, პონჩოებში გაეხვივნენ და მიწვნენ. ქოხში მალე გაისმა ნაირ-ნაირ ჰანგზე ფშინვა და ხვრინვა. ყველაზე ხმამაღალი გეოგრაფიის ბოხი ხვრინვა იყო, რომელიც ეხმატკბილებოდა დანარჩენების ჰარმონიულ კონცერტს. არ ეძინა მხოლოდ გლენარვნს, მას ფიქრები შემოსწოლოდა.
1001 მაშ რამ შეაშინა, რამ აიძულა ნადირი თავზარდაცემული, თავ-პირის მტვრევით გადაშავებულიყო ანტუკოს უფსკრულში? გლენარვანს მოსვენებას არ აძლევდა მოსალოდნელი განსაცდელის წინათგრძნობა, მაგრამ უძილობამ მაინც თავისი გაიტანა, ბურანში წასულ გლენარვანს მღელვარე ფიქრები მიუყუჩდა, შიშის გრძნობამ იმედს დაუთმო ადგილი.
1002 ახლა მან თავისი თავი უკვე ანდების ვაკეზე წარმოიდგინა. მისი ფიქრი დასტრიალებს კაპიტან გრანტსას და მის ორ მეზღვაურს, რომლებსაც უსათუოდ გაათავისუფლებს. მის გონებაში სურათი სურათს ცვლიდა, ქრებოდა ან ცეცხლის ტკაცუნზე, ან აპრიალებული ალის შუქზე, რომელიც ციალებს მძინარეთა სახეებს და კედლებზე.
1003 საიდანღაც მოეჩვენა ყრუ გუგუნი, თუმცა გარკვევით ვერ მიმხვდარიყო, საიდან მოდიოდა ამ ცადამართული მწვერვალის ირგვლივ. ერთბაშად მოესმა ყრუ გრიალი, რომელიც შორეულ ქუხილს აგონებდა, ოღონდ არა ციდან მომავალს. გაიფიქრა, ხეობაში თუ წვიმს და ჭექა-ქუხილია რამდენიმე ათასი მეტრის მოშორებითო.
1004 ანტუკოს ვულკანიდან ნატყორცნი შუქი აქა-იქ ციალებდნენ. გრგვინვა კი მაინც ისმოდა, თითქოს მთების გასწვრივ მოიგრაგნებოდა და თანდათან ახლოვდებოდა, გლენარვანი უფრო შეფიქრიანებული შებრუნდა ქოხში, შეშფოთებული იმ აზრით, რომ ამ უცნაურ გუგუნს, ალბათ რაღაც კავშირი ჰქონდა გუანაკოს ჯოგის გადარეულ სრბოლასთან.
1005 საათს დახედა. ღამის ორი საათი იყო. კარგად არ იყო დარწმუნებული განსაცდელის შესაძლებლობაში და გასაღვიძებლად ვერ გაიმეტა მკვდრებივით მიძინებული თანამგზავრები. თვითონაც მიწვა, ბურანში წავიდა და რამდენიმე საათს განუძრევლად ეძინა. უცებ საშინელი გრუხუნისაგან გამოეღვიძა და ზეწამოიჭრა.
1006 თვალწინ გულშემზარავი სურათი გადაეშალათ. მთების მოხაზულობა თვალის დახამხამებაში იცვლებოდა, კონუსად ატყორცნილი მთის მწვერვალები იმსხვრეოდნენ და ტორტმანით მიექანებოდნენ უფსკრულისაკენ. უზარმაზარი მთები რამდენიმე კილომეტრის მანძილზე დაძრულიყვნენ და ადგილის გადასანაცვლებლად ხეობისაკენ მიექანებოდნენ.
1007 სწორედ ეს არის მიზეზი ასეთი ხშირი მიწისძვრებისა. შვიდივე მოგზაური მაგრად ჩაბღაუჭებოდა ზეგანზე ამოსულ ლიქენებს, თვითონ ზეგანი კი, მთლიანად მოგლეჯილი, სწრაფი მატარებლის სისწრაფით უფსკრულისაკენ მიექანებოდა. გასაქანი არსაით იყო, ამ გამაყრუებელ ხმაურში ერთიმეორეს ხმასაც ვერ აწვდენენ.
1008 არც ერთს არ შერჩენოდა აზროვნების უნარი და ისიც კი ვერ წარმოედგინა, რა უფსკრულისაკენ მიქროდა. ყველანი უკებლივ იქ იყვნენ თუ რომელიმე მათგანი სადმე ხეობაში უსულოდ ეგდო?... სწრაფი დაქანების გამო სული ეხუთებოდათ, სიცივისა და მონაქროლი ქარისაგან ითოშებოდნენ, თოვლის ბუქი თვალებს უბრმავებდათ.
1009 სუნთქვას ძლივს ახერხებდნენ გაოგნებულები, მხოლოდ თავდაცვის ინსტინქტის მორჩილნი ჩაბღაუჭებოდნენ კლდის ქიმებს. უცებ საშინელი მძლავრი დაჯახება იგრძნეს, ყველანი მოსწყდნენ ნიადგაგს და ნატყორცნ ქვასავით გასირალებულნი მთის უკანასკნელ შვერილზე მიენარცხნენ. მოწყვეტილი ზეგანიც უცებ შეჩერდა.
1010 რამდენიმე წუთს ყველანი უძრავად ეყარნენ. ბოლოს ერთი მათგანი შეიშმუშნა. დაჯახებისაგან დარეტიანებულიყო, მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბა და წამოდგა. ეს იყო მაიორი. მტვრით ამოგანგლული თვალები მოიწმინდა და მიიხედ-მოიხედა. მისი ამხანაგები უძრავად ეყარნენ ერთიმეორეზე. მაიორმა დაითვალა და ერთი აკლდა.
1011 აი, ერთ-ერთ ასეთ ფერდობზე გაჩერდა ის მოწყვეტილი ზეგანის ნამსხვრევი, რომელზეც მოგზაურები შეჩერდნენ. ამ ახალ მხარეში მათ თვალწინ გადაშლილი იყო ხშირი ბალახით დაფარული საძოვრები და უზარმაზარი ვაშლის ტყე, რომელიც ამ კუთხის დაპყრობის ხანაში გაეშენებინათ. ხეხილს ბლომად ესხა ოქროსფრფად მოელვარე ნაყოფი.
1012 ნიადაგის რყევა შეწყდა. ალბათ, მიწისქვეშეთის ძალებმა ახალი გეზი აიღეს და თავისი გამანადგურებელი ძალა სხვა მხარისაკენ მიმართეს, რაგდან ანდის უღელტეხილის რომელიმე ნაწილი მუდამ მშფოთვარეა ან იძვრის. წუხანდელი მიწისძვრა უდიდესი სიმძლავრისა იყო, მთების საერთო მოხაზულობა სრულიად შეიცვალა.
1013 ახლა თვალწინ იშლება სულ ახალი სანახაობა, სხვა ქედები და მწვერვალები, ახლა პამპის გამყოლებიც კი ამაოდ გაირჯებოდნენ, თუ ამ მიდამოებში ნაცნობ ადგილებს დაუწყებდნენ ძებნას. მშვენიერი დღე დგებოდა. წყნარი ოკეანის სველი სარეცელიდან ამოზიდული მზის სხივები ახლა არგენტინის გადაშლილ ვაკეს ესალბუნებოდნენ.
1014 მაიორმა ამხანაგებს მიაშურ და რიგრიგობით მოასულიერა. თანდათან ყველანი გონს მოვიდნენ. მხოლოდ დარეტიანებულიყვნენ, თორემ მეტი არაფერი დაშავდებოდათ. სიხარულსაც მიეცემოდნენ ასეთი უცნაური და სწრაფი მოგზაურობის გამო, ერთი მათგანი, ყველაზე სუსტი ბავში - რობერტ გრანტი რომ არ დაეკარგათ.
1015 მაშასადამე, იმ ადგილებში უნდა ვეძებოთ... ამ მთის სხვადასხვა ზოლი გავინაწილოთ და სწორედ იმ ადგილებში უნდა მივაგნოთ. მაიორის ნათქვამს სიტყვა აღარავინ დაუმატა. ექვსივენი შეესივნენ კორდილიერების ფერდობებს, სხვადასხვა სიმაღლეზე გაიფანტნენ და იმ გეზს მიჰყვნენ, საიდანაც დაქანდა ზვავი.
1016 ხევის უფსკრულებს, რომლებიც ზოგან ქვა-ღორღით ამოვსებულიყო. ბევრგან, ღრმა უფსკრულებში ჩასვლისას, მათი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. დაფლეთილი ტანისამოსითა და დასისხლიანებული ხელ-ფეხით ამოფოფხდებოდნენ ხოლმე ზევით. მთლად მოიარეს და გადაჩხრიკეს ყველა სავარაუდო ადგილი, ყოვლად მიუვალი ღრანტე-ნაპრალების გარდა.
1017 დაღლილობა არავის უგრძნია. დასვენება არავის გახსენებია, მაგრამ ძებნამ უნაყოფოდ ჩაურთო, რობერტის კვალი არსად ჩანდა. საბრალო ბავშვი მეწყერმა თუ დაიტანა სადმე, უშველებელი ლოდი თუ წაეფარა მის სამარეს!... ქანცგაწყვეტილი და დაბეჟილი მოგზაურები ისევ ვაკეზე შეიკრიბნენ ნაშუადღევის პირველ საათზე.
1018 ეს იყო მთელი მათი ავლადიდება. იქვე მდინარეში, რომელიც ჯერ კიდევ მღვრიე მოედინებოდა, წყალი ამოიღეს ხელ-პირის დასაბანად და საჭმლის მოსამზადებლად. მიულრედიმ ცეცხლი დაანტო, ყავა მოადუღა. ცხელ-ცხელი ყავა შესთავაზა გლენარვანს გასამაგრებლად, მაგრამ მან არ ინდომა. გაოგნებული მიგდებულიყო თავის პონჩოზე.
1019 ღამე ჩამოწვა, როგორც წინაღამეს, წყნარი და მშვიდი. ყველანი დასაძინებლად მილაგდნენ. გლენარვანი კი ფეხაკრეფით წამოდგა და რობერტის საძებნელად გაემართა მთებისაკენ. გაფაციცებით ყურს უგდებდა ყოველ ფაჩუნს თუ ხმაურს. იქნებ საიდანმე შემომესმას რობერტის ძახილიო, მაგრამ ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა.
1020 უშველებელი ფრინველი ხან ჰაერში ტრიალებდა, ხან ერთბაშად ძირისკენ ეშვებოდა და მათ უახლოვდებოდა. ბოლოს ორასიოდე მეტრის სიმაღლეზე კამარა შეკრა. ახლა უკვე გარკვევით შეიძლებოდა მისი გარჩევა. გაშლილი ფრთების სიგანე თხუთმეტი ფუტი მაინც იქნებოდა, თავისუფლად და ძალდაუტანებლად სრიალებდა ჰაერში.
1021 ამ უპირატესობით სარგებლობენ დიდრონი ფრინველები. ისინი მედიდური სიდინჯით სრიალებდენ ცაში, მაშინ როდესაც პატარა მწერს ერთი წამის განმავლობაში ათასი მოძრაობის გაკეთება მაინც სჭირდბა, რომ შეძლოს ჰაერში შეჩერება, მაიორმა და ვილსონმა კარაბინებზე იტაცეს ხელი, მაგრამ გლენარვანმა შეაჩერა.
1022 კონდორი მაღალ კლდეს მიეფარა. გავიდა ერთი წამი, ერთი თვალის დახამხამება, რომელიც საუკუნედ მოეჩვენათ და უზარმაზარი ფრინველი კვლავ გამოჩნდა, ფრთებს მძიმედ იქნევდა, კლანჭებში კი საკბილო ეჭირა. შემაძრწუნებელი ყვირილი აღმოხდა ყველას - კონდორს კლანჭებით მოჰქონდა რობერტის, ალბათ, უსიცოცხლო გვამი.
1023 ჟიულ ვერნი შეცდომაში შეიყვანა იმ დროს კონდორზე გავრცელებულმა ლეგენდებმა, რომლებიც შემდგომში სავსებით გააბათილა მეცნიერულმა დაკვირვებებმა. თოფის ხმა. ბაზალტის ორი კლდის შუა ავარდა ბოლი და განგმირული კონდორი პარაშუტის მსგავსად ნელ-ნელა დაეშვა ძირს, მსხვერპლი კი მასთან ერთად დავარდა ნაკადულის პირას.
1024 ასეთი ალერსი, ალბათ, საშიში არ უნდა იყოს ავადმყოფისათვის, რადგან რობერტი ამასაც გადაურჩა. მხოლოდ ახლა გაახსენდა მისი მხსნელიც. მაკ-ნაბსმა იკისრა მისი პოვნა. თვალი მოავლო მიდამოს და ორმოცდაათი ნაბიჯის მოშორებით, მთის ძირში, თვალი მოჰკრა უძრავად მდგარ ახოვან ვაჟკაცს. მის ფეხებთან გრძელი თოფი იდო.
1025 ქამარზე ეკიდა ხარის ტყავის ქალამნები. მშვენიერი შესახედავი იყო. ამაყ სახეზე ჭკუა აღბეჭდვოდა, თუმცა საღებავით ჰქონდა აჭრელებული. ციცაბოზე უძრავად და მედიდურად წამომდგარი პატაგონიელი გულგრილობის ქანდაკებას ჰგავდა. მაიორმა პატაგონიელი გლენარვანს დაანახვა და ორივემ ინდიელს მიაშურა.
1026 პატაგონიელმა იგრძნო ეს, ოდნავ დახარა თავი და რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ვერც ერთმა ვერ გაიგო. პატაგონიელმა დაკვირვებით ახედ-დახედა უცხოელებს და სასაუბრო ენა გამოიცვალა. მაგრამ ვერც ამ ენას გაუგეს რამე, თუმცა მის ნათვამზე გლენარვანი მიხვდა, რომ ესპანური უნდა ყოფილიყო.
1027 ამიტომ ეს შეხვედრა მგზავრებმა საბედისწეროდ ჩათვალეს და ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ კაპიტან გრანტს უეჭველად მიაგნებდნენ. პატაგიონიელის თანხლებით ყველანი რობერტს დაუბრუნდნენ. რობერტმა ხელი გაუწოდა პატაგონიელს. მან უსიტყვოდ გადაუსვა ბავშვს თავზე ხელი. დაათვალიერა, ხელი შეახო მის დაჟეჟილ ადგილებს.
1028 მერე გაიღიმა და მდინარისაკენ დაეშვა. იქ რამდენიმე კონა გარეული ნიახური მოკრიფა და ბიჭს მთელი ტანით დაუზილა. გასაოცარი ხელოვნებით უზელდა ტანს. რობერტს აშკარად დაეტყო ჯანზე მოსვლა. ახლა უკვე ყველას იმედი მიეცა, რომ რობერტს რამდენიმე საათი მოსვენება სავსებით გამოაჯანსაღებდა.
1029 ყოველივე ეს მან ხელების ქნევით და ესპანური სიტყვებითაც თქვა. მათ მნიშვნელობას პაგანელი მიხვდა. გლენარვანი და მისი მეცნიერი მეგობარი მაშინვე გაჰყვნენ პატაგონიელს მდინარის სათავისაკენ. საათ-ნახევარი იარეს. ჩქარი ნაბიჯით მისდევდნენ ტალკავს, რომ ამ გოლიათს უკან არ ჩამორჩენოდნენ.
1030 ანდის მთების ის კუთხე თავისი მშვენებითა და ნაყოფიერებით ხიბლავდათ. მსუყი იალაღი იალაღს მისდევდა. ამ მიდამოებსი თავისუფლად გაიშლებოდა ასი ათასი სული საქონელი. დიდრონი ტბორები, რომლებიც ერთიმეორისაგან რუებით იყო შეერთებული, ამ ნაყოფიერ ველებს გასამწვანებლად საჭირო ტენს აწვდიდნენ.
1031 პაგანელი ისე გართულიყო მშვენიერი სანახაობით, რომ ვერც კი შეიტყო, როგორ მიადგნენ ინდიელების ბანაკს. ტოლდერია გაშენებული იყო ანდის მთების განშტოებათა შუა ჩაწოლილ ხეობაში. აქ მოწნულ ქოხებში ბინადრობდა ოცდაათიოდე მომთაბარე ინდიელი, მეწველი ძროხებით, ცხვრის ფარებით, ხარებითა და ცხენის რემათი.
1032 რადგან გლენარვანს გადასაცვლელად არა ჰქონდა რა, ღვინო ან რომი, არც კი შეევაჭრა, პირიქით, ტალკავისათვის მერვე ცხენის ყიდვაც მოისურვა, მაგრამ პატაგონიელმა ანიშნა, ცხენი არა მჭირდებაო. ინდიელებს ანგარიში გაუსწორეს და ნახევაი საათის შემდეგ თავიანთ ბინას დაუბრუნდნენ, სადაც მხიარული ყიჟინით შეეგებნენ.
1033 აღტაცებული იყო, რომ ბოლოს მაინც ეღირსა ნამდვილი პატაგონიელის ნახვას, რომლის გვერდით თივთონაც ქონდრისკაცად მოჩანდა. პატაგონიელი ტალკავი ადვილად გაუწევდა მეტოქეობას იმპერატორ მაქსიმილიანეს ან მეცნიერ ვან დე ბროკის ნანახ კონგოელ ზანგს, რომელთა სიმაღლეც ორმეტრ-ნახევარს აჭარბებდა.
1034 როდესაც მას ცხენების საუკეთესო მცოდნე მაიორმა თვალი მოჰკრა, ამ პამპის ჯიშის საუკეთესო ნიმუშმა აღაფრთოვანა. ინგლისურ ჰუნტერს მიამსგავსა. ცხენს თაუქა ერქვა, რაც პატაგონიურად ფრინველს ნიშნავდა. ეს სახელწოდება მისთვის ზედგამოჭრილი იყო. როდესაც ტალკავი უნაგირს მოახტა, თაუქა ყალყზე შედგა.
1035 ბოლასს ასიოდე ნაბიჯზე ესვრიან ხოლმე გაქცეულ ნადირს ან მოპირდაპირეს ისეთი სიმარჯვით, რომ მსხვერპლს ფეხები შიგ გაეხლრთება და მიწაზე დაეცემა. ინდიელის ხელში ბოლასი საშინელი იარაღია, გასაოცარი ოსტატობითაც ხმარობს. ლასო კი მსროლელს ხელში უჭირავს. ეს არის სასროლი შიშთვილი, სიგრძით ოცდაათი ფუტი.
1036 ორკეცად ნაგრეხი თასმისაა. თასმის ცალ ბოლოზე რკინის რგოლია დამაგრებული, რომელშიც თასმის მეორე წვერია გატარებული და უნაგირის კეხზეა დამაგრებული. შიშთვილს მარჯვენა ხელით ესვრიან მიზანში. ამ ორი იარაღის გარდა, ტალკავს მხარზე ჰქონდა გადაკიდებული გრძელი კარაბინი. ეს იყო მთელი მისი საჭურველი.
1037 ერთაშად მოსხლიტა თავისი ქურანი და მგზავრებიც ჭენებით უკან გაიყოლა. ხან ჭენებით მიუძღოდა, ხან - ნელა. არგენტინულმა ცხენმა ჩორთით სვლა არ იცის. რობერტი ისე მარჯვედ იჯდა უნაგირზე, რომ გელნარვანმა გაიფიქრა, კარგი მხედარი გამოვაო. პამპის ველი იმ ადგილას იწყება, სადაც კორდილიერების ფერდეობები წყდება.
1038 პირველი ნაწილი ანდის მთის ძირიდან იწყება და ოთხასი კილომეტრის მანძილზე ტანდაბალი ხეებითა და ბუჩქებით არი დაფარული. მას მეორე ნაწილი მოჰყვება, გადაჭიმულია შვიდასი კილომეტრის სიგრძეზე და მშვენიერი, ხშირი ბალახით არის დაფარული. ეს ნაწილი ბუენოს-აირესიდან სამასიოდე კილომეტრის მოშორებით თავდება.
1039 მცირეოდენი ნიავის ქროლაზე ქვიშა ღრუბლის კორიანტელად ადის ჰაერში ასეთი სანახაობა მეტად საინტერესო და თვალწარმტაცია, თუმცა ნაკლებსასიამოვნო. კორიანტელად ავარდნილი ქვიშის სვეტები ნამდვილ ქარბორბალასავით ჰაერში ერთმანეთს ეხეთქებოდა, მტვრად იქცეოდა და ერთმანეთში არეული ძირსვე ეშვებოდა.
1040 უჩინარი მტვერი თვალებში ჩადის, თუნდაც დახუჭულიც ჰქონდეს ადამიანს. მთელი დღის განმავლობაში ჩრდილოეთის ქარი უბერავდა. მოგზაურები მარდად მიერეკებოდნენ ცხენებს და საღამოს ექვს საათზე უკვე სამოცი კილომეტრი მოეტოვებინათ უკან. ახლა კორდილიერები მხოლოდ შავი ზოლივით მოჩანდა საღამოს ბინდში.
1041 ყველანი დაღლას გრძნობდნენ და შემორამება ესიამოვნათ კიდეც. ღამის გასათევად მჩქეფარე, დაქანებული მდინარე ნეუკენის ნაპირას დაბინავდნენ. მდინარე წითელი ფრიალოების კალაპოტში ჩაჭედილიყო და მღვრიე ზვირთებს მოაქანებდა. ზოგიერთი გეოგრაფის გადმოცემით ამ მდინარეს რამიდი ჰქვია, ხოლო ზოგისა - კომოე.
1042 ის ღამე და მეორე დღეც მშვიდობიანად გაატარეს. გზა კარგი სავალი იყო და სწრაფად მიიწევდნენ წინ. მიდამო დაცემულ ვაკეს წარმოადგენდა. სიცხე ზომიერი იყო, თუმცა შუადღისას მზემ საშინლად დააჭირა. საღამო ხანს დასავლეთის მხრეს გადმოეფინა ნისლის ზოლები, რაც ამინდის შეცვლას მოასწავებდა.
1043 უნდა ველოდოთ პამპეროს, ესე იგი სამხრეთ-დასავლეთის მშრალ ქარს, რომელიც ხშირად ქრის არგენტინის ვაკეზე. ტალაკვი მართალი გამოდგა. პამპერო საშინელი ძალით უბერავდა მთელ ღამეს და მოგზაურები ძალიან შეაწუხა, თავს მხოლოდ წამოსასხმებით იფარავდნენ. ცხენები ჯგუფად დააწვინეს და მოგზაურებიც გვერდით მიუწვნენ.
1044 გლენარვანი გზადაგზა გაფაციცებით ელოდა ინდიელების შეხვედრას, რომ გამოეკითხა კაპიტან გრანტის ამბავი. იმედი ჰქონდა, პაგანელი, პატაგონიელის თარჯიმნობით, ინდიელებს გააგებინებდა საქმის ვითარებას, მით უმეტეს, რომ ფრანგი მეცნიერი ახლა საკმაოდ თავისუფლად ელაპარაკებოდა ტალკავს ესპანურად.
1045 მაგრამ რაზმი ახლა ისეთი გეზით მიდიოდა, სადაც ინდიელები იშვიათად ხვდებოდნენ. რადგან არგენტინის რესპუბლიკაზე გავლით კორდილიერებისაკენ მიმავალი გზები პამპადან უფრო ჩრდილოეთით გადის. ამის გამო გზაში არ ხვდებოდათ არც ერთი მომთაბარე ინდიელი, არც კაციკების ბატონობის ხელში მყოფი ადგილობრივი მოსახლეობა.
1046 რაზმმა რამდენჯერმე გადაჭრა პამპის გაკვალული ბილიკები და მათ შორის კარმენიდან მენდოსისაკენ მიმავალი შარაც, რომელიც მოფენილი იყო დახოცილი შინაური ცხოველების ძვლებით. ტალკავი ხედავდა, რომ პამპაზე მათი სავალი გეზი არ ემთხვეოდა არგენტინის არც ერთი ქალაქის ან სოფლისაკენ მიმავალ გზას.
1047 ყოველ დილით პირდაპირ აღმოსავლეთისაკენ იზამდნენ პირს და მზის გადახრისას მის მოპირდაპირე მხარეზე მოექცეოდნენ. ტალკავი განცვიფრებას ვერ მალავდა, რადგან გამყოლი თვითონ იყო და მგზავრების ჭკუაზე კი დადიოდა. მაინც არაფერს ამბობდა, თუმცა სხვა ბილიკებიც იცოდა, უფრო მოკლე და მარჯვე.
1048 განედისა და გრძედის ხაზებით გადასერა, ორივე ოკეანეც მოხაზა და ზედვე აღნიშნა კარმენისკენ მიმავალი გზაც... ვგონებ, სეთ გაწამაწიაში არც ერთი პროფესორი არ ყოფილა. ტალკავი უსიტყვოდ უსმენდა და არ აწყვეტინებდა საუბარს მეცნიერს, მაგრამ ძნელი იყო იმის მიხვედრა, გაიგო რამე თუ არა.
1049 ეს სახელწოდება ზედგამოჭრილია ვაკისათვის. მის მიდამოებს თავისებურ ელფერს აძლევს დასავლეთის ნაწილში ხისებრი მიმოზები, აღმოსავლეთ ნაწილში კი, ძირითადად, ბალახები. ასეთი მცენარეულობა იცის მხოლოდ ნიადაგის თხელ ფენაში, რომელიც წაფარებული აქვს ქვიშიან-თიხიან მოწითალო ან ყვითელ ქვენიადაგის შრეს.
1050 აქ უფრო კონტინენტური ჰავაა, სიცხეებიც დიდი იცის, ყინვებიც და ბუენოს-აირესის პროვინციაში ტემპერატურის ამპლიტუდის რყევასთან შედარებით მეტად ცვალებადია. პაგანელის განმარტებით, ეს იმიტომ ხდება, რომ ზღვისპირა მხარეებში ოკეანე ზაფხულობით შთანთქმულ სითბოს ზამთრობით თანდათანობით უბრუნებს მიწას.
1051 ამის გამო კუნძულებზე უფრო თანაბარი ჰავაა, ვიდრე კონტინენტის შუა ნაწილში. ამითვე უნდა აიხსნას ის მოვლენაც, რომ პამპის აღმოსავლეთ ნაწილში ჰავა ისე თანაბარი არ არის, როგორც დასავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის ახლოს. აქ დიდი ნახტომებია ხოლმე სიცხესა და სიცივეს შორის, ხან სასტიკი ყინვაა, ხან მცხუნვარება.
1052 ამ ტრიალ ვაკეზე მგზავროა ადვილი იყო. მოგზაურებს ჯერ არსად შეხვედრიათ ასეთი ერთფეროვანი მიდამოები, ასიოდე მილის მანძილზე ერთი ქვაც კი არსად დაუნახავთ და არც რაიმე განსაკუთრებული შემთხვევიათ. ასეთ ერფეროვნებაში რაიმე სანტერესოს პაგანელისთანა გატაცებული მეცნიერი თუ აღმოაჩენდა.
1053 მართალია, მელიები ცხენებს ვერაფერს დააკლებენ, მაგრამ ავშარას გადაუღრღნიან, თავაწყვეტილი ცხენები კი ადვილად დაფრთხება და სადმე ველად გავარდება. რანჩოს გვერდით, ორიოდე ნაბიჯზე, დაბალი ორმო იყო ამოღებული, რომელიც, როგორც ჩანდა, კერიის მაგივრობას ეწეოდა, რგან შიგ ეყარა გაცივებული ნაცარი.
1054 ეს ნიშანი იყო იმისა, რომ საშინლად ჩამოცხებოდა. მართლაც მზე ძალიან აჭერდა ტრიალ მინდორს, სადაც თავის შეფარება არსად შეიძლებოდა. გზადაგზა ხედავდნენ ცხვრის ფარებსა და ცხენის რემას, რომლებიც სიცხისაგან დათენთილნი უილაჯოდ დაყრილიყვნენ მიწაზე და ბალახის ძოვის არაქათიც აღარ ჰქონდათ.
1055 არსად ჩანდნენ არც მწყემსები, არც ვინმე დარაჯი. მთელ ამოდენა საქონელს ძაღლები დარაჯობდნენ. ძაღლები ისე შეჩვეულები არიან ცხვრებთან, რომ წყურვილის მოსაკლავად წყლის მაგივრად თურმე ცხვრების რძეს სწოვენ. აქაური ხარებიც მშვიდი ზნისანი არიან და ევროპის ხარებივით არ ფრთხებიან წითელ ფერზე.
1056 შუადღისას პამპის სანახაობამ ფერი იცვალა. ეს მაშინვე თვალში ეცათ ერთფეროვნებას მიჩვეულ მგზავრებს. მარცვლოვანი მცენარე კანტიკუნტად თუ იყო სადმე, სამაგიეროდ, ბლომად იზრდებოდა ხშირად აყრილი ბირკა და სამი ადლის სიმაღლის ნარშავი, რომელიც საკვებად გასწვდებოდა მთელი მსოფლიოს სახედრებს.
1057 ეს ანდაზა ამერიკაშიც ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ევროპაში. ცხადია, სადმე იწვის რამე. როგორც თქვენი ბედნიერი თვალით ხედავთ, პამპა ისეთი ტრიალი ვაკეა, რომ აქ ჰაერის მოძრაობას არაფერი აფერხებს. ამის გამო შეიძლება ასი კილომეტრის მანძილიდანაც კი მოგვდიოდეს ნამწვის სუნი სადმე ცეცხლმოკიდებული ბალახისა.
1058 სიცხისაგან ცხენები ძლივს იბრუნებდნენ სულს. საჩრდილობელი კი არსად იყო, ნუგეში ისღა დარჩენოდათ, რომ მზეზე ხანდახან აფარებული ღრუბლის ქვეშ ევლოთ, მაგრამ ქარი მასაც მალე ფანტავდა და მათ კვლავ უჩრდილოდ ტოვებდა. გარშემო გავარვარებულ კირიან ნიადაგს უხვად ეფრქვევოიდა ცეცხლოვანი მზის მწველი სხივები.
1059 მთელი დღის განმავლობაში წყალს ვერსად მოჰკრეს თვალი და წყურვილი კლავდათ. მდინრე ან ხევი კი არა, ნაკადულის თუ უმნიშვნელო ნაკადის კალაპოტის ნასახიც კი არსად ემჩნეოდა. ინდიელების მიერ ამოჭრილი ჭები კი სულ დამშრალიყო. პაგანელმა რომ ნახა, გვალვის ნიშნები მატულობსო, ტალკავს ჰკითხა, წყალს სად ვიშოვითო.
1060 სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ქარი კი სადღაც გადაკარგავს ხოლმე მათ. უსიამოვნო მგზავრობის მიუხედავად, მაიორმა შეინარჩუნა ჩვეული სიდინჯე, პაგანელი კი ფორიაქობდა, ჯავრობდა და წყევლა-კრულვას უთვლიდა მწერებს, თანაც სანანებლად გახდომოდა, რომ არ მოეპოვებოდა კირის ხსნარი ნაკბენი ადგილის მოსაშუშებლად.
1061 მისი დაჟინებით ყველანი ადრიანად გაუდგნენ გზას, რომ მალე მიეღწიათ სალინასის ტბისათვის. ქანცმილეული ცხენები წყურვილით იხოცებოდნენ. მოგზაურები თვითონ იკლებდნენ წყლის ულუფას და ცხენებს უზოგავდნენ, მაგრამ ასეთი მცირე ულუფა მათ არ ჰყოფნიდათ. გვალვა მატულობდა. პაპანაქება აუტანელი გახდა.
1062 ტალკავის განკარგულებით მთელმა ქარავანმა ერთად მოიყარა თავი და თოფები მოიმარჯვა, რადგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ბოლოს ყველამ გარკვევით დაინახა მათკენ მომავალი ცხენოსნები. ათიოდე კაცი იყო, რამა პატაგონიელს გული გაუკეთა. ინდიელები ასიოდე ნაბიჯით მიუახლოვდნენ და მათი გარჩევა ადვილი გახდა.
1063 გლენარვანის სიტყვებმა საერთო სიცილი გამოიწვია. პაგანელმა კი ცხენს დეზი ჰკრა და წინ გააჭენა გულის მოსაოხებლად. ათიოდე წუთის შემდეგ მას აღარც კი ახსოვდა ეს შემთხვევა. ამგვარად, გულკეთილი მეცნიერიც კი მცირე ხნით გაგულისდა. ეს მოვლენა გარეშე მიზეზებმა გამოიწვია, როგორც სამართლიანად აღნიშნა გლენარვანმა.
1064 უზომოდ მწყურვალე მგზავრები საგონებელს მიეცნენ. მართალია, ტყავის თულუხებში კიდევ დარჩენოდათ ცოტაოდენი აშმორებული წყალი, მაგრამ არც ის იყო საკმარისი წყურვილის მოსაკლავად. უწყლობამ უფრო გაუცხოველათ წყურვილი. რაიმე გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. ამ დროს აღარც შიმშილი აგონდებოდათ, აღარც დაღლილობა.
1065 კარავში პაგანელმა გრძელი საუბარი გააბა ტალკავთან. გლენარვანი გულდასმით უსმენდა მათ და თუმცა ესპანური არ ესმოდა, ორიოდე სიტყვის მნიშვნელობას მაინც მიხდა. ტალკავი ლაპარაკობდა დინჯად, დარბაისლურად, პაგანელი კი ლაპარაკის დროს ხელებსაც იშველიებდა. მათი საუბარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
1066 ეს იყო ნამდვილი კოშმარი. მეორე დღეს, დილის ექვს საათზე, შეკაზმეს ტალკავის, გლენარვანისა და რობერტის ცხენები. თულუხში დარჩენილი წყალი მათ დაალევინეს. უსიამოდ, მაგრამ მაინც ხარბად ხვრეპდნენ ცხენები საძაგელი, აშმორებული წყლის უკანასკნელ წვეთებს. სამივენი ცხენებს მოახტნენ და გზას გაუდგნენ.
1067 არგენტინელებმა არაერთხელ სცადეს დასახლებულიყვნენ ამ მდიდარ მხარეში, მაგრამ ყოველთვის უკუიქცეოდნენ ხოლმე მტრულად დამხვდური ინდიელებისაგან. ასეთ მცენარეულობას და ტყეებს, ცხადია, შესაფერისი სინოტივეც სჭირდებოდა. ამიტომ სერა- ვენტანის ფერდობები მდიდარი უნდა ყოფილიყო მდინარეებითა და წყაროებით.
1068 კივალში მისდევდნენ, თუმცა მისი სიმკვირცხლე აკლდათ. ტალკავი სარივით ამართულიყო უნაგირზე და თანამგზავრებს მაგალითს აჩვენებდა, როგორც თაუქა მათ ცხენებს. პატაგონიელი ხშირად მოიბრუნებდა თავს, რათა რობერტისათვის გადაეხედა და ცხენზე მარჯვედ მჯდომარეს რომ დაიანავდა, აღტაცებული შეძახილით ამხნევედა.
1069 შუადღისას ერთი საათით შეასვენეს ცხენები, მაგრამ ისე არაქათგამოლეულები იყვნენ, რომ პირი არ დააკარეს იონჯის ჯიშის მცენარეს, ალფაფარას, რომელიც მზისაგან უმოწყალოდ გამხმარი და გაშავებული იყო. გლენარვანი საგონებელს მიეცა, რადგან გვალვას ბოლო აღარ უჩანდა, უწყალობას კი სავალალო შედეგი მოჰყვებოდა.
1070 ტალკავი დუმდა. როგორც ჩანდა, მას გუამინის იმედი ჰქონდა. ალბათ, ფიქრობდა, სასოწარკვეთილებას მხოლოდ მაშინ უნდა მისცემოდნენ, თუკი ეს მდინარეც დამშრალი დახვდებოდათ. წინსვლა მაინც საჭირო იყო. რობერტი და გლენარვანი ცხენებს ძალით, დეზების კვრითა და მათრახის ცემით მიერეკებოდნენ.
1071 თაუქა კი სულ წინ იწევდა, ყალყზე დგებოდა და ლაგამს მოუსვენრად ღრღნიდა, მაგრამ პატაგონიელი ლაპარაკით ამშვიდებდა. ალბათ, ცხენმაც გაუგო პატრონს, ბოლოს და ბოლოს მოთვინიერდა და ნაბიჯით იწყო სიარული. თუ თაუქამ იგრძნო ტალკავსი სურვილი, სამაგიეროდ, ტალკავიც მიუხდა ცხენს გულისთქმას.
1072 წყალი მართლაც ახლოს იყო. ტალკავმა გაამხნევა თანამგზავრები, შეატყობინა, თაუქამ წყლის სიახლოვე იგრძნო წყლის სიახლოვე, უკანასკნელი ძალღონე მოიკრიბა და ინდიელის ცხენის კვალს გაჰყვა. სამი საათი იქნებოდა, როდესაც ბორცვის გადაღმა თვალი მოჰკრეს რაღაც თეთრ ზოლს, რომელიც მზეზე თეთრად ბრწყინავდა.
1073 სჯობია, დაპირებისამებრ აქვე დავუცადოთ. თუ მხედველობაში მივიღებთ მათ დაღლილობასა და მანძილს, ხვალღამ მოაღწევენ ჩვენამდე, ჩვენ კი ღამის გასათევ ადგილსა და ვახშამს დავახვედრებთ. ტალკავს უკვე ეპოვა ღამის გასათევი ადგილი. ეს იყო მდინარის პირას სამივე მხრიდან მესერშემოვლებული ე.
1074 მართალია, ღამის გათევა ცის ქვეშ დასჭირდებოდათ, მაგრამ ეს არავის აფიქრებდა. სამივენი კმაყოფილნი გაიშოტნენ მზეზე უნებლიე ბანაობით დასველებული ტანსაცმლის გასაშრობად. - ახლა, როდესაც ბინა დავიგულეთ, ვახშამზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი მეგობრები მადლიერნი დარჩნენ დაწინაურებული მზვერავებით.
1075 ტალკავმა ხელით ანიშნა ჭალასა და შამბნარზე, ნადირი იქ არის შეფარებულიო. რამდენიმე ნაბიჯიც არ გადაედგათ, რომ ბევრი ფრინველი დაინახეს, მაგრამ არ ისურვეს მათი ხელის ხლება. მალე თვალი შეასწერეს გუანაკოს ჯოგს. ეს სწორედ ის ცხოველები იყვნენ, რომელნიც ისე მოურიდებლად მოექცნენ მათ კორდილიერების მწვერვალზე.
1076 ტალკავი ცხენდაცხენ დაედევნა, მაგრამ მისი დაწევა ნარც ისე ადვილი იყო, რადგან სირაქლემა მიხვეულ-მოხვეულად გარბოდა. ამიტომ ტალკავმა მიახლოებისას მარჯვედ ესროლა ბოლასი, რომელიც სირაქლემას ფეხებში გაეხლართა და მოძრაობის საშუალება არ მისცა. რამდენიმე წუთი ტალკავს უკვე მოჰქონდა მოკლული ნანდუ.
1077 ახალი მთვარე მალე მიიმალა ცისკიდურზე. ტრიალ ვაკეს მხოლოდ ვარსკვლავების მკრთალად მოციმციმე შუქი ეფინებოდა. მდინარე გუამინი უხმაუროდ მოლივლივებდა თავის კალაპოტში. ყველაფერი მოსვენებას მისცემოდა - ფრინველი, ცხოველი, ნადირი თუ ქვეწარმავალი, სრული სიჩუმე დამკვიდრებულიყო პამპის ამ თვალუწვდენელ სივრცეზე.
1078 მოქანცული ცხენები მიწაზე დაყრილიყვნენ, თაუქა კი, ეს წმინდა ჯიშის მერანი, ზეზეულად თვლემდა, მზად იყო, პატრონის პირველივე შეძახილზე მისკენ გაფრენილიყო. მესრის შიგნით სრული სიწყნარე გამეფებულიყო, მიმქრალი ცეცხლი უკანასკნელ შუქს ჰფენდა სიბნელით მოცულ, მყუდროებაში ჩაძირულ მიდამოს.
1079 რას გააწყობენ ამ გამხმარი იონჯის ბალახით, რომელიც ქვეშ უგიათ? ერთ აპრიალებაზე ჩანელდება და ხანგრძლივად ვერ შეაჩერებს მხეცებს. წამოჯდა, იდაყვებით მუხლებს დაებჯინა, თავით ხელებზე დაეყრდნო და ღამის წყვდიადს მიაშტერდა იმ ადამიანის მზერით, რომელიც მოულოდნელმა განგაშმა გამოაღვიძა.
1080 სხვა ისევ დასაძინებლად მიწვებოდა, მაგრამ იქ, სადაც ევროიპელის გული ვერაფერს იგრძნობს, ინდიელის ალღო და მახვილი სმენა შორიდან იღებს გუმანს. ტალკავი ისევ გაშტერებით გასცქეროდა წყვდიადით მოცულ ველს, როდესაც თაუქამ ყრუდ დაიჭიხვინა და თავი მოიღრიცა რამადას შემოსასვლელისაკენ.
1081 აქა-იქ ჩნდებოდნენ, ძღაპრული ნათურებივით ქრებოდნენ და ხელახლა ჩნდებოდნენ. უცხოელი ამ წერტილებს პამპის ციცინათელებად მიიჩნევდა, მაგრამ ტალკავი ვერ მოტყუვდებოდა! მაშინვე მიხვდა, როგორ მოწინააღმდეგესთან ექნებოდა საქმე, კარაბინს დასტაცა ხელი, საჩქაროდ დატენა, მესრის ბოძს აეტუზა და ისე გასცქეროდა მიდამოს.
1082 ღამღამობით ტოვებენ ბუნაგს და სანადიროდ გამოდიან. მეცხვარეაბს ძალიან ეშინიათ მათი, რადგან მშიერი აგუარები მსხვილფეხა საქოინელსაც ეტანებიან და შეუძლიათ მთელ ნახირს გამოღადრონ ყელი. ცალკე თუ შემოგხვდება აგუარი, საშიში არ არის, სულ სხვაა, როდესაც დამშეული აგუარების ხროვა გამოდის სანადიროდ.
1083 გამაყრუებელმა ყმუილმა და უთვალავმა მოელვარე წერტილმა გლენარვანი მიახვედრა, რომ ხროვა დიდი უნდა ყოფილიყო. რაკი მათ ცხენებისა და ადამიანების სუნი ეცათ, ასე ადვილად როდი გაბრუნდებოდნენ ბუნაგებისაკენ... მგზავრები დიდ საფრთხეში იყვნენ. აგუარები თანდათან უახლოვდებოდნენ და რკალივით ერტყმოდნენ მესერს.
1084 ამ დროს თოფმა იქუხა... ტალკას მოეკლა მესერთან მოახლოებული აგუარი. დანარჩენებმა უკან დაიხიეს და მესრიდან ასიოდე ნაბიჯზე გაჩერდნენ. ტალკავმა ხელით ანიშნა და გლენარვანი მის ადგილზე გადავიდა, ტალკავი კი გაექანა, გამხმარი იონჯა ამოიღლიავა, კართან დაყარა და ნაკვერცხლები მოაყარა.
1085 გლენარვანმა ახლა კი აშკარად დაინახა, რა ურიცხვ მტერთან ჰქონდათ საქმე. ცეცხლის შუქმა გააღიზინა აგუარების ხროვა, აგიზგიზებულ კოცონს მისცვივდნენ, მაგრამ თითები რომ დაეწვათ, უკან გაბრუნება იკადრეს. თოფებს კანტიკუნტად ისროდნენ შემოტევის შესაჩერებლად. თხუთმეტიოდე აგუარი უკვე გამოასალმეს სიცოცხლეს.
1086 მათ კიდევ მოეპოვებოდათ სასროლი მასალა. ამასთან, კოცონიც აფრთხობდა აგუარებს, მაგრამ რას გააწყობდა მაშინ, როდესაც სასწროლი მასალაც გამოელეოდათ და იონჯაც? გლენარვანმა რობერტს გადახედა და გული შეეკუმშა. მას უკვე დავიწყებოდა თავისი თავი და მხოლოდ ამ პატარა გულადი ბავშვის ბედი აწუხებდა.
1087 ღამის ორი საათი იქნებოდა, როდესაც ტალკავმა ერთხელაც დააყარა ცეცხლს კაჭაჭი, დენთი კი ხუთი გასროლაღა დარჩენოდათ. გლენარვანმა უილაჯოდ მიიხედ-მოიხედა და გული გადაუქანდა. თვალწინ წარმოუდგა რობერტის რობერტის ბედი, გზაში დატოვებული ამხანაგები, გაახსენდა ყველა, ვინც ძვირფასო იყო მისთვის.
1088 დასცხე მაგათ, ჩემო მამაცო პატაონიელო! თურმე ორი აგუარი კოცონზე გადმოხტომას ლამობდა და ტალკავმა თოფის კონდახით სული გააფრთხობინა. გლენარვანმა ცეცხლის მჟუტავ ალზე გაარჩია მოზღვავებული ხროვა, გული შეეკუმშა და ისევ რობერტისკენ გაიხედა. ბიჭი თოფმომარჯვებული იდგა და გაფითრებული ელოდა აგუარების შემოტევას.
1089 ცეცხლი თანდათან მინელდა. მიდამო ისევ წყვდიადმა მოიცვა და ველად კვლავ აციმციმდა აგუარის თვლების ფოსფორული ციცინათელები. ყოველ წუთში მოსალოდნელი იყო ხროვის შემოსევა. თოფმა იჭექა, ტალკავმა ერთიც მოკლა, მაგრამ სასროლი აღრა ჰქონდა და გულხელდაკრეფილი, თავჩაქინდრული ფიქრს მისცემოდა.
1090 ცდილობდა, მოესაზრებინა რაიმე საშუალება მძინარე ხროვისაგან თავის გადასარჩენად. მისი შემყურე გლენარვანიც გრძნობდა ამას, მაგრამ შეეკითხვა ვერ შეებედა. აგუარების მოძრაობაში უცებ ცვლილება მოხდა. ერთბაშად უკან დაიხიეს და გამაყრუებელი ყმუილი თანდათან მიწყდა. ჩაბნელებულ ველზე შემზარავი სიჩუმე ჩამოვარდა.
1091 მართლაც, აგურებსი ხროვა, რამადას შესასვლელს რომ გასცილდა, ახლა მეორე მხრიდან მოაწყდა მესრის კუნძების ღრღნითა და კლანჭების ფხოჭნით. ფუტურო კუნძებს შორის მოჩანდა მათი დასისხლიანებული პირებ და ღონიერი თათები. ცხენები დაფრთხნენ. აიწყვიტეს და რამადას ეზოში ხან ერთ კუთხეს ეცემოდნენ და ხან მეორეს.
1092 ისეთი შემზარავი და გამაყრუებელი ყმუილი ატყდა, რომ პატაგონიელს რობერტის სიტყვები არც კი გაუგონია. აგუარების ხროვა უკან დაედევნა თაუქას დასავლეთისაკენ. ტალკავი და გლენარვანი ვაკეზე გაცვივდნენ. მთელი მიდამო სიბნელით იყო მოცული, შორს მხოლოდ აჩრდილივით მოჩანდნენ ადევნებული აგუარები.
1093 ის, ალბათ, შორს გაერიდა აგუარებს და ახლა, ასეთ ღამეში, რობერტს ვერ მივაგნებთ. განთიადამდე დავიცადოთ და მაშინ გავუდგეთ გზას. ოთხ საათზე ცას ოდნავ სინათლე შეეპარა. ცის ტატნობზე გადაფარებული ლეგა ღრუბლები გაიცრიცა და მოწითალო ქობით შეიმკო. ველი ნამით იყო დაფარული. დილის სიომ მაღალი ბალახი ააბიბინა.
1094 გლენარვანი უსიტყვოდ მოახტა რობერტის ცხენს და ორივემ გაქუსლა დასავლეთისაკენ. სწორედ იმ მიმართულებით, საიდანაც უნდა მოსულიყვნენ მათი თანამგზავრები. მთელი ერთი საათის განმავლობაში ჭენების მიაქროლებდნენ ცხენებს, დაეძებდნენ რობერტს და თან შიშობდნენ, რომ სადმე არ წასდგოოდნენ მის გასისხლიანებულ გვამს.
1095 მაკ-ნაბსი კი თითქოს არ იმჩნევდა. საბედნიეროდ, გუამინი აქვე მახლობლად ჩამოუდიოდათ, უკან შემობრუნდნენ და დილის შვიდ საათზე იმაე რამადს მიადგნენ. კართან იმდენი აგუარი ეყარა, რომ ყველასათვის ცხადი გახდა, რა გაშმაგებული იერში მოეგერიებინათ, როგორ ებრძოლათ, რამადაში ალყაშემორტყმულებს.
1096 მეორე დღეს, დილით, არგენტინისა და პამპის საზღვარი გადალახეს. ტალკავს ამ მიდამოებში ეგულებოდა ის კაციკები, რომლებსაც მისი ვარაუდით, უნდა ჰყოლოდათ ტყვედ წაყვანილი კაპიტანი გრანტი თავისი ორი ამხანაგით. ბუენოს-აირესი ყველაზე მოზრდილი და დასახლებული პროვინციაა არგენტინის თოთხმეტ პროვინციას შორის.
1097 სამხრეთით მას ინდიელების ტერიტორია ესაზღვრება. მისი ნიადაგი საოცრად ნოყიერია, ჰავა - საოცრად ჯანსაღი. მთელი ეს პროვინცია გადაჭიმულია ხელისგულივით სწორ, დაცემულ ვაკეზე, სიერა ტანდილის და ტაპალკემის ძირამდე. ეს მიდამო სხვადასხვა მარცლოვანი მცენარეულით და პარკოვანი ბუჩქებითაა დაფარული.
1098 ამდენ ხან გვალვისაგან შეწუხებული მგზავრები და მათი ცხენებიც ბედს ვეღარ დაემდურებოდნენ. რაზმი ხალისიანად, იმედიანად მიდიოდა, მაგრამ ტალკავის სიტყვა არ გამართლდა. მთელი ეს კუთხე სრულიად უკაცურს ჰგავდა. აღმოსავლეთისაკენ ხშირად ხვდებოდათ პატარ-პატარა ხევები, ხან მტკნარი, ხან კიდევ მარილიანი წყლით.
1099 ფშანებში მწყბორ გუნდებად მიმოდიოდნენ ლამაზი ფლამინგოები, ცეცხლისფერი ფრთები ქარის ქროლის მხარეს რომ გაეშალათ. იქვე მოჩანდა მათი წაკვეთილი კონუსის მოყვანილობის ბუდეებიც, რომლებიც ათასობით იყო ჩამწკრიებული და პატარა ქალაქს ჰგავდა. მგზავრების მიახლოებისას ფლამინგოები არხეინად ისხდსნენ.
1100 რობერტ, შენც წამოდი. მინდა, მოწმეები დავისწრო. პაგანელმა თანამგზავრებს გზა დაუთმო, წინ გაატარა, თვითონ კი დენთით გატენილი თოფით ფლამინგოებისაკენ გაემართა მაიორისა და რობერტის თანხლებით. მიუახლოვდა ფლამინგოებს და თოფი ჰაერში დაცალა, მაგრამ სულაც არ აპირებდა ამ ლამაზი ფრინველების სისხლის დაღვრას.
1101 თუმცა საითაც უნდა გადაიხვეწილიყვნენ, კაპიტან გრანტის კვალს მაინც ყველგან უნდა გაჰყოლოდნენ. ამის გამო ტალკავის მოსზრება ჭკუაში დაუჯდათ. ექსპედიციამ ტანდილისაკენ განაგრძო გზა. საღამოს ოთხი საათი იქნებოდა, როდესაც ველის შორეულ სივრცეში მთა გამოჩნდა, თუმცა მთა არც კი ეთქმოდა.
1102 ტალკავის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც არც ამ არემარეში დაუნახავთ ინდიელი, მაგრამ შუადღისას მოგზაურებმა თვალი შეასწრეს კარგად შეიარაღებულ სამ ცხენოსანს, რომლებიც მათ დანახვაზე ერთხანს შეჩერდნენ, შეათვალიერეს ისინი და შემდეგ ერთბაშად მოკურცხლეს სხვა მხარისაკენ.
1103 ტალკავის განკარგულებით მთელი რაზმი ჯგუფად მიდოდა. მართალია, არემარე უკაცური ჩანდა, მაგრამ ნათქვამია, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, მზად ყოფნა სჯობდა. ღამის გასათევად მიტოვებულ ტოლდერში დაბინავდნენ, სადაც კაციკი კატრიელი ჩვეულებრივ თავს უყრიდა ხოლმე თავის ინდიელ ქვეშევრდომებს.
1104 ტალკავის რჩევით, აქ არ გაჩერებულან და პირდაპირ გაეშურნენ დამოუკიდებლობის სიმაგრისაკენ, სადაც უეჭველად გაიგებდნენ ამ მიტოვებული ადგილების უტყუარ ამბავს. ახლა უფრო ხშირად ხვდებოდათ ხეები, რომლები კორდილიერების შემდეგ იშვიათად უნახავთ, უმეტესი ნაწილი ევროპელებს დაერგოთ ამერიკაში გადმოსახლების შემდეგ.
1105 აქ ნახავდით ლილისფერ იფანს, ატამს, ალვის ხეს, აკაციასა და ტირიფს. აქ ყოველივე სწრაფად და კარგად იზრდებოდა. ხეები კორალიებსი ირგვლივ იყო გაშენებული. კორალიები მკვიდრად მესერშემოვლებული ფართო ტერიტორიას მოიცავდა და საქონლის შესანახ ბაკებს წარმოადგენდა. აქ საქონელი საბალახოდ ჰყავდათ გაშვებული.
1106 საქონელს დარაჯად ედგნენ ვეებერთელა, ავი ძაღლები. ამ მთისძირების ნიადაგი მომლაშოა და მისი მსუყე ბალახი საუცხოო საკვებია საქონლისათვის. ამიტომ შეარჩევენ ხოლმე ასეთ ადგილებს ესტანციების მოსაწყობად. საქონელს მიჩენილი ჰყავს ერთი სარქალი, მისი თანაშემწე და ათას სულ საქონელზე ოთხი პეონი.
1107 მათი ცხვრის ფარა, ცხენის რემა თუ ძროხის ნახირი ისევე ურიცხვია, როგორც მესოპოტამიისა. განსხვავება ის არის, რომ აქაურ მწყემსებს, ოჯახები მესოპოტამიელების მსგავსად თან არ დაჰყავთ. პამპის ესტანციების ცხოვრება სულაც არა ჰგავს ბიბლიურ პატრიარქალურ ყოფას. ისინი ოთხფეხი საქონლით მოვაჭრენი არიან.
1108 პაგანელმა ეს ცნობები თავის ამხანაგებს გაუზირა და შედარებითი ანთროპოლოგიის ცოდნით დიდი ინტერესიც გამოიწვია. წარმოიდგინეთ, თვით მაიორიც კი მოხიბლა, რომელიც გულახდილად გამოუტყდა ამაში. პაგანელმა ერთ უცნაურ მოვლენასაც - მირაჟს მიაქცია ყურადღება, რაც ასე ხშირია ამ მიდამოებში.
1109 აქ ათასობით ხარი, ძროხა თუ ცხვარი იკვლება, იშიგნება და იქვე მარილდება. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ნაიალაღარ ხარებს ვერ იმორჩილებენ და მაშინ იმართება ნამდვილი ხარებთან ბრძოლა - სალადეროები ტორეადორობენ და ამ სახიფათო საქმეს დიდი ოსტატობით ასრულებენ. სასაკლაო საზიზღარი სანახაობაა.
1110 ტალკავი აჩქარებდა მოგზაურებს, უნდოდა, იმავე დღეს მიეღწიათ დამოუკიდებლობის სიმაგრემდე. თაუქას წაბაძვით დანარჩენი ცხენებიც სწრაფად მიაშრიალებდნენ მაღალ პურეულს. ადგილ-ადგილ ხვდებოდათ თხრილებითა და წვეტიანი მესრებით შემოვლებული ფერმები, სადაც მთავარ სახლს გარშემო აივანი ჰქონოდა შემოვლებული.
1111 გლენარვანს შეეძლო აქაც ეცადა ბედი და კაპიტან გრანტის შესახებ გამოეკითხა რამე, მაგრამ ისევ ტანდილში მისვლა ამჯობინა და აღარსად გაჩერებულა. მგზავრები მდინარე რიო დე ლოს ჰუეზოს ფონს გავიდნენ და რამდენიმე მილის გავლის შემდეგ მდინარე ჩაპალეოფუ გაცურეს. ამის შემდეგ მალე გამოჩნდა სიერა- ტანდილიც.
1112 ტანდილში მისვლისთანავე გლენარვანმა ცხენები თავლაში დააბინავა, რომელსაც იქაურები ფონდას უწოდებენ. სიმაგრისკენ გლენრვანი, ტალკავი, პაგანელი, მაიორი და რობერტი გაეშურნენ, რამდენიმე წუთში აირეს ფერდობი და ციხესიმაგრის ალაყაფის კარს წაადგნენ, რომელსაც არც ისე ფხიზლად დარაჯობდნენ არგენტინელი დარაჯები.
1113 ასე რომ, დაუბრკოლებლად შევიდნენ გალავანში. ალბათ, შიშიანობა არ იყო ამჟამად ან დაუდევრობას ჰქონდა ადგილი. გალავნის წინ, პატარა მოედანზე რამდენიმე ჯარისკაცი ვარჯიშობდა. უფროსი ოცი წლისა იქნებოდა, უმცროსი კი - შვიდისა. უფროს სწორად, აქ იყო თორმეტი ბავშვი, რომლებიც ჩინებულად ხმარობდნენ იარაღს.
1114 პგანელს მოეწონა ასეთი სადა ჩაცმულობა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას შემოეღო. ბავშვები შეიარაღებულნი იყვნენ მათთვის მეტად მძიმე ხიშტიანი თოფებითა და დაშნებით. ყველანი მზისაგან გარუჯულიყვნენ და ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ, გეგონებოდათ, ძმები არიან და მეცამეტე ძმა უფროსობსო.
1115 პაგანელს ეს გარემოება სულ არ გაჰკვირვებია. მან სტატისტიკიდან იცოდა, რომ ამ მხარეში თითო ოჯახს საშუალოდ ცხრა ბავშვი მაინც ჰყავდა. სამაგიეროდ, განცვიფრებული დარჩა მათი სხარტი მიმოხრით, სიმარდითა და სამხედრო გაწვრთნილობით. მათ კაპრალის სამხედრო ბრძანება მეცნიერი გეოგრაფის მშობლიურ ენაზე გაისმოდა.
1116 გლენარვანმა პაგანელს სთხოვა, გამოეხმო რაზმის უფროსი. მანაც მიმართა ერთ-ერთ არგენტინელ ჯარისკაცს, რომელიც მაშინვე გაეშურა სახლისაკენ. რამდენიმე წუთის შემდეგ მათ მეციხოვნე რაზმის უფროსი გამოეგებათ, ორმოცდაათიოდე წლის კაცი, სამხედრო პირისათვის დამახასიათებელი მიხრა-მოხრით.
1117 მოდიოდა და თან ჩიბუხს მოაბოლებდა. სხვათა შორის, სიარულით პაგანელს ჰგავდა. ნამშვილი ძველებური ფრანგი უნტერ-ოფიცრის ნაიჯი ჰქონდა. ტალკავმა გლენარვანი და მისი ამხანაგები წარუდგინა. საუბრისას კომენდანტი თვალს არ აშორებდა პაგანელს, რომელიც ამის გამო ერთგვარ უხერხულებას გრძნობდა.
1118 გლენარვანმა სცადა, სიტყვა ჩამოერთმია, მაგრამ კომენდანტმა თავისი თავგადასავალი დაიწყო და გაათავებას აღარ აპირედა. საფრანგეთი დიდი ხნია მიეტოვებინა, თურმე ფრანგულიც დავიწყებოდა. როგორც საფრანგეთის ახალშენის ზანგი, ისე ლაპარაკობდა ფრანგულად. მონაწილეობდა პარშაპის ექსპედიციაში, როგორც სერჟანტი.
1119 ამჟამად დამტკიცებულია კომენდანტად საფრანგეთის მთავრობის მიერ. კომენდანტი ორმოცდაათი წლის იქნებოდა, ჩამომავლობით ბასკი იყო, გვარად მანუელ იფარაგერი. ერთი წლის ჩამოსული ყოფილა, როდესაც არგენტინის ჯარში ჩარიცხულა და ინდიელი ქალიც შეურთავს, რომელსაც ამჟამად ჰყავს ტყუპი ძუძუთა ვაჟი.
1120 პაგანელმა სერჟანტის ნათქვამი ტალკავს გადასცა. პატაგონიელმა თავი გაიქნ- გამოიქნია. მართლაც, არ იცოდა ეს ამბავი თუ ვერ გაიხსენა, რომ აქეთ სამოქალააქო ომი იყო ატეხილი, რომელშიც მოგვიანებით ბრაზილიაც ჩაერია. ომი ორ ბანაკად ჰყოფდა რესპუბლიკას. ეს ინდიელებისათვის ხელსაყრელი იყო.
1121 ეს გარემოება სავსებით აქარწყლებდა გლენარვანის შემუშავებულ გეგმას. მრთლაცდა, თუკი კაპიტანი გრანტი კაციკების ტყვე იყო, ცხადია, მასაც თან გაიყოლებდნენ. მაშ, სადღა უნდა ეძებნათ ახლა? განა საჭირო იყო, რომ კვლავ განეგრძოთ სახიფათო და უნაყოფო ძებნა პამპის ჩრდილოეთის საზღვრამდე.
1122 ამ შემთხვევაში საქმე არ შეეხება კაპიტან გრანტს!... ერთი მათგანი მარკო ვაზელი იყო, ის მართლაც მოკლეს ინდიელებმა, მეორე კი ჩვენი თანამემამულე, რომელიც თან უტარებიათ ინდიელებს კოლორადოს ნაპირამდე, ბოლოს თავიდ დაუღწევია და საფრანგეთში დაბრუნებულა. აი, სწორედ ამ ახალგაზრდა გინარის კვალს გამოვყოლილვართ.
1123 გლენარვანს სერჟანტთან გამომშვიდობების მეტი აღარაფერი დარჩენოდა. მანუელს ყევლა ხელის ჩამორთმევით გამოეთხოვა და წამოვიდნენ. იმედის გაცრუებამ გლენარვანი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა და ბოღმისაგან ისე შეეკრა კრიჭა, რომ გვერდით მიმავალ აცრემლებულ რობერტსაც კი სანუგეშო სიტყვა ვერ უპოვა.
1124 მაიორი დუმდა. ტალკავი კი, როგორც ეტყობოდა, საშინლად განიცდიდა ინდიელის თავმოყვარეობის შელახვას, რომ მგზავრები ყალბ გზაზე დააყენა. თუმცა არავის უფიქრია ეს დანაშაულად ჩაეთვალა მისთვის. ამ მდგომარეობაში დაბრუნდნენ ფონდაში. როცა ვახშამს შემოუსხდნენ, ყველას სახე ჩამოსტიროდა.
1125 არა! სერჟანტს არ გამოეპარებოდა, ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე რომ ვინმე ევრიოპელი დაეტყვევებინათ. ეს ამბავი ადგილობრივ მცხოვრებთაც ეცოდინებოდათ, რადგანაც კარმენსა და ტანდილს შორის მუდმივი სავაჭრო მიმოსვლაა. მეორეც, არგენტინის ვაკის მცხოვრებთა შორის ვერაფერი დაიფარებოდა და თუ რამე მოხდა, ყველამ იცის.
1126 სამგზავრო სამზადისი და ცხენების შეკაზმვაც კი მოითხოვა. მისი თაოსნობით პატარა ქარავანი დილის რვა საათზე დაეშვა სიერა-ტანდილის ამწვანებულ კალთებზე. გლენარვანი და რობერტი მხარდამხარ მიაჭენებდნენ ცხენებს, ხმის ამოუღებლად. თავდადებული და გაბედული გლენარვანი ვერ შერიგებოდა მარცხს.
1127 გამწარებული პაგანელი ათასნაირად აბრუნებდა ბარათების თითოეულ სიტყვას, ეგებ ახალი რამ განმარტება ამოვიკითხოო. ტალკავს ცხენისათვის სადავე მიეშვა და უსიტყვოდ მიქროდა. ყოველთვის გულგაუტეხელი მაიორი მხნედ განაგრძობდა გზას. ტომ ოსტინი, მიულრედი და ვილსონი თავიანთი პატრონის სევდას იზიარებდნენ.
1128 შუადღე მოტანებული იყო, როდესაც მოგზაურებმა სიერა-ტანდილის ქედი გადაიარეს და ისევ ვაკეზე გავიდნენ, რომელიც ტალღისებურად ეშვებოდა ატლანტის ოკეანის შორეული ნაპირებისაკენ. ამ ნაყოფიერ ადგილებს თითქმის ყოველ ნაბიჯზე სერავდა უთვალავი ნაკადი, რომლებიც უხვად რწყავდნენ მიდამოს და საძოვრებში იკარგებოდნენ.
1129 ამას ხელს უწყობდა ატლანტის ოკეანის სიახლოვე და დასავლეთის ქარი, რომელიც ჰავას მეტისმეტად ტენიანს ხდის. ტენინანობა ემჩნეოდა როგორც ნაყოფიერ ნიადაგს, ისე მწვანედ ჩამუქებულ იალაღებს, მაგრამ იმ დღეს საავდროდ გამზადებულ ცას პირი არ მოიუხსნია. მგზავრები სწრაფი ნაბიჯით მიერეკებოდნენ ცხენებს.
1130 მეორე დღეს, რაც უფრო წინ მიიწევდნენ, მით მეტდ დაბლდებოდა მიდამო და თავქვე იწევდა. მიწისქვეშა წყალი თანდათან უფრო საგრძნობი ხდებოდა. ასე რომ, მისი ნესტი მიწის ზედაპირამდე აღწევდა. მალე წაადგნენ ფართო საგუბრებს, რომელთა შორის ზოგი უკვე ღრმა იყო, ზოგი კი ახლა ივსებოდა წყლით.
1131 ისინი აღმოსავლეთის გზას გარდიგარდმო სერავდნენ. ჯერჯერობით მხოლოდ ლაგუნები, პატარ-პატარა ტბორები ხვდებოდათ, რომლებიც თავისუფალი იყვნენ წყლსი მცენარეულობისგან და ცხენები ადვილად გადიოდნენ შიგ, მაგრამ წინსვლა თანდათან გაძნელდა, როდესაც პენტანებს, ხშირი ბალახით დაფარულ ჭაობებს წააწყდნენ.
1132 ასეთი რჩევის მიცემა ადვილი იყო, მისი შესრულება კი რა მოგახსენოთ. ცხენები იქანცებოდნენ სველ ნიადაგზე სიარულით. ფეხი უსხლტებოდათ. ეს მიდამო ნარიყალ ადგილებს ჰგავდა, სადაც ყოველ წუთს მოსლოდნელი იყო ნაადრევი ნიაღვრის მოვარდნა, ამიტომაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გასცილებოდნენ აქაურობას.
1133 რის ვაი-ვაგლახით დაანთეს ცეცხლი, რომელიც უფრო ხრჩოლავდა, ვიდრე ათბობდა. თავსხმა გრძელდებოდა, წყალი ჩხრიალით ჩადიოდა ქოხში, ცეცხლსაც ჩაუქრობდათ, რომ მიულრედი და ვილსონი დარაჯად არ სდგოოდნენ და ოცჯერ მაინც ხელახლა არ გაეჩაღებინათ. უყუათო ვახშამმა უგემურად და მოწყენით ჩაირა.
1134 ასეთ დროს დაძინებას არაფერი სჯობდა. მგზავრებმაც სცადეს, მიწოლილიყვნენ და თავდავიწყებას მისცემოდნენ. საძაგელი ღამე იყო. გამუდმებული ქარისაგან ქოხი ზანზარებდა, ჭრიალებდა და თავზე ჩამოქცევას ლამობდა. საბრალო ცხენები შესაბრალისად ჭიხვინებდნენ წვიმაში, თუმცა არც მათი პატრონები იყვნენ უკეთეს დღეში.
1135 მაგალითი პირველად რობერტმა მისცა, რომელსაც გლენარვანის მკლავზე მიეძინა. მერე ყველამ ჩათვლიმა. საბედნიეროდ, იმ ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. მგზავრები თაუქას ჭიხვინმა და ქოხის კედლებზე ტორების ცემამ გამოაღვიძა. ცხენი მიჩვეული იყო, რომ გამგზავრების დროს ენიშნებინა მგზავრებისათვის თავისი პატრონის ნაცვლად.
1136 ამ თიხნარ ადგილებში უშველებელი ტბორები იდგა და ნაპირებიდან გადმოდიოდა. პაგანელმა რუკას დახედა და მოსაზრება გამოთქვა, რომ რიო-გრანედა რიო-ვივარტა, რომლებსაც ამ ვაკის წყლები ერთვოდა, ალბათ, კალაპოტიდან გადმოვიდა, აქ სადმე ერთმანეთს შეუერთდნენ და რამდენიმე მილის სიგანეზე გაშლილანო.
1137 ნიაღვარი რომ მოვარდნილიყო, სად უნდა შეეფარებინათ თავი?... ამ თვალუწვდენელ სივრცეზე, თითქმის ცისკიდურამდე, არც ერთი მაღლობი არ მოჩანდა და ამ ჩავარდნილ მიდამოს ერთბაშად მოასკდებოდა წყალი. ცხენებს დეზები ჰკრეს და გაქუსლეს. თაუქა წინ მიქროდა და თან უჩვეულო მოუსვენრობას იჩენდა.
1138 მალიმალ სამხრეთისაკენ იღრეცდა კისერს, შეშფოთებული ჭიხვინებდა და ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, ყალყზე დგებოდა და თავს სწევდა წინ ისე, რომ ტალკავს უჭირდა მისი მოთოკვა. ცხენი არა ცხრებოდა, ლაგამს გლეჯდა, ყბებიდან სისხლი სდიოდა. ინდიელს რომ მიეშვა, თაუქა ჩრდილოეთისაკენ გაიქცეოდა.
1139 თუმცა ჯერ არსად ჩანდა ის საფრთხე, რომელიც ასე აგიჟებდა თაუქას, მაგრამ სმენას კი აღწევდა მისი მოახლოების ნიშნები - შორიდან მოისმოდა ყრუ შხუილი, ისეთივე როგორც ზღვის მოქცევის დროს იცის. ნოტიო ქარი უბერავდა და თან მოჰქონდა წყლის წინწკლები. შეშინებული ფრინველები გაშმაგებული გადაუქროლებდნენ ხოლმე თავზე.
1140 წვებოდა და წყალქვეშ იკარგებოდა. ძირიან-ფესვიანად მოგლეჯილი მიმოზების ჭალაკები პატარა კუნძულებივით მოტივტივებდნენ. ნიაღვარი შეუჩერებლივ მოიზლაზნებოდა და მიდამოს ფარავდა. ალბათ, ჩრდილოეთით კოლორადოს და სამხრეთით კი რიო-ნეგროს გადმოელახათ წყალგამყოფი და ერთ ნაკადად ქცეულნი მოზღვავებულიყვნენ.
1141 მოგზაურები ისე გაურბოდნენ მას, როგორც ფოთოლი გაურბის ქარტეხილს. თვალებს აქეთ- იქით აცეცებდნენ, რომ სადმე ეპოვათ გადასარჩენი ადგილი, მაგრამ ამაოდ - ცა და წყალი გაერთიანებულიყო ირგვლივ. საფრთხით აცახცახებული ცხენები ისე გაშმაგებით მიქროდნენ, რომ მგზავრები ძლივს იმაგრებდნენ თავს უნაგირებზე.
1142 ფეხები ბალახში ეხლართებოდათ, წყალში ფორთხიალობდნენ და იქცეოდნენ. წამოაყენებდნენ და ისევ იქცეოდნენ. წყლის დონე კი თანდათან მატულობდა. აგორებული წყლის გრძელი, ორი-სამი კილომეტრის მანძილზე მოახლოებული აქაფებული ზვირთები მოიგრაგნებოდა და წუთი-წუთ წალეკვას უქადდა მთელ მიდამოს.
1143 მზავრები ისე იყვნენ გაოგნებულნი, რომ არც კი იცოდნენ, რა მანძილი გამოიარეს გაშმაგებული ჭენებით ამ ორმოტრიალში. ცხენები ახლა მკერდამდე მიაპობდნენ წყალს და გაჭირვებით იძროდნენ. გლენარვანი, პაგანელი და ოსტინი უკვე დაღუპულად თვლიდნენ თავს, როგორც ტალღების მსხვერპლად განწირული მეზღვაურები.
1144 ცხენებს ფეხქვეშ ნიადაგი ეცლებოდათ და ექვსი ფუტის სიღრმეც საკმაო იყო მათ დასახრჩობად. მოულოდნელმა წყალდიდობამ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო მოგზაურები. გრძნობდნენ, რომ შეუძლებელი იყო სტიქიონთან გამკლავება. ეს ბრძოლა ადამიანის ძალ- ღონეს აღემატებოდა. ხუთიოდე წუთის შემდეგ ცხენები მიცურავდნენ.
1145 სიტყვა არც კი დაემთავრებინა, როდესაც უშველებელი, ორმოცი ფუტის სიმაღლე ტალღა თავს დაატყდათ მგზავრებს. გაისმა საშინელი ხმაური. ცხენები თუ ადამიანები რამდენიმე მილიონმა ტონა წყალმა შთანთქა. როდესაც ტალღამ გადაიარა, ყველანი ზედაპირზე ამოტივტივდნენ და ერთმანეთს დაუწყეს თვლა.
1146 მაიორი კი დინჯად მიცურავდა, დროდადრო ისუნთქავდა, მერე პირიდა უშვედა ჰაერს ისეთი ოსტატობით, რომ ცურვის საუკეთესო მასწავლებელიც კი უსიტყოდ მოუწონებდა. მათთვის ჩვეულ გარემოში მოხვედრილი მეზღვაურები დელფინებივით მიცურავდნენ, რობერტი ჩაბღაუჭებოდა თაუქას ფაფარს, თაუქა კი მკერდით ამაყად მიაპობდა ტალღებს.
1147 უტყუარი ალღო მას ხისკენ მიაცურებდა. ხემდე ორმოციოდე მეტრიღა დარჩენოდათ. რამდენიმე წამში ხესთან გაჩდნენ. აქ იყო მათი ხსნა. უამისოდ ტალღები შთანთქავდა ყველას. წყალი ხეს პირველ ტოტამდე შემოსდგომოდა და ზედ ასვლა ძნელი არ იყო. ტალკავი ცხენს მოსცილდა, რობერტი აიტაცა ხელში და პირველი მოექცა ტოტზე.
1148 ამის წყალობით ფოთლოვანი ვარჯი ერთი წვეთ წვიმას არ გაატარებდა. მესამე რტო განზე იყო გაშვერილი, მოვარდნილ წყალზე, და მისი ფოთლები უკვე ზვირთებში ჭყუმპალაობდნენ. უზარმაზარი ომბუს ჭალაში ხალვათობა იყო, განზე გასულ შტოსა და შტოს შუა ნამდვილი კორომი გაშლილიყო, ჰაერითა და სიგრილით სავსე.
1149 როდესაც ერთბაშად წამოიშალნენ, გეგონებოდათ, ქარის ქროლაზე ხემ დაიყვავილაო. ასეთი იყო გლენრავანისა და მისი თანამგზავრების თავშესაფარი. როგორც კი ხეზე ახალგაზრდა გრანტი და ვილსონი მოხვდნენ, მაშინვე კენწეროში მოექცნენ. ჩახლართული ფოთოლ-ყლორტებიდან თავები გადაყვეს და უზარმაზარ სივრცეს გახედეს.
1150 ერთი წუთის შემდეგ რობერტი და ვილსონი ზემო შტოებიდან დაბლა ჩამოვიდნენ და ომბუს ტანის თავზე გაჩდნენ. აქ მოეკალათა ყველას, ზოგს ტოტზე გადაელაჯებინა, ზოგი ხელით ჩასჭიდებოდა შტოებს. აქ იყვნენ გლენარვანი, პაგანელი, მაიორი, ოსტინი და მიულრედი. ვილსონმა უამბო, რაც კენჭეროდან დაინახეს.
1151 ნამდვილი კერა გაჩაღდა. ცეცხლის გასაჩაღებლად პაგანელმა არაბულ ხერხს მიმართა. ფეხები ფართოდ გაშალა, გადაალაჯა კერას, პონჩო მოიხვია და მალიმალ ხან იხრებოდა, ხან ისევ სწორდებოდა. შეშას მოეკიდა და მალე ალი ტაკაცატკუცით ავარდა ზევით. პონჩოები ტოტებზე ჩამოკიდეს, სადაც ქარი აფრიალებდა და აშრობდა მათ.
1152 ეს ადვილი საქმე გამოდგა, რადგან არც საბნები ჰქონდათ საძებარი, არც ლეიბები გასასწორებელი. მალე ხუთივე ცეცხლს შემოუჯდა და საუბარი გააბეს, ოღონდ ახლანდელ მდგომარეობაზე კი არა, რაც მხოლოდ მოთმინებას მოითხოვდა მათგან, მათი საუბრის საგანი იყო კაპიტან გრანტის იდუმალებით მოცული ბედი.
1153 ვილსონი და მიულერდი მისაშველებლად გაემზადნენ, როდესაც უცებ ზევიდან ჩამოიწოწა გრძელი სხეული. პაგანელი ტოტიდან ტოტზე ეცემოდა და ვერსად მოეკიდა ხელი. ცოცხალი იყო თუ მკვდარი? ვერავინ იტყოდა ამას, მაგრამ სწორედ იმ წუთში, როდესაც აქაფებულ წყალში უნდა ამოეყო თავი, ღონიერი მკლავი სწვდა მისი პიჯაკის კალთას.
1154 ელენსა და მერი გრანტს სატირლად არ გაუხდებათ კაპიტან გრანტის დაღუპვა. ასეთ გუნებაზე დამდგარ მოგზაურებს სულ გადაავიწყდათ იმდღევანდელი საფრთხე და სიხარულს მიეცნენ. სანანებლად მხოლოდ ისღა რჩებოდათ, რომ დაუყოვნებლივ არ შეეძლოთ გამგზავრება. ნაშუადღევს ოთხი საათი იქნებოდა. გადაწყვიტეს, ესადილათ.
1155 სანამ წყალი ჩრდილოეთისაკენ მიექანებოდა, მისი დაკლების იმედი არ იყო. იმ დროს, როდესაც გლენარვანი და მაიორი წყლის დონეს აკვირდებოდნენ, ხის კენწეროს დაბურული ფოთლებიდან სროლის ხმა და სიხარულის შეძახილი გაისმოდა - რობერტის სოპრანოს პაგანელის ბანი უერთდებოდა. ორივე ბავშვივით ცელქობდა.
1156 ეტყობოდა, ნადირობა მარჯვედ მიდიოდა და კარგი სადილის იმედს იძლეოდა. როდესაც გლენარვანი და მაიორი კერას დაუბრუნდნენ, დაინახეს, რომ ვილსონს ახალი საქმე გამოენახა - ნემსკავად მოეხარა ქინძისთავი, კანაფი გამოება და თევზაობდა, მის წამოსასხამში უკვე რამდენიმე ათეული პატარა თევზი მოჰორასი ფართხალებდა.
1157 სადილი მაინც მრავალფეროვანი და გემრიელი გამოვიდა - გამხმარი ხორცი, შემწვარი კვერცხი, შემწვარი ბეღურები, ცოცხალი თევზი - ნამდვილი სადღესასწაულო სუფრა იყო, რომელიც სამუდამოდ დარჩა ყველას მეხსიერებაში. სადილს მხიარული საუბარიც მოჰყვა. ყველანი ქებას ასხამდნენ პაგანელს, როგორც მზარეულსა და მონადირეს.
1158 მიუხედავად ამისა, ყველამ თავისი ძველი შეხედულება შეინარჩუნა, მაგრამ ერთში კი შეთანხმდნენ - ხვედრს შეჰგუებოდნენ და ბინის ნაცვლად ხეს დასჯერებოდნენ, რაკი ქოიხსა და სასახლეს მოლებულნი იყვნენ. ამასობაში საღამომაც მოაწია. მხოლოდ ძილით შეიძლებოდა ამ მღელვარებით სავსე დღის ღირსეულად დამთავრება.
1159 მოგზაურები მოუსვენრობას გრძნობდნენ არა მარტო მღელვარებისაგან, რომელიც გამოიარეს წყალდიდობის გამო, არამედ საშინელი პაპანაქებისაგანაც. მათი ფრთოსანი ამახანაგები რა ხანია მოსვენებას მისცემოდნენ. პამპის ბულბულს - ჰილგუეროსსაც კი შეეწყვიტა რაკრაკი და ტკბილად ჩასძინებოდა ომბუს ხშირ ფოთლებში.
1160 ცის ამ მხარეს ღრუბლების ზოლი გადაჰფარვოდა. სამხრეთის კაშკაშა თანავარსკვლავედებს თითქოს პირსაბური გაეკეთებინა და მიბნედილი გამოიყურებოდა. თუმცა ვარსკვლავების გარჩევა მაინც შეიძლებოდა. პაგანელმა აუხსნა რობერტს სამხრეთის ნახევარსფეროს ვარსკვლავების ადგილმდებარეობა. მის განმარტებას გლენარვანიც ისმენდა.
1161 მთელი ვარსკვლავი ხომლი წყლის სარკეში არეკვლილი გაორებული ცის ილუზიას ქმნიდა და თვალს იტაცებდა აუწერელი სილამაზით. სანამ მეცნიერი ამ ახსნა-განმარტებაში იყო, აღმოსავლეთის მხრეს ცა მოიღრუბლა. ხშირმა ნისლმა ვარსკვლავები ზედიზედ დაფარა. მალე თითქმის ნახევარ ცას პირქუში შავი ღრუბელი მოედო.
1162 ირგვლივ სრული მყუდროება გამეფებულიყო. არც ერთი ფოთოლი არ ირხეოდა, ოდნავი ჭავლიც კი არ ანაოჭებდა წყლის ზედაპირს. თითქოს ჰაერი უშველებელ პნევმატურ ტუმბოს გაეუხეშოებინა, ატმოსფერო გაჟღენტილი იყო ელექტრონით და ყოველი ცოცხალი არსება გრძნობდა, როგორ უვლიდა მას რაღაც ძალა სხეულში.
1163 ეს საინტერესო ხეშეშფრთიანი მწერი შუქს უშვებდა ფარში მოთავსებული ორი წერტილიდან და საკმაოდ ძლიერსაც. ასე რომ, მის შუქზე წიგნის წაკითხვაც კი შეიძლებოდა. პაგანელმა ერთი მწერი საათს მიუახლოვა და გაარჩია, რომ ათი საათი იყო. გლენარვანმა მაიორი და მეზღვაურები გააფრთხილა მოსალოდნელი ჭექა-ქუხილის შესახებ.
1164 პირველი ქუხილის შემდეგ ქარიშხალი მოვარდება და ხეს შეანჯღრევს, ამისათვის ყველანი მაგრად უნდა მივებათ ამ ტოტებზე, რომლებიც ლოგინის მაგივრობას გვიწევს. რაკი დელგამს ვერ ავიცდენთ, ვეცადოთ, წყალში მაინც არ ჩავცვივდეთო. მოგზაურებმა ღამე მშვიდობისა უსურვეს ერთიმეორეს, თუმც ამის იმედი არ ჰქონდათ.
1165 დიახ, ის მაწუხებს, რომ ამ ტრიალ მინდორზე ერთადერთი მაღლობი ის ხეა, რომელსაც ჩვენ შემოვეხიზნეთ. მეხამრიდია საჭირო, რადგან ომბუ პამპის ყველა ხეზე უფრო მაღალია. გარდა ამისა, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, მეგობრებო, რომ მცნიერები არ გვირჩევენ, ჭექა-ქუხილის დროს ხეს შევაფაროთ თავი.
1166 აი, უკვე იწყება. მოახლოებულმა მძლავრმა გრგვინვამ მოგზაურებს ლაპარაკი შეაწყვეტინა. მალე ისე გახშირდა ქუხილი, რომ ირგვლივ ყველაფერმა ზანზარი დაიწყო. ცას ცეცხლი მოედო და ძნელი სათქმელი იყო, რა ელექტრობის მარაგი იწვევდა ამ განუწყვეტელ ქუხილს, ცის სიღრმეში გრუხუნით რომ მიიგრაგნებოდა.
1167 გამუდმებული ელვა ათასგვარ სახეს იღებდა. ხან შვეულად ეშვებოდა ძირს, ზედიზედ ერთსა და იმავე ადგილას, ზოგი გაელვება კი უფრო მეტად აინტერესებდა მეცნიერს, რადგან, თუ არაგო თავის საგულისხმო შენიშვნებში აღნიშნავს ელვის გაორების ორ შემთხვევას, აქ ასოით ხდებოდა მათი დაქუცმაცება.
1168 ცეცხლი თანდათან მთელ ჰორიზონტს მოედო. ირგვლივ ღრუბლები გაავარვარა და წყლის სარკეში გამომკრთალ უშველებელ კოცონად იქცა, რომლის შუაგულშიაც მოქცეული იყო ომბუს ხე. ყველანი ხმაგაკმენდილნი შესცქეროდნენ ამ საშინელ სანახაობას, გამაყრუებელი ხმაური არ წყდებოდა, რომ ერთმანეთისათვის ხმა გაეცათ.
1169 არა! საშინელი გრგვინვა- გრუხუნის დროს წყლის გასწვრივ გაშვერილი ქვედა ტოტის ბოლოში ერთბაშად გამოჩნდა მუშტისოდენა შავ კვამლში გახვეული მოელვარე ბურთი, რომელიც რამოდენიმე წამს ერთ ადგილზე ბზრიალებდა, შემდეგ ყუმბარასავით დაიქუხა და ისეთი საშინელი ჭექით გასკდა, რომ ერთ წამს ყოველგვარი ხმაური გადაფარა.
1170 ქარმა დაუბერა და ხანძარი გააძლიერა. განრიდება აუცილებელი გახდა. გლენარვანი და მისი ამხანაგები ომბუს აღმოსავლეთის ტოტებზე გადაცოცდნენ, სადაც ცეცხლის ალი არ აღწევდა. ხმაგაკმენდილნი, შემკრთალნი და გონებადაბნეულნი ვაი-ვაგლახით მიფორთხავდნენ შორეული ტოტებისაკენ, რომლებიც მათი სიმძიმისაგან იზნიქებოდა.
1171 გლენარვანი გაშტერებით მისჩერებოდა წყალს და ცეცხლს, რომლითაც მათ წინააღმდეგ პირი შეეკრათ და აღარ იცოდა, სად ეძებნა გამოსავალი. ელჭექმა თითქოს იკლო, მაგრამ ჰაერში დაგროვებულიყო ელექტრობით გაჯერებული დიდძალი ორთქლი, რომელიც ძლიერად ამოძრავდ. ასე რომ, ახალი სტიქიური მოვლენები იყო მოსალოდნელი.
1172 წყალი და ღრუბლები შეაგროვა. საშინელი სისწრაფით დაბზრიალდა ღერძის გარშემო თან აიტაცა უზარმაზარი წყლის სვეტი, შიგ ჩაიხვია გარშემო არსებული ჰაერი და ერთბაშად დაუტრიალდა ომბუს ხეს, გარს შემოერტყა. ხემ ფესვებამდე რყევა დაიწყო, გლენარვანს კი მოეჩვენა, ვითომც კაიმანები ღრღნიდნენ და მის ამოგლეჯას ლამობდნენ.
1173 კაიმანები ჩამოსცილდნენ მას, ერთის გარდა, რომელიც ხახადაღრენილი მოსჭიდებოდა მის გაშიშვლებულ ფესვებს. მიულრედიმ ხელი სტაცა წვერმომწვარ ტოტის ნატეხს და ისეთი ღონით დაჰკრა, რომ ხერხემალი გადაუმტვრია. მოკლული კაიმანი გულაღმა ამოტრიალდა და მორევში ატივტივდა. მომაკვდავი ჯერ კიდევ იქნევდა საშინელ კუდს.
1174 ხანძარი თანდათან ქრებოდა. მაიორმა შენიშნა, რომ ახლა გადარჩენა გასაკვირი აღარ იქნებოდა. დინებას სულ ერთი მიმართულებით - სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიჰქონდა ხე. წყვდიადს იშვიათად თუ გაანათებდა მოგვიანებული გაელვება, რაც არ აძლევდა პაგანელს საშუალებას, ჰორიზონტი დაეთვალიერებინა.
1175 ომბუ სწრაფად მიექანებოდა წინ. ძნელი სათქმელი იყო, კიდევ რამდენ ხანს იტივტივებდა ასე - იქნებ რამდენიმე დღესაც! დილის სამ საათზე მაიორმა თანამგზავრების ყურადღება იმ გარემოებას მიაქცია, რომ ხის ფესვები ნიადაგს ეხახუნებოდა. და მართლაც, ოციოდე წუთის შემდეგ ბიძგი იგრძნეს და ომბუ გაჩერდა.
1176 თავის მხრივ პაგანელმა მიახარა, როგორ ამოხსნეს ერთ-ერთი ბარათი თავიდან, რომ ახლა კაპიტნის პოვნის იმედი კვლავ ასულდგმულებდათ. მიხვდა თუ არა ინდიელი ყოველივე იმას, რაც აუხსნა პაგანელმა, საეჭვოა, მაგრამ რაკი თავის მეგობრებს ასე ბედნიერებსა და იმედით აღსავსეს ხედავდა, ტალკავიც კმაყოფილი იყიო.
1177 დილის რვა საათზე ყველანი მზად იყვნენ. რადგანაც სამხრეთისაკენ აღებულ გეზს გადასცდნენ და ესტანციებსა და სალადეროებს დაშორებულნი იყვნენ, ფეხით უნდა გაევლოთ ორმოციოდე მილი, რომ ცხენები ეშოვათ. თუ ვინმე დაიღლებოდა, თაუქა რიგრიგობით შეისვამდა ერთს, თუკი საჭიროება მითხოვდა, ორ მოგზაურსაც.
1178 აქა-იქ იალაღებზე პატარა ჭალაკები თუ იყო სადმე, ისიც ევროპელების ხელით გაშენებული. ასეთი კორომები აქაც ისეთივე იშვიათი იყო, როგორც სიერატანდილისა და ტაპალკემის ფერდობების მიდამოებში. მხოლოდ ამ ადგილისათვის დამახასიათებელი ხეები იზრდებოდა ამ ველის საზღვრებზე და კორიენტეს კონცხის მიდამოებში.
1179 ვირაზონი - ზღვის ქარია, რომელიც ამ ადგილებში შუადღიდან მზის გადახრამდე და შუაღამიდან კი დილის ექვს საათამდე უბერავს. მწირ ნიადაგზე ხისებრი მიმოზის, აკაციისა და კურ-მაბოლის ბუჩქები იზრდებოდა. რამდენიმე ადგილას სარკის ნამსხვრევებივით აელვარებული მლაშე ტბები გზას უღობავდათ და შემოვლა უხდებოდათ.
1180 ჩქარობდნენ, რომ იმ დღესვე მიეღწიათ სალადოს ტბამდე, რომელიც ოეკანესთან მდებარეობდა. ყველანი მოქანცულები იყვნენ. საღამოს რვა საათზე, როგორც იქნა თვალი მოჰკრეს ქვიშის ბორცვებს, დიუნებს, რომლებიც ორმოციოდე მეტრის სიმაღლეზე აზიდულიყო და მოგზაურებს ოკეანისაგან აშორებდა. მალე ტალღების დგაფუნიც შემოესმათ.
1181 პირწმინდად შავი წყვდიადია, - მიუგო პაგანელმა, რომელსაც თვალები ეხუჭებოდა. მთელი ნახევარი საათი დასდევდა თავის ამხანაგს, ფეხებს ძლივს მიათრევდა, თავი ხან მკერდზე უვარდებოდა, ხან აიწევდა. არც რასმე ამბობდა, არც შეკითხვის პასუხს იძლეოდა. ნაბიჯს თანდათან მოუკლო მთვრალი კაცივით.
1182 კაპიტანმა ჯონ მანგლსმა, ალბათ, ჯერ ვერ შეამჩნია თავისი მგზავრები, რადგან გეზი არ შეუცვლია და ისევ ისე იალქანაკეფილი მიცურავდა. ამ დროს ტალკავმა თავისი კარაბინი გატენა და იახტის მიმართულებით სამჯერ დაცალა, მისი ხმა ყრუდ გაისმა. მგზავრები გაფაციცებით ყურს უგდებდნენ და თან გასცქეროდნენ იახტას.
1183 ყველას გული სწყდებოდა და ყველანი სინანულს გრძნობდნენ ამ ერთულ და მამაც მეგობართან განშორების გამო. ტალკავი ყველას რიგრიგობით იკრავდა განიერ მკერდზე. პაგანელმა სახოსოვრად დაუტოვა სამხრეთ ამერიკისა და ორივე ოკეანის რუკა, რომლებიც ინდიელს არაერთხელ დაუთვალირებია გულდასმით.
1184 ასე დასრულდა სამხრეთ ამერიკის გადაკვეთა პირდაპირი ხაზით. მგზავრებს ვერც მთებმა, ვერც მდინარეებმა ვერ შეაშლევინეს არჩეული გეზი და მართალია, ადამიანებთან შეტაკება არ ჰქონიათ, მაგრამ სამაგიეროდ, ისინი სტიქიონმა არ დაინდო, მრავალჯერ დაატყდა თავს და განსაცდელში ჩააგდო მათი თავგანწირულობა და ვაჟკაცობა.
1185 მათი ნავის მოლოდინში ელენმა და მერი გრანტმა ათასნაირი მღელვარება განიცადეს. ბაქანზე მდგომნი შორიდანვე თვლიდნენ ნავში მსხდომთ. მერი ხან სასოწარკვეთილებას ეძლეოდა, ხან კი, პირიქით რწმუნდებოდა, რომ ნავში ხედავდა ჰარი გრანტს. გული გადაელია, სიტყვას ვეღარ ძრავდა, ფეხზე ძლივსღა იდგა.
1186 რა თქმა უნდა, მაიორსა და გეოგრაფსაც დიდი პატივისცემით შეეგებნენ და მადლიერებით იხსენიებდნენ ტალკავს. ელენს სანანებლად რჩებოდა, რომ არ შეეძლო მაგრად ჩამოერთმია ხელი იმ მამაცი ინდიელისათვის. მისალმების შემდეგ მაიორი მაკ- ნაბსი თავის კაიუტაში ჩავიდა და პირის პარსვას შეუდგა.
1187 იახტის მგზავრები და ახალგაზრდა კაპიტანი კაიუტკომპანიაში ჩავიდნენ. მემანქანემ განკარგულება მიიღო, ქვაბებში ორთქლის წნევა აეწია, რომ პირველი ნიშნის მიცემისათვის გამგზავრბულიყვნენ. სუფთად პირგაპარსული მაიორი, პირდაბანილი და ტანისამოსგამოცვლილი, სხვა მგზავრებთან ერთად მაგიდას მიუჯდა.
1188 აქ, კორიენტესის კონცხთან, საშინელი გრიგალი ამოვარდა. სწორედ ისეთი, როგორცი მოგზაურებმა პამპის ქარიშხლის დროს განიცადეს. მართალია, ხომალდი გაუმკლავდა უამინდობას, ჯონ მანგლსი მაინც იძულებული შეიქმნა, სამი დღის განმავლობაში გაშლილ ზღვაში ევლო, სანამ კარაბინის ხმამ არ შეატყობინა მათი დაბრუნება.
1189 ისინი კი მხოლოდ ელფერით განსხვავდებიან ერთიმეორისაგან. სტიქიონი, რომელმაც დღემდე ამდენი გასაჭირი განაცდევინათ, თითქოს ახლა ცდილობდა მათი გულის მოგებას. მგზავრობა უხიფათოდ გრძელდებოდა, ყველანი იმედიანად ელოდნენ ავსტრაიის სანაპიროს - იმედი ახლა მტკიცე რწმენად ქცეულიყიო. ოკეანე წყნარი იყო.
1190 ყურეს სიღრმეში ორმოცდაათი საკმაოდ სუფთა სახლი დგას, ჩამწკრივებული იმ გეომეტრიული სისწორით, რითაც განირჩევა თანამედროვე ინგლისური ქალაქმშენებლობის ხუროთმოძღვრება. პაწაწინა ქალაქის იქით გადაჭიმულია დაახლოებით ას ორმოცდაათი ჰექტარი ფართობის მინდვრები, რომელთა გარშემოც აზიდულია უშველებელი ლავის კლდეები.
1191 ყველანი ინგლისელები და ამერიკელები იყვნენ. აქვე დაქორქინებულიყვნენ კეთილი იმედის კონცხის მკვიდრ ზანგებისა და ჰოტენტოტების ქალებზე, რომლებიც თავიანთი უსახურობით არიან განთქმულნი. ნარევი ქორწინებებისაგან ნაშობ ბავშვებში უცნაურად არის შეზავებული ინგლისური უდრეკობა და აფრიკული სიშავე.
1192 ხმელეთზე ყოფნით გახარებული მგზავრების სეირნობა ზღვის პირზეც გაგრძელდა, რომელსაც დიდი მინდორი ეკვროდა, ერთადერთი დამუშავებული ადგილი. კუნძულის დანარჩენი ნაწილი ლავის ნამსხვრევებითა და გამოფიტული კლდეებით იყო მოფენილი. ამ უკაცურ ადგილებში ასიათასობით უზარმაზრი ალბატროსი და უამრავი პინგვინი ბუდობს.
1193 თუმცა მგზავრებს ამაზე მეტი დრო არც კი დასჭირდებოდათ იმ ჭადრაკის დაფის მსგავსად გაშენებული ქალაქის დასათვალიერებლად, რომელსაც კეიპტაუნი ეწოდებოდა. აქ ცხოვრობდა ოცდაათი ათასი სული, რომელთა შორის შავკანიანები და თეთრკანიანები თამაშობდნენ მეფეების, დედოფლების, მხედრებისა და პაიკების როლს.
1194 მოგზაურებმა დაათვალიერს ციხე-დარბაზი, რომელიც ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აღმართული, გუბერნატორის სასახლე და ბარი, ბირჟა, მუზეუმი, დიასის მიერ ექსპედიციის დროს დადგმული ქვის ჯვარი, გადაკრეს ჭიქა კონსტანციის თავანკარა ღვინო, მეტი აღარ ესაქმებოდათ რა და გზას უნდა გასდგომოდნენ.
1195 პაპანაქება, ათასგვარი სნეულება თუ მოსახლეობის ველურობა გარდაუვალი დაბრკოლებაა. უდაბნოში ოცი მილის გავლა უფრო ძნელია, ვიდრე ოკეანეზე ხუთი მილის! ზღვის გაღმა-გამოღმა მოსახლეობა ერთიმეორეს მეზობლებს უწოდებს. ხმელეთზე კი მარტო ტყეც თუ აშორებს ადამიანებს და სრულიად უცხონი არიან ერთმანეთისათვის.
1196 ადამიანი მარტოობისათვის კი არა, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის არის გაჩენილი. მარტოობამ, შესაძლოა, სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოის. ეს დროის საკითხია. რა თქმა უნდა, თავდაპირველად შესაძლოა ადამიანის გონება მოსწყვიტოს მომავალზე ფიქრისაგან აწყმოს გაჭირვებამ, მატერიალურ მოთხოვინებაზე ზრუნვამ.
1197 კუნძულის მთელი მოსახლეობას ისინი შეადგენდნენ, თუ სათვალავში არ მივიღებთ რამდენიმე ტახს და ათასობით მოყიალე პინგვინს. პატარა სახლი, რომელშიც მეკუნძულენი ცხოვრობდნენ, ამ ბუნებრივი ნავსაყუდელის სიღრმეში იდგა, კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით, სადაც მთის ჩამოქცევის გამო ნასაყუდელი წარმოშობილიყო.
1198 თურმე მხოლოდ ნიჟარებით იკვებებოდნენ, მოკაუჭებული ლურსმნებით იჭერდნენ თევზებს და ხშირად ორი-სამი დღე უჭმელებიც რჩებოდნენ. ვესტას ქურუმებივით ცეცხლს უქრობლად ინახადნენ და სადაც წავიდოდნენ, ეს უძვირფასესი განძი თან დაჰქონდათ. პენი და პრუდფუტი სელაპებზე მონადირე იალქნიანი ხომალდიდან გადმოუსხამთ აქ.
1199 ხან ერთი ბანაკი იმჯარვებდა, ხან მეორე. დამარცხებულები საშინელ დღეში იყვნენ და ინდოეთის ოკეანის უკაცირელ კლდეზე შერჩენილ და ეროვნული შუღლით გამსჭვალული ორი ბანაკიდან ერთ-ერთი უთუოდ ამოწყდებოდა, რომ ბედად ინგლისის ხომალდი არ შესწრობოდა და ყველანი თავ-თავიანთ ქვეყვენებში არ დაებრუნებინა.
1200 ამგვარად, ამსტერდამის კუნძული ორჯერ მიტოვებული და ორჯერვე შიმშილისა და სიკვდილისაგან გადარჩენილი მეზღვაურების სამშობლოა. მას შემდეგ, არც ერთი ხომალდი აღარ შემოსულა აქ. ხომალდი რომ სადმე დაღუპულიყო, რაიმე ნიშნები მაინც დარჩებოდა სანაპიროზე და გადარჩენილები მიაგნებდნენ ვიოს თევზის სარეწს.
1201 გლენარვანს არც გაჰკვირვებია და არც საწყენად დარჩენია მოხუცის პასუხი, რადგან ისიც და მისი თანამგზავრებიც კაპიტან გრანტს იქ კი არ ეძებდნენ, სადაც ის ყოფილა. ეძებდნენ იმ ადგილებს, სადაც არ ყოფილა. უნდოდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ ოცდამეჩვიდმეტე პარალელის ამ ადგილებში გრანტი არ ყოფილა და არც არის.
1202 სამაგიეროდ, აქა-იქ ვულკანური ქანებიდან მოჩუხჩუხებდა თბილი რკინოვანი წყაროები, რომლებსაც სქელი ორთქლი ასდიოდა. ზოგ მათგანს ძალიან მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ჯონ მანგლსმა ერთ-ერთ ცხელ წყაროში ჩაუშვა ფარნჰაიტის თერმომეტრი და ას სამოცდაათი გრადუსი უჩვენა, ესე იგი ცელსიუსის თერმომეტრით ორმოცი გრადუსი.
1203 რამდენიმე ნაბიჯის იქით ზღვაში დაჭერილი თევზი ამ წყაროში რომ ჩააგდეს, ხუთ წუთში მოიხარშა. ამ გარემოებამ შეაფიქრიანა პაგანელი და ბანაობა ვეღარ გაბედა. საღამო ხანს, სასიამოვნო გასეირნების შემდეგ, გლენარვანი გამოემშვიდობა პატივცემულ ვიოს. ყველამ უსურვა მოხუცს ბედნიერება უკაცრიელ კუნძულზე.
1204 ხრახნი ამუშავდა და ხომალდმა გაცურა ღია ზღვაში. რვა საათზე, როდესაც მგზავრები გემბანზე ამოიშალნენ, ამსტერდამის კუნძული უკვე შორეულ ნისლში იკარგებოდა. ეს მისი უკანასკნელი სადგური იყო ოცდამეჩვიდმეტე პარალელზე და ახლა სამი ათასი მილიღა ჰქონდა გასავლელი ზღვით ავსტრალიის ნაპირამდე.
1205 მეორე დღეს შემსუბუქებული და ზღვის მოქცევის წყალობით ატივტიებული ხომალდი რიფს გაშორდა. თუ ხომალდი მაშინვე არ ჩაიძირა, უმთავრესად იმის მიზეზით, რომ ნაპრალში მარჯნის ნამსხვრევი გაიჭედა და წყალი შიგ აღარ შეუშვა. კუკმა შეძლო ხომალდის ნაპირთან მიყვანა და წყნარ ნავსაყუდელში მოთავსება.
1206 აღმოსავლეთ ნაპირების პარალელური მთაგრეხილები თითქოს გზას ღობავდნენ შიგნით, კონტინენტისაკენ. ლეინტენანტი დაუსი ცხრა დღეს ეცადა ამ მთებზე გადასასვლელი ეპოვა, მაგრამ ამაოდ. იძულებული გახდა, პორტ ჯეკსონში დაბრუნებულიყო. იმავე წელს კაპიტანმა ტენჩმაც სცადა ამ მთაგრეხილის გადალახვა.
1207 სამაგიეროდ, ერთი წლის შემდეგ ინგლისი ფლოტის უბრალო ბოცმანმა, ჰაუკუნსმა წინამორედთნ შედარებით ქვეყნის შიგნით ოცი მილით მეტი გაიარა. შემდგომი თვრამეტი წლის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს მხოლოდ ორი ცდა - სახელოვან ბასისა და ინჟინერ ბარელიესი, რომელიც ასევე მარცხით დამთავდა.
1208 განსაკუთრებით მაფიქრებს სამხრეთის ზღვის მძვინვარბა, რაც უკვე გამომიცდია. სამხრეთ პოლუსის თვალუწვდენელ ყინულოვან სივრცეზე დაგროვებული წყლის ორთქლი საშინელი სიმძლავრის მდინარებას იწვევს ჰაერში. ეს პოლარული და ეკვატორული ქარების შეჯახებას უწყობს ხელს, რაც აჩენს ციკლონს, გრიგალს და ქარიშხალს.
1209 აღარ უჯერებდა მოწმენდილ ცას და ბრმად მიენდო უცოდველ ბარომეტრს. მაღალი ატმოსფერული წნევის ადგილიდან ჰაერის ნაკადი იქით მიექანებოდა, სადაც ბარომეტრი ძირს იწევდა. რაც უფრო ახლოა ერთმანეთისაგან სხვადასხვა წნევის ადგილები, მით ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჯონ მანგლსმა მთელი ღამე კაპიტნის ბოგურაში გაატარა.
1210 ყველა წინასწარი ზომის მიღების შემდეგ, მან სათანადო განკარგულებანი მისცა ოსტინსა და ბოცმანს იმის შესახებ, როგორ შეხვედროდნენ გრიგალს. კანჯოებს ხომალდის ცხვირზე ორმაგი ბაგირები გადუჭიმეს, ზრებაზნების გვერდითი მხარეები უფრო მკვეთრად დაამაგრეს, შტანგები და ვანტები დაჭიმეს, სანათურები დაახშეს.
1211 ქარის სიჩქარე წამში ოცდარვა მეტრს აღწევდა და საშინლად გასწიოდა ვანტებსა და შტანგებში. ფოლდის ბაგირები ისეთ ხმას გამოსცემდნენ, როგორც სიმზე მძლავრად გასმული ხელი. კოჭები ერთმანეთს ეხახუნებოდნენ, მოდუნებული ბაგირები ჩამოსროლილ იალქნებს აწყდებოდა. იალქნების ტლაშუნი ზარბაზნის ხმას ემსგავსებოდა.
1212 როდესაც კაპიტანმა ჯონ მანგლსმა ქალებს მოჰკრა თვალი, საჩქაროდ მიუახლოვდა მათ და სთხოვა, ჩასულიყვნენ კაიუტებში. ვეებერთელა ტალღები უკვე ხომალდის გემბანს ეხეთქებოდა და რამდენჯერმე ზედ გადაუარა კიდეც. გრიგალის ღრიალით გაყრუებულმა ელენმა ვერც კი გაიგო ახალგაზრდა კაპიტნის ნათქვამი.
1213 მექანიკოსი სიმართლეს ამბობდა, - შეკეთების დრო არ ჰქონდათ. აშკარა იყო, ხრახნი არ მუშაობდა, რის გამოც უმოექმედო დარჩენილ ორთქლს სარქველებიდან ამოეხეთქა... ჯონ მანგლსს ისევ იალქნებისათვის უნდა მიემართა. ქარი- ხომალდის მოსისხლე მტერი, როგორმე მის მოკავშირედ უნდა გაეხადა. ისევ გემბანს ეცა.
1214 ალბათ, მდგომარეობა მეტად სერიოზული იყო, რომ ჯონ მანგლსი ბრძანების კილოთი ლაპარაკობდა. გლენარვანი მიხვდა, რომ სხვებისათვის მაგალითი უნდა მიეცა და გემბანი დატოვა. მათ მიჰყვნენ დანარჩენებიც და შეუერთდნენ ქალებს, რომლებიც სულგანაბულნი ელოდებოდნენ მძვინვარე სტიქიონთან ბრძოლის დასრულებას.
1215 ასე განვლო ღამემ. ამაო გამოდგა მოლოდინი, ეგებ განთიადისს ქარიშხალი მიყუჩდესო. დილის რვა საათი იქნებოდა, როდესაც ქარიშხალმა იმატა და უკვე წამში ოცდათხუთმეტი მეტრის სისწრაფით ქროდა. ეს უკვე გრიგალი იყო. ჯონ მანგლსი დუმდა. არ იმჩნევდა, რომ გულს უკლავდა ხომალდისა და მასზე მყოფთა მოსალოდნელი ხვედრი.
1216 ანძების ბოლოები ზვირთების ქედებს ეხებოდა. იყო წამი, როდესაც ეკიპაჟს აღარ ეგონა, რომ ხომალდი წამოიწევდა. მეზღვაურები ცულებით ეძგერნენ წინა ანძის დამამაგრებელ ბაგირებს, მაგრამ ამ დროს აფრები ქვემეხისებრი გრგვინვით ერთბაშად მოსწყდნენ ბაგირებს და ბუმბერაზი ალბატროსების მსგავსად ზღვაში გადაფრინდნენ.
1217 ჯონ მანგლსს არც ერთი წუთითაც არ მოუცვლია ფეხი კაპიტნის ბოგურიდან. საშიშროებას მეტად მწვავედ განიცდიდა, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია და უშფოთველი სახის გამომეტყველებით დაეფარა განცდა. დაჟინებით მისჩერებოდა ზღვას და ცდილობდა, ხშირ ღრუბლებში დამალული ჩრდილოეთის ჰორიზონტი გაერჩია.
1218 შიშობდა, სადმე წყალქვეშა კლდეს არ წასწყდომოდნენ, რომელიც ნამსხვრევებად აქცევდა ხომალდს. მხოლოდ იმის იმედით იყო, რომ ნაპირამდე ოთხმოციოდე კილომეტრი მაინც იქნებოდა, თორემ ახლა რომ ხმელეთს დასჯახებოდნენ, აუცილებლად დაიღუპებოდნენ. ათასჯერ ერჩია გაშლილ ზღვაში ყოფილიყო გრიგალის წინაშე.
1219 მათ დიდი ვაჟკაცური ამტანობა გამოიჩინეს და თანამგზავრებს მამაცობაში არ ჩამორჩებოდნენ. სავსებით შეუფერებელ დროს პაგანელმა თეორიული მსჯელობა გააბა ჰაერის დინებათა მიმრთულების შესახებ. უხსნიდა რობერტს, რომელი გულდასმით უსმენდა ტორნადოს, ციკლონისა და გრიგალის წარმოშობის დაწვრილებით მიზეზებს.
1220 აბა, ბიჭებო, მოაგორეთ ზეთიანი კასრები... ეკიპაჟი მიუხვდა განზრახვას. ეს ხერხი ხანდახან შედეგიანია - როცა ზედ თხევად ქონს გადაასხამ, შეიძლება ზღვის მღელვარება ოდნავ მაინც დაიოკო. ქონის ფენა წყალს მაშინვე ზემოდა ექცევა და ტალღებს ასუსტებს. მართალია, ქონი სწრაფად მოქმედებს, მაგრამ ეს მეტად ხანმოკლეა.
1221 ეს წინადადება ყველამ მოიწონა. ჯონ მანგლსი ახლა ზურგის ქარის მოლოდინში იყო. გრიგალი სავსებით მიყუჩდა და საღამო ხანს დასავლეთის ქარმა დაჰბერა, რაც ხელს უწყობდა გამგზავრებას. ღუზის ამოღებას შეუდგნენ, ახალი იალქნები გაბერეს, დილის ოთხ საათზე მეზღვაურებმა ღუზები ოწინარით ამოათრიეს.
1222 იმ საღამოს ბორდოს კონცხს შემოუარეს, რამდენიმე კაბელტოვზე გაუარეს კენგურუს კუნძულს. ავსტრალიის წვრილ კუნძულებს შორის კენგურუს კუნძული ყველაზე მოზრდილია და გამოქცეული კატორღელების ბუნაგად არის გადაქცეული. მშვენიერი სანახავია მისი უშველებელი მწვანე მინდვრები, რომლებიც სანაპიროს კლდეებისაკენ ეშვებიან.
1223 ძნელი წარმოსადგენია, მყიფე ბოთლი ამ მდინარეებს ჩამოეტანოს და მთელი ჩაებარებინოს ინდოეთის ოკეანისათვის. დაკვირვებულ ადამიანს არ შეიძლებოდა, თვალში არ სცემოდა ამისი შეუძლებლობა. როდესაც მაიორმა ეს საკითხი წამოჭრა და მისმა თანამგზავრებმა განიხილეს, პაგანელმა აღიარა თავისი შეცდომა.
1224 საბედნიეროდ, ნახევარი მილის მოშორებით ჯონ მანგლსმა მიაგნო გადასასვლელ ადგილს. ეს იყო ავდრებისაგან ჩამონგრეული კლდე, როდესაც ზღვა მედგრად ღელავს და კლდეებს გააფთრებით ეხეთეა, ღრღნის ანგრევს ხოლმე ტუფის კლდეებს. გლენარვანი და მისი თანამგზავრები მიჰყვნენ ნაპრალს და მალე კლდის თავზე მოექცნენ.
1225 უდაბური, ვერანა ადგილები ერთბაშად შეცვალა დამუშავბულმა მიდამოებმა. ჯაგნარის ნაცვლად კარგად დამუშავებული, ღობეშემოვლებული მინდორი გდაიშალა. ექვსიოდე ცხენი და რამდენიმე ხარი ძოვდნენ მინდორზე, რომელიც კენგურუს კუნძულიდან გადმონერგილი მსხვილი აკაციის ხეებით იყო შემოფარგლული.
1226 ღობის შიგნით ბოსტანი და მშვენიერი ბაღი გაეშენებინათ, სადაც სასარგებლო და სასიამოვნო მცენარეები ერთმანეთში იყო შეზავებული. ამათ მოსდევდა მეურნეობისათვის საჭირო შენობები და ბოლოს, სადა, მყდუდრო საცხოვრებელი სახლი, რომელზეც მხიარულად ამართულიყო ქარის წისქვილი თავისი წვეტიანი სახურავით.
1227 სუფრასთან საუბარი გაიბა. შოტლანდიელსა და ირნალდიელს შორის მხოლოდ ერთი ნაბიჯია. მდინარე ტვიდს, რომლის სიგანე მხოლოდ რამდენიმე მეტრია, უფრო დიდი უფსკრული გაუთხრია ინგლისსა და შოტლანდიას შორის, ვიდრე ირლანდიის ოთხმოცკილომეტრიან სრუტეს, რომლითაც ძველი კალედონია დაშორებულია ამწვნებული ერინისაგან.
1228 ორი თვის შემდეგ ჰქონდა საკუთარი მიწის ნაკვეთი, რომელიც, ახლა უკვე აყვავებული, თავისი თვალით იხილეს მოგზაურებმა. სამხრეთ ავსტრალიის მთელი ტერიტორია დაყოფილი იყო ოთხმოცარკიან ნაკვეთებად, თითოეულ ნაკვეთს მთავრობა უსასყიდლოდ ურიგებდა გადმოსახლებულთ, რომ ქვეყანა სწრაფად დასახლებულიყო.
1229 უთხრა კაპიტან გრანტის საძებნელად ჩემი მეგობრებით გამოვემგზავრე, მაგრამ ახლა, თქვენი განცხადების შემდეგ, იმედი დავკარგე და სასოწარკვეთილი ვარ, რომ ვეღრ მივაგენი დაღუპული ხომალდიდან გადარჩენილ მგზავრების კვალსო. ადვილი წარმოსადგენია, რ გავლენას მოახდენდა გლენარვანის სიტყვები მსმენელებზე.
1230 გლენარვანი, ელენი, რობერტი და მერი აირტონს შემოხვეოდნენ და ხელს ართმევდნენ. თითქოს ამ კაცის აქ ყოფნა კაპიტან გრანტის გადარჩენის უტყუარი თავდები იყო. და მართლაც, თუკი ეს მეზღვაური გადარჩა, რატომ კაპიტანი გრანტი არ უნდა გადარჩენილიყო? აირტონიც ხალისიანად იმეორებდა, ალბათ, კაპიტანი გრანტიც ცოცხალიაო.
1231 მერის თვალი ვეღარ მოეწყვიტა აირტონის სასტიკი სახისათვის და სიხარულის ცრემლები სდიოდა. არავინ დაეჭვებულა აირტონის სიტყვების სიმართლესა და მის კეთლისინდისიერებაში. მხოლოდ მაიორსა და, ალბათ, ჯონ მანგლსსაც, რომელნიც ნაკლებაღტაცებული იყვნენ, თითქოს გული ეთანაღრებოდათ, სანდო იყო თუ არა აირტონის სიტყვები.
1232 მართალია, აირტონმა ისეთი ფაქტები და თარიღები დაასახელა, რომლებიც სავსებით ეთანხმებოდა ბარათებში აღნიშნულს და გასაოცარი წვრილმანებით აღწერდა ამბებს, მაგრამ ეს უტყუარ საბუთად ვერ ჩაითვლებოდა. საზოგადოდ, შემჩნეულია, რომ სიცრუე, ჩვეულებრივ, დასაჯერებელ წვრილმანებს ემყარება.
1233 მაიორი მაკ-ნაბსი ასეთივე აზრისა დარჩა. თუმცა არაფერი უთქვამს. თვით ჯონ მანგლსის ეჭვიანობამაც კი ვერ გაუძლო აირტონის დამაჯერებელ ლაპარაკს. მან ნამდვილად ირწმუნა, რომ ის მართლაც კაპიტანი გრანტის ამხანაგია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოისმინა აირტონის საუბარი მერი გრანტთან.
1234 ყოფილმა ბოცმანმა გაიხსენა, რომ ისინი დაესწრნენ ხომალდზე მოწყობილ გამოსათხოვარ საუზმეს, რომელიც კაპიტანმა გრანტმა მეგობრებს გაუმართა. საუზმეს ქალაქის შერიფიც დაესწრო. რობერზე ზრუნვა ბოცმან დიკ ტერნერს ჰქონდა დავალებული. მაშინ რობერტი ათი წლისა იყო, ხელიდან გაუსხლტათ და ხარიხაზე აცოცდა.
1235 საინტერესო იყო თვით აირტონის თავგადასავალიც. ამიტომ სთხოვეს, ეამბნა, ნაამბობი მოკლე იყო და მარტივი. ხომალდის დაღუპვის შემდეგ ის ადგილობრივ მცხოვრებთ ჩაუვარდა ტყვედ. იმ მხარეს წაიყვანეს, სადაც მდინარე დარლინგი ჩამოდის. ეს კუთხე ოცდამეჩვიდმეტე პარალელზე მდებარეობს, ოთხას მილზე, ჩრდილოეთით.
1236 ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. ელენმა სათითაოდ ჩამოათვალიერა ყველანი, თითქოს პასუხს მოელისო. პაგანელიც კი, ჩვეულების წინააღმდეგ, დამუნჯებულიყო. გონების სიმახვილე შემოსწყრომოდა. ჯონ მანგლსი დიდი ნაბიჯებით ბოლთასა სცემდა დარბაზში, როგორც იახტის გემბანზე სჩვეოდა გაჭირვების წუთებში.
1237 მაგრამ ოცდამეჩვიდმეტე პარალელი გადასერავს ინგლისელების პროვინციას, სადაც გაყვანილია კარგი შარაგზები, რკინიგზები, ავსტრალიის ეს ნაწილი მეტწილად დასახლებულია. მგზავრობა შეიძლება, თუ გნებავთ, ეტლით ან ურმით - რომელიც უმჯობესი იქნება. ეს ლონდონიდან ედინბურგში გასეირნებას უდრის.
1238 სხვა პროვინციებიდანაც აკრძალულია მათი გამოყვანა სასჯელის მოსახდელად. ვიქტორიის მთავრობა წესლაც კი დაემუქრა კუნძულის სანაოსნო კომპანიას, სუბსიდიას მოგისპობ, თუ ხომალდებით კიდევ გაგიტანია ქვანახშირი დასავლეთ ავსტრალიის ნავსადგურებიდანო, სადაც გადასახლებულ კატორღელეს ნება აქვთ იცხოვრონ.
1239 ოთხთვლიანი ფორანი სიგრძით შვიდი მეტრისა იყო და ჩარდახზე საიალქნე ტილო ჰქონდა გადაკრული. თვლები მთლიანად ხისა ჰქონდა, რკინის სალეტე არ გააჩნდა. წინ და უკან ღერძებ ერთიმეორეზე პირევლყოფილი საშუალებით იყო გადაბმული. ასე რომ, მისი ერთბაშად მოტრიალება მოსახვევში შეუძლებელი იქნებოდა.
1240 გერდზე ჩამოფარებული ჰქონდა ტყავის ფარდები, რომელიც ღამღამობით სინოტივესაც დაიჭერდა. აქ კაცებსაც შეეძლოთ თავის შეფარება თავსხმა წვიმის დროს. ჩვეულებრივ კი, ღამის გასათევად, კარავი ჰქონდათ. ოთახში, რაც კი ქალებისათვის საჭირო და აუცილებელი იყო, ყველაფერი მოაწყო ჯონ მანგლსმა.
1241 განსაკუთრებით დაინტერესდა ხომალდზე არსებული იარაღის ხარისხითა და რაოდენობით, უყურადღებოდ არ დაუტოვებია ხომალდის წინ გემბანის ერდოზე დადგმული ზარბაზანიც. იკითხა მისი სროლის მანძილი. გლენარვანმა შეატყო, რომ მცოდნე ადამიანთა ჰქონდა საქმე. აირტონის შეკითხვებიდან გამოიტანა ეს დასკვნა.
1242 კანჯო ელოდა მგზავრებს ნაპირზე გადასაყვანად. ახალგაზრდა კაპიტანმა უკანასკნელი განკარგულებანი დაუტოვა თანაშემწე ტომ ოსტინს. განსაკუთრებით სთხოვა, დალოდებოდა ლორდ გლენარვანის ბრძანებას მელბურნში და ზედმიწევნით შეესწრულებინა იგი. ძველმა მეზღვაურმა ჯონ მანგსლი დააიმედა, ჩემი იმედი გქონდსო.
1243 მოგზაურებმა ათ წუთში ნაპირს მიაღწიეს და თხუთმეტი წუთის შემდეგ ირლანდიელის ფერმას მიადგნენ. ყველაფერი გამზადებული იყო. ელენი აღტაცებული იყო თავისი ბინით. ძალიან მოეწონა უზარმაზრი ფორანი მასიური ღერძებითა და პირველყოფილი თვლებით. სამუღელა ხარებშებმული ფორანი პატრიარქალურ სანახაობას წარმოადგენდა.
1244 ელენი და მერი გრანტი თავიანთ განყოფილებაში მოთავსდნენ, აირტონი - კოფოზე, ოლბინეტი - ფურგონის უკანა ნაწილში, გლენარვანი, მაიორი, რობერტი, პაგანელი, ჯონ მანგლსი, მიულერდი და ვილსონი, ყველანი კარაბინებით შეიარაღებულნი, ცხენებს მოახტნენ. აირტონმა თავისებურად დაჰკივლა ხარებს და გარეკა.
1245 მხარეებს შორის ინგლისელებს პირდაპირ, სწორი ხაზით გაუყვანიათ მიჯნები, არც ადგილმდებარეობაა მხედველობაში მიღებული, არც მდინარეთა მიმართულება, არც ჰავის განსხვავება, არც რასობრივი სხვადასხვაობა. კოლონიები ერთმანეთს ეკვრიან სწორ ოხკუთხედებად და საერთოდ, ერთვარ პარკეტის მოზაიკას წარმოადგენენ.
1246 ყოველი მოგზაურობის დასაწყისში ადამიანებიც ფიცხობენ და ცხენებიც. პირველთა აღფრთოვანების საწინააღმდეგოდ არა ითქმის რა, ცხენების სიფიცხე კი რომ შევანელოთ, ურიგო არ იქნება. ვისაც შორეული მგზავრობა ელის, ცხენს უნდა გაუფრთხილდეს. ამიტომ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ორმოცი-ორმოცდახუთი კილომეტრის მეტრი არ გაევლოთ.
1247 რადგანაც მგზავრობის დროს ცხენოსნებს წინდაწინვე მიჩენილი არ ჰქონდათ თავ-თავიანთი ადგილი, შებოჭილები არ იყვნენ. მონადირეებს შეეძლოთ ენადირათ, თავაზიან რაინდებს ფორანზე მსხდომ ბანოვანებთან ესაუბრათ, ფილოსოფოსებს - ერთიმეორესთან ემსჯელათ. პაგანელს ყოველივე ამის უნარი შესწევდა და ყველაფერი უნდა მოიესწრო.
1248 ამ ბუჩქნარს ძალიან ეტანებიან ცხენები. ხშირად ხვდებოდათ განსაკუთრებული ჯიშის ცხვრის ფარები, ეს იყო ახალჰოლანდიური ცხვრები, რომელთაც თავი ღორისას მიუგავდათ. მთელ მანძილზე მიუყვებოდა ტელეგრაფის ბოძები, რომლებიც ახლახან გაეყვანათ ადელაიდის ოკეანის ნაპირებთან დასაკავშირებლად.
1249 ვაკე დაფარული იყო ისეთივე ბალახებით და ისეთივე მკაფიოდ მოხაზული ჰორიზონტი მოჩანდა. მაკ-ნაბსი დაჟინებით ირწმუნებოდა, ისევ იმავე ქვეყანაში ვიმყოფებითო, პაგანელი კი უმტკიცებდა, მიდამო მალე შეიცვლის იერსო. მისი სიტყვებით დარწმუნებული მოგზაურები მშვენიერების მოლოდინში იყვნენ.
1250 მეცნიერმა კმაყოფილებით აღნიშნა, ეს სახელწოდება ზედგამოჭრილია. აბეზარი მწერებისაგან ძალიან შეწუხდნენ მოგზაურებიც და ცხენებიც. კიოღო ისე უამრავი იყო, რომ მათგან თავის დაღწევა არ შეიძლებოდა. მათი ნაკბენის სიმწვავე ოდნავ დაიცხრეს ნიშადურის სპირტით, რომელიც საგზაო აფთიაქში მოეპოვებოდათ.
1251 პაგანელი წყევლა-კრულვას უთვლიდა აბეზარ მწერებს. საღამო ხანს ვაკემ სულ სხვა სახე მიიღო. აქა-იქ ხვდებოდათ აკაციებისა და თეთრი გუმფისის ხეები. ზოგჯერ ახალგათხრილ არხზე გადაივლიდნენ ხოლმე. შემდეგ გამოჩნდა ევროპული ჯიშის ხეები - ზეთისხილი, ლიმონი, მუხა, დაბოლოს, შორს მშვენიერი მაღალი მესრებიც გამოჩნდა.
1252 რედ-გუმის სადგური პატარა ფერმა იყო, მაგრამ გლენარვანს აქ გულთბილად შეხვდნენ. ასეთ განმარტოებულ მოსახლეობაში მოგზაურისათვის ყოველთვის გამზადებული აქვთ სუფრა და ბინა. ავსტრალიის კოლონისტები პურმარილიანი და სტუმართმოყვარე ხალხია. მეორე დღეს განთიადისას, აირტონმა ხარები შეაბა.
1253 იმედი ჰქონდა, იმ დღესვე მიაღწევდა ვიქტორიის პროვინციას. მიდამო თანდათან ბორცვებიანი გახდა, პატარ-პატარა წითელი ქვიშის გორაკები ზოგჯერ ჰორიზონტამდე იყო გაჭიმული და მეწამულისფრად ელავდა. გეგონებოდათ, მთელ იმ ვაკეს უზარმაზარი წითელი დროშა გადაჰფარებია, რომელსაც ნიავი არხევსო.
1254 რამდენიმე მილზე ადგილობრივი ფიჭვები ამართულიყვნენ. თავიანთი სწორი ტანებითა და ჩამუქებული მწვანე ტოტებით გადაჰფენოდნენ მწვანედ მოღაღანე მოლს, რომელზედაც ჯგუფ-ჯგუფად დაკუნტრუშებდნენ მიწის კურდღლები. მას იქით თვალწინ გადაეშალათ ფართო ველები, დაფარული ბუჩქნარითა და გუმფისის ხეებით.
1255 ქარავანი ლარივის სწორ ხაზს მისდევდა, ვერც ტბები აჩერებდა მას, ვერც მთები. აქ პრაქტიკულად გაეცნენ გემოეტრიის პირველ აქსიომას, რომ სწორი ხაზი უმოკლესი გაზაა ერთი წერტილიდან მეორემდე. დაბრკოლეაბსა და დაღლილობას აინუნშიაც არ აგდებდნენ. რაზმის მოძრაობის სიჩქარე შეფარდებული იყო ხარების მძიმე ნაბიჯთან.
1256 მე კი მითქვამს, ვიტყვი და დაგიმტკიცებთ კიდეც, რომ ეს ქვეყნა ერთ-ერთი საინეტრესიო მხარეთაგანია მთელ მსოფლიოში. მის წარმოშობას, ბუნებას, მცენარეებს, ცხიოველებსა და კლიმატურ პირობებს ყოველთვის განცვიფრებაში მოჰყავდა და მოჰყავს მთელი ქვეყანა, მეცნიერები და მომავალშიც განაცვირებს.
1257 გეოგრაფიული საზოგადოების მჭევრმეტყველი მდივანი თავს ვეღარ იკავებდა, ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა და თან ხელებსაც იშველიებდა და ჩანგალს ისე გატაცებით იქნევდა, რომ გვერდზე მსხდომნი ერიდებოდნენ, არ გვაძგეროსო. ბოლოს მისი ლაპარაკი საერთო მხურვალე ვაშამ დაფარა და პაგანელიც გაჩუმდა.
1258 ღამით დინგოები, აქაური ტურები, საცოდავად ყმუოდნენ. ტბის გაღმა მხარეს გადაშლილი იყო ნაირფერი ქრიზანთემებით მოფენილი საუცხოო დაბლობი. როდესაც გლენარვანი და მისი თანამგზავრები დილით წამოდგნენ, მიდამოს სანახაობით მოიხიბლნენ. რაზმი გზას გაუდგა. ტრიალ მინდორს დაბლა ბორცვები სერავდა.
1259 წვრილფოთოლა სელის ლურჯი ფერი ლამაზად ეზავებოდა ამ კუთხის განსაკუთრებული ჯიშის აკანტუსის ღია წითელ ფერს. ხალიჩად გადაჭიმულ მწვანე ველს აცოცხლებდა ნაირ-ნაირი ერემოფილები - ნაცარქათამა, ბატისფეხა და ჭანკუტელა, რომელნიც რუხი-მომწვანო და მოწითალო ყვავილებით თავისებურ იერს აძლევდნენ მიდამოს.
1260 ეს მცენარე ძალიან გამოსადეგია - მისი ნაცრისაგან ამზადებენ საუცხოო სოდას. პაგანელმა ჩამოუთვალა თანამგზავრებს ათასგვარი სახეობა ამ მცენარეებისა, არც ახლა უღალატა ციფრებით გატაცების მანიას და განაცხადა, რომ ავსტრალიის ფლორაში ითვლება ოთხი ათასი ორასი სახეობის მცენარე, რომელნიც ას ოც ოჯახს ეკუთვნიან.
1261 ამ ვაკის მცენარეულობა განსაცვიფრებელია იმით, რომ რასაც მზისაგან იღებს, ყვავილების სახით აბრუნებს უკან და მათი სურნელებით ავსებს ჰაერს. ფაუნა უფრო ღარიბი გამოდგა, ვიდრე ფლორა. ველზე დახტოდა რამდენიმე სირაქლემის ჯიშის კაზაური, რომელთაც ფრთების განუვითარებლობის გამო ფრენა არ შეუძლიათ.
1262 ბუნებრივია, პაგანელმა მოიწადინა საზიზღარი იქედნეს თან წაღება და ფორანის ბოლო ნაწილში უნდოდა მისი მოთავსება, მაგრამ ოლბინეტმა ისეთი აურზაური აუტეხა, რომ მეცნიერი იძულებული გახდა, ხელი აეღო განზრახვაზე. იმ დღეს მოგზაურებმა ას ორმოცდაერთ გრადუსს და ოცდათექვსმეტი წუთის გრძედს მიაღწიეს.
1263 ამ ადგილამდე მათ არც მესაქონლე სკვატერები უნახავთ, არც მიწათმოქმედი კოლონისტები. ქვეყანა უკაცურს ჰგავდა. ადგილობრივი მოსახლეობის ჭაჭანება არსად იყო. მათი ველური ტომები უფრო ჩრდილოეთის მხარეს მომთაბარებოდნენ უდაბურ ადგილებში, რომლებსაც მდინარე დარლინგისა და მურეის შენაკადები რწყავს.
1264 არ შემცდარა. მტვრის კორიანტელი ახლოვდებოდა და თან მოჰქონდა ბღავილი, ზმუილი და ჭიხვინი. ამ ხმებს ემატებოდა მწყემსების ურთეირთგადაძახება, სტვენა და კივილი. მტვრის კორიანტელში გამოჩნდა კაცი, ამ ოთხფეხა არმიის სარქალი. გლენარვანი ცხედაცხენ მიუახლოვდა და მაშინვე მოურიდებლად გააბა მასთან საუბარი.
1265 სარქალი იმაე დროს ამ ჯოგისა და ფარის მოზაირეც აღმოჩნდა. მას სემ მიტჩელი ერქვა და საქონელს აღმოსავლეთის პროვინციებიდან მოერეკებოდა პორტლენდის უბისაკენ. მას ჰყავდა თორმეტი ათას სამოცდახუთმეტი სული საქონელი, მათ შორის ათასი ხარი, სამოცდათხუთმეტი ცხენიდა თერთმეტი ათასი ცხვარი.
1266 მთელი ეს ჯანდაგი საქონელი ჩალის ფასად ეყიდა ლურჯი მთების საძოვრებზე, გასასუქებლად მიერეკებოდა სამხრეთ ავსტრალიის ნოყიერ იალაღებზე, რომ შემდეგ დიდი მოგებით გაეყიდა და თითო ხარზე მოეგო ორი გირვანქა, თითო ცხვარზე - ნახევარი გირვანქა. მხოლოდ სემ მიტჩელი ორმოცდაათ ათას გირვანქა სტერლინგს მოიგებდა.
1267 სემ მიტჩელმა მგზავრებს მოკლედ უამბო თავისი ისტორია. ჯოგი კი მიმოზების ბუჩქებს მიჰყვა და წინ მიდიოდა. ელენი და მერი გრანტი ურმიდან გადმოვიდნენ. ცხენოსნებიც ჩამოხტნენ, უზარმაზარი გუმფისის ხის ქვეშ დალაგდნენ და ისე უსმენდნენ სარქალს. უკვე მეშვიდე თვეა, რაც სემ მიტჩელი გზაშია.
1268 ჯოგსა და ფარას უკან მოსდევდა ექვსი ოთხთვალა. მწყემსები ცხენდაცხენ მიერეკებოდნენ საქონელს გრძელი შოლტებით, შიგადაშიგ საქონლის რიგებში ჩამდგარიყვნენ და წესრიგს იცავდნენ. მათ ეხმარებოდნენ ძაღლები, რომლებიც მსუბუქი კავალერიის მსგავსად მარცხენა და მარჯვენა ფრთაზე მიძუნძულებდნენ.
1269 მოგზაურებს სიამოვნებას ჰგვრიდა ამდენი საქონლის წესიერი სვლა. ყოველი ჯიშის ცხოველი ცალ-ცალკე მიდიოდა, რადგან ხარები და ცხვრები ერთმანეთში ვერ რიგდებიან ხოლმე. ხარებ ვერასოდეს გაატარებთ იქ, სადაც ცხვრებს გაუვლიათ. ამიტომ თავში ხარები მიუძღოდნენ, როგორც ორ ათასეულად გაყოფილი მოწინავე ჯარი.
1270 სემ მიტჩელმა მოგზაურების ყურადღება მიაქიცია იმ გარემოებას, რომ ნახირის ბელადად არც ძაღლი იყო და არც ადამიანი, წინ მიუძღოდა მეთაური ხარი, უფრო საზრიანი, რომელსაც დანარჩენები ბრმად მისდევდნენ უკან. მეთაური ყველაზე წინ მიდიოდა მედიდური ნაბიჯით და ალღოიანად ირჩევდა საუკეთესო გზას.
1271 თუ გაჩერება მოეგუნებათ, უნდა დამორჩილდე, თორემ სანამ თვითონ არ ისურებენ, ადგილიდან ფეხს ვერ მოაცვლევინებ. სანამ საქონელი ვაკეზე მიდის, კიდევ არა უშავს რა, გზას მიჰყვება, საძოვრებზე ნაკადულებში იკლავს წყურვილს, ღამღამობით იძინებს, დღისით მოძრაობს, მაგრამ ძაღლის ყეფის ხმაზე მორჩილად შემოიკრიბება.
1272 ამ კონტინენტის უღრან ტყეებში, ევკალიპტებსა და მიმოზეს შორის საქმე ძნელდება. დიდი თუ პატარა გუნდები ერთიმეორეში ირევიან ან იქსაქსებიან და დიდი დროა საჭირო დარღვეული წესიერების აღსადგენად. თუ რომელიმე მეთაური ხარი სადმე გასხლტა, მაშინვე უნდა მოძებნონ, თორემ მთელი ჯოგი დაიფანტება.
1273 ამ უძნელეს საქმს ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში განუწყველივ ასრულებენ ზანგები. ძლიერი წვიმების დროს ზანტი ცხოველები ფეხს ადგილიდან აღარ იცვლიან, ჭექა-ქუხილის დროს კი შიშის ზარი აიტანთ, მაგრამ სარქლის დაუშრეტელი ენერგიის წყალობით ყველა დაბრკოლებას გადალახავენ ხოლმე. სარქალი სულ წინ და წინ მიდის.
1274 ხარები თითო ყლუპს დალევენ და უკან მიბრუნდებიან. დამფრთხალი ცხვრები აქეთ-იქით გარბიან და წყალში არ შედიან. მწყემსები დაღამებას ელიან, რომ საქონელი როგორმე შეიტყუონ მდინარეში, მაგრამ ხშირად ვერაფერს ხდებიან. ჭედილებს ძალად გადაისვრიან წყალში, მაგრამ ცხვრები მაინც არ მისდევენ მათ.
1275 უცებ, ერთ მშვენიერ დღეს, თვითონ მოეგუნებებათ და ნახირის ნაწილი მდინარეში გადის. აქაც ახალი საფრთხე იბადება. ხელი უნდა შეუშალონ, რომ ფარა ერთბაშად არ მიაწყდეს მდინარეს, თორემ ერთად მოგროვდებიან და ერთიმეორეს ჩაახრჩობენ წყალში. ასეთი იყო ის დაწვრილებითი ცნობები, რომელიც უამბო მათ სემ მეტჩელმა.
1276 ძირს კი, წყლის ზედაპირზე, ჭყუმპალაობდნენ მფრთხალი და მიუკარებელი შავი გედები. ადამიანის დანახვაზე მყისვე მიეფარნენ თვალს ამ თვალწარმტაც ველზე, მდინარე უიმერის დაკლაკნილ შენაკადებში. მათი ფორანი გაჩერდა პატარა ამწვანებულ კორდზე, რომლის მაღალი ბალახით დაფარული ფერდობი მდინარის კიდეს აღწევდა.
1277 ხარებისა და აირტონის სიფრთხილეს უნდა მინდობოდნენ. აირტონი კოფოზე იჯდა და ისე მიერეკებოდა ხარებს. მაიორი და ორივე მეზღვაური რამდენიმე მეტრით წინ მიუძღოდნენ, ცხენდაცხენ. ფორანს ერთ მხარეს გლენარვანი მისდედა, მეორე მხარეს ჯონ მანგლსი. ისინი მზად იყვნენ, საჭიროების დროს მიშველებოდნენ ქალებს.
1278 ხარებს ფეხქვეშ ნიადაგი გამოეცალათ და ის იყო, უნდა აცურებულიყვნენ და ფორანიც თან გაეტცებინათ, რომ აირტონი გადაეშვა წყალში, ხარებს რქებში სწვდა და ისევ ფონზე დააყენა. მოულოდნელად ფორანს რაღაც დაეჯახა წყალში, გაისმა ჭახანი, ურემი გვერდზე გადაიზნიქა, ისე, რომ ქალებს ფეხები დაუსველდათ.
1279 ფორანის გადაბრუნებას აღარაფერი აკლდა, მაგრამ გლენარვანი და ჯონ მანგლსი იჭერდნენ მას. განსაცდელის წამი დადგა. საბედნიეროდ, ხარებმა ერთბაშად გაიწიეს და თავთხელ წყალში გაიტანეს ფორანი. მალე ნაპირს შეღმართი დაეტყო და ყველანი მშვიდობიანად გავიდნენ ნაპირზე, საქონელიც და ხალხიც, თუმცა გაწუწულიყვნენ.
1280 ამ მშვენიერი ბუნების სანახაობით ტკბებოდნენ ჩვენი მოგზაურები მზის გადახრამდე - ხან მოჩუხჩუხე ნაკადულის პირას მწვანე მოლზე მიწოლილიყვნენ, ხან მიმოზებს შორის საუბრით მოსეირნენი, მაგრამ მოულოდნელი სისწრაფით ჩამოწვა ღამის სიბნელე, როცა ბანაკიდან ნახევარი მილის მოშორებით იყვნენ.
1281 სამხრეთ ნახევარსფეროში სრულიად არ მოჩანს პოლარული ვარსკვლავი და მათი გზის მაჩვენებელელი ამჟამად სამხრეთის ჯვარი იყო, რომელიც კაშკაშებდა ჰორიზონტიდან ზენიტამდე ნახევრი მანძილის სიშორეზე მაინც. მათ კარავში კი ოლბინეტს ისეთი ვახშამი გაემზადებინა, რომ მგზავრები თითებს ჩაიკვნეტდნენ.
1282 ვახშმის შემდეგ ძილის გუნებაზე არვინ იყო. ყველანი ცდილობდნენ ისეთი საბაბი გამოეგონებინათ, რომ მათი საზოგადოება ამ მშვენიერ, ჯადოსნურ ღამეს დიდხანს არ დაშლილიყო. ბოლოს, ელენის წინადადებით, პაგანელს სთხოვეს, შეესრულებინა დაპირება და ეამბა მათთვის ავსტრალიის გამოჩენილ მოგზაურთა თავგადასავალი.
1283 გამომგზავრებიდან მესამე თვის თავზე, ბიორკმა თავისი მარაგი მდინრის პირას შეავსო. მოგზაურები ცოტა შეაფერხა იმ გარემოებამ, რომ ვერ გამონახეს ჩრდილოეთისაკენ მიმავალი ისეთი გზა, რომელზედაც წყალს შეხვდებოდნენ. ბევრი წვალების შემდეგ დაბანაკდნენ ერთ ადგილას, რომელსაც უილსის ფორტი დაარქვეს.
1284 ამ ადგილას მესრებით შემოღობილ ეზოში მოაწყვეს სადარაჯო, რომელიც მდებარეობდა მელბურნისა და კარპენტარის უბის შუა გაზაზე. ბიორკმა ორად გაყო თავისი რაზმი, ერთი ნაწილი ბრაჰეს მეთაურობით აქ დატოვა სამი თვის ვადით, ხოლო თუ სურსათი გასწვდებოდათ, უფრო მეტხანსაც, რათა მეორე ნაწილისათვის დაეცადა.
1285 ღონემხიდილმა და ქანცგაწყვეტილმა, ბიორკმა და უილსმა ფორთხვით და ბობღვით ძლივს მიაღწიეს გრეიმდე და კინგამდე. მერე ყველანი სამხრეთისაკენ დაეშვნენ. განვლილი გზით და მდინარე კუპრის სათავისაკენ აიღეს გეზი. რა განიცადეს ამ მგზავრობისას, რა განსაცდელი და წამება გამოიარეს, ეს ჩვენ არ ვიცით.
1286 მკვლევართა უბის წიგნაკები დუმან ამის შესახებ, მაგრამ მათი ტანჯვა შემაძრწუნებელი უნდა ყოფილიყო. მართლაც, აპრილში მათგან მხოლოდ სამმა მიაღწია კუპერის ხეობას. გრეიმ ვეღარ აიტანა სიძნელენი და გზაშივე გარდაიცვალა. ოთხი აქლემიც დაეღუპათ. ამისდა მიუხედავად, მაინც მილასლასებდნენ.
1287 უკან რომ დაბრუნდა, უილსიც მკვდარი დახვდა. თავად კინგი კი უგონოდ ეპოვათ ადგილობრივ მცხოვრებთ. სექტემბერში მას ბიორკის საძებნელად გაგზავნილმა ჰოვიტის ექსპედიციამ მიაგნო. როგორც ხედავთ, იმ ოთხი მკვლევარისაგან, რომელთაც მოიწადინეს ავსტრალიის თავიდან ბოლომდე გადალახვა, ერთიღა გადარჩა.
1288 სურსათის ნკლებობის გამო აქედან ადელაიდაში მოუხდა დაბრუნება, მაგრამ ერთხელაც სცადა ბედი. მოაწყო ექსპედიცია, რომელმაც ამ ჯერზე სასურველ მიზანს მიაღწია. სამხრეთ ავსტრალიის პარლამენტმა თავისი მზრუნველობის ქვეშ აიყვანა ეს ექსპედიცია და ორი ათასი გირვანქა სტერლინგით დაეხმარა.
1289 აქ არაჩვეულებრივი სიმაღლის ევკალიპტები იზრდებოდა. სტიუარტი აღტაცებით განაგრძობდა გზას. მან მიაღწია ამდინარე სტრაგუელსა და როპერ-კრიკის ნაპირებს, რომლებიც ლეიჰარდტის აღმოჩენილი იყო. ეს მდინარეები ამ ტროპიკული ზონის საუცხოო პალმებშუა მიიმართებოდა. აქაურებმა კარგი მასპინძლობა გაუწიეს.
1290 მეორე დღეს ხან პატარ-პატარა ყურეს უვლიდნენ გარს, ხან საფლობ ადგილებში მიტოპავდნენ და ბოლოს, მიაღწიეს რამდენიმე ზეგანს, რომელზედაც წებოვანი და ქერქბოჭკოვანი ხეები იზრდებოდა. აქ გუნდ-გუნდად ირეოდნენ გარეული ბატები, იბისები და ათასგვარი წყლის ფრინველი. მოსახლეობა არსად შეხვედრიათ.
1291 ჩვენმა მოგზაურებმა ბანაკი პატარა, მაგრამ დაქანებული ხევის პირას დაიდეს. მეორე დღეს ფრანგი იმის გამოსაკვლევად გაემართა, შეიძლებოდა თუ არა ადელაიდის შესართავამდე სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან მიეღწიათ, მაგრამ ნიადაგაი ძალიანჰ ჭყანტობი აღმოჩნდა, ცხენები ეფლობოდნენ და ძალაუნებურად ხელი აიღო ამ განზრახვაზე.
1292 ყველაზე მეტად სტიუარტი დაიტანჯა. ადელაიდაში დაბრუნების შემდეგ სურავანდი შეეყარა და დიდად შეურყია ჯანმრთელობა. სექტემბრის დამდეგს სნეულება ისე გაურთულდა, რომ დასახლებულ ადგილამდე მიღწევის იმედი აღარ ჰქონდა. ცხენზე ჯდომა აღარ შეეძლო და ორ ცხენზე დადებული საკაცით წაიყვანეს.
1293 ამ წუთს, ჩვენ რომ აქ ვსაუბორბთ, ის ალბათ, ქვეყნის სიღრმეშია შეჭრილი ლეიჰარდტის საძებნელად. ნეტავ გაიმარჯვოს მისმა ექსპედიციამ და ჩვენც გვაპოვნინოს ძვირფასი მეგობრები! ასე დააბოლოვა თავისი მოთხრობა გეოგრაფმა. მას მადლობა გადაუხადეს და რამდენიმე წუთის შემდეგ ყველანი დასაძინებლად მილაგდნენ.
1294 გლენარვანს მხოლოდ ის აზრი აწუხებდა, ვაითუ აირტონი მარტო დაბრუნდესო. ასეთ შემთხვევაში რამდენიმე დღით დასჭირდებოდათ აქ დგომას, გლენარვანმს კი დროის დაკარგვა და დაგვიანება არა სჩვეოდა. მეორე დღეს, მზის ამოსვლისას, აირტონი დაბრუნდა ბლეკს-პოინტის სადგურიდან და თან მოიყვანა მჭედელიც.
1295 მაიორმა ორივე მაჯაზე შავად დალეკერტებული სისხლი შეამჩნია. პერანგის მოკლე სახელოები ვერ უფერავდა ამ არც ისე ძველ დაღს. მაკ-ნაბსმა ჰკითხა მჭედელს, რისგან გაქვსო. მჭედელმა ყური მოიყრუა, ვითომ ვერ გაიგო კითხვა და მუშაობას უმატა. ორი საათის შემდეგ ფორანი სრულიად გამართული იდგა.
1296 ალაგ- ალაგ მესრით შემოვლებულ სივრცეზე უამრავი საქონელი ძოვდა. აქა-იქ მოჩანდა კვარცისა და რკინიანი ქანების ლოდები. რამდენიმე მილის იქით ფორნის თვლები ჩაეფლო მიწაში, რომელსაც ადგილ-ადგილ მაღალ ლაქაშებში მიმალული ნაკადები სერავდა. შემდეგ გზას გარს უვლიდა თითქმის გამშრალ მლაშე ტბებს.
1297 მგზავრობა იოლი იყო და გაუბეზრებელი. ელენი ხან ერთს მიიწვევდა თავის სალონში, ხან - მეორეს, სადაც ისინი ცხენებზე ჯდომით მოქანცულნი ისვენებდნენ. ელენს ჯონ მანგლსიც არ დავიწყებია და უნდა ითქვას, რომ მისი სერიოზული საუბარი ქალებს არ მოსწყენიათ, პირიქით, დიდად მოსწონდათ კიდეც.
1298 ამ გზას ქვეითი მგზავრები არ ეტანებოდნენ. ტალბორტის ოლქის საზღვრების მახლობლად გავლისას გადასერეს დაბალი ბორცვების რამდენიმე წყება და საღამოს ხუთ საათზე გაჩერდნენ მეირბონის ჩრდილოეთით სამი მილის მანძილზე. წვიმა ცრიდა, რომელიმე სხვა ქვეყანაში ეს ჟინჟლიანი ამინდიც დაანოტიოებდა მიდამოს.
1299 დილის თორმეტ საათზე მიაღწიეს საკმაოდ მოზრდილ ქალაქს - კარლსბრუკს. აირტონს უნდოდა, დროის მოსაგებად გვერდი აეხვია ამ ქალაქისათვის. გლენარვანიც იმავე აზრისა იყო, მაგრამ ახალ სანახაობას დახარბებული პაგანელი ვერ დაიყოლიეს. მას დასტური მისცეს ქალაქის დათვალიერებისა, ფორანი კი ნელ-ნელა გაჰყვა თავის გზას.
1300 ქალაქი სახელდახელოდ დაათვალიერეს, მაგრამ საკმაო წარმოდგენა მაინც მიიღეს ავსტრალიის ქალაქების შესახებ. აქ იყო ბანკი, სასამართლო, ბაზარი, სკოლა, ეკლესია და ასიოდე ერთიმეორის მსგავსი აგურის სახლი. მთელი დაბა სწორკუთხედის სახით იყო გაშენებული ერთიმეორის გადამსერი ქუჩებით, როგორც ინგლისელეს სჩვევიათ.
1301 ასეთი გეგმით ქალაქის გაშენება ძალიან ადვილი საქმეა. სამაგიეროდ, ნაკლები მომხიბლაობა და ლაზათი აქვს. ქალაქის ზრდის დროს ქალაქის ქუჩების მოზარდი ბავშვების შარვალივით თანდათან გრძელდება და თავდაპირველი სიმეტრია არ ირღვევა. კარლსბრუკში სიცოცხლე დუღდა. ეს მოვლენა ახასიათებს ყველა ახალდაარსებულ ქალაქს.
1302 ოქროთი მოვაჭრენი, რომლებიც ოქროს მოეზიდებიან ბენდიგოს ქარხნებიდან და ალექსანდრეს მთებსი საბადოებიდან. საბადოების კანტორების წინ ტრიალებდნენ. მთელი ეს ხალხი თავისი საქმით იყო გართული და ყურადღებაც არ მიუქცევია ამ მშრომელი ჭიანჭველებსი ბუდეში შემთხვევით მოხვედრილი უცხოელებისათვის.
1303 შემდეგ ადგილმდებარეობამ ერთბაშად იცვალა ფერი, როგორც ხშირად სჩვევია ავსტრალიას. დაიწყო თვალუწვდენელი უდაბნოები. სიმპსონის ბორცვები და ტრანგულერის მთა აღნიშნავდნენ ლოდოს ოლქის სამხრეთ მიჯნებს გრძედის ასორმოცდამეთხუთმეტე გრადუსზე. აქამდე მგზავრებს წამლადაც არსად შეხვედრიათ ადგილობრივი მოსახლეობა.
1304 მათი საუბარი მატარებლის კივილმა შეწყვიტა. მოგზაურები კილომეტრ-ნახევრის მანძილზე იყვნენ რკინიგზის ლიანდაგებიდან. საბარგო მატარებელი იყო და იმ გზის გადასასვლელთან გაჩერდა, სადაც მათ უნდა გაევლოთ. როგორც პაგანელმა აღნიშნა, ეს ლიანდაგი აერთიანებდა ვიქტორიის პროვინციის დედაქალაქ მდინარე მურეისთან.
1305 მურეი ნაყოფიერ მხარეზე მიედინება და მელბურნთან შეერთებულია რკინიგზით. მის გაყოლებაზე მესაქონლეთა დიდი მოსახლეობაა, რომელთაც აქ სკვატერებს უწოდებენ. რკინიგზა მელბრუნიდან სენდჰორსტამდე შვიდას კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული და მომსახურებას უწევს აგრეთვე კაიტენსა და კალსმეინს.
1306 ამავე დაარსებულია რივერინის ახალშენის დედაქალაქ იჩუკასკენ მიმავალი შტო ასი კილომეტრის სიგრძისაა და ჯერაც მჩენებლობის პროცესშია. კალსმეინის ცოტა ჩრდილოეთით, სახელდობრ, კემენდის ხიდთან, მურეის ერთ-ერთ შენაკადზე, მდინარე ლუტონზე გადადებულ ხიდთან. ამ ლიანდაგს ოცდამეჩვიდმეტე პარალელი სერავს.
1307 ექვსი ვაგონიდან ხუთი მდინარეში იყო გადავარდნილი ორთქმავალთან ერთად, მხოლოდ უკანასკნელი ვაგონი იდგა უფსკრულის პირას ორი მეტრის მანძილზე, რადგან რაღაც სასწაულით გადაბმული ჯაჭვი გასწყვეტოდა. დაბლა ეყარა ნამსხვრევებად ქცეული ვაგონები, დაგრეხილი რელსები და დანახშირებული ძელები.
1308 ბევრგან მოჩანდა სისხლის კვალი, დანახშირებული გვამები, სხეულის ნაწილები. მსხვერპლის რაოდენობის გამოანგარიშებას ვერავინ ბედავდა. გლენარვანი, პაგანელი, მაიორი და ჯონ მანგლსი ბრბოში გაერივნენ, ეშველებოდნენ ნამსხვრევების ქვევიდან დაჭრილების გათავისუფლება-გამოყვანაში და მითქმა-მოთქმას ისმენდნენ.
1309 ხიდი ახლაც მთელია. მატარებლის გავლის წინ დავიწყებიათ გახსნილი ხიდის შეერთება. მართლაც, ეს იყო გასახსნელი ხიდი. როგორც ლაპარაკობდნენ, დარაჯს რაღაც გაუგებარი და შეუწყნარებელი დაუდევრობის გამო დავიწყებოდა ხიდის შეერთება და გაქნებული მატარებელი პირდაპირ მდინარეში გადაშვებულა.
1310 ბრბოს ახალ-ახალი ხალხის ტალღა ემატებოდა. მალე სადგურს მიაღწიეს. ბრბოს შუაგულში ორ კაცს მოჰქონდა დარაჯის გაციებული გვამი. ხანჯალი გულში ჰქონდა დაკრული. მკვლელებს მოშორებით გადაუგდიათ გვამი, რომ ამით კვალი აებნიათ. დარაჯის გვამის პოვნამ სავსებით დაადასტურა ოფიცრის ეჭვები.
1311 მათ შორის ბევრია კატორღიდან გამოქცეული და, ვგონებ, არ შევცდებით, თუ მოგახსენებთ, რომ ყველა ისინი, ვისთანაც ახლა გვაქვს საქმე, პერთიდან იქნებიან ჩამოსული, მაგრამ დაწმუნებული ბრძანდებოდეთ, უკანვე დავაბრუნებთ. ინსპექტორმა თავის დაქნევით დაადასტურა ოფიცრის ნათქვამი. ამ დროს მოგზაურების ფორანიც გამოჩნდა.
1312 მისი თავდახრილი ტოტები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს გალიცლიცებული ჭურჭლებიდან გადმოჩქეფსო. ბუნების ამ საოცარ მოვლენათა ხილვისას თვალი უნებურად გადარბოდა ერთი საგნიდან მეორეზე და არ იცოდა, რომელზე შეჩერებულიყო. პატარა რაზმი ერთ წუთს შედგა. ელენის ბრძანებით აირტონმა ურემი გააჩერა.
1313 მწვანედ მოხასხასე მოლის გრძელი ხალიჩა ტყის პირამდე აღწევდა დაყოფილ სწორკუთხედებად, რომლებიც ერთიმეორისაგან თანაბრად იყო დაშორებული ქვიშის ყრილით, როგორც ჭადრაკის უჯრედები. პაგანელი მაშინვე მიხვდა, რომ ეს პოეტური მწვანით მოსილი კვადრატები საუკუნო განსვებნების ადგილეს წარმოადგენდნენ.
1314 სამარის ბექობები, რომლებსაც ადგილობრივი მცხოვრებნი დიდი გულმოდგინებით უვლიან და იცავენ, მაღალი ბალახით იყო დაფარული. მას მერე, რაც ეს ქვეყანა ევროპელებმა დაიპყრეს, ავსტრალილები იძულებული გახდნენ, ქვეყნის შუაგულისაკენ გახიზნულიყვნენ. ეს მოღაღანე მინდვრები მოახალშენეთა საქონლის საძოვრებად გადაიქცა.
1315 მოგზაურები ხშირად ფეხით ქელავენ ამ აყვავებულ მიწას, რომლის ქვეშაც სულ ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ ცოცხალი ხალხის გვამებია ჩამალული. დაწინაურებული პაგანელი და რობერტი ამ ბორცვებს შორის მიერეკებოდნენ ცხენებს, ჩრდილოვანი ხეების ქვეშ, თან მასლაათობდნენ და ერთიმეორეს ასწავლიდნენ.
1316 გეგორაფი ყველას არწმუნებდა, რომ რობერტმა ბევრი რამ შეასწავლა მას. მეთოხედი მილიც არ გაევლოთ, რომ გლენარვანმა დაინახა, როგორ შეაჩერეს ცხენები, ძირს ჩამოხტნენ და მიწისაკენ დაიხარნენ, თითქოს აკვირდებიან რამესო. აირტონმა ფორანი ააჩქარა და ყველანი მიუახლოვდნენ პაგანელსა და რობერტს.
1317 საუცხოო ბანკსიის ჩრდილქვეშ უზრუნველად მისძინებოდა ევროპულ ტანისამოსში ტამოწყობილ რვა წლის ბიჭს. მისი გარეგნობა ამტკიცებდა, რომ ამტკიცებდა, რომ ადგილობრივი მოდგმისა უნდა ყოფილიყო. ხუჭუჭა თმა, თითქმის შავი სახე, შეჭყლეტილი ცხვირი, მსხვილი ტუჩები და საოცრად გრძელი მკლავები ჰქონდა.
1318 მგზავრები დაინტერესდნენ ბიჭის სიტყავ-პასუხით, გარს შემოუსხდნენ და ისე უსმენდნენ. მზე გადაიწვერა უზრმაზარი ხეების იქით. რადგან ეს ადგილი ღამის გასათევად შესაფერისი იყო, გლენარვანმა ბრძანა, აქ დაბანაკებულიყვნენ. აირტონმა, მიულრედიმ და ვილსონმა ხარები გამოუშვეს და ფეხშებორკილები საძოვარზე გადენეს.
1319 კარავი დადგეს. ოლბინეტმა ვახშამი მოამზადა. ყველანი სუფრას შემოუსხდნენ. თუმცა შიმშილით კუჭი ეწვოდა, ტოლინე მაინც გაინაზა, მერე კი ისიც შეუერთდა მათ. რობერტი და ტოლინე ერთად დასხდნენ. გრანტის ვაჟი საუკეთესო ნაჭრებს სთავაზობდა ტოლინეს. ისიც მოხდენილი მორცხვობით ჩამოართმევდა ხოლმე.
1320 ავსტრალიელები საერთოდ მშვიდი და კეთილი ზნე-ჩვეულებებით გამოირჩევიან. ისინი დამპყრობლელ ინგლისელებს ისეთი მძულვარებით არ შესცქერიან, როგორც, მაგალითად, ახალზელანდიელები. სიამოვნებით ჩადიან დიდ ქალაქებში - ადელაიდაში, სიდნეიში, მელბურნში. იქ შეიძლება ხშირად წააწყდეთ ქუჩაში მოსეირნე ავსტრალიელებს.
1321 ასევე მოიქცნენ ტოლინეს მშობლები, ლაკლანელი ველურებიც. ტოლინეს ხუთი წელიწადი გაეტარებინა მელბურნში და ამ ხნის განმავლობაში თავისიანი არავინ ენახა, მაგრამ მისი გული მჭიდროდ იყო ოჯახთან დაკავშირებული და თავისიანებს სანახავად ამ უბედური ადგილისაკენ მარტოდმარტო წამოსვლა გაებედა.
1322 ეს სიტყვები ისეთი აღფრთოვანებით წარმოთვა რვა წლის ბავშვმა, რომ თავდაუჭერელი ადამიანი სიცილს ვერ შეიკავებდა, მაგრამ დინჯი შოტლანდიელები აღტაცებაში მოიყვანა ამ ცეროდენა ბიჭის ვაჟკაცურმა გულისთქმამ. პაგანელს გულის სიღრმეში ჩასწვდა მისი სიტყვები და ამ წუთიდან უდიდესი თანაგრძნობით განიმსჭვალა მის მიმართ.
1323 ნასიამოვნებმა ორივე ლოყა დაუკოცნა ტოლინეს. ამ მოწაფით ის არანაკლებ ამაყობდა, ვიდრე თვით პაკსტონი. პაგანელს უნდა სცოდნოდა, რომ ავსტრალიის სკოლებში ასეთი მოვლენა იშვიათი არ არის, ახალგაზრდა ავსტრალიელები დიდ ნიჭს იჩენენ გეგოგრაფიაში. ძალიან კარგად სწავლობენ მას, სამაგიეროდ მათემატიკა უძნელდებათ.
1324 ამ წიგნს ჩვენი შეხვედრის სახსოვრად გაძლევ. ტოლინემ უსიტყვოდ ჩამოართვა წიგნი. გადაშალა, ათვალიერებდა, თან იჭვნეულად აქნედა თავს და ჯიბეში ჩადებას არ აპირებდა. ამასობაში დაღამდა. უკვე ათი საათი იყო. უნდა დაეძინათ, რომ დილით ადრე გასდგომოდნენ გზას. რობერტმა თავისი საწოლის ნახევარი შესთავაზა ტოლინეს.
1325 რამდენიმე წუთის შემდეგ ელენი, გლენარვანი და მერი გრანტი ურემში მოეწყვნენ, დანარჩენები კარავში, მხოლოდ დროდადრო შორიდან პაგანელის ხარხარი ისმოდა, რომელიც ასვტრალიის კაჭკაჭების სასიამოვნო ჟღურტულს ფარავდა. მეორე დღეს, როდესაც დილის ექვს საათზე მზის სხივებმა ყველანი გამოაღვიძა, ტოლინე იქ აღარ აღმოჩნდა.
1326 კორნუელიდან ახალი ჰოლანდიის ოქროს საბადოებში ოქროს მოსაპოვებლად მაშინვე გაეშურა უამრავი მუშა. ხალასი ოქროს ზოდები სამხრეთ ავსტრალიაში პირველად ფრენსის ლუტონმა აღმოაჩინა, ხოლო ოქროს ქვიშრობებს ახალ უელსში პირველად ფორბმა და სმიტმა მიაკვლიეს. პირველმა მიღწევამ ყველას თავბრუ დაახვია.
1327 ამ აღმოჩენის ამბავი სწრაფად გავრცელდა და ოქროსმაძიებლები კალიებივით მიესივნენ სომერჰილსა და ლენის-პონდს. აქ დაარსეს ქალაქი ოფირი, რომელმაც თავისი უმდიდრესი მადნეულის წყალობით მართლაც დაიმსახურა ეს ბიბლიური სახელწოდება. იმ დრომდე ვიქტორიის პროვინციის სახსენებელიც კი არსად იყო.
1328 ბალარტაშიაც როდი უმართლდებოდათ იმედი მომპოვებლებს, რადგან ოქლში იოქრო თანაბრად არ მოიპოვებოდა და გაბნეული იყო ვრცელ ტერიტორიაზე. ბენდიგოს საბადოებზე მის დამუშავებას კლდოვანი ნიადაგი აძნელებდა. მხოლოდ ალექსანდრეს მთაზე იყო ყველა ხელშემწყობი პირობა ოქროს მოსაპოვებლად და ამიტომ ყველაზე იაფი უჯდებოდათ.
1329 სწორედ ამ დროს დაინახეს ალექსანდრეს მთის მომრგვალებული მწვერვალი. იმ ღამეს ამ პატარა მთაგრეხილის ვიწრო ხეობაში დაიდეს ბინა. ცხენები და ხარები ფეხებშებორკილი გაუშვეს კვარცის ლოდებს შორის ამოწვერილი ბალახის მოსაძოვად. ოქროს საბადოების დამუშავებული ძარღვი ცოტა მოშორებით იყო.
1330 ოქროს სიხარბე ციებ- ცხელებასავით მოედოთ, როგორც გადამდები სენი, როგორც შავი ჭირი. მერედა რამდენი მათგანი დაიღუპა სწორედ მაშინ, როდესაც ლამობდნენ ხელი ეტაცათ ბედნიერებისათვის. ამბობდნენ, ჯადოსნურ ბუნებას ამ ზღაპრულ ავსტრალიაშიო ოცდახუთი გრადუსის მანძილზე დაუთესიაო ოქროს მილიონები.
1331 ბარით მუშაობა უპირატეს ხელობად იქცა. მართალია, ბევრი მათგანი, მუშაობით წელმოწყვეტილი უნაყოფო შრომის გამო, სასოწარკვეთილებას ეძლეოდა, მაგრამ ზოგს ბედი გაუღიმებდა და ერთი ბარის დაკვრით მდიდრდებოდა. ვის ახსოვდა ან ვინ ილაპარაკებდა ილაჯგაწყვეტილებისა და გაკოტრებულების შესახებ.
1332 პიესის სასოწარკვეთილებამდე მისული გმირი უკანასკნელად დაჰკრავს ბარს და დიდრონ ოქროს ზოდს წააწყდება. გლენარვანს ძალიან უნდოდა ალექსანდრეს მთის ოქროს საბადოების დათვალიერბა. ამიტომ ფორანი დააწინაურა და მას გააყოლა აირტონი და მიულრედი, რომელთაც რამდენიმე საათის შემდეგ თვითონაც წამოეწეოდნენ.
1333 ქუჩები განიერი იყო, მოკირწყლული და საგულდაგულოდ მორწყული. ადამიანს თვალში ეცემოდა ათასგვარი საწარმო-დაწესებულების უზარმაზარი აფიშები. შრომა და კაპიტალი აქ მხოლოდ ოქროს დამუშავებისაკენ იყო მიმართული. ყოველი მხრიდან მოისმოდა ოქროს ქვიშის მრეცხავი მაქანების გუგუნი და ხრიგინი.
1334 შენობების იქით ოქროს ქვიშრობები იწყებოდა - ფართოდ გადაჭიმული მიწები, სადაც გამალებული მუშაობა მიდიოდა. აქ ამუშავებდნენ დაქირავებულ მაღაროელებს, რომელთაც დიდი ჯამაგირი ეძლეოდათ. ვინ დათვლიდა აქ ამოღებული ორმოების რაოდენობას! მზის სხივებზე აპრიალებული რკინის ნიჩბების ელვარება თვალს ჭრიდა კაცს.
1335 არასოდეს! მიწის თხრა, მისი გადაბრუნება, დამუშავება, დათესვა და ნაამაგარი ჭირნახულის მომკა - ეს ჩინებული საქმეა, მაგრამ მიწის თხუნელასავით თვალაბლესილი თხრა, ეგებ მცირეოდენი ოქრო ამოვაცოცოო, მეტად სავალალო ხელობაა და მთლად წყალწაღებული უნდა იყოს ადამიანი, რომ ამისთანა საქმეს მოჰკიდოს ხელი.
1336 ოქროს საგანგებო სამსხვრევი მანქანებით მოიპოვებენ - თუ ოქრო ძირითად ქანშია და საჭიროა ჯერ ქანის დამსხვრევა, რის შემდეგაც ნამსხვრევების ამალგამაციას ახდენენ, შეურევენ ვერცხლისწყალს, ოქროს მარცვლები შეუერთდება მას, გამოეყოფა ქანს, მერე კი მას ვერცხლისწყლისაგან გააცალკევებენ.
1337 ამ დროს ოქრო, როგორც უფრო მძიმე, ილექება, მსუბუქი ქვიშა კი წყალს მიაქვს. ალექსანდრეს მთასთან ოქროს უმთავრესად თიხოვან ფენებსა და ფიქალსი კლდების ნაპრალებში ამუშავებენ. მათში მოთავსებულია ბუნებრივი ოქროს ზოდები და ბედნიერი მაღაროელი ხშირად ერთი დაკვრით იძენს მთელ ქონებას.
1338 გლენარვანი გამოეთხოვა ინსპექტორს, მადლობა გადაუხადა თავაზიანობისა და მომსახურებისათვის. ყველა ისევ ოქროს საბადოების დასათვალიერებლად გაეშურა. პაგანელი მაინცდამაინც დიდი მოყვარული არ იყო ამქვეყნიური სიკეთისა, მაგრამ თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეჩერდებოდა ხოლმა და დაკვირვებით ათვალიერებდა ნიადაგს.
1339 მხოლოდ იმ მიზნით, რომ ჩემთვის ანგარიში გაეხსნათ. ყველამ გულიანად იცინა პაგანელის იმ ხერხზე, რითაც მას სამშობლოსათვის კეთილი სამსახურის გაწევა უნდოდა, ელენმა კი მას მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს ზოდის პოვნა უსურვა. ამ საოხუნჯო მასლაათით შემოიარეს ოქროს საბადოს უმეტესი ნაწილი.
1340 მათ საუბარი, ბუნებრივია, საბადოებსა და ოქროსმაძიებლებზე ჩამოვარდა. პაგანელი დიდად კმაყოფილი იყო დღევანდელი ნანახით, თუმცა აღიარა, ალექსანდრეს მთის ექსპლუატაციის პირველ წლებში, როდესაც მის გადათხრას იწყებდნენ მარტოხელა ოქროსმაძიებელნი, გაცილებით მეტ საგულისხმო რასმე ნახავდა ადამიანო.
1341 ემიგრანტები მხურვალედ ეკიდებოდნენ საქმეს, თავგამოდებით იბრძოდნენ, მაგრამ ყველა მათგანი როდი იყო წინდახედული და შორსმჭვრეტელი. ოქრო ფუქსავატურად იფლანგებოდა ლოთობასა და ბანქოს თამაშში. თვითონ ეს სასტუმრო, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იმხანად ნამდვილი ჯოჯოხეთი გეგონებოდათ.
1342 შუაგულში მთავრობის კარავი იდგა, რომელზეც ბრიტანეთის დროშა ფრიალებდა. მის გარშემო შემომწკრივებულიყო ლურჯი ტილოს კარვები მთავრობის მოხელეებისათვის, ოქროს შემსყიდველთა და ქორვაჭარების დუქნები, რომლებიც ამ სიმდიდრე-სიღარიბის სამეფოში თავისუფლად დანავარდობდნენ და ხელებს ითბობდნენ.
1343 უნდა გენახათ ეს გრძელწვერა და წითელი შალისხალათიანი დიგერები, რომლებიც ჭუჭყსა და სინესტეში ეყარნენ. ჰაერი გაჟღენთილი იყო ათასგვარი ლეშის სიმყრალით, ირგვლივ მტვრის კორიანტელი იდგა და ეს ქვეყანა ჰავით ნაკლებჯანსაღი რომ ყოფილიყო, ტიფისაგან ერთიანად შეიმუსრებოდნენ ეს უბედურები.
1344 დღეს ოქროს მწარმოებელთა კომპანიები სულ სხვა წესით ამუშავებენ მას. მადანს მთავარ ძარღვამდე ჩასდევენ, სადაც ოქრო მოიპოვება. თავდაპირველი ოქროსმაძიებლები კი ოქროიანი ქვიშის გარეცხვით კმაყოფილდებოდნენ. ქანს თხრიდნენ, მათი შეხედულებით უფორ ნაყოფიერ ქანს რეცხავდნენ და იქიდან იღებდნენ ძვირფას მადანს.
1345 ეს იყო ხუთი-ექვსი ფუტის სიგრძე თავღია ყუთი, რომელიც ორ ნაწილად იყოფოდა. ზემო განყოფილებას დატანებული ჰქონდა სხვადასხვა ზომის ცხრილები. მეორე განყოფილება ძირში თანდათან ვიწროვდებოდა. ზევითა ცხრილზე ქანის ნამსხვრევებს დაყრიდნენ, წყალს დაასხამდნენ და ხელით ურევდნენ, თან აკვანს არწევდნენ.
1346 ასეთი დაუბრკოლებელი მოგზასურობის პირობებში კაპიტან გრანტის მაძიებლებს თხუთმეტი დღის შემდეგ შეეძლოთ ტუფოლდის ყურემდე მიაწევა. ავსტრალიის მშვენიერი ჰავის შესახებ პაგანელის ნათქვამი გამართლდა. სიცხე ზომიერი იყო, ჰაერი მშრალი, ცხენებიც და ხარებიც ისევე კარგად გრძნობდნენ თავს, როგორც ადამიანები.
1347 ნამდვილად იცოდნენ, რომ ამ მიდამოებში მძარცველების ბრბო დაძრწოდა და თუმცა ჯერ საფრთხეს თვალი არ უჩანდა, მაგრამ სიფხიზლე მაინც საჭირო იყო. რა თქმა უნდა, ამას ისე აკეთებდნენ, რომ ელენი და მერი გრანტი ვერ მიმხვდარიყვნენ, რადგან გლენარვანს არ უნდოდა მათი შეშინება. სიფრთხილე კი მართლაც საჭირო იყო.
1348 მიყრუებული სოფლებისა და სადგურების ბინადარნი და მოახალშენენიც ფხიზლად იყვნენ. დაღამდებოდა თუ არა, სახლებში შეიკეტებოდნენ. ჯაჭვიდან აშვებული ძაღლები მცირეოდენ ხმაურზეც კი გაბმულ ყეფას ატეხდნენ. მწყემსები საქონელსა და ფარას სადგომში რომ შერეკავდნენ, ცხენის უნაგირის ტახტზე კარაბინები ეკიდათ.
1349 კილმორისაკენ მიმავალ გზას კილომეტრ-ნახევრით რომ გასცილდნენ, მათი ფორანი ბუმბერაზი ხეების უზარმაზარ ტყეში შერახრახდა, რომლის მსგავსიც ბერნუილის კონცხიდან გამოსვლის შემდეგ პირველადნ ნახეს. ევკალიპტების ტყე რამდენიმე გრადუსს ფარავდა. ბუმბერაზი ხეების დანახვაზე მგზავრებს აღტაცების შეძახილები აღმოხდათ.
1350 გასაოცარი იყო ამ ხეების უნაკლო სისწორე. არც ერთი ტოტი, არც ერთი შტო ან ნუძრი არ მოჩანდა არც ერთი მათგანის ტანზე ძირიდან ორმოცდაათი მეტრი სიმაღლემდე, თითქოს დახელოვნებული ოსტატის ხელით ყოფილიყოს გამოჩარხული. ერთი შეხედვით სვეტების რიგი გეგონებოდათ, რომლებიც ერთიმეორეს მისდევდა ასობით, ათასობით.
1351 მწვანე ხავერდის ხალიჩად მობიბინე ხშირი ბალახი ხეების ძირას, კენწეროებზე ზურმუხტისფრად შეკრული თაღი, სიგრილე, თავისებური სინათლე, რომელიც ისე ეფინებოდა მიდამოს, თითქოს ცხავშია გატარებულიო, მისი შუქის სწორი ანარეკლი და ჩრდილები - ყოველივე ეს უცნაურ და სრულიად უცხო სანახაობის ელფერს სდებდა მიდამოს.
1352 აქ ყველაზე ტიპიური მირტის ოჯახის ხე - ტარაა - როგორც იქაური მცხოვრებნი უიწოდებენ, ან ევკალიპტი, როგორც მას სხვაგან ეწოდება. ამ უზარმაზარ მწვანეთაღიან ტყეებში ჩრდილი და ბინდბუნდი არ იცის. ეს იმას უნდა მიეწეროს, რომ ავსტრალიის ხეები ფოთლების განლაგების საყურადღებო ანომალიით გამოირჩევიან.
1353 არც ერთი ფოთოლი სიბრტყით ა არის მიქცეული მზისაკენ, პირიქით, ყველა ფოთოლი წიბოთი უცქერის მზეს. ადამიანის თვალი მხოლოდ ფოთლის პროფილს ხედავს. ამის გამო მზის სხივები დედამიწას იმგვარად ეფინება, თითქოს ცხრილშია გატარებული. ეს თავისებურება ყველამ შენიშნა და განცვიფრებულნი იყვნენ.
1354 ზოგჯერ შორეულ ხეივანში გაიქოლებდა ფერად-ფერადი თუთიყუშების გუნდი. საერთოდ კი ამ უსაზღვრო სიმწვანეის საბრძანებელში სრული სიჩუმე გამეფებულიყო. მხოლოდ ცხენების ფეხის თქარათქური, ნაწყვეტ-ნაწყვეტი საუბარი, თვლების ჭრიალი და დროდადრო ხარების გასარეკად აირტონის წამოძახილი არღვევდა ტყის მყუდროებას.
1355 საღამო ხანს ბინა ევკალიპტების ძირას დაიდეს, სადაც ჩამქრალი ცეცხლის ნაკვალევი შეამჩნიეს. ცეცხლის ალს კარგა დიდ მანძილზე გაეხვრიტა ევკალიპტის ტანი და ქარხნის საკვამლე მილისათვის დაემსგავსებინა. ქერქიღა დარჩენილიყო მთელი. ერთი შეხედვით გეგონებოდათ, ხე არ დაზიანებულაო, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი იყო.
1356 ეგეც არ იყოს, სისხამ დილითვე გავუდგებით გზას. საღამოს ცხრა საათი იყო. მთვარე გადახრილიყო და მკრთალ შუქს ჰფენდა, რომელიც სიბნელეში ინთქმებოდა. ღამე ჩამოწვა. მთელი რაზმი სეიმურის ფართო ქუჩებს გაჰყვა პაგანელის ბელადობით, რომელმაც თითქმის ყველაფერი იცოდა, ისიც კი, რაც თავის დღეში არ ენახა.
1357 ალღოთი მიიკვლევდა გზას და თანამგზავრები სწორედ სასტუმროს კარს მიაყენა. ცხენები და ხარები თავლაში დააბინავეს, ფორანი საჯინიბოში შეაგორეს, მგზავრებს კი რიგიანი ოთახები დაუთმეს. ათ საათზე მთელი მათი საზოგადოება მაგიდას შემოჯდომოდა. ოლბინატი მცოდნის თვალით ათვალიერებდა სუფრას.
1358 პაგანელსა და რობერტს უკვე მოესწროთ ქალაქის შემოვლა ცხენდაცხენ, მაგრამ მიღებული შტაბეჭდილების შესახებ პაგანელი ძალიან სიტყვაძუნწი გამოდგა იმ საღამოს. უფრო მეტი დაკვირვება რომ გამოეჩინა, უეჭველად შეამჩნევდა სეიმურის ქუჩებში ერთგვარ აფორიაქებას. ხალხი აქა-იქ ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებოდა.
1359 მათი ბელადია ბენ ჯოისი, საშიში ავაზაკი, რომელიც ავსტრალიაში უცნობი გემით ჩამოსულა და დღემდე მართლმსაჯულებას ვერ ჩაუგდია ხელთ. ქალაქის მცხოვრებნი, მოახალშენეები და მეჯოგე-სკვატერები ფხიზლად უნდა იყვნენ და საქმის გამომძიებელს შეუწყონ ხელი დამნაშავეთა შესახებ ცნობების მიწოდებაში.
1360 ეს მიდამოები ჯერ ნაკვთებადაც კი არ არის დაყოფილი და ნაკლებად შესწავლილი პროვინციაა, რომელსაც ადამიანის ფეხი იშვიათად ხვდება. რა თქმა უნდა, დრო მოვა და ეს ტყეებიც დაემხობა მოახალშენეთა ცულების დაკვრით, ეს მინდვრები და საძოვრები სკვატერების ჯოგებისა და ფერმების საძოვრებად იქცევა.
1361 ალბათ, საუკუნის შემდეგ ამ კონტინენტზე ერთი შავკანიანიც აღარსად იქნება. მათლაცდა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიჩენილი მიწა-წყალი სავსებით მიტოვებულს ჰგავდა. არსად მოჩანდა არც ქოხის ნატამალი, არც კარავი. ვაკე და ტყეები ერთიმეორეს ცვლიდა და მიდამოს თანდათან სრულიად გავერანებული იერი ეძლეოდა.
1362 აირტონი ხარებს მიერეკებოდა და უეცრად, ასიოდე ნაბიჯის იქით, მგზავრები ადგილობრივ მცხოვრებთა ბინას წააწყდნენ. რა საცოდავი სანახაობა იყო! მიტოვებულ მიწაზე ათიოდე ხის ქერქის ალაჩუხი იდგა, რომელიც მხოლოდ ცალი მხრიდა ეფარებოდა მის ბინადართ. გადაგვარებული ხალხი საზიზაღი შესახედავი იყო.
1363 ფორნის მიახლოებისთანავე ყველანი დამრთხალნი გაიქცნენ. აირტონმა რაღაც ჟარგონზე რამდენიმე სიტყვა დაადევნა და ისინიც დამშვიდდნენ, დაშოშმინებულნი დაბრუნდნენ. საკმაოდ ტანადი ხალხი იყო, მუქი ფერისა, გრუზათმიანი, მკლავებდაგრძელებული, მუცელგამოვარდნილი, ნაჭრილობევი, დაბასრული და ტატუირებული ტანით.
1364 არასოდეს ყოფილა ადამიანი ასე დამსგავსებული ცხოველს! ელენი და მერი ფორნიდან გადმოვიდნენ, მიუახლოვდნენ ველურებს. მათ წმინდა ქალური გრძნობით მიუალერსეს ბავშვებს. ურიგებდნენ დამშეულ ხალხს სხვადასხვა სანოვაგეს, რასაც ისინი ხარბად სანსლავდნენ. მოგზაურ ქალებს განდაკუთრებით დედაკაცები შეებრალათ.
1365 კაცები კი ისე ეცნენ ორცხობილას და გამომშრალ ხორცს, როგორც მხეცი საკბილო ნადირს. მერი გრანტი ფიქრებს გაეტაცებინა. თვალწინ წამოუდგა მამამისი ასეთი უხეში ხალხის ხელში ტყვედ და თვალზე ცრემლი მოადგა. ქალი ცხოვლად განიცდიდა იმ ტანჯვას, რომელიც უნდა გამოევლო ისეთ ადამიანს, როგორიც ჰარი გრანტი იყო.
1366 მოგზაურების გადმოცემით, ავსტრალიელებს თურმე დიდი აქტიორული ნიჭი აქვთ და ახლაც დიდი ხელოვნება გამოიჩინეს. მათ საომარ იარაღს შეადგენდა მსხვილი კეტები, რომლებიც ადვილად გაუჩეხდა ადამიანს თავს, ჰქონდათ ტომაჰავკებიც - ბოლოში გაპობილ ჯოხში წებოთი დამაგრებული ბრტყელი და ბასრი ქვა.
1367 ველურები გამაყრუებელი ღრიანცელით ატრიალებდნენ იარაღს, ზოგი მკვდარივით გორავდა მიწაზე, სხვები გამარჯვების შეძახილებს გაჰკიოდნენ და ქალები, უფრო კი მოხუცები, მამაკაცებს საბრძოლველად აქეზებდნენ, დახოცილ მტრებს კი გააფრთრებით და მძვინვარებით ეძგერებოდნენ, ჰკიცხავდნენ, დასცინოდნენ.
1368 ელენს ეგონა, საცაა ნამდვილ ბრძოლას გააჩაღებენო, მით უმეტეს, რომ ჩხუბში ჩაბმული ბავშვები სულ არ ხუმრობდნენ, მეტადრე გოგოები. ომობანას თამაშმა თითქმის ათ წუთს გასტანა. შემდეგ ყველანი ერთბაშად შეჩერდნენ, იარაღი დაყარეს, ღრიანცელი მიწყნარდა. ყველა ისე გაქვავდა, ცოცხალი სურათი გეგონებოდათ.
1369 ერთმა ავსტრალიელმა ხელი დასტაცა უცნაური მოყვანილობის იარაღს, რომელიც წითლად იყო შეღებილი, მიატოვა გაქვავებული ამახანაგები და ჯოგებსა და ხეებს შორის ცოცვით, უხმაუროდ წაეპარა ფრინველების გუნდს ისე, რომ ერთი ფოთოლიც კი არ გაუშრიალებია, ერთ ქვასაც კი არ გაჰკარებია, ისე მიცოცავდა, როგორც ლანდი.
1370 ეს არის თითქმის ორ- ნახევარი ფუტის სიმაღლის დიდი ფრინველი, თეთრი გემრიელი ხორცი აქვს. ინდაურს წააგავს, თავზე რქისებუი ბიბილო ადგას, თვალები ღია მიხაკისფერი, ნისაკარტი კი შავი და ზევით მოკაუჭებული აქვს, ფეხებზე სამ-სამი თითი აბია მაგარბრჭყალებიანი, ფრთები იმდენად მოკლე აქვს, რომ ფრენა არ შეუძლია.
1371 სამაგიეროდ, ისეთი მარდის სირბილი იცის, რომ გაჭენებულ ცხენს გაუსწრებს. ასე რომ, ავსტრალიელებს მათი ხელში ჩაგდება მხოლოდ განსაკუთრებული მოხერხებით და ეშმაკობით თუ შეუძლიათ. ტომს ათი კაცი გამოეყო სანადიროდ წასასვლელად გაშლილ ვაკეზე, სადაც ბალახს ლურჯად აყვავებული ინდიგო, ანუ ლილის მცენარე მორეოდა.
1372 შემდეგ თავისკენ ასწია ხელები, კაზაურების მსგავსად იწყო სიარული და მოძრაობა, თითქოს საკენკს ეძებსო. როდესაც ჯოგს უახლოვდებოდა, მონადირე დროდადრო ჩერდებოდა და ისე იხრებოდა, თითქოს მარცვლებს დაეძებსო, თან ფეხებით მტვრის ბუქს აყენებდა, როგორც კაზუარებს სჩვევიათ. თითოეული მისი მოძრაობა შეუდარებელი იყო.
1373 ყველაფერში ზედმიწევნით ბაძავდა კაზაუარების მოძრაობას და ყრუდ დუდუნებდა. კაზაურებს, ალბათ, თავისიანი ეგონათ, ასე რომ, მონადირე მალე მათ შორის მოექცა. ერთბაშად დაატრიალა კეტი და ექვსი კაზუარიდან ხუთი მოკლა. ნადირობა წარმატებით დამთავრდა. გლენარვანი და მისი თანამგზავრები ავსტრალიელებს გამოეთხოვნენ.
1374 ისევ აღმოსავლეთის მიმართულებით მიდიოდნენ. მათი კვალი ლარივით გაბმული ხაზით გასდევდა გადაჭიმულ ვაკეს. ორ ადგილას გადასერეს მეჯოგე სკვატერების გავლილი ბილიკი და იმ ადგილეზე უსათუდოდ ერთიმეორეში არეოდათ სხვადასხვა კვალი, მაგრამ გლენარვანის ცხენი ამ მტვრიან გზაზე თავისი ნალების ნიშანს ტოვებდა.
1375 ისინი ბუფალო-რენგსისი კალთებიდან იღებდნენ სათავეს, რომელიც ჰორიზონტზე მოჩანდა, მათი ნაპირები ბუჩქნარით იყო დაფარული. მოგზაურებმა გადაწყვიტეს, აუცილებლად იმ საღამოსვე მიეღწიათ ამ მთებამდე. აირტონი თავგამოდებით მიერეკებოდა ხარებს და იმ დღეს ოცდათხუთმეტი მილი გაიარეს. ხარები საშინლად დაიქანცნენ.
1376 ღამის გასათევ ადგილს რომ მიაღწიეს, კარავი დადგეს ხეებქვეშ. ღამეც მალე ჩამოწვა და ვახშამს მოუჩქარეს, რადგან ყველანი ქანცგაწყვეტილები იყვნენ და ძილი უფრო ენატრებოდათ, ვიდრე ჭამა. დარაჯობის პირველი რიგი პაგანელს ერგო. მანაც აიღო კარაბინი და კარვის წინ ბოლთას სცემდა, რომ ჩამომჯდარს არ ჩასძინებოდა.
1377 თუმცა ღამე უმთვარეო იყო, ირგვლივ მაინც ნათელი იდგა. ისეთი სიკაშკაშით ციმციმებდნენ სამხრეთის ხომლები, რომ მეცნიერი ნეტარებით შესცქეროდა ბუნების ამ გადახსნილ წიგნს, რომელიც მუდამ ინტერესით სავსეა მათთვის, ვინც კითხვა იცის. ღამის მყუდროებას მხოლოდ ოცნების ბორკილის ჟღარუნი არღვევდა.
1378 ეს ამბავი იმდენად ეუცნაურა, რომ მზად იყო, მუსიკის ხმა ავსტრალიის რომელიმე ფრინველის გალობად მიეჩნია, რომელიც როიალის ბგერებს ბაძავდა, როგორც ზოგიერთი ფრინველი ბაძავს საათის ტაკიტუკს ან მათრახის ტყლაშუნს. ღამის წყვდიადში ისევ გაისმა ძალზე სასიამოვნო ტემბრით შესრულებული დონ ჟუანის არია.
1379 ბოლომდე მოუსმინა დიდებული მუსიკის ჯადოსნურ მელოდიას. შეუძლებელია იმ შთაბეჭდილების გადმოცემა, რომელსაც მის არსებაში ტოვებდა ეს აგზნებული გალობა ავსტრალიის ღამის მყუდროებაში. პაგანელი დიდხანს ვერ გამოფხიზლებულიყო ამ თილისმის გავლენისაგან. ბოლოს ხმები მიწყდა და ირგვლივ მყუდროება გამეფდა.
1380 როდესაც გეოგრაფის შესაცვლელად სადარაჯოზე უილსონი მივიდა, პაგანელი ღრმა ფიქრებში იყო გართული. მეზღვაურთან არაფერი უთქვამს, გადაწყვიტა, დილით ყველაფერი ეამბა გლენარვანისათვის და კარვისაკენ გაემართა დასაძინებლად. მეორე დღეს, დილით ყველანი ძაღლების ყეფამ გამოაღვიძა. გლენარვანი საჩქაროდ წამოდგა.
1381 ორივეს მშვენიერი სანადირო სამოსი ეცვა. მოგზაურების კარავი რომ დაინახეს, განცვიფრებულებმა ცხენები შეაჩერეს - ამ მიდამოებში შეიარაღებული ხალხის დანახვას არ ელოდნენ, მაგრამ როდესაც თვალი მოჰკრეს ჩარდახიან ურმიდან გადმოსულ ელენსა და მერის, ცხენიდან ფიცხლად ჩამოხტნენ და ქუდმოხდილები გაეშურნენ მათკენ.
1382 შემდეგ მაიკლ პეტერსონმა მოგზაურებს მიუთითა, საით უნდა წასულიყვნენ. ცხენები აირტონს და მეზღვაურებს ჩააბარეს და ფეხით გაუდგნენ გზას ჰოტემის სადგურის მფობელთა წინამძღოლობით მათი სახლისაკენ. სადგური მართლაც დიდებული იყო. ინგლისური ბაღის მსგავსად მოვლილ- დამუშავებული სულ არ ჰგავდა სმრეწველო წამოწყებას.
1383 ინგლისში პირველად სტუმარი უამბობს მასპინძელს თავის თავგადასავალს, მაგრამ მაიკლ და სედი პეტერსონებმა საჭიროდ მიიჩნიეს, ჯერ თავიანთი ვინაობა გაეცნოთ სტუმრებისათვის. ამ ახალგაზრდების ისტორიაც იმ ინგლისელებისას ჰგავდა, რომელთაც სწამდათ, რომ სიმდიდრე ადამიანს არ ათავისუფლებს შრომისაგან.
1384 ის ას კვადრატულ კილომეტრს მოიცავდა, მათ შორის ოცდახუთი კვადრატული კილომეტრი მდინარე დარლინგის ერთ-ერთი შემდინარე ტოტის, პაროოს ნაპირას მდებარეობდა. ამჟამად ჰოტემის სადგურმა გადააჭარბა მას სივრცითაც და ბრუნვითაც. ახალგაზრდები მეჯოგეობასაც მისდევდნენ და მიწათმოქმედებასაც.
1385 ამ დიდ საქმეს უძღვებოდნენ არა მარტო ცოდნით, არმედ დაუშრეტელი ენერგიითაც. მაიკლ და სენდი პეტერსონები უკვე ამთავრებდნენ თავიანთ ამბავს, როდესაც კაზუარინების ხეივნის ბოლოში მათი სახლიც გამოჩნდა. ლამაზი, მოხდენილი შენობა იყო, ნახევრად აგურით და ფიცრით ნაგები. გარშემო ემერფილის ბუჩქები ერტყმოდა.
1386 სახლის ხუროთმოძღვრება შვეიცარიულ ელეგანტურ შალეს მოგაგონებდათ. სახლს გარშემო ჩინური ფარნებით შემკული ვერანდა ჰქონდა. ფანჯრების წინ ფერად-ფერადი ტილოს მარკიზები დაედგათ, რომლებიც შორიდან ყვავილნარი გეგონებოდათ. ძნელი იყო ამაზე უფრო მოხდენილი, წარმტაცი და მოხერხებული ბინის აგება.
1387 მჩქეფარე ნაკადულებზე გადებული მშვენირი რკინის ბოგირის გაღმა გამოჩნდა მწვანეში ჩაფლული სახლი, როდესაც ბოგირს გასცდნენ, წარმოსადეგი და ბრგე მოურავი გამოეგებათ. სახლში შესასვლელი კარი ღია იყო და სტუმრები მდიდრულად მორთულ ოთახში შევიდნენ. თვალწინ ნაზი, არატისტული გემოვნების ფუფუნება წარმოუდგათ.
1388 ერთი სიტყვით, რასაც კი შეეძლო თვალწინ დაეყენებინა ევროპული ჩვეულებანი და ფუფუნება, ყველაფერი მოიპოვებოდა პეტერსონთა სახლში. შეიძლებოდა გეფიქრათ, რომელიმე ინგლისურ ციხე-დარბაზში ან ფრანგულ სასახლეში ვარო. დარბაზის ხუთი ფანჯრიდან ნაზი, თითქმის გაცხრილული სინათლე შემოდიოდა.
1389 ფართოდ გადაჭიმული ველი აღმოსავლეთ მხარეს ამართული მთების კალთებამდე აღწევდა. შიგადაშიგ მოჩანდა ტყე და კორდები პატარა მდელოებით. მწვანე ბორცვები ამ შორეულ მანძილზე გადაჭიმულ უსწორმასწორო სივრცეზე მომხიბვლელ, აუწერელ სანახაობას ქმნიდა. ქვეყნიერების ვერც ერთი სხვა ადგილი ვერ შეედრებოდა ამას.
1390 თხუთმეტი წუთიც არ გასულა, რომ ყველანი გარს უსხდნენ მდიდრულად გაშლილ სუფრას. კერძებისა და ღვინოების ღირსებას ნუღარ იკითხავთ, მაგრამ ჩვენს მოგზაურებს ამ ფუფუნეაში ყველაზე მეტად ახალგაზრდა სკვატერებსი ის თავდავიწყებული სიხარული სიამოვნებდათ, რომლითაც ისინი უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს.
1391 რა თქმა უნდა, მძარცველები ვერ გაბედავდნენ ამ სადგურზე თავდასხმას, რადგან აქ ასზე მეტი მოსამსახურე ტრიალებდა. მათი აზრით, მურეის უდაბურ ოლქში კატორღელები ვერაფერს მოიხელთებდნენ, ვერც ახალი სამხრეთ უელსის კოლონიაში დაიწყებდნენ ხეტიალს, აქ გზები კარგად არის დაცული. სწორედ ამ აზრის იყო აირტონიც.
1392 ქალებისათვის მდიდრული ეტლი გაემზადებინათ, რომელშიც წყვილ-წყვილად ება ოთხ-ოთხი ცხენი. ამ ეტლის მართვას დიდი ოსტატობა სჭირდებოდა და მეეტლეს შემთხვევა ეძლეოდა, თავი გამოეჩინა. მშვენიერი სანადირო თოფებით შეიარაღებული მამაკაცები ცხენებს მოახტნენ და ეტლის გვერდით მიათოხარიკებდნენ.
1393 თუ აქ მცხოვრებთა რიცხვი გერმანელებისას ჩამოუვარდებოდა, სამაგიეროდ, ცხვრისა და ცხენების რიცხვით ბევრად აღემატებოდა. მონადირეები იმდენ ნადირს აფრთხობდნენ, რომ მარეკთა მთელი არმიაც ვერ შეძლებდა ამას. თოფის სროლა არ წყდებოდა და შიშის ზარსა სცემდა ამ ტყე-ველის მშვიდობიან ოთხფეხა ბინადრებს.
1394 ანდიკუტი და ჩანთოსანი ცხოველია, ევროპის მელიაზე უფრო ეშმაკი და შინაური ფრინველების ქურდობაში კიდევ უფრო დახელოვნებული. ამ ცხოველს უსიამოვნო შესახედაობა აქვს, სიგრძით ერთ-ნახევარი ფუტი იქნება. ის პაგანელმა მოკლა და მონადირის თავმოწონებით ყველას უმტკიცებდა, მშვენიერი, მომხიბლავი ცხოველიაო.
1395 ოთხი საათი იქნებოდა, როდესაც ძაღლებმა წამოაგდეს ამ საინტერესო ძუძუმწოვარა ნადირების მთელი ჯოგი. პაწია კენგურები მაშინვე დედების ჩანთებში ჩაძვრნენ და წეროებივით გამწკრივებულმა მთელმა ჯოგმა მინდორს მისცა თავი. ამ ცხოველს უკანა ფეხები ერთიორად გრძელი აქვს, ვიდრე წინა. მისი ნახტომი გასაოცარია.
1396 ამ ღონიერ ნადირს მთელი ძაღლების ხროვაც ვერას დააკლებდა. ტყვიის მეტი ვერაფერი მოერეოდა ოთხფეხა ბუმბერაზს. ამ დროს რობერტი ლამის გაუფრთხილებლობამ იმსხვერპლა, დამიზნების დროს ძალიან მიუახლოვდა კენგურუს, რომელიც მას ეძგერა. რობერტი დაეცა. მერი გრანტმა ეტლიდან თვალი მოჰკრა და შეჰკივლა.
1397 ნადირობა დასრულდა. ბელადის დამკარგავი კენგურუს ჯოგი აქეთ-იქით გაიფანტა. მოკლული კენგურუ სახლში წამოიღეს. უკვე საღამოს ექვსი საათი იყო. მონადირეებს შესანიშნავი სადილი ელოდათ. სხვა კერძების გარდა, ძალიან მოეწონათ ბულიონი, რომელიც მზარეულს ავსტრალიური წესით მოემზადებინა კენგურუს კუდისაგან.
1398 ნაყინისა და შარბათის შემდეგ სტუმრები სასტუმრო დარბაზში დასხდნენ და მთელი საღამო მუსიკას მოანდომეს. ელენი საუცხოოდ უკრავდა და აკომაპნიმენტი გაუწია სკვატორებს. მაიკლ და სენდი პეტერსონებმა შესანიშნავად იმღერეს გუნოს, ვიქტორ მასნეს, ფელისიენ დავიდისა და რიჰარდ ვაგნერის ჰანგები.
1399 სკვატერების სახლი თვალს მიეფარა. მან თითქოს სიზმარივით გაიელვა მოგზაურების თვალწინ. პეტერსონების სამფლობელოს კი მთელი ხუთი საათის განმავლობაში ვერ გასცდნენ. მხოლოდ ცხრა საათისათვის ჩაუარეს უკანასკნელ მესერს და პატარა რაზმმა ფეხი შედგა ვიქტორიის პროვინციის თითქმის უცნობ მხარეში.
1400 მოღრუბლული ცა ძუნწად ატარებდა მზის სხივებს და ანელებდა მის სიკაშკაშეს. ამის გამო ტემპერატურაც ზომიერი იყო, თუმცა წინსვლა მაინც ძნელი გახდა, რადგან აღმართს შეუდგნენ, რომელიც თანდათან უფრო ციცაბო ხდებოდა. აქა-იქ უკვე მოჩანდა ბორცვები, რომლებიც გუმფისისი ხეებით იყო დაფარული.
1401 ქალები ცდილობდნენ, უდრტვინველად აეტანათ უხიერო მგზავრობა. ჯონ მანგლსი ორი მეზღვაურით ცხენდაცხენ მიუძღოდათ წინ და მარჯვე გზას ეძებდა, თავს არიდებდა ხრამებს, უღელტეხილებს, ვიწრო ხეობებს, როგორც მეზღვაურები იტყვიან, უკეთესი ფარვატერის ძებნაში იყვნენ. ძნელი და ზოგჯერ სახიფათო იყო ეს ამოცანა.
1402 მიკიტანი ხეპრე და ლოთი ახალგაზრდა გამოდგა, ეტყობოდა, მოგზაური სკვატერების გარდა თვითონვე იყო უპირველესი მომხმარბელი ჯინის, ვისკის თუ სხვა სასმელების, რაც კი სამიკიტნოში მოიპოვებოდა. შეკითხვებზე უხეშად და აგდებულად უპასუხებდა, მაგრამ მისმა პასუხმა აირტონი მაინც სწორ გზაზე დააყენა.
1403 გლენარვანმა რამდენიმე შილინგი გადაუგდო გასამრჯეოლოდ და წამოსასვლელად მოტრიალდა, როდესაც თვალი მოჰკრა კედელზე გაკრულ განცხადებას. ეს იყო კოლონიური პოლიციის მოწოდება, რომელშიც მოყვანილი იყო პერთის ციხიდან კატორღელეის გამოქცევის ამბავი, ხოლო ბენ ჯოისის თავი ას გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული.
1404 ორივენი ურემს დაუბრუნდნენ. რაზმი ლუკნოუს უღელტეხილისაკენ გაემართა. აქიდან იწყებოდა მთაგრეხილზე მიხვეულ-მოხვეულად მიმავალი გზა. მოგზაურები აღმართს შეუდგნენ. ძნელი სავალი იყო და ქალებსაც კი ხშირად უხდებოდათ ფეხით სიარული. აღმართზე ფორას მხრებით აწვებოდნენ, დაღმართზე კი აკავებდნენ.
1405 მკვეთრ მოსახვევებში, სადაც ფორანი ვერ მოტრიალდებოდა, ხარები უნდა გამოეხსნათ. აირტონმა ხარების მისაშველებლად ფორანში რამდენჯერმე შეაბა ისედაც ქანცგაწყვეტილი ცხენები. დაღლილობისა თუ სხვა მიზეზის გამო იმ დღეს ერთი ცხენი დაუვარდათ. ეს მოულოდნელად მოხდა, ცხენს საამისო არაფერი ეტყობოდა.
1406 ჩრდილოეთის მხარეს ომეოს ტბა ლაპლაპებდა, რომელიც სავსე იყო ათასგვარი ფრინველით. იმის იქით მურეის თვალუწვდენელი, ტრიალი ვაკე გადაჭიმულიყო, სამხრეთით ოქროს საბადოებითა და უღრანი ტყეებით მდიდარი ჯინსლენდის მინდვრები მწვანედ ხასხასებდა. ამ მიდამოებში სკვატერებსაც კი იშვიათად შეედგათ ფეხი.
1407 დახრილი მზის სხივები წითლად მოვარვარე ღრუბლებიდან მკაფიოდ ასურათებდნენ მურეის მიდამოეს. მთაგრეხილს მოფარებულ ჯინსლენდს კი, პირიქით, ჩრდილი მისდგომოდა და მის მხრეს მთელი სანახაობა ადრეულად ინთქმებოდა ღამის წყვდიადში. ღამის გასათევად ზეგანზე გაჩერდნენ, დილით კი ისევ თავქვე დაეშვნენ.
1408 პაგანელმა და რობერტმა იგემეს ასეთი ნატეხის სიმწვავე და მიხვდნენ, რომ მართლაც საჭირო იყო მორიდებოდნენ. ყინულის წვეტიანმა ნატეხმა რამდენიმე ადგილას გახვრიტა ურმის ტილოს ჩარდახი, ზოგი ნატეხი მძლავრად ერჭობოდა ხის ქერქში. გამოდარებამდე დასჭირდათ ლოდინი, თორემ ღია ცისქვეშ შეიძლებოდა სულიც ამოხდომოდათ.
1409 მაიორმა და კაპიტანმა თავისი გაიტანეს, დაადგინეს, რომ საკითხი ტუფოლდში მისვლის შემდეგ გადაეწყვიტათ. მაიორი აირტონს დააკვირდა და მის სახეზე იმედგაცრუება და უკმაყოფილება ამოიკითხა, მაგრამ კრინტიც არ დაუძრავს. ავსტრალიის ალპების ძირას გადაჭიმული მინდვრები მხოლოდ ოდნავ დაქანებულიყო აღმოსავლეთისაკენ.
1410 ამას გრძნობდნენ ადამიანებიც და ცხოველებიც, მაგრამ მაინც წინ მიიწევდნენ. მყუდროებას მხოლოდ აირტონი არღვევდა, რომელიც ხმაურით მიერეკებოდა ქანცგამოლეულ ხარებს. შუადღიდან ორ საათამდე მგზავრებმა გაიარედ დიდი გვიმრის ტყე, რომელიც მოგზაურობით ნაკლებდაინტერესებულ მგზავრებსაც კი აღტაცებაში მოიყვანდა.
1411 გლენარვანი საგონებელს მიეცა. ამ უდაბნოში ცხენის შოვნა შეუძლებელი იყო. თუ ეპიდემიაა, ძალიან შეაფერხებს ჩვენს ექსპედიციას, ფიქრობდა იგი. საღამოს მისი მოსაზრება დადასტურდა. მესამე ცხენიც, ვილსონისა, დავარდა და მოკვდა. უფრო დამაფიქრებელი ის იყო, რომ იმავ საღამოს ერთი ხარიც მოკვდა.
1412 განა შეეძლოთ ას ოცი მილის ფეხით გავლა ტუფოლდის ყურემდე? შეფიქრიანებულმა ჯონ მანგლსმა და გლენარვანმა დარჩენილი ცხენები საფუძვლიანად დაათვალიერეს, იქნება გადავარჩინოთ როგორმეო. არც ერთ ცხენს არ აღმოაჩნდა არავითარი სნეულების ან სისუსტის ნიშანი, სრულიად ჯანსაღები იყვნენ და ადვილად იტანდნენ მგზავრობას.
1413 გლენარვანმა გული დაიმშვიდა, ეს უცნაური ეპიდემია სხვა ცხოველებზე არ გავრცელდებაო. აირტონიც გაკვირვებული იყო უნცაური მოვლენით. რაზმი გზას გაუდგა. ახლა ფორანი გადაიქცა დასასვენებელ ადგილად ფეხით მოსიარულე დაღლილი მამაკაცებისათვის, ისინი რიგრიგობით სარგებლობდნენ ამ უფლებით.
1414 ოლბინეტმა ამას ნახევარი კასრი შოტლანდიური ელიმოანდომა. პაგანელი ბევრს ყლურწავდა და ყველაზე მეტს ლაპარაკობდა სხვადასხვა სიგანეზე. ასე ჩინებულად დაწყებული დღე, ალბათ კარგადვე უნდა დამთავრებულიყო. მგზავრებმა თხუთმეტი მილი გაიარეს და წითელნიადაგიან ოღროჩოღრო ადგილებს გასცდნენ.
1415 მოსაღამოვდა, ჰორიზონტზე გაწოლილი ხშირი ნისლი სნოუს დინებას აღნიშნავდა. მგზავრებმა რამდენიმე კილომეტრი გაიარეს. პატარა მაღლობის იქით მინდორი იწყებოდა, მაგრამ მოულოდნელად ფორანი წინა თვლებით ნიადაგში ჩაეფლო ღერძამდე. - ფრთხილად! - გასძახა აირტონმა უკან მომავალ ცხენოსნებს.
1416 აირტონმა რის ვაივაგლახით ამოათრია მუცლამდე ლაფში ჩაფლული ხარები. ყოფილმა ბოცმანმა ისინი ცხენებთან ერთად გალალა საძოვრად საგანგებოდ შერჩეულ ადგილზე. საქონლისათვის საკვების შოვნა მისი მოვალეობა იყო და ამ საღამოს კი ისეთი გულმოდგინებით ზრუნავდა, რომ გლენარვანმა დიდი მადლობა გამოუცხადა.
1417 ეს ამ ჯანსაღ ქვეყანაში სახიფათო არ არის. მალე ყველანი ძილს მიეცნენ. სიბნელეს აძლიერებდა ცაზე გადაკრული სქელი ნისლი, ჰერი არ იძვროდა, ღამის მყუდროებას მხოლოდ ზღვატყეპელა ფრინველი არღვევდა, დროდადრო გუგულივით ნაღვლიანად რომ გაიძახოდა. ღამის თორმეტ საათზე მაიორს გამოეღვიძა.
1418 მალე ნათლად გაარჩია რამდენიმე კაცი, რომლებიც, როგორც შეატყო, მიწაზე რაღაცის კვალს დაეძებდნენ. გადაწყვიტა, გაეგო, რა უნდოდათ ამ კაცებს. მაიორი არ შეყოყმანებულა. ამხანაგების გაუღვიძებლად, პირადი პასუხისმგებლობით გადაწყვიტა მოქმედება. ნამდვილი ველური მოხერხებით შეცურდა მაღალ ბალახში და გაინაბა.
1419 ამის შემდეგ აღარავის დასძინებია. და სხვადასხვა საკითხზე საუბრობდნენ. მაიორი კი დუმდა. მისი მცირე ხნით წასვლა ვერავის შეემჩნია. თავსხმას ბოლო არ უჩანდა. საფიქრებელი იყო, რომ მდინარე სნოუ ადიდდებოდა, წყლით გაჟღენთილი ნიადაგიც გაფუვდებოდა და ფორანი უფრო ღრმად ჩაეფლობოდა ჭყანტობში.
1420 ამიტომ მიულრედი, აირტონი და ჯონ მანგლსი რამდენჯერმე წავიდნენ მდინარის პირას მისი სიღრმის შესამოწმებლად და თავიდან ფეხებამდე გალუმპული დაბრუნდნენ. როგორც იქნა, ეღირსათ გათენება. წვიმას გადაეღო, მაგრამ მზეს ისევ ნისლი ფარავდა. საითაც კი გაიხედავდით, ყველგან ტბასავით იდგა მოყვითალო გუბეები.
1421 მიწას ოხშივარი ასდიოდა და მავნე სინოტივე ეფინებოდა მიდამოს. გლენარვანს ყველაზე საჭირო საგნად ფორანი მიაჩნდა და მის დასათვალიერებლად გაეშურა. იგი დაბლობ ადგილას, თიხნარში იყო ჩაფლული. წინა ღერძს ტალახი შემოსდგომოდა, უკანა თვალებს - ნაკლებად მისი ამოთრევა ძნელი საქმე იყო.
1422 ეს იყო უზარმაზარი გუმფისის უბადრუკი შავბნელი ტყე. მეტწილად გამხმარი და ქერქგაცლილი ხეები ერთიმეორისაგან საკმაო მოშორებით იდგა, თითქოს კორპის ტყე გაუქერქიათო. მათი გამხმარი კენწეროები ორასი ფუტის სიმაღლეზე აზიდულიყო. ამ ჩონჩხებზე წამლად ვერ ნახავდით ვერც ერთ ფოთოლს, ვერც ერთ ფრინველს.
1423 რას უნდა მიეწეროს ასეთი მოვლენა, რომელიც ავსტრალიაში ხშირია? არავინ იცის. ეს ადგილი მწვანედ მოღაღანე ტყეებად არც ადვილობრივ მცხოვრებთ ახსოვთ, არც მათ მამებს და არც მათ მამა-პაპას. გლენარვანი შესცქეროდა ლეგა ცას, რომელზეც მკაფიოდ ისახებოდა გუმფისის ხის ხმელი შტოების მოხაზულობა.
1424 აირტონი განცვიფრდა, რომ ცხენებიც და ხარებიც იქ ვეღარ იპოვა, სადაც დატოვა, თუმცა დაბორკილი ცხოველები შორს ვერსად წავიდოდნენ. დიდხანს ეძებეს, მაგრამ ვერ მიაგნეს. გაოგნებული აირტონი სნოუს ნაპირებს დაუბრუნდა, სადაც დიდრონი მიმოზები გაზრდილიყო. საქონელს შეეხმიანა, მაგრამ ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა.
1425 არიტონი და ორივე მეზღვაური ურემს ეჯაჯგურებოდნენ ლაფიდან ამოსათრევად. ხარი და ცხენი შეაბეს, საქონელს ძარღვები დაეძაგრა და გასკდომაზე ჰქონდა, ვილსონი და მიულერდი თვლებს მხრების აწვებოდნენ, აირტონი საქონეს უყვიროდა, მაგრამ ფორანს ადგილიდან ძვრა ვერ უყვეს. ზედ შემხმარი თიხა ცემენტივით იჭერდა მას.
1426 თქვენ ვიქტორიის ყველაზე უფრო უდაბურ ნაწილში მოგიხდებათ სიარული. როგორც სკვატერებმა თქვეს, აქ არაფერი შეგვხდება, არც ერთი სადგური, ცულით დაგჭირდებათ გზის გაკაფვა. მერწმუნეთ, სწრაფი სიარული შეუძლებელი იქნება, - თქვა აირტონმა. ყოფილი ბოცმანი მეტად თავდაჯერებით ლაპარაკობდა.
1427 აირტონის თვალებში სიხარულის ნაპერწკალმა იელვა. პირი მიიბრუნა, მაგრამ მიიბრუნა, მაგრამ სიხარული მაინც შეამჩნია ჯონ მანგლსმა და გულში კვლავ უნდობლობამ გაჰკრა. აიროტნი გამგზავრების სამზადისს შეუდგა. ორივე მეზღვაური ეხმარებოდა. ერთი მათგანი ცხენს უკაზმავდა, მეორე საგზალს უმზადებდა.
1428 იმ წუთს კარავში შემოსული აიროტნი წელში გასწორდა, მის ხელში რევოლვერმა გაიელვა და იჭექა. გლენარვანი ძირს დაეცა. მოულოდნელობისაგან ერთხანს გამშრალი ჯონ მანგლსი და მეზღვაურები გამოედევნენ აირტონს, მაგრამ თავზეხელაღებული კატორღელი უკვე ჭალას მიეფარა, თავის ამხანაგებთან, რომლებიც ტყის პირას უცდიდნენ.
1429 გლენარვანი, რობერტი და ოლბინეტიც დამცელებს შეუერთდნენ. ყოველივე ეს თვალის დახამხამებაში მოხდა. ჯონ მანგლსი გაფაციცებით უთვალთვალებდა ჭალის ნაპირს. სროლა მაშინვე შეწყდა, რაწამს ბენ ჯოისმა ტყეს მიაღწია. ორივე მხრიდან ერთობლივი სროლის შედეგად ერთბაშად სამარისებური მყუდროება ჩამოვარდა.
1430 გასტროლობიუმის მაღალი შტოები არ იძვროდა, ალბათ, თავდასხმა შეწყდა. თავდამსხმელები უკვალოდ დაიკარგნენ. მაირომა და ჯონ მანგლსმა დიდ ხეებამდე დაზვერვეს მიდამო. ტყის პირი და ახლომახლო ადგილები დაცარიელებულიყო, მხოლოდ მრავალი ფეხის კვალი ემჩნეოდა და აქა-იქ კიდევ ხრჩოლავდა დენითის საცობი.
1431 ეს ჯაგები ფორნის გარშემო სულ უნდა გავკაფოთ. მაირომა და მანგლსმა გულდასმით დაათვალიერეს მიდამოები. ტყის პირიდან მდინარემდე არც ერთ კატორღელს არ შეხვედრიან. ბენ ჯოისის ბრბო თითქოს სადღაც გადაიკარგა, როგორც მტაცებელი ფრინველების გუნდი. ასეთი გაუჩინარება გასაოცარიც იყო და საშიშიც.
1432 როდესაც ბენ ჯოისის ტყვიით დაჭრილი გლენარვანი ძირს დაეცა, ელენი თავზარდაცემული მივარდა ედვარდთან. მერე კი გულმადმა ქალმა ფორნისაკენ გაიტაცა გლენარვანი, სადაც მაიორმა დაჭრილი მკლავი გაუსინჯა და გაარკვია, რომ ტყვიას რბილში გაევლო, არც ძვალი და არც კუნთი არ ჰქონდა დაზიანებული.
1433 როდესაც მაკ-ნაბსი ხშირ ბალახებსა და ჯაგებში მიიმალა, შეუმჩნევლად მიცოცდა თურმე შემჩნეული ლანდების ახლოს, რომელთაც ფოსფორული მცენარეები მკრთალ შუქს ჰფენდნენ. მან გაარჩია, რომ სამი კაცი აკვირდებოდა მიწას და ახალ კვალს ეძებდა. იმ სამ კაცში მაკ-ნაბსმა იცნო ბლეკპოინტელი ნალბანდი.
1434 ამას ადასტურებს ის ფაქტები, რომლებიც დაგვისახელა აირტონმა. ამასვე მოწმობს ჩვენგან მოსმენილი კატორღელების წუხანდელი საუბარიც. ამიტომ ნუღარ გამოვეკიდებით უნაყოფო ჰიპოთეზებს და პირდაპირ დავასკვნათ, რომ ბენ ჯოისი არის აირტონი. სწორედ ისე, როგორც აირტონი არის ბენ ჯოისი, ე.ი.
1435 ჩვენ გადავწყვიტეთ ექსპედიციის მოწყობა. ვიმერაზე ის თავისი ბრბოს ერთ-ერთ წევრს, ბლეკპიოინტელს ნალბანდს მოეთათბირა და ამგვარად მთელ ბრბოს საშუალება მისცა, კვალდაკვალ აგვდევნებოდა, ჩვენი ცხენებისა და ხარების მოწამვლაც მისი საქმე იყო. შეგვიტყუა სნოუს ჭაობებში და ხელთ მიგვცა თავისი ამხანაგების ბრბოს.
1436 მისი წარსული ნათლად აღადგინა მაირომა, ეს არამზადა მართლაც გამბედავი და საშინელი ავაზაკი გამოდგა. რაკი მისი მზაკვრული ზრახები გამოაშკარავდა, გლენარვანს დიდი სიფრთხილე სჭირდებოდა. საბედნიეროდ, აშკარა ავაზაკისაგან თავის დაცვა უფრო ადვილი იყო, ვიდრე მოღალატე მსახურებისაგან.
1437 იციან, რომ ჩვენ ჩინებულად ვართ შეიარაღებული. იქნებ დაღამებას ელიან, რომ მაშინ დაგვეცნენ. ღამე მეტი სიფრთხილე გვმართებს. ოჰ, რომ შეგვეძლოს ამ ჭაობის დატოვება და აღმოსავლეთისაკენ წასვლა, მაგრამ გზა მოგვიჭრა ადიდებულმა მდინარემ. არ დავიშურებდი იმ ტივის წონა ოქროს, რომლითაც შევძლებდით გაღმა გასვლას.
1438 ელენმა მაშინვე შეიტყო მელბურნში გაგზავნის გადაწყვეტილება და მიულრედის ისეთი მშვენიერი სიტყვებით მიმართა, რომ ამ პატიოსან მეზღვაურს გულის სიღრმემდე ჩასწვდა. ყველანი იცნობდნენ მიურედის, როგორ მამაცს, გონიერსა და ღონიერ ადამიანს, რომელიც ადვილად აიტანდა ყოველგვარ დაღლილობასაც.
1439 ცხენის მომზადება ვილსონმა იკისრა. მან მოისაზრა, რომ ცხენისათვის გამოეცვალა ბლეკპოინტელი ნალბანდის დაკრული ნალები. მკვდარ ცხენს აჰყარა ნალები და მიულრედის ცხენი იმით დაჭედა, რათა კატორღელები ნალის კვალზე ვეღარ ასდევნებოდნენ მის გზას. ფეხდაფეხ ვერც კი მიჰყვებოდნენ, რადგან მათ ცხენები არ ჰყავდათ.
1440 სანამ ვილსონი ამ საქმეს აკეთებდა, გლენარვანი წერილს ამზადებდა ტომ ოსტინთან, მაგრამ რადგანაც დაჭრილი ხელით უძნელდებოდა წერა, მდივნობა პაგანელს სთხოვა. მეცნიერი რაღაც ფიქრში იყო ჩაძირული და სააქაოს აღარ ეკუთვნოდა. ამ გასაჭირში პაგანელი მხოლოდ იმ ნაპოვნ ბარათებზე ფიქრობდა, რომელიც სწორედ ვერ ამოეკითხა.
1441 მიულრედის გასამგზავრებლად ყველაფერი მზად იყო. გულადი მეზღვაური ბედნიერად თვლიდა თავს, რომ შემთხვევა მიეცა თავისი ერთგულება დაემტკიცებინა გლენარვანისათვის. პაგანელიც სრულიად დამშვიდდა და ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგა. მის გამოხედვას ჯერ კიდევ დაფიქრება ეტყობოდა, მაგრმ ცდილობდა, არფერი გაემხილა.
1442 ამ გზას არ უნდა გასცდენოდა და გზის შესამოკლებლად საცალფეხო ბილიკებს არასად გაჰყოლოდა ამ უცნობ ადგილებში. საერთო გზა სწორი და გასაგები იყო და მიულრედის არ აებნეოდა. სიფრთხილე განსაკუთრებით მართებდა ბანაკიდან რამდენიმე მილის მანძილზე, სადაც შესაძლოა ჩასაფრებული ყოფილიყო ბენ ჯოისი თავისი ბრბოთი.
1443 რაკი ამ მიდამოებს გასცილდებოდა, მიულრედი შორს ჩამოიტოვებდა კატორღელებს და მშვიდობიანად შეასრულებდა დაკისრებულ დავალებას. ექვს საათზე ყველამ ერთად ივახშმა. შხაპუნა წვიმა მოდიოდა. კარავი ვერ იჭერდა წვიმას და ყველამ ფორანს შეაფარა თავი. თავდამსხმელთ მოგერიება აქედან უფრო მოსახერხებელი იყო.
1444 მთავარი ის იყო, მიულრედის მოეხერხებინა სახიფათო დავალების შესრულება. რვა საათზე სულ ჩამობნელდა. გამგზავრების დრო დადგა. მიულრედის ცხენი მოუყვანეს, ჩლიქებზე ნაბადები ჰქონდა ამოკრული, რომ ფეხის ჩქამი არ გამოეცა. ცხენი დაქანცულს ჰგავდა და მისი მუხლების გამძლეობაზე იყო დამოკიდებული ყველას ბედი.
1445 უმჯობესია, ერთი დღით დაიგვიანო, ვიდრე ბედზე მიაგდო საქმეო. ჯონ მანგლსმა მეზღვაურს გადასცა რევოლვერი, რომელიც საგანგებოდ გატენა. ეს საშინელი იარაღი იყო გულადი კაცის ხელში, რადგან წამში ექვსჯერ გავარდებოდა და კატორღელების შეკრულ გზასაც გაარღვევინებდა. მიულრედი ცხენზე შეჯდა.
1446 ხმელი ტოტები სველ დედამიწაზე ცვიოდა, ურიხცვი გამხმარი ხე პირქვე დაეცა, ქარიშხლის ღმუილს ხეების ჭახაჭუხი და სნოუს ბუტბუტი ემატებოდა. უზარმაზარი ღრუბლები, რომელბსაც ქარიშხალი აღმოსავლეთისაკენ მიერეკებოდა, მიწის პირამდე აღწევდნენ. ამ მშფოთვარე ღამის საშინელებას კუნაპეტი სიბნელე აორკეცებდა.
1447 ელენს, მერის, გლენარვანსა და პაგანელს მისი პირველი ნაწილი ეკავათ, რომელიც ყველა მხრიდან დახურული იყო. მეორე განყოფილებაში იყვნენ ობლინეტი, ვილსონი და რობერტი. მაიორი და ჯონ მანგლსი კი გარედან დარაჯობდნენ, რადგან მოსალოდნელი იყო კატორღელების თავდასხმა, რასაც ამინდი ხელს უწყობდა.
1448 ორივენი ფილოსოფიური სიდინჯით იდგნენ ამ თავსხმასა და ქარტეხილში, რომელიც სახეში სცემდათ. გაფაციცებით აკვირდებოდნენ გარშემო ჩამოწოლილ წყვდიადს, რადგან ამ ხმაურში, ამ ჭახაჭუხსა და გრიგალის ღმუილში ისინი სმენით ვერაფერს არჩევდნენ. დროგამოშებით გრიფალი ოდნავ მიყუჩდებოდა ხოლმე.
1449 სულგანაბულებმა ყური დაუგდეს. უცნაური სტვენა კვლავ მოესმათ და თითქოს პასუხად სროლის ხმაც მოჰყვა, თუმცა ძალიან გაურკვევლად, რადგან გრიგალმა ამ დროს საშინელი ძალით დაქრლა. ამ დროს ფორნის ტყავის ფარდა გადაიწია და გლენარვანი მათთან გადმოვიდა. საბედისწერო სტვენა იმასაც გაეგონა და შემდეგ სროლის ხმაც.
1450 თქვენ გინდათ, სათითაოდ დაგვხოცონ, დაგვასუსტონ და მერე ცხვრებივით წინ გაგვიგდონ! თუ მიულრედი იმსხვერპლეს, რა თქმა უნდა დიდი უბედურებაა, მაგრამ მიმატება აღარ უნდა. მიულრედის კენჭი ერგო და გაემგზავრა. მე რომ შემხვედროდა კენჭი, მეც წავიდოდი, მაგრამ შველის იმედი არსაიდან მექნებოდა.
1451 ჩემკენ! ხმაში განწირულება და სისუსტე ისმოდა. ჯონ მანგლსი და მაიორი ძახილის მხარეს გაექანენ და თავს წაადგნენ დაჭრილსა და მისუსტებულ მიულრედს. როდესაც ასწიეს, ხელზე სისხლი იგრძნეს. წვიმამ უფორ წამოუშინა, ქარი უფრო გამწარებით უბერავდა და გაშმაგებით დაქროდა ხის კენწეროებში.
1452 გლენარვანმა, მაიორმა და მანგლსმა მიულრდი ფორნამდე მიიტანეს. ყველანი შეეგებნენ. პაგანელი, რობერტი, ვილსონი და ოლბინეტი ურმიდან ჩამოხტნენ. ელენმა ფორანში თავისი განყოფილება დაუთმო საბრალო მიულრედის. მაიორმა სისხლში მოსვრილი ქურთუკი გააძრო და ჭრილობას მიაგნო. ხანჯალი ჰქონდა დაკრული მარჯვენა ფერდში.
1453 იარაღი შეხებოდა თუ არა მთავარ ორგანოებს, ჯერ ვერ შეატყო. ჭრილობიდან ღია წითელი სისხლი სდიოდა. დაჭრილის სიფერმკრთალე და მისუსტება ადასტურებდა, რომ ჭრილობა მძიმე იყო. მაიორმა იარა ცივი წყლით მოჰბანა, ზედ აბედის სქელი ნაჭერი დაადო, ფილთა დაატანა და შემდეგ სახვევით მაგრად შეუხვია.
1454 წერილი?... გლენარვანმა ჯიბეები გაუჩხრიკა მიულრედის. ტომ ოსტინისათვის მიწერილი წერილი იქ არ აღმოჩნდა. მშფოთვარე და გაურკვეველი იყო მათთვის ის ღამე. შიშობდნენ, მიულრედი ხელიდან არ გამოსცლოდათ. საშინალად შეაცივა. ელენი და მერი მოწყელების დებად გაუხდნენ და გვერდიდან არ შორდებოდნენ.
1455 დედამიწა მოფენილი იყო გრიგალისაგან ჩამომტვრეული ტოტებით. ნიაღვარისაგან დამბალი თიხა უფრო ატალახებულიყო და ფორანთან მისვლა გაეძნელებინა, მაგრამ თვით ფორანი უფრო ღრმად კი ჩაფლულიყო. განთიადისას ჯონ მანგლსი, პაგანელი და გლენარვანი მიდამოს დასაზვერავად გაემართნენ. ისინი სისხლის კვალს გაჰყვნენ.
1456 სისხლის კვალმა ისინი იმ ადგილამდე მიიყვანა, სადაც თავდასხმა მოხდა. იქ ეგდო მიულრედის ტყვიით განგმირული ორი კაცი. ერთი მათგანი ბლეკპოინტელი ნალბანდი აღმოჩნდა, რომლის დამანჭული სახე საზიზღარი სანახავი იყო. გლენარვანი ამ ადგილს აღარ გასცდენია - კეთილგონიერება არ მოითხოვდა შორს წასვლას.
1457 აქედან ახალი სამხრეთ უელსის მიოსაზღვრე ქალაქ დელეგეიტამდე ოცდათხუთმეტი მილი იყო, იქ მათ შეეძლოთ გადასაზიდი საშუალებანი ეშოვათ ტუფოლდის ყურემდე მისაღწევად. იქიდან კი დეპეშას გაუგზავნიდნენ მელბურნში ტომ ოსტინს. მართალია, ყველა ეს ღონისძიება ურიგო არ გახდლათ, მაგრა დაგვინებული კი იყო.
1458 მართლაც, ავადმყოფი ერთი საათის წინ გონზე მოვიდა, ციება უკლო. მაშინვე გლენარანი ან მაიორი მოითხოვა. მაკ-ნაბსმა მისუსტებულ ავადმყოფს ლაპარაკი აუკრძალა, მაგრამ მიულრედიმ დაჟინებით მოითხოვა მოესმინათ და მაიორიც დაჰყვა მის ნებას. მათი საუბარი გლენარვანის დაბრუნებამდე რამდენიმე წუთის წინ დაწყებულიყო.
1459 გლენარვანი მოუთმენლად მოელოდა მაიორის გამოსვლას. მალე გადაიწია ფორნის ფარდა. მაიორი გადმოხტა და თანამგზავრებს მიუახლოვდა გუმფისის ხის ძირას, სადაც კარავი ედგათ. ჩვეულებრივ მისი უშფოთველი სახე ამჟამად მწუხარებას მოეცვა. ელენსა და მერის რომ გადახედა, თვალებში სევდა მოაწვა.
1460 ცხენს მიერეკებოდა რამდენადაც ღამის წყვდიადი ნეას აძლევდა. მისი ვარაუდით, ორი მილი ექნებოდა გავლილი, როდესაც მას ხუთი კაცი გადაეღობა გზაზე. ცხენი ყალყზე შედგა, მიულრედიმ რევოლვერი იძრო და სროლა ატეხა, ისე ეჩვენა, თითქოს ორი მათგანი წაიქცა. სროლის სინათლეზე მან იცნო ბენ ჯოისი.
1461 კემპლპირის ხიდზე გადასვლა შესაძლებელი იყო, მაგრამ სახიფათო. კატორღელებს შეეძლოთ იქ ჩასაფრებოდნენ, რომ არ გაეტარებინათ. ვინ იცის, იქნებ ოცდაათნიც არიან შვიდი კაცის წინააღმდეგ, მაგრამ არის წუთები, როდესაც ასეთ მოსაზრებებს ძალა ეკარგება და რაც უნდა მოხდეს, მაინც წინ უნდა წახვიდე.
1462 მათი წინადადება მიიღეს. ჯონ მანგლსი და პაგანელი წასასვლელად გაემზადნენ. ისინი უნდა გაჰყოლოდნენ სნოუს მდინარებას, ნაპირ-ნაპირ, ვიდრე მიაღწევდნენ ბენ ჯოისის დასახლებულ ხიდს. იქ მისაღწევად დიდი სიფრთხილე მართებდათ, რადგან მოსალოდნელი იყო, რომ კატორღელები ხიდის ორივე მხარეს უდარაჯებდნენ.
1463 გლენარვანი ათჯერ მაინც გავიდა მდინარის დასახედად. ცდილობდა, გამოენახა გადასვლის რაიმე საშუალება, მაგრამ ამაოდ. წყლის ნაცვლად ღველფი რომ მოდენილიყო, იმაზე ძნელი გადასასვლელი აღარც ის იქნებოდა. ამ გულდასაწყვეტი საათების სვლაში ელენი და მაიორი მთელ დროს მიულრედიზე ზრუნვას ანდომებდნენ.
1464 მეზღვაური გრძნობდა, რომ ძალღონე უბრუნდებოდა. ახლა მაკ- ნაბსი დარწმუნებით ამბობდა, არც ერთი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ აქვსო. ავადმყოფის სისუსტე ბევრი სისხლის დაკარგვის შედეგი იყო. მხოლოდ დრო იყო საჭირო მისი ჯანღონის აღსადგენად. ელენმა მოითხოვა, რომ მიულრედი პირველ განყოფილებაში დარჩენილიყო.
1465 მაიორი და გლენარვანი მდინარის სათავისაკენ აუყვნენ, მაგრამ ხუთი მილის მანძილზე ვერსად ნახეს ისეთი ფონი, რომ გასვლა შესაძლებელი ყოფილიყო. მდინარე ყველგან გაშმაგებით მოაგორებდა ბობოქარ ტალღებს. ავსტრალიის ალპების მთელი ნიაღვრის წყალი სამხრეთის ფერდობებიდან ამ ერთ კალაპოტში მიექანებოდა.
1466 მდინარემაც ამ დროს შესამჩნევად იკლო. ღვართქაფი თანდათან მდინარედ იქცა, თუმცა სწრაფად მიექანებოდა. ჯონ მანგლსს მაინც იმედი ჰქონდა, რომ სიმარჯვის გამოჩენით მშვიდობიანად მიაღწევდნენ გაღმა ნაპირს. პირველის ნახევარი იქნებოდა, როდესაც ტივზე გადაიტანეს სურსათ-სანოვაგე, სულზე ორ-ორი დღისათვის საკმარისი.
1467 ჯონ მანგლსმა ტივის თავში დაატანა ერთგვარი ნიჩაბი მდინარების წინააღმდეგ საბრძოლველად და ამ ნიჩაბს ვილსონი მიუჩინა, თვითონ კი ტივის ბოლოში დადგა, სადაც საჭის მაგიერ ტივის მისაბრუნებელ- მოსაბრუნებელი ნიჩაბი ჰქონდა დატანებული. ელენი და მერი გრანტი ტივის შუა ადგილას მოათავსეს, მიულრედის მახლობლად.
1468 გეზი მდინარის აღმა! ჯონ მანგლსმა ტივი ახსენა და ორთაყვირით კიდეც მოაცილა. პირველ წუთებში ყველაფერი რიგზე მიდიოდა. ვილსონი მდინარებას არ ანებებდა, რომ ტივი გაეტაცა, მაგრმ ტივი მალე მოხვდა მორევში და ტრიალი იწყო. ნიჩბები აღარ მოქმედებდა. ვილსონი და მანგლსი ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ ვერაფერი გაეწყოთ.
1469 ძალაუნებურად უნდა მიჰყოლოდნენ წყლის მდიანრებას, რომელმაც ტივი საშინელი სისწრაფით დაატრიალა და ქვევითკენ გააქანა. კბილებმოჭერილი და ფერწასული ჯონ მანგლსი მდინარეს დააცქერდა. ტივმა მდინარის შუაგულამდე მიაღწია, თუმცა მდინარებამ ნახევარი მილით ქვემოთ დასწია გამოსვლის წერტილიდან.
1470 მდინარება აქ უფრო ძლიერი იყო და მორევის ძალას აღემატებოდა, რის გამოც ტივს ერთგვარი მყარი მდინრება მიეცა. ჯონ მანგლსმა და ვილსონმა ისევ მოჰკიდეს ნიჩაბს ხელი და ტივის დამრეცით წაყვანა შეძლეს. გაღმა ნაპირამდე ასი მეტრიღა ჰქონდათ დარჩენილი, როდესაც ვილსონს ნიჩაბი გადაუტყდა.
1471 ვილსონი დასისხლიანებული ხელებით მიეშველა და ორივემ შეძლეს ტივის დამორჩილება. ნახევარი საათის შემდეგ ტივი ისე მძლავრად დაეჯახა გაღმა ნაპირს, რომ ღვლეჭები და თოკები დაუწყდა, ტივი გაიშალა და მორებშუა აქაფებული ტალღები ამოშხაპუნდა. მგზავრებმა ძლივს მოასწრედ ნაპირიდან წამოხრილ ტოტებზე ჩამოკიდება.
1472 მდინარეს გავიდნენ, მაგრამ თითქმის უსურსათოდ დარჩნენ დელეგეიტიდან ორმოცდაათი კილომეტრის დაშორებით, უცნობ უდაურ ადგილებსი, ვიქტორიის პროვინციის საზღვარზე. აქ არც კოლონისტები იყვნენ, არც სკვატერები, რადგანაც ეს კუთხე მთლიანად უკაცრიელია. მაიორმა ურჩია, დაუყოვნებლივ განეგრძოთ გაზა.
1473 საკაცეს გავაკეთებ და რიგრიგობით გატარებთ. საკაცე ევკალიპტების შტოებისაგან შეკრეს, ლერწამი და მწვანე ბალახი ჩააგეს. მიულრედი ძალაუნებურად დათანხმდა შიგ ჩაწოლას. გლენარვანს უნდოდა თვითონ ეტარებინა თავისი მეზღვაური. დასწვდა საკაცის ერთ მხარეს, მეორე მხრიდან კი ვილსონი და მთელი რაზმი გზას გაუდგა.
1474 მგზავრობის პირველი დღე სევდიან მდუმარებაში გაილია. ყოველ ათ წუთში ერთხელ რიგრიგობით იცვლებოდნენ საკაცესთან. თუმცა პაპანაქება იყო, მაგრამ ყველანი ხალისიანად ეწეოდნენ ამ მძიმე ტვირთს. საღამო ხანს, ხუთი მილის გავლის შემდეგ, ღამის გასათევად ბინა დაიდეს გუმფისის ხეების ძირას.
1475 ახლა მხოლოდ მაიორის კარაბინის იმედზეღა იყვნენ ყველანი. საძაგელი ღამე იყო. წვიმდა. გათენებას აღარ ეშველა. ბოლოს, როგორც იყო, გათენდა და გზას გაუდგნენ. მაიორს თოფის გასროლის შემთხვვა არსად ეძლეოდა. ეს ვერანა ქვეყანა უდაბნოზე უარესი იყო, რადგან ცხოველების ჭაჭანება არსად ჩანდა.
1476 სილით დაფენილი ველი ჯაგარივით ეკლიანი ბალახით იყო დაფარული. ტანისამოსს უგლეჯდა, ფეხებს უკაწრავდა და უსისხლიანებდა, მაგრამ მამაცი ქალები არ წუწუნებდნენ. ვაჟკაცურად მიაბიჯებდნენ წინ და თანამგზავრებსაც ახალისებდნენ მზერით თუ საუბრით. საღამო ხანს ბულა-ბულას მთის ძირას დაიბანაკეს, იუნგალას ხევის პირას.
1477 სამარხვო ვახშამი ელოდათ, მაგრამ ბედად მაირომა, როგორც იქნა, მოკლა ერთი ზორბა ვირთაგვა, რომელი საუცხოო საჭმელად მიიჩნიეს. ოლბინეტმა შეწვა იგი. მგზავრებს ძალიან ეგემრიალათ და სანანებლად მხოლოდ ის დარჩათ, რომ ეს ვირთაგვა თოხლისოდენა არ იყო, მაგრამ რა გაეწყობოდა, რაც იყო, იმით უნდა დაკმაყოფილიყვნენ.
1478 უსმელ- უჭმელობა საღამომდე რომ გაგრძელებულიყო, ყველანი დაცვივდებოდნენ და ვეღარც წამოდგებოდნენ, მაგრამ მოულოდნელად წყალს წააწყდნენ. ეს იყო მარჯნისებური ფორმის ბუჩქნებზე ჩამოკიდებული ფინჯნის მოყვანილობის ყვავილები, რომლებიც წყლით იყო სავსე. მგზავრებმა წყურვილი მოიკლეს და ძალ-ღონის მომატება იგრძნეს.
1479 თავშესაფარი არსად იყო. საბედნიეროდ, ჯონ მანგლსი წააწყდა ხისმჭრელების მიტოვებულ ქოხს. იოლდ უნდა წასულიყოვნენ ამ ტოტებისაგან აგებული ფანჩატურით, რომელიც ჩალით იყო დახურული. ვილსონმა ცეცხლის დანთება მოიწადინა, რომ ნარდუს პური გამოეცხოთ და ნაფოტებისა და ფიჩხის მოსატანად წავიდა.
1480 ფოსტალიონები გასამრჯელოს მოლოდინში გამეტებით მიერეკებოდნენ ცხენებს მშვენიერ გზატკეცილზე. სადგურბზე ორ წუთსაც არ კარგადნენ ცხენების გამოსაცვლელად. სადგურები ერთი მილით იყო ერთიმეორისაგან დაშორებული. ალბათ, გლენარვანის მოუთმენლობა იმათაც გადაედოთ! მთელ დღესა და ღამეს გასტანა გაცოფებულმა ჭენებამ.
1481 გლენარვანს დეპეშა ხელიდან გაუვარდა. აღარავითარი ეჭვი აღარ იყო. იახტა ახლა ბენ ჯოისის ხელშია და მეკობრეების გემად გამხდარა! ასე დაბოლოვდა ავსტრალიის კონტინენტის გადავლა, რომელიც ასეთი ბედნიერი იმედით დაიწყო. კაპიტან გრანტის და მისი თანამგზავრების კვალი თითქოს სამუდამოდ დაეკარგათ.
1482 ჯონ მანგლსის გადაწყეტილება სერიოსული იყო. მერიმ ირწმუნა იგი და თითქოს მის დასამოწმებლად ხელი გაუწოდა ახალგაზრდა კაპიტანს. ჯონ მანგლსმა სამუდამო ერთგულება შესთავაზა ქალს, მერი გრანტმა კი დაუშრეტელი მადლობით უპასუხა. იმ დღეს საბოლოოდ გადაწყდა ევროპაში დაბრუნება. ჯერ კი მელბურნამდე უნდა მიეღწიათ.
1483 მეორე დღეს ჯონ მანგლსი გაემართებოდა მიმავალი გემების შესახებ ცნობების გასაგებად. ეგონა, იდენსა და ვიქტორიის სატახტო ქალაქს შორის მუდმივი მიმოსვლა არსებობდა, მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა - მელბურნისაკენ ხომალდები იშვიათად გადიოდნენ თურმე. ტუფოლდის ყურეში სამიოდე უხეირო ხომალდს ჩაეშფა ღუზა.
1484 მან იცოდა, რომ სიდნეისა და მელბურნთან მიმოსვლა არ იყო, მაგრამ ნავსადგურში მდგარი სამი გემიდან ერთი ოკლენდში მიდიოდა. ოკლენდი ახალი ზელანდიის ჩრდილო კუნძულ იკა-ნა-მაუის მთავარი ქალაქია. პაგანელმა გლენარვანს ურჩია, ეს გემი დავიქირაოთ და ოკეანეში გავიდეთ, იქიდან კი გაგვიადვიდლება ევროპაში დაბრუნებაო.
1485 ეს წინადადება საფუძვლიანად მიიჩნიეს, მით უმეტეს, რომ პაგანელი ჩვეულებისამებრ არ მოჰყოლია დახლართულ მტკიცებას და დაუსრულებელ მსჯელობას. მან მხოლოდ ის აღნიშნჰა, რომ ოკლენდში მისვლას ხუთი- ექვსი დღე დასჭირდებაო. მართლაც, ავსტრიიდან ახალ ზელანდიამდე ათას მილზე მეტი არ იქნებოდა.
1486 რა თქმა უნდა, გეოგრაფს შეეძლო ეს გარემოეაბც მოეყვანა თავისი წინადადების დასასაბუთებლად, რადგან ოკლენდში მისვლით გზადაგზა საშუალება ეძლეოდათ, ახალი ზელანდიის სანაპიროც დაეთავლიერებინათ, მაგრამ პაგანელმა არ ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ალბათ, ვეღარ გაბედა ნაპოვნი ბარათების მესამენაირად განმარტება.
1487 ასეა თუ ისე, როდესაც გლენარვანს ოკლენდში წასვლას ურჩევდა, პაგანელს ფიქრადაც არ მოსვლია, რამე ახალი გეგმა მიეცა გრანტის საძებრად. მხოლოდ მიუთითა, ოკლენდსა და დიდ ბრიტანეთს შორის მუდმივი მიმოსვლაა გაბმული და ჩვენც ამით ვისარგებლებთო. ჯონ მანგლსმა მხარი დაუჭირა პაგანელის წინადადებას.
1488 გლენარვანი, მაიორი, პაგანელი, რობერტი და ჯონ მანგლსი ნავში ჩასხდნენ და გემის დასათვალიერებლად გაემართნენ. ორანძიანი ხომალდი იყო, ორას ორმოცდაათი ტონის ტევადობისა, რომელსაც ბრიგს უწოდებენ. საკაბოტაჟო ნაოსნობას ეწეოდა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის, ესე იგი მგზავრებსა და ტვირთს ეზიდებოდა.
1489 მან შეავსო აგრეთვე თანამგზავრების შეიარაღება. პაგანელმა კი აქ შეიძინა ჯონსტონისა და ედინბურგის საკარტოგრაფიო დაწესებულების გამოცემული ახალი ზელანდიის საუცხოო რუკა. მიულრედი სავსებით გამოჯანმრთელდა, თითქმის აღარ გრძნობდა ჭრილობას, რომელმა კინაღამ თან გადაიტანა. ზღვის ჰავა საბოლოოდ გამოაცოცხლებდა მას.
1490 ალბათ, რომელიმე ველური თემი თუ იდგა ბინად ამ რამდენიმე დღის წინ? არა. გლენარვანმა უცებ თვალი მოჰკრა ისეთ ნივთს, რომელიც მოწმობდა, რომ კატორღელები ყოფილიყვნენ. ეს იყო ნაცრისფერი, ჩაყვითლებული ჩვარი დაფლეთილი პერანგისა, რომელიც ხის ძირას ეგდო და ზედ კიდევ შერჩენოდა პერთის სატუსაღოს დამღა.
1491 მწუხარების სიმკაცრე აღიბეჭდა მის ლმობიერ სახეზე. რამდენიმე წუთს უსიტყვოდ გასცქეროდა ოკეანის ზედაპირს, უნდოდა თვალი მოეკრა რომელიმე ხომალდისათვის. ბოლოს, მის თვალებში განცდა თანდათა ჩაიფერფლა და სახემ ჩვეულებრივი, დინჯი გამომეტყველება მიიღო. მან უსიტყვოდ გამოატრიალა ცხენი იდენისაკენ.
1492 ეს იყო იმავე საღამოს. როდესაც იდენის პოლიციის უფროსი მის ნაამბობს იწერდა, აშკარად ეტყობოდა, რომ ნასიამოვნები იყო. სიხარული მოედო მთელ ქალაქსაც. მოსახლეობას უხაროდა, რომ ბენ ჯოისის ბრბო გასცლოდა მათ არემარეს. ეს ამბავი პოლიციამ მაშინვე დეპეშით ახარა სიდნეის და მელბურნის სასამართლო ორგანოებს.
1493 აგონდებოდათ, რა იმედით აღსავსენი გავიდნე ბერნუილის კონცხიდან და რა ვაგლახად დემსხვრათ იმედი ტუფოლდის ყურეში. პაგანელი ატაცებულს ჰგავდა, თითქოს ციებ-ცხელებას აუტანიაო, რომ რაღაც აწუხებდა, სათქმელი ჰქონდა, მაგრამ თქმას ვერ ბედავდა. რამდენჯერმე სიტყვაც ჩაუკრა, მაგრამ პაგანელმა შორს დაიჭირა.
1494 ბილ ჰლეის ფიქრადაც არ მოსვლია, ქალებისათვის თვისი კაიუტა შეეთავაზებინა, მაგრამ ამის გამო გულნატკენი არავინ დარჩენილა, რადგან მისი ბუნაგი მართლაც მხოლოდ ამ დათვისათვის იყო შესაფერისი. პირველის ნახევარზე, ზღვის მოქცევა რომ დაიწყო, ღუზა ძლივს, წვალებით ამოათრიეს. თანდათანობით იალქნებიც დაჭიმეს.
1495 ჩვეულებად ჰქონდა, საკუთარი ძალებით გასძღოლოდა საქმეს და არვისაგან იღებდა არც რჩევას, არც შველას. ეს სიტყვები ჯონ მანგლსსაც მოხვდა, რადგან მათი უხეირო ქცევის გამო ღიმილს ვერ იკავებდა, მაგრამ გადაწყვიტა, არ ჩარეულიყო სხვის საქმეში, სანამ ეკიპაჟის უვარგისობის გამო ყველანი არ ჩაცვივდებოდნენ საფრთხეში.
1496 გემი ვერ უმკლავდებოდა ტალღებს და ცხვირით წაყირავდებოდა ხოლმე, მგზავრებ საშინლად აქანავებდა, ქანცავდა. ძლიერი წვიმის გამო გემბანზე, ასვლაც შეუძლებელი იყო. ამგვარად, ჩვენი მგზავრები ტუსაღებივით გამოემწყვდნენ მათთვის დათმობილ ვიწრო კუთხეში. ყველა მათგანი თავის ფიქრს მისცემოდა.
1497 საუბარი ნაკლებ ისმოდა. მხოლოდ ელენი და მერი თუ გამოელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ისინიც კანტიკუნტად. გლენარვანი მოუსვენრად იყო. ხან წამოხტებოდა, ხან ჩამოჯდებოდა. მაიორი ჩაკირულივით იჯდა. კაპიტანი მანგლსი და მასთან განუშორებელი რობერტი დროდადრო გემბანზე ადიოდნენ ზღვის დასახედავად.
1498 ადგილობრივ მცხოვრებთა ასეთი შეხვედრა ევროპელებთან თითქოს ხანგრძლივი კეთლგანწყობის თავდები იყო, მაგრამ მეორე დღეს, როესაც ტასმანის ერთი ნავი გაემართა გემებისთვის უფრო მოხერხებულ და მახლობელი ნაპირის გამოსარჩევად, მას ელვის სისწრაფით დაესხა თავს იქაურობით გავსებული შვიდი მორა-ნავი.
1499 ყველაფერი რიგზე იყო. სიურვილს დაეკარგა ნავი და სთხოვა ბელადს, დაუყოვნებლივ დაებრუნებიათ იგი, მაგრამ არ დააბრუნეს. მაშინ მთელი სოფლის დასასჯელად ცეცხლს მისცა იგი და გაანადგურა. ეს უმართლებულო სა ველური შურისძიება საბაბის გახდა სასტიკი ბრძოლებისა, რომლებიც ხშირად ხდებოდა ახალ ზელანდიაში.
1500 კარგი მოპყრობით შეეცადა ადგილობრივ მცხოვრებთა გული მოეგო, მაგრამ რას გააწყობდა, როდესაც არავინ ეკარებოდა ახლოს. კუკმა ორიოდე ადგილობრივი მცხოვრები გემზე გაიტაცა და შეეცადა, მოემადლიერებინა ისინი. ტყვეებს ფიანდაზად ეგებოდა, ალერსითა და საჩუქრებით მოინადირა მათი გული და ისე გაათავისუფლა.
1501 საბრალო ველურს წილად ხვდა მრავალი უსამართლობის, დამცირებისა დაცინვის გადატანა. სამსახურის გაწევის სამაგიეროდ მას უნდობლად ეპყრობოდნენ, სცემდნენ და ატუსაღებდნენ. ადვილი წარმოსადგენია, რა აზრისა უნდა გამხდარიყო ეს ადამიანი იმ ხალხზე, რომელიც თავის თავს ცივილიზებულს უწოდებდა.
1502 ასეთია ერთიმეორის საიწინააღმდეგო ფაქტები ახალზელანდიელების შესახებ, კაცთმოყვარეობისა და ბარბაროსობის მაგალითები, მათი სიმკაცრე თეთრკანიანების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ შურისძიების შედეგად უნდა ჩაითვალოს. მართალია, უსაბაბოდაც დასხმიან თავს უცხოელებს, მაგრამ ასეთი რამ უფრო იშვიათია.
1503 უმეტეს შემთხვევაში ისინი შურს იძიებდნენ უცხოელებზე. სამწუხარო ის იყო, რომ შურისძიების მსხვერპლად ხშირად სრულიად უდანაშაულო ადამიანები ხდებიან. დიუმონ-დიურვილის შემდეგ ახალი ზელანდიის ეთნოგრაფიული აღწერა მამაცმა მკვლევარმა ირლმა გააგრძელა, რომელმაც დედამიწას ორჯერ შემოუარა.
1504 ამ ხანებში ტომებს შორის ბრძოლები უფრო გახშირებული იყო და უფრო სისხლისმღვრელიც, რადგან ველურები ევროპულ იარაღს დაუფლებოდნენ და ჩინებულადაც ხმარობდნენ. ამიტომ იყო, რომ ოდესღაც აყვავებული ი-კა-ნა-მაუის მხარე უდაბნოდ იქცა. უამრავი ტომი მოისპო ისე, როგორც ცხვრის ფარები წყდბა.
1505 დღევანდლამდე ახალზელანდიელთა ტომები განუწყვეტლივ ებრძვიან ერთმანეთს. ისინი სულაც არ ჰგვანან თვინიერ ავსტრალიელებს, რომლებიც სრულიადაც არ ეწინააღმდეგებიან ევროპელ დამპყრობლებს და მათ უდაბნოებში განერიდებიან. ახალზელანდიელები შემოსეულ მტერს ებრძვიან, სძულთ დამმონებული ინგლისელები.
1506 ბილ ჰალეი სრულიად არ აქცევდა ყურადღებას გემს, რომელიც ბედის ამარა ჰყავდა მიგდებული. მგზავრები იშვიათად ხედავდნენ მას, თუმცა ამის გამო ბედს არავინ უჩიოდა. სულაც თავის კაიუტაში რომ ბრძანებულიყო, სწინააღმდეგო ვის რა ექნებოდა, მაგრამ ეს ხეპრე შკიპერი ყოველდღე ჯინით და ბრენდით იბრუჟებოდა.
1507 ეს ნაპირები წარმოადგენს ნორვეგიის მსგავს პატარ- პატარა უსწორმასწორო ფიორდებს უამრავი წყალქვეშა კლდით, მათ გვერდის ასავლელად დიდი გამოცდილებაა საჭირო. რაც უნდა მაგარი გემი იყოს, უეჭველად დაიღუპება, თუ მისი ხერხემალი ერთ-ერთ ასეთ კლდეს დაეჯახა, რომლებიც წყალქვეშ რამდენიმე მეტრის სიღრმეზეა ჩამალული.
1508 ყოველი ევროპელი, ვისაც კი ოდესმე გაუბედავს ამ ქვეყნის სიღრმეში შესვლა, ტყვედ ჩავარდნია მაორებს. მათი ტყვე კი წინდაწინვე განწირულია სასიკვდილოდ. მე ჩემს მეგობრებს პამპასებისა და ავსტრალიის გადასასვლელად ვაქეზებდი, მაგრამ არავის არასოდეს ვურჩევ ახალი ზელანდიის ბილიკებს ქვეყნის შუაგულისაკენ გაჰყვეს.
1509 იმ ქვეყანაში, სადაც მეომრის სახელი ვაჟკაცს ავალდებულებს, რომ შეურაცხყოფა სისხლით ჩამოირეცხოს, გასაგებია, რომ ტაკურიც არ დაივიწყებდა მისი თემისათვის მიყენებულ შეურაცხყოფას. ის მოთმინებით ელოდა ევროპული გემის მოსვლას, შურისსაძიებლად ემზადებოდა და ბოლოს უმკაცრესი გულგრილობით სისრულეშიაც მოიყვანა იგი.
1510 აქედან მუმდივი მიმოსვლა ჰქონდათ ხურო-მჭედლების ბანაკამდე. ჯან-ღონით სავსე მაორები მეზღვაურებს უსიტყვოდ ეხმარებოდნენ, მაგრამ კაპიტანი მარიონი მაინც ფხიზლად იყო, ხომალდზე იარაღით არ უშვებდა, თავის ნავები კი მუდამ შეიარაღებული ჰყავდა. მაორებმა მაინც მოახერხეს და თვალი აუბეს მარიონსა და მის ოფიცრებს.
1511 ასე რომ, რაზმის უფროსმა ბრძანება გასცა, რომ მატროსებს უიარაღოდ ევლოთ. კაპიტანი კროზე ცდილობდა, დაერწმუნებინა მარიონი, რომ ასეთი განკარგულება არ იყო მიზანშეწონილი, მაგრამ ვერას გახდა. ახალზელანდიელებმა გააორკეცეს თავაზიანობა და ერთგულება. მათი ბელადები და ხომალდის ოფიცრები მეგობრულა ცხოვრობდნენ.
1512 თითოს ათი კაცი ესეოდა და მთლად ამოწყვიტეს. მხოლოდ ტურნერი გადარჩა, მას ორჯერ აძგერეს შუბი, მაგრამ გაუსხლტა და ბარდებში მიიმალა. იქიდან ხედავდა, როგორ გააძრეს დახოცილებს ტანსაცმელი, გაუფატრეს მუცლები, აკუწეს ნაჭრებად და ქეიფი გამართეს. ტურნერი მაორების შეუმჩნევლად მიფოფხდა ნავამდე და ზღვაში შეცურა.
1513 გაისმა შურისძიების შეძახილები, მაგრამ შურისძიებამდე ჯერ ცოცხლები უნდა გადაერჩინათ. ნაპირზე სამი სადარაჯო ჰქონდათ და სამივეს მაორები შემორტყმოდნენ. რადგან კაპიტანი კროზე გემზე არ იმყოფებოდა და ღამე დურგლებთან დარჩენილიყო, პიველი ბრძანება უფროსმა ოფიცერმა დუკლემერმა გასცა.
1514 დაზვერვეს სანაპირო, ნახეს უბედური მარიონის ველბოტი და ნაპირზე გადავიდნენ. კაპიტანი კროზე დურგლების სადგურთან სადარაჯოზე იდგა და მომავალი რაზმი რომ დაინახა, მიხვდა, უბედურება მომხდარაო, გამოეგება და ყველაფერი შეიტყო. მოსული ამხანაგები გააფრთხილა, დურგლებთან ნურას გაამხელთ, არ შეშფოთდნენო.
1515 ბოლოს, დამთავრდა ანძების შეკეთებაც. გასაგები მხოლოდ ის დარჩა, იმ თექვსმეტი მსხვერპლიდან ხომ არავინ გადარჩა ცოცხალი. უნდოდათ, შური ეძიათ. ოფიცრებისა და ჯარისკაცების ძლიერი რაზმით ნავი სოფლესლ მიაყენეს, ნავის მიახლოებისას მოღალატე ტაკურიმ მხრებზე მარიონის წამოსასხამი მოისხა და გაიქცა.
1516 ტაკურის ქოხში აღმოაჩინეს თავის ქალა, რომელიც ახლახან მოეხარშათ. ადამიანის ბარძაყს ნაკბილური ეტყობოდა და ხის შამფურზე იყო აგებული. იქვე ეყარა მარიონის გასისხლიანებული ხალათი, ტანსაცმელი და ახალგაზრდა ოფიცრის ვოდრიკურის დამბაჩა. მეზობელ სოფელში მოხარშული ადამიანის შიგნეულობა იპოვეს.
1517 სამხრეთ-დასავლეთის ცივი ქარი ქროდა, მაგრამ მის წინააღმდეგ იყო მიმართული მდინარება და გემს უძნელებდა წინსვლას. გემი საშინლად ირყეოდა, მთელი ტანით ჭრიალედა და ძლივს იძვროდა აგორებულ ტალღებზე. ანძების დასამაგრებელი გასანთლული ბაგირები - შტაგები და ბაკშტაგები მოდუნდა, ანძებს ვეღარ იჭერდა.
1518 საბედნიეროდ, ბილ ჰალეი არ ჩქარობდა და იალქნებს ზომიერი რაოდენობით აყენებდა, თორემ რანგოუტი ვეღარ გაუძლებდა. ამიტომ ჯონ მანგლსს იმედი მიეცა, რომ ე ვარცლი როგორმე მიაღწევდა ნაპირამდე. ამასთან, გულს უშფოთებდა ის გარემოება, რომ მისი თანამგზავრები ასეთ საძაგელ პირობებში მგზავრობდნენ.
1519 ამის გამო, რამდენადაც წინათ მოსწონდათ და ხალისით უგდებდნენ ყურს პაგანელის ნაამბობს, მეტადრე პამპასებისა და ავსტრალიის შესახებ, იმდენად ახლა უხალისოდ და უსულგულოდ უსმენდნენ, რადგან ამ შავბნელი წარსულის მქონე ახალზელანდიაში მიდიოდნენ სამწუხარო აუცილებლობის გამო და არა საკუთარი მოწადინებით.
1520 ამდენი ამბებით აფორიაქებული მისი ნერვიული ბუნება ვერ იტანდა ოთხკედელშუა ყოფნას. დღედაღამ ზემო გემბანზე იდგა, თუნდაც თავსხმა ყოფილიყო, თუნდაც აგორებულ ტალღებს ენავარდათ ხომალდის გემბანზე. გამალებული ბოლთას სცემდა, ხან მოაჯირზე გადაყუდებული გაშტერებით გასცქეროდა ნისლიან ზღვას.
1521 ჯონ მანგლსს არაფერი უთქვამს მისთვის, გულში მოუწონა ასეთი განკარგულება და გადაწყვიტა, არ დალაპარაკებოდა ამ ხეპრე მეზღვაურს, თუმცა გემბანიდან ფეხს არ იცვლიდნენ არც ის და არც გლენარვანი. ორი საათის შემდეგ უცებს საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ბილ ჰალეიმ ბრძანა, აეშვათ შუა ანძის პირდაპირ აფრა.
1522 გამობრუჟულ მეზღვაურებს არა ესმოდათ რა მისი განკარგულებისა. ჰალეის აბდაუბდა განკარგულებაც ამტკიცებდა, რომ სიდინჯე დაკარგა და გაოგნებული იყო სანაპიროს სიახლოვით. ალბათ, ეგონა, ნაპირმდე ორმოცდაათი კილომეტრი მაინც უნდა ყოფილიყო კიდევ, სინამდვილეში კი თორმეტი კილომეტრიც აღარ იყო.
1523 ქარი აღმოსავლეთისაკენ მიაქანებდა გემს და ყოველ წუთს შეიძლებოდა სადმე წყალქვეშსა კლდის წვერს წამოგებოდა. ფურთუნის ხმაური გაძლიერდა მარცხენა ბორტზე. საჭირო იყო პირქარისაკენ მიბრუნება. ჯონ მანგლსმა საჭე ისევ პირქარისკენ მიმართა და რამდენადაც შეიძლებოდა, ბრასები დააჭიმვინა.
1524 ზღვა აქაფებით დუღდა კლდეებშუა. ერთი წუთიც და, გემის ბედიც გადაწყდებოდა. ფაფარაშლილი ტალღები თეთრად კრთოდა, თითქოს ფოსფორული სინათლე ეფინებაო. ზღვა ბდღვინავდა და ღრიალედა. ვილსონი და მიულრედი მთელი ძალ-ღონით აწვებოდნენ საჭის ბორბალს, რომელიც ქიმამდე იყო მიყვანილი. უცებ გაისმა დაჯახების ხმა.
1525 ვატერშტაგები და ბუშპრიტები დაწყდა. ბიზან-ანძამ წონასწორობა დაკარგა. გემის მობრუინება ვერ მოხერხდა. ერთბაშად ყველაფერი მიყუჩდა და ხომალდი ქარის მხარეს გადაიხარა. აგორებულმა ტალღამ ქვემოდან აიტაცა იგი. შორს გააქანა კლდეების წვერებისაკენ და საშინელი ძალით ფსკერზე დაანარცხა.
1526 ბიზან-ანძა ზღვაში გადაემხო მთელი თავისი ტაკლეაჟით. გემი ზედიზედ ორჯერ დაეჯახა კლდეს და მარჯვენა გვერდზე ოცდაათი გრადუსით გადაზნექილი გაჩერდა. ილუმინატორების მინები ჩაიმსხვრა. მგზავრები ზემო ბაქანზე აცვივდნენ, მაგრამ იქ ტალღები წინ და უკან დათარეშობდნენ და სახიფათო იყო დგომა.
1527 გემი უძრავად იყო. ზღვა თანდათან მიყუჩდა. ასეთ პირობებში გემის კედლები რამდენიმე საათს კიდევ გაუძლებდნენ ტალღებს. მზის ამოსვლის დროს მანგლსს შეეძლო ნაპირი შეეთვალიერებინა. თუ რიგიან მისადგომს შეამჩნევდა, შეეძლოთ ოთხნიჩბიან ნავში ჩამსხდარიყვნენ მგზავრებიც და ეკიპაჟიც და ნაპირზე გადასულიყვნენ.
1528 ცის კამარას ჯერ კიდევ ბნელი ზეწარი ეფარა, მაგრამ რამდენიმე გაურკვეველი მოხაზულობა ჩანდა განთიადის ნისლში. სინათლე თანდათან მატულობდა, ჰორიზონტი ალისფრად დაიფარა. ნისლის ჩადრი ნელ-ნელა ზევით იწევდა და თვალწინ იშლებოდა შორეული სივრცე. ზღვის სიღრმიდან შავი კლდის წვეროებს ამოეყოთ თავები.
1529 ვილსონმა დაუყოვნებლივ გამოავსო გაწეული ადგილები ნაძენძით, რომლის ზემოდანაც სპილენძის ფურცელი დაამაგრა. ტრიუმში წყალს ერთ მეტრზე აეწია. მისი ამოქაჩვა ადვილი საქმე იყო, ეს კი უფრო შეამსუბუქებდა გემს. ჯონ მანგლსმა დაათვალიერა გემის კორპუსი და დარწმუნდა, რომ დაზიანება მცირე იყო.
1530 დილის ექვს საათზე, უძლიერესი უკუქცევის დროს, გემის გადაზნექამ უმაღლეს წერტილს მიაღწიაა და გამოსწორება აღარ სჭირდებოდა. მით უმეტეს, რომ მის გასოწრებაზე დასახარჯი რანგოუტის ნაწილები ჯონ მანგლსს უდა გამოეყენებინა გემის წინა ნაწილზე, ცხვირთან, სახელდახელო ანძის ასამართავად.
1531 პირველის თხუთმეტი წუთისათვის, როდესაც ზღვის მოქცევა უნდა დაწყებულიყო, ამ საქმეს ვერ მოათავებდნენ. თუმცა მოქცევაც დაანახვებდა იმას, რამდენად შეძლებდა გემი ზევით ამოწევას თავისუფალი ნაწილით, ხოლო მეორე მოქცევის დროს კი უკანასკნელი ძალ-ღონე უნდა მოეხმარებინათ ამ საქმისათვის.
1532 უპირველესად ყველა იალქანი და აფრა ჩამოახსნევინა. ვილსონის ხელმძღვანელობით მაიორი, რობერტი და პაგანელი აფოფხდნენ ანძის ზემო ნაწილზე, ე. წ. მარსზე. ქრით გაბერილი გროტ-მარსელი ხელს შეუშლიდა გემის გათავისუფლებას, ამიტომ საჭირო იყო მისი დამაგრება, რაც ძლივძლივობით მოახერხეს.
1533 გამოუცდელი ხელით ჩატრებული მედგარი და მძიმე მუშაობით ჩამოუშვეს ბრამ-სტენგი. კატსავით მოქნილმა და იუნგასავით გაბედულმა რობერტმა დიდი დახმარება გაუწია ამ საქმეში. ცულებით გადაჭრეს შტანგები, რომლებსაც კიდევ ეჭიურა ფოკ-ანძა. ქვემო ნაწილი სათავეში გადატყდა, ასე რომ, მარსის მოხსნა გაუადვილდათ.
1534 ჯონ მანგლსმა ეს ბაქანი სატივედ ივარაუდა. გაამაგრა ცარიელი ანკერების საშუალებით ისე, რომ შეიძლებოდა ღუზები გადაეზიდათ. ტივს გაუკეთეს საჭე, რომ მისთვის გეზი მიეცათ, თუმცა მოქცევა ისედაც გაიტაცებდა ტივს გემის ბოლოსაკენ. რაკი ღუზებს ჩაუშვებდნენ, ტივის მობრუნება ადვილი იქნებოდა ბაგირის საშუალებით.
1535 ეს საკითხი ხუთ წუთში უნდა გადაწყვეტილიყო. ყველანი მოუთმენლად ელოდნენ. გაისმა ოდნავ ჭახანი. ალბათ, გემის კორპუსმა აიწია, თუ მთლად არ ატივტივდა. ჯონ მანგლსმა კარგისმომასწავებლად ჩათვალა ეს მოვლენა და ახლა მეორე მოქცევაზე ამყარებდა იმედს. მუშაობას განაგრძობდნენ. ორ საათზე ტივი უკვე შეკრული ჰქონდათ.
1536 ძლივძლივობით გადაიტანეს ტივზე, მერე იმგვარადვე წაიღეს და პირველი ღუზის გვერდით ჩაუშვეს ხუთი მეტრის სიღრმეზე. შემდეგ ჯონი და ვილსონი ბაგირის საშუალებით დაუბრუნდნენ გემს. ორივე ბაგირი ბრაშპილზე დაახვიეს და ახალ მოქცევას დაუწყეს ლოდინი, რომელიც ღამის პირველ საათზე უნდა დაწყებულიყო.
1537 ჯონ მანგლსმა მადლობა გადაუხადა თავის მეზღვაურებს, პაგანელს კი უთხრა, თუ ენერგიასა და რიგიან ყოფაქცეას გამოიჩენდა, შეიძლებოდა ოდესმე შკიპერის კარგი თანაშემწე გამოსულიყო. ოლბინეტმაც თავისი წვლილი შეიტანა მუშაობაში და ახლა სამზარეულოს მიაშურა. ნოყიერი სადილი მოამზადა და სწორედ დროულიც იყიო.
1538 მთელი რაზმი დამშეულიყო. სადილით ყველანი კმაყოფილნი დარჩნენ და ძალ-ღონე მოიკრიბეს მუშაობისათვის. სადილის შემდეგ ჯონ მანგლსმა უკანასკნელ ღონისძიებას მიმართა, რომ დაწყებული საქმე წარმატებით დაეგვირგვინებინა. ხშიარდ, გემის განტვირთვის დროს, ხერხემალი ვერ თავისუფლდება ხოლმე შლამისაგან.
1539 ვილსონმა და მიულერდმა გემის ბოლოზე მიაგორეს კიდევ რამდენიმე წყლით სავსე კასრი. მუშაობას მორჩნენ, როდესაც შუაღამემ დარეკა. ეკიპაჟს ქანცი გამოლეოდა, ეს კი ვერ იყო სასიამოვნო ამბავი, რადგან ბრაშპილის ტრიალს მთელი ძალ-ღონის დაძაბვა დასჭირდებოდა. ამის გამო ჯონ მანგლსმა ახალი გადაწყვეტილება მიიღო.
1540 ზღვის ზედაპირი ციმციმებდა. ჯონ მანგლსმა ჰორიზონტს მოავლო თვალი, შეამჩნია, რომ ქარი გეზს იცვლიდა და სამხრეთ-დასავლეთის ნაცვლად ჩრდილო-დასავლეთისაკენ დაუბერავდა. მეზღვაურმა მაშინვე შეატყო ეს ცვლილება ღრუბლების განლაგებასა და მათ ფერზე. კაპიტნის მოსაზრებას ემხრობოდნენ ვილსონი და მიულრედიც.
1541 როგორ ვატყობ, ქარიც დაგვეხმარება და მე დიდად მოხარული ვიქნებოდი ამისა. მინდა მან გემის კორპუსი აამოძრაოს, როდესაც ზღვის მოქცევა აატიტივებს. ხვალ, თუ არა ვცდები, ჩრდილო-დასავლეთით დაუბერავს ქარი. ჩვენც გროტნძაზე ჩრდილო-დასავლეთით გავჭიმავთ აფრებს და ისინი მოგვეხმარებიან გემის დაძვრაში.
1542 გლენარვანი და პაგანელი, რომლებიც ყველაზე მეტ მოუთმენლობას იჩენდნენ, დაეთანხმნენ კაპიტანს. გემის აშვება მეორე დღისათვის გადაიდო. ღამემ წყნარად ჩაიარა. ღუზებს რიგრიგობით დარაჯობდნენ. გათენდა. ჯონ მანგლსის იმედი გამართლდა. ქარმა ჩრდილო-დასავლეთიდან დაუბერა და, ეტყობოდა, რომ გაძლიერდებოდა.
1543 დილის ცხრა საათი იქნებოდა. ზღვის მოქცევამდე ოთხი საათი დარჩენილიყო. ეს დრო უნაყოფოდ არ უნდა დაეკარგათ. ამ ხნის განმავლობაში ჯონ მანგლსმა დაადგმევინა სახელდახელო ანძა გემის ცხვირზე ფოკ-ანძის შესაცვლელად. ასე რომ, რაწამ გემი საფლობიდან აეშვებოდა, იმ წუთსაე შეეძლო გასცლოდა ამ სახიფათო ადგილებს.
1544 ბოლოს ზღვის მოქცევაც დაიწყო. ზღვის ზედაპირი ააქოჩრა პატარ-პატარა აქაფებულმა ზვირთებმა. ფურთუნის ქედები თანდათან იმალებოდა წყალში, თითქოს ზღვის მხეცები თავიანთ სამყოფელში ჩაეშვნენო. გადამწყვეტი ცდის წუთი მოახლოვდა. ყველა მგზავრი ნერვიულობამ აიტანა. ხმას არავინ იღებდა, მოლოდინში გარინდებულიყვნენ.
1545 მერი! - გასძახა გლენარვანმა. ორივე ქალმა მიაშველა თავის ძალ-ღონე. გაისმა ჭახანი, მაგრამ არ ეშველათ, გემი ადგილიდან არ დაძრულა. ცდამ ამაოდ ჩაუარათ. ზღვის უკუქცევა იწყებოდა, აშკარა გახდა, რომ მხოლოდ ქარისა და ზღვის დახმარებით ეს მცირერიცხოვანი ეკიპაჟი ადგილიდან ვერ დაძრავდა შლამში ჩაფლულ გემს.
1546 ყველანი მიესივნენ სამუშაოს, საგრძნობლად დააწინაურეს და ღამემაც მოუსწროთ. საღამოს რვა საათი იქნებოდა. ნავახშმევს, როდესაც ელენი და მერი გრანტი გადატიხრულში მოსვენებას მიეცნენ, პაგანელი და მისი ამხანაგები გემბანზე ბოლთას სცემდნენ. საუბრის საგანი სერიოზული იყო, მათ მდგომარეობას ეხებოდა.
1547 ახალზელანდიელები ყველაზე უფრო მკაცრი და გაუმაძღარი კაციჭამიები არიან. ყველაფერს ჭამენ, რაც კი კბილებში მოხვდებათ. მათთვის ომი ნადირობას უდრის. სანუკვარ საკბილოს ის ნადირი წარმოადგენს, რომელსაც ადამიანი ეწოდება. უნდა გამოვტყდეთ, რომ ასეთი ომი მართლაც ერთდერთი ლოგიკური ომია.
1548 ბოლოს და ბოლოს, ვფიქრობ, ეს ამბები გაზვიადებული უნდა იყო მოგზაურების ფანტაზიით. ეს უნდა იყოს შედეგი სახიფათო ქვეყნებიდან დაბრუნების სიამოვნებისა. - შეიძლება გაზვიადებული გახლდეთ, - მიუგო პაგანელმა, - მაგრამ მოიპოვებიან ისეთი ადამიანებიც, რომელთაც სავსებით დაეჯერებათ. პაგანელი მართალს ამბობდა.
1549 ამიტომ უხსოვარ დროიდან მაორები ადამიანის ხორცით იკვებებიან. კაციჭამიობის სეზონიც აქვთ დაწესებული, როგორც განათლებულ, როგორც განათლებულ ქვეყანაში ნაავთ. ამ დროს იწყება ხოცვა-ჟლეტა, ე.ი. ომები, რაც იმით დამთავრდება, რომ რომელიმე თემის ხორცს გამარჯვებულის სუფრაზე შეექცევიან.
1550 ჯონ მანგლსი დარწმუნდა, რომ აუცილებელი იყო გემის დაუყოვნებელი მიტოვება, რადგან ტალღები მალე გაანადგურებდა. ორ საფრთხეს შორის, რომელთაგან ერთი სათუო იყო, მეორე კი უეჭველი, არჩევა მხოლოდ პირველისა შეიძლებოდა. ამაო იყო იმის იმედი, ვითომც რომლეიმე შემთხვევით მომავალი გემი გადაარჩენდა მათ.
1551 ჩვეულებრივ, გემები ან ოკლენდის ზემოთ, ან ქვემოთ - ახალი პლიმუთისაკენ დაიარებიან. მათი გემი კი ამ ორ პუნქტს შუა ჩაეფლო, უდაბური სანაპიროს პირდაპირ, მეტად სახიფათო და უკაცრიელ მიდამოში. გემები ერიდებიან ამ სანაპიროებს და თუნდაც ქარმა აქეთ გამოიტაცოს, ცდილობენ, დაუყოვნებლივ თავი გაარიდონ აქაურობას.
1552 იმ დილით ჯონ მანგლსმა შეატყო, რომ ზურგის ქარი უბერავდა და ბრძანა, ტივის შუა ადგილას ანძის მსგავსად აემართათ ბრამ-სტენგი, რომელიც დაამაგრეს და ზედ აფრა მიამაგრს. ტივის ბოლოზე პირგანიერი ნიჩაბი დაატანეს, რომლითც შეიძლებოდა ტივის მიტრიალებ- მოტრიალება, თუ ქარი საკმაო სისწრაფით წაიყვანდა.
1553 ჯონ მანგლსი ბაგირეზე ჩამოჯდა. მიულრდიმ გადაჭრა ბაგირი, რომლითაც ტივი გამობული იყო გემზე. იალქანი ასწიეს და ტივი დაიძრა ნაპირისაკენ ქარისა და ზღვის მოქცევის შემწეობით. ნაპირი ოცდაათი კილომეტრის მანძილზე იქნებოდა, რომელსაც რიგიანი ნავი სამ საათს გაცურავდა, მაგრამ ტივით საქმე გაუჭიანურდათ.
1554 ეს გარემოება აშფოთებდა ჯონ მანგლსს, თუმცა იმედი ჰქონდა, რომ ლელოს გაიტანდა. ქარი ძლიერდებოდა. რადგან ზღვის მოქცევა ცხრა საათზე დაიწყო, სამ საათამდე მაინც უნდა მიეღწიათ ნაპირისათვის, თორემ ღუზის ჩაშვება დასჭირდებოდათ ან ტივს გაიტაცებდა ზღვის მიქცევა. ცურვა იღბლიანი გამოდგა.
1555 მოწმენდილი ცა საშუალებას იძლეოდა, გაერჩიათ კუნძულის მთავარი მოხაზულობა. ჩრდილო- აღმოსავლეთის მხრეს ერთი კილომეტრის სიმაღლე მთა აზიდულიყო. ეს მთა ისე მოჩანდა ჰორიზონტზე, თითქოს მაიმუნს აღმა აუშვერია სახეო. ეს იყო პირონგიას მთა, რომელიც რუკაზედაც აღნიშნული იყო ოცდამეჩვიდმეტე პარალელზე.
1556 იალქანი ჩამოხსნეს და მგზავრები ხანგრძლივი დგომისათვის მოემზადნენ. მართლაც, ხელახალი მოქცევა საღამოს ცხრა საათზე უნდა დაწყებულიყო და რადგან კაპიტანს არ უნდოდა ღამით ევლო ნაპირისაკენ, ამჯობინა, დაბმულ ღუზაზე დაეცადათ დილის ხუთ საათამდე. ხმელეთი პირდაპირ ჩანდა, ხუთი კილომეტრის მოშორებით.
1557 ზოგჯერ კი ეჩვენებოდათ, თითქოს ტივი ზღვის ფსკერს გაეხახუნაო. ღუზის ბაგირი ძალზე იჭიმებოდა და ჯონ მანგლსი ნახევარ საათში ერთხელ მაინც მოუშვებდა ბაგირს, რათა ტალღას არ მოეგლიჯა ღუზა ან ბაგირი არ გადაწყვეტილიყო და ტივი გაშლილ ზღვაში არ გაექანებინა. მოსაღამოვდა. მზის სისხლისფერი დისკო ჰორიზონტს მიეფარა.
1558 წყვდიადით გარშემორტყმული და პატარა ტივზე მყოფი მოგზაურები საშინელი მღელვარებით ათევდნენ ღამეს. ზოგი მოთენთილობით ილაჯგაწყვეტილი უგემიურად თვლემდა, ზოგს კი დილამდე თვალი არ მოუხუჭავს. განთიადისას ყველანი მოთენთილები იყვნენ. ზღვის მოქცევის დაწყებისას ქარმა ზღვიდან წამოუბერა.
1559 მთელი ნახევარი საათი მოანდომეს ამ საქმს. ბოლოს, მანგლსმა, ბრძანა, გადაეჭრათ ღუზის ბაგირი, რომ გამგზავრება არ შეფერხებულიყო. ბაგირი გააჭრეს, ღუზა ფსკერზე დარჩა და უიმისოდ გაცურეს ზღვაში. ამგვარად, მეორე მოქცევის დროსაც რომ ნაპირამდე ვერ მიეღწიათ, უღუზოდ აღარც ზღვაში შეეძლოთ გაჩერება.
1560 ბაგირის გადაჭრის შემდეგ ტივი ქარმა და მდინარებამ გაიტაცა, სვლის სიჩქარეც ორ კვანძს უდრიდა. აფრა აუშვეს. ტივი მძიმედ მიცურავდა ნაპირისაკენ, რომელიც ამომავალი მზის სხივებით გაშუქებული ცის ფონზე ნაცრისფერად მოჩანდა. ფურთუნებს ფრთხილად უქცევდნენ მხარს, მაგრმ სუსტი ნიავის გამო ტივი თითქმის არ იძვროდა.
1561 ცხრა საათზე მიწამდე კილომეტრ-ნახევარიღა იქნებოდა. სანაპიროზე ტალღები აქაფებულიყო, ფრიალო ფერდოებებთან უნდა გამოენახათ უხიფათოდ მისადგომი ადგილი. ქარი სრულიად ჩადგა. მოდუნებული იალქანი ანძას ეგლასუნებოდა, კაპიტანმა ბრძანა, ჩამოეხსნათ იგი. ახლა მხოლოდ ზღვის მოქცევის ძალა მიაცურებდა ტივს.
1562 მართვა აღარ სჭირდებოდა, მით უმეტეს, რომ წინსვლას აფერხებდა უზარმაზარი წყალმცენარეები. ათ საათზე ტივი თითქმის გაჩერდა ნაპირიდან სამი კაბელტოვის მანძილზე. ღუზა აღარ ჰქონოდათ, რომ ზღვაში ჩაეშვათ და ერთ ადგილას გაჩერებულიყვნენ. ყოველ წუთს შეეძლო ტივი უკანვე გაეტაცნა ზღვის მიქცევას.
1563 ჯონ მანგლსი ბოღმისაგან მუშტებს კუმშავდა და ხარბი თვალით გასცქეროდა მიუღწეველ ნაპირს. ამ დროს, საბედნიეროდ, დაჯახება იგრძნეს და ტივი გაჩერდა, ის შლამში ჩაეფლო ნაპირიდან ორმოცდაათი მეტრის მოშორებით. გლენარვანი, რობერტი, ვილსონი და მიულრედი წყალში გადაეშვნენ. ტივი მაგრად დააბეს ლოდზე.
1564 გამოქვაბულში ბევრი მშრალი წყალმცენარე ეყარა და მგზავრებმაც ისარგებლეს ამ ბუნებრივი საგებლით. გამოქვაბულში კაჭაჭი მოაგროვეს, ცეცხლი გააჩაღეს და ტანისამოსის გაშორება დაიწყეს. ჯონ მანგლსს იმედი ჰქონდა, მალე გამოიდარებდა, მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა. შუადღისას ქარი გაძლიერდა და ამინდი უფრო გაუარესდა.
1565 მეორეც, ოკლენდამდე მისვლას რამდნეიმე დღეს მოუნდებოდნენ და თორმეტიოდე საათით შეფერხებას რა დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, თუ რასაკვირველია, საიდანმე თავს ველურები არ წამოადგებოდნენ. ამ იძულებითი ბანაკობის დროს საუბარი ჩამოვარდა ახალი ზელანდიის ომზე, რომელიც ამჟამად წარმოებდა.
1566 დედოფალი დიდად დაგასაჩუქრებთო. ბელადების უმრავლესობამ ასეთი პროტექტორათი მიუღებლად ჩათვალა და უარი განაცხადა, მაგრამ ათასნაირი დაპირება და საჩუქარი უფრო მეტ საქმეს აკეთებდა, ვიდრე კაპიტან ჰობსონის მჭერმეტყველება. ასე რომ, ბოლოს პროტექტორატს შეურიგდნენ. რა მოხდა მას შემდეგ, ე.
1567 ამას აინუნშიაც არ აგდებენ! რკინიგზებიც კი გაჰყავთ სწორედ იმ დროს, როდესაც ახალზელანდიელების მხრიდან გააფთრებული სროლაა ატეხილი. ოკლენდის პროვინციაში დრიურიდან მიმავალი რკინიგზა და მერემერისაკენ მიმავალი რკინგიზის ლიანდაგი მეამბოხეთა მიერ დაკავებულ უმთავრეს ადგილებზე გადის.
1568 პოტატაუ უფრო ეშმაკია, ვიდრე ვაჟკაცი, მაგრამ მას ჰყავს უერთგულესი, გონიერი და მეტად ენერგიული პირველი მინისტრი, იგატიხახუასების ჩამომავალი, რომლებიც უცხოელების დაპყრობამდე ბატონობდნენ ოკლენდის ყელზე. მინისტრი უილიამ თომპსონი გახლავთ, რომელიც გამათავისუფლებელი ომის სულისჩამდგმელია.
1569 ერთ მცხოვრებს ახალი პლიმუითის მეზობლად მიწა ჰქონდა. ეს მიწა მან ინგლისის მთავრობას მიჰყიდა, მაგრამ როდესაც მიწისმზომელები მივიდნენ ნაყიდი ნაკვეთის შემოსაზომად, კინგის ბელადმა პროტესტი განუცხადა და იმავე წლის მარტში სწორედ ამ მიწის ნაკვეთზე ააგო ციხესიმაგრე, რომელიც მაღალი მესრით შემოზღუდა.
1570 ისინი პარტიზანულ ბრძოლას აწარმოებენ. უსაფრდებიან ინგლისის ჯარებს, თავს ესხმიან პატარა რაზმებს, ახალშენელების სამფლობელოებს ძარცვავენ და აწიოკებენ. ამ კამპანიაში გენერალი კამერონი მხოლოდ ფორტებზე არ გრძნობდა თავს სახიფათო მდგომარეობაში. რადგან თითოეული ჯაგი ჩასაფრებულებს მალავდა.
1571 ამ ბელადს თავდაპირველად ორი ათას ხუთსი კაცი ჰყავდა, შემდეგ კი მათი რიცხვი რვა ათასამდე ავიდა. მის საშველად მივიდა ორი ბელადი - შონგი და ხეკი თავიანთი ქვეშევრდომებით. ადგილობრივ მცხოვრებთა ამ საღმრთო ომში დედაკაცებმაც მიიღეს ცხოველი მონაწილეობა და მებრძოლებთან ერთად გაიზიარეს მძიმე ხვედრი.
1572 შვიდი დღე იარეს ამ მთებში, ღრმა ხეობაში, რომელთაც ფრიალო კლდეები მოსჯარებოდა, მაგრამ გადასასვლელ გზას ვერსად მიაგნეს. ხშირად უცეცხლოდ იყვნენ, ზოგჯერ მშივრებიც და მწერებისაგან შეწუხებული. თან წაღებული შაქარი გაუდნათ, ბისკვიტები აეზილათ, ტანისამოსი და საბნები წვიმისაგან გაჟივებული ჰქონდათ.
1573 იქ, ბაღჩაში იპოვეს რამდენიმე კარტოფილი. ეს იყო მათი უკანასკნელი საზიარო სადილი. საღამო ხანს ზღვის პირს მიაღწიეს, მდინარე ტრამაკაუს შესართავის მახლობლად. გაღმა უნდა გასულიყვნენ, როიმ შემდეგ მდინარე გრეის ნაპირებს შეჰყოლოდნენ ჩრდილოეთისაკენ. ტრამაკაუ ღრმა და განიერი მდინარეა.
1574 ერთი საათის ძებნის შემდეგ ლუპერმა იპოვა ორი დაძველებული ვარცლა ნავი, შეაკეთა და ერთად შეატყუპა. საღამო ხანს ორივე მეზღვაური გაღმისაკენ გაემართა, მაგრამ შუა მდინარეში ნავი წყლით გაევსოთ, უიტკომბი გადახტა წყალში და ცურვით უკანვე დაბრუნდა. იაკობ ლუპერმა ცურვა არ იცოდა და გადაბრუნებულ ნავს ჩაებღაუჭა.
1575 მაშინ ჰოვიტი დაბრუნდა კრისტჩერჩში და თუმცა ზამთარი წინ ედო, მაინც ნებართვა ითხოვა, რომ განეგრძო გამოკვლევა და მუშობა. დეიჩი დათანხმდა. ჰოვიტი დაუყოვნებლივ უკანვე, საბანაკო ადგილზე დაბრუნდა, რომ თავისი ექსპედიციისათვის მიეწოდებინა სურსათ-სანოვაგე და კარგ ამინდებამდე იქვე დარჩენილიყო.
1576 წვიმას ღამითვე გადაეღო. ცას გადაჰკროდა პატარ-პატარა ნაცრისფერი ღრუბლები, რომლებიც სამი მილის სიმაღლეზე აჩრდილებდნენ მზის სხივებს. ამის გამო ზომიერი ტემპერატურა მგზავრობას ამსუბუქებდა. პაგანელმა რუკის მიხედვით განსაზღვრა, რომ კახუას კონცხიდან ოკლენდამდე ოთხმოცი სახმელეთო მილი უნდა ყოფილიყო.
1577 ამ მანძილის გავლა რვა დღეში შეეძლოთ, თუ დღეში ათ-ათ მილს მაინც გაივლიდნენ, მაგრამ სანაპიროს გაყოლებით სიარულის ნაცვლად, სადაც სვლა სახიფათო იყო, პაგანელმა ურჩია იმ გეზით ევლოთ, როიმელიც მათ ვაიკატოსა და ვაი პის შესართავთან მიიყვანდა, სადაც სოფელი ნგარუავახია მდებარეობდა.
1578 გაჰყვნენ აოტეას ყურეს. სიფრთხილის გულისათვის ყველანი ჯგუფად მიდიოდნენ. თოფები მზად ჰქონდათ და ინსტინქტურად აკვირდებოდნენ აღმოსავლეთით ბორცვებით მოფენილ ველს. პაგანელს კი ხელში ეჭირა თავისი შესანიშნავი რუკა და მცოდნე ადამიანის ნეტარი განცდით მასზე აღნიშნავდა ყოველივე წვრილმანს.
1579 მოგზაურები ერთ ხანს ორხუფა ნიჟარების, სი პინებისა და რკინაქვისაგან შემდგარ ქვიშაზე მიდიოდნენ. ამ ქვიშას რომ მაგნიტი მიუახლოო მყისვე ზედ შეიხროკლება ბრჭყვიალა კრისტალები. ზღვის პირას რამდენიმე სელაპი ნებივრად მიჰფიცხებოდა მზეს. მგზავრების მიახლოებაზე ფიქრადაც არ მოსვლიათ მორიდებოდნენ მათ.
1580 მრგვალთავა, განიერშუბლა და წყლიანთვალებიანი სელაპები ალერსითა და მოსიყვარულედ იცქირებოდნენ. მათი მაცქერალისათვის გასაგები ხდებოდა, ადამიანის პოეტურმა ფანტაზიამ რისთვის წარმოადგინა ეს მძიმე ცხოველები მომხიბვლელ ზღვის სირინოზებად. მით უმეტეს, როდესაც მათ ყრუ ბღავილს კეთილხოვანების არა ეცხო რ.
1581 რადგანაც გლენარვანს არ უნდოდა ძვირფასი დროის დაკარგვა იმის მოლოდინში, როგორ გადმოყრიდნენ ბალასტს ზღვიდან ამოსული სელაპები, მგზავრები გზას გაუყენა, რამაც პაგანელს საშინლად დასწყვიტა გული. ათ საათზე დასანაყრებლად გაჩერდნენ მაღალი ფიქალის კლდეების ძირას, ზედ ზღვის ნაპირას.
1582 პაგანელის რჩევით, ოლბინატმა მაინც შეწვა ნაკვერცხლებზე. ყველანი მადიანად მიაძღნენ უგემურ ხამანწკებს. დასვენების შემდეგ გზას გაუდგნენ ყურეს გაყოლებით. ერთიმეორეზე უცნაურად აჩონჩხილ კლდების ქიმესა და წვეროებზე მრავალი ზღვის ფრინველი იჯდა. აქ იყვნენ ფრეგატები, თოლიები და უზარმზარი ალბატროსები.
1583 შორიდან თვალს ისე ეჩვენებოდა, თითქოს ადვილი სასიარულო უნდა ყოფილიყო, მაგრამ როდესაც ამ მწვანედ მოსილ სივრცეს მიაღწიეს, მგზავრებს გულს შემოეყარათ - მწვანე ველის ნაცვლად მათ თვალწინ გადაიშალა თეთრყვავილა ჩირგვნარი, მოფენილი აუარებელი ჩადუნით, რომელიც ძალიან ეწყობა ახალი ზელანდიის ნიადაგს.
1584 ამ ხლართებში გზის გაკვლევა ძალიან ძნელი იყო. ერთ- ერთ ასეთ ტაფობს გარს შემოარეს და საღამოს რვა საათზე ღამის გასათევად გაჩერდნენ. ოცი კილომეტრი ჰქონდათ გამოვლილი. რადგან არც ურემი ჰქონდათ, არც კარავი, მგზავრები დიდებული ნორფოლკის ფიჭვების ქვეშ დალაგდნენ. სამგზავრო საბნები ლეიბებად გამოიყენეს.
1585 ისინი კი ფეხით მიდიოდნენ და სანანებლად არ ჰქონდათ, რომ ფორანი ავსტრალიაში დარჩათ. სანამ ახალ ზელანდიაში საეტლო გზები არ იქნებოდა, ამ აბალახებულ ბილიკებზე სიარული მხოლოდ ქვეითად შეიძლება. აქ იზრდება ათასნაირი ჯიშის გვიმრა, რომელიც ისევე შეუპოვრად იცავს თავის მშობლიურ მიწას, როგორც მაორები.
1586 ბოტანიკოსი ჰუკერი გადმოგვცემს, რომ ახალ ზელანდიაში მოიპოვება ორი ათასამდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე, რომელთა შორის ხუთასი მხოლოდ იქ ხარობს. ყვავილები ცოტა იცის და მათაც მხიარული ელფერი არ აქვთ. ერთწლიანი მცენარეები სრულიად არ მოიპოვება აქ, სამაგიეროდ, უხვად არის გვიმრა და ქოლგოსნები.
1587 მაიორმა და რობერტმა გზადაგზა მოკლეს რამდენიმე კაკაბი, რომლებიც დაბალ ბალახებში მინაბულიყვნენ. ნანადირევი ფრინველი ოლბინეტმა გზადაგზა გაბდღვნა, რომ დრო არ დაეკარგა. პაგანელის ნანადირევის გემო იმდენად არ აინტერესებდა, რამდენადაც ისეთი ფრინველი, რომელიც მხოლოდ ახალ ზელანდიაში ბუდობს.
1588 შიგ იჯდა ორი ქათამი უფრთო, უბოლო, ოთხთითიანი ფეხებით, ლიანივით გრძელნისკარტიანი და თეთრბუმბულა. ეს იყო ფრინველიდან ძუძუმწოვარა ცხოველზე გარდამავალი უცნობი ტიპი - ეგრეთ წოდებული ზელანდიური კივი, რომელიც თანაბრად შეექცდევა მწერებს, ჭიაღუასა და თესლეულობას. კივი მხოლოდ ავსტრალიაში ცხოვრობს.
1589 ჩვენი პატარა რაზმი ნელ-ნელა მიიწევდა წინ ვაიპის ნაპირ-ნაპირ. მიდამოები სრულიად უკაცური ჩანდა, მოსახლეობის არავითარი კვალი არ ემჩნეოდა, არსად იყო რაიმე ბილიკის ნასახიც, რომელიც დაამოწმებდა, რომ ამ ველებში ადამიანი მოიპოვება. მდინარე ხან მაღალ ბარდებს, ხან კი ღია ქვიშიან ნაპირებს შუა მიდიოდა.
1590 მათი უცნაური მოხაზულობა, რომელიც ნისლში ირყეოდა, წარღვნის წინადროინდელ მხეცებს მოგაგონებდათ, თითქოს მთელი მათი ჯოგი გაქვავებულაო. ამ დაღარულ უსწორმასწორო მთებს რომ გახედავდით, თქვენთვის ცხადი ხდებოდა მათი ვულკანური წარმოშობა. ახალი ზელანდია მართლაც მიწისქვეშა ძალების წარმონაშობია.
1591 ეს ქვეყანა ჯერაც განაგრძობს ზღვის დონიდან აწევას. ზოგიერთ ადგილას ორ მეტრზე აწეულა ამ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში. მიწისქვეშა სიმხურვალე ჯერაც მძლავრად არყევს ამ ქვეყნის წიაღსა და ნიადაგს. ბევრგან ცხელ შადრევნებს ისვრის, გეიზერებად ამოხეთქს ან ცეცხლისმფრქვევ მთის ყელში იწყებს ქშენას.
1592 იმ რუკის მიხედვით, რომელსაც გეოგრაფი ყოველ წუთს ჩასცქეროდა, ვაიპისა და ვაიკატოს შესართავამდე რვა კილომეტრიღა დარჩენოდათ. იქიდან კი იწყებოდა ოკლენდის გზა. გადაწყვეტილი ჰქონდათ, იქ გაჩერებულიყვნენ ღამის გასათევად. ოთხმოც კილომეტრს, რომელიც სატახტო ქალაქამდე ჰქონდათ დარჩენილი, ორ-სამ დღეში გაივლიდნენ.
1593 არ ვიცი ახლა რა დამოკიდებულება აქვთ ინგლისელებთან, ჩააქრეს თუ არა აჯანყება, ჩვენ შეიძლება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ქარცეცხლში მოვყვეთ. თავმდაბლობა რომ იქით გადავდოთ, ჩვენისთანა ხალხი ჩინებული დავლაა მათთვის. ამიტომ სრულიად არ მიმწევს გული, რომ ზელანდიელების სტუმართმოყვარეობას გავეცნიო.
1594 სწრაფად მომჩქეფარე ვაიპის ზვირთები ვაიკატოს წყნარ მდინარებაში რამდენიმე ასეული მეტრით შეჭრილიყო თავისი შემრეშილი ელფერითა და მის წყალში არ ერეოდა, მაგრმ მძლავრი და მდორე ვაიკატო იმის იქით უკვე უმკლავდებოდა თავის შფოთიან შენაკადს და დინჯად, დამშვიდბული მიემართებოდა წყნარი ოკეანისაკენ.
1595 ნისლი აიყარა. მდინარეზე გამოჩნდა სათავისკენ მიმავალი ნავი. ეს იყო ადგილობრივი მორა-ნავი, სიგრძით ოცი მეტრი, სიგანი - ორ მეტრამდე და სიღრმით - ერთი მეტრი. ნავი მთლიანი კახიკატეის ნაძვის ხისაგან იყო გამოთლილი, ცხვირი ვენეციურ გონდოლასავით ჰქონდა აშვერილი. ნავის ძირზე ჩაგებული იყო ხმელი ჩადუნა.
1596 ტანი ისე ოსტატურად ჰქონდა დასვირინგებული, რომ მაშინვე მიხვდებოდით, რომ მაორების წარჩიებული ბელადთაგანი უნდა ყოფილიყო. ორი შავი სპირალი გამოდიოდა მისი არწივისებური ცხვირის ნესტოებიდან, ჩაყვითლებულ თვალებს გარშემო უვლიდა, შუბლის კანზე ერთიანდებოდ და მშვენიერ ხშირ თმაში იკარგებოდა.
1597 ნავის თვში მსხდომი მენიჩბეები, ალბათ, ბელადის მსახურნი იყვნენ ან მონები. ნიჩბებს ღონივრად უსვამდნენ. მათი მორა-ნავი აღმა მიაპობდა ტალღებს. წაგრძელებული მორა-ნავის შუა ადგილას ისხდნენ თუ იწვნენ ერთმანეთზე მიყრილი ტყვეები, რომლებსაც ფეხები გაკრული ჰქონდათ, ხელები კი თავისუფალი.
1598 აქ იყვნენ გლენარვანი, ლედი ელენი, მერი გრანტი, რობერტი, პაგანელი, მაიორი, ჯონ მანგლსი, ოლბინეტი, მიულრედი და ვილსონი. წუხელ მათ ნისლის გამო ვერ შეემჩნიათ და ღამის გასათევად ბინა დაედოთ ადგილობრივ მცხოვრებთა საკმაოდ ძლიერ რაზმს შუა. ღამე ჩინებული მოგზაურები დაეტყვევებინათ და გადაეყვანათ ამ მორანავზე.
1599 მისგან შებრალების მოლოდინი ამაო იყო. მისი სახელი იცოდა ყველა ინგლისელმა ჯარისკაცმა. მისი თავი მეტდ ძვირად იყო დაფასებული ახალი ზელანდიის გუბერნატორის ბრძანებით. ასეთი საშინელი ამბავი დაატყდა გლენარვანს სწორედ იმ დროს, როდესაც უნდა მიეღწია სანუკვარ ოკლენდამდე და ევროპაში დაბრუნებულიყო.
1600 ყველა ველურს, და განსაკუთრებით მაორებს, ახასიათებს საკუთარი ღირსების გრძნობა, რომელიც არასოდეს ტოვებს მათ. ისინი პატივისცემით ეკიდბიან მათ, ვინც გულგრილობითა და მამაცობით პატივისცემას აღძრავს მათში. გლენარვანმა იცოდა, რომ ასეთი საქციელით ცუდი მოპყრობისაგან დაიცავდა თავის თავსაც და ამახანაგებსაც.
1601 გელენარვანს აღარ უკითხავს, მაგრამ გულში კი იმედმა შეაშუქა, ალბათ, მაორების რამდენიმე ბელადი ინგლისელებს ტყვედ ჩაუვარდა და ახლა მათი გამოხსნა უნდოდათ ტყვეების გაცვლის საშუალბი. ამ გარემოებას შეიძლება გადაერჩინა ისინი და მათი მდგომარეობა არც მთლად უიმედო ჩანდა. მორა-ნავი კი მდინარის აღმა მიცურავდა.
1602 ელენსა და მერი გრანტს შიში გულის სიღრმეში მიეკუნჭათ და გლენავართამ ისე საუბრობდნენ, რომ საუკეთესო ფიზიონომისტიც ვერ ამოიკითხავდა მათ სახეზე იმ საშინელებას, რასაც გულში განიცდიდნენ. ვაიკატო ახალი ზელანდიის ეროვნული მდინარეა. მაორები ისე ამაყობენ იმით, როგორც გერმანელები რაინითა და სლავები - დუნაით.
1603 მასზე მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის მორა-ნავები დაიარება. მხოლოდ რამდენიმე მეზღვაურს გაუბედავს ამ წმინდეა მდინარის ნაპირების ნახვა, მაგრამ ზემო ვაიკატო, როგორც ჩანს, სრულიად მიუდგომელია ევროპელებისათვის. პაგანელმა იცოდა, რა უღრმესი პატივისცემით ეკიდებოდნენ მაორები ამ მდინარეს.
1604 მდინარე ვაიკატო ტაუპოს ტბაში ჩადის. ამგვარად ვაიპთან შეერთების შემდეგ მდინარე ვაიკატომ ამ ტბამდე უნდა იდინოს ას ოცი კილომეტრის მანძილზე. პაგანელი ფრანგულად დაელაპარაკა ჯონ მანგლსს, რათა ველურებს ვერ გაეგოთ ნათქვამი, შეეკითხ, მორა-ნავი საათში რა მანძილს გაივლისო. ჯონმა უპასუხა, სამ მილსო.
1605 მორა-ნავი არ შეჩერებულა. გვერდი აურა პოტატუს მეფის ძველ რეზიდენცია, რომელიც ვაიკატოსა და ვაიპის შესართავის ზევით მდებარეობდა რამდენიმე ასი მეტრის მოშორებით, მდინარის პირას. აქა-იქ გაფანტული რამდენიმე ქოხი ნახევრად ჩამონგრეული იყო, რაც მოწმობდა ახლახან გადავლილი ომის საშინელებას.
1606 ამ გავერანებულ მიდამოს სიცოცხლის იერს აძლევდა მხოლოდ ორიოდე წყლის ფრინველი. ზოგჯერ მათ დანახვაზე მაღალი კანჭებით გარბოდნენ შავფრთიანი, გულთეთრა და წითელნისკარტა ტაფარუნგები. ნაცრისფერი ნემსიყლაპია, ყეყეჩი ვიმპი დ ყვითელნისკარტა შავფეხა ბაყაყიყლაპია კი არხეინად გამოსცეროდნენ ნავს.
1607 ეს იყო დათვის საგებელა, ფესვების ნამცხვარი და კარტოფილი, რომელიც უხვად მოჰყავთ ორივე კუნძულზე. მათ საჭმელსი ხორცი არ ჩანდა და მოგზაურების გამშრალი ხორცი არავითარ მადას არ იწვევდა მათში. სამი საათი იქნებოდა, როდესაც მარჯვნივ გამოჩნდა რამდენიმე მთა, რომლებიც ჩამონგრეულ ქონგურიან ზღუდეს წააგადა.
1608 აქ იდგა რამდენიმე ხე, რომლის ქვეშაც მოხერხებულად შეიძლებოდა დაბანაკება. კაი-კუმუმ უბრძანა, ტყვეები ნაპირზე გადმოესხათ, კაცებს ხელები შეუკრეს, ქალები კი თავისუფლად დატოვეს. ყველა ტყვე ბანაკის შუაგულში მოათავსეს და გარშემო კოცონები გააჩაღეს, რაც გაუვალ დაბრკოლებას წარმოადგენდა ტყვეებისათვის.
1609 ორივე ნავის მეომრები ჩვეულებისამებრ მიესალმნენ ერთიმეორეს და ორმა მორა-ნავმა გზა განაგრძო. ახალშემომატებულებს ეტყობოდათ, რომ ახლახან მიეღოთ მონაწილეობა ინგლისელებთან ბრძოლაში. ამას მოწმობდა მათი დაფლეთილი ტანისამოსი და გასისხლიანებული იარაღი. ჭრილობებიდან სისხლი სდიოდათ ტანისამოსის ქვეშ.
1610 შუადღისას დასავლეთით მაუნგატოტოარის მწვერვალი გამოჩნდა. მდინარე ვაიკატოს ხეობა თანდათან ვიწროვდებოდა. ღრმა კალაპოტში ჩაჭედილი ვაიკატო დაქანებით მოექანებოდა, მაგრამ მენიჩბეების გაორკეცებული მეცადინეობით და ნიჩბების ტყლაშუნთან შეფარდებული სიმღერით ნავი მაინც აღმა მიცურავდა.
1611 მდინარება ყოველ კილომეტრზე მიმართულებას იცვლიდა, მიუხვევ-მოუხვედა ხოლმე. კაი-კუმუმ საღამო ხანს ნავი გააჩერებინა ერთი მთის ძირას, რომლის ფერდობებიც მდინარის კიდემდე აწყდებოდა. აქ ღამის გასათევად დაბანაკებულიყო მათზე უფრო ადრე მოსული ოციოდე მეომარი. ხეების ქვეშ რამდენიმე ადგილას ცეცხლი გიზგიზებდა.
1612 კაი- კუმუს თანბარი ხარისხის უფროსი გამოეგება ზომიერი ნაბიჯით. მათ ცხვირები გაუხახუნეს ერთმანეთს და მიესალმნენ. ტყვეები ისევ ბანაკის შუაგულში მოაქციეს და ფხიზელი დარაჯები მიუყენეს. მეორე დღეს, დილით, ისევ მდინარის აღმა შეჰყვნენ. ტოტებიდან მათ გზადაგზა ემატებოდათ ახალ-ახალი მორა-ნავები.
1613 აქ თავი მოეყარა სამოცამდე მეომარს, რომლებიც ბრძოლას გამორიდებოდნენ. უმეტესი მათგანი დაჭრილი იყო და ყველანი მთებისაკენ მიემართებოდნენ. ზოგჯერ წეროებივით მწკრივად მიმავალი ნავებიდან სიმღერის ხმა მოისმოდა. ერთ-ერთი მათგანი შემოსძახებდა ხოლმე თავისუფლებისათვის ბრძოლის ჰიმნს ველურების აღსაფრთოვანებლად.
1614 თითო ტაეპის შემდეგ გულში იცემდნენ მუშტებს და ყველანი ბანს აძლევდნენ საომარ სიმღერას. შემდეგ ახალი ძალ-ღონით დააწვებოდნენ ნიჩბებს და მიაცურებდნენ ნავებს. ამ დღეს საგულისხმო მოვლენა ნახეს ვაიკატოზე. მტკიცე მარჯვენით მიმართული ბელადის მორანავი ნაშუადღევს ოთხ საათზე იმავე სიჩქარით ტყვეებიდან შეცურდა.
1615 ვიწრო ხეობაში. აქ მრავალ კუნძულეს შორის მორევი გაშმაგებით ტრიალებდა. ნავი რომ გადაბრუნებულიყო, ყველანი დაიღუპებოდნენ, რადგან ნაპირები თავის შესაფარებლად არ გამოდგებოდა. ნაპირზე გადასვლას კი ვერ მოახერხებდნენ და თუნდაც ვინმეს მიეღწია აქაფებულ შლამამდე, მისი ტალღები ჩაფუფქავდა.
1616 რკინის ჟანგს ნაპირი წითლად შეეღება და მყარ ნიადაგს ვერსაც მიაგნებდა ადამიანი. ჰარი გაჟღენთილიყო გოგირდის მხრჩოლავი სუნით. ზელანდიელებს აინუნშიაც არ მოსდიოდათ ეს გარემოება და ადვილად იტანდნენ, ტყვეები კი ძლივს უძლებდნენ ამ მყრალ ანაორთქლს, რომელიც სანაპიროს ყოველი მხრიდან მოსდებოდა.
1617 იმის იქით გოგირდის ანაორთქლი თანდათან გაიბნა და ტყვეებმ მთელი გულით შეისუნთქეს საღი ჰაერი. წყაროების სამეფოს გასცდნენ. დღის დასრულებამდე მორა-ნავებმა კიდევ ორი სწრაფი მდინარება გადასერეს - ჰიპაპატუა და ტამატეა. საღამო ხანს კაი-კუმუ ვაიპისა და ვაიკატოს შესართავიდან ასი მილის მანძილზე დაბანაკდა.
1618 მრავალ ადგილას ამომსკდარა ქაფქაფა წყარო. მიწის ქერქი დაშაშრულია, როგორც გავარვარებულ ღუმელში ჭარბად აფუებული პურის გუნდა. ალბათ, მთელი ეს ზეგანი მთლად გალხვებოდა, როგორც ქურაში, თორმეტიოდე მილის მოშორებით ტონგარიროს კრატერი რომ არ ისროდეს მიწის გულში შეკუმშულ ორთქლს. ეს კრატერია ამ ორთქლის სასუნთქი.
1619 ჯერ არც ერთი ადამიანის ფეხი არ დაჰკარებია მის კონუსისებურ მწვერვალს. ადამიანის თვალს არასოდეს განუზომია მისი კრატერის სიღრმე. სამაგიეროდ, უფრო ადვილად მისასვლელი ტონგარიროს მწვერვალი სამჯერ არის გაზომილი ოცი წლის განმავლობაში ბიდვილის, დისონისა და უკანასკნელად ჰოჰშტეტერის მიერ.
1620 ნაცემი და დამცირებული ტანარაკი გაიქცა. გზაში მან მწვერვალი დაკარგა და თავი შეაფარა ოკეანის სანაპიროს. ამჟამადაც იქა დგას მარტოხელა, მოწყენილი და უწოდებენ ეგმონტს, მაგრამ პაგანელი სულ არ იყო განწყობილი ზღაპრების საამბობლად, ისევე როგორც მის თანამგზავრებს არ შერჩენოდათ ხალისი ზღაპრების მოსასმენად.
1621 მოგრძო ფოთლებზე მოჩანდა მუქი წითელი ყვავილები, აგავას მსგავსი ლამაზ-ლამაზი ჩიტები ნისლივით შერეოდნენ ამ ბუჩქებს და წყურვილს იკლავდნენ მისი ყვავილების თაფლოვანი წვენით. ტბის ზვირთებში ჭყუმპალაობდა მოშინაურებული მწვანე და ნაცრისფერწინწკლებიანი შავბუმბულოვანი იხვების გუნდი.
1622 ოთხასიოდე მეტრის იქით, ფრიალო ფერდობზე მოჩანდა პა- მაორების მიუდგომელი სიმაგრე. ხელფეხდახსნილი ტყვეები სათითაოდ გადაიყვანეს ნაპირზე და სიმაგრისაკენ წაიყვანეს. მისკენ მიმავალ ბილიკს ორივე მხარეს ლამაზი ხეებით დაფარული მინდვრები მისდევდა. ამ ხეებს წითელი ნაყოფი ესხა. კენწეროები პალმის ფუმფულას ჰგავდა.
1623 შიგნით შემოვლებული ჰქონდა მარგილების ზღუდე, შემდეგ სათოფურებდატანებული ფიცრული კედელი, რომლის შიგნითაც ფართო ეზოში ამართულიყო მაორების შენობები და მათ გარშემო სიმეტრიულად გაფანტული ქოხები. სიმაგრეში შესვლის დროს ტყვეებს ჟრუანტელმა დაუარა მეორე ზღუდის მარგილეზე ჩამოცმული ადამიანის თავების დანახვაზე.
1624 მათ შორის, ალბათ, ინგლისელებისაც. კაი-კუმუს ბინა სიმაგრის სიღრმეში იდგა და სხვა ქოხებზე უფრო მაღალი იყო. მის წინ ფართო მოედანი გაეკეთებინათ, რომელსაც ევროიპელები სამხედრო მოედანს უწოდებენ. ეს ბინა წარმოადგენდა მერქანზე ტყრუშულად ჩაწნულ კედლებს, რომელსაც შიგნიდან სელის ჭილოფები ჰქონდა აკრული.
1625 ცოტა მოშორებით, პატარ-პატარა მოღობილებში დაემწყვდიათ ღორები და თხები, რომლებიც ახლა იშვიათი სანახავია ახალ ზელანდიაში და რომლებიც აქ პირველად მოგზაურ კუკს მოეყვანა. დამშეულ ძაღლებს ადამიანი ფეხს ვერ აუქცევდა, ისინი დიდ პატივში უნდა ჰყოლოდათ, რადგან მაორების ყოველდღიურ საჭმელს წარმოადგენდნენ.
1626 სხვანი გლოვობდნენ ბრძოლაში დაღუპულ ნათესავ-მეგობრებს. ამ ბელადებს შორის, რომელნიც უილიამ თომპსონის მოწოდებით აჯანყდნენ, პირველი იყო კაი-კუმუ, რომელიც ტაუპოს ტბის მიდამოებში დაბრუნდა და მოსახლეობამ პირველად მისგან შეიტყო ქვემო ვაიკატოს ველებზე მეამბოხეთა დამარცხების ამბავი.
1627 მართალია, რამდენიმე მათგანი ტყვედ ჩავარდა, მაგრამ დანარჩენები ბრძოლის ველზე დარჩნენ და ვერასოდეს ვეღარ დაუბრუნდებიან მამა-პაპათა ქვეყანას! აი, ამიტომ ეძლეოდა სასოწარკვეთილებას მაორების ეს თემი კაი-კუმუს დაბრუნების დროს. მაორების სულიერი მწუხარება გარეგნულადაც გამოისახა.
1628 დედაკაცების მუქარას კაცებისც მიემატა. წყევლა-კრულვა აზანზარებდა ჰაერს, ხელებს გამეტებით იქნევდნენ და გამორიცხული არ იყო, მათი მრისხანება ძალმომრეობად გადაქცეულიყო. კაი-კუმუმ იმის შიშით, რომ გააფთრებულ თემს ვეღარ შეაკავებდა, ბრძანება გასცა, ტყვეები წმინდა ადგილას მოეთავსებინათ, სიმგრის მეორე ბოლოში.
1629 ჯერ დრო არ არის, - უთხრა მაკ-ნაბსმა. გლენარვანმა რევოლვერი ჯიბეში ჩამალა. ამ დროს შესასვლელთან ჩამოფარებული ჭილოფი აიწია და ქოხში მაორი შემოვიდა. მან ანიშნა ტყვეებს, რომ უკან გაჰყოლოდნენ. გლენარვანმა და მისმა თანამგზავრებმა ჯგუფად გადაიარეს სიმაგრის ეზო და ყველანი კაი-კუმუს წინაშე გაჩერდნენ.
1630 შეიძლება ითქვას, ახალი ზელანდიის მთელი კანონმდებლობა თითქმის ამით გამოიხატება. ტყვეებზე დადებული იყო მფარველობითი ტაბუ, რომ ველურების მძვინვარებისაგან გადაერჩინათ. კაი-კუმუს მომხრე მეგობრებმა კაი-კუმუს ბრძანებით ტყვეები დაინდვეს, მაგრამ გლენარვანმა შეუმცდარად იცოდა, რაც მოელოდა.
1631 გლენარვანმა მხოლოდ უსიტყვოდ გაიქნია თავი. არც მეორე დღეს შეუმჩნევიათ წამეისა და დასჯის სამზადისი. ამის მიზეზი ის იყო, რომ მაორების აზრით, სიკვდილის შემდეგ სული სამი დღის განმავლობაში კიდევ ცოცხლობს მიცვალებულის სხეულში. ამიტომ მიცვალებულს მხოლოდ სამი დღის შემდეგ მარხაენ.
1632 ქოხთან მდგომი დარაჯების შემცვლელი რაზმი თუ მოვიდოდა ხოლმე. მესამე დღეს კი ქოხების კარები გაიღო. კაცები, დედაკაცები და ბავშვები, რამდენიმე ასეული სული, ციხის გალავანში დინჯად და უსიტყვოდ შემოვიდნენ. კაი-კუმუ თავისი ქოხიდან გამოვიდა. მას გარს ეხვივნენ თემის მთავარი ბელადები.
1633 ამგვარად, ყველა ტყვეს ერთი სასჯელი ელოდა. ტყვეები ქოხში აღარ წაუყვანიათ. მაორების რაზმმა მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის იქით გააცალკევა ისინი და გარს შემოერტყა. დამარჩემებს თითქოს მივიწყებოდათ ტყვეები და მწუხარებას მისცემოდნენ. კარა-ტეტეს სიკვდილიდან სამი სავალდებულო დღე გავიდა.
1634 თავი შემკული ჰქონდათ ფრთებით და მწვანე ფოთლების გვირგვინით. ზეთით დაზელილ სახეს, ხელებსა და მკერდს გახრწნის ნიშნები სრულიად არ ეტყობოდა. კარა-ტეტეს ნათესავები და მეგობრები მიუახლოვდნენ მაღლობს და უცებ, თითქოს უჩინარი ლოტბარის ხელის დაქნევაზე, გაისმა სამგლოვიარო ზარი, ტირილი, მოთქმა და გოდება.
1635 ახლობლები თავში ხელებს იცემდნენ, ნათესავები სახეს იკაწრავდნენ, მათ სისხლი უფრო მეტი სდიოდათ, ვიდრე ცრემლი. უბედური დედაკაცები სინდისიერად ასრულედნენ ამ ველურ მოვალეობას, მაგრმ გარდაცვალებულის სულის დასამშვიდებლად როდი კმაროდა, რომ მისი რისხვა ცოცხლებს არ დასტეხოდათ თავზე.
1636 ასეთი მსხვერპლის მაგალითი უამრავი იყო ახალზელანდიელთა ისტორიაში. კარა-ტეტს ცოლიც გამოცხადდა. სავსებით ახალგაზრდა იყო. გაწეწილი თმა მხრებზე დაჰფენოდა. მისი გოდება და კივილი ცას სწვდებოდა. ტირილს თან სდევდა ნაწყვეტ- ნაწყვეტი ფრაზები, რომლითაც ქებით იხსენიებდა განსვენებულის ქველობასა და სიჩაუქეს.
1637 კაი-კუმუ მიუახლოვდა. უბედური ქალი ზეწამოიჭრა, მაგრამ ამ დროს თავში კეტი მოხდა და უსულოდ დაეცა მიწაზე. გულისგამგმირავი წივილი-კივილი გაისმა ირგვლივ. ამ სანახაობით გამხეცებული მაორები მუშტების ქნევით იწევდნენ ტყვეებისაკენ, მაგრამ ჯერ ხელს არ ახლებდნენ, რადგან დაკრძალვის წესი არ დამთავრებულიყო.
1638 ბელადის სიცოცხლეში საშინელ გასაჭირში იყვნენ და ნახევრად მშივრები ასრულებდნენ მძიმე სამუშაოებს. ახლა კი მაორების რწმენის კარნახით ისინიც თან უნდა გაჰყოლოდნენ ბატონებს და საუკუნოდ ეტარებინათ მონობის უღელი საიქიოშიც. თითქოს მორჩილებით ელოდნენ თავიანთ ხვედრს. არ აკვირვებდათ ასეთი მსხვერპლშეწირვა.
1639 ისინი ოციოდე ნაბიჯის იქით იდგნენ და თვალს არიდედნენ ამ საზარელ სანახაობას, რომლის საშინელებაც ჯერ წინ იყო. ექვსი მძლავრი მეომრის მიერ ექვსი კეტის დარტყმამ ექვსი მონა სიცოცხლეს გამოასალმა. მკვდრები თავიანთივე სისხლის მორეში ჩაიკეცნენ. ეს ნიშანი იყო კაციჭამიობის დასაწყისისა.
1640 რაწამს მსხვერპლი გაიღეს, ადგილობრივი მცხოვრებნი - ბელადები, მოხუცდები, მებრძოლები თუ ქალები, ბავშვები და ქურუმები - მთელი ბრბო მხეცური სიმძაფრით ეცა მონების ჯერ კიდევ თბილ სხეულებს. მაშინვე დაინთო ოციოდე კოცონი მოედნის სხვადასხვა ადგილას და შემწვარი ხორცის სუნი მოედო იქაურობას.
1641 გლნერავანსა და მის ამხანაგებს საშინელებისაგან სული უწუხდებოდათ. ცდილობდნენ, ქალებს წინ აჰფარებოდნენ, რომ მათ მაინც არ ეცქირათ ამ საზარელი სანახაობისათვის. უკვე იცოდნენ, რანაირი სიკვდილი ელოდათ ხვალ დილით მზის ამოსვლისას, და როგორი წამებით დაიწყებოდა იგი. ამ საზარელმა სანახაობამ დაამუნჯა ისინი.
1642 შეიძლებოდა თავისი ბელადის ტაბუც კი დავიწყებოდათ და გამძვინვარებით დარეოდნენ ტყვეებს, რომლებიც თავზარდაცემულნი შეჰყურებდნენ ამ საზიზღარ ღრეობას, მაგრამ საერთო გაბრუების დროს კაი-კუმუს მაინც შერჩენოდა გონება. მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში მიუშვა თავი ამ სისხლიან ორგიას.
1643 სანამ უაღრეს წერტილს მიაღწევდა იგი, რომ ბოლოს ჩამქრალიყო. მან დრო შეურჩია და ნიშანი მისაცა, რათა დაკრძალვის უკანასკნელი წესი შეესრულებინათ. მყისვე ყველაფერი ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგა. კარა-ტეტე და მისი ცოლი ასწიეს, ორად მოხარეს, ხელ-ფეხი მუცელზე დაუწყვეს, როგორც ზელანდიელებს სჩვევიათ.
1644 ახლა დროებით უნდა დაემარხათ, ესე იგი იმ დრომდე, სანამ მიწა ხორცს შეჭამდა და ცარიელი ძვლებიღა დარჩებოდა. საფლავისათვის არჩეული ადგილი ციხესიმაგრის გარეთ, ორი მილის მოშორებით იყო, ტბის მარჯვენა ნაპირზე, პატარა გორის თავზე, რომელსაც მაუნაგანამუ ეწოდებოდა. ორივე ცხედარი იქ უნდა წაესენებინათ.
1645 მოიტანეს ორი საკაცე. ლიანებით შეკრული ცხედრები თითქმის მჯდომარენი საკაცეებზე დაასვენეს. ოთხმა მეომარმა ასწია საკაცეები და მთელი თემი ზარითა და მოთქმით სამარისაკენ გაემართა. დარაჯმიყენებული ტყვეები ხედავდნენ, რომ პროცესია გასცდა პირველ ზღუდეს, შემდეგ კი წივილ-კივილი და გალობა თანდათანობით მიწყდა.
1646 პროცესია თითქმის ნახევარ საათს აღარ დაუნახავთ, მაგრამ შემდეგ ისევ გამოჩნდა, მიხვეულ-მოხვეულბილიკიან გორაზე მიმავალი. შორი მანძილიდან ეს ტალღისებურად მოძრავი მსვლელობა გრძლად გაჭიმული რაზმების ფანტასტიკურ შთაბეჭდილებას ქმნიდა. მსვლელობა მაუნგანამუს გორის თავზე შეჩერდა, ორასიოდე მეტრის სიმაღლეზე.
1647 ქალები. ამ დროს ჯონმა ჭილოფი ასწია და ოცდახუთი მეომარი დაითვალა, მათ ქოხს რომ დარაჯობდა. მათ გაეჩაღებინათ დიდი კოცონი, რომელიც თვალბედით შუქს ჰფენდა ირგვლივ. ზოგი მათგანი კოცონის გვერდით წამოწოლილიყო, სხვანი ფეხზე იდგნენ და მათი უძრავი ლანდები მკაფიოდ, შავ ლაქებად ისახებოდა კაშკაშა ალზე.
1648 მათლაც, ტუსაღი უფრო დაინტერესებულია თავისი მდგომარეობით, ვიდრე მისი ყარაული. შესაძლოა, პირველს გადაავიწყდეს, რომ ყარაულია, მეორე კი ვერასოდეს დაივიწყებს, რომ ტუსაღია. ბუნებრივიცაა, რომ პატიმარი უფრო ხშირად ფიქრობს გაქცევაზე, ვიდრე ციხის ყარაული მისი გაქცევის ხელის შეშლაზე.
1649 მათ დარაჯობდა ის ხალხი, რომელსაც შურისძიება სწყუროდა. ტყვეებს ხელ-ფახი არ გაუკრეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქოხიდან არსაით იყო გასასვლელი იმ ბილიკის გარდა, სადაც ოცდახუთი მეომარი დარაჯობდა. ქოხი მიდგმული იყო ფრიალო კლდეზე, რომლითაც თავდებოდა სიმაგრე. მას მხოლოდ ერთი შესასვლელი ჰქონდა.
1650 ეს იყო ვიწრო ბილიკი, რომელიც აერთებდა მას სიმაგრის მოედანთან. დანარჩენი ორი კედელი ამოყვანილი ჰქონდათ ფრიალო ნაპრალის პირს, უფსკრულის თავზე, რომლის სიღრმეც ოცდაათ მეტრს აღემატებოდა. აქედან ჩაშვება შეუძლებელი იყო. წარმოუდგენელი იყო ზურგიდნ გაქცევაც, რადგან იქ უშველებელი ციცაბო კლდე ამართულიყო.
1651 მთა წყვდიადში იყო გახვეული. ცაზე არც მთვარე ჩანდა, არც ვარსკვლავები. ფერდობებზე ზოგჯერ ქარი სისინებდა და მის ქროლაზე ქოხის ბოძებს ჭრაჭუნი გაჰქონდა. ქარის დაბერვაზე მაორების კოცონი აპრიალდებოდა. მისი ალი ქოხის შიგნითა კედლებამდე აღწევდა და ერთი წამით აშუქებდა ტყვეების ჯგუფს.
1652 უბედური ადამიანები მწუხარებაში ჩაძირულიყვნენ - ქოხში მკვდართა დუმილი გამეფებულიყო. ალბათ, დილის ოთხი საათი იქნებოდა, როდსაც მაიორის ყურადღება რაღაც ხმაურმა მიიპყრო, რომელიც უკანა კედლიდან ისმოდა. მაკ-ნაბი ჯერ უგულისყუროდ მოეკიდა, მაგრამ ხმაური გრძელბდებოდა. ყური დაუგდო.
1653 ერთ ცარიელ ქოხში ვიპოვე ეს თოკი და ხანჯალი. ჯაგებსა და ბალახებს ვეჭიდებოდი და ისე ამოვფოფხდი. შემთხვვით წავადექ გამოქვაბულის ძირს, იმ კლდესში, რომელზეც ეს ქოხი დგას. იქიდან სულ რამდენიმე ფუტი ფხვიერი მიწა მქონდა გამოსათხრელი და აი, უკვე თქვენთან გავჩნდი! რობერტი უსიტყვოდ გადაკოცნეს.
1654 გავიქცეთ! მართლაც, ყოველი წუთი ძვირფასი იყო - უნდა გაპარულიყვნენ. ეს კი არც ისე ადვილი საქმე იყო, თუ მხედველობაში მივიღებთ ციცაბო კლდეს, რომლის სიღრმეც ხევამდე ოცი ფუტი მაინც იქნებოდა, იმის ქვევით კი ჯაგნარი შეუწყობდათ ხელს ხევის ძირამდე ჩასვლაში. მთის გადაღმა კი გაივაკებდნენ.
1655 რობერტი ხვრელში გაქრა. სამი წუთის შემდეგ თოკი სამჯერ შეტოკდა, ალბათ, რობერტმა მშვიდობით მიაღწია ბარდებს. მაშინვე გლენარვანი და ელენი ჩაეშვნენ. ჯერ ისევ ბნელოდა, თუმცა მთის წვეროები უკვე იცრიცებოდა. დილის სუსხმა გაახალისა ახალგაზრდა ქალი. ჯერ გლენარვანი დაეშვა თოკით, მერე ელენი.
1656 ორივემ კლდის ქიმს მიაღწიეს. აქედან გლენარვანი ცალ ხელს ელენს აშველებდა. ჯაგებსა და ბალახებს ეჭიდებოდნენ, ფეხით სინჯავდნენ ნიადაგს და ფრთხილად დგამდნენ. რამდენიმე ფრინველიც კი წამოაფრინეს ბუჩქებიდან ჩხავ-ჩხავით, გაქცეულები შეკრთნენ. ასევე კრთებოდნენ, როდესაც ფეხქვეშ მიწა დაუგორდებოდათ.
1657 გლენარვანი ცალი ხელით ჯაგს ეჭიდებოდა, მეორეთი ელენს იმაგრებდა, შეჩერდი და სულ ძლივს იბრუნებდა. განგაში ვილსონმა ატეხა. მას ქოხის გარედან ხმაური მოესმა, აფოფხდა ქოხში, ჭილოფი ოდნავ გადასწია და მაორები დაზვერა. ერთი მეომარი რაღაც უჩვეულო ხმაურზე წამომდგარიყო და ქოხს მოახლოებოდა.
1658 ორიოდე ნაბიჯის მოშორებით იდგა და თავდახრილი ყურს უგდებდა ქოხის მხარეს, თან დაშტერებით უცქეროდა. გავიდა ერთი წუთი, რომელიც ვილსონს საუკუნედ მოეჩვენა. მეომართა თავი გაიქნია, ამხანაგებს დაუბრუნდა და ცეცხლს შეშა დააყარა. ცეცხლი აპრიალდა. მის ალზე გაშუქებულ მეომარს შეშფოთება არ ემჩნეოდა.
1659 გლენარვანი კლდის ქიმზე გაჩერდა და ელენთან ერთად ვიწრო ბილიკს დაჰყვა რობერტის ნაჩვენები ჩაღრმავებული ადგილისაკენ. თოკი სამჯერ შეტოკდა. ახლა ჯონ მანგსლი ჩაეშვა თოკზე, მას მიჰყვა მერი გრანტი. მშვიდობიანდ ჩავიდნენ და რობერტის ნაჩვენებ ადგილას გლენარვანსა და ელენს შეუერთდნენ.
1660 ხუთი წუთის შემდეგ ყველამ მშვიდობიანად დააღწია თავი ქოხს. დროებით თავშესაფარიც მიატოვეს და მთაზე მიმავალ ვიწრო ბილიკს შეჰყვნენ, რომ რაც შეიძლება შორს გარიდებოდნენ ტბის დასახლებულ მიდამოს. სწრაფად მიდიოდნენ, ცდილობდნენ, ისეთ ადგილებს მორიდებოდნენ, სადაც შეეძლოთ მათი შემჩნევა.
1661 თვითონაც არ იცოდნენ, სამაგიეროდ, თავისუფალნი იყვნენ. ხუთი საათი არ იქნებოდა, როდესაც ირიჟრჟა, ღრუბლების თავები მტრედისფრად შეიღება. ნისლდახვეული მწვერვალები თანდათან გამოჩნდა დილის ანაროთქლიდან. დღის მანათობელი ამოსვლას ლამობდა და ამ მზეს სიკვდილის ნაცვლად გაქცევის საშუალება უნდა მიეცა მათთვის.
1662 თავისი მოხერხებით კმაყოფილი და გახარებული რობერტი გამარჯვებული მიაბიჯებდა ყველაზე წინ, უკან კი მეზღვაურები მიჰყვებოდნენ. გათენებამდე ნახევარი საათი დარჩენილიყო. ეს ნახევარი საათი ალალბედზე იარეს. პაგანელი რომ თან ჰყოლოდათ, ის წაუძღვებოდათ, მაგრამ მისი აქ არყოფნა სიხარულს უჩრდილავდა მათ.
1663 ცდილობდნენ, აღმოსავლეთისაკენ ევლოთ. მალე მიაღწიეს ხუთი ფუტის სიმაღლეს, ტაუპოს ტბის თავზე. დილის სუსხი მატულობდა ამ სიმაღლეზე. გაურკვეველი მოყვანილობის ბუჩქები და გორები ერთიმეორეზე შედგმულებივით შესდევდა ზევით. გლენარვანს უნდოდა, რაც შეიძლებოდა შორს შეჭრილიყვნენ მთების სიღრმეში.
1664 მერე კი როგორმე მოძებნიდნენ მთების ლაბირინთიდან თავის დასაღწევ გზას. მზემ წვერი ამოყო. მისი სხვივები პირდაპირ თვალებში ეცათ გაქცეულებს. უცებ საშინელი ღრიანცელი და ყაყანი შემოესმათ. ხმაური ციხის მხრიდან ისმოდა, რომლის მდებარეობაც ახლა გლენარვანმა ზუსტად არ იცოდა. ძირს ხეობას სქელი ნისლი ფარავდა.
1665 მიაგნეს თუ არა მათ კვალს? ამ დროს ქვემოთ ჩაწოლილი ნისლი დაიძრა, ნოტიო ჰაერი სქელ ბურუსად შემოეფინა მათ და როდესაც გაიფანტა, ძირს, ასიოდე მეტრის სიღრმეზე, დაინახეს გააფთრებული მაორების ბრბო. ისინიც შეამჩნიეს მაორებმა. ატყდა წივილ-კივილი და ღრიანცელი, რომელსაც ძალღლების ყეფა უერთდებოდა.
1666 მათთვის სახარბიელო იყო იქამდე მიეღწიათ და მთის გადაღმა ფერდობებზე მიმალულიყვნენ. იმედი ჰქონდათ, რომელიმე ქედიდან მოახერხებდნენ გადასვლას მეორე ქედზე და ასე გაჰყვებოდნენ გზას, რადგანაც ეს იყო მთაგრეხილი. პაგანელი რომ გვერდით ყოფილიყო, ადვილად გაიგნებდნენ გზას. გაქცეულები სწრაფად იწვევდნენ ზევით.
1667 მართლაც, მაორები ბრბოში აუწერელი არევ-დარევა მოხდა. დევნა შეაჩერეს. მთის ძირას მოზღვავებული მაორები შეჩერდნენ, თითქოს უბრძანა ვინმემ ან მიუვალ კლდეს წაადგნენო. ყვლას თავი მოეყარა მთის ძირას, ღრიალებდნენ, მუშტებს იქნევდნენ, თოფებსა და ცულებს ატრიალებდნენ, მაგრამ ერთ ნაბიჯსაც ვეღარ დგამდნენ წინ.
1668 რობერტი არ შემცდარა. ზევით, ოცი მეტრის მოშორებით, ზედ მთის წვერზე ახალშეღებილი ბოძებით შემოეღობათ ადგილი. გნელარვანმა იცნო ახალზელანდიელი ბელადის სამარე. გამოქცეულები სავსებით შემთხვევით მოხვდნენ მაუნგანამუს მწვერვალზე. გლენარვანი და მისი თანამგზავრები მთის თავზე მოექცნენ, შემოღობილის გვერდით.
1669 მართლაც, ამ მთაზე ტაბუ იყო დადებული და ცრუმორწმუნე მაორები მას ვერ შეიუბედავდნენ, ვერ წაბილწავდნენ! მაგრამ ეს მთა მაინც ვერ იხსნიდა გამოქცეულებს, თუმცა დროებით თავშესაფრად კი კარგი იყო და უნდა ესარგებლათ. განცდილით აფორიაქებული გლენრვანი ხმას არ იღებდა, მაიორი კი სიამოვნების ნიშნად თავს იქნევდა.
1670 როდესაც რამეს ეკითხებოდნენ თავგადასავლის შესახებ, დარცხვენით დუმდა. ყველამ შეატყო ეს და თავაზიანობის გულისათვის ისე ეჭირათ თავი, ვითომც ვერ ამჩნევდნენ მის საქციელს, მაგრამ როდესაც პაგანელი საკუთარ თავგადასავალს გადასცდებოდა ხოლმე, ისევ ისეთივე სიცოცხლით აღსავსე ხდებოდა, როგორც ყოველთვის.
1671 მე შორიდან თვალს ვადევნებდი კარა-ტეტეს დასაფლავებას. ვიცოდი, რომ მაუნგანუმუს მწვერვალზე დაასაფლავებს და ეს მთა მას შემდეგ შეუვალი გახდა, რადგან ტაბუ დაადეს. ამიტომ თავშესაფრად სწორედ ეს სასაფლაო ავირჩიე, მით უმეტეს, რომ არ მინდოდა მიმეტოვებინა ეს კუთხე, სადაც თქვენ ტყვედ მეგულებოდით.
1672 მაორების ბელადთან ყოფნის დროს რა განიცადა, რა ჭირი გამოიარა თუ ლხინი, არავინ იცოდა. ყველაფერი უამბო პაგანელმა თუ დამალა რამე? ესეც არის რომ მისი უჩვეულო დარცხვენა ადასტურებდა, რომ რაღაც იყო მის თავს. ასეა თუ ისე, ყველამ მიულოცა დაბრუნება და შემდეგ გადავიდნენ საერთო მდგომარეობის აწონ- დაწონვაზე.
1673 თავდაპირველად მაუნგანამუს დათვალიერება მოიწადინა, რადგან ეს დროებითი თავშესაფარი იყო, რომლის დაცვა არ დასჭირდებოდათ, მაგრამ თავი ხომ უნდა დაეღწიათ აქედან. გლენარვანმა, მაიორმა, ჯონმა, რობერტმა და პაგანელმა გულდასმით დაათვალიერეს მთა. თვალი გაადევნეს ბილიკების მიმართულებასა და დაქანებას.
1674 თუ გაქცევას მოახერხებდნენ, ამ ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულ ქედს უნდა გაჰყოლოდნენ. ეს იყო მათთვის ერთადერთი გზა. შეუმჩნევლად რომ მოეხერხებინათ ამ ქედზე გავლა ღამის სიბნელეში, მაშინ შეიძლებოდა ღრმა ველზე ჩაეღწიათ და იქ გზა-კვალი აებნიათ მაორებისათვის, მაგრამ ეს გზა მრავალ საფრთხეს შეიცავდა.
1675 როდესაც ამ სახიფათო ადგილს მიაღწიეს, მართლაც, მაორებმა სეტყვასავით დააყარეს ტყვია, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ქარისაგან მოტანილი რამდენიმე მათგანი მათ ფეხებთან დაეცა. ტყვიები დაბეჭდილი ქაღალდისაგან იყო გაკეთებული. პაგანელმა ცნობისმოყვარეობით გახსნა ერთი და ტექსტი ძლივძლივობით წაიკითხა.
1676 ეს მოვლენა, რა თქმა უნდა, ვერ გააკვირვებდა მათ, რადგან ახლახან გამოევლოთ ვაიკატოს ცხელი წყაროების მიდამო. მათ უკვე იცოდნენ, რომ იკა-ნა-მაუის შუა ოლქი ძალიან მდიდარია ვულკანებით, რომ ეს მიდამოები ნამდვილი ცხრილია, რომლიდნაც ცხელი წყაროებისა და გოგირდის ორთქლის სახით ამოქშუტუნეს მიწისქვეშა ორთქლი.
1677 პაგანელმა ეს მოვლენა სხვებზე ადრე შეამჩნია და ამხანაგების ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ეს მთა ვულკანური თვისებისა იყო. ის ერთი მრავალრიცხოვანი კონუსთაგანია, ერთი იმ უამრავ ვულკანთაგანი, რომლებიც ჯაგარივით ასხია ამ კუნძულის მთელ შუაგულ ნაწილს. ეს მთა მომავალი ვულკანია.
1678 როდესაც მთის ძირიდან მაორებმა დაინახეს, რომ გაქცეულები ტაბუდადებული სამარის შესაბღალავად მიდიან, თოფების სროლა აუტეხეს. მათი საშინელი, გამაყრუებელი ჟრიამული და ყატყატი თოფის ხმასაც კი აყრუებდა, მაგრამ მათი ნასროლი ტყვიები მთის შუაგულამდეც ვერ აღწევდა, მათი ღრიანცელი კი მიდამოს ედებოდა.
1679 სანოვაგის მარაგი მოწმობდა, რომ სახელოვან ბელადს დიდ პატივს სცემდნენ. სანოვაგე იმდენი იყო, რომ ათ კაცს ეყოფოდა თხუთმეტი დღის განმავლობაში, განსვენებული კი საუკუნოდ იყო უზრუნველყოფილი. აქ იყო საკვები გვიმრა, ტკბილი ბატატი და კარტოფილი, რომელიც ამ კუთხეში ევროპელებს შემოუტანიათ.
1680 თორმეტიოდე მოწნული კალათი სრულიად უცნობი, მაგრამ მეტა გემრიელი მწვანე ფერის ნამცხვრით შეევსოთ. ამგვარად, ჩვენი მოგზაურები რამდენიმე დღით უზრუნველყოფილი იყვნენ სანოვაგით. ბევრი ხვეწნა აღარ დასჭირდათ და ბელადის ხარჯზე ისადილეს. გლენარვანმა აიღო საკმა რაოდენობის სანოვაგე და ოლბინეტს გადასცა.
1681 მაშინვე შეუდგნენ სადილს. პირის გემოს არავინ დასდევდა. გვიმრის ფესვების შესახებ სხვადასხვა აზრისან იყვნენ. ზოგს სასიამოვნო და მოტკბო ეჩვენა, ზოგს კი უგემური და ლორწოვანი. მიწაში მოთუთქული ტკბილი ბატტები საუცხოო გამოდგა. გეოგრაფმა განაცხადა, ასეთი საგზლის პატრონები კარა-ტეტე შესაბრლი აღარ არისო.
1682 ველურები იმავე ადგილას იყვნენ. მათი რაზმები თითქოს გაზრდილიყო კიდეც ახალშემატებული ხალხით. მთის ძირას, ადგილ-ადგილ კოცონი ენთო და მთას ცეცხლის ალი რკალივით ერტყმოდო. როდესც წყვდიადი ჩამოწვა გარშემო ველებზე, მაუნგანამუს მთა ირგვლივ განათდა, გეგონებოდათ, ეს მთა უზამაზარი კოცონიდან ამოზიდულაო.
1683 უხმაუროდ დაეშვნენ და ვიწრო ქედს დაჰყვნენ, რომელიც მაორების ხაზს სერავდა მათი ბანაკიდან თხუთმეტი მეტრის სიმაღლეზე. თავდაპირველად ყველაფერი კარგა მიდიოდა. კოცონების გარშემო გაშხლართული მაორები თითქოს ვერც ამჩნევდნენ მათ, მაგრამ უცებ ქედის მარჯვნივ და მარცხნივ ატყდა თოფის სროლა.
1684 გულის გადალევით ადევნებდნენ თვალს საათს, რომელიც ოდნავ მიცოცავდა. გასაქცევად კი ყველაფერი გამზადებული ჰქონდათ. სანოვაგე ულუფებად გაანაწილეს მგზავრების რაოდენობის მიხედვით, რომ ტარება არ გასძნელებოდათ. ამ მცირე ბარგს კარ-ტეტეს აკლდამიდან წასაღები იარღი და საბნები ემატებოდა.
1685 ყოველივე ეს მესრის შიგნით მოამზადეს, რომ მაორებს თვალი არ მოეკრათ. ექვსი საათისათვის ოლბინეტმა ნოყიერი ვახშამი მოამზადა. არავინ იცოდა გზაში სად და როდის მოახერხებდნენ ჭამას და საჭირო იყო, კარგად დანაყრებულიყვნენ. უმთავრეს კერძად მორთმეული იყო ექვსიოდე დიდი ვირთაგვა, რომლებიც ვილსონს დაეჭირა.
1686 ასე რომ, ექვსივე ვირთაგვა ძვლებიანად ჩაახრამუნეს. შებინდდა. მზე წვიმის სქელი ღრუბლების იქით მიეფარა. ჰორიზონტზე ელვა გაიკლაკნა, შორეულ სივრცეში გრგვინვა-ქუხილი კანტიკუნტად გაისმა. პაგნელი აღტაცებით შეეგება ჭექა-ქუხილს, რომელიც საუცხოო დეკორაციას წარმოადგენდა მის მიერ განზრახული წარმოდგენისათვის.
1687 მათი აზრით, ქუხილის ხმა არის ღმერთ ნიუ-ატუასი, ელვა კი - მისი თვალეის ბრწყინვალება. ამგვარად, თვითონ ღვთაება ემზადებოდა ტაბუს შემლახველთა დასასჯელად. ჩაშავებული ცა მშვენიერი ფონი იყო იმ კოცონისათვის, რომლის მოწყობასაც აპირებდა პაგანელი. სიბნელეში მიიმალნენ და მაორების თვალებისათვის გაუჩინარდნენ.
1688 მოქმედების წამი დადგა. დროის დაკარგვა არ შეიძლებოდა. გლენარვანი, პაგანელი, მაკ-ნაბსი, რობერტი, ოლბინეტი, მიულრედი და ვილსონი მხნედ შეუდგნენ საქმეს. კრატერის მოსაწყობი ადგილი კარა-ტეტეს აკლდამიდან ოცდაათი ნაბიჯის მოშორებით შეარჩიეს. აკლდამა უნდა გადარჩენილიყო, თორემ მასთან ერთად ტაბუც გაბათილდებოდა.
1689 ლოდი რომ გადაეგორებინათ, ღია კრატერიდან ორთქლი და ლავა იფეთქედა და ამოვარდებოდა. აკლდამის სტეტებისაგან ბერკეტები გამოთალეს და ენერგილად შეუდგნენ ლოდის გადანაცვლებას. რაც უფრო მეტად სცილებოდა ლოდი, მით მძლავრად თახთახებდა ნიადაგი. ყრუ გრუხუნი და ორთქლის წივილი მოისმოდა გასიფრიფანებული მიწის ქერქიდან.
1690 წყალს გოგირდის ძლიერი სუნი ჰქონდა. მიწის ბელტები, ღველფი თუ ქვები ერთმანეთში აირია და ერთიან ცეცხლოვან შადრევნად ამოვარდა. ცეცხლოვანი ლავის ნაკადები დაეშვა მაუნგანამუს ფერდობებზე, ახლომახლო მთები და ხეები წითლად განათდა. მოვარდნილი ლავა რომ დაინახეს, მაორები წივილ-კივილით აიშალნენ.
1691 ალს ემატებოდა სქელი ყვითელი ორთქლი, ლავის ნაკადები მატულობდა. გლენარვანმა გულის ფანცქალით გადახედა მაორების ბანაკს. ისინი მეზობელ ბორცვებზე შეფენილიყვნენ, სადაც ლავა ვერ აღწევდა. მთის ძირას რამდენიმე დანახშირებული გვამი მოჩანდა. ლავას გადაებუგა ოციოდე ქოხი, რომლებსაც ჯერ კიდევ ოხშივარი ასდიოდა.
1692 მადლობა ღმერთს! ჩვენმა გეგმამ გაჭრა. ჩემო ძვირფასო ელენ, ჩემო ძვირფასო ამხანაგებო, ახლა ჩვენ უკვე მკვდრები ვგონივართ, დასამარებულნი, მაგრამ დღეს საღამოს, როდესაც წყვდიადი ჩამოწვება, მკვდრეთით აღვდგებით, აკლდამას მივატოვებთ, გავეცლებით ამ ბარბაროსებსი მოდგმას. ყველას გულში იმედმა ჩააშუქა.
1693 თათბირის შემდეგ გადაწყვეიტეს აღმოსავლეთისაკენ ევლოთ, პლენტის ყურის მხარეს. თუმცა უცნობ ადგილებზე მოუხდებოდათ სიარული, სამაგიეროდ, უდაბური და უკაცრიელი იქნებოდა. ყოველგვარ სიძნელეს შეჩვეულ მოგზაურებს მხოლოდ მაორების შეხვედრა აფიქრებდათ. ამიტომ რამენაირად უნდა ასცდენოდნენ მათ.
1694 შემდეგ მარჯვე შემთხვევით ისარგებლებდნენ და ოკლენდში ჩავიდოდნენ, რომელიც ამჟამად მათ საბოლოო მიზანს წარმოადგენდა. ამ საკითხების გადაწყვეტის შემდეგ დაღამებამდე უთვალთვალებდნენ მაორებს. მთის ძირას არც ერთი კაცი აღარ დარჩენილიყო და დაღამების შემდეგ ცეცხლი აღარ გამოჩენილა. გასაქცევი გზა თვისუფალი იყო.
1695 კარა-ტეტეს იარაღით შეიარაღებულები მაუნგამუს ფერდობებს დაჰყვნენ. წინ მიუძღვოდათ ჯონ მანგლსი და ვილსონი. ისინი გაფაციცებით აკვირდებოდნენ მიდამოს, ყური ფხიზლად ეჭირათ და მცირეოდენ შრიალზეც კი შეჩერდებოდნენ ხოლმე. უმეტესად ცოცვითა და ფოფხვი მიდიოდნენ წინ, რომ არავის შეემჩნია.
1696 და მას დანარჩენებიც მიჰყვნენ. მხოლოდ მაშინ შეჩერდებოდნენ ხოლმე, თუ ქედიდან ქვა ან კენჭი მოსხლტებოდა და ხრიალით ეშვებოდა ხევში. მაორები რომ ქედთან ყოფილიყვნენ, ორივე მხრიდან გამანადგურებელ სროლას აუტეხდნენ მათ. გაქცეულები გველებივით მუცელზე ხოხვით ძალიან ნელა მიიწევდნენ წინ.
1697 როდესაც ჯონ მანგლსმა ქედის უფრო დაბალ ადგილას ჩააღწია, დაინახა, რომ ველამდე მხოლოდ რვა მეტრიღა დარჩენოდა. ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც გუშინ მაორეს ბანაკი ჰქონდათ. აქედან ქედი ისევ აღმართით მიდიოდა ფრიალო კლდეების თავზე, ერთი მილის მეოთხედის მანძილზე და შემდეგ უღრან ტყეს უერთდებოდა.
1698 მგზავრებმა მშვიდობიანად გაიარეს ქედის ჩადაბლებული ადგილი და ნელ-ნელა შეუერთდნენ აღმართს. ტყე ჯერ არსად ჩანდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ის აქ არის, ახლოს. გლენარვანს იმედი ჰქონდა, რაკი იქ მიაღწევდნენ, საფრთხე აცილებული იქნებოდა, მაგრამ ახლა შეატყო, რომ მათი რაზმი უკვე გასცილდა ტაბუთი შეკრულ მიდამოს.
1699 ათი წუთის განმავლობაში რაზმი შეუმჩნევლად ადიოდა უფრო მაღალ ზეგანზე. ჯონ მანგლსი ვერ ამჩნევდა ჭალას, რომელიც მისგან ერთი მეტრის იქით იწყებოდა. უცებ შედგა, თითქმის უკან დაიხია, მას შრიალი შემოესმა. მისი ამხანაგები შეფიქრიანდნენ. ყველანი გულის ფანცქალით გაჩერებულიყვნენ მოლოდინში.
1700 მთებზე ხეტიალის დროს მან მოგზაურის საუცხოო ალღო გამოიჩინა. გასაოცარი მიხვედრილობით იკვლევდა გზას სიბნელეში და თითქმის უჩინარ ბილიკეს მისდევდა ერთი მიმართულებით. მას დიდად ეხმარებოდა შორსმხედველობაც, რომლის შემწეობითაც მისი კატის თვალები წყვდიადშიც არჩევნენ წვრილმან საგნებსაც კი.
1701 პაგანელი სამხრეთ-აღმოსავლეთის გეზს მისდევდა იმ ვარაუდით, რომ ოკლენდიდან ჰაუკსის ყურისაკენ მიმავალ გზაზე გასულიყო ვიწრო ხეობის ბილიკებით. ხეობის გავლის შემდეგ განზრახული ჰქონდა, გზიდა გადაეხვია და მთაგრეხილზე მოფარებით ევლო ზღვის სანაპიროსაკენ ამ პროვინციის უკაცურ კუთხეში.
1702 მერი გრანტმა და მაიორმა, რომელნიც წინათ გვიმრას არ ეკარებოდნენ, ახლა საუცხოო კერძად მიიჩნიეს ის. ორი საათის დასვენების შემდეგ ისევ აღმოსავლეთისაკენ გაუდგნენ გზას. საღამო ხანს მთის მახლობლად დაიდეს ბინა, რვა მილის მოშორებით და ცის ქვეშ გაათიეს ღამე. მეორე დღეს ძნელად სავალი გზა ჰქონდათ.
1703 უნდა გაევლოთ ვულკანური ტბების, გეიზერებისა და სოლფატერების მიდამოები, რომლებიც გადაჭიმული იყო ამ მთაგრეხილის აღმოსავლეთ მხარეს. ეს მგზავრობა თვალს უფრო ასიამოვნებდა, ვიდრე ფეხებს. ყოველი მეოთხედი მილის მანძილზე სჭირდებოდათ გაუვალი ადგილის გარს შემოვლა და დამქანცველი დაბრკოლებების გადალახვა.
1704 შადრევნები ბაქან-ბაქან მისდევდა. სქელი ორთქლის ღრუბლებში შერეული მათი წყალი ბუმბერაზ კიბეს ბანდა და თავის ქაფქაფა ჩანჩქერებს ტბებს უმატებდა. იმას იქით ცხელ შადრევნებსა და გეიზერებს ემატებოდა სოლფეტერები, რომლებიც ორთქლის და აირის სვეტებს უშვებდნენ. მთელი ნიადაგი ამობურცულიყო.
1705 მიწა გოგირდის კრისტალებს დაეფარა. აქ საუკუნეებსი განმავლობაში დაგროვილიყო უამრავი სიმდიდრე, რომელიც ოდესმე, ალბათ, შეენაცვლება გამოფიტვის გზაზე დამდგარ სიცილიის გოგირდი ბუდობებს. მაშინ აწ ნაკლებად ცნობილ ახალ ზელანდიაშიც ფეხს მოიკიდებს მრეწველობა, რათა მარაგის ნაკლებობა შეივსოს.
1706 აქ ჩამოსასხდომი ადგილიც კი არსად იყო. მონადირეებმა ვერც ერთი ფრინველი ვერ მოკლეს, რომ იგი ოლბინეტის ხელს გაებდღვნა. გვიმრის ძირებითა და ტკბილი ბატატით უნდა წასულიყვნენ იოლად, რომელიც მოქანცულ მგზავრებს ვერ ანაყრებდა. ყველა ნატრობდა, მალე გასცლოდა ამ უნაყოფო არემარეს, რასაც ოთხი დღე მოანდომეს.
1707 აქედან თვალწინ იშლებოდა ბუჩქნარით დაფარული ველი, ცის დასალიერთან კი დიდი ტყე მოჩანდა. ეს კარგი ნიშანი იყო - იქნებ ამ მიდამოებში ხშირი მცენარეულობის გამო მაორებს არსად წასწყდომოდნენ. საბედნიეროდ, ჯერჯერობით მოგზაურებს არც ერთი მაორი არ შეხვედრიათ. იმ დღეს მაიორმა და რობერტმა სამი კივი მოკლეს.
1708 უსარგებლო იქნებოდა, გავჩერებულიყავით დანარჩენი გზის ერთფეროვან და ნაკლებსაგულისხმო ამბებზე. ამ ხნის განმავლობაში შეიძლება სამი ამბავი მივიჩნიოთ მნიშვნელოვნად. მოგზაურები მთელი დღის განმავლობაში ტყეებსა და ველებზე მიდიოდნენ. ჯონ მანგლსი გზას იკვლევდა მზის და ვარსკვლავების მიხედვით.
1709 ჰარი გრანტის შესახებ აღარავინ ლაპარაკობდა. ანკი რა საჭირო იყო მასზე ლაპარაკი, როდესაც ვერაფერს არგებდნენ?... თუ სადე იხსენიებოდა კაპიტან გრანტის სახელი, მხოლოდ მისი ასულისა და ჯონ მანგლსის საუბარში. ჯონს რც კი გაუხსენებია მერისათვის ის სიტყვები, რომელიც ქალმა უთხრა მას ტყვედ ყოფნის უკანასკნელ ღამეს.
1710 ხშირად მოსაუბრეებს ელენიც მიემატებოდა, მაგრამ მათ ოცნებას არ იზიარებდა, თუმცა არც ხელს უშლიდა. ამ დროს მაკ-ნაბსი, რობერტი, ვილსონი და მიულრედი რაზმის ახლომახლო ნადირობდნენ და თითოეული მათგანი რაიმე ნანადირევით ამშვენებდა საერთო სუფრას. პაგანელი კი მუდამ წამოსასხამში იყო გახვეული და ყველას ერიდებოდა.
1711 მერე დაიწყო დაუსრულებელი უღრანი ტყეები, რომლებიც ავსტრალიის ტყეებს მოგაგონებდათ. ოთხი თვის მოგზაურობის განმავლობაში გლენარვანი და მისი ამხანაგები მიეჩვივნენ ბუნების მშვენიერებას, მაგრამ ბუბერაზი ფიჭვების ნახვამ ყველა აღაფრთოვანა. ისინი ლიბანის ნაძვის ღირსეული მეტოქეები იყვნენ.
1712 მათი გლუვი და სწორი ტანი უშტოებოდ ატყორცნილიყო ასი ფუტის სიმაღლეზე და მხოლოდ იმის ზევით ეწყებოდა ქოჩორა. ჯგუფ- ჯგუფად იდგნენ. ასე, რომ ტყე გაბმით ხეების გროვას კი არ წარმოადგენდა, ეს იყო უამრავი დაჯგუფებული და ოცდაათი მეტრის სიმაღლეზე ატყორცნილი ხეები, რომლებსაც მხოლოდ კენწეროებზე გაეშალათ შტოები.
1713 ზოგიერთი მათგანი, რომელთა ხნოვანებაც ას წლამდე აღწევდა, ევროპის წითელ ფიჭვს ჰგავდა. მათი კენწეროები თავდებოდა მუქი მომწვანო ფერის წვეტინი კონუსით. უფრო ხნიერი ხეები კი, რომლებიც ხუთას-ექვსას წელს აღწევდნენ, განზე გასული გრძელი და გაკლაკნილი ტოტებით ერდოსავით წამოჰფარებოდნენ მიდამოს.
1714 ახალზელანდიური ძაღლების შიშით კივებს ამ ტყეებში უპოვიათ უშიშარი და მიუდგომელი ძაღლების შიშით კივებს ამ ტყეში უპოვიათ უშიშარი და მიუდგომელი თავშესაფარი. ასეთი ნანადირევი მშვენიერ და საღ საკვებს არ აკლებდა ჩვენს მოგზაურებს. პაგანელმა ხშირ ჭალში თვალი მოჰკრა ორ ბუმბერაზ ფრინველ მოას.
1715 ჯონ მანგლსს იმედი ჰქონდა, ამ გზას ორ დღეში გაივლიდნენ, მაგრამ ჯერ არ იცოდა, რა დაბრკოლება შეხვდებოდა გზაზე. მართლაც, ბუნებრივ დაბრკოლებათა გადალახვა და გზად შეხვედრილი სიძნელეები, აგრეთვე განვლილი მანძილის გამოანგარიშებაში შეცდომები, გასავლელ გზას ერთი მეხუთედით მაინც ადიდებდა.
1716 მეორეც, იკი-რენჯისთან მისვლისს ყველანი ილაჯგაწყვეტილი და ქანცგამოლეული იყვნენ. ასე რომ, ზღვის სანაპირომდე ორ დღეზე მეტი უნდა ევლოთ, მით უმეტეს, რომ ამ მიდამოებში მაორები დაძრწოდნენ და მეტი სიფხიზლე მართებდათ. ყველამ ძალ-ღონე მოიკირიბა და მეორე დღეს განთიადისას ისევ გზას გაუდგნენ.
1717 მარჯვნივ დარჩენილი იკირანგის მთისა და მარცხნივ სამი ათას შვიდას ფუტზე აზიდული ჰარდის მთის შუა გზა ძალიან ძნელი სავალი გამოდგა. აქ იყო ათი მილის მანძილზე გადაჭიმული და მახრჩობელა ლიანებით დაფარული ველი. ყოველ ნაბიჯზე ეხლართებოდათ ხელ-ფეხი, ლიანები ტანზე გველებივით ეჭდობოდნენ.
1718 ორი დღის განმავლობაში ცულით მიიკვლევდნენ გზას და ებრძოდნენ ამ მაგარ და ხვიარა მცენარეებს. პაგანელმა ეს მცენარეები ზოოფიტებს მიაკუთვნა. ამ ველზე ნადირობა შეუძლებელი გახდა. მათი საგზალი ყუაზე იყო მისული, მისი შევსების საშუალება კი არ ჰქონდათ. აკლდათ წყალიც და წყურვილი უფრო უძლიერდებოდათ დაღლილობისს.
1719 გლენარვანი და მისი თანამგზავრები საშინალად იტანჯებოდნენ და მთელი ამ მგზავრობის დროს პირველად ახლა იგრძნეს, რომ უკანასკნელი ძალ-ღონე ელეოდათ. ძლივძლივობით მილასლასებდნენ, გატანჯულ-გაწამებულნი, თავდაცვის ალღოს კარნახით, რომელიც კიდევ შერჩენოდათ. ასე მიაღწიეს მათ წყნარი ოკეანის ნაპირას ლოტინის კონცხს.
1720 ნავი! ოციოდე ნაბიჯის მოშორებით ეგდო ექვსნიჩბიანი პირქვედამხობილი ნავი, რომელიც ზღვას გამოერიყა. სასწრაფოდ ჩაუშვეს წყალშიდა ყველანი შიგ ჩახტნენ. ჯონ მანგლსი, მაკ- ნაბსი, ვილსონი და მიულრედი ნიჩბებს მიუსხდნენ. გლენარვანმა საჭეს მოჰკიდა ხელი. ელენი, მერი, ოლბინეტი და რობერტი მის ფეხთით მოთავსდნენ.
1721 შუა ზღვისკენ! - დასძახა მან, - გვიჯობს ტალღებში ჩავიხრჩოთ, ვიდრე კაციჭამიებს ჩავუცვივდეთ ხელთ. მათი ნავი გაშლილ ზღვისაკენ გასრიალდა. ნახევარი საათის განმავლობაში მოახერხეს მდევრისაგან პირვანდელი მანძილით დაშორება, მაგრამ ჯან-ღონე ელეოდათ, სუსტდებოდნენ, მაორების სამი ნავი კი თანდათან ეწეოდა მათ.
1722 წერილი ხელიდან გამოსტაცა გლენარვანს, თვალები მოიფშვნიტა, სათვალე ცხვირზე წამოიცვა და გადაიკითხა, - ახალი ზელანდიის! - ისეთი კილოთი ჩაილაპარაკა, რომ გადმოცემა შეუძლებელია. წერილი ხელიდან გაუვარდა. ამ დროს მან იგრძნო, რომ ვიღაცის ხელში დაეშვა მის მხარეზე, წელში გასწორდა და მაიოირს პირისპირ შეხვდა.
1723 ხარხრი ატეხა მთელმა ეკიპაჟმაც. პაგანელმა კი თავში იტაცა ხელები, თმას იგლეჯდა, გადარეულივით დარბოდა გემბანზე. აღარ იცოდა, რა ექნა! ზედა ერდოდან კაპიტნის ხიდზე ავიდა, იქიდან წინა გემბაზე ავარდა. გონებადაბნეული იყო. იქ ბაგირებში გაეხლართა ფეხები, შეტორტმანდა, წაბარბაცდა და რაღაც თოკს გამოჰკრა ხელი.
1724 უცებ საშინლად იჭექა. წინა ბაქანზე მდგარი ზარბზანი გავარდა და ზღვას ყუმბარები მიყარა. თურმე საბრალო პაგანელს ხელი გამოეკრა გატენილ ზარბაზნის საფილე თოკისათვის, ფალიამ იფეთქა და ზარბაზანი გავარდა. გეოგრაფი წინა კიბის თავზე გაიშხლართა და ტრიუმისკენ ჩასასვლელ კარში ჩახრიგინდა.
1725 მისი გრძელი სხეული ბოლო ანძის გემბანზე დაასვენეს. მეგობრებს ელდა ეცათ. მაიორმა, რომელიც ასეთ შემთხვევაში ექიმის მოვალეობას ასრულებდა ხოლმე, სცადა პაგანელისათვის გაეხნა ტანისამოსი და ჭრილობა შეეხვია, მაგრამ რაწამს მომაკვდავს მიეკარა, პაგანელი წამოიწია, თითქოს ელექტროდენმა დაჰკრაო.
1726 აირტონს ტუჩები ოდნავ შეუთრთოლდა, სიწითლემ გადაურბინა ლოყებზე, მაგრამ ეს სინანულის სიწითლე როდი იყო. ეს მარცხით გამოწვეული სიწითლე გახლდათ. ხომალდზე, რომლის დაპატრონებასაც ლამობდა, ახლა თვითონვე ტყვედ არის და მისი ბედი რამდენიმე წუთში გადაწყდება. აირტონს პასუხი არ მიუცია.
1727 რაწამს ასეთი გეგმა მიიღეს, მექანიკოსს განკარგულება მისცეს, ორთლის ქვაბები გაეხურებინა. ნახევარი საათის შემდეგ ტალკაჰუანოსაკენ აიღეს გეზი და საღამოს ექვს საათზე ახალი ზელანდიის მწვერვალები უკვე თვალიდან ეკარგებოდათ ჰორიზონტის ვარვარა ნისლში. ასე დაიწყო მათი უკან დაბრუნება.
1728 ამიტომაც ხომალდის მთელი ეკიპაჟი, რომელიც ასე ბედნიერი იყო გამგზავრების დროს, ახლა სევდიანი ბრუნდებოდა ევროპაში. არც ერთ მათგანს არ მიუხაროდა სახლისაკენ. ყველანი მზად იყვნენ, კიდევ აეტანათ ათასი საფრთხე და განსაცდელი, ოღონდ კაპიტანი გრანტი ეპოვათ. უგუნებობა დასჩემდა ყველას.
1729 ალბათ, ამის გამო დუმდა აირტონი. ამიტომ მეზღვაურებიც ამრეზით უყურებდნენ. გლენარვანმა კიდევ რამდენჯერმე სცადა გაეგო რამე აირტონისაგან, მაგრამ არც დაპირებამ, არც მუქარამ ნაყოფი არ გამოიღო, აირტონის ჯიუტობა ისეთი უსაზღვრო და გაუგებარი იყო, რომ მაიორმა დაასკვნა, აირტონმა მართლაც არაფერი იცის გრანტისაო.
1730 როდესაც ელენი დარწმუნდა, რომ მისმა მეუღლემ აიროტნთან ვერაფერი გააწყო, სთხოვა ნება მომეცი, მე მოველაპარაკო აირტონსო. ფიქრობდა, ეგებ ქალმა უფორ მოახერხოს რამე იქ, სადაც მამაკაცი ვერაფერს გახდაო. გლენარვანი კარგად იცნობდა თავის მეუღლეს და სრული თავისუფლება მიანიჭა ამ საქმეში.
1731 ამრეზილი ეკიპაჟის დასამშვიდებლად ჯონ მანგლსი და გლენარვანი ჩაერივნენ საქმეში. ელენი დამარცხებულად მაინც არ გრძნობდა თავს. მას უნდოდა ბოლომდე მიჰყოლოდა ამ გულქვა მეზღვაურს და მეორე დღეს თვითონ ესტუმარა აირტონს კაიუტაში, რათა გუშინდელი ამბები არ განმეორებულიყო გემბანზე აირტონის გავლის დროს.
1732 ის დაწვრილებითი ცნობები, რომლებიც შემიძლია გაგიზიაროთ, მხოლოდ მე შემეხება. ეს ვერ გიშველით დაკარგული კვალსი მიგნებაში. გლენარვანის და მაიორის სახეზე იმედგაცრუება აისახა. ისინი ელოდნენ, რომ აირტონს დიდი საიდუმლო ეცოდინებოდა, ის კი აღიარებს, რაც ვიცი, თქვენთვის მნიშვნელობას მოკლებულიაო.
1733 გრანტი საქმიანი კაცი იყო, მაგრამ ხშირად გვიხდებოდა სერიოზული შელაპარაკება. მისი ხასიათი ჩემსას არ ეგუებოდა, მე ქედის მოხრას ჩვეული არა ვარ, ჰარი გრანტი კი თუ გადაწყვეტდა რამეს, მასთან შეკამათება შეუძლებელი იყო. ეს კაცი რკინისაგანაა ჩამოსხმული და სხვებისთვისაც რკინისებურია.
1734 სამწუხაროდ, ეს ისტორია ვერ დაგაყენებთ ჰარი გრანტის კვალზე და, როგორც ხედავთ, ჩემთან მორიგებით წაგებული თქვენ რჩებით. აირტონი გაჩუმდა, გულხელდაკრეფილი იდგა და პასუხს ელოდა. გლენარვანი და მისი მეგობრებიც დუმდნენ. ისინი გრძნობდნენ, რომ ეს უცნაური დამნაშავე ამ შემთხვევაში სრულ სიმართლეს ამბობდა.
1735 იახტის წინ გემბანზე მოდარაჯენი კი აქეთ-იქით დასეირნობდნენ. იახტის ბოლოში მხოლოდ მესაჭე იდგა. ამ დროს წინა გემბანის ზემო ერდოზე მერი გრანტი ამოვიდა რობერტის თანხლებით. კაპიტან გრანტის ქალ-ვაჟი, იახტის ჯებირზე გადაყუდებული, ნაღვლიანად გადასცქეროდა ზღვსი ფოსფორულ შუქს და ვულკანის მანათობელ სვეტს.
1736 ისეთი ადამიანი, როგორიც მამაჩვენია, ისე არ მოკვდება, რომ თავის მიზანს არ მიაღწიოს! მერი გრანტს ცრემლები მოერია და ვაღარაფერი უპასუხსა. ათასნაირი გრძნობა ამოძრავდა მის გულში. გაახსენდა, რომ ჰრაი გრანტის ძებნას კიდევ შეეცდებიან, რომ ახალგაზრდა კაპიტანი უსაზღვროდ თავგამოდებულია ამისათვის.
1737 კაპიტან გრანტის შვილები ოცნებას მიეცნენ და ამ სიბნელეში ერთმანეთს შესციცინებდნენ, თუმცა უსიტყვოდ იდგნენ, მაგრამ თვალებით ეკითხებოდნენ ერთმანეთს და თვალებითვე უპასუხებდნენ. უცებ მართლაც უცნაური, ზებუნებრივი რამ მოხდა. და-ძმას ერთსა და იამვე წამში ერთი და იგივე რამ მოეჩვენათ.
1738 მათთან იყვნენ მერი და რობერტი, რომლებიც დაბლა ვერ გააჩერეს. ყევლას უნდოდა დაენახა ის დედამიწა, რომელი წუხელ არ ჩანდა. ჭოგრით ხარბად მისჩერებოდნენ კუნძულის სხვადასხვა ადგილს. ხომალდი სანაპიროს მისდევდა ერთი მილის მოშორებით. უცებ რობერტმა შეჰყვირა, რომ თვალი მოჰკრა ორ კაცს.
1739 ჰარი გრამტნმა ისეთი სისადავით და ისეთი კეთილშობილებით გამოთქვა გულში მოზღვავებული მღელვარების გრძნობა და მისი ვაჟკაცური სახე ისე გულწრფელი მღელვარებით თრთოდა, რომ მთელი ეკიპაჟი მიხვდა, რა ტანჯვაც გადაეტანა კაპიტანს. აღუშფოთებელმა მაიორმაც კი ვერ შეძლო მღელვარების ცრემლის დამალვა.
1740 დავაჟკაცებულა! - და შვილებს გახარებული კოცნიდა. რობერტმა სათითაოდ გააცნო თავისი მეგობრები. მისი რეკომენდაციით, ისინი ერთიმეორეს სჯობდნენ. როდესაც ჯონ მანგლსზე მიდგა ჯერი, ახალგაზრდა კაპიტანმა მერის მამას საპასუხოდ რაღაც წაილუღლუღა, მორცხვი ახალგაზრდა ქალივით გაწითლდა და ხმა აუკანკალდა.
1741 სანამ კუნძულზე აირტონს გადაიყვანდნენ, ჰარი გრამტნმა მოისურვა მასპინძლობა გაეწია ახალი მეგობრებისათვის თავის კლდეზე. მიიწვია ისინი, რომ ენახათ მისი ფიცრული სახლი და წყნარი ოკეანის რობინზონის ქოხში მასთან ერთად გაეტეხათ პური. გლენარვანმა და მისმა თანამგზავრებმა სიამოვნებით მიიღეს მიწვევა.
1742 მალე კაპიტანი გრანტი, მისი ქალ-ვაჟი, ლორდი და ლედი გლენარვანები, მაიორი, ჯონ მანგლსი და პაგანელი კუნძულის ნაპირზე გადავიდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში მთლად შემოიარეს კაპიტან გრანტის სამფლობელო. ეს იყო წყალქვეშა მთის მწვერვალი, სადაც უხვად მოიპოვებოდა ბაზალტის ვულკანური წარმოშობის კლდეები.
1743 დროთა ვითარებაში მასზე გაჩენილა ნიადაგი, ამოსულა მცენარეები. ვეშაპზე მონადირეებს კუნძულზე გადმოუსხამთ რამდენიმე თხა, ცხვარი და ღორი, რომლებიც მომრავლებულან და გაგარეულებულან. ბუნებას თანდათანობით განუვითარებია თავისი სამივე სამეფო ამ წყნარი ოკეანის სივრცეში მიკარგულ კუნძულზე.
1744 ორი ჩემი მეზღვაურის გვერდით ამ დაკარგულ კუთხეში სასოწარკვეთილებას არ მივცემივარ და გადავწყვიტე, მებრძოლა ბოლომდე. ჩემი უბედურების თანაზიარი ჩემი მამაცი მეგობრები ჯო და ბობი თავგამოდებით ამომიდგნენ მხარში. ჩვენც ისე დავიწყეთ საქმე, როგორც დანიელ დეფოს იდიალურმა რობინზონმა.
1745 პირველ დღეებში ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ თევზაობა და ნადირობა ყოველდღიურ საზრდოს გვაძლევდა, რადგან კუნძულზე მრავლად აღმოჩნდა გარეული თხა, ზღვის პირას კი უამრავი ზღვის ცხოველი. ჩვენი ცხოვრება თანდათან კალაპოტში ჩადგა. ჩემი ხელსაწყოს საშუალებით გამოვაკვლიე ამ კუნძულის ნამდვილი ადგილმდებარეობა.
1746 ნასადილევს ჰარი გრანტმა თავისი სახლი მიალაგ-მოლაგა, თან არფერი წაუღია, რათა აირტონისათვის პატიოსანი ადამიანის მემკვიდრეობა დაეტოვებინა. ხომალდზე დაბრუნდნენ. გლენარვანს იმავე დღეს უნდოდა გამგზავრება და ბრძანა, აიროტნი გამოეყვანათ. აირტონი წარუდგინეს კაპიტან გრანტს წინა გემბანის ზემო ერდოზე.
1747 ასეთი იყო გლენარვნისა და აირტონის უკანასკნელი საუბარი. ნავი მზად იდგა. აირტონი ჩაჯდა შიგ. ჯონ მანგლსს ადრევე გადაეგზავნა კუნძულზე რამდენიმე ყუთი კონსერვი, ხელსაწყო-იარაღები, სასროლი იარაღი და საკმაო რაოდენობის ტყვია-წამალი. ასე რომ, აირტონს შეეძლო მთლად განახლებულიყო შრომის საშუალებით.
1748 ნავი, რომელსაც ჯონ მანგლსი მართავდა, ხომალდს მოსცილდა და კუნძულისაკენ გასცურა. აირტონი მშვიდად წამოდგა, ქუდი მოიხადა და საზეიმო სალამი მისცა ყველას. გლენარვანმაც მოუხადა ქუდი. ბოლოს ყველამ მოიხადა ქუდი სწორედ ისე, როგორ მომაკვდავი ადამიანის წინ იხდიან ხოლმე. ნავი კუნძულთან მიცურდა.
1749 ჯონ მანგლსი აღარ მალავდა მერისადმი თავის გრძნობას, მაგრამ იყო კიდევ ერთი საიდუმლოება, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა მაიორ მაკ-ნაბსს. მას აინტერესებდა, ასე თავგამოდებით რად ეხვეოდა პაგანელი მოსასხამში და განუშორებლად რად ჰქონდა მოხვეული ყელსახვევი, რომელი თითქმის ყურებამდე სწვდებოდა.
1750 მაორს საშინლად სწყუროდა გაეგო ამ უნცაური საქციელის მიზეზი. ბევრნაირად შეეცადა, მაგრამ პაგანელისაგან ვერ ეღირსა მიზეზის გამჟღავნებას. პაგანელი მაშინაც კი არ იხსნიდა ღილებს, ქამარსა და ყელსახვევს, როდესაც ეკვატორზე გადადიოდნენ და ხომალდის გემბანზე ფისიც კი ლღვებოდა ორმოცდაათი გრადის სიცხისაგან.
1751 მალე გააჩაღეს ჯონ მანგლსისა და მერის ქორწილი, მაგრამ ეს უკანასკნელი ქორწილი როდი იყო, ვერც ჟაკ პაგანელი გადარჩა დაცოლშვილებას. მეცნიერმა გეოგრაფმა თავისი თავგადასავალით საყოველთაო ყურადღება მიიქცია და ცნობილ ადამიანად იქცა. მთელ შოტლანდიაში სახელი გაუვარდა მის გულმავიწყობასა და დაბნეულობას.
1752 სწორედ ამ დროს მოუვიდა თვალში ოცდაათი წლის მოხდენილი ქალს და ორიგინალურ გეოგრაფს თავისი ხელი შესთავაზა. ის ქალი მაიორის ბიძაშვილი იყო, ცოტა ექსცენტრიკული, თუმცა გულკეთილი და არც სილამაზე აკლდა. პაგანელსაც გული უძგერდა არაბელასთვის, მაგრამ გრძნობების გამჟღავნებას ვერ უბედავდა.
1753 თხუთმეტი დღის შემდეგ მათი ქორწილიც გაჩაღდა. პაგანელი თავიდან ბოლომდე ღილებშეკრული იყო, მის არაბელა კი შეუდარებელი და დიდებული. გეოგრაფის საიდუმლოება საიდუმლოებადვე დარჩებოდა, მაიორს რომ გლენარვანისათვის არ გაემხილა, გლენარვანმა კი თავის მეუღლეს ვერ დაუმალა. ელენს ქალბატონ მერი მანგლსთან წამოსცდა.
1754 თურმე მაორებთან სამი დღის ტყვეობის დროს ჟაკ პაგანელისათვის მთელ ტანზე სვირინგი გაეკეთებინათ. გულზე დახატული ჰქონდა ფრთაგაშლილი კივი, რომელიც გულს უკორტნიდა. მთელი მოგზაურობის დროს ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, რომელსაც პაგანელი ვერ ივიწყებდა და ახალზელანდიელებს თავის დღეში არ აპატიებდა.
1755 ბუნებრივია, რომ მათ საარტილერიო მეცნიერებაში შეიტანეს თავიანთია წვლილი. საცქერლად საამო, მაგრამ საკერავ მანქანაზე უფრო ნაკლებად საჭირო მათმა გიგანტურმა ქვემეხებმა ყველას გაოცება გამოიწვია. ყველასათვის ცნობილია, პაროტის, დალგრინისა და როდმენის ცეცხლმსროლელი იარაღი. მათ ევროპელ კოლეგებს.
1756 არმსტრონგს, პალიზერსა და ტრეი-დე-ბოლიეს ისღა დარჩენოდათ, რომ მოწიწებით დაეხარათ თავი ოკეანის გაღმელი მეტოქეების წინაშე. ჩდრილოელებისა და სამხრეთელების სისხლისმღვრელი ომის დროს არტილერისტები განსაკუთრებული პატივით სარგებლობდნენ. შტატების გაზეთები ქება-დიდებას ასხამდნენ მათ გამოგონებებს.
1757 თუ ერთ ამერიკელს რაიმე აზრი დაებადა, ამხანაგებს ეძებს, ვინც მის იდეას გაიზიარებს. თუ ისინი სამნი არიან, მასინ ერთ-ერთს პრეზიდენტად ირჩევენ, ხოლო ორს მდივნად. ოთხნი ნიშნავენ არივარიუსს და ბიუროც დაარსებულია. თუ ხუთნი არიან, მაშინ ასამბლეაც მზადაა და კლუბი ჩამოყალიბებულია.
1758 ქალაქის წარჩინებულნი და ადგილობრივი ხელისუფალნიც კი იძულებულნი იყვნენ, კლუბის ეზოში, ბრბოში შერეულებს პირდაპირ ჰაერში დაეჭირათ ამბები, რომლებიც დროდადრო შენობის შიგნიდან აღწევდა. კლუბის უზარმაზარი დარბაზი საუცხოო სანახაობად ქცეულიყო. ეს ფართო ჰოლი შესანიშნავად ასრულებდა თავის დიდებულ დანიშნულებას.
1759 სამელნის მაგივრობას შესანიშნავად გამოჭრილი ხელყუმბარა სწევდა, პრეზიდენტის ზარი კი რევოლვერივით ისროდა, თუმცა გაცხარებული დისკუსიების დროს მისი წკარუნი ძლივს ფარავდა მგზნებარე არტილერისტთა ხმებს. პრეზიდიუმის წინ, ციხის სანგრებივიტ, ზიგზაგურად განლაგებულ მერხებზე კლუბის წევრები ისხდნენ.
1760 კლუბის ყველა წევრი შეკრებილიყო, ისინი კარგად იცნობდნენ თავის პრეზიდენტს, იგი განსაკუთრებული მიზეზის გარეშე არ შეაწუხებდა მათ. ორმოცი წლის იმპი ბარბიკენ მშვიდი, გულგრილი, კუშტი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ქრონომეტრივით ზუსტი, ურყევი ხასიათით და რკინისებური ნებისყოფით გამოირჩეოდა.
1761 პროფილით, მაშინ ბარბიკენის პროფილი, უდავოდ მეტყველებდა პატრონის ენერგიაზე, გამბედაობასა და გულგრილობაზე. მართალია, დარბაზში ერტი ორმოტრიალი იდგა, ისმოდა გაუთავებელი შეკითხვები, აზრთა გაცვლა, ზოგი კი ჯიქურ შესცქეროდა პრეზიდენტს თვალებში და ამით ცდილობდა გამოეცნო მისი საიდუმლოება.
1762 მე დიდხანს ვფიქრობდი, ვწვალობდი, ვანგრიშობდი და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ვენ შევძლებთ ერტი საქმის ხორცშესხმას, რომელიც ყველა სხვა სახელმწიფოში განუხორციელებლად მოეჩვენებოდათ. ჩაფიქრებული წამოწყების პროექტი გამოთვლებით მაქვს დამუშავებული, სწორედ ეს გახლავთ ჩემი მოხსენების თემაც.
1763 ნუ გაგიკვირდებათ, რომ ღამის მნათობზე დავიწყე ლაპარაკი. ვინ იცის, იქნებ, ჩვენ ჯერ კიდევ უნახავი სამყაროს კოლუმბობა გვიწერია! გამიგონეთ, დამიჯერეთ - და მე თქვენ გაგიძღვებთ მთვარის დასაპყრობად. ჩვენ მის სახელს შევუერთებთ იმ ოცდათექვსმეტ შტატს. შეერთებული შტატების უძლეველ სახელმწიფოს რომ ქმნიან.
1764 ფოტოგრაფიამ მოგვცა მთვარის პეიზაჟთა შეუდარებელი სილამაზის ანაბეჭდი. ერთი სიტყვით, მთვარის შესახებ ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, რაც კი შეიძლება გვცოდნოდა მათემატიკის, ასტრონომიის, ფიზიკისა და გეოლოგიის საშუალებით, მაგრამ დღემდე მაინც არა გვაქვს ... პირდაპირი კავშირი მთვარესთან.
1765 ეს მოგზაურობა, ისევე როგორც ყველა მისი წინამორბედი, რასაკვირველია, წარმოდგენითი გახლდათ, მაგრამ იგი შეთხზა ამერიკის ერთ-ერთმა საყვარელმა მწერალმა, ამერიკის თავისბურმა ფანტასტიკურმა ტალანტმა. მე მხედველობაში მყავს ედგარ პო. - დიდება ედგარ პოს! - აღმოხდა პრეზიდენტს სიტყვებით აღგზნებულ დარბაზს.
1766 ასე ამბობდა გერმანელი მათემატიკოსი, მაგრამ მისი პროექტი არ განხორციელებულა და დღემდე არავითარი კავშირი არ დამყარებულა მთვარესა და დედამიწას შორის. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელების პრაქტიკული გენია დაამყარებს კავშირს ამ ციურ სხეულთან. არის საშუალება მივწვდეთ მთვარეს.
1767 წუთით სიჩუმე გამეფდა, მსგავსი იმ ღრმა სიჩუმისა, რომელიც წინ უსწრებს მეხის გავარდნას და მართლაც იმავ წუთს იქუხა მეხმა, გაისმა ისეთი მძლავრი შეძახილები, რომ უშველებელი დარბაზი შეზანზარდა. ბარბიკენი ცდილობდა სიტყვის გაგრძელებას, მაგრამ ამაოდ, მხოლოდ ათი წუთის შემდეგ შეძლო მიექცია მსმენელთა ყურადღება.
1768 დარბაზის კედლები ზანზარებდა ფეხების ბრაგუნისაგან. ალბათ მუზეუმში თავმოყრილი ყველა იარაღის ერთდროული ზალპიც ვერ დაჰფარავდა ასეთ მჭექარე ხმას. თუმცა, რასაკვირველია, ზოგი კანონიერი ხომ თავის ზარბანზე უფრო ძლიერად ქუხს. ამ აუწერელ ღრიანცელსი ბარბიკენი გასაოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
1769 მხოლოდ ამერიკელს ეჩვენება ყველაფერი იოლად და მარტივად. ხოლო რაც შეეხება ტექნიკურ სიძნელეებს, ეს რა სალაპარკოა, არც ერთი წმინდა სისხლის იანკი არ მისცემდა თავის თავს უფლებას, ეჭვი შეჰპარვოდა ბარბიკენის პროექტის განხორციელების შესაძლებლობაში. რას ბრძანებთ? - ითქვა - გაკეთდება კიდეც.
1770 ბარბიკენსაც ეღირსა ოჯახში დაბრუნება. იგი საშინლად დაღლილი, დამტვრეული და მოთენთილი იყო. თვით ჰერკრულესსაც კი ილაჯს გაუწყვეტავდა ამგვარი გაწამაწია. ქუჩები და მოედნები თანდათან ცარიელდებოდა. ოთხ სარკინიგზო ხაზზე სხვადასხვა მატარებელმა ქალაქი უცხო სტუმრებისგან განტვირთა და შედარებით სიმშვიდე დამყარდა.
1771 და მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი ღამის მნათობზე მხოლოდ ჭურვის გაშვებას შეეხებოდა, ყველანი თვლიდნენ, რომ ახალ გრანდიოზულ გამოკვლევებს ეყრებოდა საფუძველი და თანაც ყველა იმედოვნებდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამერიკას ეწერა ბედად, ამოეხსნა დედამიწის თანამგზავრის უკანასკნელი საიდუმლოეაბ.
1772 ზოგიერთები შიშობდნენ კიდეც, მთვარის დაპყრობას შესამჩნევად არ დაერღვია პოლიტიკური წონასწორობა. მაგრამ არც ერთ გაზეთს ეჭვიც არ შეჰპარვია იდეის განხორციელებაში. მეცნიერულ, ლიტერატურულ თუ რელიგიურ საზოგადოებათა კრებულები, ბროშურები, ბიულეტენები ფართოდ აღნიშნავდნენ პროექტის ღირსებებს.
1773 დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არასოდეს არც ერთ მეცნიერულ პროექტს არ ჰყოლია იმდენი მომხრე, როგორც ბარბიკენისეულს. მას არც ყოყმანი, არც ეჭვი და არც შიში არ გამოუწევია მაშინ, როდესაც მსგავს პროექტებს, თუკი იგი წამოყენებული იქნებოდა ევროპაში და განსაკუთრებით საფრანგეთში.
1774 ამერიკაში კი მსგავსი რამ წარმოუდგენელია და თუ მაინც აღმოჩნდებოდა ვინმე ასეთი, თავს დაატყდებოდა საზოგადოების რისხვა. არის ისეთი რამ, რაზედაც ახალ სამყაროში სიცილი აკრძალულია. ალბათ ამიტომ იმპი ბარბიკენი უცბად გადაიქცა აშშ-ს ერთ-ერთ ცნობილ მოქალაქედ, ახალ ვაშინგტონად მეცნიერულ დარგში.
1775 იქვე შეადგინეს საგანგებო საკითებისაგან შემდგარი სასწრაფო წერილი დ მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯის ობსერვატორიას გადაუგზავნეს. ამ ქალაქში დაარსდა ოდესღაც აშშ-ს პირველი უნივერსიტეტი, რომელიც საქვეყნოდაა განთქმული თავისი ობსერვატორიით. იქ მუშაობდნენ ამერიკის ყველაზე ცნობილი მეცნიერები.
1776 ვინც ყურადღებით დააკვრიდებოდა, შენიშნავდა, რომ მატერიის შეჯგუფების გამომწვევი დანარჩენი მოლეკულებიც გადიან ამავე სტადიებს, და ასევე მკვრივდებიან სულ უფრო მზარდი ბრუნვითი სიჩქარის გავლენით და ქმნიან ვარსკვლავთა უთვალავ რიცხვს, რომლებიც ბრუნავენ ცენტრალურ მნათობის გარშემო.
1777 თუკი დაკვირვებული ადამიანი ამ თვრამეტი მილიონი მნათობიდან ყურადღებას შეაჩერებდა ერთ, საკმაოდ პატარ და არც თუ ისე კაშკაშა, მეოთხე სიდიდის ვარსკვლავზე, რომელიც ატარებს ამაყი მზის სახელს, - დაინახავდა, რა თანმიმდევრულად გადის იგი კოსმოსური სხეულების წარმოქმნის პროცესის ყველა სტადიას.
1778 ასე და ამგვარად, ციურმა სხეულებმა, დაწყებული სამყაროს შექმნის პირველი დღიდან, განიცადეს მთელი რიგი გრდაქმნები. ატომებიდან წამოიქმნენ მოლეკულები, მოლეკულებიდან - ნისლეული, ნისლეულიდან - ცენტრალური ვარსკვლავი, ცენტრალური ვარსკვლავიდან - მზე, მზიდან - პლანეტები, პლანეტებიდან -მისი თანამგზავრი.
1779 მზის სისტემაში შედარებით უმნიშვნელო ამ მნათობს ეწოდება მთვარე. და საჭირო იყო ამერიკელების გაბედული გენია, რომ გაჩენილიყო აზრი ჩვენი თანამგზავრის დაპატრონებისა. ღამის მნათობი, დედამიწასთან მისი სიახლოვისა და ფაზების თანაბარი ცვლის გამო, და მზე დიდი ხანია იპყრობენ დედამიწის მცხოვრებთა ყურადღებას.
1780 კლეომენი ასწავლიდა, რომ მთვარე ანათებს არეკლილი სინათლით. ხალდეი ბეროზმა აღმოაჩინა, რომ თავის ღერძის გარსემო მთვარის ბრუნვის ხანგრძლივობა ტოლია დედამიწის გარშემო მისი ბრუნვის ხანგრძლივობისა, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მთვარე მუდმივად მიმართულია დედამიწისაკენ ერთი და იმავე მხარით.
1781 ამ კვლების სიგრძე ათიდან ას მილამდეა, სიგანე კი - რვაას ტუაზამდე. ასტრონომებმა მას მთვარის ნაბზარები უწოდეს. დღემდე გაურკვეველია, დამშრალი მდინარეების კალაპოტებია ისინი, თუ სხვა წარმოშობისაა. ამიტომაც ამერიკელებმა სხვათა შორის, მიზნად დაისახეს მთვარის გეოლოგიის ამ მოვლენის გამორკვევა.
1782 ბარბიკენის წინადადებამ იმ ასტრონომიული საკითხებისადმი, რაც ღამის მნათობს ეხებოდა, მაშინვე გამოიწვია ღრმა და ცოცხალი ინტერესი. ყველა ერთსულოვნად შეუდგა მის შესწავლას, თითქოს აქამდე ყველასათვის შეუმჩნეველი მთვარე პირევლად ახლა გამოჩნდა ჰორიზონტზეო. მთვარე მოდაში შემოვიდა.
1783 ერთი სიტყვით, მალე ყველაზე ხეპრე იანკისათვისაც კი წარმოუდგენელი იყო დედამიწის თანამგზავრზე უცოდინრობის გამომჟღავნება და ყველაზე გონებაშეზღუდული ბებერი ქალბატონებიც კი იძულებულნი იყვნენ, უარი ეთქვათ იმ ცრურწმენებზე, რაც მთვარეს შეეხებოდა. ისინი მეცნიერული ცნობების ზღვაში იძირებოდნენ.
1784 ეს მოლენა აიხსნება იმით, რომ ღერძის გარშემო მთვარის ბრუნვის დრო ზუსტად ემთხვევა დედამიწის გარშემო ბრუნვის ხანგრძლივობას. როგორც კასინიმ და გერშელმა დაადგინეს, ზუსტად მსგავსი მოვლენა შეინიშნება იუპიტერის თანამგზავრების მიმართ. სავსებით სარწმუნოა, რომ იგივე ახასიათებს სხვა პლანეტების თანამგზავრებსაც.
1785 მას შემდეგ, რაც რიგითმა ამერიკელმა, მთვარის თავის ღერძის გარშემო მოძრაობის შესახებ, მიიღო ისეთივე ცოდნა, როგორც კემბრიჯის ობსერვატორიის დირექტორმა, იგი დიდი მონდომებით შეუდგა დედამიწის გარშემო მთვარის მოძრაობის შესწავლას. ათობიტ ჟურნალ-გაზეთი მაშინვე გამოეხმაურა მის ცხოველ ინტერესს.
1786 მართლაც, მთვარე რომ მზეს შეუერთდება, მთვარეს შეუძლია მზე დააბნელოს, ხოლო, როცა საწინააღმდეგო მდგომარეობასია, მაშინ დედამიწა დააბნელებს მთვარეს. და თუ ეს რეგულარულად არ ხდება თვეში ორჯერ, იმიტომ რომ მთვარის ორბიტის სიბრტყე რამდენადმე დახრილია დედამიწის ორბიტის სიბრტყესთან შედარებით.
1787 აქედან გამომდინარეობდა მითითება, რომ ყუმბარის გასროლა მთვარის მიმართულებით აუცილებელია მოხდეს აღნიშნული ზონის ერთ-ერთი პუნქტიდან, რადგან მხოლოდ მაშინ შეიძლება იმ მიმართულებით გასროლა, რომელიც პერპენდიკულარულია ჰორიზონტისადმი და ყუმბარაც უფრო მალე განთავისუფლდება დედამიწის მიზიდულობის ძალისაგან.
1788 კემბრიჯის ობსერვატორიის წერილის შემდეგ ყველაზე ბრიყვებმაც კი გაიგეს. რომ მთვარე შემოწერს არა წრეს, არამდე ელიფსს. ამასთანავე დედამიწა მოქცეულია მთვარის ერთ-ერთ ფოკუსში, რომ ყველა სხვა პლანეტა და თანამგზავრიც მოძრაობს ესლისფური ორბიტებიტ და თეორიული მექანიკა ყოველგვარი დაცვის გარეშე ამტკიცებს.
1789 მაგრამ ისინი მალე დანშვიდნენ და მომავალ თაობათა ბედ-იღბალზე წუხილი შეწყვიტეს, როდესაც აუხსნეს, რომ დიდი ფრანგი მეცნიერის, მათმატიკოს ლაპლასის გამოანგარიშებათა თანახმად, ეს აჩქარება ერთობ უმნიშვნელოა და როგორც კი იგი მიაღწევს თავის უკიდურეს ზღვარს, კვლავ დაუბრუნდება უწინდელ ნელ მოძრაობას.
1790 ასე, რომ, მზის სისტემაში წონასწორობის დარღვევის საშიშროება არ არსებობსო. რჩებოდა კიდეც უცოდინართა მრავალრიცხოვანი კატეგორია, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, რომ გაჩუმება სჯობდა უვიცობის გამჟღავნებას. ისინი ათასგვარ სისულელეს ყვებოდნენ და ამტკიცებდნენ, ყველაფერი ვიცით მთვარის შესახებო.
1791 ბოლოს და ბოლოს ობივატელები იძულებული გახდნენ, უარი ეთქვათ თავიანთ სულელურ აზრებზე და ეწამათ მეცნიერული ჭეშმარიტებანი. და თუკი მთვარის ზოგმა თაყვანისმცემელმა, იმედგაცრუებულმა მისი იდუმალი ძალის არარსებობის გამო, ზურგი შეაქცია მას, სამაგიეროდ, ფართო მასებში მთვარემ უდიდესი პოპულარუობა მოიხვეჭა.
1792 ახლა მხოლოდ და მხოლოდ საქმის ტექნიკური მხარე რჩებოდა გადასაწყვეტი. აი, სწორე აქ იჩინა თავი გართულებებმა, რომელიც სხვა ქვეყანაში გადაულახავი მოეჩვენებოდათ, მაგრამ იანკისათვის იგი ბავშვური თამაში გახლდათ. ბარბიკენმა დროის დაუკარგავად დანიშნა აღმასრულებელი კომიტეტის წევრები.
1793 ღმერტიდან მოდის ელექტრობის, სინათლის, ვარსკვლავების, კომეტების, პლანეტების სიჩქარე, მატი თანამგზავრების, ხმის, ქარის სიჩქარე! მაგრამ ჩვენგან გამომდინარეობს ყუმბარის სიჩქარე, ასჯერ უფრო რომ აღემატება მატარებლებისა და ყველაზე სწრფი ცხენების სიჩქარეს. მასტონი ექსტაზში შევიდა.
1794 საჭიროა იგი ოცჯერ გადიდდეს. გადაგვაქვს რა შემდგომი სხდომისათვის წესების განხილვა, რომლითაც შეიძლება მივაღწიოთ საჭირო სიჩქარეს, თქვენს ყურადღებას, ძვირფასო კოლეგებო, შევაჩერებ იმაზე, თუ რა ზომა მივცეთ ყუმბარას. რასაკვირველია, ახლა უკვე საქმე ეხება არანახევარტონიან ყუმბარას.
1795 ამ ძვირფას ლითონს გააჩნია ვერცხლის სითეთრე, ოქროს უჟანგველობა, რკინის სიმკვრივე, სპილენზის დრეკადობა და შუშის სიმსუბუქე. იგი ადვილი დასამუშავებელია. ადვილად მოიპოვება ბუნებაში, ამასთანავე იგი სამჯერ მსუბუქია რკინაზე და თითქოს საგანგებოდ ჩვენი ყუმბარისათვის არის შექმნილი.
1796 ვინაიდან ყუმბარა გასცდება თუ არა ატმოსფეროს, იფრენს უჰაერო სივრცეში. ამიტომ მე გთავაზობთ ბუშტის ფორმას, დაე, ჩვენმა ყუმბარამ, რამდენიც მოეპრიანება იმდენი იბრუნოს თავისი ღერძის გარშემო. ამით დამთავრდა კომიტეტის პირველი სხდომა, რომელზეც საბოლოოდ გადაწყდა ყუმბარის საკითხი.
1797 გარემოს ანუ ჰაერის წინააღმდეგობა თითქმის არ იმოქმედებს. მართლაც, ატმოსფერო დიდი-დიდი ორმოცი მილის სიმარლეზეა განფენილი. თორმეტი ათასი იარდის სიჩქარის მქონე ყუმბარა ამ მანძილს გაივლის ხუთ წამში, და დროის ეს მცირე შუალედი შესაძლებლობას მოგვცემს უგულებელვყოთ გარემოს წინააღმდეგობა.
1798 თავდაპირველად ეს იყო საწვავის შენარევი, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი ფეთქებად ნივთიერებათა შენარევად გადაიქცა. ოღონდ ერთია. თუ ყოველმა განათლებულმა ადამიანმა შესანიშნავად იცის ლეგენდა დენთის გამოგონებაზე. სამაგიეროდ, ძალიან ცოტას თუ აქვს ნათელი წარმოდგენა მის მექანიკურ ძალაზე.
1799 ასეთი ნაკლოვანებებს მნიშვნელობა აქვს იმ ზარბაზნებისათვის, რომელიც დიდხანს გამოიყენება, ჩვენი კოლუმბიადა კი მხოლოდ ერთხელ გაისვრის. ჩვენ არ გვაშინებს ის გარემოება, რომ ზარბაზანი შეიძლება გასკდეს, ჩვენთვის აუცილებელია, დენთი წამსვე აფეთქდეს, ვინაიდან ეს უფრო სრულყოფს მის მექანიკურ მოქმედებას.
1800 თქვენი ზარბაზანი, რომელსაც სულ ორმოცდათოთხმეტი ათასი კუბიკური გირვანქის მოცულობა აქვს, დენთით ნახევრამდე იქნება სავსე. მაშინ მის არხს არ ექნება საკმაო სიგრძძე, რომ დენთის გაზების გაფართოებამ ზეგავლენა მოახდინოს ყუმბარაზე... არავინ შედავებია. მასტონი მართალი იყო. ყველამ მზერა პრეზიდენტს მიაპყრო.
1801 სამუშაოს დაწყებიდან დამთავრებამდე მთელ ერთ წელიწადს უნდა გაევლო, მაგრამ დროის ამ მანძილზე მთელი რიგი საჭირბოროტო საკითხები უნდა გადაეჭრათ. შეერჩიათ სამუშაო ადგილი, გაეთხარათ შახტი, ჩამოესხათ კოლუმბიადა და ბოლოს, ჩაეტარებინათ ყველაზე საფრთხილო ოპერაცია - დაეტენათ იარაღი.
1802 მხოლოდ რამდენიმე ბედნიერ ადამიანს ხვდება წილად საკუთარი თვალით უცქიროს ყუმბარის გაფრენას. ამიტომაც გასაგებია, რომ ფართო საზოგადოებას მეტისმეტად აინტერესებდა ამ დიდი ცდის სამზადისის ყოველი წვრილმანი. ამას გარდა, მოხდა უცნაური შემთხვევა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა საქმის მეცნიერული მხარისადმი ინტერესი.
1803 ისინი იმას უკეთებდნენ სხვას, რასაც თავის თავს არავითარ შემთხვევაში არ უსურვებდნენ, - ეგაა ძირითადი და ღრმად ამორალური წესი, რაზედაც ომის მთელი ხელოვნებაა აგებული. ბარბიკენმა ომის დროს სახელი მოიხვეჭა ყუმბარების ჩამოსხმით, ხოლო ნიკოლმა - მსოფლიოში ყველაზე მაგარი ჯავშნის შექმნით.
1804 ისინი ერთიმეორის საწინააღმდეგო მიზანს ისახავდნენ. ძლივს ასწრებდა ბარბიკენი ახალი ყუმბარის შექმნას, რომ მეორე უკვე ამზადებდა ახალ ჯავშანს. ბარბიკენის ცხოვრების მიზანი იყო ჯავშნის შენგრევა, ნიკოლისათვის კი მთავარი იყო, ხელი შეეშალა ამისათვის. სწორედ ამიტომ გახდნენ ისინი მეტოქეები.
1805 ეს მეტოქეობა მალე პირად მტრობაში გადაიზარდა. ბარბიკენს სიზმარშიც კი ნიკოლი ელანდებოდა შეუღწევი ჯავშნის სახით. ამ ჯავშანზე იგი ნაკუწ-ნაკუწად იმსხვრეოდა, ხოლო ნიკოლს კოშმარულ წარმოდგენაში ბარბიკენი - საშინელი ყუმბარა - შუაზე გლეჯდა. თუმცა ორივე მეცნიერი სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა.
1806 უცებ ომიც დამთავრდა, - და სწორდ იმ დღეს, როცა ნიკოლს ნაჭედი ლითონის ახალი ჯავშანი უნდა მოეთავებინა. იგი თავისებური შედევრი იყო მსოფლიოში - ვერც ერთი ყუმბარა ვერ შეძლებდა მის განგრევას. კაპიტანმა ნიკოლმა თავისი ახალი ჯავშანი ვაშინგტონის პოლიგონზე ჩამოიტანა და ბარბიკენს შეუთვალა, გაენგრია იგი.
1807 და ამს რომც გაუძლოს, ყოველ შემთხვევაში, მაღალ ტემპერატურას ვერ გაუძლებს, კოლუმბიადიდან გამოვარდნისას გადნება და ქარაფშუტა. მაყურებლებს მდუღარე ლიოონის წვიმა გადმოეღვრებაო. მაგრამ ბარბიკენი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ამ შემოტევებს და მშვიდად განაგრძობდა თავის საქმეს.
1808 ამიტომ ასეთ შემთხვევაში რომ არ შეილახოს მოქალაქეთა მოქმედების თავისუფლება, საჭიროა, დაისვას საკითხი, რომ მთავრობა ჩაერიოს ამ საქმეში, ვინაიდან არ შეიძლება ერთი ადამიანის ფანტაზიის გამო საფრთხეში ჩავარდეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე. აქედან ჩანს, თუ როგორ გადააჭარბა კაპიტანმა ნიკოლმა.
1809 შემდეგ იგი გადის მექსიკის ყურეში და ჰკრავს რკალს. რასაც ალაბამის, მისისიპისა და ლუიზიანას შტატების ნაპირები ქმნიან. შემდეგ იგი მიემართება ტეხასზე, ჩამოაჭრის მას კუთხეს, გადადის მექსიკის საზღვარზე, კალიფორნიასა და სონორს გაივლის, რის შემდეგ წყნარი ოკეანის ტალღებში იკარგება.
1810 ამიტომ ბარბიკენმა გადაწყვიტა, ეს წამოწყება ვიწრო ამერიკულიდან საერთაშორისო ღონისძიებად გადაექცია. ეს კი იმას ნიშნავდა, ყველა სახელმწიფოსათვის ეთხოვათ ფინანსური დახმარება, და მართლაც, დედამიწის ყველა ქვეყანას უფლება ჰქონდა, თავისი თავი მთვარეზე ლაშქრობის მონაწილედ ჩაეთვალა.
1811 იგი სავსებით იზიარებდა კაპიტან ნიკოლის მოსაზრებებს. გრინვიჩის ობსერვატორიის აზრს შეუერთდა ინგლისის დანარჩენი ოცდაორი ობსერვატორია. იმ დროს, როცა საზოგადოების სწავლულებმა დაადგინეს, გაეგზავნათ დელეგაცია ტამპაში - გრინვიჩის ობსერვატორიის ბიურომ დღის წესრიგიდან უცერემონიოდ მოხსნა ბარბიკენის წინადადება.
1812 კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთებმა გამოაქვეყნეს ცნობა, რომ შეერთებულ შტატებს გარეთაც ფრიად წარმატებით მიდიოდა ხელმოწერა. ზოგიერთმა სახელმწიფომ საკმაო გულუხვობა გამოიჩინა. ზოგმა კი არც ისე. ყველაფერი ეროვნულ ტემპერატურაზე იყო დამოკიდებული. თუმცაღა ციფრები უფრო მჭერმეტყველურად ღაღადებს საქმეზე.
1813 ეს საკვირველი არც არის, თუ მხედველობაში მივიღებთ რუსეთის საზოგადოების ინტერესს მეცნიერბისადმი და წარმატებას, რასაც მიაღწია ამ ქვეყნის მრავალირცხოვანმა ობსერვატორიამ, რომელთაგან მთავარი სახელმწიფოს ორი მილიონი მანეთი დაუჯდა. საფრანგეთში პირველ ხანებში მასხრად აიგდეს ამერიკელთა ჩანაფიქრი.
1814 სიმართლე რომ ვთქვათ, შვეიცარიელები უარყოფდნენ ამერიკელთა წამოწყების პრაქტიკულ მნიშვნელობას. მათ იმედი არ ჰქონდათ, რომ ყუმბარის მეშვეობით დამყარდებოდა საქმიანი ურთიერთობა ღამის მნათობთან და კეთოლგონირვრულად უარი თქვეს, დაებანდებინათ თავიანთი კაპიტალი ამ ერთობ სახიფატო წამოწყებასი.
1815 მაგრამ ნურავის გააკვირვებს ეს უზარმაზარი ციფრი. წინ კოლოსალური ხარჯები იყო მოსალოდნელი კოლუმბიადის ჩამოსასხმელად და მოსახარატებლად, ქვის ნაგებობათა ასაშენებლად, შენობათა და მეტალურგიული ღუმელების ასაგებად, სხალოსნოების მოასმარაგებლად, დენთის საყიდლად, ყუმბრის ასაწყობად და სხვადასხვა ქრთამისათვის.
1816 მალე ყურე ბორცვებს მიეფარა და მათ წინ ფლორიდის დაბლობი გადაიშალა. ფლორიდა ორი ნაწილისაგან შედგება. ჩრდილოეტი ნაკლებ მწირია და უფრო მჭიდროდ არის დასახლებული, იქ მდებარეობს შტატის დედაქალაქი - ტალახასი და ნავსადგური პენსაკოლა, სადაც აშენებულია შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო არსენალი.
1817 ტროპიკული მზე აცხუნებდა ამ ფართო ველებს, ხოლო წვიმის წყალს თიხის ნიადაგი ინახავდა. ირგვლივ გადაჭიმულიყო ანანასების, იამარებს, შაქრის ლერწმის, თამბაქოს, ბრინჯის და ბამბის უსაზღვრო პლანტაციები. გასაოცარი იყო ამ ბუნების სიუხვე. ბარბიკენი, ეტყობა კმაყოფილი იყო იმით, რომ მიდამო თანდათან მაღლდებოდა.
1818 ბარბარეს ვფიცავ, კარგს იზამთ, თუ აჩქარდებით, - წამოიძახა მასტონმა. - თუ არა, ასი დოლარის გადახდა მოგიწევთ დღეღამესი მანამ, სანამ მთვარე კვლავ არ იქნება დედამიწის მიმართ იმ მდგომარეობასი, როგორც ახლაა. ანუ თვრამეტი წლისა და თერთმეტი დღის განმავლობაში უნდა იხადოს საუპირო.
1819 ტყეებში ტროპიკული სიუხვით სულ სხვადასხვა ხეთა ჯისები ხვდებოდათ. ამ თითქმის გაუვალ, უღრან ტყეებში ბროწეულის, ფორთოხლის, ლიმონის, ჭადრის, ზეთისხილის, გარგარის, ბანანის ხეები, უზარმაზარი ვაზები, ფერადი ყვევილები და ჭრელყვავილება ნაყოფები თვალს იტაცებდნენ ფერითა და სურნელით.
1820 წარმტაც კიბოჭამიებს მზეზე ძვირფასი ქვებით უბრწყინავდათ ფრთები, გეგონებოდა, ბუდეებში კი არა, ძვირფას კოლოფებში სხედანო. მაიორი და მასტონი ამ თვალწარმტაცმა ბუნებამ აღიტაცა. ჯადოსნულრი სილამაზისადმი გულგრილი ბარბიკენი კი წინ მიიწევდა. აქაურობა სწორედ თავისი ნაყოფიერი მიწის გამო არ მოსწონდა.
1821 ბარბიკენი უსიტყვოდ ჩამოვიდა ცხენიდან, აიღო თავისი ხელსაწყოები და რაც შეიძლებოდა ზუსტად შეუდგა ადგილის გეოგრაფიული მდგომარეობის განსაზღვრას. ბარბიკენის წინ გამწკრივდა ფლორიდელების რაზმი, ისინი დუმილით ადევნებდნენ თვალ-ყურს ის ყოველ მოძრაობას. სწორედ ამ დროს მზე მერიდიანს ჰკვეთდა.
1822 ამიტომ სწორედ აქ ავაშენებთ ჩვენს ღუმელებს, საწყობებს, მუშათა საცხოვრებელ სახლებს და აქედან, სწორედ აქედან, - გაიმეორა ბარბიკენმა და მიწას ფეხი დაჰკრა, - გაფრინდება ჩვენი ყუმბარა სამყაროს სივრცეში! მეთოთხმეტე თავი წერაქვი და ბარი იმავე საღამოს ბარბიკენი და მისი რაზმი ტომპაში დაბრუნდნენ.
1823 გასაგებია, თუ რა მღელვარებამ შეიპყრო ეს პატარა ქალაქი, რომლის მოსახლეობა ერთი დღის განმავლობაში თითქმის ორჯერ გაიზარდა. მართალია, მუშები მაშინვე გააგზავნეს სტონზპილში, მაგრამ ტამპას მოსახლეობამ მაინდ დღით დღე მატულობდა, ვინაიდან დედამიწის ყოველი კუთციდან აქ ჩამოდიოდა ცნობისმოყვარეთა მთელი არმაი.
1824 ტამპასა და სტონზჰილს შორის გზის მშენებლობა სული იოლი აღმოჩნდა, იგი ძალიან ჩქარა გაიყვანეს და იაფიც დაჯდა. ბარბიკენი იმ მშრომელი ხალხის სული და გული იყო, რომელიც ასე მხურვალედ გამოეხმაურა მოწოდებას, იგი ამხნევებდა ყველას, ძალას ჰმატებდა, და საქმის წარმატებით დამთავრებაში ღრმა რწმენას უნერგავდა.
1825 ყველაფერს ასწრებდა, ყველგან იყო. განუყრელად ახლდა თან მასტონიც, იგი მის ირგვლივ ტრიალებდა და ბზუოდა. ბარბიკენისთვის არ არსებობდა რაიმე წინააღმდეგობა, შეფერხება ან დაბნეულობა. ის ისეთივე პირველხარისხოვანი მექანიკოსი, მშენებელი და სამთოელი აღმოჩნდა, როგორი ოსტატიც იყო არტილერიაში.
1826 მუშათა პატარა ქალაქში, ისევე როგორც ყოველ დიდ ამერიკულ ცენტრში, გაჩაღდა გაცხარებული საქმიანობა. ქალაქის მთელი ცხოვრება მკაცრ დისციპლინას დაექვემდებარა და სამუშაო შესანიშნავად აეწყო. სასინჯმა გაბურღვამ, რომელიც დიდი მონდომებით დასაგულდაგულოდ შესრულდა, შესაძლებელი გახადა ნიადაგის ხასიათის განსაზღვრა.
1827 მაშასადამე, თქვენ უნდა ამოიღოთ ორი მილიონ ხუთას ორმოცდასამი ათას ოთხასი კუბიკური ფუტი მიწა, ანუ ციფრები რომ დავამრგვალოთ. ათი ათასი კუბიკური ფუტი დღე-ღამეში. ათასი კაცი ადვილად მოერეოდათ ამ სამუშაოს, გაშლილ მიდამოში რომ გიწევდეთ მუშაობა, მაგრამ თქვენ შრომობთ შედარებით განსაზღვრულ სივრცეში.
1828 მერე ჭა გათხარეს კომბლენცში მარკ-გრაფ იოჰან ბადენელის დროს - ჭის სიღრმე ექვსასი ფუტი იყო. კაცმა რომ თქვას, ახლა რაზე იყო ლაპარაკი? მხოლოდ იმაზე, რომ ამ უკანასკნელი ჭის სიღრმე გადიდებულიყო სამჯერ, სიგანე კი ათჯერ. მაგრამ სწორედ შახტის ეს სიფართოვე აიოლებდა მუშაობის პროცესს.
1829 ეს ერთობ მარტივი ხერხი საშუალებას იძლევა, მიწის კედლებს არ შეუყენონ ბიგები, ვინაიდან კედლებს აკავებს ქვის წყობა, რომელიც თავისი სიმძიმის გამო თვითონ ეფლობა მიწაში. ამ ხერხისათვის შეიძლებოდა მიემართათ მხოლოდ მაშინ, როცა ნიადაგის ზედაპირს მოთხრიდნენ და მაგარ გრუნტამდე მიაღწევდნენ.
1830 ნიადაგის სულ რამდენიმე დიუმის სისქის პირველი შავი მიწის ფენა სწრაფად გადათხარს. მის ქვეშ ორი ფუტი სისქის წვრილი ქვიშის ფენა მეტისმეტად ფრთხილად ამოიღეს, ვინაიდან ზარბაზნის ჩამოსასხმელი ყალიბების ასაგებად გამოდგებოდა. ქვიშის ფენის ქვეშ ინგლისური მერკელის მსგავსი საკმაოდ სქელი თეთრი თიხა გამოჩნდა.
1831 იგი ერთ მეტრზე ცოტა მეტ სისქის ქანდარას ქმნიდა. შემდეგ ქვიშიან ქანებზე წერაქვებმა ნაპერწკლები აჰყარეს. ეს იყო გაქვავებული ნიჟარებისაგან შემდგარი ძალიან მაგარი და სრულიად მშრალი ფენა. მუშებმა უკვე ჩააღწიეს ექვსნახევარ ფუტ სიღრმეს და ახლა უკვე მიწის მთხრელებმა ადგილი დაუთმეს ქვის მთლელებს.
1832 ამ რგოლზე დაიდო საშენი ქვების პირველი ფენა, ქვებს შორის დარჩენილ არეებს ავსებდნენ ცემენტის ხსნარით, რომელიც მაგრამ ჰკრავდა მათ. ამ წყობას იწყებდნენ რგოლის გარეთა წრეხაზიდან და ცენტრისაკენ მიემარტებოდნენ. როცა ეს სამუშაო დაამთავრეს, მუშები ოცდაერთი ფუტი დიამეტრის ჭაში აღმოჩდნენ.
1833 სამუშაოები სრულდებოდა სწრაფად და გეგმაზომიერად. მიწის ამოღებას ამსუბუქებდა ორთქლის ამწე მანქნები, მშენებლებს მოულოდნელი წინააღმდეგობანი არ შეხვედრიათ, წინასწარ გათვალისწინებულ სიძნელეებს კი წარმატებით სძლევდნენ. ერთი თვის შემდეგ შახტი ას თორმეტ ფუტამდე გათხარს, რაც ამ თვეში იყო გათვალისწინებული.
1834 თებერვლის თვეში მუშებს ბრძოლა მოუხდათ ნიადაგისეულ წყალთან, რომელიც ქანებს შუა ჟონავდა. გამოიყენეს მძლავრი წყალსაქაჩები და გაუხშოებული ჰაერის მქონა აპარატები, შემდეგ წყაროების ხვრელებში ბეტონი ჩაასხეს ისევე, როგორ ამას აკეთებენ გემის წყალქვესა ნაწილში წყლის დენის შესაჩერებლად.
1835 ბოლოს და ბოლოს ამ წინააღმდეგობასაც სძლიეს, თუმცა წყალმა მოასწრო რგოლის ქვეშ გრუნტის წალეკვა, რის გამო იგი ნაწილობრივ ჩამოზვავდა. ნიადაგის ჩამოშლის დროს რგოლთან ერთად დაიბრიცა სამოცდათხუთმეტი ტუაზის სიმაღლის მქონე ქვის კედელი. ადვილი წარმოსადგენია, ამან რა სასინელი რყევა გამოიწვია.
1836 ამას გარდა მას ყოველ თანაბარ შუალედებში გაყრილი მსხვილი გარდი-გარდმო ძელებით ამაგრებდნენ, შახტის ქვის სისქეში ღრმად რომ იყო ჩაკირული. რასაკვირველია, იარაღის ჩამოსხმის დროს ყველა საყრდენი გადნეოდა და თუჯის თხელ მასაში გაითქვიფებოდა, მაგრამ ამას არ შეეძლო შეემცირებინა კოლუმბიადის სიმყარე.
1837 ჩამოსხმის წარმატებისათვის საჭირო იყო სისწრაფე, ამიტომ წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი, ზარბაზნებიდან სასიგნალო გასროლის დროს რეზერვუარები მყისვე გახსნილიყვნენ და გამდნრი ლითონი გამოეშვათ. თითოეული მუშა და ოსტატი თავის პოსტზე იდგა და გასროლას მოუთმენლად და, ცხადია, შიშითაც ელოდებოდა.
1838 ბარბიკენი და მისი კოლეგები მეზობელ გორაზე იმყოფებოდნენ. მათ წინ იდგა ზარბაზანი და მთავარი ინჟინრის სიგნალს ელოდა. შუადღისას თხელი თუჯის პირველი წვეთები გამოჩნდა, მიმღებებმა ნელ-ნალა იწყეს ავსება, ბოლოს მთელი თუჯი გადნა, მაგრამ იგი ცოტა უნდა დაწმენდილიყო, რომ მინარევები ზედაპირზე ამოტივტიებულიყო.
1839 იგი ზევით ხუთას ტუაზამდე სიმაღლეზე აიჭრა. სტონზჰილის მახლობელ ველებში მოხეტიალე ინდიელები ალბათ იფიქრებდნენ, ფლორიდაში ახალი ვულკანი გაჩნდაო. არადა არც ვულკანი ამოფრქვეულა, არც ქარიშხალი ამოვარდნილა, არც ჭექა-ქუხილი ყოფილა, არ მომხდარა არც ერთი ის სტიქიური მოვლენა, რისაც ასე ეშინია ადამიანს.
1840 მუდამ საქმიანობას მიჩვეული ადამიანისათვის რა სამძიმო უნდა ყოფილიყო ისეთი დაბრკოლების გადაღობვა, მხოლოდ დრო რომ მოერევა! დრო კი ამ შემთხვევაში ყველაზე სახიფათო მტერი იყო, და მას ვერსად გაექცეოდნენ. რეგულარულად დაკვირვებების შედეგად ნიადაგის მდგომარეობის ერთგვარი ცვილილება შენიშნეს.
1841 მას მოჰყვა ზარბაზნის დაყალიბება, დააყენეს მღარავი მანქანები, რომლებიც შეუდგნენ ხორკლიანი კანის გასუფთავებას, თუჯის ზედაპირს რომ ფარავდა. რამდენიმე კვირის შემდეგ გიგანტური მილის შიგა ზედაპირმა იდეალურად სწორი ცილინდრული ფორმა მიიღო, იარაღის შიგა არხიც შესანიშნავად იყო გაპრიალებული.
1842 ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში იქნებოდა კაპიტანი ნიკოლი! ამბობდნენ, ბრაზისაგან და რისხვისაგან ავად გახდაო. თუმცა კიდევ რჩებოდა რამდენიმე სანაძლეო - სამი, ოთხი და ხუთი ათასი დოლარის რაოდენობით და თუკი იგი თუნდაც ორს მოიგებდა აქედან, კიდევ შეიძლებოდა ერთგვარი გამორჩენა ენახა.
1843 საზრიანმა საქმოსნებმა შესანიშნავად უწყოდნენ, როგორ მოიგებდა მათი შტატი ბარბიკენის წამოწყებისაგა, რამდენ სიკეთეს მოუტანდა მათ კოლუმბიადის გასროლა. დაწუნებული და განაწყენებული ტეხასი აწი ვეღარ იოცნებებდა ვერც დიდ კომერციულ ცენტრზე, ვერც რკინიგზაზე, ვერც მოსახლეობის სწრაფ ზრდაზე.
1844 წერაქვის თითოეული დარტყმა, ნაგებობის ყოველი წვრილმანი აღელვებდა ტამპის მცხოვრებთ. სტონზჰილსა და ქალაქს უწყვეტი კავშირი ჰქონდა ერთმანეთთან. უკვე ზაფხულში შეიძლებოდ გევარაუდნა, რომ გასროლის დღისათვის მაყურებელთა რიცხვი მილიონს მიაღწევდა. ევროპამ ამერიკაში იწყო გადასახლება.
1845 აქადე გაზეთები ყოველდღიურად აქვეყნებდნენ სტონზჰილში მიმდინარე სამუშაოთა დაწვრილებით ანგარიშს. ხალხი სწრაფად იტაცებდა გაზეთებსა და ხარბად ნთქავდა მათ. ახლა უკვე ახალ სენსაციებს აღარ ელოდნენ და ყველანი გულდაწყვეტილები ფიქრობდნენ, რომ ყოველდღიურ ახალ, ცოცხალ ამბებს სამუდამოდ უნდა დამშვიდობებოდნენ.
1846 და თუ მართლა აღმოჩნდა ასეთი კაცი, ის ხომ გიჟი იქნება, რომლის ადგილი ყუმბარაში კი არა, ყვითელ სახლში უნდა იყოს? მაგრამ დეპეშის დამალვა არ შეიძლებოდა, ვინაიდან ტელეგრაფის მოხელეებს არ სჩვევიათ სამსახურებრივი საიდუმლოებების შენახვა, მიშელ არდანის დეპეშის შინაარსი უკვე ვრცელდებოდა სხვადასხვა შტატებში.
1847 ამიტომ ბარბიკენის მიერ ამ დეპეშის გადამალვას აზრი არ ჰქონდა. მან წამსვე მოიწვია ტამპაში მცხოვრები კლუბის წევრები და ისე, რომ არ გამოუმჟღავნებია თავისი დამოკიდებულება არდანის დეპეშის მიმართ, ერთი სიტყვითაც რომ არ უხსენებია, სანდობი იყო თუ არა დეპეშა, მშვიდად წაიკითხა მისი მოკლე ტექსტი.
1848 და მანც მიშელ არდანის წინადადებამ, როგორც საერთოდ ყველა ახალმა იდეამ, ბევრი ააფორიაქა. იგი მეტისმეტად მკვეთრად განსხვავდებოდა საყოველთაოდ მიღებული და დადგენილი აზრისაგან. ბევრს უკვირდა როგორ არ მოუვიდა ვინმეს თავში ეს აზრი უფრო ადრე, მალე ახალი იდეა, თავის უცნაურობის გამოისობით, ყველას აეკვიატა.
1849 ეს სახელი ეკუთვნოდა ევროპელს, რომლის გაბედულ წამოწყებებს არა ერთხელ გამოხმაურებია პრესა. ამას გარდა ატლანტის ოკეანიდან გამოგზავნილი დეპეშა, გემის სახელწოდება, რომლითაც ფრანგი გამოემგზავრა, მისი ჩამოსვილის ზუსტი თარიღი - ყველა ეს გარემოება თითქოს სიმართლეს ჰგავდა. ტამპის მცხოვრებთ მოთმინება ელეოდათ.
1850 მათ უკმაყოფილოდ გადახედა, მაგრამ მალე ისეთი ყვრილი, ისეთი ხმაური ატეხა, რომ იძულებული გახდა ფანჯარა გამოეღო. ბარბიკენს სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა დამორჩილებოდა ხვედრს სახელგანთქმული ადამიანისას ესოდენ მოსაწყენსა და უსიამოვნოს, მაგრამ მოვალეობებთან დაკავშირებულს. მის გამოჩენაძე სიჩუმე ჩამოვარდა.
1851 ძნელია იმ მღელვარების აღწერა, მთელ ამერიკას რომ მოედო, სენსაციამ დაჩრდილა ის ეფექტიც კი, რაც თავის დროზე ბარბიკენის ცნობამ მოახდინა. წარმოუდგენელია ყველაფრის გადმოცემა, თუ რა დაიწერა ამერიკულ გაზეთებში, როგორ მიიღეს მათ ეს ახალი ცნობა, როგორ ასხამდნენ ხოტბა-დიდებას ძველი ქვეყნის ამ ახალ გმირს.
1852 შეუძლებელია დათვლა ათასობით ჩამოსული ცნობისმოყვარე ადამიანების, მათი ჩამოსვლით ნახევარ თვეში ოთხჯერ გაიზარდა ქალაქი მოასხლეობის რაოდენობა და ამიტომ იძულებულნი იყვნენ, ქალაქგარეთ, ველზე, კარვებში ეცხოვრათ. ამის აღწერა აღემატება ადამიანურ შესაძლებლობას და სიგიჟე იქნებოდა დაძლევის ცდა.
1853 ეკეთა დაუდევრად გასკვნილი ჰალსტუხი, საყელო გადაეკეცა, რაც მის ღონიერ კისერს უფრო აჩენდა, მანჟეტებიც გაეხსნა და დაკუნთული ხელები მოუჩანდა. თითებს ამოძრავედა. იგრძნობოდა, რომ ეს კაცი არ გაიყინებოდა ყველაზე საშინელ ყინვაშიც კი და შიშისაგან გული არ აუკანკალდებოდა განსცდელის ჟამს.
1854 ამ საოცარი ადამიანს მიდრეკილება ჰქონდა ჰიპერბოლისადმი, შემორჩენოდა ყმაწვილური აღტყინება, მის თვალებში ყველა საგანი არადამიანურ ზომას იძენდა. ამიტომ იყო, რომ მას განუწყვეტლივ ებადებოდა დიდი და გაბედული იდეები. ყველაფერი, გარდა ადამიანური ღისებებისა და დაბრკოლებებისა, გაზვიადებული სახით ეხატებოდა.
1855 იგი ფულეს უდარდელად ფლანგავდა, დანაიდების უძირო კასრი გახლდათ. ღრმად უანგარო კაცი იყო და მისი გულის ბობოქარი აღტყინება ტოლს არ უდებდა ფიცხი თავის გაბედულ იდეებს. გულსხმიერი, რაინდულად დიდსულოვანი, მზად იყო, შეეწყალებინა თავისი დაუძინებელი მტერი და მონად ქცეულიყო, ოღონდ ზანგი დაეხსნა.
1856 საფრანგეთისა და, საერთოდ, მთელს ევროპაში ბევრი იცნობდა ამ დიდებულ და მოუსვენარ კაცს. დღე და ღამე მასზე ლაპარაკით ხმა ჰქონდათ ჩამწყდარი. მას დაფარული არაფერი ჰქონდა, ყველამ იცოდა მისი ცხოვრბის ინტიმური წვრილმანები, თითქოს მისი ბინის კედლები გამჭირვალე ყოფილიყო. მიშელ არდანს მტრებიც საკმაოდ ჰყავდა.
1857 უშველებელი ტენტისთვის საჭირო მასალები - იალქნები, ბაგირები, სათადარიგო ანძები სიამოვნებით ათხოვეს ნავსადგურში მდგარმა გემებმა და რამდენიმე საათის შემდეგ ხრიოკ დაბლობზე უკვე გადაჭიმული იყო ტილოს ზეცა, რომლის ქვეშაც მიტინგის მონაწილეებს შეეძლოთ თავი შეეფარებინათ მცხუნვარე მზისაგან.
1858 ახლა კი ნება მომეცით, დავიწყო, უწინარეს ყოვლისა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ საქმე გაქვთ უმეცარ, სრულიად უვიც ადამიანთან, რომელსაც წინ არფერი დაუდგება. სწორედ ამიტომ მომეჩვენა, რომ ყუმბარაში ჩაჯდომა და მთვარეზე გაფრენა უბრალო, ბუნებრივი და ადვილი ამბავია. ადრე თუ გვიან, ასეთი მოგზაურობა განხორციელდება.
1859 ხოლო რაც შეეხება მგზავრობის საშუალებებს - ის პროგრესს მიჰყვება. კაცობრიობამ მოგზაურობა ჯერ ოთხზე დაიყწო, ერთ მშვენიერ დღეს ორ ფეხზე გადავიდა, შემდეგ ურმით, კარეტით, ფაეტონით, ფურგუნით, დილიჟანსით და ბოლოს რკინიგზით. რაო მერე? ის რომ, მომავალი ვაგონი აუცილებლად ზარბაზნის ყუმბარა იქნება.
1860 საერთოდ, რანი არიან ეს პლანეტები? კაცმარომ თქვას, ისინი ყუმბარები გახლავან, უზარმაზარი ყუმბარები შემოქმედის იერ სივრცეში მიმობნეული. მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ჭურვს. შეიძლება ზოგი თქვენგანი ფიქრობს, რომ კოლუმბიადის ყუმბარას არნახული, გაუგონარი სიჩქარე ექნება. ეს მართალი არ არის.
1861 იუპიტერი - თერთმეტ ათას ექვსას სამოცდათხუთმეტს, მარსი - ოცდაორი ათას თერთმეტს, დედამიწა - ოცდაშვიდ ათას ხუთასს, ვენერა - ოცდათორმეტ ათას ას ოთხმოცდაათს, მერკური - ორმოცდაერთ მილიონ ოთხასი ათას ლიეს საათში. მათთან შედარებით ჩვენ კუს ნაბიჯებით მოსიარულე უსაქმური პიროვნებანი გახალვართ.
1862 მას მისჯილი აქვს სამუდამოდ ამ თავისი მიწის ბურთზე იბოგინოს და ვერასოდეს გაინავარდოს საპლანეტათაშორისო სივრცეში. არ არის ეს მართალი! ადამიანი იმოგზაურებს მთვარეზე, პლანეტებზე და ვარსკვლავებსზე ისე, როგორც ახლა მგზავრობს თავისუფლად, ჩქარა და მშვიდად ლივერპულიდან ნიუ-იორკამდე.
1863 საპლანეტათაშორისო ოკეანეს ისევე კარგად გამოიკვლევს, როგორც მთვარის ზღვებს. მანძილი - შეფარდებითი ცნებაა. ყოველი მანძილი შეიძლება თითქმის ნულამდე დაიყვანო! გმირი ფრანგისადმი საყოველთაო ნდომის მიუხედავად, ამ თამამმა თეორიამ ცოტა არ იყოს შეაცბუნა შეკრებილნი. არდანმა ეს შენიშნა.
1864 არდანი ასე თუ ისე განყენებულ საკითხებზე მსჯელობდა და თვისი ნათელი წარმოსახვის წყალობით დიდებულად ართმევდა მათ თავს, მაგრამ საჭირო იყო არდანის და აგრთვე აუდიტორიის გადაცდენა წმინდა წყლის პრაქტიკული საკითხებიდან, ვინაიდან არდანს, რასაკვირველია, გაუჭირდებოდა მათი გარკვევა.
1865 ზოგი უმდაბლესი ორგანიზმი ყოვლად უგრძნობია ტემპერატურის მიმართ და როგორც ცხელ წყაროებში, ასევე პოლარული ოკეანეების ყინულოვან უდაბნოებში გვხვდებიან! მაშასადამე, უნდა ვაღიაროთ, რომ ბუნება ცხოვრების ისეთ მრავალფეროვან, ხანდახან წამოუდგენელ პირობებს ქმნის, რომ იგი ყოვლისშემძლედ გვევლინება.
1866 დედამიწა სურდოს, ფილტვების ანთებისა და ყოველნაირი გაცივების პლანეტაა! ახლა ვიკითხოთ უპიტერის ამბავი, რომლის ღერძი თითქმის პერპენდიკულარია მისი ორბიტისა სიბრტყისადმი. იქ ერტსა და იმავე ადგილზე ტემპერატურა არ იცვლება. იუპიტერზე მუდმივი გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ზონები არსებობს.
1867 მქუხარე ტაშით შეხვდნენ ამ სიტყვებს, რომელიც შეიძლებოდა მხოლოდ ჯ. ტ. მასტონს წარმოეთქვა. მას ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება ინჟინრობისადმი, და ფიცხელი წარმოსახვის წყალობით მუდამ წარმოუდგენელ რამეებს წაეპოტინებოდა ხოლმე. მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ ბევრმა აღფრთოვანებული ყვირილით დაუჭირა მას მხარი.
1868 მან ისარგებლა ხალხის მოძრაობით და ნელ-ნელა პირველი რიგის მსმენელთა შორის მოექცა. გულზე ხელი დაიკრიფა და ანთებული მზერა მიაპყრო გმირს. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე უცნობი გაჩუმდა. როგორც ჩანს, სულაც არ აშფოთებდა მისკენ მიმართული ათასი მზერა, არც გამკიცხავი რეპლიკები, დამსწრე საზოგადოება რომ ესროდა.
1869 ამ ვარაუდს ეთანხმება გაგზენის გამოთვლებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ მთვარის სიმძიმის ცენტრი მის უკანა ნახევარსფეროში მდებარეობს. აქედან კი თავის მხრივ ის გამოდის, რომ მთვარის ჰაერისა და წყლის მთავარი მასა დედამიწის თანამგზავრის საწინააღმდეგო მხარისკენ უნდა იყოს მოქცეული შექმნის პირველი დღიდან.
1870 გაეთრიე! - ღრიალებდა გაცოფებული ხალხი. მაგრამ უცნობი შეურყევლად იდგა, ესტრადის მოაჯირისთვის ჩაევლო ხელი და გამომწვევი იერით ელოდებოდა, როდის ჩაწყნარდებოდა ქარიშხალი. ვინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ეს ამბავი, მიშელ არდენს ჟესტით რომ არ დაეწყნარებინა ხალხის ეს წრეგადასული მღელვარება.
1871 მაგრამ უეცრად მათ შორის დაბრკოლება აღიმართა. ხალხი ესტრადას მიაწყდა. ასობით ძლიერმა ხელმა აიტაცა იგი, მხრებზე შეიდგა და ბარბიკენი და მიშელ არდანი ასე საზიემოდ წაიყვანა. ტვირთი ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მტვირთავები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. დაობდნენ კიდეც, პატივი რგებოდათ, ეს უცნაური ეტლი ეტარებინათ.
1872 უცნობმა არ მოისურვა, ესარგებლა ამ არევ-დარევით და მიმალულიყო. ესეც არ იყოს, შეძლებდა კი ხალხის ამ მჭიდრო ტალღის გარღვევას? ცხადია, ვერ შეძლებდა. ყოველ შემთხვევაში, იგი ისევე ისე იდგა პირველ რიგში, გულზე ხელებდაკრეფილი და თვალებით ბურღავდა პრეზიდენტ ბარბიკენს. ბარბიკენსაც მზერა არ მოუშორებია მისთვის.
1873 არდანს არ შეუწყვეტინებია, არც არაფერი უკითხავს მასტონისათვის. სწრფად სტაცა ხელი თავის ფართო შარვალს და არ გასულა ორი წუთიც, რომ ბარიბკენის მეგობრები თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ ტამპას ქუჩებში ქალაქის კარიბჭის მიმართულებით. ამ სირბილის დროს მასტონმა მოასწრო გაეცნო არდანისათვის საქმის ვითარება.
1874 გზა განაგრძეს. დროდადრო ისინი ხმამაღლა ეძახდნენ ბარბიკენსა და ნიკოლს, მაგრამ პასუხი არსაიდან ისმოდა. მხოლოდ ფრინველებს და ფურ-ირმებს აფრთხობდა ეს ხმა. ისინი შეშინებულები ტევრს აფარებდნენ თავს. კიდევ მთელი საათი იწანწალეს ტევრში. თითქოს მთელი ტყე მოიარეს, მაგრამ ორთაბრძოლის რაიმე კვალი არსად ჩანდა.
1875 პატივი უნდა სცეთ თქვენს მოწინააღმდეგეს. მშვიდად იყავით თუ ბერბიკენი ცოცხალია, ჩვენ მას ხელად მოვძებნით. იგიც ხომ თქვენ გეძებთ... თუ ხიფათში ჩავარდნილ ჩიტებს არ ათავისუფლებს თქვენსავით. მაგრამ როცა ბარბიკენს მოვძებნით - დაიხსომეთ მიშელ არდანის სიტყვა! - დუელზე ლაპარაკიც ზედმეტი იქნება.
1876 ბარბიკენ! არავითარი პასუხი. არდანი მივარდა თავის მეგობარს და მზად იყო, ხელში ჩაფრენოდა, მაგრამ უეცრად განცვიფრების შეძახილი აღმოხდა და შემდგა. ბარბიკენს უბის წიგნაკი გადაეშალა და იწერდა რაღაც ფორმულებს, ხაზავდა გემოეტრიული ფიგურებს. მის გვერდით, მიწაზე დაუტენავი თოფი ეგდო.
1877 ასეთია შეერთებული შტატების დევიზი. იმ დღიდან მოყოლებული მიშელ არდანს წამითაც არ მოუსევნია. ამერიკის ყოველი კუთხიდან დილიდან საღამომდე მოიდოდა დეპუტაციები და იგი იძულებული იყო, უნდოდა თუ არა, მიეღო ყველა ვინ იცის, რამდენს ჩამოართვა ხელი და რამდენი მეგობრული ბრუდერშაფტი დაილია.
1878 ასეთი კავშირი თითქოსდა შეიმჩნევა ზოგიერთი ნერვული დაავადების დროს. მაგალითად, მედს მოჰყავს ისეთი შემთხვევა, როცა ბავშვს მთვარის გავსებისას ყოველთვის მოუვლიდა ხოლმე კრუნჩხვები. გალი ამტკიცებდა, რომ უხალისო ადამიანები თვეში მხოლოდ ორჯერ გამოცოცხლდებიან ხოლმე, ახალი მთვარის და სავსე მთვარის დროს.
1879 იგი ხალისიანად ამყარებდა ურთიერთობას ადამიანებთა და მზად იყო, მიწერ-მოწერა დაეწყო მთელ ქვეყანათანაც კი. ყველგან იმეორებდნენ მის ნაკვესებს, ამავე დროს ხშირად ისეთებსაც მიაწერდნენ, რაც მას არასოდეს წარმოეთქვა. ხალხს ყველაფერი მისი ნათქვამი ეგონა, ვინაიდან მიშელ არდანის ენამახვილობა უშრეტი გახლდათ.
1880 ყუმბარის გამოვარდნის დროს ბიძგის ძალა რომ გამოეცადა. ბარბიკენმა პენსაკოლის არსენალიდან გამოიწერა ოცდათორმეტდიუმიანი მორტირი. იგი ჰილსბოროს ყურის ნაპირზე დადგეს ისე, რომ ბომბი პირდაპირ ზღვაში ჩავარდნილიყო, რაც ალბათ შეასუსტებდა დარტყმის ძალას. საჭირო იყო, გამოეცადათ ბიძგის ძალა.
1881 გამოუცდელმა მყვინთავებმა ყურის ფსკერზე სწრაფად იპოვეს ყუმბარა, მის პაწია ყურებს თოკი გამოაბეს, ზედაპირზე ასწიეს და ნავზე მოათავსეს. ყოველივე ამას - ყუმბარაში ცხოველების ჩასმას და შედეგ მისი სახურავის გახსნას - სულ ხუთიოდე წუთი დასჭირდა. ნავში ისხდნენ არდანი, ბარბიკენი, ნიკოლი და მასტონი.
1882 მღელვარებით ადევნებდნენ ისინი თვალს სახურავის ამოხრახნას. ძლივს მოასწრეს სახურავის ახდა, რომ ყუმბარიდან ამოხტა გაბურძგნული, მაგრამ ძალღონით სავსე კატა. მის დანახვაზე ვერც კი იფიქრებდი, რომ მან ეს-ესაა ჰაერში იმოგზაურა. მაგრამ ციყვი ყუმბარაში არ აღმოჩნდა. გადაჩხრიკეს ყოველი კუნჭული.
1883 არავითარი ნიშანი! იძულებულნი იყვნენ, ეღიარებინათ სამწუხარო ჭეშმარიტება, რომ კატამ შეჭამა თავისი თანამგზავრი. მასტონი ძალიან დაამწუხრა საყვარელი ციყვის დაღუპვამ და გადაწყვიტა მოეხსენებინა იგი მეცნიერების მსხვერპლთა მარტიროლოგიაში. ასე იყო თუ ისე, ამ ცდის შემდეგ გაქრა ყოველგვარი შიში და ყოყმანი.
1884 ყუმბარის ფსკერზე ჩაასხამენ სამი ფუტი სისქის წყალს, დადებენ ხის რგოლს, წყალი რომ არ შევიდეს და ყუმბარის კედლების გასწვრივ რომ ისრიალოს. მოგზაურები მოთავსდებიან ნამდვილ ბორანზე. მთელ სიგანეზე წყალს ფენებად გაყოფს ჰორიზონტალური თეჯირები, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით დაიტკეპნება და გაიყვანება მილები.
1885 ბიძგის დროს ქვედა განყოფილებაში წყალი დაანგრევს რა თეჯირს, მილების საშუალებით ზევით აიწევს და გარეთ გამოვარდება. იგივე განმეორდება დანარჩენ მილებშიც, თითქმის ზედა განყოფილებამდე. ამგვარად, წყალი ზამბარის როლს შეასრულებს და ხის რგოლიც თავის მხრივ მძლავრი ზამბარეით შეიარაღებული აღმოჩნდება.
1886 ყუმბარას ცხრა ფუტი სიგანე და თორმეტი ფუტი სიმაღლე ჰქონდა. ჭურვს რომ ნორმალური წონა შეენარჩუნებინა, გადაწყდა, გვერდითი კედლები გაეთხელებინათ, ხოლო ფსკერი გაესქელებინათ, ვინაიდან სწორედ ფსკერს მოუწევდა გაშმაგებული გაზების მოწოლის გაძლება, რაც პიროქსილინის აფეთქებისას წარმოიქმნებოდა.
1887 ასეთია ცილინდრულ-კონუსური ყუმბარების ჩვეულებრივი მოწყობილობაც. ამ ლითონის კოშკში შესვლა შეიძლებოდა კონუსურ წვერზე განლაგებული სათოფურების მეოხებით, ორთქლის ქვაბის ნახვრეტს რომ წააგავდა. იგი ჰერმენტულად იცობოდა ალუმინის სახურავით, რომელიც შიდა მხრიდან მძლავრი ურდულებით იყო მიმაგრებული.
1888 გაზის მარაგი ექვს დღე-ღამეს ეყოფოდათ. როგორც ვხედავთ, ამ ყუმბარა- ვაგონში ცხოვრებისა და კომფორტისათვის აუცილებელი პირობები იყო შექმნილი. გარდა ამისა, მიშელ არდანის მხატვრული გემოვნებისა და მზურვენლობის წყალობით, მალე სასარგებლოს სასიამოვნოც მიემატა მოხდენილი საგნების სახით.
1889 მჭიდროდ დახურულ სადგომში სუნთქვისას ჰაერი ნელ-ნელა კარგავს ჟანგბადს და მის მაგივრად იძენს ნახშიროჟანგს - სუნთქვისათვის უვარგის გაზს. ამრიგად, მთელი საზრუნავი ის იყო, ერთი, როგორ შეეცვალათ ნახმარი ჟანგბადი ამავე რაოდენობის ახალი ჟანგბადით, და მეორეც, როგორ მოეცილებინათ ამონასუნთქი ნახშიროჟანგი.
1890 ქვექლორმჟავა კალიუმი ორი თეთრი მარცვლისაგან შემდგარი ნივთიერბაა. ოთხას გრადუსზე გახურებისას იგი გამოჰყოფს ჟანგბადს და გადაიქცევა ქლორის კალიუმად. დღე-ღამეში მოგზაურთათვის სამყოფი შვიდი გირვანქა ჟანგბადის მისაღებად საკმარისი იყო, აეღოთ თვრამეტი გირვანქა ქვექლორმჟავა კალიუმი.
1891 აი, რა გზით ხდებოდა ჟანგბადის მარაგის აღდგენა. მწვავე ნატრიუმი ისეთი ნივთიერბაა, ენერგიულად რომ ყლაპავს ნახშიროჟანგს, რომელიც ყოველთვისაა ატმოსფეროში. საკმარისია, მწვავე ნატრიუმის ხსნარი შეანჯღრიოთ და იგი მაშინვე იწყებს ნახშიროჟანგის შთანთქმას, რომელიც ნატრიუმთან ერთად ქმნის ნახშირნატრიუმის მარილს.
1892 აი, რა საშუალებით აიცილებდნენ თავიდან ნახშირორჟანგს. ამრიგად, ერთდროულად ჟანგბადის მოპოვებითა და ნახშიროჟანგის მოცილებით შეიძლება აღვადიგნოთ ჰერის მაცოცხლებელი თვისება. ქიმიკოსებმა რენიომ და რეიზმა მრავალი ცდის მაგალითზე დაამტკიცეს ეს. მაგრამ ამ ცდებს აქამდე მხოლოდ ცხოველებზე ატარებდნენ.
1893 მილის ქვედა ბოლოში მოთავსებულია მეორე ოსპი, ოკულარი, რომელშიც იცქირება სწორედ მეთვალყურე. მანათობელი სხეულიდან გამოსული სხივები გაივლის პირველ ოსპს და გადამტყდარი, ფოკუსში გადაბრუნებული სახის გამოსახულებას იძლევა. ობიექტივის მიერ მოცემულ გამოსახულებას ოკულარი ადიდებს ლუპის მანერით.
1894 ამრიგად, ასტრონომიული მილი მოპირდაპირე ბოლოებში ორი შუშით - უკულარითა და ობიექტივით არის დახურული. ხოლო ამრეკლავი ტელესკოპი, პირიქით -მილია, რომლის ზედა ბოლო ღიაა. მილში უშუალოდ აღწევენ სათვალთვალო მანათობელი ციური სხეულის სხივები და დიდი ლითონის ჩაზნექილი სარკეზე ეცემიან.
1895 საერთოდ, რეფლექტორთან შედარებით რეფრატორს დიდი უპირატესობა აქვს. ერთი სიდიდის ობიექტივის დროს იგი გამოსაუხლების უფრო გადიდების საშუალებას იძლევა, ვინაიდან სინათლის სხივები გადიან რა ოსპის სარკეს, კარგავენ თავიანთი სიკაშკაშის უფრო მცირე პროცენტს. ვიდრე ტელესკოპის ლითონს სარკეში არკვლისას.
1896 სწორედ ეს იყო უდიდესი ტექნიკური სიძნელე, ვინაიდან მსხვილი ლითონის სარკეების ჩამოსხმა მეტად რთული ოპერაციაა. საბედნიეროდ, რამდენიმე წლის წინ საფრანგეთიდან ინსტიტუტის წევრმა, ცნობილმა მეცნიერმა ლეონ ფუკომ მნიშვნელოვნად დახვეწა ობიექტივი. ლითონის სარკე მოვერცხლილი შუშით შეცვალა.
1897 ობიექტივის დადგმა გერშელის მიერ მისი ტელესკოპის კონსტრუქციის დროს გამოყენებული მეთოდით გადაწყვიტეს. ასტრონომ სლაუს დიდ აპარატში, საგნის გამოსახულეება, არეკლილი დახრილი სარკის მიერ, რომელიც მილის ქვევითაა დაყენებული, მიიმართება ოკულარში, მილის ზედა ბოლოში რომ არის მოთავსებული.
1898 ამრიგად, მეთვალყურე იმის ნაცვლად რომ ქვევიდ იდგეს, ადის, უზარმაზარი ცილინდრის ზედა ნაწილში და იცქირება ლუპაში. უკვე საჭირო აღარ არის მეორე, პატარა სარკე, გამოსახულებას ოკულარსი რომ მიმართავს. ამით გამოსახულება უფრო ნათელი ხდება. ეს კი მომვალი საგანგებო დაკვირებისათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო.
1899 დასავლეთით აღმართული კლდოვანი მთები ნაწილს შეადგენს იმ უზარმაზარი მთის გრეხილებისა, მაგელანის სრუტესთან რომ იწყება, შემდეგ ანდისა და კორდილიერის სახელწოდებით სამხრეთ ამერიკის დასავლეთით სანაპიროს გასწვრივ მიიმართება და ქმნის პანამის ყელს, შემდეგ გადის მთელ ჩრდილოეთ ამერიკის ოკეანემდე.
1900 ადვილი როდი იყო ამ მასალების გადატანა უდაბურ ტრამალებში, უღრან ტყეებში, გუვალ, ველურ ადგილებში... გადალახვა შმაგი მთის ნაკადულისა. ამერიკელ მუშებს მთელი თავიანთი ენერგიისა, ხოლო ინჟინრებს მთელი თავიანთი გამომგონებლობის გამოყენება დაჭირდათ, რათა კეთილად დაებოლოვებინათ ეს საქმე.
1901 იქნებ ეხილათ მთვარის მცხოვრებნი, მთვარის ცხოველთა ჯოგები, ტბები, ზღვები ან ქალაქები? მაგრამ არა, ტელესკოპს არაფერი ისეთი არ აღმოუჩენია, რაც მანამდე ცნობილი არ იყო. მთვარის ზედაპირის გულმოდგინე დაზვერვამ მხოლოდ ერთხელ კიდევ ზედმეტჯერ დაადასტურა დედამიწის თანამგზავრის ვულკანური აგებულება.
1902 ყველაფერი მზად ჰქონდათ, გარდა ერთი მეტად რთული და სახიფათო ოპერაციისა, რაც უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვდა, ეს იყო ოპერაცია, რომლის წინააღმდეგ კაპიტანი ნიკოლი თავის მესამე სანაძლეოს ჩამოდიოდა. საჭირო იყო კოლუმბიადის დატენა- ანუ მასში უნდა ჩაეშვათ ოთხასი ათასი გირვანქა პიროქსილინი.
1903 საწყენი იქნებოდა საქმის ჩაფუშვა მაშინ, როცა მიზნის განხორციელებას ცოტაღა უკლდა! ამიტომ ბარბიკენმა შეარჩია ყველაზე საიმედო მუშები და ერთი წუთითაც თვალს არ აშორებდა მათ, მისი წყალობით ყველა პირობა იყო შექმნილი იმისათვის, რომ ეს სახიფათო ოპერაცია წარმატებით დაგვირგვინებულიყო.
1904 იგი საგანგებოდ დაამზადეს პენსაკოლის არსენალის დახელოვნებულმა მეშუშხუნეებმა. ათ ფუთას დიდ ყუთში აწყობდნენ და მატარებელს თითო ასეთი ყუთი მიჰქონდა. ამრიგად, სტონზჰილის გალავანში ერთდროულად არასოდეს არ იყო ხუთი ათას გირვანქაზე მეტი პიროქსილინი. ყუთებს მოტანისთანავე ფეხშიშველა მუშები ცლიდნენ.
1905 თითოეული ფუთა ფრთხილად გადაჰქონდათ კოლუმბიადის ხვრელთან. შემდეგ უშვებდნენ ფსკერში ჯალამბრებსი მეშვეობით. ჩამქრალი იყო არა მარტო ყველა ორთქლის მანქანა, ორი მილის მანძილზე არსად ცეცხლი არ ენთო. საჭირო იყო აგრეთვე პიროქსილინის დაცვა ნოემბრის თუნდაც სუსტი მზის სხივებისაგან.
1906 კოლუმბიადის ფსკერს ანათებდა და დღის შუქს ტოლს არ უდებდა უმკორფის ხელსაწყოებით გამომუშავებული დენი. ფსკერზე მკაცრი წერგითი ერთიმეორეზე აწყობდნე პიროქსილინის პატრონებს, ისინი ერთმანეთზე შეერთებული იყვნენ საგულდაგულოდ იზოლირებული ლითონის მავთულით, რომელთაც დენი წამსვე უნდა გადასცემოდა თითოეულ მათგანს.
1907 ამისათვის პატრონების ყველა მავთული უერთდებოდა საერთო მავთულს, იგი ზარბაზნის თუჯის კედელზე გაბურღულ ნახვრეტში იყო გატარებული სწორედ იმ დონეზე, სადაც უნდა მოეთავსებინათ ყუმარა, იქიდან მავთული აღწევდა ერთ-ერთ სასულეში, რაც კოლუბიადის ჩამოსხმის დროს ქვის წყობაში გაზების გამოსასვლელად იყო დატოვებული.
1908 სტონზჰილის მწვერვალზე ასული ეს მავთული ორი მილის მანძილზე იყო გაჭიმული და როდესაც გამომრთველს გაივლიდა, ბუნზენი გალვანური ელემენტების უძლიერეს ბატარეას შეუერთდებოდა. საკმარისი იყო ღილაკზე თითის დაჭერა, რომ დენი ჩაირთვებოდა და წამსვე ააფეთქებდა ოთხასი ათას გირვანქა პიროქსილინს.
1909 მაგრამ რამდენი მღელვარება, ფაცი-ფუცი და დავიდარაბა დაატყდა თავს ბარბიკენს! სასტიკი აკრძალვის მიუხედავად, მრავალი ცნობმისმოყვარე ახერხებდა სტონზჰილის გალავანში შეეღწია, ხოლო ზოგიერთი დაუპატიჟებელი სტუმარი სიგიჟეს სჩადიოდა, ფეთქებადი მასალით დატენილ ფუთებს შორის იდგა და სიგარეტს უკიდებდა.
1910 პირში სიგარეტგაჩრილი კი თვითონ იძლეოდა მაგალითს. იძულებული გახდნენ, მიშელ არდანი მოეცინებინათ იქაურობისათვის, როგორც გამოუსწორებელი მწეველი და მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ჰყოლოდათ. მაგრამ არტილერისტებს ბედი სწყალობდათ, არავინ აფეთქებულა და კოლუმბიადაც მშვიდობიანად დატენეს პიროქსილინით.
1911 კაპიტან ნიკოლის მესამე სანაძლეოს პირველი ორის ხვედრი ელოდა. მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო - უზარმაზარი ყუმბარა უნდა ჩაეშვათ კოლუმბიადაში ბამბის დენთის სქელ ფენებზე. სანამ ამ ოპერციას შეასრულებდნენ, საჭირო იყო ყუმბარა-ვაგონში მოეთავსებინათ მგზავრობისათვის საჭირო ნივთები.
1912 გადაწყდა აგრეთვე წაეღოთ რამდენიმე ყუთი ყველაზე სასარგებლო მცენარეთა თესლი, მაგრამ უარი თქვეს ბაღის მიწის წაღებაზე, რაც არდანს აუცილებლად საჭიროდ მიაჩნდა ნათესებისათვის. მას ნება დართეს, წამოეღო ნერგები, თივაში საგულდაგულოდ შეფუთული, ისინი ვაგონის ერთ-ერთ კუთხეში მოათავსეს.
1913 ჰიდრავლიკური წნეხისაგან ისინი მინიმალურად იყვნენ დაპატარავებული და ამასთან დიდი რაოდენობით შეიცავდნენ ნოყიერ ნივთიერებებს. ცხადია, ეს არ იყო მრავალფეროვანი და გემრიელი საკვები, მაგრამ ამისთანა მოგზაურობის დროს უცნაურად იქნებოდა საწმლისათვის დიდი მოთხოვნილება წაეყენებინათ.
1914 ქველქლორმჟავა კალიუმი და მწვევე ნატრიუმი ისეთი რაოდენობით წაიღეს, რომ გზაში შესაძლო შეყოვნების შემთხვევაში ჰყოფნოდათ ჟანგბადის მისაღებად და ნახშირჟანგის ჩასანთქავად მთელი ორი თვის განმავლობაში. ჰარის გასაწმენდად და ჟანგბადით მის მოსამარაგებლად მეტად მახვილგონივრული ავტომატური ხელსაწყო ააგეს.
1915 მაშინ ჩამოვარდნილი ყუმბრა დაეცემა ზარბაზნის ფსკერს და ააფეთქებს პიროქსილინს. მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ყუმბარა ზარბაზნის არხში ნარნარად, ნელა, თანაბრად ეშვებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ იგი უკვე ბამბის დენთის ფენებზე ისე განისვენებდა, ვით ბუმბულის ბალიშზე.
1916 დიდებული ამინდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი ახლოვდებოდა, მზე კაშკაშებდა და თავის სხივებში ახვევდა იმ მიწას, ვის სამ ღირსეულ შვილსაც უნდა დაეტოვებინა იგი ახალი სამყაროს დაპყრობის მიზნით. ძალიან ბევრს ცუდად ეძინა ამ ნანატრი დღს წინ. მძიმე ლოდად აწვებოდა გულზე ლოდინის ეს უკანასკნელი საათები.
1917 გული უნებურად ეწურებოდათ. მხოლოდ მიშელ არდანი გახლდათ გამონაკლისი. ეს საოცარი ადამიანი ახლაც ისეთივე ცოცხალი და მოძრავი, ისეთივე ხალისიანი და უდარდელი იყო, როგორც ადრე. მას მშვიდად და ღრმად ეძინა იმ ღამეს. ასეთი გოლიათური ძილით ეძინა ზარბაზნის ლაფეტზე ტიურენს ბრძოლის წინა ღამეს.
1918 ამ ნაგებობებმა შემდგომში დასაბამი მისცა ახალი ქალაქის დაარსებას, რასაც არდანს-ტუნი ეწოდა. ტრამალი ქოხებით, ჩარდახებით, ჯარგვლებით და ათასგვარი კარვებით მოიფინა. ამ დროებით საცხოვრებელი სადგომისათვის თავი შეეფარებინა იმოდენა ხალხს, რომ ევროპის მსხვილ ქალაქებსაც კი შეშურდებოდა მათი რაოდენობა.
1919 განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ კრეოლები და ესპანური წარმოშობის სამხრეთელები. ამ კოხტაპრუწა ადამიანებს თვზე ფართოფარფლებიანი თეთრი კასტროლის შლაპები ეხურათ, ტანთ ოპილუსის ფაბრიკებში ნაქსოვი ლურჯი მატერიის შარვლები და ბატისტის ჟაბოიანი, საზეიმო ღიაყვითელი ფერის ტილოს ბლუზები ემოსათ.
1920 სამაგიეროდ, რა სასმელები მოჰქონდათ ამ ძნელად მოსანელებელ კერძებზე! რესტორნების, ბარებისა და ტავერნების თაროებსა და მაგიდებზე ლამაზად ჩამწკრივებულიყვნენ სულ სხვადასხვა ზომის დაღლვარჭნილი ფორმის ჭიქები, ტოლჩები, გრაფინები, დოქები შაქრის დასანაყ ქვიჯებსა და ჩალის ღეროებს შუა.
1921 ხოლო ქერატმიანი ფებოსი მშვიდად ანათებდა სამხრეთის საუცხოო ცაზე და თავისი ნაზი, ნათელი სხივებით უალერსებდა აღგზნებულ ხალხს. იმავე წუთს სტონზჰილის გალავანთან გამოჩდნენ მომავალი მოგზაურობის უშიშარი გმირები. ხალხი აღფრთოვანებული ყვირილით ესალმებოდა მათ. ანაზდად გაისმა ამერიკის ეროვნული ჰიმნის ხმა.
1922 როგორც ყოველთვის მშვიდი და გულგრილი ბარბიკენი უკანასკნელ განკარგულებებს იძლეოდა. მას მტკიცე და მოზომილი ნაბიჯებით მიყვებოდა ტუჩმოკუმული, ზურგზე ხელედაწყობილი ნიკოლი. მიშელ არდანს სიგარეტი გაეჩარა პირში და წამდაუწუმ მხურვალედ ართმევდა ხელს გარსშემორტყმულ თაყვანისმცემლებს.
1923 ტ. მასტონს. უკანასკნელ წუთებამდე იგი ნამდვილი ფრანგა, უფრო სწორად, ნამდვილ პარიზელად რჩებოდა. საათმა ათჯერ ჩამოჰკრ. მოგზაურთათვის დადგა ჟამი ყუმბარა-ვაგონში ჩამსხდარიყვნენ, ვინაიდან კოლუმბიადაში ჩაშვება, ყუმბარის სათოფურეის მიხრახვნა და ამწე მანქანების დაშლა გარკვეულ დროს მოითხოვდა.
1924 ბარბიკენმა თავისის ქრონომეტრი წამით წამზე დააყენა მერჩისონი ქრონომეტრთან, მერჩისონს დაევალა ელექტრონული ფალიის მეოხებით მოეხდინა გასროლა. ამრიგად, მოგზაურებს ყუმბარის შიგნით შეეძლოთ თვალყური ედევნებინათ მშვიდი ისრისათვის, რომელიც მათი გაფრენის წამს უჩვენებდა. დადგა გამომშვიდობების ჟამი.
1925 რამდენიმე წუთის შემდეგ სამი მოგზაური უკვე ყუმბარაში იყო და კარს შიგნიდან ხრახნიდნენ. ამავე დროს ზემოდან სწრაფად ააცალეს ამწე მანქანა. განთავისუფლებული კოლუმბიადის ყელი ახლა პირდაპირ ცისკენ იყო მიშვერილი. ნიკოლი, ბარბიკენი და მიშელ არდანი უკვე ჩაკეტილები იყვნენ ლითონის ვაგონში.
1926 ვის შეეზლო აღწერრა მაყურბელთა მღელვარება, უკანასკნელ მიჯნას რომ მიაღწია? გამჭვირვალე კაშკაშა ცაზე კი მთვარე მიცურავდა და თავისი შუქმფინარობით ჩრდილავდა ვარსკვლავთა ციმციმს. იგი ამ მომენტში ტყუპების თანავარსკვლავედში იმყოფებოდა, ჰორიზონტსა და ზენიტს შორის თითქმის თანაბარ მანძილზე.
1927 სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. თითქოს ნიავმაც კი სუნთქვა შეიკრა. ხმა არსაიდან ისმოდა. თითოეულმა სუნთქავ შეწყვიტა, ყველას მზერა მიჯაჭვული იყო კოლუმბიადის ყელისაკენ... ამასობაში მერჩისონი დაძაბული ადევნებდა თვალყურს თავისი ქრონომეტრის ისარს. გასროლამდე ჯერ კიდევ ორმოცი წამი რჩებოდა.
1928 მერჩისონმა თითი დააჭირა გამომრთველს, დენი ჩაკეტა და ელექტრონული ნაპერწკალი დაუმიზნა კოლუმბიადის ფსკერს. გაისმა საშინელი, გაუგონარი, წარმოუდგენელი აფეთქების ხმა! შეუძლებელია გამოსცე ამ ხმის სიძლიერე - იგი გადააჭარბებდა ყვლაზე ძლიერი მეხის გრგვინვა- ქუხილის და ვულკანური ამოფრქვევის ხმასაც კი.
1929 ოცდამეშვიდე თავი ღრუბლიანი ამინდი კოლუმბიადიდან ყუმბარასთან ერთად ამოვარდნილმა საშინელმა ალმა მთელი ფლორიდა გაანათა, სტონზჰილის ტრამალებზე კი უზარმაზარ მანძილზე ღამე წამით დღემ შეცვალა. გიგანტური ცეცხლის სვეტი შენიშნეს ატლანტის ოკეანესა და მექსიკის ყურეში ასი მილის მანძილზე.
1930 კოლუმბიადიდან გასროლილმა ნამდილი მიწისძვრა გამოიწვია. ფლორიდა შეიძრა. გიგანტური ზარბაზნის ყელიდან ამოვარდნილმა პიროქსილინსი გაზებმა წარმოუდგენელი ძალით შეაზანზარა ატმოსფეროს ქვედა ფენები და ამ ხელოვნურმა ქარიშხალმა დედამიწას ყევლაზე შმაგი ციკლონის სიჩქარეზე უსწრაფესად გადაუქროლა.
1931 ვერც ერთმა მაყურებელმა თავი ვერ შეიმაგრა და მამაკაცები, ქალები, ბავშვები - ყველანი მოცელილი თავთავებივით ძირს დაემხნენ. მასტონი კი მაყურებლებისათვის დაწყესებულ მიჯნას ოცი ტუზით გადასცდა და ტალღამ ისე მოისროლა, რომ ყუმბარასავით გადაუქროლა თავის თანამემამულეებს და მიწას დაენარცხა.
1932 ვაშა ნიკოლს! ცას ათიათასობით ჭოგრიტი, ლორნეტი და საზვერავი მილები მიუშვირეს. ყველას დაავიწყდა თავის წინანდელი მღელვარება, დავიწყდა ტკივილები, ჭრილობები და მთელის გულმოდგინებით მაიჩერდნენ ცის სივრცეს, ცდილობდნენ, როგორმე ეპოვათ შავი წერტილი, რადაც გადაიქცა ცისკენ აჭრილი ყუმბარა.
1933 კემბრიჯის ობსერვატორიის დირექტორი ჯ. ბელფასტი, კლდოვან მთებში უკვე თავის პოსტზე იყო. როგორც გამოცდილ, ჩინებულ ასტრონომს, მას დაავალეს თვალყური ედევნებინა ყუმბარისათვის. მაგრამ მოხდა სრულიად მოულოდნელი ამბავი, თუმცა კაცმა რომ თქვას შეიძლებოდა ამის წინასწარ გათვალისწინებაც.
1934 საქმე ის იყო, რომ უკანასკნელ დღეებში ამინდი უეცრად შეიცვალა. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ატმოსფერული ფენების ასეთმა საშინელმა არევამ და უზარმაზარი რაოდენობის ორთქლისა და გაზების მიმოფანტვამ, რაც ოთხასი ათასი გირვანქა პიროქსილინის აფეთქებამ მოახდინა, ბუნების ძალთა წონასწორობა შეარყია.
1935 მთელი დღე ამაოდ შესცქეროდნენ ცას, ღრუბლები არა და არ იფანტებოდა. თუმცა ნათელ ამინდშიც ფლორიდის მცხოვრებნი ვერ დაინახავდნენ ყუმბარას, ვინაიდან იგი მიფრინავდა იმ მიმართულებით, საითაც ღამით გაისროლეს. ხოლო დედამიწა ამასობაში უკვე ცის საპირისპირო მხარეზე იყო მოქცეული. დაღამდა.
1936 ზოგიერთი წყევლიდა და ლანძღავდა კიდეც მთვარეს. აი ადამიანური ორგულობის სამწუხარო მაგალითი! ჯ. ტ. მასტონი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ბოლოს, მან ვერ მოითმინა დ ლონგსპიკზე გაემგზავრა. გადაწყვიტა, თვითონ მოეხდინა დაკვირვება. მას ეჭვი რ ეპარებოდა, რომ მისმა მეგობრებმა უკვე გაიარეს მთელი გზა.
1937 ასე რომ არ ყოფილიყო, ყუმბარა უკანვე დაეცემოდა დედამიწას რომელიმე მატერიკაზე ან კუნძულზე და ამბავს ტელეგრაფი მსოფლიოს მოჰფენდა. თუმცა ყუმბარა შესაძლოა ოკეანეში ჩავარდნილიყო, რომელსაც დედამიწის ზედაპირის სამი მეოთხედი უჭირავს. მაგრამ მასტონს ამაზე გაფიქრებაც კი არ უნდოდა.
1938 ოცდამერვე თავი ახალი მნათობი იმავე ღამეს მთელ შეერთებულ შტატებში გადაიფრინა დიდი ხნის ნანატრმა ცნობამ ლონგსპიკიდან, შემდეგ ატლანტური კაბელის მეშვეობით გავიდა ტელეგრაფის მავთულებში და იქიდან მთელი დედამიწის კულტურულ ცენტრებს მოეფინა. აი, კემბრიჯის ობსერვატორიის დირექტორის დაწვრილებითი ცნობის ტექსტი.
1939 არდანის, ბარბიკენისა და ნიკოლის სახელები სამუდამოდ დარჩებოდა ასტრონომიის მატიანეში, ვინაიდან ეს უშიშარი მკვლევარები, ადამიანის ცოდნის არეს გაფართოების მიზნით, თამამად გაემართნენ ციურ სივრცეში და სიცოცხლე გასწირეს ახალი დროის არნახული, ყველაზე ფანტასტიკური წარმოწყების წარმატებისათვის.
1940 ეს საშინელი კითხვა ყველაზე გულცივ ადამიანებსაც კი თავზარს სცემდა. მხოლოდ ერთ ადამიანს არ შეეძლო ერწმუნა, რომ გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა მხოლოდ ამ ერთს სწამდა მოგზაურების გადარჩენისა. ეს იყო ერთგული მეგობარი, ისეთივე მამაცი და შეუპოვარი, როგორიც ისინი, ღირსეული ადამიანი ჯ.
1941 მასზე ყუმბარა უნდა გაეგზავნათ. კლუბის პრზიდენტმა და პროექტის ავტორმა ბარბიკენმა, რომელსაც კემბრიჯის ობსერვატორიის ასტრონომებისგან რჩევა- დარიგება ჰქონდა მირებული, ამ არნახული ცდის ჩასატარებლად ყველაფერი მოამზადა. მით უმეტეს, საქმეში ჩახედულებს ამგვარი ცდის განხორციელება სრულიად შესაძლებლად მიაჩნდათ.
1942 ამგვარი იყო ვითარება, როცა მოულოდნელმა ამბავმა კიდევ უფრო გააძლიერა ინტერესი ამ დიდებული წამოწყების მიმართ. ერთმა გამჭრიახმა და მამაცმა პარიზელმა ფრანგმა, რომელიც სულით ხელოვანი იყო და არც მოხერხებულობა აკლდა, სურვილი გამოთქვა, ამ ყუმბარით გაფრენილიყო მთვარეზე და გამოეკვლია დედამიწის თანამგზავრი.
1943 მიტინგზე სიტყვითაც გამოვიდა, საიდანაც ხელში აყვანილი ტრიუმფით გამოიყვანეს. მან აიძულა პრეზიდენტი ბარბიკენი, თავის დაუძინებელ მტერს ნიკოლს შერიგებოდა. ის კი არა, დაითანხმა კიდეც, მასთან ერთად ისინიც გაფრენილიყვნენ. რაკი დაითანხმა, ყუმბარის მრგვალი ფორმაც, ცილინდრული კონუსისებრით უნდა შეცვლილიყო.
1944 მაგრამ მოხდა სრულიად გაუთვალისწინებელი ამბავი. კოლუმბიადის გასროლამ დეტონაცია - დედამიწის ატმოსფეროს რხევა და წყლის ორთქლის დიდი რაოდენობითდაგროვება - გამოიწვია საზოგადოება აღშფოთდა - მთვარე დიდი ხნით დაფარა ღრუბლებმა და თვალთახედვას დაეკარგა. მოგზაურთა ყევლაზე ერთგულმა მეგობარმა, სახელოვანმა ჯ.
1945 ოდესმე მაინც თუ გაიგებს კაცობრიობა, რა დაემართათ მათ? ყველა ეს საკითხი ძალიან აღელვებდა საზოგადოებას. ცნობილი პირები პრესის საშუალებით გატაცებით განიხილავდნენ საქმის ვითარებას. აქ საჭიროდ მიმაჩნია, ერთი შენიშვნა მივცე იმ მეცნიერებს, რომელთაც ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება სჩვევიათ.
1946 მეცნიერმა ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს, თუ მას თავისი წმინდა თეორიული დასკვნების გამოქვეყნება აქვს გადაწყევტილი. არვინ არ გაიძულებს ახალი პლანეტა, კომეტა, ან თუნდაც ახალი თანამგზავრი აღმოაჩინო, მაგრამ თუ შეცდი და მოტყუვდი, უთუოდ ბრბოს დაცინვის საგანი გახდები. მაშასადამე, საჭიროა მოთმინება.
1947 დაგვანახებს ბარბიკენის ბრწყინალე მეცნიერულ ნიჭს, საზრიანი ნიკოლის პრაქტიკულობას და მხიარულ მიშელ არდანის სიმამცეს. გარდა ამისა, იმაშიც დავრწმუნდებით, რომ მათი ღირსეული მეგობარი ჯ. ტ. მასტონი სულ ტყუილად კარგავდა დროს, როცა გიგანტურ ტელესკოპზე აკრული ვარსკვლავთა შორის მთვარის მოძრაობას აკვირდებოდა.
1948 ორი ძაღლი, რომლებიც თან მიჰყავდათ, მთვარეზე ძაღლთა მოდგმის გასამრავლებლად, უკვე ყუმბარაში ისხდნენ. მოგზაურები კოლუმბიადის ხვრელს მიუახლოვდნენ და ამწემ ისინი მაშინვე ყუმბარის კონუსისებრ ლულაში ჩაიყვნა ძირამდე. იქიდან კი სპეციალური საძვრენით თავიანთი ალუმინის ვაგონში შეაღწიეს.
1949 როგორც კი ყუმბარაში მარტონი დარჩნენ, ნიკოლმა სქელი მეტალის სარქველით შესასვლელის ჩაკეტვა დაიწყო. სარქველი შიგნიდან ზამარიანი ქანჩებით იყო დამაგრებული. ასეთივე მჭიდრო ხუფები ფარავდა ილუმინატორების სქელ, ამობურცულ მინებს, ჰერმენტულად დახურულ ლითონის საკანში მოგზაურები სრულ წყვდიადში აღმოჩნდნენ.
1950 გაზის სინათლეზე მოგზაურებმა დაინახეს კომფორტაბელური დალიანდაგებულკედლებიანი ოთახი, რომელსც თაღისებური ჭერი ჰქონდა. ოთახში მრგვალი დივანი იდგა. ყუმარაში მოთავსებული ყოველა საგანი - იარაღი, ჭუჭელი, ხელსაწყოები - ყველაფერი მკვიდრად იყო კედელზე მიმაგრებული, რათა ძლიერი ბიძგისათვის გაეძლო.
1951 ყველაზე საშიშ მომენტში კი ოდნავ არ აუჩარდებათ მაჯისცემა. ყუმაბარაში წინასწარ სამი სქელი მაგრად გატენილი ლეიბი მოემარაგებინათ და ახლა ნიკოლმა და ბარბიკენმა ისინი შუაში გამოაჩოჩეს, სადაც მოძრავი იატაკი იყო. ამ ლეიბებზე აპირებდნენ ისინი დაწოლას გასროლამდე რმდენიმე წუთით ადრე.
1952 გაუძლეს კია იმ წარმოუდგენელ სიჩქარეს, - თერტმეტ ათას მეტრს, რაც საკმარისი იყო ერთ წამში პარიზიდან ნიუ- იორკში გადასაფრენად? აი, რა აღელვებდა ამ საოცარი მოვლენის მოწმე მილიონობით ადამიანს. ამჯერად მოგზაურობის მიზანზე აღარავინ ფიქრობდა, ყველას მხოლოდ თვით მოგზაურები ადარდებდა.
1953 ყუმბარის შიგნითაც ყველაფერი წესრიგში იყო. მართალია, ზოგი საგანი გასროლისს მაღლა ავარდა, მაგრამ ყველაზე საჭირო ნივთები უვნებლად გადარჩა, რადგან საიმედოდ აღმოჩდნენ დამაგრბულნი. საგანგებოდ მოწყობილი ტიხრები დაიმსხვრა და წყალიც გადმოიღვარა, მოძრავი დისკო ყუმბარის ძირამდე დაეშვა.
1954 მალე ფეხზე დადგომაც შეეძლო და ჯიბიდან ფოსფორიანი ასანთი ამოიღო. ასანთი ანთო და გაზის გალონის მილთან მიიტანა. ბალონი მთელი გამოდგა. გაზი რომ გაპარულიყო, სუნით შეიგრძნობდ და ასანთს ვერ აანთებდა, რადგან ჟანგბადთან ერთად გაზიც აფეთქდებოდა. გასროლისთვის რომ გაეძლოთ, სულერთია, ამას ვეღარ გაექცეოდნენ.
1955 როგორც კი იქაურობა განათდა, არდანი მეგობრებისკენ დაიხარა. ნიკოლი ბარბიკენს ზემოდან დასცემოდა და ორივენი უსულოებს ჰგავდნენ. არდანმა კაპიტანი წამოაყენა, დივანს მიაყრდნო და გულმოდგინედ ზელა დაუწყო. ნელ-ნელა ნიკოლი გრძნობაზე მოვიდა. მაგრამ გაახილა თუ არა თვალი, ისეთივე გულცივი გახდა, როგორიც იყო.
1956 ჩანდა, ბრბიკენი ყველაზე მეტად დაშავებულიყო. ერთიანად სისხლით იყო მოთხვრილი. მაგრამ ნიკოლი მალე დარწმუნდა, რომ სისხლი განაკაწრი მხრიდან მოჟონავდა მან მაშინვე გულდასმით შეუხვია ჭრილობა. ბარბიკენი გრძნობაზე გვიან მოვიდა, დაფეთებული მეგობრბი ძალ-ღონის დაუზოგავად ზელდნენ მას.
1957 შესაძლოა, ყუმბარა საპლანეტათაშორისო სივრცეში მიფრინავს ტრაექტორიით ან იქნებ ცოტაზე ასცდა მას და მერე მიწაზე დაეცა ანდა მექსიკის ყურეში ჩავარდა... თუ მხედველობაში მივიღებთ ფლორიდის ნახევარკუნძულის სივიწროვეს, მაშინ ადვილი შესაძლოა, ყუმბარა მართლაც მექსიკის ყურესი ჩავარდნილიყო.
1958 მდგომარეობა სერიოზული იყო, დავალება - ძალზე საინტერესო. რაც შეიძლება მალე უნდა გარკვეულიყვნენ ვითარებაში. აღელვებულმა ბარბიკენმა თავს ძალა დაატანა, ფიზიკური სისუსტე დაძლია, ფეხზე წამოდგა და სმენად იქცა. გარედან ჩამიჩუმიც არ ისმოდა. სქელი კედლები არავითარ ხმას არ ატარებდა.
1959 ეს იოლი საქმე სწრაფად მოაგვარეს. ქანჩები, რომელზედაც ჭანჭიკებით იყო დამაგრებული გარეთა დარაბები, ინგლისური გასაღებით გახსნეს. ჭანჭიკები ამოსწიეს და კაუჩუკიანი ლითონის საცობები ჩაარჭვეს. დარაბა ჩამოეშვა და ილუმინატორის ამობურცული შუშა გამოჩნდა. ყუმბარას მოპირდაპირე მხარესაც ასეთივე ფანჯარა ჰქონდა.
1960 მესამე ფანჯარა გუმბათზე იყო, მეოთხე - იატაკზე, ყუმბარს ფსკერზე. ამგვარად გვერდითი ფანჯრებიდან ცის სივრცის დანახვა შეიძლებოდა, ხოლო ზემო და ქვემო ილუმინატორებიდან - მთვარისა და დედამიწის. ბარბიკენი მეგობრებთან ერთად ფანჯარას ეცა. ოდნავი სინათლეც კი არსაიდან შემოდიოდა. ყუმბარა წყვდიადმა მოიცვა.
1961 ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მოგზაურები მთვარით განათებულ დედამიწას დაინახავდნენ. წყვდიადი იმასაც იუწყებოდა, რომ ყუმბარამ გაიარა დედამიწის ატმოსფერო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰაერის ფენაში გაბნეული სინათლე ლითონის კედელზე აირეკლებოდა და ფანჯრებშიც შემოაღწევდა. ისინი კი კვლავაც ბნელს მოეცვა.
1962 ცის შავ ფონზე ვარსკვლავები მკაფიო წერტილებად ჩანდნენ. ცის შავ ფონზე ვარსკვლავები მკაფიო წერტილებად ჩანდნენ. მაგრამ მთვარის დანახვა ამ მხრიდან შეუძლებელი იყო, რადგან, აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიემართებოდა და თანდათან ზენიტს უახლოვდებოდა. არდანი კი გაკვირვებული იყო, მთვარე რომ ვერ დაიახა.
1963 მოდით, მეორე გვერდით, ფანჯარა გავაღოთ. ის იყო ბარბიკენი მოპირდაპირე ფანჯრის გასაღებად უნდა წასულიყო, რომ უცებ მისი ყურადღება რაღაც მოახლოვებულმა კაშკაშა საგანმა მიიპყრო. ეს იყო უზარმაზარი სფერო, რომლის მოცულობას ვერ განსაზღვრავდი. დედამიწისკენ მიმართული სფერო ზედაპირი ძლიერ იყო განათებული.
1964 იგი ან მიმართულებას შეუცვლიდა ყუმბარას, ანდა დედამიწაზე ჩამოაგდებდა. შესაძლებელი იყო მიზიდულობის ძლიერი ზალით ამ ასტეროიდს ყუმბარაც თან გაეტაცა. ბარბიკენმა სწრაფად აწონ-დაწონა სამივე შემთხვევა, რომლებსაც საბედისწერო დასასრული შეიძლებოდა მოჰყოლოდა. არდანი და ნიკოლი კი უსიტყვოდ გაჰყურებდნენ სივრცეს.
1965 ისინი ენით უთქმელ შიშს შეეპყრო. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ასტეროიდმა ყუმბარას რამდენიმე ასეულ მეტრზე ჩაუქროლა და ისევე უცაბედად გაქრა, როგორც გამოჩნდა. თუმცა ეს გაუჩინარება მისი ფრენის სიჩქარით კი არ აიხსნებოდა, არამედ მთვარისკენ მიმარტული მისი ზედაპირი სრულ წყვდიადში ჩაინთქა.
1966 პასუხი ვერავინ გასცა. ბარბიკენმა მეორე გვერდით ილუმინატორის დარაბას დაუწყო დაშვება. ეს ოპერაცია მან მშვენივრად ჩაატარა და ფანჯრიდან შემოჭრილმა მთვარის სინათლემ იქაურობა გაანათა. მომჭირნე ნიკოლმა სასწრაფოდ გამოთიშა გაზი, ვინაიდან იგი ხელსაც კი უშლიდათ საპლანეტათშორისო სივრცეზე დაკვირვებაში.
1967 მთვარის დისკო საოცრად ელვარებდა. დედამიწის ნისლიანი ატმოსფერო სხვებს აღარ აკავებდა და ვერცხლისფერი ანარეკლები ყუმბარის შიგთავსს საოცრად ანათებდა ცის შავი ფარდა მთვარის სიკაშკაშეს ამუქებდა. ამ სიცარიელსი მთვარე ახლო-მახლო ვარსკვლავებს აღარ ჩრდილავდა, და სულ სხვანაირი იყო.
1968 მთები, დაბლობები, მთვარის მთელი რელიეფი იმავე ზომისა ჩანდა, როგორც დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს. მაგრამ ცარიელ სივერცეშიუ მთვარე დამაბრმავებლად ანათებდა. დისკო პლატინის სარკესავით ელავდა. მოგზაურებს დედამიწა, რომელსაც სულ უფრო და უფრო შორდებოდნენ უკვე აღარც ახსოვდათ.
1969 განშორების ჟამს დედამიწას მივაპყაროთ ჩვენი უკანასკნელი მზერა. ვიდრე იგი თვალს სრულიად არ მიფარებოდა, ერთხელ კიდევ მინდა დავინახო იგი, - თქვა ნიკოლმა. ბარბიკენი სიამოვნებით დაეთანხმა ნიკოლს და ყუმბარის იატაკზე დატანებული ფანჯრის გამოღებას შეუდგა, საიდანაც მზის დანახვა შეიძლებოდა.
1970 ბარბიკენის განმარტება სწორი იყო. დედამიწა ყუმბარის მიმართ თავის უკანასკნელ ფაზაში გადადიოდა. შავი ცის ფონზე ნათლად ჩანდა ნამგალი, მას ატმოსფეროს სქელი ფენის გამო სილურჯე გადაჰკროდა და მთვარესავით ანათებდა. თვითონ ნამგალი შეიძლებოდა ცაზე გაჭიმული უზარმაზარი მშვილდისათვის შეგედარებინათ.
1971 ის ლაქები ღრუბლები იყო, რომლებიც გარს ეხვია დედამიწას. ერთი სიტყვით, იმავე კანონის გამო, რომელიც მთვარეზეც მოქმედებს ახალი მთვარის ფაზაში ყოფნის დროს, დედამიწის დისკოც ცის ფონზე კარგად ჩანდა დისკო ფერფლისფრად ანათებდა, უფრო მუქ ნაცრისფრად, ვიდრე მთვარის შუქი. მიზეზი ადვილი გასარკვევია.
1972 მთვარის ფერფლისფერი შუქი განპირობებულია დედამიწის ზედაპირიდან არეკლილი მზის სხივებით. შემდეგ კი ეს სხივები მთვარიდან დედამიწაზე ეცემიან, ამგვარად, დედამიწიდან არეკლილი სინათლე ცამეტჯერ აღემატება მთვარისას, რაც ამ ორი ციური სხეულის მოცულობათა შორის სხვაიბითაა გამოწვეული.
1973 ვინაიდან განათების სიძლიერე ორივე მნათობის სინათლის ძალის პროპორციულია. ისიც უნდა ითქავს, რომ დედამიწის ვიწრო ზოლი - ნამგალი - ირადიაციის წყალობით უფრო გაგრძელებული იყო. იმ დროს, როდესაც მოგზაურები საპლანეტათშორისო სივრცის ღრმა წყვდიადს გაჰყურებდნენ, მათ წინაშე ვარსკვლავთა თაიგული გადმოიშალა.
1974 სულ ეს იყო, რაც მეგობრებმა დაინახეს იმ პლანეტისაგან, სადაც მათი სული და გული დარჩენილიყო. დიდხანს გასცქეროდნენ მეგობრები სივრცეს ჩუმად, გარინდებულნი, სამივეს ერთი და იგივე გრძნობა აღელვებდა. ამასობაში კი ყუმბარა შენელებული სიჩქარიტ თანდათან სცილდებოდა დედამიწას. მოგზაურებს ძილი მოერიათ.
1975 გემი გამუდმებით ირწევა ტალღებზე, ჰაერის ფენების სხვადასხვა სიმკვრივის გამო აეროსტატი ირხევა. მხოლოდ სიჩუმესა და სიცარიელეში მოძრავ ყუმბარაში სიმყუდროვეა. მათშეიძლება უსასრულოდ ეძინათ, რომ ორი დეკემბერს, გაფრენიდან რვა საათის შემდეგ, უცაბედად ხმაურს არ გაეღვიძებინათ. ძაღლი ყეფდა.
1976 სამივე ძებნას შეუდგა და მალე ერთი ძაღლი იპოვეს კიდეც. საცოდავი დივანქვეშ მოკრუნჩხულიყო. გაფრენის ბიძგს ისე შეეშინებინა, რომ უხმოდ იწვა კუთხეში, სანამ შიმშილმა არ აიძულა, დაეყეფა. ეს იყო საწყალი დიანა, რომელიც ჯერ მთლად გონზე ვერ მოსულიყო, მაგრამ პატრონის დაძახებაზე მაინც გამოვიდა.
1977 მაგრამ სატელიტი არსად ჩანდა. დიანა ისევ ისე წკმუტუნებდა. არისო, შემდეგ კი მადისმომგვრელი ნამცხვრით გაუმასპინძლდნენ. დიანამაც მაშინვე შეწყვიტა გულისამაჩუყებელი წკმუტუნი. რაც შეეხება სატელიტს, იგი გაქრა. მხოლოდ დიდი ხნის ძებნის შემდეგ იპოვეს ყუმბარის ზედა ნაწილში. თურმე პირველმა ბიძგმა შეაგდო იქ.
1978 შენ დაკოჭლებას საკუთარი ხელის დაკარგვა მირჩევნია. მიშელმა დაჭრილს წყალი მიაწოდა. ძაღლი წყალს ხარბად დაეწაფა. შემდეგ მოგზაურებმა ისევ მთვარეზე დაკვირვება განაგრძეს. ამჯერად დედამიწა ფერფლისფერ დისკოს ჰგავდა, რომელსაც ცალ მხარეზე ადრინდელზე უფრო წვრილი ნამგალი შემოუყვებოდა.
1979 მეგობრებმა დედამიწისა და მისი თანამგზავრის სადღეგრძელო შესვეს. მზემაც, თითქოს თავის დროზე სხივები დაეკლო ბურგუნდიის ფერდობებზე გაშენებულ ამ მადლიანი ვაზისათვის და ახლა მეგობრებთან შეერთება უნდაო, ყუმბარის ქვედა ნაწილი გაანათა, რომელიც დედამიწის კონუსისებური ჩრდილიდან გამოვიდა.
1980 ხოლო როდესაც მთვარე ამ ჩრდილის გარემოცვაშია. ეს ნიშნავს, რომ მზის, დედამიწის და მთვარის ცენტრი ერთ ხაზზე იმყოფება. ამ დროს მათი ორბიტების გადაკვეთის წერტილები სავსე მთვარის ფაზას ემთხვევა და ხდება დაბნელება, მთვარის დაბნელების დროს რომ წამოვსულიყავით. მგზავრობა უსიამოვნო იქნებოდა.
1981 ყუმბარის ფსკერზე ჩამოსული სქელი მინა დიდ სიმძიმეს გაუძლებდა. ამიტომ მეგობრები ისე თავისუფლად დადიოდნენ მასზე, როგორც ჩვეულებრივ იატაკზე. ყუმბარის ქვედა ნაწილიდან შემოჭრილი მზის სხივები კი იქაურობას ანათებდა და სინათლის ფანტასტიკურ ეფექტს იძლეოდა. მოგზაურებმა წყლის ბაკი და სურსათი შეამოწმა.
1982 ასე რომ, მოგზაურებისა და მთვარეზე ყოფნის ერთი წლის განმავლობაში სამ მეგობარს არც შიმშილი და არც წყურვილი არ შეაწუხებდათ. რჩებოდა მხოლოდ ჰაერის პრობლემა. აქაც ყველაფერი წინასწარ გაეთვალისწინებინათ. რეიზესა და რენიოს ჟანგბადის მწარმოებელ აპარატში ორი თვის სამყოფი კალიუმის ქლომრჟავა იყო ჩასხმული.
1983 კაპიტანმა ნიკოლმა დიანას სუნთქვაზე შეატყო, რომ ყუმბარაში მზიმე ჰაერი იდგა. ძაღლების ცნობილი გამოქვაბულივით, ნახშიროჟანგი თავისი სიმძიმის გამო აქაც ფსკერზე დაგროვდა. ამიტომ საწყალ დიანას თავის პატრონებზე უფრო ადრე უნდა ეგრძნო მავნე გაზის მოქმედება. კაპიტანი ნიკოლი მაშინვე საქმეს შეუდგა.
1984 შემდეგ მეგობრებმა ინსტრუმენტები და ხელსაწყოები დაათვალიერეს. ერთი მინიმალური თერმომეტრის გარდა, რომელსაც მინა ჩამსხვრეოდა, ყველა თერმომეტრი და ბარომეტრი გადარჩენილიყო. ბამბებში გახვეული ლითონის ჩინებული თერმომეტრი ყუთიდან ამოიღეს და კედელზე დაკიდეს. იგი მხოლოდ ჰაერის შიდა წნევას უჩვენებდა ყუმბარაში.
1985 ბარბიკენის მიერ წარმოყენებული კომპასების ისრები უსწრაფესად მოძრაობდნენ და არავითარ მიმართულებას არ უჩვენებდნენ. ბუნებრივი იყო, რომ ასეთ შორ მანძილზე დედამიწის მაგნიტურ პოლუსს არ შეეძლებოდა ხელსაწყოზე ემოქმედა. მაგრამ მთვარეზე კომპასებს ძალზე საინტერესო მოვლენები შეეძლოთ აღმოეჩინათ.
1986 როგორც დედამიწა. შეამოწმეს გიპსომეტრიც, მთვარის მთების სიმაღლის გასაზომი ხელსწყო, სექსტანტი - მზის სიმაღლის განმსაზღვრელი ხელსაწყო, თეოდოლიტი - გეოდეზიური ხელსაწყო, რომელსაც კუთხმზომად იყენებენ. ბოლოს ჭოგრიტები გასინჯეს, მათ დიდი მნიშვნელობა ექნებოდა მთვარესთან მიახლოების დროს.
1987 ძლიერი ბიძგის მიუხედავად, ყველა ხელსაწყო თუ ინსტრუმენტი წესრიგში იყო. სამუშაო იარაღები - წერაქვები, ძალაყინები თუ სხვა დანარჩენი, რომლებზეც ადრევე იზრუნა ნიკოლმა, აგრეთევ თესლები და ნერგები არდანს რომ მთვარეზე უნდა დაერგო, ყველაფერი ყუმბარის ზედა ნაწილში თავ-თავის ადგილზე იდო.
1988 დედამიწისა და მთვარის მასების სხვადასხვაობის გამო, მთვარეზე დაცემის ძალა ექვსჯერ ნაკლები იქნებოდა დედამიწაზე დაცემასთან შედარებით. ამრიგად, შემოწმებით ყველა კმაყოფილი დარჩა. შემდეგ ისევ გვერდითა ილუმინატორებს მიუბრუნდნენ და საპლანეტათაშორისო სივრცის დაკვირვება განაგრძეს.
1989 აქა-იქ ნისლები ჩანდა, როგორც ვარსკვლავური თოვლის უზარმაზარი გუნდი. ხოლო ზენიტიდან ნადირამდე უთვალავი ვარსკვლავებისაგან უზარმაზარი წრე - ირმის ნახტომი იკვრებოდა, რომელშიაც მზეს თავისი სიდიდით მეოთხე ადგილი უჭირავს. მეგობრებმა დიდხანს თვალი ვერ მოწყვიტეს ამ ენითაუწერელ სიმშვენიერეს.
1990 მათემატიკოსი ნიკოლი ამ დროს ტრაექტორიის გაანგარიშებებს ამოწმედა და მარჯვედ იყენებდა ასტრონომიულ ციფრებს. არდანი ხან ბარბიკენს გამოელაპარაკებოდა, მაგრამ ის არ პასუხობდა, ხან ნიკოლს, თუმცა არც ის უსმენდა, ბოლოს დიანას გაეხმიანებოდა, მაგრამ არც მას გაეგებოდა რამე მისი განსჯისა.
1991 უნდა ითქვას, რომ ფრანგებს მისი სახით ღირსეული წარმომადგენელი ჰყავდათ გაგზავნილი. დღე, ანუ, უფრო ზუსტად, თორმეტსაათიანი შუალედი, რაც დედამიწაზე დღეს უდრიდა, გემრიელად მომზადებული ვახშმით დამთავრდა, აქამდე სამი მეგობრის უზრუნველი ცხოვრება არაფერს დაურღვევია, არც რწმენა შერყევიათ.
1992 ჩვენს მგზავრებს ტკბილად ეძინათ. დიდი სისწრაფის მიუხედავად, ყუმბარა არც კი ინძრეოდა. არავითარი რყევა. როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მოძრაობა, თუ იგი სიცარიელეში ხვდება, ადამიანის ორგანიზმზე ზეგავლენას არ ახდენს, მით უმეტეს, თუ სხეულის შემომსაზღვრელი ჰაერის მასაც ამ სხეულთან ერთად მოქმედებს.
1993 ასეთ შემთხვევაში ვერც მოძრაობას ვგებულობთ და ვერც უძრაობას. ვერც ერთი სხეული ამას ვერ შეიგრძნობს. თუ სხეული უძრავადაა, იგი ასევე დარჩება. სანამ იმ მდგომაროებიდან რაიმე სხვა ძალა არ გამოიყვანს. ხოლო თუ სხეული მოძრაობს, იგი მანამ იმოძრავებს, სანამ რაიმე დაბრკოლებას არ წააწყდება.
1994 ბარბიკენს არაფერი უპასუხია. ნიკოლს სწრაფად შეხედა და ხელი სტაცა ინსტურმენტს, რომელსაც დედამიწაზე კუთხის საზომად იყენებენ. მერე ქვედა სარკმელთან მივიდა და ზუსტად გამოთვალა ყველაფერი, რის საშუალებასაც ყუმბარის მოჩვენებითი უძრაობა იძლეოდა. მან შუბლზე ოფლი შეიწმინდა და ისევ შეუდგა შემოწმებას.
1995 ნიკოლი არ შემცდარა, ყუმბარის საწყისი სიჩქარე, საბედნიეროდ, კემბრიჯელი ასტრონომების მიერ გამოანგარიშებულზე გაცილებით მეტი იყო, მაგრამ ეს მათ მიერ დაშვებულ შეცდომას არ ამართლებდა. ფუჭი შეშფოთების შემდეგ მოგზაურები დამშვიდდნენ და მხიარულად მიუსხდნენ სუფრას სასაუზმოდ. ბევრი მიირთვეს, დიდხანს ისაუბრეს.
1996 თაყვანს ვცემ შენს დიდ სიბრძნეს. ყოველ შემთხვევაში, მე ჩემი ჰიპოთეზა მაქვს. თუმცა მთვარეზე მაცხოვრებელები ჩვენზე ადრე გაჩდნენ და ჩვენზე ჭკვიანები არიან, მაგრამ დენთი ჯერ არ გამოუგონიათ. ამ დროს დიანამ ხმამაღალი ყეფა ატეხა. ძაღლი, როგორც ჩანს, თავის ულუფა საუზმეს ითხოვდა.
1997 ჟანგბადის სიჭარბემ შეიძლება არასასურველი ფიზიოლოგიური მოვლენები გამოიწვიოს ჩვენს ორგანიზმში. ასე რომ, ჩვენ აღვადგენთ ჟანგბადს, მაგრამ აზოგის ანაზღაურება არ შეგვიძლია. ჩვენი ფილტვები, მართალია, მას არ ითვისებენ, მაგრამ აუცილებელია და ჰაერში მისი რაოდენობა უცვლელი უნდა დარჩეს.
1998 ბარბიკენის მითითებით, დაკრძალვის პროცედურა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომხდარიყო, რათა ისედაც სწრაფად მოძრავი ჰაერი სამყაროს სივრცეში არ გაპარულიყო. მარჯვენა სარკმლის ოცდაათი სანტიმეტრის სიგანის ჭინჭიკები ფრთხილად მოხსნეს, მიშელს უკვე ხელში ეჭირა სატელიტის გვამი და გადასაგდებად მზად იყო.
1999 ყუმბარის შიდა წნევის დასაძლევად გამართული მძლავრი ბერკეტის საშუალებით, მინა სწრაფად შემოტრიალდა და სატელიტიც გაისროლეს. ყუმბარიდან ჰაერის მხოლოდ რამდენიმე მოლეკულა გაქრა. ეს ყველფერი ისე სწრაფად ჩაატარეს, რომ ბარბიკენს უკვე აღარ ეშინოდა, ვაგონი მომავალშიც გაეწმინდა ათასგვარი ნაგვისაგან.
2000 არც ნამგალი და აღარც ფერფლისფერი სინათლე არ ჩანდა. მეორე დღეს, შუადღისას, როცა მთვარე სავსე მთვარის ფაზაში შევიდოდა, მოსალოდნელი იყო, დედამიწა ახალ ფაზაში ეხილათ. ზემოთ კი ღამის მნათობი სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა ყუმბარის ტრაექტორიას. ასე რომ, ისინი დანიშნულ დროს უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს.
2001 მზე და ვარსკვლავები ისევე ჩანდნენ, თითქოს დედამიწიდან უყურებდნენ. მართალია, მთვარე ძალზე დიდი ჩანდა, მაგრამ მოგზაურთა სუსტი ჭოგრიტებით მის ზედაპირზე არც დეტალების და არც ტოპოგრაფიული და გეოლოგიური აგებულების დანხავა არ შეიძლებოდა. განუწყეტელ საუბარში დრო სწრაფად გადიოდა.
2002 ლაპარაკობდნენ ყუმბარაზე და სივრცეში მის მგომარეობა-მიმართულებაზე. იმაზე, რა შეიძლებოდა შემოთხვევოდათ, წინასწარ რა ზომები უნდა მიეღოთ, თუ მთვარეზე დაეცემოდნენ. ერთხელ, საუმზის დროს, მიშელმა ყუმბარის შესახებ ისეთი შეკითხვა დასვა, რომ ბარბიკენის ძალზე საინტერესო პასუხი გამოიწვია.
2003 მეშვიდე თავი დამათრობელი წუთი ეს თავისებური და უცნაური, მაგრამ სრულიად ლოგიკური მოვლენა მხოლოდ ასეთ უჩვეულო გარემოსი შეიძლებოდა მომხდარიყო. ვაგონიდან გადასროლილ ყოველ საგანს ყუმბარის ტრაექტორიით უნდა ემოძრავა და მხოლოდ მასთანერთად შეჩერებულიყო. ამ თემაზე საუბარმა დაღამებამდე გასტანა.
2004 გამოთვლის მიხედვით, ეს დღე მათი მოგზაურობის ბოლო დღე უნდა ყოფილიყო. სწორედ ამ დღეს, შუაღამისას, სავსე მთვარის დროს მოკაშკაშე დისკოსათვის უნდა მიეღწიათ. უახლოეს შუაღამეს კი უნდა დაგვრგვინებულიყო ეს ყველაზე უჩვეულო მოგზაურობა, რაც კი ოდესმე, ძველსა თუ ახალ დროებაში მომხდარა.
2005 მაგრამ ბარბიკენს მაინც რაღაც აწუხებდა, დაფიქრებული ჩუმად იყო და სხვებს არ ანერვიულებდა. საქმე იმაში იყო, რომ მთვარის ჩრდილო ნახევარსფეროსაკენ ყუმბარის მოძრაობის ტრაექტორია ცოტათი შეცვლილიყო. მათემატიკური გამოთვლებით, ყუმბარა ზუსტად მთვარის დისკოს ცენტრისკენ უნდა გაესროლათ.
2006 ამიტომაც არ ამხელდა ბარბიკენი თავის აზრებს, მთვარეს თვალს არ აშორებდა და ცდილობდა ამოეცნო, რამდენად იყო ყუმბარა გადახრილი. ამაზე საშინელი რა უნდა ყოფილიყო - ხომ შეიძლებოდა, ყუმბარას მიზნისათვის ვერ მიეღწია, მთვარეს თანდათანობით დაშორებოდა და საპლანეტათშორისო სივრცეში გადაკარგულიყო.
2007 სულ უფრო გარკვევით გამოისახა მისი რელიეფი. მზის სხივები რომ მთვარისკენ ირიბად ყოფილიყო მიმრთული, და არ პირდაპირ, მაშინ ჩრდილების წყალობით შესაძლებელი იქნებოდა, ნათლად გაგვერჩია მთვარის მაღალი, რგოლის მაგვარი მთები, ხახადაღებული კრატერები, და უჩვეულო ნაპრალები, რომლებსაც მთვარის ველები დაეღარათ.
2008 ის დღე ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ მათ. ყოველი წვრილმანი სამუდამოდ ჩაებეჭდათ მეხსიერებაში, მაგრამ რაღაც შეუცნობელი შიშის გრძნობა დაუფლებოდათ. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ გაიზრდებოდა ეს შიში, მათ რომ გაეგოთ, ყუმბარის სიჩქარემ იკლოო, არსებული სიჩქარე უკვე არასაკმარისად მოეჩვენებოდათ მიზნის მისაღწევად.
2009 იგი თანდათან მსუბუქად და მალე ალბათ უწონადო გახდებოდა. ასეთი საოცარი მოვლენა შეიძლებოდა მხოლოდ იმ წერტილში, სადაც მთვარისა და დედამიწის მიზიდულობის ძალები თანაბრდება. მიუხედავად ასეთი მღელვარებისა, წესრიგის მოყვარულ არდანს საუზმის მომზადება არ დავიწყებოდა და მადიანადაც შეექცნენ.
2010 არდანმა ისიც კი თქვა, რომ მთვარეზე მცხუნვარე მზის სხივებქვეშ დამწიფებული ყურძნისაგან, თუკი იქ ვენახები საერთოდ არის, ალბათ საუკეთესო ღვინოს ამზადებენო. წინდახედულ ფრანგს, ყოველ შემთხვევისათვის, მაინც წამოეღო მედოკისა და კოთ დ, ორას ვაზის ლერწები და მათზე დიდ იმედებს ამყარებდა.
2011 პარიზის, ლონდონის, ნიუ-იორკის რამდენ თეატრალურ დარბაზში ინატრებდნენ ასეთ სუფთა ჰაერს. აპარატს რომ ზუსტად ემუშავა, საჭირო იყო გულისხმიერი მოვლა. ამიტომც მიშელი ყოველ დილით რეგულატორებს ათვალიერბდა, ონკანებს სინჯავდა და გაზის ტემპერატურას თვალყურს ადევნებდა. აქამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა.
2012 შეუძლებელია მთვარის წიაღში არ იყოს ლითონი, გვარჯილა თუ ნახშირი, ამასთან დედამიწაზე დასაბრუნებლად მხოლოდ მთვარის მიზიდულობის არის გადალახვაა საჭირო. საკმარისია, ათასი ლიეთი ავიწიოთმთვარის ზედაპირიდან, რომ მიზიდულობის კანონის თანახმად, ყუმბარა თავისთავად დაეცემა დედამიწაზე.
2013 რას აკეთებდა ის ამ დროს? ალბათ საწყალი, ლოგსპიკის ასტრონომიული სადგურის საგუშაგოზე იდგა კლდოვან მთებში და უკიდეგანო სივრცეში ყუმბარას დაეძებდა. და თუ ამ წუთს იგი თავის ძვირფას მეგობრებზე ფიქრობდა, არც ისინი რჩებოდნენ ვალში და მთელი თავიანთი კეთილ სურვილებით და ფიქრებით მასთან იყვნენ.
2014 ასეთი მდგომარეობა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. პირველად კაპიტანი გამოერკვა და შეეცადა, გონს მოსულიყო. მიუხედავად იმისა, რომ მან რაღაც ორი საათის წინ ისაუზმა, საშინელი შიმშილი იგრძნო, თითქოს რამდენიმე დღის უჭმელი ყოფილიყო. მთელი ორგანიზმი, კუჭიდან დაწყებული ტვინით დამთავრებული, აღეგზნო.
2015 მაგრამ ასანთს რომ გაჰკრა, ცეცხლი ისე აბრიალდა, თვალები ეტკინა. გაზის მილიდან თვალისმომჭრელი, ელექტრონული სინათლის ნაკადივით კაშკაშა ალი გამოვარდა. მაშინ კი მიხვდა ნიკოლი, რისგანაც იყო გამოწვეული ეს თვალისმომჭრელი ალი, მისი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოვლენები, ფიზიკური და სულიერი აღგზნება.
2016 ნიკოლი ჟანგბადუს აპარატთან დაიხარა და ნახა, რომ ონკანიდან უფერო და უსუნო გაზის ნაკადი მოედინებოდა. უჟანგბადოდ სიცოცხლე შეუძლებელია, მაგრამ ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ადამიანის ორგანიზმი მოშალოს. დაუდევარ და დაბნეულ მიშელს აპარტის ონკანი ღია დარჩენოდა. ნიკოლმა სასწრაფოდ გადაკეტა ონკანი.
2017 ყუმბარა ისე იყო გავსებული ჟანგბადით, რომ ყველანი ბოლოს და ბოლოს, ან დაიხოცებოდნენ, ან დაიწვებოდნენ. ერთ საათში ჰაერი გაიწმინდა და ფილტვებსაც ნორმალური მუშაობის საშუალება მიეცა. ნელ-ნელა მეგობრები გონს მოეგნენ, მაგრამ ნამთვრალევით კიდევ დიდხანს ვერ გამოვიდნენ მდგომარეობიდან.
2018 ჩემი აზრით, მეგობრებო, საინტერესო იქნებოდა ჟანგბადის კაბინების დაარსება, სადაც მოდუნებული ორგანიზმის მქონე ადამიანები რამდენიმე საათი მაინც იცხოვრებდნენ უფრო აქტიური ცხოვრებიტ. წარმოიდგინეთ, რომელიმე თავშეყრის ადგილზე ან თეატრში ადმინისტრაციამ დიდი რაოდენობით გაუშვას ეს გაზი.
2019 ამგვარი ფილოსოფიური საუბრის შემდეგ მეგობრებმა ყუმბარაში წესრიგი დაამყარეს. ქათმები გალიაში გამოკეტეს. მაგრამ სწორედ ამ დროს ბარბიკენმა და მისმა მეგობრებმა ახალი საოცრება შეამჩნიეს. გაფრენის წუთიდან მათი საკუთარი წონა, აგრეთვე ყუმბარისა და იქ მოთავსებულ საგანთა წონა თანდათან მცირდებოდა.
2020 მაგრამ აღსანიშნვია ისიც, რომ მთლიანად არ დაკარგავს, რადგანაც მანძილის მიუხედავად, დედამიწის მიზიდულობის ძალა მაინც იმოქმედებდა. ამ შემთხვევაში უნდა დამდგარიყო ის წუთი, როცა ყუმბარა სამყაროს მიზიდულობის კანონების მოქმედების სფეროდან გაიდოდა, ე.ი. დანარჩენ ციურ სხეულთა მიზიდულობა ნულის ტოლი გახდებოდა.
2021 რა ქნან, როდესაც არც ადამიანი და არც საგანი არავითარ მიზიდულობას არ ემორჩილება. მოგზაურები ამჩნევდნენ, რომ დედამიწის მიზიდულობის ძალა თანდათანობით მცირდებოდა, მაგრამ სრული გაქრობის შემჩნევა არ შეეძლოთ. სწორედ ამ დილით კი ნიკოლს ჭიქა გაუვარდა ხელიდან, მაგრამ ძირს როდი დავარდა, ჰაერში გაჩერდა.
2022 მართლაც, ყოველი საგანი, იარაღი თუ ბოთლი, თავის ნებაზე მიშვებული, ჰაერში ეკიდა. მიშელმა ხელში აიყვანა დიანა და ძაღლმაც სრულიად თავისუფლად აჩვენა შესანიშნავი საცირკო ნომერი, კასტონისა და ძმები რობერ- გუდენის მსგავსად ჰაერში ჩამოეკიდა. ძაღლი ვერც კი ამჩნევდა, რომ იგი ჰაერში ლივლივებდა.
2023 ამ საოცარ სამყაროში მოხვედრილი მოგზაურები, გაოცებულნი და შეძრწუნებულნი თავიანთი მეცნიერული განსჯის მიუხედავად, სხეულის წონის შემსუბუქებას გრძნობდნენ. გაწვდილი ხელი გაწვდილადვე რჩებოდათ, თავი კისერზე უყანყალებდათ, ფეხებს იატაკზე ვერ ადგამდნენ. წონსწორობა და სიმყუდროვედაკარგულ მთვრალებს ჰგავდნენ.
2024 მოგზაურები გრძნობდნენ, რომ თანდათან ეშვებოდნენ ფსკერზე. ბარბიკენმა ისიც შეამჩნია, რომ ყუმბარის კონუსისებური თაღი გადაიხრას იწყებდა, ხოლო ფსკერი მნათობს უახლოვდებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მთვარის მიზიდულობის ძალა დედამიწისას სძლევდა. მთვარეზე დაშვება, ჯერჯერობით ძალზე შეუმჩნეველი იყო.
2025 მაგრამ მთვარის მიზიდულობის ძალა თანდათან მოიმატებს. და დედამიწისაკენ მიმართული ყუმბარის კონუსისებური ნაწილი უკვე გაძლიერებული სიჩქარით მთვარისაკენ იქროლებს, ვიდრე მის ზედაპირზე არ დაეცემა. მიზანს უეჭველად მიაღწევენ. საქმეს ხელს უკვე ვერაფერი შეუშლის. ნიკოლი და არდანიც შეუერთდნენ ბარბიკენის სიხარულს.
2026 ქუდს ვერ დაიხურავ, ძვირფასო მიშელ, ვერც სახლს ააშენებ, სახლის აშენებისათვის ხომ საძირკვლის ჩაყრაა საჭირო, ქვები კი წონას დაკარგავდნენ. ნავს მიზიდულობის ძალა აჩერებს ზღვაზე, ოკეანეც თვისი კალაპოტიდან გადმოვიდოდა და ბოლოს ატმოსფეროც შემოგვცლებოდა და სივრცესი გაიფანტებოდა.
2027 ამ მონაცემებს რუკაზე გადავიტან. ახლა კი, უბრძანთ, ლოტი ამოსწიონ. კიდევ რამდენიმე საათს მოგვიწევს ჯახირი. ამასობასი მექანიკოსი განკარგულებას გასცემს, რომ ორთქლი გაუშვან და, როგორც კი საქმეს მორჩებით, ღუზას ამოვწევთ. უკვე ღამის ათი საათია, და თქვენი ნებართვით, დასაძინებლად წავალთ.
2028 მთვარის უკანასკნელი მეოთხედი ჰორიზონტზე გამოჩნდა. კაპიტან ბლემბსბერის წასვლის შემდეგ ოკაჩხეზე ლეიტენანტმა ბრონფილდმა და ზოგიერთმა ოფიცერმა მოიყარეს თავი. ამოვიდოდა თუ არა, მათი ფიქრი მთვარეს დასტრიალებდა, რომლისკენაც, იმ დღეებში მთელი ნახევარსფეროს მცხოვრებთა მზერა იყო მიმართული.
2029 ჩვენმა მთვარის გმირებმა უნდა გააკეოთნ ვეებერთელა ანბანი, ასი ტუაზის სიგრძის სიტყვები და ერთი ლიეს სიგრძის წინადადებები! ასე თავიანთ მდგომარეობას უფრო ადვილად გაგვაბებინებდნენ. გამჭრიახ მიჩმანს ყველამ ტაში დაუკრა. მისი აზრი ლეინტენანტმა ბრონსფილდმა სრულიად შესაძლებლად სცნო.
2030 გეგმებს აწყობდნენ, რომ მთვარის დასაპყრობად არა მარტო მეცნიერთა კომისიები, არტილერისტთა, კავალერისტთა და ქვეითების ჯარის მთელი არმია გაეგზავნათ. ღამის პირველი საათისათვის ლოტის ამოსაყვანი სამუშაოები ჯერ არ დამთავრებულიყო. კიდევ ათი ათასი ფუტი რჩებოდა შესასწავლი, ამას კი რამდენიმე საათი ჭირდებოდა.
2031 ცოტა მოშორებით, მონტერეის ნახევარკუნძულს იქით, იყო დიდი ქალაქი, რომლის სახელსაც ნახევარკუნძული ატარებდა. მაგრამ უდაბნოს საზღვართან ვაშენებული ეს ქალაქი მატერიკს სატელეგრაფო ხაზით არ უკავშირდებოდა, ასეთი მნიშვნელოვანი ცნობის სათანადო სისწრაფით გადაცემა კი მხოლოდ ტელეგრაფის საშუალებით შეიძლებოდა.
2032 რამდენიმე გრადუსით მაღლა პორტი სან-ფრანცისკო მდებარეობდა. ოქროს მხარის დედაქალაქიდან შეერთებული შტატების ცენტრთან დაკავშირება -ადვილი იყო. თუ კორვეტი დიდი სისწრაფით ივლიდა, სან-ფრანცისკოში მისვლას თითქმის ორი დღე-ღამე დასჭირდებოდა. ამიტომ დაუყოვნებლივ გზას უნდა დასდგომოდნენ.
2033 რა მოსატანი იყო ამასთან ის მღელვარება, რომელიც მან ამ სახელგანთქმული კოლუმბიადის გაშვების დროს განიცადა, კინაღამ სიცოცხლის ფასად რომ დაუჯდა. შეგახსენებთ, რომ კლუბის მდივანი კოლუმბიადის გაშვებისთანავე ყუმბარის სისწრაფით გაემართა თავისი პოსტისაკენ კლდოვან მთებში ლონგსპიკში.
2034 ზემოთ დახვეული კიბით ადიოდნენ, ეს კიბეთავისი სიმსუბუქით საინჟინრო ხელოვების საოცრებას წარმოადგენდა, - ასე რო, ორას ოთხმოცი ფუტის სიღრმის ვეებერთელა ლითონის მილი, ძირში ჩადგმული ლითონისავე სარკით მათ ქვეშ მოექცა. ამრიგად, მეცნიერებმა მთელი დრო ტელესკოპის თავზე გაატარეს ვიწრო მოედანზე.
2035 ადვილი წარმოსადგენია, რა მოუთმენლად ელოდნენ ფიცხი მასტონი და მისი მეგობრები დისკოს მეორე მხრიდან ყუმბარის გამოჩენას. მთელი ღამის განმავლობაში ელანდებოდათ თითქოს ყუმბარა მეორე მხრიდან გამოჩნდა, მაგრამ ამაოდ! ამის გამო მათ შორის დაუსრულებელი კამათი და შეხლა-შემოხლა გაიმართა.
2036 როგორც ყოველთვის, მასტონი ბელფასტს ლანძღავდა. თავის მხრივ ვალში არც ბელფასტი რჩებოდა. კლუბის მდივანი მეასედ ამტკიცებდა, ყუმბარა დავინახე და ფანჯარაში არდანის სახეც კი გავარჩიეო. კამათის დროს ფიცხი მასტონი რკინის კაუჭს იქნევდა, რაც ხელის მაგივრობას უწევდა და ამით თანამოსაუბრეს ხიფათს უქმნიდა.
2037 ამის პასუხად მასტონის საზარელი ღრიალი გაისმა. ბელფასტი სწრაფად შემოტრიალდა და ტელესკოპის მილზე დაკიდული ბედკრული მეგობარი დაინახა, რომელმაც წონასწორობა დაკარგა და ორას ოთხმოცი ფუტის სიმაღლიდან ტელესკოპში ისე ჩავარდა, როგორც ჭაში. ბელფასტი რეფლექტორის ხვრელს თავქუდმოგლეჯილი მივარდა.
2038 ეს მანქანები იქვე, ადგილზე უნდა გამოეგონებინათ და გაეკეთებინათ. რასაკვირველია, ამერიკელ ინჟინრებს ასეთი უმნიშვნელო რამის გაკეთება არ გაუჭირდებოდთ. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ორთქლის მანქანებით და ღუზებით უნდა ამოეტანათ ყუმბარა, რომლის წონაც წყლის სიმკვრივის გამო მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.
2039 შესწევდათ თუ არა იმის ძალ-ღონე, რომ ყუმბარიდან გამოსულიყვნენ? ამ კითხვებს, რასაკვირველია, პასუხს ვერავინ გასცემდა. მამაც მოგზურებს რაც არ უნდა ეღონათ, სულ ერთია, დამარცხდებოდნენ. ოკეანის ფსკერზე, დაახლოებით ორი ლიე სიღრმეზე ჩვენი ტყვეების ყოველი ცდა წინასწარვე განწირული იყო.
2040 მაგრამ ვერაფერი დაინახსე უნაყოფო უდაბნოს გარდა. ზღვის ფლორის და ფაუნის ნიშანწყალი არსად შეიმჩნეოდა. ძლიერი რეფლექტორებით აღჭურვილი ლამპების შუქი დიდ სიღრმეზე დაკვირვებების ჩატარების საშუალებას იძლეოდა. ყუმბარა არსად ჩანდა. ძნელი გადმოსაცემია, თუ რა მოუთმენლობას განიცდიდნენ მამაცი მყვინთავები.
2041 საბრალო ნიკოლს, ბარბიკენს და არდანს ხმამაღლა ეძახდა, თითქოს ბედკრულ მეგობრებს წყლის გაუმტარ სისქეში გააგონებდა და ისინიც უპასუხებდნენ. ძიება მანამდე გრძელდებოდა, სანამ კამერაში ჟანგბადი მთლიანად არ გამოილია. როდესაც სუნთქვა გაძნელდა, მყვითავები იძულებული გახდნენ, ზედაპირზე ამოსულიყვნენ.
2042 მასტონს წარმატებაში წინანდებურად ეჭვი არ ეპაერებოდა. მაგრამ როგორც კი აღფრთოვანებამ და ნაჩქარევმა იმედებმა გაიარა, მისი მეგობრები დაწყებული საქმის მთელ სიძნელეს მაშინვე მიხვდნენ. ის, რაც ასე ადვილი და შესაძლებელი ეგონათ სან-ფრანცისკოში, აქ, - გაშლილ ოკეანეში - თითქმის განუხორციელებელი აღმოჩნდა.
2043 ყველა ოფიცერმა ჭოგრიტი მოიმარჯვა. მითითებულ ადგილზე ტივიტივას მსგავს საგანს დააკვირდნენ, რომელსაც ნავსადგურებში და მდინარეებზე ფარვატერის დასადგენად იყენებდნენ, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ წყალზე ხუთ- ექვსი ფუტით ამოშვერილ ტივტივას კონუსურ წვერზე ქარის მიმართულებით ალამი ფრიალებდა.
2044 ალამი ამერიკული იყო. ამ დროს რაღაც უცნაური ღრიალი მოისმა და პატივცემული მასტონი გემბანზე მოცელილივით დაეცა. მას აღარ ახსოვდა, რომ მარჯვენა ხელის მაგივრობას რკინის კაუჭი უწევდა, ხოლო თავზე გუტაპერჩის თხელი ქუდი ეხურა და კაუჭი თავზე მთელი ძალით შემოირტყა. ყველანი მისცვივდნენ, წამოაყენეს, მოასულიერეს.
2045 გულისცემა შეუჩერდათ. თვალთ დაუბნელდათ. ყუმბარის ერთი ფანჯარა ღია იყო. ჩარჩოში მინების ნამტვრევები ამოშვერილიყო, ესე იგი ჩამსხვრეულა. ეს ფანჯარა ახლა წყლის ზედაპირიდან ხუთი ფუტის სიმაღლეზე იყო. კარჭაპი, რომელშიც მასტონი იჯდა, ყუმბარას მიადგა. მასტონი გატეხილი ფანჯრისაკენ გადაქანდა.
2046 ფლორიდის ნახევარკუნძულზე მილიონობით ჩამოსული ხალხის სურვილი იყო, შეხვედროდნენ სახელოვან მკვლევარებს. ამერიკის სანაპიროზე მსოფლიოს ყოველი კუთხიდან ჩამოსულ მრავალრიცხოვან უცხოელთაგან შეერთებული შტატებიდან წასვლს ისე არავინ ფიქრობდა, რომ ბარბიკენი, ნიკოლი და მიშელ არდანი არ ენახა.
2047 სამყაროს სივრცეებში უჩვეულო მოგზაურობდიან დაბრუნებულ ადამიანთა მოდგმის სამ წარმომადგენელს, რომელთაც დედამიწა მიატოვეს, ისეთივე აღფრთოვანებით ხვდებოდნენ, როგორც ზეციდან დედამიწაზე ეტლით ჩამოსულ ილია წინასწარმეტყველს. ოღონდ ისინი დაენახათ, ოღონდ მათი ხმა გაეგონათ - ყველას ეს უნდოდა.
2048 შეერთებული შტატების მოქალაქეთა ეს საყოველთაო სურვილი აუცილებლად და რაც შეიძლება ჩქარა უნდა დაეკმაყოფილებინათ. ბარბიკენი, არდანი და ნიკოლი მეგობრების თანხლებით დაუყოვნებლივ ბალტიმორში გაემგზავრნენ, სადაც ენით უთქმელი აღფრთოვანებით შეხვდნენ. ბარბიკენის მოგზაურის ჩანაწერები უმალ დასაბეჭდად მოამზადეს.
2049 ზეიმის გმირები ქალაქიდან ქალაქში გადადიოდნენ და გზაზე სანადიმო სუფრებთან ხვდებოდნენ მთელ მოსახლეობას, რომელიც აღტაცებული ყიჟინით ესალმებოდა. ამრიგად, პენსილვანიის, კონკეტიკუტის, მასაჩუსეტსის, ვერმონტის, მენისა და ნიუ-ბრანსუიკის გავლით მათ აღმოსავლეთ შტატებში გაისეირნეს.
2050 ტრანსპორტის რა საშუალებით შესძლებენ ადამიანები, რომ მნათობებით მოჭედილი ცის თაღი მოინახულონ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ანგლო- საქსური რასის არაჩვეულებრივ გამჭრიახობას, გასაკვირიც აღარ იქნება ამერიკელების სწრაფვა, ბარბიკენის პირველი ცდიდან რაიმე ისარგებლონ.
2051 ჟიულ ვერნი, უპირველეს ყოვლისა, იყო მწერალი - მხატვარი და არა მეცნიერი - წინასწარმეტყველი. ამიტომ მისთვის უმთავრესი იყო შეექმნა არა ზუსტი სახე მომავალი კოსმოსური ხომალდებისა, არამედ გადაეცა მკითხველისათვის თავისი ღრმა რწმენა, რომ ადამიანები უთუოდ გაიკვლევენ გზას კოსმოსისაკენ.
2052 ასეთი სისტემა უთუოდ დიდ გამოყენებას პოვებს შემდგომში კოსმოსის ათვისების საქმეში, რადგანაც იგი საშუალებას იძლევა, ავარიული სიტუაციის შემთხვევაში ერთმანეთს შეუპირისპირდნენ სხვადასხვა სახელმწიფოთა კოსმოსური ხომალდები, რათა კოსმონავტებმა და ასტრონომებმა იხსნან ერთმანეთი გასაჭირიდან.
2053 ჟიულ ვერნი ახდენს მოვლენათა განზოგადებას მეცნიერებათა და, პირველ რიგში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიღწევებზე დაყრდნობით. შედარბისათვის გავიხსენოთ, რომ ბალზაკს თავისი მწერალური მეთოდი გამოჰყავს ბიუფონის საბუნებისმეტყველო დაკვირვებებიდან, ემილ ზოლას - ექიმი კლოდ ბერნარის პრაქტიკიდან.
2054 ჟიულ ვერნი თავისი საუკუნის შვილია. საერთო მომენტი ადვილად მოიძებნება მსოფლმხედველობრივად, მხატვრული მეთოდით, განწყობილებით, სტილით, დასახული მიზნებითა და მათი გადაჭრის ხერხებით ერთიმეორისაგან ესოდენ განსხვავებულ მწერლებს შორის, როგორიცაა ბალზაკი, ჟორჟ სანდი, ვიქტორ ჰიუგო, ჟიულ ვერნი თუ ემილ ზოლა.
2055 აქ ჯერ იმდენი სიმდიდრე და სილამაზეა აუთვისებელი, რომ ყოველივე ეს ენთუზიასტთა მრავალ თაობას ეყოფა. მთვარის გავლით დედამიწელთა მიწას ვუბრუნდებით. მიწიელთა მიწა ჟიულ ვერნის პერსონაჟები სამოგზაუროდ გულმოდგინედ ემზადებიან. მათთვის მთავარი დასაყრდენია მეცნიერების მიერ მოპოვებული ცოდნა.
2056 ასევეა მრავალ სხვა რომანში. ენთუზიასტებსა და სკეპტიკოსებს ის აერთიანებთ, რომ ერთნიც და მეორენიც ცოდნას ეყრდნობიან. მაგრამ მათ, ფაუსტისა და დოქტორ ვანგერის დაპირისპირებისა არ იყოს, ის განასხვავებთ, რომ ენთუზიასტები შემოქმედებითად ავითარებენ მეცნიერებას, ხოლო სკეპტიკოსები დოგმატურად უდგებიან მას.
2057 ცხადია, მეცნიერების შემოქმედებით განვითარებაში ცალკეული შეცდომებიც აუცდენელია, მაგრმ სწორედ ამ შეცდომებსი გათვალისწინებით წარიმართება შემდგომი განვითარება, ხოლო სკეპტიკოსების ხელი მეცნიერება ან გაირინდებოდა, ან კუს ნაბიჯით წაიწევდა წინ. ვერენის რომანში თანამედროვეობა აქტუალური კუთხითაა დანახული.
2058 ეს პრობლემატიკა მრავალნაირად არის გარდატეხილი ვერნის თხზულებებში და ადამიანთა შორის წვრილმანი შეტაკებების ეპიზოდებში ვლინდება. ეს მოზარდ მკითხველში. სინანულსა და ადამიანის სულმდაბალი საქციელის გამო, სირცხვილის გრძნობას იწვევს. ავტორისეული ჩარევა ასეთ შემთხვევაში აშკარა და გასაგებია.
2059 გაორება არც ავტორს და არც მის გმირებს არა სჩვევია. ვერნის სამყარო მოქმედების სამყაროა. პერსონაჟები აქ პოზიტიურად მოქმედებენ. მათ მრავალი რამ ადარდებთ ობიექტური სამუყაროს შემეცნებაში. მწერლის აზრით, ადამიანის სწორად წარმართულ ვნებებსა და განცდებს სამყაროს გარდაქმნა ძალუძს.
2060 ვერნის მეცნიერთა უმრავლესობას თავისთავად პოლიტიკა არ აინტერესებს. მათი აზრით, კაცობრიობის ბედნიერი მოამვალი მეცნიერების წინსვლამ უნდა მოიტანოს და დაამკვიდროს. მაგრამ თვით პოლიტიკა შეახსენებს ხოლმე მათ თავის არსებობას. პოლიტიკის ერთ-ერთ ხელშესახები სფეროა ომისა და მშვიდობის საკითხი.
2061 ეს მოქმედება კოლექტიურია და ამიტომ თითოეული ადამიანი ერთობლივ ღონისძიებებში ავლენს თავის მეობას. სამკვდრო-სასიცოცხლო ან, უბრალოდ, დაძაბულ სიტუაციაში ვერნის პერსონაჟების ურთიერთობა ადამიანისნ საუკეთესო თვისებებს ემყარება. ადამიანებს უხდებათ სულიერი და ფიზიკური ძალების მაქსიმალური დაძაბვა.
2062 განსაცდელი და წინსვლის პირობები ალტრუისტულ, თავგანწირულ მოქმედებას მოითხოვენ. ამ თავგანწირვას პერსონაჟები ერთმანეთს არ ამადლიან. ადამიანთა ურთიერთობას ავსებს მათი დამოკიდებულება იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც ერთგულად ემსხურებიან მათ. ცხენები, მაგალითად, დიდი სიყვარულით ჰყავს გამოყვანილი მწერალს.
2063 აქ ვერნი ალექსანდრე დიუმასაგან განსხვავებულ გზას ადგას. ეს მოსაზრება მართებული ჩანს, მაგრამ ჩვენთვის საყურადღებო და ნიშანდობლივია ის გამორემობაც, რომ ვერნი ბუნებრივად, თავისი ნიჭისათვის ძალის დატანების გარეშე შეელია ამ ელემენტს. აქაც უსიტყვო თანხმობა ჩანს ავტორსა და მის პერსონაჟებს შორის.
2064 შ. ისე კი ჟიულ ვერნის ნებისმიერი პერსონაჟის შეცვლა შეიძლება ეროვნების მიუხედავად, მარტოოდენ მისი პიროვნული თვისებების გათვალისწინებით. ამრიგად, ვერნისეული ეროვნულობა, არსებითად, დროის მსვლელობასთან შეჯერებული რასინის ან ვოლტერის მიერ მინიშნებული უცხოელთა პირობითი ეროვნულობაა.
2065 დეფოს რომანისაგან განსხვავებით, ვერნის შემოქმედების ცენტრშია კოლექტიური ექსპედიციები. ხშირად ჟიულ ვერნის პერსონაჟების გამგზავრებას სპეციალისტებიცა და დიდძალი ხალხიც ენთუზიაზმით ადევნებს თვალყურს. ხუთკვირიან მოგზაურობას აეროსტატით წინ უსწრებს ლონდონის სამეცნიერო კლუბში მხურვალე შეკრება.
2066 საინტერესოა ხაზგასმა დროული აღიარებისა, რასაც ვერნის რომანებში ვხვდებით, რადგან მოგზაურობები უშუალოდ მწერლისდროინდელ მეცნიერულ პროგრესს ემსახურებიან. ჟიულ ვერნის მეცნიერები სარგებლობას, გამდიდრებას, სხვა რაიმე პირად ინტერესებს კი არ ეძებენ, არამედ კაცობრიობის წინსვლას ემსახურებიან.
2067 საქმე ისაა, რომ ვერნისეული ექსპედიციების წევრები, ზოგიერთ კურიოზული შემთხვევის გარდა, საკუთარი ნება-სურვილით იღებენ მონაწილეობას ამ საქმეში. ჟიულ ვერნს სწამს, რომ დიდი საქმის დაძლევა, მაღალი ზნეობრივი მიზნების მიღწევა ძალუძს მხოლოდ თვისუფალ, დიდბუნოვან და საღი აზროვნების ადამიანს.
2068 ასეთი სახეები ქმნიან ვენის სამყაროს ნათელ ატმოსფეროს, პირქუში და სისხლიანი დეტექტიური რომანებისა და ხრიკებით აღსავსე ალექსანდრე დიუმას რომანისაგან განსხვავებით. სოლიდარობასა და ალტრუიზმს ემყარება მტკიცე მეგობრობა, რომლისთვისაც სულ ერთია სოციალური მდგომარეობა, ცოდნის დონე და ა.
2069 ბუნების ობიექტური სიძნელეები, ეროვნული შეზღუდულობა, სოციალური ჩაგვრა და უსამართლობა, ცოდნის თუ ჭკუის დონე, ჩამორჩენილობა და კაცთმოძულეობა. ყოველივე ამის გადალახვით ვერნის პერსონაჟები არა მხოლოდ იკვლევენ დედამიწას, არამედ წმენდენ მას მომავალი სამართლიანი და ღირსეული კაცობრიობისათვის.
2070 გარდა ამისა, ასეთი უკიდურესი მიზნების დასახვისას მტკიცდება ადამიანის სიდიადე, მისი წარმატებული დაპირისპირება, გატოლება უშრეტ ბუნებასთან. და ბოლოს, აბსოლუტისაკენ ლტოლვა ხომ, საერთოდ, ადამიანის მოქმედებას, კერძოდ, მის შემეცნებით აქტიურობას ახასიათებს. ჟიულ ვერნის რომანი კი ამოქმედებული ცოდნაა.
2071 დედამიწის საიდუმლოებათა წვდომის სიხარულს აქ ერთვის ყველაზე სრული ტკბობა ფართოდ გაშლილი სიცოცხლის სასწაულებით. ამ ტკბობაში კი ადამიანი აირტონივით მარტო ვერ იქნება. მხოლოდ მრავალთა ერთსულოვან მოქმედებას ძალუძს სიხარულის მოტანა და მხოლოდ გაზიარებული სიხარულია ნამდვილი სიხარული.
2072 მართალია, ოტო ლიდენბროკი ბოროტი ადამიანი არაა - ამაში სიამოვნებით დგემოწმებით, მაგრამ თუ ხასიათი არ შეეცვალა, რაც ძალიან საეჭვოა, სიკვდილამდე ასეთი უხიაგი დარჩება. ოტო ლიდენბროკი, იოჰანეუმის პროფესორი, მინერალოგიაში კითხულობდა ლექციებს და წესად ჰქონდა, ყოველ ლექციაზე ერთი-ორჯერ მაინც აფეთქებულიყო.
2073 ეს, რა თქმა უნდა, არაა ზრდილობის მაჩვენებელი, თუნდაც გერმანელისათვის და თუ ლიდენბროკის ლექციებს ყოველთვის დიდძალი მსმენელი ჰყავდა, ბევრი მხოლოდ იმიტომ არ აცდენდნენ მეცადინეობას, პროფესორის კეთილშობილური გაცხარებით გართულიყვნენ. ასე თუ ისე, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ბიძაჩემი ნამდვილი მეცნიერი იყო.
2074 ბატონები - ჰემფრი დევი, ჰუმბოლდტი, კაპიტნი ფრანკლინი და საბინი, ჰამბურგში გავლისას შემთხვევას არ უშვებდნენ ენახათ პროფესორი. ბატონები ბეკერლი, ემელმენი, ბრიუსტერი, დიუმა, მილნ- ედვარდსი, სენტ-კლერ-დევილი სიამოვნებით მიმართავდნენ მას რჩევისათვის ქიმიის ფრიად საჭირბოროტო საკითხებზე.
2075 ამ ადამიანს მოთმინება არ ჰყოფნიდა და უნდოდა თვით ბუნებისათვისაც კი გაესწრო. აპრილში ჩარგავდა ხოლმე ქაშანურის ქოთნებში რეზედისა და ხვართქლას ჩითილს და ყოველ დილას ზრდის დასაჩქარებლად ფოთლებს ქაჩავდა. ასეთ თავისებურ ადამიანთან ურთიერთობაში ერთადერთი გამოსავალი მორჩილება იყო.
2076 ნეტა რას უნდა ნიშნავდეს? ვინაიდან რუნული დამწერლობა მეცნიერტა მიერ უბრალო ადამიანეის გასაპამპულებლად შეთხზული რამ მეგონა, ამიტომ სრულიად არ მწყენია, როდესაც დავინახე, რომ, თურმე, ბიძაჩემს რუნულისა არაფერი გაეგება. ყოველ შემთხვევაში, ასე მომეჩვენა მისი ნერვიულად ათამაშებული თითების დანახვაზე.
2077 გავრცელებულ ორი ათას ენასა და ოთხიათას დიალექტზე თავისუფლად ვერ ლაპრაკობდა, მაგრამ მათი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც იცოდ. ეს დაბრკოლება ახლა მის ფიცხ ხასიათს აფორიაქებდა და უკვე მოველოდი, რომ ამას აფეთქება მოჰყვებოდა, მაგრამ ამ დროს ბუხრის პატარა საათმა ორი დარეკა.
2078 მეც კვალდაკვალ მივყევი და არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი სასადილო ოთახში, მაგიდასთან, ჩემს ჩვეულებრივ ადგილზე. რამდენიმე წამს ველოდი. პროფესორი არ გამოჩნდა. რამდენადაც ვიცოდი, იგი პრიველად ღალატობდა სადილის ცერემონიალს. თანაც როგორი სადილისას! ოხრახუშის წვნიანი და დესერტად შაქარმოყრილი კრევეტები.
2079 ბიძაჩემმა სათვალე აიწია, აიღო მძლავრი გამადიდებელი შუშა და დაკვირვებით გაავლოთ თვალი წიგნის პირველ გვერდებს. მეორე გვერდს უკანა მხარეს მან რაღაც შენიშნა, ერთი დანახვით მელნის ლაქას რომ ჰგავდა. მაგრამ, თუ დააკვირდებოდი, შეიძლებოდა ნახევრად წაშლილი რამდენიმე ასო გაგერჩია.
2080 ამ დროს მივჩერებოდი კედელზე ჩამოკიდებულ მომხიბლავ გრაუბენის პორტრეტს. ბიძაჩემის აღზრდილი იმჟამად ალტონში იმყოფებოდა, ნათესავთან, რაც ძალიან მაღონებდა. ვინაიდან - ახლა ამის გამხელა შემიძლია - ლამაზ ფირლანდიელ ქალს და პროფესორის ძმისწულს ერთმანეთი უყვარდათ მთელი გერმანული მუდმივობით და თავდაჭერილობით.
2081 შემდეგ შესვენების დრო რომ დადგებოდა, ორივენი გავდიოდით, მივუყვებოდით ალსტერის დაბურულ ხეივნებს, და ერთად მივდიოდით ხოლმე ძველ, მაზუთით გასვრილ წისქვილთან, ასე ლამაზად რომ ჩანდა ტბის მოპირდაპირე ნაპირზე, გზად ხელიხელჩაკიდებულნი ვსაუბრობდით. ჩემს ნაამბობზე მას გულიანად ეცინეოდა.
2082 სწორედ იმ ხანებში ერთმა ბეზანსონელმა მინერალოგმა გამოგვიგზავნა კაჟის გეოლოგების კოლექცია, რომლის კლასიფიცირება იყო საჭირო. მუშაობას შევუდექი. გავარჩიე, წარწერები გავუკეთე, თავის ალაგას მინიან კარადაში ჩავაწყე ყველა ეს ღრუ ქვები, რომლებშიაც პატარ კრისტალები ელვარებდა. მაგრამ ამ საქმემ ვერ გამიტაცა.
2083 ძველი დოკუმენტის გამოცნობა კვლავინდებურად მაფიქრებდა, ტვინი ამიდუღდა და უაღრესად შევწუხდი. მაწუხებდა გარდუვალი კატასტროფის წინათგრძნობა. ერთი საათის შემდეგ ჩემი ჟეოდები უკვე წესისა და რიგის მიხედვით დავალაგე, უტრეხტის სავარძელში ჩავეში, ხელები დავუშვი და სავარძელში ჩავესვენე.
2084 მოვუკიდე ჩემს გრძელ, მოგრეხილ ყალიონს, რომლის გამოძერწილი ტარი უდარდელად წამოწოლილ ნაიადას წარმოადგენდა, თავს ვიქცევდი იმით, რომ თვალს ვადევნებდი წვას, თანდათან ჩემს ნაიადას ნამდვილ ზანგის ქალად რომ აქცევდა. დროდადრო ყურს ვუგდებდი ხომ არ ისმოდა კიბეზე ფეხის ხმა. მაგრამ არა.
2085 ბუხარში ცეცხლი ჯერ კიდევ ენთო. ის იყო ხელი დავავლე არა მხოლოდ ქაღალდის ფურცელს, საკნუსემის პერტამენტსაც და ვაპირებდი ყველაფრის ცეცხლში ჩაყრას, ამ საშიში საიდუმლოს მოსპობას, რომ კაბინეტის კარი გაიღო და გამოჩნდა ბიძაჩემი. მეხუთე თავი სულზე მოვასწარი უიღბლო დოკუმენტის მაგიდაზე დადება.
2086 ამ წინადადებაში კი ას ოცდათორმეტი ასო იყო და ეს ას ოცდათორმეტი ასო იძლეოდა, სულ ცოტა, ას ოცდაცამეტი ციფრისაგან შედგენილ სხვადასხვა წინადადებათა ისეთ რაოდენობას, რომლის გამოთვლა თითქმის შეუძლებელია და რომელთა წარმოდგენაც კი ჭირს. ამოცანის ასეთი გმირული გადაწყვეტისგან დაზღვეული ვიყავი.
2087 მეორე დღეს რომ გამომეღვიძა, დუღალავი მკვლევარი კლავინდებურად უჯდა თავის სამუშაოს. ჩასისხლიანებული თვალები, გაფითრებული სახე, მთრთოლვარე ხელით აწეწილი თმა, შეფაკლული ლოყები - ცხადად მოწმობდა იმას, თუ როგორ ჭიდილში, ჭკუისა და გონების როგორ დაძაბვაში გაუთევია ღამე მიუღწეველის მიღწევის ამაო ძიებაში.
2088 მაგრამ ის ვერ გავითვალისწინე, რაც რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა. როდესაც მართას ბაზარში წასასვლელად სახლიდან გასვლა დასჭირდა, კარები დაკეტილი დახვდა. კარებში დიდი გასაღები აღარ იყო. ვის შეეძლო მისი აღება? რა თქმა უნდა, ბიძაჩემს, როდესაც ქალაქიდან დაბრუნდა გუშინდელი გასეირნების შემდეგ.
2089 თვალები აენთო, მუქარის ნიშნად ხელი აღმართა. ამგვარ პირობებში ყველაზე გულგრილი მაყურებელიც დაინტერესდებოდა ამ უსიტყვო საუბრით. მე ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, ისე მეშინოდა ბიძაჩემს სიხარულისაგან არ დავეხრჩვე. იგი ისე დაჟინებით მომჩერებოდა, რომ პასუხის გაუცემლობა აღარ შეიძლებოდა.
2090 ყველაფერი გაირკვა. მართას თავისუფლება დაუბრუნდა. იგი ბაზარში გავარდა და ისე მარჯვედ მოაგვარ საქმე, რომ ერთი საათის შემდეგ შიმშილი დავიოკეთ და შექმნილ ვითარებაში გარკვევის უნარი დამიბრუნდა. სადილობის დროს ბიძაჩემი ისე გამხიარულდა, რომ მეცნიერისათვი ჩვეული უვნებელი ხუმრობაც დაიწყო.
2091 რატომ არ შეიძლება, რომ გარკვეულ სიღრმეზე იგივე ეხებოდეს დედამიწის შიგნითა სიცხეს, რატომ არ შეიძლება, რომ ადრე მიაღწიოს ზღვარს, ნაცვლად იმისა, რომ კიდევ მატულობდეს იქამდე, სადაც ყველაზე მყარი მინერალებიც კი დნებიან. რახან ბიძაჩემმა ჰიპოთეზების ნიადაგზე გადაიტანა საკითხი, ვეღარაფერი ვუპასუხე.
2092 მან ხსენებული ლითონისაგან დაამზადა დედამიწის ბურთი. როდესაც მის ზედაირს ნამს დააპკურებდა, იგი იჟანგებოდა, ამოიბურცებოდა და პატარა მთას წარმოშობდა, რომლი მწვერვალზე ჩნდებოდა კრატერი, ხდებოდა ამოფრქვევა და მთელი ბურთი იმდენად ცხელდებოდა, რომ მისი ხელში დაჭერა შეუძლებელი იყო.
2093 მეშვიდე თავი ამით დამთავრდა ეს ღირსახსოვარი საუბარი. ამ ლაპარაკისაგან სიცხემ ამიწია. ბიძაჩემის კაბინეტიდან გაბრუებული გამოვედი, სულის მოსათქმელად ჰამბურგის ქუჩების ჰერი არ მყოფნიდა, ამიტომ ელბის ნაპირებისაკენ გავემართე, და გავწიე ბორნისაკენ, რომელიც ქალაქ ჰამბურგს რკინიგზასთან აკავშირებს.
2094 სად იწყებოდა შეცდომა? ერთიმეორის გამომრიცხველ ათას ჰიპოთეზას შორის ვმერყეობდი, თუმცა არც ერთი სარწმუნოდ არ მიმაჩნდა. მაგრამ ის კი მახსოვდა, რომ ბიძაჩემმა შეძლო ჩემი დარწმუნება, თუმცა ჩემი ენთუზიაზმი უფრო ზომიერი ხდებოდა. მინდოდა მალე გავდგომოდი გზას, რომ მოფიქრების დროც არ დამრჩენოდა.
2095 ეჭვი აღარ იყო, ბიძაჩემმა მთელი ნაშუადღევი მოგზაურობისათვის საჭირო ნივთებისა და ხელსაწყოების შეძენას მოახმარა, სახლის წინ ხეივანში დახვავებული იყო ბაწრის კიბეები, ჩირაღდნები, სამგზავრო მათარები, რკინის კავები, თოხები, რკინისწვეტიანი ნიჩბები, ყოველივე ის სულ ცოტა ათი ადამიანის ტვირთი მაინც იქნებოდა.
2096 ძვირფასო აქსელ, რა დიდბულია, ასე ერთგულად ემსახურო მეცნიერებას! რა დიდება ელის ბ-ნ ლიდენბროკს და მის თანამგზავრს. დაბრუნებისას, აქსელ, შენ კაცი იქნები, მისი თანასწორი, თავისუფლად შეგეძლება ლაპარაკი, მოქმედება, და ბოლოს... ქალიშვილი გაწითლდა და სათქმელი არ დაასრულა. მისმა სიტყვებმა ხალისი შემმატეს.
2097 ახლა კი წადი, ჩემოდანი ჩაალაგე! მეტი რ გზა იყო. ისევ ავედი ჩემს ოთახში. გრაუბენი გამომყვა. ისე მშვიდად ალაგებდა პატარა ჩემოდანში მოგზაურობისათვის საჭირო ნივთებს, გეგონებოდათ ლიუბეკში ან ჰელჰოლანდში მივდიოდი გასასეირნებლად. მისი პატარა ხელები აუჩქარებლივ მოქმედებდნენ. გრაუბენი დინჯად საუბრობდა.
2098 ზოგჯერ თითქმის მოთმინებიდან გამოვყვდი ამას, მაგრამ იგი ყურადღებას არ აქცევდ და მეთოდურად განაგრძობდა თავის მშვიდ საქმეს. ბოლოს ჩემოდნის უკანასკნელი თასმაც შეიკრა. პირველ სართულში ჩავედი. მთელი დღის განმავლობაში ვაჭრებს წამდაუწუმ მოჰქონდათ ხელსაწყოები, იარაღი, და ელექტრული აპარატები.
2099 ვბოდავდი, ვგრძნობდი, როგორ მეხვეოდა პროფესორის ძლიერი მკლავი, სადღაც ვეფლობოდი! უძირო უფსკრულებსი ვეცემოდი სივრცეში ვარდნილი სხეულის მზარდი სისწრაფით. მთელი ჩემი ცხოვრება დაუსრულებელ ვარნაც იქცა. დაღლილობისა და მღელვარებისაგან ღონეგამოლეულს ხუთ საათზე გამომეღვიძა. სასადილო ოთახში ჩავედი.
2100 ბიძაჩემი მაგიდასთან იჯდა. ხარბად ჭამდა. ჟრუანტელმა დამიარა. მაგრამ გრაუბენი აქ იყო და ხმა არ ამომიღია. ლუკმა ყელში არ გადამდიოდა. ექვსის ნახევარზე ქუჩაში გაისმა ბორბლების ხმაური. ჩამოდგა ფართო ოთხთვალა, რომელსაც ალტონის რკინიგზამდე უნდა მივეყვანეთ. იგი მალე გაივსო ბიძაჩემის ბარგით.
2101 გულში ჩავიკარი გრაუბენი და ოთხთვლაში ჩავჯექი. კარის ზღურბლიდან მართა და ქალიშვილი უკანასკნელად დაგვემშვიდობნენ. შემდეგ მეეტლემ შეუტია და ცხენებმა ჭენებით გაგვაქროლეს ალტონის გზაზე. მერვე თავი ალტონიდან, ჰამბურგის ნამდვილი გარეუბნიდან, იწყება კილის რკინიგზა. ამ გზით ბელტის ნაპირამდე უნდა გვევლო.
2102 შვიდ საათზე ჩვენ პირისპირ ვისხედით კუპეში. ორთქმავალმა დაიკივლა, ლოკომოტივი ადგილიდან დაიძრა და გავემგზავრეთ. ჩემს ხვედრს თუ შევურიგდი? ჯერ არა, თუმცა დილის გრილმა ჰაერმა, სწრაფად მიმავალი მატარებლებიდან მიღებულმა ახალ-ახალმა შთაბეჭდილებებმა მთავარი საზრუნავი დამავიწყა.
2103 სხვათა შორის, ბიძაჩემს თან მოჰქონდა საგულდაგულოდ დაკეცილი ქაღალდი, დანიის საკონსულოს ღერბითა და პროფესორის მეგობრის, ჰამბურგში დანიის კონსულის, ბ-ნ კრისტიენსენის ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი, რომელსაც საგრძნობლად უნდა გაეადვილებინა კოპენჰაგენში ისლანდიის გუბერნატორთა რეკომენდაციის მიღება.
2104 ამ ერთფეროვნებამ არ დამღალა, რადგან გამგზავრებიდან სამი საათის შემდეგ მატარებელი გაჩერდა კილში, ზღვიდან ორი ნაბიჯის მანძილზე. ბარგი კოპენჰაგენამდე იყო ჩაბარებული და მისი დარდი არ გვაწუხებდა, მაგრამ პროფესორმა მაინც ეჭვიანად თვალი გააყოლა ფუთებს, სანამ ისინი გემზე გადაჰქონდათ და ტრიუმში უშვებდნენ.
2105 კაპიტანმა მკვახე უარი უთხრა. კილში, ისევე როგორც სხვაგან, დროა საჭირო იმისათვის, რომ დღე მიიწუროს. ვისეირნეთ ყურის ზურმუხტ ნაპიზე, რომლის სიღრმეში პატარა ქალაქი მოჩანდა, ვიარეთ ხშირ ტყეში, რომელიც ქალაქს გადახლართულ ტოტებში ჩამალული ბუდის იერს აძლევდა, დავტკბით ვილების ხილვით.
2106 დილის შვიდ საათზე პატარა ქალაქ კორსიორს მივადექით, ზელანდიის დასავლეთ ნაპირზე. აქ გემიდან ისევ მატარებელში გადავსხედით. გადავკვეთეთ ჰოლშტაინის მიდამებივით ბრტყელი მხარე. კიდევ სამი საათის მოგზაურობა გვიწევდა, ვიდრე დანიის დედაქალაქამდე მივაღწევდით, ბიძაჩემს მთელი ღამე თვალი არ დაუხუჭავს.
2107 ამ არაჩვეულებრივ საინტერესო დაწესებულებაში ისეთი შესანიშნავი ნივთები იყო დატეული, რომლებიც ქვეყნის ისტორიას აღადგენდნენ თქვენს თვალწინ, ძველი ქვის ხანის იარღით დაწყებული ფიალებით და სამკაულებით დამთავრებული. ამ მუზეუმის დირექტორი იყო ჰამბურგელი კონსულის მეგობარი პროფესორი ტომსონი.
2108 ჩვეულებრივ, მეცნიერები საკმაოდნ ცუდად ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ აქ საქმე სულ სხვანაირად წარიმართა. ბ-ი ტომსონი თავაზიანი ადამიანი აღმოჩნდა, იგი გულითადად შეხვდა პროფესორ ლიდენბროკს და მის ძმისწულსაც. ზედმეტიცაა იმის თქმა, რომ მუზეუმის დირექტორის წინაშე პროფესორ ლიდენბროკის საიდუმლო დაცული იქნა.
2109 კაპიტანი, ბ-ნი ბიარნე, გემბანზე დაგხვდა. მომავალმა მგზავრმა ხელი ისე მოუჭირა, კინაღამ აღრძო. ამ პატიოსან ადამიანს ცოტა არ იყოს გაუკვირდა ასეთი მხურვალე მისალმება. მისთვის ისლანდიაში წასვლა სულ უბრალო ამბავი იყო, და, თანაც, მის ხელობას შეადგენდა. ბიძაჩემს კი ეს მოგზაურობა სიცოცხლის ფასად უღირდა.
2110 გავედით კონგენს-ნიე-ტორვეს უსწორო ფორმის მოედანზე, სადაც სამხედრო საგუშაგოა, რომლის უქმად მდგარი ორი ზარბაზანი, აღარავის აღარ აშინებს. სულ ახლოს, ხუთ ნომერ სახლში, ფრანგული რესტორანი იყო, რომლის მზარეულმა ვენსანმა კარგად დაგვანაყრა და საუზმეში ზომიერი ფასი ოთს-ოთხი მარგა გამოგვართვა.
2111 უნდა ისწავლო უფსკრულში ცქერა. თვალი გავახილე. კვამლიდან ბურუსში გაბრტყელებული, თითქოს რიღაცით გაჭეჭყილი სახლები შევნიშნე. ჩემ ზემოთ აქოჩრილი ღრუბლები დაცურავდნენ, მაგრამ ოპტიკური შეცდომის გამო, ისინი უძრავი მეჩვენებოდა, ხოლო სამრეკლო, გუმბათი, მე თვითონ ფანტასტიკური სისწრაფით მივქროდით.
2112 შორს, ერთის მხრივ, მოჩანდა ზურმუხტი ველები, მეორე მხრივ კი მზის სხივებით გაბრწყინებული ზღვა ელვარებდა. ელსინორის კონცხის გასწვრივ ზუნდი იშლებოდა. რამდენიმე თეთრი აფრა თოლიას ფრთასავით ზღვის ზედაპირზე ფარფატებდა. აღმოსავლეთით კი, ბურუსში შვეციის ოდნავ წაშლილი ნაპირები ისახებოდა.
2113 მთელი ეს სივრცე თვალწინ მიტრიალებდა. მიუხედავად ამისა, უნდა ფეხზე ავმდგარიყავი, წელში გავმართულიყავი და მეცქირა. თავბრუსტრიალის პირველი გაკვეთილი მთელი საათის გაგრძელდა. როდესაც, დასასრულ, ნება მომეცა დაბლა ჩავსულიყავი და ქუჩის მყარ ფილაქანზე ფეხი დამედგა, მთელს სხეულში მტეხდა.
2114 მეცხრე თავი გამგზავრების დღე დადგა. წინა დღით თავაზინმა ბ-ნმა ტომსონმა საგანგებო სარეკომენდაციო წერილები გადმოგვცა ისლანდიის გუბერნატორ გრაფ ტრამპისადმი, ეპისკოპოსის თანაშემწის ბ-ნ პიკტურსონისადმი და რეიკიავიკის მერის ბ-ნ ფინსენისადმი. ბიძაჩემმა მხურვალე ხელის ჩამორთმევით მადლობა გადაუხადა.
2115 აქედან, გემი კიდევ უფრო დაშორდა ნაპირს, რათა საკმაოდ შორი მანძილიდან მოევლო რეიკიანესის კონცხისთვის, ისლანდიის დასავლეთ კუთხეს რომ წარმოადგენს. ზღვა ისე ღელავდა, რომ ბიძაჩემი გემბანზე ვერ ავიდა, რათა დამტკბარიყო ამ გაპარტახებული და სამხრეთ-დასავლეთის ქარებისაგან დალეწილი ნაპირის ცქერით.
2116 ბიძაჩემს, მისთვის მცურავ საპყრობილედ თუ საავადმყოფოდ ქცეულ კაიუტიდან თავის დაღწევა ეჩქარებოდა. მაგრამ ვიდრე გემბანს დასტოვებდა, მან გემის წინა ნაწილში მიმიყვანა და აქედან თითით მანახა ყურის ჩრდილოეთ ნაწილში აღმართული მაღალი მთის მარადიული თოვლით დაფარული ორად გახლეჩილი კონუსი.
2117 ნავიდან გადმოსვლისთანავე დავინახეთ გენერლის ტანსაცმელში გამოწყობილი, წარმოსადეგი ადამიანი. ის უბრალო მოხელე როდი იყო, კუნძულის გუბერნატორი გახლდათ, თვითონ ბ-ნი ბარონი ტრამპი. პროფესორმა იცნო და გუბერნტორისათვის კოპენჰაგენიდან წამოღებული წერილები გადასცა. მათ დანიურად გააბეს საუბარი.
2118 ამ პირველივე საუბრიდან უკვე გამოირკვა, რომ ბარონი ტრამპი პროფესორ ლიდენბროკს მონა-მორჩილად ეგულებოდა. ბიძაჩემი ძალიან თავაზინად მიიღო მერმა, ბ-ნმა ფინსენმა, რომელსაც გუბერნატორის მაგივრად სამხედრო ტანსაცმელი ამშვენებდა და გუბერნატორივით წყნარი და ასეთივე მშვიდობისმოყვარე ჩანდა.
2119 ისლანდიის მიწის ზედაპირი კი არ მაინტერესებს, არამედ მისი წიაღი. სახლიდან გავედი და ალალბედზე გავემართე. რეიკიავიკის ორად-ორ ქუჩაში დაკარგავა ადვილი როდია. გზის კითხვაც არ მომიხდა, თორემ ხელებით ლაპარაკით აბა რას გავხდებოდი. ქალაქი მდებარეობს ორ ბორცვს შორის, საკმაოდ დაბალ და ჭაობიან ხევში.
2120 ამ პატარა კოლეჯის ორმოც მოსწავლეში უკანასკნელი ვიქნებოდი და ღირსი არ ვიყავი მათთან ერთად დამეძინა იმ ორგანყოფილებიან კარადებივით სენაკებში, სადაც უფრო ნაზი არსებები ალბათ პირველსავე ღამეს გაიგუდებოდნენ. სამ საათში მხოლოდ ქალაქი კი არა, მთელი მისი გარეუბნებიც მოვიარე, საერთო უსიცოცხლო იერი ჰქონდა.
2121 სეირნობის დროს ძალიან ცოტა ხალხი შემხვდა, როდესაც სავაჭრო ქუჩას დავუბრუნდი ვნახე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვირთევზას ახმობდა, ამარილებდა და ტვირთავდა, ეს თევზი აქაურების მთავარი საექსპორტო საქონელია. მამაკაცები ღონივრები, მაგრამ ტლანქები არიან, სევდიანი თვალები აქვთ.
2122 როცა გამომეღვიძა, მეზობელი ოთახიდან ბიძაჩემის ცოცხალი ლაპარაკი შემომესმა. ამშინვე ავდექი და მასთან გავედი. იგი დანიურად ესაუბრებოდა მკვირივი აღნაგობის მაღალ კაცს. ეს ადამიანი იშვიათი ღონის პატრონი უნდა ყოფილიყო. უხეშ და საკმაოდ გულუბრყვილო სახეზე მეოცნების თვალებში ჭკუა გამოსჭვიოდა.
2123 მის ათლეტურ მხრებს გრძელი თმა ეცემოდა, ინგლისშიც რომ წითურად გასაღდებოდა. ამ ადგილობრივ მაცხოვრებელს მოქმნილი მოძრაობა ჰქონდა, ოღონდ ხელები კი მეტწილად უძრავად ეჭირა, თითქოს ჟესტების ენა ეზიზღებაო. მასში ყოველივე ამჟღავნებდა სრულიად მშვიდ, არა სუსტს, არამედ დინჯ ტემპერამენტს.
2124 იგრძნობოდა, რომ არავის არაფერსა სთხოვდა და რომ, ამქვეყნად ვერაფერი გააკვირვებდა და არც რაიმე შეაშფოთებდა ამ ქვეყნისადმი მის ფილოსოფიურ დამოკიდებულებას. ამ ხასიათის თავისურებურება ჩემთვის გასაგები შეიქმნა იმის მიხედვით, თუ როგორ უსენდა ისლანდიელი მისი თანამოსაუბრის აღტაცებულ ქაქანს.
2125 იგი იმ ფერმერს მოგაგონებთ, რომელსაც არც თესვა სჭირდება, არც მოსავლის მკა, მხოლოდ მის აღებაზე ზრუნავს. ამ დინჯ, ფლეგმატუ და უტყვ ადამიანს, ჰანს ბიელკე ერქვ სახელად, იგი ჩვენი მომავალი გამყოლი გახლდათ, ბ-ნ ფრიდრიკსონის რეკომენდაციით მოსულიყო. მისი ქცევა მკვეთრად განირჩეოდა ბიძაჩემის მანერებისაგან.
2126 ას ორმოცდაათ გრადუსად დაყოფილი ეიგელის თერმომეტრი რაც, ჩემი აზრით, ან ზედმეტი ან არა საკმარისი იყო. ზედმეტი იმ შემთხვევაში - თუკი გზადაგზა სიცხე ისე მოიმატებდა, რომ მაინც მოვიხარშებოდით. არასკმარისი - თუ წყაროების ან რომელიმე გამლღვარი მასალის ტემპერატურის გაზომვა დაგვჭირდებოდა.
2127 იმედი მქონდა, რომ არც ველურებს და არც გარეულ მხეცებს არ შევხვდებოდით, მაგრამ ბიძაჩემი, როგორც ჩანს, იარაღსაც და ინსტრუმენტებს ძალიან უფრთხილდებოდა, განსაკუთრებით კი პიროქსილინის საკმაო მარაგს. სინოტივისა რომ არ ეშინოდა და რომლის აფეთქების ძალა გაცილებით აღემატებოდა ჩვეულებრივი დენთის ძალას.
2128 დილის ხუთ საათზე ჩემს ფანჯრებთან ოთხი ცხენის თქარათქური და ჭიხვინი გაისმა. გამომეღვიძა, სწრაფად ჩავიცვი და ქუჩაში გავედი. მდუმარე ჰანსი აუჩქარებლად, მაგრამ იშვიათი სიმარჯვით ტვირთავდა ცხენებს. ბიძაჩემი მეტს ხმაურობდ, ვიდრე საქმეს აკეთებდა და გამყოლი ნაკლებად აქცევდა ყურადღებას მის რჩევა-დარიგებას.
2129 ახლა ისღა დამრჩენია, ექსპედიციის დადებითი მხარეებით ვისიამოვნო. ამ ფიქრებში რეიკიავიკს გავცილდით კიდეც. წინ, სწრაფი, თანაბარი, გამოზომილი ნაბიჯით ჰანსი მიგვიძღოდა. მას ბარგით დატვირთული ორი ცხენი მიყვებოდა, ისე რომ მათ არც გეზის მიცემა და არც შოლტის შემოკვრა სჭირდებოდათ.
2130 ბიძაჩემს იმის საშუალებაც კი არ მიეცა, რომ ცხენი წაექეზებინა, შეეძახნა მისთვის, ან მათრახი ეხმარა და ამით მოუთმენლობა გამოემჟღავნებინა. ღიმილს ვერ ვიკავებდი, როდესაც ვხედავდი პატარა ცხენზე ამხედრებულ ახმახ ბიძაჩემს, გრძელ ფეხებს რომ თითქოს მიწაზე მიათრევდა. იგი ექვსფეხა კენტავრსა ჰგავდა.
2131 იგი მხნეა, დინჯი, საიმედო, ფეხი არასოდეს დაუსხლტება ზედმეტ ნაბიჯსაც კი არ გადადგამს. მდინარე ან ფიორდი თუ დაგვხვდა, ნახავ როგორ თამამად, უყოყმანოდ, ამფიბიასავით გადაეშვება წყალში და გაღმა ნაპირზე ამოვა! ოღონდ ნუ ააჩქარებ, თავის ნებაზე იაროს და ამრიგად გვატარებს დღეში ათ ლიეს.
2132 აქაური ადამიანები ისე არხეინად დადიან, რომ ვერც კი ამჩნევენ. ეს კაცი ისე გამოზომილად აბიჯებს, რომ არც უნდა იღლებოდეს, თანაც თუ საჭირო გახდა. ცხენს დავუთმობ. თუ ცოტა არ ვიმოძრავე, მალე სახსერები გამიშეშდება. ხელებს კი არ უშავთ რა, მაგრამ ფეხებზეც უნდა ვიზრუნოთ. ამასობაში სწრაფად მივიწევდით წინ.
2133 იდგა რამდენიმე სახლი, ასეთ სურათს გერმანიის პატარა სოფელში თუ შეხვდები. ჰანსმა იქ ნახევარ საათს შეგვაჩერა და ჩვენთან ერთად უბრალო საუზმეს შეექცა. ბიძაჩემის შეკითხვაზე, გზის ხასიათს რომ ეხებოდა, ჰოსა ან არას პასუხობდა. როდესაც ბიძაჩემმა ჰკითხა, ღამეს სად გავათევთო, გარდარშიო, უპაუხა.
2134 ეს ხომ მხოლოდ გასეირნებაა! ბიძაჩემმა რაღაც უთხრა გამყოლს, მაგრამ მან არაფერი უპასუხა, ცხენებს წინ გაუძღვ და გზას გაუდგა. სამი საათის შემდეგ, როდესაც გადავიარეთ ფერდაკარგული საძოვრები, იძულებული გავხდით შემოგვევლო კოლაფიორდისთვის, რადგან ეს გზა უფრო იოლი და უფორ მოკლე იყო, ვიდრე ამ ყურის გადალახვა.
2135 ასეთ კომფორტს არ მოველოდი, ოღონდ ამ სახლში გაბატონებული ხმელი თევზის, დამარილებული ხორცისა და მაწვნის მძიმე სუნი დიდი არაფერი სასიამოვნო იყო. ის იყო სამგზავრო საჭურველი შევიხსენი, რომ მასპინძელმა მიგვიწვია სამზარეულოში. ყველაზე დიდ ყინვაშიც კი მარტო ამ ოთახში ინთებოდა ცეცხლი.
2136 აქვე მინდა დავურთო, რომ ეს ისლანდიელი ქალი ცხრამეტი ბავშვის დედა იყო. მთელი ეს ჯარი დიდიან-პატარიანად ტრიალებდა და ირეოდა კვამლისა და ბუღისაგან ჩამობნელებულ ოთახში და ხან ერთის, ხან მეორის პატარა ქერა მეოცნებე სახე გამოჩნდებოდა ხოლმე სიბნელეში. გეგონებოდა, პირდაუბანელ ანგელოზთა გუნდიაო.
2137 ეს კონცერტი შეწყვიტა ვახშამზე მიწვევამ. ამ დროს ჩვენი გამყოლი შემოვიდა. ცხენების კვებაზე მას უკვე ეზრუნა, მოსართავები შეეხსნა და საძოვრად გაეშვა. საცოდავი ცხოველები კლდეებზე გაზრდილი იშვიათი ხავსითა და ნაკლებად ნოყიერი ფუკუსით უნდა დაკმაყოფილიყვნენ, დილით კი მორჩილად შებმულიყვნენ უღელში.
2138 შემდეგ მშვიდად, თანაბრად და აუჩქარებლად დაკოცნა ჯერ სახლის პატრონი, მერე დიასახლისი და ცხრამეტივე ბავშვი. ეს ცერემონიალი რომ დასრულდა, მაგიდას მივუსხედით, სულ ოცდაოთხნი ვიყავით და ნამდვილად ერთიმეორეს ვასხედით. ყველაზე დიდ განცხრომაში ის იყო, ვისაც მხოლოდ ორი ბალღი ეჯდა მუხლებზე.
2139 ბიძაჩემმა გაუსწორა ანგარიში. აქ მასპინძლობ თვით ჰანსის ოჯახმა შემოგვთავაზა - მისმა ბიძებმა და ბიძაშვილებმა გულღიად მიგვიღეს და სიამოვნებით ვისარგებლებდი ღირსეული ადამიანების სიკეთით, სულს მოვითქვამდი მათთან, მაგრამ, ბიძაჩემს დასვენებას სულაც არ სჭირდებოდა და საპირისპირო განზრახვა ჰქონდა.
2140 მეთოთხმეტე თავი დაბა სტაპიში ლავური ველის შუაგულში ოცდაათიოდე ქოხი იდგა. ქოხებს ვულკანისაგან არეკლილი მზის სხივები ანათებდა. დაბა პატარა ფიორდის სიღრმეში იშლებოდა, რომელიც ძალზე უცნაური იერის ბაზალტურ კედლებს შუა მოქცეულიყო. ცნობილია, რომ ბაზალტი ვულკანური წარმოშობის მძიმე ქანია.
2141 პასტორის სახლის სასტუმრო ოთახი ყველაზე ცუდ, ვიწრო, ჭუჭყიან და აყროლებულ ოთახად მომეჩვენა. ამით უნდა დავკმაყოფილებულიყავით. პასტორს, როგორც ჩანს, ძველებური სტუმართმოყვარეობისა აღარაფერი ეცხო. დღის ბოლომდე დავრწმუნდი, რომ ის გახლდათ მჭედელი, მებადური, მონადირე, ხურო და არა ღვთის მსახური.
2142 ამის გამო ბიძაჩემი იძულებული შეიქნა, მონადირისათვის ეთქვა, რომ განზრახული აქვს ვულკანი შეისწავლოს უკანასკნელ მიჯნამდე. ჰანსმა საპასუხოდ მხოლოდ თავი დახარა. აქეთ თუ იქით წასვლა, კუნძულის შიგნით ჩაღწევა თუ მის ზედაპირზე სიარული, მისთვის სულერთი იყო, არავითარ განსხვავებას არა ხედავდა.
2143 ვიძინებდი თუ არა, ამოფრქვევა მესიზმრებოდა. ამოფრქვევაში მოვყევი და სულაც არ მსურდა წინდასავით დავეფერფლე გავარვარებულ ლავას. ბოლოს ვეღარ გავუძელი, გადავწყვიტე, რაც შეიძლება უფრო მოხერხებულად გამეზიარებინა ჩემი მოსაზრებანი ბიძაჩემისათვის და ეს მოგზაურობა მიუღწეველ განზრახვად დაემსახა.
2144 ორი რკინისწვეტიანი ჯოხი, ორი თოფი, ორი წამლის ჩასაყრელი ბიძაჩემისა და ჩემთვის იყო განკუთვნილი, წინდახედულ ჰანსს ჩვენი წყლით სავსე ტიკიც მოემარაგებინა, რაც ჩვენს მათარებთან ერტად, რვა დღის განმავლობაში გვეყოფოდა. დილის ცხრა საათი იყო. პასტორი და მისი ტანწერწეტა მეგერა კარის წინ გველოდებოდნენ.
2145 ბიძაჩემს ვაჭრობა არ დაუწყია, ისე გადაუხადა მოთხოვნილი საფასური. ადამიანი, რომელიც დედამიწის ცენტრისაკენ მიემგზავრება, რამდენიმე რიქსდალზე არ დავობს. როდესაც ანგარიში გავუსწორდით, ჰანსმა გამგზავრების ნიშანი მოგვცა და რამდენიმე წუთში სტაპი დავტოვეთ. მეთხუთმეტე თავი სნეფელსის სიმაღლე ხუთი ათასი ფუტია.
2146 მისი ორთავე მწვერვალი ტრაქიტის მწვერვალების წყების ბოლოშია აღმართული. ეს ტრაქიტული ზოლი განცალკევებულია კუნძულის ოროგრაფიული სისტემიდან. იმ ადგილიდან, საიდანაც დავიწყეთ მოგზაურობა, ცის ფონზე არ ჩანდა სნეფელსის ორი პიკის მოყვანილობა. მხოლოდ გოლიათის შუბლზე ჩამოფხატული თოვლის უშველებელ ქუდსა ვხედავდი.
2147 ისლანდია სავსებით მოკლებულია დანალექ ქანებს და მხოლოდ ვულკანური ტუფისაგან შედგება. ვულკანების გაჩენამდე, კუნძული ერთიანი ტრაქიტური მასივისაგან შედგებოდა, რომელიც დედამიწის შუაგულში მოქმედმა ძალებმა ნელ-ნელა ამოაზევეს ოკეანის ზედაპირზე. ვულკანები ჯერ არ აფრქვევდნენ გავარვარებულ ლავას.
2148 შორს მოჩანდა მრავალი წაკვეთილი კონუსი, რომლებიც წინათ ცეცხლს აფრქვევდა. შემდეგ, როდესაც ბაზალტური ამონთხევა დასრულდა, ვულკანმა, რომლის ძალას ჩამქრალი კრატერების ძალა მიემატა, ამოაფრქვია ლავის ფერფლი და წადის ნაკადი, რომელიც გაჩეჩილი თმებივით გაშლილიყო ფერდობების კალთებზე.
2149 ზოგჯერ დიდი კლდეები ფარავდნენ მას ჩვენგან და მხოლოდ სტვენით გვანიშნებდა, რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. იგი ხშირად ჩერდებოდა, ხელში აიღებდა ხოლმე კლდის ნამსხვრევს და ისე დასდებდა, რომ გზა სწორედ გაგვეკვლია. ამდაგვარად ქმნიდა ორიენტირებას უკან დასაბრუნებელი გზისათვის.
2150 აქ ჰანსმა გვანიშნა გავჩერებულიყავით და ყველამ ხელდახელ ვისაუზმეთ. ბიძაჩემი ორმაგ ლუკმებს ყლაპავდა, დრო რომ არ დაეკარგა. მაგრამ, ვინაიდან ეს შეჩერება დასანაყრებლად და შესასვენებლად იყო განკუთვნილი, იგი იძულებული იყო მოეცადა, სანამ გამყოლი ერთი საათის შემდეგ გასვლის ნიშნის მიცემას მოისურვებდა.
2151 სნეფელსის მწვერვალის შემყურეს შეუძლებლად მეჩვენებოდა ამ მხრიდან მასზე ასვლა, თუკი ფერდობის ზემოთკენ არ გაივაკებდა და ნაკლებად დაქანებული არ გახდებოდა. საბედნიეროდ, ერთი საათის დამქანცავი ასვლის შემდეგ თოვლით დაფარული ფერდობის შუაგულში კიბის მსგავსად დაწყობილ ქვებს წავაწყდით.
2152 ფერდობი სულ უფრო ციცაბო ხდებოდა, მაგრამ ქვის საფეხურები გვიადვილედა სიარულს ძალიან სწრაფად მივდიოდით, ერთი წუთით სულის მოსათქმელად დავყოვნდი და თანამგზავრებმა იმდენად გამისწრეს, თვალი ძლივს მივაწვდინე საღამოს შვიდ საათზე უკვე გავიარეთ კიბის ორი ათასი საფეხური და ქარაფზე შევდექით.
2153 მეთექვსმეტე თავი სწრაფად ვივახშმეთ და ჩვენი პატარა რაზმი ვაი-ვაგლახით ღამის სათევად მოეწყო. ხმელზე ვიწექით, თავშესაფარი ნაკლებად გამძლე, მდგომარეობა ძალზე სავალალო იყო. ზღვის დონიდან ხუთი ათასი ფუტის სიმაღლეზე ვიყავით, მიუხედავად ყოველივე ამისა, ამ ღამეს განსაკუთრებით მშვიდად მეძინა.
2154 დიდი ხანია, ასე კარგად არ მძინებია, სიზმარიც კი არ მინახავს. მეორე დილას, გთოშილებმა გავიღვიძეთ, მზე კაშკაშებდა, მაგრამ კარგა მაგრა ყინავდა. ქვის საწოლიდან წამოვდექი და გარეთ გავედი, რათა დავმტკბარიყავი ჩემ თვალწინ გადაშლილი მშვენიერი სანახაობით. სნეფელსის ორთავა მწვერვალის სამხრეთის პიკზე ვიყავი.
2155 აქედან კუნძულის დიდი ნაწილი მოჩანდა. ოპტიკური შეცდომის გამო, რომელიც დამახასიათებელია ყველა მაღალი ადგილისათვის, მე მეჩვენებოდა, თითქოს კუნძულის ნაპირი უფრო ამაღლებულია, ხოლო მისი ცენტრალური ნაწილი ჩაღრმავებული. გეგონებოდა, ჩემ ფეხთით ჰელბესმერის ერთ- ერთ ტოპოგრაფიული რუკაა გადაშლილიო.
2156 დავივიწყე, ვინ ვიყავი, სად ვიყავი და ახლა სკანდინავური მითოლოგიის მკვიდრთა ელფებისა და სილფების სამყაროში გადავიხიზნე. სიმაღლის მშვენიერებით დამთვრალი, უფსკრულებზე აღარ ვფიქრობდი, სადაც მალე ბედს უნდა წავეყვანე. ამ დროს პროფესორი და ჰანსი მწვერვალზე ამოვიდნენ. სინამდვილეს დავუბრუნდი.
2157 მე უსიტყვოდ მივყევი. ჩასვლის გასაადვილებლად ჰანსი კრატერის შიგა ზედაპირზს მიჰყვებოდა, თითქოს წაგრძელებული ელიფსების გაყოლებით მიდიოდა. გზას ვიკვლევდით მერყევ ლოდებს შორის. სულ მცირე შეხებისად ეს ლოდები ხრიალით მიგორავდნენ უფსკრულის ძირამდე, მათი დაცემის შემდეგ საოცრად ჟღერადი ექოს გუგუნი გაისმოდა.
2158 კრატერის შიგნით ზოგან მყინვარები გვხვდებოდა და მაშინ ჰანსი ძალზე ფრთხილად მიიწევდა წინ, რკინისწვეტიანი ჯოხით ფრთხილად მოსინჯავდა ხოლმე გზას, ნაპრალი ხომ არ არისო. სახიფათო ადგილას საჭირო გახდა თოკით გადავბმულიყავით. ერთ-ერთს უეცრად ფეხი რომ დასხლტომოდა, თანამგზავრი დახმარებას აღმოუჩენდა.
2159 ასეთი წინდახედულება საჭირო იყო, მაგრამ ხიფათს არ გამორიცხავდა. მიუხედავად გამყოლისათვის დაღმართზე ჩასვლასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი სიძნელეებისა, გზა უხიფათოდ გავიარეთ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თოკების შეკვრა ერთ ისლანდიელს ხელიდან გაუვარდა და უმოკლესი გზით უფსკრულის ძირისაკენ დაეშვა.
2160 შუადღისას დათქმულ ადგილას მივაღწიეთ. თავი ავწიე და დავინახე კონუსის ზედა ყელი, რომელშიც, როგორც ჩარჩოში, ჩასმული იყო საოცრად მცირე, მაგრამ თითქმის სრულყოფილი ცის უსასრულო სივრცეში ჩაკარგული წრის მოყვანილობის ცა. წერტილად ჩანდა სკარტარისის პიკი. კრატერის სიღრმეში სამი ღია ხორხი მოჩანდა.
2161 უცებ ბიძაჩემმ წამოიყვირა. ვიფიქრე, ფეხი დაუსხლტა და უფსკრულში გადაიჩეხა- მეთქი, მაგრამ დავინახე კრატერის ცენტრში აღმართული პლუტონის ქანდაკების კვარცხლბეკად განკუთვნილი გრანიტის კლდის წინ იდგა ფეხებგაჩაჩხული და ხელებგაშლილი გაოცებული ადამიანის პოზაში, მაგრამ გაოცება მალე გიჟურმა სიხარულმა შესცვალა.
2162 არაფერი ვუპასუხე და მდუმარედ მივუბრუნდი ლავის მერხს, რომელზეც მანამდე ვიჯექი. ეს სიცხადე ლოდად დამაწვა. ყველაფერი ცხადი შეიქმნა, მაგრამ სწორედ არ ვიცი, რამდენხანს ვიყავი ასე ფიქრებში წასული, მხოლოს ის ვიცი, თავი რომ ავწიე, კრატერის სიღრმეში მხოლოდ ბიძაჩემი და ჰანსი დავინახე.
2163 ასე გავატარე პირველი ღამე კრატერის ფსკერზე. მეორე დღეს მოღრუბლული, მრუმე, მძიმე ცა დააწვა კონუსის მწვერვალს. ეს შევნიშნე არა იმიტომ, რომ უფსკრულში სიბნელე ჩამოწვა, არამედ იმ სიბრაზის გამო, ბიძაჩემს რომ მოერია. სიბრაზის მიზეზს მივხვდი და გულში ისევ ჩამესახა იმედის ნატამალი და აი, რატომ.
2164 მთელი დღე თოვლჭყაპი მოდიოდა. ჰანსმა ლავის ნატეხებისაგან ქოხი ააგო. კონსუსი ფერდობზე მჩქეფარე ქვებზე ათას ნაკადებად დაშლილი ჩანჩქერის ყურებით ვერთობოდი. ამ ჩანჩქერების გადაყრუებული შხუილი მართობდა. ბიძაჩემი თავს ვეღარ ერეოდა. ასეთ გარემოებაში მეტი მოთმინების მქონე გაღიზიანდებოდა.
2165 მზის სხივებმა უხვად შემოანათეს კრატერში. თითოეულ ბორცვს, კლდეს, ქვას, შვერილს შუქის თავისი წილი ხვდა და ყოველ ამ საგანს საკუთარი ჩრდილი მოჰფინა. სკარტარისის ჩრდილიც მკაფიოდ აისახა კრატერის ფერდობზე და შეუმჩნევლად იძვროდა ბრწყინვალე მნათობის მოძრაობას აყოლილი. ბიძაჩემიც ამ ჩრდილს მიჰყვებოდა.
2166 ჯერ კიდევ შემეძლო ან მონაწილეობა მიმეღო ან მოგზაურობაში, ან უარი მეთქვა ბედის ცდაზე. მაგრამ მონადირის წინაშე შემრცხვა და უკან აღარ დავიხიე. ჰანსი ისე მშვიდად, გულგრილად და უდრტვინველად ხვდებოდა მოსალოდნელ ხიფათს, რომ შემრცხვა და გავწითლდი იმის გაფიქრებაზე, მასზე მხდალი არ აღმოვჩნდე-მეთქი.
2167 უკვე ვთქვი, რომ მისი დიამეტრი ას ფუტს შეადგენდა, ხოლო წრეხაზი - სამას ფუტს. დავიხარე ხორხის პირთან აღმართულ ლოდზე და ჩავიხედე. თმა ყალყზე დამიდგა. ჩემს წინ სიცარიელე ჩანდა და ამ სიცარიელის შიშმა ერთიანად შემიპყრო. ვიგრძენი, თუ როგორ გადაინაცვლა ჩემში სიმძიმის ცენტრმა და მთვრალივით თავბრუ დამესხა.
2168 ჰანსს მაგრად შეაკვრევინა არამტვრევადი ნივთები და პირდაპირ უფსკრულში გადააგდებინა. გავიგონე, როგორი შხუილით მიაპობდ ჰაერს ჩვენი ბარგიბარხანა. უფსკრულის პირზე დახრილი ბიძაჩემი კმაყოფილებით თვალს ადევნებდა ამ ბარგის ფრენას და მხოლოდ მასინ გასწორდა წელში, როდესაც ფუთა მხედველობიდან დაეკარგა.
2169 ამ ვულკანური ქანების განლაგება სავსებით ადასტურებს დევის თეორიას. ჩვენ პირველად ქანების შუაგულში ვართ, ქანებისა, რომლებშიც ჰაერისა და წყლის გავარვარებულ ლითონებზე ქიმიურ ზემოქმედების შედეგად ლითონები დაიშალნენ და აალდნენ. მე სავსებით უკუვაგდებ ცენტრალური სიცხის თეორიას.
2170 თუმცა, ყოველივე ამაში ჩვენ კიდევ დავრწმუნდებით. ისევ იგივე დასკვნა! ალბათ გამიგებთ. მე არ მეხალისებოდა დისკუსის დაწყება. ჩემი დუმილი დასტურად ჩათვალა და განვაგრძეთ ჩასვლა. სამი საათის შემდეგაც არ გამოჩენილა უფსკრულის ფსკერი. როდესაც თავი ავწიე, დავინხე დავიწროებული ყელი.
2171 ჯერ ვივახშმოთ, შემდეგ დავიძინოთ. ჯერ სავსებით არ ბნელოდა. გავხსენით სანოვაგის ჩანთა, დავნაყრდით და თითოეული ჩვენთაგანი შეძლებისდაგვარად უკეთ მოეწყო ქვის და ლავის ნამსხვრევების საწოლზე. პირაღმა ვიწექი, ავიხედე და თვალი ბრჭყვიალა წერტილს მივაპყარი, სამი ათასი ფუტის სიმაღლიდან ბუმბერაზ ჭოგრსა ჰგავდა.
2172 ჩვენი ადგილმდებარეობის ზუსტი სიღრმის გაგება ადვილი იყო. პროფესორი ზუსტად ანგარიშობდა გზის გადახრისა და დაქანების კუთხეებს, მაგრამ თავისთვის ინახავდა ამ დაკვირვებების შედეგს. საღამოს, საათის რვაზე, ბიძაჩემმა გაჩერება გვანიშნა. ჰანსი მაშინვე დაჯდა. ნათურები ლავის შვერილზე ჩამოვკიდეთ.
2173 გამოქვაბულში ჰაერი საკმაო რაოდენობით იყო. უფრო მეტიც, ჩვენამდე ნიავიც კი აღწევდა. რომელ ატმოსფერულ მოძრაობას უნდა მივაწეროთ ეს? ამ კითხვაზე პასუხი არ მიძებნია, შიმშილისა და დაღლილობისაგან ვეღარ ვაზროვნებდი. შვიდი საათი სულმოუთქმელად ვეშვებოდით დაბლა, შეუძლებელი იყო არ დაქანცულიყავი.
2174 ყველაზე ზუსტი დაკვირვებების მიხედვით, ტემპერატურის ზრდა დედამიწის წიაღში ყოველ ას ფუტზე ჩასვლისას ერთ გრადუსს უდრის. მაგრამ ზოგიერთ ადგილობრივ პირობას შეუძლია შეცვალოს ეს ციფრი. ასე, მაგალითად, ციმბირში, იაკუტსკში შენიშნეს, რომ ერთი გრადუსით ტემპერატურის აწევა ხდება ყოველ ოცდამეთექვსმეტე ფუტზე.
2175 პროფესრორის გამოანგარიშება ზუსტი იყო. ჩვენ უკვე ექვსი ათასი ფუტით გავცდით ყველაზე დიდ სიღრმეებს, რომელშიც ადამიანი როდესმე ჩასულა, ასეთებია კიც-ბალის მაღაროები ტიროლში და ვიურტემბერგისა ბოჰემიაში. ტემპერატურა კი, რომელიც ამ ადგილას ოთხმოცდაერთი გრადუსი უნდა ყოფილიყო, ძლივს აღწევდა თხუთმეტ გრადუსს.
2176 ირგვლივ მივიხედ-მოვიხედე. გზაჯვარედინთან ვიდექით. აქედან გზა ორად იყოფოდა, ორივე ბნელი და ვიწრო იყო. რომელს გავყოლოდით? ძნელი გადასაწყვეტი იყო. ბიძაჩემი ეჭვობდა, მაგრამ ამ ეჭვის გამჟღავნება არც ჩემთან და არც გამყოლთან არ უნდოდ. მან აღმოსავლეთის გვირაბი გვიჩვენა და სამივენი მაშინვე შიგ შევედით.
2177 ეს ახლი გვირაბი ოდნავ იყო დაქანებული და ხან ვიწროვდებოდა, ხან ფართოვდებოდა. ასე რომ, ჩვენს წინაშე იშლებოდ გოთური ტაძრის ისრული თაღებით დამშვენებული მცირე თაღები. შუა საუკუნეების ოსტატებს შეეძლოთ აქ რელიგიური არქიტექტურის ყველა ფორმების შესწავლ, რომლებსაც ისრული თაღი უდევს საფუძვლად.
2178 კიდევ ერთი მილი რომ გავიარეთ, ახლა მასივში შეჭრილ მსხვილ სვეტებზე დაყრდნობილ რომანული სტილის დაბალ თაღებქვეშ მოგვიხდა თავის დახრა. ალაგ-ალაგ სვეტებს თახვების ნაგებობის მსგავსი დაბალი დერეფანი ცვლიდა. და ამ ვიწრო დერეფნებში ხოხვით გვიხდებოდა გაძრომა. სითბო არ მატულობდა და გასაძლისი იყო.
2179 ძალაუნებურად ვფიქრობდი, როგორი მაღალი ტემპერატურა იქნებოდა მაშინ, როდესაც სნეფლსის მიერ ამონთხეული ლავები ამ გზით მიისწრაფოდა. წარმოვიდგინე ცეცხლოვანი ნიაღვარი, ამ ახალ მშვიდ გვირაბში რომ თარეშობდა, იმსხვრევოდა და ამ სვეტებისაგან დავიწროებულ ადგილებში გახურებული ორთქლი გუბდებოდა.
2180 იგი მიისწრაფოდა, სიარულისას ფეხი უცდებოდა, ბორძიკობდა, მაგრამ ისეთი დაჯერებული იყო, ისეთი შთაგონება ჰქონდა, რომ შეგშურდებოდა მისი რწმენისა. საღამოს ექვსი საათისათვის ცოტა დავიღალეთ და ორი ლიეთი წავიწიეთ სამხრეთით, მაგრამ მხოლოდ მეოთხედი მილით ჩავედით სიღრმეში. ბიძაჩემმა დასვენების ნიშანი მოგვცა.
2181 ისევ გზას გავუდექით. დღესაც გუშინდელივით. ლავის ნაკადში გაკაფულ გზას მივყვებოდით. შეუძლებელი იყო ჩვენ ქვეშ მდებარე ქანების ბუნების დადგენა, რადგან ერთსა და იმავე ფენაში გვიხდებოდა მოძრაობა. გვირაბი, ნაცვლად იმისა, რომ დედამიწის სიღრმეში ჩასულიყო, თითქმის ჰორიზონტალური ხდებოდა.
2182 უკვე ნახევარი საათია, რაც გზის დაქანება შეიცვალა და თუ ასე განვაგრძეთ, უეჭველად ისლანდიის მიწაზე მივაღწევთ. პროფესორმა უნდობლად გაიქნია თავი, და მაგრძნობინა, რომ არაფრის, გაგონება არ სურდა. შევეცადე, საუბარი გამეახლებინა. მაგრამ პასუხი არ მაღირსა და გასლვის ნიშანი მოგცა.
2183 ახლა კი ნათლად დავინახე, რომ უგუნებოდ იყო და მხოლოდ იმიტომ არ იღებდა ხმას. მე კვლავ ვაჟკაცურად ავიკიდე ჩემი ტვირთი და სწრაფად მივყევი ჰანსს, რომელსაც წინ ბიძაჩემი მიუძღოდა. ვცდილობდი, არ ჩამოვრჩენილიყავი. ჩემი უმთავრესი საზრუნავი ახლა ის იყო, მხედველებიდან არ დამეკარგა თანამგზავრები.
2184 ჟრუანტელი მივლიდა იმის გაფიქრებაზეც, რომ შეიძლებოდა ამ ლაბირინითის სიღრმეში დავკარგულიყავი. თანაც, რახან აღმავალი გზა უფრო ძნელდებოდა, სანუგეშო ის მქონდა, რომ დედამიწის ზედაპირს ვუახლოვდებოდით. თითოეული ნაბიჯის გადადგმაზე მახარებდა ფიქრი, რომ კვლავ ვიხილავდი ჩემს პატარა გრაუბენს.
2185 შუადღისას გვირაბის კედლის აგებულება შეიცვალა. ეს შევნიშნე იმით, რომ კედლებისაგან არეკლილი ელექტრონის შუქი შესუსტდა. ლავური განფენის ნაცვლად ახლა თაღები მასივი შედგებოდა დაქანებული და, ხშირად, ვერტიკალურად განლაგებული დანალექი ქანების შრეებისაგან. ჩვენ სილურიული პერიოდის ქანებში ვიყავით.
2186 თავი მეოცე მართლაც, საჭირო გახდა წყლის მომჭირნეობა. ჩვენი მარაგი სამ დღეზე მეტს არ გაგვწვდებოდა. ამაში იმავე საღამოს, ვახშმობისას, დავრწმუნდი. გარდამავალი ეპოქის ქანებში წყაროს პოვნის იმედიც არა გვქონდა. მთელი მომდევნო დღის განმავლობაში გვირაბის უსასრულო თაღებს მივყვებოდი.
2187 თითქმის ხმაამოუღებლივ მივდიოდით. ჰანსის დუმილი ჩვენს გადაგვედო. შეღმართი თითქმის არ იგრძნობოდა, პირიქით, ზოგჯერ გვეჩვენებოდა, რომ შეუმჩნეველ დაღმართზე ვეშვებოდით. პროფესორი იხტიბარს არ იტეხდა, თუმცა ქანების ბუნება არ იცვლებოდა და გარდამავალი პერიოდის არსებობა სულ უფრო მეტად მტკიცდებოდა.
2188 გუშინდელს აქეთ ანაბეჭდების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მარტივი ტრილობიტების ნაცვლად, უფრო განვითარებულ ცხოველთა ანაბეჭდები გამოჩნდა. სხვათა შორის იყო განოიდური თევზები და ის ზაუროპტერისები რომელთა აგებულებაში პალეონოლოგის თვალმა ქვეწარმავალთა პირველი ფორმები გაარჩია.
2189 დევონური ზღვები დასახლებული იყო ამ ცხოველთა მრავალი სახეობებით, მათი მილიარდობით ანაბეჭდი და განამარხებული ნაშთი დაცულია დევონური პერიოდის ქანებში. აშკარა ხდებოდა, რომ ჩვენ მივყვებოდით ცხოველთა სამყაროს განვითარების კიბეს - ყველაზე დაბალი საფეხურიდან უმაღლეს საფეხურამდე, რომელზეც ადამიანი დგას.
2190 პარასკევს, მთელი ღამის წყურვილით წამების შემდეგ ჩვენმა პატარა რაზმმა ისევ განაგრძო მიხვეულ-მოხვეულ ხაროებში ხეტიალი. ათი საათის სიარულის შემდეგ შევნიშნე, რომ ნათურების შუქი ისე ძლიერად აღარ აირეკლებოდა კედლებიდან. მარმარილო, ფიქალი, კირქვა და ქვიშაქვა მუქმა და არაბრჭყვიალა ქანებმა შესხვალა.
2191 ვახშმობის დრო დადგა. ვივაშმოთ! ჰანსმა ვახშამი გააწყო. ცოტა რამ შევჭამე და ჩემი წილი რამდენიმე წვეთი წყალი დავლიე. სამი კაცის წყურვილის მოსაკლავად მხოლოდ ჩვენი გამყოლის ნახევრად ცარიელი მათარაღა დაგვრჩა. ვახშმის შემდეგ ჩემი ორივე თანამგზავრი თავის საბნებზე გაიჭიმა და ძილში ჰპოვა დაღლილობის წამალი.
2192 ეს თავისებური მღვიმის მაგვარი ღრუ ასი ფუტის სიგანისა იყო. სიმაღლე კი ას ორმოცდაათამდე ექნებოდა. მიწისძვრამ გაბზარა ნიადაგი. დედამიწის მასივი მძლავრმა დაწოლამ გათიშა, დააშორა ერთმანეთს ორივე მხარეს მდებარე ქანები და ეს ვრცელი ღრუ გააჩინა, რომელშიც ახლ დედამიწის მკვიდრნი პირველად მიაბიჯებდნენ.
2193 ქვანახშირის შრეებს ზევიდან ქვიშა-ქვის და მკვდარი თიხის ფენები ეფარა და თითქოს გაეჭყლიტა ისინი. იმ ასაკში, რომელიც წინ უსწრებდა პალეოზურ ერას, ტროპიკული სიცხისა და მუდმივი ტენიანობის წყალობით, დედამიწის ზედაპირს ფარავდა უხვი მცენარეულობა დ ორთქლით მდიდარი ატმოსფერო, რომელიც არ ატარებდა მზის სხივებს.
2194 ხეები ცოტა იყო, მხოლოდ ბალახოვან მცენარეების, გვიმრების, ლიკოპოდიუმების, სიგილარიების, ასტეროფილიტების, მცირერიცხოვანი ოჯახები ათასი გვარებით იყო წარმოდგენილი. სწორედ ამ უხვ მცენარეულობას უნდა უმადლოდეს ქვანახშირი თავის წარმოშობას. წყალს ჩაჰქონდა მცენარეები და ერთად უყრიდა თავს.
2195 ამასობაში კი შეუჩერებლად გზას განვაგრძობდით და ჩემს თანამგზავრებში მარტო მე გამიტაცა გეოლოგიურმა დაკვირვებებმა, ისე, რომ არც დროს და არც მანძილს აღარ ვამჩნევდი. ტემპერატურა დაახლოებით ისეთივე დონეზე იყო, რაც ლავისა და ფიქალებში გავლის დროს. ოღონდ მკაფიოდ ნახშირწყალბადის სუნს ვგრძნობდი.
2196 საბედნიეროდ, გზას გვინათებდა რუმკორფის მეტად გონებამახვილური აპარატი, თორემ ჩირაღდნები რომ გვეხმარა, გვირაბის საშინელი აფეთქება ბოლოს მოგვიღებდა. ქვანახშირის საბადოში მოგზაურობამ საღამომდე გასტანა. ბიძაჩემი თავს ძლივს იკავებდა ისე მობეზრდა ასე უცვლელად ჰორიზონტალური გზით სიარული.
2197 ისე ბნელოდ, რომ შუქი ოც ნაბიჯზე ძლივს წვდებოდა, გვირაბის სიგრძის განსაზღვრა შეუძლებელი გახდა და უსასრულო მეჩვენებოდა, მაგრამ მოულოდნელად ექვს საათზე ჩვენს წინაშე კედელი აღიმართა. გზა არსად ჩანდა, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, არც მაღლა, არც დაბლა, გასასვლელი არ იყო. ჩვენ ჩიხში მოვემწყვდიეთ.
2198 სიცხისაგან სული მეხუთებოდა. დაღლილობისაგან ღონე მელეოდა. გული მიღონდებოდა და ლამის არის წავქცეულიყავ. სულის მოსათქმელად გაჩერება მოგვიხდა, ბიძაჩემი და ისლანდიელი, რამდენადაც შეეძლოთ, მამხნევებდნენ, უკვე ვხედავდი, რომ თვითონ ბიძაჩემიც ქანცგაწყვეტილი წყურვილს ვეღარ იოკებდა.
2199 მივწვდი მის ხელებს და გულში ჩავიკარი. წინააღმდეგობა არ გაუწევია. თვალზე ცრემლი მოადგა და თანაგრძნობით დამაცქერდა. მერე მოიხსნა მხარეზე გადაკიდებული მათარა და ტუჩებთან მომიახლოვა, დალიეო, მითხრა. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. მომეჩვენა? ხომ არ შეიშალა ბიძაჩემი. უხმოდ შევცქეროდი.
2200 ხმაში ისევ მუქარა დაეტყო. რისხვამ ძალა შეჰმატა და დაუძლეველის დაძლევა მოინდომა. მისი მიტოვება არ მინდოდა, მაგრამ თავდაცვის ინსტიქტი აქედან გაქცევას მიკარნახებ და. გამყოლი მისთვის ჩვეული გულგრილობით ადევნებდა თვალს ამ სცენას, თუმცა კარგად ესმოდა, რა ხდებოდა მის ორ თანამგზავრს შორის.
2201 ხიფათს, როგორც ჩანს, თვით გამყოლიც ხვდებოდა, მაგრამ საჭირო იყო სავსებით შეეგნო ჩვენი უბედურება, და მაშინ იქნებ ორივენი ერთად შევძლებდით პროფესორის სიჯიუტის დაძლევას და თუ საჭირო გახდებოდა, ვაიძულებდით კიდევაც სნეფელსის მწვერვალებზე დაბრუნებას. მივუახლოვდი ჰანსს, ხელზე ხელი დავადე.
2202 მე კი, ამ მიწისქვეშეთის კოლუმბი, მხოლოდ ერთ დღეს გთხოვ. თუ ამ ხნის განმავლობაში წყალი არ შეგხვდება, გეფიცები, დედამიწის ზედაპირზე დავბრუნდებით. სასოწარკვეთილი ვიყავი, მაგრამ ამ სიტყვებმა მაინც ამაღელვა, განსაკუთრებით იმან, რომ ბიძაჩემი საკუთარ თავს ძალას ატანდა და ასე იძულებით მელაპარაკებოდა.
2203 გამჭორლი გვირაბი, რომელსაც ჩვენ ახლა მივყვებით, წარმოადგენდა ასეთ ნაპრალს, რომლიდანაც ოდესღაც ლავა იღვრებოდა. ათასი მსგავსი ნაპრალი, ნაბზარი და მათი განშტოებანი დედამიწის ქერქში გაუვალ ლაბირინთს აჩენდა. რაც უფრო ღრმად ჩავდიოდით, მით უფრო ნათლად ჩანდა პირვანდელი ფორმაციის შემადგენელი ფენების ცვლა.
2204 ჩვენ უშუალოდ, საკუთარი თვალით ვხედავდით და ვსწავლობდით, საკუთარი ხელით ვეხებოდით იმას, რისი სიღრმიდან ამოტანა არ ძალუძს ისეთ უხეშ იარღს, როგორიც ბურღია. ათასნაირ ელფერად შეღებილ მწვანე ფიქლის შრეებს სპილენძის და მანგანუმის ძარღვები კვეთდნენ, ალაგ-ალაგ ოქრო და პლატინა იყო ჩართული.
2205 საღამოს რვა საათი იყო. წყალი ისევ არსად არ ჩანდა. სასტიკად ვიტანჯებოდი. ბიძაჩემი წინ მიდიოდა. მას გაჩერება არ სურდა. დაძაბული იყო, რომ წყაროს ხმაურისათვის ყური მოეკრა. მაგრამ ამაოდ! ფეხებს ძლივს მივათრევდი. თავს ვიკავებდი, რომ ტანჯვა არ გამემხილა და ბიძაჩემისათვის დასვენება არ მომეთხოვა.
2206 მეჩვენებოდ, რომ ეს მასა მთელი თავისი სიმძიმით მხრებზე მაწვა და ვგრძნობდი, რომ მალე გამსრესდა. ამაოდ ვიკრეფდი ძალ- ღონეს, გრანიტის საწოლზე გადავბრუნებულიყავი. რამდენიმე საათმა განვლო. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო. არავითარი ხმაური არ აღწევდა ამ თითქმის ხუთი მილის სისქის კედლებში.
2207 რადგან ხმის ამოღება არ შემეძლო. როდესაც შიშის პირველმა წამმა განვლო, შემრცხვა ჩემი ეჭვებისა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც მანამდე არაფერი აუგი არ უკადრებია და არც გაპარვა შეეძლო. თანაც გვირაბს ზემოთ ხომ არ აჰყოლია, პირიქით, ჩადიოდა. ბორიტ განზრახვა რომ ჰქონოდა, ზევითკენ წავიდოდა.
2208 ღამის წყვდიადში რაიმე შარი-შური ხომ არ მოესმა, რომელსაც ჩემამდე არ მოუღწევია? ოცდამესამე თავი თითქმის ერთ საათზე მეტხანს ჩემს აღგზნებულ ტვინში ათასი აზრი ტრიალებდა. ათასი მიზეზი გამოვნახე, რომელსაც შეეძლო აემოქმედებინა ჩვენი თვინიერი მონადირე. ათასი აბდა-უბდა დახვავდა ჩემს თავში.
2209 გამგზავრების სამზადისმა დიდხანს არ გასტანა და მალე უკვე გვირაბს მივყვებოდი, რომლის დაქანება თითო ტუაზზე ორ ფუტს აღწევდა. დაახლოებით ათასი ტუაზი გავიარეთ და ორი ათასი ფუტით დაბლა დავეშვით. იმავე წუთს გარკვევით შემომესმა გრანიტის კედლების მიღმა რაღაც უშვეულო ხმაური, ყურუ გრვინვა.
2210 ამ მოდუდუნე წყლის ხმაური უკვე მაგრილებდა. ეს ხმა საგრძნობლად მატულობდა. ნაკადი, რომელიც კარგა ხანს ჩვენს ზემოთ მიედინებოდა, ახლა მარცხენა კედელს იქით ახმაურდა, რახრახითა და გრიალით მისჩქეფდა. ხშირ-ხშირად ხელს ვუსვამდი კლდეს იმ იმედით, იქნებ ნესტი ან ტენიანობა დასტყობოდ, მაგრამ ამაოდ.
2211 ამაოდ ვფიქრობდი, როგორ მივწვდომოდი ამ წყალს, ან რა ღონე მეხმარა მისი მოპოვებისათვის. და ისევ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. ჰანსმა შემხედა. თითქოს იღიმებოდა. ადგა და ნათურას დაავლო ხელი. მე გავყევი. იგი კედლისაკენ გაემართა. თვალი გავაყოლე, ყური მიადო მშრალ ქვას და ნელნელა კედელს გააყოლა.
2212 დედამიწის ამ სიღრმეზე წერაქვის დარტყმა მეტად საშიში იყო. შეიძლებოდა კლდე ჩამონგრეულიყო და შიგ მოვყოლოდით, გამონგრეულ კლდეში ნიაღვარი შემოვარდნილიყო და დავეხრჩეთ. ყველა ეს ხიფათი მოჩვენებითი როდი იყო, მაგრამ მაშინ ვერც ჩამონგრევისა, ვერც წყალდიდობ ის შიში ჩვენ ვერ გაგვაჩერებდა.
2213 გამყოლი კი, პირიქით, მშვიდად, ზომიერად, ნელ-ნელა თხრიდა, აუჩქარებლად და თანაბრად ურტყამდა წერაქვს და ექვსი დიუმის სიფართე ხვრელი გამოთხრა. მესმოდა, როგორ მატულობდა ნაკადის ხმაური და მეგონა, რომ ტუჩებზე მაცოცხლებელი სითხის სიგრილეს ვგრძნობდი. მალე წერაქვი ორი ფუტით ჩავიდა გრანიტის კედელში.
2214 ჰანსი უკვე ერთი საათის განმავლობაში თხრიდა. მოთმინება აღარ მყოფნიდა. ბიძაჩემს უფრო გადამწყვეტი ხერხების გამოყენება უნდოდა, ძლივს დავაკავე. წერაქვის აღებას აპირებდა, როდესაც უცებ შხუილი გაისმა. კლდიდან წყლის ნაკადმა გადმოხეთქა და მოპირდაპირ კედელს მიენარცხა. ნაკადმა კინაღამ წააქცია ჰანსი.
2215 მე სრულიად დამავიწყდა, რომ ღამე იყო. ეს გარემოება ქრონომეტრმა შემახსენა. მალე დავნაყრდით, წყლის სმით გული ვიჯერეთ და ღრმად ჩაგვეძინა. ოცდამეოთხე თავი მეორე დღეს უკვე დავიწყებული გვქონდა გამოვლილი ტანჯვა, გავიღვიძე და, პირველ ყოვლისა, გამიკვირდა, რომ აღარ მწყუროდა და ამის მიზეზი ვიკითხე.
2216 გრანიტის მიხვეულ-მოხვეული გვირაბი ათასნაირად იკლაკნებოდა, მოულოდნელად განზე უხვევდა და ჩიხში ემწყვდეოდა, ლაბირინთივით არეულად იქსაქსებოდა, მაგრამ ძირითადად მაინც სამხრეთ- აღმოსავლეთის მიმართულება ეჭირა. ბიძაჩემი ყურადღებით თვალს ადევნებდა თავის კომპასს, რათა განვლილი გზა სუსტად აღენუსხა.
2217 გზა უსასრულოდ გრძელდებოდა და ნაცვლად იმისა, რომ დედამიწის რადიუსის გასწვრივ ჩასულიყო, იგი, მისივე თქმით, ჰიპოტენუზას მიჰყვებოდა. ჩვენთვის სხვა გამოსავალი არ იყო. რადგან ოდნავ მაინც ვუახლოვდებოდით დედამიწის ცენტრს, ჩივილის უფლება არ გვქონდა. დრო და დრო გვირაბი უფრო ციცაბო ხდებოდა.
2218 იგი ალბათ დედამიწის გაცივებისაგან შეკუმშვის დროს წარმოიშვა. თუ ამ ბზარის გაყოლებით ამოინთხა ოდესღაც სნეფელსის მიერ ამოფრქვევული მასალა, გაუგებარი იყო, რატომ არავითარი კვალი არ დაამჩნია ნაპრალის კედლებს. ჩვენ თითქოს ადამიანის ხელით აგებულ, ხრახნის მსგავსი კიბით ჩავდიოდით.
2219 ჩამოვჯდებოდით ხოლმე რომელიმე შვერილზე, ვსაუბრობდით. წავიხემსებდით და ნაკადულის წყლით პირს გავისველებდით. ამ ნაპრალში ჰანს-ბახის დინება ვიწრო ჩანჩქერად იქცა. მაგრამ რაღა თქმა უნდა, თავის თავად ცხადია, სასმელად მაინც გვყოფნიდა, თანაც, როდესაც გზა ნაკლებად დაქანებული იყო, ნაკადული მშვიდად მოედინებოდა.
2220 თუმცა ოდნავ დაღლილები ვიყავით, მაინც ყველანი კარგად ვგრძნობდით თავს და საგზაო აფთიაქისათვის ხელი არ გვეხლო. ბიძაჩემი ყოველ საათს კომპასის, ქრონომეტრის, მანომეტრისა და თერმომეტრის მონაცემებს ინიშნავდა, იმ მონაცემებს, რომლის გამოქვეყნებასაც შემდეგში თავისი მოგზაურობის მეცნიერულ ნაშრომში აპირებდა.
2221 შესაძლოა, რომ პროფესროს ეს გარემოება მეტად უბრალოდ მიაჩნდა, მე კი აღარ მასვენებდა იმის ფიქრი, რომ ჩვენ წყლის ქვეშ დავსეირნობდით. თუმცა, კაცი რომ დაუფიქრდეს, სულ ერთი იყო, რა იყო ჩვენს ზემოთ - ცად აღმართული ისლანდიის მთებით, თუ მოთარეშე ატლანტიკის ზვირთები, ოღონდ გრანიტის თარებს გაეძლო.
2222 მე არ ვფიქრობდი მიზეზე, ვარსკვლავებზე, მთვარეზე, არ მაგონდებოდა არც ხეები, არც სახლები, არც ქალაქები, არ მახსოვსდა ყველა ის მიწიერი სიკეთე, რომელიც ცისქვეშეთის მცხოვრებლებისათვის აუცილებელი გახდა. მიწისქვეშა სამყაროს მკვიდრებს ყველა ეს ძვირფასი მონაპოვარი ახლა სასაცილოდაც არ გვყოფნიდა.
2223 გამოქვაბული ფართო დარბაზს ჰგავდა. მის გრანიტულ ნიადაგზე მშვიდად მიედინებოდა ჩვენი ერთგული ნაკადული. სათავიდან ასეთ მანძილზე წყლის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურას გაუთანაბრდა და კარგი დასალევი გახდა. საუზმის შემდეგ პროფესორმა რამდენიმე საათი ყოველდღიური ჩანაწერების წესრიგში მოყვანას დაუთმო.
2224 გადაჭრით არ ვიზიარებდი დევის თეორიას, მე მუდამ ცენტრალური სითბოს თეორიისა მწამდა. თუმცა მის გამოვლინებას ვერ ვხედავდი. მე უფრო იმ აზრს ვემხრობოდი, რომ ჩამქრალი ვულკანის ყელი ცეცხლგამძლე ლავითაა დაფარული, რაც საშუალებას არ აძლევდა ტემპერატურას, მისი კედლების მიღმა გავრცელებულიყო.
2225 მაგრამ ეს მოსაზრება, ჩემთვის შემოვინახე და მომდევნო ამბებს დაველოდე. დღის დანარჩენი დრო ანგარიშსა და საუბარს მოვანდომეთ, მე ყველაფერში პროფესორ ლიდენბროკს ვეთანხმებოდი და მშურდა ჰანსის სრული გულგრილობისა, რომელის შედეგებსა და მიზეზებს არ დაეძებდა და ბრმად მიჰყვებოდა თავის ბედს.
2226 ზოგჯერ დედამიწის ცენტრს დღეში ერთი ან ერთ-ნახევარი ლიეთი ვუახლოვდებოდით. საშიშ ადგილებში გვიხდებოდა ჩასვლა და მაშინ ჰანსის სიმარჯვე და სიდინჯე გვეშველებოდა. ეს თავდაჭერილი ისლანდიელი რომ არა, სიძნელეებს ვერ გვუძლებდით. ჰანსი დღითი-დღე უფრო სიტყვაძუნწობდა. მისი მდუმარება, მგონი, ჩვენც გადაგვედო.
2227 ოთხ კედელს შუა გამომწყვდეული ადამიანი ბოლოს კარგავს აზრებისა და სიტყვების დაკავშირების უნარს. საკანში მარტოდმარტო ჩაკეტილ ტუსაღს აზროვნება უჩლუნგდება და შეიძლება შეიშალოს კიდეც. ჩვენი უკანასკნელი საუბრის შემდეგ ორმა კვირამ გაიარა. ამ ხნის განმავლობაში ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ხსენებად ღირდეს.
2228 ჩვენს ზემოთ იყო კლდეები, ოკეანე, კონტინენტები და ქალაქები. ისლანდიიდან ორასი ლიეთი მაინც უნდა ვყოფილიყავით დაშორებული. ამ დღეს სულ მცირედ დახრილ გვირაბში მოგვიხდა სიარული. წინ მივდიოდი. რუმკორფის აპარატი მეჭირა და გრანიტის ქარებს ვაკვირდებოდი. ასეთივე აპარატი მოჰქონდა ბიძაჩემსაც.
2229 კიდევ ნახევარი საათი ვიარე. ყურს ვუგდებდი, ხომ არავინ მეძახის, ამ მკვრივ ატმოსფეროში ხმა ხომ შორიდანაც მოაღწევდ ჩემამდე. ვრცელ გვირაბში საოცარი სიჩუმე იდგა. შევდექი. ჩემი მარტოობისა არა მჯეროდა. თანახმა ვიყავი, რომ გზას ავცდი, მაგრამ რომ დავიკარგე და განწირული ვარ - ამისა კი არა მჯეროდა.
2230 პირველი გაუფრთხილებელი ნაბიჯი რომ გადავდგი ამ საშიშ გზაზე, ეტყობა, ვერ შევნიშნე, სად გაქრა ნაკადული. აშკარაა, გვირაბი ორად გაიყო და ჰანს-ბახი მეორე გვირაბს გაჰყვა, ჩემს თანამგზავრებთნ ერთად, უცნობი სიღრმისაკენ. როგორ დავბრუნდე? არავითარი ნაკვალევი. გრანიტს ჩემი ნაფეხურებიც არ დამჩნევია.
2231 დედამიწის ქერქის ოცდაათი ლიე საშინელ ტვირთად მაწვა მხრებზე. ასე მეგონა, გამსრესდა. ვცადე მიწიერ საგნებზე მეფიქრა, გაჭირვებით ვაიძულე თავი, და გავიხსენე ჰამბურგი, სახლი კონიგშტრასზე, ჩემი საბრალო გრაუბენი. ჩემ წინ გაიარა მთელმა სამყარომ, რომელიც მე მივატოვე და დავიკარგე სადღაც მიწისქვეშეთში.
2232 მოგონება მოგონებას სცვლიდა. თვალწინ დამიდგა ჩვენი მოგზაურობა, ზღვაზე გადასვლა, ისლანდია, ბ-ნი ფრიდრიკსონი, სნეფელსი! დარწმუნებული ვიყავი, ამ მდგომარეობაში იმედის ნატამალის შენარჩუნებაც სიგიჟეს ნიშნავდა. აჯობებდა იმედგადაწყვეტილს მევიშვიშა ან გულხელი დამეკრიფა და დავლოდებოდი აღსასრულს.
2233 გამახსენდა ბავშვობა, უდედობა, მე ხომ დედა ბალღობაში დავკარგე. ვევედრებოდი ღმერთს და ჩემი ნაგვიანები ვედრებისა თვითონვე არა მჯეროდა. მაგრამ ლოცვა-ვედრებამ გამომაფხიზლა. სააქაოსკენ მომაბრუნა. დავფიქრდი. საჭმელი სამ დღეს მეყოფოდა, მათრაც წყლით მქონდა სავსე. ოთხი-ხუთი დღე გავძლებდი.
2234 ამრიგად, მე იქამდე უნდა ავსულიყავი, სადაც ნაკადულს დავშორდი, საბედისწერო გზაჯვარედინამდე. მერე კი, რახან ნაკადულს ვიპოვიდი, სნეფლსის მწვერვალზე ასვლას ხომ მაინც შევძლებდი. ყოველივე ეს ადრე როგორ ვერ მოვიფიქრე. თავის დახსნის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, გამოჩნდა, - გადარჩენის იმედი დაისახა.
2235 ახლა ყველაზე სასწრაფო იყო ჰანს-ბახის დინების აღმოჩენა! ავდექი, რკინისწვეტიანი ჯოხი მოვიმარჯვე და გვირაბის საკმაოდ ციცაბო აღმართს შევუდექი. აღარ ვმერყეობდი. მივდიოდი იმედით სავსე, როგორც ადამიანი, რომელსაც სხვა არჩევანი არა აქვს. მთელი ნახევარი საათი არავითარი დაბრკოლება არ შემხვედრია.
2236 ვცდილობდი, გამომეცნო გვირაბის მოყვანილობა, კლდეთა თავისებურება, ფენების განლაგება, მაგრამ არც ერთი დამახასიათებელი ნიშანი არ მახსოვდა. სულ მალე ისიც შევიტყვე, რომ გვირაბი გზაჯვარედინამდე ვერ მიმიყვანდა. გასავალი არ ჰქონდა. ყრუ კლდის კედელს მივაწყდი და გრანიტის ნიადაგზე დავემხე.
2237 მინდოდა ხმამაღლა მელაპარაკა, საკუთარი ხმა მაინც გამეგონა, მაგრამ პირგამშრალი მხოლოდ ვლუღლუღებდი და მძიმედ ვქლოშინებდი. ამ ვაებაში ვიყავი, რომ ახალი სადარდელიც დამემატა. ხელიდან ნათურა გამივარდა და დაზინდა. შეკეთება არ შემეძლო. შუქმა იკლო, შესუსტდა და სადც იყო სულ გაქრებოდა.
2238 ვუყურებდი, როგორ ბჟუტავდა ჩემი ნათურა. ჩაბნელებულ კედლებზე ლანდები ამოძრავდნენ. თვალის მოხუჭვას ვეღარ ვბედავდი - ამ სწრაფმავალი შუქის სულ უმცირესი ნატამალის დაკარგვისა მეშინოდა! ყოველ წამს მეჩვენებოდა, რომ შუქი გაქრა და წყვდიადმა მომიცვა. და მართლაც ნათურა ერთი აციმციმდა და ჩაქრა.
2239 თან ვფიქრობდი, უკანასკნელად ვიხილე სინათლე-მეთქი. უცებ უსასრულო წყვდიადში ჩავიძირე. საზარლად დავიყვირე. იქ, დედამიწაზე, უკუნეთ ღამეშიც სინათლის ნიშან-წყალი ბოლომდე არ ისპობა. ნამდვილდ თვალთ დამიბნელდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თავგზა დამებნა, წამოვდექი და ხელის ცეცებით შევეცადე გზის გაგნებას.
2240 დიდხანს ვაწყდებოდი აქეთ-იქით, ბოლოს ძალაგამოლეული, ქანცგადაწყვეტილი მკვდარივით უგონოდ დავეგდე გრანიტის ერთ კედელთან და არსებობის ყოველგვარი შეგრძნება დავკარგე! ოცდამერვე თავი როდესაც გონს მოვეგე, ვიგრძენი, ცრემლებისაგან სახე მთლად დამსველებოდა. რამდენ ხანს ვიყავი ასე უგრძნობლად, არ ვიცი.
2241 ყოველგვარ აზრებს გავურბოდი. ტკივილმა, ბოღმამ მომსპო და გამათავა. მისიკვდილებული ვეგდე და სულსა ვღაფავდი. უკვე ვგრძნობდი, რომ ისევ მიღონდებოდა გული. აღსასრული მიახლოვდებოდა. ამ დროს ყურში ჩამწვდა ძლიერი გრუხუნი. იგი ქუხილს ჰგავდა. ისიც გავიგონე, როგორ თანდათან ჩაიკარგა ეს ხმა უფსკრულის სიღრმეში.
2242 ისევ მივუგდე ყური. ველოდი, ხომ არ გამეორდებოდა. მეოთხედმა საათმა განვლო. გვირაბში ისეთი სამარისებური სიჩუე იდგა, საკუთარი გულის ძგერაც კი აღარ მესმოდა. უცებ ჩემს ყურს, ალალბედზე კედელზედ რომ მქონდა მიდებული, თითქოს ბუნდოვნად ჩასწვდა გაუგებარი, მიუწვდომელი და შორეული სიტყვები.
2243 მაგრამ არა. როდესაც უფრო დავიძაბე და სმენად ვიქეცი, ნამდვილად გავიგონე ჩურჩული. მაგრმ დასუსტებული ვიყავი და ვერაფერი ვერ გავარჩიე. ნამდვილად ლაპარაკობდნენ. ამაში დარწმუნებული ვიყავი. წამით შევშინდი, ეს ჩემი საკუთარი ხმა ხომ არ არის-მეთქი, ექოს მიერ მოტანილი, იქნებ ჩემდაუნებლიეთ წამოვიყვირე.
2244 ის გვირაბი, რომელშიც შენ მოხვდი, უთუოდ ამ ადგილს უერთდება, რადგნ როგორც ჩანს, ყველა ეს ნაპრალი სხივებად იშლება იმ ვრცელი გამოქვაბულიდან, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ასე რომ, ადექი და გზა განაგრძე, იარე, თუ საჭიროა იცოცე, ციცაბო ფერდობებზე ჩასრიალდი და გზის ბოლოს ჩვენ დაგხვდებით.
2245 მხოლოდ ეს სიტყვები ჩამესმა. დედამიწის სიღრმეში გამართულმა ამ საოცარმა საუბარმა გადარჩენის იმედი ჩამისახა. ღმერთს მადლობა შევწირე, რომ არ გამწირა. აკუსტიკის ეს მეტად საკვირველი მოვლენა ადვილად აიხსნება ფიზიკის კანონებით. იგი გვირაბის განლაგებასა და ქანების გამტარიანობაზეა დამოკიდებული.
2246 ყოველივე ეს გავიხსენე და აშკარად დავრწმუნდი, რომ, რახან ბიძაჩემის ხმამ ჩემამდე მოაღწია, ჩვენ შორის არავითარი დაბრკოლება არ არსებობდა. ბგერის გზს გავყვებოდი და, ცხადია, იმ ადგილამდე მივაღწევდი, თუკი ძალ-ღონე არ მიმტყუნებდა. წამოვდექი და დავიძარი. უფრო მივხოხავდი, ვიდრე მივდიოდი.
2247 დაქანაება საკმაოდ ციცაბო იყო და დაღმართზე თავს ვერ ვიკავებდი. მალე ჩასვლის სისწრაფემ იმატა და კისრისტეხით თავქვე მივგორავდი. შეჩერება აღარ შემეძლო, - ძალა აღარ მყოფნიდა. უცებ ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ვიგრძენი, რომ მივქრივარ დაქანებულ ჭასავით შვეული გვირაბის გასწვრივ და ოღროჩოღროებს ვეხეთქები.
2248 მართლაც ძალიან დასუსტებული ვიყავი და თვალები უნებლიეთ დამეხუჭწა. საჭირო იყო ძილით გული მეჯერებინა და ძილში ის აზრი ჩამყვა, რომ ჩემმა მარტოობამ ოთხი გრძელი დღე გასტანა. მეორე დღეს გავიღვიძე და გარშემო მიმოვიხედე. რბილად ვიწექი. ყველა საბანი ჩემთვის დაეგოთ. ფრიად მომხიბლავი გახლდათ ჩვენი ბინა.
2249 სიცხემ უკვე გაგიარა. ჰანსმა ჭრილობები რაღაც ისლანდიური საიდუმლო მალამოთი დაგიზილა, და შესანიშნავად მოგიშუშდა. ყოჩაღია ჩვენი მონადირე! ბიძაჩემმა საუბარში რაღაც საჭმელი მომიმზადა და გამაფრთხილა, ცოტა ჭამეო. მე ხარბად დავაცხრი. თან ბიძაჩემს შეკითხვები მივაყარე. მან ამომწურავი პასუხი გამცა.
2250 ისე კი ამ საშინელმა სატრანსპორტო საშუალებამ პირდაპირ ბიძაჩემის ხელში ჩამაგდო, მართალია გულწასული და გასისხლიანებული. - მართლაც, საკვირველია, - მითხრა ბიძაჩემმა, - ცოცხალი როგორ გადარჩი. ყველაფერს გაფიცებ, აწი ნუღარ დავშორდებით, თორემ შეიძლება ისე დავცილდეთ, ერთმანეთს ვერასოდეს ვეღარც მივაგნოთ.
2251 ნავსადგურში გემი ხომ არ გველოდება? ჩემს ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ ჰქონდა. ბიძაჩემი ამაოდ ეცადა არ გავეშვი, მაგრამ როდესაც ნახა, მოუთმენლობა მეტ ზიანს მომაყენებდა, ვიდრე ჩემი სურვილის დაკმაყოფილება, დამთანხმდა. სწრაფად ტანთ ჩავიცვი. საბანი მოვიხურე და მღვიმიდან გავედი.
2252 ჩვენ წინ შორეულ ჰორიზონტამდე წყლის სივრცე იყო გადაშლილი. ნაპირზე წვრილი სილა და პატარა ნიჟარები ეყარა. ტალღა ტალღას ეხეთქებოდა. ყრუ გუგუნი იდგა, ქარი ნანაობდა და წყლის შხეფები სახეზე მეცემოდა. წყლის კიდიდან დაახლოებით ასი ტუაზის დაშორებით დამრეც ქვიშიან ნაპირზე დახვავებულიყო ვეება კლდეები.
2253 კონცხი კონცხს ეკვროდა და თვალსაწიერამდე გრძელდებოდა. ნამდვილი ოკეანე იყო, მაგრამ უკაცრიელი და საშინელი ველური. თვალი შორს წვდებოდა ზღვის შორეთებს, რადგან უცხო რამ შუქი ანათებდა. ეს არ იყო არც მზის სინათლის კაშკაშა სხივები, არც ღამის მნათობის მკრთალი და ბუნდოვანი სითბოსმოკლებული შუქის ანარეკლი.
2254 ჩემ ზევით აღმართული გუმბათი, თუ გნებავთ ზეცა, ღრუბლებით იყო დაფარული. მოძრავი და ცვალებადი ორთქლი კონდენსაციის შედეგად გაჩენილი ღრუბლები რამდენიმე დღეში, უთუოდ, კოკისპირულ წვიმად იქცეოდა. მე ვთვლიდი, რომ ასეთი დიდი ატმოსფერული წნევის პირობებში წყლის აორთქლება შეუძლებელი იყო.
2255 ძალიან მაღალ ღრუბლებზე ელექტრონის ტალღების შუქი საოცრად ციმციმებდა. ღრუბლების უფრო დაბალ ფენებზე ჩრდილები ისახებოდ და ხშირად, ღრუბელთა ორ ფენას შორის უჩვეულო ბრწყინვალე სხივი გამოკრთებოდა. მაგრამ ეს არ იყო მზის სხივი, მის სინათლეს სითბო აკლდა და ნაღვლიან, მეტად მელანქოლიურ განწყობილებას ჰქმნიდა.
2256 კაპიტანი დედამიწს ამსგავსებდა დიდსა და ღრუ სფეროს, რომლის შიგნით ჰაერი ანათებს თვისივე წნევის ზეგავლენით, მაშინ როდესაც ორი მნათობი, პლუტონი და პროზერპინი, ხაზვენ მათთვის განკუთვნილ საიდუმლო ორბიტებს. ნუთუ იგი მართალი იყო? ჩვენ ნამდვილად ამ უშველებელი ღრმულის ტყვეები ვიყავით.
2257 მოგზაურთა გადმოცემით, ვიცოდი ზოგიერთი ცნობილი მღიმის არსებობა, მაგრამ ასეთი ზომის მღვიმის არსებობა არც გამიგია. თუ გუაჩარას მღვიმემ კოლუმბიაში, რომელიც ბ-მა, ფონ ჰუმბოლდტმა ორი ათას ხუთასი ფუტის სიღრმემდე შეისწავლა, არ გაუმხილა მეცნიერს თავისი სიღრმის საიდუმლო, იგი ჩანს ამაზე ბევრად შორს არ მიდიოდა.
2258 მართალია, მამონტის უშველებელი გამოქვაბული, კენტუკიში, ბუმბ ერაზული მოცულობისაა, რადგან მისი თაღი ხუთასი ფუტის სიმაღლეზეა აღმართული. უძირო ტბის ზედაპირიდან მოგზაურებმა იგი დაათვალიერეს ათ ლიეზე მეტ მანძილზე და ბოილომდე კი არ მისულან. მაგრამ ეს ღრმულები არარად ჩანდნენ ამ საკვირველებასთან.
2259 გრძნოების გადმოსაცემად სიტყვები არ მყოფნიდა. მეგონა, რომელიმე შორეულ პლანეტაზე, ურანზე ან ნეპტუნზე ვარ ისეთი მოვლენების მომსწრე, რომელიც შეუცნობელი ჩემი მიწიერი ბუნებისათვის. ახალი მოვლენების გადმოსაცემად ახალი სიტყვები იყო საჭირო, მე კი ასეთები არ გამაჩნია და არც გონება მთავაზობდა.
2260 ზედ დაერთო ძალიან მკვრივი, გრილი ჰაერის მაცოცხლებელი ძალა, ჩემს ფილტვებს რომ ჟანგბადს უხვად აწვდიდა. ადვილად წარმოიდგენთ, რომ ვიწრო გვირაბში ორმოცდაშვიდდღიანი პატიმრობის შემდეგ, უსასრულო სიტკბოება იყო ნოტიო, მარილიანი ზღვის ქარის ჩასუნთქვა. სულაც არ ვინანე, რომ ბნელი მღვიმიდან გარეთ გამოვედი.
2261 სიამოვნებით დავეთანხმე ბიძაჩემს და ოკეანის ნაპირს გავყევით. დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მარცხენა ნაპირის გაყოლებით ციხე-კოშკებივით აღმართული ბუმბერაზი კლდეები. ქარაფებზე ურიცხვი ჩანჩქერი მოედინებოდა, მათი ჩუხჩუხი და შრიალი ათასხმად ამღერებულ, გადმოფენილ მანდილებს მოგაგონებდათ.
2262 ასეთი პასუხი ცოტა არ იყოს უმადურობად მომეჩვენა. ამ დროს ჩემი ყურადღება მოულოდნელმა სანახაობამ მიიპყრო. ხუთას ნაბიჯზე, მაღალი კონცხის იქით, მაღალი ხშირი ტყე დავინახე. სშუალო სიმაღლის თანაბარ, ქოლგისებურ ხეებს მკაფიოდ გამოსახული გეომეტრიული მოხაზულობა ჰქონდათ. ნიავი არ იძროდა, ფოთოლიც არ ირხეოდა.
2263 ხეები უძრავად იდგნენ. ტყე გარინდულიყო. ნაბიჯს მოვუმატე, სახელი ვერ მეპოვნა ამ უცნაური მცენარეებისათვის. ნუთუ ისინი არ შედიოდნენ დღემდე ცნობილ მცენარეთა ორას ათას სახესხვაობაში და მათთვის საგანგებო ადგილი უნდა მიგვეჩინა ჭაობების მცენარეთა ფლორაში? არა. როდესაც მათ ჩრდილში შევედით, სახტად დავრჩი.
2264 ასეთივე ზომის დიამეტრის ქუდი ეფარათ. შუქი ვერ აღწევდა მათ ხშირ ჩრდილში. მრგვალსახურავიანი სახლებით ჩაბნელებული აფრიკული ქალაქი გეგონებოდათ. სოკოების ტყის სიღრმეში შევედით. საშინლად ციოდა. ნახევარი საათი ვისეირნეთ ამ ნესტიან სიბნელეში და ნამდვილად მესიამოვნა, ზღვის ნაპირს რომ დავუბრუნდით.
2265 კონცხის ძირს ტალღები ხმაურით ეხეთქებოდნენ. აქედან თვალი მთელს ამ ყურეს წვდებოდა. ყურე ნაპირში შეჭრილ ნაპირალს გაეჩინა. სიღრმეში, პირამიდისებრ კლდეთა შორის პატარა ნავსადგური ჩანდა. ამ წყნარ, ქარისაგან მოფარებულ ნავსაყუდელს თავისუფლად მიადგებოდა ერთი ბრიგი და ორი-სამი ორანძა ნავი.
2266 ბიძაჩემს ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა. მეც მინდოდა ნახვა, მაგრამ მოგზაუროა მაშინებდა. მთელი საათი ვისხედით კონცხზე და ამ შესანიშნავი სანახაობით ვტკბებოდით. მერე ისევ ქვიშიან ნაპირს გავყევით და მღვიმეში დავბრუნდით. ამ საარაკო სურათების ცქერით დაღლილს, უცნაური ფიქრებით შეპყრობილს ღრმად ჩამეძინა.
2267 ამ წყლის მასასაც ვერ ასცდება ამ საერთო კანონის გავლენა. ამიტომაც არის, რომ მის ზედაპირზე მოქმედი ატმოსფერული წნევის მიუხედავად, შენ ნახავ, თუ როგორ ატლანტის ოკეანესავით აიწევს მისი ზედაპირი. ჩვენ უკვე ნაპირის სილაზე ვიყავით გასული და ტალღები ნელ-ნელა ფარავდნენ დამრეც ნაპირს.
2268 მოგზაურობის ახალი, სწრაფი და ნაკლებად დამღლელი საშუალება უნდა გამოგვეცადა. ტივი კეთილსაიმედოდ იყო აღჭურვილი. ანძად ორი დაწყვილებული ლატანი ეყენა, მესამე ლატანისაგან ქანდარა გავუკეთეთ, აფრა საბნებისაგან შევკერეთ. არც ბაწრების უქონლობა გვჭირდა. ყველაფერი გამძლედ და სანდოდ იყო მორგებული.
2269 სურსათს, ბარგს, ხელსაწყოებს, იარაღს და წყარო წყლის მნიშვნელოვან მარაგს თავისი ადგილი მივუჩინეთ. ჰანსმა ტივს საჭე დაუყენა, რაც საშუალებას მოგვცემდა, ჩვენს ნებაზე გვეტარებინა. თვითონ საჭესთან დადგა. ნაპირზე მიბმული ტივის ბაგირი შევხსენით და აფრა გავშალეთ. ტივი სწრაფად დაიძრა ადგილიდან.
2270 არაფერი ვუპასუხე და ტივის წინა ნაწილში დავიკავე ადგილი. ჩრდილოეთი ნაპირი უკვე ნისლიან ჰორიზონტს ეფარებოდა. წინ კი თვალუწვდენელი ზღვის სივრცე იშლებოდა. შავი ღრუბლები ჩამოწოლილიყო და კიდევ უფრო საზარელს ხდიდა ისედაც პირქუშ ტალღებს. აქაფებულ წყალში სხივები ირეკლებოდა და მოციმციმე კვალს დატოვებდა.
2271 ჩვენმა ტივმა ჩაუარა სამი-ოთხი ათასი ფუტის სიგრძის ზღვის წყალმცენარეებს. ისინი ვეებერთელა გველებივით მიიკლაკნებოდნენ იმდენად შორ მანძილზე, რომ ბოლომდე თვალს ვერ ვაყოლებდი, მათი ცქერით ვერთობოდი, იმედი მქონდა, სადაცაა კუდს დავინახავდი, მაგრამ საათს მისდევდა და ბაფთასავით წყალმცენარეს ბოლო არ უჩანდა.
2272 საერთოდ არა აქვს მხედველობის ორგანო. ვაკვირდები. სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ, იქნებ ეს გამონაკლისია. ანკესს კიდევ წამოვაცვით ხორცი და ზღვაში გადავაგდეთ. ზღვა თევზით სავსე იყო. ორი საათი ვითევზავეთ და უამრავი პტერიტები დავიჭირეთ. ანკესს დიპტერიდებიც მოჰყვა, ბიძაჩემმა მათი გვარი ვერ დაადგინა.
2273 ეს მოულოდგნელი თევზაობა სასარგებლო გამოდგა. სურსათი შეგვემატა. ეტყობა, ამ ზღვაში მხოლოდ ნამარხი სახეობანი მოიპოვება, განსაკუთრებით უძველესი თევზები და ქვეწარმავლები შემონახულან. იქნებ, რომელიმე ქვეწარმავალსაც წავაწყდეთ, რომელთა არსებობაზე მეცნიერები ერთი ციცქნა ძვლის ნარჩენებით მსჯელობენ.
2274 დურბინდს ვიმარჯვებ და ზღვას ვათვალიერებ. არაფერი ჩანს, უთუოდ, ჩვენ ჯერ კიდევ შორს არ შევჭრილვართ ზღვაში. ზევით ავიხედე, რატომ არ უნდა გაჰკვეთოს ეს მკვრივი ჰაერი და ფრთების შხუილით არ გადაგვიაროს თუნდაც უკვდავი კიუვიეს მიერ აღდგენილმა რომელიმე ფრინველმა? საკვებად მათ თევზიც საკმაოდ ექნებოდათ.
2275 სივრცეს ვაკვირდები, მაგრამ ჰაერშიც, ნაპირისა არ იყოს, ერთი სულდმგულიც არა ჩანს. წარმოდგენას გადავყევარ პალეონთოლოგიის მშვენიერი ჰიპოთეზების სამყაროში. ცხადლივ სიზმარსა ვხედავ. წყლის ზედაპირზე მელანდება უშველებელი ქერსიტები, წარღვნამდელი კუ, მოტივტივე კუნძულებს რომ ჰგავს.
2276 უფრო შორს, კლდეებს იქით, ჩანს სქელკანიანი ლოფიოდონი - ბუმბერაზი ტაპირი, ნადავლს ედავება ანოპლოთერიუმს, უცნაურ ცხოველს, რომელიც მარტორქასაც, ცხენსაც, ჰიპოპოტამსაც და აქლემსაც ჰგავს, თითქოს უფალი სამყაროს შექმნის პირველ საათებში აჩქარებულა და ერთ ცხოველში მრავალი ცხოველის თვისება აურევია.
2277 მთელი ეს მიწისქვეშა ნამარხი სამყარო გაცოცხლდა ჩემს გონიერებაში. თვალწინ მესახება სამყარო, პირველყოფილი ადამიანის წარმოშობამდე ბევრად ადრე, როდესაც ჯერ ჩამოუყალიბებელი დედამიწაზე საკმარისი პირობები არ იყო ადამიანის არსებობისათვის. ჩემი სიზმარი წინ უსწრებს ცოცხალ არსებათა წარმოშობას.
2278 თოკის ბოლოს ყველაზე მძიმე წერაქვს აბამს და ორასი ბრასის სიღრმეზე უშვებს. ფსკერს ვერ წვდება. ძალიან გვიჭირს ლოტის უკან ამოღება. როდესაც წერაქვი ტივზე დავაბრუნეთ, ჰანსმა მიჩვენა მის ზედაპირზე მკაფიოდ აღბეჭდილი ნაჭდევები. გეგონებოდა, რკინის ეს ნაწრი მარწუხებში მოხვდაო. მონადირეს ვუცქერი.
2279 ეს ურჩხულები იურული პერიოდის ზღვების ბატონ-პატრონები იყვნენ. ბუნებამ მათ უბოძა ყველაზე სრულყოფილი ორგანიზაცია. გოლიათური აგებულება, სასწაულებრივი ძალა! ახლანდელი ყველაზე დიდი და საშინელი ხვლიკები, ალიგატორები და ნიანგები, წინაპებთან შედარებით სუსტი და დაკნინებული მოგეჩვენებათ.
2280 არა! ეს შეუძლებელია. მაგრამ რკინის ბერკეტს ძლიერი კბილების კვალი ამჩნევია და მათი ანაბეჭდი, როგორც ვხედავთ, ისეთივე კონუსისებურია, როგორც ნიანგის კბილების კვალი. შეძრწუნებული ზღვას ვაჩერდები და შიშით მოველი, თუ როგორ ამოიყურყუმელავებს წყალქვეშა გამოქვაბულების ერთ-ერთი მკვიდრი.
2281 დახედეთ, როგორ ანთხევს სასულეთი ჰაერსა და წყალს! მართლაც, სითხის ორი შადრევანი საკმაოდ მაღლა ამოიფრქვა. ჩვენ გაკვირვებული ვართ, თავზარი დაგვცა ზღვის ამ ურჩხულთა ჯოგის დანახვამ. მათმა არაჩვეულებრივმა სიდიდემ დაგვაფრთხო, რადგან ყველაზე პატარასაც კი შეეძლო კბილებით დაემსხვრია ჩვენი ტივი.
2282 შიშისაგან დავმუნჯდით. აი, ისინი გვიახლოვდებიან! ერთის მხრივ ნიანგი, მეორე მხრიდან გველი. ზღვის ურჩხულები გაქრნენ. გასროლას ვაპირებდი. ჰანსმა მანიშნა შევჩერებულიყვი, ორმა ურჩხულმა ტივისაგნ ორმოცდაათი ტუაზის მოშორებით ჩაიარა, ერთიმეორეს ეცნენ და, გაშმაგებულები, ჩვენ ვეღარ გვხედავდნენ.
2283 ვამჩნევ იხტიოზვრის ადამიანის თავის ოდენა ჩასისხლიანებულ თვალებს. ბუნებამ იგი აღჭურვა უძლიერესი ოპტიკური აპარატით, რომელსაც შეუძლია გაუძლოს წყლის სიღრმეული ფენების წნევას, სადაც იგი ცხოვრობს. მას სწორედ შეარქვეს ქვეწარმავალთა ვეშაპი, რადგან იგი ვეშაპივით სწრაფი და დიდია.
2284 მისი სხეული დაფარულია ჯავშანით. გედის კისერივით მოქნილი კისერი იკლაკნება და ზღვის ზედაპირიდან ოცდაათი ფუტითაა ამოწეული. ცხოველები გაშმაგებით ეკვეთნენ ერთმანეთს. აქაფებენ და აღელვებენ ზღვას და მთასავით ზვირთებს აყენებენ. ოცჯერ კინაღამ გადავტრიალდით. საშინელი ღრიალი იქაურობას ზარავს.
2285 ორი ცხოველი ერთმანეთში გადაიხლართა და ვეღარ ვარჩევთ რომელი სად არის. გამარჯვებული მხეცი შეიძლება ჩვენ გვეცეს. განვლო ერთმა, ორმა საათმა. გააფთრებული შერკინება არა ცხრება. შებმულები ხან უახლოვდებიან ტივს, ხან შორდებიან. ჩვენ უძრავად ვართ და გამზადებული იარაღი მომარჯვებული გვაქვს.
2286 რამდენიმე წუთმა განვლო. ზღვის სიღრმეში ბრძოლა დამთავრდა? უცებ პლეზიოზავრის უშველებელი თავი გამოჩნდა. ზედაპირზე სასიკვდილოდ დაჭრილი ურჩხულის მხოლოდ კისერია აღმართული, რომელიც ხან ეცემა, ხან ისევ სწორდება, იკლაკნება, მათრახივით ტალღებს უტლაშუნებს და გაჭრილ ჭიასავით იგრიხება, გვაბრმავებს.
2287 ბიძაჩემს გავუზიარე ჩემი აზრი, მაგრამ თავი გააქნია. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ არა ვცდები. რომელიმე ჩანჩქერისაკენ ხომ არ მივემართებით, რომელიც უფსკრულში გადაგვისვრის? შესაძლოა, რომ ჩასვლის ასეთი საშუალება პროფესორს მოეწონოს, რადგან იგი ვერტიკალს უახლოვდება, მაგრამ მე...
2288 ზეციდან მოდის ეს ხმაური თუ ოკეანიდან? ვაკვირდები ატმოსფეროში ჩამოკიდბულ ორთქლის ღრუბლებს და ვცდილობ ჩავწვდე მათ სიღრმეს. ცა მშვიდია. ღრუბლები ზედ თაღქვეშაა აკრეფილი, თითქოს უძრავია და სინათლის ინტენსიურ გამოსხივებაში იკარგება. ასე რომ, მოვლენის მიზეზი სხვაგან უნდა ვეძიოთ.
2289 მაგრამ თუ ეს ხმაური ჩანჩქერიდან მოდის, თუ მთელი ეს ოკეანე უფრო დაბალ აუზში ეშვება და თუ ამ ღმუილს ვარდნილი წყალი წარმოშობს, მაშინ დინება უნდა აჩქარდეს, და მისმა აჩქარებამ შეიძლება გვაგრძნობინოს მოახლოვება ხიფათისა, რომელიც ჩვენ გვემუქრება. წყალს ვაკვირდები, მაგრამ დინებას ვერ ვამჩნევ.
2290 ამრიგად, კვლავინდებურად განვაგრძეთ გზა. რაც უფრო ვუახლოვდებოდით, მით უფრო იზრდება წყლის სვეტი. რომელ ურჩხულს შეუძლია ამდენი წყლის შთანთქმა და შემდეგ მისი ამოტყორცნა? საღამოს რვა საათზე ურჩხულს ორი ლიეც კი აღარ გვაშორებდა. მისი მოშავო სხეული, ვეება, საზარელი, პატარა კუნძულივით აღმართულ ზღვაში.
2291 იგი უძრავადაა და თითქოს ჩასძინებია. ზღვას არ ძალუძს მისი დაძვრა, ტალღები ეტლაშუნებიან მის გვერდებს, ხუთასი ფუტის სიმაღლეზე ატყორცნილი წყლის სვეტი გამაყრუებელი ხმაურით აწვიმს. ჩვენ კი გიჟებივით მივქრივართ ამ უშველებელი სხეულისაკენ, რომელსაც დღეში ასი ვეშაპიც ვერ გააძღებდა.
2292 მაგრამ ძალიან უნდა მოვრიდებოდით წყლის ორმოტრიალს, რომელსაც ერთ წამში შეეძლო ტივის ჩაძირვა. ჰანსმა მოხერხებულად შეაბრუნა ტივი და პატარა კუნძულის კიდესთან მიაყენა. მე კლდეზე გადავხტი. ბიძაჩემიც გამომყვა, მონადირეს კი თავისი პოსტი არ მიუტოვებია. მას ხომ არაფერი არ ანცვიფრებდა.
2293 ჩვენ მივაბიჯებდით კაჟიანი ტუფისა და გრანიტის ნამსხვრევებზე. მიწა თრთოდა ჩვენ ფეხქვეშ, გეგონებოდა, გავარვარებული საქვაბე შენობის კედლებიაო. ჩვენ მივუახლოვდით პატარა ცენტრალურ აუზს, საიდანაც ამოტყორცნილა გეიზერი. მდუღარე წყალში ჩავუშვი თერმომეტრი და დავინახე, რომ ას სამოცდასამ გრადუსს უჩვენებდა.
2294 მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხმელეთი მაინც ვნახოთ. თუნდაც იმის ფასად, რომ ჩვენი ტივი ნაკუწ-ნაკუწად იქცეს! ეს სიტყვები ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა, როდესაც ცის კიდემ უცებ იერი იცვალა. ღრუბლებში დაგროვილი ორთქლი დელგმად იქცა, გრილად ქცეული ჰაერის ტლღები უეცრად შემოიჭრა გაიშვიათებულ ატმოსფეროში.
2295 ჩამობნელდა. ძლივს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვახერხებდი ზოგიერთი რამ ჩამენიშნა წიგნაკში. ქარმა ტივი ააბურთავა, ბიძაჩემი მაღლა აისროლა და დასცა. მისკენ გავცოცდი, იგი მაგრად ჩასჭიდებოდა ბაგირის წვერს და, ეტყობოდა, სიამოვნებით შესცქეროდა გაშმაგებული სტიქიის თარეშს. ჰანსი ადგილიდან არ იძროდა.
2296 მე ვიპოვე მხოლოდ რამდენიმე სახელდახელოდ ჩანიშნული ნაჩქარევი შენიშვ ნა - მოკლე და ბუნდოვანი, მაგრამ ეს სიმოკლე და გაურკვევლობა იმ მღელვარების შედეგია, რომელიც მაშინ დამეუფლა. მაინც ეს ჩანაწერები უკეთ გადმოსცემენ იმ დღეების განწყობილებას, ვიდრე ჩემს მეხსიერებაში აღბეჭდილი ამბები.
2297 ქარიშხალი არ ცხრება. ჩვენ ქარიშხლის ღრიალს და ჭექა- ქუხილის გრგვინვაში ვარსებობთ. ყურებიდან სისხლი გვდის. ერთმანეთს სიტყვასაც ვერ ვაგებინებთ. ელვა განუწყვეტლივ თანა გვსდევს. მე ვხედავ ელვის ზიგზგებს, რომლებიც, ზღვაზე სწრაფი იერიშის შემდეგ, ზემოთ ბრუნდებიან და გრანიტის თაღს ეკვეთებიან.
2298 შეიძლება თავზე ჩამოგვექცეს! ხანდახან ელვა შუაზე იხლიჩება, ან ცეცხლის ბურთად იქცევა და ყუმბარასავით სკდება, მაგრამ ხმაურს ეს არაფერს ჰმატებს. მან უკვე ყოველგვარ ზომას გადააჭარბა. მსოფლიოს ყველა არსენალიც რომ ერთბაშად აფეთქებულიყო, ჩვენ ამაზე მეტ ხმაურს მაინც ვერ გავიგონებდით.
2299 დაღლილობისაგან ქანცგაწყვეტილები ვართ. ჰანსი იხტიბარს არ იტეხს. ტივი უცვლელად სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მიქრის. აქსელის პატარა კუნძულს ორას ლიეზე მეტით გავცდითო. შუადღეს გრიგალი ორკეცდება. ვეჭიდები ჩვენს ტვირთს და ტივზე ვაბამ. ჩვენც ბაწრებით ვებმებით. ზვირთები ზევიდან გვივლიან.
2300 კვლავინდებურად განვაგრძობ თხრობას. იმას ვერ აღვწერ, რა მოხდა, როცა ტივი ნაპირზე რიფს დაეჯახა. მხოლოდ ის ვიგრძენი, როგორ გადავვარდი ტალღებში, და თუ სიკვდილს გადავურჩი, თუ ჩემი სხეული წვეტიან კლდეებს არ გადაეგო, ჰანსს უნდა ვუმადლოდე. მისმა ღონიერმა ხელმა ამომიყვანა მორევიდან.
2301 კვლავ კოკისპირულად წვიმდა, უმატა კიდეც, ცა ჩამოქცევას აპირებდა. თავი კლდეებს შევაფარეთ. ჰანსმა სადილი მოამზადა, მე არც მივკარებივარ. უძილოდ გატარებულმა სამმა ღამემ გაგვტანჯა. ქანცგაწყვეტილები მივეგდეთ და მშფოთვარე ძილს მივეცით თავი. მეორე დღეს მშვენიერი ამინდი იდგა. ცაც და ზღვაც მიწყნარდა.
2302 ჰანსი მოხერხებული კაცია და, დარწმუნებული ვარ, ტვირთის დიდ ნაწილს გადაარჩენდა. რახან სიტყვამ მოიტანა, მივიდეთ, ვნახოთ. დავტოვეთ გამოქვაბული, რომელშიც ქარი ყველა მხრიდან იჭრებოდა ზუზუნით. ვშიშობდი, რომ ტივის დაღუპვის შემდეგ ჩვენ ავლადიდებას გაცამტვერებულს ვნახავდი, მაგრამ შევცდი.
2303 სანამ ჩვენ გვეძინა, ამ უერთგულეს კაცს იმდენი უქნია, რომ თავის სიცოცხლის ფასად ჩვენთვის ყველაზე საჭირო ნივთები გადაურჩენია. ბიძაჩემმა მადლობის ნიშნად მას მაგრად ჩამოართვა ხელი. ცხადია, დავზრალდით კიდეც. მაგალითად, იარაღი დავკარგეთ, მაგრამ ბოლოსდაბოლოს, უიარაღოდაც გავძლებდით.
2304 გავყევი, მაინტერესებდა, ვარაუდში ხომ არ ვცდებოდი. როდესაც კლდემდე მივედით, ბიძაჩემმა ხელთ კომპასი აიღო, ჰორიზონტალურად დადო და მიაჩერდა ისარს, რომელიც ჯერ ირყეოდა, შემდეგ კი უძრავად გაჩერდა. ბიძაჩემმა დახედა, შემდეგ თვალები მოიფშვნიტა და ისევ დახედა. ბოლოს გაოცებული მომიბრუნდა.
2305 როგორც არ უნდა შეგვებრუნებინა, ისარი დაჟინებით იმ ჩვენთვის მოულოდნელ მიმართულებას უბრუნდებოდა. ამრიგად, ეჭვს გარეშე გახდა, რომ ქარიშხლის დროს ქარს მიმართულება შეეცვალა ისე, რომ ჩვენ არც გაგვიგია, და იმ ნაპირისაკენ მიუგდია ტივი, რომელიც ბიძაჩემის ვარაუდით, უკან გვქონდა მოტოვებული.
2306 მე არ დავთმობ, არც ეთი ნაბიჯით უკან არ დავიხევ და იმასაც ვნახავ, ვინ გაიმარჯვებს, - ადამიანი თუ ბუნება! კლდეზე შემდგარი, გაღიზინებული ოტო ლიდენბროკი იმქურებოდა, ფიცხი აიაქსის მსგავსად, თითქოს ღმერთებს უპირებდა შერკინებას, მაგრამ მე საჭიროდ ჩავთვალე ჩვრეოდი და ბიჩაძემის გაშმაგება შემენელებინა.
2307 გეგონებოდათ, რომ ეს უცნაური ადამიანი წინასწარ ხვდებოდა ბიძაჩემის განზრახვას. სურტარბრანდურის რამდენიმე ნაჭრით ტივი გაემაგრებინა. აფრა უკვე აღემართა. ფრიალებდა კიდეც. პროფესორმა ორიოდე სიტყვა უთხრა გამყოლს და ისიც მაშინვე შეუდგა ბარგის ტივზე დატვირთვას და გამგზავრების სამზადისს.
2308 ზღვის ნაპირას მდებარე ჩვენი ბანაკიდან მთების ძირამდე დიდი მანძილი იყო. ნახევარი საათი მაინც უნდა გვევლო, რომ შვეულ კლდეებამდე მივსულიყავით. ფეხქვეშ ნაირნაირი მოყვანილობისა და სხვადასხვა ზომის ურიცხვ ნიჟარას ვთელავდით, ნიჟარებს, რომლებშიც პირველადი ეპოქების ცხოველებს უცხოვრიათ.
2309 ნიადაგი მოფენილი იყო აგრეთვე ნაპირზე გამორიყული და შრეებად დალექილი ქვის დიდძალი ნამსხვრევებით, ტალღების მიერ გათლილი კენჭებით, ამიტომ გავიფიქრე, რომ უთუოდ, ადრე ეს სივრცე ზღვას ეჭირა. ნაპირზე გაფანტულ და, ამჟამად, ზღვას დაშორებულ კლდეებზე ტალღებს თავიანთი მოქმედების აშკარა კვალი დაემჩნიათ.
2310 ყოველივე ამას როგორღაც შეეძლო აეხსნა ამ ოკეანის არსებობა დედამიწის ზედაპირიდან ორმოცი ლიეს სიღრმეზე. მაგრამ ჩემის აზრით, წყლის მთელი ეს მასა, უთუოდ თანდათან დაიკარგებოდა დედამიწის წიაღში, ხოლო მისი წარმოშობა, უდავოდ ოკეანის წყლებთან იყო დაკავშირებული, რომლებიც რომელიმე ბზარით ჩამოედინებოდა.
2311 ამრიგად, ჩვენ მივაბიჯებდით დანალექი წარმოშობის ისეთსავე ქანებზე, როგორიცაა ამ პერიოდის ყველა ქანი ასე უხვად გავრცელებული დედამიწის ზედაპირზე. პროფესორი ყურადღებით ათვალიერებდა კლდის თითოეულ ბზარს. რომელიმე ხვრელს რომ წავაწყდებოდით, მაშინვე აუცილებლად უნდა გამოერკვია მისი სიღრმე.
2312 გაჭირვებით მივიწევდით წინ გრანიტის, კაჟის, კვარცისა და დანალექი ქანების ნამსხვრევებს შორის, როდესაც უეცრად ჩვენ წინ გადაიშალა ძვლებით მოფენილი მინდორი. დიდი სასაფლაო გეგონებოდთ, სადაც ოცი საუკუნის განმავლობაში ცხოველთა ურიცხვი თაობის ერთმანეთში არეული ძვლები დაგროვილიყო.
2313 ძვლები ბორცვებივით იყო დახვავებული, ზვირთებივით ჰორიზონტის კიდემდე მიიჭიმებოდა და შორს ნისლში იკარგებოდა. შესაძლოა, რომ აქ, სამი კვადრატული მილის ფართობზე, მთელი ისტორია იყრიდა თავს, ორგანული სიცოცხლის ის ისტორია, რომელიც მხოლოდ ოდნავ თუ არის დამჩნეული უფრო გვიანდელი წარმოშობის ქანებში.
2314 ახლის გაგების მოუთმენლობა წინ გვერეკებოდა. ფეხქვეშ ვთელავდით ისტორიამდელი სიცოცხლის ნაშთებს და იმ ნამარხ ცხოველებს, რომელთა შორის იშვიათი და საინტერესო ნიმუშების შეძენაში დიდი ქალაქების მუზეუმები ერთმანეთს ეცილებიან. ათასი კიუვიეც ვერ გასწვდებოდა ამ შესანიშნავი ძვლებიდან ცხოველთა ჩონჩხების აღდგენას.
2315 იგი იდგა ლეპტოთერიუმების, მერიკოთერიუმების, ლოფოდიონთა, ანოპლოთერიუმების, მეგათერიუმების, მასტოდონტების, პროტოპითეკების, პტეროდაქტილების, წარღვნამდელი ურჩხულების ფასდაუდებელი კოლექციის წინაშე, რომელიც თითქოს მხოლოდ მისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად დაეხვავებინათ.
2316 ესოდენ მაღალი ავტორიტეტის მეცნიერი ამტკიცებდა, რომ მიულენ-კინიონის ნიადაგი დილუვიურ ნალექებს კი არ ეკუთვნის, არამედ უფრო ახალ ფენებს მიეკუთვნება და რომ ამ საკითხში მხარს უჭერდა კიუვიეს, და შეუძლებლად მიაჩნდა ის, რომ ადამიანთა მოდგმა მეოთხეული ეპოქის ცხოველთა თანამედროვე ყოფილიყო.
2317 ამ პაექრობის ყველა წვრილმანებს ვიცნობდით, ოღონდ ის კი აღარ ვიცოდით, რომ ჩვენი გამგზავრების შემდეგ საკითხს ახალი ვითარება მიეცა. მსგავსი ყბები, თუმცა ისინი სხვადასხვა ტიპის ინდივიდუმებს და სხვადსხვა ერებს ეკუთვნოდნენ, აღმოაჩინეს საფრანგეთის, შვეიცარიის, ბელგიის ზოგიერთი გამოქვაბულის ფხვიერ ნიადაგში.
2318 არც ამით დამთავრდა ეს ამბავი. პლიოცენის მესამეულ ქანებში აღმოჩენილმა ახალმა მონაპოვარმა გაბედულ მეცნიერებს შესაძლებლობა მისცა, ადამიანის მოდგმის კიდევ უფრო ხანგრძლივი ასაკი დაედგინათ. მართალია, ეს მონაპოვარი ადამიანის ძვლები კი არ იყო, არამედ მხოლოდ ადამინის საქმიანობის შედეგად შექმნილი ნივთები.
2319 ასეთი იყო იმ დროს პალეონთოლოგიური მეცნიერების მდგომარეობა და, აქედან გამომდინარე, ცხადია და ადვილად გასაგებია ბიძაჩემის განცვიფრება, როდესაც ლიდენბროკის ზღვის პირას ნამარხი ძვლები დაინახა. ამას ისიც დაერთო, რომ ოცი ნაბიჯის დაშორებით იგი მეოთხეული პერიოდის ადამიანის ჩონჩხს წააწყდა.
2320 ამის ახსნა არ შემიძლია. მაგრამ ამ სხეულს, რომელსაც პერგამენტის კანი ფარავს, ჯერ კიდევ რბილი კიდურები აქვს და თვალის ერთი გადავლებით - ხელუხლებელი კბილები, ხშირი თმა, ხელფეხზე მეტდ გრძელი ფრჩხილები, - ერთი სიტყვით ისეთია, როგორიც სიცოცხლის დროს იყო. გარდასულ ჟამთა აჩრდილის წინაშე დავმუნჯდი.
2321 ცხადია, მეოთხეულ ეპოქაში დედამიწის ქერქში ჯერ კიდევ გრძელდებოდა მნიშვნელოვანი ძვრები დედამიწის უწყვეტ გაცივებას რღვევები მიჰყვებოდა, ქერქი იბზარებოდა და, როგორც ჩანს, ზემოთ მდებარე ქანების ერთი ნაწილი ჩაირღვეოდა ხოლმე. ჩემს საბოლოო აზრს არ მოგახსენებთ, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ეს ადამიანი აქ არის.
2322 ეს კაცი ჩემი არ იყოს, ტურისტი ყოფილა და მე, როგორც მეცნიერების პიონერი, ეჭვსქვეშ ვერ დავაყენებ მის უძველეს წარმოშობას. პროფესორი გაჩუმდა და აღტაცებულმა ტაში დავუკარი. თანაც ბიძაჩემი მართალი იყო და მის ძმისწულზე უფრო მცოდნე ადამიანებსაც გაუჭირდებოდათ მასთან კამათი. კიდევ ახალ მონაპოვარს შევხვდით.
2323 პროფესორს სულაც არ ადარდებდა, რომ შეიძლება გზა დაგვბნეოდა, და სულ უფრო და უფრო შორს მიიწევდა. ელექტრონის ტალღების შუქში უხმოდ მივაბიჯებდით. ჩემთვის უცნობი მოვლენების წყალობით, რომლის ახსნა მე არ შემიძლია, და სრული დიფუზიის გამო, შუქი თანაბრად ანათებდა საგნების სხვადასხვა მხარეს.
2324 შუქის წყარო ერთ გრკვეულ წერტილში არ იყო და ამიტომ ჩრდილი სრულებით არ არსებობდა. გეგონებოდთ, შუადღეაო, თანაც შუა ზაფხულში და ეკვატორის მიდამოებში, სადაც სხივები ვერტიკალურად ეცემიან. ორთქლი გაქრა, შუქის თანაბარი განაწილების წყალობით კლდეებს, შორეულ მთებს და ტყის კორომებს უცნაური იერი მიეცათ.
2325 ეს იყო მესამეული ეპოქის დიადი მცენარეულობა, დიდი, დღეს უკვე გამქრალი სახეობის პალმის ხეები, დიდებული პალმაცეტები, ფიჭვი, ურთხელი, კვიპაროსი. ეს წიწვოვანთა ოჯახის წარმომადგენლები ერთმანეთთან დაბურული ლიანებით იყვნენ გადაქსელილი. ხავსისა და ჰეპატიკის რბილი ხალიჩა ფარავდა ნიადაგს.
2326 რამდენიმე ნაკადული მორაკრაკებდა ამ ხეთა ჩრდილში, რომელიც არც იმსხურებდა ამ ეპითეტს რადგან ისინი არაფერს არ ჩრდილავდნენ. ნაკადულთან ნაპირზე იზრდებოდა ხე-გვიმრა, რომელიც სათბურებში გამოყვანილსა ჰგავდა. ოღონდაც, მზის მაცოცხლებელ სითბოს მოკლებული ხეები, ბუჩქნარი და ყველა აქაური მცენარე უფერული იყო.
2327 ფოთლებს სიმწვანე აკლდათ და თვით ყვავილები, თუმცა მსამეულ ეპოქაში, რომლმაც ისინი წარმოშვა, მეტად მომრავლებულან, მაგრამ არც ფერი ჰქონდათ, არც სურნელება და ჰაერზე გამოხუნებული, ქაღალდისაგან დამზადებული გეგონებოდათ. ლიდენბროკი შეიჭრა ამ ბუმბერაზ ტყეში. მეც მივყევი, თუმცა რაღაც წინათგრძნობა მაწუხებდა.
2328 გადაწყვეტილი მქონდა არ დამეჯერა და ბოლომდე უნდობლობ გამომეჩინა, მაგრამ იძულებული გავხდი, სინამდვილის წინაშე უკან დამეხია და ჭეშმარიტება მეღიარებინა. მართლაც, მეოთხედ მილზე ახლოს, ვეება კაურისის ხეს მიყრდნობილი, ადამიანი მიწისქვეშეთის პროთეოსი, ნეპტიუნის ახალი ვაჟი მასტონტების უთვალავ ჯოგს აძოვებდა.
2329 კლდეებში ასობით ჩქეფდა ნაკადული და ჩანჩქერი. მეჩვენებოდა, რომ კვლავ ვხედავდი სურტარბრანდურის ნაჭრებს, ვცნობდი ჩვენს ერთგულ ჰანს-ბახს და იმ გამოქვაბ ულს, სადაც მე სიცოცხლეს დავუბრუნდი. რამდენიმე ნაბიჯის იქით, ქანების განლაგება, რომელიმე ნაკადული, კლდის მოყვანილობა ისევ ეჭვს აღძრავდა ჩემში.
2330 მაშ, ვეძებოთ! და, უაღრესად დაინტერესებულები, ჩვენ გავყევით ფრიალო კლდეს, ვაკვირდბოდით სულ უმცირეს ბზარებს, რომლებიც შეიძლება დერეფნად ქცეულიყვნენ. ასე მივედით ისეთ ადგილამდე, სადაც ნაპირი ვიწროვდებოდა. ზღვა თითქმის შტოქედის ძირს ეკვროდა და, სულ ბევრი ერთი ტუაზი სიგანის გასასვლელსღა ტოვებდა.
2331 თავი დაზღვეული მეგონა ყოველგვარი მოულოდნელობისაგან. მიუხედავად ამისა, სამასი წლის წინ ამოკვეთილი მ ორი ასოს წინაშე გაოცებამ გამაშეშა. ჩვენ ხომ არა მარტო მეცნიერ ალქიმ იკოსის მიერ კლდეზე წარწერილის წაკითხვა შეგვეძლო, არამედ ის ხანჯალიც ხელში გვეჭირა, რომლითც ეს წარწერა გაკეთდა.
2332 ტივზე მთელი ჩვენი ტვირთი უკვე ელაგა. აფრა ავწიეთ და ჰანსმა ტივი ნაპირის გაყოლებით საკნუსემის კონცხის მიმართულებით გაიყვანა. ქარი ხელს რა გვიწყობდა, რადგან ტივს ნაპირის სიახლოვეს ცურვა უჭირდა, ამიტომ ადგილ-ადგილ იძულებული ვიყავით რკინის წვეტიანი ჭოკები ფსკერზე მიგვებჯინა და წინ წაგვეგდო.
2333 თითქმის მრგვალ ხვრელს ხუთიოდე ფუტის დიამეტრი ჰქონდა. კლდეში გამოკვეთილი ბნელი გვირაბის კედლები ვულკანური ამოფრქვევის იმ მასალებს მოეგლუვებინათ, რომლებიც ოდესღაც ამ გვირაბის მეშვეობით დედამიწის ზედაპირზე მიისწრაფოდა. ხვრელის იატაკი თითქმის ზედაპირს უსწორდებოდა, ასე რომ შიგ შესასვლელი არ გაგვძნელებია.
2334 ერთი უფრო ძლიერი დაწოლისას ეს ლოდი ჩამოინგრა, თაღი ჩაანგრია, ძირს დაცურდა, გვირაბში გაიჭედა და გასასვლელი გადაკეტა. ეს შემთხვევითი დაბრკოლებაა, რომელსაც საკნუსემი არ შეხვედრია და თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მის დაძლევას, არც იმის ღირსნი ვიქნებით, რომ დედამიწის ცენტრს მივაღწიოთ! აი, როგორ ავლაპარაკდი.
2335 ისლანდიელი ტივს დაუბრუნდა და მალე წერაქვი მოიტანა, რომლითაც სანაღმე ხვრელის ამოკვეთას შეუდგა. მცირე სამუშაო როდი იყო. გამოსათხრელი იყო საკმაოდ მოზრდილი ხვრელი, რომელშიაც ორმოცდაათი გირვანქან პიროქსილინი ჩაეტეოდა. მისი აფეთქების ძალა თოფის წამალის ძალას ოთხჯერ აღემატებოდა.
2336 დაწყებული ამ დღიდან, ჩვენს გონებას, ჩვენს განსჯას, ჩვენს გამჭრიახობას არავითარი მნიშვნელობა აღარ ენიჭებოდა და ჩვენ მხოლოდ ბუნების, მიწიერი მოვლენების საალალბედოდ გავხდით. ექვს საათზე უკვე ფეხზე ვიდექით. ახლოვდებოდა ის წამი, როდესაც აფეთქებით უნდა გაგვერღვია გზა გრანიტის ზღუდეში.
2337 შემდეგ განზე უნდა გავცურებულიყავით, რათა აფეთქების დროს შესაძლებელ ხიფათს მოვრიდებოდით, რადგან აფეთქება, შესაძლოა, მხოლოდ მასივის შიგა ნაწილით არ შემოფარგლულიყო. ჩვენი ვარაუდით, პატრუქი ათი წუთის განმავლობაში ენთებოდა, სანამ ცეცხლი ნაღმს მიადგებოდა. ასე რომ ტივამდე მისარბენად საკმარისი დრო მრჩებოდა.
2338 სამივენი წავიქეცით. თვალის დახამხამებაში სინათლე წყვდიადმა შესცვალა. შემდეგ ვიგრძენი, როგორ გამოგვეცალა ფეხქვეშ კი არა, თვით ტივქვეშ მყარი დასაყრდენი, მომეჩვენა, რომ იგი უფსკრულში გადაეშვა. მაგრამ ასე არ ყოფილა, მინდოდა ბიძაჩემისათვის სიტყვა მიმეწვდინა, მაგრამ წყლის ღრიალში მაინც ვერ გაიგებდა.
2339 აბა, რა ვიცი, რამდენმა საათმა განვლო! ერთმანეთს ვეკვროდით, ხელიხელს ჩავკიდეთ რათა ტივიდან არ ჩამოვვარდნილიყვით. ხანდახან ტივი ეხეთქებოდა კედელს, მაშინ საშინლად შეგვანჯღრევდა ხოლმე. კიდევ კარგი თანდათან სულ უფრო იშვიათად ვეხეთქებოდით კედლებს. კიდევ კარგი, რომ დერეფანი საგრძნობლად ფართოვდებოდა.
2340 გასაგებია, რომ ეს აზრები, ბუნდოვნად, დაულაგებლად ირეოდა ჩემს გონებაში. ამ თავბრუდამხვევ ქროლვაში, რომელიც ვარდნას უფრო ჰგავდა, აზრბს ძლივს ვუკავშირ ებდი ერთმანეთს. ჰაერი ძლიერად გვირტყამდა სახეში და თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებდით, ჩვენ ექსპრეს-მატარებელზე სწრაფად მივქროდით.
2341 ამ პირობებში ჩირაღდდნის ანთება შეუძლებელი იყო, ხოლო ჩვენი შემორჩენილი ერთადერთი ელექტრონის აპარატი აფეთქბის დროს დაიმსხვრა. ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც იქვე ჩემ გვერდით უეცრად სინათლე დავინახე. იგი ჰანსის მშვიდ სახეს ანათებდა. მარჯვე მონადირემ ნათურის ანთება მოახერხა.
2342 თუმცა მისი შუქი ძლივს კრთოდა, მცირე ნათელი მაინც შეიტანა უკუნეთ სიბნელეში. ჩემი ვარაუდი დადასტურდა. გვირაბი ფართო ჩანდა. სუსტ შუქზე მის ორივე კედელს ერთად ვერ ვხედავდი. წყლის ნაკადის დაქანება, რომელიც შვენ მიგვაქროლებდა, ამერიკის ყველაზე დიდი ჩანჩქერის ვარდნაზე მეტი იყო.
2343 როდესაც ტივი გვირბის კედელს უახლოვდებოდა, ნათურას მივანათებდი ხოლმე და როდესაც კლდის შიბები ერთ განუწყვეტელ ხაზად იქცეოდა, ჩვენი მოძრაობის სისწრაფის გამოანგარიშებას ვახერხებდი. ჩემი ვარაუდით, მოძრაობის სიჩქარე საათში ოცდაათ ლიეს აღწევდა. კატასტროფის დროს ანძა ძირშივე გადატყდა.
2344 ჰაერს ზურგს ვუშვერდით, რათა არ გავეგუდეთ. ანძის ნამსხვრევს ჩაჭიდებულნი შეშინებულნი, მეც და ბიძაჩემიც თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდით, ქარის ნაკადისათვი ზურგი მიგვეშვირა, რომ სულის მოთქმა შეგვძლებოდა და არ გავგუდულიყვით. ამ ქროლვაში მოძრაობის სისწრაფის შემცირება არავითარ ადამიანურ ძალს არ შესწევდა.
2345 ჩვენი ბარგის წესრიგში მოყვანას შევეცადეთ. დავინახე, რომ ტივზე დატვირთული საგნების უმრავლესობა აფეთქების დროს გამქრალიყო, როდესაც ზღვამ ესოდენ მკაცრად შემოგვიტია! მე მინდოდა გამეგო, ზუსტად რამდენი სურათი დაგვრჩა და რისი იმედით უნდა ვყოფილიყვით. ავიღე ნათურა და ნივთების აღრიცხვას შევუდექი.
2346 რაღა შიმშილით ტანჯვა მაშინებდა, როდესაც უკვე სხვა სახის, კარზე მომდგარი სიკვდილი გვემუქრებოდა. უცნაური იყო, მაგრამ საშინელ მომავალზე ფიქრს, უშუალო ხიფათი მავიწყებდა. ვინ იცის, იქნებ ნიაღვრის მრისხანებას გადავრჩენოდით. მაშინ დედამიწის ზედაპირს დავუბრუნდებოდი. მაგრამ როგორ და რა გზით? არ ვიცოდი.
2347 გავიფიქრე, რომ ყოველივე ეს ბიძაჩემისათვის მეთქვა, ამეხსნა, თუ რა სავალალო მდგომარეობაში ჩავცვივდით, ზუსტად გამომეანგარიშებინა სიცოცხლისათვის რამდენი დრო-ღა დაგვრჩენოდა. მაგრამ საკმაო სულგრძელობა გამოვიჩინე და გავჩუმდი. მინდოდა, ბიძაჩემს თავდაჭერილობა არ დაეკარგა, სიდინჯე შერჩენოდა.
2348 ისევ წყვდიადმა მოგვიცვა. ამ უკუნეთი სიბნელის გაფანტვის არვითარი იმედი არ არსებობდა. ერთი ჩირაღდანი კი გვქონდა, მაგრამ ამ ქარში როგორ უნდა აგვენთო? წყვდიადის შიშით ბავშვივით დავხუჭე თვალები. საკმაო ხანმა გაიარა. შევნიშნე, რომ ჩვენი სრბოლის სიჩქარე გაორკეცდა. ჰაერი მეტი ძალით გვირტყამდა სახეში.
2349 წყლის უშველებელი სვეტი ჩამოიქცა და ტივს დაეცა. სული შემეკრა. ვეღარ ვსუნთქავდი, ვიხრჩობოდი... ამ უეცარმა წყალდიდობამ დიდხანს არ გასტანა. რამდენიმე წამში ისევ სუფთა ჰაერზე აღმოვჩნდი და ღრმად შევისუნთქე. ბიძაჩემი და ჰანსი ისევე ხელს მიჭერდნენ მკლავზე, ტივი ჯერ კიდევ გვიძლებდა და მიგვაქროლებდა სამივეს.
2350 ბიძაჩემი შემომცქეროდა. ვითომ ვერ გაიგო, რაცა ვთქვი. - კიდევ გაქვთ გადარჩენის იმედი? - შევეკითხე მე, მაგრამ შეკითხვას არავითარი პასუხი არ მოყოლია. ერთმა საათმა გაიარა. მომშივდა, ჩემს თანამგზავრებსაც შიოდათ. ვერცერთი ვერა ვბედავდით საჭმლის ამ საცოდავი ნაჭერისათვის ხელი გვეხლო.
2351 ცეცხლის თეორია, ერთადერთი სწორი თეორია, ჩემი აზრით, ძალაში რჩებოდა. იგი ყველაფერს განმარტავდა და ხომ არ მოვხდით იმ გარემოში, სადაც ბუნების მოვლენები მთელის სიმკაცრით მოქმედებდნენ და სადაც სიცხე ქანების ლღვობას იწვევდა. ამას ვშიშობდი და პროფესორსაც გავუზიარე ჩემი ეჭვები.
2352 პროფესორი ხარბად დააცხრა საჭმელს. ხომ მშიოდა, საჭმელმა, ზიზღის გარდა, ვერაფერი სიამოვნება მომგვარა. ჰანსი მშვიდად, გამოზომილად ნელ-ნელა უხმოდ ღეჭავდა ხორცს და გემოს ატანდა, როგორც მშვიდი ადამიანი, რომელსაც მომავლის დარდი ვერ შეაწუხებს, ჰანსმა მათარაში ნახევრამდე ღვიის არაყი იპოვა და დაგვალევინა.
2353 რაიმე საშუალება გააჩნდა ამის გამოსაანგარიშებლად? არა. მას მანომეტრი არ ჰქონდა, უამისოდ კი ვერავითარ ვარაუდს ვერ გასწევდა. ტემპერატურა თანდათან მატულობდა. მე ოფლში ვიწურებოდი. ჰაერი ისე ხურდა, თავი მეტალურგიული ქარხნის ღუმელში გეგონებოდა. ჰანსმა, ბიძაჩემმა და მეც პიჯაკები და ჟილეტები გავიხადეთ.
2354 გაბრაზებულმა პროეფსორმა მხოლოდ ხელი აიქნია. დაუძლეველი შიში დამეუფლა. თავს ვეღარ ვძლიე, ვგრძნობდი, კატასტროფა გვიახლოვდებოდა, თანაც ისეთი, ყველაზე გაბედული ფანტაზიაც რომ ვერ წარმოიდგენს. ერთი აზრი ამეკვიატა. ვცდილობდი, არ მეფიქრა, მაგრამ მოსვენებას არ მაძლევდა. მთლად ნათლად არ მქონდა ჩამოყალიბებული.
2355 ჩემს თავს ვეკითხებოდი, რომელი მთა უნდა ყოფილიყო და დედამიწის რომელ მხრეში ამოგვაგდებდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში უნდა ვყოფილიყავით. სანამ კომპასი აურევდა, ისარი სწორედ აქეთ მიუთითებდა. საკნუსემის კონცხიდან ასობით ლიე ჩვენ პირდაპირ ჩრდილოეთისაკენ გავიარეთ.
2356 დედამიწის ზედაპირს ვუახლოვდებოდით და მეგონა სიცხე დაიკლებდა. მაგრამ პირიქით, ვიხრუკებოდით. ეს მოქმედი ვულკანის გავლენით იყო. ჩვენი გადაადგილების საშუალება აღარავითარ ეჭვს არ იწვევდა. დედამიწის წიაღში დაგროვებული ორთქლისაგან წარმოშობილი მრავალი ასეული ატმოსფეროს ძალა განუხრელად წინ გვერეკებოდა.
2357 ოფლში ვიწურებოდი. აღმა ასე სწრაფი ასვლა გვშველოდა, თორემ უთუოდ გავიგუდებოდით. პროფესორს აღარ გახსენებია თავისი ნათქვამი, ტივს მივატოვებთო და კარგად მოიქცა. ამ სახელდახელოდ შეკრულ მორებზე მყარად ვიდექით. დილის რვა საათზე მდგომარეობა შეიცვალა. აღმასვლა შეჩერდა. ტივი სრულიად უძრავად იდგა.
2358 ცვალებადი ამოფრქვევის ვულკანთან გვაქვს საქმე, ამიტომ შეგვიძლია მასთნ ერთად სული მოვითქვათ. ასეც მოხდა. ზუსტად ათ წუთში ლავამ ისე ჩქარა აგვიტაცა, მორებს რომ არ ჩავჭიდებოდით, გადავცვივდებოდით. შემდეგ შევჩერდით. მერე ჩავუფიქრდი ამ უცნაურ მოვლენას, მაგრამ ახსნა ვერ მოვუნახე.
2359 ცხადად ჩანდა, რომ ჩვენ ვულკანის მთავარ ყელში არ ვიყავით, არამედ გვერდითა გასასვლელში, სადაც მხოლოდ შესუსტებული ბიძგების გავლენა იგრძნობოდა. ვერ დავითვალე, რამდენჯერ შევჩერდი და რამდენჯერ დავიძარით. ის კი მახსოვს, ყოველი შეჩერების შემდეგ ვულკანი ყუმბარასავით გვტყორცნიდა.
2360 წამით წარმოვიდგინე, რა სიამოვნება იქნება, უცებ რომ აღმოვჩნდე რომელიმე ჰიპერბორიულ ქვეყანაში ოცდაათ გრადუსიან სიცივეში-მეთქი. ჩემი ზეაღგზნებული წარმოდგენა არქტიკის თოვლით დაფარულ ველებზე დანავარდობდა. იმ წამზე ვოცნებობდი, როდესაც პოლუსის ყინულზე გავგორდებოდი. გაუთავებელმა ბიძგებმა თავგზა ამიბნია.
2361 ამიტომ ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ირყეოდა გრანიტი, როგორ ვბრუნდებოდით, როგორ ირწეოდა ტივი ლავის ტალღებზე, როგორ წვიმასავით გვაცვიოდა ფერფლი, როგორ ლაპლაპებდა ალი, მიწისქვეშა ცეცხლს როგორ აძლიერებდა გრიგალი, მაგონდება ჰანსის სახე, თითქოს ხანძარი მოედო. მეტი აღარაფერი მახსოვს.
2362 ვფიქრობდი, ზარბაზნის ლულაში ვარ მოქცეული, მივრიან და ნაკუწ-ნაკუწად ქცეული ჰაერში გავიფანტები-მეთქი. ორმოცდამეოთხე თავი თვალი რომ გავახილე, ჩემი ქამარი გამყოლის ძლიერ ხელს ეჭირა, მეორე ხელით ბიძაჩემი ჰყავდა ჩაბღუჯული, მე ძლიერ დაშვებული არ ვიყავი, მაგრამ დაღლილ- დაქანცული უგონოდ ვეგდე.
2363 ჩვენ ზემოთ, სულ ბევრი ხუთას ნაბიჯზე იხსნებოდა ვულკანის კრატერი. იქიდან ყოველ თხუთმეტ წუთში ძლიერი გრგვინვით ამოდიოდა ალის მაღალი სვეტი და თან პემზა, ფერფლი და ლავა ამოჰქონდა. მთა ისე ფშვინავდა, გეგონებოდა ვეშაპი სუნთქავს, და დროდადრო თავის ვეება ლაყუჩებიდან ცეცხლს აფრქვევსო.
2364 იმასაც გავიგებთ, სადა ვართ და რა ვქნათ. თანაც, შიმშილი და წყურვილი მკლავს. პროფესორი მეოცნებე ბუნების პატრონი ნამდვილად არ იყო. მე კი ყოველგვარი მოთხოვნილებაც და დაღლილობაც დამავიწყდა და ამ ადგილიდან ფეხსაც არ მოვიცვლიდი კიდევ დიდხანს, მაგრამ მეტი რა გზა მქონდა, ჩემს თანამგზავრებს უნდა გავყოლოდი.
2365 არა, მაგრამ... აქ რაღაც გაუგებრობას წავაწყდით. რა გვეფიქრა, ისიც არ ვიცოდით. ამ ლაპარაკში მობიბინე თვალწარმტაც დაბლობს მივუახლოვდით, მაგრამ ჯერ წყალი არ ჩანდა, ჩვენ გვწყუროდა და გვშიოდა კიდეც. საბედნიეროდ. ორ საათში ზეთისხილისა და ბროწეულის ბაღებს მივადექით. ვენახებში ჩაფლულიყო ლამაზი სოფელი.
2366 კაცის ჭაჭანება არ ისმოდა. მაგრამ ამას ვინ დაგიდევდათ. ნეტარება მოგვგვარა წვნიანმა და გემრიელმა ხილმა. ვენახში სავსე მტევნები მოვწყვიტეთ. ბალახში, ხეების სანეტარო, ჩრდილოში ცივი წყარო მოჩუხჩუხებდა, წარმოიდგინეთ რა სიამე ვიგრძენ, სახე და ხელები რომ გავიგრილე. ამ ნეტარებაში ვიყავით.
2367 ჩამოკონკილ-ჩამოძონძილს სახეზე ისედაც ფერი არ ედო, ჩვენ რომ დაგვინახა, შეეშინდა, გაფითრდა. ცუდი სანახავები კი ვიყავით წვერმოშვებულნი. ნახევრად შიშველნი და თუ ამ ქვეყანაში ყაჩაღები არა ცხოვრობდნენ, ჩვენი დანახვა აქაურ მცხოვრებთ შიშის ზარს დასცემდა. ყმაწვილი გასაქცევად გაიწია, ჰანსმა შეაჩერა.
2368 ჩვენ შუაგულ ხმელეთაშუა ზღვაში ვიყავით, მითიური წარსულის მქონე ეოლიის არქიპელაგზე, ყოფილ სტრონგილში, სადაც ეოლს მიჯაჭვული ჰყავდა ქარი და ქარიშხალი. ხოლო ეს ლურჯი მომრგვალებული მთები, აღმოსავლეთით რომ ჩანდა, კალაბრიის მთები იყო! სამხრეთის ჰორიზონტზე აღმართული ვულკანი კი თვითონ მრისხანე ეტნა გახლდათ.
2369 მარადიული თოვლის მხარე უკან დავტოვეთ, მარად მწვნე მხარეში მოვედი. ყინულოვანი სარტყლის ნისლი უკან დაგვრჩა და სიცილიის ლაჟვარდი ცის ქვეშ აღმოვჩნდით! ხილითა და ცივი წყლით საუცხოოდ ვისაუზმეთ და გზას გავუდექით, რათა სტრომბოლის ნავსადგურში ჩავსულიყავით. ცრუმორწმუნე იტალიელებთან სიფრთხილე გვმართებდა.
2370 ეს თქვა და ნახევრად შიშველმა, მაგრამ ტყავის ქამარ-კისიანმა ბიძაჩემმა ცხვირზე სათვალე გაისწორა და ისევ მრისხანე პროფესორ-მინერალოგად იქცა. ზეთისხილის კორომი გავირეთ და ერთი საათის შემდეგ უკვე სან-ვიჩენცოს პორტში მივედით. შაბათი დღე იყო, ჰანსმა მეცამეტე კვირის გასამრჯელო მოითხოვა.
2371 ორმოცდამეხუთე თავი აი, დასასრული ამბისა. მონათხრობს ურწმუნო ადამიანები არ დაუჯერებენ, მაგრამ მათი უნდობლობისაგან თავის დასაცავად მე წინასწარვე ჯავშანი ჩავიცვი. სტრომბოლელი მეთევზეები გემის დაღუპვისაგან დაზარალებულთა მიმართ მიღებული თავაზიანობით შემოგვეგებნენ. მოგვცეს ტანსაცმელი და საჭმელი.
2372 იმავე დღეს მან ქალაქის არქივს გადასცა საკნუსემის დოკუმენტი და დიდი სინანული გამოთქვა, მისდა უნებურად დედამიწის ცენტრამდე რომ ვერ გაჰყვა ისლანდიელი მოგზაურის ნაკვალევს. ბიძაჩემს დამსახურებული დიდება ხვდა წილად, მაგრამ მეტად თავმდაბლად ეჭირა თავი. ამით კიდევ უფრო გაიზარდა მისი რეპუტაცია.
2373 ამდენი პატივის გამო, რა თქმა უნდა, ბიძაჩემს მოშურნეებიც გამოუჩნდა. რადგან უდავო ფაქტებზე დაყრდნობილი მისი თეორიები უარყოფდნენ მეცნიერებაში დამკვიდრებულ თვალსაზრისს ცენტრალური სითბოს საკითხში. პროფესორმა ლიდენბროკმა კალამი და სიტყვა მოიმარჯვა და მრავალი დისკუსია ჩაატარა ყველა ქვეყნის მეცნიერებთან.
2374 მე კი არ შემიძლია ვიწამო მისი თეორია დედამიწის გაცივების თაობაზედ. მიუხედავად იმის, რაც საკუთარი თვალით ვნახე, მაინც მჯერა და ყოველთვის ვიწამებ ცენტრალური სითბოს თეორიას. თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ ზოგიერთი ჯერ კიდევ ნაკლებად შესწავლილ ბუნებრივ მოვლენებს ამ კანონის შეცვლა შეუძლია.
2375 იმ მომენტში, როდესაც ამ საკითხების ირგვლივ ცხარე კამათი მიდიოდა, ბიძაჩემს დიდი მწუხარება დაატყდა. ჰანსმა ჰამბრგი დასტოვა. როგორ არ ეხვეწა პროფესორი, მაგრამ არაფერი გაუვიდა. ადამიანმა, რომელსაც ჩვენს წარმატებს ვუმადლოდით, იმის საშუალებაც არ მოგვეცა, სათანადო მადლობა გადაგვეხადა.
2376 შემდეგ გავიგეთ, რომ მშვიდობით ჩასულა. ძალიან შევეჩვიეთ ჩვენს მამაც მონადირეს. ისინი, ვინც მან სიკვდილს გადაარჩინა, არასოდეს დაივიწყებენ მას. მე კი ისე არ მოვკვდები, კიდევ ერთხელ არ მოვინახულო. დასასრულ, უნდა დავძინო, რომ ჩვენმა მოგზურობამ დედამიწის ცენტრისაკენ უდიდესი სენსაცია გამოიწვია მსოფლიოში.
2377 თვით ბ-ნმა ბრაუნმმა დიდი თანხა შეაძლია, შეერთებულ შტატებში ჩამობრძანდი და ხალხს ეჩვენეო. დიდება დიდებად რჩებოდა და პროფესორი წუხდა, დარდობდა, კომპასის ამბავი ჯერაც ვერ აეხსნა. მალე სატანჯველად გადაექცეოდა, მაგრამ ბიძაჩემს ხომ ბედი სწყალობდა. ერთ დღეს კაბინეტში მინერალების კოლექციას ვალაგებდი.
2378 მეც მალე უბედნიერესი ადამიანი გავხდი. ჩემი ლამაზი ფირლანდიელი ქალიშვილი კონიგშტრასზე დაბინავდა როგორც ბიძაჩემის ძმისწული და ჩემი მეუღლე. ჩვენი ბიძა სახელოვანი პროფესრო ოტო ლიდენბროკი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ყველა სამეცნიერო, გეოგრაფიულ და მინერალოგიურ საზოგადოებათა წევრ-კორესპოდენტად აირჩიეს.
2379 ბ ო ლ ო ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა ადამიანის ცნობისმოყვარეობა უსაზღვროა. ცნობისწადილი, ყველაფრის გაგების, ახსნის, საგანთა არსის სიღრმეში ჩაწვდომის სურვილი განუზომელია. ადამიანი მოგზაურობს სივრცის სამ განზომილებაში, მაგრამ ჟიულ ვერნის მოგზაურთათვის ეს სამი სივრცით განზომილება საკმარისი არ აღმოჩნდა.
2380 ჟიულ ვერნის მხრივ დიდი გამბედაობა იყო, რომ იგი არც ერთ ამ მიმართულებას არ მიემხრო და გაიზიარა თავისი მეგობრის გეოლოგ შარლ სენ-კლერ დევილის იდეები. სენ-კლერი სწვლობდა ვულკანებსა და მიწისძვრებს. ამ კვლევის დროს ვულკან სტრომბოლშიც კი ჩაეშვა. შარლ სენ-კლერის იდეით დედამიწის ბირთვი ცივი და მკვრივია.
2381 მეხუთე დღეა, რაც გრიგალი მოაქანებს მას და დღე-ღამეში ალბათ ორი ათასი მილს მაინც გადის. მაშ, ძალიან შორეულ ქვეყნიდან უნდა იყოს გამოტაცებული. მგზავრები ამ ტრიალსა და დანისლულ სივრცეში ვერც სისწრაფეს გრძნობდნენ, ვერც მანძილს. არსად კიაფობს ცის მნათობთა ოდნავი შუქიც კი. მათი თვალი ვერას არჩევს.
2382 გრიგალმა თითქოს გეზი იცავლა. თითქოს შეწყვიტა ქროლვა დასავლეთისაკენ, ოდნავ მიყუჩდა. იქნება ელექტრულმა განმუხტვამ მოტეხა იგი, როგორც ეს ინდოეთის ოკეანეში ემართება ხოლმე ტაიფუნს. მგზავრები გრძნობენ, რომ აეროსტატი ქვევითკენ ეშვება, პატარავდება, იჭმუჭმნება, გრძლად ისორსლება, იძაბება.
2383 შუადღის ჟამს მხოლოდ ორი ათასი ფუტითღა იყვნენ ოკეანეს ზედაპრს დაშორებული. აეროსტატის მოცულობა ოთხას კუბურ მეტრამდე ჩამოვიდა. მაგრამ იგი ჯერ კიდევ შეძლებს ხანგრძლივ სრიალს ერთ სიმაღლეზე. მგზავრებმა უკვე გადმოყარეს გონდოლიდან ყველა მძიმე ნივთი და ახლა ჯიბე-უცებ ამოიცარიელეს.
2384 ერთი მგზავრთაგანი აბობღა მის სალტეზე ხუფის გასამაგრებლად, მაგრამ უშედეგოდ. აეროსტატი თავს ვეღარ იჭერს ჰაერში და უფსკრულისკენ მიექანება. მგზავრების ბედი ბეწვზე ჰკიდია. არსაც ხმელეთი, არსად კუნძული, არსად ერთი ციდა მიწის ნაგლეჯიც კი, რომ შეიძლებოდეს აეროსტატის ღუზის გამოდება.
2385 გულადი, შეუდარებელი მგზავრები ჰყავს აეროსტატს. სიკვდილის შიში თუ სულმოკლეობა უცხოა მათთვის და მხნედ განაგრძობენ ბრძოლას მძვინვარე სტიქიონთან, მაგრამ წნელით დაწნული ნავკალათი ვერ გაუძლებს ოკეანის ტალღებს, ფონს ვერ გაიყვანს, აეროსტატი კი შუადღის ორ საათზე ოთხასი ფუტით დაუახლოვდა ოკეანის ზედაპირს.
2386 კალათი ძირს! ესღა იყო აეროსტატის შესამსუბუქებელი საშუალება. მგზავრები აეროსტატის ბადეში აფოფხდნენ, ბაგირები გადაჭრეს. კალათი შხუილით დაეშვა ოკეანის ტალღებისაკენ. აეროსტატი ერთბაშად აქანდა ორი ათასი ფუტის სიმაღლეზე. იგი მათემატიკური სიზუსტით მოქმდებს, მცირე რამ ტვირთი თუ მოაკლდა, ზევით მიექანება.
2387 ახლაც გამართლდა, ეს კანონი. მაგრამ მალე ისევ ქვევით იწყო დაშვება, რადგან გარსიც გამსკდარი იყო და აირს უშვებდა. აღარავითარ ძალას არ შეუძლია მათი გადარჩენა. დილის ოთხ საათზე გრიგალი ხუთასი ფუტის სიმაღლეზეღა მიაქანებდა აეროსტატს. უცებ შეჰყეფა ძაღლმა, რომელიც პატრონის მუხლებთან აძურწულიყო.
2388 უკვე აშკარად მოჩანს მიწა. უნდა როგორმე მიაღწიონ ნაპირს! განთიადი აქეთ აეროსტატი სამხრეთ-აღმოსავლეთითისაკენ მიქრის, ასეული მილი აქვს გამოვლილი, ახლა კი პირდაპირ იმ ხმელეთისაკენ მიექანება. მაგრამ ხმელეთამდე ჯერ დიდი მანძილია. არ იციან, მატერიკია თუ კუნძული. გრიგალი კი პირდაპირ მისკენ მიაქანებს მათ.
2389 აეროსტატი უკვე ტალღებს ეხება. წყლის შხეფები ასკდება მის ბადეს. გაჟღენთილი ბაგირები მძიმდება. აეროსტტი ფრთამოტეხილი ბატივით მიფრატუნობს ტალღებზე. ერთი მილიც კი აღარ დარჩათ, მხოლოდ ერთი მილი ნაპირამდე. დაჭმუჭნულ და გრძლად გასორსლილ აეროსტატში მცირეოდენი აირი კიდევ მოიპოვება.
2390 ალყა გრძელდებოდა, შეტაკება შეტაკებას ცვლიდა. ერთი ასეთი შეტაკების დროს რიჩმონდელებმ ტყვედ იგდეს გრანტის ერთი რაზმი თავისი ოფიცრებითურ და რიჩმონდის ციხე-სიმაგრეში მოათავსეს. მათ შორის იყო გამოჩენილი ინჟინერი სმიტი, რომელიც მსახურობდა გენერალ გრანტის ფედერალური ჯარის მთავარ შტაბში.
2391 გულში ჩამწვდენი, მოელვარ თვალებში დაუშრეტელი ცეცხლი იგრძნობოდა, იშვიათად მოღიმარი ბაგე გონიერებასა და გამბედაობას უდასტურებდა. უმარლესი განათლების მიუხედავად, სმიტმა თავისი მოღვაწეობა ბარითა და ნიჩბით დაიწყო, ბოლოს მიაღწია უმაღლეს თანამდებობას, სწორეს ისე, როგორც ჯარისკაცი იმსახურებს გენერლობას.
2392 საზრიანი იყო და გამრჯე. თვის ნიჭის წყალობით ადვილად ძლევდა ყოველგვარ საქმეს, არ განეცადა, რა იყო მარცხი და მუდამ გაჰქონდა ცხოვრების ლელო. ცხოვრების მკაცრმა პირობებმა შეუმუშავა უდრეკი ხასიათი, საზრიანობა, მიზანსწრაფვა და ძლიერი ნებისყოფა. მის ბუნებაში შეერთებულიყო ადამიანის ყველა დადებითი თვისება.
2393 საირუს სმიტი მოხალისედ ჩაეწერა გენერალ გრანტის ილიონისის რაზმში, მონაწილეობა მიიღო მრავალ ბრძოლაში. ყველგან მამაცურად იბრძოდა. ათასჯერ უმზერია სიკვდილს მისთვის თვალებში, მაგრამ მას წარბიც არ შეუხრია და მუდამ გამარჯვებული გამოსულა განსაცდელიდან. მხოლოდ ამ ბოლო დროს იგდეს ტყვედ რიჩმონდთან დაჭრილი.
2394 გედეონ სპილეტი, სახელგანთქმულ სტენლის მსგავსად, ინგლის-ამერიკის კორესპონდენტთა იმ წრეს ეკუთვნოდა, რომლებიც გველის ქერქში გაძვრებიან და მაინც ხელთ იგდებენ საჭირო ცნობებს, რომ რედაქციას სწრაფად აცნობონ. ენერგიული იყო, გაბედული. სხვისი გულის უღრმეს კუნჭულებსაც კი ჩასწვდებოდა და ამოიკითხავდა საიდუმლოს.
2395 მთელი დედამიწის ზურგი შემოევლო, როგორც მეომარსა და ხელოვანს. საქმის დროს ყოყმანი არ უყვარდა, არ იცოდა, რა იყო დაღლა, დაბრკოლება, სიძნელე. მისთვის არ არსებობდა შეუძლებელი და შეუცნობელი რამ. არხეინად იდგა გაცხარებულ ბრძოლის ველზე და ტყვიების ზუზუნში დინჯად განაგრძობდა დაკვირვებას და ქრონიკის წერას.
2396 განსაცდელი მისთვის სახალისო თავგადასავალი იყო. ყველგან მოწინავე რაზმებში იბრძოდა. ცალ ხელში რევოლვერი ეკვა, მეორეში - უბის წიგნაკი. კალამი არასდროს აუცახცახდებოდა, თუნდაც ირგვლივ ყუმბარების ჭექაქუხილი მდგარიყოს. გედეონ სპიელეტი არც იუმორს იყო მოკლებული, თუმცა ამაშიც თავისებური უცნაურობა სჭირდა.
2397 ინჟინერი საირუს სმიტი და გედეონ სპილეტი ერთად იყვნენ. იქამდე ისინი მხოლოდ შორიდან იცნობდნენ ერთმანეთს. სმიტს მალე მოუშუშდა ჭრილობა. გაეცნო სპილეტს და დამეგობრდნენ კიდეც. ორივეს სწყუროდა ტყვეობიდან თავის დაღწევა და გენერალ გრანტის ჯარში დაბრუნება, რათა განეგრძოთ ბრძოლა ზანგების გასათავისუფლებლად.
2398 თუმცა მისი მშობლები მონები იყვნენ, სმიტმა ეს ზანგი ბავშვობიდანვე გაათავისუფლებინა და აზატობის ფირმნი მისცა. ზანგს ოცდათი წელი უსრულდებოდა, ნაბუქოდონოსორი ერქვა, მაგრამ, ჩვეულებრივ, შემოკლების ნაბს ეძახდნენ. ნაბი გონიერი, ხათრიანი, გამბედავი, ძალ-ღონით სავსე, მარდი და მოხერხებული იყო.
2399 ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ გულჩათხრობილსაც ვერ ნახავდით. უსაზღვროდ ერთგული და კეთილი, როგორც კი თავის პატრონის ტყვეობა შეიტყო, უყოყმანოდ გამოეშურა მასაჩუსტესიდან რიჩმონდისაკენ. ალყაშემორტყმულ ქალაქში დიდი მოხერხებით და ეშმაკობით შეიპარა. რამდენჯერმე მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა.
2400 განსაკუთრებული რამ შემთხვევა თუ მისცემდა ამის საშუალებას. ასეთი შემთხვევა კი არსად ჩანდა. გენერალი გრანტი მედგრად განაგრძობდა სამხედრო ოპერაციებს. პიტსბურგთან გამარჯვების დროს შემცირებული ჯარი ბოტლერის ძალებით შეავსო. მაგრამ რიჩმონდის აღებას მაინც არავითარი პირი არ უჩანდა.
2401 მოვლილი ჰქონდა ყველა ზღვა დედამიწის ზურგზე. რა არ დატრიალებულიყო მის თავზე წისქვილის ქვის მეტი! პენკროფი ერქვა. რიჩმონდში ნიუ-ჯერსიდან ჩამოსულიყო საქმეების გამო და თან ჩამოეყვანა თავისი გარდაცვლილი კაპიტნის დაობლებული თხუთმეტი წლის ვაჟი ჰერბერტ ბრაუნი, რომელიც ღვიძლი შვილივით უყვარდა.
2402 თითქოს ჩვენ გველის, რომ... - პენკროფს სიტყვის დამთავრება არ დასჭირდა, ინჟინერი მიუხვდა, რც უნდა ეთქვა, მკლავში ხელი გაუყარა და თავისი ბინისკენ წაიყვანა. მეზღვაურმა იქ გაუზიარა თავისი აზრი. მისი გეგმა მეტად მარტივი იყო, თუმცა სახიფათოც. მაგრამ ტყვეობიდან თავის დაღწევა გაბედვად ღირდა.
2403 მე რომ აეროსტატის მართვა მცოდნოდა, აქამდისაც გავფრინდებოდი ჰერბერტთან ერთად, - ეუბნებოდა პენკროფი. სმიტი დაკვირვებით და მდუმარედ უსმენდა პენკროფს. მის თვალებში იმედის სხივმა გაიელვა. მართლაც, მარჯვე შემთხვევა ეძლეოდა. სმიტი კი ისეთი კაცი როდი იყო, ასეთი შემთხვევა ხელიდან გაეშვა.
2404 ღამის სიბნელეში გუშაგების მიუხედავად, მაინც მოახერხებენ ერთბაშად ჩასხდნენ კალათში, ბაგირები სწრაფად გადაჭრან და ეგ არის... რაც შეეხება გრიგალს, ის დაბრკოლება კი არ არის, პირიქით, ხელშემწყობია. გრიგალი რომ არ ამოვარდნილიყო, აეროსტატი რა ხანი აეშვებოდა და თავის მგზავრებს წაიყვანდა.
2405 პენკროფი გამოეთხოვა და შინისაკენ მიაშურა, სადაც უცდიდა გულადი ახალგაზრდა ჰერბერტ ბრაუნი. მან უკვე იცოდა პენკროფის განზრახვ და მოუთმენლად ელოდა ინჟინერ სმიტთან მოლაპარაკების შედეგს. ამგვარად, ხუთმა გაბედულმა ადამიანმა თავისი ბედი სტიქიონს მიანდო. გრიგალი გლეჯდა არემარეს.
2406 ინჟინერი სმეიტი კი მოედანს უვლიდა გარშემო და აეროსტატს თვალს არ აშორებდა. ეფიქრებოდა, ამ გრიგალში აეროსტატის გაბერილი სფერო კედლებზე ხეთქებისაგან არ გასკდეს, ნაფლეთებად არ იქცესო. პენკროფიც ვერ სცილდებოდა მოედანს, უსაქმური ადამიანივით ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მთქნარებით დაიარებოდა აქეთ-იქით.
2407 გულში შიში უვლიდა, ვაი თუ გრიგალმა მოგლიჯოს აეროსტატი და სივრცეში გააქანოსო. ჩამოღამდა. ხშირი ყომრალი ნისლი ეფინებოდა დედამიწას. თოვლჭყაპი მოდიოდა. სიცივე ძვლებსი ატანდა ადამიანს. რიჩმონდის თავზე ნოტიო ნისლი ჩამოწოლილიყო. ირგვლივ მხოლოდ გააფთრებული გრიგალის გუგუნ-ზრიალი ისმოდა.
2408 ინჟინერი დაკარგეს ნახევარი მილის მანძილზე იმ ადგილიდან, სადაც თვითონ გამოირიყნენ. საღამოს ექვის საათი იყო. შავი ნისლი ეფინებოდა მიდამოს და სიბნელეს აძლიერებდა. მგზავრებმა ჩრდილოეთისაკენ აიღეს გეზი. მიაბიჯებდნენ ლოდებით მოფენილ შლამიან სანაპიროზე. ნაპირის ოღროჩოღრო ფლატეები ძნელი სასიარულო იყო.
2409 ყოველ ნაბიჯზე ღრანტეებიდან უამრავი ფრინველი მძიმე-მზიმედ წამოიშლებოდა და ფრთების ტყლაშუნით მიშურებოდა სხვადასხვა მხარეს. ზოგან კი, უფრო სწრაფად მონავარდენი, გუნდ-გუნდად დაიფრთხიალებდნენ და შავი ღრუბელივით გაუქროლებდნენ წინ. მეზღვაურებმა თევზიყლაპია ჩვამებად დდა თოლიებად მიიჩნია ისინი.
2410 მაგრამ ზღვის ღმუილში და კლდეებზე შემონარცხებული ტალღების ტყლაშუნში ყურთასმენა არ იყო. მაინც წინ მიდიოდნენ და გზადაგზა ათვალიერებდნენ ყოველ ჩაღრმავებულ ფოსოს, ყოველი ლოდის ძირს. ოციოდე წუთის შემდეგ ისინი კლდოვანი კონცხის წვერწამახულ მწვერვალზე აღმოჩნდნენ. მათ თვალწინ ზღვა გადაეშალათ.
2411 ორივენი მოჰყვნენ ხმამაღლა ძახილს, მაგრამ პასუხი არსაიდან ისმოდა. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ იწყეს ძახლი, მაგრამ ბაიბური არ იყო. გადაწყვიტეს, დაეთვალიერებინათ კონცხის მეორე ნაპირი. ისიც შლამითა და ლოდებით იყო მოფენილი. თუმცა პენკროფმა ისიც შენიშნა, რომ თანდათან მყარ ნიადაგზე გადადიან და ნაპირი მაღლდება.
2412 ეს ქვა-ღორღი მოფენილი, მცენარეულობას მოკლებული, ხრიოკი და მწირი ადგილი მხოლოდ ზღვის ფრინველების ბუდედ გადაქცეულიყო. იქნებ, რომელიმე არქიპელაგის ნაწილს წარმოადგენდა? ამ წყვდიადში შეუძლებელი იყო ამის გამორკვევა. ამიტომ ინჟინრის ძებნაც სახვალიოდ გადადეს, რადგანაც მისი ხმა არსაიდან ისმოდა.
2413 მაგრამ ირგვლივ ვერ ნახეს ვერც ერთი ხე, ვერც ერთი ბუჩქი და ჩირგვი, არემარე მოფენილი იყო მხოლოდ ქვიშით, შლამით, ლოდებითა და ღორღით. ადვილი წარმოსადგენია ის უღრმესი მწუხარება, რომელიც დაეუფლა ნაბისა და მისი ამხანაგების გულს, რომელთაც ასე შეუყვარდათ შეუდრეკელი და გამბედავი ინჟინერი საირუს სმიტი.
2414 მწუხარებით აღსავსე სევდიანი ღამე ზანტად მიიზლაზნებოდა. ცივი ქარი თოშავდა, მაგრამ ამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევიათ. დასვენება არც კი გახსენებიათ. ქანცგამოლეულებს, გატანჯულებს თავისი თავი დავიწყებოდათ და საყვარელი ამხანაგების ძებნაში აღმა-დაღმა ქსელავდნენ უდაბურ კიდეებს.
2415 მთელი კუნძული სიჩუმეში გარინდებულიყო. ცა იწმინდებოდა. შუაღამისას აქა-იქ რამდენიმე ვარსკვლავი აკიაფდა. ინჟინერი რომ ახლა მათთან ყოფილიყო, ამხანაგებს აუხსნიდა, რომ ეს ვარსკვლავები სამხრეტის ნახევარსფეროს ეკუთვნოდნენ. მართლაც პოლარული ვარსკვლავი ამ ახალ ჰორიზონტზე არ გამოჩენილა და არც ზოდიაქოს ვხედავთ.
2416 მხოლოდ ჰორიზონტი დასცქეროდა მათ პირქუშად. მზის პირველ სხივებზე ზღვიდან ისეთი ხშირი ნისლი დაიძრა, რომ ოც ნაბიჯზე ვერაფერს გაარჩევდა თვალი, ნისლი თანდათან დიდრონ ქულებად იხვეოდა და მძიმე-მძიმედ მიიზლაზნებოდა მათ თვალწინ. მაგრამ სანუგეშო ჯერ არა ჩანდა რა. ჩვენი მოგზაურები ვერაფერს ამჩნევდნენ ირგვლივ.
2417 დიახ, იქ იყო დედამწა. ეს იყო მათი ხსნა, დროებით თავშესაფარი მაინც. კუნძულს იმ სანაპიროსაგან სრუტე ჰყოფდა, რომლის სიგანე ნახევარი მილი იქნებოდა. სრუტეთი მდინარება ძალიან სწრაფი იყო, წყალი შხუილით მოექანებოდა. ერთი მგზავრთაგანი გულისთქმამ აიტაცა და უსიტყვოდ გადაეშვა ამ მდინარეში.
2418 ნაბი ვაჟკაცურად ებრძოდა სწრაფ მდინარებას. მძლავრი მკლავების მოსმით გეზად მიარღვევდა ტალღებს, მისი მხარბეჭი შავად ელვარებდა. მდინარება ქვევით მიეზიდებოდ, მაგრამ სრუტე ნახევარ საათში გადასერა და ნაპირზე გავიდა რამდენიმე ასი ნაბიჯით ქვევით, იმ ადგილიდან, საიდანაც პირველად წყალში გადაეშვა.
2419 ახლომახლო არაფერი მოიპოვებოდა შლამზე მიმოფანტული ზღვის ლოკოკინების გარდა. ლოკოკინები მაინცდამაინც სახრბიელო საჭმელი არ იყო, მაგრამ ამჟამად ესეც დიდ წყალობად ჩაეთვალათ. დასავლეთით, სიღრმეში შვიდიოდე მილის მანძილზე მზის სხივებზე ბრწყინავდა განცალკევებით აღმართული დათოვლილი მწვერვალი.
2420 ვნახოთ. ზღვის მოქცევა უკვე თავდება. სამიოდე საათის შემდეგ გაღმა გავალთ და იქ მივაგნებთ მისტერ სმიტს. პენკროფი მართალი გამოდგა. სამი საათის შემდეგ წყლის დონემ მართლაც დაიწია და სრუტის კალაპოტი შლამნარზე გავიდა. მათ კუნძულსა და გაღმა ნაპირს შორის მხოლოდ ვიწრო თავთხელი ტოტიღა დარჩა.
2421 სამივემ დაუბრკოლებლად მიაღწია გაღმა ნაპირს. მზეზე საჩქაროდ გაიმშრალეს ტანი, ტანისამოსი ჩაიცვეს და მომავალი მოქმედების თადარიგს შეუდგენენ. თავი მეოთხე უკაცრიელ ნაპირზე გედეონ სპილეტმა პენკროფსა და ჰერბერტს სთხოვა, აქ დაიცადეთო, თვითონ კი იმ კიდეს შეუყვა, სადაც დილას ნაბი გაუჩინარდა.
2422 ორივენი გაჰყვნენ იმ კლდის ძირს, რომელიც კედელივით აზიდულიყო ზღვის ტალღებისგან მოშიშვლებულ, შლამით დაფარულ ფერდობზე. რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იმ ადგილებიდან, სადაც ისინი გამოირიყნენ, პენკროფმა შეამჩნია რაღაც ნაღარი, რომელიც მისი ვარაუდით, ნაკადულის ან წყაროს სათავე უნდა ყოფილიყო.
2423 მათ შეეძლოთ მის მახლობლად დაედოთ ბინა, თანაც შესაძლებელია, ზღვის მოქცევას აქეთკენ გამოეტაცა ინჟინერი სმიტიც. ასიოდე მეტრის სიმაღლეზე აყუდებული ტინის კლდე ისეთი მკვრივი იყო, რომ ზღვის ტალღებსაც ვერსად გამოეღრღნა. ვერ იპოვეს ვერავითარი მცირე გამოქვაბული, რომ ჯერჯერობით მაინც შეეფარებინათ თავი.
2424 მამაც ხელს უწყობდა ჰერბერტს ამ მეცნიერების შესწავლაში და მისი წყალობით ბოსტონის უნივერსიტეტის საუკეთესო პროფესორებთან სწავლობდა. აქ მიღებული ცოდნა ჰერბერს უკვე გამოადგა და მომავალშიც ხშირად ისარგებლებდა მით. ლიტოდომი მოგრძო მოყვანილობის ხამანწკაა. ისინი ჯგუფ-ჯგუფად ეწებებიან ქვებსა და ლოდებს.
2425 შიმშილი კი მოიკლეს, მაგრამ წყურვილი, რომელიც აქამდეც აწუხებდათ, ბუნებრივპილპილიანი ლიტოდომების ჭამამ უფრო გაუძლიერათ, იქვე ახლოს კი ერთმანეთზე მიყრილ-მოყრილი და აყუდებულ ლოდებს შორის უთუოდ წყალი უნდა ყოფილიყო! პენკროფმა და ჰერბერტმა ლიტოდომებით გაივსეს უბე-ჯიბეები და ისევ კლდის ძირისკენ გაბრუნდნენ.
2426 წყალი წმინდა იყო, კამკამა. პენკროფმა მოისაზრა, რომ ახლა, როდესაც ზღვის უკუქცევის შემდეგ ზღვის წყალი ყურეს ვეღარ სწვდებოდა იგი სასმელად გამოსადეგი უნდა ყოფილიყო, და მართლაც ასე აღმოჩნდა. რაკი წყლის მხრივ გული დაიარხეინეს, ჰერბერტი ახლა კვლავ გამოქვაბულის ძებნას შეუდგა, მაგრამ ამაოდ.
2427 მეზღვაურმა მაშინვე მოისაზრა, რომ ზღვის მოქცვა და უკუქცევა ტვირთის გადატანა-გადმოტანას გაუადვილებდა მათ. ნახევარი მილი რომ გაიარეს, იმ ადგილს მიაღწიეს, სადაც მდინარე მოხრილი მკლავივით უხვევდა გვერდზე და მდორედ მილივლივებდა. შტოებგანზეგაზიდული დიდრონი ხეები მწვანით შემოსილიყო.
2428 ეს იყო წიწვოვანი ჭალა. ჩვენმა ახალგაზრდა ნატურალისტმა შეამჩნია, რომ იქ იზრდებოდა სურნელოვნებით განთქმული დეოდარები, რომლებიც ჰიმალაის ზოლშიაც გვხდება. ამ ჯიშის ხეებიდან აქვე მოჩანდა ქოლგასავით გადაშლილქოჩრიანი სოჭი. მაღალ ბალახებში მიდიოდნენ. პენკროფმა ფეხქვეშ ხმელი ტოტების მტვრევა იგრძნო.
2429 ზღვის მოქცევა კი გრძელდება... - ჩვენც დავაცადოთ და უკუქცევა რომ დაიწყება, მაშინ გავატანოთ. აბა, დროს ნუღარ ვკარგავთ, ტივი შევკრათ. მეზღვაური და მისი ახალგაზრდა მეგობარი მდინარის პირისკენ გაემართნენ. თან მიათრევდნენ დიდრონ ხეებს, თუმცა იქაც კი ბლომად ეყარა ფიჩხი ბალახებსი.
2430 მეზღვაურის აზრით, ზღვის უკუქცევა რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყებოდა და მეგობრებმა გადაწყვიტეს, ასულიყვნენ უმაღლესი კლდის თავზე და იქიდან გადაევლოთ მიდამოსათვის თვალი. ერთიმეორეზე უცნაურად შედგმული უზარმაზარი ლოდები კიბურად ადიოდა ზევით და ჩვენი მაგარკუნთა მგზავრები მალე მოექცნენ მაღალი კლდის თავზე.
2431 მათ თვალწინ გადაიშალა უსაზღვრო ოკეანე, რომელიც ასეთი განსაცდელით გადმოიარეს. გულის ფანცქალით აკვირდებოდნენ მის ჩრდილო სანაპიროს, სადაც ინჟინერი სმიტი გაქრა. მათი თვალი გულმოდგინედ ეძებდა რაიმე ნიშანს, აეროსტატის რაიმე ნაგლეჯს, მაგრამ ამაოდ! ოკეანე ცის დასავლამდე თვალუწვდენელ უდაბნოს ჰგავდა.
2432 ამ თავთხელ წყალში ქვები ნიანგების ხროვას წააგავდა. იქით ზღვის ზედაპირზე მზეზე სარკესავით ელვარებდა. სამხრეთით, ჰორიზონტზე მაღლა შეტყორცნილი აბასრული კლდე იდგა და შეუძლებელ იყო გაგება, კვლავ ამ მიმართულებით გრძელდებოდ მიწა, თუ სამხრეთ-აღმოსავლეთის ან სამხრეთ-დასავლეთისკენ უხვევდა.
2433 ჰერბერტმა და პენკროფმა ახლა დასავლეთის მხარეს მოავლეს თვალი. მათ პირდაპირ ამართულიყო დათოვლილი მწვერვალი, რომელიც შვიდიოდე მილით მაინც იქნებოდა დაშორბული. მის ფერდობებზე უზარმაზარ მწვანე ლაქებად მოჩანდა დაბურული ტყეები, ალბათ, წიწოვანი ჯიშისა, რომლებიც ზამთარ-ზაფხულ ზურმუხტისფრად ღუოდა.
2434 კუნძული იყო თუ მატერიკი, ყოველ შემთხვევაში, ნაყოფიერი ნიადაგი ჩანდა. სავსე იყო მცენარეულით, საუცხოო სანახაობებითა და გადასახედებით. ჰერბრტი აღტაცებაში მოჰყავდა აქაური მცენარეულობის სიუხვეს. - ეს გარემოება ჩვენი მდგომრეობისათვის სწორედ მისწრებაა, ჩემო კარგო! - დაასკვნა პენკროფმა.
2435 პენკროფმა და ჰერბერტმა ქედნის ბუდეებს დაუწყეს ძებნა და მართლაც ბევრი ნახეს კლდის ნაპრალებში. მეზღვაურმა კვერცხები ხელსახოცში გამოკრა და თავქვე დაეშვნენ, რომ უკუქცევისათვის ჩაესწროთ. მდინარის მოსახვევს რომ მიაღწიეს უკვე ნაშუადრევის პირველი საათი იყო. ზღვის უკუქცევაც დაწყებულიყო.
2436 მაშინვე გაეშურნენ იქით, ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერსად იპოვეს. მეტად მძიმე და აუნაზღაურებელი დანაკარგი იყო! პენკროფი ვეღარ ფარავდა მღელვარებას. შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა. ხმას ვეღარ იღებდა. ჰერბერტი კი ანუგეშებდა - თუნდაც გვეპოვა, მაინც დასველებული იქნებოდა და ვერ გამოვიყენებდითო.
2437 გედეონ სპილეტი მიუახლოვდა ამხანაგებს და უსიტყვოდ დაეშვა ქვაზე. სიარულისაგან მოწყვეტილს და შიმშილისაგან გაწამებულს ლაპრაკის თავი აღრა ჰქონდა. ნაბს დაწითლებული თვალები უმტკიცებდა, რომ ეტირა. გედოენ სპილეტმა ცოტა რომ შეისვენა, ინჟინერ სმიტის ძებნის ამბავს მოუყვა ამხანაგებს.
2438 სპილეტსა და ნაბს თითქმის რვა მილი გაევლოთ ზღვის ნაპირ-ნაპირ იმ ადგილებში, სადაც ინჟინერი დაეკარგათ თავისი ტოპით. მაგრამ მთელს ამ მანძილზე ერთი ამობრუნებული ქვაც კი არ შეხვედრიათ, არავითარი ნიშანი არ ყოფილა კაცის ჭაჭანებისა. როგორც ჩანს, ამ სანაპიროებს ჯერ არ დაჰკარებია ადამიანის ფეხი.
2439 სპილეტმა ხელახლა დაიწყო ქექვა. მთლად გადმოაბრუნა შრვალის, ჟილეტისა და პალტოს ჯიბეები. პენკროფის სასიხარულოდ და თავისდა გასაოცრად, რაღაც ხის წკირს მოახვედრა ხელი ჟილეტის ჯიბის სარჩულში. ეს უეჭველად ასანთის ღერი იყო და დიდი სიფრთხილე სჭირდეობდა, რომ ამოღების დროს თავი არ მოფშვნეტოდა.
2440 პენკროფმა ქაღალდი გამოართვა, ფეხის წვერებზე ჩაცუცქდა, შეშა-ფიჩხის ქვეშ გამხარი ბალახი შეაწყო და სასუნთქი დაუტოვა, რომ ხმელ ფიჩხს ადვილად მოსდებოდა ცეცხლი. ქაღალდის ფურცელი კონუსის მსგავსად დაახვია, ბალახში შედო, მერე აიღო ხაოიანი რიყის ქვე დ ოდნავ გაუხახუნა ასანთის თავი.
2441 ჰერბერტს ასეთი მღელვარება თავის დღეში არ გამოუცდია, მაგრამ მაინც გაბედულად გაკრა ასანთი ქვაზე. გაისმა სუსტი ტკაცანი. ფოსფორმა ცისფრად იფეთქა და გოგირდის სუნი დააყენა. ჰერბერტმა ფრთხილად შემოატრილა ასანთის ღერი, რომ ცეცხლი უფრო კარგად გაჩაღებულიყო, და შემდეგ ქაღალდის მილში შედო.
2442 ძლიერი ქარი ზუზუნებდა და კლდეზე შენარცხებული ტალღების ერთფეროვანი ტყლაშუნი მოისმოდა. კორესპოდენტმა უბის წიგნაკში ჩაიწერა მთელი ამ დღის თავგადასავალი, ილაჯგაწყვეტილი მოქანცული, იქვე მიწავა ტალანის კუთხეში და ძილს მიეცა. ჰერბერტსაც მალე ჩაეძინა. მეზღვაური კი ცეცხლთან იჯდა და მალმალე უმატებდა შეშას.
2443 ეს იყო ნაბი, რომელიც, ამხანაგების ხვეწნა- მუდარის მიუხედავად, მთელ ღამეს დაეხეტებოდა ზღვის ნაპირზე და თვის პატრონს ეძახდა... თავი მეექვსე ტყეში ნადირობა გათენდა. უდაბურ კუთხეში გადმოტყორცნილი მგზავრები თავისი ავლადიდების შემოწმებას შეუდგნენ. აღმოჩნდა, რომ რაც ზედ ეცვათ, იმის მეტი არა გააჩნდათ რა.
2444 სასმელი წყალიც ხომ იქვე ახლოს იყო. ამიტომ გადაწყვიტეს, აქ გაეტარებინათ რამდენიმე დღე და კარგად მომზადებულიყვნენ ექსპედიციისათვის, რომელსაც ზღვის სანაპირო და მისი შემოგარენი უნდა გამოეკვლია. ნაბი ყველაზე თავგამოდებული იყო ამ ექსპედიციის მოსაწყობად. მას ვერ წარმოედგინა ინჟინერ სმიტის დაღუპვა.
2445 წყლის პირად სიარული ძალიან ძნელი იყო, ყოველი ფეხის გადადგმაზე წინ ეხირებოდათ წყლის ზედაპირამდე დახრილი ხეები, ხვიარები და ლიანები, რომელთაც კეტებით იცილებდნენ გზიდან. მეზღვაური დაკვირვებით ათვალიერებდა უცნობ არემარეს. აშკარა იყო, აქაურ მიწას ჯერ ადამიანის ფეხი არ დაჰკარებოდა.
2446 ჯერჯერობით ნადირობას კარგი პირი არ უჩანდა. ნადირი არ შეხვედრიათ. ფრინველები კი ჭიკჭიკებდნენ და ფრთხიალებდნენ ხეების შტოებში, მაგრამ ვერ იქნა და ახლოს ვერ მიუდგნენ. ამ ფრთოსანთა შორის ჰერბერტმა შეამჩნია ფრინველი, რომელსაც გრძელი მოკაუჭებული ნისკარტი ჰქონდა. ის ჭარლას მიამსგავსა.
2447 პენკროფი ამაოდ დაეძებდა ძვირფას ინდის ხურმას, რომელიც ცრდილო ნახევარსფეროს მეორმოცე და სამხრეთი ნახევარსფეროს ოცდამეთხუთმეტე პარალელამდე ხარობს. აქაური ტყე უფრო წიწვოვანი ხეებისაგან შედგებოდა. მათ შორის იყო გასაოცარი ნაძვები, რომელთა სიმაღლე ას ორმოცდაათ ფუტამდე იქნებოდა.
2448 უცებ ტყეში გაისმა კივილი, რომელიც საყვირის ხმას წააგავდა. ამ უცნაურ ხმას გამოსცემდნენ მახლობლად მსხდარი ტყისქათმას ჯიშის როჭოები, რომელნიც შეერთებულ შტატებშიც ბუდობენ! პენკროფმა გადაწყვიტა, ერთი როჭო მაინც მოეგდო ხელში, მით უმეტეს, რომ კარგი დედლისოდენანი იყვნენ. მაგრამ ეს არც ისე ადვილი საქმე იყო.
2449 ეკლებზე წამოაგო მსხვილი წითელი ჭიაყელები, რომლებიც ბლომად იყო ბალახებსი, მერე ფრთხილად მიცოცდა ბუდეებთან, ანკესები ბუდეების ახლოს მოათავსა, ლიანას წვერი თან გამოიყოლა და ჰერბერტთან ერთად ამოეფარა უზარმაზარ ხეს. ჰერბერტი ხალისიანად უცქერდა სეირს. გავიდა თითქმის ნახევარი საათი.
2450 პენკროფს თვალები გაუფართოვდა, პირი დააღო, თითქოს ცოცხლივ აპირებს როჭოების გადაყლაპვასო. როჭოები დახტოდნენ საბედისწერო ანკესებს შორის. პენკროფმა ოდნავ შეატოკა ლიანას ბოლო, ანკესებზე წამოგებული ჭიაყელებიც ცოცხლებივით ამოძრავდნენ. როჭოებს არ გამოეპარათ მათი მოძრაობა და ხარბად წაესიენ ჭიაყელებს.
2451 გარეთ ნამდვილი დელგამა იყო. კოკისპირულად წვიმდა. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი არემარეს გლეჯდა. ზღვის პირად ტალღეისაგან ამოძრავებული ქვიშა და კენჭები შრიალ- ხრიალით ადიჩადიოდა. ქარიშხლისაგან ატაცებული სილა წვიმაში ირეოდა. პენკროფმა როჭოები შეწვა, ცეცხლი დაანელა და რამდენიმე მუგუზალს ნაცარი წააყარა.
2452 თუმცა ისიც იყო საფიქრებელი, რომ ქარიშხლიანი წვიმის გამო შეიძლება ნაბმა სადმე ხეს ან გამოქვაბულს შეაფარა თავი. როჭოს ხორცი ძალიან გემრიელი გამოდგა და მადიანად შეექცნენ. პენკროფი და ჰერბერტი, ბევრი ხეტიალით მოქანცულნი, მადაზე მოსულიყვნენ. ნავახშმევს ყველა იმ კუთხეებში მიწვა, სადაც წუხელ იწვნენ.
2453 თავის თავისთვის ვერ ეპატიებინა, რომ დილას ნაბს თან არ გაჰყვა სმიტის საძებნელად. რა შეემთხვა, ნეტავ რამ დააგვიანა ასე? ამ ფიქრებში გარტული შამფურივით ტრიალებდა და ყურადღებას არც კი აქცევდა მძვინვარე ქარიშხალს. ნაშუაღამევს ორი საათი იქნებოდა, როდესაც პენკროფმა მუჯლუგუნი იგრძნო.
2454 ჩქარა! სამივენი გასასვლელს ეცნენ. ძალიან ძნელი იყო გასვლა, რადგანაც საშინელი ქარიშხალი უკანვე აბრუნებდა მათ. ბოლოს, როგორც იყო გააღწიეს გარეთ, კლდის ქიმებზე იყვნენ ჩაბღაუჭებულნი და ისე გასცქეროდნენ ირგვლივ გამეფებულ საშინელ წყვდიადს. რამდენიმე წუთს ადგილიდან დაძვრა ვერ მოახერხეს.
2455 ტოპმა, თითქოს ამ ნიშანს ელოდაო, ყეფას უმატა და თანდათან მოახლოვდა. ეს უზარმაზარი ძაღლი მალე გაჩნდა გედეონ სპიელტისა და მისი ამხანაგების გვერდით. ყველანი გამოქვაბულში შევიდნენ. პენკროფმა ერთი იღლია ხმელი ტოტები დააყარა მინავლებულ კერას. ცეცხლი ერთბაშად აპრიალდა და იქაურობა გაანათა.
2456 წინ ძაღლი მირბოდა, მას კვალდაკვალ მისდევდნენ გედეონ სპილეტი და ჰერბერტი. ლაპარაკი შეუძლებელი იყო. წვიმა შეწყდა, მაგრამ ქარიშხალი ადრინდებულად გლეჯდა მიდამოს. დაკარგული ამხანაგის პოვნის იმედმა ყველას ძალღონე შემატა. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ნაბმა გამოაქცია მათკენ ტოპი, თვითონ კი მათ მიელის.
2457 დილის ოთხი საათისათვის ხუთ მილამდე ჰქონდათ გავლილი. წვიმისაგან დაჟიებულ საზაფხულო ტანისამოსში გამოწყობილი მგზავრები სიცივისაგან ცახცახებდნენ, თითქოს ციებას აუტანიაო, მაგრამ არც ერთს არ დაუჩივლია. გადაწყვიტეს, რაც უნდა დაემართოთ, მიაღწიონ იმ ადგილს, საითაც ძაღლი მიუძღვით.
2458 მარცხენა მხარეს ბუნდად გაირჩეოდა სანაპიროს მოხაზულობა. დილის ექვს საათზე გათენდა. ჩვენს მგზავრებს ექვსი მილი ექნობდათ გავლილი. ახლა ისინი ვაკეზე მიდიოდნენ, რომელსაც ზღვის მხრიდან იფარავდა მთელი რიგი კლდეებისა, რომელთაც, ზღვის მოქცევის გამო, წყალი თითქმის თხემებამდე მოსდგომოდა.
2459 ნაბი დუმდა. გედეონ სპილეტი და პენკრიფი გაფითრდნენ. თავზარდაცემულმა ჰერბერტმა გულხელი დაიკრიფა, ადგილიდან ვეღარ იძროდა. გედეონ სპილეტმა დაიჩოქა ინჟინრის წინ და ყური დაუგდო გულზე, უცემს თუ არაო. ნაბმა თავი ასწია და გაოგნებული თვალებით მიმოიხედა ირგვლივ. სასოწარკვეთილებისაგან სახე შეშლოდა.
2460 პენკროფიც დაეშვა მუხლებზე და სმიტს ყური დაადო გულზე. ჰერბერტი წყალზე გაიქცა. ასიოდე ნაბიჯი არ ჰქონდა გავლილი, რომ ანკარა ნაკადულს წააწყდა, მაგრამ რითი უნდა წამოეღო წყალი? ახლომახლო ნიჟარაც არ იყო არავითარი. მაშინ მან თავისი ცხივრსახოცი დაასველა და სირბილით წამოვიდა მღვიმისაკენ.
2461 საბედნიეროდ, ეს სველი ცხივრსახოცი საკმაო აღმოჩნდა იმისათვის, რომ ინჟინრისათვის ბაგეები დაესვენებინათ. მან ღრმად ამოისუნთქა. ჰერბერტს კი ისიც მოეჩვენა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. ინჟინერი სმიტი დაღლილობისა და ხანგრძლივი შიმშილისაგან მიბნედილიყო. ამხანაგებს რომ არ მოესწროთ, სიკვდილს ვერ ასცდებოდა.
2462 მართალია, თითქმის იმედი აღარ მქონდა, მაგრამ მაინც იმ მიდამოს ვეღარ ვცილდებოდი, დავეხეტებოდი კლდე-ღრეებში და სილაზე ვეძებდი კვალს, მთელს ამ არემარეში ვერსად მივაგენი ადამიანის ნაფეხურს, რამდენიმე მილის მანძილზე შევყევ, ვიფიქრე, - იქნებ ზღვის მდინარებამ საითმე გაიტაჩა-მეთქი.
2463 მეგონა, რომ სმიტი მკვდარი იყო და დამარხვას ვაპირებდი, მაგრამ გამახსენდა, რომ თქვენც მოისურვებდით უკანასკნელად გამომშვიდობებას და გადავწყვიტე ტოპი გამომეგზავნა, დავუძახე ტოპს და რამდენჯერმე გავუმეორე გედეონ სპილეტის სახელი, რადგანაც ყველაზე კარგად მას ინობდა და ვანიშნე გზა სამხრეთისაკენ.
2464 აფორიაქებულ ტალღებში დავრჩი ნახევარი მილის მანძილზე ნაპირიდან. მთელის ძალ-ღონით ვებრძოდი ტალღებს. ტოპი კბილებით ჩამჭიდებოდა ტანისამოსში და მშველოდა, რომ არ ჩავეძირე. უცებ ტალღამ ჩრდილოეთისაკენ დამტყორნა. ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ვიძირებოდი და ტოპსაც თან ვითრევდი.
2465 საკაცეზე მწოლიარე ინჟინერი სმიტი გზადაგზა გულდასმით ათვალიერებდა მიდამოს. ორი საათის დაკვირვებამ მისი დასუსტებული გონება მოქანცა და ჩაეძინა. ექვსის ნახევარზე ბინას მიაღწიეს. ინჟინერ სმიტს არ გაუღვიძია. პენკროფი გაოცებული დარჩა იმ ცვლილბით, რომელიც წუხანდელ ქარტეხილს მოეხდინა.
2466 ზღვის მოქცევის დროს ტალღები შეჭრილიყო ტალანში, ყველაფერი აეფორიაქებინა და მიენგრ-მოენგრია. თავი მეცხრე უხვი ნანადირვი პენკროფის სიტყვებმა ამხანაგებზე სხვადასხვანაირი შთაბეჭდილება მოახდინა. ნაბს არც კი გაუგონია მისი სიტყვები, ისე იყო გახარებული პატრონის პოვნით, ჰერბერტი გამტკნარდა და შეკრთა.
2467 ინჟინერი სმიტი მათთვის წარმოადგენდა ადამიანის გონებისა და მოხერხების საჭურჭლეს. მათი ღრმა რწმენით, უმჯობესია, ინჟინერ სმიტთან ერთად უდაბურ კუნძულზე მოხვდე, ვიდრე უმისოდ იმყოფებოდე შეერთებულ შტატების დიდ ქალაქში. მაგრამ სმიტს ჯერ კიდევ ეძინა და მისი სიბრძნით ვერ ისარგებლებდნენ.
2468 თითქოს ადრევე შეთანხმებულანო, მაშინვე ყველა თითო რამ გაიძრო ტანზე და ინჟინერს წაახურეს. იმ ღამეს ხამანწკებით ივახშმეს, რომელიც ბლომად მოეტანათ ჰერბერტსა და ნაბს. ჰერბერტმა ამას ზედ მოაყოლა აგრეთვე საჭმელად გამოსადეგი ზღვის ერთგვარი მცენეარე, რომელიც ზღვის მოქცევის შემდეგ დარჩენილიყო მაღალ კდეებზე.
2469 თუ კონტინენტზე ვიმყოფებით, მაშინ რომელიმე დასახლებულ ადგილამდე მივაღწევთ. თუ კუნძულზე ვართ და ამ კუნძულს მოსახლეობა ჰყავს, მაშინ ადგილობრივი მცხოვრებლების დახმარებით თავს დავახწევთ გასაჭირს. მაგრამ თუ კუნძული უკაცრიელი აღმოჩნდა, მაშინ მხოლოდ საკუთარი ძალ-ღონის იმედიღა უნდა ვიქონიოთ.
2470 უპასუხა ჰერბერტმა. ნადირი არ იბრძოდა, მხოლოდ უაზროდ და გაშტერებით გამოიმზირებოდა სიმსუქნისაგან დაჯირჯვლებული თვალებით. ნაბს ის იყო კომბალი უნდა დაერტყა, რომ ნადირი ერთბაშად დაუსხლტა ტოპის კბილებს, ყურის წვერი პირში შეატოვა. ჭვრიტინით ეცა ჰერბერტს ფეხებში, გადააკოტრიალა და ტყეში მიიმალა.
2471 სმიტი თითქმის მთლად გამოკეთდა, თავის ძალ-ღონის გამოსაცდელად ის და სპილეტი ციცაბო კლდის თავზე აფოფხდნენ. ინჟინერის გამჭრიახი თვალი მივეული იყო სივრცისა და სიმაღლეების გამოცნობას და იგი მაშინვე მიაჩერდა იმ კონუსისებურად აზიდულ მთას, რომლის გამოკვლევასაც სახვალიოდ აპირებდა.
2472 დილის შვიდი საათი იქნებოდა, როდესაც კომბლებით შეიარაღებული მკვლევარები გზას გაუდგნენ. პენკროფის რჩევით ტყე-ტყე მიდიოდნენ, ნაცნობი გზით. ტყეს რომ გასცდნენ, მათ თვალწინ აიზიდა ორკონუსიანი მთა, პირველი წარმოადგენდა წაკვეთილ კონუსს და ორი ათას ხუთასი ფუტის სიმაღლეს აღწევდა.
2473 იგი დაბჯენილი იყო საოცარი მოყვანილობის ბრტყელ გორაზე, რომელიც თავისი განშტოებით ბუმბერაზი ლომის ნიადაგში ჩასობილ ბრჭყალებს მოგაგონებდათ. მეორე კონუსი პირველ კონუსზე იყო ამართული, მოტიტვლებული იყო, თავში მომრგვალებული და ცოტათი ქეშად დახრილი - გვერდზე მოგდებული მრგვალი ქუდივით.
2474 ზოგან ნიადაგი ერთბაშად ემზღვლეოდათ ფეხქვეშ და უძირო ნაპრალებისაკენ მიცურავდნენ. იქიდან ფოფხვით ამოდიოდნენ, ყოველ წამს სჭრდებოდათ ან ბილიკის ძებნა, ან გზის გაკაფვა ბუჩქებში. შუადღისას დასასვენებლად ჩამოსხდნენ უზარმაზარი ფიჭვების ქვეშ, წყლის პირად, რომელიც ჩანჩქერივით გამოჩქეფდა.
2475 ღამის სათევი ადგილის მოძებნა ძნელი არ იყო. შეშა არ ჩანდა, მაგრამ მაინც შეიძლებოდა საკმარისი რაოდენობით მოეგროვებინათ ხავსი და ფიჩხი კლდეებზე ამოსულ ბუჩქებში. ცეცხლი მხოლოდ გასათბობად დაანთს. მოკლული ხოხობი სახვალიოდ დაზოგეს, ვახშმად კი შემწვარი ზღვის ღორის ნარჩენითა და კაკლით წავიდნენ იოლად.
2476 რვის ნახევარზეეს მსუბუქი ვახშამი მოათავეს. ნავახშმევს ინჟინერ სმიტს აზრად მოუვიდა გამოეკვლია ის მრგვალი ზეგანი, რომელზეც აზიდული იყო მეორე კონუსი. მას უნდოდა შეეტყო, შეიძლებოდა თუ არა მეორე კონუსის გარშემოვლა. დაღლილობის მიუხედავად, ინჟინერი ჰერბერტის თანხლებით ვაკობის ჩრდილოეტ კიდურისაკენ გაემართა.
2477 ჰერბერტიც უკან მიჰყვა. ვულკანის შიგნითა კედლებს აჰყვნენ. აქამდე ისინი მხოლოდ ცის ერთ ნაგლეჯს ხედავდნენ, რომელსაც კონუსის წამოზნექილი ქიმები ფარავდა, ახლა კი მათ ზევით გადაიშალა კაშკაშა ვარსკვლავებით მოფენილი სამხრეთის უკიდეგანო გუმბათი. საღამოს რვა საათზე მთის თხემსაც მიაღწიეს.
2478 მთვარეს ღრუბელი მიეფარა და მიდამო წყვდიადმა მოიცვა. ნახევარი საათის შემდეგ ინჟინერმა და ჰერბერტმა მშვიდობიანად მიაღწიეს ღამის სათევ ბანაკს. ინჟინერმა განუცხადა ამხანაგებს, რომ ეს ადგლი, სადაც ისინი ამჟამად იმყოფებიან, კუნძულია, რაშიაც ხვალ ყველა მათგანს შეუძლია თვითონვე დარწმუნდეს.
2479 კრატერის გული, რომლის შეღმართიც ორმოც გრადუსს არ აღემატებოდა, ძნელი სავალი არ იყო. ჩვენი მკვლევარნი აკვირდებოდნენ ნიაღვარის სადენის ძველისძველ კვალს, რომელსაც გვერდითა გეზის გაგნებამდე, ალბათ, პირდაპირ კონუსის წვერიდან ისროდა ვულკანი. რვა საათი ჯერ არ იყო, როდესაც კრატერის მწვერვალზე მოექცნენ.
2480 მთის წვერზე თითქმის ერთ საათს დარჩნენ და გასცქეროდნენ მწვანედ მოხასხასე ტყეებს, გადაყვითლებულ შლამსა და სილას და უსაზღვრო წყლის სივრცეს. ახლა ზედმიწევნით შეეძლოთ გამოერკვიათ მთელი კუნძულის მოხაზულობა, მაგრამ ტყით დაფარულ ნიადაგს, მდინარის პირებსა და ხეობებს, აქედან ვერაფერს გაუგებდნენ.
2481 ეს სახელიც გაგვახსენებს სამშობლო მხარეს, - იმ პატარ-პატარა ყურეებს, ნაკადებსა და პატარ-პატარა კონცხებსაც კი, რომლებიც აქედან მოჩანს, უმჯობესი იქნება, თუ მათი მოყვანილობის შესაფერ სახელწოდებას გამოვუნახავთ, ასე უფრო ადვილად დაგვახსომდება. კუნძული მათ თვალწინ რუკასავით იყო გადაშლილი.
2482 მის საათში წყალს ვერ ჩაეღწია, რადგან სპილეტი აეროსტატიდან პირდაპირ შლამზე დაენარცხა, სადაც ზღვის ტალღები არ აღწევდა. საათი მშვენიერი იყო, ქრონომეტრი. გედეონ სპილეტი ყოველდღე დანიშნულ დროზე მართავდა. ინჟინრის საათი კი, რა თქმა უნდა, გაჩერებულიყო, როდესაც დაუძლურებული იწვა ქვიშნარი ბორცვის ძირში.
2483 ეს მერიდიანი თითქმის ვაშინგტონის მერიდიანს უდგება. დეე, თქვენმა საათმა რიჩმოდნის დროით იმუშაოს. მომართვით კი მომართეთ, მაგრამ ისრებს ნუ შეეხებით. შეიძლება ოდესმე გამოგვადგეს. ჩვენმა მოახალშენეებმა მადიანად ისაუზმეს და მთლად მოსპეს, რაც კი ნანადირევი ხორცი ან კაკალი მოეპოვებოდათ.
2484 წინ პენკროფი, ჰერბერტი და ნაბი მიდიოდნენ. მათზე წინ კი მოუსვენრად აწყდებოდა აქეთ-იქით ტოპი და ყველა ხრამსა და ნაპრალებში ნადირს ეძებდა. გედეონ სპილეტს თავისი უბის წიგნაკი მოემარჯვებინა და მზად იყო აღენიშნა ყოველივე საყურადღებორამ. გედეონ სპილეტის უკან მიდიოდა ინჟინერი სმიტი.
2485 ათი საათი იქნებოდა, როდესაც ფრანკლინის მთების უკანასკნელ ბექობზე ჩამოვიდნენ. ინჟინერ სმიტს იმედი ჰქონდა, რომ დაუბრკოლებლად მიაღწევდნენ მდინარემდე, რომელიც, მისი მოსაზრებით, ამ ხეებს უნდა ჩამოუდიოდეს სადმე ტყის პირად. უცებ მან თვალი შეასწრო, რომ პენკროფი და ნაბი კლდის ქიმს ამოეფარნენ.
2486 გაიმეორა სმიტმა. - ტყუილუბრალოდ შევშფოთდით, მეგობრებო, ეს კვამლი ბუნების ნამოქმედარია და არა ადამიანის ხელისა. აქ არის გოგირდის წყარო, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. თუ ვისმე სასის ანთება დაემართა, აქ განიკურნება! ამჟამად ამ წყაროს ვერაფერში გამოვყენებთ და უმჯობესია გზა განვაგრძოთ.
2487 ამის გაგონებაზე მეზღვაური ნაბი და ჰერბერტი ერთბაშად მოწყდნენ ადგილს და კენგურუებს დაედევნენ. ინჟინერმა სცადა მათი გაჩერება, მაგრამ მისი ხმა არც კი გაუგონიათ. რა თქმა უნდა, უნაყოფოდ გაისარჯნენ. ხუთიოდე წუთის დევნის შემდეგ ქაქანი აუვარდათ და შედგნენ. კენგურუებმა კი ჭალაში შეაფარეს თავი.
2488 პენკროფის თანამგზავრებს სიცილი აუტყდათ ასეთ ახალ კლასიფიკაციაზე, მაგრამ ბედმა მაინც გაუღიმათ. ტოპი მოუსვენრად აწყდებოდა არემარეს. მის ალღოს გაღვიძებული მადაც აქეზებდა. ბოლოს მთლად გადაიკარგა ბარდებში და იქიდან მალე შემოესმათ ღრენა, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ ტოპი რაღაც ცხოველს ებრძოდა.
2489 ნაბი შევარდა ჭალაში და დაინახა, რომ ტოპი ხარბად სანსლავს რაღაც ცხოველს. მან ისე სწრაფად გადასანსლა ერთი ცხოველი, რომ ნაბმა ვერც კი მოასწრო გაერჩია, რა ცხოველი იყო. მაგრამ, თურმე, ტოპი, საბედნიეროდ, მთელ ბუდობს წასდგოოდა და სამი იქვე წაეხჩო. აქედან ერთი შესანსლა, ორი კი მიწაზე ეგდო გაგუდული.
2490 ყვლანი დაიძრნენ. მდინარე თანდათან ფართოვდებოდა და ინჟინერ სმიტს იმედი ჰქონდა, საცაა, მის შესართავსაც მივაღწევთო. მართლაც, ხშირსა და მშვენიერ აყრილხეებიან ჭალას რომ გასცილდნენ, მდინარის შესართავიც გამოჩნდა. ახლა გრანიტის ტბის დასავლეთ ნაპირზე იმყოფებოდნენ, საუცხოო სანახაობა გადაეშალათ თვალწინ.
2491 ტბის ფართობი შვიდი კვადრატული მილი მაინც იქნებოდა და შემოფარგლული იყო დიდრონი ხეები. თმ მწვანე ფარდის იქით, აღმოსავლეთის მხარეს, ხეებს შუა მოჩანდა მოლაპლაპე ზღვის ჰორიზონტი. ტბის წყალი კამკამა იყო და სასმელად ვარგისი. - ხედავთ იმ კონცენტრულ წრეებს ტბის ზედაბირზე? - იკითხა პენკროფმა.
2492 მათი რკინა და ფოლადი მადნეულის სახით იყო დამარხული მიწის წიაღში, თიხის ჭურჭელი პირველყოფილი თიხის მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათი თეთრეული და ტანისამოსი გარშემო ამოსული მცენარეულობის სახით შემოსცქეროდათ. მაგრამ მოახალშენენი ხომ ადამიანები იყვნენ, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით.
2493 მხოლოდ გასწორება, და ბოლოების ალესღვაღა სჭირდებოდა. ამ შლამიან ნაპირებზე სალესავად გამოსადეგი მჭადა ქვა აუარებელი ეყარა. ორი საათის შემდეგ უკვე მზად იყო ბასრად ალესილი ორი დანის პირი და მხოლოდ მაგარი ტარის გაკეთებაღა აკლდა. პირველი იარაღის შეძენამ დიდად გაახარა მოახალშენენი.
2494 ყველანი გაემართნენ გრანიტის ტბის დასავლეთ სანაპიროსაკენ, სადაც გუშინ სმიტმა თიხნარი ნიადაგი შეამჩნია, მილის იქით გავიდნენ პატარა ვაკობზე, რომელიც გრანტის ტბიდან ორასიოდე ნაბიჯის მოშორებით მდებარეობდა. გზაში ჰერბერტმა მიაგნო იმ ხეს, რომლისგანაც სამხრეთ ამერიკის მკვიდრნი მშვილდებს აკეთებენ.
2495 ეს იყო დანაკის კუდის, ანუ პალმის ჯიშის უნაყოფო ხე. აჭრა გრძელ-გრძელი სწორი ყლორტები, გასხიპა და გაქერქეს. ახლა საჭირო იყო ისეთი მცენარის მოძიება, რომ მშვილდის ლარი დაეგრიხათ. საამისოდ გამოიყენეს ტუხტისებური მაგარბოჭკოვანი მცენარე. პენკროფმა რამდენიმე მშვილდი დაამზადა. ახლა ისრებიღა აკლდათ.
2496 საისრე ყლორტებიც მოჭრეს, მაგრამ ისრებს აკლდა მაგარი წვეტიანი ბოლოები, რომელიც რკინის მაგივრობას გასწევდა. მოახალშენეებმა მიაღწიეს გუშინ შეთვალიერებულ ადგილს. აქ ნიადაგი სათონედ გამოსადეგი თიხა იყო. სწორედ ისეთ, რომლისგანაც მზადდება აგური და კრამიტი. სამუშაო რთული არ იყო.
2497 სჭირდებოდათ მხოლოდ თიხისა და შლამის ერთად აზელა, აგურების გამოყვანა და გამოწვა. აგურს, ჩვეულებრივ, ყალიბებით ჭრიან, მაგრამ ინჟინერს ხელით უნდა გამოეყვანა. ეს დღე და მეორე დღეც აგურის დამზადებას მოანდომეს. თიხას წყლით ასველებდნენ, შლამს ურევდნენ, ფეხებით ზელდნენ და შემდეგ ხელით აყალიბებდნენ.
2498 მაშასადამე, დღეს, მზის ამოსვლიდა ექვისი საათისა და თორმეტი წუთის გასვლის შემდეგ, მზეს უნდა მიეღწია მერიდიანამდე და ის წერტილი ცაზე, სადაც იმ დროს მზე მოხვდებოდა, ჩრდილოეთი უნდა ყოფილიყო. მზე ამოდიოდა ხუთ საათსა და ოცდაცამეტ წუთზე, ხოლო ჩადიოდა ექვს საათსა და ოცდაცამეტ წუთზე.
2499 დანიშნულ საათზე, როცა მზემ უმაღლეს წერტილს მიაღწია, ინჟინერმა მზის დაპირდაპირებით ორი ერთიმეორის უკან მდგარი ხე შეარჩია და ნიშანი დაადო. ამგვარად, უკვე ჰქონდა უცვლელი მერიდიანი შემდგომი დაკვირვებისათვს. ორი დღის განმავლობაში ჩვენი მოახალშენენი შეშა-ფიჩხის დამზადებაში იყვნენ, აგური უნდა გამოეწვათ.
2500 ნადირობით კი ცოტას ნადირობდნენ. პენკროფმა უკვე ასიოდე ისარი დაამზადა მაგარი წვეტებით. ამ წვეტებს ტოპი ეზიდებოდა. ეს იყო საჭმელად უვარგისი, მაგრამ აქ საქმისთვის კი ზედგამოჭრილი ცხოველი, მაჩვ-ზღარბა, რომლის მაგარი ეკლები საუცხოოდ გამოიყენა ძველმა მეზღვაურმა ისრის წვეტებად.
2501 რა თქმა უნდა, ეს საქმე ცის ქვეშ უნდა გაეკეთებინათ, უნდა აეგოთ აგურის უზარმაზარი ქურა, სადაც მთელი დამზადებული აგური გამოიწვებოდა. ერთმანეთზე დააწყეს მოზიდული ფიჩხის კონები, გარშემო შემოულაგეს ერთიმეორეზე დაწყობილი გამომშრალი აგურები ისე, რომ ჰაერის სასუნთქი ჰქონოდა გარედან.
2502 ხუთი დღის შემდეგ ქურას შეუკეთეს ქვანახშირი, რომელიც ინჟინერმა აღმოაჩინა წითელი წყაროს შესართავთან, მალე ოცი ფუტის სიმაღლის საკვამლე მილიდან ამოვარდა პირველი კვამლი. ეს პატარა მინდორი ქარხნად იქცა და პენკროფი დარწმუნებული იყო, რომ ამ ქურიდან გამოვიდოდა თანამედროვე მრეწველობის ყოველგვარი ნაწარმი.
2503 ყველაზე უწინარეს დაამზადეს საჭმლის მოსახარშავი ჩვეულებრივი ქოთანი. ქოთანი თიხისა იყო, მაგრამ სმიტის მითითებით გაურიეს ცოტა კირი და სილა. ასეთი შენაზავი ნამდვილ სათუნე თიხას წარმოადგენს. მისგან გამოძერწეს ქოთნები, სხვადასხვა მოყვანილობის ფინჯნები, თეფშები, ლიტრები, გობები წყლის შესანახად და სხვა.
2504 ნავახშმევს შლამიან სანაპიროზე გამოიშალნენ სუფთა ჰაერზე სასეირნოდ. საღამოს რვა საათი იყო, ცის ტატნობზე კაშკაშებდა სამხრეთ ნახევარსფეროს ვარსკვლავთა ჯგუფები, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა სამხრეთის სასწორი, რომელსაც ამ რამდენიმე დღის წინ პირველად მიესალმა ინჟინერი სმიტი ფრანკლინის ქედიდან.
2505 ინჟინერი სმიტს რომ ჰქონოდა სექსტანტი, ე.ი. ის ხელსაწყო, რომლითაც უმეტნაკლებოდ შეიძლება განისაზღვროს კუთხოვანი მანძილი ორ საგანს შორის ანარეკლის საშუალებით, მაშინ ძნელი არ იყო კუნძულის მდებარეობის გამორკვევა. მაგრამ, ხელსაწყოს უქონლობის გამო, სხვა საშუალება უნდა გამოენახა.
2506 იქ, კერის წინ, სინათლეზე, გამოჭრა ორი პატარა სახაზავი, ბოლოები გადაუბა ლობიოს ხის მაგვარი ეკლებით და ამგვარად მიიღო ერთგვარი ცირკული მოძრავი ფეხებით. სმიტი დაკვირვების მოსახდენად გაემართა სათვალთვალო ზეგანზე. მას, ამასთანავე, მხედველობაში უნდა მიეღო ამ ზეგნის სიმაღლე ზღვის დონიდან.
2507 ჰორიზონტს ძირიდან ეფინებოდა ამომავალი მთვარის შუქი, ჰორიზონტი მკაფიოდ ისახებოდა და კარგ საშუალებას იძლეოდა დაკვირვებისათვის. სამხრეთის ჯვრის მრავალ დამკვირვებელს იგი თავდაყირა ეჩვენებოდა. ვარსკვლავი ალფა კი, რომელიც სამხრეთ პოლუსს უახლოვდებოდა, მრავალ საფუძველში მოქცეულიყო.
2508 აღნიშნული ვარსკვლავთა კრებული ისე ახლოს არ მდებარეობს პოლუსთან, როგორც პორალური ვარსკვლავი ჩრდილოეთ პოლუსთან. ვარსკვლავი ალფა ოცდაშვიდი გრადუსით არის დაშორებული სამხრეთ პოლუსისაგან. ინჟინერმა სმიტმა იცოდა ამ მანძიის სიდიდე და ეს გარემოებაც მხედველობად უნდა მიეღო გამოანგარიშების დროს.
2509 ეს კი იგივე იქნებოდა, რაც მანძილი პოლუსსა და ჰორიზონტს შორის. ამით საშუალება მიეცემოდა, განესაზღვრა ამ ადგილის განედი. განედი კი სხვა არაფერია, გარდა მანძილი დედამიწის პოლუსსა და ჰორიზონტს შორის. მაგრამ ეს გამოანგარიშება ხვალისათვის გადადო და ათი საათისათვის უკვე ყველანი მშვიდად ხვრინავდნენ.
2510 წყლის პირად, ჭალაში ფრიალოდ ჩამოთლილი ტინის კლდიდან ხუთასი ფუტის დაშორებით, ინჟინერმა ორი ფუტის სიღრმეზე ჩასვა სარი შლამში და თოკის საშუალებით ჰორიზონტის მიმართ შვეულ ხაზად დაამაგრა. შემდეგ სარის უკან წავიდა ისეთ მანძილზე, რომ სილაზე მწოლიარე თვალის სხივი თავსა და კლდის წვერს დასწორებოდა.
2511 მაშინ, როცა მზე მერიდიანს კვეთს. კვირა დღეს კი სასეირნოდ, ანუ უფრო სწორად რომ ვთქვათ, კუნძულის იმ ნაწილის გამოსაკვლევად უნდა გამოეყენებინათ, რომელი ტბის ჩრდილო ნაწილსა და ნათელთევზას ყურეს შორის მდებარეობდა. დილის ცხრის ნახევარზე ჩვენი პატარა ქარავანი მდინარის ნაპირს დაჰყვა.
2512 პასუხისათვის არც კი დაუცდიათ, მეზღვაურმა და ნაბმა წყალში შეტოპეს და კორკოტანის ღეროებისაგან დაწნულ კალათას თავი მოუბეს ხამანწკებით. აქედან კვლავ ზღვასა და დიუნებს შორის განაგრძეს გზა. საირუს სმიტი მალიმალ დაჰყურებდა საათს, რომ თავის დროზე მზად ყოფილიყო მზეზე დაკვირების მოსახდენად.
2513 სანამ უშიშარი და უდრეკი ადამიანები, რომლებიც ასეთი სიმხნევით უცქერდნენ მომავალს, ამ საუბარში იყვნენ, შეუმჩნევლად გაერბინა დროს, და ინჟინერი უკვე უნდა შესდგომოდა გამოკვლევას. ჰერბერტს ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა გამოერკვია ინჟინრის მზის გადავლა მერიდიანზე, როდესაც არავითარი ხელსაწყო არ მოეპოვებოდა.
2514 აქ შეისვენეს და შეისვენეს დ საუზმის სამზადისს შეუდგნენ, რადგანაც უკვე თორმეტის ნახევარი გამხდარიყო. ჰერბერტმა მახლობელი ნაკადულიდან მორბენინა სასმელი წყალი. ნაბი საუზმეს ამზადებდა. ინჟინერმა სმიტმა ზღვის პირად მოძებნა სუფთა ვაკე ადგილი, რომელიც ზღვის მოქცევა-უკუქცევისაგან იყო გადალესილი.
2515 როდესაც ჩრდილი უკიდურესობამდე შემოკლდება, ნამდვილი შუადღეც მაშინ არის, მაგრამ ძნელი შესამჩნევია ის მომენტი, როდესაც უაღრესად შემოკლებული ჩრდილი კვლავ იწყებს დაგრძელებას. ამით იყო გამოწვეული სარის სამხრეთისაკენ გადახრა. ჩრდილი უფრო დაგრძელდებოდა და ამით გაადვილდებოდა დაკვირვების წარმოება.
2516 ინჟინერი სმიტი სართან წამოჩოქილი დასცქეროდა საათს და თან მიყოლებით არჭობდა პალოებს ჩრდილის შემოკლების აღსანიშნავად. მისი ამხანაგებიც დახრილიყვნენ და თვალყურს ადევნებდნენ ჩრდილის მოძრაობას. კორესპონდენტი თავისი ქრონომეტრით იდგა და გულმოდგინედ ადევნებდა თვალს, როდის იქნებოდა ჩრდილი ყველაზე მოკლე.
2517 ესე იგი, როდესაც ლინკოლნის კუნძულზე სრული შუადღე დადგა, იმ დროს ვაშინგტონშ საღამოს ხუთი საათი იქნებოდა, თუმცა დედამიწა მზეს უვლის გარშემო, ჩვენ ისე გვეჩვენება, ვითომც მზე უვლიდეს დედამიწას. ამ მოძრაობის დროს იგი ერთი გრადუსის მანძილს აკეთებს ოთხი წუთის განმავლობაში, ანუ თხუთმეტ გრადუსს ერთ საათში.
2518 პუამოტუს არქიპელაგამდე ისეთი დიდი მანძილი აღმოჩნდა, რომ მისი გადაცურვა უბრალო ნავით ყოვლად შეუძლებელი იყო, მით უმეტეს, რომ ზამთრის პირიც ალოვდებოდა თავის ქარტეხილებითა და ზღვის ფრთონვით. ეს აზრი გამოთქვა პენკროფმა, რომელიც საზღვაო დარგში ყველაზე სარწმუნო პირად ითვლებოდა.
2519 უპირველესად უნდა ესარგებლათ იმ რკინის მადნით, რომლის საბადოსაც მიაგნო ინჟინერმა კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ეს მადანი უნდა გარდაექმნათ რკინად და ფოლადად. მიწის წიაღში ლითონი საერთოდ ხალასი სახით არ მოიპოვება, უმეტს ნაწილად იგი ჟანგბადთან ან გოგირთანაა შეერთებული.
2520 ლითონის ასეთ გადახალისებას აწარმოებდნენ მადანში ნახშირის გარევით, რის შემდეგა მაღალი ტემპერატურის სასუალებით გამოადნობდნენ მას. არსებობს ყველაზე უმარტივესი საშუალება ლითონის გამოდნობისა, ამ საშუალებას კატალონიური წესი ეწოდება, რომლის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ლითონი უშუალოდ რკინად იქცევა.
2521 არის მეორე საშუალებაც - ესაა ბრძმედი. ბრძმედში ლითონი თავდაპირველად თუჯად იქცევა, შემდეგ ამ თუჯიდან გამოაცალკევებენ სამ-ოთხ პროცენტ ნახშირს და ხალას რკინას მიიღებენ. რა უფრო სჭირდბა ინჟინერ სმიტს? რა თქმა უნდა, რკინა და არა თუჯი. მაშასადამე, მას კატალონური წესით უნდა ესარგებლა.
2522 უმთავრესად ასეთ მადანს იყენებენ ევროპაში მაღალხარისხოვანი რკინის გამოსადნობად, რომლითაც განთქმულია შვეიცარია და ნორვეგია. რკინის საბადოს მახლობლად მდებარეობდა ქვანახშირის საბადოც, რომლითაც უკვე სარგებლობდნენ მოახალშენენი. ეს გარემოება კი ფასდაუდებელი მნიშვნელობისა იყო მათთვის.
2523 ინჟინერი სმიტი, ჰერბერტი, გედეონ სპილეტი, მეზღვაური და ნაბი იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც ზღვის უკუქცევის დროს შეიძლებოდა ფონში გასვლა იმ პატარა კუნძულამდე, სადაც აეროსტატი დაენარცხა. ამ კუნძულზე სმიტი პირველად მიდიოდა, მისი ამხანაგები კი მეორედ. წყალი მუხლებამდე სწვდებოდათ.
2524 პატარა კუნძულზე უამრავი პინგვინი დაინახეს, რომლებიც კი არ გაერიდნენ, არხეინად ათვალიერებდნენ ადამიანებს. ჩვენს მგზავრებს შეეძლოთ კომბლებით მთლად გაეწყვიტათ ისინი, მაგრამ მოერიდნენ უბრალო ჟლეტას და მათ აყავყავებას, რაც დააფრთხობდა რამდენიმე კაბელტოვის მანძილზე მწოლიარე სელაპებს.
2525 ხევ-ხევ მიმავალი მონადირენი ფრთხილად უახლოვდებოდნენ კუნძულის ჩრდილო კიდურს. ამ ხევებში წყლის სხვადასხვა ფრინველები ბუდობდნენ. კუნძულის ბოლოზე კი შეამჩნიეს დიდი შავი ლაქები, რომლებიც მოძრავ ქვებს ჰგავდნენ. ეს იყო მათი სასურველი სელაპები. პენკროფმა იცოდა მათი ხასიათი და ამხანაგებს ურჩია, დაეცადათ.
2526 ერთმა საათმა მაინც განვლო, სანამ ექვსი სელაპი გადმოფორთხდებოდა შლამზე დასასვენებლად და მზეზე გასათბობად. პენკროფი და ჰერბერტი საფარიდან ფეხაკრეფით წავიდნენ ზღვის ნაპირისაკენ, რომ ამ მხრიდან გასაქცევი გზა მოეჭრათ მათთვის. სმიტი, სპილეტი და ნაბი კი ლოდებს შუა მიბობღავდნენ ბრძოლის ადგილისაკენ.
2527 მართლაც რომ სელაპი ზედგამოჭრილია საამისოდ. ინჟინერ სმიტს საბერველები მადნეულს დასამუშავებლად სჭირდებოდა. ეს სელაპები ძალიან დიდრონები არ იყო, თითო ექვსი ფუტის სიგრძის იქნებოდა, თავი კი ძაღლს მიუგავდათ. დახოცილი სელაპები თან რომ არ ეთრიათ, პენკროფი და ნაბი იქვე შეუდგნენ გატყავებას და ქონის აჭრას.
2528 ამიტომ გადაწყვიტეს, დროებით ალაჩუხში დაბინავებულიყვნენ. დილაადრიან გაემართნენ სამუშაოდ, ნაბსა და პენკროფს მიჰქონდათ ლასზე დაწყობილი ორი სელაპის საბერველი და მცირე რამ საუზმე, რომლის გზადაგზა შევსების იმედი ჰქონდათ. ჟაკმარის ტყე მთლად უნდა გაევლოთ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო- დასავლეთამდე.
2529 საღამოს ხუთ საათზე სმიტის წინადადებით შეჩერდნენ. ტყე უკან მოეტოვებინათ და ახლა მათ წინ ამართული იყო ფრანკლინის მთის აღმოსავლეთით მდებარე უზარმაზარი გორები. რამდენიმე ასეული ნაბიჯის იქით წითელი ნაკადული მოწაკწაკებდა. ასე რომ, სასმელი წყალი გვერდით ჰქონდათ. მოახალშენენი აქ დაბანაკდნენ.
2530 მადნის საბადო მიწის პირადვე იყო მდინარის სათავეში. მადანი მდიდარი იყო ადვილად სადნობი რკინის შემადგენლობით და სწროედ შეეფერებოდა კაპიტალური წესით დამუშავებას. რკინის კატალონური წესით გამოდნობა მოითხოვს ღუმელებისა და ბრძმედების მოწყობას, სადაც ფენა-ფენად ეწყობა მადანი და ქვანახშირი.
2531 ყოფაცხოვრებაში სუფთა რკინა არ იხმარება. იარაღი რომ დამზადდეს, იგი უნდა დაფოლადდეს. ფოლადი კი რკინისა და წყალბადის შენაერთია. თუ მას თუჯისაგან ამზადებენ, მაშინ გამოაცლიან ზედმეტ წყალბადს, ხოლო თუ ფოლადს რკინისგან აკეთებენ, მაშინ მას უმატებენ იმდენ წყალბადს, რამდენიც აკლია.
2532 გარდა ამისა დადგა წვიების ხნაც. ასეთი განმარტოებულ კუნძულზე, რომელზეც თავისუფლად ნავარდობდა ოკეანის ქარტეხილები და ქარაშოტები, წვიმეიც ხშირი და კოკისპირული ეცოდინებოდა. ამაში საკუთარი გამოცდილებითაც დარწმუნდნენ და ამიტომ ბინის საკითხი გადაუდებელ ამოცანად დადგა მათ წინაშე.
2533 ფანკლინის მთიდან ვერც ერთი მდინარე ან ნაკადული ვერ შევამჩნიეთ, აქ კი ერთ მხარეს სათნოების მდინარე გვაქვს, მეორე მხარეს - გრანტის ტბა, ეს ისეთი სიკეთეა ჩვენთვის, რომ ასე ადვილად ვერ დავთმობთ. გარდა ამისა, ეს სანაპირო მზის გულზეა და დაცულია ჩრდილო-დასავლეთის მუდმივად მქროლავი ქარისაგან.
2534 სალ კლდეში საცხოვრებელი ბინის გამოკვეთა ჰერკულესის შრომად უდრიდა. ინჟინერი წუხდა, რომ ამ საქმის ერთი ნაწილი მაინც ბუნებას არ შეესრულებინა. მან წინადადება წამოაყენა - უფრო დაკვირვებით დაეთვალიერებინათ სალი კლდე მდინარის შესართავიდან ჩრდილოეთის კუთხემდე, სადაც ეს კლდე წყდებოდა.
2535 ბოლოს მიაღწიეს ამ სალი კლდის ჩრდილოეთ კუთხეს, სადაც ტინის კლდე ფერდობებად ეშვებოდა და ბოლოს უერთებოდა ზღვის შლამიან სანაპიროს, აქედან მოყოლებული დასავლეთის კიდურამდე ტინის კლდე ერთმანეთზე მიყრილ უზარმაზარ ლოდების გროვას წარმოადგენდა, რომლებიც ჯაგნარითა და ბალახებით იყო გაბადრული.
2536 გაღმით მათ ეცნაურათ ის ადგილი, სადაც წინათ დაეშვნენ ფრანკლინის მთიდან. ინჟინერი აქ დარწმუნდა, რომ ტბას საკმაოდ ბლომა წყალი ერთვის ამ მდინარიდან და აუცილებლად სადმე უნდა ჰქონოდათ სადინარი. საჭირო იყო მიეგნოთ სადინარისათვის, რაც, თუ იგი ჩანჩქერს წარმოადგენდა, შეიძლება მექანიკურ ძალად გამოეყენებინათ.
2537 ეს ნაპირი ნაკლებტყიანი იყო. აქედან მთლიანად მოჩანდა გრანტის ტბის გასარკული ზედაპირი, რომელსაც მცირეოდენი სიოც კი არ ათრთოლებდა. ტოპი გაშმაგებით აწყდებოდა არემარეს და ნაირ-ნაირ ფრინველებს აფრთხობდა, რომელთაც კორესპონდენტი და ჰერბერტი ისრებს ესროდნენ, მაგრამ უშედეგოდ, ბოლოს ერთს მაინც მოარტყეს.
2538 მაგრამ კვლავ დიდი მოუსვენრობა ემჩნეოდა, მაინც გაშმაგებით დარბოდა აყრილ ბალახებში უცნობი ცხოველის კვალზე, რომელიც, ალბათ, წყალში თუ შეცურდა ნაპირის მახლობლად. ტბის ზედაპირი კი მიწყნარებული იყო, მცირეოდენი ჭავლიც არ ემჩნეოდა. რამდენჯერმე დაკვირვებით დააშტერდნენ ტბის ნაპირს, მაგრამ ვერაფერი შეამჩნიეს.
2539 ყველანი გაოცებული დარჩნენ ამ ამბით. ერთხელ კიდევ დაათვალიერეს ძაღლი, მაგრამ ნაკაწრიც კი არსად ემჩნეოდა. წყალში ბრძოლა გრძელდებოდა. ალბათ, დუგონგს უფრო მძლავრი ცხოველი თუ დაეტანა, ძაღლი ამოისროლა და ახლა მოპირდაპირეს შეება. ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა. წყალი წითლად შეიღება.
2540 თვალყური ვადევნოთ, მაგრამ ცვენს ეჭვებს ნუ გავუზირებთ სხვა ამხანაგებს. ეს საიდუმლოება ჩვენშივე დარჩეს და საქმეს შევუდგეთ. თუმცა ინჟინერმა ვერსად მიაგნო ტბის წყლის სადინარს, მაგრამ მისი რწმენა მაინც არ შერყეულა. უცებ საირუს სმიტმა ტბის წყლის მდინარება შეამჩნია და განცვიფრდა.
2541 მან რამდენიმე ხის ტოტი გადააგდო ტბაში და აშკარად დაინახა, რომ ისინი სამხრეთ კიდურისაკენ წაიღო წყალმა. ინჟინერი და სპილეტი ამ მდინარებას მიჰყვნენ და სამხრეთის კიდურს მიაღწიეს. აქ წყალის მოძრაობაზე და ტრიალზე ინჟინერი მიხვდა, რომ წყალი სადღაც, ხვრელში ჩადიოდა ტბის ფსკერზე.
2542 თურმე, წყალქევშ გაუგნაი გზა ზღვაში გასასვლელად. ალბათ, რაიმე ტინის გვირაბი ან გამოქვაბულია, რომლითაც მას უსარგებლია. კეთი და და პატიოსანი! ჩვენც ვისარგებლებთ ამით. რასაც დავეძებთ, თურმე აქ შეიძლება ვიპოვოთ. გრძელი შტო მოტეხეა, გასხიპა და წყალში ჩაუშვა იმის მოსასინჯად, არის თუ არა აქ სადმე ხვრელიო.
2543 ჩემი აზრით, ამ ტინის კლდეში, რომელზედაც დაბჯენილია სათვალთვალო ზეგანი, უსათუოდ უნდა იყოს რაიმე მოზრდილი გამოქვაბული ან გვირაბი. სწორდ იმ გვირაბში მინდა შევაღწიოთ. ამისათვის თავდაპირველად საჭიროა ხვრელის გამოჭრა, საიდანაც ტბის წყალი ზღვაში ჩაექანება და ტბის დონე დაიწევს.
2544 ფიჩხსა და შეშას ცეცხლი მისცეს, ალი მურდასანგის ბელტებსაც მოედო, რადგანა ნახშირსა და გოგირდს შეიცავდა, რომლებიც კარგად იწვის. ზემოდან კიდევ და კიდევ დაალაგეს მურდასანგის ბელტები, ირგვლივ ბალახიანი ბელტბი შემოაწყეს და ჰაერის სასუნთქი დაუტოვეს. როგორც ნახშირის გამოწვის დროს მენახშირეები იქცევიან.
2545 ყველანი მუყაითად და თავგანწირვით მუშაობდნენ. ნაბმა და პენკროფმა დაუგონგს მთელი ქონი ააცალეს და დიდრონ ქილებში მოათავსეს. ამ ქონებდან გლიცერინი უნდა გამოეცალკევებინათ. ამისათვის ის უნდა გადაემუშავებინათ სოდით ან უბრალო კირით. მართლაც, ამ ორ ნივთიერებას რომ აურევთ ქონში, საპონსა და გლიცერინს მიიღებს.
2546 ინჟინერს ამჟამად გლიცერინი სჭირდებოდა. რომ იმისაგან დენთზე უფრო ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება დაემზადებინა. კირი თავსაყრელი იყო, მაგრამ კირით გადამუშავებული ქონისაგან კიროვანი საპონი კეთდება. რომელიც წყალში არ იხსნება. საჭირო იყო სოდა. სოდა კი არ ჰქონდათ და სწორედ მის მისაღებად უნდა ეღონათ რაიმე.
2547 ეს მცენარეულობა ჯერ მოაგროვეს და კარგად გაამზეურეს, გამოაშრეს, შემდეგ კი ორმოებში ჩაყარეს და ღია ცის ქვეშ დაწვეს. წვამ რამდენიმე დღეს გასტანა, რის შემდეგაც დამზადდა ეგრეთ წოდებული ბუნებრივი სოდა. ინჟინერმა ამ სოდით გადაამუშავა ქონი და მიიღო სარეცხი საპონი და გლიცერინი. მაგრამ ეს როდი კმაროდა.
2548 ყველა ამ სამუშაოს რვა დღე მოანდომეს. ისე რომ გოგირდოვანი რკინა გოგირდმჟავა რკინად ჯერ კიდევ არ ქცეულიყო. მათ საკმაო დრო ჰქონდათ საძერწავი თიხისაგან ცეცხლგამძლე ჭურჭლის დამზადებისათვის და აგრეთვე აგურის ბრძმედების მოწყობისათვი, რომლითაც უნდა დაემუშავებინათ მიღებული გოგირდმჟავა რკინა.
2549 როდესაც სურნიჯის გროვაში მაღალი ტემპერატურის გავლენით გამოდნა საჭირო ქიმიური ნივთიერება, ქურას გარშემო მიწა შემოაცალეს და ნარჩენი - გოგირდმჟავა რკინა, გოგირდოვანი ალუმინი, კაჟმიწა და ნახშირის ნაცარიც კი - ყველაფერი პირწმინდად აკრიფეს, წყლით სავსე დიდი თიხის გობში ჩაყარეს და კარგად მოურიეს.
2550 ეს სითხეც ფრთხილად გადმოწურეს თიხის ჭურჭლში და ნელ ცეცხლზე წამოადუღეს. აორთქლების დროს გოგირდმჟავა რკინის პაწია კრისტალები ძირზე დაილექა, ზოგი კი თონის კედლებს მიეკრა, რის შემდეგაც ეგრეთ წოდებული აუორთლქებელი სითხე, რომელიც გოგირდმჟავა ალუმინს შეიცავდა, ცალკე ჭურჭელში გადმოწურეს.
2551 ტბიდან აქეთ წყლის მდინარებას მხოლოდ ტინის კედელი უშლიდა. სწორედ ეს კედელი უნდა აეფეთქებინათ, რომ ტბიდან წყალს გადმოეხეთქა. ფერდობზე ჩამოევლო და ღვართქაფად დაქანებულიყო ზღვისაკენ. ამგვარად ტბაში წყლის დონე დაიწევდა და მშრალზე დატოებდა იმ მიწისქვეშა სადინარს, საიდანაც აქამდე დიოდა წყალი.
2552 ახლა საქმე ის იყო, რა საშუალებით უნდა აეფეთქებინათ ნიტროგლიცერინი. აფეთქბა უნდა გამოეწვია დარტყმას, რადგანაც უბრალოდ ცეცხლის წაკიდებით ასაფეთქებელი ნივთიერება იწვის კი, მაგრამ აფეთქბას არ იწვევს. ჩაქუჩის ან უროს ხელით დარტყმა სახიფათო იყო თვით დამკვრელისათვის, რადგანაც აფეთქება იმასაც იმსხვერპლებდა.
2553 მაღალ ზედადგარზე მცენარეულობაის ბოჭკოებისაგან დაგრეხილი თოკით ჩამოჰკიდა რამდენიმე გირვანქის სიმძიმის რკინის ზოდი ნაღმისათვის გამზადებული ნახვრეტის დაპირისპირებით. ამ თოკს გადააბა გოგირდწასმული პატრუქი, რომლის მეორე წვერი მიწაზე იყო გაძაბული ნაღმიდან რამდენიმე ფუტის მანძილზე.
2554 ნაბმა და ჰერბერტმა ფიჭვნარში ჩაირბინეს და ბლომად მოამტვრიეს შტოები. ტალკვესისა და აბედის საშუალებით შტოებს ცეცხლი მოუკიდეს. ხვრელში პირველად ინჟინერმა შეაბიჯა. მას მიჰყვნენ დანარჩენნიც. სადინარის ფსკერი ძალიან დაქანებული არ ყოფილა. - თქვა ინჟინერმა. - მათი დაქანება ოცდაათიოდე გრადუსს არ აღემატება.
2555 უხსოვარი დროიდან წყლით ნარეცხი ტინის კედლები ლიპი და ძნელად სავალი იყო. ამის გამო თოკებით გადაებნენ ერთმანეთსდა ისე მიიწევდნენ წინ, როგორც მთამსვლელებმა იციან. მიხვეულ-მოხვეულ გვირაბში ასიოდე ფუტი რომ გაიარეს, წინ მიმავალი ინჟინერი სმიტი შეჩერდა. გვირაბი ფართოვდებოდა და ერთგვარ დარბაზს ქმნიდა.
2556 სიჩქარისაგან კი არ მიდიოდნენ, თითქმის მიცურავდნენ ქვემოთ. რამდენიმე წუთის შემდეგ ტოპს წაადგნენ. უზარმაზარ და მშვენიერ გამოქვაბულში ტოპი აქეთ-იქით აწყდებოდა და გააფთრებული ყეფდა. პენკროფი და ნაბი ჩირაღს აქეთ-იქით იქნევდნენ, რომ უფრო გაეჩაღებინათ და სინათლე მოეფინათ გამოქვაბულის კუნჭულებისათვის.
2557 სმიტის გონივრულმა დასაბუთებამ მოდრიკა მეზღვაური და იძულებული გახდა, დამორჩილებოდა მის განკარგულებებს. ინჟინრის მითითებით ტინის კლდე სწორედ იმ ადგილებში ააფეთქეს ნიტროგლიცერინით, სადაც ერთი კარის და ხუთი ფანჯრის ადგილი იყო დანიშნული, მერე კი წერაქვით ჩამოასწორეს გოთურ ყაიდაზე.
2558 აქ ყველაფერი კარგად შეინახებოდა, რასაც კი კუნძულზე მოიმარაგებდნენ. გეგმა საბოლოოდ დამტკიცდა. ჩვენი მოახალშენენი ისევე მეაგურეებად იქცნენ და გამომწვარი აგური ტინის სასახლის ძირამდე გადმოზიდეს. ახლა საჭირო იყო მკვიდრი ბაგირის კიბე ტინის სასახლეში აგურის ასაზიდად და ასასვლელ-ჩამოსასვლელად.
2559 ამისათვის გამოიყენეს ჭილი და ისეთი მაგარი თოკები დაგრიხეს, რომ ბაგირს არ ჩამოუვარდებოდა. საფეხურებად კი დაატანეს ამერისის მსუბუქი, მაგრამ მტკიცე შტოები. ეს ბაგირის კიბე პენკროფის ნაოსტატარი იყო. კარებთან მოაწყვეს ერთგვარი ამწე, რომლის საშუალებითაც ტინის სასახლეში აზიდეს ზირს დაწყობილი აგური.
2560 ეს ტინის წერაქვით მოასწორეს და ერთგვარი ბაქანი გააკეთეს შესასვენებლად. ინჟინერს განზრახული ჰქონდა მომავალში მოეწყო ჰიდრავლიკური ასაწევ-დასაწევი, რომ ტინის სასახლის ბინადრები ამ ძნელი ასვლა-ჩამოსვლისაგან გაეთავისუფლებინა. მოახალშენენი მაინც მალე მიეჩვივნენ ამ კიბეზე სიარულს.
2561 ტბის დონის ამაღლება ვეღარ მოასწრო, მაგრამ სადინარის შესანიღბად კლდის ნასკდომებში ბალახები და ჯაგები დარგა, რომლებიც გაზაფხულზე კარგად გაიბარდებოდა. იმავე სადინარის გზით ინჟინერმა ამხანაგებს გამოაჭრევინა ტბის წყლის გადმოსაგდები არხი, საიდანაც ტინის სასახლეში განუწყვეტლივ იწანწკარებდა სუფთა წყალი.
2562 ერთხელ, ნადირობის დროს, კურდღლის ფარას წააწყდნენ. იქვე იპოვეს სოროები. დაიწყეს თხრა და ოთხი კურდღელი დაიჭირეს. პენკროფმა მახეები გააკეთა და დღე ისე არ გაივლიდა, კურდღელი არ გაბმულიყო. ნაბი ვერც კი ასდიოდა ნანადირევის დამარილებას და საუცხოო ხორცის კონსერვების დამზადებას.
2563 ივნისში ბევრი ხელსაწყო გააკეთეს, ზოგიც გააუმჯობესეს. ბოლოს მოახერხეს მაკრატლის გაკეთებაც და როგორც პენკროფი იტყოდა ხოლმე, ჭალასავით გაბადრული თმა და წვერი შეიკრიჭეს. დიდი წვალებით მოახერხეს ხელის პატარა ხერხის გაკეთება და მას მერე დაიწყეს მაგიდების, კარადების, სკამებისა და სხვა ავეჯის კეთება.
2564 დაიმზადეს ტახტები, რომლებზეც ლოგინის ნაცვლად ზღვის ბალახი დააგეს. სასიამოვნო სანახავი იყო მათი სამზარეულო თვისი თაროებით, სადაც ჩამოემწკრივებინათ გამომწვარი თიხის ჭურჭლეულობა და მოეწყოთ აგურის ღუმელი. ნაბი აქ ისეთი მედიდურობით ტრიალებდა, თითქოს რომელიმე ქიმიურ ლაბორატორიაში ყოფილიყოს.
2565 ყარდაშყანის ძირებიდან დუღილში გამოიყვანით ამზადებნენ ლუდისმაგვარ მომჟავო სასმელს, თუმცა არც შაქრის ლერწამი მოეპოვებოდათ, არც შაქრის ჭრახალი, მაგრამ შაქარი მაინც დაიმზადეს შაქარა ნეკერჩხლისაგან გამონადენი ტკბილი წვენისაგან. ჩაის ამზადებდნენ მინდვრებზე უხვად ამოსული სურნელოვანი მონარდის ფოთლებისაგან.
2566 ცოტა გამოიდარა. მოახალშენენი ტინის სასახლის თავზე ავიდნენ, იქ პატარა ვაკობზე ამოარჩიეს მყუდრო, უქარო, მზის გულის ადგილი, მოასუფთავეს, მოთოხნეს, დაბარეს და გაასუფთავეს ჭიაღუისა და მწერებისაგან. ზედ დააყარეს კარგი კირნარევი მიწა, მესერი შემოავლეს, ჩათესეს ის ხორბლის მარცვალი და მორწყეს.
2567 ვერაფერს მოვიაზრებ! მას შემდგომ საჭმელად გამოსადეგი ნადირის ხორცის ნაცვლად ხაფანგში მელიის ხორცს ჩადებდა ხოლმე. პენკროფმა ლელის ბოჭკოსაგან დაწნა აგრეთვე ფაცერკოდები და სხვადასხვა ადგილას დაუგო. ეს უფრო სახეირო აღმოჩნდა. დღე ისე არ გავიდოდა, ერთი კურდღელი მაინც არ გაბმულიყო.
2568 ოთხის მაგიერ რვა ფეხი რომ ჰქონოდა, უფრო მეტად მეყვარებოდა! აგვისტოს ნახევარში ამინდი ერთბაშად შეიცვალა. ქარმა ჩრდილო-დასავლეთისაკენ იბრუნა პირი, მოთბა და ჰაერში დაგროვილი ანაორთქლი თოვლად წამოუშინა. კუნძულს თეთრი ზეწარი გადაეფარა და სრულიად შეუცვალა სახე. ხეობებში თოვლის ქარბუქი ტრიალებდა.
2569 ახლა სასახლეში ეწყობოდნენ ავეჯით. მასალა თავსაყრელი ჰქონდათ. მკვიდრი სკამები და მაგიდები გააკეთეს, კალათებსაც წნავდნენ წნორის ტოტებისაგან, რომელიც ადრე აღმოაჩინეს ტბის ჩრდილო კონცხის მახლობლად. წვიმების დაწყებამდე პენკროფმა და ჰერბერტმა საკმაოდ მოიმარაგეს წნორის ტოტები და ახლა გამოადგათ.
2570 კალათების წვნასა და ხოკრების კეთებაში დიდად დახელოვდნენ და თავიანთ ნაწარმოებები საკუჭნაოში დაალაგს, სადაც ნაბი სხვადასხვა ძირნაყოფის წიწიბოს და ყარდაშყანის ძირებს ინახავდა. აგვისტოს მიწურულში ცოტა მოთბა და მოახალშენეებმაც თავი დააღწიეს ტინის სასახლეში ძალაუნებურ ტყვეობას.
2571 მალე ქაფი მოიგდო. სითხე ცოტა რომ შესქელდა, ნაბმა ხის კოვზით დაუწყო რევა, რაც აორთქლებას აჩქარებდა და ძირზე მიწვასაც ხელს უშლიდა. კარგა ხნის დუღილის შემდეგ სითხე გასქელდა. ეს სითხე სხვადასხვა მოყვანილობის თიხის ყალიბებში ჩაასხეს, რომლებიც სამზარეულოს ღუმელში საგანგებოდ ამისათვის ჰქონდათ დამზადებული.
2572 ინჟინერ სმიტს ხშირად შეუმჩნევია, რომ ტოპი მიადგებოდა ბნელი ჭის პირს, რომელიც ფიცრებით იყო დახურული და ღრენით დასტრიალებდა სახურავ ფიცრებს, ზოგჯერ კი ცდილობდა, თათი ჩაეყო შიგ, თითქოს ახდას ცდილობსო და ფხოჭნიდა ღრენით და წკმუტუნით. ნეტავი რა იზიდავდა მას ამ ჯურღმულისაკენ? ჭა ზღვამდე იყო დასული.
2573 დროდადრო აქეთ ხომ არ მოიწევდა ზღვის რომელიმე ურჩხული? ინჟინერს ვერაფრით ვერ აეხსნა ეს გარემოება და ჯავრი მოსდიოდა. გამოზაფხულებამ არაჩვეულებრივი სიხარულით აავსო ტინის სასახლის ბინადარნი. თითქმის მთელ დღეებს გარეთ ატარებდნენ და სახლში მხოლოდ სასადილოდ და დასაძინებლად ბრუნდებოდნენ.
2574 სადილი მართლად დიდებული იყო. სუფრას ამშვენებდა შემწვარი გოჭები, კენგურუს წვნიანი შეჭამანდი, ლორი, კაკალი, ოსვეგოს ჩაი და სხვა. ერთი სიტყვით, რაც კი რამ საუკეთესო გააჩნდათ. ჯერ წვნიანი მიირთვეს, შემდეგ კი შემწვარ გოჭის ხორცს შეექცნენ, რომელიც პენკროფმა თავისი საკუთარი ხელით დაჭრა.
2575 ამ ხნის განმავლობაში, გულმოდგინე ძებნის მიუხედავად, ვერსად მიაგნეს ადამიანის კვალს. კუნძული არამც თუ უკაცრიელი იყო, იმის ნიშანიდ კი არ მოიპოვებოდა, რომ აქ ოდესმე ეცხოვრა ვინმეს... მაგრამ ყვალა ამ მოსაზრებას აქარწყლებდა ის საფანტი, რომელიც უდანაშაულო ცხოველის სხეულში აღმოჩნდა.
2576 თუ მართლაც ჩვენს სანაპიროზე გამოირიყა ვინმე დაღუპული გემიდან, ისინი ხომ აქეთ მხარეს უნდა გადმოსულიყვნენ. მაგრამ ჯერაც არავინ ჩანს. გასაოცარია სწორედ! - გასაოცარი მაშინ იქნბოდა, ჩემო ჰერბერტ, თუ ისევ ამ კუნძულზე იმყოფებიან. მაგრამ ბუნებრივია, თუ აქ აღარ არიან, - უპასუხა გედეონ სპილეტმა.
2577 ვეჭვობ! თავი მეორე ზღვის საჩუქარი ოცდაცხრა ოქტომბერს ნავი უკვე მზად იყო. პენკროფმა თავისი სიტყვა შეასრულა და ხის ქერქისაგან ხუთ დღეში დაამზადა მორა ნავი, რომლის უბე მოქნილი ლიანებით დაშარტა. ნავი წყლის პირად გადაიტანეს, ზღვის მოქცევამ აატივტივა, პენკროფი მყისვე შიგ ჩახტა და საჭეს სტაცა ხელი.
2578 ხვინჭა ბალატისათვის, შუაში ანძა და ერთი ტილოს ნაჭერი აფრად! ამასაც მისტერ სმიტი თავის დროზე მოაგვარებს. მაშინა კი ამ ნავით შეგვიძლია უფრო შორსაც გავცუროთ. ერთხმად გადაწყვიტეს, რომ საცდელად ჯერჯერობით ნაირს დაჰყოლოდნენ და მიეღიათ კონცხამდე, სადაც სამხრეთ კიდურს სალიკდეები მოსჯარებოდნენ.
2579 ყველანი ნავში ჩასხდნენ. ერთ ნიჩაბს ნაბი მიუჯდა, მეორეს - ჰერბერტი, პენკროფ კი საჭესთან მოთავსდა. ნავი დაიძრა. მშვენიერი ამინდი იდგა. მიწყნარებული ზღვა ვიწრო კალაპოტში მომწყვდეულ ტბასავით მიყუჩებულიყო, ნავი გაბედულად მისრიალებდა. მეზღვაურმა სრუტე გადასერა და ნავი კუნძულის სამხრეთ კიდურისაკენ მიმართა.
2580 ზღვის ზედაპირი ოდნავ ღელვისაგან აზრზნილიყო. მოახალშენენი ნაპირს თითქმის ნახევარი მილით მაინც დასცილებოდნენ, რომ ფრანკლინის მთის სანახაობით დამტკბარიყვნენ. ნავი მომრგვალებულ კიდეს გარს უვლიდა. ზღვის კიდური ფარავდა იმ ჭაობიან ადგილებს, რომლებსაც მოახალშენეებმა თადრონი უწოდეს.
2581 არც ერთი ხე, არც ერთი ჯაგი წამლად არსად მოჩანდა ამ კონცზე, რომელიც თითქმის ორ მილზე იყო წაწვდილი. ამხანაგები მუსაიფში იყვნენ გართულნი, ინჟინერიკი მდუმარედ იჯდა, მისი თვალების გამომეტყველება და შეჭმუხნული შუბლი მოწმობდა, რომ რაღაც მძიმე საკითხის გადასაჭრელად ჩაფიქრებულიყო.
2582 ეს გამოცანა იყო. სმიტმა დაკვირებით შემოიარა ზღვისპირი რამდენიმე ასეულ ნაბიჯზე, მაგრამ არავითარი კვალი არ ჩანდა. დაკვირვებით დააშტერდა ზღვასაც, ჰერბერტი და ნაბი მაღალ კლდის თავზე აფოფხდნენ და იქიდან დაათვალიერეს მიდამო, მაგრამ ვერსად დაინახეს ვერც დაღუპული გემი, ვერც რაიმე ნაშთი მისი.
2583 იქნებ ახლაც იქვე იმყოფებიან? მაგრამ ის ხალხი რომ მალაელები არ უნდა იყვნენ, ამ ყუთზე ემჩნევა, რადგანაც ეს ყუთი უფრო ევროპულს ჰგავს, ან ამერიკულს. ყველანი ყუთთან შეგროვდნენ, ყუთი სიგრძით ორი მეტრი იყო, სიგანით კი ერთი. მუხის ხისაგან იყო ნაკეთები, საგულისგულოდ შეჭედილი და რკინის სალტეებით დაშარტული.
2584 ზღვის მოქცევა დაწყებული იყო და ტალღები უკვე ყუთამდე აღწევდა, შეეძლო აეტივტივებინა და ზღვაში გაეტაცა. ბაგირის ერთი წვერი, რომლითაც კასრები იყო ყუთზე მიმაგრებული, გამოხსნილი აღმოჩნდა. ამ ბაგირის წვერი გამოაბენს ნავს. პენკროფმა და ნაბმა ნიჩბებით გარშემო შემოაცალეს შლამი და ყუთი წყალმა აატივტივა.
2585 ყუთი ძალიან მძიმე უნდა ყოფილიყო, რომ ორი დიდი ცარიელი კასრი წყალში იყო ჩაზიდული და ოდნავღა მოჩანდა ზედაპირზე. პენკროფს გული უფანცქალებდა, სადმე ბაგირი არ გაწყდეს და ყუთი ზღვის უფსკრულში არ ჩაინთქასო. მაგრამ მშვიდობიანა მიაღწიეს ტინის სასახლის პირდაპირ მდებარე ნაპირს. ზღვის უკუქცევა უკვე დიწყო.
2586 ნავი და ყუთი შლამზე დატოვეს. ნაბი ტინის სასახლეში გაეშურა ხელსაწყო-იარაღბის მოსატანად. ნაბი რომ დაბრუნდა, მაშინვე დიდის სიფრთხილით შეუდგნენ ყუთის ახდას. პენკროფი ვერ ფარავდა სულწასულობას. მან მოუთმენლად დაიწყო კასრების მოხსნა. კასრები კარგად იყო შენახული და საოჯახო საჭიროებისათვის გამოდგებოდა.
2587 ან მისამართი ხომ არაა აღნიშნული? მაშინ ადვილად გამოვარკვევდით პატრონის ვინაობას. დაუწყეს თვალიერება. თითოეული ნივთი გულდასმით გასინჯეს, განსაკუთრებით წიგნები, ინსტრუმენტები და თოფები. მაგრამ, ჩვეულების წინააღმდეგ, არც ერთს არ ესვა რაიმე დამღა, სად გაკეთდა, ან სად დაიბეჭდა.
2588 ბუნებისმეტყველების სამეცნიერო ლექსიკონსა და პოლინეზიური კილოკავების ლექსიკონში, რომელნიც ინგლისურ ენაზე იყო შედგენილი, არც გამოცემის თარიღ იყო აღნიშნული, არც გამომცემლობის ადგილი. ატლასი მშვენივრად იყო დამუშავებული. შეიცავდა ორივე ნახევარსფეროს დაწვრლებით რუკებსა და პლანისფერებს.
2589 ინგლისურ ენაზე დაწერილი ბიბლია შესანიშნავი გამოცემა იყო. ჩანდა ბევრჯერ გადაეკითხათ იგი. ასე რომ, ყოვლად შეუძლებელი გახდა იმ ნივთების წარმომავლობის გამორკვევა და მაშასადამე, იმის გადაწყვეტაც, თუ დაღუპული გემი რომელ ერს ეკუთვნოდა. ასე იყო თუ ისე, ეს ნაპოვნი დიდი განძი იყო ჩვენი მოახალშენეებისათვის.
2590 მოახალშენეებს იმედი ჰქონდათ, რომ სურსათს გზადაგზა შეივსებდნენ. თან გაიყოლეს ორი ცულიც გაბადრულ ტყეში გზის გასაკაფად, ჭოგრი, ჯიბის ყაბლანა, და აგრეთვე ორი ჩახმახიანი თოფი, რომელთა უპირატესობაც იმაში მდგომარეობდა, რომ ტალი ბლომად იშოვებოდა, ფისტონი კი მხოლოდ ორი კოლოფი ჰქონდათ.
2591 ყოველი შემთხვევისათვის გადასახსნელი კარაბინიც გაიყოლეს. ასე შეიარარებულებს ახლა აღარ ესინოდათ არც ოთხფეხა და არც ორფეხა ონავრებისა. პენკროფი, ჰერბერტი და ნაბი გამოუთქმელ კმაყოფილებას განიცდიდნენ თავიანთი იარაღით, მაგრამ ინჟინერმა სიტყვა ჩამოართვა, რომ უბრალოდ არც ერთი არ ისროდა.
2592 სმიტი და მისი ამხანაგები თვალს ვერ აშორებდნენ ამ წარმტაც სანახაობას. ერთმანეთზე გადახლართული ხეები და ცის ლაჟვარდი მომხიბვლელად ირეკლებოდა წყალში. მდინარის მარჯვენა კიდეებზე აზიდულიყო უზარმაზარი თელის ხეები, რომლებიც ძვირფას საშენ მასალად ითვლება, რადგანაც დიდხანს ძლებს წყალში.
2593 აქ ნადირისა და ფრინველის გარდა ჰერბერტმა აღმოაჩინა ბევრი გამოსადეგი მცენარეულობა, რომელიც ტინის სასახლიდან ბოსტნის გასაშენებლად გამოდგებოდა. მათ შორის იყო გარეული ისპანახი, თალგამი, ბოლოკი, წიწმატი და ერთი მეტრის სიმაღლე ბრტყელფოთოლა მცენარე, რომელსაც მიხაკისფერი თესლი ესხა.
2594 აქ შეისვენეს ნახევარი საათს და დიდრონი, მშვენიერი ხეების ქვეშ ისაუზმეს. მდინარის სიგანე აქაც სამოცი-სამოცდაათი ფუტი იქნებოდა, სიღრმე კი ხუთი-ექვსი ფუტი. ინჟინერმა შეამჩნია, რომ სათნოების მდინარეს მრავალი შენაკადი ერთვოდა, და თუმცა წყალმრავალნი იყვნენ, სანაოსნოდ არ გამოდგებოდნენ.
2595 მდინარის ორივე კიდეს ტყე ფარავდა, მაგრამ ვერსად ნახეს ადამიანის კვალი, არსად ჩანდა ცულით მოჭრილი ხე, ან დანით გადაჭრილი ლიანის ღერო. ზღვის უკუქცევა დაიწყო. ახლა საკუთარი მარჯვენით სჭირდებოდათ ნავის ტარება მდინარის შეღმა. ნაბმა და ჰერბერტმა ნიჩბები აამუშავეს, პენკროფი საჭეს უმარჯვებდა.
2596 ტყე თანდათან შეთხელდა მდინარის მარჯვენა ნაპირებზე. ესე იგი შორეული დასავლეთის ტყის ჩრდილოეთ ნაწილში. მოშიშვლებულ მინდორზე აქა-იქ თუ იდგა ხე, სამაგიეროდ, თავისუფალი სივრცისა და ჰაერის გავლენით საუცხოოდ შეფოთლილი უზარმაზარი ხეები გაზრდილიყო. ევკალიპტები! - წამოიძახა ჰერბერტმა.
2597 მართლაც, ეს უზარმაზარი ხეები ევკალიპტები იყო, რომლებიც ხარობს სუბტროპიკულ ზოლში ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ზოგი მათგანი ორასიოდე ფუტის სიმაღლეზე ატყორცნილიყო. მათი ძირის გარშემოწერილობა ოცი ფუტი მაინც იქნებოდა. ქერქის სისქე კი გამონაჟონი სურნელოვანი ფისიანად ხუთ გოჯს აღწევდა.
2598 ერთ მილზე მეტი კიდევ გაცურეს მდინარის შეღმა. მდინარის კალაპოტი მეტად მიხვეულ-მოხვეული იყო, ბევრგან ზედაპირი წყლის მცენარეულობას დაეფარა, ზოგან კი კლდის ქიმები იყო გამოშვერილი და ნავის მოძრაობას აფერხებდა. აქ ნიჩბების მოსმაც შეუძლებელი გახდა და პენკროფი გრძელი ლატანის მიბჯენით მიაცურებდა ნავს.
2599 დასავლეთის კიდურამდე ხუთი-ექვსი მილი კიდევ ჰქონდათ გასავლელი. ინჟინერმა გადაწყვიტა, სადმე მარჯვენა ნაპირს მისდგომოდნენ და ტყეში გაეთიათ ღამე. ლატანით ამოძრავებული ნავი მძიმედ მიიწევდა ზევით. ტყე უფრო დაბურული და უღრანი ხდებოდა. პენკროფმა თვალი მოჰკრა, რომ ტყეში მაიმუნების ხრომ გაიქროლა.
2600 გულფიცხი პენკროფი მზად იყო მოეკლა რამდენიმე, მაგრამ ინჟინერმა შეაჩერა. ჯერ ერთი, უსარგებლო იყო მათი მოკვლა, მეორეც - სახიფათოცაა, რადგან დიდრონი და ღონიერი იყვნენ და გაბრაზებულებს შეეძლოთ ზიანი მიეყენებინათ მათთვის. წყალი იმდენად დაპატარავდა, რომ ნავის ფსკერი მდინარის ძირს ეგლასუნებოდა.
2601 ხვალ დილით ნავი აქ დავტოვოთ და ტყეზე პირდაპირ გადავიაროთ დასავლეთის ნაპირისაკენ. ორ საათში იქ ვიქნებით და შეგვიძლია მთელი დღე მოვანდომოთ კუნძულის გამოკვლევას. მდინარეზე ორივე ნაპირიდან გადმოშვებულ და ერთიმეორეზე გადახლართულ ხის ტოტებს სავალი გზა გადაეღობათ, ირგვლივ წყვდიადი იყო ჩამოწოლილი.
2602 მახლობლად ჩანჩქერის ჩხრიალი მოისმოდა. ნავი მძლავრად წაეჯახა ნაპირს. მგზავრები სწრაფად გადახტნენ, ნავი ხის ტოტზე გამოაბეს მდინარის მარჯვენა ნაპირას. საღამოს ხუთი საათი იყო. ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივები ფოთლებს შუა ატანდა და ცისარტყელის ფერებად ელვარებდა ჩანჩქერის შხეფებში.
2603 უზარმაზარი აკაკების ქვეშ დაიდეს ბინა, რომ საჭიროების დროს მის ტოტებზე გაეთიათ ღამე. მოქანცულებმა საჩქაროდ ივახშმეს და დასაძინებლად გაემზადნენ. მაგრამ დაღამების შემდეგ ტყეში ისეთი გრგვინვა, ქუხილი, ღრენა და ღრიალი ისმოდა, რომ გადაწყვიტეს ცეცხლი არ ჩაექროთ. ნაბი და პენკროფი მორიგეობით დარაჯობდნენ.
2604 ინჟინრის განკარგულებით ამ გზობაზე ნადირობა აკრძალული იყო, რადგან შეიძლებოდა თოფის სროლით ნაადრევდ გაემხილათ თავისი ყოფნა ამ მიდამოებში. ინჟინერ სმიტს ხელში ეჭირა ჯიბის ყიბლანა და იმის მიხედვით მიიკვლევდა გზას. ამ ტყეშიაც თითქმის იგივე ხეები ხვდებოდათ, რაც სათვალთვალო მიდამოებში.
2605 ეს ზღვის პირი სრულიად განსხვავდებოდა იმ ნაპირისგან, სადაც ისინი აეროსტატმა დაანარცხა, აქ არსად ჩანდა არც ტინის კლდეები, არც წყალქვეშა ლოდები, არც სილიანი ნაპირები. სანაპიროს გარსშემორტყმოდა დაბურული უღრანი ტყე უზარმაზარი და მშვენიერი ხეებით. მდინარე ოცი მეტრის სიმაღლიდან ჩანჩქერად ჩაქუხდა ზღვაში.
2606 საერთო შეთანხმებით, ამ მდინარეს ჩანჩქერი უწოდეს. სწორედ ამ სანაპიროს გამოკვლევა სჭირდებოდათ, რადგანაც დაღუპული გემიდან გადარჩენილებს მხოლოდ ამ მიდამოებში შეეძლოთ შეეფარებინათ თავი, ვინაიდან გაღმა ნაპირი უდაბური იყო. მშვენიერი დაღი იდგა. ცაზე ღრუბლის ნაგლეჯიც არსად ჩანდა.
2607 არც ზღვაზე და არც სანაპიროზე ჭაჭანებად არ მოჩანდა რა, არც გემი, არც გემის რაიმე ნამსხვრევი. მაგრამ ინჟინერ სმიტს გული მაინ საგულეს არა ჰქონდა, სანამ ურცხულის ნახევარკუნძულის მთელ სანაპიროებს დაწვრილებით არ გამოიკვლევდა. საუზმის შემდეგ, თორმეტის ნახევარზე, ყველანი ტყე-ტყე გაემართნენ.
2608 ჩანჩქერა მდინრიდან რეპტილიის კონცხამდე ათიოდე მილი იქნებოდა. ჩვეულებრივ პირობებში ეს მანძილი შეეძლოთ ოთხ საათში გაევლოთ. ახლა კი ერთიორად მეტი დრო მოანდომეს, რადგან გზის გაკაფვა სჭირდებოდათ გაბარდულ ლიანებში. საღამოს ხუთი საათი იქნებოდა, როდესაც ურჩხულის ნახევარკუნძულამდე სამი კილომეტრიღა დარჩათ.
2609 გემის ნამსხვრევები თუ სადმე იყო, სწროედ ამ მიდამოებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგნაც უკვე ბინდი ჩამოწვა, ამ კლდის გამოკვლევა სახვალიოდ გადადეს. პენკროფი და ჰერბერტი ღამის გასათევი ადგილის საძებნად დატრიალდნენ. ტყის პირად, ხეებს შუა, ჰერბერტმა ბამბუკის ატეხილი ჭალა შეამჩნია.
2610 იაგუარი ფრთხილად, თვალების ბრიალით უახლოვდებოდა. ბალანი აშლოდა, ეტყობოდა, პირველად არ ხედავდა ადამიანს. სწორედ ამ დროს გედეონ სპილეტი მაღალ კლდეებს გამოსცდა. ჰერბერტს ეგონა, მხეცი ვერ შეამჩნიაო და მისკენ უნდა გაქანებულიყო გასაფრთხილებლად, სპილეტმა ანიშნა, რომ ხედავდა და ნირშეუცვლელად განაგრძო გზა.
2611 იგი ვეფხვზე ნადირობაში ნაცადი იყო და, ათ ნაბიჯზე რომ მიუახლოვდა, უცებ შედგა და დინჯად დაუმიზნა კარაბინი. იაგუარი მოიკუმშა და მძლავრი ნახტომით ისკუპა მისკენ. სწორედ ამ დროს იგრიალა თოფმა. ტყვია შიგ შუბლში მოხვდა და დაეცა. ონავარი მხეცი მყისვე მოკვდა. ჰერბერტი და პენკროფი იაგურისკენ გაექანნენ.
2612 ნაბი იაგუარის გატყავებს შეუდგა, დანარჩენებმა კი ბუნაგის შესასვლელთან ბლომად დააგროვეს ფიჩხი. სმიტმა ლერწმის ყლორტები დაჭრა და ისიც ზედ დააყარა. ყოველი შემთხვევიათვის თოფები გატენეს. ბუნაგში სილიანი ნიადაგი გამოხრული ძვლებით იყო მოფენილი. ვახშამს მიუსხდნენ. დაძინების წინ ფიჩხს ცეცხლი მისცეს.
2613 ნაპერწკლები შუშხუნებივით ბრიალით იტყორცნებოდა ჰაერში. ეს ლერწმის ყლორტები იყო. ეს ტკაცატკუციც საკმარისი იყო, რომ გამბედავი მხეცებიც კი დაეფრთხო. თავი მეხუთე ტოპის აღმოჩენა ინჟინერმა სმიტმა და მისმა ამხანაგებმმა მშვენივრად გამოიძინეს იმ ბუნაგში, რომელიც იაგუარმა ასე თავაზიანად დაუთმო.
2614 თუ დაგვჭირდა, ხიდსაც ავაგებთ. რაც შეეხება დღეს საღამოს მდინარის გაღმა გასვლას, ეგ ჩემს კისერზე იყოს. ისე გაგიყვანთ, რომ ფეხიც არ დაგისველდეთ. საგზალი ერთი დღის სამყოფი კიდევა გვაქვს. ნადირს გზაშიაც ვნახავთ რასმე. მაშ გზას გავუდგეთ! დილის ექვს საათზე ჩვენი პატარა რაზმი გზას გაუდგა.
2615 ინჟინრის ბრძანებით ტოპი დაწინაურდა ტყის პირის დასაზვერად. კონცხის წვერიდან, რომელიც ნახევარკუნძულის ბოლოს წარმოადგენდა, ნაპირი მრგვალად უხვევდა ხუთი მილის მანძილზე, მაგრამ არსად ჩანდა ადამიანის კვალი, არც გემის გამორიყული რაიმე ნამსხვრევი, არც ძველი ან ახალი მინავლებული კერა.
2616 ახლა კი შეგვიძლია რამდენიმე წლის სამყოფი თეთრეული შევკეროთ. აღარც პერანგები მოგვაკლდება, არც პერანგის ამხანაგები, არც პირსახოცები... მისტერ სმიტ, თქვენ რას გვეტყვით იმ კუნძულის შესახებ, სადაც ხეები ისხამს პერანგებს და პერანგის ამხანაგებს? მართლაც ბედნიერი შემთხვევა იყო.
2617 მაგრამ საკეტი არა აქვს და გამოქვაბულის პირი უნდა ამოექოლოთ, - თქვა პენკროფმა. - ორფეხა ქურდები არ მაფიქრებს, მაგრამ ოთხფეხა ბაცაცები კი შეიძლება ესტუმრონ. საღამოს ექვს საათამდე ყველაფერი დააბინავეს, გამოქვაბულის შესასვლელი ლოდებით ამოქოლეს და ბრჭყალების კონცხისაკენ გასწიეს.
2618 ნაპოვარას კოცხს რომ მიაღწიეს, უკვე ბინდდებოდა, დაღუპული გემის ნიშნები არც აქ აღმოჩნდა. შუაღამე გადასული იყო. როდესაც მიაღწიეს სათნოების მდინარის მარჯვენა ნაპირის პირველ მოსახვევს. თუმცა მდინარე აქ უფრო ვიწროდ მოდიოდა, მაგრამ გადაცურვა მაინც გაძნელდებოდა, რადგან საშინელი სისწრაფით მოაქანებდა ტალღებს.
2619 პენკროფი, დაპირიებისამებრ, მაშინვე შეუდგა გადასასვლელის მზადებას. საშინლად იყვნენ მოქანცულები, მაგრამ მაინც დაიწყეს ტივის შეკვრა. პენკროფს გულმოდგინედ ეხმარებოდა ნაბიც. ინჟინერი სმიტი და გედეონ სპილეტი კი მდინარის პირად ჩამომსხდარიყვნენ და ელოდნენ, როდის დასჭირდებოდათ ტივისათვის მორების მითრევა.
2620 სწრაფად უნდა დაეჭირა მცურავი კანჯო, თორემ მდნარება ზღვაში გაიტაცებდა. პენკროფმა და ნაბმა მუხლებამდე შეტოპეს მდინარეში, გრძელი კავები მოსდეს ნავს და ნაპირზე მოაყენეს. ინჟინერი სმიტი პირველი ჩაჯდა კანჯოში და დარწმუნდა, რომ კანჯოს მისაბმელი მსხვილი ბაგირი გაწყვეტილიყო, ალბათ კლდეზე ხახუნისაგან.
2621 ჰერბერტი, გედეონ სპილეტი, ნაბი და პენკროფი კანჯოში ჩასხდნენ, არავის გაჰკვირვებია ბაგირის გაწყვეტა, მხოლოდ ის აოცებდა მათ, რომ კანჯომ ისეთ დროს მოუსწრო, თითქოს დაუბარებიათო. ათიოდე წუთით რომ ადრე ჩამოევლო კანჯოს, გაშლილ ზღვაში გაიტაცებდა მდინარება. რამდენიმე ნიჩბის მოსმით უკვე გაღმა იყვნენ.
2622 ყველანი უკვე ზეზე იყვნენ, თოფებს ხელი სტაცეს და ნაპირს მიაშურეს. ხუთი საათი იქნებოდა, რომ სასახლესაც მიადგა სინათლე. დარაბებაკრული ფანჯრები შავად გამოიცქირებოდა მწვანით შემოსილი კედლებიდან. ფანჯრები ყველა თავის რიგზე იყო, მაგრამ უცებ ყევლამ უნებულიეთ წამოიყვირა, როდესაც კარი გაღებული დაინახეს.
2623 ტინის სასახლეში ვიღაც შესულა! ამაში ეჭვი აღარ იყო. ზევითა კიბე, რომელიც შუა ბაქნამდე ჩამოდიოდა, თავის ადგილსავე იყო, ქვემოთ კიბე კი კარებამდე იყო აკრეფილი. ეტყობოდა, შიგ მყოფთ განზრახ აეწიათ ქვემოთა კიბე, რომ ტინის სასახლის ძველი პატრონების დაბრუნების დროს უხიფათოდ ყოფილიყვნენ.
2624 ჯონ ბულის ნაშიერები! ამერიკელების აზრით, ჯონ ბულად ვისიმე ხსნება უდიდესი ზიზღისა და შეურაცხყოფის ნიშანი იყო. გათენდა და ტინის სასახლის შუბლის მხარეს დიდი მზის სხივები მიადგა, მაგრამ ისევ სიჩუმე იყო გამეფებული. რაკი ქვემოთ კიბე კარამდე იყო აკრეფილი, ცხადია, ვინც იქ ავიდა, აღარ ჩამოსულა.
2625 ჰერბერტმა კარგად დაუმიზნა, მძლავრად მოსწია ლარი და ისარი სტყორცნა. ისერი ზუზუნით გასრიალდა, კანაფის ერთი წვერიც თან გაიყოლა და კიბის ბოლო ორ საფეხურს შუა გაიარა. ჰერბერტმა ხელი სტაცა კანაფის მეორე წვერს და ფრთხილად ჩამოსწია. მაგრამ კარის დირედან ვიღაცამ გამოყო ხელი და კიბე ტინის სასახლეში შეათრია.
2626 ნახევარი საათის შემდეგ მონადირეები უკანვე დაბრუნდნენ და თეთრთავა მტრედები მოიტანეს, შეწვეს და სახელდახელოდ შესანსლეს. ჰერბერტმა და გედეონ სპილეტმაც ისაუზმეს, მხოლოდ ტოპი დარჩა სადარაჯოზე, ტინი სასახლის ფანჯრების ძირში. დანაყრების შემდეგ ყველანი თავთავის სადარაჯო ადგილებს დაუბრუნდნენ.
2627 რაღაცით დამფრთხალი მაიმუნები ტინის სასახლიდან გარეთ გამოცვენილიყვნენ და გასაქცევ გზას ეძებდნენ. ორი-სამი მაიმუნი ჯამბაზივით ხან ერთ ფანჯარას მივარდებოდა, ხან მეორეს. იმდენად დამფრთხალნი იყვნენ, კიბის ჩამოშვება ვერ მოესაზრებინათ, რომ თავისთვის ეშველათ. ხუთიოდე მაიმუნი გამოხტა კარიდან.
2628 ნუთუ იგრძნეს, რომ მოახალშენენი მეორე მხრიდან უპირებდნენ მოვლას და თავის დაღწევა სცადეს? მხოლოდ ამ მოსაზრებით შეიძლებოდა მათი საქციელის ახსნა. დახოცილი მაიმუნები საღამო ხანს ტყეში გადაიტანეს და მიწაში ჩამარხეს. იქიდან ტინის სასახლეს დაუბრუნდნენ და ოთახების წესრიგში მოყვანას შეუდგნენ.
2629 ნაბმა ქურა გააჩაღა და საკუჭნაოს მარაგიდან ყუათიანი ვახშამი მოამზადა. უვახშმოდ არც ბიძია ჯუპი დატოვეს. ის სიამოვნებით ახრამუნებდა ნუშის კაკალსა და ძირნაყოფას, რაც ბლომად მისთავაზეს. პენკროფმა ხელები გაუხსნა და ფეხებდბორკილი დატოვა ამ დრომდე, სანამ სრულიად მოშინაურებურდებოდა.
2630 ამისატვის გადაწყვიტეს, საფრინველე ტბის მარჯვენა ნაპირზე მოეწყოთ - იმ ადგილას, სადაც გასაძლისი იქნებოდა, როგორც ქათმის ჯიშის ფრინველისათვის, ისე წყლის ფრინველებისათვის. ამ საფრინველეში პირველად ის დედალ-მამალი ტინამუსი უნდა მოეთავსებინათ, რომელნიც უკანასკნელი ექსკურსიის დროს ცოცხლად დაიჭირეს.
2631 ტყეში გამოარჩიეს შესაფერისი ხეები, მოჭრეს, გაქერქეს და დამორეს, ზოგი მორი ფიცრებად დახერხეს. ამ ხიდის უდიდესი ნაწილი, რომელიც სათნოების მდინარის მრჯვენა ნაპირს ეყრდნობოდა, უძრავი უნდა ყოფილიყო, ხოლო მარცხენა ნაპირისაკენ მიბჯენილი უფრო პატარა ნაწილი, კი, ასაწევი, რომელიც თავისთავად აიწევ-დაიწეოდა.
2632 ხიდის აგება ადვილი საქმე როდი იყო. მდინარის სიგანე ოთხმოც ფუტს აღწევდა. მარჯვენა ნაპირზე მსხვილი მორები უნდა ჩაესვათ ხიდის ბურჯებად, ბურჯები უნდა გაემაგრებინათ შიგ მდინარესიაც, რომ ხიდი მკვიდრი ყოფილიყო და შესაძლებელი გამხდარიყო ზედ მძიმე ტვირთის გადატან-გადმოტანა. ყველანი გულმოდგინედ მუშაობდნენ.
2633 ამ ხნის განმავლობაში ბიძია ჯუპიც მიეჩვია ახალ გარემოებას, აღარ ეუცოვებოდა ახალი პატრონები და ყელაფერს ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა. მაგრამ პენკროფი ჯერ კიდევ არ აძლევდა სრულ თავისუფლებას, სანამ ინჟინრის პროექტს არ განახორციელებდნენ და სათვალთვალო ზეგანს კუნძულის სახეს არ მისცემდნენ.
2634 მოძრავი ნაწილი ოცი ფუტი იყო და ამ სიგანეზე, როცა ხიდი აწეული იყო, ვერც ერთი ცხოველი ვერ შემოხტებოდა უძრავ ნაწილზე გამოსასვლელად. ახლა აეროსტატის ნაშთები უნდა გადმოეზიდათ ტინის სასახლეში. ჯერ ნაბი და პენკროფი გაემართნენ აეროსტატის საყუდისაკენ, დაათვალიერეს თავისი განძეულობა.
2635 მას გლიცერინის წყარო უწოდეს. დეკემბრის პირველ ნახევარში ყველა ეს სამუშაო დაამთავრესდა სათვალთვალო ზეგანმა უსწორმასწორო ხუთკუთხედის სახე მიიღო, რომლის გარშემოწერილობა ექვს მილს უდრიდა. დეკემბერში საშინელი ამინდები დაიჭირა, მაგრამ მოახალშენეები მაინც შეუდგნენ საფრინველეს მოწყობას.
2636 პირველად აქ დედალ-მამალი ტინამუსი მოათავსეს, რომლებიც მალე მომრავლდნენ. მათ მოჰყვა ექვსი იხვი, ზოგი მათგანი ჩინური ჯიშისა, მარაოსავით გაშლილი ბოლოებით და ხოხობის მსგავსი ოქროფერი ბუმბულით, რამდენიმე დღის შემდეგ მიუმატეს კიდევ ერთი წყვილი ქათმის ჯიშის ფრინველი, რომელნც ჰერბერტმა დაიჭირა.
2637 რას ხედავს მათი თვალი! ორი ლამაზი დედალ-მამალი ცხოველი ზეგანზე გადმოსულა აუწევლად დარჩენილი ბოგირიდან. ერთი შეხედვით გარეული ცხენები ან ვირები გეგონებოდათ, თავზე, კისერსა და ფეხებზე შავიზოლები ჩამოსდევდათ. ცხოველები თვინიერად მოაბიჯებდნენ და ცნობისმოყვარეობით უცქეროდნენ თავის მომავალ პატრონებს.
2638 ცხოველები რომ არ დაეფრთხო, პენკროფი ფრთხილად მიფორთხდა ბალახებში გლიცერინის მდინარემდე და ბოგირი ასწია. ამგვარად, კანჯრები მომწყვდეულნი აღმოჩნდნენ. გადაწყვიტეს, რამდენიმე დღეს ხელი არ ეხლოთ და თავისუფლად გაეშვათ სათვალთვალო სანახაობის იალაღზე, რომელიც მშვენიერი ბალახით იყო დაფარული.
2639 ტლინკავდნენ, მიწას ბრდღვნიდნენ, წაადგებოდნენ გლიცერინის მდინარეს და მთელი საათობით ნაღვლიანად გასცქეროდნენ მდინარის გაღმა ტყეებს, რომელთაც სამუდამოდ გამოეთხოვნენ. მოახალშენეებმა მათთვის შეკაზმულობა და ჯამბარები დაამზადეს, გააკეთეს ურემიც და გზა გაკაფეს სათვალთალოს ტყეში აეროსტატის საყუდამდე.
2640 თუმცა გზა ძნელი სავალი იყო, მაგრამ ურმის გატარება მაინც შეიძლებოდა. დეკემბრის გასულს კანჯრები პირელა შეაბეს ურემში, მანამდე კი პენკროფმა ხელზე შეიჩვია ისინი. კანჯერბი აღარ უფრთხოდნენ და მისი ხელით საკვებსაც ჭამდნენ, მაგრამ რაწამს ურმში შეაბეს, ყალყზე შედგნენ და ძლივს დაიოკეს გააფთრებული ცხოველები.
2641 საერთოდ კი, კანჯრის გახედნა უფრო ადვილია, ვიდრე მისივე ჯიშის სხვა ცხოველებისა. თუმცა სამხრეთ-ამერიკაში, ევროპასა და შედარბით ცივი ზოლის ქვეყნებში ზებრებსაც ხედნიან როგორც შესაბმელად, ისე საჯდომადაც. ყველანი ურემს დაუსხდნენ პენკროფის გარდა, რომელსაც სადავეები ეჭირა და წინ მიუძღოდა.
2642 ნავახშმევს ყველამ თავთავის ოთახს მიაშურა ტინის სასახლეში. თავი მერვე ბიძია ჯუპი იანვრის პირველი ნახევარი თეთრეულის შეკერვას მოანდომეს. ნაპოვნი ყუთიდან ამოღებული ნემსები გაიელვებდა ვაჟკაცურ და ტლანქ ხელებში, რომელნიც დახელოვნებულნი არ იყვნენ, მაგრამ საკერავს მკვიდრად აკეთებდნენ.
2643 ინჟინერ სმიტს წინადადებით აეროსტატის გარსის ნაკერი უნდა დაერღვიათ და ძაფი გამოეყენებინათ. პენკროფმა ცივი უარი განაცხადა ამ სამუშაოზე, რადგანაც მეტად გულისგამაწვრილებელი იყო და მოთმინება არ ჰყოფნიდა. შეკერვაში კი მეტოქე არ ჰყავდა, რადგანაც მეზღვაურებს ყოველთვის ეხერხებათ კერვა.
2644 ინჟინერი სმიტი ურჩევდა ტყვია-წამალი დაეზოგათ, ამავე დროს ცდილობდა, რაიმე შესაფერი ნივთიერებანიც დაემზადებინა. მაგრამ საგულისგულო ძებნამაც ვერ მიაგნებინა სმიტს ტყვიის მადნისათვის. ამიტომ მან გადაწყვიტა, ტყვიის საფანტის მაგიერ რკინის მავთულის საფანტი დაემზადებინა, მავთული კი თავსაყრელი ჰქონდათ.
2645 თუმცა ბამბა არ მოეპოვებოდა, მის ნაცვლად გამოიყენებდა სელის ან კანაფის ბოჭკოებს, ტილოს ჩვრებს, დიდგულას გულს და სხვ. დიდგულა კი უამრავი იშოვებოდა კუნძულზე, მეტადრე წითელი წყაროს ახლომახლო, ტბის დასავლეთ ნაპირზე. ჩვენი მოახალშენეები ამ დიდგულას მარცვლებს ხმარობდნენ ყავის მაგიერ.
2646 პიროქსილინის დამზადებას აზოტის სიმჟავეც სჭირდებოდა, მაგრამ ინჟინრის განკარგულებაში იყო გოგირდის სიმჟავე, რომლის საშუალებითაც ადვილად გამოხდიდა აზოტის სიმჟავეს გვარჯილიდან. ამავე ხანებში მათ მოხსნეს ერთი დღიური მიწა სათვალთვალო ზეგანის მინდორზე, დანარჩენი ადგილი კი კანჯრებს დაუტოვეს საიალაღოდ.
2647 ჟაკამარისა და შორეული დასავლეთის ტყეებიდან გადმოსარგავად წამოიღს გარეული ისპანახი, წიწმატი, პირშუშხა, ბოლოკი, ურმით მოზიდეს შეშა და ქვანახშირი. საკმაო საზრდოს აწვდიდნენ მათ კურდღლებიც. კიბოები ხომ ულეველი იყო ზღვისპირა კლდეებში. არ იკლებდნენ არც თევზს, რომელსაც ტბაში და სათნოების მდინარეში იჭერდნენ.
2648 მაგრამ მოახალშენეებს ჯერ კიდევ არ მოეპოვებოდათ ყველაზე მთავარი - პური. ჯუპმა დიდი საზრიანობა გამოიჩინა და ფარეშობის ხარისხიც უბოძეს. ჩააცვეს ჯუბა, მოკლე შარვალი და ჯიბეებიდან წინსაფარი. ჯუპს განსაკუთრებით ჯიბები უხაროდა, ამაყად ჩაიწყობდა ხელებს და თავის ჯიბესთან არავის აკარებდა.
2649 ვერ წარმოიდგენთ, რა სიამოვნება აგრძნობინა ბიძია ჯუპმა ტინის სასახლის მდგმურებს ერთხელ, როდესაც სუფრა შემოიტანა და მაგიდა სასადილოდ გაწყო. მარდად შემოჰქონდა საჭმელები, თეფშებს ცვლიდა, წყალს მიართმევდა. ყოველივე ამას ისეთი სერიოზული გამომეტყველებით აკეთებდა, რომ მოახალშენეებს სიცილად არ ჰყოფნიდათ.
2650 რა მარდად მოექცეოდა ხოლმე ხეს კენწეროში, თუკი რაიმე ნაყოფს შეამჩნევდა! იანვრის მიწურულში მოახალშენეებმა ფრანკლინის მთის ძირში, წითელი მდინარის წყაროებთან, მცხოვანი ცხოველებისათვის ბაგების შემოღობვა განიზრახეს. მათ უმთავრესად აინტერესებდათ გრძელბეწვა მუფლონები ქურქების შესაკერად.
2651 ღობე იმდენად მაღალი იყო, რომ ზედ ვერც ერთი ცხოველი ვერ გადახტებოდა. გარდა ამისა, ინჟინერმა ფარდულებიც ააშენეს უამინდობის დროს ცხოველების თავის შესაფარებლად. ყველაფერი მკვიდრად იყო ნაშენი, რადგანაც არჩვები და ჯიხვები ძალიან ღონიერი ცხოველები არიან და მათი დამორჩილება ადვილი არ არის.
2652 სარეკის მიზანი ის იყო, რომ ტყიდან მუფლონები და გარეული თხები შემოერეკათ ბაგებში. ინჟინერი სმიტი, პენკროფი, ნაბი და ჯუპი ტყეში ჩასაფრდნენ სხვადასხვა ადგილას, ჰერბერტი და გედეონ სპილეტი კი კანჯრებზე ისხდნენ და შემოფარგლული ადგილის გარშემო ნახევარი მილის მანძილზე მიმოქროდნენ.
2653 მაშასადამე, მალე მომრავლდებოდნენ და საკმაო ბეწვეულსა და ტყავს მისცემდნენ მოახალშენეებს. დათენთილები და მოქანცულები იმ საღამოსვე დაბრუნდნენ ტინის სასხლეში, მაგრამ მეორე დღეს იქითვე გაეშურნენ. ღობეებს ეტყობოდა, რომ ნადირებს ბევრგან ეცადათ განგრევა და თავის დაღწევა, მაგრამ ვერ მოეხერხებინათ.
2654 ჩაის მაგიერ ოსვეგოს ხმარობდნენ, ლუდის მაგიერ კი ინჟინერი სმიტი ერთგვარ ნაძვის ყლორტებიდან სასიამოვნო და ჯანისათვის მარგებელ სასმელს ამზადებდა, ეს იყო სწორედ ისეთი რამ, რასაც ინგლისელები და ამერიკელები ფიჭვის ლუდს უწოდებენ. ზაფხულის მიწურულში საფრინველეს შეემატა ერთი წყვილი მშვენიერი სავათიც.
2655 მართლაც, მაშინ ყოვლად უმწეონი იყვნენ, მათი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. მაგრამ მცოდნე ხელმძღვანელისა და თავიანთი მუყაითობის მეოხებით, ლინკოლნის კუნძულის ბუნებას ყველფერი გამოგლიჯეს, რაც კი მათთვის საჭირო და გამოსადეგი იყო. დიახ, ხშირად ჰქონდათ ასეთი საუბარი და საგაისო გეგმებსაც ითვალისწინებდნენ.
2656 პენკროფს ელდა ეცა, რადგანაც მის ჭირნახულს განსაცელი ელოდა. იგი ელვის სისწრაფით გაექანა ყანისაკენ, რომელსაც თავთავი უკვე გამოტენილი ჰქონდა, სქელი ტილო გადააფარა და ჭირნახული განადგურებას გადაარჩინა. ავდარმა მთელ კვირას გასტანა. კოკისპირულად წვიმდა, ელავდა, მეხი ვარდებოდა.
2657 სხვათა შორის, ბლომად გამოჩარხა ხის ფლოქვები, რომლებიც ძალიან ესაჭიროებოდათ მის ამხანაგებს. გამართეს იარაღის ჩამოსაკიდები, დაამზადეს თაროები, კარადები და სხვა ავეჯეულობა. ტინის სასახლეში მთელი დღეს ისმოდა სადურგლო და სახურო ჩაქუჩების რახუნი, სახარატო დაზგის ხრჭიალი. ბიძია ჯუპიც უყურადღებოდ არ იყო.
2658 წვიმდა, ხმელეთი და ზღვა ხშირი ნისლით იყო დაბურული. სამჯერ თუ ოთხჯერ ცოტა გამოიშუქა და მოახალშენეებმა გარეთ გასვლა მოახერხეს. იმ ხანად კანჯარას ფაშატი კვიცი ეყოლა, მუფლონების ფარამაც დოლობა იწყო. ჰერბერტი და ნაბი სიხარულით ფეხზე აღარ იდგნენ. მათ თითო ნუკრი ამოირჩიეს საალერსოდ.
2659 ფარდულის ქვეშ გაისმოდა ბღავილი. მოახალშენეებმა გარეული ღორებიც კი მოაშინაურეს, საფრინველის გვერდით მოუწყეს საღორე, საიდანაც გაისმოდა გოჭების ჭყვიტინი. ნაბი ისეთი მზრუნველობით უვლიდა და კვებავდა მათ, რომ კანში აღარ ეტეოდნენ, გედეონ სპილეტი ხუმრობდა ხოლმე - განათლებაში შედიანო.
2660 განსაკუთრებით კმაყოფილებას იჩენდა ტოპი, რომელიც თუმცა მიეჩვია კიბეზე ასვლას, მაგრამ მაინც წვალობდა და ხშირად ან ნაბი შეისვამდა ზურგზე, ან ბიძია ჯუპი. ინჟინერი სმიტი მინის დამზადებას შეუდგა. ეს საქმე უფრო რთული იყო, მაგრამ რამდენიმე მარცხის შემდეგ ინჟინერმა მაინც თავისი გაიტანა.
2661 ასე რომ, ინჟინერ სმიტის განკარგულებაში იყო მისი წარმოებისათვის ყველა მასალა. თავდაპირველად გაუძნელდათ ათი-თორმეტი დიუმის სიგრძე რკინის მილის დამზადბა. მილის ერთ წვერს ჩააწებდნენ მდუღარე მინის შესქელებულ მასაში და მეორე წვერიდან მძლავრი შესუნთქვით ამოზიდავდნენ. ბოლოს ეს სიძნელეც გადალახეს.
2662 ჰერბერტმა მილის წვერი პირში ჩაიდო, ლოყები გაიბერა რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ჩაჰბერა და თან მილი ააბრუნა. მინის მასალა ოდნავ გამოიბერა, კიდევ ამოაწეს ბრძმედში და ისევ დაუწყეს ჩაბერვა, ისე მოიქცნენ რამდენჯერმე, სანამ ჰერბერტი შეძლებდა ისეთი მინის ბუშტის გაბერვას, რომლის დიამეტრიც ნახევარ მეტრს აღწევდა.
2663 ინჟინერმა გამოართვა ჰერბერტს მილი და აქეთ-იქით დაუწყო ქნევა კედლის საათის ისარივით. ბუშტებმა ცილინდრის მოყვანილობა მიიღო, რომელსაც თვსა და ბოლოს მომრგვალო ხუფი დაჰყვა. თავი და ბოლო ცივ წყალში გასველებული დანით ფრთხილად მოჭრეს, სიგრძეზე გაჭრეს, შემდეგ ღუმელში შედეს მოსალბობად.
2664 ასე დამზადდა პირველი მინა. ასევე მოიქცნენ ორმოცდაათჯერ და მიიღეს ორმოცდაათი მინა ტინის სასახლის ფანჯრებში ჩასასმელად. მინა თუმცა ძალიან სუფთა არ გამოვიდა, მაგრამ, საკმაოდ გამჭირვალე იყო. შემდეგ დაამზადეს ჭიქები, ბოთლები და სხვა ჭურჭლეული. ეს საქმე სახალისო და გასართობიც იყო.
2665 ჰერბერტმა მოტეხა ამ პალმის შტო, რომლის გულშიაც თეთრი ძარღვივით გასდევდა ფქვილი. შორეული დასავლეთის ტყე, სადაც ეს ხეები იზრდებოდა, კარგად დაიხსომეს და, როდესაც ინჟინერი სმიტი და ჰერბერტი უკან ბრუნდებოდნენ, გზადაგზა ხეებს ნიშანს ადებდნენ. ტინის სასახლეში სიხარულით შეხვდნენ ამ ამბავს.
2666 ისე შეეჩვივნენ ლინკოლნის კუნძულს, ისე მშვენივრად მოეწყვნენ, რომ დაუნანებლად ვერც კი დატოვებდნენ ამ კუთხეს. მაგრამ ადამიანში იმდენად ძლიერია ახალ საზოგადოებაში ტრიალის მოთხოვნილება, კუნძულის მახლობლად რომელიმე გემს რომ გაევლო, უეჭველია, ნიშანს მისცემდნენ და ამერიკაში გაჰყვებოდნენ.
2667 მხოლოდ ის აფიქრებდათ, რომ რაიმე შემთხვევას არ დაერღვია მყუდროებაბ და წესრიგი. რომელიც მათ ამ კუნძულზე დაამყარეს. ერთხელ, პირველ აპირლს, სადილის შემდეგ ყველანი ჰაერზე გამოიშალნენ სათვალთვალო ზეგანზე. მშვენიერი ამინდი იდგა, დაახლოებით ისეთი, როგორიც ოქტომბერში იცის ხოლმე ჩრდილო ნახევარსფეროზე.
2668 გადაწყვიტეს, აეგოთ ხომალდი და თაბორის კუნძულისაკენ გამგზავრებულიყვნენ ოქტომბრის თვეში, როგორც კი კარგი დარი დადგებოდა. თავი მეათე ხომალდის აგება როდესაც პენკროფი გულში გადაწყვეტდა რასმე ვეღარც თვითონ ისენებდა და არც სხვებს აძლევდა მოსვენებას, სანამ გულის წადილს არ აისრულებდა.
2669 ამჟამად მეზღვაურმა მოიწადინა თაბორის კუნძულის ნახვა, იქამდე მისასვლელად კი საჭირო იყო საკმაოდ მოზრდილი ხომალდის აგება, და პენკროფიც დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს. ამისათვის ინჟინერმა სმიტმა მეზღვაურთან ერთად ასეთი გეგმა შეიმუშავა. ხომალდის სიგრძე უნდა ყოფილიყო ოცდათხუთმეტი ფუტი, სიგანე კი ცხრა.
2670 წყალში უნდა ყოფილიყო ჩამჯდარი ექვს ფუტამდე. მთელ სიგრძეზე ექნებოდა ბაქანი, რომლის ქვეშაც მოეწყობოდა ორი კაიუტა. გემი ფიჭის უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს ხე მკვიდრი არაა, სამაგიეროდ ადვილი დასამუშავებელია და წყალში გამძლეა. გემის აგებაზე მხოლოდ ინჟინერი სმიტი და პენკროფი მუშაობდნენ.
2671 უკვე რამდენიმე დღეა, რაც ზღვის პირიდან ორი-სამი მილის მოშორებით უზარმაზარი ცხოველი შეამჩნიეს. ეს იყო სამხრეთული ვეშაპი. როგორც ემჩნეოდა, ვეშაპი არ აპირებდა კუნძულის სანაპიროების დატოვებას. ის შემოჭრილიყო კავშირის ყურეს სიღრმეში და სწრაფად სერავდა ტალღებს ყბების კონცხსა და ბრჭყალების კონცხს შორის.
2672 ვეშაპი რამდენჯერმე ისე ახლოს მოვიდა მხსნელ კუნძულთან, რომ სრულიად გარკვევით შეიძლებოდა მისი დათვალიერება. ეს იყო ნამდვილი სამხრეთული ვეშაპი. თითქმის მთლად შვი. თავი პატარა ჰქონდა, დინგი ჩრდილოეთის ვეშაპთან შედარებით, უფრო წაწვეტებული. ვეშაპს თვალს ვეღარ აშორებდნენ და მისი ცქერით ერთობოდნენ.
2673 პენკროფი უგუნებოდ იყო და კანჯოს შენებას გულს ვეღარ უდებდა. იგი წააგავდა იმ ბავშვს, რომელსაც სათამაშო დაანახეს და ხელში კი არ აძლევდნენ. ღამღამობით, ძილში ვეშაპზე აბოდებდა და, რაიმე შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, უყოყმანოდ გამოედევნებოდა შესაბმელად. მაგრამ უცნაური ამბავი მოხდა.
2674 სიგრძით ოთხმოცი ფუტი იქნება, წონით კი - ის ორმოცდაათი ათასი გირვანქა მაინც. ვეშაპი არ იძვროდა დ ფიქრადაც არ მოსდიოდა ტალღებში ჩაყურყუმალება, თითქოს ზღვის უკუქცევას მოელისო. მოახლშენეებმა ზღვის უკუქცევის დროს გარს შემოუარეს ვეშაპს და მხოლოდ ახლა მიხვდნენ მისი უძრაობის მიზეზს.
2675 ვეშაპის ქონი ჯერ სამ-სამ ფუტის სისქე შოლტებად აჭრეს, შემდეგ დაკუწეს და დიდ თიხის ქვაბებში გადაადნეს იქვე, სადაც ვეშაპი ეგდო. გადადნობის შემდეგ ქონმა ერთი მესამედი დაიკლო წონაში, მაგრამ მაინ დიდძალი გამოვიდა. მარტო ენიდან გამოადნეს ექვსი ათასი გირვანქა ქონი, ქვედა ლაშინდა კი - ოთხი ათასი გირვანქა.
2676 ვეშაპი ამით იჭერს ათასობით წვრილ თევზებს და მოლუსკს, რომლებითაც იგი იკვებება. ქონაცლილი ვეშაპის ლეში ფრინველებს დაუტოვეს საძიძგნად. ისინიც უმალ დაესივნენ და ისე გამოწიწკნეს, რომ ცარიელი ჩონჩხი დარჩა. ტინის სასახლეში დაბრუნების შემდეგ მოახალშენეები ყოველდღიურ სამუშაოს დაუბრუნდნენ.
2677 სანამ ინჟინერი სმიტი და პენკროფი გემსაშენზე გავიდოდნენ, ინჟინერმა ვეშაპის ულვაშისაგან რაღაცის მოწყობა დაიწყო, რასაც ამხანაგები დიდი ცნობისმოყვარეობით შესცქეროდნენ. ინჟინერმა აიღო ვეშაპის ულვაშის თორმეტი წკეპლა, თითო მათგანი ექვს თანასწორ ნაწილად გადაჭრა და თავი და ბოლო წაუწვეტა.
2678 კანჯოს აგებას ხალისიანად განაგრძობდნენ და მაისის გასულს ერთი ნახევარი უკვე შეფიცრული ჰქონდათ. პენკროფი თავგამოდებით მუშაობდა მართლაც, რკინისა უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ასე დაუღალავად და თავაუღებლად ეშრომა დილიდან საღამომდე. ამახანაგებმა ამ შრომის საზღაურად მოუმზადეს საჩუქარი.
2679 პენკროფი წამოიჭრა... გულკეთილ სახეზე ფერმა გადაჰკრა, როდესაც დაინახა, რომ გედეონ სპილეტი თამბაქოთი გატენილ ჩიბუხს აწვდის, ჰერბერტი კი - ნაკვერჩხალს. პენკროფს რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ვეღარ მოახერხა, ხელი სტაცა ჩიბუხს, პირში იძგერა, ნაკვერჩხალი დააფარა და ნაფაზი ნაფაზზე დაჰკრა.
2680 თავი მეთერთმეტე ჭის საიდუმლოებანი ზამთარი დადგა ივნისში, რომელიც ჩრდილო ნახევარსფეროს დეკემბრის შეესაბამება. ამჟამად მოახალშენეებს უნდა ეზრუნათ თბილი და მკვიდრი ტანისამოსის დასამზადებლად. მათ ზაფხულშივე დაკრიჭეს მუფლონები. ახლა კი მათი მშვენიერი მატყლი ქსოვილებად უნდა ექციათ.
2681 რა თქმა უნდა, ინჟინერ სმიტს არც საჩეჩი მანქანა ჰქონდა, არც სართავი, არც სათელი და არც საქსოვი. მას სრულიად მარტივი საშუალებისათვის უნდა მიემართა, და გადაწყვიტა მატყლის მოთელვა ჩულივით. თუმცა ჩული, ანუ თექა, მოქნილი და რბილი არაა, როგორც სხვა რომელიმე ქსოვილი, სამაგიეროდ სითბოს უკეთ ინახავს.
2682 რომ გასცლოდა ზინზლი, ამ საქმეს მოანდომეს ოცდაოთხი საათი, გარეცხილი მატყლი კარგად გააშრეს და საქაჩავის საშუალებით მოთელეს. გამოვიდა საკმაოდ მკვიდრი თექა, რომელსაც ევროპისა და ამერიკის სამრეწველო ცენტრში ვერც კი გამოაჩენდით, მაგრამ ლინკოლნის კუნძულზე დიდი ძვირფასი რამ იყო.
2683 ივლისში საშინელი სიცივეები დაიჭირა. ინჟინერმა მეორე ღუმელიც მოაწყო დიდ დარბაზში. მოახალშენეები ზამთრის გრძელ ღამეებს ამ ღუმელთან ატარებდნენ მხიარულ მასლაათში ან წიგნის კითხვაში. ერთხელ, ასეთი მასლაათის დროს, ტოპმა, რომელიც ჭის დოლაბს გარშემო უვლიდა, მოუსვენარი ყეფა ატეხა.
2684 ინჟინერმა ყურადღება მიაქცია ამ გარემოებას, იგი ჩავიდა ჭის ძირამდე. დაკვირვებით ათვალიერებდა ფარნით განათებულ ყოველ კუნჭულს. უკანასკნელ საფეხურს რომ დაადგა ფეხი, სრულიად მიყურსული წყლის ზედაპირი იგრზნო, ვერსად შეამჩნია ვერავითარი გვირაბი. მის გარშემო მხოლოდ ლიტონი ტინის კლდეები იყო.
2685 ამ კლდეს ვერც ერთი ცხოველი ვერ გამოთხრიდა. ჭა მუდამ სავსე იყო წყლით, მაგრამ სად უერთდებოდა იგი ზღვას, ან რა სიღრმეზე? - ამის გამორკვევა ძნელი იყო. ინჟინერი ზემოთ ამოვიდა, თოკის კიბე ამოათრია, ჭის დოლაბს სარქველი დაახურა და ღრმად დაფიქრებული დაბრუნდა ტინის სასახლის დიდ დარბაზში.
2686 მთელ ტინის სასახლეს მოედო სასიამოვნო და მადის აღმძვრელი სუნი. მთელი ამ კვირის განმავლობაში პენკროფი გულმოდგინედ კერავდა სააფრე ტილოს, ჰერბერტიც მარჯვედ ეხმარებოდა მას. აფრა უკვე დაამზადეს. აეროსტატიდან იმდენი ბაგირი, თოკები და სხვა მასალა დარჩათ, რომ პენკროფმა კანჯოს გამართულობა სულ ამით დაამზადა.
2687 ყველანი საჩქაროდ წამოცვივდნენ და ფანჯრებს ეცნენ. მათ თვალწინ გადაჭიმული იყო თოვლით დაფარული მიდამო, რომელიც ღამის სიბნელეში ოდნავ ირჩეოდა. დანახვით ვერაფერი დაინახეს, მაგრამ შემოესმათ შორეული ღრენა და ღმუილი. რღაც მხეცების ხროვა თუ იყო, მაგრამ სიბნელეში ვერაფერს ამჩნევდნენ.
2688 დამშეული მგლების ხროვა მეტად საშიშია, მაგრამ მოახალშენეებმა შეუპოვრდ შეუტიეს მათ. რევოლვერების სროლაზე მგლების ხროვა უკან მიიწევდა. მოახალშენეებს როგორმე უნდა დაესწროთ მათთვის შორეული სანახების ვაკობაზე მისვლა, თორემ მგლების ხროვა შეესეოდა პლანტაციებს, საფრინველეს და მთლად გაანადგურებდნენ.
2689 მოახალშენეები ხელდახელ დაერივნენ მგლებს! ყველას ჰქონდა კბილი გაკრული. ჰერბერტმა რევოლვერის სროლით გადაარჩინა ნაბი, რომელსა ზურგიდან წამოჰპარვოდა მგელი. ტოპი გააფთრებით იბრძოდა, ყელში სწვდებოდა ხოლმე მგლებს და ღადრავდა. ჯუპი გაშმაგებით ატრიალბდა კომბალს მარჯვნივ და მარცხნივ და ყველას წინ უსწრებდა.
2690 მისი გამჭრიახი თვალი საუცხოოდ ხედავდა წყვდიადში და ყველას გადააჭარბა ამ სისხლისმღვრელ შეტაკების დროს. თან გაისმოდა მისი უცნაური სტვენა. რომელიც კმაყოფილების გამომხატველი იყო. ზოგჯერ ისე შორს შეერეოდა ხროვაში, რომ ექვსი-შვიდი მგლის შუა ატრიალებდა კომბალს და მუსრს ავლებდა.
2691 ჯუპი სისხლად დაცლილიყო, ძალიან სუსტად იყო და ციებაც გამოაჩნდა. ლოგინში ჩააწვინეს და სასტიკ დიეტაზე ჰყავდათ. ნამდვილი ქალბატონივით, როგორც იტყოდა ხოლმე ნაბი, რაც კი ტინის სასახლეში სამკურნალო ბალახი მოიპოვებოდა, მოხარშეს და რამდენიმე ფინჯანი დაალევინეს, სიცხე რომ დასწეოდა.
2692 თავდაპირველად ჯუპი შფოთავდა, მაგრამ თანათან სუთნქვა გაუუმჯობესდა. მოახალშენეებმა მაშინვე ფეხაკრეფით მიატოვეს, რომ მისთვის მყუდროება არ დაერღვიათ. დროდადრო ტოპიც ფრთხილად მიუახლოვდებოდა თავის მეგობარს და თავისი გონიერი თვალებით დააშტერდებოდა, თითქოს თანაგრძნობას უცხადებსო.
2693 ჯუპი მედიდურად უშვებდა პირიდან ბღუჯა-ბღუჯა ბოლს. ეტყობოდა, ძალიან მოსწონდა. იმ დღის აქეთ პენკროფის ჩიბუხი ჯუპის საკუთრებად იქცა და მუდამ თავის ოთახში ეკიდა თამბაქოს გვერდით. თვითონ ტენიდა ჩიბუხს, თვითონვე უკიდებდა ნაკვერჩხალს. ამ დროს იგი უბედნიერესი იყო ყველა ოთხხელათა შორის.
2694 მოახალშენეები ახლა შიგნით მუშაობდნენ მისი ნაწილების გადასაბმელად და სიმკვიდრის მისაცემად. კანჯოზე უბრალო და სადა კაიუტები მოაწყვეს, კანჯოს ფსკერზე კი, ბალასტად, სამას ფუთამდე ტინის ლოდები ჩააწყეს. პენკროფმა ადვილად შეარცია საანძე ხეები. ანძა მან გამოთალა უნუჟრო და სწორედ აზიდული სოჭის ხისაგან.
2695 ტინის სასახლეში უნდა დარჩენილიყვნენ ინჟინერი სმიტი, ნაბი და გედეონ სპილეტი, პენკროფი და ჰერბერტი კი თაბორის გზას გასდგომოდნენ. მაგრამ გედეონ სპილეტს კორესპონდენტის ჟინი აეშალა და განაცხადა, ზღვას ცურვით გადავსერავ და ასეთ შემთხვვას კი ხელიდან არ გავუშვებო. ძალაუნებურად ისიც გააყოლეს პენკროფს.
2696 ხშირად ჰერბერტი ეწეოდა კაპიტან პენკროფის მაგივრობას და მარჯვედ ხმარობდა საჭეს. საღამო ხანს, ბინდ-ბუნდში მცირე ხნით გაკიაფდა ახალი მთვარის ნამგალი და სწრაფად მიეფარა, უმთვარეო ღამე იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი, მოგზაურებს იმედი ჰქონდათ, მეორე დღესაც ასეთი საუცხოო მგზავრობა მოუწევდათ.
2697 ასეთი სიფრთხილე თითქოს ზედმეტი იყო ამისთნა მყუდრო და მიწყნარებულ ამინდში, მაგრამ პენკროფი, როგორც ძველი მეზღვაური ფიქრობდა, რომ სიფრთხილეს თავი არა სტკივა. გედეონ სპილეტს ცოტა წაეძინა, პენკროფი და ჰერბერტი კი ჯერჯერობით მორიგეობდნენ ორ-ორი საათი. ლამე მშვიდობიანად გაიარა.
2698 მეორე დღესაც ნირშეუცვლელად მიცურავდნენ სამხრეთ- დასავლეთისაკენ, ისე რომ, თუ მოულოდნელად არ დასჭირდებოდათ გეზის შეცვლა, პირდაპირ თაობირს კუნძულს უნდა მისდგომოდნენ. კანჯოს საათში სამ მილზე მეტს გადიოდა და დაახლოებით ვარაუდით უკვე ას ოცი მილი მაინც ჰქონდათ გავლილი ლინკოლნის კუნძულიდან.
2699 მისი შემომატება შუღლსა და განხეთქილებას ხომ არ შემოიტანს მათს პატარა ახალშენში, რომელიც ასეთი მტკიცე მეგობრული კავშირითა და ერთმანეთის პატივისცემით არის განმტკიცებული? ჩვენს მოგზაურებს მოსვენებას არ აძლევდა ეს საკითხები, რომლებიც მეორე დღეს უნდა გადაეწყვიტათ. მათს თვალებს რული არ ეკარებოდა.
2700 ჩვენი მკვლევარები მიდიოდნენ მინდორსი, გორაკის ძირას, და თავისი ფეხის ხმით აფრთხობდნენ მტრედებისა და ზღვის მერცხლების გუნდებს, მინდვრის მარჯვნივ აყრილი ტყიდან მოისმოდა შრიალი, გლაჯაგლუჯი და ტოტების ტკაცანი. ბალახი შეიძნრა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ მიდამოებში ცხოველებს დაედოთ ბუდე.
2701 კუნძული ოვალური მოვანყილობისა იყო. მისი სიგრძე ექვსიოდე მილი თუ იქნებოდა, ნაპირებს გასდევდა ყურებისა და კონცხების მწკრივი. უღრანი ტყით დაფარული თაბორის კუნძული არა ჰგავდა ლინკოლნის კუნძულს, რომლის ერთი ნაწილი ხრიოკი და უდაბური იყო, მეორე ნაწილი კი ნაყოფიერი და ნაირ- ნაირი მცენარეულობით მდიდარი.
2702 ალბათ ვეშაპზე მონადირე გემმა თუ გადმოსხა ამ კუნძულზე ეს ცხოველები და აქ სწრაფად მომრავლდნენ. ეჭვი არ იყო, რომ ამ კუნძულს ოდესმე სწვეოდა ადამიანი. ამაში მაშინ უფრო დარწმუნდნენ, როდესაც შეამჩნიეს უკვე აბალახებული ბილიკები, რომლებიც ტყეში მიდიოდა, ნახეს ჩამოკაფული ხის ტოტებიც.
2703 მგზავრებმა იქით მიაშურეს. ბინდბუნდში გაარჩიეს, რომ ეს იყო ფიცრული- გადახურული სქელ გაფისული ტილოთი. პენკროფმა ფეხი ჰკრა ნახევრად მოხურულ კარს და შიგ შევიდა. ქოხში არავინ აღმოჩნდა! თავი მეთოთხმეტე ქოხი ტყეში პენკროფი, ჰერბერტი და სპილეტი ერთ ხანს უსიტყვოდ იდგნენ სიბნელეში.
2704 პენკროფის ძახილზე პასუხი არსაიდან იყო. პენკროფმა ცეცხლი მოუკიდა პატარა გამხმარ შტოს. სუსტი სინათლე მოეფინა იქაურობას. ეტყობოდა, რომ დიდი ხნია, აქ აღარავინ ყოფილა. ქოხის სიღრმეში დატანებული იყო ტლანქად ნაგები ბუხარი, სადაც რამდენიმე მინავლებული ნახშირი, ცივი ნაცარი და ერთი იღლია გამხმარი შეშა ეყარა.
2705 მგზავრებმა შეამჩნიეს მიჭმუჭნულ-მოჭმუჭნული ლოგინი, დანესტიანებული და გაყვითლებული ზეწერები, რაც მოწმობდა, რომ ამ ლოგინით, დიდი ხანია, აღარავის უსარგებლია. ბუხრის კუთხესთან იდგა ორი დაჟანგებული ქვაბი და დაპირქვავებული კარდალა. თაროში ეკიდა რაღაც ტანისამოსი, რომელსაც ობი მოსდებოდა.
2706 ქოხის კარები გადარაზეს და გრძელ სკამზე ჩამოსხდნენ. კანტი-კუნტად თუ გაელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ყოველი მათგანი თავის ფიქრებს მისცემოდა. დაუსრულებლად ეჩვენეთ ღამე... მხოლოდ ჰერბერტს ჩაეძინა ერთი-ორი საათით. განთიადისას პენკროფი და მისი ამხანაგები ბინის დაწვრილებით დათვალიერებას შეუდგნენ.
2707 ბილიკის მისაბრუნთან, ტყის პირად დაინახეს, რომ რაღაც მხეცს ქვეშ ამოედო ჰერბერტი. მყის ეცნენ ამ მხეცს, მიწაზე დაანარცხეს და მაგრად შეუბოჭეს ხელ-ფეხი. მეზღვაური ჰერკულესის ღონის პატრონი იყო, სპილეტიც არ იყო უჯანო. მხეცმა მძლავრად გაიბრძოლა, მაგრამ ისე მაგრად შეუკრეს ხელ-ფეხი, რომ საძრავისი არ ჰქონდა.
2708 აბურძგნული თმებით, ხშირი წვერი, რომელიც ქამრამდე სწვდებოდა, თითქმის მთლად შიშველი ტანი, რომელსაც მხოლოდ წელთან შერჩენოდა ფალასის ნაგლეჯები, უაზრდ მომზირალი ნადირის თვალები, უშველებელი მკლავები, დაგრძელებული ფრჩხილები, წითელხისფრად გარუჯული კანი, რქის მსგავსად დაკოჟრებული ტლანქაი ფხები.
2709 მთელ ღამეს თვალი არავის მოუხუჭავს. სამივე გაფაციებით ადევნებდა თვალყურს კანჯოს მსვლელობას. კუნძული თუ ახლოს მდებარეობდა, განთიადისას უნდა შეემჩნიათ იგი, მაგრამ კანჯოს ზღვის მდინარება მიაქანებდა და გეზი შეეშალა, ძნელიღა იყო სწორი გეზის აღება. პენკროფი შეფიქრიანდა, მაგრამ იმედი მაინც არ დაჰკარგვია.
2710 ცეცხლი! მართლაც, ოციოდე მილის მანძილზე ოდნავ კიაფობდა სინათლე ჩრდილო- აღმოსავლეთის მხარეზე. ცეცხლი, ალბათ, ინჟინერმა სმიტმა დაანთო, რომ მათთვის ენიშნებინა, სად იმყოფებოდნენ ისინი. პენკროფმა გეზი აიღო იმ მოკიაფე სინათლისაკენ, რომელიც შუქურა ვარსკვლავივით ციმციმებდა ჰორიზონტზე.
2711 ის უბედური რაღაც ძალის გავლენით თანდათან დაწყნარდა, თავი ჩაჰკიდა და გარინდდა. - მიტოვებული! - ჩაილაპარაკა ინჟინერმა სმიტმა. გადაწყვიტს, რომ უცნობი, ანუ, მიტოვებული, როგორც მას მოახალშენეები იხსენიებდნენ, მოეთავსებინათ ტინის სასახლის ერთ-ერთ ოთახში, საიდანაც ვერსად წაუვიდოდათ.
2712 იგი წინააღმდეგობის გაუწევლად ჩაჯდა ასაწევ კალათში და მოახალშენეებს საცხოვრებელ ბინაზე აჰყვა. სანამ ნაბი საუზმის მომზადებაში იყო, გედეონ სპილეტი, ჰერბერტი და პენკროფი, თუმცა საშინელად დამშეულნი იყვნენ, დაწვრილებით უამბობდნენ ინჟინერ სმიტს თაბორის კუნძულის გამოკვლევის ამბავს.
2713 თაბორის კუნძულიდან წამოყვანილი ღორები ფარეხში შერეკეს. მისწრებასავით იყო დენთით სავსე ორი პატარა კასრი ფისტონი და საფანტი. ეს ტყვია- წამალი მოათავსეს ტინის კლდის ზემო გამოქვაბულში, სადაც აფეთქების არავითარი საშიშროება არ იყო. კანჯოს გადმოტვირთვა რომ დაამთავრეს, პენკროფი მოუბრუნდა ინჟინერს.
2714 ერთხელ ინჟინერმა სმიტმა მძინარეს მოკრიჭა თმა და წვერი, რომელიც ნადირის შესახედაობას აძლევდა მას, ნაფლეთების ნაცვლად რიგიანი ტანისამოსი ჩააცვა. მზრუნველობისა და კარგი მოვლის წყალბით უცნობი კვლავ ადამიანს დაემსგავსა და გამომეტყველებაც თითქოს უფრო წყნარი და გონივრული გაუხდა.
2715 საკმარისი იყო რაიმე მოგონოების გაღვიძება მის გონებაში, რომ მისი ტვინი კვლავ ამუშავებულიყო. ინჟინერი მასთან ყოფნის დროს განგებ ხმამაღლა ლაპარაკობდა. ხშირად ინჟინერს სხვა ამხანაგებიც შემოუსხდებოდნენ და უცნობის თანდასწრებით საუბარს გააბამდნენ ზღვაზე, ნაოსნობაზე, მოგზაურობის დროს გადატანილ ხიფათებზე.
2716 მოახალშენეები მხურვალე თანაგრძნობით და სათუთად ეპყრობოდნენ უცნობს. ყველანი ხელს უწყობდნენ ინჟინერ სმიტს მის მზრუნველობაში და ყევლას, გარდა პენკროფისა, სწამდა, რომ მთლად გამობრუნდებოდა ადამიანებისაკენ. უცნობი თითქოს გრძნობდა ინჟინერ სმიტის მზრუნველობას და მის გავლენას ემორჩილებოდა.
2717 პენკროფს არაფერი არ სჯეროდა ამ გამოცდისა, მაგრამ ისიც თან გაჰყვა. რამდენიმე წუთში ზღვის შლამიან ნაპირზე იყვნენ. მოახალშენეები ცოტა მოშორებით ჩამორჩნენ უცნობს. თითქოს თავისუფლად დატოევს. უცნობმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ზღვისაკენ, თვალები გაუბრწყინდა, მაგრამ გაქცევის სურვილს არ ამჟღავნებდა.
2718 მოახალშენენი ზურგსუკან უდგნენ, თუ გაქცევას დააპირებდა, შეეპყროთ. უბედურმა მართლაც დააპირა მდინარეში გადახტომა და გაღმა გაცურვა, ფეხები აუცახცახდა, მაგრამ გონს მოვიდა, თავი ჩაქინდრა და დიდრონი ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან, ალბათ, მასში გაიღვიძა წარსულის მოგონებამ, სიხარულის ან მწუხარების წუთებმა.
2719 მოახალშენეები უფრო შორს გამოერიდნენ... იმას კი ფიქრადაც აღარ მოსვლია გაქცევა. რამდენიმე წუთის შემდეგ ინჟინერმა სმიტმა უნობი ისევ წაიყვანა ტინის სასახლეში. ორი დღის შემდეგ ყველამ შეატყო, რომ უცნობი აღარ ერიდებოდა მათ, ყველაფერი გაეგებოდა, რასაც კი იტყოდნენ, თვითონ კი ხმას არ იღებდა.
2720 წისქვილის ფრთებისათვის კი საკმაოდ მოეპოვებოდათ აეროსტატისაგან დარჩენილი ტილო. წისქვილის აგებას შეუდგნენ ტბის ციცაბო კიდეზე, საფრინველეს პირდაპირ. ნაბი და პენკროფი ჩინებული დურგლები გამოდგნენ და ინჟინრის ნახაზების მიხედვით დაამზადეს საჭირო ხის ნაწილები. წისქვილი რამდენიმე დღეში წამოჭიმეს.
2721 მოულოდნელობით თავზარდაცემული და უიარაღო ჰერბერტი ხეს მიჰყუდებოდა. იაგუარი მიწაზე დაზნექილიყო და ის იყო ნახტომს აპირებდა, როდესაც უცნობი დანით ეცა. მძლავრი ხელი სტაცა ყელში და მუხრუჭივით დაქაჩა. იაგუარი ბრჭყალებით უღადრიდა ტანს, მაგრამ უცნობმა გრძელი დანა გულში ჩასცა და მიწაზე დაანარცხა.
2722 უამბო, როგორ დაენარცხა აეროსტატი ამ კუნძულზე, რა გაჭირვება გამოიარეს და ბოლოს როგორ მოეწყვნენ... უცნობი დიდის გულმოდგინებით უსმენდა. ინჟინერმა ასევე მოუთხრო ყველა მოახალშენის ბიოგრაფია და ბოლოს დასძინა, ყველანი დიდად მოხარული ვიყავით, როდესაც თაბორის კუნძულზე ვიპოვეთ ახალი ამხანაგიო.
2723 მე კი... თავი მეთექვსმეტე უცნობის აღსარება უცნობის უკანასკნელმა სიტყვებმა დაადასტურა მოახალშენეთა ეჭვები. მას, ალბათ, სინდისი ქენჯნიდა, წარსულის მოგონება საშინლად ტანჯავდა და თავის თავს ღირსაც არ თვლიდა, რომ პატიოსანი ადამიანებისათვის ხელი გაეწოდებინა, მეგობრად გახდომოდა.
2724 გავიდა რამდენიმე დღე. ინჟინერი სმიტი და გედეონ სპილეტი ერთად მუშაობდნენ. ქიმიითა და ფიზიკით იყვნენ გართულნი. თუმცა ზოგჯერ გედეონ სპილეტი და ჰერბერტი სანადიროდაც დაიარებოდნენ, იაგუარის თავდასხმის შემდეგ ჰერბერტს მარტო არსად უშვებდნენ შორეულ ტყეში. უცნობი მუდამ განმარტოებით მუშაობდა.
2725 იმავე დღეს მოახალშენეები საჭირო ხელსაწყო-იარაღებით გაემართნენ საქონლის ბაგებისაკენ. ერთ კვირაში წამოჭიმეს ფიცრული სახლი, თავლიდან ექვსიოდე მეტრის მოშორბით. აქედან უცნობს თავისუფლად შეეძლო საქონლისათვის თვალყური ედევნებინა. ოთახი ავეჯით მოაწყეს. დაუდგეს ტახტი, მაგიდა, სკამი, კარადა და სკივრი.
2726 უცნობმა უპასუხა, ამ საღამოს გადავალო. საღამო ხანს, რვა საათზე როდესაც უცნობი ახალ ბინაზე უნდა გადასულიყო, მოახალშენეები მოერიდნენ მასთან გამოთხოვებას და ტინის სასახლეში ავიდნენ. ყველამ ჩვეულებრივ დიდ დარბაზში მოიყარა თავი. წყნარ მასლაათში იყვნენ გართულნი, როდესაც კარზე მოაკაკუნეს.
2727 გრანტი აღმოსავლეთის სანაპიროებზე უნდა ეძებოთ. ამას ლაპარაკობდა მტკიცედ, დამარწმუნებელი კილოთი. მისი სახე მშვიდი იყო, თვალები წყნარი. მის ნათქვამში ეჭვი არავის შეუტანია. გლენარვანი მიენდო იმ კაცს და, მისი სიტყვის მიხედვით, გადაწყვიტა, ავსტრალია გადაეარა ოცდამეჩვიდმეტე პარალელის გაყოლებით.
2728 აირტონმა არც ამაზე გასცა პასუხი. გლენარვანის მეუღლე შეუჩნდა აირტონს და ბოლოს დაითანხმა, ეამბნა ყველაფერი, მხოლოდ იმ პირობით, რომ მას მთავრობის ხელში არ გადასცემდა გლენარვანი, არამედ გადასვამდა წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე, გლენარვანი დათანხმდა ამ პირობაზე. მაშინ აირტონმა უამბო სრული სიმართლე.
2729 მას დაუტოვეს სასროლი იარღი. ხელსაწყოები, თესლეულობა. მას შეეძლო ეცხოვრა იმ ფიცრულ ქოხში, რომელიც კაპიტან გრანტს აეშენებინა თავისთვის. აირტონი სინანულს მიეცა და უბედურად იგრძნო თავი. მან თავის თავს სიტყვა მისცა, თუ ოდესმე მის წასაყვანად მოვლენ, მათ უნდა დაუხვდეთ არა დამნაშავე და მოღალატე.
2730 ჰერბერტი და სპილეტი ხშიად იყვნენ ხოლმე ბაგების არემარეში. ისინი დარწმუნდნენ, რომ აირტონი საფუძვლიანად დაბინავებულიყო მისთვის გამართულ ბინაზე. თავგამოდებით უვლიდა საქონელს და ამ მხრივ დიდად შეუმსუბუქდა ტვირთი მოახალშენეებს, რომლებიც ორ-სამ დღეში მაინც დახედავდნენ ხოლმე საქონელს.
2731 კარგად გამოწრთობილი ფოლადის დაფა ჩარჩოში გაამაგრა და დადგა ჩანჩქერიდან რამდენიმე ფუტის მანძილზე. ინჟინერს უნდოდა ჩანჩქერი გამოეყენებინა მამოძრავებელ ძალად. იქვე, ჩანჩქერთან გამართული იყო მაუდის სათელი სახელოსნო, რომელიც ამჟამად უმოქმედოდ იდგა. ამ გამართულობის ღერძს უდიდესი ძალით ატრიალებდა ჩანჩქერი.
2732 აზოტის სიმჟავედა მარილი კი, ე.ი. პოტაში, უკვე ადრვე ჰქონდათ მოპოვებული. ინჟინერმა დაამზადა მინის რამდენიმე ჭურჭელი, გაავსო აზოტის სიმჟავით, შემდეგ გაუკეთა საცობი, რომელშიაც გატარებული იყო ცალმხრივად თიხით დაგმანული მინის მილი. ამ მინის მილში, ახდილი პირიდან, ჩაასხა პოტაში.
2733 ამგვარად, სიმჟავე და მარილი, ესე იგი პოტაში, თიხის საცობის საშუალებით ერთიმეორეზე მოქმედებდა. ინჟინერმა სმიტმა აიღო თუთიის ორი ფირფიტა, ერთი მათგანი აზოტის სიმჟავეში ჩადო, მეორე კი პოტაშის ხსნარში. მაშინვე წარმოიშვა გალვანური დენი, რომელიც ჭურჭელში მყოფი ფირფიტიდან მილში მდბარე ფირფიტაზე გადადიოდა.
2734 მინის მილში მდებარე ფირფიტა ელემენტის დადებით პოლუსს წარმოადგენდა, ჭურჭელში მდებარე ფირფიტა კი - ურყოფითს. თითოეული ჭურჭელი თავისთავად ცალკეული ელემნეტი იყო. ინჟინერმა სმიტმა ყველა ეს ელემენტი ერთიმეორეს შეუერთა და მიიღო გალვანური ბატარეა, რომელიც სრულიად საკმაო იყო ელექტროტელეგრაფის მოსაწყობად.
2735 როდესაც ორივე პოლუსი ერთმანეთს უერთდებოდა, დადებითი პოლუსი სადგურიდან დაძრული დენი მავთულში დაირბენდა მეორე სადგურის ელექტრომაგნიტამდე, რომელიც დროებით დამაგნიტდებოდა და ჩამიწების საშუალებით უბრუნდებოდა უარყოფით პოლუსს. რაწამსაც დენი შეწყდებოდა, ელექტრომაგნიტი მაშინვე განიტვირთებოდა მაგნიტისაგან.
2736 ამისათვის საკმარისი იყო, ელექტრომაგნიტის წინ მოეთავსებინათ რბილი რკინის ფირფიტა, რომელსაც დენის გატარების დროს მიიზიდავდა და დენის შეწყვეტისთანავე უკუაგდებდა. ინჟინერმა სმიტმა ასეთი ფირფიტა მავთულით შეუერთა იმ ისარს, რომელიც ტრიალებდა ციფერბლატივით დალაგებულ ასოების წრეხაზში.
2737 ჯერ ერთი, მოახალშენეებს ყოველთვის ეცოდინებოდათ, სად იმყოფებოდა აირტონი, მეორეც - ასეთი ლაპარაკით ართობდნენ განმარტოებით მყოფ აირტონს, თუმცა კი ინჟინერი კვირაში ერთხელ მაინც დახედავდა ხოლმე განდეგილს და აირტონიც დროდადრო ესტუმრებოდა ტინის სასახლეს, სადაც ყოველთვის სიამოვნებით ხვდებოდნენ.
2738 პენკროფმა მაინც სცადა მისი შემოწმება, მაგრამ ინჟინერმა დაარწმუნა, თუნდაც თითო წუთში სამასი მარცვალი გადათვალო, მთელი მოსავლის დათვლას ხუთი ათასი წელიწადი მოუნდებიო. ამის გამო პატივცემულმა მეზღვაურმა ხელი აიღო თავის განზრახვაზე. მოახალშენეთა მეურნეობა დუღდ და გადმოდიოდა.
2739 ახლადმოგებული ცხოველების მოვლა ბევრ დროს ართმევდა ნაბს და პენკროფს. ახალგაზრდა კანჯრებსაც აბამდნენ ურემში შეშისა და ქვანახშირის საზიდრად. ზოგჯერ ეზიდებოდნენ სხვადასხვა მადნეულის ნიმუშებსაც, რომელიც სჭირდებოდა ინჟინერ სმიტს. მოახალშენეები ხშირად მოდიოდნენ დასაზვერად შორეული დასავლეთის ტყეებშიაც.
2740 ისინი თავიდან ფეხებამდე იარაღდებოდნენ, რადგანაც იმ მიდამოებში ხშირად ხვდებოდათ მძვინვარე გარეული ტახები და აფთრები. გედეონ სპილეტი და ჰერბერტი სინსილას უქრობდნენ მათ. კუნძულის შეუსწავლელი ნაწილის გამოკვლევაში ინჟინერი სმიტიც მონაწილეობდა და დიდი გულმოდგინებით იკვლევდა ყველა ადგილს.
2741 ამ უზარმაზარ ტყეებში ნადირის კვალს როდი დაეძებდა! მაგრამ მის თვალს არ შეუმჩნევია ადამიანის კვალის ნასახიც კი. სმიტს მუდამ თან ჰყავდა ჯუპი და ტოპი. მაგრამ არსად გამოუჩენიათ განსაკუთრებული მოუსვენრობა. ტოპი მხოლოდ შინ გარს უვლიდა ყეფით ჭას, რომელიც სულ ახლახან გულდაგულ გამოიკვლია ინჟინერმა.
2742 ორივენი მალე დახელოვნდნენ ამ საქმეში. განსაკუთრებით პეიზაჯებს იღებდნენ კარგად. რა თქმა უნდა, ყველა მოახალშენეც გადაიღეს. გამოუთქმელ სიამოვნებას გრძნობდა მეზღვაური, როდესაც უცქეროდა ტინის სასახლეში ჩამწკრივებულ სურათებს სხვადასხვა პოზაში. ყველაზე უკეთ ჯუპის სურათი გამოვიდა.
2743 ბიძია ჯუპი კმაყოფილი რომ არ ყოფილიყო, უმადურობაში ჩამოერთმეოდა, მაგრამ იგი ძალიან კმაყოფილი იყო და თითქოს თავმომწონედ, ამპარტავნული გრძნობით, დაფიქრებული შესცქეროდა თავის გამოსახულებას. მარტში დასრულდა ზაფხულის სიცხეები. კანტიკუნტად წინწკლავდა ხოლმე, მაგრამ მაინც თბილი ამინდები იდგა.
2744 თუმცა ტყით დაბურული ნაპირები ნაცნობი იყო მათთვის, მაგრამ ამ წარმტაცი სანახაობის ცქერით მაინც ვერ ძღებოდნენ. შუადღისას ჩანჩქერის მდინარის შესართავს მიაღწიეს, ზემოთ, მდინარის მარჯვენა ნაპირზედაც მოჩანდა ხეები, თუმცა კი კანტიკუნტად. სამი მილის შემდეგ ხვდებოდათ მხოლოდ პატარა კოროები შიშველ კლდეებში.
2745 მათ სულ სხვადასხვა მოყვანილობა ჰქონდათ - სამრეკლოსებური, კოშკისებური, პირამიდასავით აზიდული, ობელისკისებური, კონუსის სახისა და მილისმაგვარი. აქ ხედავდნენ ერთი აზიდული ლოდიდან მეორეზე უცნაურად გადადებულ ხიდს, პირქუშად მომზირალ გალერეებს, უშველებელ გამოქვაბულებს, აბასრულ კლდეთა ფხებს, გოთურ სვეტბს.
2746 მართლაც, ეხი კი არა, მცირეოდენი ფოსოც კი ვერსად ნახეს, სადაც რომელიმე სულდგმული მოთავსდებოდა. კლდეების ძირი ზღვის ფსკერამდე დადიოდა. ტოპმა მალე შეწყვიტა ყეფა. კანჯო ადრინდელ მანძილზე გაშორდა ნაპირს და გზა განაგრძო, საღამოს კი ღუზა ჩაუშვა კუნძულის ჩრდილოეთის ნაპირზე, პატარა ყურეში.
2747 პენკროფმა ტინის სასახლისაკენ აიღო გეზი და ხუთ საათზე ღუზა ჩაუშვეს სათნოების მდინარის შლამიან ნაპირთან. ექსკურსიამ სამ დღეს გასტანა. აირტონი ნაპირზე გამოეგება მათ. ჯუპი მხიარული ცმუკვით და ღმუილით შეხვდა. ექსკურსიანტებმა გამოიკვლიეს კუნძულის სანაპიროები, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.
2748 ინჟინერმა ჩამოუთვალათ კუნძულზე მომხდარი ყველა გაუგებარი მოვლენა. ჰერბერტმა, პენკროფმა და ნაბმა ერთიმეორეს გადახედეს, არ იცოდნენ, რა ეპასუხათ, იმათაც ბევრი რამ ეუცნაურებოდათ ხოლმე, მაგრამ ძიებას არ შესდგომიან, ფაქტი ფაქტისათვის არ დაუპირისპირებიათ და ახლა გამტკნარებული იყვნენ.
2749 თანაც უამბო, რომ ერთხელ მარტოდ დარჩენილმა დაათვალიერა ეს ჭა, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს მიაგნო... ამ საუბრის შემდეგ მოახალშენეებმა ერთხმად გადაწყვიტეს, ხელახლა საგულისგულოდ გამოეკვლიათ კუნძული, რაწამს გამოიდარებდა და ჩამოთბებოდა. იმ დღის შემდეგ პენკროფი შეფიქრიანებული იყო.
2750 მისი ხელი არ დადგებოდა. მუდამ შრომაში იყო გართული. ცდილობდა, რაც შეეძლო მეტი სარგებელი მოეტანა, თუმცა კვლავ ნაღვლობდა და ამხანაგების გართობაში არ ერეოდა. ზამთრის უდიდესი ნაწილი მოახალშენეებმა სასახლეში გაატარეს ხშირად ისეთო მძლავრი გრიგალი ამოვარდებოდა ხოლმე, რომ ტინის კლდეებსაც კი არყევდა.
2751 ერთს შეაკოწიწებენ, მეორე ინგრევა! ტინის სასახლეს, რა თქმა უნდა, არაფერი დაშავებია, საქონლისა და ცხოველების ბაგებიც ნაკლებ დაზარალდა, რადგანაც მას ფარავდა ფრანკლინის მთა და აყრილი ტყე, აქ თუ რამე გაფუჭდებოდა, მას სასწრაფოდ ასწორებდა აირტონის მოუსვენარი და მოხერხებული მარჯვენა.
2752 თუმცა მოხდა ერთი მოულოდნელი ამბავი, რომელმაც ინჟინრისა და მისი ამხანაგების მთელი ყურადღება მიიპყრო და კუნძულის გამოკვლევის საქმე გადაადებინა. ოქტომბერი იყო. მზის ცხოველმყოფელი სხივებზე ბუნება ახლდებოდა. ხორკლიანი ხეების ჩამუქებულ წიწვებს შორის აჩნდა ხასხასა ნორჩი ჩირთი.
2753 ყურე სარკესავითაა გადაშლილი. აპარატი დადგა ტინის სასახლის ერთი ფანჯრის მახლობლად ისე, რომ ყურესთან ერთად ზღვის ნაპირიც გამოსულიყო, გამართა, გაასწორა, მინის ფირფიტა კამერაში ჩადო და გადაღების შემდეგ წავიდა ფოტოგრაფიულ კაბინეტში, ესე იგი ტინის სასახლის მიბნელებულ კუნჭულში.
2754 კარგი დრო გავიდა, მაგრამ მოახალშენეებმა მაინც ვერ გამოარკვიეს, საით მიემართებოდა ხომალდი. მათი კუნძულისაკენ თუ სხვა გეზით. - ნეტა გამარჩევინა, რომელი გალსით იძვრის ხომალდი, სახელდობრ, რა მხრიდან აწვება აფრებს ქარი. ასეთ დიდ მანძილზე ვერფერს მიხვდება კაცი! - ჩაილაპარაკა პენკროფმა.
2755 მისი ცეცხლის ავარდნის შემდეგ ექვსი წამი გავიდა. მაშასადამე, ხომალდი დაახლოებით ერთი მილის მანძილზე იყო ნაპირთან. ამავე დროს მოისმა ჟღრიალი ღუზის ჯაჭვის ჩაშვებისა. ხომალდმა ტინი სასახლის პირდაპირ ჩაუშვა ღუზა. თავი მეორე სახიფათო დაზვერვა მეკობრეების განზრახვა აშკარა იყო.
2756 ვფიქრობ, რომ რომელიმე თავხედი უკვე გადმოსულა ნაპირზე და სადმე ახლომახლო დაეხეტება. ყოველ შემთხვევაში, ორნი უფრო ადვილად მოვახერხებთ ხმა ჩავაკმენდინოთ, სანამ ყვირილს ატეხდეს... მე იმ კუნძულზე დაგიცდით, აირტონ, თქვენ კი მარტო გასცურავთ ხომალდისაკენ, როგორც თვითონ მოისურვეთ.
2757 ყველა ამხანაგის თანხლებით ჩაეშვნენ აირტონი და პენკროფი ტინის სასახლიდან და ზღვის პირად გავიდნენ. აირტონი გაშიშვლდა და მთელი ტანი ქონით დაიზილა, რომ ცივ წყალში რამდენიმე საათს ყოფნისას არ გათოშილიყო. პენკროფი და ნაბი კანჯოს მოსაყვანად გაეშურნენ. როდესაც დაბრუნდნენ, აირტონი უკვე გამზადებული იყო.
2758 კარგად დაათვალიერეს და დარწმუნდნენ, რომ კუნძულზე არავინ იყო. აირტონმა პენკროფის თანხლებით სწრაფად გადაიარა ხმელეთის ვიწრო ზოლი, გზადაგზა აფრთხობდა ფრიალო ფერდობებზე დაბუდებული ღამის ფრინველებს. აირტონი უყოყმანოდ გადაეშვა ზღვაში და თევზივით უხმაუროდ გაცურა პირდაპირ ხომალდისაკენ.
2759 ბობი ჰარვეი წინათ არ ყოფილა ამ მხარეში, მაგრამ, როგორც ინჟინერი სმიტიც ვარაუდობდა, მან შეამჩნია გეოგრაფიულ რუკაზე აღუნიშვნელი კუნძული და გადაწყვიტა მისი დათვალიერება და თუ გამოადგებოდა, მუდმივ თავშესაფარ ადგილადაც ექცია იგი. შავი დროშის აფრიალება და ზარბაზნის დაცლა კი უბრალო ყოყლოჩინობა იყო.
2760 გული მოეჭმუხნა, როდესაც წარმოიდგინა მეკობრეებისაგან განადგურებული აყვავებული კუნძული. და გადაწყვიტა, გაეწირა თავისი სიცოცხლე, აეფეთქბინა ეს ხომალდი და მასთან ერთად ბობი ჰარვეი და მისი ამხანაგებიც, იგი უყოყმანოდ გაემართა დენთის საწყობისაკენ, რომელიც ჩვეულებრივ გემის ბოლო ნაწილშია ხოლმე მოთავსებული.
2761 დენთი კი ბლომად უნდა ყოფილიყო მეკობრეების ხომალდზე. საკმარისი იყო ერთი ნაპერწკალი მთლი ხომალდის ასაფეთქებლად. აირტონი ფრთხილად ჩავიდა ხომალდის გულში, გაიარა საწოლებს შორის, სადაც გამობრუჟულ კატორღელებს მკვდრებივით ჩასძინებოდათ. მთავარი ანძის ძირთან ფარანი ენთო, იქვე ეკიდა ათასნაირი სასროლი იარაღი.
2762 აირტონმა ერთი ექვსსასროლიანი რევოლვერი აიღო და ხელში შეატრიალა. რევოლვერი ექვსივე ვაზნით იყო გატენილი. ესეც კმაროდა აფეთქების მოსახდენად. შემდეგ სიფრთხილით წავიდა ხომალდის ბოლოსაკენ. როგორც იყო, მიაღწია დენთის საწყობს. საჭირო იყო კლიტის გატეხვა უხმაუროდ, აირტონი ღონიერი კაცი იყო.
2763 აირტონმა რევოლვერი დაახალა ბობი ჰარვეის, რომელიც ოდნავ დაიჭრა, მეორე სროლით კი გარს შემოიფანტა კატორღელები და ბაქნისაკენ გაქანდა, ფარანს გაურბინა გვერდით, რევოლვერის ტარით ჩაამტვრია და სრული წყვდიადი ჩამოწვა. ამ დროს ბაქნიდან კიბეზე ჩამოდიოდნენ ხმაურობაზე გაღვიძებული მეკობრეები.
2764 დანარჩენები კი აქეთ-იქით გაიფანტნენ. აირტონი ერთი ნახტომით გაჩნდა ბაქანზე. ის იყო გემის კიდურზე შეხტა, როდესაც ერთი კატორღელი კისერში სწვდა. აირტონმა მეექვსე სროლით იქვე მიაწვინა იგი, იშვირა ფეხი და ზღვაში გადაეშვა. ექვსიოდე საჟენიც არ ექნებოდა გავლილი, როდესაც ხომალდიდან სეტყვასავით დააყარეს ტყვია.
2765 ყველანი თოფებით ზღვის ნაპირს ეცნენ, რომ მოეგერიებინათ თავდამსხმელთა შემოტევა. ისინი უკვე დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აირტონი მოკლეს, ავაზაკები ისარგებლებდნენ ღამის წყვდიადით და კუნძულზე გადმოვიდოდნენ. სიკვდილ-სიცოცხლის მოლოდინში გაიარა საშინელმა ნახევარმა საათმა. ბოლოს შუაღამისას, კანჯო გამოჩნდა.
2766 გედეონ სპილეტი და ნაბი სათნოების მდინარის შესართავთან კლდეებში მიიმალნენ. აქ უკვე აყრილი იყო ხიდიც და ბოგირებიც. მათს მოვალეობას შეადგენდა მოწინააღმდეგის ნავის მოძრაობისა და ნაპირზე გადმოსხმისათვის თვალყურის დევნება. აირტონმა და პენკროფმა კანჯოთი გაცურეს გაღმა და კუნძულზე ჩასაფრდნენ.
2767 ნავის ცხივრთან მჯდომი კატორღელი ლოტით ზომავდა სათნოების მდინარის სიღრმეს. ალბათ ბობი ჰარვეის განზრახვა ჰქონდა, ხომალდი ნაპირისატვის მოეახლებინა. ანძის დასამაგრებელ ბაგირებზე აცოებული ოცდაათიოდე კატორღელი გაფაციცებით ადევნებდა თვალს ნავის მოძრაობას და კუნძულის თვალსაჩინო ადგილებისკენ უთითებდა მას.
2768 ტინის კლდე მოიმსხვრა. ნავიდან საშინელი წყევლა-კრულვა გაისმა და იმწამსვე გაბრუნდნენ. საჭეს სხვა მიუჯდა, ნიჩბები გამალებით აამუშავეს. მაგრამ ნავი ხომალდისაკენ არ გაბრუნებულა, მან მხოლოდ გეზი იცვალა. მიუახლოვდა ნაპოვარას კონცხის წვერს, გარს შემოუარა და სათნოების მდინარისაკენ გაცურა.
2769 ნავში დარჩეინლმა სამმა კაცმა ვეღარ გაუძლო ტალღების დენას, ნავი მდინარებამ სრუტეში შეიტაცა, ელვასავით წინ გაუქროლა ინჟინერ სმიტსა და ჰერბერტს, შემოუხვია მხსნელი კუნძულის ბოლოს და ხომალდისაკენ წავიდა. ინჟინერმა და ჰერბერტმა ვერ ესროლეს, რადგანაც ასეთ დიდ მანძილზე მათი თოფები ნიშანში ვერ მოხვდებოდა.
2770 ჯერჯერობით მოახალსენეებს სამდურავი არ ეთქმოდათ, ბრძოლის დასაწყისი კარგს არაფერს უქადდა მოწინააღმდეგეებს. მათ უკვე ოთხი დაჭრილი თუ მოკლული ჰყავდათ, მოახალშენეებს კი ბეწვიც არ შეჰხრიათ. კატორღელებს ასე ნაწილ-ნაწილად რომ ეგზავნათ რაზმები ნავით, მოახალშენეები უეჭველად ყვლას გაჟლეტდნენ.
2771 ელვის სისწრაფით გამოექანენ კუნძულისაკენ. ჩამოუშვეს მეორე ნავიც, რომელშიაც მოათავსეს რვა მეკობრე. მათ სათნოების მდინარის შესართავისაკენ აიღეს გეზი. ალბათ პირველი ნავი უნდა გამკლავებოდა მხსნელ კუნძულზე მიმალულ მოწინააღმდეგებეებს, მეორე კი მდინარის შესართავთან ჩასაფრებულებს.
2772 პენკროფისა და აირტონის მდგომარეობა სახიფათო გახდა. მაშინვე მიხვდნენ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეშურებინათ კუნძულისათვის. დაუცადეს, სანამ პირველი ნავი თოფის სასროლ მანძილზე მიუხლოვდეოდათ, და თითოც ესროლეს. ნავზე საშინელი ფორიაქი ატყდა. ალბათ, ნასროლმა მიზანს მიაღწია. გამოხტნენ საფარიდან.
2773 გადარჩენილმა მეკობრეებმა მოახერხეს მდინარის მარჯვენა ნაპირზე გაცურვა. მაგრამ სროლით დაშინებულნი, ქუდმოგლეჯით გარბოდნენ ნაპორვარას კონცხისაკენ. გაღმით პატარ კუნძულზე ახლა თორმეტი კატორღელი იყო, მათ შორის ბევრი დაჭრილი. მათ ჰქონდათ ნავიც. თვით კუნძულს კი ექვსმა კატორღელმა მიაღწია.
2774 ზღვის მოქცევა კიდევ გაგრძელდებოდა საათნახევარს მაინც, მისი წყალობითკი ხომალდს გაუადვილდებოდა სრუტესი შესვლა. გაღმითა კუნძულზე მყოფმა მეკობრეებმა თანდათან ერთად მოიყარეს თავი. მათ არ იცოდნენ, რომ მოახალსენეებს შორს მსროლელი კარაბინები ჰქონდათ და მოურიდებლად მიმოდიოდნენ ნაპირზე.
2775 როგორ შეუშლიდნენ ხელს მეკობრეთა გადმოსვლას ნაპირზე? ინჟინერი გრძნობდა, რომ საჭირო იყო გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ სახელდობრ როგორ უნდა მოქცეულიყო, ჯერ ვერ გადაეწყვიტა. ტინის სასახლეში შემალულებს ალყას შემოარტყამდნენ და როდემდე გაუძლებდნენ, როდემდე ეყოფოდათ სურსათ-სანოვაგე.
2776 წყნარი ქარი ქროდა, ზღვის მოქცევის გამო წყლის მდინარება მიმდორებულიყო და ბობი ჰარვეის შეეძლო, ხომალდი თავისი სურვილისამებრ მიემართა. ალბათ, ნავით მოცურავე მეკობრეებმაც გადასცეს ზოგი რამ ცნობები სრუტის სიღრმის შესახებ და ხომალდმა ერთბაშად სრუტისაკენ აიღო გეზი. ბობი ჰარვეის განზრახვა აშკარა იყო.
2777 იქნება ვერ მიაგნეს მოახალშენებს და ბობი ჰარვეიმ ალალ ბედზე დაამიზნებინა ტინის კლდეზე საეჭვოდ შემწვანებული ადგილისაკენ. მაგრამ პირველ სროლას მეორე მოჰყვა, ყუმბარამ მოგლიჯა შენიღბული შტოები და ფანჯრები გამოაჩინა. მაოხალშენეებს გასაქანი აღარსაით ჰქონდათ. მათ თავშესაფარს მტერმა მიაგნო.
2778 ვერც ნასროლ ყუმბარებს შეაჩერებდნენ, ვერც ტინის კლდეს გადაარჩენდნენ მსხვრევისაგან. შეეძლოთ მხოლოდ ტინის სასახლის ზემო ტალანისათვის შეეფარებინათ თავი და უბრძოლველად დაენგრევინებინათ თავიანთი საცხოვრებელი ბუდე... უცებ გაისმა საშინელი ჭექა, ხმაურობა და განწირული კივილი. მოახალშენენი ფანჯარას ეცნენ.
2779 წყალზე ტივის მსგავსად შეჯგუფებულიყო სათადარიგო ანძები, იალქნების დასამაგრებელი ხარიხები, ცოცხალი ფრინველებით სავსე საქათმე გალია, პატარა კასრები და ყუთები, რომლებსაც თანდათან ატივტივებდა ზედაპირზე, მაგრამ არსად ჩანდა თვითონ ხომალდის ნატეხები - არც ბაქნის ფიცრები. არც გვერდებზე ასაკრვი ფიცრები.
2780 მართლაც, მოახალშენეებს არ უნდა დავიწყებოდათ ექვსი კატორღელი, რომელთაც ნაპოვარას კონცხს შეაფარეს თავი ნავის დაღუპვის შემდეგ. ყველამ იმ მხარეს დაიწყო ცქერა, მაგრამ არც ერთი ავაზაკი არსად მოჩანდა, ალბათ, ხომალდის დაღუპვით შეშინებულებმა სადმე კუნძულის სიღრმეში შეაფარეს თავი.
2781 პენკროფის მსჯელობა ლოგიკური იყო, ორის ნახევარზე მოახალშენენი კანჯოში ჩასხდნენ და ხომალდის დაღუპვის ადგილს მიაშურეს. სანანურად რჩებოდათ, რომ ხომალდიდან არც ერტი ნავი არ გადარჩა. ერთი ხომ სათნოების მდინარის შესართავთან დაისმხვრა, მეორე ხომალდმა დაიტანა ქვეშ და ზედაპირზე აღარ ამოტივტივებულა.
2782 ინჟინერი სმიტი და მისი ამხანაგები ცულებმომარჯვებული მიაბიჯებდნენ ხომალდის ნახევრადდანგრეულ ბაქანზე. ყველგან მიყრილ-მოყრილი იყო სხვადასხვანაირი ყუთები. რადგან ისინი დიდხანს არ იყო ნამყოფი წყალსი, შიგ ჩაწოლილი ნივთები არ იქნებოდა გაფუჭებული. მოახალშენეებმა ტვირთის გადაზიდვა დაიწყეს.
2783 რამდენიმე საათის შემდეგ ზღვის მოქცევის გამო წყალი ისევ აიწევდა და დარჩენილი დროით უნდა ესარგებლათ. აირტონმა და პენკროფმა ხომალდის ერთ-ერთ ნაპრალში გაამაგრეს ბაგირმობმული კოჭი და მისი საშუალებით სწრაფად ტვირთავდნენ კანჯოზე კასრებს და ყუთებს. ხომალდიდან ყველაფერი გადაზიდეს.
2784 მოახალშენეებმა მიაღწიეს ხომალდის იმ ნაწილს, სადაც წინათ ამაღლებული ბაქანი იყო. აირტონის მითითებით, აქ უნდა მოენახათ დენთის საწყობი. ინჟინერი სმიტი დარწმუნებული იყო, რომ დენთის საწყობი არ აფეთქებულა, და ვარაუდობდა, გადაერჩინა დენითით სავსე კასრები. ინჟინრის მოსაზრება მართალი გამოდგა.
2785 ხომალდის დათვალიერბას და კვლევა-ძიებას რამდენიმე საათი მოანდომეს. წყალი თანდათან მატულობდა. ნივთების გადაზიდვისათვის ძალაუნებურად თავი უნდა დაენებებინათ. ხომალდს ზღვის მოქცევა ადგილიდან ვერ დაძრავდა, რადგანაც იგი უკვე ღრმად იყო ჩაფლული შლამში, ისე მაგრად, თითქოს ღუზაზეა დამაგრებულიო.
2786 მაგრამ, ამისდა მიუხედავად, მისი ამაგი და დახმაება მაინც სინამდვილეა. აირტონსაც იმდენივე ვალი ადევს მისი, რამდენიც ჩვენ, რადგანაც, თუ მან მე გადამარჩინა აეროსტატიდან ზღვაში ჩამოვარდნის დროს, ცხადია, მანვე ჩააგდო ჩვენს გზაზე სრუტეში ბოთლი ბარათით, სადაც აღნიშნული იყო ჩვენი ამხანაგის ადგილსამყოფელი.
2787 ეჭვს გარეშეა, რომ სხვადასხვა ჩვენთვის აუცილებელი ნივთიერებითა და იარაღით სავსე ყუთიც მანვე მოიტანა და დაგვიტოვა ნაპოვარას კონცხის წვერთან. ღამე კოცონი მანვე გააჩაღა, გარეული გოჭის ხორცში ნაპოვნი საფანტიც მისი ნასროლია, სრუტესიც მისი ხელითაა ჩადებული ნაღმი, რომელმაც მეკობრეების ხომალდი გაანადგურა.
2788 ერთი სიტყვით, ვყელა ის უცნაური ამბები, რომლის თავი და ბოლო არ გვესმოდა, ამ საიდუმლო არსების ნამოქმედარია. მაშასადამე, ვინც იყოს ეს უცნობი, დაღუპული გემიდან გადარჩენილი თუ შერისხული და ამ კუნძულზე მიტოვებული, დიდი უმადურობა იქნებოდა ჩვენის მხრივ, რომ მისთვის არ გამოგვეცხადებინა გულითადი მადლობა.
2789 აქ რაიმე დიდი საიდუმლოება იფარება. თუ ჩვენ მივაგენით იმ ადამიანს, მაშინ ეს საიდულოებაც გამოაშკარავდება. ახლა საქმე ისაა, შევეცადოთ თუ არა ჩვენ ეს საიდუმლო როგორმე გამოვარკვიოთ, თუ ჩვენს საიდუმლო მფარველს საშუალება მივცეთ, კვლავაც უცნობად იმყოფებოდეს. მეგობრებო, მე მინდოდა შემეტყო თქვენი აზრი.
2790 ვენ შევუდგებით მის ძებნას რაც შეიძლება მალე... მაგრამ, სანამ ძებნას შევუდგებოდნენ, უახლოეს დღეებში საჭირო იყო მოსავლის აღება და მოახალშენენიც გაშმაგებით შეუდგნენ თიბვასა და მკას. პურის მოსავალი რომ დააბინავეს, ახლა ბოსტანს მიაშურეს, მთელი ჭირნახული ტინის სასახლის ფართო საკუჭნაოებში აზიდეს.
2791 ისინი გატენეს პიროქსილინით და ცილინდრის მოყვანილობის ყუმბარებით. პენკროფს ხელში ეჭირა სწრაფსასროლი მილის ზონარი. ინჟინერმა ანიშნა, და ზარბაზანმაც იქუხა. ნატყორცნი ყუმბარა თავს გადაევლო გადარჩენის კუნძულის მიდამოს და ზღვაში ჩაინთქა. მეორე ზარბაზანი ნაპოვარას კონცხის განაპირა კლდეებისაკენ მიმართეს.
2792 თუ კატორღელებს მთლად არ დაეკარგათ ადამიანობა, კიდევ შეიძლებოდა გამოსწორებულიყვნენ და ადამიანურ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ. მოახალშენეები, ყოველი შემთხვევისათვის, აძლევდნენ ამის საშუალებას და დროს. მაგრამ, რაც არ უნდა ყოფილიყო, ახლა ისე თავისუფლა ვეღარ ივლიდნენ, როგორც აქამდე.
2793 ორ საათში უკვე იქ იყო და დეპეშით აცნობა ტინის სასახლესი - ყველაფერი რიგზეაო. ინჟინერი სმიტი მეორე დღეს შეუდგა ტინის სასახლის გამაგრებას მეკობრეების თავდასხმის მოლოდინში. ძველი სადინარის დასაფარავად ორ დღეში ამოიყვანეს ორი ჯებირი, თითო შვიდ-შვიდი ფუტის სიგანისა და ათი ფუტის სიმაღლისა.
2794 მოახალშენეები სწრაფად შუა გზაზე იყვნენ ტინის სასახლესა და ბაგებს შორის. ორმილნახევარიც ჰქონდათ გასავლელი. თითქმის სრიბილით მიდიოდნენ. ჩქარა მიაღწიეს ამ ადგილს, სადაც წითელი მდინარიდან რუ იყო გადმოგდებული ველის სარწყავად. სიფრთხილით იძროდნენ წინ და ყოველ წამს ელოდნენ კატორღელების თავდასხმას.
2795 პენკროფის მწუხარება უსაზღვრო იყო. უგრძნობლად მწოლარე ჰერბერტის ცქერაზე სასოწარკვეთილებას ეძლეოდა. ტიროდა, ღრიალებდა, კედელზე უნდოდა შეენთხია ტვინი... ინჟინერმა სმიტმა და გედეონ სპილეტმა ვერაფრით დაამშვიდეს. გედეონ სპილეტმა ცოტა რამ იცოდა მედიცინისა, მას ხშირად შეუხვევია დაჭრილებისთვის.
2796 ძალიან შეშფოებული იყო ჰერბერტის ხანგრძლივი გულის წასვლით, რაც გამოწვეული იყო ან სისხლისაგან დაცლით, ან სასიკვდილო ჭრილობით. ჰერბერტი გაფითრებული იწვა, მაჯა სუსტადღა უცემდა. გედეონ სპილეტმა მკერდი მოუღეღა და ცივი წყლით მოჰბანა. ჰერბერტი დაჭრილი იყო გვერდში, მესამე და მეოთხე ნეკნს შუა.
2797 ხელს ნუ გვიშლით, უმჯობესია, მოგვეხმაროთ. პენკროფი მიყუჩდა, მსხვილი ცრემლები მაინც ღაპაღუპით ჩამოსდიოდა სახეზე. გედეონ სპილეტმა კარგად იცოდა, რომ წინიდან მოხვედრილი ტყვია ზურგისკენ გავარდნილიყო, მაგრამ საგონებელს მისცემოდა, ხომ არაა დაზიანებული რომელიმე მნიშვნელოვანი ორგანოო.
2798 გედეონ სპილეტმა რამდენიმე სიტყვით გადასცა მომხდარი ამბავი და თან შეეხვეწა მშვიდად წოლილიყო, არაფერზე ეფიქრა და არ აღელვებულიყო. მოახალშენეებმა მთელი დღე-ღამე ბაგებში გაატარეს და მხოლოდ ჰერბერტზე ზრუნავდნენ. მათ არც კი გახსენებიათ, რომ შესაძლო იყო ზომები მიეღოთ. ჰერბერტს ჩაეძინა.
2799 თერთმეტი საათი სრულდებოდა, როდესაც ინჟინერი და სპილეტი კარაბინებით იდგნენ ალაყაფის კართან ტოპის მოლოდინში ათიოდე წუთი გავიდა, უცებ გაისმა სროლის ხმა და თან ძაღლის ყეფაც. ინჟინერმა საჩქაროდ გააღო ალაყაფის კარი და ტყეში, ბაგებიდან ასიოდე ნაბიჯის მოშორბით, შეამჩნია თოფის კვამლი.
2800 მას ჯერ კიდევ ვერ გადავიყვანთ ტინის სასხლეში, მაშასადამე, აქ უნდა მოეწყოთ რიგიანად. ჩვენი მოსვლით დამფრთხალ კატორღელებს ვერ მოუსწრიათ აქურობის გაძარცვა, ასე რომ, შიმშილი არ გვაშინებს. ჰერბერტი რომ მომჯობინდება, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება კუნძულის გამოკვლევა და ამ არამზადებთან ანგარიშის გასწორება.
2801 მოახალშენეთ იმედი ჰქონდათ, რომ მალე შესაძლებელი გახდებოდა ჰერბერტის გადაყვანა ტინი სასახლეში. თუმცა არც აქ იყვნენ ცუდად, მაგრამ ყოველ წუთს სდარაჯოზე უნდა მდგარიყვნენ კატორღელების მოლოდინში. ტინის სასახლე კი უფრო საიმედო იყო, ავაზაკები თავდასხმისაგან ნაკლებად შეეშინდებოდათ.
2802 დადგა გაზაფხულის მესამე თვე. მშვენიერი ამინდები დაიჭირა. ტყე მწვანედ დაბრულიყო. მკა კარზე მოსდგომოდათ, მოახალშენენი კი ძალაუნებურად ბაგებში იყვნენ ჩამწყვდეულნი. მხოლოდ გედეონ სპილეტი გასცდა ორჯერ ალაყაფის კარს და ბაგებს გარს შემოუარა. კარგად იყო შეიარაღებული და ტოპიც თან ახლდა.
2803 გავიდა ხუთიოდე წუთი. უცებ გაისმა ტოპის ყეფა. ძაღლი ბარდებში შევარდა და იქიდან გამოიტანა რაღაც ქსოვილის ნაგლეჯი. ეს იყო ტალახიანი ტანისამოსი. გედეონ სპილეტი მაშინ ბაგებში დაბრუნდა. მოახალშენეებმა აირტონის ჯუბის მონახევი იცნეს, ასეთ მოთელილ ქსოვილს მხოლოდ ტინის სასახლის სახელოსნოში ამზადებდნენ.
2804 პენკროფმა კანჯარი შეაბა ურემში. ინჟინერმა სმიტმა და გედეონ სპილეტმა დოშაკიანად ასწიეს ჰერბერტი და ურემზე დააწვინეს. ჩინებული ამინდი იყო. ხის შტოებში მცხუნვარე მზის სხივები ატანდა. თოფები მზად ჰქონდათ. ინჟინერსა და პენკროფს ორლულიანი თოფები ეჭირათ, გედეონ სპილეტს კი თავისი კარაბინი.
2805 ჯუპი და ტოპი დაწინაურდნენ. დროის შესაფერისად დუმდნენ. ურემი გამოვიდა ალაყაფის კარი ისევ დაკეტეს. გედეონ სპილეტი და ინჟინერი სმიტი ურემს აქეთ-იქიდან მისდევდნენ თოფმომარჯვებულები. ნაბის ბარათი ექვს საათზე იყო დაწერილი, კატორღეხები ის იყო გამოჩენილიყვნენ იქ. ჯუპი ერთ საათსაც არ მოუნდებოდა გზას.
2806 ჯუპს დიდი კეტი ეჭირა და ისე მიუძღოდა. მას წინ უსწრებდა ტოპი, რომელიც მოუსვენრად ურბენდა გზას, ახლომახლო ბარდბს. ტყეში სახიფათო ნიშანი არაფერი ჩანდა. გზა უკაცრიელი იყო, არავინ ჩანდა ჟაკმარის ტყეშიც - სათნოების მდინარესა და ტბას შორის. მალე გამოჩნდება ასაწევი ბოგირი გლიცერინის მდინარეზე.
2807 გედეონ სპილეტმა ურემთან მიირბინა. ჰერბერტი უგრძნობლად იწვა... თავი მეცხრე მომაკვდინებელი ციება მოახალშენეთა მთელი ყურადღება ჰერბერტზე ზრუნვამ შთანთქა. ვის შეეძლო ეფიქრა, რომ ასეთი საბედისწერო შედეგი მოჰყვებოდა ურმით წამოყვანას! გედეონ სპილეტი და მისი ამხანაგები სასოწარკვეთილებას მიეცნენ.
2808 ჭაბუკმა რომ შინ იგრძნო თავი, გაეღიმა. მაგრამ ისეთი დასუსტებული იყო, ორიოდე სიტყვა ძლივს წაილუღლუღა. გედეონ სპილეტმა სახვევი შეხსნა. ეფიქრებოდა, ჭრილობას პირი არ დაეღო, მაგრამ საბედნიეროდ, ისევ წინანდელ მდგომარეობაში დახვდა. ჭაბუკს მიეძინა. გედეონ სპილეტი და პენკროფი ლოგინთან მიუსხდნენ.
2809 ჯერ ინჟინერმა უამბო ნაბს ბაგებში მომხდარი ამბავი, შემდეგ კი თვითონ მოისმინა მისგან რა მოხდა ტინის სასახლეში. ნაბს კატორღელები წინა ღამით შეემჩნია ტყის პირად, გლიცერინის მდინარის მახლობლად. ის იმ დროს საფრინველეში ყოფილიყო. ერთხელ ესროლა ავაზაკისათვის, რომელიც გადმოსვლას აპირებდა.
2810 ამ სიტყვების თქმის დროს ინჟინერი ფიქრობდა ჰერბერტზე რომელზედაც ასე საბედისწეროდ იმოქმედა მგზავრობამ. ავაზაკები აღარსად გამოჩენილან. გედეონ სპილეტი და პენკროფი ჰერბერტს არ სცილდებოდნენ. ინჟინერი სმიტი და ნაბი განადგურებული ჭირნახულის დასათვლიერებლად წავიდნენ. ყანა ფეხით გადაეთელათ.
2811 ბოსტანი მთლიანად ამოეგდოთ. საბედნიეროდ, ტინის სასახლეში საკმაო ბოსტნეული ჰქონდათ მომარაგებული და იმით წავიდოდნენ იოლად. წისქვილი, საფრინველე და თავლა ცეცხლს გაენადგურებინა, ხანძრისაგან დამფრთხალი ფრინველები გრანიტის ტბას შეჰხიზნოდნენ. ახლა უკან უბრუნდებოდნენ თავიანთ ბინას.
2812 საბრალო ბავშვს მთლად მიტკლისფრად ექცა ცხვირპირი და ყურები. ჯერ შეაჟრჟოლა, მაჯისცემა დაუსუსტდა და საშინელი წყურვილი აუვარდა. შემდეგ სიცხე მისცა, სახე გაუცოცხლდა, კანი გაუწითლდა, მაჯისცემამ უმატა და წყალივით სდიოდა ოფლი, რის შემდეგა სიცხემ უკლო. ამ მდგომარეობამ ხუთ საათს გასტანა.
2813 ღამემ მშვიდობიანად გაიარა ჰერბერტს ცოტა აბოდებდა, მაგრამ არც იმ ღამეს და არც მეორე დღეს აღარ გაუციებია. პენკროფს იმედი მიეცა. გედეონ სპილეტი არას ამბობდა, რადგან შეიძლებოდა კიდევ შემოეტია ციებას. მოახალშენეები გულის ფანცქალით ელოდნენ მეორე დილას. ჰერბერტი დამსხვრეულს ჰგავდა.
2814 შეშინებული ნაბი იმ ოთახში გავარდა, სადაც დანარჩენი ამხანაგები იყვნენ. ამ დროს ტოპმაც უცნაურად შეჰყეფა... მოახალშენენი ჰერბერტის ოთახში გაცვივდნენ და გააჩერეს ყმაწვილი, რომელიც ლოგინიდან გადმოხტომას ცდილოდა. გედენო სპილეტმა შეამოწმა. მაჯისცემას უმატებდა. დილის ხუთი საათი იყო.
2815 დღითიდღე უკეთესობა ეტყობა. ჭრილობები თითქმის მოუშუშდა, - უპასუხა გედეონ სპილეტმა. მოახალშენენი მთელი იანვრის განმავლობაში მუშაობდნენ სათვალთვალო ზეგანზე. - რაც იმ ავაზაკებს გადაურჩათ, ის მაინც ავიღოთ, - თქვა ინჟინერმა. - საფრინველეს, წისქვილს და თავლას კი მერე შევაკეთებთ.
2816 მე ვფიქრობ კი არ აიკლებდნენ, მოიკალათებნდნე და მიგველიან. თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, ინჟინრის გეგმით ევლოთ. შორეული დასავლეთის ტყე გადაესერათ და ურჩხულის კონცხზე გასულიყვნენ. ურემი გამართული იყო, კანჯრები დასვენებული, ადვილდ შეიძლებდნენ შორეულსა და ხანგრძლივ მოგზაურობას.
2817 იმ საღამოს მოახალშენენი ტინის სასახლიდან თოთხმეტი მილის მანძილზე დაბანაკდნენ. ინჟინრის ვარაუდით, ურჩხულის კონცხამდე, ხუთი მილი იქნებოდა გასავლელი. მეორე დღეს მშვიდობიანად მიაღწიეს კუნძულის ბოლოს. ტყე მთელს სიგრძეზე გადასერეს, მაგრამ საიდუმლო მფარველის კვალს ვერსად მიაგნეს.
2818 თავი მეთერთმეტე მოულოდნელი დასასრული თვრამეტი თებერვალი მოანდომეს კუნძულის ტყიანი ნაწილის გამოკვლევას ურჩხულის კონცხიდან ჩანჩქერის მდინარემდე. მოახალშენეებმა გულდაგულ დაათვალიერს ეს ტყე, რომელიც ოთხიოდე მილის სიგანეზე გადაჭიმულიყო. ადამიანის თვალს ანცვიფრებდა ხეების სიმაღლე და მათი ფოთლოვანობა.
2819 ტოპი და ჯუპი წინ გარბოდნენ, როგორც საუკეთესო მგზავრები. აქეთ-იქით აწყდებოდნენ. ბარდებში და გამოქვაბულებსი ძვრებოდნენ, საზრიანობასა და მოხერხებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ... საღამოს ხუთი საათი იქნებოდა, როდესაც ურემი გააჩერეს ბაგების მესერიდან ექვსიოდე ნაბიჯის მანძილზე. დაბურული ხეების ქვეშ.
2820 მოახალშენენი ურემთან დალაგდნენ. ფხიზლად ათვალიერებდნენ ირგვლივ მიდამოს. ასე გავიდა სამი საათი, ნიავი მიყუჩდა, სრული მყუდროება ჩამოვარდა ტყეში. ისეთი სიჩუმე იყო, რომ გაიგებდით წკირის გატეხას, ბალახის შრიალს, ფოთლების რხევას. ტოპი ურემთან იწვა და მოუსვენრობის ნიშანსაც არ იჩენდა.
2821 გედეონ სპილეტი და პენკროფი მცირეოდენ საეჭვო ხმაურობაზეც კი ჩერდებოდნენ და შემდეგ ისევ დიდი სიფრთხილით მიიწევდნენ წინ. ხუთი წუთის შემდეგ ტყის პირას გავიდნენ და პატარა ველზე მოხვდნენ, რომლის სიღრმეშიც ბაგების ფიცრული ღობე იყო ამართული. აქ შეჩერდნენ. ველზე ჯერ მთლად არ ბნელოდა.
2822 შეიძლებოდა მესერიდან გამოვარდნილ ტყვიას, ან რამდენიმე ტყვიას, აქვე გაექრო გულადი მზვერავები. გედეონ სპილეტი და პენკროფი ლაჩრები არ იყვნენ და უკან დახევა არ სჩვევოდათ, მაგრამ მცირეოდენი გაუფრთხილებლობით შეიძლებოდა სიცოცხლეს გამოსალმებოდნენ და ამხანაგებიც განსაცდელში ჩაეგდოთ.
2823 გედეონ სპილეტი და პენკროფი თვალს არ აშორებდნენ ბაგების მესერს მას მერე, რაც ტყეს გამოსცდნენ. ბაგებში თითქოს არავინ იყო. მესერი სიბნელეში სწორ შავ ხაზად მოჩანდა. თუ კატორღელები სადმე იყვნენ, ალბათ აქ, მესერთან უნდა ყოფილიყვნენ ჩასაფრებულნი. სწორედ აქ უნდა ჰყოლოდათ დაყენებული მოდარაჯეც.
2824 ურემი უხმაუროდ დაიძრა. ირგვლივაც სიჩუმე და მყუდროება გამეფებულიყო. ფეხის ხმა ბალახებშივე იკარგებოდა. მოახალშენენი ყოველ წუთს მზად იყვნენ მტერთან საბრძოლველად. პენკროფის ბრძანებით ჯუპი ყველაზე ბოლოს მოდიოდა. ნაბი თოკით იჭერდა ტოპს, რომ წინ არ გაქანებულიყო. მალე მიაღწიეს პატარა ველს.
2825 ვიაროტ! თოფებმომარჯვებული მოახალშენენი ფრთხილად გასცდნენ ჭიშკარს. ურემთან დატოვეს ჯუპი და ტოპი, რომელიც სიფრთხილისაგან თოკითაც მიაბეს ურემს. რამდენიმე წუთის შემდეგ ყველანი კარჩაკეტილ ოთახს წაადგნენ. ინჟინერმა ანიშნა ამხანაგებს, ადგილიდან არ დაძრულიყვნენ და ჩუმად მიიპარა ფანჯარასთან.
2826 პენკროფი, ნაბი და გედეონ სპილეტი დავალების ასასრულებლად გაეშურნენ. სწრაფად გადაირბინეს გზა და გასცდნენ ჭიშკარს, სადაც ურემთან ტოპი ყრუდ ღრინავდა. ერთი წუთით ინჟინერმა მიატოვა აირტონი და თოფმომარჯვებულ გარეთ გავიდა. ჰერბერტი გვერდით ახლდა, ისინი შეშფოთებით აკვირდებოდნენ ბაგების თავში ამართულ კლდეს.
2827 თუ კატორღელები იქ იყვნენ სადმე ნაპრალში ჩასაფრებულნი, მოახალშენეებს სათითაოდ გაჟლეტდნენ. ამ დროს აღმოსავლეთის მხრიდან ამოცურდა მთვარე. მისი ლბილი შუქი მიდამოს მოეფინა. საჩიხი მთლიანად განათდა - მთელი თავისი ხეებით, რომლებიც ვაკობის შუაში მოჩუხჩუხებ ნაკადულს შემოსჯაროდნენ, აბალახებული ველით.
2828 თოფებმომარჯვებული მოახალშენენი უცდიდნენ სროლის წუთს. ტოპი განაგრძობდა ყეფას, ჯუპიც აჰყვა და ხრიალით უტევდა შეშფოთების ნიშნად. მოახალშენენი ფეხდაფეხ გაჰყვნენ ჯუპსა და ტოპს ნაკადულის ნაპირისაკენ, რომელიც ხეებით იყო შემობურული. მთვარის შუქზე მათ დაინახეს, რომ... ნაკადულის პირას ეყარა ხუთი მოკლული კაცი.
2829 მაგრამ ერთი წუთის წინათ აფრთხილებდა მათ, მალე დაბრუნდებიანო. აირტონმა, როგორც ეტყობა, არაფერი იცოდა. ორიოდე სიტყვის შემდეგ მას თვალები მიეხუჭა და უძრავად იწვა. მოახალშენეებმა ღამე დიდ მღელვარებაში გაატარეს. აღარც ნაკადულის პირად გასულან, სადაც დახოცილი კატორღელები ეყარნენ, არც აირტონს მოსცილებიან.
2830 აქ ჰქონდათ მათ დროებითი თავშესაფარი. მისი მოკვლა გადაეწყვიტათ, მაგრამ ერტ კატორღელს ეცნო. ცოცხალი კი დატოვეს, მაგრამ ძვირად დაუსვეს ეს სიცოცხლე. ძველი ნაამხანაგარნი გამუდმებით აწამებდნენ მას, ცდილობდნენ გადაებირებინათ თავიანთკენ და ერთად ემოქმედათ მოახალშენეთა წინააღმდეგ.
2831 იმედი ჰქონდათ, აირტონი მოეხმარბოდათ ტინის სასახლის დაპყრობაში. აირტონი უარზე დადგა. ამ ყოფილმა კატორღელმა სიკვდილი ამჯობინა ამხანაგების გაცემას. ავაზაკები მაინც იმედს არ კარგავდნენ, რომ ოდესმე დაითანხმებდნენ აირტონს. ხელფეხშებოჭილი ჰყავდათ. მუდამ დარაჯად ადგნენ და ოთხ თვეს გააწამეს ამ ჯურღმულში.
2832 დღითი-დღე უფრო მკაცრად ეპყრობოდნენ აირტონს. საბრალოს ხელ-ფეხი სისხლიანი წყლულებით ჰქონდა დაფარული მაგრად გაჭერილი თოკებისაგან. ყოველ წუთს სიკვდილის მოლოდინში იყო. ენატრებოდა კიდეც სიკვდილი. ასე გრძელდებოდა თებერვლის მესამე კვირამდე. კატორღელები იშვიათად გამოდიოდნენ მღივმიდან.
2833 უკვე დილა იყო. ნაკადულის პირას ხუთი მოკლული ავაზაკი ეგდო. აირტონზე საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა ამ სანახაობამ. ინჟინერი და მისი ამხანაგები უსიტყვოდ მისჩერბოდნენ მას. ინჟინერმა ანიშნა და ნაბი და პენკროფი შეუდგნენ მოკლულების დათვალიერებას. არც ერთს არ ემჩნეოდა ჭრილობის ან დაჟეჟილობის ნიშანი.
2834 ნაბმა და პენკროფმა კატორღელების გვამები ტყეში გადაიტანეს და იქ დაასაფლავეს. შემდეგ აირტონს უამბეს თავისი თავგადასავალი, რაც მათ გადახდათ აირტონის ტყვეობის განმავლობაში. - ახლა ჩვენ ერთი მოვალეობა გვაძევს, - თქვა ინჟინერმა სმიტმა. - ხიფათი ავიცდინოთ, მაგრამ დავალებული ვართ უცნობი მფარველისაგან.
2835 თავდაპირველად დაწვრილებით დაათვალიერეს ვულკანის სამხრეთით მდებარე ველი, საიდანაც მოიმართებოდა ჩანჩქერის მდინარე. აირტონმა აქ უჩვენა ამხანაგებს ის გამოქვაბული, სადაც კატორღელებს დაემწყვდიათ და ეწამებინათ იგი. გამოქვაბული იმავე მდგომარეობაში დახვდათ, რა სახითაც დაეტოვებინა აირტონს.
2836 ნახეს აგრეთვე სურსათის ნარჩენი, რომელიც ბაგებიდან გამოეტაცათ კატორღელებს. შემდეგ მოახალშენეებმა დაათვალიერეს სამხრეთ-დასავლეთის ფერდობები, გარს შემოუარეს მათ და შეჰყვნენ ვიწრო ხეობას, რომელიც ჩაჭედილიყო ერთიმეორეზე მილაგებულ და თითქოს განგებ გახვრეტილ ფიქალის კლდის უზარმაზარ ლოდებს შუა.
2837 აქ ხეები იშვიათად ხვდებოდათ. ბალახისა და მცენარეულობის ნაცვლად მთელი მიდამო ქვა-ღორღით იყო მოფენილი. მაღალი კლდებიდან კლდეებზე ხტებოდნენ მუფლონები, ფსიტები და ჯიხვები. აქედან იწყებოდა ვერანა, ხრიოკი ზოლი. მოახალშენენი არავითარ დაბრკოლებას არ ერიდებოდნენ თავისი მფარველის ძებნაში.
2838 თუმცა ეს გვირაბები სრულიად უკაცრიელი და ჩაბნელებული იყო, ინჟინერი დარწმუნდა, რომ აქ მაინც არ სუფევდა ისეთი მყუდროება, როგორიც მოსალოდნელი იყო ასეთ ადგილებში. ერთ გრძელ გვირაბში, რამდენიმე ასეული ფუტის სიღრმეზე რომ შევიდა, ყრუ გუგუნი შემოესმა. მის უკან მიმავალ გედეონ სპილეტსაც მოესმა შორეული გუგუნი.
2839 მოახალშენენი მუდამ ოცნებობდნენ სამშობლოში დაბრუნებაზე, უნდოდათ ერთხელ კიდევ ენახათ მშობლიური ადგილები, რომ შემდეგ ისევ დაჰბრუნებოდნენ კუნძულს, მკვიდრად მოეკიდებინათ ფეხი აქ და მუდამ მისვლა-მოსვლა ჰქონოდათ ამერკასთან. ერთხელ, ამ საგანზე საუბრის დროს, ინჟინერი სმიტი მიუბრუნდა ამხანაგებს.
2840 აირტონიც მეზღვაურიადა დაგვეხმარება. ყველამ მოიწონა ინჟინერ სმიტის აზრი. მართალია, ცოტა საძნელო იყო სამასიოდე ტონის ტევადობის გემის აგება, მაგრამ მოახალშენენი არც ამას შეუშინდნენ. ინჟინერი ნახაზებს ჩაუჯდა, დანარჩენმა ამხანაგებმა კი ხეების მოჭრას და გადმოზიდვას მიჰყვეს ხელი.
2841 გზა ხელახლა გაასუფთავეს. თუმცა იგი მიხვეულ-მოხვეული იყო, მაინც დიდად უადვილებდათ გველის ნახევარ კუნძულზე მისვლა-მოსვლას. მოახალშენენი ჩქარობდნენ ხეების მოჭრას და გათლას, რადგანაც მის გამოშრობასაც დრო სჭირდებოდა. ჩვენმა ხუროებმა გულმოდგინედ იმუშავეს და მთელი აპრილის განმავლობაში.
2842 ამინდიც ხელს უწყობდათ. მათ ბიძია ჯუპიც ეხმარებოდათ. ის მარდად მოექცეოდა ხოლმე წაქცევაზე მიმდგარ მუხას ან თელას კენწეროზე და გადმოსაწევად თოკს აბამდა, ხან კი თავის ღონიერ მხრებზე მოიდებდა მორს და დანიშნულ ადგილამდე მიარბენინებდა. აპრილში მოახალშენეებმა მინდვრის სამუშაოებიც მოასწრეს.
2843 თავლაში ამჟამად ხუთი კანჯარი ებათ. ამათგან ოთხი უკვე კარგად ჰყავდათ გახედნილი, რომლებსაც ხან შესაბმელად იყენებდნენ, ხან შესაჯდომად. მოახალშენეებმა გუთანი გამართეს. შიგ შებმული კანჯრებით უკვე ხნავდნენ მიწას, ვიდრე იორკშირის ან კენტუკის ხარებით. სამუშაო აუარებელი ჰქონდათ.
2844 აირტონიც მათთან ერთად ცხოვრობდა ტინის სასახლეში, მაგრამ ფიქრიანი და მდუმარე იყო. მუშაობაში უფრო ხალისიანად მონაწილეობდა, ვიდრე გართობაში. შრომობდა დაუცხრომლად, აზრიანად და მოხერხებულად. ყველას უყვარა იგი, ყველანი პატივისცემით ეპყრობოდნენ ყოფილ კატორღელს. ამას თვითონაც გრძნობდა.
2845 აღარც თეთრეული და საცვლები აკლდათ. თეთრეულს მოახალშენენი წელიწადში ოთხჯერ ირეცხდნენ, როგორც იმ დროს იყო მიღებული ინგლისისა და ამერიკის დიდ ოჯახებში. ზამთრის ყინვების ხანა მოახალშენეებმა სწორედ ამ საქმეებისათვის გამოიყენეს. ინჟინერი სმიტი თვითონ ამზადებდა სოდას და ქოლის კირს.
2846 იმ დღიდან ფრანკლინის გორას კვამლი არ მოშორებია და მაღლა-მაღლა იწევდა, თუმცა ალი ჯერ კიდევ არ მოჩანდა. მიუხედავად ამისა, მუშაობა ჩვეულებრივი წესით მიდიოდა. მოახალშენენი ჩქარობდნენ გემის დამთავრებას. ინჟინერმა მოაწყო ჰიდრავლური სამხერხაო, რომელიც ხის მორებს სწრაფად ხერხავდა ფიცრებად და კოჭებად.
2847 ახლა მაინც გამოირკვევა საიდუმლოება! - წარმოთქვეს სხვებმა. დაქანცულობა და ძილი ქაფურივით გაქარდა. მოახალშენენი უსიტყვოდ გაემზადნენ და სასწრაფოდ ჩავიდნენ ზღვის პირას. ტინის სასახლეში მხოლოდ ტოპი და ჯუპი დატოვეს. საშინელი ბნელი ღამე იყო. ახალი მთვარე მზის ჩასვლისთანავე მიეფარა.
2848 მოახალშენეებმა ტინის სასახლე ცხრა საათსა და თორმეტ წუთზე დატოვეს. ათ საათსა და ორმოცდაშვიდ წუთზე გავლილი ჰქონდათ სამი მილი ბაგებამდე ორი მილიღა დარჩათ გასავლელი. ელვამ მოუხშირა. დროდადრო ჰორიზონტი ისე ნათდებოდა, რომ თვალსა სჭრიდა. შორიდან მოისმოდა გრგვინვა-ქუხილის ხმა. ჰაერი დამძიმებულიყო.
2849 თერთმეტის თხუთმეტი წუთი იქნებოდა, როდესაც ელვამ გაანათა ბაგების მესერი. ჭიშკარში რომ შევიდნენ, კიდევც ერთხელ იჭექა. ინჟინერი ყველაზე პირველი მიადგა ოთახის კარს. იქნებ უცნობი აქ იმყოფება? ეჭვს გარეშეა, რომ მისი დეპეშა აქედან იყო გადმოცემული. მაგრამ ფანჯარაში სინათლე არ ჩანდა.
2850 პასუხი არ იყო. ინჟინერმა ცოტა ხნის შემდეგ კარი გააღო და შიგ შევიდა. მას მიჰყვნენ დანარჩენებიც. ოთახში ბნელოდა. ნაბმა ტალ-კვესით გააჩინა ცეცხლი. მოახალშენეებმა სანათური აანთეს და მთელი ოთახი შემოიარეს, ყოველი კუნჭული დაათვალიერეს. აქ ყველაფერი იმაე წესზე იყო, როგორც დატოვეს უკანასკნელად ყოფნის დროს.
2851 სანთურისა და ელვის შუქზე მისდევდნენ მოახალშენენი ტელეგრაფის მავთულს. ავიდნენ ფრიალო კლდეზე, რომელიც ამართული იყო ბაგების გვერდით მდებარე ველსა და ჩანჩქერის მდინარის ველს შორის და მდინარეზე გადავდნენ. ტელეგრაფის მავთული ხან ხეების ქვედა ტოტებში გადიოდა, ხან მიწის პირად იყო გაჭიმული.
2852 დროდადრო ერთ-ერთი მათგანი დაიხრებოდა, მავთულს ხელს მოუფთურებდა და ისევ განაგრძობდნენ გზას. ახლა უკვე ეჭვი აღარ ჰქონდათ, რომ მავთული ზღვამდე მიიყვანდა მათ. ფიქრობდნენ, რომ ზღვის პირად სადმე კლდეებში იყო მოთავსებული ის საიდუმლო ბინა, რომელი ადრე იმდენი ეძებეს უშედეგოდ. ცას ცეცხლი ედებოდა.
2853 დაღმართი თანდათან ექანებოდა, ჩასვლა საძნელო და სახიფათო ხდებოდა, მაგრამ მოახალშენენი აინუნშიაც არ აგდებდნენ და მიეშურებოდნენ იმ საიდუმლო თავშესაფრისაკენ, რომელიც მათ ანდამატივით იზიდავდა. მათ მშვიდობიანა ჩააღწიეს ფრიალო კლდიდან, სადაც დღისითაც კი სხვა ვერავინ გაბედავდა ნაბიჯის გადადგმას.
2854 ქვები გამუდმებით სხლტებოდა მათ ფეხებქვეშ და ელვის შუქზე მეტეორებივით ელვარებდნენ. ინჟინრი წინ მიუძღოდა, აირტონი კი ყველაზე ბოლოს მიდიოდა. ბოლოს ტელეგრაფის მავთულმა ერთბაშად მიუხვია ზღვის პირას კლდეებისაკენ, რომელიც, როგორც ემჩნეოდა, ძლიერი ზღვის მოქცევის დროს ტალღებით იფარებოდა.
2855 მოახალშენენი ვიწრო ქიმს წაადგნენ. ტელეგრაფის მავთული ამ ვიწრო ქიმს გასდევდა და ისინი დაუფიქრბლად მიჰყვნენ მას. ასიოდე ნაბიჯიც არ გაუვლიათ, რომ კლდის ქიმი დადაბლდა და მათფეხებთან ზღვის ტალღები აპრიალდა. ინჟინერმა ხელი მოაფათურა და დარწმუნდა, რომ მავთული ზღვაში იყო ჩაშვებული.
2856 ინჟინერი ისეთი დაჯერებით ლაპარაკობდა, რომ ვერავინ შეედავა. ალბათ ზღვის უკუქცევის დროს ამ კლდის ძირში გამოჩნდებოდა ხვრელი, რომელიც ახალი წყლით იყო დაფარული. ძალაუნებურად რამდენიმე საათს უნდა ელოდათ ზღვის უკუქცევისათვის. მოახალშენენი ეხის ძირას დალაგდნენ. კოკისპირულად წვიმდა.
2857 მოახალშენენი ზღვის კიდურზე ჩავიდნენ. სამ საათზე წყალმა თხუთმეტი ფუტით დაიწია. მღვიმის თაღი თანდათან ჩნდებოდა. იგი უზარმაზარი კამარის მოყვანილობისა იყო დ მის ქვეშ ხრიალით მიექანებოდა აქაფებული ტალღები. ინჟინერი სმიტი დაიხარა, შეამჩნია რაღაც შავი საგანი, რომელიც ტალღებზე ტივტივებდა და თავისკენ მოსწია.
2858 ნაბი და აირტონი ნიჩბებს მიუსხდნენ, პენკროფი საჭეს, ინჟინერი კი ნავის ცხვირთან იდგა და სანათურით გზას უნათებდა. დაბალი თაღი, რომლის ქვეშაც ნავმა პირველად გაიარა, ერთბაშად ამაღლდა, მაგრამ ისეთი უკუნი სიბნელე იდგა, რომ სანათურის შუქი არც მღვიმის სიგანეს სწვდებოდა, არც სიმაღლეს.
2859 ინჟინრის განკარგულებით ნიჩბები კვლავ წყალში ჩაუშვეს და ახლა მისი წუნწკლები ალმასის მარცვლებივით ცვიოდა. ნავი იმ მხარეს გაემართა, საიდანაც სინათლე გამოდიოდა. აქ მღვიმს სიგანე სამას ორმოცდაათი ფუტი მანც იქნებოდა, სიმაღლით კი იმდენად მაღალი იყო, რომ ის ძლიერი შუქიც კი ვერ სწვდებოდა ჭერს.
2860 მღვიმის შუაგულში, წყლის ზედაპირზე ირწეოდა რაღაც ცეცხლოვანი საგანი, რომლიდანაც ორი მხრიდან სცემდა თვალისმომჭრელი სინათლე. მოყვანილობით ის საგანი თითისტარს წააგავდა. სიგრძით ორას ორმოცდაათი ფუტის მაინც იქნებოდა. წყლის ზედაპირზე თორმეტიოდა ფუტი იქნბოდა ამოზიდული. ნავი მძიმედ უახლოვდებოდა.
2861 ინჟინრის ბრძანებით ნავი მიუახლოვდა ამ მოტივტივე უზარმაზარ საგანს და მარცხენა გვერდიდან მიადგა. აქედან სქელი მინა გამოსცემდა სინათლის უშველებელ სვეტს. ინჟინერი სმიტი და მისი ამხანაგები იმ საგანზე გადავიდნენ, აქ მათ დაინახეს ახდილი კარი, რომლიდანაც შიგნით კიბე ჩადიოდა. ყველანი კარს ეცნენ.
2862 თქვენ მოგვიწვიეთ და ჩვენც გეახელით! თავი მეთხუთმეტე კ ა პ ი ტ ა ნ ი ნ ე მ ო დივანზე მიწოლილი კაცი სწრაფად წამოდგა. მოახალშენენი უცქერდნენ მის მშვენიერ თავს, მაღალ შუბლს, ამაყ გამოხედვას, თეთრ წვერ-ულვაშს და უკან გადაყრილ ხშირ თმას. იგი ხელით დივანის თავს დაებჯინა, სახე წყნარი ჰქონდა.
2863 გედეონ სპილეტმა მაჯა დაუჭირა, მისი ხელი ცეცხლივით მხურვალე იყო. კაპიტანმა ნემომ ხელი გაითავისუფლა, მოახალშენეებს ანიშნა, დაბრძანდითო. ყველანი გამოუთქმელი მღელვარებით შესცქეროდნენ. აი, თურმე ვინ ყოფილა ის, რომელსაც იხსენიებდნენ როგორც კეთილ გენიას, ყოვლისშემძლე ჯადოსანს, საიდუმლო მფარველს.
2864 მათს წინაშე იყო დასნეულებული ადამიანი და არა ღვთება, როგორც წარმოდგენილი ჰყავდა ნაბს, ეს ადამიანი ახლა სიკვდილს ელოდა. მაგრამ საიდან, როდის და როგორ იცნობდა ინჟინერი კაპიტან ნემოს? კაპიტანი ნემო დივანზე იჯდა ხელდაბჯენილი და დაშტერებით მისჩერბოდა მის გვერდით მჯდომ ინჟინერ სმიტს.
2865 ბუნების ნიჭიერი და მედგარი ნებისყოფის ადამიანი იყო პრინც დაქაჰარი. ოცდაათ წლამდე ევროპაში დარჩა და საუკეთესო მეცნიერებთან სწავლობდა. ამ ხნის განმავლობაში მთელი ევროპა შემოიარა. წარჩინებული გვაროვნებისა და სიმდიდრის გამო მისთვის ყველგან ღია იყო კარი, თუმცა დიდკაცური ცდუნებანი სრულიად არ იზიდავდა.
2866 ახალგაზრდა კაცი იყო, ლამაზი, მოხდენილი, მაგრამ მუდამ დაღვრემილი და დაფიქრბული დაიარებოდა. მთელ მის სიცოცხლეს, მთელ მის ცოდნის წყურვილს ერთი განუყრელი განცდა ამოძრავებდა. ეს იყო უზომო სიძულვილი. მას სძულდა ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა და იმ ქვეყანაში ფეხი არ შეუდგამს არასოდეს, თუმცა ხშირად მიუპატიჟებიათ.
2867 განათლებს დასრულების შემდეგ პრინცი დაქაჰარი სამშობლო ქვეყანას დაუბრუნდა. აქ ცოლად შეირთო ინდოელი ქალი, რომლის გულიც უბედური ინდოეთის ბედს დასტრიალებდა, მათ შვილი მიეცათ, რომელიც გაგიჟებით უყვარდა პრინცს. მაგრამ ოჯახურ ბედნიერებას როდი ჩაუხშვია მის გულში სამშობლოს ბედზე ზრუნვა.
2868 ათჯერ დაჭრეს, მაგრამ სიკვდილმა შეიბრალა იგი. ინდოეთში ინგლისის ბატონობას სერიოზული საფრთხე მოელოდა. ადგილობრივი მკვიდრებისაგან შედგენილ ჯარს, რომელთაც სიპაებს უწოდებდნენ, გარედან რომ მიეღო დახმარება, მაშინ ინგლისის გაერთიანებული სამეფო იძულებული გახდებოდა, ხელი აეღო დაპყრობილ სამფლობელოებზე.
2869 დაქაჰარის სახელი ყველგან ქუხდა. ის აშკარად იბრძოდა ინგლისის წინააღმდეგ. ინგლისელებმა დიდი თანხა აღუთქვეს, ვინც მას მოკლავდა, მაგრამ მთელ ინდოეთში არ აღმოჩენილა არც ერთი გამყიდველი და მოღალატე, რომელიც იკისრებდა დაქაჰარის მოკლვას. მტერმა იმსხვერპლა მისი მამა და ცოლ-შვილი.
2870 ინგლისელები ძლერინი იყვნენ და საბოლოოდ ძალამ ჩაახშო აჯანყება, სიპაები დამარცხდნენ. დაქაჰარმა, რომელმაც სიკვდილივერ ჰპოვა ბრძოლის ველზე, ბუნდელხანდის მთებში შეაფარა თავი. ახლა უკვე მარტოდმარტო იყო, დამარცხდა მისი კეთილშობილური იდეებიც. მას შეძულდა განთლებული ქვეყნიერება და სამუდამოდ ზურგი აქცია მას.
2871 აღარსად უმოგზაურია და მხოლოდ სიკვდილის მოლოდინში იყო, ესე იგი, ელოდა იმ წამს, როდესაც თავის ამხანაგებს შეუერთდებოდა. ერთხელ საყვინთავის ტანისამოსით დასეირნობდა ზღვის ფსკერზე, ნაპირის ახლომახლო. აქ შემთხვევით გახდა მოწმე აეროსტატის დანარცხებისა და ინჟინერი სმიტის ზღვაში ჩავარდნისა.
2872 მას მერე იგი განუშორებლად თვალს ადევნებდა მოახალშენეთა საქციელსა და ყოფაცხოვრებას. დაინახა მათი ძმური თანხმობა, ენერგია, მოხერხებულობა დ პატიოსანი გარჯილობა. საყვინთავი ტანისამოსით იგი ადვილად მიაღწევდა ხოლმე ტინის სასახლეში ძველი სადინარის ჭას, აცოცდებოდა მის დოლაბთან და ისმენდა მათ საუბარს.
2873 მათი ტყვეობისა და გამოპარვის ამბები ამ ადამიანების მსოფლმხედველობამ, მათმა შრომისმოყვარეობამ, ერთმანეთის გატანამ და დაუცხრომელმა ენერგიამ კვლავ მოუბრუნა გული ადამიანთა საზოგადოებისაკენ, კვლავ შეარიგა იგი კაცობრიობასთან. კაპიტანმა ნემომ გადაარჩინა სმიტი და გამოქვაბულში გულწასული გადაიტანა.
2874 მან მიიტანა გოგირდმჟავა ქინაქინი ჰერბერტის ავადმყოფობის დროს. მანვე მოკლა ხუთი კატორღელი მის მიერ გამოგონილი ელექტროთოფით, რომელსაც ხმარობდა იგი ზღვის ფსკერზე ნადირობის დროს. თუმცა კაპიტანი ნემო კაცთმოძულეს ჰგავდა, მაგრამ არსებითად იგი აღსავსე იყო იმ სურვილით, რომ სიკეთე მოეტანა კაცობრიობისათვის.
2875 თავის დროზე თქვენ სასიკეთოდ გამოიყენებთ ამ საუნჯეს მისტერ სმიტ, თქვენს ხელში და თქვენი ამხანაგების ხელში სიმდიდრეს ვნების მოტანა არ შეუძლია. აქ კაპიტანი ნემო მიყუჩდა და მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ განაგრძო. ხვალ თქვენ აიღებთ მაგ კოლოფს, ამ ოთახს დატოვებთ და კარს დაკეტავთ.
2876 ინჟინერი სმიტი და მისი ამხანაგები უსიტყვოდ გარინდებულიყვნენ, ისინი განცვიფრებულნი იყვნენ ყოველივე იმით, რაც მათ იხილეს და მოისმინეს. გული ნაღველით ეკუმშებოდათ, როდესაც ახსენდებოდათ მათი უბადლო მოამაგე, რომელიც მხოლოდ რამდენიმე საათის წინ გაიცნეს და ახლა სიკვდილის პირად იყო.
2877 მეგობრები აღარა მყავს. ჩვენი გვარიდან უკანასკნელი მე ვარ და რახანია მკვდარი ვარ იმათთვის, ვისაც ოდესმე ვიცნობდი. გთხოვთ, დამივიწყოთ მე... ვილაპარაკოთ თქვენზე. განმარტოება და ქვეყნიერებიდან განდგომა, თუნდაც ეს შემთხვევითი გარემოებით იყოს გამოწვეული, მეტად მძიმეა და ადამიანის ძალ-ღონეს აღემატბა.
2878 თქვენ ყოველივე უნდა იღონოთ, რომ დაუბრუნდეთ ადამიანთა საზოგადოებას. დიახ, მე ვიცი, რომ იმ საზიზღრებმა დაგიღუპეს კანჯო! - ჩვენ ახლა ავაგებთ მოზრდილ ხომალდს, - უპასუხა გედეონ სპილეტმა, - რომლითაც შესაძლო იქნება მახლობელ დასახლებულ ადგილებამდე მივაღწიოთ. მაგრამ ჩვენ კვლავ დავბრუნდებით აქ.
2879 გედეონ სპილეტი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა ავადმყოფებს, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალს აძლევდა ძლიერი ნერვიული აფორიაქება, რომელიც ხანგრძლივ ვერ გასტანდა. დაღამება საათის მიხედვით გაიგეს, რადგანაც მიწისქვეშა მღვიმეში არც მზისა და არც მთვარის ნატამალი არ აღწევდა.
2880 ერთი-ორჯერ გადმოხედა მის წინაშე მდგომ მოახალშენეებს და უკანასკნელი ღიმლით გაუღიმა. შუაღამისას კაპიტანმა ნემომ უცებ გაითრთოლა და ხელები გულზე დაიკრიფა, თითქოს ასეთ მდგომარეობაში სურდა სიკვდილი. ნაშუაღამევს პირველ საათზე მისი მიმქრალი სიცოცხლე თვალებშიღა კრთოდ. ბოლოს ის ნაპერწკლებიც ჩაქრა.
2881 თავი მეჩვიდმეტე რა გაანდო კაპიტანმა ნემომ ინჟინერ სმიტს მდუმარედ მიცურავდნენ. განთიადისას მღვიმის პირს მიაღწიეს. ამ მღვიმეს, კაპიტან ნემოს სახსოვრად, დაქაჰარის მღვიმე უწოდეს ზღვის უკუქცევა უკვე დაწყებულიყო და მათი ნავი დაუბრკოლებლად გამოსცლოდა ფიქალის კამარას, რომელსაც ზღვის ტალღები ელამუნებოდა.
2882 პენკროფმა, აირტონმა და ნაბმა ნავი ნაპირზე გამოათრიეს. წვიმას გადაეღო. უკანასკნელი ქუხილი მოისმოდა შორეული დასავლეთიდან. ღრუბლები კი კვლავ ირეოდა ცაზე. მოახალშენენი ბაგების გზას დაადგნენ. გზადაგზა ხსნიდნენ და ახვევდნენ კაპიტან ნემოს მიერ გაბმულ ტელეგრაფის მავთულს, რომელიც ოდესმე გამოადგებოდათ.
2883 ყველა მათგანი უფრო მეტ სიმარტოვეს გრძნობდა, ვიდრე წინათ. ისინი მიჩვეულიყვნენ დაუცხრომელ და ყოვლისშემძლე მზრუნველობას. ახლა ობლებივით დარჩნენ. დილის ცხრა საათი იქნებოდა, როდესაც მოახალშენეებმა ტინის სასახლეს მიაღწიეს. გადაწყვიტეს, რაც უნდა მომხდარიყო, დაეჩქარებინათ ხომალდის აგება.
2884 ვულკანმა იქნება ისეთი ძვირფასი ლითონებიც ამოისროლოს, რომ გამოგვადგეს კიდეც!... - შეედავა მეზღვარი. საირუს სმიტ უიმედოდ იქნევდა თავს. ალბათ, სასიკეთოს არას მოელოდა ბუნების ამ მოვლენისაგან. ღველფი თუნდაც დამუშავებულ მიწებს და ტყეს ასცდენოდა, შეიძლებოდა სხვა უბედურებაც მოჰყოლოდა მას.
2885 ვულკანის ამოხეთქვას ხომ ხშირად თან სდევს მიწისძვრაც. ლინკოლნის კუნძულს კი ძლიერი მიწისძვრა ქუცმაცებად აქცევდა, რადგანაც მისი შემადგენელი ნაწილები - გრანიტი, ბაზალტი და წიდა - მჭიდროდ არ იყვნენ ერთმანეთთან შეკავშირბული. აირტონი დაიხარა და ყური დაუგდო დედამიწას. ბოლოს წარმოთქვა.
2886 მოახალშენენი მიწაზე დაემხნენ და ყური დაადეს. აირტონი არ ცდებოდა. შორეული გუგუნს დროდადრო ემატებოდა ერთგვარი ღმუილი, თითქოს მიწის ქვეშ ქარი ზუზუნებსო. ეს ხმაური ძლიერდებოდა, ფართოვდებოდა, მერე კლებულობდა და მიყუჩდებოდა ხოლმე. მაგრამ მიწის გულიდან არ მოისმოდა არც ხეთქების, არც ბიძგის ხმა.
2887 ეს გარემოება დიდად აჩქარებდა ხომალდის მშენებლობას, რადგანაც ყოველგვარი კატაკლიზმი იყო მოსალოდნელი, ამ შემთხვევაში კი შეიძლება მხოლოდ ხომალდი გამოსდგოოდათ ერთადერთ საიმედო თავშესაფრად. საღამო ხანს, ნავახშმევს, საირუს სმიტი, გედეონ სპილეტი და ჰერბერტი ერთხელ კიდევ ავიდნენ შორეული სანახაობის ზეგანზე.
2888 მას მოჰყვა ისეთი ძლიერი ტკაცატკუცი, თითქოს ტყვიამფრქვევები ტრახტრახებენო. ინჟინერმა სმიტმა, გედეონ სპილეტმა და ჰერბერტმა თითქმის ერთ საათს დაჰყვეს ზეგანზე, შემდეგ ზღვის პირას დაეშვნენ და ტინის სასახლეში დაბრუნდნენ. ინჟინერი დაფიქრებული იყო. ემჩნეოდა რაღაც დიდ საგონებელს მისცემოდა.
2889 ცოტა რამის გამოკვლევა მჭირდება. საჭიროა შევამოწმო მთის მდგომარეობა, რამდენიმე დღეში დავრწმუნდებ, საფუძლვიანია თუ არა ჩემი შიში, და მაშინ გაგიზიარებთ ყველაფერს. გედეონ სპილეტიც აღარ აუხირდა. ის დღეც ჩვეულებრივ დაღამდა და, მიწის გულში ბიძგების მიუხედავად, ტინის სასახლის ბინადრები გულის ძილს მიეცნენ.
2890 განვლო სამმა დღემ. მოახალშენენი განსაკუთრებული მუყაითობით განაგრძობდნენ გემის აგებას. ინჟინერი ყოველნაირად ცდილობდა ამ საქმის დაჩქარებას, მაგრამ შეუძლებელი იყო მეურნეობის მიტოვებაც. - დრო არის, ვინმე ჩვენთაგანს მიეხედა ბაგებისათვის და შეეტყო რა დღეში არიან ჩვენი მუფოლნები და ფსიტები.
2891 მე იქ მინდა ვნახო... ერთი სიტყვით, ორი საათის შემდეგ აქვე დავბრუნდებით. ინჟინერი ფრანკლინის მთისაკენ გაემართა, აირტონმა კი საქონელს მიაშურა. ინჟინერი ავიდა აღმოსავლეთის ფერდობებზე, წითელ მდინარეს მიაშურა და იმ ადგილას მიაღწია, სადაც პირველი ექსპედიციის დროს გოგირდოვანი წყალი აღმოაჩინეს.
2892 ჰერი გაჟღენთილი იყო გოგირდის სუნით. ინჟინერის ფეხქვეშ ზანზარი გაჰქონდა წიდა ქვას, რომლითაც მოფენილი იყო მთელი ველი, მაგრამ ახლადამოხეთქილი წიაღვრის კვალი კი არსად ჩანდა. ამაში საბოლოოდ მაშინ დარწმუნდა ინჟინერი სმიტი, როდესაც, გამოიკვლია ფრანკლინის მთის ჩრდილო ფერდობებიც.
2893 მაგრამ საშიში ეს კი არ არის... ვგონებ, კაპიტანი ნემო უფრო მიხვდა ნამდვილ საფრთხეს! ინჟინერი უკანვე გამობრუნდა. ხშირად იხრებოდა და უსმენდა მიწის შიგნით ატეხილ გუგუნს. დილის ათ საათზე უკვე ბაგებში იყო. აირტონსაც მოეთავებინა თავისი საქმე და მას ელოდა. საკვები უკვე მივეცი, - უთხრა აირტონმა.
2894 ტყეში არც ერთ ცხოველი არ შეხვერიათ, ფრინველებიც კი გადახვეწილიყვნენ, დროდადრო ზღვის მხრიდან წამოუქროლებდა ქარი, ფერფლის კორიანტელს დააყენებდა და ჩვენი მგზავრები თითქმის ვეღარც კი ხედავდნენ ერთმანეთს. ისინი ცხვისახოცებს იფარებდნენ პირზე, ჰაერიც ძალიან დამძიმდა, თითქოს მთელი ჟანგბადი ამოქრაო.
2895 ინჟინერი სმიტი არაფერს აზვიადებდა. მართალია, ადრეც მოსვლიათ ხოლმე აზრად, ვულკანის ჩასაქრობად მასში მიეშვათ ზღვა ან ტბები, რომელნიც მუდამ მაღლა მდებარეობდნენ ვულკანსი დონეზე, მაგრამ ყოველთვის ივიწყებდნენ იმ გარემოებას, რომ მაშინ დედამიწის ის ნწილი ისე აფეთქდებოდა, როგორც ორთქლის ქვაბი.
2896 საუბარი ერთ ხანს კიდევ გაგრძელდა. მოახალშენეები იხილავდნენ ყველა შესაძლებლობას, რასაც კი შეიძლება ჩასჭიდებოდნენ. ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საჭიროა მთელი ჯან-ღონე მოიკრიბონ და როგორმე მალე დაამთავრონ გემის აგება, რადგანაც ეს არის ერთადერთი საშუალება მოახალშენეთ გადარჩენისა.
2897 ყვლანი დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ მუშაობას, ან კი ასეთ პირობებში რაღა აზრი ჰქონდა მოსავლის აღებას, ნადირობას და ტინის სასახლისათვის მარაგის მიმატებას? რაც ამჟამად საწყობებსა და საკუჭნაოებში ჰქონდათ შენახული, სრულიად საკმარისი იყო ზღვაზე სამგზავროდ, რაც უნდა დიდხანს გაგრძელებულიყო იგი.
2898 ღამის ორი საათი იქნებოდა. ცას ცეცხლი წაჰკიდებოდა. თავმოგლეჯილი კრატერის დაღრენილი ხახა მთელ ზღვაზე ალნარევ წიაღვარს აფრქვევდა. გავარვარბული ღველფი დროდადრო გრუხუნით მოადგებოდა კრატერის პირს და მისი ნაკადები ათასი უზარმაზარი გველის სახით კლაკვნით მოექანებოდნენ ფერდობებზე.
2899 ბაგებისაკენ! ყველანი ერთად გაექანენ ბაგებისაკენ, რადგანაც წიაღვარის ნაკადს იქით აეღო გეზი და განადგურებას უქადდა წითელი წყაროს ნაყოფიერ მიდამოებს და ჟკამარის ტყეს. დილის სამი საათ იქნებოდა, როდესაც ბაგებს მიაღწიეს. პირუტყვების საშინელი ბღავილი მოწმობდა, რა თავზარი დასცემოდათ მუფლონებსა და ფსიტებს.
2900 ახლა კრატერი კვამლის ნისლითა და ფერფლით იყო დაბურული. ჟაკმარის ტყის პირად შეხიზნულ მოახალშენეებს იქ აღარ ედგომებოდათ. მათს თავზე სეტყვასავით გამოდიოდა ნატყროცნი ქვები და მეორეც, წამოგრაგნილი წიაღვარის ნაკადი, რომელიც წითელი მდინარის კალაპოტიდან მოიმართებოდა, ყოველ წუთს გზის მოჭრით ემუქრებოდა.
2901 მიდიოდნენ მძიმედ, ნელ-ნელა იხევდნენ უკან, დაქანებულ ფერდობებზე წიაღვრის ნაკადები სწრაფად ედებოდა აღმოსავლეთის მიდამოებს. წიაღვრის ქვედა ფენა რომ ცივდებოდა, მას სუფრასავით ზედ ეფინებოდა წიაღვრის ახალი ზეწარი, უმთავრესი ნაკადით, რომელიც წითელი მდინარისაკენ მიიმართებოდა, წუთიწუთ მრისხანე ხდებოდა.
2902 მოახალშენენი განზრახვას მიუხვდნენ. ყველანი გაექანნენ გემთსაშენისაკენ, მოარბენინეს ტბის პირად ბარები, ნიჩბები და ცულები. მოსჭრეს დიდრონი ხეები და რამდენიმე საათის განმავლობაში ამართეს მაგარი ჯებირი, სიმაღლით სამი ფუტი და სიგრძით ხუთასიოდე ნაბიჯი. ისე იყვნენ გართულნი მუშაობაში, რომ დაღლა არ უგრძვნიათ.
2903 წიაღვრის თქეშის დონე მაღლა-მაღლა იწევდა და ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო, რომ გაარღვევდა ჯებირსა და გადაეშვებოდა შორეული დასავლეთის ტყეებისაკენ. მაგრამ ჯებირი ჯერ კიდევ უძლებდა. რამდენიმე წუთით შეფერხების შემდეგ კი ღველფის მდინარე ჩანჩქერივით გადაესვა გრანიტის ტბაში ოცი ფუტის სიმაღლიდან.
2904 ქანდგამოლეული მოახალშენეები უძრავად იდგნენ და მდუმარედ გასცქეროდნენ ამ ორი სტიქიის საშნილე შებრზოლებას. რაც უნდა უხვწყლიანი ყოფილიყო ტბა, ბოლოს და ბოლოს სულ ოხშივრად იქცეოდა. ვულკანი განუწყვეტლივ მოაგორებდა წიაღვრის ახალ-ახალ ტალღებს. პირველ ფენას მეორე მოსდევდა და ისიც გზადაგზა ქვავდებოდა.
2905 შიშინი დ ზუზუნი იდგა ირგვლივ. ქარით გატაცებული ორთქლი კი წვიმის სახით უშხაპუნებდა ტბის ზედაპირს. წიაღვრის ტალღები ერთი მეორეზე იხორხლებოდა და იქ, სადაც ცოტა ხნის წინათ მიმყუდროებით გრანტის ტბის წყალი იდგა, ახლა მოფენილი იყო გაქვავებული ღველფის ვეება ლოდებით, რომელთაც ოხშივარი ასდიოდა.
2906 მოახალშენეებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარმოებას, რომ ღველფის თქეშმა გრანიტის ტბისაკენ აიღო გეზი. მათ განკარგულებაში რჩებოდა კიდევ რამდენიმე დღე გადარჩენის მოლოდინში. შორეული სანახაობის ზეგანს, ტინის სასახლეს და გემსაშენ აგილს ჯერჯერობით მაინც არ მოელოდათ საფრთხე.
2907 ექვსი დღის განმავლობაში ისე დააჩქარეს ხომალდის მშენებლობა, თითქოს ხუთს კი არა, ოც კაცს მაინც ემუშაოს. მხოლოდ მცირეოდენ ხანს ისვენებდნენ ხოლმე სულის მოსათქმელად. ვულკანიდან ამოვარდნილი კაშკაშა ალი საშუალებას აძლევდა განუწყვეტლივ ემუშავათ - დღისითაც და ღამითაც. არც ერთ წუთს არ კარგავდნენ.
2908 პენკროფს კი ვერ გაებედა იქ ასვლა. მას არ უნდოდა საკუთარი თვალით დაენახა წიაღვრისაგან საშინლად ფერშეცვლილი კუნძული. სანახაობა კი მართლაც გულსაკლავი იყო. ტყით დაფარული კუნძულის ნაწილი ახლა სრულიად მოტიტვლებული გამოიყურებოდა. მხოლოდ რამდენიმე ხე მოჩანდა გველის ნახევარკუნძულის კიდეზე.
2909 აქა-იქ ამოშვერილიყო შემურული მუგუზლები, უღრანი ტყით დაბურული ადგილები ახლა შავიხვის ჭაობებზე უდაბური და უნაყოფო იყო. ასე გაანადგურა წიაღვრის თქეშმა ყველაფერი. ინჟინერ სმიტს ახლა ისღა აფიქრებდა, რომ თქეში შლამიან ნაპირებს არ მოსდებოდა და ხომალდის მშენებლობაში ხელი არ შეეშალა.
2910 სტიქიონის ამ უკანასკნელ დაკვრას ყველაზე მძიმე შედეგი მოჰყვა მოახალშენეებისათვის. უკვალოდ განადგურდა მათი წისქვილი, საჯინიბო, გომური და საფრინველე. დამფრთხალი ფრინველები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. ტოპი და ჯუპი დიდ მოუსვენრობას განიცდიდნენ, რადგან ალღოთი გრძნობდნენ კატასტროფის მოახლოებას.
2911 კუნძულზე მყოფი ცხოველების უმეტესი ნაწილი კრატერის პირველი ამოხეთქვის დროს დაიღუპა. გადარჩენილებმა თავი მისცეს შავიხვას ჭაობებსა და შორეული სანახაობის ზეგანს. მაგრამ ეს თავშესაფარიც მალე გამოეცალათ. ცეცხლის თქეშმა გადაანგრია პიტალო კლდის ჯებირები და მდინარის ნაპირებისაკენ დაექანა.
2912 აშკარა იყო, რომ დაქაჰარის მღვიმის კედლებს ვეღარ გაეძლოთ აირის წნევისათვის, ალბათ ზღვის წყალმა იხუვლა ვულკანის ყელში და ორთქლადქცეული უკანვე ამოვარდა. აფეთქების ხმამ მთელი მიდამო გააყრუა. მისი ჭექა-გრგვინვა რამდენიმე ასი მილის მანძილს მიაღწევდა. მთის ნამსხვრევები ჰერში მისრიალებდა.
2913 თავი მეცხრამეტე მოულოდნელი გადარჩენა წყნარი ოკეანის ადუღებულ ტალღებში ერთადერთ კლდეს ამოეყო თავი. სიგრძით ოცდაათი ფუტი იქნებოდა, სიგანით კი - ათი. ესღა იყო ერთადერთი ნაშთი ლინკოლნის კუნძულისა, რომელიც საძირკვლიანად ამობრუნებულიყო. ამ კლდეს შეაფარეს თავი მოახალშენეებმა და მათმა ძაღლმა.
2914 დაიღუპა საბრალო ჯუპიც. მოახალშენენი მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ კუნძულის აფეთქების დროს ზღვის ნაპირზე იყვნენ და ყველანი წყალში გადაცვივდნენ. რომ ამოყვინთეს, მათ თვალწინ აღარაფერი ჩანდა, გარდა იმ პატარა კლდისა, რომელიც მათგან რამდენიმე ფუტის მანძილზე ამოშვერილიყო ტალღებიდან.
2915 დიდი გაჭირვებით მიცურეს იქამდე, ზედ აფოფხდნენ და სული მოითქვეს. ამ ხრიოკ კლდეზე გაატარეს ცხრა დღე. იკვებებოდნენ ნიჟარებითა და ზღვის ვეებერთელა კიბოებით. წყურვილს კი კლდის ფოსოში ჩაგუბებული წვიმის წყლით იკლავდნენ. მათი ერთადერთი ნუგეში - სანახევროდ დამთავრებული კანჯო - უფსკრულმა შთანთაქა.
2916 გედეონ სპილეტი ოდნავ ფორიაქობდა, პენკროფი კი, სასოწარკვეთილებითა და მრისხანებით სავსე, ბოლთას სცემდა. ჰერბერტი ერთი წუთითაც არ შორდებოდა ინჟინერ სმიტს, დროდადრო თვალებში მიაჩერდებოდა, თითქოს უნდა ამოეკითხა, მიაგნო თუ არა გადარჩენის საშუალებას, ნაბი და აირტონი კი უსიტყვოდ შერიგებოდნენ ბედს.
2917 ინებ იმ იმედით სულდგმულობდნენ, რომ აირტონის წასაყვანად თაბორის კუნძულისაკენ მიმავალი გემი შეამჩნევდა მათ და გადაარჩენდა? მაგრამ ამის იმედიც ნაკლებ ჰქონდათ, მით უმეტეს, რომ მათ ვეღარ მოასწრეს თაბორის კუნძულზე გამგზავრება და იქ ბარათის დატოვება. ყველანი გაოგნებულნი და გონებამიხდილნი ეყარნენ კლდეზე.

Связаться
Выделить
Выделите фрагменты страницы, относящиеся к вашему сообщению
Скрыть сведения
Скрыть всю личную информацию
Отмена