| 1 |
ასე მარტოდმარტო ვცხოვრობდი და არავისთან შემეძლო გულითადი საუბარი, ვიდრე ერთხელ, ამ ექვსიოდე წლის წინათ, საჰარის უდაბნოში არ მომიხდა იძულებით დაშვება. ჩემი თვითმფრინავის ძრავას რაღად დაუზიანდა და, ვინაიდან არც მექანიკოსი მახლდა და არც მგზავრი მყავდა, გადავწყვიტე, თავად მეცადა დაზიანებული ნაწილის შეკეთება. |
| 2 |
ამაზე იყო ახლა დამოკიდებული ჩემი სიკვდილ-სიცოცხლე. სასმელი წყლის მარაგი დიდი-დიდი ერთი კვირა თუ მეყოფოდა. ღამით სილაზე დავიძინე დასახლებული ადგილიდან მრავალი ათასი მილით დაშორებულ უდაბნოში. გემის დაღუპვის შემდეგ შუაგულ ოკეანეში ტივზე შერჩენილი მეზღვაურიც კი არ იქნებოდა ჩემსავით მოწყვეტილი მთელ ქვეყანას. |
| 3 |
და თუმცა ადამიანებისგან მრავალი ათასი მილით დაშორებულს და სიკვდილის საფრთხეში მყოფს ასეთი საქციელი ძალიან სულელურად მეჩვენებოდა, მაინც ამოვიღე ჯიბიდან ქაღალდის ფურცელი და ავტოკალამი. მაგრამ უცებ მომაგონდა, რომ მე გეოგრაფიაში, ისტორიაში, არითმეტიკასა და მართლწერაში უფრო ვიყავი გაწაფული და, ცოტა არ იყოს, მკვახედ ვუთხარი, ხატვა არ ვიცი-მეთქი. |
| 4 |
მაგრამ ბუჭუნამ მომიგო: - ამას მნიშვნელობა არა აქვს. დამიხატე ბატკანი. ვინაიდან ბატკანი არასოდეს დამეხატა, დავხატე ის, რაც შემეძლო - ეს იყო მახრჩობელა გველი გარედან, და სახტად დავრჩი, როცა ბიჭუნამ წამოიძახა: - არა! არა! არ მინდა სპილო, რომელიც მახრჩობელა გველს გადაუყლაპავს. მახრჩობელა გველი ძალიან საშიშია, სპილო კი - ძალიან დიდი. |
| 5 |
- ეს ძალიან ბებერია. მე ბატკანი მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს. უკვე ამევსო მოთმინების ფიალა... ჩემი საქმე მაწუხებდა, ძრავის დაშლას ვეშურებოდი, და კალმის რამდენიმე მოსმით ეს დავუხატე. თანაც დავძინე: - აი ყუთი. ბატკანი, რომელსაც შენ მთხოვდი, შიგ არის და ძალიან გავოცდი, როცა დავინახე, როგორ გაუბრწყინდა სახე ჩემს პატარა მსაჯულს. |
| 6 |
- სწორედ ის არის, მე რომ მინდოდა! როგორ ფიქრობ, ბევრი ბალახი დასჭირდება? - რატომ მეკითხები? - იმიტომ, რომ იქ ჩემთან, ყველაფერი ძალიან პატარაა. - მისი სამყოფი მაინც იქნება. მე შენ ძალიან პატარა ბატკანი გაჩუქე... იგი ისევ დააცქერდა ნახატს: - არც ისე პატარაა... შეხედე! უკვე ჩასძინებია... ასე გავიცანი პატარა უფლისწული. |
| 7 |
არ მიყვარს, როცა გასაჭირში მყოფს აგდებულად მექცევიან. შემდეგ კი დასძინა: - მაშ შენც ციდან მოხვედი! რომელია შენი პლანეტა? ამ სიტყვებმა უეცრად მოფინა ნათელი მისი აქ მოსვლის საიდუმლოს და საჩქაროთ შევეკითხე: - შენ სხვა პლანეტიდან ხარ? პატარა უფლისწულმა პასუხი არ გამცა, თავი წყნარად გაიქნია და მზერა ჩემს თვითმფრინავს მიაპყრო. |
| 8 |
ამ ასტეროიდის ამბავი ასე დაწვრილებით იმიტომ მოგიყევით და მისი ნომერიც იმიტომ აღვნიშნე, რომ დიდებს გაეგოთ ჩემი ნათქვამი. მათ ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. |
| 9 |
უკვე ექვსმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც პატარა უფლისწულმა მიმატოვა და თან წაიყვანა თავისი ბატკანი. და თუ ახლა ვცდილობ დაგიხატოთ იგი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამავიწყდეს. მეგობრის დავიწყება ძალიან ცუდია. ყველას არა ჰყავს მეგობარი და თუ მე იგი დავივიწყე, მაშინ იმ დიდებს დავემგვანები, რომლებსაც ციფრების გარდა აღარაფერი აინტერესებთ. |
| 10 |
ჩემს ასაკში არც ისე ადვილია ხელახლა მოჰკიდო კაცმა ხატვას ხელი, მით უმეტეს, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე მახრჩობელა გველის გარდა არაფერი დაგიხატავს და ისიც მაშინ, როცა ექვსი წლისა იყავი. ცხადია, რაც შემიძლია ვეცდები კარგად გადმოგცეთ მისი სახე. მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ შევძლებ. ზოგ ნახატს არა უშავს, ზოგი კი სრულებით არა ჰგავს. |
| 11 |
შესაძლოა ცოტათი დიდებს ვგავარ. ალბათ დავბერდი. ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიგებდი უფლისწულის პლანეტაზე, იმაზე, თუ როგორ დატოვა მან იგი, ანდა, როგორ იმოგზაურა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიყვებოდა პატარა უფლისწული თავის ამბებს, როცა შემთხვევით სიტყვა მოიტანდა. ასე შევიტყვე მესამე დღეს ბაობაბების მიერ გამოწვეული უბედურების ამბავი. |
| 12 |
და ამასაც ბატკანს უნდა ვუმადლოდე. უეცრად, თითქოს რაღაცამ დააეჭვაო, პატარა უფლისწული შემეკითხა: - ხომ მართალია, რომ ბატკანი პატარა ბუჩქებს ჭამს? - სრული სიმართლეა. - როგორ მიხარია! ვერ მივხვდი, რატომ უნდა ყოფილიყო ასე მნიშვნელოვანი ის, რომ ბატკანი ბუჩქებს ჭამს. მაგრამ პატარა უფლისწულმა დასძინა: - რაკი ეგრეა, ბაობაბსაც რომ შეჭამს? |
| 13 |
მე ავუხსენი, რომ ბაობაბი ბუჩქი კი არა, ტაძრის ოდენა ხეა და, სპილოების მთელი ჯოგიც რომ დაასიო, ვერაფერს დააკლებს-მეთქი. სპილოების ხსენებაზე პატარა უფლისწულს გაეცინა: - ოღონდ სპილოები ერთმანეთის ზურგზე უნდა შეგვესვა... შემდეგ კი დინჯად განმიმარტა: - სანამ ბაობაბი ასეთი დიდი გახდებოდეს, იგი ჯერ სულ პატარაა. |
| 14 |
ალბათ, ასეთი სახელწოდება მარჯვედ სროლისათვის მიიღო. გლენარვანი უფორ იმით იყო ნასიამოვნები, რომ პატაგონიელი ხელობით სწორედ პამპის გამყოლი აღმოჩნდა. ამიტომ ეს შეხვედრა მგზავრებმა საბედისწეროდ ჩათვალეს და ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ კაპიტან გრანტს უეჭველად მიაგნებდნენ. პატაგიონიელის თანხლებით ყველანი რობერტს დაუბრუნდნენ. |
| 15 |
რობერტმა ხელი გაუწოდა პატაგონიელს. მან უსიტყვოდ გადაუსვა ბავშვს თავზე ხელი. დაათვალიერა, ხელი შეახო მის დაჟეჟილ ადგილებს. მერე გაიღიმა და მდინარისაკენ დაეშვა. იქ რამდენიმე კონა გარეული ნიახური მოკრიფა და ბიჭს მთელი ტანით დაუზილა. გასაოცარი ხელოვნებით უზელდა ტანს. რობერტს აშკარად დაეტყო ჯანზე მოსვლა. |
| 16 |
ახლა უკვე ყველას იმედი მიეცა, რომ რობერტს რამდენიმე საათი მოსვენება სავსებით გამოაჯანსაღებდა. ამიტომ მთელი ის დღე და მეორეც იქ გაატარეს. ახლა მათ ორი საკითხი ჰქონდათ გადასაწყვეტი. პირველი - სურსათ-სანოვაგის, მეორე კი გამგზავრების საშუალების პოვნა... არც ერთი და არც მეორე აღარ გააჩნდათ, მაგრამ ბედად უკვე ტალკავი ახლდათ. |
| 17 |
ეს ანდიელ-პერუელი მოსახლეობა არაუკანელების, პუელჩელებისა და აუკასელების შორეულ მოდგმას წარმოადგენდა. ზეთისხილისფერი კანისანი, საშუალო ტანადობისა, მკვირვად ჩასხმულნი, დაბალი შუბლით, მრგვალი სახისანი, თხელი ტუჩებით, გამოვარდნილი ყბებით, ცივი და პირქუში გამოხედვით, დედაკაცური იერით, ინდიელები საერთოდ ნაკლებსაინტერესონი იყვნენ. |
| 18 |
გლენარვანს მხოლოდ მათი ცხვრები, ცხენები და ხარები აინტერესებდა - ის, რაც მას ესაჭიროებოდა. ტალკავმა შუაკაცობა იკისრა. მოლაპარაკება დიდხანს არ გაგრძელებულა, შვიდი არგენტინული ბაჩა ცხენი თავის შეკაზმულობით, ორმოცი კილოგრამი გამხმარი ხორცი, რამდენიმე საწყაო ბრინჯი და წყლის საზიდავი ტყავის თულუხები ოც უნცია ოქროდ დაუფასეს. |
| 19 |
ახლა, კი ჩვენი გეოგრაფი უწიგნოდ სწავლობდა ესპანურ ენას. წამდაუწუმ წარმოთქავმდა ესპანურ სიტყევბს, ისე რომ ძალას ატანდა ხან ხორხს, ხან - ენას და ხანაც - ყბებს. - თუ გამოთქმა ვერ შევითვისე, - ეუბნებოდა მაიორს, - ნუ გამკიცხავთ, მაგრამ რა მაფიქრებინებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს პატაგონიელისაგან ვისწავლიდი ესპანურს. |
| 20 |
ცხენს თაუქა ერქვა, რაც პატაგონიურად ფრინველს ნიშნავდა. ეს სახელწოდება მისთვის ზედგამოჭრილი იყო. როდესაც ტალკავი უნაგირს მოახტა, თაუქა ყალყზე შედგა. მშვენიერი სანახავი იყო ეს სამაგალითო მხედარი ამ უცხო მერანზე. ერთმეორეს ამშვენებდნენ. ტალკავს უნაგირზე ჰქონდა მიკრული ორი იარაღი, რომლებსაც ჩვეულბრივ არგენტინის ვაკეზე ხმარობენ. |
| 21 |
ბოლასი ერთიმეორეზე თასმით გადაბმული სამი ბირთვისაგან შედგებოდა, თასმის გრძელი წვერი უნაგირის კეხზე იყო დამაგრებული. ბოლასს ასიოდე ნაბიჯზე ესვრიან ხოლმე გაქცეულ ნადირს ან მოპირდაპირეს ისეთი სიმარჯვით, რომ მსხვერპლს ფეხები შიგ გაეხლრთება და მიწაზე დაეცემა. ინდიელის ხელში ბოლასი საშინელი იარაღია, გასაოცარი ოსტატობითაც ხმარობს. |
| 22 |
ამ ორი იარაღის გარდა, ტალკავს მხარზე ჰქონდა გადაკიდებული გრძელი კარაბინი. ეს იყო მთელი მისი საჭურველი. ტალკავმა ვერც კი შეამჩნია, როგორი აღატაცება გამოიწვია მოგზაურებში მოხდენილობითა და ბუნებრივი კენარობით. ერთაშად მოსხლიტა თავისი ქურანი და მგზავრებიც ჭენებით უკან გაიყოლა. ხან ჭენებით მიუძღოდა, ხან - ნელა. |
| 23 |
პამპის ველი იმ ადგილას იწყება, სადაც კორდილიერების ფერდეობები წყდება. ველი სამ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი ანდის მთის ძირიდან იწყება და ოთხასი კილომეტრის მანძილზე ტანდაბალი ხეებითა და ბუჩქებით არი დაფარული. მას მეორე ნაწილი მოჰყვება, გადაჭიმულია შვიდასი კილომეტრის სიგრძეზე და მშვენიერი, ხშირი ბალახით არის დაფარული. |
| 24 |
დაბინავდნენ. მდინარე წითელი ფრიალოების კალაპოტში ჩაჭედილიყო და მღვრიე ზვირთებს მოაქანებდა. ზოგიერთი გეოგრაფის გადმოცემით ამ მდინარეს რამიდი ჰქვია, ხოლო ზოგისა - კომოე. სათავეს ტბებიდან იღებს. ეს ადგილი მხოლოდ ინდიელებმა იციან თურმე. ის ღამე და მეორე დღეც მშვიდობიანად გაატარეს. გზა კარგი სავალი იყო და სწრაფად მიიწევდნენ წინ. |
| 25 |
ტალაკვი მართალი გამოდგა. პამპერო საშინელი ძალით უბერავდა მთელ ღამეს და მოგზაურები ძალიან შეაწუხა, თავს მხოლოდ წამოსასხმებით იფარავდნენ. ცხენები ჯგუფად დააწვინეს და მოგზაურებიც გვერდით მიუწვნენ. გლენარვანი საგონებელს მიეცა, ეშინოდა, ამ გრგიგალს არ შეეფერხებინა მგზავრობა, მაგრამ პაგანელმა ბარომეტრს დახედა და დამშვიდდა. |
| 26 |
ამ მანძილის გავლას სამ დღეს მოუნდებოდნენ. გლენარვანი გზადაგზა გაფაციცებით ელოდა ინდიელების შეხვედრას, რომ გამოეკითხა კაპიტან გრანტის ამბავი. იმედი ჰქონდა, პაგანელი, პატაგონიელის თარჯიმნობით, ინდიელებს გააგებინებდა საქმის ვითარებას, მით უმეტეს, რომ ფრანგი მეცნიერი ახლა საკმაოდ თავისუფლად ელაპარაკებოდა ტალკავს ესპანურად. |
| 27 |
ტალკავი ხედავდა, რომ პამპაზე მათი სავალი გეზი არ ემთხვეოდა არგენტინის არც ერთი ქალაქის ან სოფლისაკენ მიმავალ გზას. ყოველ დილით პირდაპირ აღმოსავლეთისაკენ იზამდნენ პირს და მზის გადახრისას მის მოპირდაპირე მხარეზე მოექცეოდნენ. ტალკავი განცვიფრებას ვერ მალავდა, რადგან გამყოლი თვითონ იყო და მგზავრების ჭკუაზე კი დადიოდა. |
| 28 |
ამის გამო კუნძულებზე უფრო თანაბარი ჰავაა, ვიდრე კონტინენტის შუა ნაწილში. ამითვე უნდა აიხსნას ის მოვლენაც, რომ პამპის აღმოსავლეთ ნაწილში ჰავა ისე თანაბარი არ არის, როგორც დასავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის ახლოს. აქ დიდი ნახტომებია ხოლმე სიცხესა და სიცივეს შორის, ხან სასტიკი ყინვაა, ხან მცხუნვარება. |
| 29 |
აქა-იქ მოჩანდა მწვანედ ჩამუქებული ეკლიანი ჯაგები, რომლებიც ამ ხრიოკ ნიადაგზე ძვირფასი რამ იყო. ამ ვაკის ნოყიერ მიდამოს თიხნარ ნიადაგში დარჩენილი ტენი ასაზრდოებს. აქამდე შიგადაშიგ ხვდებოდათ ხშირი ბალახით დაფარული ნოყიერი იალაღები. აქ კი, გატრუსული და ფესვიანად ამოგლეჯილი ბალახის ქვეშ, ხრიოკი და მწირი ნიადაგი მოჩანდა. |
| 30 |
გარშემო გავარვარებულ კირიან ნიადაგს უხვად ეფრქვევოიდა ცეცხლოვანი მზის მწველი სხივები. არც ვილსონს გაუმართლა იმედმა. მთელი დღის განმავლობაში წყალს ვერსად მოჰკრეს თვალი და წყურვილი კლავდათ. მდინრე ან ხევი კი არა, ნაკადულის თუ უმნიშვნელო ნაკადის კალაპოტის ნასახიც კი არსად ემჩნეოდა. ინდიელების მიერ ამოჭრილი ჭები კი სულ დამშრალიყო. |
| 31 |
ამის გამო წყლის მარაგს ზოგავდნენ და მხოლოდ პირს გაისველებდნენ ხოლმე, თორემ წყლის მარაგი არ გასწვდებოდათ. იმ დღეს ორმოცდაათი კილომეტრიც გაიარეს და საღამო ხანს დაიბანაკეს. იმედი ჰქონდათ, გამოვიძინებთ და ძალ-ღონეს მოვიკრებთო, მაგრამ მოსკიტები და კალიები მთელ მიდამოს ნისლივით მოსდებოდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ. |
| 32 |
ბოლოს ყველამ გარკვევით დაინახა მათკენ მომავალი ცხენოსნები. ათიოდე კაცი იყო, რამა პატაგონიელს გული გაუკეთა. ინდიელები ასიოდე ნაბიჯით მიუახლოვდნენ და მათი გარჩევა ადვილი გახდა. მაღალი და გამოზნექილი შუბლი, ახოვანი ტანადობა და მუქი მომწვანო კანი მოწმობდა, რომ თავიანთი მოდგმის საუკეთესო ტიპებს წარმოადგენდნენ. |
| 33 |
ეს მოვლენა გარეშე მიზეზებმა გამოიწვია, როგორც სამართლიანად აღნიშნა გლენარვანმა. წინ მიმავალმა ტალკავმა საღამოს რვა საათზე აცნობა მათ, სანატრელი ტბის გარშემო ამართულ ბორცვებს ვუახლოვდებითო. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ პატარა ქარავანი ხალისიანად დაეშვა სალინასის ტბისაკენ, მაგრამ ელდა ეცათ - სალინასის ტბა ერთიანად დამშრალიყო. |
| 34 |
პაგანელს ესიზმრებოდა მჩქეფარე ნაკადები, ჩანჩქერები, მდინარეები, წყლით სავსე დოქებიც კი. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაშიც კი შეიძლება სასმელი წყალი მოთავსდეს. ეს იყო ნამდვილი კოშმარი. მეორე დღეს, დილის ექვს საათზე, შეკაზმეს ტალკავის, გლენარვანისა და რობერტის ცხენები. თულუხში დარჩენილი წყალი მათ დაალევინეს. |
| 35 |
ამიტომ სერა-ვენტანის ფერდობები მდიდარი უნდა ყოფილიყო მდინარეებითა და წყაროებით. მართლაც ასე იყო: უდიდესი გვალვების დროსაც კი აქ მდინარეები არ შრება, მაგრამ იქამდე მისასვლელად ორასი კილომეტრის გავლა იყო საჭირო, ამიტომ ტალკავი გონივრულად მოიქცა, წყლის საძებრად ჯერ გუამინის მიაშურა, მაგრამ ამით აღებულ გეზს გადაუხვია. |
| 36 |
ორივე დაეწია ინდიელს და სამივემ ჭენებით განაგრძო გზა, მაგრამ მალე შეიტყვეს, რომ ცხენებს, თაუქას გარდა, ჭენების თავი აღარ ჰქონდათ. შუადღისას ერთი საათით შეასვენეს ცხენები, მაგრამ ისე არაქათგამოლეულები იყვნენ, რომ პირი არ დააკარეს იონჯის ჯიშის მცენარეს, ალფაფარას, რომელიც მზისაგან უმოწყალოდ გამხმარი და გაშავებული იყო. |
| 37 |
ალბათ, ცხენმაც გაუგო პატრონს, ბოლოს და ბოლოს მოთვინიერდა და ნაბიჯით იწყო სიარული. თუ თაუქამ იგრძნო ტალკავსი სურვილი, სამაგიეროდ, ტალკავიც მიუხდა ცხენს გულისთქმას. გონიერი ცხოველი ალღოთი გრძნობდა წყლის სიახლოვეს, ხშირად ყნოსავდა ჰაერს და ენასაც კი აწკლაპუნებდა, თითქოს უკვე სვამდა სანატრელ სასმელს. პატაგონიელი მართალი გამოდგა. |
| 38 |
მალე თვალი შეასწერეს გუანაკოს ჯოგს. ეს სწორედ ის ცხოველები იყვნენ, რომელნიც ისე მოურიდებლად მოექცნენ მათ კორდილიერების მწვერვალზე. ჯოგში ასამდე გუანაკო მაინც იქნებოდა, მაგრამ მოანდირეები სიახლოვესაც არ მიიკარეს და ელვის სისწრაფით გაუჩინარდნენ. ბოლოს ისევ წვრილმანებზე იკადრეს ნადირობა და თორმეტიოდე ტყის ქათამი მოკლეს. |
| 39 |
მესრის შიგნით სრული სიწყნარე გამეფებულიყო, მიმქრალი ცეცხლი უკანასკნელ შუქს ჰფენდა სიბნელით მოცულ, მყუდროებაში ჩაძირულ მიდამოს. საღამოს ათი საათი იქნებოდა, როდესაც ინდიელმა მოულოდნელად გამოიღვიძა, თვალები მიაპყრო წყვდიადს, გულისყური ველისაკენ წარმართა და სმენად გადაიქცა, თითქოს რაღაც უცნობი ხმაურის გარკვევას ცდილობსო. |
| 40 |
დინჯ და უშფოთველ სახეზე უცებ ძლიერი მოუსვენრობა გამოეხატა. ნეტავ რა იყო, რა მოხდა? მოხეტიალე ცხენოსანი ინდიელების მოახლოება იგრძნო თუ ვეფხვის, იაგუარის ან რომელიმე სხვა მხეცის სიახლოვე? ეს უკანასკნელი მოსაზრება უფრო შესაძლებლად მიიჩნია, მით უმეტეს, რომ მდინარის პირას შამბნარში უამრავი ნადირი ეგულებოდა. |
| 41 |
მოუმატა. რას გააწყობენ ამ გამხმარი იონჯის ბალახით, რომელიც ქვეშ უგიათ? ერთ აპრიალებაზე ჩანელდება და ხანგრძლივად ვერ შეაჩერებს მხეცებს. წამოჯდა, იდაყვებით მუხლებს დაებჯინა, თავით ხელებზე დაეყრდნო და ღამის წყვდიადს მიაშტერდა იმ ადამიანის მზერით, რომელიც მოულოდნელმა განგაშმა გამოაღვიძა. ერთი საათი მაინც გავიდა ასეთ ყოფაში. |
| 42 |
მაშინვე მიხვდა, როგორ მოწინააღმდეგესთან ექნებოდა საქმე, კარაბინს დასტაცა ხელი, საჩქაროდ დატენა, მესრის ბოძს აეტუზა და ისე გასცქეროდა მიდამოს. ამ მოლოდინში უცებ შამბნარში უცნაური ყმუილი და ყეფა გაისმა. ინდიელმა ისროლა. საპასუხოდ გაისმა ასობით მხეცის ღმუილი. გლენარვანი და რობერტი დაფეთებულები წამოცვივდნენ. |
| 43 |
გამხმარი კაჭაჭი ახრჩოლდა, ერთბაშად აპრიალდა და მიდამო გაანათა. გლენარვანმა ახლა კი აშკარად დაინახა, რა ურიცხვ მტერთან ჰქონდათ საქმე. ცეცხლის შუქმა გააღიზინა აგუარების ხროვა, აგიზგიზებულ კოცონს მისცვივდნენ, მაგრამ თითები რომ დაეწვათ, უკან გაბრუნება იკადრეს. თოფებს კანტიკუნტად ისროდნენ შემოტევის შესაჩერებლად. |
| 44 |
ამასთან, კოცონიც აფრთხობდა აგუარებს, მაგრამ რას გააწყობდა მაშინ, როდესაც სასწროლი მასალაც გამოელეოდათ და იონჯაც? გლენარვანმა რობერტს გადახედა და გული შეეკუმშა. მას უკვე დავიწყებოდა თავისი თავი და მხოლოდ ამ პატარა გულადი ბავშვის ბედი აწუხებდა. აგუარების მოლოდინში გაფითრებული, თოფმომარჯვებული რობერტი ყოჩაღად იდგა სადარაჯოზე. |
| 45 |
- მართალია, მაგრამ რატომ გინდა, რომ შენმა ბატკანმა პატარა ბაობაბები შეჭამოს? - როგორ თუ რატომ! - ისე მომიგო მან, თითქოს ეს ამბავი თავისთავად ცხადი ყოფილიყოს. მე კი თავისმტვრევა დამჭირდა ამ პრობლემის გადასაწყვეტად. და მართლაც, როგორც შევიტყვე, პატარა უფლისწულის პლანეტაზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენ პლენეტაზე, კარგი მცენარეებიც ხარობს და ცუდიც. |
| 46 |
და აი - პატარა თესლი თვალებს მოიფშვნეტს, გაიზმორებს და გაუბედავად აღმართავს მზისკენ მშვენიერ, უწყინარ, პატარა ყლორტს. თუ ეს ბოლოკის ან ვარდის ყლორტია, დე იხაროს, სადაც მოესურვება. მაგრამ თუ იგი ცუდი მცენარეა. მაშინვე უნდა ამოიძირკვოს. პატარა უფლისწული პლანეტაზე თურმე ბაობაბების საშინელი თესლი გაჩენილა. |
| 47 |
ბაობაბი კი ისეთი მცენარეა, რომ დროზე თუ არ მიხედე, მერე ვეღარ მოიცილებ. მთელ პლანეტას მოედება, ღრმად გაიდგამს ფესვებს და თუ პლანეტა ძალიან პატარაა, ბაობაბი კი ბევრი, მათ შეუძლიათ ნაფლეთებად აქციონ იგი! - მთავარია დისციპლინა, - მითხრა პატარა უფლისწულმა, - როგორც კი დილით ხელ-პირს დაიბან, გულმოდგინედ უნდა შეუდგე შენი პლანეტის დასუფთავებას. |
| 48 |
როგორც კი შეამჩნევ ბაობაბის ახლადამოწვერილ ყლორტებს და მიხვდები, რომ ეს ბაობაბია და არა ვარდის ბუჩქი, რომელსაც იგი თავდაპირველად ძალიან ჰგავს, ხელადვე უნდა ამოძირკვო. ეს ძალიან მოსაბეზრებელი საქმეა, მაგრამ ძალიან ადვილიც. ერთხელ პატარა უფლისწულმა მირჩია კარგად დამეხატა ბაობაბი, რომ ჩვენი ქვეყნის ბავშვებს უკეთ გაეგოთ ყველაფერი. |
| 49 |
იქნებ მკითხოთ, რატომ არ არის ამ წიგნში სხვა ისეთი დიდი ნახატი, როგორიც ამ ბაობაბების სურათია. პასუხი მარტივია: ვეცადე, მაგრამ ვერ შევძელი. ხოლო როცა ბაობაბებს ვხატავდი, შეგნებული მქონდა, რომ ამ სურათის დახატვა აუცილებელი იყო და ეს შეგნება მაძლევდა ძალას. ო, პატარა უფლისწულო. მე თანდათან შევიტყვე შენი სევდიანი ცხოვრების ამბავი. |
| 50 |
იგი მართლაც ძალიან იყო აღშფოთებული. თავი გაიქნია და ქარმა ოქროსფერი კულულები აუშალა. - მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს უყნოსია ყვავილის სურნელება, არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისათვის, არასოდეს ყვარებია ვინმე და რიცხვების შეკრება-გამოკლების მეტი არაფერი გაუკეთებია. |
| 51 |
ნუთუ სერიოზული საქმე არ არის იმის გაგება, რატომ შრომობენ ყვავილები ეკლების გამოსასხმელად, რომლებიც მათ არაფრად არგიათ. ნუთუ არაფერია ის, რომ ბატკნები და ყვავილები ერთმანეთს მტრობენ? განა ეს უფრო მნიშვნელოვანი და უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე იმ ჩასუქებული წითელი ვაჟბატონის არითმეტიკა? |
| 52 |
მალე შემთხვევა მომეცა უფრო ახლოს გამეცნო ეს ყვავილი. პატარა უფლისწულის პლანეტაზე ყოველთვის ხარობდნენ უბრალო ყვავილები, რომლებსაც ფურცლები მხოლოდ ერთ წყებად ჰქონდათ, ძალიან მცირე ადგილი ეკავათ და არავის აწუხებდნენ თავიანთი არსებობით. დილით ისინი მორცხვად გამოიხედავდნენ ბალახებიდან და იმავე საღამოს ქრებოდნენ. |
| 53 |
ერთ დილას კი თესლიდან, რომელიც არავინ იცის, საიდან გაჩნდა პატარა უფლისწულის პლანეტაზე, მოულოდნელად ახალი ყლორტი ამოიზარდა. პატარა უფლისწული ყურადღებით დააცქერდა ახალ მორჩს, რომელიც მისი პლანეტის არცერთი სხვა მცენარის ღეროს არ ჰგავდა. ხომ შეიძლებოდა, რომ იგი ბაობაბის ახალი ჯიში ყოფილიყო? მაგრამ ბუჩქმა მალე შეწყვიტა ზრდა და კოკორი გამოიღო. |
| 54 |
ყვავილს კი ჯერ არ დაემთავრებია მორთვა-მოკაზმვა თავის მწვანე სანთიობოში. იგი გულდასმით ირჩევდა ფერებს და ნელ-ნელა იმოსებოდა საგანგებოდ შერჩეული ნაირ-ნაირი ფურცლებით. მას არ სურდა ულაზათოდ მოსულიყო ამქვეყნად, როგორც ეს მინდვრის ყაყაჩოებს სჩვევიათ ხოლმე. სურდა ყველასათვის მოეჭრა თვალი თავისი სინატიფით. |
| 55 |
პატარა უფლისწული ძალიან შეცბუნდა, მერე სარწყული მოიტანა და ყვავილი წყლით მორწყო. მალე ყვავილმა თავისი ცუდმედიდობით და ჭირვეულობით მთლად გააწამა საბრალო უფლისწული. ერთხელ, თავის ოთხად ოთხ ეკალზე რომ ლაპარაკობდა, უფლისწულს უთხრა: - მობრძანდნენ ერთი ის ვეფხვები, ბრჭყალებს რომ უქებენ. |
| 56 |
აქ, თქვენთან ძალიან ცივა. ძალიან მოუწყობელია აქაურობა. იქ, საიდანაც მე მოვედი... და უცებ ხმა გაკმინდა. იგი ხომ პატარა თესლის სახით მოვიდა ამ პლანეტაზე და არ შეეძლო რამე სცოდნოდა სხვა ქვეყნებზე. ასეთი მტკნარი სიცრუე რომ წამოსცდა, დარცხვენილმა ორჯერ ჩაახველა, რომ პატარა უფლისწულისთვის მისი დანაშაული ეგრძნობინებინა. |
| 57 |
თუმცა პატარა უფლისწული თავს ევლებოდა თავის სატრფოს, მაგრამ მალე შეერყა მისდამი რწმენა. იგი გულდასმით უსმენდა მის უმართებულო სიტყვებს და ძალიან უბედურად თვლიდა თავს. – არ უნდა დამეგდო მისთვის ყური, - გამანდო ერთხელ, - არასოდეს არ უნდა მოუსმინო ყვავილებს. მარტო მათი ქცერით და სურნელებით უნდა დატკბე. |
| 58 |
ვულკანის ამოფრქვევა ხომ გაუწმენდავი ღუმელის მილში გაჩენილ ხანძარსა ჰგავს. დედამიწის მკვიდრნი, ძალიან პატარები ვართ და ძალგვიძს ამოვწმინდოთ ჩვენი ვულკანები. ამიტომაა, რომ მათ ამდენი უსიამოვნება მოაქვთ ჩვენთვის. მართალია, გამგზავრების წინ ძალიან დანაღვლიანებული იყო, მაგრამ მაინც ამოძირკვა ახლადამოწვერილი ბაობაბის ფესვები. |
| 59 |
მას ეგონა, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა და ეს ჩვეულებრივი სამუშაო განსაკუთრებულ სიამოვნებას გვრიდა იმ დილით. როდესაც უკანასკნელად მორწყო ყვავილი და სარქველი უნდა დაეხურა, თვალები ცრემლით აევსო. - მშვიდობით, - უთხრა ყვავილს. მაგრამ ყვავილმა ხმა არ გასცა. - მშვიდობით, - გაუმეორა პატარა უფლისწულმა. |
| 60 |
ყვავილმა დაახველა. მაგრამ ეს გაციების ბრალი არ იყო. - სულელი ვიყავი, - თქვა ყვავილმა ბოლოს, - მომიტევე და ეცადე ბედნიერება ჰპოვო. პატარა უფლისწული გააოცა იმან, რომ ყვავილს საყვედური არ უთქვამს. იგი ადგილზე გაქვავდა, შეცბუნებული და დაბნეული. ვერ გაეგო ამ უჩვეულო სინაზის მიზეზი. - დიახ, მიყვარხარ, - განაგრძო ყვავილმა - ჩემი ბრალია, რომ ეს არ იცოდი. |
| 61 |
თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. შენც ჩემსავით სულელი იყავი. გისურვებ ბედნიერებას... ეს მინის სარქველი კი გადააგდე, ახლა იგი აღარ მჭირდება. - კი მაგრამ, ქარი... - მე ისე გაციებული ვარ... ღამის სიგრილე მარგებს კიდეც. მე ხომ ყვავილი ვარ. მაგრამ ნადირებმა რომ... - თუ პეპლების გაცნობა გსურს, ორი ან სამი მუხლუხოს ატანაც უნდა შესძლო. |
| 62 |
- შეიძლება დავჯდე? - გაუბედავად შეეკითხა პატარა უფლისწული. - გიბრძანებ დაჯდე, - მიუგო მეფემ და ზვიადად აიკრიფა ყარყუმის მოსასხამის კალთა. პატარა უფლისწული გაოცებული იყო: პლანეტა ასე პატარაა და ვისზე მბრძანებლობს ეს ხელმწიფეო. - თქვენო უდიდებულესობავ, ნება მიბოძეთ, ერთი რამ გკითხოთ. - გიბრძანებ მკითხო, - სწრაფად მიუგო მეფემ. |
| 63 |
- თქვენო უდიდებულესობავ... ვისზე მბრძანებლობთ? - ყველაფერზე, - უბრალოდ მიუგო მეფემ. - ყვალფერზე? მეფემ თავის პლანეტაზე, მეზობელ პლანეტებზე და ვარსკვლავებზე მიუთითა. - ნუთუ ეს ყველაფერი თქვენი საბრძანებელია? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ყველაფერი, - მიუგო მეფემ. იგი ხომ არა მარტო აბსოლუტური მონარქი, არამედ მსოფლიო მონარქიც იყო. |
| 64 |
- სრული სიმართლეა, - დაუდასტურა მეფემ. - ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც ძალუძს. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა, გონიერებას უნდა ემყარებოდეს. თუ ხალხს ზღვაში გადავარდნას უბრძანებ, რევოლუციას მოგიწყობს. მე უფლება მაქვს მორჩილება მოვითხოვო, რადგან ჩემი ბრძანებები გონივრულია. |
| 65 |
- კი მაგრამ მზის ჩასვლა? - მოაგონა პატარა უფლისწულმა, რომელიც რაკი ერთხელ შეგეკითხებოდათ რაიმეს, არ დაგეხსნებოდათ, სანამ პასუხს არ მიიღებდა. - მზის ჩასვლასაც იხილავ: ვუბრძანებ, რომ ჩაესვენოს, მაგრამ ხელმწიფობის სიბრძნის თანახმად, ხელსაყრელ პირობებს დაველოდები. - როდის დადგება ეს პირობები? |
| 66 |
- ჰმ, ჰმ, - წაიბურტყუნა მეფემ და სქელ კალენდარს დაუწყო ფურცვლა. ეს იქნება... ჰმ... დღეს ეს იქნება შვიდ საათზე და ორმოც წუთზე. მაშინ დარწმუნდები, როგორ სრულდება ჩემი ბრძანება. პატარა უფლისწულმა დაამთქნარა. დასანანი იყო, რომ აქ მზის ჩასვლას მაშინ ვერ ნახავდი, როცა მოისურვებდი. და, გარდა ამისა, აქ ცოტათი მოსწყინდა კიდეც. |
| 67 |
- ჰმ, ჰმ... - წარმოთქვა მეფემ - მგონი ჩემს პლანეტაზე, სადღაც ერთი ბებერი ვირთხა ცხოვრობს. ღამღამობით მესმის ხოლმე მისი ფხაკუნი. შეგიძლია ის გაასამართლო. დროდადრო სიკვდილს მიუსჯი. მისი სიცოცხლე შენს მართმსაჯულებაზე იქნება დამოკიდებული. მერე კი ყოველთვის შეიწყნარებ. ვირთხას უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან მის გარდა არავინა გვყავს. |
| 68 |
- არ მიყვარს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, - თქვა პატარა უფლისწულმა, - მიჯობს, გზას გავუდგე. - ნუ წახვალ, - უთხრა მეფემ. პატარა უფლისწული უკვე მზად იყო წასასვლელად, მაგრამ არ უნდოდა ეწყენინებინა მეფისათვის. - თუ თქვენს უდიდებულესობას ნებავს, რომ მისი ბრძანება უსიტყვოდ სრულდებოდეს, - თქვა მან, - გონივრული ბრძანება უნდა გასცეს. |
| 69 |
მაგალითად, თქვენ შეგეძლოთ გებრძანებინათ ჩემთვის, დაუყოვნებლივ გავდგომოდი გზას. მგონია, ახლა ამისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობებია... მეფემ არაფერი უპასუხა. პატარა უფლისწულმა ერთ ხანს უცადა. მერე კი ამოიოხრა და გაუდგა გზას. - ჩემს ელჩად გნიშნავ! - სწრაფად მიაძახა მას მეფემ მბრძანებლის მედიდური იერით. |
| 70 |
პატივმოყვარე კაცის თვალში ხომ ყველა ადამიანი მისი თაყვანისმცემელია. - გამარჯობა, - მიესალმა მას პატარა უფლისწული, - რა სასაცილო ქუდი გახურავთ! - ამ ქუდით მე სალამს ვიძლევი, - მიუგო პატივმოყვარემ. - როცა აღფრთოვანებით მესალმებიან, ქუდს ვიხდი ხოლმე, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ არავინ მოდის. - მართლა? - შეეკითხა პატარა უფლისწული, თუმცა ვერაფერს მიხვდა. |
| 71 |
- გამარჯობა, - მიესალმა მას პატარა უფლისწული. - სიგარეტი ჩაგქრობიათ. - სამს მივუმატოთ ორი, იქნება ხუთი. ხუთი და შვიდი - თორმეტი. თორმეტი და სამი - თხუთმეტი. გაგიმარჯოს. თხუთმეტი და შვიდი - ოცდაორი. ოცდაორი და ექვსი - ოცდარვა. იმის დროც არა მაქვს, რომ სიგარეტს მოვუკიდო. ოდსაექვსი და ხუთი - ოცდათერთმეტი. |
| 72 |
- ორმოცდათოთხმეტი წელია, რაც ამ პლანეტაზე მცხოვრობ და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შემიშალეს ხელი. პირველად, ამ ოცდაორი წლის წინათ, ღმერთმა იცის საიდან გაჩნდა მაისის ხოჭო და ისეთი საშინელი ბზუილი ატეხა, რომ ოთხი შეცდომა მომივიდა ანგარიშში. მეორედ - ეს იყო თორმეტი წლის წინათ, ნეკრესის ქარმა დამრია ხელი. ალბათ იმიტომ, რომ არ ვვარჯიშობ. |
| 73 |
- რა თქმა უნდა, თუ შენ ალმასს იპოვი, რომელიც არავის არ ეკუთვნის, იგი შენია. თუ შენ აღმოაჩენ კუნძულს, რომელიც არავის არ ეკუთვნის, იგი შენია. თუ შენ სხვაზე ადრე მოიფიქრე რაიმე, შენ შეგიძლია პატენტი მოითხოვო, იგი შენი კუთვნილებაა. მე ვარსკვლავების მფლობელი ვარ, რადგან ჩემამდე არავის უფიქრია, დაპატრონებოდა მათ. |
| 74 |
- ისინი ჩემს განკარგულებაში არიან, - მიუგო საქმოსანმა. - მე მათ ვითვლი და შემდეგ ისევ თავიდან ვითვლი. ეს ძალიან ძნელი საქმეა, მაგრამ მე საქმის კაცი ვარ! პატარა უფლისწული მაინც ვერ დააკმაყოფილა პასუხმა. - მე თუ აბრეშუმის ყელსახვევი მაქვს, შემიძლია ყელზე შემოვიხვიო და თან ვატარო, - თქვა მან. - მე თუ ყვავილი მაქვს, შემიძლია მოვწტვიტო და ისიც თან ვატარო. |
| 75 |
პატარა უფლისწული შეჰყურებდა მეფარნეს და უფრო და უფრო მოსწონდა ეს კაცი, რომელიც ასე ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას. უცებ მოაგონდა, როგორ გადადგამდა ხოლმე თავის პლანეტაზე სკამს, რომ უფრო დიდხანს ეცქირა მზის ჩასვლისთვის, და მეგობრის დამხარება განიზრახა. - მე ერთ ხერხს გასწავლი და, როცა მოისურვებ, შეგიძლია დაისვენო... |
| 76 |
- მე ეგ მუდამ მსურს, - თქვა მეფარნემ, რადგან შეიძლება კაცი საქმის ერთგულიც იყოს და თან ზარმაციც. პატარა უფლისწულმა განაგრძო: - შენი პლანეტა იმდენად პატარაა, რომ შეგიძლია სამი ნაბიჯით შემოუარო. ოღონდ ისე უნდა იარო, რომ მზე მუდამ დაგყურებდეს. დასვენება რომ მოგინდება, იარე... და დღეც იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენსაც მოისურვებ. |
| 77 |
ასევე უნდა შემოწმდეს იმ მოგზაურის ნაამბობიც, რომელიც ღვინოს ეტანება. - რატომ? - იკითხა პატარა უფლისწულმა. - იმიტომ, რომ მთვრალ კაცს ყველაფერი ორად ეჩვენება. და გეოგრაფი, რომელიც მას დაუჯერებს, ერთი მთის მაგიერ ორს ჩაწერს. - მე ერთ კაცს ვიცნობ, - თქვა პატარა უფლისწულმა, - იგი ალბათ ძალიან ცუდი მოგზაური იქნებოდა. |
| 78 |
- შეიძლება. ამრიგად, თუ მოგზაური წესიერი კაცი ჩანს, მის აღმოჩენას ამოწმებენ. - მიდიან და ნახულობენ? - არა, ეს ძალიან გაართულებდა საქმეს. უბრალოდ, მოგზაურს დამამტკიცებელ საბუთებს თხოვენ. მაგალითად, თუ მან დიდი მთა აღმოაჩინა, ამის დასამტკიცებლად იმ მთიდან ქვები უნდა მოიტანოს. გეოგრაფი უცებ გამოცოცხლდა. |
| 79 |
- შენც ხომ შორეული ქვეყნიდან ჩამოხვედი! მაშასადამე, შენც მოგზაური ხარ! ამიწერე შენი პლანეტა! გეოგრაფმა თავისი დავთარი გადაშალა და ფანქრის წვერი წაუმახა. მოგზაურის ნაამბობს ჯერ ფანქრით იწერენ ხოლმე, მერე კი როცა მოგზაური სათანადო დამამტკიცებელ საბუთებს წარმოადგენს, მელნით გადაიწერენ. - აბა, გისმენ, - თქვა გეოგრაფმა. |
| 80 |
- ჩემი პლანეტა არც ისე საინტერესოა, - თქვა პატარა უფლისწულმა. - იგი სულ პატარაა. იქ სამი ვულკანია, ორი მოქმედი, ერთი კი ჩამქრალი. თუმცა ვინ იცის... - დიახ, ვინ იცის, რა მოხდება, - კვერი დაუკრა გეოგრაფმა. - ერთი ყვავილიცა მაქვს. - ჩვენ ყვავილებს არ აღვნიშნავთ, - თქვა გეოგრაფმა. - რატომ? იგი ყველაზე ლამაზია ჩემს პლანეტაზე. - იმიტომ, რომ ყვავილი ეფემერულია. |
| 81 |
დედამიწის სიდიდე რომ უფრო კარგად წარმოიდგინოთ, საკმარისია იცოდეთ, რომ სანამ ელექტრონს აღმოაჩენდნენ, ექვსივე კონტინენტზე მეფარნეთა მთელი არმია ჰყავდათ, რომელიც ოთხას სამოცდაორი ათას ხუთას თერთმეტი კაცისაგან შედგებოდა. შორიდან ეს დიდებული სანახაობა იყო. ამ არმიის მოძრაობა საბალეტო დასივით იყო აწყობილი. |
| 82 |
პირველად სცენაზე ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მეფარნეები გამოდიოდნენ, აანთებდნენ თავიანთ ფარნებს და დასაძინებლად მიდიოდნენ. შემდეგ რიგ-რიგობით გამოდიოდნენ ჩინეთისა და ციმბირის მეფარნეები. ჩამოუვლიდნენ წრეს და კულისებში გაიკრიფებოდნენ. მათ შემდეგ დგებოდა რუსეთის და ინდოეთის მეფარნეთა რიგი. |
| 83 |
ამათ მოჰყვებოდნენ აფრიკისა და ევროპის, შემდეგ სამხრეთ ამერიკის, მერე კი ჩრდილოეთ ამერიკის მეფარნეები. და არცერთს არ ეშლებოდა სცენაზე გამოსვლის რიგი. მართლაც რომ დიდებული სანახაობა იყო! მხოლოდ ორი მათგანი იყო არხეინად - ის, რომელსაც ჩრდილოეთ პოლუსის ერთადერთი ფარანი უნდა აენთო, და მისი სამხრეთპოლუსელი თანამოძმე. |
| 84 |
აი ახლაც, მეფარნეებზე რომ გაიმბობდით, ცოტათი გადავაჭარბე კიდეც და ვინც საკმაოდ არ იცნობს ჩვენს პლანეტას, შეიძლება მცდარი წარმოდგენაც კი შეექმნას მასზე. ადამიანებს არც ისე დიდი ადგილი უჭირავთ დედამიწაზე. დედამიწის ორი მილიარდი მკვიდრი რომ ერთად შეგროვილიყო, ისე როგორც ეს მიტინგებზე ხდება ხოლმე, თავისუფლად დაეტეოდა მოედანზე, რომელსაც ოცი მილის სიგრძე-სიგანე ექნებოდა. |
| 85 |
ამრიგად შესაძლებელი გახდებოდა მთელი კაცობრიობა წყნარი ოკეანის ერთ ყველაზე პატარა კუნძულზე მოგვეთავსებინა. დიდები ამას, რა თქმა უნდა, არ დაგვიჯერებენ. მათ ჰგონიათ, რომ ძალიან დიდი ადგილი უჭირავთ დედამიწაზე. მათ თავიანთი თავი ბაობაბებივით ბუმბერაზი ჰგონიათ. კარგი იქნებოდა, თუ ურჩევდით, ზუსტად გამოენგარიშებინათ ყველაფერი. |
| 86 |
ეს რჩევა ეამებოდათ კიდეც. მათ ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თქვენ კი ამაოდ ნუ დაკარგავთ დროს. თქვენ ანგარიში არ გჭირდებათ, ისედაც გჯერათ ჩემი. დედამიწაზე რომ დადგა ფეხი, პატარა უფლისწულს ძალიან გაუკვირდა, რომ ვერავინ დაინახა. ვაითუ, სხვა პლანეტაზე მოვხვდი, გაუელვა ფიქრმა, მაგრამ ამ დროს სილაში რაღაც დაგორგლილი შეირხა, რომელსაც მთვარის სხივის ფერი დაჰკრავდა. |
| 87 |
პატარა უფლისწული ქვაზე ჩამოჯდა და ზეცას მიაპყრო თვალი. - ნეტავ რატომ კიაფობენ ვარსკვლავები, - ჩაილაპარაკა მან. - ალბათ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან, ყველამ უნდა იპოვოს თავისი ვარსკვლავი. შეხედე, აი ჩემი პლანეტა - იგი სწორედ ჩვენს ზემოთაა, მაგრამ რა შორსაა აქედან! - ლამაზი პლანეტაა, - თქვა გველმა. - რამ მოგიყვანა აქ? - ყვავილს დავემდურე. - ა!.. და ორივენი დადუმდნენ. |
| 88 |
- ადამიანები სად არიან? - ისევ იკითხა პატარა უფლისწულმა. - უდაბნოში ცოტა არ იყოს, მარტოობაა... - ადამიანთა შორისაც მარტოობაა, - მიუგო გველმა. პატარა უფლისწული ყურადღებით დააქცერდა გველს. - უცნაური არსება ხარ, - უთხრა მან ბოლოს, - თითივით წვრილი. - სამაგიეროდ მე მეფის თითებზე მეტი ძალა მაქვს, - მიუგო გველმა. პატარა უფლისწულს გაეღიმა. |
| 89 |
- არც ისე ღონიერი ჩანხარ... ფეხებიც კი არა გაქვს... მოგზაურობასაც კი ვერ შეძლებდი... - მე შემიძლია ყოველ ხომალდზე უფრო შორს წაგიყვანო, - უთხრა გველმა და ოქროს სამაჯურივით შემოეჭდო კოჭზე. - ყველა სულდგმულს, რომელსაც კი შევეხები, მიწას ვუბრუნებ, რადგან ყველა მიწის შვილია, - თქვა მან. - მაგრამ შენ წმინდა ხარ და ვარსკვლავიდან მოფრენილი... პატარა უფლისწულმა არაფერი უპასუხა. |
| 90 |
- მებრალები, - განაგრძნო გველმა. - მეტისმეტად უმწეო ხარ ამ დედამიწაზე, რომელიც გრანიტისაგან არის შექმნილი. როცა ძალიან ინანებ, რომ მიატოვე შენი პლანეტა, მე შემიძლია დაგეხმარო. მე შემიძლია... - ო! მივხვდი, რისი თქმაც გსურს, - უთხრა პატარა უფლისწულმა. - მაგრამ მუდამ იგავებით რატომ ლაპარაკობ? - მე ყველა იგავის ამხსნელი ვარ, - თქვა გველმა. და ორივენი დადუმდნენ. |
| 91 |
მე მეგონა, რომ უმდიდრესი ადამიანი ვიყავი, რაკი ისეთი ყვავილი მქონდა, რომლის მაგვარი მეორე არ მოიძებნება ქვეყნად. მაგრამ თურმე ჩვეულებრივი ვარდის პატრონი ვყოფილვარ. ჩვეულებრივი ვარდის და სამი ვულკანისა, რომლებიც მხოლოდ მუხლამდე მწვდებიან და რომელთაგან ერთი იქნებ სამუდამოდაა ჩამქრალი... ამ სამფლობელოს პატრონს დიდი უფლისწული არ მეთქმის... |
| 92 |
- შენ ჩემთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პატარა ბიჭი ხარ, ისეთივე, როგორიცაა ასი ათასი სხვა პატარა ბიჭი, და სრულებით არა მჭირდები. არც მე ვარ შენთვის საჭირო. შენთვის მე მხოლოდ ისეთი მელია ვარ, როგორიცაა ასი ათასი სხვა მელია. მაგრამ, თუ მომიშინაურებ, ჩვენ საჭირონი გავხდებით ერთმანეთისთვის. შენ ერთადერთი იქნები ამქვეყნად ჩემთვის და მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის... |
| 93 |
- ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება. მე ქათმებზე ვნადირობ, ადამიანები ჩემზე ნადირობენ. ყველა ქათამი ერთმანეთსა ჰგავს და ყველა ადამიანი ერთმანეთსა ჰგავს. ცოტათი მომწყინდა მაგრამ, შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკროვნდება. შენი ნაბიჯის ხმას ყველა ნაბიჯის ხმაში გამოვარჩევ. ახლა ნაბიჯის მოახლოებაზე სოროში ვიმალები. |
| 94 |
შენი ნაბიჯის ხმა კი სიმღერასავით ჩამესმება და სოროდან გამომიყვანს. ხედავ, იქ პურის ყანები რომ ბიბინებს? მე პურს არა ვჭამ. არც ხორბალი მჭირდება, პურის ყანა არაფერს არ მაგონებს. და ეს გულსა მწყვეტს! მაგრამ შენ ოქროსფერი თმა გაქვს. რა კარგი იქნება, რომ მომიშინაურებდე! მაშინ ეს ოქროსფერი ყანა შენს თავს მომაგონებს და მეყვარება ყანის შრიალი ქარში... |
| 95 |
- მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, ვისაც მოიშინაურებ, - თქვა მელიამ. - ახლა ადამიანებს დრო არა ჰყოფნით რაიმე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში, მაგრამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. და ადამიანებსაც მეღარ უპოვიათ მეგობარი. თუ მეგობარი გსურს, მე მომიშინაურე. |
| 96 |
- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... მეორე დღეს პატარა უფლისწული ისევ მივიდა მელიასთან. |
| 97 |
- ესეც ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, - მიუგო მელიამ. - რიტუალი განასხვავებს ერთ დღეს დანარჩენი დღეებისაგან, ერთ საათს - დანარჩენი საათებისაგან. მაგალითად, აქაურ მონადირეებს, ასეთი რიტუალი აქვთ: ხუთშაბათობით სოფლის გოგოებთან ცეკვავენ ხოლმე. დიდებული დღეა ხუთშაბათი! ამ დღეს ზვრებამდეც კი შემიძლია გავისეირნო. |
| 98 |
- თქვენ სრულებით არ გავხართ ჩემს ვარდს, - უთხრა მათ პატარა უფლისწულმა, - თქვენ ჯერ არარანი ხართ. თქვენ ჯერ არავის მოუშინაურებიხართ. და არც თქვენ მოგიშინაურებიათ ვინმე. - თქვენ სწორედ ისეთები ხართ, როგორიც იყო ჩემი მელია, როდესაც მე პირველად შევხვდი მას. იგი არაფრით გამოირჩეოდა ასი ათასი სხვა მელიისაგან. მაგრამ მე იგი დავიმეგობრე და ახლა იგი ერთადერთია ქვეყნად. |
| 99 |
- თქვენ მშვენიერი ხართ, მაგრამ ცარიელნი, - განაგრძო მან. - არავინ გასწირავს თქვენთვის თავს. ჩვეულებრივი გამვლელი, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ყველა ვარდზე ძვირფასია ჩემთვის, რადგან მას ვრწყავდი ყოველდღე, მას ვახურავდი მინის სარქველს, მას ვაფარებდი თეჯირს, რომ ქარს არ შეეწუხებინა. |
| 100 |
- მშვიდობით, - მიუგო მელიამ. - აი ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი. - თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი, - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი. - თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, მიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის. |
| 101 |
- თავს რომ ვევლებოდი ჩემს ვარდს... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი. - ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, - თქვა მელიამ, - მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე... - ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი. |
| 102 |
ამ დროს ისეთი გრუხუნით ჩამოიქროლა გაკაშკაშებულმა ჩქარმა მატარებელმა, რომ მეისრის ჯიხური შეაზანზარა. - სად მიჰქრიან? - იკითხა პატარა უფლისწულმა. - რას დაეძებენ? - ეს თვითონ მემანქანემაც არ იცის, - მიუგო მეისრემ. ახლა მეორე გაკაშკაშებულმა ჩქარმა მატარებელმა ჩაიგრუხუნა მეორე მიმართულებით. - უკვე გამობრუნდნენ უკან? - იკითხა პატარა უფლისწულმა. |
| 103 |
- არავის არ მისდევენ. - მიუგო მეისრემ. - მათ ვაგონებში სძინავთ ან სხედან და ამთქნარებენ. მარტო ბავშვები არ შორდებიან ფანჯრებს და ცხვირი სარკმლის მინაზე აქვთ მიჭყლეტილი. - მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ, - თქვა პატარა უფლისწულმა. - ისინი თავს ევლებიან ჭინჭის თოჯინას და ამიტომაა იგი ასე ძვირფასი მათთვის. და თუ ვინმემ მათ თოჯინა წაართვა, მწარედ ტირიან. |
| 104 |
უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც ამ უდაბნოში მარცხი მომივიდა და სასმელი წყალის სწორედ მაშინ გამომელია, როცა პატარა უფლისწული აბებით მოვაჭრის ამბავს მიყვებოდა. - შენი თავგადასავალი მშვენიერია, - ვუთხარი მე პატარა უფლისწულს. - მაგრამ ხომ ხედავ, ჯერაც არ შემიკეთებია თვითმფრინავი, სასმელი წყალიც არა მაქვს და, მეც ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს ნელა გავისეირნო წყაროსკენ. |
| 105 |
მე უიმედოდ ჩავიქნიე ხელი: რა აზრი ჰქონდა ალალბედზე ჭის ძებნას ამ თავლუწვდენელ უდაბნოში. მაგრამ მაინც გავუდექით გზას. დიდხანს ვიარეთ ხმაამოუღებლად. დაღამდა. ცაზე ვარსკვლავები აენთნენ. წყურვილით ღონემიხდილი და გაოგნებული ძლივსღა ვარჩევდი ვარკვლავების ციმციმს. პატარა უფლისწულის სიტყვები მაინც მიტრიალებდა თავში. |
| 106 |
მე ვერ გავუგე, მაგრამ აღარაფერი ვკითხე... კარგად ვიცოდი, რომ კითხვაზე პასუხს ადვილად არ გამცემდა. იგი დაიღალა და სილაზე დაეშვა. მე გვერდით მივუჯექი. კარგა ხანს ვდუმდით. მერე კი თქვა: - ლამაზია ვარკვლავები, მეტადრე იმიტომ, რომ იქ, სადღაც, ერთი ყვავილი ხარობს, რომელიც აქედან არა ჩანს... - მართალი ხარ, - მივუგე მე და თვალი მოვავლე მთვარის შუქით განათებულ დატალღულ ქვიშას. |
| 107 |
მე გავვოცდი. მხოლოდ ახლა მივხვდი, რას მოასწავებდა ეს იდუმალი ელვარება, უდაბნოს სილა რომ გამოსცემს ხოლმე. ოდესღაც, პატარა რომ ვიყავი, ერთ ძველისძველ სახლში ვცხოვრობდი. ხალხში ხმა დადიოდა, ამ სახლში განძია დაფლულიო. ეს განძი, რა თქმა უნდა, არავის უპოვია, და ალბათ არც არავის უძებნია, მაგრამ სახლი გრძნეულებით იყო მოცული. თითქოს გულში რაღაც საიდუმლო აქვს ჩამარხულიო... |
| 108 |
ასე მეგონა, თითქოს უძვირფასესი განძი მეჭირა ხელში და მასზე სათუთი არაფერი იყო ქვეყნად. დავცქეროდი მთვარის შუქით განათებულ ფერმკრთალ შუბლს, მინაბულ თვალებს და ოქროსფერ კულულებს, რომლებსაც ქარი ელამუნებოდა, და ჩემს თავს ვეუბნებოდი: რასაც ახლა ხედავ, ნაჭუჭია მხოლოდ, ყველაზე მთავარს თვალი ვერ ხედავს-მეთქი. უფლისწულს ოდნავ გაპობილ ბაგეზე წყნარი ღიმილი გადაეფინა. |
| 109 |
- მაგრამ ამაოდ... - დასძინა შემდეგ. ჭა, რომელსაც ჩვენ მივაგენით, არ გავდა უდაბნოს ჭას. ჩვეულებრივად, საჰარის უდაბნოს ჭა სილაში ამოთხრილი ორმოა. ეს კი ნამდვილი სოფლური ჭა იყო. მაგრამ ახლომახლო სოფელი არ ჩანდა და თავი სიზმარში მეგონა. - უცნაურია, - ვუთხარი პატარა უფლისწულს, - ყველაფერი თავის ადგილზეა: გორგოლაჭი, ვედროცა და თოკიც... |
| 110 |
მან გაიცინა, ჭასთან მივიდა, თოკი აიღო და გორგოლაჭი დაატრიალა. გორგოლაჭი ისე აჭრიალდა, როგორც ძველისძველი, უქმად დებით დაჟანგული ფლიუგერი. - გესმის? - თქვა პატარა უფლისწულმა, ჩვენ გავაღვიძეთ იგი და ისიც ამღერდა... არ მინდოდა, რომ იგი დაღლილიყო. - მე ამოვიღებ, - ვუთხარი უფლისწულს. შენთვის ეს ვედრო ძალიან მძიმეა. |
| 111 |
ვედრო ტუჩებთან მივუტანე. მან თვალები მოხუჭა და წყალს დაეწაფა. მაგრამ ეს ჩვეულებრივი სასმელი წყალი არ იყო. ეს წყალი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ გადალახულმა გრძელმა გზამ, გორგოლაჭია ჭრიალმა და ჩემი ხელების ძალამ დაბადა და ახლა საჩუქარივით ეფონებოდა გულს. ბავშვობისას ასე მახარებდა ხოლმე საშობაო საჩუქრები: სანთლების ციმციმი შობის ხეზე, შუაღამის წირვის მუსიკა და ადამიანების ალერსიანი ღიმილი. |
| 112 |
- მართალია, - ისევ მივუგე მე. - მაგრამ თვალი ბრმაა. ადამიანი გულით უნდა ხედავდეს... მე წყალი შევსვი და შვებით ამოვისუნთქე. განთიადისას უდაბნოს ქვიშას თაფლის ფერი დაჰკრავს და ამ ფერის ცქერაც ბედნიერებას მგვრიდა. ან კი რა მქონდა სადარდებელი? - დანაპირები უნდა შემისრულო, - წყნარად მითხრა პატარა უფლისწულმა. |
| 113 |
- არა უშავს, - დამამშვიდა მან, - ბავშვები მაინც მიხვდებიან. მე პირსაკრავი დავუხატე ბატკნისთვის. ნახატი რომ გავუწოდე, ეჭვმა გამკენწლა. - შენ რაღაცას აპირებ და არ მიმხელ... მაგრამ მან პასუხი არ გამცა, მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა: - ხვალ წელიწადი შესრულდება, რაც დედამიწაზე ჩამოვვარდი. მცირე ხნის დუმილის შემდეგ კი დასძინა: - ის ადგილი ძალიან ახლოა... |
| 114 |
ჭასთან ქვის ძველი კედლის ნანგრევები იყო. მეორე დღეს, მუშაობა რომ მოვათავე და დავბრუნდი, შორიდანვე მოვკარი თვალი პატარა უფლისწულს. იგი კედელზე იჯდა. და შორიდანვე შემომესმა მისი ხმა: - ნუთუ არ გახსოვს? - ეუბნებოდა იგი ვიღაცას, - ეს აქ არ იყო... ალბათ ვიღაც შეეპასუხა, რადგან მან ისევ გაიმეორა: - დიახ, დიახ, სწორედ დღევანდელ დღეს, მაგრამ აქ არა... |
| 115 |
კედლისკენ გავიქეცი და ხელში ავიტაცე ჩემი პატარა უფლისწული. მას თოვლის ფერი ედო. - ეს რა ამბავია? გველებს ელაპარაკები? სწრაფად შემოვხსენი ოქროსფერი ყელსახვევი, რომელსაც მუდამ თან ატარებდა. შემდეგ საფეთქლები დავუნამე და წყალი შევასვი. ვერ ვბედავდი რაიმე მეკითხა. მან დაფიქრებით შემომხედა და კისერზე მომხვია ხელები. გული ნატყვიარი ფრინველივით უცემდა. |
| 116 |
ვგრძნობდი, რომ რაღაც არაჩვეულებრივი უნდა მომხდარიყო. ჩვილი ბავშვივით მივიხუტე იგი მკერდზე, მაგრამ ასე მეგონა, თითქოს ხელიდან მისხლტებოდა და უფსკრულში ვარდებოდა, მე კი ძალა არ შემწევდა შემეკავებინა... იგი ჩაფიქრებული გასცქეროდა სივრცეს... - მე მყავს შენი ბატკანი, მაქვს მისთვის ყუთი და პირსაკრავი... და ნაღვლიანად გაეღიმა. დიდხანს ვიდექი ასე. ვგრძნობდი, რომ იგი ნელ-ნელა იკრებდა ძალ-ღონეს. |
| 117 |
- ჩემო პატარა ბიჭო, შენ შეშინებული ხარ... რაღა თქმა უნდა, შეშინებული იყო, მაგრამ მან წყნარად გაიცინა: - ამ საღამოს უფრო შემეშინდება... უბედურების წინათგრძნობა სისხლს მიყინავდა. ვერ შევრიგებოდი იმ აზრს, რომ ამიერიდან ვეღარასოდეს გავიგონებდი მის სიცილს, რომელიც ისე საჭირო იყო ჩემთვის, როგორც წყარო უდაბნოში. - ჩემო კარგო ბიჭო, ერთხელ კიდევ გამაგონე შენი სიცილი... |
| 118 |
- ღამ-ღამობით შენ ვარსკვლავებს შეხედავ ხოლმე, ჩემი ვარსკვლავი ისე პატარაა, რომ არ შემიძლია დაგანახო. თუმცა ასე სჯობს. იგი შენთვის მხოლოდ ერთ-ერთი ვარსკვლავი იქნება ვარსკვლავთა შორის. და შენ გეყვარება ვარსკვლავებით მოჭედილი ცა: ყველა ვარსკვლავი შენი მეგობარი იქნება... და კიდევ ერთი რამ უნდა გაჩუქო. და მან ისევ გადაიკისკისა. |
| 119 |
მაგრამ ეს ვარსკვლავები სხვადასხვანაირია. ზოგისთვის, მაგალითად, მოგზაურისთვის - ვარსკვლავები მეგზურებია. სხვებისთვის - მხოლოდ მოციმციმე სინათლეებია ცაზე. სწავლულისთვის ვარსკვლავები პრობლემაა, იმ საქმოსანისთვის კი - ოქრო იყო. მაგრამ ესენი მდუმარე ვარსკვლავებია. შენ კი ისეთი ვარსკვლავების მფლობელი იქნები, რომელთა მსგავსი არავისა ჰყავს... |
| 120 |
მე არავისთვის არ მიამბნია ეს ამბავი. ჩემს ამხანაგებს უხაროდათ, უვნებლად რომ დავბრუნდი უდაბნოდან. მე ძალიან მიმძიმდა, მაგრამ ამხანაგებს ვეუბნებოდი, დავიღალე-მეთქი... მერე ცოტათი დავმშვიდდი, თუმცა ამას დამშვიდება არ ეთქმის... მე მწამს, რომ იგი დაბრუნდება თავის პლანეტაზე, რადგან რომ ინათა, მისი სხეული ვერსად ვიპოვე. ის ხომ არც ისე მძიმე იყო... |
| 121 |
ეს სწორედ ის სურათია, წინა გვერდზე რომ იყო, მაგრამ მე ხელმეორედ დავხატე იგი, რომ სამუდამოდ აღმებეჭდა თქვენს მეხსიერებაში. ამ ადგილას მოევლინა პატარა უფლისწული დედამიწას და ამ ადგილიდანვე გაუჩინარდა. ყურადღებით დააქცერდით ამ სურათს, რომ ნადვილად იცნოთ იგი, თუ ოდესმე აფრიკის უდაბნოში იმოგზაურეთ. ამ ადგილას თუ გაიაროთ, ნუ აჩქარდებით, შეჩერდით ერთ ხანს. |
| 122 |
დედა ადრე მოუკვდა და მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ერთი ავი და აშარი ქალი გამოდგა. გერს მუდამ სცემდა და ცეცხლის კალოში აყენებდა. ბიჭს ერთი ხარი ჰყავდა, სახელად წიქარა ერქვა, ძალიან უყვარდა. ყოველდღე მინდორში დაჰყავდა. დაბინდებამდე აძოვებდა, აბანავებდა, ჩრდილში ასვენებდა, რომ სიცხეს არ შეეწუხებინა და მისი მოვლით თვითონაც ერთობოდა. |
| 123 |
დედინაცვალი კი არა ცხრებოდა, გერის თავიდან მოშორება უნდოდა. სხვაფრივ რომ ვერას გახდა, ადგა და ერთხელ თავი მოიავადმყოფა, დაიწყო ტყუილი კვნესა და გმინვა. ქმარმა ჰკითხა: – რა გიშველისო? – წიქარას გულ-ღვიძლის გარდა ვერაფერი მომარჩენსო, – უთხრა ქალმა. იცოდა, წიქარას დაკვლა ბიჭს დარდით დაასნეულებდა და ბოლოს მოუღებდა. |
| 124 |
მეორე დილას ვაჟი ხედავს, მამა დანასა ლესავს. – რად გინდა, მამა, ეგ დანა, რისთვისა ლესავო? – ჰკითხა ვაჟმა. – წშქარა უნდა დავკლაო. – უთხრა მამამ. დაღონდა ბიჭი, მაგრამ რა უნდა ექნა! – წავალ, წყალს მაინც დავალევინებო, – უთხრა ბიჭმა. წაიყვანა წიქარა წყალზე, ასმევს წყალსა და ტირის. ტირის ისე, რომ მისი ცრემლები წყალს ეწევიან. |
| 125 |
ბიჭმა მიიხედ-მოიხედა, ეგონა, მომესმაო, შეშინებული და განცვიფრებული დიდხანს გონს ვერ მოსულიყო. ბოლოს მიხვდა, რომ თავისი წიქარა ელაპარაკებოდა. – დაკვლას გიპირებენ, დაკვლასო, – მიუგო ვაჟმა. – ვიცი, ვიცი, ჩემო მეგობარო, მაგრამ არც შენ მოგელის კარგი დღე. წადი, წამოიღე ერთი სალესავი, ერთი სავარცხელი და ერთი ბოთლი წყალი. |
| 126 |
წიქარამ შეისვა ვაჟი ზურგზე და გაჰქუსლეს. მამა ელოდა, ელოდა და ბიჭი რომ აღარ მობრუნდა, წავიდა წყალზე. ბიჭი იქ არ დაუხვდა, აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ შვილისა და წიქარას ასავალ-დასავალი ვერ შეიტყო. დედინაცვალმა გერის დაკარგვა არად ჩააგდო, მაგრამ როცა ქმარმა უთხრა, წიქარაც თან წაუყვანიაო, ერთი წყეული ღორი ჰყავდა და ის გამოუყენა. |
| 127 |
გადააგდო ბიჭმა სავარცხელი. უცებ ისეთი წვრილი და ხშირი ტყე აიყარა შიგ თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებდა. სჭრა ეშვებით ღორმა ტყე, სჭრა და გავიდა. მირბის წიქარა, მიაქროლებს ბიჭს. კარგა გზა გაიარეს. მოიხედა ბიჭმა, შორს ბუზივით ისევ რაღაცა მოჩანდა. – ბუზის ტოლა რაღაცა ჩანსო, – უთხრა წიქარას. – ღორი მოგვდევსო, – მიუგო წიქარამ. |
| 128 |
ცოტა კიდევ, ცოტა კიდევ და ღორი წიქარას დაეწევა, მაგრამ გადააგდებს ვაჟი სალესავს და აიმართება თვალუწვდენელი კლდე წიქარასა და ღორს შუა. სჭრის ღორი, სჭრის რაც ძალი და ღონე აქვს კლდეში საფეხურებს და ადის ზემოთ. შუა ადგილზე რომ მივიდა ღორი, დაუსხლტა ფეხი და უფსკრულში ჩაინთქა. წაიღო ჩემიცა და თქვენი ჭირიც. |
| 129 |
ბიჭი იჯდა ალვის ხეზე და უკრავდა სალხინო სალამურს... გაიგონა ერთმა მეცხვარემ სალამურის ხმა, ძალიან მოეწონა და მიჰყვა ხმას, მივიდა ალვის ხესთან და ხედავს, ბიჭი სალამურს უკრავს, პეპლები კი გარს შემოხვევიან, სალამურის ხმაზე თამაშობენ და ირევიან ერთმანეთში. მეცხვარეს შურით აევსო თვალები და გადაწყვიტა, ხელთ ეგდო სალამური. |
| 130 |
ადგა დედაბერი, წაიყვანა ერთი თხა, წაიღო სადგისი და მივიდა ალვის ხესთან. ბიჭი ზის თავისთვის ალვის ხეზე და უკრავს სალამურს. დედაბერი ალვის ხის ძირში დადგა, ამოიღო სადგისი და ჩხვლეტა დაუწყო თხას. ჩხავის საწყალი ტხა. ვაჟმა რომ დაინახა, მოხუცი თხას აჩხავლებდა, დაუძახა: – რასა შვრები, დედილო, რად აჩხავლებ მაგ თხასაო? |
| 131 |
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ავი და ბრაზიანი ლომი. როცა მოშივდებოდა, იმის მრისხანებას საზღვარი აღარ ჰქონდა – დაერეოდა მხეცებს და სულ მუსრს ავლებდა. იმ არემარის მხეცები ძალიან წუხდნენ, მაგრამ საშველი არ ჩანდა. ბოლოს, მეტისმეტად რომ გაუჭირდათ, ერთად შეიკრიბნენ და ბჭობა გამართეს, – რა ვქნათ, რით გადავურჩეთ ლომის თავგასულობასაო. |
| 132 |
აიყვანა ლომმა კურდღელი და ჩაიხედა ჭაში. ჭის ფსკერზე ფაფარაყრილი ლომი დაინახა, რომელსაც თათებში კურდღელი ეჭირა. ლომი ვერ მიხვდა, რომ ჭის გამჭვირვალე წყალში არეკლილი მისივე საკუთარი გამოსახულება ჩანდა, ეგონა, ჩემ საბრძანებელში მართლაც შემოჭრილა უცხო ლომი და ჩემთვის განკუთვნილი ულუფა მიუსაკუთრებიაო, და მთლად ცეცხლი მოეკიდა. |
| 133 |
– არ გირჩევ, – უთხრა კატამ, – მოგერევაო. მაგრამ ვეფხვმა არ დაიშალა და კატაც გაუძღვა, მიიყვანა თავის პატრონთან და უთხრა: – აი, ეს არის ჩემი ბატონიო. ვეფხვი გადაუდგა გუთნეულს წინ და კაცს შეუტია: – შენ, ეი, ადამიანი ხარ თუ ვიღაც ოხერი, ეს ჩემი მოდგმა-ჯილაგი ასე რატომ დაგიჩაგრავს, ან პასუხი აგე, ან შემბრძოლეო. |
| 134 |
ვეფხვი ამაზეც დათანხმდა, გლეხმა გუთნეულს საყევრის ჯამბარა ახსნა და ვეფხვი ხეზე მიაკრა. თვითონ ისევ ტყეში შევიდა, მოსჭრა ჯაგრცხილის ხორკლიანი სახრე, გამოიტანა და გადაუჭირა და გადაუჭირა ვეფხვს, – აი, ჩემი ძალა და ღონეო! ვეფხვი ტკივილისაგან სულ მაღლა-მაღლა ხტოდა და შესაბრალისად ღმუოდა, მაგრამ გლეხი შეუბრალებლად ურტყამდა. |
| 135 |
მამამ წადილი აუსრულა, უშოვა ჯაჭვიცა და კაცებიც. წავიდნენ სანადიროდ. ტყეში რომ მივიდა ხელმწიფის შვილი, ეძება ბავშვი და, როცა იპოვა, თავის კაცებს უბრძანა დაეჭირათ. ესროლეს ქამანდი და შემოახვიეს ბავშვს, მაგრამ ბავშვმა რომ გაიწია, ჯაჭვი გაწყვიტა და გაიქცა. გაწყვეტილი ჯაჭვი მოხვდა კაცებს და მეფის შვილის გარდა ყველანი დაიხოცნენ. |
| 136 |
ასე მოდიოდა ახალახალ ტანისამოსჩაცმული. მერე ეს ბავშვიც ისე მოიქცა, როგორც მეფის შვილი: ადგებოდა, ჩაიცვამდა, კანკალით დაიბანდა პირს და დაჯდებოდა პურის საჭმელად. დიდხანს იყო ასე. ერთხელ მეფის შვილმა თვალი მოჰკრა, სიხარულით შევარდა მამის ოთახში და შეატყობინა ეს ამბავი. მამამ უთხრა: - შემოიყვანეთ სასახლეში და ჩვენთან იცხოვროსო. |
| 137 |
ჯერ ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ მათთან ცხოვრებამ ლაპარაკიც ასწავლა და კიდეც შეაჩვია ამათ. სანადიროდ ისა და ხელმწიფის შვილი ერთად დადიოდნენ. მაგრამ ირმისა უფრო ღონიერი იყო. ზევით ისარს რომ აისროდა და მიწაზე ჩამოვარდნილი დაესობოდა, მისი ამოძრობა ხელმწიფის შვილს არ შეეძლო, ირმისა კი ადვილად ამოაძრობდა ხოლმე. |
| 138 |
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ერთ სოფელში ერთი ალალ-მართალი და გამრჯე კაცი ცხოვრობდა. ერთი ძროხა ჰყავდა და საბალახოდ უშვებდა. ძროხას იმ არე-მარეში ყველა ნადირი იცნობდა და პატრონის შიშით ახლოს არცერთი არ ეკარებოდა. კაცი არხეინად იჯდა შინ, თლიდა კომბლებს და ჭერში აწყობდა. ამიტომ ხალხიც სახელად კომბლეს ეძახოდა. |
| 139 |
წაიყვანა ძროხა ბაზრობაზე და აატარ-ჩაატარა. ბერწი ძროხა, რა თქმა უნდა, მსუქანიც იქნებოდა და ყასბებს დანახვისთანავე თვალები ზედ დარჩათ, მაგრამ ფასის მიცემა დაენანათ და ერთმანეთში მოილაპარაკეს, მოდი ამ ტეტიას შარი მოვდოთ და თხის ფასად გავაყიდინოთო. მივიდა ერთი ყასაბი კომბლესთან და ჰკითხა: – ძმობილო, რა ღირს შენი თხაო? |
| 140 |
იყიდა ოთხი ცხვარი და მირეკა შინ. მეორე დილით გაუშვა ცხვრები საძოვარზე და თანა დაარიგა: – თუ მგელი, ან სხვა რომელიმე მტაცებელი შეგხვდათ, უთხარით, კომბლესები ვართ-თქო და ჩემი შიშით ახლოს ვერც ერთი ვერ გაგეკარებათო. ცხვრები გამოუცდელები იყვნენ, შეჰყვნენ საძოვარს და სრულიად უცხო ადგილზე გავიდნენ. იქ კომბლეს არავინ იცნობდა. |
| 141 |
– კომბლესიო, – მიუგეს ცხვრებმა. – კომბლე რა კაციაო? – კომბლე ის კაცია, კომბლებსა თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხობსო. – ოო, ეგ თქვენი კომბლე რაღაც ძალიან საშიში კაცი ჩანსო, – თქვა მელიამ და უკანმოუხედავად მოკურცხლა. იარეს ცხვრებმა, იარეს და ახლა მგელი შემოხვდათ. – ცხვრებო, ვისი ხართო? – ჰკითხა მგელმა. |
| 142 |
საღამო ხანზე უცადა კომბლემ თავის ცხვრებს, უცადა და რომ აღარ დაბრუნდნენ, ჩამოიღო ერთი ყველაზე დიდი კომბალი, გაიდო მხარზე და წავიდა საძებნელად. იარა კომბლემ, იარა და შემოხვდა მელია. – მელიავ, ჩემი ცხვრების ხომ არსად გინახავსო? – ჰკითხა კომბლემ. – არა, რჯულის მადლმაო, – მიუგო მელიამ. – აბა კბილები დაკრიჭე და ენა გამოყავიო. |
| 143 |
დაკრიჭა მელიამ კბილები და ენა გამოყო, მაგრამ არც კბილებსა და არც ენაზე სისხლის ნატამალი არ უჩანდა. დაანება კომბლემ მელიას თავი და წავიდა. იარა, იარა და ახლა მგელი შემოხვდა. – ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავსო? – ჰკითხა კომბლემ. – არა, რჯულის მადლმაო, – მიუგო მგელმა. – აბა კბილები დაკრიჭე და ენა გამოყავიო. |
| 144 |
დაკრიჭა მგელმა კბილები და ენაც გამოყო. მაგრამ ენაზე სისხლი არ ეცხო და კბილებში ჩიჩია არ უჩანდა. კომბლემ მგელსაც თავი დაანება და წავიდა. იარა, იარა და ბოლოს დათვი შემოხვდა. – ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავსო? – ჰკითხა კომბლემ. – არა, რჯულის მადლმაო, – მიუგო დათვმა. – აბა კბილები დაკრიჭე და ენა გამოყავიო. |
| 145 |
დაკრიჭა დათვმა კბილები და ენაც გამოყო. ენა სისხლიანი ჰქონდა და კბილებში ჩიჩია უჩანდა. – აი, შე ღორმუცელა, ქოფაკოო! – დასჭყივლა კომბლემ და მისცხო და მისცხო გვერდებში კომბალი, წამოაყრევინა თავისი ცხვრები და იმდენი სცემა, სანამ სულ არ მიამკვდარა. ნეკნებჩალეწილი დათვი ადგილზე დატოვა, გამოირეკა ცხვრები და შინისაკენ გამოსწია. |
| 146 |
გაიგო ხელმწიფემ, ჩემს სამფლობელოში ერთ კაცს უთვალავი ცხვარი ჰყოლიაო და მაშინვე ნაზირ-ვეზირები გაგზავნა, სულერთიანად წაართვით და მომირეკეთო. წავიდნენ ნაზირ-ვეზირები, გამოირეკეს მთელი ცხვარი და მოურეკეს ხელმწიფეს. გაიგო კომბლემ, ჩემი ცხვარი ჩვენს ხელმწიფეს გაურეკინებიაო, აიღო ქრისტე-ღმერთის ნაჩუქარი კომბალი და წავიდა. |
| 147 |
ნუ შეარჩენ თმას და წვერსა. დატრიალდა კომბალი და ერთი წუთის განმავლობაში ბოროტი ხელმწიფე და მისი ნაზირ-ვეზირები მკვდრები დაყარა. ხალხმა გაიგო ხარბი ხელმწიფის სიკვდილი და სიხარულით ცას ეწია, მთელი ქალაქი სასახლის ეზოში შეიკრიბა, ხელმწიფისა და მისი ვეზირების გვამები გადაყარეს და ხელმწიფედ კომბლე დააყენეს. |
| 148 |
– სად მიეშურებით? – იკითხა მან. – ცა და ქვეყანა იქცევა და იქნება დავიმალოთო! – მიამხანაგეთო! წაიყოლიეს მგელიც. შემორფეთათ ირემი. იმასაც ასე უთხრეს და ისიც თან წაიყოლეს. გზადაგზა აედევნენ: ჯიხვი, არჩვი, ჯეირანი და კურდღელი. წინ მელა მიუძღოდათ, ვითომც დიდი მზრუნველი და ამხანაგების გადამრჩენი ყოფილიყო. |
| 149 |
შეიხიზნენ ერთ გამოქვაბულში და დაიწყეს ერთად ცხოვრება უბედურების მოლოდინში. – მოდი, ერთი სოფლობა ვქნათ, – მიმართა მელამ ამხანაგებს, – მე ბატონი, დათვი ბატონი, მგელი ბატონი, ირემი ბატონი, ჯიხვი ბატონი, არჩვი ბატონი, კურდღელი რას გვიკეთებს? ერთი ვიკითხოთ! – ეძგერნენ და ლუკმა-ლუკმა გაინაწილეს. ქონი ქვევრში შეინახეს. |
| 150 |
მოშივდა მელიას. რა ქნას ახლა? შეინავარდა მახლობელ გორაზე. ვერაფერი იშოვა და შინ დაბრუნდა. – ამ გორის იქით ნათლობაში დამპატიჟეს და რა ვქნაო? – მიმართა დათვს. – წადი, ოღონდ ცოტა რამე მეც მარგე, ცოდვა ვარ, სასუსნავი წამომიღეო! წავიდა მელა. გაეცალა დათვს, ჩუმად მოხადა თავი ქვევრს და ქონის ზედა ნაწილი შეჭამა. |
| 151 |
ერთი წლის შემდეგ მეფემ მეორე ცოლი შეირთო. ახალი დედოფალი ნამდვილი მზეთუნახავი იყო, მაგრამ გოროზი და გული ღვარძლით ჰქონდა სავსე. ვინმეზე რომ გეთქვა, ლამაზიაო, ბოღმით სკდებოდა. დედოფალს ერთი ჯადოსნური სარკე ჰქონდა. ხშირ-ხშირად იხედებოდა შიგ. ტკბებოდა თავისი სილამაზით და თან სარკეს ეკითხებოდა: – სარკევ, სარკევ, მითხარი. |
| 152 |
– შენზე ყიერმიზი მხოლოდ ფიფქიაა, მასზე ლამაზი ქვეყნად არავინაა! დედოფალი შურით გულზე გასკდა. თვალს ოჰკრავდა თუ არა გერს, სიძულვილი ახრჩობდა. დღედაღამ მის თავიდან მოცილებაზე ფიქრობდა. ერთ მშვენიერ დღეს მოიხმო ერთგული მსახური და უბრძანა: – წაიყვანე ფიფქია უღრან ტყეში, მოკალი და დასტურად მისი გულ-ღვიძლი მომიტანეო. |
| 153 |
გაიხარა დედინაცვალმა და მზარეულს უბრძანა, ახლავე შემიბრაწეო. ეგონა, გერის გულ-ღვიძლი იყო. დარჩა საბრალო ფიფქია მარტოდმარტო უსიერ ტყეში, შიშით კბილს კბილზე აცემინებს, აქეთ-იქეთ იყურება, აღარ იცის, რა ქნას. ადგა და გაიქცა. მირბის თავქუდმოგლეჯილი, მიარღვევს უკალ ბუჩქნარს, ირგვლივ მხეცები დარძრწიან, მაგრამ ფიფქიას არავინ ეკარეგბა. |
| 154 |
ამასობაში დაბინდდა კიდეც. უცებ პაწია ქოხი დაინახა და გახარებული შიგნით შევიდა. ქოხი დაწკრიალებულ-დაკრიალებული იყო, შიგ ყველაფერი კოპწია და კოხტა ელაგა. შუა ოთახში, თეთრ სუფრაგადაფარებულ მაგიდაზე შვიდი პატარა თეფში, კოვზი, დანა-ჩანგალი და ჭიქა ეწყო. კედლის გასწვრივ შვიდი პატარა, ქათქათა საწოლი იყო ჩამწკრივებული. |
| 155 |
ტყეში ნახეტიალებს და ნარბენს ძილი მოერია. პირველ სწოლში ჩაწვა – აპატარავა, მოსინჯა მეორე, მესამე... მხოლოდ მეშვიდე საწოლი გამოდგა შესაფერისი. დაწვა და ფშვინვაც ამოუშვა. თურმე ეს ქოხი შვიდი ჯუჯასი იყო. ჯუჯები მთასი მადანს თხრიდნენ. ჩამობინდდა და შინაც დაბრუნდნენ. აანთეს პაწია ლამპები და ნახეს, რომ რომ ქოხში ვიღაც ყოფილა. |
| 156 |
ჯუჯები დილით მთაში სამუშაოდ მიდიოდნენ და საღამოსღა ბრუნდებოდნენ. ფიფქია მათ ვახშამს ახვედრებდა. გოგონა მარტო რჩებოდა შინ და ჯუჯები არიგებდნენ: – უფთხილდი შენს დედინაცვალს. მალე გაიგებს შენს ადგილსამყოფელს. ამიტომ შინ არავინ შემოუშვა. დედინაცვალს კი, რახან ფიფქია მოიშორა, თავი მთელ ქვეყანაზე ულმაზესი ეგონა. |
| 157 |
დედოფალი ბრაზით აცახცახდა – სარკე ხომ არასდეს ტყუოდა! მიხვდა, მსახურს არ მოუკლავს ფიფქია და იმაზე ფიქრი დაიწყო, როგორ მოეშორებინა თავიდან საძულველი გერი. ბოლოს, მოიფიქრა: რომ ვერ ეცნოთ, სახე მოიხატა, ვაჭარი დედაბრის კაბა ჩაიცვა, შვიდი მთა გადაიარა და შვიდი ჯუჯის კარს მიუკაკუნა: – კარი გამიღეთ, ძვირფასი სავაჭრო მოგართვითო. |
| 158 |
საღამოს შინ დაბრუნებულ ჯუჯებს ფიფქია გულწასული დახვდათ. შეწუხდნენ, აიყვანეს დს რას ხედავენ – თასმებით არ არის გაკოჭილი? გაუჭრეს თუ არა თასმა, ფიფქიამ მაშინვე ამოისუნთქა. როცა ჯუჯებმა ფიფქიას ნამბობი მოისმინეს, უთხრეს: – ის ვაჭარი დედაბერი შენი დედინაცვალი იყო. დაიმახსოვრე, ჩვენს არყოფნაში შინ არავინ შემოუშვაო. |
| 159 |
– მოწამვლისა ხომ არ გეშინია? – გაეცინა დედაბერს, – ამ ვაშლს შუაზე გავჭრი, ლოყაწითელს შენ მოგართმევ, თეთრს თვითონ გეახლებიო. ვაშლის წითელი მხარე კი მოწამლული იყო. ფიფქიას ძალიან მოუნდა დაბრაწული ვაშლი, თან ნახა, რა გემრიელად ახრამუნებდა გლეხის ქალი, ვერ მოითმინა, სარკმლიდან ხელი გამოჰყო და დედაბერის მიწოდებული ვაშლი გამოართვა. |
| 160 |
ერთ მშვენიერ დღეს ტყეში უფლისწული ნადირობდა. შემოაღამდა და ჯუჯებს მადგა თამის გასათევად. ნახა მთაზე კუბო, – კუბოში ულამაზესი ფიფქია იწვა, წაიკითხა ოქროს ასოებიანი წარწერა და ჯუჯებს სთხოვა: – ოღონდ ეს კუბო მომეცით და რაც გამაჩნია, ყველაფერს მოგართმევო. – ფიფქიას მთელი ქვეყნის ოქროზე არ გავცვლითო, – იუარეს ჯუჯებმა. |
| 161 |
როგორც კი სასახლეში ფეხი შედგა და პაარძალს შეხედა, ფიფქია იცნო. შიშით ადგილს მიეყინა, მალე წინ გახურებული რკინის ფეხსაცმელები დაუწყვეს და უბრძანეს, – ჩაიცვი და იცეკვე მანამ, სანამ სული არ ამოგხდებაო. რას იზამდა ბოროტი დედოფალი. მალე მან თქვენი ჭირი წაიღო. ფიფქია, უფლისწული და შვიდი ჯუჯა კი ბედნიერად ცხოვრობდნენ. |
| 162 |
როდესაც ვახუშტიმ ფანქარს წვერი წაუთალა და ხატვა დაიწყო, სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ფანქარი ჯადოსნური იყო. დააპირა თუ არა ვახუშტიმ ზღვის დახატვა, ფანქარიც მაშინვე გალურჯდა, დროშის დახატვას მიჰყო ხელი და ფანქარი გაწითლდა, მერე ბოლის დახატვა გადაწყვიტა და ფანქარიც სასწრაფოდ გაშავდა, თოვლიანი მთების ხატვისას კი ფანქარი გათეთრდა. |
| 163 |
ვახუშტიმ თვალები მოიფშვნიტა, ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ, არა! თვალები არ ატყუებდნენ ვახუშტის: ნახატი მართლაც ფერადი იყო, ფანქარი კი მხოლოდ ერთი ეჭირა ხელში. ეს ამბავი ვახუშტიმ წამსვე ყველას გვამცნო და საბუთად ნახატი გვიჩვენა. – აბა, მათხოვე ერთი, მეცა ვცადო! – ვთხოვე ვახუშტის და ფანქრის გამოსათმევად ხელი გავუწოდე. |
| 164 |
სხვამაც ბევრმა სთხოვა ვახუშტის ფანქარი, მაგრამ ის სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა, დამეხარჯება და დამეხარჯებაო. ამის შემდეგ ვახუშტი ფანქარს ერთი წუთითაც კი არ იშორებდა, ის კი არა და, ღამეც გულში ჰქონდა ჩახუტებული. სხვებს ხომ არ აძლევდა და არ აძლევდა, თვითონაც აღარაფერს ხატავდა, დამეხარჯებაო, კვლავ თავისას გაიძახოდა. |
| 165 |
მართლაც, გაუმზადა ერთი კვირის საგზალი და თან ხახვი გაატანა. გზადაგზა რომ იაროთ, ეს ხახვის ნაფცქვენები ყარეთ გზაშიო. თქვენი და გამოყვება ამ ნაფცქვენებს და მოგაგნებთო. გზაზე ერთი სოფელი იყო გასავლელი. იქ ცხოვრობდა ასთავიანი დევი, რომელსაც ჰყავდა ბებერი დედა. ამოვიდა, მოკრიფა ხახვის ნაფცქვენები და თავის გზაზე დაყარა. |
| 166 |
ასთავიან დევს ძალიან მოეწონა, შეირთო ცოლად. რაკი დანიშნულ დროზე ამ ძმებს ხარჯი არ ჩაუტანა, ბიჭები შინ წამოვიდნენ. დედას უთხრეს: – რატომ ხარჯი არ გამოგვიგზავნეო? დედამ იცოდა, იმ სოფელში რომ ასთავიანი დევი იყო და დაიწყო ტირილი: – ჩემს შვილს ასთავიანი დევი შეჭამდაო. ძმებმაც გაიგეს ეს ამბავი და გაემგზავრნენ დის დასახსნელად. |
| 167 |
გავიდა დრო. ვაჟებიც დაკარგა დედამ და ქალიც. ტირის. ერთ მშვენიერ დღეს ჩამოიარა კაცმა და ეკითხება დედაკაცს, რა გატირებსო? დედაკაცმა უამბო თავისი თავგადასავალი. კაცმა ამოიღო ერთი ვაშლი, მისცა დედაკაცს და უთხრა: – ეს ვაშლი ას ნაწილად გაჭერი და დღეში თითო შეჭამეო. დედაკაცმა დაჭრა ვაშლი ას ნაწილად. დაუწყო სათითაოდ ჭამა. |
| 168 |
დედას უთხრა: – ძუძუ მინდაო. დედამ დაუწყო ჩხუბი: – რაღა დროს შენი ძუძუაო! მაგრამ ასფურცელამ ძალიან და ძალიან შეაწუხა. მისცა ძუძუ. ასფურცელამ მოუჭირა კბილები და დედას შეეკითხა: – მითხარი, და-ძმები მყავს თუ არაო? დედამ უთხრა: – ასთავიან დევთან არიანო. ასფურცელა ადგა და გაემგზავრა ასთავიანი დევის სახლისაკენ. |
| 169 |
გზაზე ერთი ხევი ჰქონდა გასავლელი. ხევს რომ მიუახლოვდა, გამოჩნდა ის სახლი, სადაც ასთავიანი დევი იყო. ბებერმა შენიშნა ეს ახალგაზრდა და თქვა: – დედიშენის ღმერთსაო! მიუახლოვდა ასფურცელა იმ სახლს. შევიდა ეზოში და სიბრაზით დაიწყო სიარული. ბებერმა ჩხუბი დაუწყო ახალგაზრდას: – წადი აქედან, თორემ ჩემი შვილი მოვა და შეგჭამსო. |
| 170 |
ასფურცელამ უთხრა: – მე მოგივლი შენცა და შენს შვილსაცაო! საღამო ხანს მოვიდა დევი და მოიტანა ნანადირევი, დაინახა ვიღაც უცნობი, თვალებიდან ცეცხლი გადმოსცვივდა სიბრაზისაგან. მივიდა ახალგაზრდასთან. ახალგაზრდამ უთხრა ასთავიან დევს: – შენი ცოლისძმა ვარ და არ მიმიღებ ამაღამაო? ასთავიანი დევი დაყაბულდა და მიიპატიჟა სახლში. |
| 171 |
დაიწყეს ნანადირევის გატყავება. სანამდის ასთავიანი დევი ერთს გაატყავებდა, მანამ ასფურცელამ ორი გაატყავა, დაკუწა და მოხარშა კიდეც. დასხდნენ ვახშამზე. ასთავიანი დევი ეუბნება ასფურცელას: – ძვლის კაცი ხარ თუ ხორცისაო? – ძვალი რა ჩემი ხელობაა, ხორცი მომიტანეო! ხორცს ასფურცელა ჭამდა, ძვლებს კი ასთავიან დევს აძლევდა. |
| 172 |
შეეხვეწა ღმერთს: – თუ მე ვტყუი ჩემს ძმებთან. აქვე მომკალი, თუ არადა, ეს მუხა მომაგლეჯინეო. მართლაც, მოგლიჯა მუხა და შინისაკენ გაეშურა. შინ რომ მივიდა, დაუძახა თავის ძმებს: – გამოიხედეთ, ეს მუხა მაინც მომხსენითო. ძმებს ძალიან შეეშინდათ: ახლა კი დაგვხოცავს ჩვენი ძმაო. მაგრამ რას იზამდნენ: მოხსნეს მუხა. |
| 173 |
ხელმწიფეს სამი ვაჟი ჰყავდა; ვაჟებს გაუცინარი ხელმწიფის შვილებს ეძახდნენ. ერთხელ ძმებმა თქვეს: წავიდეთ, ვკითხოთ ჩვენს მამას, რად გვეძახიან გაუცინარი ხელმწიფის შვილებსაო? წავიდნენ მამასთან საკითხავად. ჯერ უფროსი ვაჟი შევიდა. მამამ ჯამით ღვინო მიაწოდა და უთხრა: - ჯერ ეს დალიე, მერე ერთ სილას შემოგკრავ და გეტყვიო! |
| 174 |
ახლა უმცროსი ძმა წავიდა. - რა გინდაო? - ჰკითხა გაუცინარმა. - ჩვენ გაუცინარი ხელმწიფის შვილებს გვეძახიან და რათა ხარ გაუცინარიო? - მიაწოდა ხელმწიფემ ჯამით ღვინო და უთხრა: - აბა, დალიე ეს ჯამი ერთ სილას შემოგკრავ და მერე გეტყვიო! ჩამოართვა ჯამი ღვინო და დალია. შემოჰკრა ხელმწიფემ სილა, მაგრამ ფეხიც ვერ მოაცვლევინა. |
| 175 |
მიუახლოვდა და დაინახა, რომ წითელი ცხენოსანი ჯარი გაქვავებული იყო. გასცდა ამასაც და გაიარა. მერე თეთრი ცხენოსანი ჯარი ნახა. ბევირ იარა, თუ ცოტა იარა, დაინახა ერთი ციხე; მისი წვერი ცამდე იყო აწვდილი! ციხის ძირს ბროწეული იდგა. ბროწეულს ხუთი თავის ტოლა ბროწეულები ება, ჩავიდა გაუცინარი ხელმწიფის შვილი, მოსწყვიტა ბროწეულები. |
| 176 |
მოვიდა ბინძური დევი, ნახა ცოცხი და დაიწყო სიცილი: - მოგატყუე, განა მართლა მაგ ცოცხში არის ჩემი სულიო?! ჩემი სული დედაბოძში არისო. წავიდა ბინძური დევი ისევ სანადიროდ. აიღო და გარეცხა და გაწმინდა დედაბოძი, მორთო და მოკაზმა, ეხვევა და ესურვილება. მოვიდა ბინძური და ნახა ცოლი რა ამბავშია. - მაგას რასა შვრებიო? - ჰკითხა. |
| 177 |
წავიდა თუ არა ბინძური დევი სანადიროდ, ადგა გაუცინარი ხელმწიფის შვილიც, აიღო ორი პური და წავიდა მჭედელთან. გააკეთებინა ოცი ლიტრის მშვილდ-ისარი, მოსწია და მოდრიკა. გააკეთებინა ორმოცისა, მოსწია და მოდრიკა, ბოლოს სამოცისა გააკეთებინა, მოსწია მშვილდი, მაგრა იდგა. მჭედელს უთხრა: - შენ არ აწრთო, საწრთობელ წყალს მე თვითონ მოგიტანო. |
| 178 |
წავიდა და გამოიტანა ბინძური დევის შარდი, აწრთო მჭედელმაც მშვილდ-ისარი. გადიგდო გაუცინარ ხელმწიფის შვილმა მხარზე და გაუდგა გზას ღორის საძებნელად. იარა, იარა და მივიდა იმ წყალზე, სადაც ტახი წყალსა სვამდა. წყალზე ქალი იჯდა და ტიროდა. რა გატირებსო? - ჰკითხა ვაჟმა, - რად იტკენ მაგ მშვენიერ თვალებსაო? - თუ ქრისტიანი ხარ, წადიო! |
| 179 |
აიღო ხელმწიფემ და ეს ყმაწვილი ხაროში ჩააგდო. ამ ხელმწიფეს ერთი მზეთუნახავი ქალი ჰყავდა. ქალს ყმაწვილი შეეცოდა: სადილის შემდეგ აიღებდა ხოლმე საჭმელს, სიზმარას ჩუმად მიუტანდა და ხაროში ჩაუყრიდა. ეს ხელმწიფე დასავლეთის ხელმწიფე იყო. ამ მზეთუნახავ ქალს აღმოსავლეთის ხელმწიფე სთხოვდა, მაგრამ მამა არ აძლევდა. |
| 180 |
ერთხელ აღმოსავლეთის ხელმწიფემ მზეთუნახავის მამას ოთხი ჭაკი ცხენი გამოუგზავნა და შემოუთვალა: - გამოიცან, რომელია ამ ცხენში დედა, რომელი უფროსი კვიცი და რომელი საშუალი და რომელი უმცროსი? თუ გამოიცნობ, ხომ კარგი, თუ არა და შენი ქალი ჩემიაო! ხელმწიფე და მისი ქალი დაღონდნენ, რადგან ეს გამოცანა ვერ გამოიცნეს. |
| 181 |
ქალი ისევ სიზმარასთან მივიდა და ყველაფერი უამბო. - ნუ გეშინია, - უთხრა სიზმარამ, - ამაღამ მე ამოვალ და ამოვიღებო! მართლაც, იმ ღამეს სიზმარა ამოვიდა, მიანძრ-მოანძრია ისარი, ამოიღო და იქვე დააგდო, თვითონ კი ისევ ხაროში ჩაჯდა. მეორე დილას ხელმწიფე გამოვიდა და გაკვირდა: - ვინ ამოიღო, ვინა, ჩემი ქალი იმას უნდა მივცეო! |
| 182 |
ყველამ თავ-თავისი ადგილი მონახა და საქმეზე დადგა. ამ მოგზაუგობაში გავიდა ხუთი-ექვსი წელიწადი. სიზმარას ქალ-ვაჟი უკვე დიდები გამხდარიყვნენ. როცა სიზმარა თავის ხელმწიფე სიმამრთან მივიდა, ცოლი ერთ მხარეს მოისვა, ქალიშვილი - მეორეს, ვაჟიშვილმა აიღო ოქროს სურა, თავის მამას წინ ოქროს ტაშტი დაუდგა და ხელ-პირი დააბანინა. |
| 183 |
რაკი მადა კარგი ჰქონდა, ჯიქანსაც ძალზე იტენიდა რძითა და გოჭებიც კიტრებივითა ჰყავდა დასუქებული და ჩამრგვალებული. თანაც ხუთივე გოჭი ძალიან ჭკვიანი და გამგონე იყო. ერთხელ ღორი მინდორში მიწასა სჩიჩქნიდა. ნაწვერალში თაგვის სორო იპოვა, სულ თავთავებით გაჭედილი. თითო-თითოდ იღებდა გემრიელ ხორბლის თავთავს და მადიანად აკნატუნებდა. |
| 184 |
ამ დროს თავს წაადგა ერთი მშიერი მგელი ბრიალა თვალებით და კაწკაწა კბილებით. - გამარჯობა, ღორო! - დაიყმუვლა მგელმა, თან უნდოდა თავის ხმისთვის სირბილე და სინაზე მიეცა, მაგრამ მაინც საზარლად და საძაგლად გამოუვიდა. ამ ხმაზე ღორი შეკრთა, ჯაგარი ყალყზე დაუდგა, მოიხედა, - მგელია, თვალებს აბრიალებს, კბილებს აკაწკაწებს. |
| 185 |
ღორი მიხვდა, რომ მისი საქმე ძალიან ცუდად იყო, თუ რასმე არ მოახერხებდა. ტყუილად ხომ არ უთქვამთ: ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსაო. რა მოვიგონო, როგორ გადავურჩე ამ სულთამხუთავს? - ბუტბუტებდა ტრუხუნა. - დიდებულო ბატონო! - მოახსენა ტრუხუნამ, - თქვენი ნებაა, რასაც მიზამთ თქვენს ფეხთა მტვერსა. ვინ დაგიდგებათ წინ! |
| 186 |
იყო და არა იყო რა, იყო ერთი გვრიტი, ცხოვრობდა თავისთვის ერთ ხეზე, იდგამდა ბუდეს, ჩეკდა ბარტყებს და მზრუნველადაც უვლიდა, - ადრე დილიდან მზის ჩასვლამდე ფრთებჩაუკრეფლად დაფრინავდა და შვილებს საზრდოს უზიდავდა. საღამოობით დაღლილ-დაქანცული, მაგრამ ბედნიერი, ჩამოჯდებოდა ბუდის გვერდით და მიდამოს ნელი გვრინით ატკბობდა. |
| 187 |
შეუერთდა ვირიც და წავიდნენ ხუთნი. შუაღამისას ერთ სოფელში შევიდნენ, დაუგდეს ყური და ერთი სახლიდან პატარა გვრიტების ღუღუნი გაიგონეს. მივიდნენ სახლთან, შევიდნენ ეზოში და საომრად მოემზადნენ: ვირი სახლის კარებთან აიტუზა, მახათი ჭუჭრუტანიდან შეძვრა და ბუხრის პირას დაერჭო, გვრიტი, მამალი და ფილთაქვა ერდოდან ჩავიდნენ. |
| 188 |
დედის დანახვაზე ბარტყებმა ერთი ჭყიპინი და კრუშ-კრუში ატეხეს. ხმაურზე კაცს გამოეღვიძა, წამოვარდა ლოგინიდან და, რომ გაეგო, სიბნელეში რა ხდებოდა, ბუხართან ცეცხლის ასანთებად მივიდა. გაჩხრიკა თუ არა ნაღვერდალი, ფილთაქვა გასკდა და ნაცარი თვალებში შეეყარა. კაცი შეშინდა, უკან დაიწია და ბარძაყში ახლა მახათი შეერჭო. |
| 189 |
იყო ერთი ხელმწიფე. ჰყავდა ერთადერთი ქალი, რომელიც სილამაზით მზეს ეცილებოდა. მამა ქალის მთხოვნელებს ეუბნებოდა: ამა და ამ ადგილას, ამა და ამ ბაღში იზრდება უკვდავების ვაშლის ხე, ვინც იმ ვაშლის ნაყოფს მომიტანს, ჩემ ქალს იმას მივათხოვებო. ყველა მიდიოდა ვაშლის საძებრად. ბევრი ვაჟკაცი წავიდა, მაგრამ უკან დაბრუნებული არავინ უნახავთ. |
| 190 |
ცხოვრობდა. განთქმული იყო თავისი სიმღერებითა და დაკვრით. მასაც მოსწონდა მზეთუნახავი, მაგრამ თხოვას აბა როგორ გაბედავდა! ერთ მშვენიერ დღეს ეს მეჩონგურეც მივიდა ხელმწიფესთან და მზეთუნახავი სთხოვა. მასაც უკვდავების ვაშლის მოტანა დაავალეს. მეჩონგურემ აიღო თავისი ჩონგური და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ცხრა მთა გვდვიარა. |
| 191 |
უცებ მეჩონგურის წინ გაიხსნა სალი კლდის კედელი და გამოჩნდა ყვავილებით მოფენილი გზა. გზა პირდაპირ ბაღში მიდიოდა. მიჰყვება ამ ყვავილოვან გზას მეჩონგურე და თანაც მღერის თავის გულსაკლავ სიმღერას. ის უკვდავების ვაშლის ხე, თურმე, ამ ბაღში იდგა და მას მცველად ჰყავდა გველეშაპი. ვინც ბაღს ახლო მიეკარებოდა, ცოცხლად ყლაპავდა. |
| 192 |
აქ ჩემი შიშით დაბლა ჭიანჭველები ვერ დადიან და ცაში ფრინველები ვერ დაფრინავენო! მეჩონგურე უკრავს და მღერის თავის სიმღერას და თვალებიდან თქრიალით მოსდის მდუღარე ცრემლი, მღერის და თან ტირის. გველეშაპი ღრიალით გამოქანდა მეჩონგურისაკენ, საზარელი პირი დააღო, უნდა ჩაეყლაპა, მაგრამ უცებ შეჩერდა და ყური დაუგდო მას. |
| 193 |
დიდხანს უსმენდა გაჩუმებული. ვეღარ გაუძლო მისმა ბოროტმა გულმაც და გასისხლიანებული თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. აკანკალებული და აცრემლებული უცქეროდა საზიზღარი გველეშაპი მეჩონგურეს, რომელიც კიდევ უფრო მგრძნობიარე სიმღერებს მღეროდა. ერთი კიდევ ჩამოჰკრა მეჩონგურემ და დაწყდა ჩონგურს ლარები. შეწყდა წკრიალა ხმებიც. |
| 194 |
მოხდენილი გულსაბნევი ეშხიან მკერდზე ზემოთ – ქვემოთ ადის-ჩადის... ქალი აღელვებულია. დივანზე მის წინ საგანგებო დავალებათა საგუბერნატორო ჩინოვნიკი, ახალგაზრდა, დამწყები მწერალი ზის, რომელიც ქალაქის უწყებებში პატარა მოთხრობებს, ან როგორც თვითონ უწოდებს – ნოველებს აქვეყნებს. მოთხრობები მაღალი წრის წარმომადგენელთა ცხოვრებას ეხება. |
| 195 |
– ო, ვოლდემარ! მე მინდოდა სახელი, ხმაური, ბრწყინვალება. რაღაც არაჩვეულებრივი მწყუროდა. და, აი, სრულიად შემთხვევით მდიდარ, მოხუც გენერალს შევხვდი. გამიგეთ, ვოლდემარ! ეს იყო თვითშეწირვა, უარის თქმა ყველაფერზე, გესმით! სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი. ჩემმა ოჯახმა ამოისუნთქა, დავიწყე მოგზაურობა, სიკეთის კეთება. |
| 196 |
როგორ ვეწამე, როგორი აუტანელი იყო გენერლის ყოველი მოკარება! თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ თავის დროზე ის მამაცურად იბრძოდა. იყო წუთები, საშინელი წუთები! მაგრამ მამხნევებდა აზრი, რომ მოხუცი დღეს თუ ხვალ მოკვდებოდა, რომ დავიწყებდი ცხოვრებას ისე, როგორც მინდოდა, საყვარელ ადამიანთან ვიქნებოდი. |
| 197 |
მოულოდნელი შეხვედრით გამოწვეულმა სიხარულმა ორივე გააბრუა. – ჩემო კარგო! – დაიწყო გამხდარმა ამბორის შემდეგ. – ამას არ მოველოდი! აი სურპრიზი! აბა ერთი კარგად შემომხედე! ისეთივე ლამაზი ხარ, როგორც იყავი! ისეთივე საყვარელი და კოხტა! ოჰ, ღმერთო ჩემო! როგორა ხარ? გამდიდრდი? დაცოლშვილდი? მე კი, როგორც ხედავ, ცოლიანი ვარ. |
| 198 |
– გიმნაზიაში ერთად ვსწავლობდით! – განაგრძობდა გამხდარმა, – გახსოვს, როგორ გაბრაზებდით? ჰეროსტრატეს გეძახდნენ იმისათვის, რომ სახელმწიფოსაგან მოცემული წიგნი პაპიროსის ცეცხლით გამოწვი. მე კი ეთიალეტს მეძახდნენ, რადგან ენის მიტანა მიყვარდა. ხო-ხო. რა ბავშვები ვიყავით! ნუ გეშინია, ნათანია! მიდი, ძიას მიუახლოვდი. |
| 199 |
– ვმსახურობ, ჩემო კარგო! მეორე წელიწადია კოლეჟსკი ასესორი ვარ, სტანისლავიც მივიღე. ჯამაგირი ვერა მაქვს კარგი. მაგრამ არა უშავს! ცოლი მუსიკას ასწავლის, მე კი კერძოდ ვმუშაობ, ხის პორტსიგარებს ვთლი. შესანიშნავი პორტსიგარებია! თითოს მანეთად ვყიდი. ვისაც ათი ან მეტი ცალი მიაქვს, უფრო იაფად ვუთმობ. იოლად გამოვდივართ. |
| 200 |
ფარფლებით მძაფრად კვეთდა ტალღებს, კურდს კი საჭედ ხმარობდა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ხომალდს, მით გარკვევით მოჩანდა მისი გადმოკარგლული თვალები, ხოლო გულაღმა შეტრიალეისას ფართო დაღებული ყბებიდან - ოთხრიგად მოჭედილი ბასრი კბილები. ბრტყელი, უზარმაზარი თავი ისე გადაბმოდა ტანს, თითქოს ხვედანას თავში ჩაქუჩის ტარი გაუყრიათო. |
| 201 |
ხვედანა ახლა საშიში აღრა იყო. ნადირობის ეშხი დამთავრდა. მეზღვაურების სიძულვილი ზვიგენისადმი განელდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობის ჟინი არ იყო მოკლებული. საერთოდ, გემბანზე ჩვეულებად აქვთ: ზვიგენს კუჭს გაუჭრიან და შეამოწმებენ, რადგან იციან მისი ღორმუცელობის ამბავი. ხშირად მის კუჭში მართლაც უცნაურ საგნებს წააწყდებიან ხოლმე. |
| 202 |
მზად იყო, თავისი ერთდაერთი სამოსი ღარიბისათვის მიეცა. ყველანი, მაკ-გრეგორის, მაკ-ფარლანის, მაკ-ნაბასისა და მაკ-ნოგტონის ყოფილი ვასლების შთამომავლები, სტირლინგის თუ დუმბარტონის მკვიდრნი, პატიოსანი ადამიანები, სულითა და ხორცით თავიანთი ბატონის ერთგულნი იყვნენ. ზოგი მათგანი მთიანი შოტლანდიის ველურ ენაზეც კი ლაპარაკობდა. |
| 203 |
ამიტომ აირჩია ცხოვრების თანამგზავრად ეს ახალგაზრდა, ლამაზი და ერთგული ქალი. გლენარვანმა ელენი მამამისის სიკვდილის შემდეგ გაიცნო. ის განმარტოებით ცხოვრობდა კილპატრიკში, მამსისეულ სახლში და თითქმის არვითარი სახსარი არ გააჩნდა. გლენარვანი მალე მიხვდა, რომ ეს საწყალი ქალიშვილი ერთგული მეუღლე იქნებოდა და ითხოვა იგი. |
| 204 |
მართლაც, განა წარმოსადგენია უფრო დიდი სიამოვნება, ვიდრე მოგზაურობა საბერძნეთის მშვენიერი ნაპირების გაყოლებით და თაფლობის თვის გატარება აღმოსავლეთის ზღაპრულ ნაპირებთან. დღეს კი მარტოდ დარჩენილი ელენი მოუთმენლად ელოდა ლონდონიდან გლენარვანის დაბრუნებას. გლენარვანმა წასვლის მეორე დღესვე დეპეშით აცნობა, მალე დავბრუნდებიო. |
| 205 |
მოურავი გაბრუნდა და რამდენიმე წუთის შემდეგ ახალგაზრდა ქალ-ვაჟს შემოუძღვა. ეტყობოდა, და-ძმანი იყვნენ. ქალი თექვსმეტი წლისა იქნებოდა. სანდომიანი სახისა იყო, ცრემლიან თვალებში სიმხნე გამოუკრთოდა, ღარიბულად ეცვა, მაგრამ სუფთად. ხელი ჩაეკიდა თორმეტი წლის ძმისათვის, რომლის თვალებიც მეტყველებდნენ - ჩემს დას არავის დავაჩაგვრინებო! |
| 206 |
- გასაგებია... მაშ, იცით, რას გეტყვით, ალბათ, ლორდი გლენარვანი ხვალ დაბრუნდება. ბარათები თან აქვს წაღებული საადმირალოში წარსადგენად. უნდა იშუამდგომლოს, რათა მთავრობამ დაუყოვნებლივ გაგზავნოს ხომალდი კაპიტან გრანტის საძებნელად. - ნუთუ ეგ შესაძლებელია, მილედი! - წამოიძახა გაოცებულმა ქალმა, - ალბათ, ჩვენი გულისთვის მოიქეცით ასე? |
| 207 |
ტუჩებს, გრანტის ასული კი გულხელდაკრეფილი უსიტყვოდ ისმენდა ყველაფერს, ბოლოს სთხოვა: - ლედი, ღვთის გულისათვის, მიბოძეთ ბარათები! - ბარათები? მე არა მაგქვს, ძვირფასო. - თქვენ არა გაქვთ? - არა, ბარათები ლორდმა ლონდონში წაიღო, მაგრამ მერწმუნეთ, თითქმის სიტყვასიტყვით გადმოგეცით, როგორ აღვადგინეთ ბარათების შინაარსი. |
| 208 |
ან კი რა საჭირო იყო, ახალგაზრდა ქალისთვის გული დაეწყვიტა ასეთი წვრილმანებით! სამაგიეროდ, მერი გრანტს დაწვრილებით გამოჰკითხა მათი ოჯახური მდგომარეობა და ყოფა-ცხოვრება. შეიტყო, რომ ახალგაზრდა ქალი ერთადერთი აღმზრდელი ყოფილა თავისი ძმისა. ამან უფრო მოინადირა ელენის გული და კაპიტან გრანტის ქალ-ვაჟი შეიყვარა. |
| 209 |
არც არის საკვირველი, რომ ინგლისის მთავრობამ უარი უთხრა დახმარებაზე ამ გეგმების განსახორციელებლად. მეტიც, ინგლისის მთავრობას ათასგვარი დაბრკოლება შეუქმნია მისთვის. სხვას მის ადგილზე გული გაუტყდებოდა, ხალისი და ენერგია დაეკარგებოდა, მაგრამ კაპიტანი გაუტეხელი, მტკიცე ხასიათის იყო, სიძნელეებსა და დაბრკოლებებს არ უშინდებოდა. |
| 210 |
მეორე დღეს მერი და რობერტი ადრიანად წამომდგარიყვნენ და ციხე-დარბაზის ფართო ეზოში დასეირნობდნენ. უცებ ეტლის ხმა მოესმათ: გლენარვანი მოღუშული იყო, განაწყენება ეტყობოდა, მეუღლეს უსიტყვოდ გადაეხვია. - ედუარდ, რა ქენი? - თვალები შეანათა ელენმა. - რას ვიზამდი, ძვირფასო, - მიუგო გლენარვანმა, - იმ ხალხს გული არ ჰქონია. |
| 211 |
შოტლანდიელები დუმილით გმობდნენ ინგლისის მთავრობის საქციელს, რამდენიმე წუთის შემდეგ სიჩუმე მაიორმა დაარღვია. - მაშ, არავითარი იმედი აღარ არის? - ჰკითხა გლენარვანს. - არავითარი. - თუ ასეა, თვითონ მივალ მათთან! - წამოიძახა რობერტმა, მაგრამ მერიმ სიტყვა შეაწყვეტინა, - რობერტის მოკუმშული მუშტები სახეიროს არას მოასწავებდა. |
| 212 |
წასასვლელად გამზადებული და ხელიხელჩაკიდებული და-ძმა რომ შეაჩერეს, ელენი მეუღლეს მიუბრუნდა: - ედუარდ, როდესაც კაპიტანმა ეგ ბარათი დაწერა და ბოთლით გადააგდო ზღვაში, ამით მან თავისი ბედი შემთხვევას მიანდო. შემთხვევამ კი ეს საბუთები ჩვენ ჩაგვიგდო ხელთ! მაშ, ვინ უნდა იზრუნოს იმ უებურის გადარჩენაზე თუ არა ჩვენ?! |
| 213 |
როდესაც საადმირალოში გლენარვანის შუმდგომლობა არ შეიწყნარეს, მაშინ დაებადა აზრი, თვითონ გამგზავრებულიყო გრანტის საძებნელად, მაგრამ ახალგაზრდა მეუღლესთან განშორება ემძიმებოდა. ამიტომ ეს მოსვლისთანავე ვერ გაუმხილა. ახლა კი, როდესაც ელენმა თვითონ მოისურვა ეს, გლენარვანიც, რა თქმა უნდა, უსიტყოვოდ დაეთანხმა. |
| 214 |
მარტოდ დარჩენილმა მაიორმა ჩვეულებისამებრ თავის თავთან დაიწყო ხმადაბალი ლაპარაკი დინჯი კილოთი, თან აბოლებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მოტრიალდა და სავსებით უცნობ კაცს შეხვდა. მაიორს რომ ოდესმე განცვიფრება შესძლებოდა, სწორედ ახლა უნდა განცვიფრებულიყო, მით უმეტეს, რომ ასეთი თანამგზავრის შესახებ არაფერი იცოდა. |
| 215 |
მის სახეს არ ემჩნეოდა მკაცრი მედიდურობა, რომელიც ასახულია გაუცინარი ადამიანების სახეზე, რითაც ფარავენ თავიანთ არარაობას. მართალია, უცნობს ჯერ ხმაც არ ამოეღო, მაგრამ ეტყობოდა, ბევრი ლაპარაკი უყვარდა, გულმავიწყი და დაბნეულიც იყო. ერთი სიტყვით, ისეთ ადამიანს ჰგავდა, რომელიც უცქერის და ვერ ხედავს, ისმენს და არ ესმის. |
| 216 |
პაგანელის განცვიფრება აუწერელი იყო. ყველანი სათითაოდ ჩაათვალიერა: გლენარვანის სახეს სერიოზული იერი არ მოსცილებია, ელენსა და მერი გრანტს სიბრალული აღებეჭდათ დახეზე. ჯონ მანგლსი იღიმებოდა, მაიორი კი ქვასავით უძრავად იდგა. პაგანელმა მხრები აიჩეჩა, სათვალე შუბლიდან ცხვირზე ჩამოიცურა და წამოიძახა: - რა ხუმრობაა! |
| 217 |
რამდენი მიწერ-მოწერ მქონდა ჩვენი გეოგრაფიული საზოგადოების წევრ-კორესპონდენტ უილიამ ტუფნელთან!... აღტაცებული ვარ, რომ ჩემი უძვირფასესი მეგობრის უილიამ ტუფნელის ქალიშვილთან ერთად მიხდება მგზავრობა! აღფრთოვანებულმა პაგანელმა თავი ვეღარ შეიკავა და ელენის თანხმობით გადაკოცნა ქალი, თუმცა ასეთი საქციელი, ცოტა არ იყოს, უხერხული იყო. |
| 218 |
სრუტე ახლა გრანიტის მასივებს შორის მიიკლაკნებოდა. მთის კალთები დაფარული იყო დაბურული ტყეებით, მწვერვალები - მუდმივი თოვლის ქუდებით, ათას ხუთასი ფუტის სიმაღლეზე აზიდულიყო ტარნის მთის მწვერვალი. ხანგრძლივი ბინდის შემდეგ მიდამოს ღამის სიბნელე წამოეპარა. დღის სინათლე ნელ-ნელა ცვლიდა მკრთალი ჩრდილები. ცა ვარსკვლავებით აციმციმდა. |
| 219 |
ყველას საერთო დარაში მოეყარა თავი. ამ ამბავმა ყველანი დააღონა. რობერტსა და მერი გრანტს ადამიანის ფერი აღარ ედოთ. ელენი ალერსით ცდილობდა ენუგეშებინა მერი, რადგან სანუგეშო სიტყვები ვეღარ ეპოვნა. ჟაკ პაგანელი გულდასმით ჩაჰკირკიტებდა ნაპოვნ ბარათებს, თითქოს ცდილობდა, ახალი რამ აზრი ამოეთკითხა. დუმილი გლენარვანმა დაარღვია. |
| 220 |
- ზღვა თუ არა, მდინარე იქნებოდა, რომელიც ზღვას ერთვის! ამ მოულოდნელ განმარტებაზე ყველამ უსიტყვოდ განცვიფრებით გადახედა ერთმანეთს. მათ მოელვარე თვალებში პაგანელმა იმედის ახალი ნაპერწკალი დაინახა! - აი, აზრი! - წამოიძახა ელენმა. - და მერე რა აზრი! - გულუბრყვილოდ დაურთო გეოგრაფმა. - ახლა რა გზას დავადგეთ? - შეეკითხა გლენარვანი. |
| 221 |
როგორც ეტყობოდათ, კატაპაცი სიტყვაძუნწი კაცი წიყო, ის პერონებსაც კი არ ელაპარაკებოდა, განსაკრგულებებს ხელით ანიშნებდა, ალბათ, მისი ხელობა მოითხოვდა ამას. პეონებს ხანგრძლივი გამოცდილებით ჩინებულად ჰქონდათ შეთვისებული თავიანთი მოვალეობა. თუ ვისმე ჯორი გაჯიუტდებოდა და გაჩერდებოდა, ყვირილით ან ქვების სროლით დაძრავდნენ ადგილიდან. |
| 222 |
მეჯორე-გამყოლები ჩვეულებრივ დილის რვა საათზე დაადგებიან ხოლმე გზას, საუზმის შემდეგ და ღამის გასათევ ადგილამდე გაუჩერებლივ მიდიან, ე. ი. ნაშუადღევის ოთხ საათამდე. გლენარვანი შეუდავებლად ემორჩილებოდა ამ ჩვეულებას. პირველ საღამოს უკვე მიადგნენ ქალაქ არაუკოს, რომელიც გაშენებულია ტალკაჰუანოს ყურის სამხრეთ ბოლოში. |
| 223 |
იმ ძირითად ენაზე, რომელიც გავრცელებულია მაგელანის სრუტემდე. პაგანელს ესნაური ენა იმდენად უშველიდა აქ, რამდენადაც, ვთქვათ, ძველი ებრაული. რადგანაც საუბრისა და მოსმენის საშუალება არ ჰქონდა, პაგანელი თვალიერებასა და დაკვირვებას შეუდგა. მოლუჩის მოდგმის სხვადასხვა ტიპებზე დაკვირვება პაგანელი დიდად ასიამოვნა. |
| 224 |
ისინი ასრულებდნენ ყველა მძიმე საოჯახო საქმეს - ცხენებს უვლიდნენ, საომარ იარაღს წმენდნენ, ხნავდნენ და მკიდნენ, ნანადირევს მიართმევდნენ თავიანთ მბრძანებლებს და გარდა ამისა, კიდევ ახერხებდნენ იმდენი დროის მონარჩუნებას, რომ ერთი პონჩო მაინც მოეთელათ, რასაც ორი წლის შრომა სჭირდებოდა და ასი დოლარი მაინც ღირდა. |
| 225 |
მოლუჩები, საერთოდ, ნაკლებსაინტერესო მოდგმისანი არიან. ადათ-ჩვევებით ველურებისაგან დიდად არ განსხვავდებიან. მათ აქვთ ყველა ადამიანური ნაკლი და ერთადერთი სიკეთე, რაც ახასიათებთ, თავისუფლების განუსაზრვრელი სიყვარულია. - ნამდვილი სპარტანელები არიან! - იმეორებდა პაგანელი საღამოთი, გასეირნების შემდეგ, ვახშმობისს. |
| 226 |
ვახშმის შემდეგ მგზავრები პონჩოებში გაეხვივნენ და ღრმა ძილს მიეცნენ. მეორე დილით, რვა საათზე, ქარავანი ოცდამეჩვიდმეტე პარალელს გაუყვა აღმოსავლეთისაკენ. წინ კატაპაცი მიუძღოდათ, უკან პეონები მისდევდნენ. გზა მიემართებოდა არაუკანიის ნაყოფიერ მიწა-წყალზე, როემლზედაც გაშენებული იყო ვენახები, მაღლობზე კი ცხვრის ფარები შეფენილიყო. |
| 227 |
თანდათანობით მიდამოს უდაბნოს იერი მიეცა. მხოლოდ იშვიათად თუ შეხვდებოდით რასტრეადორეის ქოხებს. რასტეადორები მთელ ამერიკაში სახელგანთქმული იყვნენ ველური ცხენების გახედვნით. ქოხები ერთიმეორისაგან რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული. ზოგჯერ წააწყდებოდნენ საფოსტო სადგურის ნანგრევებს, სადაც ველად მოხეტიალე ინდიელებს დაედოთ ბინა. |
| 228 |
მეორე დღესაც ასეთივე სისწრაფით იარეს, ადვილად გადასერეს მდინარე რიო-ბელის ჭორომები და საღამო ხანს, როდესაც ღამის გასათევად დაიბანაკეს მდინარე ბიო-ბიოს ნაპირზე, გლენარვანმა უბის წიგნაკში ჩაიწერა, რომ იმ დღეს ორმოცდაათი კილომეტრი გაიარეს. ეს ადგილი ესპანეთის ჩილესა და დამოუკიდებელი ჩილეს საზღვარზე მდებარეობდა. |
| 229 |
ადგილმდებარეობას ჯერ იერი არ ეცვალა. წინ ეშლებოდათ იგივე ნაყოფიერი მიდამოები, დაფარული მოღაღანე ამარილისით, ხისებრი იით, ლემათი, ვარაყისფრად აყვავებული კაქტუსებით. უღრანი ტყეები სავსე იყო ნადირით, მათ შორის ხვდებოდნენ ოცელოტებს, ფრინველებიდან კი - ყანჩას ან შევარდენის კლანჭებიდან გამოსხლეტილ შაშვს. ინდიელების ჭაჭანება არ იყო. |
| 230 |
აქედან იწყებოდა ბრძოლა ბუნებრივ დაბრკოლებათა გადასახალახავად. ვიდრე აღმართებს შეუდგებოდნენ, საჭირო იყო იმის გადაწყვეტა, რომელი უღელტეხილით გადაევლოთ ანდის მთები, ისე, რომ არჩეული გეზისათვის არ გადაეხვიათ. კატაპაცს ჰკითხეს: - კორდილიერების ამ ადგილებსი მხოლოდ ორი რიგიანი უღელტეხილი მეგულება, - უპასუხა მან. |
| 231 |
ანდის მთების გარეგანი სახის მუდმივი ცვალებადობა ძველი რელიეფის კვალსაც აღარ ტოვებდა, სწორედ ეს გარემოება იყო მიზეზი, რომ კატაპაცს ერთგვარი ყოყმანი დაეტყო. იგი შეჩერდა, მიდამოს დაკვირვებით მოავლო თვალი, დააშტერდა კლდეების მოყვანილობას და ფხვიერ ქვებს შორის ეძებდა ინდიელების ფეხის ნაკვალევს, მაგრამ ამაოდ. |
| 232 |
იარაღი, ხელსაწყოები და საგზალი შვიდმა მოგზაურმა გაინაწილა. საერთო სურვილით გადაწყდა, რომ შეუჩერებლივ განეგრძოთ გზა და თუ საჭიროება მოითხოვდა, ღამღამობითაც ევლოთ. მარცხენა ფერდობებზე პირშეღმართად მიიკლაკნებოდა საცალფეხო ბილიკი, რომელზეც ჯორები ვერ გაივლიდნენ. ორი საათის სიარულის შემდეგ კვლავ წააწყდნენ ანტუკოს გადასასვლელს. |
| 233 |
სამი კილომეტრის სიმაღლეზე, თოვიანი ხაზის მიჯნაზე, ჯოგებად ცხოვრობდნენ გასაოცრად ლამაზი ცხოველები. ეს იყო ალპაგა თავისი აბრეშუმივით ფაფუკი მოგრძო ბეწვით. აქვე ბუდობდნენ წმინდა ბეწვიანი ზორბა და ამაყად მომზირალი ვიგონები, ანუ ურქო თხები. მათთან ახლოს მისვლა ყოვლად შეუძლებელი იყო, რადგან ნიავქარივით დაქროდნენ თოვლით დაფენილ მთაზე. |
| 234 |
საშიში ადგილების გადალახვით ხან ბასრი კლდის წვერზე მიფოფხავდნენ, ხან თვალჩაუწვდენელი ნაპრალის პირს მისდევდნენ პირდაღებული უფსკრულის თავზე, საიდანაც ძირს გადახედვა ჟრუანტელს ჰგვრიდა ადამიანს. გზადაგზა ხვდებოდათ ამართული ხის ჯვრები, რომლებიც მოწმობდნენ, რომ ამ მიდამოებს უამრავი ადამიანი მსხვერპლად შეეწირა. |
| 235 |
მაკ-ნაბსის ადგილას სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, ვერც კი მოისაზრებდა, თუ აქ რაიმე ქოხი იყო, ისე აუვლიდა გვერდს. ეს იყო კლდეებს შუა თოვლით დაფარული პატარა ბექობი. საჭირო იყო მისი თოვლისაგან გათავისუფლება. ვილსონმა და მიულრედიმ ნახევარ საათში გაწმინდეს ქოხში შესასვლელი გზა და მთელი რაზმი მაშინვე შიგ შელაგდა. |
| 236 |
ქოხში ათი კაციც თავისუფლად მოთავსდებოდა. მართალია, ნაგებობა პრიმიტიული იყო, მაგრამ წვიმისაგან და ყინვისაგან მაინც დაგიფარავდა. ქოხში გამომწვარი აგურით სახელდახელოდ ნაგები ბუხარი დახვდათ, სადაც შეეძლოთ ცეცხლის დანთება. - ესეც თავშესაფარი, - თქვა გლენარვანმა, - მართალია, კომფორტული არ არის, მაგრამ ჩვენთვის მაინც თავშესაფარია. |
| 237 |
გლენარვანი და პაგანელი პორფირის ფრიალო კლდეზე აფოფხდნენ და მიდამოს მოავლოს თვალი. კორდილიერების ამ უმაღლესი მწვერვალიდან მათ თვალწინ უსაზღვრო სივრცე იშლებოდა. ფრიალო კლდეები აღმოსავლეთის მხრეს თანდათან დაბლდებოდნენ. ასეთი დამრეც კლდეებზე პეონები ზოგჯერ რამდენიმე ასეული მეტრის მანძილზე ჩაცურდებიან ხოლმე. |
| 238 |
მწვერვალების წყება ტალღისებურად ეშვებოდა ჩრდილოეთისაკენ. თვალწინ იშლებოდა პირველყოფილი ველური მშვენიერებით აღსავსე რობიდოს ხეობა. იმის იქით ცაში ატყორცნილიყო ანტუკოს კონუსი, რომელიც ტორბადოს ხეობას სამი კილომეტრით იყო დაშორებული. ვულკანი უშველებელი დევივით ბუტბუტედა და დაღრენილი ხახიდან ისროდა ცეცხლის ალს, კვამლსა და ფერფლს. |
| 239 |
თანდათან გაძლიერებული, კაშკაშა სინათლე მთელ მიდამოს ბრწყინვალე დაისივით ანათებდა. მზეს კი თანდათან ძალა ეცლებოდა, როგორც ქრობად მნათობს და თანდათან იკიარგებოდა ჰორიზონტზე გაფენილ ღამის წყვდიადში. პაგანელი და გლენარვანი, ალბათ, დიდხანს ვერ მოაშორებდნენ თვალს ამ სანახაობას, დედამიწისა და ცის ცეცხლოვან შეჯიბრებას. |
| 240 |
ბნელოდა. მთვარე ჯერ არ გამოჩენილიყო. ჩრდილოეთის და სამხრეთის მწვერვალები წყვდიადში შთანთქმულიყო, მხოლოდ აქა-იქ ოდნავ მოჩანდა წამოზიდული კლდეების მოხაზულობა. შეშინებულ ცხოველთა ბღავილი ძლიერდებოდა. ის ჩაბნელებული მთების მხრიდან მოისმოდა. უცებ გამოჩნდა დაქანებული ზვავით თავზარდაცემულ ნადირთა ნიაღვარი. |
| 241 |
ახლა მან თავისი თავი უკვე ანდების ვაკეზე წარმოიდგინა. მისი ფიქრი დასტრიალებს კაპიტან გრანტსას და მის ორ მეზღვაურს, რომლებსაც უსათუოდ გაათავისუფლებს. მის გონებაში სურათი სურათს ცვლიდა, ქრებოდა ან ცეცხლის ტკაცუნზე, ან აპრიალებული ალის შუქზე, რომელიც ციალებს მძინარეთა სახეებს და კედლებზე. ისევ წინათგრძნობა, უფრო გაცხოველებული. |
| 242 |
სულგანაბული სმენად გადაიქცა. საიდანღაც მოეჩვენა ყრუ გუგუნი, თუმცა გარკვევით ვერ მიმხვდარიყო, საიდან მოდიოდა ამ ცადამართული მწვერვალის ირგვლივ. ერთბაშად მოესმა ყრუ გრიალი, რომელიც შორეულ ქუხილს აგონებდა, ოღონდ არა ციდან მომავალს. გაიფიქრა, ხეობაში თუ წვიმს და ჭექა-ქუხილია რამდენიმე ათასი მეტრის მოშორებითო. |
| 243 |
უცებ საშინელი გრუხუნისაგან გამოეღვიძა და ზეწამოიჭრა. ისეთი გამაყრუებელი გუგუნი იდგა, თითქოს უამრავი საარტილერიო ჭურვით დატვირთული ეტლი ქვაფენილზე მოხრიგინებსო. ახლა იგრძნო, რომ ფეხქვეშ ნიადაგი ეცლებოდა, ქოხი შეირყა, კედელი გასკდა. - არიქა! თავს უშველეთ! - დასჭყივლა ამხანაგებს. ყველანი მყისვე წამოცვივდნენ და კარს ეცნენ. |
| 244 |
სწორედ ამ მიდამოებში ორჯერ დაანგრია კაპიაპო და ოთხჯერ - სანტ-იაგო თორმეტიოდე წლის განმავლობაში. დედამიწის სწორედ ეს ნაწილი ხშირად განიცდის ვულკანური ძალების საშინელ მოქმედებას, რადგანაც ამ მთებში საკმაო რაოდენობით არ მოიპოვება კრატერები, რომლებიც გზას მისცემდა მიწის გულში დაგროვებულ გაზებსა და ორთქლს. |
| 245 |
უცებ საშინელი მძლავრი დაჯახება იგრძნეს, ყველანი მოსწყდნენ ნიადგაგს და ნატყორცნ ქვასავით გასირალებულნი მთის უკანასკნელ შვერილზე მიენარცხნენ. მოწყვეტილი ზეგანიც უცებ შეჩერდა. რამდენიმე წუთს ყველანი უძრავად ეყარნენ. ბოლოს ერთი მათგანი შეიშმუშნა. დაჯახებისაგან დარეტიანებულიყო, მაგრამ ძალ-ღონე მოიკრიბა და წამოდგა. |
| 246 |
ხეხილს ბლომად ესხა ოქროსფრფად მოელვარე ნაყოფი. ეს იყო ამ ვაკეზე გადმოსროლილი დოვლათით სავსე ნორმანდიის კუთხე. სხვა დროსა და პირობებში მოგზაურებს გააოცებდათ ასეთი უეცარი ცვალებადობა - წუხანდელი ხრიოკი მიდამოები და დღევანდელი მოღაღანე ოაზისი, დათოვლილი მწვერვალები და მწვანედ გადაშლილი ველი, სუსხიანი ზამთარი და შუაგული ზაფხული! |
| 247 |
მხოლოდ დარეტიანებულიყვნენ, თორემ მეტი არაფერი დაშავდებოდათ. სიხარულსაც მიეცემოდნენ ასეთი უცნაური და სწრაფი მოგზაურობის გამო, ერთი მათგანი, ყველაზე სუსტი ბავში - რობერტ გრანტი რომ არ დაეკარგათ. მამაცი რობერტი ყველასათვის საყვარელი იყო, ყველა ძალიან შეთვისებოდა - პაგანელიც, გულცივი მაიორიც, განსაკუთრებით კი გლენარვანი. |
| 248 |
გლენარვანი ძალიან შორს წავიდა მთებში, იქ განმარტოებული პირქვე დაემხო, მიწას დაადო ყური და მთრთოლვარე გულით გაჰყვიროდა რობერტის სახელს. მთელი ღამე მოუსვენრად დაძრწოდა მთებში. პაგანელი და მაიორი მორიგეობით, მის შეუმჩნევლად, შორიახლოდან უთვალთვალებდნენ, რომ ხიფათი არ შემთხვეოდა, სადმე უფსკრულში არ გადაჩეხილიყო. |
| 249 |
მაიორმა და პაგანელმა გლენარვანი ძალით წამოიყვანეს ბანაკში. ლორდი განუზომელ მწუხარებას მისცემოდა და ვინ შეჰბედავდა გზის გაგრძელებაზე კრინტის დაძვრას. ვინ მოსთხოვდა ამ შავბედითი მიდამოების მიტოვებას?! საგზალი კი უთავდებოდათ, გზა რომ განეგრძოთ, იშოვიდნენ არგენტილენ გამყოლებს, ცხენებს, ჯორებს თუ სანოვაგეს, როგორც კატაპაცმა უთხრათ. |
| 250 |
გავიდა ერთი საათი და გლენარვანმა ხვეწნა დაუწყო მგზავრებს, ერთი საათიც დაეცადათ. ისე ემუდარებოდა, როგორც სიკვდილმისჯილი ადამიანი, რომელიც ცდილობს ცოტა მაინც დააყოვნოს სიკვილის წუთი. ბოლოს მაკ-ნბსმა ყველას სახელით გადაჭრით გამოუცხდა გლენარვანს, წასვლა აუცილებელია, რადგან გამგზავრებსი დაჩქარებაზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლეო. |
| 251 |
გვიანღა იყო. კონდორი მაღალ კლდეს მიეფარა. გავიდა ერთი წამი, ერთი თვალის დახამხამება, რომელიც საუკუნედ მოეჩვენათ და უზარმაზარი ფრინველი კვლავ გამოჩნდა, ფრთებს მძიმედ იქნევდა, კლანჭებში კი საკბილო ეჭირა. შემაძრწუნებელი ყვირილი აღმოხდა ყველას - კონდორს კლანჭებით მოჰქონდა რობერტის, ალბათ, უსიცოცხლო გვამი. |
| 252 |
ექსპედიციამ ტანდილისაკენ განაგრძო გზა. საღამოს ოთხი საათი იქნებოდა, როდესაც ველის შორეულ სივრცეში მთა გამოჩნდა, თუმცა მთა არც კი ეთქმოდა. ეს იყო სიერა-ტაპალკემი. მეორე ღამე ამ მთის ძირას გაათიეს. მესამე დღეს დაუბრკოლებლად გადაიარეს სიერა ტაპელკამი, რადგან კორდილიერების შემდეგ მისი გადავლა იოლი საქმე იყო. |
| 253 |
მეორე დღეს გლენარვანი და მისი თანამგზავრები ისევ ვაკეს გაუდგნენ და შორიდან თვალი მოჰკრეს სიერა-ტანდელის ძირას გაშენებულ ერთ-ერთ სამოსახლოს - ესტანციას. ტალკავის რჩევით, აქ არ გაჩერებულან და პირდაპირ გაეშურნენ დამოუკიდებლობის სიმაგრისაკენ, სადაც უეჭველად გაიგებდნენ ამ მიტოვებული ადგილების უტყუარ ამბავს. |
| 254 |
ხეები კორალიებსი ირგვლივ იყო გაშენებული. კორალიები მკვიდრად მესერშემოვლებული ფართო ტერიტორიას მოიცავდა და საქონლის შესანახ ბაკებს წარმოადგენდა. აქ საქონელი საბალახოდ ჰყავდათ გაშვებული. აქ ძოვს და სუქდება ათასობით ხარი, ცხვრის ფარა, ძროხა თუ ცხენის რემა. საქონელს დარაჯად ედგნენ ვეებერთელა, ავი ძაღლები. |
| 255 |
განსხვავება ის არის, რომ აქაურ მწყემსებს, ოჯახები მესოპოტამიელების მსგავსად თან არ დაჰყავთ. პამპის ესტანციების ცხოვრება სულაც არა ჰგავს ბიბლიურ პატრიარქალურ ყოფას. ისინი ოთხფეხი საქონლით მოვაჭრენი არიან. პაგანელმა ეს ცნობები თავის ამხანაგებს გაუზირა და შედარებითი ანთროპოლოგიის ცოდნით დიდი ინტერესიც გამოიწვია. |
| 256 |
სასაკლაო საზიზღარი სანახაობაა. ირგვლივ სისხლის მძიმე სუნი დგას, გაისმის სალადეროების მძვინვარე ღრიალი, ძაღლების ყეფა. მომაკვდავი ცხოველების შემაძრწუნებელი ბღავილი და ხრიალი. მათ თავს ათასობით დასტრიალებენ არგენტინის ვაკეების უზარმაზარი სვავები: ურბუსები და ორასები და თითქმის ხელიდან გლეჯენ სალადეროებს გასისხლიანებულ ცხელ ჯიგარს. |
| 257 |
დღეს კი, როდესაც მოგზაურებმა გვერდით ჩაუარეს, სალადეროების ირგვლივ მყუდროება და უკაცუობა გამეფებულიყო, რადგან საქონლის დაკვლის სეზონი ჯერ არ დამდგარიყო. ტალკავი აჩქარებდა მოგზაურებს, უნდოდა, იმავე დღეს მიეღწიათ დამოუკიდებლობის სიმაგრემდე. თაუქას წაბაძვით დანარჩენი ცხენებიც სწრაფად მიაშრიალებდნენ მაღალ პურეულს. |
| 258 |
სიმაგრისკენ გლენრვანი, ტალკავი, პაგანელი, მაიორი და რობერტი გაეშურნენ, რამდენიმე წუთში აირეს ფერდობი და ციხესიმაგრის ალაყაფის კარს წაადგნენ, რომელსაც არც ისე ფხიზლად დარაჯობდნენ არგენტინელი დარაჯები. ასე რომ, დაუბრკოლებლად შევიდნენ გალავანში. ალბათ, შიშიანობა არ იყო ამჟამად ან დაუდევრობას ჰქონდა ადგილი. |
| 259 |
მათ ჩაცმულობას შეადგენდა ზოლებიანი ხალათი და წელზე შემოკრული ტყავის სარტყელი. შიშველ ტანს სხვა არაფერი უფარავდათ, - არც შარვალი, არც საცვალი. პგანელს მოეწონა ასეთი სადა ჩაცმულობა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას შემოეღო. ბავშვები შეიარაღებულნი იყვნენ მათთვის მეტად მძიმე ხიშტიანი თოფებითა და დაშნებით. |
| 260 |
მანაც მიმართა ერთ-ერთ არგენტინელ ჯარისკაცს, რომელიც მაშინვე გაეშურა სახლისაკენ. რამდენიმე წუთის შემდეგ მათ მეციხოვნე რაზმის უფროსი გამოეგებათ, ორმოცდაათიოდე წლის კაცი, სამხედრო პირისათვის დამახასიათებელი მიხრა-მოხრით. ჯაგარა ულვაშები, ჭაღარა თმა და მბრძანებლური გამომეტყველება ჰქონდა. მოდიოდა და თან ჩიბუხს მოაბოლებდა. |
| 261 |
პაგანელი ხელების ქნევით ელაპარაკებოდა თავის თავს. მაიორი დუმდა. ტალკავი კი, როგორც ეტყობოდა, საშინლად განიცდიდა ინდიელის თავმოყვარეობის შელახვას, რომ მგზავრები ყალბ გზაზე დააყენა. თუმცა არავის უფიქრია ეს დანაშაულად ჩაეთვალა მისთვის. ამ მდგომარეობაში დაბრუნდნენ ფონდაში. როცა ვახშამს შემოუსხდნენ, ყველას სახე ჩამოსტიროდა. |
| 262 |
არა! სერჟანტს არ გამოეპარებოდა, ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე რომ ვინმე ევრიოპელი დაეტყვევებინათ. ეს ამბავი ადგილობრივ მცხოვრებთაც ეცოდინებოდათ, რადგანაც კარმენსა და ტანდილს შორის მუდმივი სავაჭრო მიმოსვლაა. მეორეც, არგენტინის ვაკის მცხოვრებთა შორის ვერაფერი დაიფარებოდა და თუ რამე მოხდა, ყველამ იცის. |
| 263 |
მოგზაურები ცხენებს გამეტებით მიერეკებოდნენ, მაგრამ ყოველი ფეხის გადადგმაზე თანდათან უფრო მეტი წყალი ამოდიოდა ცხენების ნაფეხურებთან და სვლას აძნელებდა. ნაშუადღევს ორი საათი იქნებოდა, როდესაც უცებ ტროპილკული, კოკისპირული წვიმა წამოვიდა. თავის შესაფარებელი არსად იყო. ქუდებიდან ღვარად ჩამოსდიოდათ წყალი მგზავრებს ტანსაცმელზე. |
| 264 |
ასეთ დროს დაძინებას არაფერი სჯობდა. მგზავრებმაც სცადეს, მიწოლილიყვნენ და თავდავიწყებას მისცემოდნენ. საძაგელი ღამე იყო. გამუდმებული ქარისაგან ქოხი ზანზარებდა, ჭრიალებდა და თავზე ჩამოქცევას ლამობდა. საბრალო ცხენები შესაბრალისად ჭიხვინებდნენ წვიმაში, თუმცა არც მათი პატრონები იყვნენ უკეთეს დღეში. ბოლოს, როგორც იქნა, ჩაეძინათ. |
| 265 |
მაგალითი პირველად რობერტმა მისცა, რომელსაც გლენარვანის მკლავზე მიეძინა. მერე ყველამ ჩათვლიმა. საბედნიეროდ, იმ ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. მგზავრები თაუქას ჭიხვინმა და ქოხის კედლებზე ტორების ცემამ გამოაღვიძა. ცხენი მიჩვეული იყო, რომ გამგზავრების დროს ენიშნებინა მგზავრებისათვის თავისი პატრონის ნაცვლად. |
| 266 |
ცხენებს დეზები ჰკრეს და გაქუსლეს. თაუქა წინ მიქროდა და თან უჩვეულო მოუსვენრობას იჩენდა. მალიმალ სამხრეთისაკენ იღრეცდა კისერს, შეშფოთებული ჭიხვინებდა და ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, ყალყზე დგებოდა და თავს სწევდა წინ ისე, რომ ტალკავს უჭირდა მისი მოთოკვა. ცხენი არა ცხრებოდა, ლაგამს გლეჯდა, ყბებიდან სისხლი სდიოდა. |
| 267 |
ოღროჩოღრო ნიადაგზე ცხენები ბორძიკებდნენ. ფეხები ბალახში ეხლართებოდათ, წყალში ფორთხიალობდნენ და იქცეოდნენ. წამოაყენებდნენ და ისევ იქცეოდნენ. წყლის დონე კი თანდათან მატულობდა. აგორებული წყლის გრძელი, ორი-სამი კილომეტრის მანძილზე მოახლოებული აქაფებული ზვირთები მოიგრაგნებოდა და წუთი-წუთ წალეკვას უქადდა მთელ მიდამოს. |
| 268 |
ცხენები ახლა მკერდამდე მიაპობდნენ წყალს და გაჭირვებით იძროდნენ. გლენარვანი, პაგანელი და ოსტინი უკვე დაღუპულად თვლიდნენ თავს, როგორც ტალღების მსხვერპლად განწირული მეზღვაურები. ცხენებს ფეხქვეშ ნიადაგი ეცლებოდათ და ექვსი ფუტის სიღრმეც საკმაო იყო მათ დასახრჩობად. მოულოდნელმა წყალდიდობამ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო მოგზაურები. |
| 269 |
შორს, სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, წყალს მოჰქონდა ძირიანად ამოგლეჯილი ხეები, დამტვრეული ტოტები, სადმე ქოხიდან მოგლეჯილი ჩალის სახურავები, დანგრეული ესტანციიდან გამოტაცებული მორები, დამხრჩვალი ცხოველების ლეში, გასისხლიანებული ტყაები თუ ათასი სხვა რამ. მათ შეეფარებინა იაგურების ოჯახს; ტივს ჩასჭიდებოდნენ და შემზარავად ღმუოდნენ. |
| 270 |
პონჩოები ტოტებზე ჩამოკიდეს, სადაც ქარი აფრიალებდა და აშრობდა მათ. ყველანი მხიარულად მიუსხდნენ ცეცხლს და შრებოდნენ, შემდეგ სანოვაგე ულუფებად დაინაწილეს, რადგან ხვალისათვის უნდა ეზრუნათ და საუზმეს შეუდგნენ. გლენარვანის აზრით, უზარმაზარი აუზი მალე ვერ დაშრებოდა, სანოვაგე კი მეტად მცირე ჰქონდათ. ამ ხეს არავითარი ხილი არ ესხა. |
| 271 |
საბედნიეროდ, აქ შეიძლებოდა ეშოვათ ახალთახლი კვერცხები ფოთლებში მიმალული ბუდეებიდან, რომლებითაც სავსე იყო ტოტები. საჭმელად გამოიყენედნენ თავად ფრინველებსაც, არაფრის დაწუნება არ შეიძლებოდა. ნასაუზმევს გლენარვანმა წინადადება შეიტანა, კომფორტული საწოლები მოეწყოთ, რადგან ხეზე ხანგრძლივი შეჩერება იყო მოსალოდნელი. |
| 272 |
გლენარვანი სულ დაბლა გაშვერილ ტოტზე დაეშვა, მაგრამ ღეროზე ნაჭდევის მიხედვით წყლი დაკლების ვერავითარი ნიშანი ვერ ნახა. თუმცა ემჩნეოდა კი, რომ წყლის დონეს უკვე უმაღლეს წერტილამდე მიეღწია, მაგრამ ტალღების მოზღვავებაზე შეამჩნია, რომ სამხრეთიან ჩრდილოეთით დაქანებულ არგენტინის ორ მდინარეს შორის წონასწორბა ჯერ არ დამყარებულიყო. |
| 273 |
ამ დროს მონადირეებიც ჩამოცოცდნენ ხის კენწეროდან. პაგანელს დიდი სიფრთხილით მოჰქონდა შავი მერცხლის კვერცხები და რამდენიმე ბეღურა, რომელიც შაშვებად უნდა გაესაღებინათ. რობერტს მარჯვედ დაეხოცა მომწვანო-ყვითელი პაწია ჩიტები - ჰილგუეროსი, რომელიც განთქმულია გემრიელი ხორცითა და დიდად ფასობს მონტევიდეოს ბაზარზე. |
| 274 |
ხელმწიფის შვილმა მადლობა გადაუხადა დერვიშს და თილისმის საძებრად გაემგზავრა. ჩაიცვა მეფეების, მეომრების, ვაჭრების, მხატვრების, სხვადასხვა ჯურის ხალხის პერანგი, მაგრამ ერთხელაც არ უგრძნია თავი ბედნიერად. ბოლოს, სასოწარკვეთილი შინ რომ ბრუნდებოდა, გზად ერთ მიწის მუშას წააწყდა, რომელიც გუთანს მიუძღოდა და თან მხიარულად ღიღინებდა. |
| 275 |
მთხრობელი ტაშისცემით დააჯილდოეს. მიუხედავად ამისა, ყველამ თავისი ძველი შეხედულება შეინარჩუნა, მაგრამ ერთში კი შეთანხმდნენ - ხვედრს შეჰგუებოდნენ და ბინის ნაცვლად ხეს დასჯერებოდნენ, რაკი ქოიხსა და სასახლეს მოლებულნი იყვნენ. ამასობაში საღამომაც მოაწია. მხოლოდ ძილით შეიძლებოდა ამ მღელვარებით სავსე დღის ღირსეულად დამთავრება. |
| 276 |
ცის ამ მხარეს ღრუბლების ზოლი გადაჰფარვოდა. სამხრეთის კაშკაშა თანავარსკვლავედებს თითქოს პირსაბური გაეკეთებინა და მიბნედილი გამოიყურებოდა. თუმცა ვარსკვლავების გარჩევა მაინც შეიძლებოდა. პაგანელმა აუხსნა რობერტს სამხრეთის ნახევარსფეროს ვარსკვლავების ადგილმდებარეობა. მის განმარტებას გლენარვანიც ისმენდა. |
| 277 |
მეცნიერმა მიუთითა რობერტს სამხრეთის ჯვარზე, რომელიც პირველი და მეორე სიდიდის ოთხი ვარსკვლავისაგან შედგებოდა და პოლუსთან ახლოა, კენტავრის თანავარსკვლავედზე, რომლის ერთა-ერთი ვარსკვლავი ალფა დედამიწიდან ყვლაზე უფრო ახლოა. დაანახვა მაგელანის ნისლოვანებაც. იგი ისეთ სივრცეს ფარავს, რომელიც ორასჯერ აღემატება მთვარის ხილვად დიამეტრს. |
| 278 |
ირგვლივ სრული მყუდროება გამეფებულიყო. არც ერთი ფოთოლი არ ირხეოდა, ოდნავი ჭავლიც კი არ ანაოჭებდა წყლის ზედაპირს. თითქოს ჰაერი უშველებელ პნევმატურ ტუმბოს გაეუხეშოებინა, ატმოსფერო გაჟღენტილი იყო ელექტრონით და ყოველი ცოცხალი არსება გრძნობდა, როგორ უვლიდა მას რაღაც ძალა სხეულში. გლენარვანი, პაგანელი და რობერტი შეშფოთდნენ. |
| 279 |
რაკი დელგამს ვერ ავიცდენთ, ვეცადოთ, წყალში მაინც არ ჩავცვივდეთო. მოგზაურებმა ღამე მშვიდობისა უსურვეს ერთიმეორეს, თუმც ამის იმედი არ ჰქონდათ. პონჩოებში გაეხვივნენ, დაკიდბულ აკვნებში მოეწყვნენ და ჩაძინება დააპირეს, მაგრამ ქარიშხლის მოლოდინი ყოველი ცოცხალი არსების ბუნებაში ერთგვარ მოუსვენრობას ბადებს, რაც უნდა ძლიერი იყოს ის. |
| 280 |
მოახლოებულმა მძლავრმა გრგვინვამ მოგზაურებს ლაპარაკი შეაწყვეტინა. მალე ისე გახშირდა ქუხილი, რომ ირგვლივ ყველაფერმა ზანზარი დაიწყო. ცას ცეცხლი მოედო და ძნელი სათქმელი იყო, რა ელექტრობის მარაგი იწვევდა ამ განუწყვეტელ ქუხილს, ცის სიღრმეში გრუხუნით რომ მიიგრაგნებოდა. გამუდმებული ელვა ათასგვარ სახეს იღებდა. |
| 281 |
ხან შვეულად ეშვებოდა ძირს, ზედიზედ ერთსა და იმავე ადგილას, ზოგი გაელვება კი უფრო მეტად აინტერესებდა მეცნიერს, რადგან, თუ არაგო თავის საგულისხმო შენიშვნებში აღნიშნავს ელვის გაორების ორ შემთხვევას, აქ ასოით ხდებოდა მათი დაქუცმაცება. ზოგჯერ ათას ნაწყვეტად იკლაკნებოდა თვალწარმტაც ხვეულებად და გასაოცარ სინათლის ეფექტს ბადებდა. |
| 282 |
ყველანი ხმაგაკმენდილნი შესცქეროდნენ ამ საშინელ სანახაობას, გამაყრუებელი ხმაური არ წყდებოდა, რომ ერთმანეთისათვის ხმა გაეცათ. ელვის თეთრ ზოლზე ერთი წამით გამოჩნდებოდა ხოლმე ხან მაიორის მშვიდი სახე, ხან პაგანელის განცვიფრებული გამომეტყველება, გლენარვანის ენერგიული სახე, რობერტის დაბნეულობა და მეზღვაურების უზრუნველი ფიზიონომიები. |
| 283 |
ჯერ არც წვიმდა და არც ქარი ქროდა, მაგრამ ერთბაშად თითქოს ცა ჩამოიქცაო და მისი ჩაკუპრულ სიღრმიდან წყლის ზედაპირამდე კოკოსპირული წვიმის ქსელი გაიბა, რომლის დიდრონი წვეთებიც წყლის ზედაპირს ეშხაპუნებოდა და აისის ცეცხლის ნაპერწკლებად იშლებოდა ელვის შუქზე. რისი მომასწავებელი იყო ეს? ჭექა-ქუხილის დასასრულისა? |
| 284 |
ცეცხლის ალზე ხორკლიანი შოტები გველივით იგრიხებოდა და ტკაცუნი გაჰქონდა, ცეცხლმოკიდებული მუგუზლები წყალში ცვიოდა და წყლის დინებას მიჰქონდა. ალი ხან ცისკენ ავარდებოდა და ელვაში იკარგებოდა, ხან კი ქარის დაბერვაზე ძირისკენ ექანებოდა და მთელ ხეს კვამლში ხვევდა. გლენარვანი და მისი თანამგზავრები თავზარდაცემულნი იყვნენ. |
| 285 |
ასე რომ, ახალი სტიქიური მოვლენები იყო მოსალოდნელი. მართლაც, სამხრეთით თანდათან ავარდა უშველებელი ძაბრისებური სმერჩი. წყალი და ღრუბლები შეაგროვა. საშინელი სისწრაფით დაბზრიალდა ღერძის გარშემო თან აიტაცა უზარმაზარი წყლის სვეტი, შიგ ჩაიხვია გარშემო არსებული ჰაერი და ერთბაშად დაუტრიალდა ომბუს ხეს, გარს შემოერტყა. |
| 286 |
წყვდიადს იშვიათად თუ გაანათებდა მოგვიანებული გაელვება, რაც არ აძლევდა პაგანელს საშუალებას, ჰორიზონტი დაეთვალიერებინა. ქუხილი ყუჩდებოდა, მსხვილი წვიმის ნაცვლად ახლა ცრიდა, ღრუბლის ნაგლეჯები დაცურავდა. ომბუ სწრაფად მიექანებოდა წინ. ძნელი სათქმელი იყო, კიდევ რამდენ ხანს იტივტივებდა ასე - იქნებ რამდენიმე დღესაც! |
| 287 |
რადგანაც სამხრეთისაკენ აღებულ გეზს გადასცდნენ და ესტანციებსა და სალადეროებს დაშორებულნი იყვნენ, ფეხით უნდა გაევლოთ ორმოციოდე მილი, რომ ცხენები ეშოვათ. თუ ვინმე დაიღლებოდა, თაუქა რიგრიგობით შეისვამდა ერთს, თუკი საჭიროება მითხოვდა, ორ მოგზაურსაც. იმედი ჰქონდათ, ოკეანის სანაპიროს ოცდათექვსმეტ საათში მიაღწევდნენ. |
| 288 |
ასეთი კორომები აქაც ისეთივე იშვიათი იყო, როგორც სიერატანდილისა და ტაპალკემის ფერდობების მიდამოებში. მხოლოდ ამ ადგილისათვის დამახასიათებელი ხეები იზრდებოდა ამ ველის საზღვრებზე და კორიენტეს კონცხის მიდამოებში. ასე გაიარა პირველმა დღემ. მეორე დღეს, ჯერ კიდევ ოცი კილომეტრიც დარჩენოდათ გასავლელი, როდესაც ოკეანის სიახლოვე იგრძნეს. |
| 289 |
არც რაიმე ბუნებრივი ნავსადგური, არც რიგიანი გასაჩერებელი ადგილი. დიუნები ქვიშის ოკეანეში იკარგებოდა, სანაპირო მეჩეჩებს ქმნიდა და ხომალდებისათვის უფრ მეტად სახიფათო იყო, ვიდრე რიფები, ანუ წყალქვეშა კლდეები. ასეთ სანაპიროზე საშინელი ღელვა იცის უამინდობისას და თუ რომელიმე ხომალდი მოხვდა ასეთ მეჩეჩში, აუცილებლად დაიღუპება. |
| 290 |
სუფთად პირგაპარსული მაიორი, პირდაბანილი და ტანისამოსგამოცვლილი, სხვა მგზავრებთან ერთად მაგიდას მიუჯდა. ოლბინეტის საუზმეს სათანადო მიუზღეს, ერთხმად განაცხადეს, რომ პამპის საუკეთესო საზეიმო სუფრა მას ვერ შეედრებოდა. პაგანელი ყოველი ლანგრიდან ორჯერ იღებდა კერძს, გულმავიწყობის გამო, როგორც თვითონ ამბობდა. |
| 291 |
აღარავის ახსოვდა, რომ მთელი ერთი თვის განმავლობაში ხომალდი მიტოვებული ჰქონდათ. წყნარი ოკეანის შემდეგ მათ თვალწინ გადაშლილიყო ატლანტის ოკეანის ტალღები. ისინი კი მხოლოდ ელფერით განსხვავდებიან ერთიმეორისაგან. სტიქიონი, რომელმაც დღემდე ამდენი გასაჭირი განაცდევინათ, თითქოს ახლა ცდილობდა მათი გულის მოგებას. |
| 292 |
ნარევი ქორწინებებისაგან ნაშობ ბავშვებში უცნაურად არის შეზავებული ინგლისური უდრეკობა და აფრიკული სიშავე. ხმელეთზე ყოფნით გახარებული მგზავრების სეირნობა ზღვის პირზეც გაგრძელდა, რომელსაც დიდი მინდორი ეკვროდა, ერთადერთი დამუშავებული ადგილი. კუნძულის დანარჩენი ნაწილი ლავის ნამსხვრევებითა და გამოფიტული კლდეებით იყო მოფენილი. |
| 293 |
ამ უკაცურ ადგილებში ასიათასობით უზარმაზრი ალბატროსი და უამრავი პინგვინი ბუდობს. ვულკანური წარმოშობის კლდეების დათვალიერების შემდეგ მოგზაურები ისევ ხეობას დაუბრუნდნენ. აქ მრავალი ნაკადული მოჩუხჩუხებდა, როიმელბსაც კონუსისებური მთის თოვლი ასაზრდოებდა. მწვანე ბუჩქებში მრავლად მოჩანდა ყვავილები და ფრინველი. |
| 294 |
ანძების ჭახჭახი, ხრახნის გამალებული მუშაობის ხმაური, მოსახსნელი იალქნების ტლაშუნი, იახტის კორპუსის ჩონჩხის ზნექა-ქშენა - ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. ამან მგზავრებიც შეაფიქრიანა, თუმცა ნამდვილ მიზეზს ვერ მიმხვდარიყვნენ. პაგანელი, გლენარვანი, მაიორი და რობერტი გემბანზე ავიდნენ, ვინ - ცნობისმოყვარეობით, ვინ - მისამხმარებლად. |
| 295 |
ხომალდი ვერ გაუძლებდა ასეთ რყევას, რომელიც სამაგრებს ასუსტებდა და ნაკერებს არღვევდა. ცოტაც კიდევ და, გაბზარული ქიმი წყალს მიაშურებდა ხომალდში. ჯონ მანგლსს ერთადერთი საშუალებაღა დარჩენოდა: უნდა აემართა საქარიშხლე აფრები და ქარს გაჰყოლოდა. რამდენიმე საათის შემდეგ მან ეს მოახერხა, თუმცა ორჯერ მაინც შეაწყვეტინა მუშაობა გრიგალმა. |
| 296 |
გლენარვანი თანამგზავრ ქალებთან დაბრუნდა, რომელთაც არ ესმოდათ საფრთხის მნიშვნელობა, თუმცა მდგომრეობის სერიოზულობას კი გრძნობდნენ. მათ დიდი ვაჟკაცური ამტანობა გამოიჩინეს და თანამგზავრებს მამაცობაში არ ჩამორჩებოდნენ. სავსებით შეუფერებელ დროს პაგანელმა თეორიული მსჯელობა გააბა ჰაერის დინებათა მიმრთულების შესახებ. |
| 297 |
ჯაგნარის ნაცვლად კარგად დამუშავებული, ღობეშემოვლებული მინდორი გდაიშალა. ექვსიოდე ცხენი და რამდენიმე ხარი ძოვდნენ მინდორზე, რომელიც კენგურუს კუნძულიდან გადმონერგილი მსხვილი აკაციის ხეებით იყო შემოფარგლული. თანდათან გამოჩნდა პურის ყანით დაფარული მინდვრების ყვითელი თავთავები, აქა-იქ უზარმაზარი სკებივის ამართული თივის ზვინები. |
| 298 |
მას ხუთი ჯანსაღი და ლამაზი ვაჟი მოსდევდა, ალბათ, მისი შვილები, და მაღალ-მაღალი ჯონ-ღონით სავსე ქალი, მათი დედა. შეუმცდარად შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ამ ახალ შენობაში და დამუშავებულ მინდვრებზე ბინადრობდა ნამდვილი ირლანდიელი კოლონისტი, რომელიც სამშობლოში მძიმე ცხოვრებით შეწუხებული ბედის საძიებლად ზღვისგაღმა გახიზნულიყო. |
| 299 |
მთელი ოჯახით დაუზარებლად მუშაობდა თავის მიწაზე და ოჯახიც ისე აყვავდა, როგორც მისი სამფლობელო. ირლანდიელი გლეხი მიწის მფლობელად იქცა. ახლა მას ჰქონდა მიწა, რომელიც შრომისმოყვარეობამ ნაყოფიერად აქცია, და ჰყავდა ხუთასი სული მსხვილფეხა საქონელი. ირლანდიელი მემამულის გუშინდელი მონა დღეს თავისუფალი მოქალაქე იყო. |
| 300 |
თითქოს ამ კაცის აქ ყოფნა კაპიტან გრანტის გადარჩენის უტყუარი თავდები იყო. და მართლაც, თუკი ეს მეზღვაური გადარჩა, რატომ კაპიტანი გრანტი არ უნდა გადარჩენილიყო? აირტონიც ხალისიანად იმეორებდა, ალბათ, კაპიტანი გრანტიც ცოცხალიაო. სახელდობრ, სად არის გრნტი, აირტონი ვერ ასახელებდა, მაგრამ ავსტრალიის კონტინენტზე კი არისო. |
| 301 |
ეს მოულოდნელი შეხედრა ეჭვის აღმძღვრელი იყო. მართალია, აირტონმა ისეთი ფაქტები და თარიღები დაასახელა, რომლებიც სავსებით ეთანხმებოდა ბარათებში აღნიშნულს და გასაოცარი წვრილმანებით აღწერდა ამბებს, მაგრამ ეს უტყუარ საბუთად ვერ ჩაითვლებოდა. საზოგადოდ, შემჩნეულია, რომ სიცრუე, ჩვეულებრივ, დასაჯერებელ წვრილმანებს ემყარება. |
| 302 |
მაიორი მაკ-ნაბსი ასეთივე აზრისა დარჩა. თუმცა არაფერი უთქვამს. თვით ჯონ მანგლსის ეჭვიანობამაც კი ვერ გაუძლო აირტონის დამაჯერებელ ლაპარაკს. მან ნამდვილად ირწმუნა, რომ ის მართლაც კაპიტანი გრანტის ამხანაგია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოისმინა აირტონის საუბარი მერი გრანტთან. აირტონს კარგად ახსოვდა მერიც და რობერტიც. |
| 303 |
პადიმ იკისრა მათი შოვნა. ოთხთვლიანი ფორანი სიგრძით შვიდი მეტრისა იყო და ჩარდახზე საიალქნე ტილო ჰქონდა გადაკრული. თვლები მთლიანად ხისა ჰქონდა, რკინის სალეტე არ გააჩნდა. წინ და უკან ღერძებ ერთიმეორეზე პირევლყოფილი საშუალებით იყო გადაბმული. ასე რომ, მისი ერთბაშად მოტრიალება მოსახვევში შეუძლებელი იქნებოდა. |
| 304 |
წყნარი ოკეანის ამ ნაწილში ინგლისის სამფლობელოებს ავსტრალაზია ეწოდა. ამ სახელწოდებაში იგულისხმება ახალი ჰოლანდია, ტასმანია, ახალი ზელანია და რამდენიმე ახლომახლო მდებარე კუნძული. თვითონ ავსტრალიის მიწა-წყალი ადმინისრაციულად რამდენიმე უზარმაზარ ახალშენად არის დაყოფილი და სხვადასხვა ღირებულებას წარმოადგენს. |
| 305 |
მეორეც, ცხენის ნაბიჯი ხარების მძიმე ნაბიჯებისათვის უნდა შეეფარდებინათ, რადგან დრო იკარგება, მაგრამ ძალ-ღონე იზომება. ფორანი თავისი მგზავრებიანად, სურსათ-სანოვაგითა და ბარგი-ბარხანით ნამდვილი ცენტრი იყო რაზმისა, მისი მოძრავი ციხესიმაგრე. ცხენოსნებს შეეძლოთ მცირე მანძილით გვერდზე გადაეხვიათ, მაგრამ ძალიან კი არ უნდა დაშორებოდნენ. |
| 306 |
ხშირად ხვდებოდათ განსაკუთრებული ჯიშის ცხვრის ფარები, ეს იყო ახალჰოლანდიური ცხვრები, რომელთაც თავი ღორისას მიუგავდათ. მთელ მანძილზე მიუყვებოდა ტელეგრაფის ბოძები, რომლებიც ახლახან გაეყვანათ ადელაიდის ოკეანის ნაპირებთან დასაკავშირებლად. აქამდე ეს ვეი არგენტინის პამპის ერთფეროვან მიდამოებს მოგაგონებდათ. |
| 307 |
მეცნიერმა კმაყოფილებით აღნიშნა, ეს სახელწოდება ზედგამოჭრილია. აბეზარი მწერებისაგან ძალიან შეწუხდნენ მოგზაურებიც და ცხენებიც. კიოღო ისე უამრავი იყო, რომ მათგან თავის დაღწევა არ შეიძლებოდა. მათი ნაკბენის სიმწვავე ოდნავ დაიცხრეს ნიშადურის სპირტით, რომელიც საგზაო აფთიაქში მოეპოვებოდათ. პაგანელი წყევლა-კრულვას უთვლიდა აბეზარ მწერებს. |
| 308 |
რედ-გუმის სადგური პატარა ფერმა იყო, მაგრამ გლენარვანს აქ გულთბილად შეხვდნენ. ასეთ განმარტოებულ მოსახლეობაში მოგზაურისათვის ყოველთვის გამზადებული აქვთ სუფრა და ბინა. ავსტრალიის კოლონისტები პურმარილიანი და სტუმართმოყვარე ხალხია. მეორე დღეს განთიადისას, აირტონმა ხარები შეაბა. იმედი ჰქონდა, იმ დღესვე მიაღწევდა ვიქტორიის პროვინციას. |
| 309 |
ოლბინეტმა ჩვეულებრივ დროს მოამზადამ ვახშამი, რის შემდეგაც ზოგი ფორანში მიწვა, ზოგი კარვში და მალე ჩაეძინათ. ღამით დინგოები, აქაური ტურები, საცოდავად ყმუოდნენ. ტბის გაღმა მხარეს გადაშლილი იყო ნაირფერი ქრიზანთემებით მოფენილი საუცხოო დაბლობი. როდესაც გლენარვანი და მისი თანამგზავრები დილით წამოდგნენ, მიდამოს სანახაობით მოიხიბლნენ. |
| 310 |
შემდეგ, როდესაც ათიოდე კილომეტრი გაიარეს, მათი ფორანი შეხრიგინდა აკაციების, მიმოზებისა და თეთრი გუმფისის ხეებშუა, რომელთა ყვავილებიც ცნობილია თავისი მრავალფეროვნებით. ამ ვაკის მცენარეულობა განსაცვიფრებელია იმით, რომ რასაც მზისაგან იღებს, ყვავილების სახით აბრუნებს უკან და მათი სურნელებით ავსებს ჰაერს. |
| 311 |
მათი ველური ტომები უფრო ჩრდილოეთის მხარეს მომთაბარებოდნენ უდაბურ ადგილებში, რომლებსაც მდინარე დარლინგისა და მურეის შენაკადები რწყავს. სამაგიეროდ, მოგზაურები საგულისხმო სანახაობას წაადგნენ. წინ შემოეყარათ ურიცხვი ფარა, რომელსაც ხარბი ვაჭრები აღმოსავლეთის მთებიდან ვიქტორიის პროვინციისაკენ მიერეკებოდნენ. |
| 312 |
მთელი ეს ჯანდაგი საქონელი ჩალის ფასად ეყიდა ლურჯი მთების საძოვრებზე, გასასუქებლად მიერეკებოდა სამხრეთ ავსტრალიის ნოყიერ იალაღებზე, რომ შემდეგ დიდი მოგებით გაეყიდა და თითო ხარზე მოეგო ორი გირვანქა, თითო ცხვარზე - ნახევარი გირვანქა. მხოლოდ სემ მიტჩელი ორმოცდაათ ათას გირვანქა სტერლინგს მოიგებდა. ეს დიდი შემოსავალი იყო. |
| 313 |
არიერგარდს შეადგენდნენ ცხვრები. სემ მიტჩელმა მოგზაურების ყურადღება მიაქიცია იმ გარემოებას, რომ ნახირის ბელადად არც ძაღლი იყო და არც ადამიანი, წინ მიუძღოდა მეთაური ხარი, უფრო საზრიანი, რომელსაც დანარჩენები ბრმად მისდევდნენ უკან. მეთაური ყველაზე წინ მიდიოდა მედიდური ნაბიჯით და ალღოიანად ირჩევდა საუკეთესო გზას. |
| 314 |
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რომელიმე მდინარე გაუვალია, საქონელიც გაჯიუტებულია და არ სწადია წყალში გასვლა. ხარები თითო ყლუპს დალევენ და უკან მიბრუნდებიან. დამფრთხალი ცხვრები აქეთ-იქით გარბიან და წყალში არ შედიან. მწყემსები დაღამებას ელიან, რომ საქონელი როგორმე შეიტყუონ მდინარეში, მაგრამ ხშირად ვერაფერს ხდებიან. |
| 315 |
ხელი უნდა შეუშალონ, რომ ფარა ერთბაშად არ მიაწყდეს მდინარეს, თორემ ერთად მოგროვდებიან და ერთიმეორეს ჩაახრჩობენ წყალში. ასეთი იყო ის დაწვრილებითი ცნობები, რომელიც უამბო მათ სემ მეტჩელმა. სანამ უამბობდა, მთელმა ნახირმა წინ გაუარათ, სარქალი ისევ თავში უნდა მოქცეოდა, რათა საქონლისათვის ადრევე შეეთვალიერებინა საუკეთესო საძოვრები. |
| 316 |
ვიქტორიის პროვინციის ტერიტორიაზე მგზავრობის პირვე დღეს, რაკი შობის დღესასწაული იყო, პაგანელის წინადადებით საზეიმო ვახშამი მოაწყვეს. უნდა ითქვას, რომ ოლბინეტმა თავი განსაკუთრებით გამოიჩინა. შენახული მარაგიდან უამრავი ევროპული კერძი დაამზადა, რომელთა ნახვა ავსტრალიის უდაბნოს შუაგულში მართლაც გასაკვირი იყო. |
| 317 |
მგზავრებმა ჯერ ნორტონ-კრიკის სათავეებს მიაღწიეს და შემდეგ მალე წაადგნენ ნახევრად დამშრალ მდინარე მეკენზის. საუცხოო დრო იყო - ზომიერი სიცხეებისა. ქარი სამხრეთიდან მოქროდა და ატმოსფეროს აგრილედა სწორედ ისე, როგორც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჩრდილოეთის ქარმა იცის. პაგანელმა ამ მოვლენაზე მიაქცია რობერტ გრანტის ყურადღება. |
| 318 |
რამდენიმე მირტის ხეს დიდებულად გაეშალა შტოები და თხუთმეტი ფუტის სიმაღლეზე წითელი ყვავილებით გადაშლილიყო. მწვანე ტოტებში ათასობით სხვადასხვა ფრინველი - მოლაღური, ნიბლია, ოქოსფრთიანი მტრედებიდა ყბედი თუთიყუშები - დაფრთხიალედა. ძირს კი, წყლის ზედაპირზე, ჭყუმპალაობდნენ მფრთხალი და მიუკარებელი შავი გედები. |
| 319 |
ადამიანის დანახვაზე მყისვე მიეფარნენ თვალს ამ თვალწარმტაც ველზე, მდინარე უიმერის დაკლაკნილ შენაკადებში. მათი ფორანი გაჩერდა პატარა ამწვანებულ კორდზე, რომლის მაღალი ბალახით დაფარული ფერდობი მდინარის კიდეს აღწევდა. ბალახი წყალზე იყო გადაფენილი. არსად მოჩანდა არც ტივი, არც ხიდი. მდინარეში გასვლა კი აუცილებელი იყო. |
| 320 |
ცხენოსნები ფორანს გარს შემუდგნენ და რაზმი გაბედულად გადაეშვა წყალში. ჩვეულებრივ, როდესაც ფორანი ან ეტლი გაჰყავდათ წყალში, გარშემო ცარიელ კასრებს მიაბამენ ხოლმე, რომ წყალზე ტივტივებდეს, მაგრამ ახლა ასეთი არაფერი ჰქონდათ. ხარებისა და აირტონის სიფრთხილეს უნდა მინდობოდნენ. აირტონი კოფოზე იჯდა და ისე მიერეკებოდა ხარებს. |
| 321 |
განსაცდელის წამი დადგა. საბედნიეროდ, ხარებმა ერთბაშად გაიწიეს და თავთხელ წყალში გაიტანეს ფორანი. მალე ნაპირს შეღმართი დაეტყო და ყველანი მშვიდობიანად გავიდნენ ნაპირზე, საქონელიც და ხალხიც, თუმცა გაწუწულიყვნენ. დაუზიანებლად მაინც ვერ გადარჩნენ: ფორანს წინა ღერძი გასტეხოდა და გლენარვანის ცხენს კი ორი ნალი დაჰკარგვოდა. |
| 322 |
სამხრეთ ნახევარსფეროში სრულიად არ მოჩანს პოლარული ვარსკვლავი და მათი გზის მაჩვენებელელი ამჟამად სამხრეთის ჯვარი იყო, რომელიც კაშკაშებდა ჰორიზონტიდან ზენიტამდე ნახევრი მანძილის სიშორეზე მაინც. მათ კარავში კი ოლბინეტს ისეთი ვახშამი გაემზადებინა, რომ მგზავრები თითებს ჩაიკვნეტდნენ. ეს იყო რამდენიმე თუთიყუშის რაგუ. |
| 323 |
ვახშმის შემდეგ ძილის გუნებაზე არვინ იყო. ყველანი ცდილობდნენ ისეთი საბაბი გამოეგონებინათ, რომ მათი საზოგადოება ამ მშვენიერ, ჯადოსნურ ღამეს დიდხანს არ დაშლილიყო. ბოლოს, ელენის წინადადებით, პაგანელს სთხოვეს, შეესრულებინა დაპირება და ეამბა მათთვის ავსტრალიის გამოჩენილ მოგზაურთა თავგადასავალი. გეოგრაფს თხოვნის გამორება არ დასჭირდა. |
| 324 |
რამდენიმე მილის იქით ფორნის თვლები ჩაეფლო მიწაში, რომელსაც ადგილ-ადგილ მაღალ ლაქაშებში მიმალული ნაკადები სერავდა. შემდეგ გზას გარს უვლიდა თითქმის გამშრალ მლაშე ტბებს. მგზავრობა იოლი იყო და გაუბეზრებელი. ელენი ხან ერთს მიიწვევდა თავის სალონში, ხან - მეორეს, სადაც ისინი ცხენებზე ჯდომით მოქანცულნი ისვენებდნენ. |
| 325 |
ასეთ საუბარში გადაჭრეს კრაულენდიდან ჰორსჰემისაკენ მიმავალი საფოსტო გზა, რომელიც მტვრად იყო ქცეული. ამ გზას ქვეითი მგზავრები არ ეტანებოდნენ. ტალბორტის ოლქის საზღვრების მახლობლად გავლისას გადასერეს დაბალი ბორცვების რამდენიმე წყება და საღამოს ხუთ საათზე გაჩერდნენ მეირბონის ჩრდილოეთით სამი მილის მანძილზე. |
| 326 |
გლენარვანიც იმავე აზრისა იყო, მაგრამ ახალ სანახაობას დახარბებული პაგანელი ვერ დაიყოლიეს. მას დასტური მისცეს ქალაქის დათვალიერებისა, ფორანი კი ნელ-ნელა გაჰყვა თავის გზას. პაგანელმა ჩვეულებისამებრ რობერტიც თან გაიყოლა. ქალაქი სახელდახელოდ დაათვალიერეს, მაგრამ საკმაო წარმოდგენა მაინც მიიღეს ავსტრალიის ქალაქების შესახებ. |
| 327 |
მთელი დაბა სწორკუთხედის სახით იყო გაშენებული ერთიმეორის გადამსერი ქუჩებით, როგორც ინგლისელეს სჩვევიათ. ასეთი გეგმით ქალაქის გაშენება ძალიან ადვილი საქმეა. სამაგიეროდ, ნაკლები მომხიბლაობა და ლაზათი აქვს. ქალაქის ზრდის დროს ქალაქის ქუჩების მოზარდი ბავშვების შარვალივით თანდათან გრძელდება და თავდაპირველი სიმეტრია არ ირღვევა. |
| 328 |
ქუჩებში საქმიანი ხალხი ფუსფუსებდა. ოქროთი მოვაჭრენი, რომლებიც ოქროს მოეზიდებიან ბენდიგოს ქარხნებიდან და ალექსანდრეს მთებსი საბადოებიდან. საბადოების კანტორების წინ ტრიალებდნენ. მთელი ეს ხალხი თავისი საქმით იყო გართული და ყურადღებაც არ მიუქცევია ამ მშრომელი ჭიანჭველებსი ბუდეში შემთხვევით მოხვედრილი უცხოელებისათვის. |
| 329 |
დაბლა ეყარა ნამსხვრევებად ქცეული ვაგონები, დაგრეხილი რელსები და დანახშირებული ძელები. მთელი ამ აჩხორილი ნამსხვრევებიდან ამოდიოდა ალი, კვამლი და ორთქლი. ხანძარი კატასტროფას გამოეწვია. ბევრგან მოჩანდა სისხლის კვალი, დანახშირებული გვამები, სხეულის ნაწილები. მსხვერპლის რაოდენობის გამოანგარიშებას ვერავინ ბედავდა. |
| 330 |
მართლაც, ეს იყო გასახსნელი ხიდი. როგორც ლაპარაკობდნენ, დარაჯს რაღაც გაუგებარი და შეუწყნარებელი დაუდევრობის გამო დავიწყებოდა ხიდის შეერთება და გაქნებული მატარებელი პირდაპირ მდინარეში გადაშვებულა. ასეთი მოსაზრება სარწმუნო იყო, მით უმეტეს, რომ ხიდის გაღმა სავსებით მთელი ნაწილი თავის ჯაჭვებზე იყო ჩვეულებრივად დაკიდებული. |
| 331 |
რამდენიმე დასახიჩრებული გვამი დაასვენეს ბექობის ფერდობზე, მაგრამ ხანძარს ცოცხალი ვერავინ გამოსტაცეს, რადგანაც ცეცხლს სწრაფად ჩაეფერფლა ყველაფერი, მგზავრებიდან მხოლოდ ის ათი კაცი გადარჩა, რომელიც უკანასკნელ ვაგონში იყვნენ. რკინიგზის ადმინისტრაციას ორთმავალი გამოეგზავნა გადარჩენილი მგზავრების კასლმეინში დასაბრუნებლად. |
| 332 |
მას მერე, რაც ეს ქვეყანა ევროპელებმა დაიპყრეს, ავსტრალილები იძულებული გახდნენ, ქვეყნის შუაგულისაკენ გახიზნულიყვნენ. ეს მოღაღანე მინდვრები მოახალშენეთა საქონლის საძოვრებად გადაიქცა. მოგზაურები ხშირად ფეხით ქელავენ ამ აყვავებულ მიწას, რომლის ქვეშაც სულ ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ ცოცხალი ხალხის გვამებია ჩამალული. |
| 333 |
რადგან ეს ადგილი ღამის გასათევად შესაფერისი იყო, გლენარვანმა ბრძანა, აქ დაბანაკებულიყვნენ. აირტონმა, მიულრედიმ და ვილსონმა ხარები გამოუშვეს და ფეხშებორკილები საძოვარზე გადენეს. კარავი დადგეს. ოლბინეტმა ვახშამი მოამზადა. ყველანი სუფრას შემოუსხდნენ. თუმცა შიმშილით კუჭი ეწვოდა, ტოლინე მაინც გაინაზა, მერე კი ისიც შეუერთდა მათ. |
| 334 |
ისიც მოხდენილი მორცხვობით ჩამოართმევდა ხოლმე. საუბარი გაჩაღდა. ყველას აინტერესებდა ტოლინეს ამბავი, მისი თავგადასავალი, რომელიც ისევე მარტივი და სადა იყო, როგორიც ყველა ღარიბი ადგილობრივი მოსახლის შვილებისა, რომლებიც ბავშვობიდანვე საქველმოქმედო საზოგადოების მზრუნველეობით იზრდებიან თემის მახლობლად მდებარე ახალშენში. |
| 335 |
ტოლინეს ხუთი წელიწადი გაეტარებინა მელბურნში და ამ ხნის განმავლობაში თავისიანი არავინ ენახა, მაგრამ მისი გული მჭიდროდ იყო ოჯახთან დაკავშირებული და თავისიანებს სანახავად ამ უბედური ადგილისაკენ მარტოდმარტო წამოსვლა გაებედა. მაგრამ ვინ იცის, იქნებ მისი ტომი გაიხიზნა სადმე, იქნებ მისი ოჯახი ამოწყდა კიდეც და კერაც გაცივდა?! |
| 336 |
მიაწევა. ავსტრალიის მშვენიერი ჰავის შესახებ პაგანელის ნათქვამი გამართლდა. სიცხე ზომიერი იყო, ჰაერი მშრალი, ცხენებიც და ხარებიც ისევე კარგად გრძნობდნენ თავს, როგორც ადამიანები. მხოლოდ ერთი გარემოება შეიცვალა. რკინიგზის კატასტროფამ აირტონს ზოგიერთი ისეთი გამაფრთხილებელი ზომა მიაღებინა, რომლებიც იმ დრომდე საჭიროდ არ მიაჩნდა. |
| 337 |
ამ უზარმაზარ მწვანეთაღიან ტყეებში ჩრდილი და ბინდბუნდი არ იცის. ეს იმას უნდა მიეწეროს, რომ ავსტრალიის ხეები ფოთლების განლაგების საყურადღებო ანომალიით გამოირჩევიან. არც ერთი ფოთოლი სიბრტყით ა არის მიქცეული მზისაკენ, პირიქით, ყველა ფოთოლი წიბოთი უცქერის მზეს. ადამიანის თვალი მხოლოდ ფოთლის პროფილს ხედავს. |
| 338 |
გზაში არავინ შემოხვედრიათ, არც ადგილობრივი მცხოვრები, არც მხეცი. მხოლოდ განსაკუთრებული ჯიშის თუთიყუშები ბუდობდნენ ევკალიპიტის კენწეროებში, მაგრამ იმ სიმაღლიდან სულ არ მოჩანდნენ და მათი საუდრულებელი ჟივილი მხოლოდ ოდნავ გასაგონი ბუტბუტის სახით აღწევდა მგზავრებამდე. ზოგჯერ შორეულ ხეივანში გაიქოლებდა ფერად-ფერადი თუთიყუშების გუნდი. |
| 339 |
საერთოდ კი ამ უსაზღვრო სიმწვანეის საბრძანებელში სრული სიჩუმე გამეფებულიყო. მხოლოდ ცხენების ფეხის თქარათქური, ნაწყვეტ-ნაწყვეტი საუბარი, თვლების ჭრიალი და დროდადრო ხარების გასარეკად აირტონის წამოძახილი არღვევდა ტყის მყუდროებას. საღამო ხანს ბინა ევკალიპტების ძირას დაიდეს, სადაც ჩამქრალი ცეცხლის ნაკვალევი შეამჩნიეს. |
| 340 |
ერთი შეხედვით გეგონებოდათ, ხე არ დაზიანებულაო, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი იყო. სინამდვილეში აქაურ მეჯოგეები და ადგილობრივი მოსახლეობა დაუნდობლად ანადგურებენ ამ დიდებულ ხეებს და აქაც იისევე მოსპობენ მათ, როგორც სპობენ ლიბანის ოთხასწლოვან კედრებს დაუფრთხილებლობის გამო გაჩენილი ცეცხლით დროებითი ბინადრობის დროს. |
| 341 |
ოლბინატი მცოდნის თვალით ათვალიერებდა სუფრას. პაგანელსა და რობერტს უკვე მოესწროთ ქალაქის შემოვლა ცხენდაცხენ, მაგრამ მიღებული შტაბეჭდილების შესახებ პაგანელი ძალიან სიტყვაძუნწი გამოდგა იმ საღამოს. უფრო მეტი დაკვირვება რომ გამოეჩინა, უეჭველად შეამჩნევდა სეიმურის ქუჩებში ერთგვარ აფორიაქებას. ხალხი აქა-იქ ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებოდა. |
| 342 |
ლაპარაკობდნენ კარიბჭეებთან, გზად მიმავალს აჩერებდნენ და ამბავს ეკითხებოდნენ, იმდღევანდელ გაზეთებს ხმამაღლა კითხულობდნენ და წაკითხულს არჩევდნენ. ყოვლად დაუკვირვებელ მეთვალყურესაც კი თვალში ეცემოდა ეს ამბავი, პაგანელმა კი სიბნელეში სრულიად ვერაფერი შეამჩნი. სამაგიეროდ, ეს გარემოება მაიორს არ გამოჰპარვია. |
| 343 |
მიჯნას შეუძლია გადაცდეს ყველა თეთრკანიანი მოახალშენე, იმიგრანტია ის, მეჯოგე-სკვატერი თუ შეშის მჭრელი, ადგილობრივ შავკანიან მოსახლეობას კი უფლება არ აქვს, ერთი ნაბიჯითაც გადმოსცილდეს საზღვრებს. ცხენდაცხენ მიმავალი აღელვებული პაგანელი თანამგზავრებს უზიარებდა მოსაზრებებს ადგილობრივი მოდგმის ბედის შესახებ. |
| 344 |
მერი გრანტი ფიქრებს გაეტაცებინა. თვალწინ წამოუდგა მამამისი ასეთი უხეში ხალხის ხელში ტყვედ და თვალზე ცრემლი მოადგა. ქალი ცხოვლად განიცდიდა იმ ტანჯვას, რომელიც უნდა გამოევლო ისეთ ადამიანს, როგორიც ჰარი გრანტი იყო. თუ კაპიტანი მართლაც რომელიმე მომთაბარე თემს ჩაუვარდა ტყვედ, უთუოდ შიმშილსა და უდიერ მოპყრობას განიცდიდა. |
| 345 |
შემდეგ ყველანი ერთბაშად შეჩერდნენ, იარაღი დაყარეს, ღრიანცელი მიწყნარდა. ყველა ისე გაქვავდა, ცოცხალი სურათი გეგონებოდათ. რა მოხდა, რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება? ესეც მალე გამოირკვა. თურმე გუმფისის კენწეროებს ფერად-ფარადი თუთიყუშების მთელი გუნდი დასტრიალებდა და იქაურობას აყრუებდა განუწყვეტელი ყატყატით. |
| 346 |
როდესაც თუთიყუშების გუნდს საჭირო მანძილზე მიუახლოვდა, იარაღი ჰორიზონტალურად გატყორცნა პირდაპირ. იარაღმა სწორი ხაზით, ორი ფუტის სიმაღლეზე და მიწაზე დაუშვებლად ისარივით გაიქროლა, მერე ერთბაშად ზევით ავარდა სწორკუთხოვანი ხაზით ასი ფუტის სიმაღლეზე, თორმეტიოდე თუთიყუში მოკლა, მოხაზა პარაბოლა და ისევ მონადირის ფეხებთან დაეცა. |
| 347 |
აირტონი თავგამოდებით მიერეკებოდა ხარებს და იმ დღეს ოცდათხუთმეტი მილი გაიარეს. ხარები საშინლად დაიქანცნენ. ღამის გასათევ ადგილს რომ მიაღწიეს, კარავი დადგეს ხეებქვეშ. ღამეც მალე ჩამოწვა და ვახშამს მოუჩქარეს, რადგან ყველანი ქანცგაწყვეტილები იყვნენ და ძილი უფრო ენატრებოდათ, ვიდრე ჭამა. დარაჯობის პირველი რიგი პაგანელს ერგო. |
| 348 |
მანაც აიღო კარაბინი და კარვის წინ ბოლთას სცემდა, რომ ჩამომჯდარს არ ჩასძინებოდა. თუმცა ღამე უმთვარეო იყო, ირგვლივ მაინც ნათელი იდგა. ისეთი სიკაშკაშით ციმციმებდნენ სამხრეთის ხომლები, რომ მეცნიერი ნეტარებით შესცქეროდა ბუნების ამ გადახსნილ წიგნს, რომელიც მუდამ ინტერესით სავსეა მათთვის, ვინც კითხვა იცის. |
| 349 |
ღამის მყუდროებას მხოლოდ ოცნების ბორკილის ჟღარუნი არღვევდა. პაგანელი ასტრონომიული დაკვირებით იყო გართული, მას დედამიწა დაევიწყებინა ცის გულისათვის, როდესაც შორიდან მოღწეულმა ხმაურმა გამოაფხიზლა. გულდასმით დაუგდო ყური და გაოცებულმა გარკვევით გაიგონა როიალის ხმა. მის სმენას მისწვდა ბეჯითი ხელით აღებული რამდენიმე აკორდი. |
| 350 |
შეუძლებელია იმ შთაბეჭდილების გადმოცემა, რომელსაც მის არსებაში ტოვებდა ეს აგზნებული გალობა ავსტრალიის ღამის მყუდროებაში. პაგანელი დიდხანს ვერ გამოფხიზლებულიყო ამ თილისმის გავლენისაგან. ბოლოს ხმები მიწყდა და ირგვლივ მყუდროება გამეფდა. როდესაც გეოგრაფის შესაცვლელად სადარაჯოზე უილსონი მივიდა, პაგანელი ღრმა ფიქრებში იყო გართული. |
| 351 |
ავსტრალიაში ახალგაზრდა პეტერსონების ჩასვლის დროს ყველაზე მდიდარი მამული ბატონ ჯემინსონს ჰქონდა. ის ას კვადრატულ კილომეტრს მოიცავდა, მათ შორის ოცდახუთი კვადრატული კილომეტრი მდინარე დარლინგის ერთ-ერთი შემდინარე ტოტის, პაროოს ნაპირას მდებარეობდა. ამჟამად ჰოტემის სადგურმა გადააჭარბა მას სივრცითაც და ბრუნვითაც. |
| 352 |
ახალგაზრდები მეჯოგეობასაც მისდევდნენ და მიწათმოქმედებასაც. ამ დიდ საქმეს უძღვებოდნენ არა მარტო ცოდნით, არმედ დაუშრეტელი ენერგიითაც. მაიკლ და სენდი პეტერსონები უკვე ამთავრებდნენ თავიანთ ამბავს, როდესაც კაზუარინების ხეივნის ბოლოში მათი სახლიც გამოჩნდა. ლამაზი, მოხდენილი შენობა იყო, ნახევრად აგურით და ფიცრით ნაგები. |
| 353 |
გარშემო ემერფილის ბუჩქები ერტყმოდა. სახლის ხუროთმოძღვრება შვეიცარიულ ელეგანტურ შალეს მოგაგონებდათ. სახლს გარშემო ჩინური ფარნებით შემკული ვერანდა ჰქონდა. ფანჯრების წინ ფერად-ფერადი ტილოს მარკიზები დაედგათ, რომლებიც შორიდან ყვავილნარი გეგონებოდათ. ძნელი იყო ამაზე უფრო მოხდენილი, წარმტაცი და მოხერხებული ბინის აგება. |
| 354 |
ელენი ფანჯარასთან მივიდა და განცვიფრებული დარჩა თვალწინ გადაშლილი სანახაობით. ფართოდ გადაჭიმული ველი აღმოსავლეთ მხარეს ამართული მთების კალთებამდე აღწევდა. შიგადაშიგ მოჩანდა ტყე და კორდები პატარა მდელოებით. მწვანე ბორცვები ამ შორეულ მანძილზე გადაჭიმულ უსწორმასწორო სივრცეზე მომხიბვლელ, აუწერელ სანახაობას ქმნიდა. |
| 355 |
სინათლითა და ჩრდილით დაქსელილი საერთო პანორამა, მზის მდებარეობის მიხედვით, ყოველ საათში იცვლიდა იერს, ოცნება ამაზე უფრო მშვენიერს ვერაფერს წარმოიდგენდა. ეს სანახაობა დააკმაყოფილებდა უაღრესად ნებიერ გემოვნებასაც და უზომოდ გაუმაძღარ თვალსაც. ამასობაში სენდი პეტერსონის განკარგულებით სტუმრებს სახელდახელო საუზმე მოართვეს. |
| 356 |
გლენარვანმა უარით ვერაფერი გააწყო და მასპინძლების გულითადი თხოვნის შემდეგ იმ ღამესაც იქ დარჩნენ. ამით ექსპედიცია თორმეტი საათით გვიანდებოდა, სამაგიეროდ, დაგვიანება თორმეტსაათიანი დასვენებით ანაზღაურდებოდა. ჩინებულ საჯინიბოსა და ბოსელში ცხენები და ხარებიც რიგიანად დაისვენებდნენ და ძალ-ღონეს მოიკრებდნენ. ასეც გადაწყდა. |
| 357 |
ოთხი საათის განმავლობაში გარს უვლიდნენ ამ პარკის ხეივნებს, რომელიც თავის სივრცით გერმანიის ერთ პატარა სახელმწიფოს აღემატებოდა. თუ აქ მცხოვრებთა რიცხვი გერმანელებისას ჩამოუვარდებოდა, სამაგიეროდ, ცხვრისა და ცხენების რიცხვით ბევრად აღემატებოდა. მონადირეები იმდენ ნადირს აფრთხობდნენ, რომ მარეკთა მთელი არმიაც ვერ შეძლებდა ამას. |
| 358 |
ვომბატი ბალახისმჭამელი ცხოველია და მაჩვისმაგვარად სოროებში ბუდობს, ყოჩისოდენა იქნება და მეტად გემრიელი ხორცი აქვს. ანდიკუტი და ჩანთოსანი ცხოველია, ევროპის მელიაზე უფრო ეშმაკი და შინაური ფრინველების ქურდობაში კიდევ უფრო დახელოვნებული. ამ ცხოველს უსიამოვნო შესახედაობა აქვს, სიგრძით ერთ-ნახევარი ფუტი იქნება. |
| 359 |
სხვა გამარჯვების გარდა, რობერტს დავლად ერთი პატარა შავი მელა ერგო, რომელიც მარჯვედ მოკლა, თეთრი ხალებით დამშვენებული მისი შავი ტყავი კვერნის ფასად ღირდა. ამის შემდეგ ოტი კუზუ - ჩანთოსანი ცხოველი მოინადირა, რომლებიც მაღალი ხეების კენწეროებში განაბულიყვნენ, მაგრამ ყველაზე სახალისო კენგურუზე ნადირობა აღმოჩნდა. |
| 360 |
მოკლული კენგურუ სახლში წამოიღეს. უკვე საღამოს ექვსი საათი იყო. მონადირეებს შესანიშნავი სადილი ელოდათ. სხვა კერძების გარდა, ძალიან მოეწონათ ბულიონი, რომელიც მზარეულს ავსტრალიური წესით მოემზადებინა კენგურუს კუდისაგან. ნაყინისა და შარბათის შემდეგ სტუმრები სასტუმრო დარბაზში დასხდნენ და მთელი საღამო მუსიკას მოანდომეს. |
| 361 |
ელენი საუცხოოდ უკრავდა და აკომაპნიმენტი გაუწია სკვატორებს. მაიკლ და სენდი პეტერსონებმა შესანიშნავად იმღერეს გუნოს, ვიქტორ მასნეს, ფელისიენ დავიდისა და რიჰარდ ვაგნერის ჰანგები. თერთმეტ საათზე სტუმრებს მოართვეს ჩაი, რომელიც ინგლისურად მოუზადებიათ. პაგანელმა შესადარებლად ავსტრალიურად დამზადებული ჩაი მოითხოვა. |
| 362 |
ფორანი დაიძრა, ჰოტემის მთის კალთებს გასცდა. სკვატერების სახლი თვალს მიეფარა. მან თითქოს სიზმარივით გაიელვა მოგზაურების თვალწინ. პეტერსონების სამფლობელოს კი მთელი ხუთი საათის განმავლობაში ვერ გასცდნენ. მხოლოდ ცხრა საათისათვის ჩაუარეს უკანასკნელ მესერს და პატარა რაზმმა ფეხი შედგა ვიქტორიის პროვინციის თითქმის უცნობ მხარეში. |
| 363 |
მოქცეულიყვნენ, მასაც უმჯობესად მიაჩნდა იახტის მოსვლა სანაპიროზე და აიროტინს აზრს იზიარებდა. ლუკნოუს გზას რომ ავცდებით, მელბურნამდე მიღწევა უფრო გაგვიძნელდებაო. გლენარვანი ყოყმანობდა და იქნებ აირტონის დაჟინებული რჩევით კიდევაც გაეცა განკარგულება, მაგრამ საქმეში მაიორი ჩაერია და გადაჭრით წინ აღუდგა ამ გეგმას. |
| 364 |
მათი მიახლოებისას ლერწმიანიდან კაზაურებისა და სავათების გუნდები წამოიშლებოდნენ, მაგრამ მოგზაურებს სანადიროდ არ ეცალათ, მით უმეტეს, ცხენები მოქანცული ჰყავდათ. ამასთან, მთელ მიდამოს საშინელი ბუღი ასდიოდა, ჰერში იკრიბებოდა დიდძალი ელექტრობა. ამას გრძნობდნენ ადამიანებიც და ცხოველებიც, მაგრამ მაინც წინ მიიწევდნენ. |
| 365 |
თავსხმას ბოლო არ უჩანდა. საფიქრებელი იყო, რომ მდინარე სნოუ ადიდდებოდა, წყლით გაჟღენთილი ნიადაგიც გაფუვდებოდა და ფორანი უფრო ღრმად ჩაეფლობოდა ჭყანტობში. ამიტომ მიულრედი, აირტონი და ჯონ მანგლსი რამდენჯერმე წავიდნენ მდინარის პირას მისი სიღრმის შესამოწმებლად და თავიდან ფეხებამდე გალუმპული დაბრუნდნენ. როგორც იქნა, ეღირსათ გათენება. |
| 366 |
თავსხმას ბოლო არ უჩანდა. საფიქრებელი იყო, რომ მდინარე სნოუ ადიდდებოდა, წყლით გაჟღენთილი ნიადაგიც გაფუვდებოდა და ფორანი უფრო ღრმად ჩაეფლობოდა ჭყანტობში. ამიტომ მიულრედი, აირტონი და ჯონ მანგლსი რამდენჯერმე წავიდნენ მდინარის პირას მისი სიღრმის შესამოწმებლად და თავიდან ფეხებამდე გალუმპული დაბრუნდნენ. როგორც იქნა, ეღირსათ გათენება. |
| 367 |
კაპიტანმა, მაიორმა, პაგანელმა და ორივე მეზღვაურმა კარაბინები აიღეს და თავდასხმის მოსაგერიებლად მოემზადნენ. გლენარვანი, რობერტი და ოლბინეტიც დამცელებს შეუერთდნენ. ყოველივე ეს თვალის დახამხამებაში მოხდა. ჯონ მანგლსი გაფაციცებით უთვალთვალებდა ჭალის ნაპირს. სროლა მაშინვე შეწყდა, რაწამს ბენ ჯოისმა ტყეს მიაღწია. |
| 368 |
მაირომა და ჯონ მანგლსმა დიდ ხეებამდე დაზვერვეს მიდამო. ტყის პირი და ახლომახლო ადგილები დაცარიელებულიყო, მხოლოდ მრავალი ფეხის კვალი ემჩნეოდა და აქა-იქ კიდევ ხრჩოლავდა დენითის საცობი. მაიორმა სიფრთხილის გულისათვის ჩააქრო ისინი, თორემ ერთი ნაპერწკალიც საკმარისი იყო ამ გადამხმარ ტყეში საშინელი ხანძრის გასაჩენად. |
| 369 |
ბანაკის დარაჯობა კი მაიორსა და ჯონ მანგლსს დაავალა. ელენმა მაშინვე შეიტყო მელბურნში გაგზავნის გადაწყვეტილება და მიულრედის ისეთი მშვენიერი სიტყვებით მიმართა, რომ ამ პატიოსან მეზღვაურს გულის სიღრმემდე ჩასწვდა. ყველანი იცნობდნენ მიურედის, როგორ მამაცს, გონიერსა და ღონიერ ადამიანს, რომელიც ადვილად აიტანდა ყოველგვარ დაღლილობასაც. |
| 370 |
სანამ ვილსონი ამ საქმეს აკეთებდა, გლენარვანი წერილს ამზადებდა ტომ ოსტინთან, მაგრამ რადგანაც დაჭრილი ხელით უძნელდებოდა წერა, მდივნობა პაგანელს სთხოვა. მეცნიერი რაღაც ფიქრში იყო ჩაძირული და სააქაოს აღარ ეკუთვნოდა. ამ გასაჭირში პაგანელი მხოლოდ იმ ნაპოვნ ბარათებზე ფიქრობდა, რომელიც სწორედ ვერ ამოეკითხა. |
| 371 |
საერთო გზა სწორი და გასაგები იყო და მიულრედის არ აებნეოდა. სიფრთხილე განსაკუთრებით მართებდა ბანაკიდან რამდენიმე მილის მანძილზე, სადაც შესაძლოა ჩასაფრებული ყოფილიყო ბენ ჯოისი თავისი ბრბოთი. რაკი ამ მიდამოებს გასცილდებოდა, მიულრედი შორს ჩამოიტოვებდა კატორღელებს და მშვიდობიანად შეასრულებდა დაკისრებულ დავალებას. |
| 372 |
მიულრედის ცხენი მოუყვანეს, ჩლიქებზე ნაბადები ჰქონდა ამოკრული, რომ ფეხის ჩქამი არ გამოეცა. ცხენი დაქანცულს ჰგავდა და მისი მუხლების გამძლეობაზე იყო დამოკიდებული ყველას ბედი. მაიორმა დაარიგა მიულრედი, ცხენს გაუფრთხილდი, როდესაც კატორღელებს საკმაო მანძილზე მოიტოვებ უკანო. უმჯობესია, ერთი დღით დაიგვიანო, ვიდრე ბედზე მიაგდო საქმეო. |
| 373 |
ამ დროს გრიგალმა მძლავრად დაიქროლა. ევკალიპტების კენწეროები ყრუდ აკვნესდა. ხმელი ტოტები სველ დედამიწაზე ცვიოდა, ურიხცვი გამხმარი ხე პირქვე დაეცა, ქარიშხლის ღმუილს ხეების ჭახაჭუხი და სნოუს ბუტბუტი ემატებოდა. უზარმაზარი ღრუბლები, რომელბსაც ქარიშხალი აღმოსავლეთისაკენ მიერეკებოდა, მიწის პირამდე აღწევდნენ. |
| 374 |
იშვიათად რომ ავადმყოფს ასეთი მოსიყვარულე და გულთბილი მოვლა ეღირსოს. გათენდა. წვიმას გადაეღო. უზარმაზარი ღრუბლები ჯერ კიდევ ფარავდნენ ცას. დედამიწა მოფენილი იყო გრიგალისაგან ჩამომტვრეული ტოტებით. ნიაღვარისაგან დამბალი თიხა უფრო ატალახებულიყო და ფორანთან მისვლა გაეძნელებინა, მაგრამ თვით ფორანი უფრო ღრმად კი ჩაფლულიყო. |
| 375 |
სისხლის კვალმა ისინი იმ ადგილამდე მიიყვანა, სადაც თავდასხმა მოხდა. იქ ეგდო მიულრედის ტყვიით განგმირული ორი კაცი. ერთი მათგანი ბლეკპოინტელი ნალბანდი აღმოჩნდა, რომლის დამანჭული სახე საზიზღარი სანახავი იყო. გლენარვანი ამ ადგილს აღარ გასცდენია - კეთილგონიერება არ მოითხოვდა შორს წასვლას. ისევ ფორანს დაუბრუნდნენ შეწუხებულები. |
| 376 |
ელენსა და მერის რომ გადახედა, თვალებში სევდა მოაწვა. გლენარვანის შეკითხვაზე მაიორმა უამბო: ბანაკიდან გასვლის შემდეგ მიულრედი იმ ბილიკს დასდგომია, რომელიც პაგანელმა მიუთითა. ცხენს მიერეკებოდა რამდენადაც ღამის წყვდიადი ნეას აძლევდა. მისი ვარაუდით, ორი მილი ექნებოდა გავლილი, როდესაც მას ხუთი კაცი გადაეღობა გზაზე. |
| 377 |
საკმაო საგზლით დატვირთული და კარგად შეიარაღებული პაგანელი და ჯონ მანგლსი გზას გაუდგნენ და მალე მაღალ ლერწმიანში მიეფარნენ მდინარის პირას. ბანაკში მთელი დღე მათ მოლოდინში იყვნენ. დაღამდა, ისინი კი არსად ჩანდნენ. ყველანი დარდიანად იყვნენ. ბოლოს, ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც სადარაჯოდ მდგომმა ვილსონმა შეამჩნია მომავალნი. |
| 378 |
ამ მწირ ქვეყანაში კვარცის მეტი არა იყო რა, მაგრამ შიმშილს წყურვილიც ზედ დაერთო და საშინელი პაპანაქება აძლიერებდა ტანჯვას. გლენარვანი და მისი მგზავრები თითო საათში ნახევარ მილს ძლივს გადიოდნენ. უსმელ-უჭმელობა საღამომდე რომ გაგრძელებულიყო, ყველანი დაცვივდებოდნენ და ვეღარც წამოდგებოდნენ, მაგრამ მოულოდნელად წყალს წააწყდნენ. |
| 379 |
ეს იყო მცნეარე ნარდუ, რომლითც თავს ირჩენდნენ მოგზაურები ბერკი და კინგი ავსტრალიის შუაგულ უდაბნოებში. ამ მცენარეს ფოთოლქვეშ გამოტანილი აქვს ოსპის მარცვლისოდენა სპორები, რომლებიც ქვაზე დანაყეს და ფქვილისმაგვარი ნივთიერება მიიღეს. ამ ფქვილისაგან აცხობდნენ მაგარ და ძნელად მოსანელებელ პურს, რომელიც შიმშილის ტანჯვას ამსუბუქებდა. |
| 380 |
იოლდ უნდა წასულიყოვნენ ამ ტოტებისაგან აგებული ფანჩატურით, რომელიც ჩალით იყო დახურული. ვილსონმა ცეცხლის დანთება მოიწადინა, რომ ნარდუს პური გამოეცხოთ და ნაფოტებისა და ფიჩხის მოსატანად წავიდა. როდესაც ანთება დაუპირეს, შეშას ცეცხლი არ მოეკიდა - ალბათ, ცეცხლუკარებელი ხე თუ იყო, რომლის შესახებაც ერთხელ პაგანელმა უამბო თანამგზავრებს. |
| 381 |
უცეცხლოდ და უპუროდ უნდა გაეძლოთ და სველი ტანისამოსით დაეძინათ, ხშირ ფოთლებში მიმალული ხითხითა ფრინველები კი თითქოს დასცინოდნენ უბედურ მგზავრებს, მაგრამ ტანჯვის დასასრული ახლოვდებოდა და დროც იყო. ორივე ახალგაზრდა ქალი გმირულ გამძლეობას იჩენდა, თუმცა ძალ-ღონე წუთი წუთს ელეოდათ, ფეხებს ძლივსღა ადგამდნენ. |
| 382 |
იმ დღეს საბოლოოდ გადაწყდა ევროპაში დაბრუნება. ჯერ კი მელბურნამდე უნდა მიეღწიათ. მეორე დღეს ჯონ მანგლსი გაემართებოდა მიმავალი გემების შესახებ ცნობების გასაგებად. ეგონა, იდენსა და ვიქტორიის სატახტო ქალაქს შორის მუდმივი მიმოსვლა არსებობდა, მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა - მელბურნისაკენ ხომალდები იშვიათად გადიოდნენ თურმე. |
| 383 |
ტუფოლდის ყურეში სამიოდე უხეირო ხომალდს ჩაეშფა ღუზა. ეს იყო მთელი ადგილობრივი სავაჭრო ფლოტი. ამათგან არც ერთი არ გადიოდა არც მელბურნში და არც სიდნეიში. გლენარვანს კი მხოლოდ ამ ორ ნავსადგურში შეეძლო ინგლისში მიმავალი ხომალდის ნახვა. რა უნდა ექნათ ასეთ მდგომარეობაში? რომელიმე გემის მოსვლას დალოდებოდნენ? |
| 384 |
მოფიქრებისა და აწონ-დაწონის შემდეგ გლენარვანმა დააპირა სიდნეიში ხმელეთით წასვლა, მაგრამ სწორედ ამ დროს გაუზიარა პაგანელმა თავისი გეგმა, რომელიც ფიქრადაც არავის მოსვლია. ტუფოლდის ყურე გეოგრაფმაც დაათვალიერა. მან იცოდა, რომ სიდნეისა და მელბურნთან მიმოსვლა არ იყო, მაგრამ ნავსადგურში მდგარი სამი გემიდან ერთი ოკლენდში მიდიოდა. |
| 385 |
პაგანელმა გლენარვანს ურჩია, ეს გემი დავიქირაოთ და ოკეანეში გავიდეთ, იქიდან კი გაგვიადვიდლება ევროპაში დაბრუნებაო. ეს წინადადება საფუძვლიანად მიიჩნიეს, მით უმეტეს, რომ პაგანელი ჩვეულებისამებრ არ მოჰყოლია დახლართულ მტკიცებას და დაუსრულებელ მსჯელობას. მან მხოლოდ ის აღნიშნჰა, რომ ოკლენდში მისვლას ხუთი-ექვსი დღე დასჭირდებაო. |
| 386 |
მერეც, ბარათებში გაკრვევით იყო ნათქვამი, რომ კაპიტანი გრანტი გადარჩა მატერიკაზე და არა კუნძულზე. ასეა თუ ისე, როდესაც გლენარვანს ოკლენდში წასვლას ურჩევდა, პაგანელს ფიქრადაც არ მოსვლია, რამე ახალი გეგმა მიეცა გრანტის საძებრად. მხოლოდ მიუთითა, ოკლენდსა და დიდ ბრიტანეთს შორის მუდმივი მიმოსვლაა გაბმული და ჩვენც ამით ვისარგებლებთო. |
| 387 |
ჯონ მანგლსმა მხარი დაუჭირა პაგანელის წინადადებას. მით უმეტეს, რომ ტუფოლდის ყურეში შეუძლებელი იყო რომელიმე შემთხვევითი ხომალდის ლოდინი, თუმცა განაცხადა: ჯერ დავათვალიეროთ პაგანელის ნანახი გემი და მერე გადავწყვიტოთო. გლენარვანი, მაიორი, პაგანელი, რობერტი და ჯონ მანგლსი ნავში ჩასხდნენ და გემის დასათვალიერებლად გაემართნენ. |
| 388 |
ბილ ჰალიმ ლანძღვა-გინებით იხმო თავისი მეზღვაურები და იალქნები დააჭიმინა. ჯონ მანგლსს არაფერი უთქვამს მისთვის, გულში მოუწონა ასეთი განკარგულება და გადაწყვიტა, არ დალაპარაკებოდა ამ ხეპრე მეზღვაურს, თუმცა გემბანიდან ფეხს არ იცვლიდნენ არც ის და არც გლენარვანი. ორი საათის შემდეგ უცებს საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. |
| 389 |
გემის მეზღვაურები მიხვდნენ, მგზავრები არ დაინდობდნენ და დაიფანტნენ. ჯონ მანგლსი მათზე აღარ ფიქრობდა და ახლა მოუთმენლად ელოდა განთიადს... გემი უძრავად იყო. ზღვა თანდათან მიყუჩდა. ასეთ პირობებში გემის კედლები რამდენიმე საათს კიდევ გაუძლებდნენ ტალღებს. მზის ამოსვლის დროს მანგლსს შეეძლო ნაპირი შეეთვალიერებინა. |
| 390 |
ფიქრში გართული ჯონ მანგლსი მოუთმენლად ელოდა განთიადს, მისი თანამგზავრები კი, მისი სიტყვებით დამშვიდებულნი, ტკბილ ძილს მისცემოდნენ. გემის უმოძრაობა ხელს უწყობდა მათ მშვიდსა და უშფოთველ ძილს. ბოლოს, როდესაც გალეშილი მეზღვაურების ღრიანცელი მიწყდა, დასასვენებლად თავი მიდეს გლენარვანმა, ჯონ მანგლსმა და მათმა ამხანაგებმა. |
| 391 |
ოლბინეტმაც თავისი წვლილი შეიტანა მუშაობაში და ახლა სამზარეულოს მიაშურა. ნოყიერი სადილი მოამზადა და სწორედ დროულიც იყიო. მთელი რაზმი დამშეულიყო. სადილით ყველანი კმაყოფილნი დარჩნენ და ძალ-ღონე მოიკრიბეს მუშაობისათვის. სადილის შემდეგ ჯონ მანგლსმა უკანასკნელ ღონისძიებას მიმართა, რომ დაწყებული საქმე წარმატებით დაეგვირგვინებინა. |
| 392 |
იმხანად ქარი ჩადგა. ზღვის ზედაპირი ციმციმებდა. ჯონ მანგლსმა ჰორიზონტს მოავლო თვალი, შეამჩნია, რომ ქარი გეზს იცვლიდა და სამხრეთ-დასავლეთის ნაცვლად ჩრდილო-დასავლეთისაკენ დაუბერავდა. მეზღვაურმა მაშინვე შეატყო ეს ცვლილება ღრუბლების განლაგებასა და მათ ფერზე. კაპიტნის მოსაზრებას ემხრობოდნენ ვილსონი და მიულრედიც. |
| 393 |
ელენი და მერი გრანტი უხეში თოკის კიბით ჩაეშვნენ და ანძის ძირას, სურსათის ყუთებზე ჩამოსხდნენ. თანამგზავრები მათ ირგვლივ შემოუსხდნენ. ვილსონმა საჭეს მოჰკიდა ხელი. ჯონ მანგლსი ბაგირეზე ჩამოჯდა. მიულრდიმ გადაჭრა ბაგირი, რომლითაც ტივი გამობული იყო გემზე. იალქანი ასწიეს და ტივი დაიძრა ნაპირისაკენ ქარისა და ზღვის მოქცევის შემწეობით. |
| 394 |
ნაპირი ოცდაათი კილომეტრის მანძილზე იქნებოდა, რომელსაც რიგიანი ნავი სამ საათს გაცურავდა, მაგრამ ტივით საქმე გაუჭიანურდათ. თუ ქარი არ ჩადგებოდა, ნაპირს ერთი მოქცევის განმავლობაში მიაღწევდნენ, მაგრამ თუ ქარი მიყუჩდეოდა, მეორე მოქცევისათვის უნდა დაეცადათ. ეს გარემოება აშფოთებდა ჯონ მანგლსს, თუმცა იმედი ჰქონდა, რომ ლელოს გაიტანდა. |
| 395 |
ოლბინეტმა სანოვაგის ყუთიდან ამოალაგ რამდენიმე ნაჭერი გამხმარი ხორცი და თორმეტიოდე ნატეხი ორცხობილა. ძალიან ერიდებოდა ასეთი ღარიბი სუფრის გაშლა, მაგრამ ყველანი სიამოვნებით შეექცნენ, ქალებიც კი რომელნიც ბევრი ნჯღრევისაგან უმადოდ იყვნენ. მართლაც, ძალიან მომქანცველი იყო ტივის ახეთქებ-დახეთქება, ეს უსიამვნო გუნებაზე აყენებდა მათ. |
| 396 |
ხანმოკლე ბინდბუნდმა მხოლოდ რამდენიმე წუთით შეაგვიანა შემოღამება და მალე აღმოსავლეთით ნაპირი წყვდიადში გაეხვია ჩრდილოეთით კი ხომალდი. წყვდიადით გარშემორტყმული და პატარა ტივზე მყოფი მოგზაურები საშინელი მღელვარებით ათევდნენ ღამეს. ზოგი მოთენთილობით ილაჯგაწყვეტილი უგემიურად თვლემდა, ზოგს კი დილამდე თვალი არ მოუხუჭავს. |
| 397 |
განთიადისას ყველანი მოთენთილები იყვნენ. ზღვის მოქცევის დაწყებისას ქარმა ზღვიდან წამოუბერა. დრო ძვირად უღირდათ და ჯონ მანგლსი მზად იყო გასამგზავრებლად. მან განკარგულება გასცა, ღუზა ამოეთრიათ, მაგრამ ღუზის თათები ისე ღრმად ჩაფლობილიყო ფსკერის შლამში, რომ მისი ამოთრევა შეუძლებელი აღმოჩნდა. მთელი ნახევარი საათი მოანდომეს ამ საქმს. |
| 398 |
ტივი მძიმედ მიცურავდა ნაპირისაკენ, რომელიც ამომავალი მზის სხივებით გაშუქებული ცის ფონზე ნაცრისფერად მოჩანდა. ფურთუნებს ფრთხილად უქცევდნენ მხარს, მაგრმ სუსტი ნიავის გამო ტივი თითქმის არ იძვროდა. როგორი ძნელი იყო ახალი ზელანდიის ნაპირზე გადასვლა და ამავე დროს როგორი სახიფათოც! ცხრა საათზე მიწამდე კილომეტრ-ნახევარიღა იქნებოდა. |
| 399 |
ღუზა აღარ ჰქონოდათ, რომ ზღვაში ჩაეშვათ და ერთ ადგილას გაჩერებულიყვნენ. ყოველ წუთს შეეძლო ტივი უკანვე გაეტაცნა ზღვის მიქცევას. ჯონ მანგლსი ბოღმისაგან მუშტებს კუმშავდა და ხარბი თვალით გასცქეროდა მიუღწეველ ნაპირს. ამ დროს, საბედნიეროდ, დაჯახება იგრძნეს და ტივი გაჩერდა, ის შლამში ჩაეფლო ნაპირიდან ორმოცდაათი მეტრის მოშორებით. |
| 400 |
გლენარვანს უნდოდა დროის დაუკარგავად გაჰყოლოდნენ ზღვის სანაპიროს ოკლენდისკენ, მაგრამ ცა დილიდანვე დაიფარა დიდი ღრუბლებით და ნაპირზე გადაბარგების შემდეგ ერთბაშად წამოვიდ კოკისპირული წვიმა. გამგზავრებაზე უარი თქვეს; საჭირო იყო სადმე შეეფარებინათ თავი. ვილსონმა ერთი გამოქვაბული დაინახა, რომელიც ბაზალტის კლდეში ზღვას გამოეხრა. |
| 401 |
მგზავრებმა თავიანთი ბარგი-ბარხანით გამოქვაბულს შეაფარეს თავი. გამოქვაბულში ბევრი მშრალი წყალმცენარე ეყარა და მგზავრებმაც ისარგებლეს ამ ბუნებრივი საგებლით. გამოქვაბულში კაჭაჭი მოაგროვეს, ცეცხლი გააჩაღეს და ტანისამოსის გაშორება დაიწყეს. ჯონ მანგლსს იმედი ჰქონდა, მალე გამოიდარებდა, მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა. |
| 402 |
ეს გარემოება მოთმინებით აღსავსე ადამიანსაც კი გააბრაზედა, მაგრამ რას იზმდნენ? ასეთ ამინდში გამგზავრება უგუნურება იქნებოდა. მეორეც, ოკლენდამდე მისვლას რამდნეიმე დღეს მოუნდებოდნენ და თორმეტიოდე საათით შეფერხებას რა დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, თუ რასაკვირველია, საიდანმე თავს ველურები არ წამოადგებოდნენ. |
| 403 |
თითოეულ მგზავრს აკიდებული ჰქონდა თავისი საგზალი. გაჰყვნენ აოტეას ყურეს. სიფრთხილის გულისათვის ყველანი ჯგუფად მიდიოდნენ. თოფები მზად ჰქონდათ და ინსტინქტურად აკვირდებოდნენ აღმოსავლეთით ბორცვებით მოფენილ ველს. პაგანელს კი ხელში ეჭირა თავისი შესანიშნავი რუკა და მცოდნე ადამიანის ნეტარი განცდით მასზე აღნიშნავდა ყოველივე წვრილმანს. |
| 404 |
რადგან არც ურემი ჰქონდათ, არც კარავი, მგზავრები დიდებული ნორფოლკის ფიჭვების ქვეშ დალაგდნენ. სამგზავრო საბნები ლეიბებად გამოიყენეს. გლენარვანმა ყველა გამაფრთხილებელი ზომა მიიღო მთელი ღამის განმავლობაში. როგორც თვითონ, ისე კარგად შეიარაღებული მის თანამგზავრებს, მორიგეობით უნდა ედარაჯათ გათენებამდე ორ-ორ საათს. |
| 405 |
იგი ბევრი წვალების შემდეგ შეაჩვიეს ჰავას ევროპის ზოოლოგიურ ბაღებში. მისი უცნაური შესახედაობა და სასაცილო ლახლახი ყოველთვის იპყრობდა მოგზაურობის ყურადღებას. დიუმონ-დიურვილს თავისი ექსპედიციის დროს საგანგებოდ ჰქონდა დავალებული სამეცნიერო აკადემიისაგან, უსათუოდ მიეყვანა ეს იშვიათი და საინტერესო ფრინველი. |
| 406 |
კარგად იცოდნენ, რომ ამ განედზე საღამოს ბინდი ხანმოკლე იცის და სწრაფად ღამდება ხოლმე. სანამ სიბნელე ჩამოწვებოდა, როგორმე უნდა მეიღწიათ ამ ორი მდინარის შესართავამდე, მაგრამ ისეთი სქელი და ყომრალი ნისლი წამოვიდა, რომ გზის გაგნებაც კი უძელდებოდათ. საბედნიეროდ, მხედველობას, რომელიც სიბნელეში უსარგებლო იყო, სმენა შეენაცვლა. |
| 407 |
ნისლი აიყარა. მდინარეზე გამოჩნდა სათავისკენ მიმავალი ნავი. ეს იყო ადგილობრივი მორა-ნავი, სიგრძით ოცი მეტრი, სიგანი - ორ მეტრამდე და სიღრმით - ერთი მეტრი. ნავი მთლიანი კახიკატეის ნაძვის ხისაგან იყო გამოთლილი, ცხვირი ვენეციურ გონდოლასავით ჰქონდა აშვერილი. ნავის ძირზე ჩაგებული იყო ხმელი ჩადუნა. ნავი სწრაფად მისრიალებდა. |
| 408 |
ცხვირის მხარეს მჯდომი რვა კაცი ნიჩბებს უსვამდა, ნავის ბოლოში კი ერთი კაცი საჭეს მართავდა. მესაჭე ადგილობრივი მკვიდრი იყო, მაღალ-მაღალი, მკერდგანიერი, კუნთებად ჩასკვნილი, მკლავღონიერი და ფეხმაგარი. ორმოცდახუთი წლის იქნებოდა. ნაოჭებით დასერილი, გამოზნექილი შუბლი, მძვინვარე გამოხედვა და მოქუშული სახე შემზარავი ჰქონდა. |
| 409 |
ეს მას ზვიად მზერაზეც ემჩნეოდა, ტანზე მოგდებული ჰქონდა მოსასხამი, შემკული ძაღლის ტყავებით, სისხლის ლაქებით დაფარული, რომელიც უკანასკნელ ბრძოლაში დამჩნეოდა. ყურის ბიბილოებზე ეკიდა მწვანე ნეფრიტის საყურე; ყელზე შეება რამდენიმე ყელსაბამი პუამუს წმინდა ქვისა, რომელსაც ახალზელანდიელები თილისმად მიიჩნევენ. |
| 410 |
ერთ მათგანს ახლაც ტანჯავდა უკანასკნელად მიღებული ჭრილობა. ყველანი, მოსასხამში გახვეულები, უძრავად და უსიტყვოდ ისხდნენ. ფერხთით სამი ძაღლი ეწვათ, ანჩხლი და უხიაგი. ნავის თვში მსხდომი მენიჩბეები, ალბათ, ბელადის მსახურნი იყვნენ ან მონები. ნიჩბებს ღონივრად უსვამდნენ. მათი მორა-ნავი აღმა მიაპობდა ტალღებს. |
| 411 |
მისი თავი მეტდ ძვირად იყო დაფასებული ახალი ზელანდიის გუბერნატორის ბრძანებით. ასეთი საშინელი ამბავი დაატყდა გლენარვანს სწორედ იმ დროს, როდესაც უნდა მიეღწია სანუკვარ ოკლენდამდე და ევროპაში დაბრუნებულიყო. მისი გაქვევებულ და მშვიდ სახეზე ვერ ამოიკითხავდით, რა ჯოჯოხეთი უტრიალებდა გულში. მის თანამგზავრებსაც ღირსეულად ეჭირათ თავი. |
| 412 |
გლენარვანმა იცოდა, რომ ასეთი საქციელით ცუდი მოპყრობისაგან დაიცავდა თავის თავსაც და ამახანაგებსაც. ბანაკის მიტოვების შემდეგ მაორები, რომლებიც საერთოდ უსიტყვო ხალხია, კანტიკუნტად თუ წაილაპარაკებდნენ ერთმანეთში, მაგრამ გლენარვანი რამდენიმე წინადადებითაც მიხვდა, რომ ინგლისურად საკმაოდ თავისუფლად ლაპარაკობდნენ. |
| 413 |
რაკი გული ასე დაიმშვიდა, ისევ რუკას დაუბრუნდა და ვაიკატოს მდინარებას ადევნებდა თვალს. ელენსა და მერი გრანტს შიში გულის სიღრმეში მიეკუნჭათ და გლენავართამ ისე საუბრობდნენ, რომ საუკეთესო ფიზიონომისტიც ვერ ამოიკითხავდა მათ სახეზე იმ საშინელებას, რასაც გულში განიცდიდნენ. ვაიკატო ახალი ზელანდიის ეროვნული მდინარეა. |
| 414 |
მაორები ისე ამაყობენ იმით, როგორც გერმანელები რაინითა და სლავები - დუნაით. ვაიკატო სამასი კილომეტრის მანძილზე რწყავს ამ კუნძულის საუკეთესო ჩრდილო ნაწილს, ველინგტონის პროვინციიდან ოკლენდამდე. მის ნაპირებზე მოსახლე ურჩი ხალხი ახლაც ამხედრებული იყო დამპყრობლების წინააღმდეგ. ამ მდინარეზე ევროპელებს დღემდე ფეხი არ დაუდგამთ. |
| 415 |
მხოლოდ რამდენიმე მეზღვაურს გაუბედავს ამ წმინდეა მდინარის ნაპირების ნახვა, მაგრამ ზემო ვაიკატო, როგორც ჩანს, სრულიად მიუდგომელია ევროპელებისათვის. პაგანელმა იცოდა, რა უღრმესი პატივისცემით ეკიდებოდნენ მაორები ამ მდინარეს. ისიც იცოდა, რომ ინგლისელი და ფრანგი ნატურალისტები არ გასცილებიან იმ ადგილს, სადაც ეს მდინარე ვაიპის უერთდება. |
| 416 |
მორა-ნავი არ შეჩერებულა. გვერდი აურა პოტატუს მეფის ძველ რეზიდენცია, რომელიც ვაიკატოსა და ვაიპის შესართავის ზევით მდებარეობდა რამდენიმე ასი მეტრის მოშორებით, მდინარის პირას. აქა-იქ გაფანტული რამდენიმე ქოხი ნახევრად ჩამონგრეული იყო, რაც მოწმობდა ახლახან გადავლილი ომის საშინელებას. გაღმა-გამოღმა ნაპირები უდაბური და უკაცური იყო. |
| 417 |
ამ იორი მდინრის შეერთების ადგილიდან თხუთმეტი კილომეტრის ზევით პაგანელის რუკაზე აღნიშნული იყო სოფელი კირიკირიროა, რომელიც მართლაც გამოჩნდა, მაგრამ კაი-კუმუ აქ არ გაჩერებულა. ბრძანა, ტყვეებისათვის მიეცათ მათივე საგზალი, რომელიც ღამის თავდასხმის დროს თან წამოეღოთ. მეომრები, მონები და თვითონ ბელადი კი ადგილობრივ საჭმელს შეექცნენ. |
| 418 |
ჯერ კიდევ იმაზე ადრე, სანამ გლენარვანი ბელადს დაელაპარაკებოდა, ჯონ მანგლსსა და გლენარვანს თათბირი ჰქონდათ გაქცევის შესახებ. ნავში მოუხერხებელი იყო მოლაპარაკება, ხმელეთზე კი უფრო შესაძლებელი გახდა ღამით, მაგრამ რაკი კაი-კუმუმ განუცხადათ, თქვენს გაცვლას ვაპირებო, ტყვეებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და უმჯობესად ჩათვალეს ლოდინი. |
| 419 |
ეს უფრო გონივრული მოსაზრება იყო. ტყვეების გაცვლა უფრო მეტ იმედს იძლეოდა გადარჩენისას, ვიდრე შებრძოლება და გაქცევა ამ უცნობ ადგილებსი. რა თქმა უნდა, იქნებ გაცვლა არც მოხერხებულიყო რაიმე მიზეზის გამო, მაგრამ მისი შედეგების მოლოდინი მაინც აუცილებელი იყო. ან კი რას გააწყობდა ათი უიარაღო ადამიანი ოცდაათ კარგად შეიარაღებულ ველურთან?! |
| 420 |
მეორე, - გლენარვანის აზრით, კაი-კუმუს თემმა, ალბათ, თვალსაჩიონო ბელადთაგანი დაკარგა, რომ ასე იყვნენ მოწადინებულნი მის გათავისუფლებას. გლენარვანი არ შემცდარა. მეორე დღეს ნავი უფრო მეტი სისწრაფით აუყვა მდინარეს აღმა. ათ საათზე ერთი წუთით შეჩერდა პატარა ხევის პირას, სადაც მას მეორე ნავი შემოემატა ათი მეომრით. |
| 421 |
მდინარე ვაიკატოს ხეობა თანდათან ვიწროვდებოდა. ღრმა კალაპოტში ჩაჭედილი ვაიკატო დაქანებით მოექანებოდა, მაგრამ მენიჩბეების გაორკეცებული მეცადინეობით და ნიჩბების ტყლაშუნთან შეფარდებული სიმღერით ნავი მაინც აღმა მიცურავდა. დაქანებულ მდინარებას რომ ასცილდნენ, მორანავი ისევ სრიალით გაემართა ვაიკატოს ზევით. |
| 422 |
თითო ტაეპის შემდეგ გულში იცემდნენ მუშტებს და ყველანი ბანს აძლევდნენ საომარ სიმღერას. შემდეგ ახალი ძალ-ღონით დააწვებოდნენ ნიჩბებს და მიაცურებდნენ ნავებს. ამ დღეს საგულისხმო მოვლენა ნახეს ვაიკატოზე. მტკიცე მარჯვენით მიმართული ბელადის მორანავი ნაშუადღევს ოთხ საათზე იმავე სიჩქარით ტყვეებიდან შეცურდა. ვიწრო ხეობაში. |
| 423 |
ნავი შეცურდა ორთქლის ოხშივარში, რომელიც ფენა-ფენად იდგა მდინარეზე. ნაპირებზე ასიოდე ქაფქაფა გეიზერი სცემდა, ზოგი ორთქლს ისროდა, ზოგი თხევად მასას და ნაირ-ნაირი შადრევნები ჩნდებოდა, თითქოს ადამიანის ხელით განგებ ყოფილიყოს მოწყობილი. წყალი და ორთქლი ერთმანეთში ირეოდა და მზის სხივებზე უამრავ ცისარტყელას აჩენდა. |
| 424 |
დღის დასრულებამდე მორა-ნავებმა კიდევ ორი სწრაფი მდინარება გადასერეს - ჰიპაპატუა და ტამატეა. საღამო ხანს კაი-კუმუ ვაიპისა და ვაიკატოს შესართავიდან ასი მილის მანძილზე დაბანაკდა. ვაიკატო რკალივით უხვევდა აღმოსავლეთისაკენ და თავის ზვირთებს მიაქანებდა ტაუპოს ტბის სამხრეთ ნაპირებისაკენ, როგორც უზარმაზარი მილი აუზში. |
| 425 |
მეორე დღეს პაგანელმა რუკას დახედა და მარჯვენა კიდეებზე იპოვა ტაუბარას მთა, რომელიც თითქმის ერთ კილომეტრზე იყო აზიდული. შუადღისას მოარა-ნავების მთელი ქარავანი ტაუპოს ტბის ერთ-ერთ ტოტში შეცურდა. ნაპირზე მდგომ ქოხზე ნარმის ნაგლეჯი ფრიალებდა. ნავებიდან აღტაცებული მოძრაობით და ხელების ქნევით მიესალმნენ მას. |
| 426 |
მრავალ ადგილას ამომსკდარა ქაფქაფა წყარო. მიწის ქერქი დაშაშრულია, როგორც გავარვარებულ ღუმელში ჭარბად აფუებული პურის გუნდა. ალბათ, მთელი ეს ზეგანი მთლად გალხვებოდა, როგორც ქურაში, თორმეტიოდე მილის მოშორებით ტონგარიროს კრატერი რომ არ ისროდეს მიწის გულში შეკუმშულ ორთქლს. ეს კრატერია ამ ორთქლის სასუნთქი. |
| 427 |
აქ მისი გარეული ბუჩქებითაა დაფარული მინდვრები. მოგრძო ფოთლებზე მოჩანდა მუქი წითელი ყვავილები, აგავას მსგავსი ლამაზ-ლამაზი ჩიტები ნისლივით შერეოდნენ ამ ბუჩქებს და წყურვილს იკლავდნენ მისი ყვავილების თაფლოვანი წვენით. ტბის ზვირთებში ჭყუმპალაობდა მოშინაურებული მწვანე და ნაცრისფერწინწკლებიანი შავბუმბულოვანი იხვების გუნდი. |
| 428 |
მათთან მიახლოებისას თითო ნაბიჯის გადადგმაზე წამოიშლებოდნენ ხოლმე ლითონისფერი დიდრონი ქედნები, ნაცრისფერი ყურყულუშები და უამრავი წითელქოჩორა შოშია. ბევრი მიხვევ-მოხვევის შემდეგ გლენარვანი, ელენი, მერი გრანტი და მათი თანამგზავრები ციხის გალავანში შეიყვანეს. სიმაგრე გარედან ხუთი მეტრის სიმაღლე მესრით იყო შემოზღუდული. |
| 429 |
ქოხში მიწის ნიადაგი ერთი მეტრის მეოთხედზე იყო ამაღლებული და მიწითვე დატკეპნილი, ის თითქოს იატაკის მაგივრობას ეწეოდა. ლოგინებად დაფენილი იყო ტიფას გრძელი და რბილი ფოთლებისაგან გაკეთებული და ძაფით შეკერილი ლეიბები, გამხმარი ჩადუნის ფოთლებით გატენილი, მათ ქვეშ კი ეფინა ლერწმისგან მოქსოვილი რამდენიმე ჭილოფი. |
| 430 |
ისინი ბელადი განკარგულების მოლოდინში ერთი ცარიელი ქოხის წინ იდგნენ. ამ დროს მათ შემოეხვივნენ დედაბრები, რომლებიც მოთმითა და მუშტების ქნევით ემუქრებოდნენ მათ. მათი ნათქვამი რამდენიმე ინგლისური სიტყვიდან ჩანდა, რომ დაუყოვნებელ შურისძიებას მოითხოვდნენ. ამ წივილ-კივილში გარეგნულად თავშეკავებულ ელენს გული მღელვარებით უცემდა. |
| 431 |
მაორების ბელადმა გაოცებით შეხედა ტყვეს და პასუხი არ გასცა. შემდეგ ერთი ხელის გაქნევით ხმა ჩააკმედინა აღავღავებულ ბრბოს. გლენარვანმა მადლობის ნიშნად თავი დახარა და ნელი ნაბიჯით თავისიანებს დაუბრუნდა. ამ დროს გალავანში თავი მოიყარა ასიოდე ახალზელანდიელმა. აქ იყვნენ მოხუცები, შუახნის მეომრები და სიჭაბუკეში შესული ახალგაზრდებიც. |
| 432 |
ამ ბელადებს შორის, რომელნიც უილიამ თომპსონის მოწოდებით აჯანყდნენ, პირველი იყო კაი-კუმუ, რომელიც ტაუპოს ტბის მიდამოებში დაბრუნდა და მოსახლეობამ პირველად მისგან შეიტყო ქვემო ვაიკატოს ველებზე მეამბოხეთა დამარცხების ამბავი. ორასი მეომრიდან, რომელიც მან სამშობლოს დასაცავად გაიყოლა, ას ორმოცდაათი კაცი დაეღპუა. |
| 433 |
რაც უფრო დიდი იყო მწუხარება, მით ღრმა ჭრილობებს იყენებდნენ. ამ გაოგნებულ, დასისხლიანებულ და გაუბედურებულ ზელანდიელ დედაკაცებს საშინელი შესახედაობა ჰქონდათ. მათ მწუხარებას ერთი გარემოებაც აორკეცებდა - მათ დაეღუპათ არა მარტო ნათესავები, არა მარტო მეგობრები, არამედ მათი ძვლებიც, რომელთაც მიწას ვეღარ მიაბარებდნენ. |
| 434 |
პოლინეზიელთა ტომებში ტაბუს დადება ყადაღის დადებას ნიშნავს და იმ პირს თუ საგანს, რომელზეც ტაბუ გამოცხადდა, ვერავინ მიეკარება. მაორების რწმენით, ვინც კი ხელს ახლებს ტაბუდადებულ საგანს, მას ღვთაება სიკვდილით დასჯის და თუ ღმერთი დააგვიანებს შურისძიების შესრულებას, მაშინ ამ საქმეში ღვთაებას მაორების ქურუმები დაეხმარებიან. |
| 435 |
სავსებით ახალგაზრდა იყო. გაწეწილი თმა მხრებზე დაჰფენოდა. მისი გოდება და კივილი ცას სწვდებოდა. ტირილს თან სდევდა ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები, რომლითაც ქებით იხსენიებდა განსვენებულის ქველობასა და სიჩაუქეს. ბოლოს მწუხარებით დარეტიანებული პირქევ დაემხო ამაღლებული ადგილის წინ და თავს მიწას ახლიდა. კაი-კუმუ მიუახლოვდა. |
| 436 |
ამისათვის ექვსი უბედური მონა დააყენს ბატონების ცხედრებთან. ომის შეუბრალებელი კანონს ისინი მონებად გადაექცია. ბელადის სიცოცხლეში საშინელ გასაჭირში იყვნენ და ნახევრად მშივრები ასრულებდნენ მძიმე სამუშაოებს. ახლა კი მაორების რწმენის კარნახით ისინიც თან უნდა გაჰყოლოდნენ ბატონებს და საუკუნოდ ეტარებინათ მონობის უღელი საიქიოშიც. |
| 437 |
ხელ-ფეხი შეუბორკავი ჰქონდათ იმის ნიშნა, რომ თავის ხვედრს არ ეურჩებოდნენ. მეორეც, ასეთი სიკვდილი სწრაფი იყოდა ხანგრძლივი ტანჯვისაგან ათავისუფლებდა მათ; წამება მოელოდათ მხოლოდ იმათ, ვინც მიზეზი გახდა ამ ამბებისა. ისინი ოციოდე ნაბიჯის იქით იდგნენ და თვალს არიდედნენ ამ საზარელ სანახაობას, რომლის საშინელებაც ჯერ წინ იყო. |
| 438 |
დანარჩენი ორი კედელი ამოყვანილი ჰქონდათ ფრიალო ნაპრალის პირს, უფსკრულის თავზე, რომლის სიღრმეც ოცდაათ მეტრს აღემატებოდა. აქედან ჩაშვება შეუძლებელი იყო. წარმოუდგენელი იყო ზურგიდნ გაქცევაც, რადგან იქ უშველებელი ციცაბო კლდე ამართულიყო. ერთადერთი გასაქცევი გზა ვიწრო ბილიკით ციხის მოედნისაკენ გამოდიოდა, რომელსაც მეომრები დარაჯობდნენ. |
| 439 |
უბედური ადამიანები მწუხარებაში ჩაძირულიყვნენ - ქოხში მკვდართა დუმილი გამეფებულიყო. ალბათ, დილის ოთხი საათი იქნებოდა, როდსაც მაიორის ყურადღება რაღაც ხმაურმა მიიპყრო, რომელიც უკანა კედლიდან ისმოდა. მაკ-ნაბი ჯერ უგულისყუროდ მოეკიდა, მაგრამ ხმაური გრძელბდებოდა. ყური დაუგდო. ისე მოეჩვენა, თითქოს მიწას ფხოჭნის ან თხრის ვინემაო. |
| 440 |
ახლა უკვე ეჭვი აღარ ჰქონდათ, რომ გარედან ვიღაც კაცი ძირს უთხრიდა ქოხს. ტყვეები გაორმაგებული ძალით ეკვეთნენ მიწას. თითები დასისხლიანებული ჰქონდათ, მაგრამ გაშმაგებით განაგრძობდნენ თახრას. ნახევარი საათის შემდეგ ერთი მეტრის სიღრმეს ჩააღწიეს, უკვე გრძნობდნენ, ორივე მხრის მთხრელებს თხელი ფენაღა აშორებდათ ერთმანეთს. |
| 441 |
რამდენიმე წუთის შემდეგ მაიორმა უცებ ხელი უკან გამოაქანა და კინაღამ შეჰკივლა, მან ხელი გაიჭრა რაღაც იარაღის პირზე, მერე თავისი ხანჯლით გვერდზე მისწია ამოყოფილი ხანჯლის წვერი და ვიღაცის მაჯას სტაცა ხელი. ქალის ან ბავშვის ხელს ჰგავდა. ევრპელი უნდა ყოფილიყო. არც ერთმა მხარემ კრინტი არ დაძრა, ალბათ, ორივემ სიჩუმე არჩია. |
| 442 |
ხუთი წუთის შემდეგ ყველამ მშვიდობიანად დააღწია თავი ქოხს. დროებით თავშესაფარიც მიატოვეს და მთაზე მიმავალ ვიწრო ბილიკს შეჰყვნენ, რომ რაც შეიძლება შორს გარიდებოდნენ ტბის დასახლებულ მიდამოს. სწრაფად მიდიოდნენ, ცდილობდნენ, ისეთ ადგილებს მორიდებოდნენ, სადაც შეეძლოთ მათი შემჩნევა. აჩრდილებივით მიძვრებოდნენ ბუჩქებშუა. |
| 443 |
საით მიდიოდნენ? თვითონაც არ იცოდნენ, სამაგიეროდ, თავისუფალნი იყვნენ. ხუთი საათი არ იქნებოდა, როდესაც ირიჟრჟა, ღრუბლების თავები მტრედისფრად შეიღება. ნისლდახვეული მწვერვალები თანდათან გამოჩნდა დილის ანაროთქლიდან. დღის მანათობელი ამოსვლას ლამობდა და ამ მზეს სიკვდილის ნაცვლად გაქცევის საშუალება უნდა მიეცა მათთვის. |
| 444 |
თავისი მოხერხებით კმაყოფილი და გახარებული რობერტი გამარჯვებული მიაბიჯებდა ყველაზე წინ, უკან კი მეზღვაურები მიჰყვებოდნენ. გათენებამდე ნახევარი საათი დარჩენილიყო. ეს ნახევარი საათი ალალბედზე იარეს. პაგანელი რომ თან ჰყოლოდათ, ის წაუძღვებოდათ, მაგრამ მისი აქ არყოფნა სიხარულს უჩრდილავდა მათ. ცდილობდნენ, აღმოსავლეთისაკენ ევლოთ. |
| 445 |
მალე მიაღწიეს ხუთი ფუტის სიმაღლეს, ტაუპოს ტბის თავზე. დილის სუსხი მატულობდა ამ სიმაღლეზე. გაურკვეველი მოყვანილობის ბუჩქები და გორები ერთიმეორეზე შედგმულებივით შესდევდა ზევით. გლენარვანს უნდოდა, რაც შეიძლებოდა შორს შეჭრილიყვნენ მთების სიღრმეში. მერე კი როგორმე მოძებნიდნენ მთების ლაბირინთიდან თავის დასაღწევ გზას. |
| 446 |
ქედიდან მოჩანდა მთელი გზა, რომელიც დასავლეთისაკენ იყო გადაჭიმული და მთებით გარშემორტყმული: ჩრდილოეთით - პირონგიას მწვერვალი, სამხრეთით - ტონგარიროს ცეცხლისმფრქვეველი კრატერი, აღმოსავლეთით - მთაგრეხილების მთელი წყება, რომლებიც განუწყვეტლივ გასდევდა იკა-ნა-მაორის მთელ კუნძულს კუკის სრუტიდან. აღმოსავლეთის უბემდე. |
| 447 |
გლენარვანმა მიდამოს შეშფოთებით მოავლო თვალი. მზის სხივებს ნისლი გაეფანტა. როდესაც მთის ქედს მიაღწიეს, მდევარი ხუთასი ფუტითღა იქნებოდა მათგან დაშორებული. ერთი წუთის დაკარგვაც კი არ შეიძლებოდა. დაღლილობის მიუხედავად, მაინც უნდა გასცლოდნენ მათ, რომ ყოველი მხრიდან ალყა არ შემოერტყათ და შუაში არ მოემწყვდიათ. |
| 448 |
ასეთი იყო პაგანელის ნაამბობი. მაორების ბელადთან ყოფნის დროს რა განიცადა, რა ჭირი გამოიარა თუ ლხინი, არავინ იცოდა. ყველაფერი უამბო პაგანელმა თუ დამალა რამე? ესეც არის რომ მისი უჩვეულო დარცხვენა ადასტურებდა, რომ რაღაც იყო მის თავს. ასეა თუ ისე, ყველამ მიულოცა დაბრუნება და შემდეგ გადავიდნენ საერთო მდგომარეობის აწონ-დაწონვაზე. |
| 449 |
თუნდაც მდევარი ვერ ამოსულიყო მაუნგანამუს მთაზე, მაორებს შეეძლოთ ალყა შემოერტყათ და შიმშილით დაემორჩილებინათ ისინი. ამას დრო სჭირდებოდა, მაორები კი დიდი მოთმინების მქონე ხალხია. გლენარვანი ნათლად გრძნობდა ამ მძიმე მდგომარეობას, მაგრამ ხელშემწყობ გარემოებას ელოდა; ან თვითონ უნდა შეექმნა საჭირო პირობები. |
| 450 |
მათ უკვე იცოდნენ, რომ იკა-ნა-მაუის შუა ოლქი ძალიან მდიდარია ვულკანებით, რომ ეს მიდამოები ნამდვილი ცხრილია, რომლიდნაც ცხელი წყაროებისა და გოგირდის ორთქლის სახით ამოქშუტუნეს მიწისქვეშა ორთქლი. პაგანელმა ეს მოვლენა სხვებზე ადრე შეამჩნია და ამხანაგების ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ეს მთა ვულკანური თვისებისა იყო. |
| 451 |
დიდრონ ქოთნებში იდგა სუფთა წყალი, რომელსაც ახალზელანდიელები ყოველთვის ხმარობენ ჭამის დროს. თორმეტიოდე მოწნული კალათი სრულიად უცნობი, მაგრამ მეტა გემრიელი მწვანე ფერის ნამცხვრით შეევსოთ. ამგვარად, ჩვენი მოგზაურები რამდენიმე დღით უზრუნველყოფილი იყვნენ სანოვაგით. ბევრი ხვეწნა აღარ დასჭირდათ და ბელადის ხარჯზე ისადილეს. |
| 452 |
გლენარვანმა აიღო საკმა რაოდენობის სანოვაგე და ოლბინეტს გადასცა. მეკუჭნავემ, რომელიც სერიოზულ გარემოებაშიც კი ფორმალისტობას ვერ იშლიდა, დაიწუნა; არც იცოდა, როგორ მოემზადებინა გვიმრის ფესვები, რადგან ცეცხლი არ ჰქონდა, მაგრამ პაგანელმა გამოიყვანა ამ გასაჭირიდან, ურჩია, გვიმრის ფესვები და ბატატი ცხელ ნიადაგში მოემზადებინა. |
| 453 |
პაგანელს გათვალისწინებული ჰქონდა ეს სიძნელეები, მაგრამ იმედოვნებდა, რომ საქმე ასე შორს არ წავიდოდა. საკმარისი იყო, მხოლოდ ცეცხლის ამოხეთქვა დაენახვებინათ მაორებისათვის, რომ შეცდომაში შეეყვანათ. ჩვენს მოგზაურებს ეს დღე დაუსრულებელი ეჩვენათ. გულის გადალევით ადევნებდნენ თვალს საათს, რომელიც ოდნავ მიცოცავდა. |
| 454 |
გასაქცევად კი ყველაფერი გამზადებული ჰქონდათ. სანოვაგე ულუფებად გაანაწილეს მგზავრების რაოდენობის მიხედვით, რომ ტარება არ გასძნელებოდათ. ამ მცირე ბარგს კარ-ტეტეს აკლდამიდან წასაღები იარღი და საბნები ემატებოდა. ყოველივე ეს მესრის შიგნით მოამზადეს, რომ მაორებს თვალი არ მოეკრათ. ექვსი საათისათვის ოლბინეტმა ნოყიერი ვახშამი მოამზადა. |
| 455 |
მათი აზრით, ქუხილის ხმა არის ღმერთ ნიუ-ატუასი, ელვა კი - მისი თვალეის ბრწყინვალება. ამგვარად, თვითონ ღვთაება ემზადებოდა ტაბუს შემლახველთა დასასჯელად. ჩაშავებული ცა მშვენიერი ფონი იყო იმ კოცონისათვის, რომლის მოწყობასაც აპირებდა პაგანელი. სიბნელეში მიიმალნენ და მაორების თვალებისათვის გაუჩინარდნენ. მოქმედების წამი დადგა. |
| 456 |
ლოდი რომ გადაეგორებინათ, ღია კრატერიდან ორთქლი და ლავა იფეთქედა და ამოვარდებოდა. აკლდამის სტეტებისაგან ბერკეტები გამოთალეს და ენერგილად შეუდგნენ ლოდის გადანაცვლებას. რაც უფრო მეტად სცილებოდა ლოდი, მით მძლავრად თახთახებდა ნიადაგი. ყრუ გრუხუნი და ორთქლის წივილი მოისმოდა გასიფრიფანებული მიწის ქერქიდან. |
| 457 |
მაუნგანამუს კრატერი უფრო და უფრო მეტ ორთქლს, გავარვარებულ ქვებსა და ლავას აფრქვევდა. ეს უკვე ჩვეულებრივი გეიზერი როდი იყო, ისლანდიის ჰეკლას მთას რომ გარს ახვევია, ეს იყო თვითონ ჰეკლა. მთელი ვულკანური ძალა, რომელიც მაუნგანამუს მთის ქერქის ქვეშ მოიპოვებოდა, დღემდე გამოსასვლელს ტონგარინის კრატერებში პოულობდა. |
| 458 |
ერთი საათის შემდეგ ლავის განიერი ცეცხლოვანი ნაკადები ყველა ფერდობისაკენ დაეშვა. ათასობით ვირთაგვა გამორბოდა სოროეიდან, ცეცხლმოდებულ არემარეს გაუბოდნენ. ვულკანი მთელი ღამის განმავლობაში გრგვინავდა ჭექა-ქუხილივით, ელვის კლაკვნითა და ისეთი სიმძლავრით, რომ გლენარვანი საგონებელს მიეცა, რადგან კრატერის პირი თანდათან განიერდებოდა. |
| 459 |
გლენარვანმა გულის ფანცქალით გადახედა მაორების ბანაკს. ისინი მეზობელ ბორცვებზე შეფენილიყვნენ, სადაც ლავა ვერ აღწევდა. მთის ძირას რამდენიმე დანახშირებული გვამი მოჩანდა. ლავას გადაებუგა ოციოდე ქოხი, რომლებსაც ჯერ კიდევ ოხშივარი ასდიოდა. ჯგუფ-ჯგუფად თავმოყრილი ახალზელანდიელები შიშითა და ძრწიოლით გასცქეროდნენ მაუნგანამუს მწვერვალს. |
| 460 |
ამიტომ რამენაირად უნდა ასცდენოდნენ მათ. რაკი ზღვის სანაპიროს მიაღწევდნენ, იმდი ჰქონდათ, ევროპელების რომელიმე ფერმას წააწყდებოდნენ; მეორეც - კუნძულის ეს მხარე ომში არ იყო ჩაბმული და მაორების ბრბოები აქა-იქ არ დაძრწოდნენ. ტაუპოს ტბიდან პლენტის ყურემდე ასი მილი იყო, ესე იგი ათი დღის სავალი, დღეში ათი მილის ვარაუდით. |
| 461 |
ამ მანძილის გავლა ადვილი როდი იყო, მაგრამ მოგზაურებს ეს არ აფიქრებდათ. რაკი რომელიმე ფერმას ან მისიას მიაღწევდნენ, იქ შეეძლოთ დასვენება. შემდეგ მარჯვე შემთხვევით ისარგებლებდნენ და ოკლენდში ჩავიდოდნენ, რომელიც ამჟამად მათ საბოლოო მიზანს წარმოადგენდა. ამ საკითხების გადაწყვეტის შემდეგ დაღამებამდე უთვალთვალებდნენ მაორებს. |
| 462 |
ისინი გაფაციცებით აკვირდებოდნენ მიდამოს, ყური ფხიზლად ეჭირათ და მცირეოდენ შრიალზეც კი შეჩერდებოდნენ ხოლმე. უმეტესად ცოცვითა და ფოფხვი მიდიოდნენ წინ, რომ არავის შეემჩნია. როდესაც მთის წვეროდან ორასი ფუტის მანძილზე ჩამოვიდნენ, ჯონ მანგლსმა და მეზღვაურებმა იმ საშიშ ქედს მიაღწიეს, სადაც მაორებს შეეძლოთ ჩასაფრება. |
| 463 |
თუმცა გლენარვანი იმედიანად იყო და პაგანელის ოხუნჯობას ისმენდა, მაგრამ მაინც გულში თრთოდა. ამ ქედის გადავლას ათი წუთი სჭირდებოდა; ეს ათი წუთი წყვეტდა მთელი რაზმის ბედს. ელენი მკლავზე დაყრდნობოდა და გლენარვანი გრძნობდა მის გულისცემას. მაგრამ უკან დახევა არც გლენარვანს და არც ჯონს ფიქრადაც არ მოსვლიათ. |
| 464 |
მგზავრებმა მშვიდობიანად გაიარეს ქედის ჩადაბლებული ადგილი და ნელ-ნელა შეუერთდნენ აღმართს. ტყე ჯერ არსად ჩანდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ის აქ არის, ახლოს. გლენარვანს იმედი ჰქონდა, რაკი იქ მიაღწევდნენ, საფრთხე აცილებული იქნებოდა, მაგრამ ახლა შეატყო, რომ მათი რაზმი უკვე გასცილდა ტაბუთი შეკრულ მიდამოს. |
| 465 |
ეს აღმართი მაუნგანამუს კი არ ეკუთვნოდა, არამედ ტაუპოს ტბის აღმოსავლეთ ნაწილს, ასე რომ, ახლა მოსალოდნელი იყო არა მარტო სროლის ატეხა მაორების მხრივ, არამედ ხელჩართული ბრძოლაც მათთან. ათი წუთის განმავლობაში რაზმი შეუმჩნევლად ადიოდა უფრო მაღალ ზეგანზე. ჯონ მანგლსი ვერ ამჩნევდა ჭალას, რომელიც მისგან ერთი მეტრის იქით იწყებოდა. |
| 466 |
პაგანელი სამხრეთ-აღმოსავლეთის გეზს მისდევდა იმ ვარაუდით, რომ ოკლენდიდან ჰაუკსის ყურისაკენ მიმავალ გზაზე გასულიყო ვიწრო ხეობის ბილიკებით. ხეობის გავლის შემდეგ განზრახული ჰქონდა, გზიდა გადაეხვია და მთაგრეხილზე მოფარებით ევლო ზღვის სანაპიროსაკენ ამ პროვინციის უკაცურ კუთხეში. თორმეტი საათის განმავლობაში თორმეტი მილი გაიარეს. |
| 467 |
ორი საათის დასვენების შემდეგ ისევ აღმოსავლეთისაკენ გაუდგნენ გზას. საღამო ხანს მთის მახლობლად დაიდეს ბინა, რვა მილის მოშორებით და ცის ქვეშ გაათიეს ღამე. მეორე დღეს ძნელად სავალი გზა ჰქონდათ. უნდა გაევლოთ ვულკანური ტბების, გეიზერებისა და სოლფატერების მიდამოები, რომლებიც გადაჭიმული იყო ამ მთაგრეხილის აღმოსავლეთ მხარეს. |
| 468 |
ეს მგზავრობა თვალს უფრო ასიამოვნებდა, ვიდრე ფეხებს. ყოველი მეოთხედი მილის მანძილზე სჭირდებოდათ გაუვალი ადგილის გარს შემოვლა და დამქანცველი დაბრკოლებების გადალახვა. სამაგიეროდ, რა თავისებურ სანახაობას და რა სხვადასხვაობას იძლეოდა აქ ბუნება! ვრცელ მიდამოზე ათასნაირი სახით ვლინდებოდა მიწისქვეშა ძალების მოქმედება. |
| 469 |
ნიადაგი ყოველი მხრიდან ისროდა ორთქლში გახვეულ შადრევნებს, როგორც რომელიმე ხელოვნურ პარკში. ზოგი მათგანი შეუჩერებლად ჩქეფდა, სხვები ნაწყვეტ-ნაწყვეტად, როგორც პლუტონის მოეპრიანებოდ. შადრევნები ბაქან-ბაქან მისდევდა. სქელი ორთქლის ღრუბლებში შერეული მათი წყალი ბუმბერაზ კიბეს ბანდა და თავის ქაფქაფა ჩანჩქერებს ტბებს უმატებდა. |
| 470 |
ჰაერი გოგირდმჟავას სუნით იყო გაჟღენთილი. მიწა გოგირდის კრისტალებს დაეფარა. აქ საუკუნეებსი განმავლობაში დაგროვილიყო უამრავი სიმდიდრე, რომელიც ოდესმე, ალბათ, შეენაცვლება გამოფიტვის გზაზე დამდგარ სიცილიის გოგირდი ბუდობებს. მაშინ აწ ნაკლებად ცნობილ ახალ ზელანდიაშიც ფეხს მოიკიდებს მრეწველობა, რათა მარაგის ნაკლებობა შეივსოს. |
| 471 |
იმ დღეს მაიორმა და რობერტმა სამი კივი მოკლეს. ეს იყო გადაგვარების გზაზე დამდგარი უფრთო, მორბენალი ფრინველი. იმ დღის სადილი ამ ნანადირევით დაიმშვენეს, მაგრამ არ ეყოთ და ნისკარტიდან ფეხებამდე შესანსლეს რამდენიმე წუთში. უსარგებლო იქნებოდა, გავჩერებულიყავით დანარჩენი გზის ერთფეროვან და ნაკლებსაგულისხმო ამბებზე. |
| 472 |
ხშირად მოსაუბრეებს ელენიც მიემატებოდა, მაგრამ მათ ოცნებას არ იზიარებდა, თუმცა არც ხელს უშლიდა. ამ დროს მაკ-ნაბსი, რობერტი, ვილსონი და მიულრედი რაზმის ახლომახლო ნადირობდნენ და თითოეული მათგანი რაიმე ნანადირევით ამშვენებდა საერთო სუფრას. პაგანელი კი მუდამ წამოსასხამში იყო გახვეული და ყველას ერიდებოდა. |
| 473 |
ოთხი თვის მოგზაურობის განმავლობაში გლენარვანი და მისი ამხანაგები მიეჩვივნენ ბუნების მშვენიერებას, მაგრამ ბუბერაზი ფიჭვების ნახვამ ყველა აღაფრთოვანა. ისინი ლიბანის ნაძვის ღირსეული მეტოქეები იყვნენ. მათი გლუვი და სწორი ტანი უშტოებოდ ატყორცნილიყო ასი ფუტის სიმაღლეზე და მხოლოდ იმის ზევით ეწყებოდა ქოჩორა. ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ. |
| 474 |
ჩვენს მონადირეებს აქ ბევრი კივი ხვდებოდათ, რომლებიც ასე იშვიათიღაა იმ მიდამოებში, სადაც მაორები დაიარებიან. ახალზელანდიური ძაღლების შიშით კივებს ამ ტყეებში უპოვიათ უშიშარი და მიუდგომელი ძაღლების შიშით კივებს ამ ტყეში უპოვიათ უშიშარი და მიუდგომელი თავშესაფარი. ასეთი ნანადირევი მშვენიერ და საღ საკვებს არ აკლებდა ჩვენს მოგზაურებს. |
| 475 |
მათ დანახვაზე მასში ნატურალისტის ალღომ გაიღვიძა. მოიხმო თანამგზავრები და მართალია, დაღლილები იყვნენ, მაგრამ რობერტი, მაიორი და თვითონ პაგანელი გამოეკიდნენ ფრინველებს. გეოგრაფის ცნობისმოყვარეობა იმან გამოიწვია, რომ ზოგიერთ მეცნიერს ეს ფრინველები უკვე გადაშენებული ან მეტისმეტად იშვიათ მოვლენად მიაჩნია. |
| 476 |
ყოველ ნაბიჯზე ეხლართებოდათ ხელ-ფეხი, ლიანები ტანზე გველებივით ეჭდობოდნენ. ორი დღის განმავლობაში ცულით მიიკვლევდნენ გზას და ებრძოდნენ ამ მაგარ და ხვიარა მცენარეებს. პაგანელმა ეს მცენარეები ზოოფიტებს მიაკუთვნა. ამ ველზე ნადირობა შეუძლებელი გახდა. მათი საგზალი ყუაზე იყო მისული, მისი შევსების საშუალება კი არ ჰქონდათ. |
| 477 |
ამავე აზრს იზიარებდა გეოგრაფიც, რომელსაც საკუთარი დასკვნა ჰქონდა გრანტის ხვედრის შესახებ, მაგრამ თუ აირტონმა არა იცოდა რა, რატომ არ გამოტყდა? ეს ხომ არავითარ ვნებას არ მიაყენებდა მას. მისი სიჩუმე კი მათ მომავალი გეგმის შემუშავებას ართულებდა. რადგან აიროტნი ავსტრალიაში ნახეს, იქნებ კაპიტანი გრანტიც იყო ოდესღაც ამ მატერიკაზე? |
| 478 |
ამის პასუხი მაინც უნდა გამოეგლიჯათ აიროტნისათვის. როდესაც ელენი დარწმუნდა, რომ მისმა მეუღლემ აიროტნთან ვერაფერი გააწყო, სთხოვა ნება მომეცი, მე მოველაპარაკო აირტონსო. ფიქრობდა, ეგებ ქალმა უფორ მოახერხოს რამე იქ, სადაც მამაკაცი ვერაფერს გახდაო. გლენარვანი კარგად იცნობდა თავის მეუღლეს და სრული თავისუფლება მიანიჭა ამ საქმეში. |
| 479 |
რა ილაპარაკეს, რა ხერხს მიმართეს, რომ კატორღელის საიდუმლოება გაეგოთ არავინ იცოდა, მაგრამ აირტონთან საუბრის შემდეგ უიმედობა აღბეჭდილიყო მათ სახეზე, ამიტომ როდესაც აიროტნი ელენის კაიუტიდან გამოატარეს, მეზღვაურები მუქარას უთვლიდნენ მას. ის კი მხრების აწევით უსიტყვოდ განაგრძობდა გზას და უფრო აბრაზებდა მათ. |
| 480 |
ამჟამად ხომალდი იმ სწორ ხაზზე იყო, რომელიც პირდაპირ ამ კუნძულისაკენ მიემართებოდა, იქიდან კი ტალკაჰუანოსაკენ გასწევდნენ. ორი დღის შემდეგ ხომალდზე მოდარაჯე მეზღვაურმა შეჰყვირა, დედამიწა მოჩანსო. ეს იყო კუნძული მარია ტერეზა, მოგრძო, დაბალი და მძიმე ძლივს ასცილებოდა ზღვის დონეს და ოკეანეში უზარმაზარი ვეშაპივით გაშოტილიყო. |
| 481 |
დავაჟკაცებულა! - და შვილებს გახარებული კოცნიდა. რობერტმა სათითაოდ გააცნო თავისი მეგობრები. მისი რეკომენდაციით, ისინი ერთიმეორეს სჯობდნენ. როდესაც ჯონ მანგლსზე მიდგა ჯერი, ახალგაზრდა კაპიტანმა მერის მამას საპასუხოდ რაღაც წაილუღლუღა, მორცხვი ახალგაზრდა ქალივით გაწითლდა და ხმა აუკანკალდა. ელენმა უამბო გრანტს მოგზაურობის ამბავი. |
| 482 |
ნავები ჩაუშვეს. მალე კაპიტანი გრანტი, მისი ქალ-ვაჟი, ლორდი და ლედი გლენარვანები, მაიორი, ჯონ მანგლსი და პაგანელი კუნძულის ნაპირზე გადავიდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში მთლად შემოიარეს კაპიტან გრანტის სამფლობელო. ეს იყო წყალქვეშა მთის მწვერვალი, სადაც უხვად მოიპოვებოდა ბაზალტის ვულკანური წარმოშობის კლდეები. |
| 483 |
დედამიწის ქერქის წარმოშობის ხანაში ვულკანი ნელ-ნელა ამოწეულიყო წყნარი ოკეანის სიღრმიდან მიწისქეშა ძალების მოქმედების გამო, მაგრამ მრავალი საუკუნის წინ ვულკანი უკვე ჩვეულებრივ მთად გადაქცეულიყო, კარტერი დახშულიყო და ოკეანის ტალღებიდან ამოზიდულიყო კუნძული. დროთა ვითარებაში მასზე გაჩენილა ნიადაგი, ამოსულა მცენარეები. |
| 484 |
მისი ფანჯრებიდან მოჩანდა მზის სხივებზე მოლაპლაპე ზღვის სიცხე. ჰარი გრანტმა უბრძანა, მაგიდა დაედგათ მშვენიერი ხეების ჩრდილში და ყველანი მას შემოუსხდნენ. შემწვარი ცხვრის ხორცი და ახალ-ახალი ანკარა წყალი - ასეთი იყო სადილი, რომელიც რკადიის მწყემსებს ეკადრებოდათ. პაგანელი აღტაცებაში მოდიოდა და რობინზონობის ოცნებები გაუხალისდა. |
| 485 |
ჩვენი შემხიზვნელი მიწა უდაბური კუნძული აღმოჩნდა, სიგანით სამი კილომეტრი და სიგრძით - შვიდი; ოცდაათიოდე ხე იდგა შუა ადგილას, რამდენიმე კორდი იყო და ცივ-ცივი ნაკადული, რომელიც, საბედნიეროდ, არასოდე შრება. ორი ჩემი მეზღვაურის გვერდით ამ დაკარგულ კუთხეში სასოწარკვეთილებას არ მივცემივარ და გადავწყვიტე, მებრძოლა ბოლომდე. |
| 486 |
ჩემი უბედურების თანაზიარი ჩემი მამაცი მეგობრები ჯო და ბობი თავგამოდებით ამომიდგნენ მხარში. ჩვენც ისე დავიწყეთ საქმე, როგორც დანიელ დეფოს იდიალურმა რობინზონმა. ჩვენ მასავით შევუდექით ხომალდის ნამსხვრევების, ხელსაწყო-იარაღების, დენთის, სასროლი იარაღის შეგროვების და ხომალდიდან გადავარჩიეთ ერთი ტომარა ძვირფასი მარცვლეული. |
| 487 |
მთელი მოგზაურობის დროს ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, რომელსაც პაგანელი ვერ ივიწყებდა და ახალზელანდიელებს თავის დღეში არ აპატიებდა. სწორედ ამის გამო ვეღარ გაბედა მან საფრანგეთში დარუნება. ფიქრობდა, ეს ამბავი იუმორისტ ჟურნალისტებს ჩაუვარდებათ ხელთ და გამამასხარაებენ გეოგრაფიული საზოგადოების მეცნიერ მდივანსო. |
| 488 |
ახალ ზელანდიაში მებარჯის, დეზერებისა და სხვადასხვა ეროვნების მეზღვაურების პოვნა ძნელი არის. ისინი კარგი მეთევზეებიც არიან და შემთხვევასაც ეძებენ, რომ სეზონურად იმუშაონ. სეზონის დამთავრებისთანავე მეზღვაურებს ანგარიშს უსწორებენ და ნაპირზე გადმოსხამენ ხოლმე. შემდეგ კი, მომავალ წლამდე, ისინი მოთმინებით ელიან ვეშაპმჭერ ხომალდებს. |
| 489 |
შხუნა-ბრიგს, მართალია, ნადირობა უკვე დაემთავრებინა ანტრაქტიდის პოლარული წრის საზღვარზე, მაგრამ კასრები ჯერ კიდევ ვერ გაევსო ვეშაპის ქონით და დამუშავებული და დასამუშავებელი ვეშაპის ულვაშებიც ცოტა ჰქონდა. იმ დროს ვეშაპების უმოწყალო ხოცვის გამო, თითქოს ამოწყვეტილი იყო. გადაშენდა ჩრდილოეთ ოკეანის გრენლანდიური ვეშაპიც. |
| 490 |
გემის ძირითადი ეკიპაჟი უკმაყოფილი იყო. სულ ცოტა ორასი კასრი დარჩათ ცარიელი. ასე ცუდად მათ არასოდეს უნადირიათ. კაპიტანი ჰული გულნაკლული იყო იმ სახელგანთქმული მონადირის მსგავსად, პირველად რომ ბრუნდება შინ ხელმოცარული. თავმოყვარეობაშელახულს ვერ ეპატიებინა იმ მუქთახორებისათვის, რომელთა თავაშვებულობამ ნადირობა ჩაუშალა. |
| 491 |
უელდონი, სავაჭრო საქმეების გამო ზოგჯერ ახალ ზელანდიაში ჩადიოდა ხოლმე. სამივენი მან ჩამოიყვანა აქ და უკანვე, სან-ფრანცისკოში, წაყვანას უპირებდა, რომ სწორედ გამგზავრების წინ, პატარა ჯეკი ავად გახდა. ჯეიმს ვ. უელდონს ამერიკაში გადაუდებელი საქმეების გამო მათი ოკლენდში დატოვება მოუხდა. განშორებიდან სამი თვე იყო გასული. |
| 492 |
კაპიტანი ჰული დათანხმდა და თავისი კაიუტაც დაუთმო, რომ მისის უელდონისათვის რაც შეიძლება შეემსუბუქებინა ორმოც-ორმოცდაათდღიანი მოგზაურობა. მისის უელდონს ასეთი მგზავრობა ხელს აძლევდა. ცოტათი ის აწუხებდა, რომ გემი ჯერ ჩილეს ნავსადგურშ, ვალპარაისოში, უნდა შესულიყო გადმოსატვირთად, რასაც საკმაო დრო მოუნდებოდა. |
| 493 |
ეს ნერვიული, შავგვრემანი, მზედაკრული კაცი ღონიერი ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ ხმელ-ხმელი იყო და ვერც სიმაღლით დაიკვეხნიდა. ჰქონდა თუ არა რაიმე განათლება? თუ კანტიკუნტად ნასროლი შენიშვნების მიხედვით ვისმჯელებთ, ეტყობა, ჰქონდა. ნეგორო არასოდეს არ ლაპარაკობდა წარსუზე, სიტყვა არ დასცდებოდა თავის ოჯახზე. |
| 494 |
აშკარად ეტყობოდა, მეზღვაურად არ ემუშავა, რადგან ბევრი ისეთი რამის უმეცარი ჩანდა, რაც გემის მზარეულმა უნდა იცოდეს - იგი ხომ ცხოვრების მეტ წილს ზღვაში ატარებს! სამაგიეროდ, ნეგოროზე არ მოქმედებდა არც სიგრძივი და არც განივი რყევა, რასაც გემის მზარეულისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ნეგორო გემბანზე თითქმის არასოდეს ჩნდებოდა. |
| 495 |
ამ ვეშაპებს ზურგის ფარფლი არა აქვთ და კანქვეშ ქონის სქელი ფენა ადევთ. მათი სიგრძე საშუალოდ სამოცი ფუტია, ზოგჯერ ოთხმოციც. ერთი ასეთი ურჩხულისაგან ას კასრამდე ქონს ადნობენ ხოლმე. ან იქნებ სრელა ვეშაპი, რომელიც ბალენოპტერთა სახეობას ეკუთვნის. ამ სახელწოდების დაბოლოებას მაინც უნდა გამოეწვია ენტომოლოგში პატივისცემა. |
| 496 |
ოთხ მეზღვაურს ადგილები უნდა დაეკავებინათ ნიჩბებთან, ხოლო ჰოვიკი მიუჯდებოდა კიჩოს ნიჩაბს, რომელიც ასეთ ნავებში საჭის მაგივრობას ეწევა ხოლმე. ჩვეულებრივი საჭე საკმაოდ სწრაფად ვერ აბრუნებს ნავს და თუ გვერდითი ნიჩბები მწყობრიდან გამოვლენ, სათანადოდ მომარჯვებულ უკანა ნიჩაბს შეუძლია ნავის დახსნა გამძვინვარებული ვეშაპის დარტყმისაგან. |
| 497 |
კაპიტან ჰულს მებარჯის პოსტი უნდა დაეკავებინა. მისივე თქმისა არ იყოს, მებარჯედ ის არაერთხელ ყოფილა. ჰულს ჯერ ბარჯი უნდა ესროლა ვეშაპისათვის, თვალი ედევნებინა ბარჯის ბოლოზე დამაგრებული გრძელი ტროსის გაშლისათვის და როცა ვეშაპი ოკეანის ზედაპირზე გამოჩნდებოდა, შუბით სიცოცხლე მოესწრაფებინა ცხოველისათვის. |
| 498 |
მოყვითალო კანი დაფარული ჰქონდა უამრავი მუქი ყავისფერი ლაქით. ასეთი ნადავლის ხელიდან გაშვება არაფრით არ ეგებოდა, მითუმეტეს, რომ იერიში ასე წარმატებით დაიწყეს. ბარჯის ტროსი გადაუჭრელი იყო. ნავი ბუქსირით გაჰყვა ვეშაპს. ნიჩბები მაღლა ჰქონდათ აწეული: საფრთხის მიუხედავად, ჰოვიკი მშვიდად მართავდა ნავს, რომლიც ისარივით მიჰქროდა ტალღებზე. |
| 499 |
ენტრომოლოგი ისე გაიტაცა ნაპოვნმა და ისეთი აღფრთოვანებით შესცქეროდა მას, თითქოს ეს ოქოს ტარაკანი ყოფილყო და არა გულისამრევი მწერი ცხოვრება გემზე ჩვეულებრივად წარიმართა, თუმცა თითოეული მგზავრი ჯერ კიდევ იმ მოულოდნელი, სამწუხარო და საზარელი კატასტროფის შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა. პირველ დღეს დიკ სენდი საშინლად მოიქანცა. |
| 500 |
საღამოთი ქარი გაძლიერდა, მაგრამ იალქნების დაშვება ჯერ საჭირო არ იყო. რკინის სალტეებიანი დიდი ანძები უფრო ძლიერ ქარსაც გაუმკლავდებოდნენ. ღამით გემის აფრებს ჩვეულებრივ ამცირებენ, უმთავრესად, მაღალ ილაქნებს, ბრამსელს, ბომ-ბრამსელსა და ტოპსელს დაუშვებენ ხოლმე. ეს საჭიროა მოულოდნელი გრიგალისაგან თავდასაცავად. |
| 501 |
ზანგები საზრიანად ასრულებდნენ დაკისრებულ საქმეს და თანდათან იწაფებოდნენ ზღვაოსნობაში. ტომი ბოცმანი იყო. იგი ცვლას ახალგაზრდა მეზღვაურის დასვენების ჟამს ხელმძღვანელობდა. მასთან იყვნენ ბათი და ოსტინი. აქტეონი და ჰერკულესი დიკ სენდის მეთაურობით მეორე ცვლას შეადგენდნენ. როცა ერთი მართავდა გემს, დანარჩენი ორი იქვე გუშაგად იდგა. |
| 502 |
ცა სქელი ღრუბლებით იყო დაფარული. საღამოს აცივდა და ღრუბლებმა კიდევ უფრო დაბლა დაიწია. ირგვლივ ისეთი უკუნი სიბნელე იდგა, მაღალი იალქნების გარჩევაც კი შეუძლებელი იყო. ჰერკულესი და აქტეონი ვახტზე იდგნენ გემის წინაერდოზე. გემის ბოლოში სუსტად ანათებდა ნაკტოუზი, რომლის სინათლეს საჭის ლითონის ჩარჩო ირეკლავდა. |
| 503 |
გვერდითი ნათურების შუქი ტალღებს ეცემოდა. გემბანზე კი საშინელი უკუნეთი გამეფებულიყო. დილის სამი საათისათვის მოხუც ტომს თითქოს ჩასთვლიმა. იგი ნაკტოუზის განათებულ წერტილს მიშტერებოდა, მაგრამ ვერც ვერაფერს ხედავდა, ვერ რაიმეს გრძნობდა. რომ გეჩქმიტათ, ალბათ, ვერც გაიგებდა. ტომმა ვერ შეამჩნია, რომ გემბანზე ჩრდილმა გაიელვა. |
| 504 |
ეს იყო ნეგორო. მზარეულმა ნაკოტუზის ქვეშ რაღაც მძიმე საგანი დადო. ერთი წუთით დააკვირდა კომპასის განათებულ ციფერბლატს და მიიმალა ისე, რომ არავის შეუმჩნევია. არ შეუმჩნევია ეს საგანი მეორე დღესაც არც დიკ სენდს, თორემ სწრაფად მოაშორებდა იქაურობას. ეს იყო რკინის ნაჭერი, რომელმაც კომპასის ჩვენება შეცვალა. |
| 505 |
ცა მრუმე ღრუბლებით იყო დაფარული. დროდადრო ქარი ოდნავ ჩადგებოდა, მაგრამ შემდეგ კვლავ ძლიერად იწყებდა ქროლვას. ორ-სამჯერ ბარომეტრის სვეტმაც აიწია, თუმცა მისი სწრაფი რხევა ხელშემწყობი ქარების ან უკეთესი ამინდის მანიშნებელი არ უნდა ყოფილიყო. მალე ბარომეტრის სვეტიც დაეცა და გამოამინდების ყოველგვარი იმედი ამოიწურა. |
| 506 |
იგი საშინლად ირყეოდა. კიდევ კარგი, მისის უელდონი მშვენივრად იტანდა ამას, მაგრამ პატარა ჯეკი ძალიან იტანჯებოდა. დედა თავს ევლებოდა თავის ბიჭუნას. კუზენი ბენედიქტი მთელ დროს ამერიკული ტარაკანების შესწავლას ანდომებდა და ისე კარგად გრძნობდა თავს, გეგონებოდათ სან-ფრანცისკოში, საკუთარ კაბინეტში იმყოფებაო. |
| 507 |
საფრთხის თავიდან ასაცილებლად გემის იალქნების კიდევ უფრო შემცირება იყო საჭირო. დიკ სენდმა გადაწყვიტა მარსელისა და ფოკის ჩამოშვება და დაბალი იალქნების მოჭიმვა, რათა ცურვა მხოლო ბომ-კლივერითა და ყულფებშემცირებული დახრილი გროტით გაეგრძელებინა. ამას დიდი დრო უნდოდა. დრო კი ცოტა იყო, რადგან ქარიშხალი საშინლად ბობოქრობდა. |
| 508 |
დიკ სენდი, ოსტინი, აქტეონი და ბათი ქანდარაზე ავიდნენ, ტომი საჭესთან დარჩა, ხოლო ჰერკულესი - გემბანზე, რომ შკოტი მოეშვა, როგორც კი უბრძანებნენ. დიდი წვალების შემდეგ მარსელი და ფოკი ჩამოუშვეს. ამ მამაცი ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში იყო. გვერდით რყევა ისე არხევდა ანძებს, რომ ყოველ წუთს შეიძლებოდა ზღვაში გადანაცვენილიყვნენ. |
| 509 |
დიკ სენდი საშინლად ღელავდა. მისი ვარაუდით სანაპიროს რიფები შორს აღარ იყო და ასეთი სისწრაფით მიმავალი გემი ყოველ წუთს შეიძლებოდა რიფებზე შეჯახებისას დამსხვრეულიყო. იგი გემის ცხვირისაკენ გაიქცა, მაგრამ მიწის სიახლოვის ნიშნები ვერ დაინახა, კვლავ საჭეს მიუბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ გემბანზე ნეგორო ამოვიდა. |
| 510 |
გავიდა ორი საათი. კონცხი გემის პირდაპირ მოჩანდა. გემბანზე ნეგორო ამოვიდა, ყურადღებით დააკვირდა ნაპირს, თავი დაიქნია, თითქოს იცის საქმის ვითარებაო, ორიოდე სიტყვა წაიბურტყუნა გაუგებრად და ისევ ძირს ჩავიდა. დიკ სენდი ცდილობდა, დაენახა ნაპირი, რომელიც კონცხის უკან უნდა გამოჩენილიყო. გავიდა კიდევ ორი საათი. |
| 511 |
კონცხი ახლა გმის უკან იყო აღმართული, მაგრამ ნაპირი ჯერ მაინც არ ჩანდა. ამასობაში ცა გადაიწმინდა. ანდების მთების უზარმაზარი ჯაწვით გარშემორტყმული ნაპირი ოცი მილის სიშორეზე უნდა გამოჩენილიყო. დიკ სენდმა ჭოგრიტი აიღო, ნელა აამოძრავა და ჰორიზონტის აღმოსავლეთ მხარეს დააკვირდა. ნაპირის ნიშანწყალიც არ ჩანდა. |
| 512 |
მგზავრები თანდათან გამოჩნდნენ გემბანზე. ახლა იმის შიში აღარ იყო, რომ ტალღა მათ ზღვაში გადაყრიდა. მისის უელდონმა პირველმა დატოვა კაიუტა, სადაც სიფრთხილის გამო ჩაკეტა დიკ სენდმა ამ ხანგრძლივი ქარიშხლის დროს. ქალი მიუახლოვდა ახალგაზრდა მეზღვაურს. დიკ სენდმა ზეადამიანური ნებისყოფით დასძლია საშინელი დაღლილობა. |
| 513 |
ერთი-ორჯერ ბარომეტრის სვეტმა აიწია. ეტყობოდა, ქარი მიმართულებას შეიცვლიდა და აღმოსავლეთით დაიწყებდა ქროლვას. დიკ სენდს ახალი სადარდებელი გაუჩნდა. როგორ მოიქცეს, ქარმა რომ საპირისპირო მიმართულებით დაუბეროს? მიქცევა-მოქცევას აჰყვეს? ეს კიდევ უფრო დააგვიანებს მათ და შესაძლოა ქარმა გემი ისევ შუა ოკეანეში გადაისროლოს. |
| 514 |
ახალგაზრდა მეზღვაურს ზღვის სივრცეებზე დაკვირვებაში გაწაფული თვალი ჰქონდა და შეუძლებელი იყო, შემცდარიყო. ეს ერთი საათის შემდდეგ აშკარა გახდა. აღმოსავლეთით, ასე, ოთხიოდე მილის მანძილზე, მოჩანდა საკმაოდ დაბალი ხმელეთი. უფრო შორს ანდების მაღალი მთაგრეხილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სქელი ღრუბლები მის მწვერვალებს ფარავდა. |
| 515 |
ჩრდილო-აღმოსავლეთით ხმელეთის ეს ნაწილი საკმაოდ მაღალი კონცხით თავდებოდა. კონცხის ძირში რაღაც ყურე მოჩანდა, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი ხმელეთი წაგრძელებულ ნახევარკუნძულს ჩამოგავდა. ნაპირს არც ისე მაღალი, ციცაბო კლდეები ჩასდევდა, რომელზეც ხეები მოჩანდა. ეტყობოდა, ანდების მაღალი მთაგრეხილი ამ კლდეების უკან იყო. |
| 516 |
დიკ სენდი ერთხანს კიდევ იდგა გემის ქიმზე, დაკვირვებით ათვალიერებდა მიწას, შემდეგ უსიტყვოდ დაბრუნდა კიჩოზე და საჭესთან დადგა. ქარმა იმატა. შხუნა-ბრიგს ნაპირისაგან ერთი მილიღა აშორებდა. დიკ სენდმა პატარა ყურე შენიშნა და შიგ შესვლა გადაწყვიტა. ამისათვის რიფების მთელი ზღუდე უნდა გადაელახა. მათ შორის გავლა კი ადვილი არ იქნებოდა. |
| 517 |
აუცილებელი იყო, სასწრაფოდ გაერკვიათ, სად იმყოფებოდნენ. თუ ეს პერუს სანაპირო იყო, მაშინ აქ უამრავი ნავსადგური, პატარა ქალაქი, სოფელი უნდა ყოფილიყო და დასახლებულ პუნქტამდე მისვლა არ უნდა გასჭირვებოდათ. მაგრამ ეს მხარე უკაცრიელი ჩანდა. სანაპიროს ვიწრო ქვიშიან ზოლს უსწორმასწოროდ დაღარული შავი ფრიალო კლდე მიჰყვებოდა. |
| 518 |
ჩრდილოეთით, კატასტროფიდან მეოთხედი მილის მანძილზე, კლდეს პირი გახსნოდა და პატარა მდინარეს, რომელიც შორიდან არ მოჩანდა, გამოსავალი ეპოვა. მდინარეზე გადმოხრილიყვნენ რიზოფორები - მანგოს ხის სახეობა, რომელიც დიდად განსხვავდებოდა თავისი ინდოელი მოგვარისაგან. ფრიალო კლდის თხემი ხშირი, მწვანე ტყით იყო შემოსილი. |
| 519 |
აქ იყო მაღალი ბაობაბები, რომელთა ქერქი ეგვიპტურ სიენტს მოგაგონებდათ, თეთრი ფიჭვები, თამარინდები, განსაკუთრებული ჯიშის მცენარეეები პილპილისებრთა ოჯახიდან და მრავალი სხვა სახის მცენარე, რომელსაც ამერიკელი თავისი ქვეყნის ჩრდილოეთში ვერ ნახავს. საკვირველი იყო, რომ აქ პალმების მრავალრიცხოვანი ოჯახის არც ერთი წარმომადგენელი არ ჩანდა. |
| 520 |
ეს ოჯახი ხომ ათასამდე სახეობას ითვლის და უხვადაა გავრცელებული მთელ დედამიწაზე. ნაპირის გასწვრივ დაფრინავდა მყვირალა ფრინველების გუნდი, რომლებიც მერცხლების გვარს მიეკუთვნებიან. მათ ტანზე მოლურჯო-შავი, ხოლო თავზე ბაცი ყავისფერი ბუმბული მოსავთ, დროდადრო აქა-იქ ყელტიტველა ნაცრისფერი კაკბებიც აფრინდებოდნენ ხოლმე. |
| 521 |
ნუთუ მისთვის ეს მხარე ნაცნობი იყო? იგი, ალბათ, ამ კითხვაზე არ გიპასუხებდათ. ჯობდა, ამ გულჩათხრობილი და უჟმური კაცისათვის ყურადღება არ მიექციათ. დიკ სენდი უყურებდა, სანამ იგი მდინარის ნაპირს მიჰყვებოდა, ხოლო როცა კლდეს მოეფარა, ნეგოროზე ფიქრს თავი ანება. მზარეულის დანახვაზე დინგომ ყეფა ატეხა, მაგრამ მაშინვე შეწყვიტა. |
| 522 |
საკვებზე ზრუნვა არ დასჭირდებოდათ. ხომალდის საწყობში არსებული მარაგი ხელუხლებელი იყო. ზღვის მოქცევამ წყლიდან ამყარა მრავალი საგანი, რომელიც მიქცევის შემდეგ მოშიშვლებულ რიფებზე მიმოფანტულიყო. ტომმა და მისმა თანამგზავრებმა აკრიფეს რამდენიმე კასრი ორცხობილა, გამხმარი ხორცითა და კონსერვებით სავსე ყუთები. |
| 523 |
მგზავრობას რამდენიმე დღე მოუნდებოდა და ბევრი ტვირთის დაგროვება არც იყო სასურველი. საკვები და იარაღი ხომ ბლომად ჰქონდათ. დიკ სენდმა შეასრულა მისის უელდონის დავალებაც - წამოეღო მთელი ფული, რაც გემზე იყო - იქ დაახლოებით ხუთასი დოლარი აღმოჩნდა. დაუჯერებელი იყო! მისის უელდონს გაცილებით მეტი თანხა ჰქონდა და ვეღარ იპოვა. |
| 524 |
ნეგოროს გარდა ვინ მოიპარავდა კაპიტან ჰულისა და მისის უელდონის ფულს? ცხადია, ეჭვის მიტანა სხვაზე არ შეიძლებოდა. მაგრამ დიკ სენდი ერთი წუთით მაინც შეყოყმანდა. მან იცოდა, რომ გულჩახვეული ნეგორო საშიში იყო, სხვისი უბედურება ყოველთვის ღიმილს გვრიდა. დიახ, იგი ბოროტი იყო, მაგრამ ნუთუ ბოროტმოქმედების ჩადენაც შეეძლო? |
| 525 |
ზანგები მეტისმეტად პატიოსნები იყვნენ, ერთი წუთითაც არ დაუტოვებიათ მღვიმე, მაშინ, როდესაც ნეგორო მთელ დღეს ქვიშიან ნაპირზე დაძრწოდა. მხოლოდ იგი შეიძლებდა ყოფლიყო დამნაშავე. დიკ სენდმა გადაწყვიტა, ნეგორო დაბრუნებისთანვე დაეკითხა და თუ საჭირო გახდებოდა, გაეჩხრიკა კიდეც, რადგან მას სინამდვილის გაგება უნდოდა. |
| 526 |
როცა უცნობმა დაინახა მისკენ მიმავალი შეიარაღებული ხალხი, უკან დაიხია. და სწრაფად ჩამოიღო თოფი: მისი შეშფოთება გასაგები იყო. ამ დროს დიკ სენდი რაღაც ნიშნებით მიესალმა. მანაც აშკარად გაიგო ეს ნიშანი, რადგან ცოტა ყოყმანის შემდეგ ჩვენი მოგზაურებისაკენ წამოვიდა: დიკ სენდს უკვე შეეძლო კარგად შეეთვალიერებინა უცნობი. |
| 527 |
იგი ორმოც წელს გადაცილებული ახოვან ვაჟკაცი გამოდგა. ჭაღარაშერთული თმა და წვერი ჰქონდა. ასეთი მზედაკრული კანი მხოლოდ მომთაბარეებს აქვთ, რადგან მთელ დღეებს სუფთა ჰაერზე - ტყეში ან ველზე ატარებენ ხოლმე. მოთრიმლული ტყავის ხალათი კამზოლის მაგივრობას უწევდა, თავზე განიერი ქუდი ეხურა, ხოლო ტყავის მაღალი ჩექმები მუხლამდე სწვდებოდა. |
| 528 |
დიკ სენდს გამოუცნობი შიში დაეუფლა, თუმცა ამის მიზეზი არ ჰქონდა. მდინარის გასწვრივ სამასიოდე ნაბიჯის გავლის შემდეგ უღრან ტყეში შევიდნენ. აქ მათ მიხვეულ-მოხვეული ბილიკებით ათ დღეს უნდა ევლოთ. მისის უელდონი, პირიქით, ძალიან მშვიდად იყო. მას, დედასა და ქალს, ხომ უფრო მეტად უნდა ეგრძნო, თუკი რაიმე საფრთხე ელოდათ?! |
| 529 |
მისის უელდონს ჯერ ის ამშვიდებდა, რომ პამპასების ამ რაიონში არც ადგილობრივი მცხოვრებლებისა და არც საშიში ცხოველთა თავდასხმა მოსალოდნელი არ იყო. გარდა ამისა, ისეთი მეგზურის თანხლებით, როგორიც ჰერისი ჩანდა, შეუძლებელი იყო, ტყეში გზა აბნეოდათ. ჩვენი მგზავრები კვალში უდგნენ ერთმანეთს. ჯგუფს დიკ სენდი და ჰერისი მიუძღვოდნენ. |
| 530 |
წინსვლას. ჩვენს მოგზაურებს თავი აღმოსავლეთ ინდოეთის ჯუნგლებში ეგონათ. მცენარეულობა აქ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე პატარა მდინარის შესართავთან, მაგრამ გაცილებით უხვი, ვიდრე ეს ახალი და ძველი ქვეყნის ზომიერ სარტყელშია ხოლმე. ბევრი იყო ინდიგოს ხე. ჰერისის თქმით, ეს პარკოსანი მცენარე კარგად ხარობს და სწრაფად მრავლდება. |
| 531 |
საკმარისია მეურნემ სულ ცოტა ხნით მიატოვოს მინდორი და ეს პარაზიტი მაშინვე გაჩნდება. იგი ისევე არაფარად უღირთ აქაურებს, როგორც ევროპელებს ჭინჭარი და ნარშავი. ტყეში არ ჩანდა კაუჩუკის ხე. ამერიკის ამ ნაწილში კი იგი ძალზე გავრცელებულია. ისინი სხვადასხვა ოჯახდან არიან და მრავლად ხარობენ სამხრეთ ამერიკის ტყეებში. |
| 532 |
ამ რამდენიმე საათის განმავლობაში რაზმის მყუდროება არაფერს დაურღვევია, ამიტომ რიგიანად დაისვენეს და საკმაო ძალაც მოიკრიბეს. ყველაზე ადრე პატარა ჯეკმა ჭყიტა თვალები, გაიზმორა და ჰერკულესს მთქნარებით ჰკითხა, ღამით მგელი ხომ არ შემოგეჭამაო. ღამით ერთი მგელიც არ გამოჩენილა, ამიტომ ნასაუზმევი არ გახლავართო, - მიუგო ზანგმა. |
| 533 |
მისის ველდონმა იგი ცალკე გაიხმო და უთხრა. ნება მიეცი ამ დიდ ბავშვს, ცოტა გაირბინ-გამოირბინოს, ოღონდ ისე, რომ თვალს არ მიეფაროს. მას მხოლოდ ეს ერთი სიამოვნება აქვს ამქვეყნად და ამასაც ნუ მოვაკლებთო. დილის შვიდ საათზე პატარა რაზმი აღმოსავლეთისაკენ გაუდგა გზას. ისინი იმავე თანმიმდევრობით მიდიოდნენ, როგორც წინა დღეს. |
| 534 |
ანტილოპები თვალის დახამხამებაში გაქრნენ. დიკ სენდმა კარგად ვერც კი გაარჩია ისინი. იმავე დღეს გამოჩნდა რომელიღაც სხვა ცხოველების ჯგუფი. მათი დანახვა უკეთ მოახერხეს, მაგრამ ამ ცხოველების გულდაგულ დათვალიერება მაინც ვერ შეძლეს. ცხოველთა ამ ჯგუფის გამოჩენამ დიდი კამათი გამოიწვია ჰერისსა და დანარჩენ მგზავრებს შორის. |
| 535 |
თუმცა საკვების მარაგი ილეოდა, ჯერჯერობით არაფერი დაჰკლებიათ, ამიტომ ჯანზე კარგად იყვნენ. ჰერისი კი ამქვეყნად თითქოს ტყეებში სახეტიალოდ დაბადებულიყო,- დაღლილობა სულ არ ემჩნეოდა. ერთი კი იყო, რაც უფრო უახლოვდებოდნენ ჰაციენდას, მით უფრო გულჩათხრობილი და ჩაფიქრებული ხებოდა. დიკ სენდმა ეს კარგად შეამჩნია. პირიქიტ კი უნდა ყოფილიყო! |
| 536 |
ეტყობოდა, სულ ცოტა ხნის წინ ბუჩქნარი უზარმაზარ ცხოველებს გადაექელათ. დიკ სენდმა ყურადღებით შეათვალიერა იქაურობა. ბალახი მთლად გაქელილი იყო, ადამიანის სიმაღლეზე ბევრად უფრო მაღალი კი - ტოტები დალეწილი. ჭაობიან ნიადაგზე დატოვებულ ნაკვალევს ეტყობოდა, რომ ისინი იაგუარების ან კუგუარებისა არ იყო. ნეტავ რის ნაკვალევი აჩნდა მიწას? |
| 537 |
ამერიკელსაც კი აღარაფერი ჰკითხა. რაღა უნდა ერწმუნა იმ ადამიანისა, რომელიც ჟირაფებს სირაქლემებად ასაღებდა?! ჰერისი ახლაც რაღაცს მოიგონებდა, რაც სინამდვილეს ვერ შეცვლიდა. დიკ სენდს ეჭვიც აღარ ეპარებოდა, რომ ჰერისი მოღალატე იყო! იგი მხოლოდ საბაბს ეძებდა, რომ ნიღაბი ჩამოეგლიჯა მისთვის. ჩანდა, საბაბიც მალე მიეცემოდა. |
| 538 |
ცა ჭექა-ქუხილის მაუწყებელი ლეგა ღრუბლებით დაფარულიყო, ხეებს შორის, დასავლეთით, დროდადრო ელვა იკლაკნებოდა. ქარი ჩადგა. ფოთოლიც კი არ იძვროდა. დღის ჟრიამული სამარისებურმა სიჩუმემ შეცვალა. ჰაერი ისე დამძიმდა, რომ კაცს ეგონებოდა, ელექტრობითაა დამუხტული და ბგერეს ვეღარ ატარებსო. დიკ სენდი, ოსტინი და ბათი ერთად მორიგეობდნენ. |
| 539 |
არ ეძინა ტომსაც. იგი თავჩაქინდრული იჯდა და მოგონებებში ჩაძირულიყო, თითქოს უეცარი დარტყმისგან ჯერაც გონს ვერ მოსულაო. მისის უელდონი მკერზე მიყრდნობილ ბავშვს არწევდა, მხოლოდ ის იყო მისი ფიქრისა და ზრუნვის საგანი. ეძიმა მხოლოდ კუზენ ბენედიქტს. იგი საერთოდ დაუკვირვებელი იყო და არც ისეთი წინათგრძნობა ჰქონდა, რომ რიმეს მიმხვდარიყო. |
| 540 |
ამჟამად აღმოსავლეთის ხალხების, თურქების და არაბების, მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად მონათავაჭრობა მხოლოდ ესპანეთისა და პორტუგალიის კოლონიებშიღაა შემორჩენილი. მართალია, არც ბრაზილიამ გაათავისუფლა თავისი ძველი მონები, მაგრამ ახალი მონები აღარ შემოჰყავთ და მონა-ზანგების შვილები თავისუფალ ადამიანებად იბადებიან. |
| 541 |
ულმობელ სასაკლაოზე რჩება განადგურებული და უკაცრიელი მინდვრები, გადახრუკული და დაცლილი სოფლები. მდინარეებს მოაქვს დახოცილ ადამიანთა გვამები, დანგრეულ, გაპარტახებულ ნასოფლარებში კი მხეცები დათარეშობენ. ლივინგსტონმა ადამიანთა ამ ნადირობის ნაკვალევზე გავლისას ვეღარ იცნო რამდენიმე თვით ადრე ნანახი პროვინციები. |
| 542 |
ისლამი მონებით ვაჭრობას ხელს უწყობს. მუსულმანური პროვინციებში თეთრი მონები შავებით შეცვლა იყო საჭირო. ამიტომ ყველა ჯურის მონებით მოვაჭრენი ძალზე ეტანებიან ამ ბინძურ საქმიანობას. ამ გზით ისინი ახალ-ახალი მოსახლეობით ავსებენ იმ რასებს, ამოწყვეტის გზას რომ ადგანან და ამოწყდებიან კიდეც, რადგან შრომით საქმიანობაში არ არიან ჩაბმულნი. |
| 543 |
ზემო ნიგერიის ზოგიერთ ხალხთან ერთად ისინი აფრიკელი ტომების მეთაურთა არმიის ნახევარს შეადგენენ და არც ისე ცუდ პირობებში არიან თავისუფალ ადამიანებთან შედარებით. თუკი მონა ჯარისკაცად არ იქცევა, იგი მიმოქცევაში მონეტასა და თვით ეგვიპტესა და ბორნუშიც ჩინოვნიკებსა და ოფიცრებს ამ მონეტიტ უნაზღაურებენ შრომას. |
| 544 |
ასეთ მდგომარეობაშია მონათვაჭრობა ამჟამად. ამას ისიც უნდა დაემატოს, რომ ევროპის ზოგიერთი დიდი სახელმწიფოამ სამარცხვინო ვაჭრობას შემწყნარებლური თვალით უყურებს, როდესაც კრეისრები აფრიკის, ინდოეთის ოკეანისპირა და ატლანტის სანპიროებს ზედამხედველობენ, ქვეყნის გაცხოველებული ვაჭრობაა გამართული. დროდადრო არბევენ ზანგებს. |
| 545 |
ეს თვალუწვდენელი ტერიტორია სამი პროვინციისგან - ბენგელას, კონგოსა და ანგოლასაგან შედგება. ამათგან მხოლოდ სანაპირო ზოლია გამოკვლეული. იგი სამხრეთით ნურსიდან ჩრდილოეთით ზაირამდეა გადაჭიმული. ორი მთავარი ქალაქი იმავე დროს ნავსადგურებიცაა: ბენგელა და სან-პაოლო-დე-ლუანდა, კოლონიის დედაქალაქი. იგი პორტუგალიის სამეფოს ეკუთვნის. |
| 546 |
ამ ორი გაიძვერასათვის რომ მოგესმინათ, პატიოსანი კომერსანტები გეგონებოდათ, რომელთა საქმიანობა კომერციული კრიზისის გამო დროებით შეფერხდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ყავის ტომრებისა და შაქრის ყუთების ნაცვლად ისინი ცოცხალ ადამიანებს გულისხმობდნენ?! მონათვაჭრებს ხომ სინდისი და სამართალიანობის იოტისოდენა გრძნობაც არ გააჩნიათ! |
| 547 |
ნეტავ ახლა რას მოასწავებს ნეგოროს საზიზღარი საქციელი? აშკარაა, მას ტომისა და მისი მგზავრების ხელში ჩაგდება და მონებად გაყიდვა უნდა. ეს ცხადზე უცხადესია! ცხადია ისიც, რომ ნეგორო ყველანაირად ეცდება, დიკ სენდზე ჯავრი იყაროს. მაგრამ რას უპირებდა ეს გაიძვერა მისის უელდონსა და პატარა ჯეკს, დიკ სენდი ვერ მიმხვდარიყო. |
| 548 |
დიკ სენდს რომ ყური მოეკრა ნეგოროსა და ჰერისის საუბრისათვის, ეცოდინებოდა, რა საფრთხეც ელოდათ მას, მისის უელდონსა და ზანგებს, ეცოდინებოდა, როგორ მოქცეულიყვნენ, მაგრამ დიკ სენდს ეს საუბარი არ მოუსმენია და რა უნდა ექნა. ჩვენი მოგზაურები ნამდვილად სავალალო, შემზარავ მდგომარეობაში იყვნენ. გემის კაპიტანი ამას მაინც არ შეუშინდა. |
| 549 |
დიკ სენდი უკან დაბრუნებას არ ფიქრობდა. ჰერისმა კარგად განჭვრიტა, რომ ახალგაზრდა მეზღვაური იძულებული გახდებოდა, მოკლე გზით წასულიყო. ისევ იმ გრძელი გზით უკან გაბრუნება ძნელი და სახიფათო იყო. ეს გზა მათ ისევ იქ მიიყვანდა, საიდანაც წამოვიდნენ. ნეგოროსა და ჰერისს კი საშუალება ექნებოდათ, გაკვალული გზით მათ უკან გამოსდგომოდნენ. |
| 550 |
ხვატი ჩამოწვა. დილიდანვე ზეცა ლეგა ღრუბელს დაეფარა. ჰაერში ავდრის სუნი ტრიალედა. ჭექა-ქუხილის გარეშე ეს დღე ალბათ არ ჩაივლიდა. კიდევ კარგი, ტყეში ცოტა სიგრილე მაინც იქნებოდა, აქა-იქ მაღალი ხეებით ალყაშემორტყმული მდელოები ხვდებოდათ. ბალახი უხეში და საკმაოდ მაღალი იყო. ზოგან ხის უზარმაზარი, გაქვავებული ტოტები ეყარა. |
| 551 |
კოპალიდან, რომელზედაც მწერებს ნაჩვრეტები გაეკეთებინათ, სურნელოვანი ხის წებო ჟონავდა და მიწაზე გროვდებოდა. ამ წებოს ადგილობრივი მცხოვრებნი იყენებდნენ. ტყეში მრავლად იყო ლიმონის, ველური ბროწეულის, ბაობაბის, მიმოზისა და აკაციის ხეები. ეს ყველაფერი ცენტრალური აფრიკის ზეგანის საოცარ ნაყოფიერებაზე ლაპარაკობდა. |
| 552 |
დიკ სენდმა იცოდა მოგზაურის ეს მითითება და თავისი აზრი მისის უელდონსაც გაუზიარა. ბიჭუნას მშვიდად ეძინა ჰერკულესის მკლავებზე. ბავშვისათვის აღარ გაუციებია. ისინი ფრთხილად და სწრაფად მიიწევდნენ წინ. აქა-იქ ადამიანის ან ცხოველის კვალს აწყდებოდნენ. ბუჩქნარების გადაწეული და გადატეხილი ტოტები სიარულს უადვილებდა მათ. |
| 553 |
კიდევ კარგი, ასეთი მძიმე სამუშაო მალე მოთავდა. ერთი მილის გავლის შემდეგ გამოჩნდა განიერი გასასვლელი, რომელიც ბუჩქნარს კვეთდა, პატარა მდინარეზე ჩადიოდა და ნაპირს გასდევდა. ეს სპილოების გასასვლელი იყო. ეტყობოდა, ასობით სპილო ამ გზით ჩადიოდა მდინარეზე. სპილოების ნაკვალევს გზაზე დიდი ღრმულები დაეტოვებინა. |
| 554 |
ცენტრალური აფრიკის გრძელ გზაზე ნიშანსვეტებად დარჩენილა ადამიანთა ნეშტები. ასობით მილი გაუვლია მონათა ქარავნებს და ვინ იცის, რამდენი უბედური დაცემულა გზაზე ზედამხედველთა მათრახქვეშ, სული დაულევია დაღილობისა და შიმშილისაგან, მომკვდარა ავადმყოფობით! რამდენი დაუხოცავთ თვითონ მონათვაჭრებს, როდესაც საკვები შემოჰკლებიათ! |
| 555 |
ფარავდა. რაზმის სიარულს ბალახების რხევაზე თუ მიხვდებოდით. სამი საათისათვის ადგილმდებარეობა მთლად შეიცვალა. ისინი გავიდნენ დიდ გრძელ დაბლობზე, რომელიც ალბათ, წვიმების სეზონის დროს მთლიანად იტბორებოდა. ჭაობიანი ნიადაგი სქელ ხავსს დაეფარა. აქა-იქ ლამაზი გვიმრები ამოჩენილიყო. ზოგან მიწა ამობურცულიყო და დამრეცი ფერდობები წარმოექმნა. |
| 556 |
საცოდავი რბილ ტალახში წელამდე ჩაეფლო. იგი ამოიყვანეს. ლაფში ჩურჩხელასავით ამოვლებულიყო, მაგრამ მეტად კმაყოფილი გახლდათ, მწერებით სავსე ძვირფასი ყუთი რომ გადაურცა დაზიანებას. აქტეონი წინ გაუშვეს და დაავალეს, ამ საცოდავისთვის თვალყური ედევნებინა, რომ კიდევ არ წაქცეულიყო. კუზენმა ბენედიქტმა ძალიან ცუდი ადგილი შეარჩია. |
| 557 |
როგორც კი ჭაობიდან ამოიყვანეს, ტალახიანი მიწიდან ამოხეთქილი ბუშტები დასკდა და საშინელი, სულისშემხუთველი გაზის სუნი დააყენა. ლივინგსტონი რამდენჯერმე წელამდე ჩაეფლო ასეთ ჭაობში. მან დასვრეტილი შავი მიწა დიდ ღრუბელს შეადარა, აქ ყოველი ფეხის გადადგმაზე ამოჩქეფს წყლის მაღალი სვეტი. ეს ჭაობები ძალზე სახიფათოა. |
| 558 |
მიწა გამაგრდა, თიხნარმა იმატა, თუმცა ქვეშ ჭაობი მაინც იგრძნობოდა. ეტყობოდა, ეს ადგილი მდინრის დონეზე დაბლა იყო და დასვრეტილ მიწაში წყალი იპარებოდა. საშინლად ჩამოცხა. ეს სიცხე აუტანელი იქნებოდა, ზეცაზე სქელი ღრუბლები რომ არ გაწოლილიყვნენ და მზის სხივები არ დაეფარათ. შორს ღრუბელს ელვა ხევდა. ქუხილის ყრუ გრუხუნი მოისმოდა. |
| 559 |
აფრიკაში ეს სტიქიური უბედურება მეტისმეტად სახიფათოა. ელავს, ქუხს, იწყება კოკისპირული წვიმები, მას მოსდევს საშინელი გრიგალი, რომელიც ძირფესვიანად გლეჯს უზარმაზარ ხეებს. დიკ სენდმა ეს კარგად იცოდა და ძალზე შეშფოთებული იყო. ღამის გათევა ღია ცის ქვეს არ შეიძლებოდა. მოსალოდნელი იყო, დაბლობი წყალს დაეფარა. |
| 560 |
ირგვლივ პატარა ბორცვიც კი არ ჩანდა, თავშესაფარი რომ ეძიათ. რა უნდა ექნათ ამ უკაცრიელ დაბლობზე? არც ერთი ხე, არც ერთი პატარა ბუჩქიც კი არ იყო ირგვლივ, მიწის გათხრა და იქ თავშესაფრის მოწყობაც არ შეიძლებოდა - ორი ფუტის სიღრმეზე წყალი დახვდებოდათ. ჭაობიან დაბლობს ჩრდილოეთ მხარეს მწკრივად ჩასდგომოდა გორაკები. |
| 561 |
ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ელვას წვიმა არ მოჰყოლია. საშინლად ჩამობნელდა. მიუხედავად იმისა, რომ მზე ჯერ არ ჩასულიყო, ცის თაღმა ისე დაიწია ძირს, რომ კაცი იფიქრებდა, ზეცა ჩამოქცევას აპირებსო. ეს კოკისპირულ წვიმებს მოასწავებდა. ელვის წითელი და ლურჯი ზოლები ზეცას სერავდა. გეგონებოდათ, მთელი დაბლობი ცეცხლის ალშია გახვეულიყო. |
| 562 |
რადგან ამ ტრიალ მინდორზე არც ერთი ხე არ ჩანდა და ადამიანებს ელექტრული მუხტი შეეძლოთ მიეზიდათ. ჯეკი ქუხილის ხმამ გააღვიძა და შეშინებული ჰერკულესს გულში ჩაეხუტა. საცოდავი ბიჭუნა ცდილობდა, დედისთვის შიში არ შეემჩნევინებინა და მისთვის გული არ ეტკინა. ჰერკულესი ვეება ნაბიჯებით მიალაჯებდა და ცდილობდა, ჯეკი დაეწყნარებინა. |
| 563 |
წვიმა წვეთ-წვეთობით კი არ მოდიოდა, ზეციდან ნიაგარის ჩანჩქერივით იღვრებოდა. კაცს ეგონებოდა, ცაში წყლით სავსე აუზია და უეცრად გადმოყირავდაო. ასეთი წვიმის დროს მიწა ღრანტეებად იქცევა, დაბლობები - ტბებად, რუები - ნიაღვრებად, მდინარეები კი კალაპოტში ვეღარ ეტევიან და მთელ ახლო-მახლო მიდამოს წყლით ფარავენ. |
| 564 |
ზომიერ სარტყელში, რაც უფრო ძლირია ჭექა-ქუხილი, მით უფრო ხანმოკლეა იგი, აფრიკაში კი შეიძლება ჭექა-ქუხილმა რამდენიმე დღეს გასტანოს, თუნდაც ძალზე ძლიერი იყოს. საკვირველია საიდან ჩანდა ამდენი ორთქლი, ამდენი ელექტრობა ღრუბლებში? ძნელია ამის გაგება. ასეთი რამ მხოლოდ დილუვიური პერიოდის საოცარ ეპოქაში ხდებოდა. |
| 565 |
თახვის ქოხიც კი არ იქნებოდა ამაზე უფრო საიმედო. მთელი ნიაღვარი რომ მხოლოდ ამ კონუსს დატყდომოდა თავს, მის ნაჩვრეტებში ერთი წვეთიც ვერ ჩაატანდა. დიკ სენდმა და მისმა თანამგზავრებმა თავშესაფარში შესვლისთანავე ფარნები აანტეს და იქაურობა მიათვალიერ-მოათვალიერეს. კონუსის სიმაღლე თორმეტ ფუტს უდრიდა, ფართობი თეთრმეტს. |
| 566 |
აქ რომ ათასობით ჭიანჭველა ყოფილიყო, ბუდე თავშესაფრად აღარ ივარგებდა. ნეტავი დიდი ხნის წასულები იყვნენ ეს გაუმაძღარი ბადეფრთიანი მწერები? ეს მართლაც საკითხავი იყო. კითხვა პირველად კუზენ ბენედიქტს დაებადა. იგი ძალზე გაოცებული იყო ჭიანჭველბის საქციელით. მეცნიერი მალე დარწმუნდა, რომ მათი წასვლა სულ ახლახან უნდა მომხდარიყო. |
| 567 |
მსმენელები თავ-თავის ღრმულებს მიყრდნობოდნენ და ენტომოლოგის ლექციის დროს ჩასძინებოდათ. შეამჩნია თუ არა ეს მეცნიერმა? ცხადია, არა! იგი თავისთვის ლაპარაკობდა. დიკ სენდი აღარაფერს ეკითხებოდა, გარინდებულიყო. ახალგაზრდა მეზღვაურს არ ეძინა. ჰერკულესიც ყველაზე დიდხანს ფხიზლობდა, მაგრამ დაღლილობამ თავისი გაიტანა და ძილმა თვალები მოსტაცა. |
| 568 |
კუზენი ბენედიქტი ერთხანს კიდევ განაგრძობდა ლაპარაკს. ბოლოს ძილი მასაც მოერია და აძვრა კონუსის მაღალ ღრმულში, რომელიც ადრევე აერჩია საწოლად. ტერმიტების ბუდეში საოცარმა სიჩუმემ დაისადგურა. გარეთ გამაყრუებელი ჭექა-ქუხილი იდგა, ელვა და გრუხუნი არ ცხრებოდა. ეტყობოდა, ის ჯერ კიდევ დიდხანს გასტანდა. ფარანი ჩააქრეს. |
| 569 |
დიკ სენდი მოუთმენლად ელოდა გათენებას, რომ კარგად დაეთვალიერებინა შემოგარენი. უნდა ეპოვნა მდინარე, რომელიც ოკეანეს ერთვოდა. ღრმად სწამდა, რომ ასეთი მდინარე შორს აღარ იყო. მდინარის სწრაფი დინებით აპირებდა იგი თავის პატარ რაზმის გადარჩენას. ახლა როგორმე ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრისათვის უნდა აერიდებინა თავი. |
| 570 |
გათენებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო. კონუსში ხვრელიდან სინათლე არ შემოდიოდა, ქუხილის ხმაც ყრუდ ატანდა თიხის სქელ კედლებში. დიკ სენდმა ყური მიუგდო. წვიმა მთელი ძალით უშხაპუნებდა კედლებს და ახლა მსხვილი წვეთები მიწაზე კი აღარ ეცემოდა, არამედ წყლის ზედაპირზე. დიკ სენდი მიხვდა, რომ მთელი დაბლობი წყლით იყო დაფარული. |
| 571 |
სიფრთხილისათვის იგი კონუსის ძირში, ხვრელის წინ, თიხის მიწაყრილზე დაწვა. გარედა ისე ვერაფერი შემოიჭრებოდა, რომ პირველად მას არ გაეგო. გათენებისას დღის სინათლე გააღვიძებდა და მაშინვე დაბლობის გამოკვლევას შეუდგებოდა. დიკ სენდი კედელს თავით მიეყრდნო, ხელში თოფი დაიჭირა და მიწვა. ძილმა იმწამსვე მოსტაცა თვალები. |
| 572 |
რამდენხანს ეძინა, ვერც კი გაიგო. უეცრად ღარაცა ცივის შეხებამ გამოაღვიძა და შეშინებული წამოვარდა. წყალი თქრიალით შემოდიოდა კონუსში და რამდენიმე წამში უკვე ტომისა და ჰერკულესის სართულამდე მიაღწია. დიკ სენდმა სასწრაფოდ გააღვიძა ისინი. ფარანი აანთეს და იქაურობა განათდა. წყალმა ხუთიოდე ფუტის დონეზე აიწია და შეჩერდა. |
| 573 |
მათ მხოლოდ შეკუმშულ ჰაერში ხანგრძლივი ყოფნა და არანორმალური წნევა თუ აწუხებთ. აქ მას ისიც დაერთო, რომ შემოვარდინლმა წყალმა ჰაერი ერთი მესამედით შეამცირა. მისი მომატება მხოლოდ კედლის გამოხვრეტით შეიძლებოდა. მაგრამ შეძლებდნენ კი იმ საფრთხის თავიდან აცილებას, რაზედაც წეღან დიკ სენდი ლაპარაკობდა? უარეს დღეში ხომ არ ჩაცვივდებოდნენ? |
| 574 |
დიკ სენდი არ ცდებოდა. მას ყველაზე მეტად წყალდიდობის ეშინოდა. იგი მარტო ამ კოკისპირულ წვიმაზე არ იყო დამოკიდებული. უფორ საფიქრებელი იყო, რომ ახლომახლო რომელიღაც მდინარე ადიდდა, გადმოლახა ნაპირი და დაბლობი დაფარა. საჭირო იყო კონუსის წვერის გამონგრევა. ამით გაიგებდნენ, მთლიანად წყლით იყო დაფარული ბუდე თუ არა. |
| 575 |
დიკ სენდი უსაზღვროდ შეშფოთებული იყო. არ იცოდა, რა ექნა, მოეცადა, თუ საქმეს შესდგომოდა. დილის სამი საათი იქნებოდა. ყველა სმენად გადაქცეულიყო და ჩუმად, გაქვავებულნი იდნენ. ჩაკეტილი ხვრელიდდან ხმაური ყრუდ ისმოდა. განუწყვეტლივ გრუხუნზე ეტყობოდა, რომ სტიქია ჯერ არ დამცხრალიყო. უცბად მოხუცმა ტომმა შენიშნა, რომ წყლის დონემ მატება დაიწყო. |
| 576 |
მერე ხვრელს გახვრეტდნენ კიდევ ერთი ფუტით მაღლა, მერე კიდევ ერთი ფუტით მაღლა და ასე შემდეგ, თუ ყვლაზე მაღლიდან - კონუსის წვერიდანაც აღარ შემოიჭრებოდა ჰაერი, გარეთ წყლის დონე თხუთმეტ ფუტზე მეტი იქნებოდა და ტერმიტების მთელი დასახლებაც წყლით იქნებოდა დაფარული. მაშინ ტერმიტების ბუდის ტყვეები ყველაზე საზარელ სიკვდილს, ნელ გაგუდვას |
| 577 |
დუკარგავს. მან გაითვალისწინა მოსალოდნელი შედეგები. მოცდა აღარ შეიძლებოდა. ჰაერი სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და სული ეხუთებოდათ! კედლის გასახვრეტად დიკ სენდს თოფის ზუმბის დახრახნილი ბოლოს გამოყენება შეეძლო. იგი ნელ-ნელა ჩახრახნიდა ზუმბას კედელში. მართალია, ხვრელი ვიწრო გამოვიდოდა, მაგრამ ჰაერის შემოსასვლელად საკმარისი იქნებოდა. |
| 578 |
ჰერკულესი ერთ-ერთ ღრმულს ჩაეჭიდა, მას წყლიდან მხოლოდ თავი ჰქონდა ამოყოფილი. დიკ სენდი ჰერკულესს მხრებზე ააცოცდა. მისის უელდონი, ჯეკი და კუზენი ბენედიქტი ღრმულების უკანასკნელ სართულზე მიიყუჟნენ. დიკ სენდმა სწრაფად ჩაარჭო ზუმბა ოთახში და დაიწყო ბურღვა. ამ ადგილზე კედელი უფრო სქელი იყო. გაბურღვა ჭირდა. |
| 579 |
უცებ გამკივანი სტვენა გაისმა. შეკუმშული ჰაერი გარეთ გავარდა... ნახვრეტიდან დღის სინათლემ შემოაშუქა. წყალმა რვა დიუმით აიწია და გაჩერდა. დიკ სენდს ხვრელის ამოქოლვა აღარ დასჭირვებია. წყალი შიგნით დ გარეთ გაწონასწორდა. კონუსის მწვერვალი წყლის დონზე მაღლა აღმოჩნდა. მისის უელდონი და მისი მგზავრები გადარჩნენ! |
| 580 |
დანები სწრაფად ამუშავდნენ. კონუსის წვერი ნელ-ნელა იფხვნებოდა. ნახვრეტი გაგანიერდა. კონუსში სუფთა ჰაერი შემოიჭრა. გაიელვა ამომავალმა მზის სხივმა. წვერის ჩამონგრევის შემდეგ გაადვილდებოდა კედელზე აცოცება, გარემოს დათვალიერება და მოიფიქრება, როგორ მიეღწიათ რაიმე ამაღლებული ადგილისათვის, რომ წალეკვას გადარჩენოდნენ. |
| 581 |
ტერმიტების ბუდე იერიშით აიღეს. მისის უელდონი, მისი ბავშვი და კუზენი ბენედიქტი ისე უცბად მოაცილეს დანარჩენებს, რომ ხელის ჩამორთმევა და ერთმანეთისათვის სიტყვის თქმაც ვერ მაოსწრეს. აშკარა იყო, აფრიკელები მიღებულ ბრძანებას ასრულებდნენ. პირველმა ნავმა მისის უელდონი, პატარა ჯეკი და კუზენი ბენედიქტი წაიყვანა. |
| 582 |
ამ ნავში ოცი აფრიკელი მაინც იჯდა. უკან ხუთი ნავი მიჰყვებოდა. წინააღმდეგობა შეუძლებელი იყო. დიკ სენდი და მისი თანამგზავრები ცდილობდნენ უბრძოლველად არ დამორჩილებოდნენ, რამდენიმე მეომარი კიდეც დაჭრეს. ეს, ალბათ, სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდათ მათ, მაგრამ ეტყობოდა, ნაბრძანები ჰქონდათ მათი ცოცხლად შეპყრობა. |
| 583 |
ცენტრალური აფრიკის ეს გიგანტური ხეები შენი თვალით უნდა ნახო, თორემ ისე ვერც კი წარმოიდგენ. ხეები გაშლილი ტოტები ისეთ დაბურულსა და გაუვალ ტყეს ქმნიან, რომ ადამიანი გზასაც ვერ გაიგნებს. ამ უკიდეგანო გარემოს თითქოს ავსებდნენ უნაყოფო ბანიანები. ქარავანი, რომელზედაც ჰერისი ელაპარაკებოდა ნეგოროს, სწორედ ამ ლეღვის ქვეშ დაბანაკდა. |
| 584 |
ზანგებს, მიუხედავად იმისა, რომ აფრიკელები არ იყვნენ, ადგილობრივ ტყვე მცხოვრებლებივით ექცეოდნენ. ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი დააწყვილეს და ყელზე ექვსი-შვიდი ფუტის სიგრძის ხარიხა ჩამოაცვეს. ხარიხების გაორებული ბოლოები რკინის კავით იყო შეკრული. მონებს მწკრივად ერთიმეორის მიყოლებით უნდა ევლოთ. |
| 585 |
სიფრხილისათვის ტყვეებს წელზე მძიმე ჯაჭვები მიაბეს. მათ ერთი ნაბიჯის გადადგმაც არ შეეძლოთ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. ხელები თვისუფალი ჰქონდათ სიმძიმის ასაწევად, ფეხები - სასიარულოდ. გაქცევაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. ასე უნდა გაევლოთ ასობით მილი. ამას ზედ ისიც ერთვოდა. რომ ჰავილდარები მათრახებით უმოწყალოდ სცემდნენ. |
| 586 |
ერთმანეთს მოწყვეტილი არაქათგამოცლილი დიკ სენდი და მისი მგზავრები მათ წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ. ნეტავ ჰერკულესივით გაქცევა მაინც მოეხერხებინათ! ან კი, რისი იმედი უნდა ჰქონოდა გაქცეულს? რას უშველიდა მას თავისი ძლიერი მკლავი ამ მტრულ ქვეყანაში. აქ ხომ შიმშილი, მარტოობა, მხეცები, ადგილობრივი მოსახლეობა - ყველა მისი მტერი იყო. |
| 587 |
სად წაიყვანეს, რას უპირებენ მათ? ეს ფიქრი დიკ სენდს საშინლად სტანჯავდა. მას თავისი თავი დავიწყებოდა და ახლობლებზე ფიქრსა და ზრუნვას შეეპყრო. გიგანტური ლეღვის ქვეშ დაბანაკებული ქარავანი რვაასამდე კაცს ითვლიდა. ამათგან ხუთასი მონა იყო, ორასამდე ჯარისკაცი, დანარჩენები კი მებარგულები, ჰავილდარები, აგენტები და ზედამხედველები იყვნენ. |
| 588 |
მაგრამ ამავე სისასტიკის გამო ზოგი გარბოდა, ზოგი იხოცებოდა და ნახევარიც კი ვერ აღწევდა ბაზრამდე. აფრიკის გრძელი გზები მათი ძვლებით იყო მოკირწყლული. ევროპელი აგენტები მეტწილად პორტუგალიელები, სამშობლოდან გაძევებული ნაძირალები, მსჯავრდებულნი, გაქცეული, კატორღელები, სახრჩობელას გადარჩენილი მონათვაჭრები იყვნენ. |
| 589 |
ისინი შუა აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მონათვაჭარს, ხოზეანტონიო ალვეცს ემსახურებოდნენ. ალვეცი წვრილ ვაჭართათვის კარგად ნაცნობი პიროვნება იყო. ლეინტენანტმა კამერონმა მასზე საინტერესო ცნობები მოგვაწოდა. ტყვე მონების თანხმლები ჯარისკაცები უმეტესად მონათვაჭრების მიერ დაქირავებული ადგილობრივი მცხოვრებლები არიან. |
| 590 |
ზანგი მეფეები სისხლისმღვრელ ომებში დამარცხებულებს მონებად აქცევენ და მერე მონათვაჭრებს უცვლიან რამდენიმე იარდ კოლენკორზე, თოფის წამალზე, თოფებზე, წითელ და ვარდისფერ მძივებზე და შიმშილობისას ერთ მუჭა მანიოკას ფქვილზე, როგორც ამას ლივინგსტონი წერს. ალვეცის ქარავნის თანმხლები ჯარისკაცები აფრიკული არმიის ნიმუშად გამოდგებოდა. |
| 591 |
მისის უელდონის ხსნა მხოლოდ ჰერკულესს შეუძლია. მაგრამ განა შეიძლება კაცს ასეთი სასწაულის იმედი ჰქონდეს? დიკ სენდი ამ აზრს წყალწაღებულივით ეჭიდებოდა. იმითღა სულდგმულობდა, რომ ღონიერი ზანგი თავისუფალი იყო. მის ერთგულებასა და თავდადებაში ეჭვიც არ ეპარებოდა. იგი ყველაფერს გააკეთებდა მისის უელდონის გადასარჩენად. |
| 592 |
დიახ! ჰერკულესი მისის უელდონისა და ჯეკის კვალს დაუწყებს ძებნას და შეეცდება მიაგნოს მათ. ხოლო თუ ვერ მოახერხა, მაშინ როგორმე დიკ სენდს დაუკავშირდება და გაათავისუფლებს! ღამით, როცა ისინი დაბანაკდებიან, ჰერკულესი სხვა შავ მონებს შეუმჩნევლად შეერევა, მივა დიკთან, დაამსხვრევს ბორკლებს და მას ტყეში წაიყვანს. |
| 593 |
შემდეგ, განთავისუფლებულნი, რას არ იღონებენ მისის უელდონის დასახსნელად. ოკეანემდე მდინარის დინებას ჩაჰყვებიან, - ახლა უფრო მოახერხებენ თავისი განზრახვის ასრულებას, საუბედუროდ, ადგილობრივ მცხოვრებთა თავდასხმამ რომ ჩაშალა! შიშს იმედი სცვლიდა, იმედს შიში. ენერგიული და გულგატეხილი დიკი პაწაწინა რწმენის სხვისაც კი იმედიანად შეჰყურებდა. |
| 594 |
ყველაზე დიდი საფიქრალი დიკ სენდისათვის ახლა ეს იყო. ნიანგვეში ტყვეობისათვის კიდევაც რომ დაეღწიათ თავი მისის უელდონს, ზანგებს და მას, მაინც ძალიან ძნელი იქნებოდა და იქნებ შეუძლებელიც კი, ოკეანის ნაპირზე დაბრუნებულიყვნენ. ამ გრძელ გზაზე მათ მრავალი ხიფათი ელოდათ. ახალგაზრდა მეზღვაურს მექარავნეთა ენა არ ესმოდა. |
| 595 |
ისინი არაბული ენისა და აფრიკული დიალექტის რომელირაც ნარევზე ლაპარაკობდნენ. დიკ სენდი მაინც მიხვდა, საბოლოოდ სად უნდა ჩასულიყვნენ. ისინი ხშირად ახსენებდნენ კაზონდეს, რომელიც ამ მხარის ერთ-ერთი მთავარი ბაზარია. დიკ სენდი ფიქრობდა, რომ ტყვეთა ბედი იქ გადაწყდებოდა: მათ ან ადგილობრივი მეფე შეისყიდდა, ან რომელიმე მდიდარი ვაჭარი. |
| 596 |
დიკ სენდმა კარგად იცოდა გეოგრაფია და ისიც, რომ მანძილი სან-პაოლო-დე-ლუანდადან კაზონდემდე ოთხას მილს არ აღემატებოდა. მაშასადამე, ქვანზის ნაპირზე დაბანაკებულთ ორას ორმოცდაათ მილზე მეტი აშორებდა. დიკ სენდმა ეს მიახლოებით გამოიანგარიშა, რაშიც თავიანთი პატარა რაზმის მიერ ჰერესთან ერთად განვილი გზის გათვალისწინება გამოადგა. |
| 597 |
ასეთ არაქათგამოცლილ ქარავანს კი - ორჯერ მეტი. დიკ სენდი ფიქრობდა, რომ ქვანზიდან კაზონდემდე მისვლას სამი კვირა მაინც დასჭირდებოდა. ახლა აუცილებელი იყო, როგორმე ეს ტომისა და მისი თანამგზავრებისათვის ეცნობებინა. დიკ სენდს უნდა დაემშვიდებინა ისინი და გაეგებინებინა, რომ დამღუპველ ცენტრალურ აფრიკაში როდი მიჰყავდთ ტყვეები. |
| 598 |
ქარავანმა დილაადრიან დატოვა ქვანზის ნაპირი და გეზი აღმოსავლეთისაკენ აიღო ქარავანს წინ ორმოცდაათამდე ჯარისკაცი მიუძღოდა, ორივე მხარეს კი ას-ასი, დანარჩენები უკან მოჰყვებოდნენ. ასე რომ, ტყვეები, შებორკილები რომ არ ყოფილიყვნენ, მაინც ვერ შეძლებდნენ გაქცევას. ქალები, ბავშვები და მამკაცები ერთმანეთში არეულიყვნენ. |
| 599 |
ოსტინი და აქტეონი რამდენიმე ნაბიჯით უკან მიდიოდნენ. მათ ყოველ წუთს აბუჩად იგდებდნენ. ოჰ, როგორ შენატროდნენ ჰერკულესის ბედს! რა საფრთხესაც უნდა გადაყროდა იგი ამ ველურ მხარეში, თავისი ძალის გამოყენება და საკუთარი სიცოცხლის დაცვა ხომ მაინც შეეძლო! დატყვევებისას მოხუცმა ტომმა თავის მგზავრებს სიმათლე გაუმხილა. |
| 600 |
კეთილ ნანს შეებრალა იგი და ამ პატარა, უსუსურ არსებაზე მზრუნველობა იკისრა. საცოდავმა მონა ქალმა მადლობა მხოლოდ ცხარე ცრემლით გადაუხადა. ნანმა ბავშვი ხელში აიყვანა, რომ იგი დაღლილობისა და ჰავილდარის მათრახისაგან დაეცვა. ეს ძალიან მძიმე ტვირთი იყო მოხუცი ნანისათვის. ნატრობდა, რომ ძალა მალე არ გამოსცლოდა. |
| 601 |
ასეთ წუთებში მას პატარა ჯეკი აგონდებოდა. თვალწინ ედგა მისის უელდონი, რომელსაც ბავშვი აეყვანა ხელში. მართალია, ბიჭუნა ავადმყოფობისაგან გახდა, მაგრამ მაინც მძიმე იქნებოდა მისის უელდონის დასუსტებული მკლავებისათვის! ნეტავ სად არიან? რა მოუვიდათ? ეღირსება კი მოხუც გადიას ოდესმე მათი ნახვა? დიკ სენდი თითქმის ქარავნის ბოლოს მოჰყავდათ. |
| 602 |
მგზავრებს სულ ვერ ხედავდა, ვერც - ნანს. გრძელი ქარავნის თავს მხოლოდ მაშინ დაინახავდა ხოლმე, როცა გაივაკებდნენ. იგი ღრმად ჩაფლულიყო მწუხარე ფიქრებში და მხოლოდ ხანდახან თუ გამოაფხიზლებდა მეთვალყურეების ყვირილი. თავის თავზე და დაღლილობაზე არ ფიქრობდა, არც იმ წუთების მოლოდინი აწუხებდა, რომელსაც ალბათ, გარეწარი ნეგორო უმზადებდა მას. |
| 603 |
მისი საფიქრალი და სადარდებელი მხოლოდ მისის უელდონი იყო. იგი ამაოდ ეძებდა მის ნაკვალევს მიწაზე, ეკლიან ბილიკებზე, მოტეხილი ხის მიწაზე გართხმულ ტოტებზე. შეუძლებელი იყო, მისის უელდონი სხვა გზით წაეყვანათ. ეჭვი არ იყო, ისიც კაზონდეში მიჰყავდათ. ოღონდ კი გაეგო, საით წაიყვანეს მისის უელდონი და რას არ მისცემდა დიკ სენდი. |
| 604 |
შეიძლება, აქაური უამრავი მწერი ახმობს ამ ხეებს, ან ჯერ კიდევ ნორჩებს სპილოების ჯოგი გადათელავს ხოლმე. ასეთ ტყეში სიარული არ ჭირდა. რადგან სვლას ბუჩქნარი უფრო აფერხებდა, ვიდრე ხეები. მრავლად იყო შვიდი-რვა ფუტის სიმაღლის ბამბის ბუჩქები, რომლის ბოჭკოებიდან თეთრი და შავზოლებიანი ქსოვილს ამზადებდნენ და აქაურები ტანსაცმლად ხმარობენ. |
| 605 |
ზოგან ნამდვილ ჯუნგლებში ხვდებოდნენ. იგი მთელ ქარავანს ფარავდა. ცხოველთაგან ჟირაფისა და სპილოს თავი თუ გამოჩნდებოდ ხოლმე ხანდახან ლერწმებში. ეს ლერწმები ბამბუკს ჰგავდა. მისი დიამეტრი ერთი დუიმი მაინც იქნებოდა. აგენტებს შესანიშნავად უნდა სცოდნოდათ ეს მხარე, რომ გზა არ აბნეოდათ. ქარავანი ყოველდღე დილაადრინ დაადგებოდა ხოლმე გზას. |
| 606 |
ხსნიდნენ მანიოკას ფუთებს და მომჭირნედ უნაწილებდნენ მონებს. ამას ემატებოდა, ბატატები და ხბოს ან თხის ხორცი. მას ჯარისკაცები სოფლების გავლისას ძარცვა-გლეჯით შოულობდნენ. საშინლად დაღლილ-დაქანცულებს ერთი საათი დაასვენებლად არ ჰყოფნიდათ. წვიმიანი ღამეები ხეირიანი ძილისა და მოსვენების საშუალებას არ იძლეოდა. |
| 607 |
რამდენიმე დღე გრძლად გადაჭიმულ დაბლობზე მივდივართ. იგი ჯერ კიდევ არ გაუშრია მზის სხივებს. ზოგჯერ წყალი წალამდე გვწვდება, მაგრამ გზა მაინც უნდა განაგრძო. ათასობით წრუბელა ტანზე გეკრობა. აქა-იქ წყალში პატარა ამაღლებული ადგილები მოჩანს. მასზე ლოტოსი და პაპირუსი ხარობს, მიწაზე, წყლის ქვეშ, სხვა მცენარეებიც გვხვდება. |
| 608 |
ღამის გასათევი ადგილის პოვნა შეუძლებელია. ამ წყლით დაფარულ დაბლობს დასასრული არ უჩანს. სიარული ღამითაც გვხვდება. დილით ქარავანს ბევრი მონა აკლია სათვალავში! რა უბედურებაა! ეცემიან და აღარც ცდილობენ ადგომას, რაღა საჭიროა! რამდენიმე წუთი წყალში და ყველაფერი დამთავრდება! ჰავილდარის მათრახი სიბნელეში ვეღარ მოგვაგნებს! |
| 609 |
ხანძარს გადარჩენილნი გაქცეულან. მინდვრები დაცლილია. აქაურობა დაურბევიათ. ორასამდე კაცი მოკლულია, მაგრამ ადიოდე მონა ხელთ იგდეს. მოსაღამოვდა. ღამის გასათევად დიდი ხეების ქვეშ დავბანაკდით. ტყის განაპირას მაღალი ბალახი ბუჩქნარივითაა მოდებული. რამდენიმე ტყვემ წუხელ უღელი გატეხა და გაიქცა. ყველანი დაიჭირეს და სასტიკად დასაჯეს. |
| 610 |
ამ დროს ანგოლა ზანგებით გაცხოველებულ ვაჭრობას ეწეოდა. სან-პაოლო-დე-ლუანდასა და ბენგელაში ხელისუფალნი ხელის შეშლას ვერ ახერხებდნენ, რადგან ქარავნები ქვეყნის სიღრმეში შეჰყავდათ. სანაპიროს ბარაკები გაჭედილი იყო ტყვეებით. მონებით დატვირთული რამდენიმე გემი ძლივს ახერხებდა, სანაპიროს მოთვალთვალე გემებს გასხლტომოდა. |
| 611 |
კაზონდეც, ცენტრალური აფრიკის ყველა დიდი ქალაქივით, ორ ნაწილად იყოფა. ერთ ნაწილში არაბ, პორტუგალიელ და ადგილობრივ ვაჭართა უბნებია ბარაკებითურთ, მეორეში - ზანგი მეფის რეზიდენცია. ზანგი გვირგვინოსანი, ჩვეულებრივ, ლოთი და მრიხანეა, იგი შიშით იმორჩილებს მოსახლეობას და იმ შემოსავლით ცხოვრობს, რომელსაც მონათვაჭრები მისთვის იმეტებენ. |
| 612 |
თავის ოფიცრებს და მინისტრებს სულ უბრალო მიზეზის გამო აჭრიდა ცხვირს, ყურებს, ფეხს და ხელს. მეფის სიკვდილს ყველა მოუთმენლად ელოდა და, ალბათ, დიდი სიხარულითაც შეხვდებოდნენ. მთელ კაზონდეში ერთადერთი ადამიანი დაზარალდებოდა მუანი-ლუგას სიკვდილით - მონათვაჭარი ხოზე-ანტონიო-ალვეცი. იგი მშვენივრად შეეთვისა ლოთ მეფეს. |
| 613 |
ისიც, ალბათ, ვაჭრობისათვის შეირქვა. ალვეცი ზანგი იყო, სახელად კენდელე. მას მონათვაჭრიბის სამყაროში კარგად იცნობდნენ. დაიბადა დონდოში, ქვანზის ნაპირას. თავდაპირველად მონათვაჭრის უბრალო აგენტი იყო და ბოლოს სახელგანთქმულ მონათვაჭრად იქცა. ამ ძველ თაღლითსა და გაიძვერას მსოფლიოში უპატიოსნეს ადამიანად მიაჩდა თავი. |
| 614 |
ანდა რა უნდა ეთქვათ! რა საიმედო სიტყვა მოეძებნათ! ბათმა, აქტეონმა და ოსტინმა, ფიზიკურ შრომა შეჩვეულმა ძლიერმა ზანგებმა, კარგად გადაიტანეს დაღლილობა. მოხუცი ტომი კი ტანჯვისაგან ისე იყო დასუსტებული, ფეხზე ძლივსღა იდგა. კიდევ რამდენიმე დღე და მის გვამს ისევ დატოვებდნენ მხეცების შესაჭმელად, როგორც მოხუცი ნანის გვამი დატოვეს. |
| 615 |
დიკ სენდი მოედანზე დატოვეს და ერთი ჰავილდარი მიუჩინეს მეთვალყურედ. როგორც იქნა, იგი კაზონდეში იყო. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მისის უელდონი, პატარა ჯეკი და კუზენ ბენედიქტიც აქ იყვნენ. იგი გულდასმით ათვალიერებდა იქაურობას. დაზვერვა ქუჩის ნაპირას მდგომი ტემბები და თითქმის დაცარიელებული ჩიტოკა. მისის უელდონი არსად ჩანდა! |
| 616 |
ზოგი ისეთი აზარტული მოვაჭრე იყო, რომ კომერციული ნიჭით ბევრად სჯობნიდნენ თეთრკანინან ვაჭრებს. ევროპის უდიდეს ქალაქებში, დიდი ბაზრობის დღეებშიც კი, არაა ამდენი ყაყანი და ამდენი აღებ-მიცემობა. ცივილიზებულ ხალხებში გაყიდვის სურვილი მეტია ყიდვისაზე, აფრიკელი ველურები კი ყიდვა-გაყიდვას ერთნაირი აზარტით ეკიდებიან. |
| 617 |
ვაჭრობა გაჩაღდა. ალვეცის აგენტებს ბაზრის შუაგულში მიჰყავდათ კაცები, ქალები, ბავშვები და სულაც არ აწუხებდათ დედისა და შვილის განშორება. ამ უბედურებს, როგორც ცხოველებს, ისე ექცეოდნენ! ტომი და მისი თანამგზავრები ერთი მყიდველიდან მეორესთან მიჰყავდათ. წინ აგენტი მიუძღოდათ და ხმამაღლა გაჰყვიროდა მათ ფასს. |
| 618 |
შემდეგ შორს გადაისროდნენ ჯოხს და უბრძანებდნენ, მოიტანეო. ამით უნდოდათ გაეგოთ, ზანტები ხომ არ არიანო. ამგვარად ამოწმებდნენ ყველას. ყველა აბარებდა ამ შეურაცხმყოფელ გამოცდას. მონები ძალიან განიცდიდნენ ასეთ მოპყრობას. ყველანი, გარდა ბავშვებისა, რომლებსაც ჯერ კიდევ არაფერი არ ესმოდათ, დამცირებულნი და განადგურებულნი იყვნენ. |
| 619 |
ამ ბაზრობაზე ისინი უკანასკნელად ხედავდნენ ერთმანეთს. მონათვაჭრები სხვადასხვა სქესის მონებს სხვადასხვა მხარეს გზავნიან. კაცების მყიდველი ვაჭრები ქალებს არ ყიდულობენ. ქალებს მუსულმანთა შორის გავრცელებული მრავალცოლიანობის გამო, არაბულ ქვეყნებში გზავნიან და სპილოს ძვალზე ცვლიან. კაცებს კი მძიმე სამუშაოზე იყენებენ. |
| 620 |
ეს განაწილება განშორბის გულისმომკვლელ სცენებს იწვევს, განშორებულნი ისე იხოცებიან, ერთმანეთს ვერასოდეს ვეღარ იხილავენ ხოლმე. ტომი და მისი მგზავრები ამ დღეში იყვნენ. ეს მათ არ აშინებდათ. უჯობდათ კიდეც, რომ მონების ერთსა და იმავე კოლონიაში მოხვედრილიყვნენ - თავისი უფლების აღდგენის რაღაც იმედი მაინც ექნებოდათ. |
| 621 |
ხოლო თუ აფრიკის ცენტრალურ პროვინციაში მოხვდებოდნენ, თავისუფლების დაბრუნების ყოველგვარ იმედზე უნდა აეღოთ ხელი. სწორედ ისე მოხდა, როგორც მათ უნდოდათ. მცირე იმედის სხივი ჩაესახათ გულში, რომ ერთმანეთს არ დაშორებოდნენ. მათ გამო უჯიჯის არმდენიმე მონათვაჭარი წაიკიდნენ კიდეც. ანტონიო-ხოზე ალვეცი სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტდა. |
| 622 |
ალვეცმა დამალა, თუ როგორ იშოვა ისინი. ტომა და მისმა მგზავრებმა კი ენა არ იცოდნენ და პროტესტის გამოთქმა არ შეეძლოთ. ისინი არაბმა ვაჭარმა იყიდა. ეს ვაჭარი ახალშეძენილებს რამდენიმე დღეში ტანგანიკას ტბასთან გადაიყვანდა, სადაც მონების დიდი ქარავანები დადიოდნენ, იქიდან კი ზანზიბარის ფაქტორიებისაკენ გაემართეობდა. |
| 623 |
დღის ოთხი საათი იქნეოდა, როცა მთავარი ქუჩის ბოლოს დოლების ბაგა-ბუგი გაისმა. ამას მოჰყვა ციმბალების და სხვა აფრიკული საკრავების არეული ხმები, ატყდა საშინელი ხმაური. ბაზრის ყოველი კუთხე კიდევ უფრო გამოცოცხლდა. ნახევარი დღის ყვირილმა და ბრძოლამ გაშმაგებული ვაჭრები ვერ მოღალა. მონათა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გასაყიდი იყო. |
| 624 |
მუანი ლუნგა ძველი ტახტრევანით მოაბრზანეს. ერთგულმა მსახურებმა იგი დიდი მოედნის შუაგულში გადმოსვეს. მეფე ორმოცდაათი წლისა თუ იქნებოდა, მაგრამ კაცს ოთხმოცისა ეგონებოდა. იგი დაჩაჩანაკებულ ბებერ გორილას ჩამოჰგავდა. თავზე წითლად შეღებილი ლეოპარდის ბრჭყალებითა და ბღუჯა-ბღუჯა თეთრი ბუმბულით მოკაზმული ტიარას მსგავსი რაღაც ედგა. |
| 625 |
ფეხზე მსახურის ყვითელი გადასაკეცი ჩექმები ეცვა. იგი ალვეცმა ოციოდე წლის წინ აჩუქა. მარცხენა ხელში ვერცხლის ბუნიკიანი დიდი ჯოხი ეპყრა, მარჯვენაში ბუზების საკლავი, რომელსაც მარგალიტებით მოოჭვილი ტარი ჰქონდა. მეფის თავზე ნაირ-ნაირი ფერის ნაჭრებით დაკერებული, არლეკინის შარვლის მსგავსი, ძველი ქოლგა ირხეოდა. |
| 626 |
ჯარისკაცების იარაღი მშვილდი იყო. მისი ტარი ფოჩებით მოერთოთ და ზედ სათადარიგო ლარი შემოეხვიათ. ჰქონდათ აგრეთვე ბასრი დანები, ფართო და გრძელი შუბები და უცნაურად მოჩუქურთმებული ფარები. ჯარისკაცთა სამოსი კი მისი უდიდებულესობის ხაზინას არაფერი უჯდებოდა. მეფის სამხედრო ამალას უკან კარის ჯადოქრები და მუსიკოსები მოსდევდნენ. |
| 627 |
მეფე სიხარულს ძლივს ფარავდა! ცოლები და თანხმლები პირები მის აღტაცებას აღტაცებითვე პასუხობდნენ. მათ ანთებული ცეცხლოვანი წყალი არასოდეს ენახათ და ეგონათ, ალმოდებული წყლის დალევა შეიძლებაო. ალკოჰოლთან ერთად ისინი სისხლის წყურვილსაც მოიკლავდნენ, რომელიც ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი ამ ველურებს. საწყალი დიკ სენდი! |
| 628 |
შესაძლოა ალმოდებული სასმელი უფრო მოსწონდა მეფეს და სასიამოვნოდ შეეღიტინებინა მისი მგრძონობელობას მოკლებული ენისათვის. ამგვარად, ალვეცს საღამოს ჯერ პუნში უნდა მიერთმია, შემდეგ კი თეთრი ადამიანის წამება დაიწყებოდა. ბნელ საკანში ჩაკეტილ დიკ სენდი დღის სინათლეს მხოლოდ მაშინ იხილავდა, როცა დასასჯელად წაიყვანდნენ. |
| 629 |
მოატანინა და შუა მოედანზე დაადგმევინა დიდი სპილენძის ქვაბი, რომელიც დაახლოებით ორას პინტს მაინც იტევდა. ქვაბში ჩაცალეს სპირტიანი კასრები. სპირტი თუმცა ცუდი ხარისხისა იყო, მაგრამ სიმაგრეს ვერ დაუწუნებდით. დარიჩინი, წიწაკა და სხვა სანელებლები არ დაიშურეს, უხვად ჩაყარეს, რომ პუნშისათვის მეტი სიმაგრე მიეცათ. |
| 630 |
იქ მყოფთ სახეზე ლურჯი ალი სცემდათ და მოჩვენებებს ჰგავდნენ. ალკოჰოლის სუნით მთვრალმა ზანგებმა დაიწყეს ყვირილი, ხელების ქნევა, შემდეგ ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელები და კაზონდეს მეფეს წრე შემოარტყეს. ალვეცი რკინის უზარმაზრი კოვზით ურევდა სითხეს. ამ გამხიარულებულ მაიმუნებს მიმქრალი შუქი ანათებდა. მუანი-ლუნგა მიუახლოვდა ალვეცს. |
| 631 |
კაზონდეს მეფემ შემზარავად დაიღრიალა. მეფეს ნავთიანი ბოთლივით მოედო ცეცხლი, რომელიც დიდ ალს არ გამოსცემდა, მაგრამ ძალიან კი სწვავდა. ამის დანახვაზე ველურტა როკვა შეწყდა. მუანი-ლუნგას ერთი მინისტრი თავისი მბრძანებლისკენ გაეშურა, რომ ცეცხლი ჩაექრო, მაგრამ ალკოჰოლით ბატონზე არანაკლებ გაჟღენთილი მინისტრიც აალდა. |
| 632 |
ყველა კარისკაცს იგივე მოელოდა! ალვეცმა და ნეგორომ აღარ იცოდნენ, როგორ ეხსნათ მეფე. ცოლბი გაიქცნენ. კოიმბრაც სწრაფად გაშორდა იქაურობას, რადგან კარგად იცოდა, რომ მასაც იგიევ მოელოდა. მეფე და მინისტრები მიწაზე დაეცნენ. ისინი საშინელი ტკივილებისაგან იკრუნჩხებოდნენ. ალკოჰოლით ასე გაჟღენთილი სხეული სუსტი მოლურჯო ალით იწვსის ხოლმე. |
| 633 |
ხოზე-ანტონიო-ალვეციც თავის სახლში ჩაიკეტა. ეშინოდა, მომხდარი ამბების გამო პასუხისმგებლობა მისთვის არ დაეკისრებინათ. ნეგორომ აუხსნა, თუ რატომ მოხდა ყველაფერი ეს და ურჩია, თვითონაც ფრთხილად ყოფილიყო. მუანი-ლუნგას სიკვდილი რომ მას დაბრალებოდა, ალვეცი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებოდა და დიდი ზარალიც მოუვიდოდა. |
| 634 |
მანიტუმ თავისი რჩეული, მუანი-ლუნგა, ასეთი სიკვდილით რომ მოკლა, მოწყალება მოიღოო. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომელთაც ღვთაებრივი ძალა სწამდათ, დაიჯერეს ეს მოჩმახული ამბავი. ახლა მათ ისღა დარჩენოდათ, რომ საკადრისი პატივი ეცათ მუანი-ლუნგასათვის და ისე დაესაფლავებინათ, როგორც ღვთის სწორ კაცს შეეფერებოდა. |
| 635 |
დაკრძალვა თავისი ცერემონიით კარგი საბაბი იყო ნეგოროსათვის, რომ დიკ სენდზე ჯავრი ეყარა. თუ რა უზომო სისხლი უნდა დაღვრილიყო მუანი-ლუნგას სიკვდილის გამო, ამის წარმოდგენაც კი ძნელია. ცენტრალური აფრიკის მოგზაურთ, მათ შორის კამერონს, ასეთ ამბებზე ცნობები რომ არ მოეწოდებინა, მათი დაჯერება შეუძლებელი იქნებოდა. |
| 636 |
იგი მაშინვე შეუდგა დაკრძალვის ცერემონიალისათვის სამზადისს. თავი მბრძანებლად გამოაცხადა და მეფის ტახტის პრეტენდენტები ჩამოიცილას. მათ შორის იყო ოუკუსუს მეფე, რომელიც ცდილობდა კაზონდეს მბრძანებელი გამხდარიყო. ამასთან, მუანას, როგორც დედოფალს, ასცდა ის მწარე ხვედრი, რომელიც გარდაცვლილი მეფის სხვა ცოლებს ელოდათ. |
| 637 |
მათ ხომ ბევრი უსიამოვნება მიაყენეს ასაკით უფროს დედოფალს! ეს ნაბიჯი ამ როკაპისათვის სავსებით შესაფერი იყო! მან ბრძანა ბუკისა და მარიმების დაკვრა და გამოაცხადებინა: გარდაცვლილი მეფის დაკრძალვა შედგება მეორე დღეს, საღამოს, ყველა ადათ-წესის აღსრულებითო. არც სამეფო კარს და არც მოსახლეობას არავითრი პროტესტი არ გამოუთქვამს. |
| 638 |
ალვეცსა და სხვა მონათვაჭრებს დედოფალი მუანას ტახტზე ასვლა არ აშინებდათ. კარგად იცოდნენ, რომ საჩუქრებითა და პირფერობით ადვილად შეძლებდნენ დედოფლის გულის მონადირებას და თავისი გავლენის ქვეშ მოქცევას. მეფის მემკვიდრის საკითხი ასე იოლად გადაწყდა. შიშის ზარი მხოლოდ ჰარამხანაში სუფევდა, რაც უსაფუძვლო როდი იყო. |
| 639 |
კაზონდეს დიდ ქუჩას ჩამოუდიოდა მჩქეფარე მდინარე, კუანგოს შესართავი. მისთვის კალაპოტი უნდა ეცვალათ და მეფისათვის საფლავი მდინარის ძირში გაეთხარათ. მოსახლეობა შეუდგა კაშხალის აგებას, რომელიც მდინარეს კაზონდეს დაბლობისაკენ გააკვლევინებდა გზას. დაკარძალვის შემდეგ კაშხალი უნდა დანგრეულიყო, მდინრე კი ძველ კალაპოტს დაუბრუნდებოდა. |
| 640 |
გაკოჭილი ახალგაზრდა მეზღვაური მიწაზე ეგდო. თოკები პირდაპირ ხორცში ჩასჭდეოდა. მთელი დღე-ღამის უჭმელს და ამდენი უბედურებისა და გაჭირვებისაგან დასუსტებულს გვერდზე გადაბრუნების ძალაც კი აღარ ჰქონდა. იგი მოუთმენლად ელოდა სიკვდილს. მზად იყო უსასტიკესი სიკვდილის შესახვედრადაც კი, ოღონდ ამ საშინელ ტანჯვა-წამებას ბოლო მოღებოდა. |
| 641 |
მსხვერპლის მოკვლით ყველაფერი დამთავრდებოდა. დიკ სენდი გადაურჩებოდა ოცდაოთხსაათიან წამებს. ნეგორო გასწორდა. რამდენიმე სიტყვა გადაუგდო ჰავილდარს, უბრძანა მკაცრად ედევნებინა ტყვისათვის თვალყური და ბარაკიდან გავიდა. ამ სცენამ სასოწარკვეთის ნაცვლად მხნეობა შემატა დიკ სენდს. იგი თითქოს გამოცოცხლდა, ძალები მოემატა. |
| 642 |
ნეტავ, ნეგოროს ნჯღრვამ თოკები ხომ არ მოუშვა? რა საშინლად იყო გაკოჭილი, იოტისოდენა შერხევაც კი შეუძლებელი იყო! უთუოდ! ალბათ, ესაა მიზეზი, რომ დიკ სენდმა ხელ-ფეხში რაღაც შვება იგრძნო. იქნებ დიდი ძალდატანება არც კია საჭირო ხელების გასათავისუფლებლად? ამ დახშულ საპყრობილეში ტვისათვის ეს ხომ წამების ოდნავ შემსუბუქება იქნებოდა. |
| 643 |
მას თითქმის ორი საათი ეძინა. როცა გაიღვიძა, დასვენებული იყო და თავს მხნედ გრძნობდა. ერთი ხელი თოკებიდან გამოაძრო. იგი ოდნავ დამცხრალიყო. მისი გაჭიმვა და მოხრა უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა. შუაღამე გადავიდა. ჰავილდარს არყიანი ბოთლი მაგრად ჩაებღუჯა და ღრმად ეძინა. ველურს უკანასკნელ წვეთამდე გამოეწრუპა სასმელი. |
| 644 |
კარს ქვემოთ თათი გამოჩნდა. დიკ სენდმა ხელი სტაცა. მან იცნო დინგოს თათი. თუ ბარათი მოიტანა, ყელზე ექნება შებმული. ნატავ თუ შეიძლება ხვრელის გაფართოება ისე, რომ დინგომ თავი შემოყოს? უნდა სცადოს! როგორც კი დიკ სენდი ფრჩხილებით მიწის ფხოჭნას შეუდგა, მოედანზე მაშინვე ძაღლების ყეფა გაისმა. იქაურმა ძაღლებმა გეში აიღეს. |
| 645 |
ტანსაცმლით. ხომ გახსოვთ, რა ძვირფასიც იყო ეს ძველმანები! არც კუზენი ბენედიქტის სათვალე დავიწყებიათ. იყო რაღაც საზარელი და თანაც სასაცილო ამ რიტუალში. მეფის დაკრძალვა ღამით, ჩირაღდნების შუქზე უნდა მომხდარიყო. ყველა, ადგილობრივი მცხოვრებიცა და ამ დროს კაზონდეში მყოფნიც, ამ ცერემონიალს აუცილებლად უნდა დასწრებოდა. |
| 646 |
საღამოს ჩიტოკადან გრძელი პროცესია გაემართა მეფის დასაკრძალავი ადგილისაკენ. პროცესია მთავარი ქუჩით მიდიოდა. დაიწყო სამგლოვიარო ცეკვები. გაისმა მისნების ღმუილი, საკრავების ბრახაბრუხი და ძველი მუშკეტების სროლა. ხოზე-ანტონიო ალვეცი, კოიმბრა, ნეგორო, არაბი მონათვაჭრები და ჰავილდარები მოსახლეობის გრძელ რიგებს შეუერთდნენ. |
| 647 |
დედოფალმა მუანამ მათ უბრძანა, ბაზრობის დამთავრებამდე კაზონდედან ფეხი არ გაედგათ, და ვაჭრებისაგან დიდი გაუფრთხილებლობა იქნებოდა, ამ ბრძანებას არ დამორჩილებოდნენ. მეფის ფიტულს ტახტრევანით მიასვენებდნენ პროცესისის ბოლო რიგებში. იგი გარშემორტყმული იყო მეორე რანგის ცოლებით, რომელთაგან ზოგი იმ ქვეყნადაც თან უნდა ხლებოდა მეფეს. |
| 648 |
მაგრამ კაშხალის დანგრევის ჟამი ჯერ არ დამდგარიყო. დედოფლის ნიშანზე მეოთხე ცოლს, რომელიც მეფის ფეხებთან იწვა, ჯალათმა ყელი გამოსჭრა და სისხლი საფლავში ჩაღვარა. დაიწყო შემზარავი ხოცვა-ჟლეტა. ორმოცდაათ მონა ქალს შეუბრალებლად გამოჭრეს ყელი. ნახევარი საათის განმავლობაში ისმოდა განწირულთა ყვირილი. იგი დამსწრეთა ღრიანცელს ერთვოდა. |
| 649 |
მაგრამ ამ ღრიანცელში ამაოდ დაუწყებდით ძებნას სიბრალულს, ზიზღის გამომხატველ შეძახილებს. დედოდფალმა კვლავ მისცა ნიშანი და კაშხალი ნელ-ნელა გაიხსნა. ეს იყო უმკაცრესი წამების სურათი. იმის ნაცვლად, რომ მთლიანად გაერღვიათ ჯებირები და მდინარეს ერთბაშად გადმოეხეთქა, ისინი ნელ-ნელა უშვებდნენ წყალს. ეს იყო საზარელი ნელი სიკვდილი. |
| 650 |
მოჩანდა დიკ სენდიც. მას წყალი მუხლამდე ჰფარავდა. იგი უკანასკნელ ძალას იკრებდა თა თოკების დაწყვეტას ცდილობდა. წყლის დონე თანდათან მატულობდა. აი, მან მსხვერპლთა თავებიც დაფარა. მდინარემ თავისი ძველი კალაპოტი მონახა და ახლა აღარაფერი მიგვანიშნებდა იმას, რომ მის ფსკერზე გათხრილ სამარესთან კაზონდეს მეფეს ათასობით მსხვერპლი შესწირეს. |
| 651 |
გზა ქვანზიდან კაზონდემდე სწრაფად და დაუღლელად გალიეს. კუზენი ბენედიქტი მხნედ მიაბიჯებდა. იგი ბედს არ უჩიოდა. რადგან არავინ უშლიდა აქეთ-იქით სირბილს. პატარა ჯგუფი კაზონდეში იბნ ჰამისის ქარავანზე რვა დღით ადრე ჩავიდა. მისის უელდონი ჯეკთან და კუზენ ბენედიქტთან ერთად ალვეცის ფაქტორიაში მოათავსეს. პატარა ჯეკი ახლა გაცილებით უკეთ იყო. |
| 652 |
არ იცოდა, რომ ტომი და მისი მგზავრები უჯიჯელ მონათვაჭარს მიჰყიდეს, რომ ისინი მალე გაემგზავრებოდნენ აქედან. არ იცოდა არც ჰერისისა და არც მუანი ლუნგას სიკვდილი, არც მეფის დაკრძალვა, რომლის მრავალრიცხოვან მსხვერპლს დიკ სენდიც შეუერთეს. უბედური ქალი მარტოდმარტო იყო ჩავარდნილი მონათვაჭრებისა და ნეგოროს ხელში. |
| 653 |
ჰერისსა და ნეგოროს ქვანზიდან კაზონდემდე ერთი სიტყვაც არ უთქვამთ მისთვის. რაც აქ ჩამოვიდნენ, მათთვის თვალიც კი არ მოუკრავს. თვითონ კი მონათვაჭრის სამფლობელოზე გარშემორტყმული ღობის იქით, ერთ ნაბიჯის გადადგმის უფლებაც არ ჰქონდა. იმს ხომ თქმა აღარ უნდა, რომ მისის უელდონს კუზენი ბენედიქტის დახმარების არავითარი იმედი არ უნდა ჰქონოდა. |
| 654 |
მან მართლაც აღმოაჩინა რამდენიმე მწერი და კინაღამ თვალები დაითხარა, იმდენხანს ათვალიერა. მეცნიერმა, როგორც იქნა, თავისი კოლექცია შეავსო და აფრიკის ენტომოლგიის საკითხებზე დასამუშავებელი შრომის გეგმა მოხაზა. ახლა მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, ერთი ახალი მწერი მაინც აღმოეჩინა, რომ მისთვის აღმომჩენის სახელი მიეცა. |
| 655 |
ალვეცის სამფლობელო კუზენი ბენედიქტის მეცნიერული გასეირნებისათვის საკმაოდ ფართო იყო. პატარა ჯეკს კი აქაურობა უზარმაზარი ეჩვენებოდა. შეეძლო თავისუფლად ერბინა, მაგრამ სხვა თავისტოლა ბიჭების მსგავსად როდი ერთობოდა. იგი იშვიათად შორდებოდა დედას. მისის უელდონს ბავშვის მარტო დატოვება ეშინოდა, რადგან მუდამ რაღაც საფრთხის მოლოდინში იყო. |
| 656 |
ბავშვი კითხულობდა მოხუც ნანს, თავის მეგობარ ჰერკულესს, ბათს, ოსტინს, აქტეონს და დინგოს, რომელმაც იგი მიატოვა. ძალიან უნდოდა თავისი მეგობრის, დიკ სენდის ნახვა. მის ათასნაირ კითხვებზე მისის უელდონმა აღარ იცოდა, რა ეპასუხა, ჩაიკვრავდა ხოლმე გულში და კოცნიდა, თან თავს ძლივს იკავებდა, რომ ბავშვთან არა ატირებულიყო. |
| 657 |
ქვანზიდან კაზონდემდე გადასვლისას მისის უელდონს ცუდად როდი ექცეოდნენ. როგორც ატყობდა, მისდამი დამოკიდებულება არც ალვეცის სამფლობელოში შეიცვლებოდა. ფაქტორიაში მხოლოდ ის მონები იყვნენ, რომლებიც მონათვაჭარს ემსხურებოდნენ. გასაყიდი მონები კი ჩიტოკას ბარაკებში ჰყავდათ ჩამწყვდეული და იქიდანვე ყიდულობდნენ მათ ვაჭრები. |
| 658 |
მათი საკვები იყო ცხვრის ან თხის ხორცი, ბოსტნეული, მანიოკა, სორგო, აქაური ხილი. საჭმელი სავსებით საკმარისი იყო. მისის უელდონს ახალგაზრდა მონა ქალი, ჰალიმა ემსახურებოდა. იგი თავისებური გულწრფელი სიყვარულითა და პატივისცემით ეკიდებოდა ქალს. ტყვეებს მონათვაჭრის მსახურებთან მცირეოდენი ურთიერთობაც კი ეკრძალებოდათ. |
| 659 |
ადამიანის სხეულით მოვაჭრეები თავის საქმეებზე მსჯელობდნენ. ისინი შეშფოთებულნი იყვნენ ინგლისელთა მოქმედებით. ინგლისელი ხელისუფალნი ცდილობდნენ მონათვაჭრობის ჩახშობას არა მარტო ქვეყნის გარეთ, სანაპიროზე კრეისერების მეთვალყურეობის შემოღებით, არამედ კონტინენტის შიგნითაც - მისიონერებისა და მოგზაურების შეგზავნით. |
| 660 |
კამერონისა და სტენლის ამ გამოკვლევებზე ალვეცმა და მეტისმა ვაჭარმა, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არაფერი იცოდნენ. მაგრამ რაც მათ თქვეს და რაც მისის უელდონმა გაიგონა, ისიც კმაროდა იმისათვის, რომ იგი ნეგოროს მოთხოვნებს არ დამორჩილებოდა. შეიძლებოდა დოქტორი ლივინგსტონი კაზონდეში ჩამოსულიყო. იგი აქ თავისი ამალით ჩამოვიდოდა. |
| 661 |
უელდონ კაზონდეში კი არ ჩამოვიდოდა, არამედ მოსამედესში, ანგოლას სამხრეთით მდებარე პატარა პორტში, სადაც ხშირად შედიან მონებით მოვაჭრე გემები. ამ პორტს ნეგორო კარგად იცნობდა. პორტუგალიელს იქ უნდა ჩამოეყვანა ჯეიმს უელდონი. დათქმულ დროზე ალვეცის აგენტები იქ ჩაიყვანდნენ მისის უელდონს, ჯეკსა და კუზენ ბენედიქტრს. |
| 662 |
ნეგორო, რომელიც მეგობრისა და კეთილმოსურნის როლს ითამაშებდა, გემის მოსვლის შემდეგ მიიმალებოდა. მისის უელდონმა მეტად მნიშვნელოვანი რამ დაათმობინა ნეგოროს. მან ააცდინა თავის მეუღლეს კაზონდემდე მოგზაურობის საფრთხე. შეიძლება გამოსასყიდის გადახდის შემდეგ იგი მაინც დაეკავებინათ, ათასგვარი სიძნელე იყო მოსალოდნელი უკან დაბრუნების დროსაც. |
| 663 |
ის ექვსი მილი კი რომელიც კაზონდეს და მოსამედესს შორის იყო, მისის უელდონისათვის არ იქნებოდა ძნელი გასავლელი, თუ იმავე პირობებში იმგზავრებდნენ, როგორც ქვანზიდან კაზონდემდე იმგზავრეს. მისის უელდონი მაინცდამაინც არ დაიღლებოდა. ამასთან, ალეციც დაინტერესებული იქნებოდა, ტყვეები ჯანმთელი და უვნებელი ჩაებარებინა პატრონისათვის. |
| 664 |
მამაკაცები კი ამ დროს ეწევიან თუთუნს, ჰაშიშს, ნადირობენ სპილოებზე ან კამეჩებზე, მიექირავებიან ხოლმე მონათვაჭრებს სოფლების დასარბევად. სიმინდის მოსავლის აღებასაც და მონათა მოპოვებასაც თავისი სეზონი აქვს. ამ მრავალგვარი საქმიანობიდან მისის უელდონი მხოლოდ იმას იცნობდა, რომელსაც ქალები ალვეცის ფაქტორიასი ეწეოდნენ. |
| 665 |
რასობრივი ინსტიქტი ამ უბედურებს სიძულვილით აღავსებდათ თეთრი ადამიანის მიმართ. მათში ტყვე ქალისადმი სიბრალულის ნატამალიც არ იყო. მონათაგან მხოლო ჰალმას ებრალებოდა თეთრი ქალბატონი. მისის უელდონმა ადგილობრივ მცხოვრებთა ენიდან ისწავლა რამდენიმე სიტყვა და გაჭირვებით ახერხებდა ახალგაზრდა მნა ქალთან გამოსაუბრებას. |
| 666 |
ექვსი თათის ფათური კანზე, ყოველ წუთს კბენის მოლოდინი და მაინც გაუნძრევლად ჯდომა ნამდვილი გმირობა იყო, არა მგონია, კუზენ ბენედიქტზე მტკიცე ნებისყოფა ჰქონოდა იმ სპარტანელს, თავის გულმკერდს რომ აგლეჯინებდა მელიას; ან რომაელს, რომელსაც ხელთ ეპყრა გავარვარებული მუგუზალები. იგი უთუოდ ამ გმირების შთამომავალი იყო. |
| 667 |
იგი წამით ცხვირის იმ ჩაღრმავებულ ადგილზე შეჩერდა, რომელიც ოპტიკური ინსტრუმენტის განუწყვეტელი ტარებით ჰქონდა წარმოქმნილი, მერე გზა განაგრძო და სწორედ ცხვირის წვერთან შედგა. მწერმა საუკეთესო მდგომარობა აირჩია. კუზენმა ბენედიქტმა თვალები დააელმა და მწერი ისე გამოჩნდა, როგორც გამადიდებელ შუშაში ჩანს ხოლმე. |
| 668 |
ცხვირის წვერზე გეჯდეთ ბზუილების რაზმის წარმომადგენელი, ხორკლიანი მატიკორა, რომელსაც ფართო, ფარფარა ზედაფრთები აქვს; კოლექციების ეს უიშვიეთესი ნიმუში, მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში რომ გვხვდება და აღტაების შეძახილი არ აღმოგხდეთ, შეუძლებელია. ეს ადამიანის ყოველგვარ ძალას აღემატება! საუბედუროდ, მანტიკორამ ეს შეძახილი გაიგონა. |
| 669 |
აღარაფერი გაეგებოდა, რას ჩადიოდა. ყველგან დაკარგული ძვირფასი მწერი ელანდებოდა. ვეება ობობასავით იქნევდა ხელებს. სად მიდიოდა, როგორ უნდა მობრუნებულიყო უკან, აზრადაც არ მოსდიოდა. ასე გაიარა მან ერთი მილი. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო, რომ ადგილობრივ მცხოვრებს გადაჰყროდა, ან რომელიმე მხეცის მსხვერპლი გამხდარიყო. |
| 670 |
მიუხედავად ყველაფრისა, კუზენი ბენედიქტი ხოზე-ანტონიო ალვეცის ფაქტორიაში აღარ იყო! მისის უელდონი, პატარა ჯეკი და მონა ქალი ჰალიმა მთელი დღე გულმოდგინედ ეძებდნენ კუზენ ბენედიქტს, მაგრამ ამაოდ. მისის უელდონს საზარელმა ეჭვმა გაჰკრა, ხომ არ წაიყვანეს იგი მონათვაჭრის ბრძანებით? ასეთი საქციელი ქალისათვის სრულიად გაუგებარი იყო! |
| 671 |
რატომ უნდა მოქცეულიყო ალვეცი ასე? სად წაიყვანა ტყვე? დიდი მოედნის რომელიმე ბარაკში ხომ არ ჩააგდო? რატომ უნდა ჩაედინა ასეთი რამ იმ შეთანხმების შემდეგ, რაც მისის უელდონსა და ნეგოროს შორის დაიდო. კუზენი ბენედიქტი ხომ იმ ტყვეთა რიცხვში შედიოდა, მონათვაჭარს მოსამედესში რომ უნდა ჩაეყვანა, გადაეცა ჯეიმს ვ. |
| 672 |
მგამგა ექვსი ფუტის სიმაღლის ჩასხმული, მხარბეჭიანი ძალზე ღონიერი ზანგი იყო. მისმა გარეგნობამ ბრბოზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვეულებრივ, სამი, ოთხი ან ხუთი ჯადოქარი შეერთდება ხოლმე და ისე დადიან სოფელ-სოფელ. მათ თან უამრავი დამხმარეები და მსახურები ახლავთ. ეს მგანგა კი მარტო იყო. მკერდი თეთრი თიხის ზოლებით ჰქონდა აჭრელებული. |
| 673 |
ბალახებისაგან მოქსოვილი ფართო ქვედატანის გრძელ ბოლოზე არც ერთი მოდის მიმდევარი ქალი უარს არ იტყოდა. ყელზე ჩიტის თავის ქალების ყელსაბამი ეკეთა, თავზე მძივებით მოოჭვილი, ფრთებიანი ტყავის ჩაჩი ეხურა. თეძოებზე ტყავის ქამარი შემოეკრა, რომელზედაც ასობით პატარა ზარი კონწიალობდა დ უფრო მეტად ხმაურობდა, ვიდრე ესპანური ჯორის აღკაზმულობა. |
| 674 |
ამ ნაკლმა კიდევ უფრო აამაღლა იგი ხალხის თვალში. იგი მხოლოდ გაურკვეველ ხორხისმიერ, დაბალ, გრძელ ბგერებს გამოსცემდა. მგანგამ როკვით შემოუარა მთელ მოედანს. ქამარზე ასხმული ზარბი და ზანზალაკები გამაყრუებლად უჟღარუნობდა. ბრბო ფეხდაფეხ დასდევდა და მის მოძრაობებს იმეორებდა. გეგონებოდათ, მაიმუნების ჯოგი თავის გიგანტ ბელადს ასდევნებიაო. |
| 675 |
მგანგამ თავი მიწამდე დახარა. შემდეგ აიწია, თავის ჩასხმული ტანი აღმართა და ხელები ზეცისაკენ აღაპყრო. იქ სწრაფად მიცურავდნენ ღრუბლების ნაფლეთები. მისანმა მათზე მიუთითა. სხეულის ძლიერი მოძრაობით გამოხატა მათი წასვლა დასავლეთისაკენ და აღმოსავლეთისაკენ ისევ მობრუნება. ამით მიახვედრა, რომ ღრუბლების შეჩერება არავითარ ძალას არ შეუძლია! |
| 676 |
ცრუმორწმუნე მუანა აღტაცებას ვერ ფარავდა, როცა ამ დიდი მსახიობის თამაშს უყურებდა. თავს ვერ იკავებდა, დროდადრო რაღაცას წარმოიყვირებდა ხოლმე და მისანის მსგავსად ისიც იმანჭებოდა და იგრიხებოდა. ასევე იქცეოდნენ კარისკაცები და ხალხი. დედოფლისა და მუნჯის ხორხისმიერი ბგერები ხალხის სიმღებში, ყვირილსა და ღრიანცელში ინთქმებოდა. |
| 677 |
შეწყდა ღრულბების სვლა ჰორიზონტზე? გამოჩნდა ტროპიკული მზე? გადაიწმინდა ზეცა? არა! სწორედ მაშინ, როცა დედოფალს და მთელ ხალხს ეგონა, რომ ბოროტი სულები განდევნეს, ოდნავ განათებული ცა საშინლად მოიკუპრა, ატყა ჭექა-ქუხილი და წვიმის მსხვილი წვეთები ტყაპატყუპით დაეცა მიწაზე. ხალხი განრისხდა, ისინი უნდობლად უცქეროდნენ მისანს. |
| 678 |
მგანგას ალყა შემოარტყეს, მუქარით აღიმართნენ მუშტები და მას ცუდი დღე მოელოდა, რომ უეცარ შემთვევას მტრული დამოკიდებულება სხვა მიმართულებით არ წარემართა. მგანგამ, რომელიც მთელი თავით მაღალი იყო ამ მოღრიალე ბრბოზე, უეცრად ხელი გაიშვირა და რაღაცაზე მიუთითა. ეს ჟესტი ისეთ კატეგორიულ ბრძანებას გამოხატავდა, რომ ყველა იქით მიბრუნდა. |
| 679 |
ბრბო მიუხვდა მგანგას. დედოფალმა მუანამ მუქარით შეხედა მისის უელდონს და მრისხანედ გაიშვირა ხელი მათკენ. აღრიალებული ბრბო ქალისაკენ გაეშურა. მისის უელდონი იხვდა, რომ აღსასრულის ჟამი დადგა. მან მაგრად ჩაიხუტა შვლი და აგზნებული ბრბოს წინაშე ქანდაკებასავით გაქვავდა. მგანგაც გაემართა მათკენ. ბრბომ გზა უტია მისანს. |
| 680 |
მისანმა აიყვანა უბედური დედა და თავის ბავშვთან ერთად წაიყვანა. აღელვებულმა ბრბომ უკან დაიხია და გზა უტია მათ. ალვეცის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. მან დაკარგა ერთი ტყვე. ახლა კი ხელიდან ეცლება ეს ორი მძევალი, მათი მოვლა-პატრონობა ხომ ალვეცმა იკისრა. ამ მძევლებთან ერთად იკარგებოდა მოგების დიდი წილი, ნეგორო რომ შეჰპირდა. |
| 681 |
ამასთანავე, ეს მწვანე სახურავი მცხუნვარე მზის სხივებსაგან იფარავდა მგზავრებს. მგზავრობით არ დიღლებოდნენ, მაგრამ საფრთხე მანც მოსალოდნელი იყო. ეტყობოდა, ჩვენს მგზავრებს წინ გრძელი გზა ედოთ. აუცილებელი იყო, ყოველდღე ეზრუნათ საკვებზე. თუ თევზი საკმარისი არ იქნებოდა, უნდა ენადირათ. დიკ სენდს მხოლოდ თოფი ჰქონდა. |
| 682 |
პირველ ორ დღეს მისის უელდონი და მისი მგზავრები იმით იკვებებოდნენ, რაც ჰერკულესმა მოიმარაგა გამგზავრებამდე. დიკ სენდი ნავს მხოლოდ ღამით აჩერებდა ხოლმე რამდენიმე საათით, მაგრამ თუ საკვების შოვნა არ სჭირდებოდა, ნაპირზე არ გადადიოდა. პირველ დღეებში ღირშესანშნავი არაფარი მომხდარა. მდინარის სიგანე ას ორმოცდათი ფუტი იქნებოდა. |
| 683 |
მგზნებარე მეცნიერი ისე ბედნიერი იყო, რომ სულ გადაავიწყდა გადატანილი გასაჭირიც და მომავალში მოსალოდნელი საფრთხეც. მისის უელდონი და დიკ სენდი მხურვალედ ულოცავდნენ მას. ნავი კი მიცურვდა. ღამის მყუდროებას ნიანგების ქერცლის ხმაური და ჰიპოპოტამების ქშენა არღვევდა. ისინი ნაპირზე ანცობდნენ. მთვარე ხის კენწროებს ჩამოეკიდა. |
| 684 |
დიკ სენდმა თავი შეიკავა და არ განძრეულა. მან იცოდა, რომ ამით შეიძლებოდა თავი გადაერჩინა. იგი არც კი ცდილა თოფის გატენას და გაქცევას. ლომი კატისებური წითელი, ამღვრეული თვალებით მისჩერებოდა მას და ვერ გადაეწყვიტა, რომელი მსხვერპლი აერჩია, ის, რომელიც მის ბრჭყალებქვეშ ფართხალებდა, თუ ის, გაქვავებული რომ იდგა. |
| 685 |
სამჯერ თუ ოთხჯერ მდელოზე, ცხელ ნაცარში იპოვა დამიანის ნახევრად დამწვარი ძვლები, საზარელი ნადიმის უტყუარი საბუთი. ზემო კაზონდეს ეს კაციჭამიები, შემთხვევით შეიძლებოდა, ნაპირთან სწორედ მაშინ მოსულიყვნენ, როცა დიკ სენდი იქ იმყოფებოდა. ამიტომ იგი ფრთხილობდა და მხოლოდ გარდაუვალი საჭიროების დროს გადადიოდა ნაპირზე. |
| 686 |
ენთო. ისმოდა ყმუილისებური სიმღერა. თუ ველურებს ხიმიჯებს შუა ბადე ექნებოდათ გაჭიმული, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, მაშინ ნავი ბადეში გაეხვეოდა და სანამ მას თავს დააღწევდა, განგაში ატყდებოდა. ნავის ცხვირთან მდგარი დიკ სენდი ხმადაბლა იძლეოდა მითითებებს, რომ გვერდი აექციათ და ამ დაფოტრილ ნაგებობებს არ დასჯახებოდნენ. |
| 687 |
ამ ღრიანცელიდან რაიმეს გაგება შეუძლებელი იყო. ნავში სამარისებური სიჩუმე იდგა. ისმოდა მხოლოდ დიკ სენდის ჩურჩულით გაცემული ბრძანება, ყველა გაქვავებულიყო. არავინ იძროდა, მხოლოდ ჰერკულესი უსვამდა მარჯვენა ხელით ნიჩაბს, დროდადრო დინგოს ყრუ ღრენა გაისმოდა. პატარა ჯეკი ძაღლს ყბებზე ხელს უჭერდა, რომ გაეჩუმებინა. |
| 688 |
ნადირობაც აღარაფერს იძლეოდა. აღარც ცხენ-ირემთა რემა, ანტილოპეი, პოკუ და სხვა ცხოველები იყვნენ ამ უდაბნოში, მათთან ერთად გაქრნენ მტაცებელი ცხოველებიც. ღამღამობით აღარ ისმოდა ლომების ჩვეული ღრიალი. სიჩუმეს მხოლოდ ბაყაყების ყიყინი არღვევდა, რომელსაც კამერონი დამოქლონებისა და ბურღვის იმ ხმებს ადარებდა, გემსაშენზე რომ გაისმის ხოლმე. |
| 689 |
მდინარის ორივე ნაპირზე ბრტყელი, შიშველი დაბლობები გადაჭიმულიყო, რომელთაც აღმოსავლეთით და დასავლეთით ბორცვები ესაზღვრებოდა. დაბლობზე უხვად ხარობდა რძიანა, რომელიც საჭმელად გამოუსადეგარი ზეთს იძლევა. იმ ჯიშის რძიანა კი, რომლისგანაც კასავას - მანიოკას ფქილს იღებენ, არსად ჩანდა. საკვების მომარაგება აუცილებელი იყო. |
| 690 |
მაგრამ ეს უკვე საჭირო აღარ იყო. პორტუგალიელს სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. თითქოს განგების ძალამ დასაჯაო, იგი სწორედ იქ მოკვდა, სადაც ბოროტმოქმედებაჰქონდა ჩადენილი! ერთგული ძაღლი სასიკვდილოდ იყო დაჭრილი. მან ძლივს მიათრია წელი ქოხამდე და სწორედ იმ ადგილზე დალია სული, სადაც იმ გარეწარმა სამეუელ ვერნონი მოკლა. |
| 691 |
ჰერკულესმა ღრმად ჩაფლა მოგზაურის ძვლები მიწაში. ყველამ გულისტკივილით გამოიტირა დინგო და ისიც თავისი პატრონის გვერდით დამარხეს. ნეგორო ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ კაზონდედან გამოყოლილები შორს არ იქნებოდნენ. ისინი ცხადია, დაუწყებდნენ ძებნას ნეგოროს, როცა იგი მდინარის ნაპირძე აღარ დაბრუნდებოდა. ეს მგზავრებისათვის ძალზე სახიფათო იყო. |
| 692 |
პაპირუსებში ჩამალული მისის უელდონი და ჰერკულესი მას თვალს არ აშორებდნენ. ნავმა მალე მიაღწია მდინარის შუაგულს. თუმცა დინება აქ ძლიერი არ ჩანდა, მაგრამ ჩანჩქერის გამო ცოტა აჩქარებული მაინც იყო. წყლის ზვიადი ღრიალი იქაურობას აყურებდა და დასავლეთის ქარის მოტანილი შხეფები ახალგაზრდა მეზღვაურამდე აღწევდა. |
| 693 |
ნავი მდინარის დინებამ გაიტაცა. იგი სწრაფად მიცურავდა და სულ მალე ასი ფუტით იყო დაშორებული ჩანჩქრიდან. მისის უელდონი და ჰერკულესი ყველაფერს მიხვდნენ - დიკ სენდმა გასწირა თავი და ველურებიც თან გაიყოლა! პატარა ჯეკი და დედამისი მუხლმოდრეკილი იდგნენ ნაპირზე და უკანასკნელ შენდობას უთვლიდნენ. ჰერკულესმა უსასოოდ გაიწვდინა მისკენ ხელი! |
| 694 |
დიკ სენდი ცდილობდა, მშვიდად შეხვედროდა სიკვდილს. უეცრად თავში გაუელვა, რომ გადაბრუნებულ ნავს შეიძლებოდა გადაერჩინა იგი. ჩანჩქერში ჩავარდნისას ორი რამ იყო საშიში: დახრჩობა, ან ჰაერით გაგუდვა. გადაბრუნებული ნავი კი ყუთივით დაიცავდა მას წყლისა და ჰარისაგან. ასე ნიაგარას ჩანჩქერშიაც კი შეიძლებოდა თავის დაცვა. |
| 695 |
თხუთმეტი წუთის შემდეგ მან მარცხენა ნაპირს მიაღწია და იპოვა მისის უელდონი, ჯეკი და კუზენი ბენედიქტი, რომელნიც ჰერკულესს წამოეყვანა. კაციჭამიები აქაფებულ წყალში აღარ ჩანდნენ. ისინი ალბათ მანამდე დაიხოცნენ, სანამ უფსკრულამდე ჩამოაღწევდნენ. ახლა კი მათი სხეულები იმ წვეტიანმა ქვებმა დაფლითა, რომელზედაც ჩანჩქერის წყალი იმსხვრეოდა. |
| 696 |
უელდონის ერთ-ერთი გემის კაპიტანი გადა. აი, მუყაითობითა და გულმოდგინებით რას მიაღწია სენდი-ჰუკის ქვიშიან ნახევარკუნძულზე ნაპოვნმა პატარა, ობოლმა ბიჭუნამ! მიუხედავად იმისა, რომ დიკი ძალზე ახალგაზრდა იყო, უსაზღვრო პატივისცემით სარგებლობდა, თუმცა თავისი მოკრძალებულობისა და თავმდაბლობის გამო ამას არც კი იმჩნევდა. |
| 697 |
მისი უმძიმესი განსაცდელის თანაზიარნი? ჯეიმს ვ. უელდონიც, დიკ სენდიც და ჰერკულესიც მზად იყვნენ შეეძრათ ცა და ხმელეთი, ოღონდ მათი კვალისათვის მიეგნოთ. ბოლოს და ბოლოს, ეს კიდევაც მოახერხეს მდიდარ გემთმფლობელებთან ურთიერთობის წყალობით. ტომი და მისი თანამგზავრები მადაგასკარზე გაეყიდათ, სადაც სხვათა შორის, მონობა მალე გაუქმდა. |
| 698 |
მეხუთე დღეა, რაც გრიგალი მოაქანებს მას და დღე-ღამეში ალბათ ორი ათასი მილს მაინც გადის. მაშ, ძალიან შორეულ ქვეყნიდან უნდა იყოს გამოტაცებული. მგზავრები ამ ტრიალსა და დანისლულ სივრცეში ვერც სისწრაფეს გრძნობდნენ, ვერც მანძილს. არსად კიაფობს ცის მნათობთა ოდნავი შუქიც კი. მათი თვალი ვერას არჩევს. არ იციან, დღეა თუ ღამე. |
| 699 |
აეროსტატის მოცულობა ოთხას კუბურ მეტრამდე ჩამოვიდა. მაგრამ იგი ჯერ კიდევ შეძლებს ხანგრძლივ სრიალს ერთ სიმაღლეზე. მგზავრებმა უკვე გადმოყარეს გონდოლიდან ყველა მძიმე ნივთი და ახლა ჯიბე-უცებ ამოიცარიელეს. აირსაცავი ხუფი მოშვებულია და არის უშვებს. ერთი მგზავრთაგანი აბობღა მის სალტეზე ხუფის გასამაგრებლად, მაგრამ უშედეგოდ. |
| 700 |
აეროსტატი თავს ვეღარ იჭერს ჰაერში და უფსკრულისკენ მიექანება. მგზავრების ბედი ბეწვზე ჰკიდია. არსაც ხმელეთი, არსად კუნძული, არსად ერთი ციდა მიწის ნაგლეჯიც კი, რომ შეიძლებოდეს აეროსტატის ღუზის გამოდება. ფაფარაშრლილი ოკეანე შემზარავად ბდღვინავს, ირგვლივ, თვალსაწიერამდე გადაჭიმული ოკეანე ირყევა... არსად ხმელეთის ნასახი, არსად გემი... |
| 701 |
აეროსტატი უკვე ტალღებს ეხება. წყლის შხეფები ასკდება მის ბადეს. გაჟღენთილი ბაგირები მძიმდება. აეროსტტი ფრთამოტეხილი ბატივით მიფრატუნობს ტალღებზე. ერთი მილიც კი აღარ დარჩათ, მხოლოდ ერთი მილი ნაპირამდე. დაჭმუჭნულ და გრძლად გასორსლილ აეროსტატში მცირეოდენი აირი კიდევ მოიპოვება. მგზვრები დამძიმებულ ბადეს ჩაჰბღაუჭებიან. |
| 702 |
იქნებ მიაღწიონ ხმელეთს?! ნახევარი მილიღა დარჩენილა ნაპირამდე. უცებ საშინელი კივილი აღმოხდათ მგზავრებს... აეროსტატი, თითქოს ჯაოსნურმა ძალამ შეუმცირა ტვირთი და ძალუმად ატყორცნა ჰაერშიო, მოულოდნელად ათახ ხუთასი ფუტის სიმაღლეზე ავარდა; გრიგალმა იგი ელვის სისწრაფით გააქანა და თვალის დახამხამებაზე დაანარცხა შლამიან ნაპირზე. |
| 703 |
სმიტი მასაჩუსეტსში იყო დაბადებული, ჩინებული საინჟინრო განათლება მიეღო და მთელს ამერიკაში გამოჩენილ ინჟინრად ითვლებოდა. შეერთებული შტატების მთავრობამ იგი მთელი რკინიგზების მმართველად დანიშნა, რასაც იმხანად უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ბრძოლა წარმოებდა სეპარატისტებსა და ფედერალურ, ანუ ჩრდილოელთა ჯარს შორის. |
| 704 |
სმიტი ნამდვილად ამერიკელი იყო; მაღალ-მაღალი, ხმელ-ხმელი, კუნთებად ჩანასკვული, სამხედრო წესით თმაშეკრეჭილი, პირგაპარსული, ჭაღარაშერეულულვაშებიანი. მის სახეს ნიშანდობლივი იერი ედო. გულში ჩამწვდენი, მოელვარ თვალებში დაუშრეტელი ცეცხლი იგრძნობოდა, იშვიათად მოღიმარი ბაგე გონიერებასა და გამბედაობას უდასტურებდა. |
| 705 |
მის ბუნებაში შეერთებულიყო ადამიანის ყველა დადებითი თვისება. საირუს სმიტი მოხალისედ ჩაეწერა გენერალ გრანტის ილიონისის რაზმში, მონაწილეობა მიიღო მრავალ ბრძოლაში. ყველგან მამაცურად იბრძოდა. ათასჯერ უმზერია სიკვდილს მისთვის თვალებში, მაგრამ მას წარბიც არ შეუხრია და მუდამ გამარჯვებული გამოსულა განსაცდელიდან. |
| 706 |
გედეონ სპილეტი, სახელგანთქმულ სტენლის მსგავსად, ინგლის-ამერიკის კორესპონდენტთა იმ წრეს ეკუთვნოდა, რომლებიც გველის ქერქში გაძვრებიან და მაინც ხელთ იგდებენ საჭირო ცნობებს, რომ რედაქციას სწრაფად აცნობონ. ენერგიული იყო, გაბედული. სხვისი გულის უღრმეს კუნჭულებსაც კი ჩასწვდებოდა და ამოიკითხავდა საიდუმლოს. |
| 707 |
უსაზღვროდ ერთგული და კეთილი, როგორც კი თავის პატრონის ტყვეობა შეიტყო, უყოყმანოდ გამოეშურა მასაჩუსტესიდან რიჩმონდისაკენ. ალყაშემორტყმულ ქალაქში დიდი მოხერხებით და ეშმაკობით შეიპარა. რამდენჯერმე მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. მაგრამ რიჩმონდში შესვლა თუ ასე ძნელი იყო, იქიდან თავის დაღწევა ყოვლად შეუძლებელი ხდებოდა. |
| 708 |
პიტსბურგთან გამარჯვების დროს შემცირებული ჯარი ბოტლერის ძალებით შეავსო. მაგრამ რიჩმონდის აღებას მაინც არავითარი პირი არ უჩანდა. საქმიანობას მიჩვეული კორესპონდენტი სპილეტი ტყვეობაში სათავისო მასალებს ვერ შოულობდა და სევდას მოეცვა. რამდენჯერმე სცადა გაპარვა, მაგრამ ყოველთვის გარდაუვალი დაბრკოლება აღიმართა მის წინაშე. |
| 709 |
ჩამოღამდა. ხშირი ყომრალი ნისლი ეფინებოდა დედამიწას. თოვლჭყაპი მოდიოდა. სიცივე ძვლებსი ატანდა ადამიანს. რიჩმონდის თავზე ნოტიო ნისლი ჩამოწოლილიყო. ირგვლივ მხოლოდ გააფთრებული გრიგალის გუგუნ-ზრიალი ისმოდა. ამ ყინვა-ყიამათს ძალაუნებურად ზავი ჩამოეგდო მებრძოლ მხარეთა შორის. ზარბაზნები დუმდნენ. ქუჩებში არავინ ჩანდა. |
| 710 |
შეამჩნევდა, როდესაც ერთმანეთსა ძლივს ხედავდნენ. ინჟინერი სმიტი, გედონ სპილეტი, ნაბი და ჰერბერტი სიტყვის დაუძვრელად სწრაფად ჩასხდნენ კალათაში. პენკროფი კი, ინჟინრის ბრძანებით, ქვიშით გატენილ ტომრებსა ხსნიდა და მერე ისიც შეხტა კალათში. აეროსტატი მხოლოდ ბაგირსღა ეჭირა, ახლა სმიტის განკარგულებაღა იყო საჭირო. |
| 711 |
ყველანი დაღლილობისაგან ქაცგამოლეულები იყვნენ, მაგრამ მაშინვე გაეშურნენ სმიტის საძებნელად. მეზღვაური პერნკროფი მბდღვინავ ოკეანეს გასცქეროდა და თავს აქნევდა. ინჟინერი დაკარგეს ნახევარი მილის მანძილზე იმ ადგილიდან, სადაც თვითონ გამოირიყნენ. საღამოს ექვის საათი იყო. შავი ნისლი ეფინებოდა მიდამოს და სიბნელეს აძლიერებდა. |
| 712 |
მიაბიჯებდნენ ლოდებით მოფენილ შლამიან სანაპიროზე. ნაპირის ოღროჩოღრო ფლატეები ძნელი სასიარულო იყო. ყოველ ნაბიჯზე ღრანტეებიდან უამრავი ფრინველი მძიმე-მზიმედ წამოიშლებოდა და ფრთების ტყლაშუნით მიშურებოდა სხვადასხვა მხარეს. ზოგან კი, უფრო სწრაფად მონავარდენი, გუნდ-გუნდად დაიფრთხიალებდნენ და შავი ღრუბელივით გაუქროლებდნენ წინ. |
| 713 |
მეზღვაურებმა თევზიყლაპია ჩვამებად დდა თოლიებად მიიჩნია ისინი. მათი ზავთიანი ყრანტალი ტალღების ღრიალს აყრუებდა. გზადაგზა ჩერდებოდნენ. ხმამაღლა გაჰკიოდნენ, რომ ხმა მიეწვდინათ დაკარგული ამხანაგისათვის; მერე გაფაციცებით წაუგდებდნენ ყურს. იმედი ჰქონდათ, თუ სმიტი სადმე გულწასული ეგდო, ძაღლის ყეფას მაინც მოკრავდა ყურს. |
| 714 |
ცოტა ხნის შემდეგ კვლავ იწყეს ძახლი, მაგრამ ბაიბური არ იყო. გადაწყვიტეს, დაეთვალიერებინათ კონცხის მეორე ნაპირი. ისიც შლამითა და ლოდებით იყო მოფენილი. თუმცა პენკროფმა ისიც შენიშნა, რომ თანდათან მყარ ნიადაგზე გადადიან და ნაპირი მაღლდება. ალბათ, ზღვის პირი იმ მაღლობს უერთდება, რომელიც სიბნელეში ბუნდოვნად იყო მოხაზული. |
| 715 |
აშკარად ხედავდნენ, რომ ვერაფერით უშველიდნენ დაკრგულ მეგობარს, სანამ განთიადი არ დადგებოდა. მაგრამ მაინც რა დაემართა მას? ერთი რამ ცხადი იყო: ან გადარჩა და სადმე შეაფარა თავი, ან დაიღუპა. მწუხარებით აღსავსე სევდიანი ღამე ზანტად მიიზლაზნებოდა. ცივი ქარი თოშავდა, მაგრამ ამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევიათ. |
| 716 |
ესეც არ იყოს, ეს ფრინველები არ იჭმება, იმათ კვერცხებსაც კი ზინზლის გემო დაჰკრავს. ჰერბერტმა ცოტა მარცხნივ გადაუხვია და წაადგა ზღვის უკუქცევის გამო შლამზე დარჩენილ ლოდებს, რომლებიც ზღვის მცენარეებით იყო დაფარული, ამ მცენარეებში ქვიშასავით ეყარა ნიჟარიანი ხამანწკები. მან მაშინვე პენკროფს გასძახა, ისიც მყის იქ გაჩნდა. |
| 717 |
აქ მიღებული ცოდნა ჰერბერს უკვე გამოადგა და მომავალშიც ხშირად ისარგებლებდა მით. ლიტოდომი მოგრძო მოყვანილობის ხამანწკაა. ისინი ჯგუფ-ჯგუფად ეწებებიან ქვებსა და ლოდებს. ლიტოდომი თუმცა თონთლოა, მაგრამ მაგარ ქვასაც კი ხვრეტს. ნამდვილი ხამანწკისაგან კი იმით განსხვავდება, რომ ლიტოდომის ნიჟარა უფრო მომრგავალებული მოყვანილობისაა. |
| 718 |
შიმშილი კი მოიკლეს, მაგრამ წყურვილი, რომელიც აქამდეც აწუხებდათ, ბუნებრივპილპილიანი ლიტოდომების ჭამამ უფრო გაუძლიერათ, იქვე ახლოს კი ერთმანეთზე მიყრილ-მოყრილი და აყუდებულ ლოდებს შორის უთუოდ წყალი უნდა ყოფილიყო! პენკროფმა და ჰერბერტმა ლიტოდომებით გაივსეს უბე-ჯიბეები და ისევ კლდის ძირისკენ გაბრუნდნენ. |
| 719 |
იგი სწრაფად მისჩქეფდა აღმა და თან მიატივტივებდა გრიგალისაგან სადღაც მოგლეჯილ ხეს. მეზღვაურმა მაშინვე მოისაზრა, რომ ზღვის მოქცვა და უკუქცევა ტვირთის გადატანა-გადმოტანას გაუადვილებდა მათ. ნახევარი მილი რომ გაიარეს, იმ ადგილს მიაღწიეს, სადაც მდინარე მოხრილი მკლავივით უხვევდა გვერდზე და მდორედ მილივლივებდა. |
| 720 |
მეზღვაურის აზრით, ზღვის უკუქცევა რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყებოდა და მეგობრებმა გადაწყვიტეს, ასულიყვნენ უმაღლესი კლდის თავზე და იქიდან გადაევლოთ მიდამოსათვის თვალი. ერთიმეორეზე უცნაურად შედგმული უზარმაზარი ლოდები კიბურად ადიოდა ზევით და ჩვენი მაგარკუნთა მგზავრები მალე მოექცნენ მაღალი კლდის თავზე. |
| 721 |
გზა რომ არ დაჰკარგოდათ, ან მხარი არ შეცვლოდათ, პენკროფმა გადაწყვიტა, შორს არ გასცილებოდნენ მდინარეს. წყლის პირად სიარული ძალიან ძნელი იყო, ყოველი ფეხის გადადგმაზე წინ ეხირებოდათ წყლის ზედაპირამდე დახრილი ხეები, ხვიარები და ლიანები, რომელთაც კეტებით იცილებდნენ გზიდან. მეზღვაური დაკვირვებით ათვალიერებდა უცნობ არემარეს. |
| 722 |
აშკარა იყო, აქაურ მიწას ჯერ ადამიანის ფეხი არ დაჰკარებოდა. აქა-იქ ცხოველების კვალი ხვდებოდათ, მაგრამ ძნელი მისახვედრი იყო, სახელდობრ რა ცხოველებისა იყო იგი. ჰერბერტის აზრით, ეს კვალი უფრო ბეწვიანი ცხოველისა უნდა ყოფილიყო, რომელნიც ამ მიდამოებში უეჭველია, ბლომად ბუდობდნენ. პენკროფი და ჰერბერტი ძალიან ნელა მიიწევდნენ წინ. |
| 723 |
ნადირი არ შეხვედრიათ. ფრინველები კი ჭიკჭიკებდნენ და ფრთხიალებდნენ ხეების შტოებში, მაგრამ ვერ იქნა და ახლოს ვერ მიუდგნენ. ამ ფრთოსანთა შორის ჰერბერტმა შეამჩნია ფრინველი, რომელსაც გრძელი მოკაუჭებული ნისკარტი ჰქონდა. ის ჭარლას მიამსგავსა. ეს კი იყო, რომ ჭარლასთან შედარებით უფრო ლითონისებრი ელფერი დაჰკსრავდა. |
| 724 |
ამ ექსკურსიის უმთავრესი მიზანი ის იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ფრინველი მოენადირათ, მაგრამ ჯერ საკვეხური არაფერი ქონდათ. ნაშუადღევის სამ საათზე მონადირეებმა დაინახეს სხვაგვარი ფრინველების გუნდი, რომლებიც ხეზე ისხდნენ და რაღაც სურნელოვან ხილს შეექცეოდნენ. უცებ ტყეში გაისმა კივილი, რომელიც საყვირის ხმას წააგავდა. |
| 725 |
წვრილი ლიანისაგან გააკეთა ოციოდე ფუტის სიგრძე რამდენიმე საანკესო ბაწარი, მოაბა ჯუჯა აკაციის მოხრილ ეკლებს. ეკლებზე წამოაგო მსხვილი წითელი ჭიაყელები, რომლებიც ბლომად იყო ბალახებსი, მერე ფრთხილად მიცოცდა ბუდეებთან, ანკესები ბუდეების ახლოს მოათავსა, ლიანას წვერი თან გამოიყოლა და ჰერბერტთან ერთად ამოეფარა უზარმაზარ ხეს. |
| 726 |
ბოლოს როჭოები ბუდეებს დაუბრუნდნენ. უზრუნველად დახტოდნენ, რაღაცას კენკავდნენ. პენკროფს თვალები გაუფართოვდა, პირი დააღო, თითქოს ცოცხლივ აპირებს როჭოების გადაყლაპვასო. როჭოები დახტოდნენ საბედისწერო ანკესებს შორის. პენკროფმა ოდნავ შეატოკა ლიანას ბოლო, ანკესებზე წამოგებული ჭიაყელებიც ცოცხლებივით ამოძრავდნენ. |
| 727 |
წვიმისაგან დაჟიებულ საზაფხულო ტანისამოსში გამოწყობილი მგზავრები სიცივისაგან ცახცახებდნენ, თითქოს ციებას აუტანიაო, მაგრამ არც ერთს არ დაუჩივლია. გადაწყვიტეს, რაც უნდა დაემართოთ, მიაღწიონ იმ ადგილს, საითაც ძაღლი მიუძღვით. ხუთ საათზე გარიჟრაჟდა. აღმოსავლეთის მხარეს სინათლის ზოლი დააჩნდა და აქაფებულ ტალღებს ვარაყის ელფერი დაედო. |
| 728 |
ნავახშმევს ინჟინერ სმიტს აზრად მოუვიდა გამოეკვლია ის მრგვალი ზეგანი, რომელზეც აზიდული იყო მეორე კონუსი. მას უნდოდა შეეტყო, შეიძლებოდა თუ არა მეორე კონუსის გარშემოვლა. დაღლილობის მიუხედავად, ინჟინერი ჰერბერტის თანხლებით ვაკობის ჩრდილოეტ კიდურისაკენ გაემართა. წყნარი ღამე იყო. ვარსკვლავებიანი, ნათლი. მდუმარედ მიდიოდნენ. |
| 729 |
სამაგიეროდ მათ მიაგნეს პირდაპირ მწვერვალისაკენ მიმავალ გზას. მათ თვალწინ გადაიშალა ზემოთა მთის უზარმაზარი, ბოთლისყელის მოყვანილობის ვულკანის დაღრენილი პირი, სადაც ცეცხლის ფრქვევის შემდეგ გაიებული და გაქვავებული ნიაღვარი განიერი საფეხურებივით შესდევდა მთის თავამდე. ამ ბუნბრივ კიბეზე ადვილად შეიძლებოდა ასვლა. |
| 730 |
ჩაღრმავებული და ჩაბნელებული ადგილისაკენ. ჰერბერტიც უკან მიჰყვა. ვულკანის შიგნითა კედლებს აჰყვნენ. აქამდე ისინი მხოლოდ ცის ერთ ნაგლეჯს ხედავდნენ, რომელსაც კონუსის წამოზნექილი ქიმები ფარავდა, ახლა კი მათ ზევით გადაიშალა კაშკაშა ვარსკვლავებით მოფენილი სამხრეთის უკიდეგანო გუმბათი. საღამოს რვა საათზე მთის თხემსაც მიაღწიეს. |
| 731 |
მის ალღოს გაღვიძებული მადაც აქეზებდა. ბოლოს მთლად გადაიკარგა ბარდებში და იქიდან მალე შემოესმათ ღრენა, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ ტოპი რაღაც ცხოველს ებრძოდა. ნაბი შევარდა ჭალაში და დაინახა, რომ ტოპი ხარბად სანსლავს რაღაც ცხოველს. მან ისე სწრაფად გადასანსლა ერთი ცხოველი, რომ ნაბმა ვერც კი მოასწრო გაერჩია, რა ცხოველი იყო. |
| 732 |
მაგრამ, თურმე, ტოპი, საბედნიეროდ, მთელ ბუდობს წასდგოოდა და სამი იქვე წაეხჩო. აქედან ერთი შესანსლა, ორი კი მიწაზე ეგდო გაგუდული. ნაბმა ხელი დასტაცა და დიდის ამბით გამოვიდა ჭალიდან. თითო ხელში თითო ცხოველი ეჭირა, დიდი კურდღლისოდენა. მოყვითალო ფერისანი იყვნენ, მომწვანო ხალები ჰქონდათ. კუდი კი არც ემჩნეოდათ. |
| 733 |
ახლა გრანიტის ტბის დასავლეთ ნაპირზე იმყოფებოდნენ, საუცხოო სანახაობა გადაეშალათ თვალწინ. ტბის ფართობი შვიდი კვადრატული მილი მაინც იქნებოდა და შემოფარგლული იყო დიდრონი ხეები. თმ მწვანე ფარდის იქით, აღმოსავლეთის მხარეს, ხეებს შუა მოჩანდა მოლაპლაპე ზღვის ჰორიზონტი. ტბის წყალი კამკამა იყო და სასმელად ვარგისი. |
| 734 |
ტოპის საყელური თხელი ნაწრთობი ფოლადისა იყო. მხოლოდ გასწორება, და ბოლოების ალესღვაღა სჭირდებოდა. ამ შლამიან ნაპირებზე სალესავად გამოსადეგი მჭადა ქვა აუარებელი ეყარა. ორი საათის შემდეგ უკვე მზად იყო ბასრად ალესილი ორი დანის პირი და მხოლოდ მაგარი ტარის გაკეთებაღა აკლდა. პირველი იარაღის შეძენამ დიდად გაახარა მოახალშენენი. |
| 735 |
გზაში ჰერბერტმა მიაგნო იმ ხეს, რომლისგანაც სამხრეთ ამერიკის მკვიდრნი მშვილდებს აკეთებენ. ეს იყო დანაკის კუდის, ანუ პალმის ჯიშის უნაყოფო ხე. აჭრა გრძელ-გრძელი სწორი ყლორტები, გასხიპა და გაქერქეს. ახლა საჭირო იყო ისეთი მცენარის მოძიება, რომ მშვილდის ლარი დაეგრიხათ. საამისოდ გამოიყენეს ტუხტისებური მაგარბოჭკოვანი მცენარე. |
| 736 |
კრამიტი. სამუშაო რთული არ იყო. სჭირდებოდათ მხოლოდ თიხისა და შლამის ერთად აზელა, აგურების გამოყვანა და გამოწვა. აგურს, ჩვეულებრივ, ყალიბებით ჭრიან, მაგრამ ინჟინერს ხელით უნდა გამოეყვანა. ეს დღე და მეორე დღეც აგურის დამზადებას მოანდომეს. თიხას წყლით ასველებდნენ, შლამს ურევდნენ, ფეხებით ზელდნენ და შემდეგ ხელით აყალიბებდნენ. |
| 737 |
ნანადირევს ახალ-ახალს შეექცეოდნენ, მოჭარბებულს კი ამარილებდნენ, განსაკუთრებით კი ზღვის ღორებს, ბოლში გამოჰყავდათ და ლორს ინახავდნენ. თუმცა ეს საჭმელი ნოყიერი იყო, მაგრამ ერთფეროვნების გამო ძალიან მალე მობერზრდათ, წვნიანი მოენატრათ. მაგრამ სანამ ქოთნები არ ექნებოდათ, რას გააწყობდნენ! ამისთვის მოუთმენლად ელოდნენ ქურის გაკეთებას. |
| 738 |
დრო აღარ დაუკარგავთ და მაშინვე შეუდგნენ ქურის აგებას, სადაც უნდა გამოწევათ ოჯახისათვის საჭირო, აუცილებელი ნივთები. ამ საქმეშიაც ადვილად მიაღწიეს მიზანს. ხუთი დღის შემდეგ ქურას შეუკეთეს ქვანახშირი, რომელიც ინჟინერმა აღმოაჩინა წითელი წყაროს შესართავთან, მალე ოცი ფუტის სიმაღლის საკვამლე მილიდან ამოვარდა პირველი კვამლი. |
| 739 |
ეს პატარა მინდორი ქარხნად იქცა და პენკროფი დარწმუნებული იყო, რომ ამ ქურიდან გამოვიდოდა თანამედროვე მრეწველობის ყოველგვარი ნაწარმი. ყველაზე უწინარეს დაამზადეს საჭმლის მოსახარშავი ჩვეულებრივი ქოთანი. ქოთანი თიხისა იყო, მაგრამ სმიტის მითითებით გაურიეს ცოტა კირი და სილა. ასეთი შენაზავი ნამდვილ სათუნე თიხას წარმოადგენს. |
| 740 |
მას, ამასთანავე, მხედველობაში უნდა მიეღო ამ ზეგნის სიმაღლე ზღვის დონიდან. ამ სიმაღლის გამორკვევა ხვალაც შეეძლო ელემენტარული გეოგრაფიის მარტივი საშუალებით. ეს ზეგანი ზღვის დონიდან ორმოცდაათიოდე ფუტის სიმაღლეზე მდებარეობდა და აქედან ორმხრივი დაქანებით ეშვებოდა ბრჭყალების კონცხის ბოლოსა და კუნძულის სამხრეთ ნაპირამდე. |
| 741 |
ახლა უკვა გამოეანგარიშებინა გამოზობილი კუთხის სიდიდე, რაც საფუძვლად დაედებოდა ვარსკვლავ ალფას სიმაღლს გამორკვევას. ეს კი იგივე იქნებოდა, რაც მანძილი პოლუსსა და ჰორიზონტს შორის. ამით საშუალება მიეცემოდა, განესაზღვრა ამ ადგილის განედი. განედი კი სხვა არაფერია, გარდა მანძილი დედამიწის პოლუსსა და ჰორიზონტს შორის. |
| 742 |
პასუხისათვის არც კი დაუცდიათ, მეზღვაურმა და ნაბმა წყალში შეტოპეს და კორკოტანის ღეროებისაგან დაწნულ კალათას თავი მოუბეს ხამანწკებით. აქედან კვლავ ზღვასა და დიუნებს შორის განაგრძეს გზა. საირუს სმიტი მალიმალ დაჰყურებდა საათს, რომ თავის დროზე მზად ყოფილიყო მზეზე დაკვირების მოსახდენად. დაკვირვება ზუსტად შუადღის ჟამს უნდა მოეხდინა. |
| 743 |
ამით იყო გამოწვეული სარის სამხრეთისაკენ გადახრა. ჩრდილი უფრო დაგრძელდებოდა და ამით გაადვილდებოდა დაკვირვების წარმოება. ინჟინერი სმიტი სართან წამოჩოქილი დასცქეროდა საათს და თან მიყოლებით არჭობდა პალოებს ჩრდილის შემოკლების აღსანიშნავად. მისი ამხანაგებიც დახრილიყვნენ და თვალყურს ადევნებდნენ ჩრდილის მოძრაობას. |
| 744 |
თუმცა ძალიან მოქანცულები იყვნენ, ჯერ ძილი არ გახსენებიათ, სანამ არ გადაწყვეტდნენ იმ საკითხს, შეძლებენ თუ ვერა ლინკოლს კუნძულის დატოვებას. პუამოტუს არქიპელაგამდე ისეთი დიდი მანძილი აღმოჩნდა, რომ მისი გადაცურვა უბრალო ნავით ყოვლად შეუძლებელი იყო, მით უმეტეს, რომ ზამთრის პირიც ალოვდებოდა თავის ქარტეხილებითა და ზღვის ფრთონვით. |
| 745 |
ის ორი ნიმუში, რომელიც სმიტმა ამხანაგებს უჩვენა, ერთი მაგნიტური რკინა იყო, მეორე კი - გოგირდოვანი. მაშასადამე, ხალასი რკინის მისღებად რკინის მადნისაგან უნდა გამოეცალკევებინათ ჟანგბადი. ლითონის ასეთ გადახალისებას აწარმოებდნენ მადანში ნახშირის გარევით, რის შემდეგა მაღალი ტემპერატურის სასუალებით გამოადნობდნენ მას. |
| 746 |
ბრძმედში ლითონი თავდაპირველად თუჯად იქცევა, შემდეგ ამ თუჯიდან გამოაცალკევებენ სამ-ოთხ პროცენტ ნახშირს და ხალას რკინას მიიღებენ. რა უფრო სჭირდბა ინჟინერ სმიტს? რა თქმა უნდა, რკინა და არა თუჯი. მაშასადამე, მას კატალონური წესით უნდა ესარგებლა. მით უმეტეს, რომ მის მიერ აღმოჩენილი მადანი ძალიან წმინდა იყო და ბევრ რკინას შეიცავდა. |
| 747 |
ეს იყო რკინის ჟანგი, რომელიც მუქი ნაცრისფერია და შავი რვაწახნაგოვანი სწორი კრისტალების სახით იფშვნება. უმთავრესად ასეთ მადანს იყენებენ ევროპაში მაღალხარისხოვანი რკინის გამოსადნობად, რომლითაც განთქმულია შვეიცარია და ნორვეგია. რკინის საბადოს მახლობლად მდებარეობდა ქვანახშირის საბადოც, რომლითაც უკვე სარგებლობდნენ მოახალშენენი. |
| 748 |
სანამ სელაპები შლამზე დალაგდებოდნენ. ერთმა საათმა მაინც განვლო, სანამ ექვსი სელაპი გადმოფორთხდებოდა შლამზე დასასვენებლად და მზეზე გასათბობად. პენკროფი და ჰერბერტი საფარიდან ფეხაკრეფით წავიდნენ ზღვის ნაპირისაკენ, რომ ამ მხრიდან გასაქცევი გზა მოეჭრათ მათთვის. სმიტი, სპილეტი და ნაბი კი ლოდებს შუა მიბობღავდნენ ბრძოლის ადგილისაკენ. |
| 749 |
ინჟინერ სმიტს საბერველები მადნეულს დასამუშავებლად სჭირდებოდა. ეს სელაპები ძალიან დიდრონები არ იყო, თითო ექვსი ფუტის სიგრძის იქნებოდა, თავი კი ძაღლს მიუგავდათ. დახოცილი სელაპები თან რომ არ ეთრიათ, პენკროფი და ნაბი იქვე შეუდგნენ გატყავებას და ქონის აჭრას. ინჟინერი სმიტი დ კორესპოდენტი კი კუნძულის დასათვალიერებლად გაემართნენ. |
| 750 |
ჰერბერტმა აქ ნახა ახალი ჯიშის მცენარეულობა, მათ შორის ყარდაშყანა, რომელსაც პენკროფმა პრასის ფოჩა უწოდა, რადგანაც მას თუმცა უზარმაზარი იყო, ფოჩები პრასს მიუგავდა და ისეთ მცენარეებს ეკუთვნოდა, როგორიცაა ხახვი, ნიორი და ჭლაკვი, ყარდაშყანის მოხარშული ძირები ძალიან ნოყიერი და გემრიელი საჭმელია, ნახარში კი ძალიან სასიამოვნო სასმელი. |
| 751 |
ამ ექსკურსიის დროს რამდენიმე გარეულ ღორს წააწყდნენ, გედეონ სპილეტმა კი გაბადრულ ტყეში თვალი მოჰკრა ერთ ცხოველს, რომელიც დათვი ეგონა, მაგრამ ეს იყო ჭუჭყისფერი მაგარჯაგარდაყრილი ზლაზნია - ღონიერი ბრჭყალებით, რომლითაც ხეებზე ეფხოტება ფოთლებისა და მათლების სასუნავად. საღამოს ხუთ საათზე სმიტის წინადადებით შეჩერდნენ. |
| 752 |
ფოლადი კი რკინისა და წყალბადის შენაერთია. თუ მას თუჯისაგან ამზადებენ, მაშინ გამოაცლიან ზედმეტ წყალბადს, ხოლო თუ ფოლადს რკინისგან აკეთებენ, მაშინ მას უმატებენ იმდენ წყალბადს, რამდენიც აკლია. პირველი წესით მიღებულ ფოლადს ბუნებრივი ფოლადი ეწოდება, რკინისა და წყალბადის შეერთებით მიღებულ ფოლადს კი - დაცემენტებული ფოლადი. |
| 753 |
მათ იარაღს მშვილდ-ისრები და შუბები შეადგენდა, მაგრამ ამ გზობაზე არც ერთი ონავარი ნადირი არ შეჩეხებიათ. ალბათ, ეს მხეცები სამხრეთისაკენ მდებარე უღრან ტყეს უფრო ეტანებოდნენ. უცებ ყველანი განცვიფრდნენ, როდესაც დაინახეს, რომ ტოპი თავს წასდგომოდა უზარმაზარ გველს, რომელიც ოთხი-ხუთი მეტის სიგრძის მანც იქნებოდა. |
| 754 |
მძიმე ნაბიჯით მოუარა ტბას ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაპირს: ტბაში ბლომად მოჩანდა თევზი, პენკროფმა იქვე განაცხადა, ბინაზე მისვლისთანავე ანკესებს დავამზადებ და ამ თევზებს ვესტუმრებიო. მათ დაათვალიერეს კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრე, სადაც წყლის დონე თითქმის უთანაბრდებოდა ნაპირის დონეს, მაგრამ წყლის სადინარი ვერსად ნახეს. |
| 755 |
ტოპი გაშმაგებით აწყდებოდა არემარეს და ნაირ-ნაირ ფრინველებს აფრთხობდა, რომელთაც კორესპონდენტი და ჰერბერტი ისრებს ესროდნენ, მაგრამ უშედეგოდ, ბოლოს ერთს მაინც მოარტყეს. ფრინველი ჭაობში ჩაეშვა, ტოპმა შეტოპა ჭაობში და მალე ამოიტანა ასპიდისფერი წყლის ფრინველი - მოკლენისკარტა თავკოსალა. ეს იყო შავი თავკოსალა, ტყისქათმისოდენა. |
| 756 |
რადგანაც საჭმელად უგემური იყო, ეს ფრინველი ტოპს უთავაზეს. მალე ნაპირმა აღმოსავლეთისაკენ მიუხვია, ყველანი გაოცებულნი იყვნენ, რომ ზედმეტი წყლის სადინარი არსად ჩანდა. ტოპი სშინელი მოუსვენრობით არბოდ-ჩარბოდა ტბის პირად, წყალში იცქირებოდა, ცალთათწვდილი ხმამაღალა ყეფდა, ხან კი წკმუტუნით ყუჩდებოდა, თითქოს დაეძებსო რასმეო. |
| 757 |
სმიტი გუნშინდელი ამბის შემდეგ საგონებელს მისცემოდა; მას უნდოდა ჩასწვდენოდა აქ მომხდარ წყალქვეშას ბრძოლის საიდუმლოებას და შეეტყო, რა მხეცმა მიაყენა დუგონეს ასეთი საშინელი ჭრილობა. დიდხანს იდგა ტბის პირად და დაკვირვებით დასცქეროდა, მაგრამ ვერა დაინახა რა მიწყნარებულ წყალში, რომელიც ამომავალი მზის სხივებზე ელვარებდა. |
| 758 |
ათიოდე დღე მაინც იყო საჭირო, რომ გოგირდოვანი რკინა გოგირდმჟავა რკინად გარდაქმნილიყო და ალუმინი - გოგირდმჟავაალუმინად. ეს ორივე ნივთიერება კარგად იხსნება წყალში. ტალი, ნახშირი და ნაცარი კი წყალში გაუხსნელი რჩება. სანამ ეს ქიმიური პროცესი გრძელდებოდა, სმიტმადა მისმა ამხანაგებმა სხვა სამუშაოს მოჰკიდეს ხელი. |
| 759 |
კირი თავსაყრელი იყო, მაგრამ კირით გადამუშავებული ქონისაგან კიროვანი საპონი კეთდება. რომელიც წყალში არ იხსნება. საჭირო იყო სოდა. სოდა კი არ ჰქონდათ და სწორედ მის მისაღებად უნდა ეღონათ რაიმე. ამ საქმეში ინჟინერმა გამოიყენა ეგრეთწოდებული ზღვისნარიყი ანუ ზღვის მცენარეულობა, რომელიც ბლომად ეყარა სანაპიროზე და რომელიც სოდას შეიცავდა. |
| 760 |
რა დანიშნულება ჰქონდა გოგირდის სიმჟავეს? მხოლოდ და მხოლოდ ერთი - მისგან მიეღოთ აზოტმჟავა. ეს საქმე უკვე ძალიან ადვილი იყო. გვარჯილას გოგირდის სიმჟავეს დაასხამდნენ. გამოხდიდნენ და აზოტმჟავას მიიღებდნენ. ასეც მოიქცნენ. დამზადებული აზოტმჟავას ინჟინერმა გლიცერინი გაურია და მიიღო მომწვანო ფერის ზეთოვანი სითხე. |
| 761 |
ახლა საქმე ის იყო, რა საშუალებით უნდა აეფეთქებინათ ნიტროგლიცერინი. აფეთქბა უნდა გამოეწვია დარტყმას, რადგანაც უბრალოდ ცეცხლის წაკიდებით ასაფეთქებელი ნივთიერება იწვის კი, მაგრამ აფეთქბას არ იწვევს. ჩაქუჩის ან უროს ხელით დარტყმა სახიფათო იყო თვით დამკვრელისათვის, რადგანაც აფეთქება იმასაც იმსხვერპლებდა. |
| 762 |
გეგმა საბოლოოდ დამტკიცდა. ჩვენი მოახალშენენი ისევე მეაგურეებად იქცნენ და გამომწვარი აგური ტინის სასახლის ძირამდე გადმოზიდეს. ახლა საჭირო იყო მკვიდრი ბაგირის კიბე ტინის სასახლეში აგურის ასაზიდად და ასასვლელ-ჩამოსასვლელად. ამისათვის გამოიყენეს ჭილი და ისეთი მაგარი თოკები დაგრიხეს, რომ ბაგირს არ ჩამოუვარდებოდა. |
| 763 |
იმავე სადინარის გზით ინჟინერმა ამხანაგებს გამოაჭრევინა ტბის წყლის გადმოსაგდები არხი, საიდანაც ტინის სასახლეში განუწყვეტლივ იწანწკარებდა სუფთა წყალი. ასე რომ ზამთრის დაწყებამდე ყოველივე აუცილებელი უკვე დამთავრებული ჰქონდათ. მართალია, ფანჯრისათვის მინები ჯერ არ მოეპოვებოდათ, მაგრამ სქელი დარაბებით მიდიოდნენ იოლად. |
| 764 |
დიდი წვალებით მოახერხეს ხელის პატარა ხერხის გაკეთება და მას მერე დაიწყეს მაგიდების, კარადების, სკამებისა და სხვა ავეჯის კეთება. დაიმზადეს ტახტები, რომლებზეც ლოგინის ნაცვლად ზღვის ბალახი დააგეს. სასიამოვნო სანახავი იყო მათი სამზარეულო თვისი თაროებით, სადაც ჩამოემწკრივებინათ გამომწვარი თიხის ჭურჭლეულობა და მოეწყოთ აგურის ღუმელი. |
| 765 |
ნაბი აქ ისეთი მედიდურობით ტრიალებდა, თითქოს რომელიმე ქიმიურ ლაბორატორიაში ყოფილიყოს. დურგლობიდან ახლა ხუროობაზე უნდა გადასულიყვნენ ტბიდან წყლის ახალი სადენის გამოსაყვანად. ამისთვის კი საჭირო იყო ორი ბოგირის გადება, რადგანაც ახლა მდინარეშ სჭირდებოდათ ტოპვა, როდესაც ტბის სამხრეთის მხარეს უნდა გასულიყვნენ. |
| 766 |
მოახალშენეებს ხორცეული თავსაყრელი ჰქონდათ, მაგრამ მცენარეულ საჭმელს დანატრებულები იყვნენ. ყარდაშყანის ძირებიდან დუღილში გამოიყვანით ამზადებნენ ლუდისმაგვარ მომჟავო სასმელს, თუმცა არც შაქრის ლერწამი მოეპოვებოდათ, არც შაქრის ჭრახალი, მაგრამ შაქარი მაინც დაიმზადეს შაქარა ნეკერჩხლისაგან გამონადენი ტკბილი წვენისაგან. |
| 767 |
შეიძლება მომავალში სადმე სამხრეტის ტყეებში მიეგნოთ პურის ხისათვის, რომელსაც საგოს უწოდებდნენ. ამას დრო სჭირდებოდა. მაგრამ ბედნიერმა შემთხვევამ აქაც გაუღიმათ. ერთხელ მთელი დღის განმავლობაში საშინელი თავსხმა იყო. ჩვენს მოახალშენებს დიდ დარბაზში მოეყარათ თავი. ჰერბერტი თავის ქურთუკს აკერებდა და უცებ წამოიძახა. |
| 768 |
ხუთი დღის განმავლობაში არ გამოუდარია და მოახალშენეები ტინის სასახლეში მოემწყვდნენ, თუმცა უსაქმოდ არ დარჩენილან. ახლა სასახლეში ეწყობოდნენ ავეჯით. მასალა თავსაყრელი ჰქონდათ. მკვიდრი სკამები და მაგიდები გააკეთეს, კალათებსაც წნავდნენ წნორის ტოტებისაგან, რომელიც ადრე აღმოაჩინეს ტბის ჩრდილო კონცხის მახლობლად. |
| 769 |
დადიოდა ოთახიდან ოთახში და თავის წუხილს წკმუტუნითა და ყმუილით გამოთქვამდა. ინჟინერ სმიტს ხშირად შეუმჩნევია, რომ ტოპი მიადგებოდა ბნელი ჭის პირს, რომელიც ფიცრებით იყო დახურული და ღრენით დასტრიალებდა სახურავ ფიცრებს, ზოგჯერ კი ცდილობდა, თათი ჩაეყო შიგ, თითქოს ახდას ცდილობსო და ფხოჭნიდა ღრენით და წკმუტუნით. |
| 770 |
ნეტავი რა იზიდავდა მას ამ ჯურღმულისაკენ? ჭა ზღვამდე იყო დასული. ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ, მაგრამ იქნბ მას ჰქონდა გვერდიტი ხვრელები? იქნება ამ ხვრელებით უერთდებოდა სადმე სხვა გამოქვაბულებს? დროდადრო აქეთ ხომ არ მოიწევდა ზღვის რომელიმე ურჩხული? ინჟინერს ვერაფრით ვერ აეხსნა ეს გარემოება და ჯავრი მოსდიოდა. |
| 771 |
სამაგიეროდ ჰერბერტი და გედეონ სპილეტი ისე დახელოვდნენ მშვილდოსნობაში, რომ მათი ნატყორცნი ისრის მსხვერპლი ხდებოდა ყოველგვარი ნადირი თუ ფრინველი - აგუტი, კენგურუ, ზღვის გოჭები, ქედნები, სავათები, გარეული იხვები და სარსარაკები. სმიტი ამ დროს თოფებზე არ ფიქრობდა. მას ტანისამოსის საკითხი გახდომოდა საზურანავად. |
| 772 |
ყველანი ნავში ჩასხდნენ. ერთ ნიჩაბს ნაბი მიუჯდა, მეორეს - ჰერბერტი, პენკროფ კი საჭესთან მოთავსდა. ნავი დაიძრა. მშვენიერი ამინდი იდგა. მიწყნარებული ზღვა ვიწრო კალაპოტში მომწყვდეულ ტბასავით მიყუჩებულიყო, ნავი გაბედულად მისრიალებდა. მეზღვაურმა სრუტე გადასერა და ნავი კუნძულის სამხრეთ კიდურისაკენ მიმართა. |
| 773 |
ნავი ახლა ნაპირიდან ორი კაბელტოვის მოშორებით მიცურავდა. ტინის კლდე თანდათან დაბლდებოდა მდინარის შესართავიდან დაწყებული კონცხის ბოლომდე, სადაც კლდე ერთმანეთზე მიყრილ-მოყრილი და ერთმანეთზე შედგმულ უცნაური მოყვანილობის ლოდებისაგან შედგებოდა, რაც ამ მიდამოს ნამდვილი უდაბური და ვერანა ადგილის შესახედაობას აძლევდა. |
| 774 |
საიდან გაჩნდა ყუთი? ეს გამოცანა იყო. სმიტმა დაკვირებით შემოიარა ზღვისპირი რამდენიმე ასეულ ნაბიჯზე, მაგრამ არავითარი კვალი არ ჩანდა. დაკვირვებით დააშტერდა ზღვასაც, ჰერბერტი და ნაბი მაღალ კლდის თავზე აფოფხდნენ და იქიდან დაათვალიერეს მიდამო, მაგრამ ვერსად დაინახეს ვერც დაღუპული გემი, ვერც რაიმე ნაშთი მისი. |
| 775 |
იქნება დაღუპული გემიდან გადარჩენილებმა ამ კუნძულის რომელიმე სხვა მხარეს შეაფარეს ტავი? იქნებ ახლაც იქვე იმყოფებიან? მაგრამ ის ხალხი რომ მალაელები არ უნდა იყვნენ, ამ ყუთზე ემჩნევა, რადგანაც ეს ყუთი უფრო ევროპულს ჰგავს, ან ამერიკულს. ყველანი ყუთთან შეგროვდნენ, ყუთი სიგრძით ორი მეტრი იყო, სიგანით კი ერთი. |
| 776 |
მუხის ხისაგან იყო ნაკეთები, საგულისგულოდ შეჭედილი და რკინის სალტეებით დაშარტული. როგორც ზემოთ ვთქვით, აქეთ-იქით მიბმული ჰქონდა ორი ცარიელი კასრი. პენკროფმა ბაგირის ნაკვაძზე შეატყო, რომ მეღვაურის ხელით იყო გაკვანძული. დაკვირვების შემდეგ იმის დასკვნაც შეიძლებოდა, რომ ყუთი არც წყალში იყო დიდხანს ნამყოფი და არც ნაპირზე. |
| 777 |
ყუთი ძალიან მძიმე უნდა ყოფილიყო, რომ ორი დიდი ცარიელი კასრი წყალში იყო ჩაზიდული და ოდნავღა მოჩანდა ზედაპირზე. პენკროფს გული უფანცქალებდა, სადმე ბაგირი არ გაწყდეს და ყუთი ზღვის უფსკრულში არ ჩაინთქასო. მაგრამ მშვიდობიანა მიაღწიეს ტინის სასახლის პირდაპირ მდებარე ნაპირს. ზღვის უკუქცევა უკვე დიწყო. ნავი და ყუთი შლამზე დატოვეს. |
| 778 |
ნაბი ტინის სასახლეში გაეშურა ხელსაწყო-იარაღბის მოსატანად. ნაბი რომ დაბრუნდა, მაშინვე დიდის სიფრთხილით შეუდგნენ ყუთის ახდას. პენკროფი ვერ ფარავდა სულწასულობას. მან მოუთმენლად დაიწყო კასრების მოხსნა. კასრები კარგად იყო შენახული და საოჯახო საჭიროებისათვის გამოდგებოდა. ყუთს გაზით მოაგლიჯეს კლიტეები და სახურავი ახადეს. |
| 779 |
თითოეული ნივთი გულდასმით გასინჯეს, განსაკუთრებით წიგნები, ინსტრუმენტები და თოფები. მაგრამ, ჩვეულების წინააღმდეგ, არც ერთს არ ესვა რაიმე დამღა, სად გაკეთდა, ან სად დაიბეჭდა. ყველა ნივთი სრულიად უხმარი იყო. ეტყობოდა, რომ ყუთში ნივთები შემთხვევით როდი იყო ჩალაგებული, რაც ხელში მოხვდათ; პირიქით, ყოველივე აწონილ-დაწონილი იყო. |
| 780 |
თუ მის ჩამლაგებელს ეჩქარებოდა, მაშინ ხომ არც თუთიის ყუთში მოათავსებდა ნივთებს, რადგანაც მის დაკავშირებას დრო დასჭირდებოდა. ბუნებისმეტყველების სამეცნიერო ლექსიკონსა და პოლინეზიური კილოკავების ლექსიკონში, რომელნიც ინგლისურ ენაზე იყო შედგენილი, არც გამოცემის თარიღ იყო აღნიშნული, არც გამომცემლობის ადგილი. |
| 781 |
ატლასი მშვენივრად იყო დამუშავებული. შეიცავდა ორივე ნახევარსფეროს დაწვრლებით რუკებსა და პლანისფერებს. იგი შედგენილი იყო მარკეტორის პროექციით და ფრანგული ნომენკლატურით. მაგრამ არც მისი შემდგენელის, არც გამომცემლის სახელი და არც გამოცემის ადგილი არ იყო აღნიშნული. ინგლისურ ენაზე დაწერილი ბიბლია შესანიშნავი გამოცემა იყო. |
| 782 |
ამ ყუთის პოვნამ უფრო აუცილებელი გახადა მთელი კუნძულის გამოკვლევა. საერთო თათბირზე გადაწყვიტეს, რომ ხვალ სისხამ დილიდანვე გზას გასდგომოდნენ, სათნოების მდინარეს შეჰყოლოდნენ და დასავლეთის კიდურამდე მიეღწიათ. თუ დაღუპული გემიდან გადარჩენილები იქით იმყოფებოდნენ, დიდ გაჭირვებაში უნდა ყოფილიყვნენ და საჭირო იყო მათი მიხედვა. |
| 783 |
რამდენიმე წუთში მიაღწიეს მდიანრის მოსახვევს, სადაც ამ შვიდი თვის წინათ პირველად შეკრეს შეშის ტივი. აქედან მდინარე მარჯვნივ უხვევდა და შემდეგ მუდმივ მწვანედ მოღაღანე წიწვოვანი ტყის დაბურულ კიდეებს შუა მიემართებოდა. საუცხოო იყო სათნოების მდიანრის ნაპირები. სმიტი და მისი ამხანაგები თვალს ვერ აშორებდნენ ამ წარმტაც სანახაობას. |
| 784 |
ერთმანეთზე გადახლართული ხეები და ცის ლაჟვარდი მომხიბვლელად ირეკლებოდა წყალში. მდინარის მარჯვენა კიდეებზე აზიდულიყო უზარმაზარი თელის ხეები, რომლებიც ძვირფას საშენ მასალად ითვლება, რადგანაც დიდხანს ძლებს წყალში. აქ იყო აგრეთვე ძელქვები და აკაკის ხე, რომლის ნაყოფისაგან ზეთს ხდიან. ჰერბერტმა წნორის ხეებიც ნახა. |
| 785 |
აქვე იყო მშვენიერი აბანოზის ხეები, რომლები ძვირფასი ავეჯის დასამზადებლად იხმარება. ნავის მისადგომ ნაპირებზე გედეონ სპილეტი, ჰერბერტი და პენკროფი სანადიროდ გადადიოდნენ ტოპის თანხლებით. აქ ნადირისა და ფრინველის გარდა ჰერბერტმა აღმოაჩინა ბევრი გამოსადეგი მცენარეულობა, რომელიც ტინის სასახლიდან ბოსტნის გასაშენებლად გამოდგებოდა. |
| 786 |
ნაბმა და ჰერბერტმა ნიჩბები აამუშავეს, პენკროფი საჭეს უმარჯვებდა. ტყე თანდათან შეთხელდა მდინარის მარჯვენა ნაპირებზე. ესე იგი შორეული დასავლეთის ტყის ჩრდილოეთ ნაწილში. მოშიშვლებულ მინდორზე აქა-იქ თუ იდგა ხე, სამაგიეროდ, თავისუფალი სივრცისა და ჰაერის გავლენით საუცხოოდ შეფოთლილი უზარმაზარი ხეები გაზრდილიყო. |
| 787 |
ქერქის სისქე კი გამონაჟონი სურნელოვანი ფისიანად ხუთ გოჯს აღწევდა. უმშვენიერესი რამ იყო ეს ბუმბერაზი ხეები თავისი მზისაკენ მიმართული ფოთლებით. მათ ქვეშ ხასხასა მოლი ამოსულიყო და ჩირგვნარით იყო მოდებული, საიდანაც პატარა ჩიტები გუნდ-გუნდად წამოიშლებოდნენ და მზის შუქზე სხვადასხვა ლითონისფრად ელვარებდნენ. |
| 788 |
აქ ნიჩბების მოსმაც შეუძლებელი გახდა და პენკროფი გრძელი ლატანის მიბჯენით მიაცურებდა ნავს. მზე უკვე გადაიხარა, ჩრდილები დაგრძელდა. დასავლეთის კიდურამდე ხუთი-ექვსი მილი კიდევ ჰქონდათ გასავლელი. ინჟინერმა გადაწყვიტა, სადმე მარჯვენა ნაპირს მისდგომოდნენ და ტყეში გაეთიათ ღამე. ლატანით ამოძრავებული ნავი მძიმედ მიიწევდა ზევით. |
| 789 |
ეს ოთხხელა ცხოველები მალე ნაპირთან გამოჩდნენ ნავის მახლობლად და უშიშრად და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ მათ. გულფიცხი პენკროფი მზად იყო მოეკლა რამდენიმე, მაგრამ ინჟინერმა შეაჩერა. ჯერ ერთი, უსარგებლო იყო მათი მოკვლა, მეორეც - სახიფათოცაა, რადგან დიდრონი და ღონიერი იყვნენ და გაბრაზებულებს შეეძლოთ ზიანი მიეყენებინათ მათთვის. |
| 790 |
ნავი მძლავრად წაეჯახა ნაპირს. მგზავრები სწრაფად გადახტნენ, ნავი ხის ტოტზე გამოაბეს მდინარის მარჯვენა ნაპირას. საღამოს ხუთი საათი იყო. ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივები ფოთლებს შუა ატანდა და ცისარტყელის ფერებად ელვარებდა ჩანჩქერის შხეფებში. უზარმაზარი აკაკების ქვეშ დაიდეს ბინა, რომ საჭიროების დროს მის ტოტებზე გაეთიათ ღამე. |
| 791 |
დილის ექვს საათზე სახელდახელოდ ისაუზმეს და კუნძულის დასავლეთ ნაპირისაკენ გაემგზავრნენ. სმიტის ვარაუდით, ამ გზას ორ საათს მოანდომებდნენ. პენკროფმა და ნაბმა სამი დღის საგზალი წამოიკიდეს ზურგზე. ინჟინრის განკარგულებით ამ გზობაზე ნადირობა აკრძალული იყო, რადგან შეიძლებოდა თოფის სროლით ნაადრევდ გაემხილათ თავისი ყოფნა ამ მიდამოებში. |
| 792 |
ნაბი და პენკროფი საუზმის მზადებაში იყვნენ ქარაფის თავზე, საიდანაც ხელისგულივით მოჩანდა შემოგარენი! არც ზღვაზე და არც სანაპიროზე ჭაჭანებად არ მოჩანდა რა, არც გემი, არც გემის რაიმე ნამსხვრევი. მაგრამ ინჟინერ სმიტს გული მაინ საგულეს არა ჰქონდა, სანამ ურცხულის ნახევარკუნძულის მთელ სანაპიროებს დაწვრილებით არ გამოიკვლევდა. |
| 793 |
დაქანცულებმა შვიდ საათზე რეპტილიის კონცხს მიაღწიაეს. გემის ნამსხვრევები თუ სადმე იყო, სწროედ ამ მიდამოებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგნაც უკვე ბინდი ჩამოწვა, ამ კლდის გამოკვლევა სახვალიოდ გადადეს. პენკროფი და ჰერბერტი ღამის გასათევი ადგილის საძებნად დატრიალდნენ. ტყის პირად, ხეებს შუა, ჰერბერტმა ბამბუკის ატეხილი ჭალა შეამჩნია. |
| 794 |
პენკროფმა ხელი სტაცა ჰერბერტს და ეხის შესასვლელიდან გამოათრია. ეხის პირას მყისვე გამოჩნდა უშველებელი მხეცი. ეს იყო ჩრდილო-ამერიკული ჯიშის იაგური - ისეთივე ზომისა, როგორც აზიაში იცის, თავიდან დაწყებული კუდამდე მეტრანახევარი იქნებოდა. მოწითალო-მოწაბლისფერო ზურგზე წყობრად დევდა შავი ხალები, მუცელი კი თეთრი ბალნით ჰქონდა შემოსილი. |
| 795 |
სწორედ ამ დროს გედეონ სპილეტი მაღალ კლდეებს გამოსცდა. ჰერბერტს ეგონა, მხეცი ვერ შეამჩნიაო და მისკენ უნდა გაქანებულიყო გასაფრთხილებლად, სპილეტმა ანიშნა, რომ ხედავდა და ნირშეუცვლელად განაგრძო გზა. იგი ვეფხვზე ნადირობაში ნაცადი იყო და, ათ ნაბიჯზე რომ მიუახლოვდა, უცებ შედგა და დინჯად დაუმიზნა კარაბინი. |
| 796 |
იაგუარი მოიკუმშა და მძლავრი ნახტომით ისკუპა მისკენ. სწორედ ამ დროს იგრიალა თოფმა. ტყვია შიგ შუბლში მოხვდა და დაეცა. ონავარი მხეცი მყისვე მოკვდა. ჰერბერტი და პენკროფი იაგურისკენ გაექანნენ. ნაბმა და ინჟინერმაც მიირბინეს და სიამოვნებით ათვალიერებდნენ მკვდარ მხეცს, რომლის ტყავიც დაამშვენებდა ტინის სასახლის დიდ დარბაზს. |
| 797 |
მხოლოდ ინჟინერი იყო დინჯად, როგორც ჩვეულებრივ; თუმცა კი ჩუმად ისიც შფოთავდა, რომ მის პიროვნებას, მის ნებისყოფას ვიღაც თავისებურად ატრიალებდა და ძალაუნებურად იმროჩილებდა. ამ კუნძულს რომ საიდუმლოება დასტრიალებოდა, ცხადი იყო, მაგრამ მისი გამოურკვევლობა აუტანელი ხდებოდა. ჰერბერტი სხვადასხვა შეკითხებით მოსვენებას არ აძლევდა სმიტს. |
| 798 |
გარიჟრაჟდა. ყველანი უკვე ზეზე იყვნენ, თოფებს ხელი სტაცეს და ნაპირს მიაშურეს. ხუთი საათი იქნებოდა, რომ სასახლესაც მიადგა სინათლე. დარაბებაკრული ფანჯრები შავად გამოიცქირებოდა მწვანით შემოსილი კედლებიდან. ფანჯრები ყველა თავის რიგზე იყო, მაგრამ უცებ ყევლამ უნებულიეთ წამოიყვირა, როდესაც კარი გაღებული დაინახეს. |
| 799 |
ამაში ეჭვი აღარ იყო. ზევითა კიბე, რომელიც შუა ბაქნამდე ჩამოდიოდა, თავის ადგილსავე იყო, ქვემოთ კიბე კი კარებამდე იყო აკრეფილი. ეტყობოდა, შიგ მყოფთ განზრახ აეწიათ ქვემოთა კიბე, რომ ტინის სასახლის ძველი პატრონების დაბრუნების დროს უხიფათოდ ყოფილიყვნენ. პენკროფმა კიდევ დაუწყო ძახილი, მაგრამ პასუხს არავინ იძლეოდა. |
| 800 |
ამერიკელების აზრით, ჯონ ბულად ვისიმე ხსნება უდიდესი ზიზღისა და შეურაცხყოფის ნიშანი იყო. გათენდა და ტინის სასახლის შუბლის მხარეს დიდი მზის სხივები მიადგა, მაგრამ ისევ სიჩუმე იყო გამეფებული. რაკი ქვემოთ კიბე კარამდე იყო აკრეფილი, ცხადია, ვინც იქ ავიდა, აღარ ჩამოსულა. მაგრამ როგორ უნდა მაიღწიონ იქამდე? |
| 801 |
ინჟინერი სმიტი გედეონ სპილეტი, პენკროფი და ნაბი უკან მიდგნენ. გედეონ სპილეტმა კარაბინი მიუშვირა კარს. ჰერბერტმა კარგად დაუმიზნა, მძლავრად მოსწია ლარი და ისარი სტყორცნა. ისერი ზუზუნით გასრიალდა, კანაფის ერთი წვერიც თან გაიყოლა და კიბის ბოლო ორ საფეხურს შუა გაიარა. ჰერბერტმა ხელი სტაცა კანაფის მეორე წვერს და ფრთხილად ჩამოსწია. |
| 802 |
დახოცილი მაიმუნები საღამო ხანს ტყეში გადაიტანეს და მიწაში ჩამარხეს. იქიდან ტინის სასახლეს დაუბრუნდნენ და ოთახების წესრიგში მოყვანას შეუდგნენ. მხოლოდ წაქცეული ავაჯის დალაგება დასჭირდათ. დამტვრევით კი არაფერი იყო დამტვრეული. ნაბმა ქურა გააჩაღა და საკუჭნაოს მარაგიდან ყუათიანი ვახშამი მოამზადა. უვახშმოდ არც ბიძია ჯუპი დატოვეს. |
| 803 |
პენკროფმა ხელები გაუხსნა და ფეხებდბორკილი დატოვა ამ დრომდე, სანამ სრულიად მოშინაურებურდებოდა. ვახშმის შემდეგ, დაღლილობის მიუხედავად, დაძინებამდე შემოიკრიბნენ და მომავალი გეგმების განხილვა დაიწყეს. უპირველეს ყოვლისა, მდინრაეზე ხიდი უნდა გაედოთ, რომ პირდაპირ მიმოსვლა შეძლებოდათ ტინის სასახლიდან კუნძულის ქვემო ნაწილზე. |
| 804 |
ამის გარდა, უნდა შემოეფარგლათ ფართო ადგილი, სადაც განზრახული ჰქონდათ, საძოვრად შეერეკათ მოშინაურებული გარეული ცხვრები, ეგრეთ წოდებული არნები და სხვა ბეწვიანი ცხოველები, რასაც კი კუნძულზე ცოცხლად შეიპყრობნენ. ეს ორივე გეგმა დაკავშირებული იყო ტანისამოსის საკითხთან, რასაც დიდი მნიშნველობა ჰქონდა მოახალშენეებისათვის. |
| 805 |
ხიდის გაკეთება გაუადვილებდათ აეროსტატის ტილოს გადმოტანას, რომლისგანაც შეიკერავდნენ თეთრეულს. სემოფარგლულ საძოვარ ადგილებში ნაიალაღევი ცხოველები ბეწვეულსა და ტყავეულს არ მოაკლებდნენ ზამთრის ტანისამოსისათვის. ინჟინერი სმიტის აზრით, მოსაშენებელი ცხოველებისათვის ბაგები უნდა გაემართათ წითელი წყაროს სათავეში. |
| 806 |
ეს რვაასი მარცვალი, სათადარიგოდ შენახული ორმოცდაათი მარცვლის გარდა, ახალ მინდორზე უნდა დაეთესათ და ისეთივე მზრუნველობით მოევლოთ მისთვის, როგორც ჰერბერტის ჯიბის სარჩულში ნაპოვნი პირველი მარცვლისათვის. მინდორი მოასუფთაეს, გადაბურეს, მკვიდრი და მაღალი მესერი შემოავლეს, რომ ცხოველები ვერ გადამხტარიყვნენ. |
| 807 |
ფრინველების დასაფრთხობად კი პენკროფმა ათასნაირი მანქანები მოიგონა: საშინელი საფრთხობელები, ჩხრიალები და წივანები. ასე რომ, მათ ხმაურზე ვერც ერთი ფრინველი ვეღარ გაიჭაჭანებდა. აქ თანაბარ მანძილზე დაშორებით მწკრივად და მწკრივად ჩათესეს შვიდას ორმოცდაათი ხორბლის მარცვალი და ბუნების წიაღს მიანდეს მათზე ზრუნვა. |
| 808 |
ასეთივე წესით გაწრეს ტინის კლდეში ახალი წყლის სადინარი, სადაც ტბის წყალმა მძლავრად იხუვლა და მჩქეფარე შხუილით დაექანა ახალი არხისაკენ. მას გლიცერინის წყარო უწოდეს. დეკემბრის პირველ ნახევარში ყველა ეს სამუშაო დაამთავრესდა სათვალთვალო ზეგანმა უსწორმასწორო ხუთკუთხედის სახე მიიღო, რომლის გარშემოწერილობა ექვს მილს უდრიდა. |
| 809 |
დეკემბერში საშინელი ამინდები დაიჭირა, მაგრამ მოახალშენეები მაინც შეუდგნენ საფრინველეს მოწყობას. ზეგანს შემოზღუდვაზე მუშაობის დამთავრების შემდეგ ბიძია ჯუპსაც სრული თავისუფლება მიანიჭეს. იგი უკვე შეეჩვია ტავის პატრონებს და გვერდიდან აღარ შორდებოდა. ეს ცხოველი მეტად წყნარი, ღონიერი და საზრიანი გამოდგა. |
| 810 |
ფარდულები გალიებად დაყვეს. პირველად აქ დედალ-მამალი ტინამუსი მოათავსეს, რომლებიც მალე მომრავლდნენ. მათ მოჰყვა ექვსი იხვი, ზოგი მათგანი ჩინური ჯიშისა, მარაოსავით გაშლილი ბოლოებით და ხოხობის მსგავსი ოქროფერი ბუმბულით, რამდენიმე დღის შემდეგ მიუმატეს კიდევ ერთი წყვილი ქათმის ჯიშის ფრინველი, რომელნც ჰერბერტმა დაიჭირა. |
| 811 |
შემდეგ გაჩდნენ დაუპატიჟებელი, თუმცა სასურველი სტუმრებიც - ჭარლი, ანუ ზათმარა, პელიკანები, წყლისქათამა და სხვანი. პირველ ხანად მათ დიდი აურზაური შემოიტანეს და ურიგოდაც იქცეოდნენ, იქოჩრებოდნენ, ძიძგილაობდნენ, კრიახი ედგათ, მაგრამ ბოლოს ყველანი მორიგდნენ და თავთავის ოჯახურ ზრუნვასა და მომრავლებას შეუდგნენ. |
| 812 |
განსაკუთრებით ეჩქარებოდათ ტილოს გადმოტანა, რადგანაც თეთრეულის ნაკლებობას განიცდიდნენ. აეროსტატის აღდგენა და იმით გაფრენა ამ კუნძულიდან უგუნურებად მიიჩნიეს. მასალების გადმოსაზიდად უნდა გაეუმჯობესებინათ ის ხელის ურემი, რომელიც მეტად მძიმე და ტლანქი რამ იყო. ამის გარდა, უნდა ეზრუნათ რამე და შესაბმელად გამოსადეგი ცხოველი ეშოვათ. |
| 813 |
დეკემბრის გასულს კანჯრები პირელა შეაბეს ურემში, მანამდე კი პენკროფმა ხელზე შეიჩვია ისინი. კანჯერბი აღარ უფრთხოდნენ და მისი ხელით საკვებსაც ჭამდნენ, მაგრამ რაწამს ურმში შეაბეს, ყალყზე შედგნენ და ძლივს დაიოკეს გააფთრებული ცხოველები. საერთოდ კი, კანჯრის გახედნა უფრო ადვილია, ვიდრე მისივე ჯიშის სხვა ცხოველებისა. |
| 814 |
ამიტომ მან გადაწყვიტა, ტყვიის საფანტის მაგიერ რკინის მავთულის საფანტი დაემზადებინა, მავთული კი თავსაყრელი ჰქონდათ. რადგანაც ტყვიასთან შედარებით რკინა უფრო მსუბუქია, ინჟინერმა რკინის უფრო მომსხო საფანტი გააკეთა. თუმცა ასეთი საფანტი თითო გატენაზე ნაკლები მოდიოდა, მაგრამ საქმე მარჯვე სროლაზე იყო მინდობილი. |
| 815 |
ჟაკამარისა და შორეული დასავლეთის ტყეებიდან გადმოსარგავად წამოიღს გარეული ისპანახი, წიწმატი, პირშუშხა, ბოლოკი, ურმით მოზიდეს შეშა და ქვანახშირი. საკმაო საზრდოს აწვდიდნენ მათ კურდღლებიც. კიბოები ხომ ულეველი იყო ზღვისპირა კლდეებში. არ იკლებდნენ არც თევზს, რომელსაც ტბაში და სათნოების მდინარეში იჭერდნენ. |
| 816 |
როდესაც ჯუპი მოცლილი იყო - შეშას არ ზიდავდა, ან რომელიმე ხის კენწეროზე არ იყო შესკუპებული, მაშინ სამზარეულოში შეირბენდა ხოლმე, შესცქეროდა ნაბს და ცდილობდა, მისი მოძრაობისათვის მიებაძა. ვერ წარმოიდგენთ, რა სიამოვნება აგრძნობინა ბიძია ჯუპმა ტინის სასახლის მდგმურებს ერთხელ, როდესაც სუფრა შემოიტანა და მაგიდა სასადილოდ გაწყო. |
| 817 |
ორანგი სრულიად გაშინაურდა ტინის სასახლეში. ხშირად გაჰყვებოდა თავის მეპატრონეებს ტყეში, მაგრამ გაქცევა ფიქრადაც არ მოსვლია. საინტერესო სანახავი იყო, როდესაც პენკროფის გამოჭრილ დიდ კომბალს თოფივით გადაიდება მხარზე და მოახალშენეებს უკან მიჰყვებოდა. რა მარდად მოექცეოდა ხოლმე ხეს კენწეროში, თუკი რაიმე ნაყოფს შეამჩნევდა! |
| 818 |
იანვრის მიწურულში მოახალშენეებმა ფრანკლინის მთის ძირში, წითელი მდინარის წყაროებთან, მცხოვანი ცხოველებისათვის ბაგების შემოღობვა განიზრახეს. მათ უმთავრესად აინტერესებდათ გრძელბეწვა მუფლონები ქურქების შესაკერად. სამი კვირა მოანდომეს ამ საქმეს. ღობე იმდენად მაღალი იყო, რომ ზედ ვერც ერთი ცხოველი ვერ გადახტებოდა. |
| 819 |
მათთან იყო ტოპიც. ძნელი და მომქანცველი იყო სარეკში გულხეთქებით რბენა, ყვირილი და ხელების ქნევა. ასზე მეტი ნადირი ააგდეს, მაგრამ შემოზღუდულ მინდორში მხოლოდ ოცდაათიოდე მუფლონი და ათიოდე გარეული თხა შეიმწყვდიეს. მოახალშენეები დიდად კმაყოფილნი დარჩნენ ამითაც. |
| 820 |
მესამე გზა სათნოების წყალზე გადებული ხიდიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გაჭრეს, მაგრამ ჯერაც გამოსაკვლევი ჰქონდათ, კუნძულის ერთი ნაწილი, სახელდობრ, ურჩხულის ნახევარკუნძული, რომელიც უღრანი ტყით იყო დაბურული და სადაც ონავარი მხეცები ბუდობდნენ. გედეონ სპილეტს გადაწყვეტილი ჰქონდა, მუსრი გაევლო მათთვის. |
| 821 |
სასმელიც არ აკლდათ - ღვინის გარდა. ჩაის მაგიერ ოსვეგოს ხმარობდნენ, ლუდის მაგიერ კი ინჟინერი სმიტი ერთგვარ ნაძვის ყლორტებიდან სასიამოვნო და ჯანისათვის მარგებელ სასმელს ამზადებდა, ეს იყო სწორედ ისეთი რამ, რასაც ინგლისელები და ამერიკელები ფიჭვის ლუდს უწოდებენ. ზაფხულის მიწურულში საფრინველეს შეემატა ერთი წყვილი მშვენიერი სავათიც. |
| 822 |
სასწრაფოდ დახურეს ყველა კარ-ფანჯარა. პენკროფს ელდა ეცა, რადგანაც მის ჭირნახულს განსაცელი ელოდა. იგი ელვის სისწრაფით გაექანა ყანისაკენ, რომელსაც თავთავი უკვე გამოტენილი ჰქონდა, სქელი ტილო გადააფარა და ჭირნახული განადგურებას გადაარჩინა. ავდარმა მთელ კვირას გასტანა. კოკისპირულად წვიმდა, ელავდა, მეხი ვარდებოდა. |
| 823 |
ორჯერ-სამჯერ მეხის ნაპერწკლებმა შლამიან ნაპირსაც დაჰკრა, სილა გაადნო და შედუღებული მინის კოშტებად აქცია. ამის დამნახველ ინჟინერ სმიტს აზრად მოუვიდა მინის დამზადება ფანჯრებში ჩასასმელად, რომელიც აღარც ქარს შემოუშვებდა ტინის სასახლეში, აღარც წვიმასა და სეტყვას; ზამთარში სითბოსაც ხანგრძლივ შეინახავდა ოთახებში. |
| 824 |
მათ თითო ნუკრი ამოირჩიეს საალერსოდ. ფარდულის ქვეშ გაისმოდა ბღავილი. მოახალშენეებმა გარეული ღორებიც კი მოაშინაურეს, საფრინველის გვერდით მოუწყეს საღორე, საიდანაც გაისმოდა გოჭების ჭყვიტინი. ნაბი ისეთი მზრუნველობით უვლიდა და კვებავდა მათ, რომ კანში აღარ ეტეოდნენ, გედეონ სპილეტი ხუმრობდა ხოლმე - განათლებაში შედიანო. |
| 825 |
ინჟინერი სმიტი მინის დამზადებას შეუდგა. ეს საქმე უფრო რთული იყო, მაგრამ რამდენიმე მარცხის შემდეგ ინჟინერმა მაინც თავისი გაიტანა. მოაწყო სახელოსნო, საიდანაც ის და მისი მუდმივი თანაშემწეები - გედეონ სპილეტი და ჰერბერტი - რამდენიმე დღეს აღარც კი გამოსულან. როგორც ვიცით, მინის წარმოებას სჭირდება სილა, ცარცი და სოდა. |
| 826 |
ერთხელ, პირველ აპირლს, სადილის შემდეგ ყველანი ჰაერზე გამოიშალნენ სათვალთვალო ზეგანზე. მშვენიერი ამინდი იდგა, დაახლოებით ისეთი, როგორიც ოქტომბერში იცის ხოლმე ჩრდილო ნახევარსფეროზე. ყველანი სიამოვნებით გასცქეროდნენ მზის ჩასვლას. ჯუპმა ყველას ჩამოურიგა ანწლის ყავა. საუბარი კუნძულისა და მისი მდებარეობის გარეშემო ტრიალებდა. |
| 827 |
ჰერბერტმა და გედეონ სპილეტმა ბლომად მოკრიფეს თამბაქოს ფოთლები და ტინის სასახლეში დაბრუნდნენ. ისეთი სიფრთხილით შეიტანეს და მიმალეს ეს ფოთლები, თითქოს რაიმე კონტრაბანდა ყოფილიყოს, პენკროფი კი საბაჟოს სასტიკი მოხელე. ეს ამბავი გაანდეს ინჟინერსა და ნაბსაც, პენკროფს კი ეჭვიც არ აუღია, სანამ გამოაშრობდნენ ამ ფოთლებს და დაჭრიდნენ. |
| 828 |
ვეშაპს თვალს ვეღარ აშორებდნენ და მისი ცქერით ერთობოდნენ. პენკროფი უგუნებოდ იყო და კანჯოს შენებას გულს ვეღარ უდებდა. იგი წააგავდა იმ ბავშვს, რომელსაც სათამაშო დაანახეს და ხელში კი არ აძლევდნენ. ღამღამობით, ძილში ვეშაპზე აბოდებდა და, რაიმე შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, უყოყმანოდ გამოედევნებოდა შესაბმელად. |
| 829 |
ეს უზარმაზარი ცხოველი, ალბათ, ზღვის მოქცევას მოჰყვა და აქედან თავი ვეღარ დააღწია. მოახალშენეებმა ყიჟინით გადაირბინეს სათნოების მდინარეზე გადებული ხიდი, გაღმითა ნაპირს დაჰყვნენ, ზღვის კლდისაკენ მიუხვიეს და ოციოდე წუთში გაჩნდნენ ამ ვეებერთელა ცხოველის გვერდზე, რომელსაც ფრინველები გუნდ-გუნდად დასტრიალებდნენ. |
| 830 |
ქონის გარდა, რომელიც დიდხანს ეყოფოდათ სტეარნის სანთლისა და გლიცერინის დასამზადებლად, მოახალშენეებს დარჩათ ვეშაპის ძვირფასი ულვაშები. ზედა ყბაზე ვეშაპს ჰქონდა რვაასამდე რქოვანი ფირფიტა, რომელთა წამახული ბოლოები გიგანტური სავარცხლის კბილებს წააგავდა. ერთმანეთზე მიჯრილი ეს ფირფიტები თითო ექვსი ფუტის სიგრძის იქნებოდა. |
| 831 |
ისინიც უმალ დაესივნენ და ისე გამოწიწკნეს, რომ ცარიელი ჩონჩხი დარჩა. ტინის სასახლეში დაბრუნების შემდეგ მოახალშენეები ყოველდღიურ სამუშაოს დაუბრუნდნენ. სანამ ინჟინერი სმიტი და პენკროფი გემსაშენზე გავიდოდნენ, ინჟინერმა ვეშაპის ულვაშისაგან რაღაცის მოწყობა დაიწყო, რასაც ამხანაგები დიდი ცნობისმოყვარეობით შესცქეროდნენ. |
| 832 |
აიღო რევოლვერი, ქამარში გაირჭო სამეზღვაურო დაშნა, თან გაიყოლა ანთებული ფარანი და ჭაში ჩაეშვა. ჭაში ერთმანეთზე მიყოლებით გამოწეული იყო ქიმები, რომლებზეც მარჯვე ცხოველს შეეძლო ამოფხოტება. ინჟინერმა ყურადღება მიაქცია ამ გარემოებას, იგი ჩავიდა ჭის ძირამდე. დაკვირვებით ათვალიერებდა ფარნით განათებულ ყოველ კუნჭულს. |
| 833 |
მთელი ამ კვირის განმავლობაში პენკროფი გულმოდგინედ კერავდა სააფრე ტილოს, ჰერბერტიც მარჯვედ ეხმარებოდა მას. აფრა უკვე დაამზადეს. აეროსტატიდან იმდენი ბაგირი, თოკები და სხვა მასალა დარჩათ, რომ პენკროფმა კანჯოს გამართულობა სულ ამით დაამზადა. ინჟინერმა სმიტმა და პენკროფმა ანძა და სხვა საჭირო ბოძები გამოჩარხეს. |
| 834 |
ისე რომ, კანჯოს ასაგები მასალა მთლად გამზადებული ჰქონდათ, აწყობა და შეჭედვაღა აკლდა. პენკროფმა თეთრი, ლურჯი და წითელი ფერის ქსოვილებიდან შეკერა ალამი, რომელსაც ამშვენებდა ამერიკის ეროვნული დროშის ოცდაჩვიდმეტი ვარსკვლავი, და ოცდამეთვრამეტეც დაუმატა ლინკოლნის შტატის ნიშნად, რადგანაც ამ კუნძულსაც ამერიკასთან შეკავშირებულად თვლიდა. |
| 835 |
მოახალშენეები შეუპოვრად იბრძოდნენ, მაგრამ მგლების უკანა რიგები წინა რიგებს აწყდებოდნენ და ვიწრო გასასვლელთან საშინელი ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. ყოველ წუთს გაისმოდა თოფების ხმა და მათ სინათლეზე ჩნდებოდა მოპრიალე ცულებიც. უკვე მთელი გროვა იდგა დახოცილი მგლებისა, მაგრამ სულ ახალი და ახალი ხროვა ემატებოდა ბოგირის მხრიდან. |
| 836 |
ჰერბერტმა რევოლვერის სროლით გადაარჩინა ნაბი, რომელსა ზურგიდან წამოჰპარვოდა მგელი. ტოპი გააფთრებით იბრძოდა, ყელში სწვდებოდა ხოლმე მგლებს და ღადრავდა. ჯუპი გაშმაგებით ატრიალბდა კომბალს მარჯვნივ და მარცხნივ და ყველას წინ უსწრებდა. მისი გამჭრიახი თვალი საუცხოოდ ხედავდა წყვდიადში და ყველას გადააჭარბა ამ სისხლისმღვრელ შეტაკების დროს. |
| 837 |
თითქოს ნათვამს მიუხვდაო, ჯუპმა პენკროფს მხარზე მიაყრდნო თავი მადლობის ნიშნად. პენკროფიც დაჭრილი იყო, მაგრამ ის და ნაბი მხრებში შეუსხდნენ ჯუპს და ასაწევ კალათასთან მიიყვანეს. კალათაში ჩასმის დროს ჯუპს კვნესა აღმოხდა. აიყვანეს ტინის სასახლეში, დოშკაზე დააწვინეს და ფრთხილად მოჰბანეს ჭრილობები, რომლებიც სასიკვდილო არ აღმოჩნდა. |
| 838 |
მშვენიერ დარში ზღვაზე გასეირნება გამაცოცხლებელ სიოს ქროლვაზე წარმტაცი რამ იყო. პენკროფს კანჯო მიჰყავდა ნაპირიდან სამიოდე მილის მოშორებით, აეროსტატის ყურეს გასწვრივ. აქედან მოახალშენეთა თვალწინ ხელისგულივით გადაშლილიყო მთელი კუნძული თავისი სანაპიროს მოხაზულობით ბრჭყალების კონცხიდან ურჩხულის კონცხამდე. |
| 839 |
მთელი საღამო მოანდომეს კანჯოზე ლოგინების, თოფ-იარაღების, სასროლი მასალისა და სურსათ-სანოვაგის გადაზიდვას. კანჯოს დატვირთვის შემდეგ მოახალშენეები კალათით ავიდნენტინის სასახლეში. მეორე დღეს, დილის ხუთ საათზე, დიდის მღელვარებით გამოეთხოვნენ ერთმანეთს. პენკროფმა იალქნები აუშვა და კანჯო სრიალით გაემართა ბრჭყალების კონცხისაკენ. |
| 840 |
სუსტი სინათლე მოეფინა იქაურობას. ეტყობოდა, რომ დიდი ხნია, აქ აღარავინ ყოფილა. ქოხის სიღრმეში დატანებული იყო ტლანქად ნაგები ბუხარი, სადაც რამდენიმე მინავლებული ნახშირი, ცივი ნაცარი და ერთი იღლია გამხმარი შეშა ეყარა. პენკროფმა ანთებული შტო ბუხარში შეაგდო, შეშამ ტკაცატკუცი იწყო და მთელი ქოხი გააკაშკაშა. |
| 841 |
ფეხებზე მოხსნეს თოკი, ხელები კი შებოჭილი დაუტოვეს. წამოდგა და, როგორც ეტყობოდა გაქცევას არ აპირებდა. ნადირივით უბღვერდა მის გვერდით მიმავალთ და არ ემჩნეოდა, რომ თავის სწორ არსებად მიეჩნიათ ისინი. მისი პირიდან ისმოდა რაღაც სტვენისმაგვარი ხმები, კრთოდა და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, წინააღმდეგობის გაწევა კი აღარ უცდია. |
| 842 |
როგორ იქცეოდა უცნობი პირველ დღეებში? ეტყობოდა თუ არა, რომ გონება უბრუნდებოდა? თაბორის კუნძულზე განუსაზღვრელ თავისუფლებაში მყოფი უცნობი თავდაპირველად ფარული რისხვის ნიშნებს იჩენდა; მოახალშენეები შეფიქრიანდნენ, ტინის სასახლიდან არ გადაჩეხილიყო, მაგრამ თანდათან დამშვიდდა და მალე თავისუფლებაც მიანიჭეს. |
| 843 |
ერთხელ ინჟინერმა სმიტმა მძინარეს მოკრიჭა თმა და წვერი, რომელიც ნადირის შესახედაობას აძლევდა მას, ნაფლეთების ნაცვლად რიგიანი ტანისამოსი ჩააცვა. მზრუნველობისა და კარგი მოვლის წყალბით უცნობი კვლავ ადამიანს დაემსგავსა და გამომეტყველებაც თითქოს უფრო წყნარი და გონივრული გაუხდა. ინჟინერი სმიტი ყოველდღე რამდენიმე საათს ატარებდა მასთან. |
| 844 |
ხშირად ინჟინერს სხვა ამხანაგებიც შემოუსხდებოდნენ და უცნობის თანდასწრებით საუბარს გააბამდნენ ზღვაზე, ნაოსნობაზე, მოგზაურობის დროს გადატანილ ხიფათებზე. ზოგჯერ უცნობი თითქოს ყურადღებით ისმენდა მათ საუბარს, და მოახალშენეები დარწმუნდნენ, რომ მათი სიტყვები უკვე ესმოდა; ზოგჯერ კი მის სახეზე უღრმესი სევდა აღიბეჭდებოდა. |
| 845 |
ოთახი ავეჯით მოაწყეს. დაუდგეს ტახტი, მაგიდა, სკამი, კარადა და სკივრი. რადგანაც უცნობმა მოისურვა ცალკე ცხოვრება და კვება, მას დაუტოვეს იქ საჭირო ხელსაწყოები, სასროლი იარაღი და დენთი. უცნობს ერთხელაც არ შეუხედავს, როგორ უშენებდნენ სახლს, გამუდმებით მუშაობდა ბოსტანში და მთელი ვაკობი მარტომ გადაბარა და დასათესად გაამზადა. |
| 846 |
შკიპერის თანაშემწე წერილის წაკითხვის შემდეგ მყისვე შეუდგა გამგზავრების სამზადისს. ადვილად წარმოიდგენთ აირტონის გაოცებას და რისხვას, როდესაც სწორედ გამგზავრების წინ შეიტყო, რომ გემი გაემართება არა ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაპირებისკენ, ტუფოლდის ნავსადგურში, არამედ ახალი ზელანდიის აღმოსავლეთ სანაპიროებისაკენ. |
| 847 |
ინჟინერმა თავდაპირველად დაამზადა ფოლადის დაფა, რომელსაც დაატანა სხვადასხვა დიამეტრის კონუსისებური ნაჩვრეტები სათანადო სისქის მავთულის დასაძაბავად. კარგად გამოწრთობილი ფოლადის დაფა ჩარჩოში გაამაგრა და დადგა ჩანჩქერიდან რამდენიმე ფუტის მანძილზე. ინჟინერს უნდოდა ჩანჩქერი გამოეყენებინა მამოძრავებელ ძალად. |
| 848 |
იქვე, ჩანჩქერთან გამართული იყო მაუდის სათელი სახელოსნო, რომელიც ამჟამად უმოქმედოდ იდგა. ამ გამართულობის ღერძს უდიდესი ძალით ატრიალებდა ჩანჩქერი. იგი მავთულის დამზადებაშიაც გამოადგებოდათ. ამ საქმის მარტო ცოდნა კი არა, მოთმინებაც ესაჭიროებოდა. ჯერ დაამზადეს გრძელი რკინის წკეპლები და ბოლოები ქლიბით წაუწყვეტს. |
| 849 |
ამ წკეპლებს ფოლადის დაფის დიდრონი ნახვრეტში ატარებდნენ, მორგვის შემწეობით ჭიმავდნენ და ზედვე ახვევდნენ. შემდეგ მორგვიდან ხსნიდნენ, თანდათან გამოდიოდა ორმოციოდე მეტრის სიგრძე მავთული, რომლის გადაბმა და გაჭიმვა ადვილი იყო ხუთი მილის მანძილზე - ტინის სასახლიდან ბაგებამდე. ამ საქმეს მხოლო რამდენიმე დღე მოანდომეს. |
| 850 |
ამგვარად, სიმჟავე და მარილი, ესე იგი პოტაში, თიხის საცობის საშუალებით ერთიმეორეზე მოქმედებდა. ინჟინერმა სმიტმა აიღო თუთიის ორი ფირფიტა, ერთი მათგანი აზოტის სიმჟავეში ჩადო, მეორე კი პოტაშის ხსნარში. მაშინვე წარმოიშვა გალვანური დენი, რომელიც ჭურჭელში მყოფი ფირფიტიდან მილში მდბარე ფირფიტაზე გადადიოდა. |
| 851 |
ორივე სადგურზე მავთულის ბოლო ნაწილი დახვეული იყო ელექტრომაგინტზე, ესე იგი მავთულდახვეულ რბილ რკინაზე. როდესაც ორივე პოლუსი ერთმანეთს უერთდებოდა, დადებითი პოლუსი სადგურიდან დაძრული დენი მავთულში დაირბენდა მეორე სადგურის ელექტრომაგნიტამდე, რომელიც დროებით დამაგნიტდებოდა და ჩამიწების საშუალებით უბრუნდებოდა უარყოფით პოლუსს. |
| 852 |
მოახალშენეთა მეურნეობა დუღდ და გადმოდიოდა. საფრინველეში მომრავლდა მრავალნაირი ფრინველი. ახლადმოგებული ცხოველების მოვლა ბევრ დროს ართმევდა ნაბს და პენკროფს. ახალგაზრდა კანჯრებსაც აბამდნენ ურემში შეშისა და ქვანახშირის საზიდრად. ზოგჯერ ეზიდებოდნენ სხვადასხვა მადნეულის ნიმუშებსაც, რომელიც სჭირდებოდა ინჟინერ სმიტს. |
| 853 |
კუნძულის შეუსწავლელი ნაწილის გამოკვლევაში ინჟინერი სმიტიც მონაწილეობდა და დიდი გულმოდგინებით იკვლევდა ყველა ადგილს. ამ უზარმაზარ ტყეებში ნადირის კვალს როდი დაეძებდა! მაგრამ მის თვალს არ შეუმჩნევია ადამიანის კვალის ნასახიც კი. სმიტს მუდამ თან ჰყავდა ჯუპი და ტოპი. მაგრამ არსად გამოუჩენიათ განსაკუთრებული მოუსვენრობა. |
| 854 |
ერთი სიტყვით, უდიდესი ფანტაზიაც ძნელად წარმოიდგენდა ამაზე უფრო საოცარ და დიდ სანახაობას, რომელიც ოციოდე მილის მანძილზე იყო გადაჭიმული. მოხიბლული მოახალშენენი მდუმარედ გასცქეროდნენ და თვალი ვერ მოეშორებინათ ბუნების ამ დიადი სანახაობისათვის. ტოპი დროდადრო ხმამაღლა ყეფდა და მისი ხმის გამოძახილი ფიქალის კლდეებში გაისმოდა. |
| 855 |
მოახალშენები ზამთრისათვის ემზადებოდნენ, თუმცა რისი ეფიქრებოდათ: ცხოველები ბლომად ჰყავდათ და სათბილობელი ტანისამოსი არ აკლდათ. აირტონსაც გაუზიარეს თბილი ტანისამოსი და დაიყოლიეს, ზამთრისათვის მაინც გადმოსულიყო ტინის სასახლეში. აპრილის შუა რიცხვებში, ბაგებში სამუშაოს დამთავრების შემდეგ, აირტონიც გადმოსახლდა. |
| 856 |
მისი ხელი არ დადგებოდა. მუდამ შრომაში იყო გართული. ცდილობდა, რაც შეეძლო მეტი სარგებელი მოეტანა, თუმცა კვლავ ნაღვლობდა და ამხანაგების გართობაში არ ერეოდა. ზამთრის უდიდესი ნაწილი მოახალშენეებმა სასახლეში გაატარეს ხშირად ისეთო მძლავრი გრიგალი ამოვარდებოდა ხოლმე, რომ ტინის კლდეებსაც კი არყევდა. ზღვამ კინაღამ წალეკა მთელი კუნძული. |
| 857 |
მოახალშენეები დიდხანს იდგნენ ფანჯარასთან და თვალს ვერ აშორებდნენ ოკაენეს. ყველანი დუმდნენ, მაგრამ რამდენი ფიქრი ირეოდა მათს გონებაში, რამდენი განსაცდელი და იმედი აღელვებდა მათ გულს! პენკროფი წამდაუწუმ წამოავლებდა ხელს ჭოგრს და გულმოდგინედ გასცქეროდა ზღვას. ხომალდი ახლა უკვე ოცი მილის მანძილზე იქნებოდა აღმოსავლეთით. |
| 858 |
ეჭვს გარეშეა, რომ გემის ანძის წვეროდან მოთვალთვალე დარაჯები უსათუოდ შეამჩნევდნენ ისეთ კუნძულს, სადაც აზიდულიყო ფრანკლინის მთა. მაგრამ რა ესაქმებოდ ამ გემს უცნობ კუნძულზე? ალბათ, სრულიად შემთხვევით თუ მოხვდნენ წყნარი ოკეანის ამ მიდამოებში, სადაც თაბორის კუნძულის გარდა არც ერთი სხვა კუნძული არ არის აღნიშნული. |
| 859 |
ვითომც სამხედრო გემებს წაჰბაძეს, რომელნიც ხმელეთთან მიახლოებისას დროშას ააფრიალებენ და ზარბაზანს დაცლიან ხოლმე, შედლუხით ეგებებიან ხმელეთს. ნორფოლკელ კატორღლებს ფიქრადაც არ მოსვლიათ, რომ ამ კუნძულზე ცხოვრობდა ვინმე. აირტონმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა შეეტყო ხომალდის შეიარაღება და მეკობრეების რაოდენობა. |
| 860 |
ეს იყო წამოსვლა დააპირა, როდესაც თვალწინ წარმოუდგა მომავალი ბრძოლის სურათი. თვალწინ დაეხატა უწყალოდ დახოცილი თავისი ამხანაგები, ის ადამიანები, რომელნიც უბრალო კანჯოთი გაემართნენ თაბორის კუნძულზე მის დასახსნელად, რომლებიც ასეთი მშობლიური მზრუნველობით უვლიდნენ და გაველურებული, გამხეცებული აირტონი ისევ შეგნებულ ადამიანად აქციეს. |
| 861 |
აირტონმა ერთი ექვსსასროლიანი რევოლვერი აიღო და ხელში შეატრიალა. რევოლვერი ექვსივე ვაზნით იყო გატენილი. ესეც კმაროდა აფეთქების მოსახდენად. შემდეგ სიფრთხილით წავიდა ხომალდის ბოლოსაკენ. როგორც იყო, მიაღწია დენთის საწყობს. საჭირო იყო კლიტის გატეხვა უხმაუროდ, აირტონი ღონიერი კაცი იყო. კლიტე მალე მოაგდებინა და კარიც გააღო. |
| 862 |
ახლა კი მიხვდა, რომ აფეთქებას ვეღარ მოახერხებდა და საჭიროა თავს უშველოს. ბაქანზე მეკობრეები აფუსფუსდნენ. აირტონმა რევოლვერი დაახალა ბობი ჰარვეის, რომელიც ოდნავ დაიჭრა, მეორე სროლით კი გარს შემოიფანტა კატორღელები და ბაქნისაკენ გაქანდა, ფარანს გაურბინა გვერდით, რევოლვერის ტარით ჩაამტვრია და სრული წყვდიადი ჩამოწვა. |
| 863 |
ამ დროს ბაქნიდან კიბეზე ჩამოდიოდნენ ხმაურობაზე გაღვიძებული მეკობრეები. აირტონმა მეხუთე სროლით ერთი დააგორა. დანარჩენები კი აქეთ-იქით გაიფანტნენ. აირტონი ერთი ნახტომით გაჩნდა ბაქანზე. ის იყო გემის კიდურზე შეხტა, როდესაც ერთი კატორღელი კისერში სწვდა. აირტონმა მეექვსე სროლით იქვე მიაწვინა იგი, იშვირა ფეხი და ზღვაში გადაეშვა. |
| 864 |
პენკროფი და აირტონიც უთვალთვალებდნენ ნავს და უცდიდნენ თოფის სასროლ მანძილზე მოახლოებას. ნავი განსაკუთრებული სიფრთხილით ახლოვდებოდა. ნიჩბებს თითქმის არც კი უსვამდნენ. ნავის ცხივრთან მჯდომი კატორღელი ლოტით ზომავდა სათნოების მდინარის სიღრმეს. ალბათ ბობი ჰარვეის განზრახვა ჰქონდა, ხომალდი ნაპირისატვის მოეახლებინა. |
| 865 |
ანძის დასამაგრებელ ბაგირებზე აცოებული ოცდაათიოდე კატორღელი გაფაციცებით ადევნებდა თვალს ნავის მოძრაობას და კუნძულის თვალსაჩინო ადგილებისკენ უთითებდა მას. ნავი ორი კაბელტოვის მანძილზე მოუახლოვდა ნაპირს. მესაჭე წამოდგა, ეტყობოდა, ნავის მისადგომ ადგილს ათვალიერებდა. უცებ იჭექა ორმა თოფმა. ცეცხლმა კლდეებზე გაიელვა. |
| 866 |
ზღვის მოქცევა უკვე დაიწყო, ტალღები მძლავრად გაექანნენ ვიწრო გასასვლელისაკენ და ნავიც თან გაიტაცეს. კატორრელებს სული კბილით ეჭირათ, რომ ნავი სრუტეში არ გაეტაცა; ძალაუნებურა მიცურავდნენ სათნოეის მდინარს შესართავის მახლობლად. აქ ჩასაფრბული ნაბი და გედეონ სპილეტიც ფხიზლად იყვნენ და ორი კატორღელიც იმათი ტყვიის მსხვერპლი გახდა. |
| 867 |
ტინის კლდე კი დაიმსხვრა. ნავში დარჩეინლმა სამმა კაცმა ვეღარ გაუძლო ტალღების დენას, ნავი მდინარებამ სრუტეში შეიტაცა, ელვასავით წინ გაუქროლა ინჟინერ სმიტსა და ჰერბერტს, შემოუხვია მხსნელი კუნძულის ბოლოს და ხომალდისაკენ წავიდა. ინჟინერმა და ჰერბერტმა ვერ ესროლეს, რადგანაც ასეთ დიდ მანძილზე მათი თოფები ნიშანში ვერ მოხვდებოდა. |
| 868 |
ამჯერად თორმეტი მეკობრე ჩახტა ნავში. ელვის სისწრაფით გამოექანენ კუნძულისაკენ. ჩამოუშვეს მეორე ნავიც, რომელშიაც მოათავსეს რვა მეკობრე. მათ სათნოების მდინარის შესართავისაკენ აიღეს გეზი. ალბათ პირველი ნავი უნდა გამკლავებოდა მხსნელ კუნძულზე მიმალულ მოწინააღმდეგებეებს, მეორე კი მდინარის შესართავთან ჩასაფრებულებს. |
| 869 |
ალბათ, ნასროლმა მიზანს მიაღწია. გამოხტნენ საფარიდან. სწრაფად გადმოირბინეს პაწია კუნძული ჩასხდნენ კანჯოში და თავის კუნძულს მიაღწიეს სწორედ იმ დროს, როდესაც მეკობრეებმა დაიპყრეს გაღმითა პაწია კუნძულის და გაშმაგებით დაეძებდნენ მოახალშენეებს. იმავე დროს მოისმა ორი თოფის სროლის ხმა სათნოების მდინარის შესართავთან. |
| 870 |
ბაქანის ძირზე უკვე შეიძლებოდა სიარული. თუჯის ბალასტი ბევრ ადგილას გამოვარდნილიყო. აქა-იქ მოისმოდა წანწკარი წყლისა, რომელიც ხომალდის ნაპრალებიდან იწრიტებოდა. ინჟინერი სმიტი და მისი ამხანაგები ცულებმომარჯვებული მიაბიჯებდნენ ხომალდის ნახევრადდანგრეულ ბაქანზე. ყველგან მიყრილ-მოყრილი იყო სხვადასხვანაირი ყუთები. |
| 871 |
მოახალშენეებმა ტვირთის გადაზიდვა დაიწყეს. რამდენიმე საათის შემდეგ ზღვის მოქცევის გამო წყალი ისევ აიწევდა და დარჩენილი დროით უნდა ესარგებლათ. აირტონმა და პენკროფმა ხომალდის ერთ-ერთ ნაპრალში გაამაგრეს ბაგირმობმული კოჭი და მისი საშუალებით სწრაფად ტვირთავდნენ კანჯოზე კასრებს და ყუთებს. ხომალდიდან ყველაფერი გადაზიდეს. |
| 872 |
ტვირთის გარჩევას კი შემდეგაც მოასწრებდნენ. მოახალშენენი უაღრესად კმაყოფილნი დარჩნენ. რა გინდოდა რომ ხომალდზე არ ყოფილიყო. საოჯახო ნივთები, ფართლეული, ხელსაწყო-იარაღები და მრავალი სხვა. რაც აუცილებელია შორეული ნაოსნობისათვის. მოახალშენეებმა გაზიდეს ბაქანზე მიმოყრილი ტვირთი და ახალა ხომალდის ბოლოს მიაშურეს. |
| 873 |
ყველა მოახალშენემ, ჯუფისა და ტოპის თანდასწრებით, სათითაოდ გამოსცადა ოთხივე ზარბაზანი. ისინი გატენეს პიროქსილინით და ცილინდრის მოყვანილობის ყუმბარებით. პენკროფს ხელში ეჭირა სწრაფსასროლი მილის ზონარი. ინჟინერმა ანიშნა, და ზარბაზანმაც იქუხა. ნატყორცნი ყუმბარა თავს გადაევლო გადარჩენის კუნძულის მიდამოს და ზღვაში ჩაინთქა. |
| 874 |
ყუმბარა აბასრულ კლდეს მოხვდა ტინის სასახლიდან სამი მილის მანძილზე და ნამსხვრევებად აქცია. მესამე ზარბაზანი დაუმიზნეს ზღვის პირად ამართულ შლამის ბორცვებს. ოთხი მილის მანძილზე; ყუმბარა შლამში წაერია. მეოთხე ზარბაზნის გატენის დროს ინჟინერმა ცოტა პიროქსილინი მიუმატა, რომ გამოერკვიათ, ყველაზე შორს რა მანძილზე წავიდოდა ყუმბარა. |
| 875 |
იგი ჰერბერტის სინჯვას შეუდგა. ძალიან შეშფოებული იყო ჰერბერტის ხანგრძლივი გულის წასვლით, რაც გამოწვეული იყო ან სისხლისაგან დაცლით, ან სასიკვდილო ჭრილობით. ჰერბერტი გაფითრებული იწვა, მაჯა სუსტადღა უცემდა. გედეონ სპილეტმა მკერდი მოუღეღა და ცივი წყლით მოჰბანა. ჰერბერტი დაჭრილი იყო გვერდში, მესამე და მეოთხე ნეკნს შუა. |
| 876 |
ამ სიტყვების თქმის დროს ინჟინერი ფიქრობდა ჰერბერტზე რომელზედაც ასე საბედისწეროდ იმოქმედა მგზავრობამ. ავაზაკები აღარსად გამოჩენილან. გედეონ სპილეტი და პენკროფი ჰერბერტს არ სცილდებოდნენ. ინჟინერი სმიტი და ნაბი განადგურებული ჭირნახულის დასათვლიერებლად წავიდნენ. ყანა ფეხით გადაეთელათ. ბოსტანი მთლიანად ამოეგდოთ. |
| 877 |
ინჟინერი ჩვეულებრივზე უფრო გაფითრებული იყო მრისხანებისაგან, მაგრამ თავს იკავებდა. ერთხელ კიდევ მოავლო თვალი აოხრებულ მეურნეობას და ტინის სასახლეს მიაშურა. შემდეგი დღეები ყველაზე მწარე დღეები იყო, რაც კი დღემდე გადაეტანათ მოახალშენეებს. ჰერბერტი შესამჩნევად მისუსტდა, ეტყობოდა, რომ მძიმე ავადმყოფობა ეწყებოდა. |
| 878 |
სწრაფად გადაირბინეს გზა და გასცდნენ ჭიშკარს, სადაც ურემთან ტოპი ყრუდ ღრინავდა. ერთი წუთით ინჟინერმა მიატოვა აირტონი და თოფმომარჯვებულ გარეთ გავიდა. ჰერბერტი გვერდით ახლდა, ისინი შეშფოთებით აკვირდებოდნენ ბაგების თავში ამართულ კლდეს. თუ კატორღელები იქ იყვნენ სადმე ნაპრალში ჩასაფრებულნი, მოახალშენეებს სათითაოდ გაჟლეტდნენ. |
| 879 |
მისი ლბილი შუქი მიდამოს მოეფინა. საჩიხი მთლიანად განათდა - მთელი თავისი ხეებით, რომლებიც ვაკობის შუაში მოჩუხჩუხებ ნაკადულს შემოსჯაროდნენ, აბალახებული ველით... მალე გამოჩნდა შვად მოძრავი საგანიც. ეს იყო ურემი, რომელიც სინათლის ზოლში შემოვიდა. ინჟინერს შემოესმა ჭიშკრის ხმაური და ურდულების გაყრის ხმა. |
| 880 |
მისი მოკვლა გადაეწყვიტათ, მაგრამ ერტ კატორღელს ეცნო. ცოცხალი კი დატოვეს, მაგრამ ძვირად დაუსვეს ეს სიცოცხლე. ძველი ნაამხანაგარნი გამუდმებით აწამებდნენ მას, ცდილობდნენ გადაებირებინათ თავიანთკენ და ერთად ემოქმედათ მოახალშენეთა წინააღმდეგ. იმედი ჰქონდათ, აირტონი მოეხმარბოდათ ტინის სასახლის დაპყრობაში. აირტონი უარზე დადგა. |
| 881 |
ნახეს აგრეთვე სურსათის ნარჩენი, რომელიც ბაგებიდან გამოეტაცათ კატორღელებს. შემდეგ მოახალშენეებმა დაათვალიერეს სამხრეთ-დასავლეთის ფერდობები, გარს შემოუარეს მათ და შეჰყვნენ ვიწრო ხეობას, რომელიც ჩაჭედილიყო ერთიმეორეზე მილაგებულ და თითქოს განგებ გახვრეტილ ფიქალის კლდის უზარმაზარ ლოდებს შუა. აქ ხეები იშვიათად ხვდებოდათ. |
| 882 |
თუმცა ეს გვირაბები სრულიად უკაცრიელი და ჩაბნელებული იყო, ინჟინერი დარწმუნდა, რომ აქ მაინც არ სუფევდა ისეთი მყუდროება, როგორიც მოსალოდნელი იყო ასეთ ადგილებში. ერთ გრძელ გვირაბში, რამდენიმე ასეული ფუტის სიღრმეზე რომ შევიდა, ყრუ გუგუნი შემოესმა. მის უკან მიმავალ გედეონ სპილეტსაც მოესმა შორეული გუგუნი. |
| 883 |
ეს საკითხები მუდამ აინტერესებდათ მოახალშენეებს, მაგრამ სინამდვილისა არაფერი იცოდნენ. მოახალშენენი მუდამ ოცნებობდნენ სამშობლოში დაბრუნებაზე, უნდოდათ ერთხელ კიდევ ენახათ მშობლიური ადგილები, რომ შემდეგ ისევ დაჰბრუნებოდნენ კუნძულს, მკვიდრად მოეკიდებინათ ფეხი აქ და მუდამ მისვლა-მოსვლა ჰქონოდათ ამერკასთან. |
| 884 |
ის მარდად მოექცეოდა ხოლმე წაქცევაზე მიმდგარ მუხას ან თელას კენწეროზე და გადმოსაწევად თოკს აბამდა, ხან კი თავის ღონიერ მხრებზე მოიდებდა მორს და დანიშნულ ადგილამდე მიარბენინებდა. აპრილში მოახალშენეებმა მინდვრის სამუშაოებიც მოასწრეს. შორეული სანახაობის ზეგანზე ნიშანიც აღარ დატოვეს ავაზაკების ხელით მინგრეულ-მონგრეული მეურნეობისა. |
| 885 |
ძველი საფრინველეს ადგილზე უფრო მოხდენილი და ფართო შენობა წამოჭიმეს. თავლაში ამჟამად ხუთი კანჯარი ებათ. ამათგან ოთხი უკვე კარგად ჰყავდათ გახედნილი, რომლებსაც ხან შესაბმელად იყენებდნენ, ხან შესაჯდომად. მოახალშენეებმა გუთანი გამართეს. შიგ შებმული კანჯრებით უკვე ხნავდნენ მიწას, ვიდრე იორკშირის ან კენტუკის ხარებით. |
| 886 |
შრომა გადამხალისებლად მოქმდებდა მათს ჯანმრთელობასა და გონებაზე. მუშაობით დაქანცულნი საღამო ხანს შეიკრიბებოდნენ ტინის სასახლეში და გაცხოველებული მუსაიფი ჰქონდათ. იგონებდნენ წარსულს, მსჯელობდნენ აწმყოზე და ათასნაირ გეგმას აწყობდნენ მომავლისათვის. აირტონიც მათთან ერთად ცხოვრობდა ტინის სასახლეში, მაგრამ ფიქრიანი და მდუმარე იყო. |
| 887 |
ზამთრის ყინვების ხანა მოახალშენეებმა სწორედ ამ საქმეებისათვის გამოიყენეს. ინჟინერი სმიტი თვითონ ამზადებდა სოდას და ქოლის კირს. ასე განვლო ზამთრის თვეებმა - ივლისმა და აგვისტომ. მოახალშენენი და მათი ოთხფეხი საქონელი ქერქში აღარ ეტეოდნენ. მართალია ბიძია ჯუპი ცოტა მცივანა იყო, მაგრამ მას საგანგებოდ შეუკერეს დაბამბული ხალათი. |
| 888 |
ჩათფუნული ჯუპი სიცივისაგან აღარ იბუზებოდა და ისევე ხალისიანად და მხიარულად ემსახურებოდათ, როგორც ზაფხულობით. ბოლოს ზამთარიც დასრულდა, მაგრამ გაზაფხულის პირველივე დღეებს ისეთი მოვლენები მოჰყვა, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყოლოდა. ერთ დღეს ინჟინერმა შეამჩნია, რომ ფრანკლინის მთიდან ბუღა-ბუღა კვამლი ამოდიოდა. |
| 889 |
ჭირნახულის დაბინავების შემდეგ, მოახალშენენი ისევ დაუბრუნდნენ ცულებს, ჩაქუჩებს და შალაშინებს. საქმის დასაჩქარებლად სადილისა და ვახშმის დროც კი შეცვალეს. სადილობდნენ სწორედ შუადღისას, ვახშამი კი შებინდებისას დააწესეს, როდესაც ძალაუნებურად უნდა აეშაბაშებინათ. ნავახშმევს კი მაშინვე დასაძინებლად წვებოდნენ. |
| 890 |
მალე, ალბათ, იქუხებდა და წვიმა წამოვიდოდა, მაგრამ სიბნელე და თავსხმა ვერ აფერხებდა ადამიანებს, რომლებსაც უთვალავჯერ დაქსელილი ჰქონდათ ბაგებისაკენ მიმავალი გზა. მოახალშენენი შეჰყვნენ სათნოების მდინარის მარცხენა ნაპირს, მიაღწიეს ვაკობს, გლიცერინის მდინარეზე გადებულ ბოგირზე გადავიდნენ და ტყეს მისცეს თავი. |
| 891 |
ყველანი აფორიაქებულნი იყვნენ და ჩქარი ნაბიჯით მიდიოდნენ, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ საიდუმლოების გამჟღავნების საათმა დაჰკრა, რომ ბოლოს მაინც ფარდა აეხადა მათი მფარველის ვინაობას. ტყეში ისე ბნელოდა, მოახალშენენი ძლივს მიიკვლევდნენ გზას. ნადირებსა და ფრინველებს ეგრძნოთ ჭექა-ქუხილის მოახლოვება და მინაბულიყვნენ. |
| 892 |
ელვამ მოუხშირა. დროდადრო ჰორიზონტი ისე ნათდებოდა, რომ თვალსა სჭრიდა. შორიდან მოისმოდა გრგვინვა-ქუხილის ხმა. ჰაერი დამძიმებულიყო. თერთმეტის თხუთმეტი წუთი იქნებოდა, როდესაც ელვამ გაანათა ბაგების მესერი. ჭიშკარში რომ შევიდნენ, კიდევც ერთხელ იჭექა. ინჟინერი ყველაზე პირველი მიადგა ოთახის კარს. იქნებ უცნობი აქ იმყოფება? |
| 893 |
ჯერ კიდევ დასჭირდათ სამხრეთ-დასავლეთის ზეგანზე ასვლა და იქიდან დაშვება უდაბურ, გაშიშვლებულ ტაფობში, რომელიც ერთიმეორეზე უცნაურად შედგმული ფიქალის კლდეებით ბოლოვდებოდა. დროდადრო ერთ-ერთი მათგანი დაიხრებოდა, მავთულს ხელს მოუფთურებდა და ისევ განაგრძობდნენ გზას. ახლა უკვე ეჭვი აღარ ჰქონდათ, რომ მავთული ზღვამდე მიიყვანდა მათ. |
| 894 |
ინჟინრი წინ მიუძღოდა, აირტონი კი ყველაზე ბოლოს მიდიოდა. ბოლოს ტელეგრაფის მავთულმა ერთბაშად მიუხვია ზღვის პირას კლდეებისაკენ, რომელიც, როგორც ემჩნეოდა, ძლიერი ზღვის მოქცევის დროს ტალღებით იფარებოდა. მოახალშენენი ვიწრო ქიმს წაადგნენ. ტელეგრაფის მავთული ამ ვიწრო ქიმს გასდევდა და ისინი დაუფიქრბლად მიჰყვნენ მას. |
| 895 |
კაპიტნმა ნემომ ორიოდე სიტყვით გაუზიარა მათ თავისი ცოვრების ისტრია. მისი ნაწყვეტ- ნაწყვეტი ნაამბობიდან მოახალშენეებმა შემდეგი შეიტყვეს: კაპიტანი ნემო ჩამომავლობით ინდიელი იყო, გვაროვნობით პრინცი დაქაჰარი. ის იყო ბუნდელხანდის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მბრძანებელი რაჯას ვაჟი და ინდოეთის განთქმული გმირის ტიპო-საიბის ძმისწული. |
| 896 |
მამას ათი წლისა გაუგზავნია ევროპაში განათლების მისაღბა, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ თავის სამშობლოს დაბრუნებოდა და, თანსწორი იარაღით აღჭურვილი შებრძოლებოდა თავისი ქვეყნის მჩაგვრელ-დამპყრობლებს. ბუნების ნიჭიერი და მედგარი ნებისყოფის ადამიანი იყო პრინც დაქაჰარი. ოცდაათ წლამდე ევროპაში დარჩა და საუკეთესო მეცნიერებთან სწავლობდა. |
| 897 |
მთელ მის სიცოცხლეს, მთელ მის ცოდნის წყურვილს ერთი განუყრელი განცდა ამოძრავებდა. ეს იყო უზომო სიძულვილი. მას სძულდა ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა და იმ ქვეყანაში ფეხი არ შეუდგამს არასოდეს, თუმცა ხშირად მიუპატიჟებიათ. მას სძულდა ეს ქვეყანა განსაკუთრებული გრძნობით, თუმცა ზოგიერთ რამეში პატივსაც სცემდა. ეს ქვეყანა ინგლისი იყო. |
| 898 |
ინდოეთში ინგლისის ბატონობას სერიოზული საფრთხე მოელოდა. ადგილობრივი მკვიდრებისაგან შედგენილ ჯარს, რომელთაც სიპაებს უწოდებდნენ, გარედან რომ მიეღო დახმარება, მაშინ ინგლისის გაერთიანებული სამეფო იძულებული გახდებოდა, ხელი აეღო დაპყრობილ სამფლობელოებზე. დაქაჰარის სახელი ყველგან ქუხდა. ის აშკარად იბრძოდა ინგლისის წინააღმდეგ. |
| 899 |
ინგლისელები ძლერინი იყვნენ და საბოლოოდ ძალამ ჩაახშო აჯანყება, სიპაები დამარცხდნენ. დაქაჰარმა, რომელმაც სიკვდილივერ ჰპოვა ბრძოლის ველზე, ბუნდელხანდის მთებში შეაფარა თავი. ახლა უკვე მარტოდმარტო იყო, დამარცხდა მისი კეთილშობილური იდეებიც. მას შეძულდა განთლებული ქვეყნიერება და სამუდამოდ ზურგი აქცია მას. |
| 900 |
იცით სად იპოვა დაქაჰარმა დამოუკიდებლობა, რომელიც არ აღირსეს მშობლიურ ქვეყანაში? მან იგი იპოვა წყალქვეშ, ზღვის უფსკრულში, სადაც ვერავინ სწვდებდოდა მას. აქ მეომარი მეცნიერად იქცა. წყნარი ოკეანის უდაბურ კუნძულზე მან მოაწყო გემსაშენი. აქ მისი გეგმით აიგო წყალქვეშა ნავი, რომელსაც ელექტრობა ამოძრავებდა, ათბობდა და ანათებდა. |
| 901 |
საყვინთავი ტანისამოსით იგი ადვილად მიაღწევდა ხოლმე ტინის სასახლეში ძველი სადინარის ჭას, აცოცდებოდა მის დოლაბთან და ისმენდა მათ საუბარს. იგებდა მათ წარსულს, სადღეისო საზრუნავს და მომავალი ცხოვრბის სამოქმედო გეგმებს. მათი საუბრიდან შეიტყო ჩრდილო ამერიკაში მონების გასათავისუფლებლად ატეხილი ომის ამბები. |
| 902 |
ინჟინერი სმიტი და კაპიტანი ნემო რამდენიმე წუთს საუბრობდნენ. ბოლოს ინჟინერმა ამხანაგები მოიხმო. მაგრამ საუბრის შინაარსი არ გაუმჟღავნებია მათთვის. გედეონ სპილეტი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა ავადმყოფებს, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალს აძლევდა ძლიერი ნერვიული აფორიაქება, რომელიც ხანგრძლივ ვერ გასტანდა. |
| 903 |
ახლა კი მიხვდნენ, რა განსაცდელი მოელოდათ. ინჟინერი სმიტი არაფერს აზვიადებდა. მართალია, ადრეც მოსვლიათ ხოლმე აზრად, ვულკანის ჩასაქრობად მასში მიეშვათ ზღვა ან ტბები, რომელნიც მუდამ მაღლა მდებარეობდნენ ვულკანსი დონეზე, მაგრამ ყოველთვის ივიწყებდნენ იმ გარემოებას, რომ მაშინ დედამიწის ის ნწილი ისე აფეთქდებოდა, როგორც ორთქლის ქვაბი. |
| 904 |
ცხადი იყო, რომ მოახალშენეთა კუნძულსაც მოელოდა ასეთი საშინელი ნგრევა-განადგურება. მღვიის კედელი დიდხანს ვეღარ გაუძლებდა მას. რამდენ თვეს, რამდენ დღეს, ან რამდენ საათს უნდა გაეძლო - ამისი თქმაც ძნელი იყო. შეძრწუნებული მოახალშენენი საგონებელს მიეცნენ. ისინი ფიქრობდნენ არა თავიანთ დაღუპვაზე, არამედ დედამიწის ამ კუნძულის ბედზე. |
| 905 |
ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საჭიროა მთელი ჯან-ღონე მოიკრიბონ და როგორმე მალე დაამთავრონ გემის აგება, რადგანაც ეს არის ერთადერთი საშუალება მოახალშენეთ გადარჩენისა. ყვლანი დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ მუშაობას, ან კი ასეთ პირობებში რაღა აზრი ჰქონდა მოსავლის აღებას, ნადირობას და ტინის სასახლისათვის მარაგის მიმატებას? |
| 906 |
ერთი საათის შემდეგ ქაფქაფა წიაღვარმა მთლად გაავსო ბაგების მიდამო, დააშრო ველზე მოწანწკარე რუ, ცეცხლი მოედო შენობების გარშემო შემორტყმულ ფიცრულ მესერს და ჩალასავით გადაბუგა ყველაფერი. ბაგების ნასახიც აღარ იყო. მოახალშენენი არ ცდილან რამე ეღონათ წიაღვრის შესაჩერბლად, რადგან ადამიანი უსუსურია ასეთი კატასტროფის წინაშე. |
| 907 |
მათს თავზე სეტყვასავით გამოდიოდა ნატყროცნი ქვები და მეორეც, წამოგრაგნილი წიაღვარის ნაკადი, რომელიც წითელი მდინარის კალაპოტიდან მოიმართებოდა, ყოველ წუთს გზის მოჭრით ემუქრებოდა. ტყის პირად ხეების პირველი წყებაწიღვრის სიმხურვალისგან იმდენად გაფიცხდა, რომ ტკაცანითა და ჭახანით სკდებოდა. მოახალშენეებმა სახლისაკენ იბრუნეს პირი. |
| 908 |
მიდიოდნენ მძიმედ, ნელ-ნელა იხევდნენ უკან, დაქანებულ ფერდობებზე წიაღვრის ნაკადები სწრაფად ედებოდა აღმოსავლეთის მიდამოებს. წიაღვრის ქვედა ფენა რომ ცივდებოდა, მას სუფრასავით ზედ ეფინებოდა წიაღვრის ახალი ზეწარი, უმთავრესი ნაკადით, რომელიც წითელი მდინარისაკენ მიიმართებოდა, წუთიწუთ მრისხანე ხდებოდა. მთელ ტყეს მოსდებოდა წიაღვარი. |
| 909 |
თანაც ისე ეგონათ, თითქოს სამი საათი კი არა, ათიოდე წუთს მოენდომებინათ ამ საქმისათვის. დროზე მოასწრეს. მდინარესავით წამოსული წიაღვარი წამსვე მოადგა მინიშნული ბექობის ძირს. წიაღვრის თქეშის დონე მაღლა-მაღლა იწევდა და ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო, რომ გაარღვევდა ჯებირსა და გადაეშვებოდა შორეული დასავლეთის ტყეებისაკენ. |
| 910 |
შიშინი დ ზუზუნი იდგა ირგვლივ. ქარით გატაცებული ორთქლი კი წვიმის სახით უშხაპუნებდა ტბის ზედაპირს. წიაღვრის ტალღები ერთი მეორეზე იხორხლებოდა და იქ, სადაც ცოტა ხნის წინათ მიმყუდროებით გრანტის ტბის წყალი იდგა, ახლა მოფენილი იყო გაქვავებული ღველფის ვეება ლოდებით, რომელთაც ოხშივარი ასდიოდა. ცხადი იყო, რომ გამარჯვება ცეცხლს დარჩებოდა. |
| 911 |
მოახალშენეებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარმოებას, რომ ღველფის თქეშმა გრანიტის ტბისაკენ აიღო გეზი. მათ განკარგულებაში რჩებოდა კიდევ რამდენიმე დღე გადარჩენის მოლოდინში. შორეული სანახაობის ზეგანს, ტინის სასახლეს და გემსაშენ აგილს ჯერჯერობით მაინც არ მოელოდათ საფრთხე. ამ დღეებით უნდა ესარგებლათ და ხომალდი დაემთავრებინათ. |
| 912 |
გრანტის ტბა თითქოს მთლად ახორხლილი იყო გაცივებული ღველფის კლდეებით. ერთიც კიდევ რომ ძველებურად მძლავრად ამოხეთქა, წიაღვრის თქეში აუცილებლად მოვდებოდა შორეული სანახაობის ზეგანს და იქიდან კი მთელ სანაპიროს. კუნძულის ეს მხარე დაცული იყო ცეცხლოვანი თქეშისაგან, სამაგიეროდ იგივე არ ითქმოდა კუნძულის დასავლეთ ნაწილზე. |
| 913 |
სანახაობა კი მართლაც გულსაკლავი იყო. ტყით დაფარული კუნძულის ნაწილი ახლა სრულიად მოტიტვლებული გამოიყურებოდა. მხოლოდ რამდენიმე ხე მოჩანდა გველის ნახევარკუნძულის კიდეზე. აქა-იქ ამოშვერილიყო შემურული მუგუზლები, უღრანი ტყით დაბურული ადგილები ახლა შავიხვის ჭაობებზე უდაბური და უნაყოფო იყო. ასე გაანადგურა წიაღვრის თქეშმა ყველაფერი. |
| 914 |
ინჟინერ სმიტს ახლა ისღა აფიქრებდა, რომ თქეში შლამიან ნაპირებს არ მოსდებოდა და ხომალდის მშენებლობაში ხელი არ შეეშალა. მოახალშენენი ყოველ წუთს გრძნობდნენ ნიადაგის რყევას. ხომალდის დასამთავრებლად კი სულ ცოტა, ერთ თვის მუშაობა მაინც დასჭირდებოდათ. მაგრამ განა კუნძული ერთ თვეს გაუძლებდა საშინელი სტიქიონის ძალას? |
| 915 |
იგი გრანტის ტბის სამხრეთ-დასავლეთის კიდურისაკენ დაექანა, გლიცერინის წყარო გადალახა და შორეული სანახაობის ზეგანს მოედო. სტიქიონის ამ უკანასკნელ დაკვრას ყველაზე მძიმე შედეგი მოჰყვა მოახალშენეებისათვის. უკვალოდ განადგურდა მათი წისქვილი, საჯინიბო, გომური და საფრინველე. დამფრთხალი ფრინველები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. |
| 916 |
წყნარი ოკეანის ადუღებულ ტალღებში ერთადერთ კლდეს ამოეყო თავი. სიგრძით ოცდაათი ფუტი იქნებოდა, სიგანით კი - ათი. ესღა იყო ერთადერთი ნაშთი ლინკოლნის კუნძულისა, რომელიც საძირკვლიანად ამობრუნებულიყო. ამ კლდეს შეაფარეს თავი მოახალშენეებმა და მათმა ძაღლმა. ყველა ცხოველი და ფრინველი დაიღუპა. დაიღუპა საბრალო ჯუპიც. |
| 917 |
მოახალშენენი მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ კუნძულის აფეთქების დროს ზღვის ნაპირზე იყვნენ და ყველანი წყალში გადაცვივდნენ. რომ ამოყვინთეს, მათ თვალწინ აღარაფერი ჩანდა, გარდა იმ პატარა კლდისა, რომელიც მათგან რამდენიმე ფუტის მანძილზე ამოშვერილიყო ტალღებიდან. დიდი გაჭირვებით მიცურეს იქამდე, ზედ აფოფხდნენ და სული მოითქვეს. |
| 918 |
იკვებებოდნენ ნიჟარებითა და ზღვის ვეებერთელა კიბოებით. წყურვილს კი კლდის ფოსოში ჩაგუბებული წვიმის წყლით იკლავდნენ. მათი ერთადერთი ნუგეში - სანახევროდ დამთავრებული კანჯო - უფსკრულმა შთანთაქა. ამ კლდიდან თავის დაღწევის იმედი არსად იყო. მათ ვერ იხსნიდა ვერც ცოდნა, ვერც ენერგია, ვერც ვერავითარი მოხერხება. |
| 919 |
ინჟინერი სმიტი მაინც მშვიდად იყო. გედეონ სპილეტი ოდნავ ფორიაქობდა, პენკროფი კი, სასოწარკვეთილებითა და მრისხანებით სავსე, ბოლთას სცემდა. ჰერბერტი ერთი წუთითაც არ შორდებოდა ინჟინერ სმიტს, დროდადრო თვალებში მიაჩერდებოდა, თითქოს უნდა ამოეკითხა, მიაგნო თუ არა გადარჩენის საშუალებას, ნაბი და აირტონი კი უსიტყვოდ შერიგებოდნენ ბედს. |
| 920 |
რობერტ გრანტს უამბეს კაპიტან ნემოს საოცარი ამბები და თავიანთი თავგადასავალი. გრანტმა რუკაზე აღნიშნა ლინკოლნის კუნძულიდან გადარჩენილი კლდე და ხომალდს უბრძანა დაძრულიყო. თხუთმეტი დღის შემდეგ ჩვენმა მოახალშენეებმა ამერიკის ნაპირებს მიაღწიეს. აქ მათ დიდებული ადგილ-მამული შეიძინეს აიოვას შტატში კაპიტან ნემოს ნაანდერძევი ქონებით. |
| 921 |
ეს საკითხები მუდამ აინტერესებდათ მოახალშენეებს, მაგრამ სინამდვილისა არაფერი იცოდნენ. მოახალშენენი მუდამ ოცნებობდნენ სამშობლოში დაბრუნებაზე, უნდოდათ ერთხელ კიდევ ენახათ მშობლიური ადგილები, რომ შემდეგ ისევ დაჰბრუნებოდნენ კუნძულს, მკვიდრად მოეკიდებინათ ფეხი აქ და მუდამ მისვლა-მოსვლა ჰქონოდათ ამერკასთან. |
| 922 |
გზა ხელახლა გაასუფთავეს. თუმცა იგი მიხვეულ-მოხვეული იყო, მაინც დიდად უადვილებდათ გველის ნახევარ კუნძულზე მისვლა-მოსვლას. მოახალშენენი ჩქარობდნენ ხეების მოჭრას და გათლას, რადგანაც მის გამოშრობასაც დრო სჭირდებოდა. ჩვენმა ხუროებმა გულმოდგინედ იმუშავეს და მთელი აპრილის განმავლობაში. ამინდიც ხელს უწყობდათ. |
| 923 |
ის მარდად მოექცეოდა ხოლმე წაქცევაზე მიმდგარ მუხას ან თელას კენწეროზე და გადმოსაწევად თოკს აბამდა, ხან კი თავის ღონიერ მხრებზე მოიდებდა მორს და დანიშნულ ადგილამდე მიარბენინებდა. აპრილში მოახალშენეებმა მინდვრის სამუშაოებიც მოასწრეს. შორეული სანახაობის ზეგანზე ნიშანიც აღარ დატოვეს ავაზაკების ხელით მინგრეულ-მონგრეული მეურნეობისა. |
| 924 |
ძველი საფრინველეს ადგილზე უფრო მოხდენილი და ფართო შენობა წამოჭიმეს. თავლაში ამჟამად ხუთი კანჯარი ებათ. ამათგან ოთხი უკვე კარგად ჰყავდათ გახედნილი, რომლებსაც ხან შესაბმელად იყენებდნენ, ხან შესაჯდომად. მოახალშენეებმა გუთანი გამართეს. შიგ შებმული კანჯრებით უკვე ხნავდნენ მიწას, ვიდრე იორკშირის ან კენტუკის ხარებით. |
| 925 |
შრომა გადამხალისებლად მოქმდებდა მათს ჯანმრთელობასა და გონებაზე. მუშაობით დაქანცულნი საღამო ხანს შეიკრიბებოდნენ ტინის სასახლეში და გაცხოველებული მუსაიფი ჰქონდათ. იგონებდნენ წარსულს, მსჯელობდნენ აწმყოზე და ათასნაირ გეგმას აწყობდნენ მომავლისათვის. აირტონიც მათთან ერთად ცხოვრობდა ტინის სასახლეში, მაგრამ ფიქრიანი და მდუმარე იყო. |
| 926 |
კუნძულზე ისეთი სიცივეები იყო, ახალი ინგლისის ყინვებს არ ჩამოუვარდებოდა. ჩრდილოეთ სფეროს იმ ნაწილებში, სადაც მდებარეობს ახალი ინგლისი და აგრეთვე შეერთებული შტატების ჩრდილოეთის ოლქები, ასეთი ყინვები მით აიხსნება, რომ იქ პოლუსის ყინვებს თითქმის არაფერი აკავებს! აქ კი, ლინკოლინის კუნძულზე, ასეთი მოვლენა გაუგებარი იყო. |
| 927 |
აღარც თეთრეული და საცვლები აკლდათ. თეთრეულს მოახალშენენი წელიწადში ოთხჯერ ირეცხდნენ, როგორც იმ დროს იყო მიღებული ინგლისისა და ამერიკის დიდ ოჯახებში. ზამთრის ყინვების ხანა მოახალშენეებმა სწორედ ამ საქმეებისათვის გამოიყენეს. ინჟინერი სმიტი თვითონ ამზადებდა სოდას და ქოლის კირს. ასე განვლო ზამთრის თვეებმა - ივლისმა და აგვისტომ. |
| 928 |
ჩათფუნული ჯუპი სიცივისაგან აღარ იბუზებოდა და ისევე ხალისიანად და მხიარულად ემსახურებოდათ, როგორც ზაფხულობით. ბოლოს ზამთარიც დასრულდა, მაგრამ გაზაფხულის პირველივე დღეებს ისეთი მოვლენები მოჰყვა, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყოლოდა. ერთ დღეს ინჟინერმა შეამჩნია, რომ ფრანკლინის მთიდან ბუღა-ბუღა კვამლი ამოდიოდა. |
| 929 |
ჭირნახულის დაბინავების შემდეგ, მოახალშენენი ისევ დაუბრუნდნენ ცულებს, ჩაქუჩებს და შალაშინებს. საქმის დასაჩქარებლად სადილისა და ვახშმის დროც კი შეცვალეს. სადილობდნენ სწორედ შუადღისას, ვახშამი კი შებინდებისას დააწესეს, როდესაც ძალაუნებურად უნდა აეშაბაშებინათ. ნავახშმევს კი მაშინვე დასაძინებლად წვებოდნენ. |
| 930 |
დაქანცულობა და ძილი ქაფურივით გაქარდა. მოახალშენენი უსიტყვოდ გაემზადნენ და სასწრაფოდ ჩავიდნენ ზღვის პირას. ტინის სასახლეში მხოლოდ ტოპი და ჯუპი დატოვეს. საშინელი ბნელი ღამე იყო. ახალი მთვარე მზის ჩასვლისთანავე მიეფარა. მძიმე ყომრალი ღრუბლები ისე გადაჰკროდა ცას, რომ არც ერთი ვარსკვლავი არ კიაფობდა. დროდადრო გაიელვებდა ხოლმე. |
| 931 |
მალე, ალბათ, იქუხებდა და წვიმა წამოვიდოდა, მაგრამ სიბნელე და თავსხმა ვერ აფერხებდა ადამიანებს, რომლებსაც უთვალავჯერ დაქსელილი ჰქონდათ ბაგებისაკენ მიმავალი გზა. მოახალშენენი შეჰყვნენ სათნოების მდინარის მარცხენა ნაპირს, მიაღწიეს ვაკობს, გლიცერინის მდინარეზე გადებულ ბოგირზე გადავიდნენ და ტყეს მისცეს თავი. |
| 932 |
ყველანი აფორიაქებულნი იყვნენ და ჩქარი ნაბიჯით მიდიოდნენ, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ საიდუმლოების გამჟღავნების საათმა დაჰკრა, რომ ბოლოს მაინც ფარდა აეხადა მათი მფარველის ვინაობას. ტყეში ისე ბნელოდა, მოახალშენენი ძლივს მიიკვლევდნენ გზას. ნადირებსა და ფრინველებს ეგრძნოთ ჭექა-ქუხილის მოახლოვება და მინაბულიყვნენ. |
| 933 |
თერთმეტის თხუთმეტი წუთი იქნებოდა, როდესაც ელვამ გაანათა ბაგების მესერი. ჭიშკარში რომ შევიდნენ, კიდევც ერთხელ იჭექა. ინჟინერი ყველაზე პირველი მიადგა ოთახის კარს. იქნებ უცნობი აქ იმყოფება? ეჭვს გარეშეა, რომ მისი დეპეშა აქედან იყო გადმოცემული. მაგრამ ფანჯარაში სინათლე არ ჩანდა. ინჟინერმა კარზე დააკაკუნა. პასუხი არ იყო. |
| 934 |
ჯერ კიდევ დასჭირდათ სამხრეთ-დასავლეთის ზეგანზე ასვლა და იქიდან დაშვება უდაბურ, გაშიშვლებულ ტაფობში, რომელიც ერთიმეორეზე უცნაურად შედგმული ფიქალის კლდეებით ბოლოვდებოდა. დროდადრო ერთ-ერთი მათგანი დაიხრებოდა, მავთულს ხელს მოუფთურებდა და ისევ განაგრძობდნენ გზას. ახლა უკვე ეჭვი აღარ ჰქონდათ, რომ მავთული ზღვამდე მიიყვანდა მათ. |
| 935 |
ინჟინერმა ხელი მოაფათურა და დარწმუნდა, რომ მავთული ზღვაში იყო ჩაშვებული. მოახალშენეებმა სასოწარკვეთით შეჰკივლეს, ნუთუ ამდენი ტანჯვა-წამების შემდეგ ზღვაში უნდა გადაეშვნენ და იქ ეძიონ საიდუმლო მღვიმე? მაგრამ ისათი აფორიაქებულნი იყვნენ, რომ არც ამის წინაშე შეჩერდებოდნენ. მხოლოდ ინჟინერი სმიტი არ შედრკა და არც სიდინჯე დაუკარგავს. |
| 936 |
ინჟინერმი მიუახლოვდა კაპიტან ნემოს. გედეონ სპილეტმა მაჯა დაუჭირა, მისი ხელი ცეცხლივით მხურვალე იყო. კაპიტანმა ნემომ ხელი გაითავისუფლა, მოახალშენეებს ანიშნა, დაბრძანდითო. ყველანი გამოუთქმელი მღელვარებით შესცქეროდნენ. აი, თურმე ვინ ყოფილა ის, რომელსაც იხსენიებდნენ როგორც კეთილ გენიას, ყოვლისშემძლე ჯადოსანს, საიდუმლო მფარველს. |
| 937 |
კაპიტნმა ნემომ ორიოდე სიტყვით გაუზიარა მათ თავისი ცოვრების ისტრია. მისი ნაწყვეტ- ნაწყვეტი ნაამბობიდან მოახალშენეებმა შემდეგი შეიტყვეს: კაპიტანი ნემო ჩამომავლობით ინდიელი იყო, გვაროვნობით პრინცი დაქაჰარი. ის იყო ბუნდელხანდის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მბრძანებელი რაჯას ვაჟი და ინდოეთის განთქმული გმირის ტიპო-საიბის ძმისწული. |
| 938 |
მამას ათი წლისა გაუგზავნია ევროპაში განათლების მისაღბა, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ თავის სამშობლოს დაბრუნებოდა და, თანსწორი იარაღით აღჭურვილი შებრძოლებოდა თავისი ქვეყნის მჩაგვრელ-დამპყრობლებს. ბუნების ნიჭიერი და მედგარი ნებისყოფის ადამიანი იყო პრინც დაქაჰარი. ოცდაათ წლამდე ევროპაში დარჩა და საუკეთესო მეცნიერებთან სწავლობდა. |
| 939 |
წარჩინებული გვაროვნებისა და სიმდიდრის გამო მისთვის ყველგან ღია იყო კარი, თუმცა დიდკაცური ცდუნებანი სრულიად არ იზიდავდა. ახალგაზრდა კაცი იყო, ლამაზი, მოხდენილი, მაგრამ მუდამ დაღვრემილი და დაფიქრბული დაიარებოდა. მთელ მის სიცოცხლეს, მთელ მის ცოდნის წყურვილს ერთი განუყრელი განცდა ამოძრავებდა. ეს იყო უზომო სიძულვილი. |
| 940 |
მას სძულდა ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა და იმ ქვეყანაში ფეხი არ შეუდგამს არასოდეს, თუმცა ხშირად მიუპატიჟებიათ. მას სძულდა ეს ქვეყანა განსაკუთრებული გრძნობით, თუმცა ზოგიერთ რამეში პატივსაც სცემდა. ეს ქვეყანა ინგლისი იყო. მის არსებაში თითქოს მთელი დაჩაგრული ინდოელი ერის მძულვარებას მოეყარა თავი. განა დაჩაგრული შეურიგდება მჩაგვრელს?! |
| 941 |
ინდოეთში ინგლისის ბატონობას სერიოზული საფრთხე მოელოდა. ადგილობრივი მკვიდრებისაგან შედგენილ ჯარს, რომელთაც სიპაებს უწოდებდნენ, გარედან რომ მიეღო დახმარება, მაშინ ინგლისის გაერთიანებული სამეფო იძულებული გახდებოდა, ხელი აეღო დაპყრობილ სამფლობელოებზე. დაქაჰარის სახელი ყველგან ქუხდა. ის აშკარად იბრძოდა ინგლისის წინააღმდეგ. |
| 942 |
ახლა უკვე მარტოდმარტო იყო, დამარცხდა მისი კეთილშობილური იდეებიც. მას შეძულდა განთლებული ქვეყნიერება და სამუდამოდ ზურგი აქცია მას. თვის გარშემო შემოიკრიბა ბრძოლის ველზე გადარჩენილი ოციოდე გაბედული ამხანაგი, დახვეტა მთელი თავისი ქონება და ერთ მშვენიერ დღეს უგზო-უკვალოდ გაქრა. მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. |
| 943 |
იცით სად იპოვა დაქაჰარმა დამოუკიდებლობა, რომელიც არ აღირსეს მშობლიურ ქვეყანაში? მან იგი იპოვა წყალქვეშ, ზღვის უფსკრულში, სადაც ვერავინ სწვდებდოდა მას. აქ მეომარი მეცნიერად იქცა. წყნარი ოკეანის უდაბურ კუნძულზე მან მოაწყო გემსაშენი. აქ მისი გეგმით აიგო წყალქვეშა ნავი, რომელსაც ელექტრობა ამოძრავებდა, ათბობდა და ანათებდა. |
| 944 |
თუმცა კაპიტანი ნემო კაცთმოძულეს ჰგავდა, მაგრამ არსებითად იგი აღსავსე იყო იმ სურვილით, რომ სიკეთე მოეტანა კაცობრიობისათვის. სიკვდილის მოახლოების წინ მას უნდოდა რამდენიმე გამოსადეგი რჩევა მიეცა მოახალშენეებისათვის და სწორედ ამისათვის დაიბარა ისინი. შეიძლება არ კი დაებარებინა, თუკი ადრევე ეცოდნებოდა, რომ ინჟინერი სმიტი იცნობდა მას. |
| 945 |
მაგრამ საუბრის შინაარსი არ გაუმჟღავნებია მათთვის. გედეონ სპილეტი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა ავადმყოფებს, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალს აძლევდა ძლიერი ნერვიული აფორიაქება, რომელიც ხანგრძლივ ვერ გასტანდა. დაღამება საათის მიხედვით გაიგეს, რადგანაც მიწისქვეშა მღვიმეში არც მზისა და არც მთვარის ნატამალი არ აღწევდა. |
| 946 |
ჰერი გაჟღენთილი იყო გოგირდის სუნით. ინჟინერის ფეხქვეშ ზანზარი გაჰქონდა წიდა ქვას, რომლითაც მოფენილი იყო მთელი ველი, მაგრამ ახლადამოხეთქილი წიაღვრის კვალი კი არსად ჩანდა. ამაში საბოლოოდ მაშინ დარწმუნდა ინჟინერი სმიტი, როდესაც, გამოიკვლია ფრანკლინის მთის ჩრდილო ფერდობებიც. კრატერის ყელი ჩაბნელებულ კვამლს და ალის სვეტებს ისროდა. |
| 947 |
ახლა კი მიხვდნენ, რა განსაცდელი მოელოდათ. ინჟინერი სმიტი არაფერს აზვიადებდა. მართალია, ადრეც მოსვლიათ ხოლმე აზრად, ვულკანის ჩასაქრობად მასში მიეშვათ ზღვა ან ტბები, რომელნიც მუდამ მაღლა მდებარეობდნენ ვულკანსი დონეზე, მაგრამ ყოველთვის ივიწყებდნენ იმ გარემოებას, რომ მაშინ დედამიწის ის ნწილი ისე აფეთქდებოდა, როგორც ორთქლის ქვაბი. |
| 948 |
ცხადი იყო, რომ მოახალშენეთა კუნძულსაც მოელოდა ასეთი საშინელი ნგრევა-განადგურება. მღვიის კედელი დიდხანს ვეღარ გაუძლებდა მას. რამდენ თვეს, რამდენ დღეს, ან რამდენ საათს უნდა გაეძლო - ამისი თქმაც ძნელი იყო. შეძრწუნებული მოახალშენენი საგონებელს მიეცნენ. ისინი ფიქრობდნენ არა თავიანთ დაღუპვაზე, არამედ დედამიწის ამ კუნძულის ბედზე. |
| 949 |
თანაც ისე ეგონათ, თითქოს სამი საათი კი არა, ათიოდე წუთს მოენდომებინათ ამ საქმისათვის. დროზე მოასწრეს. მდინარესავით წამოსული წიაღვარი წამსვე მოადგა მინიშნული ბექობის ძირს. წიაღვრის თქეშის დონე მაღლა-მაღლა იწევდა და ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო, რომ გაარღვევდა ჯებირსა და გადაეშვებოდა შორეული დასავლეთის ტყეებისაკენ. |
| 950 |
შიშინი დ ზუზუნი იდგა ირგვლივ. ქარით გატაცებული ორთქლი კი წვიმის სახით უშხაპუნებდა ტბის ზედაპირს. წიაღვრის ტალღები ერთი მეორეზე იხორხლებოდა და იქ, სადაც ცოტა ხნის წინათ მიმყუდროებით გრანტის ტბის წყალი იდგა, ახლა მოფენილი იყო გაქვავებული ღველფის ვეება ლოდებით, რომელთაც ოხშივარი ასდიოდა. ცხადი იყო, რომ გამარჯვება ცეცხლს დარჩებოდა. |
| 951 |
მაგრამ ჯებირი ჯერ კიდევ უძლებდა. რამდენიმე წუთით შეფერხების შემდეგ კი ღველფის მდინარე ჩანჩქერივით გადაესვა გრანიტის ტბაში ოცი ფუტის სიმაღლიდან. ქანდგამოლეული მოახალშენეები უძრავად იდგნენ და მდუმარედ გასცქეროდნენ ამ ორი სტიქიის საშნილე შებრზოლებას. რაც უნდა უხვწყლიანი ყოფილიყო ტბა, ბოლოს და ბოლოს სულ ოხშივრად იქცეოდა. |
| 952 |
მოახალშენეებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარმოებას, რომ ღველფის თქეშმა გრანიტის ტბისაკენ აიღო გეზი. მათ განკარგულებაში რჩებოდა კიდევ რამდენიმე დღე გადარჩენის მოლოდინში. შორეული სანახაობის ზეგანს, ტინის სასახლეს და გემსაშენ აგილს ჯერჯერობით მაინც არ მოელოდათ საფრთხე. ამ დღეებით უნდა ესარგებლათ და ხომალდი დაემთავრებინათ. |
| 953 |
გრანტის ტბა თითქოს მთლად ახორხლილი იყო გაცივებული ღველფის კლდეებით. ერთიც კიდევ რომ ძველებურად მძლავრად ამოხეთქა, წიაღვრის თქეში აუცილებლად მოვდებოდა შორეული სანახაობის ზეგანს და იქიდან კი მთელ სანაპიროს. კუნძულის ეს მხარე დაცული იყო ცეცხლოვანი თქეშისაგან, სამაგიეროდ იგივე არ ითქმოდა კუნძულის დასავლეთ ნაწილზე. |
| 954 |
სანახაობა კი მართლაც გულსაკლავი იყო. ტყით დაფარული კუნძულის ნაწილი ახლა სრულიად მოტიტვლებული გამოიყურებოდა. მხოლოდ რამდენიმე ხე მოჩანდა გველის ნახევარკუნძულის კიდეზე. აქა-იქ ამოშვერილიყო შემურული მუგუზლები, უღრანი ტყით დაბურული ადგილები ახლა შავიხვის ჭაობებზე უდაბური და უნაყოფო იყო. ასე გაანადგურა წიაღვრის თქეშმა ყველაფერი. |
| 955 |
ინჟინერ სმიტს ახლა ისღა აფიქრებდა, რომ თქეში შლამიან ნაპირებს არ მოსდებოდა და ხომალდის მშენებლობაში ხელი არ შეეშალა. მოახალშენენი ყოველ წუთს გრძნობდნენ ნიადაგის რყევას. ხომალდის დასამთავრებლად კი სულ ცოტა, ერთ თვის მუშაობა მაინც დასჭირდებოდათ. მაგრამ განა კუნძული ერთ თვეს გაუძლებდა საშინელი სტიქიონის ძალას? |
| 956 |
იგი გრანტის ტბის სამხრეთ-დასავლეთის კიდურისაკენ დაექანა, გლიცერინის წყარო გადალახა და შორეული სანახაობის ზეგანს მოედო. სტიქიონის ამ უკანასკნელ დაკვრას ყველაზე მძიმე შედეგი მოჰყვა მოახალშენეებისათვის. უკვალოდ განადგურდა მათი წისქვილი, საჯინიბო, გომური და საფრინველე. დამფრთხალი ფრინველები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. |
| 957 |
გადარჩენილებმა თავი მისცეს შავიხვას ჭაობებსა და შორეული სანახაობის ზეგანს. მაგრამ ეს თავშესაფარიც მალე გამოეცალათ. ცეცხლის თქეშმა გადაანგრია პიტალო კლდის ჯებირები და მდინარის ნაპირებისაკენ დაექანა. ყოვლად აუწერელი იყო ამ სანახაობის შემზარავი ფერები. გეგონებოდათ, ამ ღამის წყვდიადში ზეგანზე ცეცხლადქცეული ნიაგარა მომსკდარაო. |
| 958 |
ესღა იყო ერთადერთი ნაშთი ლინკოლნის კუნძულისა, რომელიც საძირკვლიანად ამობრუნებულიყო. ამ კლდეს შეაფარეს თავი მოახალშენეებმა და მათმა ძაღლმა. ყველა ცხოველი და ფრინველი დაიღუპა. დაიღუპა საბრალო ჯუპიც. მოახალშენენი მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ კუნძულის აფეთქების დროს ზღვის ნაპირზე იყვნენ და ყველანი წყალში გადაცვივდნენ. |
| 959 |
მათი ერთადერთი ნუგეში - სანახევროდ დამთავრებული კანჯო - უფსკრულმა შთანთაქა. ამ კლდიდან თავის დაღწევის იმედი არსად იყო. მათ ვერ იხსნიდა ვერც ცოდნა, ვერც ენერგია, ვერც ვერავითარი მოხერხება. ინჟინერი სმიტი მაინც მშვიდად იყო. გედეონ სპილეტი ოდნავ ფორიაქობდა, პენკროფი კი, სასოწარკვეთილებითა და მრისხანებით სავსე, ბოლთას სცემდა. |
| 960 |
რობერტ გრანტს უამბეს კაპიტან ნემოს საოცარი ამბები და თავიანთი თავგადასავალი. გრანტმა რუკაზე აღნიშნა ლინკოლნის კუნძულიდან გადარჩენილი კლდე და ხომალდს უბრძანა დაძრულიყო. თხუთმეტი დღის შემდეგ ჩვენმა მოახალშენეებმა ამერიკის ნაპირებს მიაღწიეს. აქ მათ დიდებული ადგილ-მამული შეიძინეს აიოვას შტატში კაპიტან ნემოს ნაანდერძევი ქონებით. |
| 961 |
საფრანგეთის მთავრობამ ამ ექსპედიციაში მიმავლინა, როგორც ბუნებისმეტყველებისა და ისტორიის მუზეუმის პროფესორი. ნებრასკაში ექვსი თქვე დავყავი. შევაგროვე ძვირფასი კოლექციები და მარტის ბოლოს უკვე ნიუ-იორკში გახლდით. აქაც ყევლას იმ უჩვეულო ცხოველის ამბავი ეკერა პირზე. საიდუმლოებით მოცული ხმები მეც მიღვიძედა ცნობისმოყვარეობას. |
| 962 |
პიველი მოსაზრება უფრო ნაკლებსარწმუნო იყო. აბა, ვინ იფიქრებდა რომ ასეთ სრულყოფილ ხომალდს კერძო პირი ააგებდა. თუნდაც აეგო, საიდუმლოდ მაინც როგორღა მოახერხებდა? შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ასეთი წყალქვეშა ნავი ერთ-ერთმა სახელმწიფომ ააგო, მაგრამ ეს მოსაზრება არ დადასტურდა. ყველა სახელმწიფო აცხადებდა, ამ საქმის შესახებ არაფერი ვიცითო. |
| 963 |
ჩვენს გემზე იყო მებარჯეების მეფე - ნედ ლენდი. ამ კანადელს არაჩვეულებრივად მარჯვე ხელი ჰქოდა და თავის სახიფათო ხელობაში ბადალი არ ჰყავდა. მისი სიმარჯვე და გულგრილობა, გამბედაობა და მოხერხებულობა ყოველთვის უმაღლეს წერტილს აღწევდა. ძალიან გაქნილი ვაშაპი უნდა ყოფილიყო ან მეტისმეტად ცბიერი კაშალოტი, რომ მის ნატყორცნ ბარჯს გაქცეოდა. |
| 964 |
მაღალი, პირქუში, გულჩახვეული და მორიდებული კაცი იყო, მაგრამ ზოგჯერ გაშმაგებაც იცოდა. ეს მაშინ, თუ ვინმე უმართებულოდ შეუბრუნედა სიტყვას. მოთმინებას კარგავდა და დიდ აურზაურსაც ატეხდა ხოლმე. ჩემი ყურადღება მისმა ახოვანმა გარეგნობამ მიიპყრო. ჩემი აზრით, კაპიტან ფარაგუტს გონივრული გადაწყვეტილება მიეღო მისი გემბანზე მოწვევით. |
| 965 |
ნედი წარმოშობით კანადელი ფრანგი იყო და თავისი ძველი ფრანგულით მხიბლავდა. თვითონ ძალზე მიუკარებელი მეჩვენება, თუმცა თანდათან ამოიდგა ენა და დავმეგობრდით კიდეც. სიამოვნებით ვისმენდი მის თავგადასავალს, რომელიც პოლარულ ზღვაში გადახდომია. მარტივად და გაუზვიადებლად მიყვებოდა მებადურებისა და ვეშაპებზე მონადირეთა ამბებს. |
| 966 |
ერთმანეთთან ჩვენ იმ მეგობრობამ დაგვაახლოვა, რომელიც იბადება და მტკიცდება საშინელი და მძიმე განსაცდელის დროს. მამაცო ნედ, ნეტავ ასი წლის სიცოცხლე მომცა, რომ სულ შენზე ვიფიქრო და გიგონებდე. რას ფიქრობდა ნედ ლედი საშიშ ცხოველზე? უნდა გითხრათ, რომ ნაკლებად სჯეროდა მისი არსებობის. ამ თემაზე ლაპარაკსაც კი გაურბოდა. |
| 967 |
გათენებამდე თვალი არავის მოუხუჭავს, მიყურადებული ვიყავით. ყოველ წუთს მოველოდით ბრძოლის დაწყებას. რაც კი რამ სამებადურო ხელსაწყო და იარაღი გვქონდა, გემბანზე მოვათავსეთ. გატენეს ბარჯმტყორცნი, რომელიც ბარჯს ერთ მილზე ისროდა. გრძელი თოფის ისეთი მსკდომარე ტყვიებით დატენეს, რომლებიც ყველაზე ღონიერ ცხოველებსაც კი სულს გააფრთხობინებენ. |
| 968 |
მის ხელში ბაჯი სხვა ბევრად უფრო ძლიერ მომაკვდინებელ იარაღს არ ჩამოუვარდებოდა. ექვს საათზე ირიჟრაჟა. განთიადის პირველ სხივებზე ერთბაშად ჩაქრა ცალკბილას ელექტრონული სინათლე. შვიდ საათზე თითქმის გათენდა. მაგრამ დილის ნისლი გადაჰკვროდა ჰორიზონტს და თვით საუკეთესო დურბინდითაც ვერაფერს გაარჩევდა ადამიანის თვალი. |
| 969 |
ნედ ლენდი სადარაჯოზე დადგა. ცეცხლი გააძლირეს. ორთქლს უმატეს. ბორბალი ახლა წუთში ორმოცდასამჯერ ბრუნავდა. ორთქლი მილის ხუფს შხუილით ეხეთქეოდა. ზღვაში გადაისროლეს სვლის საზომი ლანგი. აღმოჩნდა, რომ გემი საათში თვრამეტ-ნახევარი მილის სიჩქარით მიდიოდა. მაგრამ ის წყეული ცხოველიც ასეთივე სისწრაფით მისრიალედა ჩვენ წინ! |
| 970 |
ხშირად მომხდარა, რომ გულისძილში მყოფ ვეშაპს ადვილად მიჰპრვიან მებადურები. ნელ ლენდს რამდენიმე ასეთი მძინარე ვეშაპი გაუგმირავს თავის ბარჯით. მებარჯე სადარაჯოზე იდგა. გემი უხმაუროდ მიცურავდა, ცხოველს ორი კაბელტოვის მანძილზე მიუახლოვდა. ყველას შეუჩერდა გულის ცემა, სუნთქვა შეეკრათ. გემბანზე საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა. |
| 971 |
შუქი თანდათან ძლიერდებოდა და თვალს გვჭრიდა. გემბანიდან გადავცქეროდი ნედ ლენდს, რომელსაც ბარჯი სასროლად აღემარტა. ოციოდე ფუტიღა აშორებდა გემს ცხოველისაგან. ნედ ლენდმა უცბად ხელი წინ გაჰკრა და ბარჯი სრიალით გაფრინდა. გავიგონე როგორი ჟღარუნით დაეძგერა ბარჯი ცხოველს, თითქოს რაიმე ლითონის სხეულს დაეჯახაო. ელქტრონი მყისე ჩაქრა. |
| 972 |
ცხოველმა ორი უშველებელი წყლის ჭავლი ნიაღვარივით გადმოისროლა ჩვენს გემბანზე. გემის საშინელ რყევაზე დავბარბაცდი, თავი ვეღარ შევიმაგრე და ნიაღვარმაც ზღვაში გადამტყორცნა. საბედნიეროდ, კარგად ვცურავ, მოულოდნელმა ჩაყვინთვამ გამაშეშა, მაგრამ გონება არ დამიკარგავს. რყევის ძალამ ოციოდე ფუტის სიღრმეზე ჩამაქანა. |
| 973 |
დროდადრო გავხედავდით უკუნ სიბნელეს, რომელსაც ჩვენს მოძრაობაზე ფოსფორული შუქი ეფინებოდა. დავცქეროდი სინათლიან ტალღებს, ჩვენი მკლავების ქვეშ რომ ისერებოდა: ალევარებული ზედაპირი მკრთალი და ტყვიისფერი ლაქებით დაჩითულიყო, თითქოვერცხლისწყლის ზღვაზე მივცურავდით. შუაღამე გადასული იყო, უცებ აუტანელი დაღლილობა ვიგრძენი. |
| 974 |
კანადელის სიტყვებმა თავში დამკრა, შემაზრიალა, თავბრუ დამესხა... ცოტა რომ მოვსულიერდი, მის ქეჩოზე ავფოფხდი, ფეხით ვსინჯავდი. რაღაც უცნაური, მაგარი სხეული ჰქონდა, ზღვის რომელიმე ძუძუმწოვარა ცხოველის რბილ კანს არ ჰგავდა. მაგარი სხეული! ვინ იცის, იქნებ ძვლის ჯავარია, როგორიც წარღვნამდე არსებლ ცხოველებს ჰქონდათ? |
| 975 |
ფეხს რომ დავკრავდი, ლითონივით წკრიალებდა. თუმცა უცნაურად და დაუჯერებლად მეჩვენა, მაგრამ ჩანდა, რომ ეს ცხოველი ლითონისაგან შეექმნათ, შემოესალტათ და ჭანჭიკებით გაემაგრებინათ. ეჭვი აღარ იყო, ეს მხეცი რომელმაც მთელი მსოფლიოს მეცნიერები გადარია, რომელმაც მთელი მსოფლიოს მეზღვაურებს ფანტაზია აუბნია, ადამიანის ნახელავს წარმოადგენდა. |
| 976 |
ელვისეურად გაგვაქანეს შიგნით. ვერც მე და ვერც ჩემი ამხანაგები გონს ვერ მოვედით. არ ვიცი, ნედ ლენდი და კონსეი რას ფიქრობდნენ, როცა მცურავ საპატიმროში მოვხვდით, მე კი ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ვისთან გვქონდა საქმე? ალბათ ზღვის მეკობრეებთან, რომლებიც ახალგამოგონებული წყალქვეშა ხომალდით დათარეშობდნენ ზღვაში. |
| 977 |
სადღაც სარკმელში გაგვაძვრინეს და რაწამსაც დაიხურა, უკუნ სიბნელეში დავრჩით. შიშველი ფეხებით ვიგრძენი, რომ რკინის კიბის საფეხურზე ვიდექი. ჩემ შემდეგ ნედ ლენდი და კონსეი მოჰყავდათ. კიბეს რომ ჩავცდით, ჩვენ წინ ფართოდ გაიღო კარი და ხელის კვრით შიგ შეგვრეკეს. კარი ჟღარუნით დაიხურა. მარტონი დარჩით. სადა ვართ? წარმოდგენაც კი ძნელია. |
| 978 |
არც შევცდი. მალე მოგვესმა საკეტის ღრჭიალი. კარი გაიღო და ორი კაცი შემოვიდა. ერთი კუნთმაგარი, მხარბეჭიანი, რომ იტყვიან, ჩასხმული ვაჟკაცი იყო. თავი დიდი ჰქონდა, თმა - ხშირი და შავი, დიდრონი ულვაშები, მკვირცხლი და გამჭოლი გამოხედვა: მთელ მის არსებაში სამხრეთელი სიმარდე და სიმკვირცხლე ჩანდა, რაც პროვანსელებს ახასიათებთ ხოლმე. |
| 979 |
მეორე უცნობი უფრო დაწვრლებითი აღწერის ღირსია. მე მაშინვე შევამჩნიე მისი უმთვრესი თვისებანი: საკუთარი თავისადმი რწმენა, რადგანაც საკმაოდ კეთილშობილურად გამოიყურებოდა. მძლავრ მხარბეჭიანს სახეზე უფრო მკრთალი ეთქმოდა, ვიდრე წითური, რაც მშვიდი სისხლის ნიშანია; მის უზღვავ ენერგიას მოღუშული წარბები მოწმობდა. |
| 980 |
კიდევ ერთი თავისებურებაც უნდა აღვნიშნო: მისი თვალები, ოდნავ დაშორებული ერთიმეორისაგან, ერთდროულად უცქერდნენ ჰორიზონტის სამ მეოთხედს. ეს გარემოება, როგორც შემდეგ შევიტყვე, არაჩვეულებრივ თვალის ჩინს მატებდა. როდესაც იგი რომელიმე საგანს მიაპყრობდა თვალს, წარბები ეჭმუხნებოდა, ქუთუთოები ეკუმშებოდა და ასე იცქირებოდა. |
| 981 |
ჩემი თავი გავაცანი, როგორც პარიზის მუზეუმების ბუნებისმეტყველების პროფესორი არონაკსი, მერე წარვუდგინე კონსეი და ნედ ლენდი. უცნობი მშვიდი და ღრმა თვალებით მიცქერდა, თავაზიანად და გულდასმით მისმენდა, მაგრამ მის სახეზე ვერ ამოვიკითხე, გაიგო თუ არა ჩემი ნაამბობი. სათქმელი დავამთავრე, მას კრინტიც არ დაუძრავს. |
| 982 |
ამავე დროს მცირე რხევაც ვიგრძენი. წყალქვეშა ნავი, ეს ფოლადის ცხოველი, ოკეანის ზედაპირზე ამოცურებულიყო სუფთა ჰაერის შესასუნთქად, როგორც ვეღაპებმა იციან ხოლმე. მივაგენი, მივხვდი წყალქვეშა ნავის ჰაერის წმენდის საშუალებას. მთელი მკერდით შევისუნთქე გრილი სიო. თვალით დავუწყე ძებნა იმ სასუნთ მილს, საიდანაც ეს მადლიანი სიო უბერავდა. |
| 983 |
ნედ ლენდი სწრაფად წამოდგა და ხელი გაუშვა თავის მსხვერპლს. თითქმის წამხრჩვალი მოსამსახურე კაპიტნის ნიშანზე ლასლასით გავიდა კაიუტიდან. რა გავლენა და რა ძალა უნდა ჰქონოდა ამ კაპიტანს, რომ კაცი კინაღამ წაახრჩვეს, ის კი მხოლოდ ერთი უბრალო ნიშნის მიცემაზე მორჩილად გავიდა, შემოხედვითაც კი არ გამოუთქვამს თავისი გულისწყრომა. |
| 984 |
აუღელვებელი კონსეიც გაოცებული დარჩა ამით. მე ხომ მთლად გავშტერდი. ყველანი უსიტყვოდ ველოდით, რა მოხდებოდა. კაპიტანი მაგიდას მიეყრდნო, ხელები გულზე დაიკრიფა და ყურადღებით შეგვათვალიერა. ლაპარაკს ვერ ბედავდა თუ ნანობდა, ფრანგულად ორიოდე სიტყვა რომ წამოსცდა? რამდენიმე წამს გაგრძელდა სიჩუმე, რომლის დარღვევასაც ჩვენ ვერ ვბედავდით. |
| 985 |
სასადილო ოთახის ბოლოში კარი გაიღო და ელექტრონით განათებულ ვიწრო და გრძლე ტალანსი გავედით. ათიოდე მეტრი გავიარეთ. ჩვენ წინ კიდევ გაიღო კარი და მეორე ოთახში გავედით. ეს გახლდათ ბიბლიოთეკა. კედლების ირგვლივ იდგა ჭერამდე აწვდილი შავი ხის კარადები. თაროებზე ჩაემწკრივებინათ ერთნაირად შეფერილი წიგნები. კარადები კედლებს გასწვრივ ჩასდევდა. |
| 986 |
მათ შუა კი იდგა ყავისფერ ტყავგადაკრული დივნები, ამ დივნებზე საუცხოოდ მოთავსდებოდა მკითხველი. დივნებთან მიდმულ პატარა პიუპიტრიან მაგიდებზე მოხერხებულად შეიძლებოდა წიგნის დადება წასაკითხად. ბიბლიოთეკის შუაში უზარმაზარი მაგიდა იდგა, რომელიც სავსე იყო ბროშურებით. მათ შორის რამდენიმე ძველი გაზეთიც შევამჩნიე. |
| 987 |
გულითადი თანაგრძნობით და მღელვარებით ვაკვირდებოდი მისი საოცარი სახის ნაკვთებს და თვალი ვერ მომეშორებინა. იშვიათი მოზაიკით შემკობილ მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილი, ფიქრებში ჩაძირული, ეტყობოდა ვეღარც კი ამჩნევდა ჩემს არსებობას. მეც მყუდროება აღარ დავურღვიე და ამ დიდებული დარბაზის იშვიათ საუნჯეს დავუწყე თვალიერება. |
| 988 |
იმ კიბეს რომ გავცდით, რომელიც ბაქანს ეკვროდა, დავინახე, ორი მეტრი სიგრძის კაიუტა, სადაც ნედ და კონსეი სუცხოო სადილით აღტაცებულნი მადიანად ილუკმებოდნენ. შემდეგ კაპიტანმა სამზარეულოს კარი შეაღო. ოთახი სიგრძით სამი მეტრი იქნებოდა. აქ ელექტრონი გაზზე უფრო მარჯვედ იყო გამოყენებული. სამზარეულოს ყოველი საქმე ელექტრონით კეთდებოდა. |
| 989 |
სითბოს მომატება და მოკლება თავისუფლად შეიძლებოდა. ელექტრონით ხურდებოდა წყლის გამოსახდელი აპარატი, რომელიც მშვენიერ სასმელ წყალს იძლეოდა. სამზარეულოს გვერდით მოწყობილ აბაზანაში სურვილსამებრ შიძლებოდა თბილი ან ცივი წყლის მოშვება. სამზარეულოს იქით მდებარე მოზრდილი ბინა, სიგრძით ხუთი მეტრი, ეკიპაჟს ეკუთვნოდა. |
| 990 |
შევამჩნიე, რომ მისი კრამიტის მოყვანილობის რკინის ფირფიტები ცოტათი წააგავდა ხმელეთის დიდრონ ქვეწარმავალთა ხაოიან ქაცვს. ამიტომაც ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ეს გემი საუკეთესო დურბინდითაც ზღვის ცხოველად ეჩვენებოდათ. ბაქნის შუაგულზე მდებარე კანჯო სანახევროდ ჩამჯდარიყო წყალქვეშა ნავის სხეულში და პატარა ბორცვს ჩამოჰგავდა. |
| 991 |
წინ და უკან განეთავსებინათ გემის კედლებისკენ გადმოზნექილი ორი დაბალი შუშაბანდიანი ჯიხური, რომლებსაც კრამიტის მოყვანილობის სქელი შუშები ჰქოდათ ჩასმული. ერთი იყო მესაჭის ოთახი, მეორე კი ელექტრონის შუქურასი, რომელიც წყალქვეშა ნავს გზას უნათებდა. ზღვა მშვენიერი იყო, ცა - მოწმენდილი. დასავლეთის სიო წყლის ზედაპირს აციმციმებდა. |
| 992 |
კანადელმა მართალი თქვა, გაბრტყელებული, ზურგი მახათივით ამოზიდულ სარქენიან ბალისტები დაცურავდნენ ჩვენ თვალწინ. მათ შორის ერია სკაროსები. უსაზღვრო აღტაცებასი მოვედი, როდესაც მატ შორის შევამჩნიე ჩინური სკაროსი, ზემოდა მოყვითალო, ხოლო მუცელზე ციაგი ვარდისფერი გადაჰკრავდა, თვალებთანსამი ნემსივით სარქენი ჰქონდა. |
| 993 |
ქურთუკი წელთან მიემაგრებინათ სპილენძის ბეგთარზე, რომელიც სხეულს იფარავდა წყლის წნევისაგან და ფილთვებს სუნთქვას უადვილებდა. სახელოები ბოლოვდებოდა ფაფუკი ხელთათმანებით, რომლებიც მოძრაობას სრულებით არ გვიშლიდა. კაპიტანმა ნემომ, ჰერკულესივით მოყვანილმა მისმ თანამგზავრმა, კონსეიმ და მე საჩქაროდ ჩავიცვით სკაფანდრები. |
| 994 |
უკვე მზად ვიყავი წასასვლელად, მაგრამ გულახდილად უნდა მოგახსენოთ, საგონებელში ჩავვარდი, ამ მძიმე აღჭურვილობით ადგილიდნ როგორ უნდა დავძრულიყავი. თურმე ესეც კი გათვალისწინებული ჰქონდა კაპიტანს: ჩვენ მუჯლუგუნების კვრით მიგვაცურეს და ამ განყოფილების გვერდით მდებარე პაწია ოთახში შეგვრეკეს. კარი დაიკეტა და უკუნ სიბნელეში დავრჩით. |
| 995 |
ერთი წუთის შემდეგ ჩვენი ფეხები ზღვის ფსკერს შეეხო. როგორ აღგიწეროთ ის შთაბეჭდილება, რომელიც ამ წყალქვეშა გასეირნებიდან ჩამრჩა გონებაში! სიტყვები უძლურია და ვერ გადმოგცემთ ყველა საოცრებას. თუკი მხატვრის ყალამსაც არ შეუძლია წყლის სტიქიონის მშვენებანი სავსებით გადმოგვცეს, განა კალმით შეიძლება ამისი აღწერა? |
| 996 |
კაპიტანი ნემო წინ მიგვიძღოდა. რამდენიმე ნაბიჯით უკან მისდევდა მისი ამხანაგი. მე და კონსეი გვერდიგვერდ მივდიოდით, თითქოს ერთმანეთთან ლაპარაკი შეგვძლებოდეს ამ ლითონის ზუჩებიდან. ახლა აღარც ტანისამოსი მემძიმებოდა, აღარც ფეხსაცმელი, აღარც შეკუმშული ჰაერის რეზერვუარი. წარმოიდგინეთ, ზუჩიც კი არაფერს მიშლიდა. |
| 997 |
აღტაცების ჟრუანტელი მივლიდა. მომენატრა შთაბეჭდილების გაზიარება ამხანაგისთვის, მაგრამ სანანებლად მრჩებოდა, რომ არ შემეზლო კონსეისთან გამოლაპარაკება. შურით ვუცქერდი კაპიტანს, რომელიც თავის ამხანაგს ხელებით ესაუბრებოდა. მერე ჩემს თავს დავუწყე ლაპარაკი. ლითონს ზუჩში გამოვთქვამდი აღტაცებას და უაზროდ ვხარჯავდი ჰაერის მარაგს. |
| 998 |
ჯადოსნური სასწაულები გადაიშალა ჩემ თვალწინ, ერთი მეოთხედი მილის მანძილზე! მაგრამ აქ დიდხანს არ შემეძლო გაჩერება და ძლივძლივობით მივჩანჩალებდი კაპიტნის უკან, რომელიც ყოველი ჩემი შეჩერების დროს მანიშნებდა, მომყევიო. ნიადაგი მალე შეიცვალა, შლამის მაგივრად ახლა თიხნარი და კაჟიანი ნიადაგი გვხვდებოდა, ნიჟარების მტვრით დაფარული. |
| 999 |
მცენარეულობა ჯერ კიდევ წყალს არ დაეგლიჯა და მათი მრავალფეროვნება გაოცებას იწვევდა. ეს ზღვის ველი თავისი სიფაფუკით საუკეთესო ხალიჩებს სჯობდა. მწვანე მოლი გვეფინებოდა ფეხქვეშ. ტივტივით დაცურავდა გრძელი ლენტამცენარეები, ქოლგანა, სოკოს მოყვანილობის, მაროს მსგავსი მცენარა- ცხოველები, წვრილფოთოლა ლავრენციები. |
| 1000 |
როგორც შევამჩნიე, მწვანე მცენარეულობა უფრო ზღვის ზედაპირს ეფინებოდა, წითელი მცენარეულობა - ზღვის აშუალო სიღრმეს, მოშავო და ყავისფერი კი - ოკეანის ძირითად ფენების ბაღნარს და წალკოტს წარმოადგენდა. ზოოფიტებში, რომელიც მსოფლიო ფლორის სასწაულს წარმოადგენს, ერია როგორც უზარმაზარი, ასევე პატარა სხეულები. ზოგი |
| 1001 |
ბოლოს როგორც იქნა, ტყის პირს მივაღწიეთ. უეჭველია, ეს იყო კაპიტან ნემოს უსაზღვრო სამფლობელოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილთაგანი. კაპიტან ნემოს ეს ტყე თავის საკუთრებად მიაჩნდა. არადა, ვის შეეძლო შესცილებოდა მას ზღვისქევშეთის მამულში? სხვა რომელი უფრო თამამი ადამიანი მოვა აქ ცულით ხელში, დაბურული ტყის გასაჩეხად? |
| 1002 |
აქაურობის მსგავსი ჩემს დღეში არაფერი მინახავს. არც ერთი ბალახი, არც ერთი ბუჩქი, არც ერთი ღერო, არც ერთი მცენარე, რომელიც ნიადაგს ფარავდა ერთიანად აზიდულიყო ოკეანის ზედაპირისკენ. ძაფა-მცენარეულობა, ზღარბისთესვა და მგლისცერცვა, რაც უნდა წვრილი ყოფილიყო, მაინც წელში ამართული იდგა, თითქოს რკინის ღერო აქვსო. |
| 1003 |
მცენარე-ცხოველები თუ მცურავი მცენარეები შვეულად მოძრაობდნენ, ხელის მიკარებაზე იზნიქებოდნენ, მაგრამ ისევ წელში იმართებოდნენ. მთელი ეს მცენარეულთა სამეფო ზღვის ფსკერზე იყო მხოლოდ დამაგრებული. არც ერთს ფესვები არ ჰქონდა გადგმული. მათ არ სჭირდებოდათ მასაზრდოებელი წვენი, მათთვის საკმარისი იყო მხოლოდ დასაყრდენი წერტილი. |
| 1004 |
სანანებლად მეჩვენებოდა, რომ არ შეგვეძლო ერთიმეორისათვის გაგვეზიარებინა ჩვენი შთაბეჭდილებანი. გაოცებული ვიყავი, რომ ოთხი საათის სიარულმა არ მომაშივა. რამდენ ხანს მთვლემდა, არ ვიცი, მაგრამ როდესაც გამომეღვიძა, მეჩვენა, თითქოს მზე კარგად გადახრილიყო. კაპიტანი უკვე ფეხზე იდგა, მეც შევიშმუშნე და ერთბაშად ზეზე წამოვიჭერი. |
| 1005 |
ხეები იშვიათად გვხვდებოდა. როგორც დავაკვირდი, მცენარეულობა აღარსად ჩანდა, მაგრამ უამრავი ზოოფიტი, ლორწოვანი მღილები და თევზები ფუსფუსებდნენ და ირეოდნენ ამ მიდამოში. ოთხი საათი იქნებოდა, როდესაც ჩვენ წინ აღიმართა ბუმბერაზი კლდეები, უზარმაზარი სალი კლდის ფრიალოები, რომლებშიც მოჩანდა ჩაბნელებული მღვიმეები. |
| 1006 |
კაპიტანი ნემო ერთბაშად შედგა. მისმა ხელის ქნევამ ჩვენც შეგვაჩერა. მერე უკან გამოვტრიალდით. კაპიტანი წინ მიგვიძღოდა და უყოყმანოდ მიიკვლევდა გზას. თუმცა უკან ვბრუნდებოდით, მაგრამ შევატყვე, რომ სულ სხვა გზით მოვდიოდით. ეს ახალი გზა ძალზე დაქანებული იყო და ძნელად სავალი, თუმცა მალე მიგვიყვანა ზღვის ზედაპირზე. |
| 1007 |
ერთ საათს ვიარეთ შლამიან ვკეზე, რომელიც ხშირად ორ მეტრზე იყო ამაღლებული წყლის ზედაპირამდე და მაშინ იქ ვხედავდი ჩვენს ანარეკლს, ოღონდ თავდაყირა. ამ ანარეკლში ყირამალა ისახებოდა ყოველი ჩვენი მოძრაობაც. გადაფრენილი ფრინველების ჩრდილიც კი გარკვევით მოჩანდა ზღვის ზედაპირზე. აქ გავხვდი იშვიათი სროლის მოწმე. |
| 1008 |
უცებ ვიღაცამ ძირს დამანარცხა. შევხედ და ვიცანი: კაპიტან ნემოს თავისი სანათური ჩაექრო და ჩემიც ჩააქრო... არ ვიცოდი, რა მეფიქრა ამ მოულოდნელი თავდასხმის გამო... მაგრამ მალე დავმშვიდდი, როდესაც დავინახე, რომ კაპიტანიც ჩემ გვერდით გულაღმა გაწვა. მალე ყველაფერს მივხვდი. ჩვენ ვიწექით ზღვის ფსკერზე, ზღვის მცენარეთა ჩრდილქვეშ. |
| 1009 |
ისე ახლოს ჩაგვიქროლეს, რომ ფრთები გაგვკრეს. სისხლი გამეყინა: ესენი იყვნენ საზარელი კაციჭამია ნათელთევზები. ბოლო უშველებელი ჰქონდათ. თვალები - დიდრონი და შუშისმაგვარი; ფოსფორესცირებულ სინათლეს კი ლაყუჩებიდან უშვებდნენ. ვათვალიერებდი მათ ვერცხლისფერ მუცლებს და უშველებელ ხახას, რომელიც ბასრი კბლიებით ჰქონდათ მოკენჭილი. ვათვალიერებდი |
| 1010 |
მათ არა მეცნიერული თვალსაზრისით, არამედ როგორც განწირული მსხვერპლი. საბედნიეროდ, ეს ონავარი თევზები კარგად ვერ ხედავენ. თითქმის ზედ გადაგვიქროლეს და თავიანთი ყავისფერი ნიჩაბა ფრთებით შეგვეხნენ, მაგრამ ვერც კი შეგვამჩნიეს. საფრთხეს გადავურჩით. მათთან შეხვედრა უფრო სახიფათოა, ვიდრე ტყეში ვეფხვთან შეჯახება. |
| 1011 |
თითქოს ვერ შემამჩნია და მაშინვე ასტრონომულ დაკვირვებას შეუდგა. როდესაც დაკვირვებას მორჩა, შუქურის გალიას დაებჯინა და თვალები დაფიქრებით მიაპყრო ოკეანის ზედპირს. ამ დროს ნასროლი ბადის ამოსათრევად ბაქანზე ამოვიდა თორმეტი მკლავმაგარი, ზორბა, ჩასხმული მეზღვაური. იერით გავრჩიე, რომ ევროპელები იყვნენ, თუმცა სხვადასხვა ეროვნებისა. |
| 1012 |
საშინელი სანახავი იყო ოთხი მეზღვაური; ისინი გემზე იყვნენ თოკებით მიბმულნი და უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებდნენ თოკის გასაწყვეტად, იკრუნჩხებოდნენ. მარტოდმარტო, უძრავად იდგა ჭაღარაშერეული, კეთილშობილი სახის და ნათელი გამომეტყველების მესაჭე, საჭისკენ ხელებგაწვდილი, თითქოს კვლავ მართავდა ამ სამანძიან გემს ოკეანის ფსკერზე. |
| 1013 |
მეორე დღეს გემზე ჩამიჩუმი არ ისმოდა, თითქოს ყველაფერი ჩამკვდარიყო. კანჯო იქვე იდგა, სადაც წუხელ დავტოვეთ. გადავწყვიტეთ, კიდევ წავსულიყავით კუნძულზე, ნედს იმედი ჰქონდა, სანადირო ადგილებს ტყის მეორე ნაწილში მივაგნებთო. მზის ამოსვლისთანავე კანჯო დავძარით. იგი ტალღებმა გაიტაცა და რამდენიმე წუთის შემდეგ, კუნძულს მივაღწიეთ. |
| 1014 |
ცხვირის ნაპარსივით გაბუებული თმა წითლად შეეღებათ და ნუბიელებივით შავსა და ელვარე კანზე მკაფიოდ გამოირჩეოდა. ორად გაყოფილ და აჭიმულ ყურის ბიბილოებში რგოლები გაეყარათ. თითქმის შიშვლები იყვნენ. მათ სორის დედაკაცებიც გავარჩიე, ჭილოფისგან ნაქსოვი, მუხლებამდე ქვედატანები ემოსათ. წელზე ჭილოფისვე სარტყელი ერტყათ. |
| 1015 |
ჩვენს განკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დავინახეთ, რომ უშველებელი ზღვის ცხოველები ჯოჯოებივით უშნოდ ეტორღიალებოდნენ ერთმანეთს. ამ ცეცხლის მსგავს სინათლეში დავინახე ლამაზი ზღვის ღორები, რომლებიც მოუსვენრად კოტრიალებდნენ ჯამბაზებივით. მერე წვრილი თევზებიც გამოჩნდა - და ყოველივე ეს კაშკაშა სინათლეში დასრიალებდა. |
| 1016 |
მომხიბლავი, წარმტაცი სანახაობა იყო! ჩვენ მივცურავდით უფრო და უფრო შორს და ახალ-ახალი სანახაობა გვაოცებდა. დღეები დღეებს მისდევდა, მათი სათვალავიც დამავიწყდა. ნედი სანოვაგეს დასტრიალედა და გემის ერთფეროვან საჭმელს უჩიოდა. ისე ვცხოვრობდით, როგორც ლოკოკინები. თითოეული ჩვენგანი საკუთარ ნაჭუჭში შემძვრალიყო. |
| 1017 |
კაპიტანი უფრო თავშეკავებული და ჩვეულებისამებრ, გულგრილი იყო. თითქოს საწინააღმდეგოს უმტკიცებდა თანაშემწეს, რომელიც ცდილობდა თავის სიმართლეში დაერწმუნებინა კაპიტანი. ლაპარაკის კილოს და ხელების მოძრაობის მიხედვით გამოვიტანე ეს დასკვნა. გაფაციცებით ვაკვირდებოდი იმავე წერტილს, რასაც ისინი მისჩერებოდნენ, მაგრამ ვერაფერს ვამჩნევდი. |
| 1018 |
კაპიტანი შედგა და დურბინდით მიაჩერდა ნაჩვენებ წერტილს. დიდხანს უმზირა. მეც დიდად დავინტერესდი; ჩავირბინე დარბაზში, მშვენიერი დურბინდი ამოვარბენინე, შუქურას შუშაბანდზე დავებჯინე და ზღვის დათვალიერება დავაპირე. მაგრამ თვალებთან მიტანილი დურბინდი ხელიდან წამგლიჯეს. ავიხედე, ჩემ წინ იდგა კაპიტანი ნემო. |
| 1019 |
ვუძალიანდებოდი თვლემას, მაგრამ შეუძლებელი ხდებოდა. სუნთქვა დამისუსტდა. სიკვდილივით ცივი ჟრუანტელი მივლიდა ტანში და თანდათან მთელი სხეული მიდუნდებოდა. ქუთუთოები ტყვიის სარქველებივით დამეხურა თვალებზე. მტკივნეული და მოუსვენარ ძილში წავედი, რაღაც სანახაობანი მელანდებოდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი გაქრა და უგონოდ ჩამეძინა. |
| 1020 |
მარჯანი არის მიკროსკოპულ ცხოველთა შენაერთი, მრავლდება სიპინზე და ქვის მაგვარი მსხვრევადი თვისებისაა. თითოეული ცხოველი საკუთარი სიცოცხლით ფეთქავს, მაგრამ თითოეულის სიცოცხლე საერთო სიცოცხლესთანაა გადაბმული. ჩემთვის ამაზე მეტი საყურადღებო რაღა იქნებოდა! ისეთი გაქვავებული ტყის ნახვა, რომელიც ბუნებას ზღვის ფსკერზე მოუთავსებია! |
| 1021 |
ჩვენ მივდიოდით მარჯნის ფსკერზე. სავალ გზას ერტყა გაუვალი ჯაგნარი, რომელიც დაფარული იყო თეთრად შუქმფინარე ვარსკვლავა ყვავილებით. მაგრამ ეს ხის მსგავსი ბუჩქები თავდაყირა იზრდებოდა. სინათლე მომხიბვლელად ციმციმებდა წითლად მოკაშკაშე შტოებში. ისე მეჩვენა, თითქოს ეს ცილინდრის მოყვანილობის გარსიანი ლულები წყლის ციალისაგან თრთოდა. |
| 1022 |
ორი საათის სიარულის შემდეგ, სამასი მეტრის სიღრმეს მივაღწიეთ, იმ საზღვარს, სადაც მარჯნის ცხოველებს კიდევ შეუძლიათ არსებობა. აქ უკვე აღარსად ჩანდა არც განმარტოებული ბუჩქი, არც ცეროდენა ხეები, - აქ იყო მხოლოდ უზარმაზარი გაქვავებული ხეები, ერთიმეორეზე გრეხილებით მკლავგადაბმული. ენით აუწერელი სანახაობა იყო. |
| 1023 |
ნიადაგს დავაკვირდი: პატარა, ამობურცული ბექოებით იყო მობენილი. ბექობები კირის მაგვარი მტვრით დაფარულიყო დ ერტიმეორეს მწყობრად მისდევდა. ეტყობოდა, აქ ადამიანის ხელს ემუშავა. ველის შუაში მარჯნის ჯვარი იყო აღმართული, რომელსაც კვარცხლბეკად ჰქონდა გაკეთებული მარჯნის ნატხების გროვა. მარჯნის ჯვარი მუქსისხლისფრად ელვარებდა. |
| 1024 |
აქ იყო სასაფლაო. სამარეს თხრიდნენ. ის მოგრძო საგანი წუხნდელი გარდაცვლილი ამხანაგის ცხედარი იყო. კაპიტანმა და მისმა ამხანაგებმა მიცვალებული ოკეანის მიუდგომელ ფსკერზე ჩამოასვენეს დასაკრძალად. სამარეს ნელ-ნელა ჭრიდნენ. გარშემო აფორიაქებული თევზები ირეოდნენ. განუწყვეტლივ გაისმოდა რკინის წერაქვის დაგადუგი. |
| 1025 |
ან რა მიზეზით გარდაიცვალა ის უბედური მეზღვაური? ეს კითხვები რამდენიმე დღეს მაშფოთებდა, მოსვენებას არ მაძლევდა... ვინ იცის, იქნებ კაპიტანი ნემო არა მარტო ერიდებოდა და გაურბოდა ხალხს, არამედ რაიმე მიზეზის გამო შეეცდებოდა შური ეძია მათზე?! ასე თუ იყო, მაშინ ძნელად თუ წარმოვიდგენდით, რა გველოდა მომავალში. |
| 1026 |
ასეთი ჯიშის არგონავტები მხოლოდ ინდოეთის ოკეანეში ბინადრობს. ექვსი ნესტრით ცურავენ, ორი კი უფრო მობრტყო და მომრგვალებული, იალქნებივით ზევით აქვთ აშვერილი. თითოეული მათგანი ნავის მოყვანილობის ნიჟარაშია მოთავსებული. ისინი კიბოსავით უკან-უკან ცურავენ უჩვეულო ფარფლებით. ამ ფარფლებიდან ანუ მილებიდან ისვრიან შიგნით დაგროვილ წყალსაც. |
| 1027 |
უფროსი მეზღვაური საჭესთან იჯდა. ოთხი მეზღვაური ნიჩბებს დააწვა. ნავი დაიძრა და სამხრეთისაკენ გაემართა. აუჩქარებლად უსვამდნენ ნიჩბებს მეზღვაურები, თანაბრად და მწყობრად, ყოველ ათ წამში ერთხელ, როგორც სამხედრო გემებზეა მიღებული. ნავით გადასერილ წყლის ჩქეფებს ტყლაშუნი გაჰქონდა ჩაშავებულ ტალღებზე გამდინარი ტყვის ქაფივით. |
| 1028 |
გაშლილი ზღვიდან მონაბერი სიოს ქროლაზე ზღვის ზედაპირი ხან ოდნავ ირწეოდა და ნავს ნელა აქანავებდა, ზოგჯერ კი ჩვენ წინ ტალღები ზვინებად გორდებოდა და ღელავდა. ექვსის ნახევარზე ცას სინათლე შეეპარა, ხმელეთის ნაპირების ზედა ხაზი საკმაოდ გარკვევით ჩანდა და აღმოსავლეთიდან სამხრეთისკენ გასდევდა. ნაპირიდან ხუთი მილით ვიქნებოდით დაშორებული. |
| 1029 |
ამ კუნძულს სამხრეთის მხრიდან მრგვალი მოსახაზულობა ჰქონდა. კაპიტანი ნემო წამოდგა და მიდამოს თვალი მოავლო. მის ნიშანზე მეზღვაურებმა ღუზა ჩაუშვეს, რომელიც სწრაფად შეეხო ფსკერს, რადგანაც თავთხელ წყალს მივადექით და ფკსერამდე მეტრ-ნახევარი თუ იქნებოდა. ზღვის მოქცევით ამოძრავებულმა ნავმა ღუზას მაშინვე გარს შემოუარა. |
| 1030 |
კონსეის და ნედ გადავხედე. უკვე ჩამოეცვათ სპილენძის ზუჩები და ჩემსავით იყვნენ შეიარაღებული. ნედს კი ვეებერთელა ბარჯიც წამოეღო. კაპიტნის მაგალითს მივბაძე და მეც დავიხურე ზუჩი. შეკუმშული ჰაერის აპარატი მალევე ამუშავდა. ერთი წუთის შემდეგ მეზღვაურებმა სათითაოდ ჩაგვიშვეს ზღვის ფსკერზე, ნახევარ-მეტრ სიღრმეზე. |
| 1031 |
შვიდი საათი იქნებოდა, როდესაც მარგალიტის შლამიან ადგილებს მივაღწიეთ. ამ მიდამოებში ნიჟარები მილიონობით მრავლდება. ეს ძვირფასი თონთლო ცხოველები თავისი მოშავო ბუსუსებით კლდეებს ეწებება და ამის გამო გადანაცვლება არ შეუძლიათ. ამ მხრივ, ნამდვილ ნიჟარაზე დაბლა დგანან, რადგანაც ნიჟარებისთვის ბუნებას მოძრაობის უნარი მაინც მიუნიჭებია. |
| 1032 |
მოზრდილი მარგალიტის ნიჟარა მომრგვალო მოყვანილობისა და ორ თანატოლი ხუფი აქვს. მისი სქელი ბაკანი გარედან ხორკლიანია. ზოგიერთ ნიჟარას მომწვანო ლაქები ჰქონდა ქსელის მსგავსად. ეს იყო ზღვის ნორჩი ლოკოკინა. ზოგი ნიჟარა უფრო ჩამკვრივებული და ჩაშავებული იყო, ათიოდე წლის მაინც იქნებოდა და სიდიდით ათ-თხუთმეტ სანტიმეტრს აღწევდა. |
| 1033 |
კაპიტანმა ხელით მანიშნა ნიჟარების სიმრავლეზე. აქ ბუნების შემოქმედებითი უნარი ადამიანის დამანგრეველ ძალას აღემატება. ასეთი დამანგრეველი ძალა ჰქონდა სწორედ ნედ ლენდს, რომელიც წელზე შემოკრულ პარკს გამალებით ავსებდა თონთლო ცხოველების ნიჟარებით. დიდხანს ვერსად ვჩერდებოდით, რადგან კაპიტან ნემოს ფეხდაფეხ უნდა მივყოლოდით. |
| 1034 |
ფსკერი თანდათან მაღლდებოდა. ხელს რომ ავწევდი, ზღვის ზედაპირს ვაცილებდი. ზოგან ნიადაგი ფრიალო კლდესავით ეშვებოდა, ზოგან კი წვეტიან, მაღალ კლდებად აზიდულიყო. ამ კლდეთა ნაოჭებში უშველებელი კიბოები გაჩხერილიყვნენ, რომლებიც თავიანთ უმოძრაო თვალებს გვიშტერებდნენ. უშველებელ ეხს წავადექით, ლამაზი ფერდობის კალთებზე. |
| 1035 |
ეს ეხი თუ მღვიმე თავდაპირველად ჩაბნელებული მეჩვენა. მასში მზის სხივები ძლივს ატანდა. კაპიტანი ამ მღვიმეში შევიდა. ჩვენც თან შევყევით. იქაურ სიბნელეს თვალი მალე შეეჩვია და თანდათან გავარჩიე პიტალო კლდის თავი, რომელსაც ნიადაგიდან ბუნებრივად ამოზრდილი ტინის სვეტები შესდგომოდა, თითქოს ტოსკანური ხუროთმოძღვრების უზარმაზარი სვეტებიაო. |
| 1036 |
მრგვალი მოყვანილობისა იყო, როგორც სფერო, ხასხასა, მოკამკამე და ამ განსაცვიფრებელ გამჭირვალე წყლის წიაღში ფასდაუდებელ ღირებულებას წარმოადგენდა. ცნობისმოყვარეობამ გამიტაცა და წავეპოტინე, მისი ხელსი აღება მინდოდა, მაგრამ კაპიტანმა ნემომ უცებ შემაჩერა, ხანჯალი სათუთად გამოაცალა და ნიჟარის ხუფი ნელ-ნელა დაიხურა. |
| 1037 |
კაპიტნის გულისთქმას მივხვდი: ამ ნიჟარის საბურველის ქვეშ ხელუხლებლად დატოვა იგი, რომ დროთა განმავლობაში თანდათან ახალახალი კონცენტრირებული ფენებით გაზრდილიყო. მხოლოდ კაპიტანმა ნემომ იცოდა ზღვის ფსკერზე არსებული ამ ეხის შესახებ, სადაც სათუთად იზრდებოდა და ვითარდებოდა ბუნების შემოქმედების იშვიათი ნიმუში. |
| 1038 |
კაპიტანს სურდა ეს ფასდაუდებელი საუნჯე თავის მდიდარ მუზეუმში გადაეტანა. იმ მარგალიტებთან შედარებით, რაც კი დღემდე მენახა, ეს მართლაც საოცრება იყო - ათი მილიონი მაინც ღირდა. ეს იყო ბუნების უბადლო შედევრი, მაგრამ ქალის სამკაულად და ფუფუნების საგნად ვერ გამოდგებოდა. რომელი ყურის ბიბილო გაუძლებდა მის სიმძიმეს?! |
| 1039 |
ყველა ჩვენგანი იქ ჩერდებოდა, სადაც მოესურვებოდა. აღარ მაფიქრებდა არავითარი საფრთხე, რომელიც ჩემს გონებას წინათ გადაჭარბებულად ესახებოდა. წყალქვეშეთის მთა, რომელზეც ავდიოდით, თითქმის ზღვის ზედაპირს ებჯინებოდა და მალე წყლიდან თავები ამოვყავით. კონსეი წამომეწია, თავისი უშველებელი ზუჩი ჩემს ზუჩს მოუარახუნა და ცალი თვალით შემომცინა. |
| 1040 |
მაღლობი ადგილი რამდენიმე საჟენის მანძილზე მისდევდა. მერე კი ისევ ჩავეშვით ჩვენს ბუნებრივ სტიქიაში. ვფიქრობ, ახლა უკვე უფლება მაქვს, ასე ვუწოდო მას. ათიოდე წუთის შემდეგ, წინ მიმავალი კაპიტანი ნემო უცებ შედგა და ხელის ქნევით გვიბრძანა, მახლობელ ბექობს მოვფარებოდით, თან ხელით ერთ ადგილზე მიმითითა. გულდასმით მივაჩერდი იმ მხარეს. |
| 1041 |
ეს იყო ადამიანი, ცოცხალი ადამიანი, ინდოელი, მარგალიტის მაძიებელი მებადური. ალბათ სიღარიბემ თუ მოიყვანა აქ ასე ნაადრევად. ჩემს გასწვრივ, რამდენიმე ფუტის ზევით, ვხედავდი ღუზაჩაშვებული ნავის ძირს. კაცი გაშმაგებული ეშვებოდა ზღვის ფსკერზე, ფეხზე ქვამობმული და ისევე სწრაფად ზედაპირს უბრუნდებოდა. მისი ერთადერთი იარაღი ქვა იყო. |
| 1042 |
ფსკერზე რომ დავიდოდა, საჩქაროდ მოფხოჭდა ნიჟარებს, პარკს გაავსებდა. ზედაპირზე აცურებულ ნავზე აცოცდებოდა, პარკს ცლიდა, თოკით ქვას ასწევდა, ფეხზე იბამდა და ისევ ფსკერზე ეშვებოდა. ფსკერზე ოცდაათი წამი თუ გაძლებდა, თორემ მეტს ვერა. გულდასმით ვუცქერდი ამ სანახაობას. მებადური ვერ გვამჩნევდა, რადგან ჩრდილის ვიყავით შეფარებული. |
| 1043 |
მისი მოძრაობა გაბედული და უყოყმანო იყო. ნახევარი საათის განმავლობაში არავითარი განსაცდელი არ შეხვედრია, მაგრამ უცებ, როდესაც ინდოელი მუხლებზე იყო დაჩოქილი, სახე შეეცვალა, მოსხლეტით გასწორდა წელში და ზედაპირისაკენ ასრიალდა. ვფიქრობდი რამ დასცა ასე თავზარი? მალევე მივხდი: მის გასწვრივ უშველებელი ჩრდილი შევამჩნიე. |
| 1044 |
ენა ჩამივარდა შიშისაგან, მოძრაობის უნარი წამერთვა. ონავარი ცხოველი ფრთების მძლავრი ტყლაშუნით, ელვასავით მიქროდა ინდოელისაკენ. ინდოელი მარჯვედ გაუსხლტა გვერდზე და მისი ბასრი კბილები აიცდინა, მაგრამ კუდს კი ვერ აერიდა: ცხოველმა ვეებერთელა კუდი გულში სთხლიშა და ზღვის ფსკერზე დასცა. ეს ყოველივე თვალის დახამხამებაში მოხდა. |
| 1045 |
დღემდე არ მავიწყდება კაპიტნის პოზა. გულდამშვიდებით იდგა და მტაცებლის მოახლოებას ელოდა. ცხოველი რომ დაეტანა, კაპიტანი განზე გაუხტა, მარჯვედ აიცდინა მისი მძლავრი ფრთა და ხანჯალი მუცელში აძგერა. საშინელი ბრძოლა გაიმართა. მტაცებლის ჭრილობებიდან სისხლში შადრევნები იღვრებოდა. ზღვა წითლად შეიღება. ამღვრეულ სითხეში ვეღარაფერს ვარჩევდი. |
| 1046 |
მინდოდა მივშველებოდი კაპიტანს, მაგრამ შიშისგან გაქვავებული ვიდექი და ბრძოლის სურათს შევყურებდი. კაპიტანმა ვერ გაუძლო ცხოველის სიმძიმეს და მის ქვეშ, ფსკერზე დაეცა. ცხოველმა უშველებელი ხახა დააღო და ის იყო, კაპიტნის შენთქმას ლამობდა, რომ უცებ, ნედ ლენდი მისკენ გაქანდა და ბარჯი აძგერა. წყალი სისხლისფრად შეიღება. |
| 1047 |
ნედ ლენდმა კაპიტანი განგმირულ მტაცებელს გამოარიდა, რომელიც მაშინვე წამოხტა, ინდოელს მიუახლოვდა, ფეხზე თოკი გადაუჭირა, ხელში აიტაცა და ზედაპირისკენ წავიდა. ჩვენც მას მივყევით. მალე ყველანი ინდოელის ნავთან გავჩნდით. კაპიტანმა და კონსეიმ ინდოელს მოსულირება დაუწყეს. გონდაკარგული ნელ-ნელა გამოცოცხლდა, თვალი გაახილა. |
| 1048 |
ნავი სწრაფად გასრიალდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ონავარი ცხოველის ლეშს გადავეყარეთ, რომელიც ტალღებზე ქანაობდა. ინდოეთის ზღვის ონავარი ნათელთევზა სიგრძით ოც ფუტს აღემატებოდა. უშველებელი ხახა ტანის მთელ მესამედს უდრიდა. ეტყობოდა, დიდი იყო, ვინაიდან ზემო ყბაზე სწორი სამკუთხედის მოყვანილობის კბილები ექვს წყებად ჰქონდა. |
| 1049 |
შუადღისას მეწამული ზღვის ტალღებში შევცრუდით. მეწამულ ანუ წითელი ზღვას შემდინარე წყლები არა აქვს და პაპანაქება სიცხეში ჭარბად ორთქლდება. მისი დონე ყოველწლიურად მეტრ-ნახევარით იკლებს. ეს ზღვა ტბასავით შეკრული რომ ყოფილიყო, სრულიად დაშრებოდა, მაგრამ მისი კალაპოტი გაცილებით დაბალია კასპიის და მკვდარი ზღვის დონესთან შედარებით. |
| 1050 |
მისი კედლები ზარბაზნის ხმაზეც კი იმსხვრევა. მხოლოდ აქა-იქ მოჩანდა მწვანედ აზიდული დანაკის კუდი და ინდის ხურმა. უწინ ამ ქალაქს დიდი სააღებმიცემო მნიშვნელობა ჰქონდა. ქალაქს უამრავი საცხოვრებელი სახლი ამშვენებდა, მარტო ბაზარი ექვს ადგილზე მოეწყოთ. სამი ვერსის ირგვლივ კი ქალაქს თორმეტ წყებად ერტყა გალავანი. |
| 1051 |
ეს ცხოველები მიწებებულია კლდეებზე, ნიჟარებზე, წყალქვეშა მცენარის ყლორტებზე. ზოგი ფსკერის ძირზე, ფოსოებში ჩამჯდარა, ზოგი ზევით ამართულა ან მარჯნის მეჭეჭივით ჩამოკიდებულა. კონსეის განვუმარტე, რომ ამ ღრუბლებს ორნაირი წესით აგროვებენ: ან მოსმით, ან ხელით. მათი მოგროვება ხელით სჯობს, თუმცა ამას მყვინთავი სჭირდება. |
| 1052 |
დიუგონი ძალზე წააგავს ლამანტინს. მისი გრძელი ტანი მოგრძო ბოლოთი თავდება, გვერდითა ფარფლები თითებს მიუგავს, ლამანტინისაგან იმით განსხვავდება, რომ ზედა ყბაში ორი მოგრძო და ბასრი ეშვი აქვს გამოშვერილი. ეს დიუგონი უშველებელი რამ იყო, სიგრძით შვიდ მეტრი იქნებოდა. არც კი ინძრეოდა, თითქოს ტალღებზე მისძინებიაო. |
| 1053 |
ეტყობა, ჭრილობამ ვერ დაასუსტა, რადგანაც, ქარივით მიქროდა. მძლავრი მკლავებით მოსმული ნიჩბები ნავს ელვასავით მიქანედა ცხოველისაკენ, რამდენჯერმე მივუახლოვდი კიდეც ორიოდე საჟენის მანძილზე. ნედ ლენდს ბარჯი ამართული ჰქონდა, მაგრამ ცხოველი თვალის დახამხამებაში ჩაყვინთავდა ხოლმე და კანადელს პირში ჩალაგამოვლებულს ტოვებდა. |
| 1054 |
ხმელთაშუა ზღვის გაშლილი სივრცე კი მეტისმეტად მაინტერესებდა, ამ ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნები ხომ აკვანი იყო კაცობრიობის ისტორიისა და ცივილიზაციისა. აქ მდებარეობს ეგვიპტე, პალესტინა, ქვეყნის პირისაგან აღგვილი ფინიკია და კართაგენი, აქვეა საბერძნეთი და რომი! ხმელთაშუა ზღვა სხვა მხრივაც საგულისხმო იყო. |
| 1055 |
კონსეიმ ერთი უშველებელი კუც დამანახა. როდესაც ჰიბრალტარის სრუტეს მივუახლოვდით, ზღვის ფსკერამდე ჩავეშვით, სადაც თვალწინ საზარელი სანახაობა გადაგვეშალა. ეს იყო თავლუწვდენელი სასაფლაო აუარება ჩაძირული გემებისა. აქ იყო თითქმის მრთელი გემები, ჭახრაკები, ღუზები, ბორბლები, ერთმანეთში არეული საორთქლე ქვაბები. |
| 1056 |
ვაი, რომ ეს მხოლოდ ასე ჩანდა! მყუდროება და სიკვდილი გამეფებულიყო ამ უბედურების ადგილას! ხმელთაშუა ზღვის ეს მიდამოები ცნობილია ხშირი უბედურებით, საფრანგეთიდან აფრიკისაკენ მიმავალ ან უკან დაბრუნებულ რამდენიმე გემს უპოვია აქ თავისი სამარე, რამდენი სიცოცხლე გამქრალა ამ ჯურღმულებში! რამდენი კვნესა და ქვითინი ჩამკვდარა ამ ტალღებში! |
| 1057 |
ოკეანესთან შედარებით, ხმელთაშუა ზღვა ტბის მსგავსია. მაგრამ ეს ტბა მეტად დაუნდობელი და გადარეულია. დღეს გულღიად გადაუშლის მკერდს მის ანკარა ტალღებზე მოსრიალე გემებს, ხვალ კი გაშმაგდება, ყალყზე შედგება და ფაფარაშლილი, მოსხლეტილი ტალღებით ანადგურებს და ნაფოტად აქუცმაცებს მკვიდრსა და გამძლე გემებსაც კი! |
| 1058 |
რამდენიმე სასიამოვნო საათი მქონდა გატარებული აქ სამეცნიერო მუშაობაში. იშვიათ და უბადლო ნივთებს ვეალერსებოდი, თვალი ვერ მომეშორებინა... ვუცქერდი ისე, როგორც სამუდამო განშორებისას შეჰყურებს ადამიანი უძვირფასეს საუნჯეს, რომელსაც ვეღარასოდეს იხილავს. დიახ, სამუდამოდ უნდა გამოვეთხოვებოდი აქ დაგროვილ მომხიბლავ საოცრებას. |
| 1059 |
ჩვენ თვალწინ ხმელეთის ნასახიც არსად ჩანდა, ირგვლივ უსაზღვრო ოკეანე გადაშლილყო. შორს, ჰორიზონტის დასავლეთთან, რამდენიმე იალქნიანი გემი მოჩანდა. ალბათ ზურგის ქარის მოლოდინში იყვნენ, რომ კეთილი იმედის კონცხისთვის შემოევლოთ. მოღუშული დღე იდგა. მოსალოდნელი იყო უეცარი გრიგალი. ნედი მოუსვენრად ბდღვინავდა. |
| 1060 |
მეგონა, გარკვევით ვერ გავიგე მისი პასუხი-მეთქი, მაგრამ ვეღარც ხელმეორედ შევეკითხე, რადგანაც კაპიტანს უკვე ლითონის ზუჩში შეერგო თავ. ჩემს უცნაურ სამოსში გამოვეწყვე და ვიგრძენი ხელში რკინისწვერიანი ჯოხი რომ მომაჩეჩეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ატლანტის ოკეანის ფსკერზე დავდგით ფეხი, სამასი მეტრის სიღრმეზე. შუაღამე მოტანებული იყო. |
| 1061 |
ასე იყო თუ ისე, ეს შორეული მოწითალო წერტილი ბუნდოვნად მაინც გვინათებდა გზას. თვალი მალე შევაჩვიე უკუნ სიბნელეს და მივხვდი, რომ რუმკორფის აპარატები მართლაც ზედმეტი ბარგი იქნებოდა ჩვენთვის. მე და კაპიტანი მხარდამხარ მივდიოდით შორეული სინათლისაკენ. ნიადაგი თანდათან მაღლდებოდა, ორივენი ჯოხებზე დაბჯენილი, მძიმე ნაბიჯით მვაბოტებდით. |
| 1062 |
ფხები სიპ ქვებზე გვისხლტებოდა, გაბადრულ მცენარეებში გვეხლართებოდა და შლამში გვეფლობოდა. ნახევარი საათი მაინც ვიარეთ ასე. ნიადაგი ქვიანი გახდა. მედუზები და კიბოს მაგვარი მიკროსკოპული პენატულები ფოსფორული შუქით მკრთალ სინათლეს ჰფენდა მიდამოს. ძლივს გავარჩიე ქვის გროვა, მილიონი ზოოფოტით და ხვიარა მცენარეულობით დაფარული. |
| 1063 |
ჩვენი სავალი გზა კი თანდათან ნათდებოდა, მოკაშკაშე სინათლ მთის მწვერლვაიდან მიდამოს ეფინებოდა. მთა რვაასი ფუქტის სიმაღლეზე მაინც იქნებოდა აზიდული, მაგრამ თვით ის, რასაც ვხედავდი, მხოლოდ წყლის ფენებში ანარეკლად ასხული სანახაობა იყო. ამ გამოუცნობი სინათლის სათავე კი ალბათ ჩვენს გადაღმა, მთის კალთებზე იყო მოთავსებული. |
| 1064 |
კაპიტანი თამამად და უყოყმანოდ მიაბიჯებდა ატლანტის ოკეანის ამ ოღროჩოღრო ფსკერზე. ეტყობა, კარგდ იცოდა ეს ჩაბნელებული ბილიკები, ალბათ ხშირად დადიოდა ამ ადგილებში და გეზი არ ეშლებოდა. მეც სრული ნდობით უკან მივყვებოდი. სიამოვნებით და აღტაცებით ვაყოლებდი თვალს კაპიტნის მაღალ ტანს, რომელიც ჰორიზონტის ნათელ ფონზე შავად ისხებოდა. |
| 1065 |
კლდეებზე აფხოტებსი დროს, ნაყარ ტოტებს ზედ ვაბოტებდით, ზღვის ფოთლებს ვამსხვრევდით, მისი ნაწყვეტი შტოები ერთი ხიდან მეორეს ენარცხებოდა. დაფრთხალი თევზების ქარავანი ერთი მხრიდან მეორეისაკენ მისრიალებდა. ამ სანახაობამ ისე გამიტაცა, რომ დაღლილობას ვერ ვგრძნობდი, ფეხდაფეხ მივდევდი ჩემს წინამძღოლს, რომელმაც დაღლა რა იყო არ იცოდა. |
| 1066 |
ისეთ კლდეებზე მივფოფხავდით, რომ ლოდი ლოდზე იმსხვრეოდა და ქვემოთ საშინელი ხმაურით ექანბოდა. ორივე მხრიდან პირქუში და ჩაბნელებული ტალანები მოჩანდა. ალაგ-ალაგ უზრმაზარი ტაფობი გადაშლილიყო, თითქოს ადამიანის ხელს მოუსუფთავებიაო. ზოგჯერ თავს ვეკითხებოდი: ხომ შეიძლება მოულოდნელად თავს წამოადგეს ამ წყალქვეში მცხოვრები ვინმე?! |
| 1067 |
რა სანანებლად მრჩება, რომ დრო არა მაქვს დავეშვა ამ დაქანებული მთების ფერდობებზე, გავისეირნო ამ უზარმაზარ ხმელეთზე, რომელიც ოდესღაც აფრიკასა და ამერიკას აერთებდა და აქ ვიხილო წარღვნის წინათ აგებული ქალაქი ნანგრევები! ვინ იცის, იქნებ მიწის გულში მოდუღდუღე ცეცხლმა კვლავ ზღვის ზედაპირზე ამოზიდოს ეს წყალქვეშა ნანგრევები?! |
| 1068 |
ოკეანის ამ ნაწილსი ხომ უკვე მიაგნეს რამდენიმე წყალქევშა ვულკანს: მრავალ გემს განუცდია არაჩევულებრივი რყევა ამ მშფოთვარე უფსკრულზე გადაცურვის დროს. ვინ იცის, იქნებ ის დროც მოვიდეს, როდესაც ვულკანური ღველფით თანდათან გაზრდილი და ახალ-ახალ ფენებად ამაღლებული ატლანტისი კვლავ მოევლინოს ადამიანის თვალებს?! |
| 1069 |
ნეტავ, რას ფიქრობდა? იქნებ მისი გონება თავს დასტრიალებდა ამ დაღუპულ მოდგმას. იქნებ იმითომ მოვიდა აქ ეს ახირებული ადამიანი, რომელსაც არ სურს თანამედროვე ცხოვრებით იცხოვროს და სწადია გარდასულთა სიცოცხლით გახალისდეს? არაფერს დავიშურებდი, ოღონდ შემეტყო მისი აზრი, მივმხვდარიყავი მის გულისთქმას, თანაზიარი გავმხდარიყავი მისი! |
| 1070 |
ტბის გარშემო ვიწრო შლამიან ნაპირს გავყევით. განსაკუთრებული და ღირშესანიშნავი არფაფერი გადაგვხდენია. კონსეი ახლაც ჩვეულებრივ დინჯი და აუჩქარებელი იყო. ნედ ლენდი კი სულ იმის ძიებაში იყო, ეგებ ამ გამოქვაბულს სადმე გასასვლელი გზა ჰქონდესო. აქა-იქ ვულკანური ნატეხები იყო მოფენილი, პემზის სურათოვანი ლოდები. |
| 1071 |
კანადელი გარეულ ფუტკარს წააწყდა და თავისი ჩანთა თაფლით სავსე ფიჭით გატენა. თურმე ამ ვულკანის გულში ფუტკრის გარდა სხვა მწერებიც მოიპოვებოდა. კლდის ნაპრალებში მიმინოები ბუდობდნენ. ფერდობებზე სავათები შევამჩნიეთ. ძნელი სათქმელია, თუ საიდან გაჩდნენ აქ, თოფები თან არ წაგვიღია და ნედ ლენდი სიბრაზისაგან წვრებს იგლეჯდა. |
| 1072 |
სამაგიეროდ, უნდა გენახათ, რა აღტაცებაში მოვიდა, როცა ნასროლი ქვით ერთი სავათი დაჭრა. კინაღამ გაიჩეხა ფრიალო კლდეზე ამ ფინველის დევნაში. აქ ერთი რამ გადაგვხვდა და არ შეიძლება არ მოვიხსენიო. კლდეებში დავინახეთ მიმყუდორებული ეხი, რომეციც რბილი და წმინდა შლამით იყო მოფენილი. სიამოვნებით ჩაგვთვლიმა. უცებ კონსეის ყვირილზე გამომეღვიძა. |
| 1073 |
ეს თბილი დინება ფლორიდის არხიდან იწყება და შპიცბერგენისაკენ მიილტვის. მაგრამ, სანამ მექსიკის ყურეს შეერევა, ორ ტოტად იყოფა: უმთავრესი ტოტი ირლანდიისა და ნორვეგიისაკენ მიექანება, მეორე ტოტი კი სამხრეთით უხვევს, აზორის კუნძულებამდე, აფრიკის ნაპირებს რომ მიაღწევს, ისევ უკან ბრუნდებოდა ანტილის კუნძულისკენ. |
| 1074 |
ახლა კი ეჭვი აღარ იყო, კაპიტან ნემოს განზრახული ჰქონდა, ჰორნის კონცხისათვის შემოევლო და ოკეანის ტროპიკული ნაწილისკენ გაბრუნებულიყო. ამის გამო ნედ ლენდი საგონებელში ჩავარდა: ამ თვალუწვდენელი ზღვების სივრცეში, სადაც არც ერთი კუნძულიც კი არსად მოჩანდა, გაპარვაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. ბედს უნდა დავმორჩილებოდით. |
| 1075 |
თუმცა მე ვიმედოვნებდი, რომ თუ ძალით და მოხერხებით ვერაფერს გავხდებით, შეიძლება კაპიტნის დარწმუნებამ იმოქმედოს-მეთქი. ვინ იცის, იქნებ თავისი მოგზაურობის დასრულების შემდეგ კაპიტანს თვითონვე მიეცა ჩვენთვის თავისუფლება და სიტყვა ჩამოერთვა, რომ არასოდეს და არავისთან არ გაგვემჟღავნებინა მისი არსებობის საიდუმლოება. |
| 1076 |
მაგრამ ოთხი თვის განმავლობაში ჩემი სიჩუმეც შეიძლება ისე ჩაეთვალა, ვითომც სავსებით შევურიგდით ბედს. რომ დავლაპარაკებოდი გათავისუფლების შესახებ, შეიძლება მეთვალყურეობა გაეძლიერებინა ჩვენზე და გაპარვის შესაძლებლობა სამუდამოდ დაგვეკარგა. ჩვენს მოგზაურობაში ამ ცხრამეტ დღეს არაფერი განსაკუთრებული არ გადაგვხდენია თავს. |
| 1077 |
ზოგჯერ მის მიერ ბიბლიოთეკაში დატოვებული გადაშლილი წიგნები მხვდებოდა. ეს იყო ბუნებისმეტყევლების ისტორია. როგორც შევატყე, კაპიტანი კმაყოფილი იყო ჩემი თხზულებით ზღვის ფსკერის შესახებ. წიგნის არშიაზე მიწერილი ჰქონდა მრავალი დასაბუთებული შენიშვნა, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგებოდა ჩემს თეორიებს და სისტემას. |
| 1078 |
თხუთმეტი წუთის შემდეგ, ცამეტი ათასი მეტრის სიღრმეს მივაღწიეთ, მაგრამ ზღვის ფსკერის სიახლოვის არავითარი ნიშანი არ იყო. თოთხმეტი ათასი მეტრის სიღრმეზე უკვე დავინახეთ მოშავო მთის მწვერვალები, რომლებიც წყალში ამოზიდულიყო. ეს მთები ისეთივე მაღალი უნდა ყოფილიყო, როგორც მონბლანი ან ჰიმალაის მთები. აქ ოკეანის სიღრმე განუზომელია. |
| 1079 |
მაგრამ ნედს თვალი გაუშტერდა ვეშაპისაკენ და საუბარი აღარ გაუგრძელებია. ეს ვეშაპი ვერ გადარჩენოდა კაშალოტის კბილებს. მაშინვე ვიცანი სამხრეთის ვეშაპი, ბტყელთავა და სრულებით შავი. ჩვეულებრივი ვეშაპისაგან ანატომიურად იმით განირჩევა, რომ კისრის ორი ხერხემლის ძვალი შეხორცებული აქვს და ორი ნეკნის ძვალი მეტი აქვს, ვიდრე სხვა ვეშაპებს. |
| 1080 |
კაპიტანი მარწმუნებდა, ეს რზე საუცხოოა, ძროხის რძისგან არაფერით განსხვავდებაო. მაინც გავუსინჯე გემო და მართლაც დავეთანხმე მის აზრს. ამ რძისაგან დამზადებულ კარაქსა და ყველს მრავალფეროვნება შემოჰქონდა ჩვენს სუფრაზე. იმ დღის შემდეგ ვამჩნევდი, რომ ნედ ლენდი მტრული თვალით უყურებდა კაპიტანს და მის ყოველ ნაბიჯს გაფაციცებით ვაკვირდებოდი. |
| 1081 |
ნუთუ კაპიტანი პოლუსისკენ მიისწრაფვის? გზად უკვე გვხვდებოდა მთელი კლდეების ოდენა მცურავი ყინულები, რომელთაც ტალღები ტყლაშუნით ეხეთქებოდა. ნედი ძველებურად უგუნებოდ იყო და აღარაფერს აქცევდა ყურადღებას. რაც უფრო ქვევით ვიწევდით სამხრეთისაკენ, მით უფრო ხშირად გვეხებოდა ყინულის თოში. ახლა უკვე მცურავი გორები ტივტივებდა. |
| 1082 |
ყოველ ნაბიჯზე მოჩანდა შებოლილი ხვრელები, საიდანაც გოგირდის სუნი ამოდიოდა. კუნძულის მცენარეულობა ძალზე მწირი იყო. აქა-იქ შავ კლდეებზე მოჩანდა ხავსი, ზღვის ბალახი დ ორიოდე მიკროსკოპული მცენარე. თვალი მოვკარი კიდევ რამდენიმე წითელ და მწვანე ბალახს, რომელიც ტალღებს გამოერიყათ. სამაგიეროდ, ჰაერში დუღდა სიცოცხლე. |
| 1083 |
ათასგვარი ფრინველი გუნდ-გუნდად ტრიალებდნენ ალბატროსები და ყველა ჯიშის ქარიშხალა ფრინველები. ნაპირს ნახევარი მილის მანძილზე რომ გავცილდით, დავინახე, რომ ნიადაგი პინგვინების ბუდებით იყო მოფენილი. შუადღემდე ერთი საათიღა დარჩა. ნისლი არ იფანტებოდა. შუადღე დადგა. მზე არსად ჩანდა. ცა უფრო მოიღუშა და თოვა დაიწყო. |
| 1084 |
კლდის აქეთ მოგვესმოდა მათი გამაყრუებელი ყეფა. ზღვის სპილოები ძალიან ჰგვანან სელაპებს. მათგან მხოლოდ სიდიდით და მოგრძო ბეწვით განირჩევიან. არა აქვთ უკანა კბილები, მხოლოდ ზედა ყბაში თითო არშინის სიგრძის ორი ეშვი აქვთ. სწორედ ამ ძვირფასი ეშვის გულისთვის ჟლეტენ ისეთი თავგამოდებით, რომ მალე ალბათ სულ გაწყვეტენ. |
| 1085 |
უკან მომავალმა იშვიათი ნიმუშის პინგვინის კვერცხი ვიპოვე. ძალიან დიდი იყო, თეთრი ფერის და უცნაურლაქებიანი. ის კვერცხი კაპიტნის მუზეუმის კარადაში მოვათავსე. დაძინების დროს, მზეს შევთხოვდი, რომ ხვალ ერთი წამით მაინც მოევლინა ჩვენთვის თავისი მაცოცხლებელი სხივი. მეორე დღეს დილის ბინდბუნდში ბაქანს მივასურე, კაპიტანი ნემოც იქ დამხვდა. |
| 1086 |
ნისლი იფანტებოდა და ღრუბლები აქეთ-იქით მიიზლაზნებოდა. კაპიტან ნემომ საჭირო ხელსაწყოები წამოიღო და დილის ათი საათისათვის მისი მეზღვაურების თანხლებით, კუნძულზე გავემგზავრეთ. ჩვენ უნდა მიგვეღწია უმაღლესი მწვერვალისათვის, რომელიც წარმოადგენდა ფრიალო კლდის წვეტინ წვერს და წყლის დონიდან ნახევარი ვერსის სიმაღლეზე აზიდულიყო. |
| 1087 |
სანამ ყინლის ჭრას დაიწყებდნენ, ჯერ განკარგულება გასცა, ბურღით გაეხვრიტათ, რომ წესიერი გეზი მისცემოდა მუშაობას. გრძელი ზონდები ჰკრეს გვერდის კედლებში, მაგრამ თხუთმეტი მეტრის სიღრმის მერეც სქელი ყინულის კედელი დახვდათ. თაღის მხარეს მუშაობის ცდაც უნაყოფო იქნებოდა, რადგან მთლიანი, მკვრივად შეკრული სქელი ყინული იყო. |
| 1088 |
აქ კი ათი მეტრის სისქე ყინული გვაშორებდა თავისუფალ წყალს. მაშინვე შეუდგნენ თავგამოდებულ მუშაობას. კაპიტანმა ნემომ ბრძანა, რომ გემის ცხვირს წინ, რვა მეტრის მოშორებით უზარმაზარი წრე შემოეხაზათ და ყინულის ის ნაწილი ამოეღოთ. ბევრგან ხრახნებით დაბურღეს ყინულის ნიადაგი და დიდრონ ლოდებად აცლიდნენ ყინულის ნატეხებს. |
| 1089 |
საშინელი მდგომარეობა იყო, მაგრამ ყველა ჩვენგანი პირდაპირ თვალებში უმზერდა საფრთხეს და გადავწყვიტეთ, ჩვენი მოვალეობა ბოლომდე შეგვესრულებინა. იმ ღამეს კიდევ ერთ მეტრზე ამოიჭრა ყინული ამ უზარმაზარ ორმოში. მეორე დილით სკაფანდრში გამოწყობილი მივდიოდი წყალში, რომლის ტემპერატურა ექვსი გრადუსი მაინც იქნებოდა. |
| 1090 |
მაშინ თერმომეტრი გარეთ შვიდ გრადუს ყინვას უჩვენებდა. კაპიტანმა ნემომ სამზარეულოში გამიყვანა, სადაც წყლის გამოსახდელი უზარმაზარი აპარატები იდგა. წყალს ორთქლად ხდიდა, რომ შემდეგ სასმელად გამოსაყენებელი ყოფილიყო. ეს ქვაბები წყლით გაავსეს, მთელი ელექტრონის სითბო აპარატების გარშემო მიხვეულ-მოხვეულ მილებში მიუშვეს. |
| 1091 |
ელექტრონს ბატარეებით განვითარებული სითბო ისეთი მძლავრი იყო, რომ ზღვის ცივი წყალი აპარატში რომ გაივლიდა, ტუმბოებში ქაფქაფად მისჩქეფდა. მდუღარე წყალი ყინულეთს მიუშვეს. სამი საათის შემდეგ, თერმომეტრი ექვს გრადუსს გვიჩვენებდა. მაშასადამე, ერთი გრადუსი მოვიგეთ. ორი საათის შემდეგ თერმომეტრი უკვე ოთხ გრადუსს აღნიშნავდა. |
| 1092 |
მაგრამ თუ ჩვენი მდგომარეობა ასეთი აუტანელი იყო გემში, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა გაშმაგებით და ნეტარებით ვიცვამდი სკაფანდრებს სამუშაოდ გასსვლელად. წერაქვი წკრიალით ტეხდა ყინულეთს, მკლავი იქანცებოდა, ხელებზე ტყავი გვასკდებოდა, მაგრამ ვის აგონდებოდა იარები, როდესაც აპარატიდან მაცოცხლებელი ჰაერი ჩდიოდა ფილტვებში! |
| 1093 |
მაშინ მთელი ელექტრონის ძალა წყლის გამოქაჩვისკენ მიმართეს. რამდენიმე წუთის შემდეგ გემის შექანება შეაკავეს. მანომეტრი აღნიშნადა, რომ გემი ზევით მიიწევდა. ხრახნი გაშმაგებით ბრუნადა. სწრაფი სვლისაგან მთელი გემი თრთოდა და ჩრდილოეთისაკენ მიექანებოდა. ნეტავ, კიდევ დიდხანს იცურებს ამ ყინულეთის ქვეშ? ნეტავ, მალე მივაღწევთ გაშლილ ზღვას? |
| 1094 |
ბიბლიოთეკის დივანზე ვიყავი გადასვენებული, სული მეხუთებოდა. სახე გამიფითრდა, ტუჩები გამილურჯდა, ღონე გამომეცალა. ვეღარც ვხედავდი და აღარც მესმოდა რაიმე. ჩემს მხსიერებაში დროის ცნება გაქრა, ჩემი კუნთები აღარ იკუმშებოდა. არ დამითვლია ასე გატარებული საათები, მაგრამ ვგრძნობდი კი, რომ ნელ-ნელა ვკვდებოდი... უცებ გონს მოვეგე. |
| 1095 |
ჩემს ფილტვებს სუფთა ჰაერი მოხვდა. ნუთუ ტალღების ზედაპირზე ვართ? ნუთუ მთლიანი ყინულეთი გავიარეთ? არა! ეს თურმე ნედი და კონსეი, ჩემი უერთგულესი მეგობრები, ცდილობდნენ როგორმე გადავერჩინე. რუკეილორის აპარატის ძირზე ცოტაოდენი ჰაერი დარჩენილიყო და იმის მაგივრად, რომ თვითონ ესუნთქათ, მე მიზოგავდნენ და სიცოცხლეს დროდადრო მაწვეთებდნენ. |
| 1096 |
ზღვის ფურები მშვიდად ძოვენ ბალახს წყალქვეშა ველებზე და ბალახს ანადგურებენ. ეს ცხოველები რომ არ ანადგურებდნენ ამ ბალახებს, ისე გაიხლართებოდნენ, რომ ტროპიკული მდინარეების შესართავს ჩახერგავდნენ. ზღვის ფურის ხორცი ძალიან გემრიელია და ადამიანებიც უმოწყალოდ ჟლეტე ამ უწყინარ და სასარგებლო ცხოველებს, რის გამოც იშვიათად გვხვდებიან. |
| 1097 |
მისი სხეული სიგრძით ოთხი საჟენი იქნებოდა. მომწვანო, გადმოკარკლული, უშველებელი თვალებით მოგვჩერებოდა, თან გრეხითა და კრუნჩხვით ასავსავებდა თავის რვავე ფეხს, ან უკეთესი იქნბა, თუ ვიტყვით - ხელებს, ე.ი. იმ უზარმაზარ თითებს, რომლებიც თავზე ჰქონდა გამობმული. მისი თათები ზედიზედ მიყრილი დიდრონი კოტოშებით იყო მოფენილი. |
| 1098 |
ამ თითებს შუა თუთიყუშის ნისკარტის მოყვანილობის პირი მოუჩანდა, დაღრენილ პირში ბასრ კბილებს აჩენდა. თითისტარის მოყვანილობის ტანი ალბათ ათას ხუთასი ფუტი მაინც გამოვიდოდა. რვაფეხას ფერი არაჩვეულებრივად ცვალებადია. გაბრაზების დროს, ის მოთეთრო-ნაცრისფერი ერთბაშად მოწითალო-აგურისფერი ხდება. ამჟამად ის სწორედ ასეთი ფერის იყო. |
| 1099 |
ჩვენ ბაქანზე ავდიოდით ჯგუფად, როცა რვაფეხას ორი უზარმაზარი თათი ჰერში გაიკლაკნა. მერე ერთი მეზღვაურს დასწვდა, გარს შემოეხვია და მძლავრად აიტცა ჰაერში. კაპიტანმა შეჰყვირა და საშველად გაექანა. საზარელი სანახაობა იყო. მძლავრ თათებში ჩაბღუჯულ საწყალ მეზღვაურს რვაფერხას კოტოშიანი თათი სხულში ჩაჭდობოდა და ძალუმად იქნევდა. |
| 1100 |
ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება მისი ყვირილი. კაპიტანი ნემო რვაფეხას ეცა და ერთი დარტყმით მეორე თათიც წააგდებინა. მისი თანაშემწე სხვ რვაფეხას ებრძოდა გამწარებული. მთელი ეკიპაჟი ცულებს ატრიალებდა. მე და კონსეიც ცულებით ვჩეხავდით ცხოველის აბურთულ სხეულს. გამაბრუებელი მუშკის სუნით გაიჟინთა ჰაერი. საშინელება იყო! |
| 1101 |
ეს იყო გოლფსტრემი. გოლფსტრემი მართლაც მდინარეაა, რომელიც თავისუფლად მიედინება ატლანტის ოკეანეში. მისი წყალი ოკეანის წყალში როდი ერევა. ეს არის მლაშე მდინარე, იმაზე უფრო მლაშე, ვიდრე გარშემო მომდგარი ზღვებია. მისი საშუალო სიღრმე სამი ათას ფუტს აღწევს, სიგანე კი - სამოც მილს. მისი სიჩქარე საათში ოთხ კილომეტრს უდრის. |
| 1102 |
ძვლიანი თევზებიდან გვხვდებოდა ლაშებიანი თევზი, რომელიც ამ ზღვების განუყრელი შვილია; ცეცხლივით მოელვარე სპარები, ერთი მეტრის სიგრძის, წვრილი კბილებით მოკენჭილი, განიერლაყუჩა სციენები; მტრედისფერი კარიფენი. ესენი ოკეანის ნამდვილი ცისარტყელები არიან და სილამაზიტ მეტოქეობას უწევენ ტროპიკული ქვეყნების ულამაზეს ფრინველებს... |
| 1103 |
კვებეკის მდინარე, ჩემი ქალაქის მდინარე, ამას რომ გავიხსენებ, თმა ყალყზე მიდგება. იცით, რა? მირჩევნია ზღვაში გადავვარდე. აქ დარჩენა კი აღარ შემიძლია, აღარ!... ცხადი იყო, კანადელს მოთმინების ძაფი გაუწყდა. მისი ძლიერი ბუნება ვერ შეთვისებოდა ასეთ ხანგრძლივ პატიმრობას. სახე, დღითიდღე, სულ უფრო ეღუშებოდა. |
| 1104 |
მარტო დავრჩი. საკითხი გადაწყდა და უნდა დამებოლოებინა. ჩემს კაიუტაში შევედი, კაპიტან ნემოს ოთახიდან ფეხის ხმა ისმოდა. შემთხვევა ხელიდან არ უნდა გამეშვა და უნდა მენახა. კარზე მივაკაკუნე. კიდევ მივუკაკუნე და ღილაკს თითი დავაჭირე. კარი გაიღო. შევედი. კაპიტანი ოთახში იყო, სამუშაო მაგიდასთან თავჩარგული იჯდა და მუშაობდა. |
| 1105 |
ღრუბელი შავბნელად იკუმშებოდა და გაავდრებას აპირებდა. ძლიერი ღელვისაგან ზღვას ღმუილი გაჰქონდა. ფრინველები არ ჩანდნენ, გარდა გრიგალის თანამგზავრი ქარიშხალასი. ბარომეტრი ქვევით და ქვევით ეშვებოდა და აღნიშნავდა, რომ ჰაერში გროვდებოდა ორთქლი, რომელიც ელექტრონით იყო გაჟღენთილი. ბუნების ბრძოლა ახლოვდებოდა. |
| 1106 |
ბინდისას სივრცეში მოზრდილი გემი გამოჩნდა. ძლივს ებრძოდა ყალყზე შემდგარ ტალღებს. გემს იალქნები ისე მიემართა, რომ გრიგალი ვერ გაიტაცებდა. ორთქლი იმდენად განევითარებინა, რომ ტალღებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. სამგზავრო გემი იყო, ალბათ ექსპრესი, რომელიც ნიუ-იორკსა და ლივერპულს შორის ან ნიუ-იორკსა და ჰავრს შორის დაცურავდა. |
| 1107 |
მალე ეს გემიც ბინდბუნდში თვალს მიეფარა. ღამის ათ საათზე ცას თითქოს ცეცხლი გაუჩნდა, ძლიერი ელვა იკლაკნებოდა ჰაერში. ჩემი თვალები ვერ უძლებდა ამ ელვარებას, კაპიტანი ნემო კი თვალის დაუხამხამებლად უცქერდა მას. საშინელი ღმუილი და ჭექა-ქუხილი აყრუებდა მიდამოს. ქარიშხალი ყოველი მხრივ ბრუნავდა და ტრიალებდა. |
| 1108 |
ოჰ, ეს გოლფსტრემი!... ის ბადებდა საშინელ ციკლონს თავისი დინებისდა და ზედაპირზე ჰაერის ფენებში არსებული ტემპერატურის განსხივების გამო. შხაპუნა წვიმას ცეცხლის წარღვნა მოჰყვა, წვიმის წვეთები ცეცხლის ნაპერწკლებად იქცა. შეიძლებოდა ადამიანს ეფიქრა, კაპიტან ნემოს სიკვდილი მონატრებია და სწყურია, მეხმა გაანადგუროსო. |
| 1109 |
ნიუ-იორკის ან წმინდა ლავრენტის მდინარის მახლობლად გაპარვის იმედები გაგვიცრუვდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი საბრალო ნედ ლენდი განმარტოვდა და კაპიტან ნემოსავით ჩაიკეტა. მე და კონსეი კი ერთმანეთს არ ვშორდებოდით. რამდენიმე დღე დავძრწოდით ასე. ხან ზედაპირზს ვეხეთქებოდით, ხან ისევ სიღრმეს მივაშურებდით. |
| 1110 |
ყინულის დნობა ნისლს აჩენდა და ჰაერს ანოტივებდა. რამდენი გემი დაღუპულა ამ მიდამოებში, რამდენი გამი დასჯახებია ერთიმეორეს. მიუხედავად, სადარაჯო სინათლისა, მიუხედავად გემის საყვირების ღრიალისა და ზარების რეკვისა! ამ ზღვების ფსკერი ნაომარ ასპარეზს ჰგავდა: ყველგან ოკეანის მიერ დამარცხებული და შემუსრული გემები ეყარა. |
| 1111 |
ახალდაძირულები კი ჩვენი ელექტრონის შუქურის სინათლის ანარეკლს გამოსცემდნენ თავიანთი სპილენძისა და რკინის ნაწილებით. რამდენი გემი, რამდენი ბარგი და ეკიპაჟი, რამდენი მგზავრი განისვენებდა აქ. დაღუპული მგზავრების რიცხვი ხომ ერთი პატარა ქალაქის მოსახლეობას უდრიდა?! შესაზარია ციკლონის მსხვერპლთა სტატისტიკა! |
| 1112 |
ღამის თერთმეთ საათზე კაბელი შეაკეთეს და წყალში ჩაუშვეს. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ისევ გაწყდა. მაშინ კი მისი ამოთრევა ოკეანიდან ვეღარ მოახერხეს. მაგრამ ამერიკელებს გული როდი გასტეხიათ. ამ საქმის მეთაურმა, ენერგიულმა საირუს ფილდმა, რომელმაც მთელი თავისი ქონება ამ საქმეში ჩადო, ხელის მოწერა გამართა. |
| 1113 |
ეს უდიდესი წამოწყება მაშინ წარმატებით დასრულდა. არ მეგონა, თუ ელქტრონულ ზამბარას პირვანდელი სახითვე ვნახავდი, როგორითაც სახელოსნოდან გამოვიდა. ამ უზარმაზარ გველს, ნიჟარების ნარჩენებით დაფარული ქვის ფხვნილი ჰქონდა გადაკრული, რომელიც ლორწოვანი ცხოველებისგან იფარავდა, რომლებსაც შეეძლოთ დაეჩვრიტათ იგი. |
| 1114 |
ნედ ლენდი სწორედ იმ დროს მოიდა ჩემთან, როდესაც ხმელეთს ვუახლოვდებოდით და აცახცახებული ხმით შემეკითხა ამის შესახებ. მესმოდა კანადელის სულისკვეთება, მაგრამ რა პასუხის გაცემა შემეძლო? კაპიტანი ნემო არ გვეჩვენებოდა და შესაბამისად, ყოველი მისი ნაბიჯი გამოუცნობი იყო ჩვენთვის. უნდა გამოგიტყდე, რომ ფიქრებმა გული ამიმღვრია. |
| 1115 |
კანადელი ჩემი ოთახიდან გავიდა, ყველაფრისათვის მზად ვიყავი. ბაქანზე ავედი, მაგრამ ისეთი რისხვით ასკდებოდა ტალღები, რომ ფეხზე ძლივს ვიდექი. ცა პირქუშად იყურებოდა, მაგრამ თუკი ჩამობნელებული ნისლის იქით ხმელეთი იყო, უნდა გვესარგებლა... არც ერთი დღის, არც ერთი საათის დაკარგვა არ შეიძლებოდა! დარბაზისაკენ გავემართე. |
| 1116 |
მთელი ერთი საათი დავტრიალებდი ამ საუნჯეს, უამრავ კარადაში რომ ელვარებდა. მერე ჩემს ოთახს მივაშურე. მკვიდრ საზღვაო ტანსაცმელში გამოვეწყვე, ჩემი დღიური პალტოში მაგრად ჩავიმაგრე. გული საშინლად მიცემდა. კაპიტანი ნემო რომ შემხვედროდა, ჩემი მღელვარება და შეკრთომა გამამჟღავნებდა. ნეტავ, რას აკეთებს კაპიტანი ნემო? |
| 1117 |
და ამ ჩვეულებრივ გარემოში კაპიტანი ნემო უზომოდ იზრდებოდა. მის სახეს ზეკაცის იერი ედებოდა. ის უკვე აღარ იყო ჩვეულებრივი ადამიანი - ეს იყო წყლების ბინადარი, ზღვათა გენია, შურისმგებელი რევოლუციონერი. ათის ნახევარი იყო. თავზე ხელებს ვიჭერდი, რომ არ გამსკდომოდა. თვალებს ვხუჭავდი. არაფერზე ფიქრი არ მინდოდა. |
| 1118 |
კიდევ მთელი ნახევარი საათი ლოდინი! უცებ ორღანის წყნარი ხმა შემომესმა. სევდიანი, მოწყენილი მელოდია. სუნთქვა შევიკავე და ისე ვუსმენდი. კაპიტანი ნემო გატაცებით უკრავდა. მეც სიამოვნებით ვუსმენდი. თითქოს ეს ჰანგები ამ ქვეყნის იქით მიმაქანებდა. მაგრამ მუსიკა შეწყდა. კაპიტანი ნემო ოთახიდან დარბაზში გამოვიდა. |
| 1119 |
იქ, სადაც მე უნდა გამევლო, რომ გავპარულიყავი. მაშ, იქ შევხვდები უკანასკნელად, რომ შემამჩნიოს და დამელაპარაკოს?! მისი ერთი ხელის გაქნევა გამანადგურებს, მისი ერთი სიტყვა სამუდამოდ მიმაბამს ამ გემზე. ათი საათი გახდა. ჩემი ოთახიდან უნდა გამოვსულიყავი და ამხანაგებთან მივსულიყავი. ყოყმანი აღარ შეიძლებოდა. |
| 1120 |
ვერ მხედავდა. ვფიქრობ, დარბაზი გაკაშკაშებული რომც ყოფილიყო, მაინც ვერ შემამჩნევდა, ისეთი გატაცებით უკრავდა. ხალიჩაზე მივცოცავდი, ვფრთხილობდი, არ მეხმაურა. ხუთ წუთი გავიდა, სანამ დარბაზის ბოლო კარს მივაღწიე. ბოლოს იმ კარამდე მივხოხდი, რომელიც ბიბლოთეკაში შედიოდა. ის იყო, კარი უნდა შემეღო, რომ კაპიტანმა ამოიოხრა. |
| 1121 |
ადგილზე გავშეშდი, მივხვდი, რომ დგებოდა. თითქოს გავარჩიე კიდეც, რადგანაც ბიბლიოთეკიდან დარბაზში ოდნავი შუქი გამოკრთოდა. ჩემკენ წამოვიდა გულხელდაკრეფილი, ფეხებს უფრო მიაცურებდა, ვიდრე დგამდა. გვერდით ჩამიარა, მაგრამ ვერ შემამჩნია. სწრაფად ვეცი ბიბლიოთეკის კარს, შუა კიბეზე ავირბინე და ნავისკენ გავეშურე. |
| 1122 |
აღტაცებით გადავხედე მათ. ეს ის დრო იყო, როდესაც აქედან ჩემი სამშობლოსკნე გამგზავრებაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. საერთოდ, ჩრდილო და სამხრეთ ნორვეგიას შორის ზღვით მიმოსვლა იშვიათია. ნორდკაპიდან გემის მოსვლამდე უნდა გველოდა. გემი კი აქ ორ თვეში ერთხელ მოდის. დავრჩით ჩვენს გადამრჩენელებთან და შემხიზვნელებთან. |
| 1123 |
ვატყობ, რომ ზედმიწევნით სწორია. არც ერთი შემთხვევა არ გამომრჩენია, არც ერთი გარემოება არ დამვიწყებია, არც ერთი ფათერაკი არ გამიზვიადებია. ეს არის ზუსტად გადმოცემული ამბავი ჩვენი წარმოუდგენელი ექსპედიციისა იმ სფეროში, რომელიც ადამიანისათვის დღემდე მიუწვდომელია და სადაც ახლო მომავალში მეცნიერბა ალბათ თვისუფლად გაიკვლევს გზას. |
| 1124 |
ბიძაჩემი, სამწუხაროდ, ენამჭევრობით არ გამოირჩეოდა, კერძო საუბარს რომ თავი დავანებოთ, საჯარო გამოსვლისას სიტყვა ღალატობდა, ეს კი მეტად სავალალო ნაკლია ორატორისათვის. მართლაც, იოჰანეუმში პროფესორი ხშირად შუა ლექციისას წაიბორძიკებდა, ენა დაებმებოდა, შეებრძოლებოდა გაურჩებულ სიტყვას, და მაინც ვერაფრით ვერ გამოთქვამდა. |
| 1125 |
ასე თუ ისე, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ბიძაჩემი ნამდვილი მეცნიერი იყო. მართალია, ზოგჯერ ისე მეტისმეტად გაცხარდებოდა, რომ თვის ნიმუშებს ამსხვრევდა, მაგრამ მასში ერთმანეთს ერწყმოდა გეოლოგის ნიჭი და მინერალოგის მახვილი თვალი. ჩაქუჩით, ფოლადის ნემსით, მაგნიტური ისრით და აზოტისსიმჟავიანი შუშით შეიარაღებული, არავის ჩამოუვარდებოდა. |
| 1126 |
გამოგიტყდებით, რომ გულიანად შევუდექი გეოლოგიურ მეცნიერებათა შესწავლას; მე ხომ მინერალოგის სისხლი მიდუღდა და ჩემი ძვირფასი ქვების საზოგადოებაში არასოდეს მომიწყენია. კონიგშტრასეს ამ პატრა სახლში, მისი პატრონის სიფიცხის მიუხედავად, შეიძლებოდა ბედნიერად მეცხოვრა, თუმცა იგი ცოტა უხეშად მეპყრობოდა, მაგრამ მაინც ვუყვარდი. |
| 1127 |
ამ ადამიანს მოთმინება არ ჰყოფნიდა და უნდოდა თვით ბუნებისათვისაც კი გაესწრო. აპრილში ჩარგავდა ხოლმე ქაშანურის ქოთნებში რეზედისა და ხვართქლას ჩითილს და ყოველ დილას ზრდის დასაჩქარებლად ფოთლებს ქაჩავდა. ასეთ თავისებურ ადამიანთან ურთიერთობაში ერთადერთი გამოსავალი მორჩილება იყო. ამიტომაც გავეშურე მისი კაბინეტისაკენ. |
| 1128 |
სხვა პასუხის უქონლობის გამო, ვფიცავ, მზად ვიყავი პირქვე დავმხობილიყავი. ასეთი პასუხი ხომ ღმერთებსაც და მეფეებსაც უნდა მოსწონებოდათ, რადგან ყველასათვის უპრიანია. მაგრამ ამ დროს ერთმა მოულოდნელმა გარემოებამ საუბრის მიმართულება შეუცვალა. აი რა მოხდა: წიგნიდან რაღაც ჭუჭყიანი პერგამენტის ნახევი გამოვარდა და იატაკზე დაეცა. |
| 1129 |
ამრიგად, ჩემი პატარა ფირლანდიელი ქალის ხატებამ წამით მომწყვიტა რეალურ სამყაროს და გადამიყვანა ოცნებისა და მოგონებათა სამყაროში. თვალწინ დამიდგა ერთგული მეგობარი, ყოველდღე რომ მეხმარებოდა ბიძაჩემის ძვირფასი ქვების დალაგებაში, ჩემთან ერთად უკეთებდა წარწერებს. მადმუაზელ გრაუბენი მინერალოგიის დარგში მრავალ მეცნიერს ტოლს არ უგდებდა. |
| 1130 |
ყველაზე გონივრული ადგილზე დარჩენა იყო. სწორედ იმ ხანებში ერთმა ბეზანსონელმა მინერალოგმა გამოგვიგზავნა კაჟის გეოლოგების კოლექცია, რომლის კლასიფიცირება იყო საჭირო. მუშაობას შევუდექი. გავარჩიე, წარწერები გავუკეთე, თავის ალაგას მინიან კარადაში ჩავაწყე ყველა ეს ღრუ ქვები, რომლებშიაც პატარ კრისტალები ელვარებდა. |
| 1131 |
მაგრამ ამ საქმემ ვერ გამიტაცა. ძველი დოკუმენტის გამოცნობა კვლავინდებურად მაფიქრებდა, ტვინი ამიდუღდა და უაღრესად შევწუხდი. მაწუხებდა გარდუვალი კატასტროფის წინათგრძნობა. ერთი საათის შემდეგ ჩემი ჟეოდები უკვე წესისა და რიგის მიხედვით დავალაგე, უტრეხტის სავარძელში ჩავეში, ხელები დავუშვი და სავარძელში ჩავესვენე. |
| 1132 |
მთავარი ამოცანა წამითაც არ ასვენებდა. მან, რა თქმა უნდა, შეისწავლა, აწონ-დაწონა საქმე, დაძაბა სეირნობის დროს მთელი თავისი გონება და შინ დაბრუნდა იმისათვის, რომ რაღაც ახალი ხერხი გამოეყენებინა. მართლაც, სავარძელში ჩაჯდა და კალმით ხელში შეუდგა რაღაც ფორმულის გამოყავნას, რომელიც ალგებრულ განტოლებას ჰგავდა. |
| 1133 |
მეორე დღეს რომ გამომეღვიძა, დუღალავი მკვლევარი კლავინდებურად უჯდა თავის სამუშაოს. ჩასისხლიანებული თვალები, გაფითრებული სახე, მთრთოლვარე ხელით აწეწილი თმა, შეფაკლული ლოყები - ცხადად მოწმობდა იმას, თუ როგორ ჭიდილში, ჭკუისა და გონების როგორ დაძაბვაში გაუთევია ღამე მიუღწეველის მიღწევის ამაო ძიებაში. ბიძაჩემი შემეცოდა. |
| 1134 |
ბიძაჩემის მთელი ძალ-ღონე ერთი მიმართულებით მიისწრაფოდა, ერთ წერტილში იყრიდა თავს და, რაკი გამოსავალს ვერ პოულობდა, პროფესორი გულს ასკდებოდა და შეიძლებოდა ამ ფიქრების წერა გამხდარიყო. შემეძლო ხელის ერთი მოძრაობით, მხოლოდ ერთი სიტყვით გამეხსნა ის სალტე, ბიძაჩემს თავის ქალას რომ უჭერდა, შემეძლო, მაგრამ არ ვაკეთებდი. |
| 1135 |
მაგრამ ის ვერ გავითვალისწინე, რაც რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა. როდესაც მართას ბაზარში წასასვლელად სახლიდან გასვლა დასჭირდა, კარები დაკეტილი დახვდა. კარებში დიდი გასაღები აღარ იყო. ვის შეეძლო მისი აღება? რა თქმა უნდა, ბიძაჩემს, როდესაც ქალაქიდან დაბრუნდა გუშინდელი გასეირნების შემდეგ. განზრახ გააკეთა? |
| 1136 |
და აი, წარმოვიდგინე, რომ საუზმესაც ვერ ვიხილავდით წუხანდელი ვახშმისა არ იყოს, მაგრამ გადავწყვიტე, გმირობა გამომეჩინა და შიმშილის წინაშე უკან აღ დამეხია; მართა ამას მეტად სერიოზულად უდგებოდა და ეს კეთილი ქალი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. მე კი ის უფრო მადარდებდა, სახლიდან ვერ გამოვიდოდი, მგონი გაიგებთ ჩემი წუხილის მიზეზს. |
| 1137 |
პროფესორმა სათვალეების ზემოდან გადმომხედა: უთუოდ რაღაც უჩვეულო შენიშნა ჩემს გამომეტყველებაში, სწრაფად მკლავში ჩამავლო ხელი და რახან ლაპარაკის თავი არ ჰქონდ, თვალებით დამეკითხა. მაგრამ, შეკითხვა ჯერ არასოდეს ყოფილა ასე აშკარად გამოხატული. თავი დავუკანტურე. ბიძაჩემმა თავი სიბრალულით გადაიქნია, თითქოს საქმე გიჟთან ჰქონოდეს. |
| 1138 |
დასტური უფრო მკაფიოდ გამოვხატე. თვალები აენთო, მუქარის ნიშნად ხელი აღმართა. ამგვარ პირობებში ყველაზე გულგრილი მაყურებელიც დაინტერესდებოდა ამ უსიტყვო საუბრით. მე ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, ისე მეშინოდა ბიძაჩემს სიხარულისაგან არ დავეხრჩვე. იგი ისე დაჟინებით მომჩერებოდა, რომ პასუხის გაუცემლობა აღარ შეიძლებოდა. |
| 1139 |
ერთიმეორის გამომრიცხველ ათას ჰიპოთეზას შორის ვმერყეობდი, თუმცა არც ერთი სარწმუნოდ არ მიმაჩნდა. მაგრამ ის კი მახსოვდა, რომ ბიძაჩემმა შეძლო ჩემი დარწმუნება, თუმცა ჩემი ენთუზიაზმი უფრო ზომიერი ხდებოდა. მინდოდა მალე გავდგომოდი გზას, რომ მოფიქრების დროც არ დამრჩენოდა. დიახ, მხოლოდ იმის გამბედაობა მეყოფოდა, რომ ჩემოდანი ჩამელაგებინა. |
| 1140 |
ეჰეი, ქალებო, ქალიშვილებო, მუდამ გამოუცნობო ქალის გულო! თუ ყველაზე მორიდებული არსებები არა ხართ, ყველაზე გულადები ხდებით, თქვენს შემყურეს, გონება არაფერში გამოადგება! როგორ! ეს ბავშვი ამ ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად მაქეზებს, თვითონაც მზად არის გამოგვყვეს, ასეთი მოგზაურობისაკენ მიბიძგებს, თუმცა კი ვუყვარვარ! |
| 1141 |
მეტი რ გზა იყო. ისევ ავედი ჩემს ოთახში. გრაუბენი გამომყვა. ისე მშვიდად ალაგებდა პატარა ჩემოდანში მოგზაურობისათვის საჭირო ნივთებს, გეგონებოდათ ლიუბეკში ან ჰელჰოლანდში მივდიოდი გასასეირნებლად. მისი პატარა ხელები აუჩქარებლივ მოქმედებდნენ. გრაუბენი დინჯად საუბრობდა. იგი ჩვენს ექსპედიციას გონივრულად ასაბუთებდა და მაგულიანებდა. |
| 1142 |
ზოგჯერ თითქმის მოთმინებიდან გამოვყვდი ამას, მაგრამ იგი ყურადღებას არ აქცევდ და მეთოდურად განაგრძობდა თავის მშვიდ საქმეს. ბოლოს ჩემოდნის უკანასკნელი თასმაც შეიკრა. პირველ სართულში ჩავედი. მთელი დღის განმავლობაში ვაჭრებს წამდაუწუმ მოჰქონდათ ხელსაწყოები, იარაღი, და ელექტრული აპარატები. მართას უკვე თავბრუ ეხვეოდა. |
| 1143 |
ღამე ისევ შიშმა შემიპყრო. სიზმარში უფსკრულებს ვხედავდი! ვბოდავდი, ვგრძნობდი, როგორ მეხვეოდა პროფესორის ძლიერი მკლავი, სადღაც ვეფლობოდი! უძირო უფსკრულებსი ვეცემოდი სივრცეში ვარდნილი სხეულის მზარდი სისწრაფით. მთელი ჩემი ცხოვრება დაუსრულებელ ვარნაც იქცა. დაღლილობისა და მღელვარებისაგან ღონეგამოლეულს ხუთ საათზე გამომეღვიძა. |
| 1144 |
სასადილო ოთახში ჩავედი. ბიძაჩემი მაგიდასთან იჯდა. ხარბად ჭამდა. ჟრუანტელმა დამიარა. მაგრამ გრაუბენი აქ იყო და ხმა არ ამომიღია. ლუკმა ყელში არ გადამდიოდა. ექვსის ნახევარზე ქუჩაში გაისმა ბორბლების ხმაური. ჩამოდგა ფართო ოთხთვალა, რომელსაც ალტონის რკინიგზამდე უნდა მივეყვანეთ. იგი მალე გაივსო ბიძაჩემის ბარგით. |
| 1145 |
ამ გზით ბელტის ნაპირამდე უნდა გვევლო. ოცი წუთიც არ გასულა, რომ ჰოლშტაინის ტერიტორიაზე შევედით. შვიდის ნახევარზე ოთხთვალა სადგურის წინ გაჩერდა; ბიძაჩემის დიდძალი ბარგი, მისი მოზრდილი ფუთები გამოიღეს, გადაზიდეს, აწონეს, ეტიკეტები დააკრეს და საბარგო ვაგონსი ჩატვირთეს. შვიდ საათზე ჩვენ პირისპირ ვისხედით კუპეში. |
| 1146 |
ორთქმავალმა დაიკივლა, ლოკომოტივი ადგილიდან დაიძრა და გავემგზავრეთ. ჩემს ხვედრს თუ შევურიგდი? ჯერ არა, თუმცა დილის გრილმა ჰაერმა, სწრაფად მიმავალი მატარებლებიდან მიღებულმა ახალ-ახალმა შთაბეჭდილებებმა მთავარი საზრუნავი დამავიწყა. რაც შეეხება პროფესორს, მისი ფიქრი, რა თქმა უნდა, წინ უსწრებდა ამ მეტისმეტდ ნელ მოძრაობას. |
| 1147 |
შევნიშნე აგრეთვე საფულეს იდუმალ განყოფილებაში მოწიწებით შენახული განთქმული დოკუმენტი, რომელიც გულიანად დავწყევლე და კვლავ ჩვენ გასასვლელ გარემოს მივაპყარი თვალი ერთფეროვნად გადაშლილიყო ვრცელი შლამიანი და საკმაოდ ნაყოფიერი ველები. ეს მხარე სამრეწველო კომპანიებს ფრიად მოხერხებულად შეერჩიათ რკინიგზის გასაყვანად. |
| 1148 |
თერთმეტის თხუთმეტ წუთზე დავიძარით. გემი სწრაფად აპობდა დიდი ბელტის მუქ ტალღებს. ბნელი ღამე იყო; ძლიერი ქარი ქროდა და ქროდა და ზღვაც ღელავდა; სიბნელეში ნაპირზე რამდენიმე სინათლე გამოჩნდა; მოგვიანებით, ზუსტად არ ვიცი სად, ტალღებს ზემოთ აკიაფდა შუქურის სხივები; ამ პირველი გადასვლისა ესღა დამრჩა მეხსიერებაში. |
| 1149 |
აქ გემიდან ისევ მატარებელში გადავსხედით. გადავკვეთეთ ჰოლშტაინის მიდამებივით ბრტყელი მხარე. კიდევ სამი საათის მოგზაურობა გვიწევდა, ვიდრე დანიის დედაქალაქამდე მივაღწევდით, ბიძაჩემს მთელი ღამე თვალი არ დაუხუჭავს. მოუთმენლობისაგან, მგონი, ვაგონს საკუთარი ფეხით აწვებოდა. როგორც იქნა, ბიძაჩემმა ზღვის ზოლი შენიშნა. |
| 1150 |
ამ პატიოსან ადამიანს ცოტა არ იყოს გაუკვირდა ასეთი მხურვალე მისალმება. მისთვის ისლანდიაში წასვლა სულ უბრალო ამბავი იყო, და, თანაც, მის ხელობას შეადგენდა. ბიძაჩემს კი ეს მოგზაურობა სიცოცხლის ფასად უღირდა. ღირსეულმა კაპიტანმა ისარგებლა ამ ენთუზიაზმით, რათა ჩვენთვის მგზავრობის ორმაგი ფასი გადაეხდევინებინა. |
| 1151 |
ბიძაჩემი მსუბუქი ნაბიჯით წინ მიმიძღოდა. მე მივყვებოდი, არც მთლად უშიშრად, რადგან თავბრუ ადვილად მეხვეოდა. ვერც არწივის გამბედაობას დავიკვეხნიდი, ვერც მაგარ ძარღვებს. სანამ გარს კედელი გვერტყა, ყველაფერი კარგად მიდიოდა; მაგრამ ას ორმოცდაათი საფეხურის შემდეგ სახეში ჰაერი მეცა; სამრეკლოს ბაქანს მივაღწიეთ. |
| 1152 |
ჩემ ზემოთ აქოჩრილი ღრუბლები დაცურავდნენ, მაგრამ ოპტიკური შეცდომის გამო, ისინი უძრავი მეჩვენებოდა, ხოლო სამრეკლო, გუმბათი, მე თვითონ ფანტასტიკური სისწრაფით მივქროდით. შორს, ერთის მხრივ, მოჩანდა ზურმუხტი ველები, მეორე მხრივ კი მზის სხივებით გაბრწყინებული ზღვა ელვარებდა. ელსინორის კონცხის გასწვრივ ზუნდი იშლებოდა. |
| 1153 |
რამდენიმე თეთრი აფრა თოლიას ფრთასავით ზღვის ზედაპირზე ფარფატებდა. აღმოსავლეთით კი, ბურუსში შვეციის ოდნავ წაშლილი ნაპირები ისახებოდა. მთელი ეს სივრცე თვალწინ მიტრიალებდა. მიუხედავად ამისა, უნდა ფეხზე ავმდგარიყავი, წელში გავმართულიყავი და მეცქირა. თავბრუსტრიალის პირველი გაკვეთილი მთელი საათის გაგრძელდა. |
| 1154 |
შემდეგ, მანიშნა ჩუმად იყავიო და გადავიდან ნავში, რომელიც მას ელოდებოდა. ბიძაჩემს მეც გავყევი და მალე ფეხში შევდგით ისლანდიის მიწაზე. ნავიდან გადმოსვლისთანავე დავინახეთ გენერლის ტანსაცმელში გამოწყობილი, წარმოსადეგი ადამიანი. ის უბრალო მოხელე როდი იყო, კუნძულის გუბერნატორი გახლდათ, თვითონ ბ-ნი ბარონი ტრამპი. |
| 1155 |
სამ საათში მხოლოდ ქალაქი კი არა, მთელი მისი გარეუბნებიც მოვიარე, საერთო უსიცოცხლო იერი ჰქონდა. ვერსად ვერ შეხვდებოდი ვერც ხეს, ვერც სხვა რაიმე მცენარეულობას. ყველგან წვეტიანი ვულკანური კლდეები მოჩანდა. ისლანდიელთა სახლები მიწისა და ტორფისაგანაა აგებული, კედლები შიგნითკენ დახრილი, უშუალოდ მიწაზე დადგმულ სახურავებსა ჰგვანან. |
| 1156 |
ისლანდიელები გერმანული რასის სკანდინავურ შტოს ეკუთვნიან, გადახიზნულნი არიან დედამიწის კიდეზე და თავს განდეგილებად გრძნობენ; ესკიმოსებად უნდა დაბადებულიყვნენ, რადგან ამ ადამიანებს მისჯილი აქვთ ცხოვრება პოლარული წრის საზღვართან. ამაოდ ვეცადე მათ სახეზე ღიმილი მენახა, თუ ღიმილად არ ჩავთვლით სახის ოდნავ შეცვლას. |
| 1157 |
სადილი მზად იყო; პროფესორი ლიდენბროკი, გემით მოგზაურბის დროს უნებლიეთ შიმშილობის შემდეგ, ხარბად მიირთმევდა საჭმელს. სადილი უფრო დანიური ყაიდისა იყო, ვიდრე ისლანდიური, ჩვენი მასპინძელი კი უფრო ისლანდიელი იყო, ვიდრე დანიელი და ძველებური ადათით მეტად სტუმართმოყვარე გახლდათ. ამიტომ თავს შინაურულად ვგრძნობდით. |
| 1158 |
ეს ადამიანი იშვიათი ღონის პატრონი უნდა ყოფილიყო. უხეშ და საკმაოდ გულუბრყვილო სახეზე მეოცნების თვალებში ჭკუა გამოსჭვიოდა. მის ათლეტურ მხრებს გრძელი თმა ეცემოდა, ინგლისშიც რომ წითურად გასაღდებოდა. ამ ადგილობრივ მაცხოვრებელს მოქმნილი მოძრაობა ჰქონდა, ოღონდ ხელები კი მეტწილად უძრავად ეჭირა, თითქოს ჟესტების ენა ეზიზღებაო. |
| 1159 |
ისე რომ, ვერაფერი ვერ გავიგე, რაზე საუბრობდნენ მთელი ამ ნახევარი ოფიციალური სადილის განმავლობაში, გარდა იმის, რომ ბიძაჩემი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა. მეორე დღეს, თხუთმეტში, მოსამზადებელი სამუშაოები დავამთავრეთ. მასპინძლებმა ჰენდერსონის რუკაზე გაცილებით უფრო სრულყოფილი ისლანდიის რუკა გადასცა პროფესორს, რითაც დიდად ასიამოვნა. |
| 1160 |
ზოგიერთი პიკი მაღლა ცაში აჭრილი რუხ ღრუბლებში იმალებოდა, კვეთდა მრუმე ღრუბლების ფენას და კვლავ ჩნდებოდა მათ ზევით, როგორც ცაში ამოტივტივებული რიფი. ხშირად ამ შიშველ, გაპარტახეულ კლდეთა წყება ზღვისკენ მიიჭრებოდა და მეტად შეავიწროებდა ხოლმე საძოვრების ზოლს, თუმცა, გასასვლელად საკმარისი ადგილი მაინც რჩებოდ. |
| 1161 |
საღამოს ოთხი საათი იყო; ოთხი მილი გვქონდა გავლილი. ამ ადგილას ფიორდის სიგანე სულ ცოტა ნახევარ მილს მაინც შეადგენდა; ტალღები ხმაურით ეხეთქებოდნენ წვეტიან კლდეებზე; ყურე შეჭრილი იყო სამი ათასი ფუტის სიმაღლე ციცაბო კედლად აღმართულ კლდეებს შორის, რომლებიც მოწითალო ტუფის შრეებით გაყოფილ ყავისფერ ქანებისაგან შედგებოდა. |
| 1162 |
ეს ხელსაყრელი წამი მხოლოდ საღამოს ექვს საათზე დადგა; ბიძაჩემი, მე, გამყოლი, ორი მებორნე და ოთხი ცხენი უბადრუკსა და ამასთანავე საკმაოდ დანჯღრეულ ბორანზე ავედით. ელბის ორთქლის ბორნებს მიჩვეულს, მეზღვაურთა ნიჩბები საცოდავ იარაღად მომეჩვენა. ფიორდის გადალახვას ერთ საათზე მეტხანს მოვუნდებით; ბოლოს, როგორც იქნა, სამშვიდობოს გავედით. |
| 1163 |
ქვეშაგებად ხმელი ნამჯა ჩაეყარათ, ისლანდიური წარწერებით შემკულ ორ წითლად შეღებილ ხის ჩარჩოში. ასეთ კომფორტს არ მოველოდი, ოღონდ ამ სახლში გაბატონებული ხმელი თევზის, დამარილებული ხორცისა და მაწვნის მძიმე სუნი დიდი არაფერი სასიამოვნო იყო. ის იყო სამგზავრო საჭურველი შევიხსენი, რომ მასპინძელმა მიგვიწვია სამზარეულოში. |
| 1164 |
ეს აჩრდილები, ცხადია, გარემოს ვერ გაამხიარულებდნენ, პირიქით, მიდამო კიდევ უფრო მოსაწყენი ხდებოდა; ბალახის უკანასკნელი ღეროც კი გაჰქრა. აქა-იქ ჯუჯა არყის ხეებისა თუ გვხდებოდა ბუჩქებად რომ ეფინა ნიადაგს. არც ერთი ცხოველი, გარდა რამდენიმე ცხენისა, რომელიც პატრონს ვეღარ გამოუკვებია და ასე უპატრონოდ დაეხეტებოდა მოწყენილ ველებზე. |
| 1165 |
საღამოს გადავლახეთ კალმახითა და ქარიყლაპია თევზებით სავსე ორი მდინარე, ალფა და ჰეტა და იძულებული გავხდით, ღამე მიტოვებულ ქოხში დაგვესადგურებინა, რომელიც სკანდინავიური მითოლოგიის ყველა სახლის ანგელოზს გამოადგებოდა ადგილსამყოფელად. ამჯერად კი იქ ბინა დაედო სიცივის ბოროტ გენიას და კარგადაც გვაწვალა მთელი ღამის განმავლობაში. |
| 1166 |
დაბა სტაპიში ლავური ველის შუაგულში ოცდაათიოდე ქოხი იდგა. ქოხებს ვულკანისაგან არეკლილი მზის სხივები ანათებდა. დაბა პატარა ფიორდის სიღრმეში იშლებოდა, რომელიც ძალზე უცნაური იერის ბაზალტურ კედლებს შუა მოქცეულიყო. ცნობილია, რომ ბაზალტი ვულკანური წარმოშობის მძიმე ქანია. ისლანდიური ბაზალტი გვაოცებს თავისი სწორი ფორმით და განფენილობით. |
| 1167 |
შევშინდი, ისლანდიურად არ დავეკოცნეთ; მაგრამ ტყუილად; დიდი თავაზიანობა არ გამოჩენია, ისე შეგვიყვანა თავის სახლში. პასტორის სახლის სასტუმრო ოთახი ყველაზე ცუდ, ვიწრო, ჭუჭყიან და აყროლებულ ოთახად მომეჩვენა. ამით უნდა დავკმაყოფილებულიყავით. პასტორს, როგორც ჩანს, ძველებური სტუმართმოყვარეობისა აღარაფერი ეცხო. |
| 1168 |
ბიძაჩემმა მაშინვე დაინახა, თუ რა ჯურის ადამიანებთან ჰქონდა საქმე: მხნე და ღირსეული მეცნიერის ნაცვლად, მის წინ ხეპრე და უხეში გლეხი იდგა, ასე რომ, გადაწყვიტა, რაც შეიძლება ადრე შესდგომოდა ექსპედიციას და მალე გასცლოდა ამ ნაკლებად სტუმართმოყვარე კერას. დაღლილობას აღარ დასდევდა, რამდენიმე დღის მთაში გატარება ამჯობინა. |
| 1169 |
ჰანსმა საპასუხოდ მხოლოდ თავი დახარა. აქეთ თუ იქით წასვლა, კუნძულის შიგნით ჩაღწევა თუ მის ზედაპირზე სიარული, მისთვის სულერთი იყო, არავითარ განსხვავებას არა ხედავდა. რაც შემეხება მე, ამ მომენტამდე მოგზაურობის შთაბეჭდილებამ მომავალი დამავიწყა, მაგრამ ახლა კი ვიგრძენი, რამდენად მეუფლებოდა მღელვარება, მაგრამ რა გაეწყობოდა? |
| 1170 |
ამოფრქვევაში მოვყევი და სულაც არ მსურდა წინდასავით დავეფერფლე გავარვარებულ ლავას. ბოლოს ვეღარ გავუძელი, გადავწყვიტე, რაც შეიძლება უფრო მოხერხებულად გამეზიარებინა ჩემი მოსაზრებანი ბიძაჩემისათვის და ეს მოგზაურობა მიუღწეველ განზრახვად დაემსახა. მივედი კიდევაც. ჩემი შიში გავუზირე და უკან დავიხიე, რათა მეცლია აღშფოთების გამოთქმა. |
| 1171 |
მისი ორთავე მწვერვალი ტრაქიტის მწვერვალების წყების ბოლოშია აღმართული. ეს ტრაქიტული ზოლი განცალკევებულია კუნძულის ოროგრაფიული სისტემიდან. იმ ადგილიდან, საიდანაც დავიწყეთ მოგზაურობა, ცის ფონზე არ ჩანდა სნეფელსის ორი პიკის მოყვანილობა. მხოლოდ გოლიათის შუბლზე ჩამოფხატული თოვლის უშველებელ ქუდსა ვხედავდი. |
| 1172 |
ერთიმეორეს მიყოლებით მივიწევდით, წინ მონადირე მიგვიძღოდა; იგი მიდიოდა ვიწრო ბილიკზე, რომელზედაც ორი ადამიანი ერთდროულად ვერ გაივლიდა. ისე რომ, საუბარი თითქმის შეუძლებელი იყო. გავცდით თუ არა სტაპის ფიორდის ბაზალტურ კედელს, ჩვენს თვალწინ გადაიშალა ტორფის ჭაობი, რომელიც, ნახევარკუნძულის ადრინდელი მცენარეულობის გადმონაშთია. |
| 1173 |
ამ მეტად საინტერესო კუნძულმა, ალბათ დიდი ხანი არ არის, რაც ოკეანის სიღრმიდან ამოიწია. შესაძლაო, რომ ეს მოსაზრება ამჟამადაც გრძელდება შეუმჩნევლად. თუკი ასეა, მისი წარმოშობა შეიძლება მხოლოდ მიწისქვეშა ცეცხლის მოქმედებით აეხსნათ, და მაშინ ჰემფრი დევის თეორია, საკნუსემის საბუთი, ბიძაჩემის მტკიცება, ყოველივე გაცამტვერდებოდა. |
| 1174 |
შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა დიდძალი გამლღვარი მასალის როგორი მასა დაგროვდა დედამიწის წიაღში, ხოლო ტრაქტიტური ქერქის გაცივების შედეგად ყველა ბზარი დაიხშო, ასე რომ დადგა მომენტი, როდესაც ამ გაზების წნევა ისე გაიზარდა და წუთით ისეთ დონეს მიაღწია, რომ ასწიეს ეს მძიმე ქერქი და იქ, სადაც ქერქი გაიბზარა, წარმოიშვა ვულკანი. |
| 1175 |
ასეთი თანმიმდევრობით ვითარდებოდა მოვლენები, რომელბმაც შექმნეს ისლანდიის თანამედროვე სახე. ყველა ეს მოვლენა შინაგანი ცეცხლის მოქმედებას გულისხმობდა და უაზრობა იყო იმის დაშვება, რომ დედამიწის წიაღი გავარვარებულ გამლღვარ მდგომარეობაში არ იმყოფება. დედამიწის ცენტრში ჩასვლის განზრახვა ხომ ნამდვილად სიგიჟე იყო! |
| 1176 |
ჰანსი მშვიდად მიიწევდა წინ, გეგონება, ვაკეზე მიაბიჯებსო. ზოგჯერ დიდი კლდეები ფარავდნენ მას ჩვენგან და მხოლოდ სტვენით გვანიშნებდა, რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. იგი ხშირად ჩერდებოდა, ხელში აიღებდა ხოლმე კლდის ნამსხვრევს და ისე დასდებდა, რომ გზა სწორედ გაგვეკვლია. ამდაგვარად ქმნიდა ორიენტირებას უკან დასაბრუნებელი გზისათვის. |
| 1177 |
ბიძაჩემი ორმაგ ლუკმებს ყლაპავდა, დრო რომ არ დაეკარგა. მაგრამ, ვინაიდან ეს შეჩერება დასანაყრებლად და შესასვენებლად იყო განკუთვნილი, იგი იძულებული იყო მოეცადა, სანამ გამყოლი ერთი საათის შემდეგ გასვლის ნიშნის მიცემას მოისურვებდა. სამ სიტყვაძუნწ ისლანდიელს თავის ამხანაგივით ხმა არ ამოუღიათ და ზომიერად წაიხემსეს. |
| 1178 |
სნეფელსის მწვერვალის შემყურეს შეუძლებლად მეჩვენებოდა ამ მხრიდან მასზე ასვლა, თუკი ფერდობის ზემოთკენ არ გაივაკებდა და ნაკლებად დაქანებული არ გახდებოდა. საბედნიეროდ, ერთი საათის დამქანცავი ასვლის შემდეგ თოვლით დაფარული ფერდობის შუაგულში კიბის მსგავსად დაწყობილ ქვებს წავაწყდით. კიბემ, რა თქმა უნდა ასვლა შეგვიმსუბუქა. |
| 1179 |
ამ სახით კი იგი ძალზე გამოგვადგა. ფერდობი სულ უფრო ციცაბო ხდებოდა, მაგრამ ქვის საფეხურები გვიადვილედა სიარულს ძალიან სწრაფად მივდიოდით, ერთი წუთით სულის მოსათქმელად დავყოვნდი და თანამგზავრებმა იმდენად გამისწრეს, თვალი ძლივს მივაწვდინე საღამოს შვიდ საათზე უკვე გავიარეთ კიბის ორი ათასი საფეხური და ქარაფზე შევდექით. |
| 1180 |
სწრაფად ვივახშმეთ და ჩვენი პატარა რაზმი ვაი-ვაგლახით ღამის სათევად მოეწყო. ხმელზე ვიწექით, თავშესაფარი ნაკლებად გამძლე, მდგომარეობა ძალზე სავალალო იყო. ზღვის დონიდან ხუთი ათასი ფუტის სიმაღლეზე ვიყავით, მიუხედავად ყოველივე ამისა, ამ ღამეს განსაკუთრებით მშვიდად მეძინა. დიდი ხანია, ასე კარგად არ მძინებია, სიზმარიც კი არ მინახავს. |
| 1181 |
ყველგან ვხედავდი ღრმა ხეობებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით კვეთდნენ კუნძულს. უფსკრულები ჭებად მეჩვენებოდა, მდინარეები ნაკადულებად, ტბები საგუბრებად. უთვალავი მწვერვალი ჩანდა, ზოგიერთს თავზე კვამლის ბოლქვები ასდიოდა. თოვლით დაფარული ურიცხვი მთაგრეხილების აზვირთებული მწვერვალები მღელვარე ზღვის ზედაპირს მაგონებდნენ. |
| 1182 |
გაბრუებული ვჭვრეტდი მზის სხივებმოფრქვეულ სივრცეს. დავივიწყე, ვინ ვიყავი, სად ვიყავი და ახლა სკანდინავური მითოლოგიის მკვიდრთა ელფებისა და სილფების სამყაროში გადავიხიზნე. სიმაღლის მშვენიერებით დამთვრალი, უფსკრულებზე აღარ ვფიქრობდი, სადაც მალე ბედს უნდა წავეყვანე. ამ დროს პროფესორი და ჰანსი მწვერვალზე ამოვიდნენ. |
| 1183 |
სნეფელსის ამოფრქვევის დროს ამ ხვრელების მეშვეობით ცენტრალური კერა ხან ლავასა და ორთქლს ამოანთხევდა. თითოეული ხორხის დიამეტრი დაახლოებით ასი ფუტი იქნებოდა. სამივეს ისე დაეღო ხახა, მე გამბედაობა მეყო, შიგ ჩამეხედა. პროფესორმა ლიდენბროკმა კი სწრაფად შეისწავლა მათი განლაგება; იგი მძიმედ სუნთქავდა; ხან ერთში, ხან მეორეში იხედებოდა. |
| 1184 |
გამყოლს მივბაძე მშფოთვარე ძილს მივნებდი, თან მეგონა, რომ მთის წიაღში გუგუნი მესმის, და მიწის ძვრას ვგრძნობ. ასე გავატარე პირველი ღამე კრატერის ფსკერზე. მეორე დღეს მოღრუბლული, მრუმე, მძიმე ცა დააწვა კონუსის მწვერვალს. ეს შევნიშნე არა იმიტომ, რომ უფსკრულში სიბნელე ჩამოწვა, არამედ იმ სიბრაზის გამო, ბიძაჩემს რომ მოერია. |
| 1185 |
სიბრაზის მიზეზს მივხვდი და გულში ისევ ჩამესახა იმედის ნატამალი და აი, რატომ. ჩვენს ქვემოთ სამი გზა იშლებოდა. საკნუსემი ერთ-ერთ მათგანს გაჰყვა. ისლანდიელი მეცნიერის სიტყვით, ეს გზა უნდა გამოგვეცნო იმ ნიშნით, რომელიც კრიპტოგრამაში იყო ნახსენები: სკარტარისის ჩრდილი მის ნაპირს ადგებოდა ივნისის თვის უკანასკნელ დღეებში. |
| 1186 |
ჰანსმა ლავის ნატეხებისაგან ქოხი ააგო. კონსუსი ფერდობზე მჩქეფარე ქვებზე ათას ნაკადებად დაშლილი ჩანჩქერის ყურებით ვერთობოდი. ამ ჩანჩქერების გადაყრუებული შხუილი მართობდა. ბიძაჩემი თავს ვეღარ ერეოდა. ასეთ გარემოებაში მეტი მოთმინების მქონე გაღიზიანდებოდა. ეს ხომ ნავსადგურიდან გაუსვლელად მარცხის განცდას ჰგავდა. |
| 1187 |
მანამდე სიძნელეებს დაღლილობა სჭარბობდა; ახლა კი თითოეულ ფეხის გადადგმაზე სიძნელეს სიძნელე მოჰყვებოდა. ჯერ არ ჩამეხედა ამ უძირო ჭაში, სადაც უნდა ჩავსულიყავით. ეს წუთიც დადგა. ჯერ კიდევ შემეძლო ან მონაწილეობა მიმეღო ან მოგზაურობაში, ან უარი მეთქვა ბედის ცდაზე. მაგრამ მონადირის წინაშე შემრცხვა და უკან აღარ დავიხიე. |
| 1188 |
თუმცა მხოლოდ თვალიი მოვავლე ამ ჭას, მაინც მოვასწარი ციცაბო კედლებზე მრავალი შვერილი დამენახა, რა თქმა უნდა, ეს ჩასვლას გაგვიადვილებდა, კიბედ გამოგვადგებოდა, მოაჯირიღა აკლდა. კრატერის პირზე კლდეზე გამობმული თოკი საკმარისი იქნებოდა ჩვენ დასაკავებლად, მაგრამ როგორ უნდა მოგვეხსნა იგი, როდესაც თოკს ბოლომდე ჩავყვებოდით? |
| 1189 |
ჭკუათმყოფელი ადამიანი ტანში ჟრუანტელის გარეშე ამ სიტყვებს ვერ მოისმენდა. პროფესორმა ხელსაწყოების ფუთა მოიკიდა ზურგზე. ჰანსმა - ინსტრუმენტებისა, მე - იარაღისა. ჩასვლა შემდეგი თანმიმდევრობით დავიწყეთ: ჯერ ჰანსი, მერე ბიძაჩ ემი და ბოლოს მე. ჩუმად მივდიოდით სიჩუმეს მხოლოდ უფსკრულში დაგორებული კლდის ნამსხვრევები არღვევდა. |
| 1190 |
ხელაღებით დავეშვი, მივსრიალებდი, თან გაფაციცებით ცალ ხელს ვუჭერდი ორმაგ თოკს, მეორეთი რკინისწვეტიან ჯოხს; ერთადერთი აზრი დამეუფლა: მეშინოდა, დასაყრდენი წერტილი არ გამომცლოდა ფეხქვეშ. თოკი მეტად წვრილი მეჩვენებოდა, გაუძლებდა თუ არა სამი ადამიანის წონას? ამიტომ არ ვენდობოდი და რაც შემეძლო, ნაკლებად ვიყენებდი. |
| 1191 |
ნახევარი საათის შემდეგ მივაღწიეთ კლდეს, რომელიც მყარად ჩაჭედილიყო უფსკრულის კედელში. ჰანსმა თავის ერთი ბოლოთი ბაწარი მოქაჩა; მეორე ბოლო ჰაერში ავარდა, მოაწყდა ზედა კლდეს და ძირს დაეცა, თან გამოიყოლა ქვისა და ლავის ნამსხვრევების წვიმა, უკეთ, სეტყვა. გადავიხარე კლდიდან, რომელზეც ვიდექი და ხვრელის ფსკერი ვერ დავინახე. |
| 1192 |
არ ვიცი, შეეცდებოდა თუ არა რომელიმე თავზეხელაღებული გეოლოგი ამ ჩასვლის დროს, მის გარშემო მყოფი ქანების ბუნების შესწავლას, მაგრამ მე ამის დარდი არა მქონდა; და არ ვიცი, იყო ეს მიოცენი თუ ეოცენი, ანდა ცარცული, იურული, ტრიასული, ჰერმული, კარბონული, დევონური, თუ სილურული თუ სხვა რომელიმე ქანი, სულ არ მენაღვლებოდა. |
| 1193 |
უკვე თოთხმეტჯერ ჩამოვედით კიბით, თითოეულ ჩამოსვლას ნახევარ საათს ვანდომებდით. ასე რომ შვიდი საათისათვის უნდა მიემატებინა სამნახევარი საათი, რომელიც დასვენებას მოუნდა, ამგვარად ათ საათნახევარი ჩავდიოდით. პირველ საათზე გამოვედით. ახლა თორმეტი საათი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება ჩვენ მიერ ჩაღწეულ სიღრმეს, არც მისი გამოთვლა იყო ძნელი. |
| 1194 |
ის, რაც ჩვენ ფეხქვეშ საფეხეურებად ეწყო, სხვაგან სტალაქტიტებად ეკიდა. ალაგ-ალაგ ფოროვანი ლავის სიცარიელეში ბრჭყვიალა კრატერები ელავდნენ. შუშის გამჭირვალე წვეთებით მორთული კვარცის შავი კრისტალები ჭაღებივით ეკიდა და მიახლოებისას ელვარებდა. გეგონებოდათ, უფსკრულის სულები აჩირაღდნებდნენ თავიანთ სასხლეს დედამიწის სტუმრების შესახვედრად. |
| 1195 |
საღამოს, საათის რვაზე, ბიძაჩემმა გაჩერება გვანიშნა. ჰანსი მაშინვე დაჯდა. ნათურები ლავის შვერილზე ჩამოვკიდეთ. გამოქვაბულში ჰაერი საკმაო რაოდენობით იყო. უფრო მეტიც, ჩვენამდე ნიავიც კი აღწევდა. რომელ ატმოსფერულ მოძრაობას უნდა მივაწეროთ ეს? ამ კითხვაზე პასუხი არ მიძებნია, შიმშილისა და დაღლილობისაგან ვეღარ ვაზროვნებდი. |
| 1196 |
შუა საუკუნეების ოსტატებს შეეძლოთ აქ რელიგიური არქიტექტურის ყველა ფორმების შესწავლ, რომლებსაც ისრული თაღი უდევს საფუძვლად. კიდევ ერთი მილი რომ გავიარეთ, ახლა მასივში შეჭრილ მსხვილ სვეტებზე დაყრდნობილ რომანული სტილის დაბალ თაღებქვეშ მოგვიხდა თავის დახრა. ალაგ-ალაგ სვეტებს თახვების ნაგებობის მსგავსი დაბალი დერეფანი ცვლიდა. |
| 1197 |
სითბო არ მატულობდა და გასაძლისი იყო. ძალაუნებურად ვფიქრობდი, როგორი მაღალი ტემპერატურა იქნებოდა მაშინ, როდესაც სნეფლსის მიერ ამონთხეული ლავები ამ გზით მიისწრაფოდა. წარმოვიდგინე ცეცხლოვანი ნიაღვარი, ამ ახალ მშვიდ გვირაბში რომ თარეშობდა, იმსხვრევოდა და ამ სვეტებისაგან დავიწროებულ ადგილებში გახურებული ორთქლი გუბდებოდა. |
| 1198 |
საბანში მთლიანად გავეხვიეთ. არც სიცივისა, არც არასასურველი სტუმრობისა არ გვეშინოდა. მოგზაურები, რომლებიც იჭრებიან აფრიკის უდაბნოთა შუაგულში, ან ახალი ქვეყნის უღრან ტყეებში, იძულებულნი არიან, ძილის დროს ერთმანეთს უდარაჯონ, ჩვენ კი სულ მარტონი ვიყავით და არც არაფერი გვაშინებდა: არც ველური ადამიანები, არც მხეცები. |
| 1199 |
დილით დასვენებულებს კარგ გუნებაზე გაგვეღვიძა. ისევ გზას გავუდექით. დღესაც გუშინდელივით. ლავის ნაკადში გაკაფულ გზას მივყვებოდით. შეუძლებელი იყო ჩვენ ქვეშ მდებარე ქანების ბუნების დადგენა, რადგან ერთსა და იმავე ფენაში გვიხდებოდა მოძრაობა. გვირაბი, ნაცვლად იმისა, რომ დედამიწის სიღრმეში ჩასულიყო, თითქმის ჰორიზონტალური ხდებოდა. |
| 1200 |
მაგრამ პროფესორი ლინდენბროკი არაფარს ამას ყუარდღებას არ აქცევდა. იგი ან იმას ელოდა, რომ მის ფეხქვეშ ვერტიკალური ჭა გაიხსნებოდა და მას გზის გაგრძელებისა და დაბლა ჩასვლის შესაძლებლობა მიეცემოდა, ან, რომ რაიმე დაბრკოლება შეხვდებოდა, და გზის გაგრძელებას შეუშლიდა. მაგრამ საღამო დადგა და არც ერთი მოლოდინი არ გამართლდა. |
| 1201 |
ათი საათის სიარულის შემდეგ შევნიშნე, რომ ნათურების შუქი ისე ძლიერად აღარ აირეკლებოდა კედლებიდან. მარმარილო, ფიქალი, კირქვა და ქვიშაქვა მუქმა და არაბრჭყვიალა ქანებმა შესხვალა. ზოგგან გვირაბი ძალიან ვიწროვდებოდა, გვირაბის მარცხენა კედელს მივყვებოდით და ხელს ვაყოლებდი. როდესაც ხელი მოვაშორე, დავინახე, რომ ხელი გაშავებული მქონდა. |
| 1202 |
ჰანსმა ვახშამი გააწყო. ცოტა რამ შევჭამე და ჩემი წილი რამდენიმე წვეთი წყალი დავლიე. სამი კაცის წყურვილის მოსაკლავად მხოლოდ ჩვენი გამყოლის ნახევრად ცარიელი მათარაღა დაგვრჩა. ვახშმის შემდეგ ჩემი ორივე თანამგზავრი თავის საბნებზე გაიჭიმა და ძილში ჰპოვა დაღლილობის წამალი. მე კი ვერ დავიძინე და დილამდე საათებს ვითვლიდი. |
| 1203 |
მიწისძვრამ გაბზარა ნიადაგი. დედამიწის მასივი მძლავრმა დაწოლამ გათიშა, დააშორა ერთმანეთს ორივე მხარეს მდებარე ქანები და ეს ვრცელი ღრუ გააჩინა, რომელშიც ახლ დედამიწის მკვიდრნი პირველად მიაბიჯებდნენ. ამ ბნელ კედლებზე ქვანახშირის პიეროდის მთელი ისტორია იყო აღბეჭდილი და გეოლოგს ადვილად შეეძლო მისი სხვადასხვა ფაზების ამოკითხვა. |
| 1204 |
ამ გარემობის გათვალისწინებით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მაღალი ტემპერატურის მიზეზი სულ სხვაა. იქნებ დღის მნათობიც იმ ეპოქაში ჯერ არ იყო მზად თავისი ბრწყინვალე როლის შესასრულებლად. ჯერ არ არსებობდა კლიმატური სარტყლები და პაპანაქება სიცხე დედამიწის მთელ ზედაპირს აცხუნებდა თანაბრად ეკვატორსა და პოლუსებზე. საიდან იყო ეს სიცხე? |
| 1205 |
პროფესორ ლიდენბროკის თეორიების მიუხედავად, სფეროიდის შიგნით ძლიერი და მუდმივი ცეცხლი მძვინვარებდა, მისი მოქმედება დედამიწის ქერქის სულ ზედა შრეებამდე იგრძნობოდა. მზის ცხოველმყოფელ სხივებს მოკლებული მცენარეები არც ყვავილებს ისხმადნენ და არც სურნელება ჰქონდათ, მაგრამ მათი ფესვები ძალას იკრებდნენ პირველყოფილ მცხუნვარე ნიადაგიდან. |
| 1206 |
ტემპერატურა დაახლოებით ისეთივე დონეზე იყო, რაც ლავისა და ფიქალებში გავლის დროს. ოღონდ მკაფიოდ ნახშირწყალბადის სუნს ვგრძნობდი. მაშინვე მივხვდი, რომ გვირაბში დიდი რაოდენობით დაგროვებულა საშიში აირი, რომელსაც მეშახტეები მაღაროს გაზს უწოდებენ და რომლის აფეთქებას ასე ხშირად საშინელი კატასტროფები გამოუწვევია. |
| 1207 |
ქვანახშირის საბადოში მოგზაურობამ საღამომდე გასტანა. ბიძაჩემი თავს ძლივს იკავებდა ისე მობეზრდა ასე უცვლელად ჰორიზონტალური გზით სიარული. ისე ბნელოდ, რომ შუქი ოც ნაბიჯზე ძლივს წვდებოდა, გვირაბის სიგრძის განსაზღვრა შეუძლებელი გახდა და უსასრულო მეჩვენებოდა, მაგრამ მოულოდნელად ექვს საათზე ჩვენს წინაშე კედელი აღიმართა. |
| 1208 |
ხუთი დღის სავალი იყო. უკანა გზაზე განცდილი ტანჯვის აღწერას არ გამოვუდგები. ბიძაჩემი ბრაზობდა. გულს აწყდებოდა, მაგრამ მეტი რა ჩარა იყო, ყვლაფერს უძლებდა, ჩუმი და უწყინარი ჰანსი გულმშვიდად შეეგუა გარემოებას: მე კი, უნდა გამოვტყდე, ვწუწუნებდი, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. ბედის უკუღმართობამ სულ დამაძაბუნა. |
| 1209 |
მისი გული, წამით გამლღვარი, ისევ გაქვავდა. ხმაში ისევ მუქარა დაეტყო. რისხვამ ძალა შეჰმატა და დაუძლეველის დაძლევა მოინდომა. მისი მიტოვება არ მინდოდა, მაგრამ თავდაცვის ინსტიქტი აქედან გაქცევას მიკარნახებ და. გამყოლი მისთვის ჩვეული გულგრილობით ადევნებდა თვალს ამ სცენას, თუმცა კარგად ესმოდა, რა ხდებოდა მის ორ თანამგზავრს შორის. |
| 1210 |
ჩვენი ჟესტები საკმაოდ მჭერმეტყველი იყო და მისთვის ცხადი გახდა, რომ ორივენი სხვადასხვა გზაზე ვკამათობდით და თითოეული ჩვენგანი ცდილობდა მეორის დაყოლიებას, მაგრამ ჰანსს თითქოს არც აინტერესებდა საკითხი, რომლის გადაწყვეტაზე მისი ბედიც ეკიდა. იგი მხოლოდ თავის ბატონის განკარგულებას ელოდა, რათა გზა განეგრძო, ან აქ დარჩენილიყო. |
| 1211 |
რაც უფრო ღრმად ჩავდიოდით, მით უფრო ნათლად ჩანდა პირვანდელი ფორმაციის შემადგენელი ფენების ცვლა. გეოლოგიურ მეცნიერებას ეს პირვანდელი ფორმაცია მიაჩნდა დედამიწის კრისტალური ქერქის საფუძვლად. ამ ქანების რიცხვს ეკუთვნის: ფიქალები, გნეისები, ქარსიანი ფიქალები, რომლებიც ამ გრანიტის ქანების მყარ საფუძველზეა განლაგებული. |
| 1212 |
სასტიკად ვიტანჯებოდი. ბიძაჩემი წინ მიდიოდა. მას გაჩერება არ სურდა. დაძაბული იყო, რომ წყაროს ხმაურისათვის ყური მოეკრა. მაგრამ ამაოდ! ფეხებს ძლივს მივათრევდი. თავს ვიკავებდი, რომ ტანჯვა არ გამემხილა და ბიძაჩემისათვის დასვენება არ მომეთხოვა. ეს ხომ გულს გაუხეთქავდა, დღე უკვე ილეოდა. უკანასკნელი დღე მას რომ ეკუთვნოდა. |
| 1213 |
ირგვლივ სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო. არავითარი ხმაური არ აღწევდა ამ თითქმის ხუთი მილის სისქის კედლებში. ძილ-ღვიძილში ვიყავი, ჩავთვლიმე კიდევაც და უცებ თითქოს რაღაც ხმაური მომესმა. გვირაბში ბნელოდა, მაგრამ მთელი ყურადღებით მიმოვიხედე და მომეჩვენა, თითქოს დავინახე ისლანდიელმა ხელში ნათურა აიღო და გაუჩინარდა. |
| 1214 |
ამ სიტყვებს გუნებაში ვიძახდი. რადგან ხმის ამოღება არ შემეძლო. როდესაც შიშის პირველმა წამმა განვლო, შემრცხვა ჩემი ეჭვებისა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც მანამდე არაფერი აუგი არ უკადრებია და არც გაპარვა შეეძლო. თანაც გვირაბს ზემოთ ხომ არ აჰყოლია, პირიქით, ჩადიოდა. ბორიტ განზრახვა რომ ჰქონოდა, ზევითკენ წავიდოდა. |
| 1215 |
თითქმის ერთ საათზე მეტხანს ჩემს აღგზნებულ ტვინში ათასი აზრი ტრიალებდა. ათასი მიზეზი გამოვნახე, რომელსაც შეეძლო აემოქმედებინა ჩვენი თვინიერი მონადირე. ათასი აბდა-უბდა დახვავდა ჩემს თავში. მეგონა, ჭკუაზე ვიშლები-მეთქი! ბოლოს, გვირაბის წყვდიადში ნაბიჯების ხმა გაისმა. კედელზე სუსტი შუქი აკიაფდა და გვირაბში შემოანათა ჰანსი გამოჩნდა. |
| 1216 |
დაახლოებით ათასი ტუაზი გავიარეთ და ორი ათასი ფუტით დაბლა დავეშვით. იმავე წუთს გარკვევით შემომესმა გრანიტის კედლების მიღმა რაღაც უშვეულო ხმაური, ყურუ გრვინვა. შორეული ქუხილი. უკვე ნახევარი საათია, რაც მივდიოდით და დაპირებული წყარო არ შეგვხვედრია. ისევ საგონებელში ჩავვარდი. მაგრამ ბიძაჩემმა ამიხსნა ამ ხმაურის მიზეზი. |
| 1217 |
ამ მოდუდუნე წყლის ხმაური უკვე მაგრილებდა. ეს ხმა საგრძნობლად მატულობდა. ნაკადი, რომელიც კარგა ხანს ჩვენს ზემოთ მიედინებოდა, ახლა მარცხენა კედელს იქით ახმაურდა, რახრახითა და გრიალით მისჩქეფდა. ხშირ-ხშირად ხელს ვუსვამდი კლდეს იმ იმედით, იქნებ ნესტი ან ტენიანობა დასტყობოდ, მაგრამ ამაოდ. კიდევ ნახევარმა საათმა განვლო. |
| 1218 |
მალე ისიც ცხადი გახდა, რომ თუ სიარულს განვაგრძობდით, დავშორდებოდით ნაკადს, რომლის ხმაური თანდათან სუსტდებოდა. უკან გამოვბრუნდით, ჰანსი ზუსტად იმ ადგილას გაჩერდა, სადაც ნაკადის ხმაური ყველაზე მკაფიოდ ისმოდა. კედლის ძირას ჩამოვჯექი; მის იქით, ორიოდე ფუტის დაშორებით, ნაკადული მირაკრაკებდა, რასაც გრანიტის კედელი გვაშორებდა. |
| 1219 |
ამაოდ ვფიქრობდი, როგორ მივწვდომოდი ამ წყალს, ან რა ღონე მეხმარა მისი მოპოვებისათვის. და ისევ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. ჰანსმა შემხედა. თითქოს იღიმებოდა. ადგა და ნათურას დაავლო ხელი. მე გავყევი. იგი კედლისაკენ გაემართა. თვალი გავაყოლე, ყური მიადო მშრალ ქვას და ნელნელა კედელს გააყოლა. თან ყურადღებით უსმენდა. |
| 1220 |
ჰანსი შეუდგა სამუშაოს, რომელსაც ვერც ბიძაჩემი და ვერც მე ვერ მოვერეოდით. მოუთმენლობა და აჩქარება ხელს შეგვიშლიდა და უწესრიგო დარტყმისაგან კლდე ნამსხვრევებად იქცეოდა. გამყოლი კი, პირიქით, მშვიდად, ზომიერად, ნელ-ნელა თხრიდა, აუჩქარებლად და თანაბრად ურტყამდა წერაქვს და ექვსი დიუმის სიფართე ხვრელი გამოთხრა. |
| 1221 |
მალე წერაქვი ორი ფუტით ჩავიდა გრანიტის კედელში. ჰანსი უკვე ერთი საათის განმავლობაში თხრიდა. მოთმინება აღარ მყოფნიდა. ბიძაჩემს უფრო გადამწყვეტი ხერხების გამოყენება უნდოდა, ძლივს დავაკავე. წერაქვის აღებას აპირებდა, როდესაც უცებ შხუილი გაისმა. კლდიდან წყლის ნაკადმა გადმოხეთქა და მოპირდაპირ კედელს მიენარცხა. |
| 1222 |
გვირაბი თითქმის ჰორიზონტალური იყო, ერთ ტუაზე სულ ბევრი ორი დუიმით იყო დახრილი. ნაკადული რაკრაკით მოედინებოდა იქვე ჩვენ ფეხქვეშ, და მისი ღიღინი თან სდევდა ჩვენ ყოველ ნაბიჯს. ეს ნაკადული ზღაპრულ ფერიასავით გზას გვიჩვენებდა და წინ მიგვიძღოდა დედამიწის ქვეშეთში და ყველაფერს ზღაპრული, იმედიანი ელფერი ეძლეოდა. |
| 1223 |
მე არ ვფიქრობდი მიზეზე, ვარსკვლავებზე, მთვარეზე, არ მაგონდებოდა არც ხეები, არც სახლები, არც ქალაქები, არ მახსოვსდა ყველა ის მიწიერი სიკეთე, რომელიც ცისქვეშეთის მცხოვრებლებისათვის აუცილებელი გახდა. მიწისქვეშა სამყაროს მკვიდრებს ყველა ეს ძვირფასი მონაპოვარი ახლა სასაცილოდაც არ გვყოფნიდა. გამოქვაბული ფართო დარბაზს ჰგავდა. |
| 1224 |
სინამდვილეში, ბევრი რამ მქონდა სათქმელი. გადაჭრით არ ვიზიარებდი დევის თეორიას, მე მუდამ ცენტრალური სითბოს თეორიისა მწამდა. თუმცა მის გამოვლინებას ვერ ვხედავდი. მე უფრო იმ აზრს ვემხრობოდი, რომ ჩამქრალი ვულკანის ყელი ცეცხლგამძლე ლავითაა დაფარული, რაც საშუალებას არ აძლევდა ტემპერატურას, მისი კედლების მიღმა გავრცელებულიყო. |
| 1225 |
ისლანდიელი მეცნიერის მოგზაურობა ნამდვილ ამბადაც რომ მივიჩნიოთ, სხვა მცირე მეტად მრტივი შენიშვნაც მქონდა. მეთექვსმეტე საუკუნეში ჯერ არც ბარომეტრი და არც მანომეტრი არ იყო გამოგონებული, მაშ როგორ დაადგინა საკნუსემმა რომ დედამიწის ცენტრს მიაღწია? მაგრამ ეს მოსაზრება, ჩემთვის შემოვინახე და მომდევნო ამბებს დაველოდე. |
| 1226 |
რამდენიმე დღის განმავლობაში, უფრო დაქანებულმა ციცაბო გზამ ღრმად ჩაგვიყვანა დედამიწის წიაღში. ზოგჯერ დედამიწის ცენტრს დღეში ერთი ან ერთ-ნახევარი ლიეთი ვუახლოვდებოდით. საშიშ ადგილებში გვიხდებოდა ჩასვლა და მაშინ ჰანსის სიმარჯვე და სიდინჯე გვეშველებოდა. ეს თავდაჭერილი ისლანდიელი რომ არა, სიძნელეებს ვერ გვუძლებდით. |
| 1227 |
კიდევ ნახევარი საათი ვიარე. ყურს ვუგდებდი, ხომ არავინ მეძახის, ამ მკვრივ ატმოსფეროში ხმა ხომ შორიდანაც მოაღწევდ ჩემამდე. ვრცელ გვირაბში საოცარი სიჩუმე იდგა. შევდექი. ჩემი მარტოობისა არა მჯეროდა. თანახმა ვიყავი, რომ გზას ავცდი, მაგრამ რომ დავიკარგე და განწირული ვარ - ამისა კი არა მჯეროდა. გზააბნეულს იპოვნიან ხოლმე. |
| 1228 |
ამ უკანასკნელ სიტყვებს ვიმეორებდი ადამიანივით, რომელიც სულაც არაა ადარწმუნებული მათ სისწორეში. თანაც ამ სრულიად მარტივი ამბების გარკვევას, ერთმანეთთან დაკავშირებას, გარემოების შეგნებასა და აზრთა ჩამოყალიბებას კარგა დიდხანს მოვუნდი. ერთმა რამემ დამაეჭვა. განა, მართლა წინ ვიყავი?! მახსოვს ჰანსი უკან მომდევდა. |
| 1229 |
ჩემმა მიგნებამ გამამხნევა, გადავწყვიტე დრო აღარ დამეკარგა და გზას გავდგომოდი. როგორ დავლოცე მაშინ ბიძაჩემის წინდახედულება, მონადირეს გრანიტის კედელში გაკეთებული ხვრელი რომ არ ამოავსებინა! ეს სიკეთის მომტანი წყარო, ჯერ რომ გზაში წყურვილს გვიკლავდა, ახლა წინ უნდა გამძღოლოდა და გზა გაეკვლია დედამიწის ქერქის ლაბირინთებში. |
| 1230 |
პირველი გაუფრთხილებელი ნაბიჯი რომ გადავდგი ამ საშიშ გზაზე, ეტყობა, ვერ შევნიშნე, სად გაქრა ნაკადული. აშკარაა, გვირაბი ორად გაიყო და ჰანს-ბახი მეორე გვირაბს გაჰყვა, ჩემს თანამგზავრებთნ ერთად, უცნობი სიღრმისაკენ. როგორ დავბრუნდე? არავითარი ნაკვალევი. გრანიტს ჩემი ნაფეხურებიც არ დამჩნევია. თავს ვიმტვრევდი. რა მეღონა? |
| 1231 |
დიახ! დავიღუპე ქვესკნელში. დედამიწის ქერქის ოცდაათი ლიე საშინელ ტვირთად მაწვა მხრებზე. ასე მეგონა, გამსრესდა. ვცადე მიწიერ საგნებზე მეფიქრა, გაჭირვებით ვაიძულე თავი, და გავიხსენე ჰამბურგი, სახლი კონიგშტრასზე, ჩემი საბრალო გრაუბენი. ჩემ წინ გაიარა მთელმა სამყარომ, რომელიც მე მივატოვე და დავიკარგე სადღაც მიწისქვეშეთში. |
| 1232 |
თვალწინ დამიდგა ჩვენი მოგზაურობა, ზღვაზე გადასვლა, ისლანდია, ბ-ნი ფრიდრიკსონი, სნეფელსი! დარწმუნებული ვიყავი, ამ მდგომარეობაში იმედის ნატამალის შენარჩუნებაც სიგიჟეს ნიშნავდა. აჯობებდა იმედგადაწყვეტილს მევიშვიშა ან გულხელი დამეკრიფა და დავლოდებოდი აღსასრულს. რა ადამიანურ ძალას შეეძლო ჩემი დაბრუნება ზედაპირზე? |
| 1233 |
მხოლოდ ეს ერთადერთი სასაყვედურო სიტყვა აღმომხდა, რადგან ვიცოდი, რომ ის უბედური ადამიანიც, უთუოდ, იტანჯებოდ და დამეძებდა. ბოლოს, როდესაც მივხვდი, რომ ძეხორციელი არ იყო ჩემი მშველელი და ვერც თვითონ ვიღონებდი რამეს თავის გადასარჩენად, შველა ზეცას შევსთხოვე. გამახსენდა ბავშვობა, უდედობა, მე ხომ დედა ბალღობაში დავკარგე. |
| 1234 |
სააქაოსკენ მომაბრუნა. დავფიქრდი. საჭმელი სამ დღეს მეყოფოდა, მათრაც წყლით მქონდა სავსე. ოთხი-ხუთი დღე გავძლებდი. მერე კი მომეღებოდა ბოლო, მაგრამ ახლა სად წავსულიყავ - ქვევით თუ ზევით? რა თქმა უნდა, ზევითკენ ასვლა, მხოლოდ ასვლაა საჭირო! ამრიგად, მე იქამდე უნდა ავსულიყავი, სადაც ნაკადულს დავშორდი, საბედისწერო გზაჯვარედინამდე. |
| 1235 |
თავის დახსნის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, გამოჩნდა, - გადარჩენის იმედი დაისახა. ახლა ყველაზე სასწრაფო იყო ჰანს-ბახის დინების აღმოჩენა! ავდექი, რკინისწვეტიანი ჯოხი მოვიმარჯვე და გვირაბის საკმაოდ ციცაბო აღმართს შევუდექი. აღარ ვმერყეობდი. მივდიოდი იმედით სავსე, როგორც ადამიანი, რომელსაც სხვა არჩევანი არა აქვს. |
| 1236 |
ათასნაირ მიხვეულ-მოხვეულ, ათასგვარად დაქსაქსულ ლაბირინთში გადავიკარგე. ვხედავდი, აქედან თავის დაღწევის სასუალება არ ჩანდა. უიმედო იყო ყოველი ცდა გადარჩენისა და, ყველაზე უცნაური ის არის, რომ უცებ წარმოვიდგინე, თუ როდესმე აქ, დედამიწის ზედაპირიდან ოცდაათი ლიეს სიღრმეში ჩემს ეულ ჩონჩხს წააწყდებიან, თავსამტვრევი გაუჩნდებათ! |
| 1237 |
მინდოდა ხმამაღლა მელაპარაკა, საკუთარი ხმა მაინც გამეგონა, მაგრამ პირგამშრალი მხოლოდ ვლუღლუღებდი და მძიმედ ვქლოშინებდი. ამ ვაებაში ვიყავი, რომ ახალი სადარდელიც დამემატა. ხელიდან ნათურა გამივარდა და დაზინდა. შეკეთება არ შემეძლო. შუქმა იკლო, შესუსტდა და სადც იყო სულ გაქრებოდა. ვუყურებდი, როგორ ბჟუტავდა ჩემი ნათურა. |
| 1238 |
თვალის მოხუჭვას ვეღარ ვბედავდი - ამ სწრაფმავალი შუქის სულ უმცირესი ნატამალის დაკარგვისა მეშინოდა! ყოველ წამს მეჩვენებოდა, რომ შუქი გაქრა და წყვდიადმა მომიცვა. და მართლაც ნათურა ერთი აციმციმდა და ჩაქრა. ციმციმს თვალი გავაყოლე. თან ვფიქრობდი, უკანასკნელად ვიხილე სინათლე-მეთქი. უცებ უსასრულო წყვდიადში ჩავიძირე. |
| 1239 |
ვყვიროდი, ვღრიალებდი, მოვთქვამდი, ვტიროდი და ქვევითკენ ჩავრბოდი, სადღაც მივისწრაფოდი, ვიღაცას ვეძახდი, ვუახლოვდებოდი, კლდის შვერილებს ვეხეთქებოდი, ვეცემოდი და ისევ ვდგებოდი, სისხლი თავპირიდან თქრიალით ჩამომდიოდა, ვილოკავდი და ველოდი, რომელიმე კედელს შევასკდებოდი და თავს მივახლიდი და ყველაფერი ამით დამთავრდებოდა. |
| 1240 |
აღარაფერზე არ მინდოდა ფიქრი. ყოველგვარ აზრებს გავურბოდი. ტკივილმა, ბოღმამ მომსპო და გამათავა. მისიკვდილებული ვეგდე და სულსა ვღაფავდი. უკვე ვგრძნობდი, რომ ისევ მიღონდებოდა გული. აღსასრული მიახლოვდებოდა. ამ დროს ყურში ჩამწვდა ძლიერი გრუხუნი. იგი ქუხილს ჰგავდა. ისიც გავიგონე, როგორ თანდათან ჩაიკარგა ეს ხმა უფსკრულის სიღრმეში. |
| 1241 |
საჭირო იყო ძილით გული მეჯერებინა და ძილში ის აზრი ჩამყვა, რომ ჩემმა მარტოობამ ოთხი გრძელი დღე გასტანა. მეორე დღეს გავიღვიძე და გარშემო მიმოვიხედე. რბილად ვიწექი. ყველა საბანი ჩემთვის დაეგოთ. ფრიად მომხიბლავი გახლდათ ჩვენი ბინა. ჭერს სტალაქტიდები ამშვენებდა, ქვემოთ წვრილი ქვიშა ეყარა. ნახევრდ ბნელოდა. |
| 1242 |
არც ერთი ჩირაღდანი, არც ერთი ნათურა არ ენთო, მაგრამ ჭუჭრუტანიდან უცნაური სუსტი შუქი შემოდიოდა. ისეთი ხმაური იდგა, თითქოს გარეთ ქარი წიოდა ან ტალღები ეხეთქებოდა ნაპირს. თავს ვეკითხებოდი, გავიღვიძე და გამოვფხიზლდი თუ ჯერ ძილში ვარ და სიზმარს ვხედავ, ან იქნებ დაცემისაგან შერყეული ტვინი მღალატობს და რაღაც ხმები მელანდება-მეთქი. |
| 1243 |
ჩამოშვავებული ქვების ნაზვავზე ვუპოვივართ. ეტყობა, კლდე ჩამოწყვეტილა და ქვაღორღის მთელი შვავი წამოუღია. მეც ზედ მიყოლივარ, თორემ ამ უშველებელ ქვებს ქვეშ რომ მოვყოლოდი, რაღა გადამარჩენდა. ისე კი ამ საშინელმა სატრანსპორტო საშუალებამ პირდაპირ ბიძაჩემის ხელში ჩამაგდო, მართალია გულწასული და გასისხლიანებული. |
| 1244 |
ნაპირზე წვრილი სილა და პატარა ნიჟარები ეყარა. ტალღა ტალღას ეხეთქებოდა. ყრუ გუგუნი იდგა, ქარი ნანაობდა და წყლის შხეფები სახეზე მეცემოდა. წყლის კიდიდან დაახლოებით ასი ტუაზის დაშორებით დამრეც ქვიშიან ნაპირზე დახვავებულიყო ვეება კლდეები. ისინი თანდათან მაღლდებოდნენ და სადღაც თვალიმიუწვდომ სიმაღლეში იკარგებოდნენ. |
| 1245 |
ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცის ნაცვლად ამ ღრუბლების ზემოთ ვგრძნობდი გრანიტის თაღს, რომელიც მთელი თავისი სიმძიმით მაწვებოდა. რარიგ ვრცელიც არ უნდა ყოფილიყო ეს დედამიწის შიგა სივრცე, იგი არ იკმარებდა ჩვენი პლანეტის ყველაზე უმნ იშვნელო თანამგზავრის გასასეირნებლად. უცებ გამახსენდა ინგლისელი კაპიტნის თეორია. |
| 1246 |
თუ გუაჩარას მღვიმემ კოლუმბიაში, რომელიც ბ-მა, ფონ ჰუმბოლდტმა ორი ათას ხუთასი ფუტის სიღრმემდე შეისწავლა, არ გაუმხილა მეცნიერს თავისი სიღრმის საიდუმლო, იგი ჩანს ამაზე ბევრად შორს არ მიდიოდა. მართალია, მამონტის უშველებელი გამოქვაბული, კენტუკიში, ბუმბ ერაზული მოცულობისაა, რადგან მისი თაღი ხუთასი ფუტის სიმაღლეზეა აღმართული. |
| 1247 |
უძირო ტბის ზედაპირიდან მოგზაურებმა იგი დაათვალიერეს ათ ლიეზე მეტ მანძილზე და ბოილომდე კი არ მისულან. მაგრამ ეს ღრმულები არარად ჩანდნენ ამ საკვირველებასთან. თვალწინ მედგა დანისლული ზეცა, ელექტრონის გაბნეული შუქი და უკიდეგანო გაშლილი ვრცელი ზღვა. ჩემი წარმოდგენა უძლური იყო ამ უკიდეგანო სივრცის წინაშე. |
| 1248 |
განაბული შევცქეროდი ამ სასწაულს. გრძნოების გადმოსაცემად სიტყვები არ მყოფნიდა. მეგონა, რომელიმე შორეულ პლანეტაზე, ურანზე ან ნეპტუნზე ვარ ისეთი მოვლენების მომსწრე, რომელიც შეუცნობელი ჩემი მიწიერი ბუნებისათვის. ახალი მოვლენების გადმოსაცემად ახალი სიტყვები იყო საჭირო, მე კი ასეთები არ გამაჩნია და არც გონება მთავაზობდა. |
| 1249 |
აღტაცებული ვუყურებდი, ვფიქრობდი, ვტკბებოდი და ჩემს გაოცებას ოდნავი შიშიც ერთვოდა. სანახაობის მოულოდნელობამ გამახალისა, ლოყები შემიფაკლდა. განცვიფრება წამლად შემერგო და ამ ახალმა სამკურნალო საშუალებამ ნამდვილად მიშველა. ზედ დაერთო ძალიან მკვრივი, გრილი ჰაერის მაცოცხლებელი ძალა, ჩემს ფილტვებს რომ ჟანგბადს უხვად აწვდიდა. |
| 1250 |
ქარაფებზე ურიცხვი ჩანჩქერი მოედინებოდა, მათი ჩუხჩუხი და შრიალი ათასხმად ამღერებულ, გადმოფენილ მანდილებს მოგაგონებდათ. კლდეებზე მოწანწკარე ნაკადულებს ორთქლის ოხშივარი ასდიოდათ. ამ ნაკადულთა შორის ვიცანი ჩვენი ერთგული თანამგზავრი ჰანს-ბახი. იგი ისე მშვიდად ერთვოდა ზღვას, თითქოს სამყაროს დასაბამიდან სხვა არფერი უკეთებიაო. |
| 1251 |
ასეთი პასუხი ცოტა არ იყოს უმადურობად მომეჩვენა. ამ დროს ჩემი ყურადღება მოულოდნელმა სანახაობამ მიიპყრო. ხუთას ნაბიჯზე, მაღალი კონცხის იქით, მაღალი ხშირი ტყე დავინახე. სშუალო სიმაღლის თანაბარ, ქოლგისებურ ხეებს მკაფიოდ გამოსახული გეომეტრიული მოხაზულობა ჰქონდათ. ნიავი არ იძროდა, ფოთოლიც არ ირხეოდა. ხეები უძრავად იდგნენ. |
| 1252 |
ამ წყნარ, ქარისაგან მოფარებულ ნავსაყუდელს თავისუფლად მიადგებოდა ერთი ბრიგი და ორი-სამი ორანძა ნავი. ვუცქროდი და თითქოს ველოდი, აი, ახლა დავინახავდი აფრააშლილ ხომალდს, რომელსაც სამხრეთის ქარი ზღვაში გააქროლებდა. მაგრამ ილუზია მალე გაქრა. ამ მიწისქვეშეთში ჩვენს მეტი ნამდვილად არც ერთი ცოცხალი არსება არ იყო. |
| 1253 |
ანძად ორი დაწყვილებული ლატანი ეყენა, მესამე ლატანისაგან ქანდარა გავუკეთეთ, აფრა საბნებისაგან შევკერეთ. არც ბაწრების უქონლობა გვჭირდა. ყველაფერი გამძლედ და სანდოდ იყო მორგებული. ექვს საათზე პროფესორმა ნიშანი მოგვცა ტივი დატვირთეთო. სურსათს, ბარგს, ხელსაწყოებს, იარაღს და წყარო წყლის მნიშვნელოვან მარაგს თავისი ადგილი მივუჩინეთ. |
| 1254 |
ჰანსმა ტივს საჭე დაუყენა, რაც საშუალებას მოგვცემდა, ჩვენს ნებაზე გვეტარებინა. თვითონ საჭესთან დადგა. ნაპირზე მიბმული ტივის ბაგირი შევხსენით და აფრა გავშალეთ. ტივი სწრაფად დაიძრა ადგილიდან. ყურეს რომ ვტოვებდით, ბიძაჩემს გაახსენდა, რომ ყურეს სახელი უნდა დავარქვათო და თვითონვე დაუმატა: აქსელი მოუხდებაო. |
| 1255 |
აი, როგორ დაუკავშირდა ჩემი ძვირფასი ფილანდიელი ქალიშვილის მოგონება ჩვენს ფათერაკიან ექსპედიციას. მსუბუქი ქარი ჩრდილო-აღმოსვლეთიდან უბერავდა. ჩვენთვის ზურგის ქარი იყო და ჩვენც დიდი სისწრაფით მივქროდით. თანაც, მკვრივ ატმოსფეროში ჰაერის დაწოლა გაცილებით მეტი იყო და სამჭედლოს მძლავრი საბერველივით აწვებოდა აფრას. |
| 1256 |
არაფერი ვუპასუხე და ტივის წინა ნაწილში დავიკავე ადგილი. ჩრდილოეთი ნაპირი უკვე ნისლიან ჰორიზონტს ეფარებოდა. წინ კი თვალუწვდენელი ზღვის სივრცე იშლებოდა. შავი ღრუბლები ჩამოწოლილიყო და კიდევ უფრო საზარელს ხდიდა ისედაც პირქუშ ტალღებს. აქაფებულ წყალში სხივები ირეკლებოდა და მოციმციმე კვალს დატოვებდა. მალე ნაპირი თვალს მიეფარა. |
| 1257 |
ისინი ეფინებიან ზღვის ფსკერს თორმეტი ათასი ფუტისა და უფრო დიდ სიღრმეზე, ხარობენ და მრავლდებიან ოთხასი ატმოსფერო წნევის პირობებში და ხშირად იმდენად მნიშვნელოვან წყალქვეშ მეჩეჩებს ქმნიან, რომ გემების მოძრაობასაც აფერხებენ; მაგრამ ისეთი ბუმბერაზი წყალმცენარეები, როგორიც ლიდენბროკის ზღვაში შეგვხვდა, ვგონებ, არსად არ იზრდება. |
| 1258 |
საკვებად მათ თევზიც საკმაოდ ექნებოდათ. სივრცეს ვაკვირდები, მაგრამ ჰაერშიც, ნაპირისა არ იყოს, ერთი სულდმგულიც არა ჩანს. წარმოდგენას გადავყევარ პალეონთოლოგიის მშვენიერი ჰიპოთეზების სამყაროში. ცხადლივ სიზმარსა ვხედავ. წყლის ზედაპირზე მელანდება უშველებელი ქერსიტები, წარღვნამდელი კუ, მოტივტივე კუნძულებს რომ ჰგავს. |
| 1259 |
უფრო მაღლა ციცაბო კლდეებზე დაცოცავს მაიმუნების წინაპარი. კიდევ უფრო მაღლა, ფრთახელიანი პტეროდაქტილი ღამურასავით ნავარდობს მკვირვ ჰაერში. და ბოლოს, სულ ზედა ფენებში, ვხედავ ვეება ფრინველებს, კასიურაზე უფრო ძლიერებს, სირაქლემაზე უფრო დიდებს, ფართო ფრთებს შლიან და ზევითკენ მიისწრაფიან, გრანიტის გუმბათს აწყდებიან. |
| 1260 |
უკან ვიხევ: ძუძუმწოვარი ცხოველები ქრებიან, შემდეგ ფრინველები, შემდებ მეზოზიური ერის ქვეწარმავლები, და ბოლოს, თევზები, კიბოსნაირნი, მოლუსკები. ქრებიან და არყოფნაში იძირებიან გარდამავალი პერიოდის ზოოფიტები. დედამიწის მთელი სიცოცხლე ჩემშია მოქცეული და ამ დაცლილ, უკაცრიელ სამყაროში მხოლოდ ჩემი გული ჟღერს. |
| 1261 |
მცენარეები ქრებიან; გრანიტული კლდეები სიმკვრივეს კარგავენ; უფრო ინტენსიური სიცხის გავლენით, მკვირვი მდგომარეობა თხევადში გადადის, დედამიწის ზედაპირზე წყალი იშლება, დუღს და ორთქლდება; წყლის ორთქლი დედამიწას ფარავს, დედამიწა - კი თანდათან გაზისებურ, გავარვარებულ მასად იქცევა, თეთრად ვარვარებს, მზის ოდენაა და მასავით ბრწყინვალე! |
| 1262 |
სიზმრის სიმძაფრე ჯერაც თავს მიმძიმებს. ბიძაჩემს სიზმარი არ უნახავს, მაგრამ უგუნებოდ არის. დურბინდით ზვერავს სივრცის ყველა წერტილს და განაწყენებული ხელებს გულზე იკრებს. ვამჩნევ, რომ პროფესორ ლიდენბროკს ისევ უბრუნდება კვლავინდებური მოუთმენლობა, რომელსაც თითქოს გადაეჩვია და ამ ფაქტს ჩემს დღიურში ვინიშნავ. |
| 1263 |
სულ იმას ვშიშობ, რომ ეს ელექტრონული მოვლენა არ შესუსტდეს და მერე სულაც არ ჩაქრეს. მაგრამ არაფერი ეტყობა: ტივი ს ჩრდილი მკაფიოდაა გამოსახული ტალღების ზედაპირზე. ეს ზღვა მათლაც რომ უსასრულოა? იგი, უთუოდ, ხმელთაშუა ზღვასავით განიერია, ან იქნებ ატლანტის ოკეანესავით ვრცელია. რატომაც არა? ბიძაჩემი ხშირად ზომავს ზღვის სიღრმეს. |
| 1264 |
ეს ცხოველები მოყვნენ მოლუსკებს, კიბოსნაირებსა და თევზებს და დედამიწაზე ძუძუმწოვარი ცხოველების გამოჩენას წინ გაუსწრეს. მაშინ დედამიწა ქვეწარმავლებს ეკუთვნოდა. ეს ურჩხულები იურული პერიოდის ზღვების ბატონ-პატრონები იყვნენ. ბუნებამ მათ უბოძა ყველაზე სრულყოფილი ორგანიზაცია. გოლიათური აგებულება, სასწაულებრივი ძალა! |
| 1265 |
მართლაც, სითხის ორი შადრევანი საკმაოდ მაღლა ამოიფრქვა. ჩვენ გაკვირვებული ვართ, თავზარი დაგვცა ზღვის ამ ურჩხულთა ჯოგის დანახვამ. მათმა არაჩვეულებრივმა სიდიდემ დაგვაფრთხო, რადგან ყველაზე პატარასაც კი შეეძლო კბილებით დაემსხვრია ჩვენი ტივი. ამ სახიფათო მეზობლობას რომ გავქცეოდით ჰანსმა განიზრახა ქარის მიმართულებით დაეყენებინა საჭე. |
| 1266 |
გაქცევა შეუძლებელი იყო. ქვეწარმავლები გვიახლოვდებოდნენ. ისინი ტივის ირგვლივ ჩქარი მატარებელივით ტრიალებდნენ. კარაბინს ხელი დავავლე, მაგრამ რა ზიანს მოუტანდა ტყვია მათ ჯავშანს? შიშისაგან დავმუნჯდით. აი, ისინი გვიახლოვდებიან! ერთის მხრივ ნიანგი, მეორე მხრიდან გველი. ზღვის ურჩხულები გაქრნენ. გასროლას ვაპირებდი. |
| 1267 |
ჰანსს მართალი უთქვამს. ამრიგად, მხოლოდ ორი ურჩხული აღელვებს ზღვის ზედაპირს, და ჩემ თვალწინა პირველადი ხანის ოკეანეთა ორი ქვეწარმავალი. ვამჩნევ იხტიოზვრის ადამიანის თავის ოდენა ჩასისხლიანებულ თვალებს. ბუნებამ იგი აღჭურვა უძლიერესი ოპტიკური აპარატით, რომელსაც შეუძლია გაუძლოს წყლის სიღრმეული ფენების წნევას, სადაც იგი ცხოვრობს. |
| 1268 |
სიგრძე არა ნაკლებ ასი ფუტისა აქვს და როდესაც იგი ტალღებს ზემოთ გამოაჩენს ხოლმე კუდის ვერტიკალურ ფარფლებს, უზარმაზარია. ყბა ვეებერთელა აქვს და, ბუნებისმეტყველთა აზრით, ას ოთხმოცდაორ კბილზე ნაკლები არ უნდა ჰქონდეს. პლეზიოზვრს, ცილინდრული სხეულის მქონე გველს, მოკლე კუდი აქვს და ნიჩბისებურდ განლაგებული თათები. |
| 1269 |
საშინელი ღრიალი იქაურობას ზარავს. ორი ცხოველი ერთმანეთში გადაიხლართა და ვეღარ ვარჩევთ რომელი სად არის. გამარჯვებული მხეცი შეიძლება ჩვენ გვეცეს. განვლო ერთმა, ორმა საათმა. გააფთრებული შერკინება არა ცხრება. შებმულები ხან უახლოვდებიან ტივს, ხან შორდებიან. ჩვენ უძრავად ვართ და გამზადებული იარაღი მომარჯვებული გვაქვს. |
| 1270 |
რამდენიმე წუთმა განვლო. ზღვის სიღრმეში ბრძოლა დამთავრდა? უცებ პლეზიოზავრის უშველებელი თავი გამოჩნდა. ზედაპირზე სასიკვდილოდ დაჭრილი ურჩხულის მხოლოდ კისერია აღმართული, რომელიც ხან ეცემა, ხან ისევ სწორდება, იკლაკნება, მათრახივით ტალღებს უტლაშუნებს და გაჭრილ ჭიასავით იგრიხება, გვაბრმავებს. მის ჯავშანს ვეღარ ვხედავ. |
| 1271 |
ვაკვირდები ატმოსფეროში ჩამოკიდბულ ორთქლის ღრუბლებს და ვცდილობ ჩავწვდე მათ სიღრმეს. ცა მშვიდია. ღრუბლები ზედ თაღქვეშაა აკრეფილი, თითქოს უძრავია და სინათლის ინტენსიურ გამოსხივებაში იკარგება. ასე რომ, მოვლენის მიზეზი სხვაგან უნდა ვეძიოთ. მზერას ნისლისაგან თავისუფალ, გადაწმენდილ ჰორიზონტს მივაპყრობ. მისი იერი არ გამოცვლილა. |
| 1272 |
წყალს ვაკვირდები, მაგრამ დინებას ვერ ვამჩნევ. ზღვაში ჩაგდებული ცარიელი ბოთლი ერთ ადგილას ტივტივებს. ოთხი საათისათვის ჰანსი ადგა და ანძის წვერზე ავიდა. აქედან მზერა წვდება ოკეანის კიდეს. მან გარშემო დაათვალიერა მიდამო და ერთ წერტილზე შეჩერდა. მისი სახე არავითარ გაკვირვებას არ გამოხატავს, მაგრამ თვალები გაუშტერდა. |
| 1273 |
საღამოს რვა საათზე ურჩხულს ორი ლიეც კი აღარ გვაშორებდა. მისი მოშავო სხეული, ვეება, საზარელი, პატარა კუნძულივით აღმართულ ზღვაში. თვალი გვატყუებს თუ შიში ზომას მატებს? მე მეჩვენება, რომ ათასი ტუაზის სიგრძისაა! რომელია ეს ვეშაპისებრი ცხოველი, რომელიც არ გაუთვალისწინებიათ არც კიუვიესა და არც ბლუმენბახს? |
| 1274 |
ზღვას არ ძალუძს მისი დაძვრა, ტალღები ეტლაშუნებიან მის გვერდებს, ხუთასი ფუტის სიმაღლეზე ატყორცნილი წყლის სვეტი გამაყრუებელი ხმაურით აწვიმს. ჩვენ კი გიჟებივით მივქრივართ ამ უშველებელი სხეულისაკენ, რომელსაც დღეში ასი ვეშაპიც ვერ გააძღებდა. შიშმა შემიპყრო. უფრო შორს წასვლა არ მინდოდა. თუ საჭირო გახდებოდა, აფრის ბაწარსაც გადავჭრიდი. |
| 1275 |
ჰანსმა მოხერხებულად შეაბრუნა ტივი და პატარა კუნძულის კიდესთან მიაყენა. მე კლდეზე გადავხტი. ბიძაჩემიც გამომყვა, მონადირეს კი თავისი პოსტი არ მიუტოვებია. მას ხომ არაფერი არ ანცვიფრებდა. ჩვენ მივაბიჯებდით კაჟიანი ტუფისა და გრანიტის ნამსხვრევებზე. მიწა თრთოდა ჩვენ ფეხქვეშ, გეგონებოდა, გავარვარებული საქვაბე შენობის კედლებიაო. |
| 1276 |
კიდევ რამდენიმე წუთს ვტკბებოდით გეიზერის ცქერით. შევამჩნიე, რომ მისი ჭავლი თანაბრად არ სჩქეფდა, რომ მისი ინტენსიურობა ზოგჯერ კლებულობს, შემდეგ კი განახლებული ძალით ჩქეფს, რასაც მე მის რეზერვუარში დაგროვილი ორთქლის წნევის ცვალებადობით ვხსნი. ბოლოს გავემგზავრე და გვერდი ავუარეთ სამხრეთის მეტად ფრიალო კლდეებს. |
| 1277 |
შორეული ღრუბლები უწესრიგოდ დახვავებულ ბამბის ლამაზ ფანტელებსა ჰგავდნენ; მერე თანდათან გაიბერნენ, შეერწყნენ ერთმანეთს, მათმა რიცხვმა იკლო, სამაგიეროდ მოცულობამ იმატა. თანაც ისე დამძიმდნენ, რომ ჰორიზონტს ვეღარ ასცილდნენ. ქარმა იმძლავრ და ისინი თანდათან გაჰფანტა, ღრუბ ლები ზემოთკენ აიტაცა და იქ ერთ მრისხანე მრუმე ფენად გაშალა. |
| 1278 |
ეს სიტყვები ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა, როდესაც ცის კიდემ უცებ იერი იცვალა. ღრუბლებში დაგროვილი ორთქლი დელგმად იქცა, გრილად ქცეული ჰაერის ტლღები უეცრად შემოიჭრა გაიშვიათებულ ატმოსფეროში. ქარაშოტი გამოქვაბულის ყველაზე შორეული კიდიდან მოდიოდა. ჩამობნელდა. ძლივს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვახერხებდი ზოგიერთი რამ ჩამენიშნა წიგნაკში. |
| 1279 |
მისკენ გავცოცდი, იგი მაგრად ჩასჭიდებოდა ბაგირის წვერს და, ეტყობოდა, სიამოვნებით შესცქეროდა გაშმაგებული სტიქიის თარეშს. ჰანსი ადგილიდან არ იძროდა. გრძელი თმა გასწეწოდა, სახეზე ჩამოშლოდა და მის გაბურძგნილ თმაში მოელვარე ნაპერწკალი ისე ენთო, იხტიოზავრებისა და მეგათერიუმების თანამედროვე პირველყოფილ ადამიანს ჰგავდა. |
| 1280 |
ამასობაში წვიმა თქრიალით ეშვებოდა იმ მწვანე ჰორიზონტის წინ, საითაც ჩვენ გიჟებივით მივექანებოდით. მაგრამ ვიდრე იგი ჩვენამდე მოაღწევდა, ღრუბლის ფარდა დაირღვა, ზღვა ადუღდა და მალულ ფენებში ქიმიური ზემოქმედების გავლენით წარმოშობილი ელექტრონი ჩაერთო თამაშში. ქუხილის გრგვინვას ელვის მოელვარე ნაკადები უერთდება. |
| 1281 |
ელვა განუწყვეტლივ თანა გვსდევს. მე ვხედავ ელვის ზიგზგებს, რომლებიც, ზღვაზე სწრაფი იერიშის შემდეგ, ზემოთ ბრუნდებიან და გრანიტის თაღს ეკვეთებიან. შეიძლება თავზე ჩამოგვექცეს! ხანდახან ელვა შუაზე იხლიჩება, ან ცეცხლის ბურთად იქცევა და ყუმბარასავით სკდება, მაგრამ ხმაურს ეს არაფერს ჰმატებს. მან უკვე ყოველგვარ ზომას გადააჭარბა. |
| 1282 |
შემდეგ კლდიან ნაპირს მიუბრუნდა და გაშმაგებულ ტალღებს ტივის ნარჩენები გამოსტაცა. ლაპარაკის თავი არა მქონდა; განცდებისა და დაღლილობისაგან დაუძლურებული ვიყავი; ერთი საათი გონს ვერ მოვეგე. კვლავ კოკისპირულად წვიმდა, უმატა კიდეც, ცა ჩამოქცევას აპირებდა. თავი კლდეებს შევაფარეთ. ჰანსმა სადილი მოამზადა, მე არც მივკარებივარ. |
| 1283 |
სავსებიტ უვნებელი იყო. როგორც არ უნდა შეგვებრუნებინა, ისარი დაჟინებით იმ ჩვენთვის მოულოდნელ მიმართულებას უბრუნდებოდა. ამრიგად, ეჭვს გარეშე გახდა, რომ ქარიშხლის დროს ქარს მიმართულება შეეცვალა ისე, რომ ჩვენ არც გაგვიგია, და იმ ნაპირისაკენ მიუგდია ტივი, რომელიც ბიძაჩემის ვარაუდით, უკან გვქონდა მოტოვებული. |
| 1284 |
რა უნდა გამეკეთებინა? ორთავესთვის გამეწია წინააღმდგობა? შეუძლებელი იყო. ჰანსი მაინც ყოფილიყო ჩემს მხარეზე! მაგრამ გაგიგონია! გეგონებოდა, ირლანდიელმა ყოველგვარ საკუთარ სურვილზე ხელი აიღო და თითაღკვეთის ფიცი დასდო. თავისი პატრონის ეგზომ ერთგულ მსახურთან მე ვერაფერს გავხდებოდი. ძალაუნებურად უნდა ავყოლოდი. |
| 1285 |
ისინი ოდესღაც პლიოცენის პერიოდის იმ გოლიათურ გლიპტოდონებს ეკუთვნოდნენ, რომლის გადაშენებულ სახეობას წარმოადგენს თანამედროვე კუ. ნიადაგი მოფენილი იყო აგრეთვე ნაპირზე გამორიყული და შრეებად დალექილი ქვის დიდძალი ნამსხვრევებით, ტალღების მიერ გათლილი კენჭებით, ამიტომ გავიფიქრე, რომ უთუოდ, ადრე ეს სივრცე ზღვას ეჭირა. |
| 1286 |
ახლის გაგების მოუთმენლობა წინ გვერეკებოდა. ფეხქვეშ ვთელავდით ისტორიამდელი სიცოცხლის ნაშთებს და იმ ნამარხ ცხოველებს, რომელთა შორის იშვიათი და საინტერესო ნიმუშების შეძენაში დიდი ქალაქების მუზეუმები ერთმანეთს ეცილებიან. ათასი კიუვიეც ვერ გასწვდებოდა ამ შესანიშნავი ძვლებიდან ცხოველთა ჩონჩხების აღდგენას. |
| 1287 |
მოკლედ მთელი მისი პოზა უსაზღვრო გაკვირვებას გამოხატავდა. იგი იდგა ლეპტოთერიუმების, მერიკოთერიუმების, ლოფოდიონთა, ანოპლოთერიუმების, მეგათერიუმების, მასტოდონტების, პროტოპითეკების, პტეროდაქტილების, წარღვნამდელი ურჩხულების ფასდაუდებელი კოლექციის წინაშე, რომელიც თითქოს მხოლოდ მისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად დაეხვავებინათ. |
| 1288 |
ბიძაჩემმა ლიდენბროკმა, გეოლოგთა დიდ უმრავლესობასთან ერთად, მტკიცედ დაიცვა თავისი პოზიცია, იკამათა, იპაექრა და იმდენი საბუთი მოიტანა, რომ ბ-ნი ელი დე ბომონი თითქმის მარტო დარჩა თავისი თეორიის მომხრე. ამ პაექრობის ყველა წვრილმანებს ვიცნობდით, ოღონდ ის კი აღარ ვიცოდით, რომ ჩვენი გამგზავრების შემდეგ საკითხს ახალი ვითარება მიეცა. |
| 1289 |
ამრიგად, ერთი ნახტომით, ადამიანი მრავალი საუკუნით უფრო ზევით ადიოდა დროის კიბეზე, უკან ტოვებდა მასტოდონტს და სამხრეთის სპილოს, თანამედროვე ხდებოდა; და რახან ქანების პლიოცენურ ფორმაციას, რომელშიაც ადამიანის მოღვაწეობის ნიშნები ნახეს, გეოლოგები ასი ათასი წლობით ათარიღებდნენ, მაშ ადამიანიც მაშინ უკვე არსებობდა. |
| 1290 |
ამას ისიც დაერთო, რომ ოცი ნაბიჯის დაშორებით იგი მეოთხეული პერიოდის ადამიანის ჩონჩხს წააწყდა. სულ ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ ჩვენ წინ ადამიანის სხეულია. ნუთუ იგი დაიცვა და საუკუნეთა მანძილზე შემოინახა ამ განსაკუთრებული თვისებების მქონე ნიადაგმა, რომელიც ისეთივე ხასიათს ატარებს, როგორიცაა ბორდოში სენ-მიშელის სასაფლაოს ნიადაგი? |
| 1291 |
გვინდოდა გაგვეგო, კიდევ რა სასწაულს შეიცავდა ეს გამოქვაბული, მეცნიერებისათვის რა განძი იყო აქ დაცული? ახლა უკვე აღარაფრის დანახვა არ გამაკვირვებდა. ზღვის ნაპირი უკვე კარგა ხანია ძვლების ბორცვებს იქით მოეფარა. პროფესორს სულაც არ ადარდებდა, რომ შეიძლება გზა დაგვბნეოდა, და სულ უფრო და უფრო შორს მიიწევდა. |
| 1292 |
ჩემთვის უცნობი მოვლენების წყალობით, რომლის ახსნა მე არ შემიძლია, და სრული დიფუზიის გამო, შუქი თანაბრად ანათებდა საგნების სხვადასხვა მხარეს. შუქის წყარო ერთ გრკვეულ წერტილში არ იყო და ამიტომ ჩრდილი სრულებით არ არსებობდა. გეგონებოდთ, შუადღეაო, თანაც შუა ზაფხულში და ეკვატორის მიდამოებში, სადაც სხივები ვერტიკალურად ეცემიან. |
| 1293 |
ამ ერთფეროვან მოყავისფრო და თითქოს გაცრეცილი ფერის მცენარეულობაში ცალკე მცენარეს ვერც გმოარჩევდით. ფოთლებს სიმწვანე აკლდათ და თვით ყვავილები, თუმცა მსამეულ ეპოქაში, რომლმაც ისინი წარმოშვა, მეტად მომრავლებულან, მაგრამ არც ფერი ჰქონდათ, არც სურნელება და ჰაერზე გამოხუნებული, ქაღალდისაგან დამზადებული გეგონებოდათ. |
| 1294 |
მეც მივყევი, თუმცა რაღაც წინათგრძნობა მაწუხებდა. რახან ბუნებამ უხვად დაამზადა მცენარეული საკვები, რატომ არ შეიძლებოდა საშიში ძუძუმწოვარი ცხოველებიც შეგხვედროდა? დაბერებული და წაქცეულ ხეებს შორის შექმნილ ველობებზე ვხედავდი პარკოსან მცენარებსა და ათასგვარ საკვებ ბალახებს, ყველა პერიოდის მცოხნავ ცხოველს რომ გაახარებდა. |
| 1295 |
ნამდვილად მაიმუნი იყო, მაიმუნი, რარიგ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ეს ამბავი. მაგრამ ადამიანი, ცოცხალი ადამიანი, და მასთან ერთად მიწისქვეშეთში დამარხული მთელი მოდგმა! არასოდეს დავიჯერებ! ამასობაში, გამოვედით ნათელი და მღელვარე ტყიდან, გაკვირვებისაგან დამუნჯებულები და შიშისაგნ გაოგნებულები, ჩვენდა უნებლიეთ გავრბოდით. |
| 1296 |
ჩვენ ხომ არა მარტო მეცნიერ ალქიმ იკოსის მიერ კლდეზე წარწერილის წაკითხვა შეგვეძლო, არამედ ის ხანჯალიც ხელში გვეჭირა, რომლითც ეს წარწერა გაკეთდა. ახლა უკვე, თუკი მაინცდამაინც სიჯიუტეს არ გამოვიჩენდი, აღარ შემეძლო ეჭვის თვალით მივდგომოდი მოგზაურის არსებობას და მისი მოგზაურობის რეალობა უნდა მეღიარებინა! |
| 1297 |
ყველაფერი მზად იყო გასამგზავრებლად. ტივზე მთელი ჩვენი ტვირთი უკვე ელაგა. აფრა ავწიეთ და ჰანსმა ტივი ნაპირის გაყოლებით საკნუსემის კონცხის მიმართულებით გაიყვანა. ქარი ხელს რა გვიწყობდა, რადგან ტივს ნაპირის სიახლოვეს ცურვა უჭირდა, ამიტომ ადგილ-ადგილ იძულებული ვიყავით რკინის წვეტიანი ჭოკები ფსკერზე მიგვებჯინა და წინ წაგვეგდო. |
| 1298 |
თითქმის მრგვალ ხვრელს ხუთიოდე ფუტის დიამეტრი ჰქონდა. კლდეში გამოკვეთილი ბნელი გვირაბის კედლები ვულკანური ამოფრქვევის იმ მასალებს მოეგლუვებინათ, რომლებიც ოდესღაც ამ გვირაბის მეშვეობით დედამიწის ზედაპირზე მიისწრაფოდა. ხვრელის იატაკი თითქმის ზედაპირს უსწორდებოდა, ასე რომ შიგ შესასვლელი არ გაგვძნელებია. |
| 1299 |
მცირე სამუშაო როდი იყო. გამოსათხრელი იყო საკმაოდ მოზრდილი ხვრელი, რომელშიაც ორმოცდაათი გირვანქან პიროქსილინი ჩაეტეოდა. მისი აფეთქების ძალა თოფის წამალის ძალას ოთხჯერ აღემატებოდა. ძალიან აგზნებული ვიყავი. ვიდრე ჰანსი მუშაობდა, ვეხმარებოდი ბიძაჩემს დასველებული ტილოს ნაჭერში გახვეული თოფის წამლისაგან გრძელი პატრუქის დამზადებაში. |
| 1300 |
მგონი აფეთქების ხმა არც გამიგია, მაგრამ სანაპირო კლდეების ფორმა ჩემ თვალწინ უეცრად შეიცვალა; დვინახე, როგორ ჩაიქცა ზედ ნაპირთან თვალუწვდენელი უფსკრული ერთ ტალღად ქცეული, აზვირთებულ ზღვის ორმოტრიალში მოქცეული, ყალყზე შემდგარი ტივი ზედ თავზე მოექცა. სამივენი წავიქეცით. თვალის დახამხამებაში სინათლე წყვდიადმა შესცვალა. |
| 1301 |
ამ სიბნელესა და წყლის გამაყრუებელ ხმაურში, მოულოდნელობისა და აღელვების მიუხედავად, მაინც მივხვდი, რა მოხდა. აფეთქებული კლდის ქვემოთ უფსკრული ყოფილა. დაბზარულ ქანებში აფეთქებამ მიწისძვრა გამოიწვია, უფსკრული განიხვნა და გაცოფებულ ნიაღვრად ქცეულმა ზღვამ გაგვიტაცა. დავიღუპეთ და ის არის! აბა, რა ვიცი, რამდენმა საათმა განვლო! |
| 1302 |
ხანდახან ტივი ეხეთქებოდა კედელს, მაშინ საშინლად შეგვანჯღრევდა ხოლმე. კიდევ კარგი თანდათან სულ უფრო იშვიათად ვეხეთქებოდით კედლებს. კიდევ კარგი, რომ დერეფანი საგრძნობლად ფართოვდებოდა. უეჭველად, საკნუსემის გზას მივყვებოდით, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მარტო ჩვენ ჩავსულიყავით, ჩვენი წინდაუხედაობით, თან მთელი ზღვა გავიყოლიეთ. |
| 1303 |
ამ თავბრუდამხვევ ქროლვაში, რომელიც ვარდნას უფრო ჰგავდა, აზრბს ძლივს ვუკავშირ ებდი ერთმანეთს. ჰაერი ძლიერად გვირტყამდა სახეში და თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებდით, ჩვენ ექსპრეს-მატარებელზე სწრაფად მივქროდით. ამ პირობებში ჩირაღდდნის ანთება შეუძლებელი იყო, ხოლო ჩვენი შემორჩენილი ერთადერთი ელექტრონის აპარატი აფეთქბის დროს დაიმსხვრა. |
| 1304 |
ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც იქვე ჩემ გვერდით უეცრად სინათლე დავინახე. იგი ჰანსის მშვიდ სახეს ანათებდა. მარჯვე მონადირემ ნათურის ანთება მოახერხა. თუმცა მისი შუქი ძლივს კრთოდა, მცირე ნათელი მაინც შეიტანა უკუნეთ სიბნელეში. ჩემი ვარაუდი დადასტურდა. გვირაბი ფართო ჩანდა. სუსტ შუქზე მის ორივე კედელს ერთად ვერ ვხედავდი. |
| 1305 |
წყლის ნაკადის დაქანება, რომელიც შვენ მიგვაქროლებდა, ამერიკის ყველაზე დიდი ჩანჩქერის ვარდნაზე მეტი იყო. წყლის ნაკდი თითქოს უკიდურესი სიძლიერით გატყორცნილი ისრების კონისაგან შედგებოდა. ჩემი შთაბეჭდილების გადმოსაცემად უფრო ზუსტ შედარებას ვერ ვპოულობ. დროდადრო მორევში მოქცეული ტივი ჩიკორივით ტრიალებდა და ასე მიიწევდა წინ. |
| 1306 |
როდესაც ტივი გვირბის კედელს უახლოვდებოდა, ნათურას მივანათებდი ხოლმე და როდესაც კლდის შიბები ერთ განუწყვეტელ ხაზად იქცეოდა, ჩვენი მოძრაობის სისწრაფის გამოანგარიშებას ვახერხებდი. ჩემი ვარაუდით, მოძრაობის სიჩქარე საათში ოცდაათ ლიეს აღწევდა. კატასტროფის დროს ანძა ძირშივე გადატყდა. ჰაერს ზურგს ვუშვერდით, რათა არ გავეგუდეთ. |
| 1307 |
ამ ქროლვაში მოძრაობის სისწრაფის შემცირება არავითარ ადამიანურ ძალს არ შესწევდა. საათები ილეოდა, მდგომრეობა არ იცვლებოდა, ერთმა ინციდენტმა კი იგი უფრო გაართულა. ჩვენი ბარგის წესრიგში მოყვანას შევეცადეთ. დავინახე, რომ ტივზე დატვირთული საგნების უმრავლესობა აფეთქების დროს გამქრალიყო, როდესაც ზღვამ ესოდენ მკაცრად შემოგვიტია! |
| 1308 |
აღარც კიბეები იყო და აღარც თოკი. ანძის ნამსხვრევზე შემოხვეულ ბაგირს თუ არ მივიღებთ მხედველობაში. არც ერთი წერაქვი, რაც ძალაყინი, არც ჩაქუჩი და, რაც მთავარია, მხოლოდ ერთი დღის სანოვაგე-ღა დაგვრჩენოდა! ტივის ყველა ნაპრალი გავჩხრიკე, ძელებსა და ფიცრებს შორის დარჩენილი სულ მცირე ხვრელიც გავსინჯე, მაგრამ ამაოდ! |
| 1309 |
ამას მნიშვნელობა არა ჰქონდა ათასიდან ერთი შანსი მაინც შანსია, ხოლო შიმშილისაგან სიკვდილი გადარჩენის სულ მცირე იმედსაც არ გვიტოვებდა. გავიფიქრე, რომ ყოველივე ეს ბიძაჩემისათვის მეთქვა, ამეხსნა, თუ რა სავალალო მდგომარეობაში ჩავცვივდით, ზუსტად გამომეანგარიშებინა სიცოცხლისათვის რამდენი დრო-ღა დაგვრჩენოდა. |
| 1310 |
მინდოდა, ბიძაჩემს თავდაჭერილობა არ დაეკარგა, სიდინჯე შერჩენოდა. ამასობაში ნათურის შუქმა თანდათან იკლო და ბოლოს სულ გაქრა. ისევ წყვდიადმა მოგვიცვა. ამ უკუნეთი სიბნელის გაფანტვის არვითარი იმედი არ არსებობდა. ერთი ჩირაღდანი კი გვქონდა, მაგრამ ამ ქარში როგორ უნდა აგვენთო? წყვდიადის შიშით ბავშვივით დავხუჭე თვალები. |
| 1311 |
ჩვენ კი აღარ მივსრიალებდით, ვერტიკალურად ვეცემოდით. ბიძაჩემი და ჰანსი მკლავში ჩამჭიდებოდნენ და ძლივს მაკავებდნენ. ძნელია იმის თქმა, როდის მოხდა, მაგრამ უეცრად ბიძგი ვიგრძენი; ტივი მაგარ სხეულს არ დატაკებია, მაგრამ მისი ვარდნა უეცრად შეყოვნდა. წყლის უშველებელი სვეტი ჩამოიქცა და ტივს დაეცა. სული შემეკრა. |
| 1312 |
ამასობაში, უაღრესად სწრაფად ზევითკენ მივიწევდით. ზოგჯერ სუნთქვაც გვიჭირდა, როგორც აერონავტებს, რომლებიც მეტისმეტად სწრაფად იზევებენ, ოღონდ ისინი, რაც უფრო მაღალ ატმოსფეროს ფენებში ადიან, პროპორციულად მით უფრო მეტ სიცივეს გრძნობენ, ჩვენ კი, პირიქით სიცხე საგრძნობლად მატულობდა და ახლა, ალბათ უკვე ორმოც გრადუსს აღწევდა. |
| 1313 |
ყოველთვის საქმეში გართულ ბიძაჩემს ხელში ნათურა ეჭირა და ყურადღებით იკვლევდა ქანების ხასიათს; იგი ცდილობდა ჩვენი ადგილმდებარეობის დადგენას, ერთი მეორეზე დაწყობილი შრეების აგებულაბას სწავლობდა. ცხადია, მხოლოდ ვარაუდი შეეძლო, თანაც მეტად მიახლოებითი ვარაუდი, მაგრამ მეცნიერი ყოველთვის მეცნიერია, თუკი სიმშვიდის შენარჩუნება მოახერხა. |
| 1314 |
მაგრამ ამჯერად უკვე ჩამქრალ ვულკანში, სნეფელსში კი არ ვიყავით, არამედ მოქმედ ვულკანში, ოღონდ რომელში არ ვიცოდი. ჩემს თავს ვეკითხებოდი, რომელი მთა უნდა ყოფილიყო და დედამიწის რომელ მხრეში ამოგვაგდებდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში უნდა ვყოფილიყავით. სანამ კომპასი აურევდა, ისარი სწორედ აქეთ მიუთითებდა. |
| 1315 |
საკნუსემის კონცხიდან ასობით ლიე ჩვენ პირდაპირ ჩრდილოეთისაკენ გავიარეთ. იქნებ ისლანდიის ქვეშ დავბრუნდით? ვფიქრობდი ჰეკლას კრატერი ამოგვაგდებს თუ რომელიმე ერთ-ერთ კუნძულზე მყოფი შვიდი ცეცხლმფრქვევი კრატერიდან? დასავლეთით ამ პარალელზე, ხუთასი ლიეს რადიუსში, მხოლოდ ამერიკის ჩრდილოეთ-დასავლეთის ნაკლებად ცნობილი ვულკანები ვიცოდი. |
| 1316 |
ამ კრატერებს მთელი არმიის ამოფრქვევა შეეძლოთ! ვცდილობდი, გამომეცნო, რომელი მათგანი ამოგვისვრიდა. დილას სიჩქარემ უფრო იმატა. დედამიწის ზედაპირს ვუახლოვდებოდით და მეგონა სიცხე დაიკლებდა. მაგრამ პირიქით, ვიხრუკებოდით. ეს მოქმედი ვულკანის გავლენით იყო. ჩვენი გადაადგილების საშუალება აღარავითარ ეჭვს არ იწვევდა. |
| 1317 |
ახლა იგი საკმაოდ სქელმა, მდუღარე ამონანთხევმა შეცვალა. ტემპერატურა აუტანელი ხდებოდა და თერმომეტრი რომ გვქონოდა ალბათ სამოცდაათ გრადუსზე მეტს გვიჩვენებდა! ოფლში ვიწურებოდი. აღმა ასე სწრაფი ასვლა გვშველოდა, თორემ უთუოდ გავიგუდებოდით. პროფესორს აღარ გახსენებია თავისი ნათქვამი, ტივს მივატოვებთო და კარგად მოიქცა. |
| 1318 |
ასეც მოხდა. ზუსტად ათ წუთში ლავამ ისე ჩქარა აგვიტაცა, მორებს რომ არ ჩავჭიდებოდით, გადავცვივდებოდით. შემდეგ შევჩერდით. მერე ჩავუფიქრდი ამ უცნაურ მოვლენას, მაგრამ ახსნა ვერ მოვუნახე. ცხადად ჩანდა, რომ ჩვენ ვულკანის მთავარ ყელში არ ვიყავით, არამედ გვერდითა გასასვლელში, სადაც მხოლოდ შესუსტებული ბიძგების გავლენა იგრძნობოდა. |
| 1319 |
ჰანსი მაკავებდა, თორემ ვინ იცის, რამდენჯერ მივახლიდი თავს გრანიტის კედელს. ამიტომ ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ირყეოდა გრანიტი, როგორ ვბრუნდებოდით, როგორ ირწეოდა ტივი ლავის ტალღებზე, როგორ წვიმასავით გვაცვიოდა ფერფლი, როგორ ლაპლაპებდა ალი, მიწისქვეშა ცეცხლს როგორ აძლიერებდა გრიგალი, მაგონდება ჰანსის სახე, თითქოს ხანძარი მოედო. |
| 1320 |
ამ უცნაურობებით სავსე მოგზაურობის შემდეგ კიდევ ერთი საკვირველება გველოდა. მეგონა, მარადიული თოვლით დაფარულ კონუსს ვნახავდი, ჩრდილოეთის უკაცრიელ მხარეში. პოლარული ცის მკრთალი სხივები მოგველამუნებოდა, ყველაზე მაღალი განედების მიღმა აღმოვჩნდებოდით. ნაცვლად ამისა, ხრიოკ, მთის ფერდობზე ვიწექით და მზე გვაცხუნებდა. |
| 1321 |
საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი; მაგრამ ნახევრად გაშიშვლებულ მზეს, რომლისგან ორი თვის მანძილზე არაფერი გვითხოვია, უხვად გვაფრქვევდა სინათლესა და სითბოს. როდესაც თვალები დღის სინათლეს შეეჩვია, შევეცადე, ჩემი ფანტაზია და სინამდვილე ერთმანეთისათვის შემედარებინა. მსურდა სულ ცოტა, შპიცბერგენზე მაინც ვყოფილიყავით. |
| 1322 |
ქვემოთ, საკმაოდ ციცაბო ფერდობზე, შვიდას-რვაასი ფუტის მანძილზე ამონაფრქვევი იშლებოდა. ვულკანის სიმაღლე სამას ტუაზს არ აღემატებოდა, მთის ძირი მწვანე ხეების ტევრებში იკარგებოდა, ვარჩევდი ზეთისხილისა და ლეღვის ხეებს, მტევნებით დახუნძლულ ვენახს. უნდა გამოვტყდე, რომ ეს პეიზაჟი სულაც არ ჰგავდა არქტიკულ მხარეს. |
| 1323 |
აღმოსავლეთით, რამდენიმე სახლის სახურავებს იქით, პატარა ნავსადგურში, წყლის ლაჟვარდ ტალღებზე უცხო გემები ირწეოდნენ. წყლის შუაგულში პატარ-პატარა კუნძულები ჭიანჭველების ვრცელ ბუდესავით მოჩანდა. დასავლეთისაკენ ჰორიზონტზე მორკალულიყო შორეული ნაპირი. ცოტა იქით, კოხტა, წერწეტი ლურჯი მთების სილუეტი ილანდებოდა. |
| 1324 |
ამ ლაპარაკში მობიბინე თვალწარმტაც დაბლობს მივუახლოვდით, მაგრამ ჯერ წყალი არ ჩანდა, ჩვენ გვწყუროდა და გვშიოდა კიდეც. საბედნიეროდ. ორ საათში ზეთისხილისა და ბროწეულის ბაღებს მივადექით. ვენახებში ჩაფლულიყო ლამაზი სოფელი. გეგონებოდათ, ამ ბაღ-ვენახებს პატრონი არა ჰყავსო. კაცის ჭაჭანება არ ისმოდა. მაგრამ ამას ვინ დაგიდევდათ. |
| 1325 |
ექსპედიციის ავბედობამ დედამიწის ერთ ყველაზე მშვენიერ მხარეში მოგვიყვანა. მარადიული თოვლის მხარე უკან დავტოვეთ, მარად მწვნე მხარეში მოვედი. ყინულოვანი სარტყლის ნისლი უკან დაგვრჩა და სიცილიის ლაჟვარდი ცის ქვეშ აღმოვჩნდით! ხილითა და ცივი წყლით საუცხოოდ ვისაუზმეთ და გზას გავუდექით, რათა სტრომბოლის ნავსადგურში ჩავსულიყავით. |
| 1326 |
ზეთისხილის კორომი გავირეთ და ერთი საათის შემდეგ უკვე სან-ვიჩენცოს პორტში მივედით. შაბათი დღე იყო, ჰანსმა მეცამეტე კვირის გასამრჯელო მოითხოვა. ბიძაჩემმა ფული უმალვე მისცა და, ნიშნად მადლობისა, ორივემ ხელი ჩამოვართვით. ჰანსს თუმცა ჩვენი მაშინდელი მღელვარება არ გაუზიარებია, თითები ოდნავ ჩამოგვართვა და გაიღიმა. |
| 1327 |
ბიძაჩემს დამსახურებული დიდება ხვდა წილად, მაგრამ მეტად თავმდაბლად ეჭირა თავი. ამით კიდევ უფრო გაიზარდა მისი რეპუტაცია. ამდენი პატივის გამო, რა თქმა უნდა, ბიძაჩემს მოშურნეებიც გამოუჩნდა. რადგან უდავო ფაქტებზე დაყრდნობილი მისი თეორიები უარყოფდნენ მეცნიერებაში დამკვიდრებულ თვალსაზრისს ცენტრალური სითბოს საკითხში. |
| 1328 |
მიუხედავად იმის, რაც საკუთარი თვალით ვნახე, მაინც მჯერა და ყოველთვის ვიწამებ ცენტრალური სითბოს თეორიას. თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ ზოგიერთი ჯერ კიდევ ნაკლებად შესწავლილ ბუნებრივ მოვლენებს ამ კანონის შეცვლა შეუძლია. იმ მომენტში, როდესაც ამ საკითხების ირგვლივ ცხარე კამათი მიდიოდა, ბიძაჩემს დიდი მწუხარება დაატყდა. |
| 1329 |
დასასრულ, უნდა დავძინო, რომ ჩვენმა მოგზურობამ დედამიწის ცენტრისაკენ უდიდესი სენსაცია გამოიწვია მსოფლიოში. ამბავი ჩვენი მოგზაურობისა დაიბეჭდა და ითარგმნა ყველა ენაზე: მსოფლიო ავტორიტეტული გაზეთები ერთმანეთს სტაცებდნენ საინტერესო ეპიზოდებს. ზოგი კომენტარს ურთავდა, ზოგი გვეკამათებოდა, ზოგი მხარს გვიჭერდა. |
| 1330 |
ასე რომ მომხრეებიც გვავდდა და მოწინააღმდეგენიც. იყო მორწმუნეთა და ურწმუნოთა ბანაკი. საკვირველება მოხდა: ბიძაჩემმა სიცოცხლეშივე მოიხვეჭა დიდბა. თვით ბ-ნმა ბრაუნმმა დიდი თანხა შეაძლია, შეერთებულ შტატებში ჩამობრძანდი და ხალხს ეჩვენეო. დიდება დიდებად რჩებოდა და პროფესორი წუხდა, დარდობდა, კომპასის ამბავი ჯერაც ვერ აეხსნა. |
| 1331 |
ცნობისწადილი, ყველაფრის გაგების, ახსნის, საგანთა არსის სიღრმეში ჩაწვდომის სურვილი განუზომელია. ადამიანი მოგზაურობს სივრცის სამ განზომილებაში, მაგრამ ჟიულ ვერნის მოგზაურთათვის ეს სამი სივრცით განზომილება საკმარისი არ აღმოჩნდა. იმისათვის, რომ სამყრო დაევლოთ და აეწერათ, საჭირო გახდა მოგზაურობა მეოთხე განზომილებაში - დროში. |
| 1332 |
რახან დედამიწის ზედაპირს არა მარტო გეოგრაფია შეისწავლის, არამედ გეოლოგიაც, ხოლო დედამიწის წიაღის შესწავლა გეოლოგიისა და გეოფიზიკის საგანია, დიდმა ფრანგმა მწერალმა ასევე ბევრი გააკეთა გეოლოგიური იდეების პოპულარიზაციისათვის. დედამიწის გეოლოგიური წარსულის მხატვრულად ჩვენების მიზნით მან შექმნა სრულიად ახალი სამყარო. |
| 1333 |
ჟიულ ვერნის რომანის მიწისქვეშა მღვიმურ უმზეო სამყაროს ადამიანმა უკვე ფეხი დაადგა. ცხადია, მთელი ეს უჩვეულო მოგზაურობა, რომლის დროსაც მკვლევარებმა დედამიწის ფენების ჭრილი და მიწისქვეშა სამყარო გაიცნეს, და უკან ვულკანის ყელში ამომავალი მაგმის მეშვეობით დაბრუნდნენ მხოლოდ მხატვრული ხერხია დედამიწის გეოლოგიური ისტორიის საჩვენებლად. |
| 1334 |
თუმცა თანამედროვე მეცნიერებას, შეიძლება, სხვა წარმოდგენა ჰქონდეს დედამიწის გეოლოგიურ განვითარებაზე, მაგრამ ჟიულ ვერნის მიერ დახატული სურათი შთამბეჭდავია, და, რაც მთავარია, მასში ნაჩვენებია მეცნიერების უანგარო სიყვარული, მეცნიერებისათვის თავგანწირვა და თუნდაც თავისი სიცოცხლის ფასად ბრძოლა დასახული მიზნის მისაღწევად. |
| 1335 |
არა, მთელ მის არსებას დაეუფლა რაღაც ახალი მისწრაფება, რამაც დაიმორჩილა ყველა დანარჩენი. სწორედ ასე ავიწყდებათ მოზრდილებსაც თავიანთი ჭირ-ვარამი, როცა რაიმე ახალი წამოწყების ხალისი შეიპყრობთ. საქმე ის იყო, რომ ტომმა ერთი ზანგისაგან რაღაც უცნაური სტევნა ისწავლა და დიდი ხანია ოცნებობდა თავისუფლად ევარჯიშა. |
| 1336 |
გულისყურისა და მუყაითობის შემწეობით ტომი მალე მიხვდა ამ საიდუმლოებას და ახლა მხიარულად მიაბიჯებდა ქუჩაში. მისი ბაგენი მუსიკას აფრქვევდნენ, სული კი მადლიერების გრძნობით აღვსოდა. ის ვარსკვლავთმრიცხველს მოგაგონებდათ, რომელმაც ახალი მნათობი აღმოაჩინა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მისი სიხარული უფრო გულწრფელი და ძლიერი იყო. |
| 1337 |
სიცოცხლით მჩქეფარე ზაფხლის ბუნებას მხიარული ელფერი დასდებოდა. ყველას გული უმღეროდა. ახალგაზრდების გულში კი ეს სიმღერა ვეღარ ეტეოდა და მათ ბაგეთაგან საამო ჰანგებად იფრქვეოდა. სახე ყველას სიხარულით გაცისკროვნებოდა, გაზაფხული იგრძნობოდა თვით ადამიანის ყოველ ნაბიჯში. ჰაერი აყვავებული აკაციის სურნელით იყო გაჟღენთილი. |
| 1338 |
ხელში ეჭირა წყალში გახსნილი კირით სავსე ვედრო და გრძელტარიანი ჯაგრისი. როცა თვალი შეავლო მაღალ მესერს, იმწამსვე გაქრა სიხარული და მის გულს ღრმა მწუხარება დაეუფლა; ხუმრობა საქმე ხომ არ იყო ოცდაათი იარდის სიგრძისა და ცხრა ფუტის სიმაღლის მესერის გათეთრება?! სიცოცხლე უაზრობად და არსებობა მძიმე ტვირთად მოეჩვენა. |
| 1339 |
მაგრამ ტომს მუყაითობა დიდხანს არ შერჩენია. მისი გონება გაიტაცა იმაზე ფიქრმა, თუ რა მხიარულად აპირებდა დღევანდელი დღის გატარებას და დარდი უფრო შემოაწვა გულზე. მალე თავისუფალი ბიჭები ჩამოივლიან. ცხადია, ათასნაირი თამაშობა ექნებათ მოფიქრებული და როგორ დასცინებენ, როცა დაინახავენ, რა მძიმე სამუშაოს ასრულებს. |
| 1340 |
ალექსს ლამის დეპრესია დაეწყო და სწორედ ამ დროს გამოჩნდა მარტინი – სიმპათიური და მტკიცე ხასიათის მამაკაცი, რომელმაც სამ დღეში სიყვარული აუხსნა, ორ კვირაში კი დაქორწინდნენ და ვინდიფორდის საგრაფოში ულამაზესი პატარა სახლი შეიძინეს. ერთადერთი ნაკლი ამ სახლს ის ჰქონდა, რომ დაბას საკმაოდ იყო მოშორებული და მეზობლები პრაქტიკულად არ ჰყავდათ. |
| 1341 |
მის ბედნიერებას ჩრდილი მხოლოდ ორჯერ მიადგა და მიზეზი ორჯერვე ბილი იყო, რომელმაც დაურეკა და საყვედურებით აავსო: როგორ გაჰყევი ცოლად კაცს, რომლის შესახებაც საერთოდ არაფერი იცოდი, იქნებ მკვლელი ან ყაჩაღია... თაღლითი და მანიაკიო... ჩემი ამდენი წლის სიყვარული როგორ უარყავი, ცუდ დღეში ვარ, მხოლოდ შენზე ვფიქრობ, სხვაზე ვერაფერზეო... |
| 1342 |
დიახ, დიახ, თქვენ არც გათხოვილი ბრძანდებით და არც არანაირი ვალები არ გქონიათ. ზოგადად, მომწონს ჭკვიანი და მოხერხებული ქალები, მაგრამ, საკუთარი რეპუტაცია ძალიან ძვირად მიღირს. არა, არა, ნუ გამაჩერებთ. თქვენ იმ ქალბატონთან მოახლედ მუშაობდით. მიხვდით, რომ ერთი ბრილიანტი მთელ თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა. |
| 1343 |
ის კი არა, სცადა, საკუთარ თავში სიძველეების ინტერესი გაეღვიძებინა, მაგრამ მეორე ექსკურსიის შემდეგ, თავის ტკივილი მოიმიზეზა და სასტუმროში დარჩა. ბიზანტიური მოზაიკის სანახავად კლდეზე ფეხით ხეტიალი, ბოლო წვეთი იქნებოდა მისი მოთმინების ფიალაში... მისის პეტერემ ამოიოხრა და სასაუზმოდ ვერანდაზე გავიდა. მაგიდასთან რამდენიმე ადამიანი იჯდა. |
| 1344 |
მხოლოდ გაეცნო და სულ ეს იყო. იქვე ისხდნენ დედა-შვილი იულიამსები – სხვათა შორის, ქალიშვილი კარგად უგებდა უილიარდს. ხელოვნებაზე მსჯელობდნენ ხოლმე. მისის პეტერეს ვერ გაეგო, რატომ იცვამდნენ ეს ქალები უცნაურ სამოსს – ბერძნული ტუნიკების მსგავსს სარაფნებს... და კიდევ იყო ერთი, მელოტი ჯენტლმენი, თავაზიანი ღიმილით. |
| 1345 |
მიუახლოვდნენ თუ არა ადმინისტრატორის მაგიდას, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, მათ წინ მისტერ ტომპსონი გაჩნდა. მისი ჭკვიანი, მოუსვენარი თვალები დაკვირვებით ათვალიერებდნენ მისის პეტერეს და პარკერ პაინს. მისის პეტერემ ტომპსონს ხმამაღლა გაუბა საუბარი და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა იმ მიდამოებში მდებარე კერძო ვილებზე, რომელიმე ხომ არ ქირავდებაო? |
| 1346 |
ტომპსონმა უთხრა, მეც მაინტერესებდა ეგ ამბავი და მითხრეს, აქ ერთი ამერიკელი აქირავებს ვილას, მაგრამ ამჯერად გაქირავებულიაო... მერე გაუღიმა და წავიდა. იმავე საღამოს, გვიან პარკერ პაინის მეგობარი იუველირი მივიდა. პაინმა პეტერეს ყელსაბამი გამოართვა. ორი საათის შემდეგ კი, უკანვე დაუბრუნა, პატარა, შავ ტომსიკასთან ერთად. |
| 1347 |
ჯორჯ როულენდი ბიძამ გააბრაზა. მისი ერთადერთი მემკვიდრე იყო და, მემკვიდრეობის დაკარგვის შიშით, კარგა ხანს მშვიდად იტანდა მოხუცის აბეზარ ხასიათს. მაგრამ, შობის წინა საღამოს კლუბში მეგობრებთან ცოტა მეტი დალია და მეორე დღეს სამსახურში წასვლა დაეზარა. ეს საკმარისი აღმოჩნდა სერ როჯერს როულენდისთვის, რომ ძმისშვილი კარგად გამოეთათხა. |
| 1348 |
ვატერლოოს ვაგზალი თითქმის ცარიელი იყო. თავს ფუფუნების უფლება მისცა და პირველი კლასის კუპეს ბილეთი იყიდა. ხავერდის ბალიშებზე ნებივრად მოკალათდა და ფანჯარა ჩამოსწია... დაიძრა თუ არა მატარებელი, გამაოგნებელი რაღაც მოხდა: კუპეში ქარიშხალივით შეიჭრა ქალიშვილი, მისი სავარძლის ქვეშ უცერემონიოდ შეძვრა და ტუჩებზე თითი მიიფარა. |
| 1349 |
ესეც რომ არ ყოფილიყო, მარტო იმის გაცნობიერებას, რომ ეს შესანიშნავი არსება მის გვერდით დაიძინებდა და გაიღვიძებდა, ნეტარების მწვერვალზე აჰყავდა. ტკბილი ოცნებების ბურანში გახვეულმა ვერ გაიგო, დრო როგორ გავიდა. უცებ მატარებელში ჩოჩქოლი ატყდა. გამცილებლები, ვიღაც შავებში ჩაცმული მამაკაცები, გარბოდნენ და გამორბოდნენ. |
| 1350 |
მისის პაკინგტონი სახლში დაბრუნდა. ქმარმა, როგორც ბოლო ხანს სჩვეოდა, დაურეკა და უთხრა, რომ გვიან მივიდოდა – ფირმაში საქმეები გამომიჩნდაო. მისის პაკინგტონს არაფერი უთქვამს, ისე დაკიდა ყურმილი. პარკერ პაინთან საუბარმა იმედი ჩაუსახა. მოუთმენლად ელოდა დილის ფოსტას... ინსტრუქცია საკმაოდ უცნაური შინაარსის აღმოჩნდა. |
| 1351 |
დეიდა ჯეინმა რეიჩელის დაპატიმრების ამბავი მისი ადვოკატისგან გაიგო. დეიდაშვილის შვილის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა ჰქონდა და პატარაობიდანვე ხშირად იყო ხოლმე მასთან. გოგონას ჯიუტი ხასიათი მასში ინტერესს იწვევდა. მერე რეიჩელი გაიზარდა და გათხოვდა ვინმე მისტერ დეიმენზე. დეიდა ჯეინს არ მოსწონდა ეს ქორწინება. |
| 1352 |
მაგრამ, უცებ გარდაიცვალა მისტერ დეიმენი – ჯანმრთელი ადამიანი, რომლის იკვდილსაც არავინ ელოდა. კიდევ უფრო მოულოდნელი კი ის იყო, რომ მალე, ძირითადად, გავრცელებული ჭორების საფუძველზე, მისი მეუღლე დააპატიმრეს ქმრის მოწამვლის ბრალდებით. დეიდა ჯეინი მეტისმეტად კარგად იცნობდა თავის ნათესავს, რომ მისი მკვლელობის ამბავი დაეჯერებინა. |
| 1353 |
ამიტომ, დაივიწყა ის წყენა, რომელიც მის მიმართ ჰქონდა და რეიჩელთან შესახვედრად გაემართა, რადგან, რეიჩელი დაჟინებით სთხოვდა მასთან მისვლას. ჯეინმა იცოდა, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთში დიდად ვერ რიგდებოდა, მაგრამ, მკვლელობა მეტისმეტი იყო. რეიჩელი სავალალო მდგომარეობაში დაუხვდა – ქალი ნერვული აფეთქების ზღვარზე იყო. |
| 1354 |
პუარო მართალი აღმოჩნდა. ლედი კარმაიკლი იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ ძლევამოსილებაში, რომ ელემენტარული სიფხიზლეც არ გამოუჩენია. პუარო და ექიმი იმ დროს დაადგნენ თავზე, როდესაც გრაფინში მუქ სითხეს ასხამდა. ქალმა წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწია: მთელი ხმით წიოდა. გრძელი ფრჩხილებით პუაროსთვის სახის დაკაწვრას ცდილობდა. |
| 1355 |
საბედნიეროდ, პოლიციის ლეიტენანტმაც მოუსწროთ, რომელიც პუარომ გააფრთხილა. მიუხედავად იმისა, რომ ლედი კარმაიკლი გერის დაბინდულ გონებას სისტემატურად აპროგრამებდა – ჩააგონა მას, რომ კატა იყო და ტკბებოდა მოსალოდნელი გამარჯვების განცდით, ბარონეტი მაინც გადარჩა. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ კი მან მის ფელისიაზე იქორწინა... |
| 1356 |
ამ ძველისძველ, ვიქტორიანული ეპოქის შენობაში ოთხი მობინადრე ცხოვრობდა. ერთი ფლიგელი მდიდარმა, ექსცენტრიკულმა შუა ხნის ქალბატონმა დაიკავა, რომელსაც ჩიტები ისე ძალიან უყვარდა, რომ ბაღში მათ ნადიმებსაც კი უწყობდა; მეორე ბინაში გადამდგარი მოსამართლე და მისი ცოლი ცხოვრობდნენ. მესამეში – ახალგაზრდა წყვილი შესახლდა. |
| 1357 |
იმდენ შესაძლო და ვირტუალურ დაავადებას იგონებდა, სხვა ადამიანი მის ადგილას, მკვდარი თუ არა, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მაინც იქნებოდა. მაგრამ, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მის ემილიას ერთხელაც არ მიუმართავს დოქტორი ჰეიდოკისთვის, იჯდა თავის ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში და საკუთარი დის გარდა არავის ეკონტაქტებოდა. |
| 1358 |
მის ლავინია კი ყველას უმტკიცებდა, ჩემი დაიკოს შემთხვევა განსაკუთრებულია და, საწყალი, საშინლად იტანჯებაო... მერე, მოულოდნელად, დებმა ძვირფასი ყელსაბამი დაკარგეს და ქურდად ლამის მოსამსახურე გოგო გამოაცხადეს. საწყალი გლედისი კინაღამ მოკვდა ნერვიულობით. შეიძლება, ცოტათი ქარაფშუტა კი იყო, მაგრამ, მის პატიოსნებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. |
| 1359 |
საბედნიეროდ, რამდენიმე დღის შემდეგ ყელსაბამი გამოჩნდა – სამკაულების ყუთის ერთ-ერთ უჯრაში, კუთხეში იყო მიგდებული. თუმცა, გლედისი მაინც გაუშვეს იმ ბრალდებით, რომ მთელი ჭურჭელი დაამტვრია. ინსპექტორი ჯეპი თავს იტეხდა ამ ყველაფრის გამო: ნუთუ ყელსაბამი მართლა მოსამსახურემ მოიპარა, მერე კი შეშინებულმა დააბრუნა? |
| 1360 |
ყველაზე მეტად კი მაინც მისის კარმაიკლი დაზარალდა: მას თავისი ჩიტებისთვის ყველაფერი საუკეთესო ემეტებოდა და გალიები მთლიანად ოქროთი და ძვირფასი თვლებით ჰქონდა მოჭედილი. მისის კარმაიკლი ოქრო-ბრილიანტს იმდენად არ დარდობდა, რამდენადაც თავის საყვარელ ჩიტუნიებს. დარდისგან ლოგინადაც კი ჩავარდა. მის ლავინია გამუდმებით ტიროდა. |
| 1361 |
გოგონა უეცრად გაცივდა, ამას თან დაერთო ფილტვების ანთება და ბავშვი გარდაიცვალა. იმ დღიდან მისტერ კლოუდი მხოლოდ ფიზიკურად არსებობდა. დინებას მექანიკურად მიჰყვებოდა, მაგრამ აშკარად აღარ უნდოდა სიცოცხლე. მერე ისე მოხდა, რომ ძმა გარდაეცვალა. ის კაცი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა. მის სამ შვილზე მეურვეობა მისტერ კლოუდს დაეკისრა. |
| 1362 |
მოხუცმა ანდერძი ადრევე შეადგენინა ადვოკატს, რომლის მიხედვითაც, მთელ ქონებას თავის სამ ძმისშვილს უტოვებდა. გრეისი, მერი და ჯორჯი ჯეროვან პატივს სცემდნენ ბიძიას. განსაკუთრებულ სითბოს მოხუცის მიმართ მერი იჩენდა. გრეისი მალე დაინიშნა ვინმე ფილიპ ჰაროლდზე – ახალგაზრდა, თუმცა უკვე საკმაოდ იმედისმომცემ ქიმიკოსზე. |
| 1363 |
კონვერტი პალტოს ჯიბეში ჩაიდო. როცა ოთახიდან აპირებდა გასვლას, მოხუცს უცაბედად საშინელი ხველა აუტყდა. პეტერიკმა ინსტინქტურად გაიწოდა ხელი პატარა მაგიდისკენ, სადაც წყლით სავსე გრაფინი იდგა. როცა დაიხარა, კონვერტი პალტოს ჯიბიდან ამოუვარდა. მოსამსახურე მერი სწრაფად დაიხარა, კონვერტი აიღო და აკურატულად ჩაუდო პალტოს ჯიბეში. |
| 1364 |
სასტუმრო ოთახში ჩასულს ჯორჯმა და მერი კლოუდებმა ჩაი შესთავაზეს. მან პალტო გაიხადა და ჯორჯს გაუწოდა. კონვერტი ანდერძით ისევ ამოვარდა პალტოს ჯიბიდან. ამჯერად ჯორჯმა შეამჩნია, თუმცა რამდენიმე წუთის დაგვიანებით. აიღო და ადვოკატს გაუწოდა. პეტერიკს კონვერტი ჯერ ისევ ხელში ეჭირა, როცა სასტუმრო ოთახში მისის სპრაგი შემოვიდა. |
| 1365 |
ის ძალიან მოუხერხებლად მიეჯახა ადვოკატს და კონვერტი ხელიდან დააგდებინა. შეჰკივლა და გაწითლებულმა მოუბოდიშა. კონვერტი რამდენიმე წუთით ხალიჩაზე რჩებოდა. ქალი თითქოს ელოდა, დაიხრებოდა თუ არა ადვოკატი მის ასაღებად. მერე თავად აიღო, მისტერ პეტერიკს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა და კონვერტი გადასცა. ორი თვის შემდეგ მოხუცი გარდაიცვალა. |
| 1366 |
მისტერ პეტერიკი კინაღამ შოკში ჩავარდა... სეიფში კონვერტს ვერავინ გაეკარებოდა. მაშინ, ვინ შეცვალა ანდერძი?! კონვერტს ადვოკატის გარდა სამი ადამიანი შეეხო: მოსამსახურე გოგო, ჯორჯი და მისის სპრაგი. პირველ ორს მოტივი ჰქონდა. მესამეს მათზე მეტი შესაძლებლობა, მაგრამ მოტივი? ანდერძი ხომ მის სასარგებლოდ იყო შეცვლილი. |
| 1367 |
სასადილო ოთახში შესულებს თვალწინ საშინელი სურათი წარმოუდგათ. დიდი, წითელი ხის ძვირფასი მაგიდა ყავის მოოქრული ჭურჭლით იყო გაწყობილი. მაგიდის თავში პირქვე ჩამხობილი იჯდა გრაფი, რომელსაც ცალი ხელი ჯერაც ტელეფონის ყურმილზე ედო. თავი მძიმე, ბლაგვი საგნით ჰქონდა გახეთქილი. დანაშაულის იარაღის მოძებნაც არ გასჭირვებიათ. |
| 1368 |
ეს სასტუმრო ბარნჩესტერშია. საგულისხმოა მისის როშეს ნატურა – მგრძნობიარე, მდიდარი ფანტაზიის, ემოციური არსება, რომელიც ქმარს ხშირად უყვებოდა ამბებს, რომლებსაც მისტერ როშე ყურადღებას არ აქცევდა... ცოლ-ქმარს ოროთახიანი აპარტამენტები ეკავა. მისტერ როშემ გადაწყვიტა, ცოტა კიდევ წაემუშავა თავის წიგნზე, ცოლი კი დაწვა. |
| 1369 |
ცნობისმოყვარე არ იყო, მაგრამ, იმ ახალგაზრდა წყვილს ყურადღება მაინც მიაქცია. ჯერ ერთი, საკმაოდ ორიგინალური, სპორტული მანქანიდან გადმოვიდნენ; მეორეც – ქალს მუქი, უფრო კი, მყვირალა იისფერი კაბა ეცვა, ისეთივე, ოდნავ მუქი ფერის შლაპით. ისინი იმავე პატარა სასტუმროში დაბინავდნენ, რომელშიც ჯოისი ცხოვრობდა. იმ საღამოს წყვილი არ გამოჩენილა. |
| 1370 |
საკუთარი სინდისის წინაშე მართალი რომ ყოფილიყო, ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და თავისი უცნაური ეჭვების შესახებ მოუთხრო. პოლიციაში, რა თქმა უნდა, აუხსნეს, რომ მხოლოდ ეჭვების, ისიც, გაურკვეველი ეჭვების საფუძველზე, საქმეს ვერ აღძრავდნენ და თავაზიანად გამოისტუმრეს. მხატვარმა კიდევ ერთხელ გადაიკითხა გაზეთი. |
| 1371 |
სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, თავზე ღრმა ჭრილობა გახდა. ეტყობა, ქალმა ცურვისას ჩაყვინთა და, რადგან იქაურობა წყალქვეშა რიფებითა და კლდეებით იყო სავსე, თავი გაიტეხა. ჯოისმა გონებაში გამოთვალა თარიღი და გულში ისევ უსიამოვნოდ გაკენწლა ეჭვმა – უბედური შემთხვევა ცოლ-ქმრის სოფლიდან გამგზავრების ზუსტად ერთი დღის თავზე მოხდა. |
| 1372 |
მოყვა, რომ ის კაცი სადილის მერე მოვიდა და თქვა, რომ მისტერ პეისის ნახვა უნდოდა. თავისი ვინაობა არ დაუსახელებია. ბატონი მისის ზოიასთან ერთად ბიბლიოთეკაში ყავას სვამდა ეკონომი ქალი მისტერ პეისის დასაძახებლად გაემართა, მერე კი ქალბატონთან ერთად სამზარეულოში ჩავიდა. ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ, სრულ სიჩუმეში გასროლის ხმა გაიგონეს. |
| 1373 |
ჰასტინგსს გაუკვირდა, მაგრამ მაინც მისწერა: მისის ჰერინგტონს საცხენოსნო შარვალი და ტანზე მომდგარი ალისფერი ჯემპრი ეცვა, თავზე კი ტყავის პატარა, მხედრული ქუდი ეხურაო. თანაც დაუმატა, რომ მისტერ ჰერინგტონის ალიბი ეჭვს არ იწვევს – ის ნამდვილად გაემგზავრა ლონდონში. ჯერ ბანკში იყო, მერე მთელი საღამო დახურულ კლუბში გაატარაო. |
| 1374 |
ესპანური ოქროს სურვილით შეპყრობილმა იყიდა უფლება, ეწარმოებინა სამძებრო სამუშაოები და რადგან გაიგო, რომ ჯეიმსი რომანებს წერდა, შესთავაზა, მასთან ერთად უშუალო მონაწილეობა მიეღო განძეულის ძიებაში. ჯონს სჯეროდა, რომ ესპანურ ხომალდს მიაგნებდა და ოქროც მას დარჩებოდა. ამბობდა, საქმე მარტო საჭირო ტექნიკაშია და ოქრო ჩვენი გახდებაო. |
| 1375 |
შემთხვევით, მასთან ერთად, კუპეში, ძველი ნაცნობი ინსპექტორი ბაგვორტი აღმოჩნდა, რომელსაც ერთი თავისი დეტექტივის წერისას, კარგი კონსულტაცია გაუწია. როცა ინსპექტორმა ლამპიერის მგზავრობის მიზეზი გაიგო, გაეღიმა. გამოირკვა, რომ თავადაც იქ მიდიოდა, სადაც ჯეიმსი, ანუ, დაკარგული ოქროს საძებრად, თუმცა, სრულიად სხვა ოქროსი. |
| 1376 |
პუარო, ჰასტინგსის გულის გასახეთქად დუმდა და მეგობარს არაფერს უყვებოდა. გემზე ასულმა პუარომ სტიუარდები შეკრიბა და წინა რეისის მგზავრების შესახებ გამოჰკითხა. კონკრეტულად აინტერესებდა, იყო თუ არა გემზე ხანშიშესული, ულვაშებიანი ჯენტლმენი მუქმინიანი სათვალით. დადებითი პასუხი მიიღო და გახარებულმა ხელები მოიფშვნიტა. |
| 1377 |
თუმცა, პუაროს ინტერესის სფერო უფრო ოჯახური წყვილები იყო, მაგალითად, გენერალი კლეპერტონი და მისი მომხიბვლელი მეუღლე; ასევე, მისის ჰენდერსონი – ორმოცდაათ წელს მიტანებული ქალი, რომელსაც ძნელად თუ მისცემდით ორმოც წელს, ისეთი ეფექტური და ელეგანტური გარეგნობა ჰქონდა. პუარომ შორიდანვე შენიშნა გემბანზე მოსეირნე ქალი და მისკენ გაემართა. |
| 1378 |
ერთი სიტყვით, სადაზღვევო კომპანიას სურდა, ყველაფერში ბოლომდე ყოფილიყო დარწმუნებული. პუაროც, თავის განუყრელ მეგობართან ერთად, მასდონ მეინორში გაემგზავრა. სასტუმროში დაბინავებამდე ჯერ ექიმს ესტუმრა. ექიმი, რალფ ბერარდი, შუა ხანს გადაცილებული პედანტი, მკაცრი მამაკაცი აღმოჩნდა; ეტყობოდა, დიდად არ სიამოვნებდა პუაროს შეკითხვები. |
| 1379 |
ქმარს რამდენჯერმე დაუქნია ხელი და დაუძახა, მოდი, შესანიშნავი წყალიაო, მაგრამ კაცმა ყურადღება არ მიაქცია. სამაგიეროდ, ყურადღებიდან არ გამორჩენია ვალენტინას არც ერთი მოძრაობა. ქალი მიხვდა, რომ კაცს ჭკუიდან შლიდა და რამდენჯერმე ისეთი მზერით დაასაჩუქრა, მამრობითი სქესის ნებისმიერ არსებას მოჰგვრიდა ჟრუანტელს. |
| 1380 |
პუარომ პასუხად მხოლოდ გაიღიმა და საავდრო ღრუბელივით მოქუფრულ მისტერ ჩენტრის გახედა – კაცი გაუნძრევლად იჯდა და ერთი შეხედვით იფიქრებდი, რომ ტალღებში მონავარდე მისის კამერონს შეჰყურებდა. მომდევნო დღეებში სიტუაცია უფრო დამძიმდა. მისტერ კამერონი უკვე აშკარად ეკურკურებოდა ვალენტინას და ისიც ალერსიანად უღიმოდა. |
| 1381 |
ორიონ-ჰაუზში, სადაც საქველმოქმედო ბაზრობა-აუქციონი იმართებოდა, უამრავი ხალხი შეიკრიბა. გამოფენილი სამკაულები მზეზე თვალს ჭრიდა მნახველს. მარკიზა პოლინეზსკაიას ულამაზესი, ჰაეროვანი, თეთრი კაბა ეცვა, შავი ნაქარგებით. ის საგანგებოდ წარუდგინეს ამერიკელ ჟურნალისტს, რომელსაც დიდი სათვალე და ალისფერი კაბა ემოსა. |
| 1382 |
იატაკზე მოკუნტული ფიგურა მაშინვე არ შეუნიშნავს. კაცი თითქმის საკურთხევლის წინ იწვა მოკრუნჩხული და თითქმის არ სუნთქავდა. შეშფოთებულმა ქალმა მის წინ ჩაიმუხლა, მხარში მოჰკიდა ხელი და გადმოატრიალა. ორმოცდახუთი წლის იქნებოდა, გაქექილი ძველი კოსტიუმი და ასეთივე ძველი პალტო ეცვა. ცალი ხელი მკერდზე ჰქონდა მაგრად მიჭერილი. |
| 1383 |
ქალმა კივილი ატეხა. ერთი პოლიციელი და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი რამდენიმე მამაკაცი მძარცველს მივარდნენ და გაქცევის საშუალება არ მისცეს – ის მისტერ ეკლსი აღმოჩნდა. ჩემოდანი პოლიციის განყოფილებაში გახსნეს. მასში აღმოსავლური ცეკვისთვის შესაფერისი კოსტიუმი აღმოჩნდა, თვალისმომჭრელი ქვებით მორთული ლიფით. |
| 1384 |
დერმოტი უკვე ნანობდა, ბიძას ტრენტების ოჯახში სადილზე რომ გამოჰყვა. სადილის შემდეგ მედიუმის მოსვლას ელოდებოდნენ. ის ოჯახის უფროსმა ჯეკ ტრენტმა მიიპატიჟა და უნდოდა, დერმოტის ბიძაზე, სახელგანთქმულ ფსიქიატრზე მოეხდინა შთაბეჭდილება. მთავარი პრობლემა კი მაინც სხვა იყო. დერმოტს ჯეკის ცოლი, კლერი ტრენტი უყვარდა, სიფრიფანა, ჰაერივით არსება. |
| 1385 |
თავს ებრძოდა, რადგან ჯეკი დიდი ხნიდან ემეგობრებოდა, მაგრამ გრძნობას ვერაფერი მოუხერხა. კლერი სულ თვალწინ ჰყავდა და, ამიტომ, ცდილობდა, ქალი რაც შეიძლება იშვიათად ენახა, თანაც, იმ დღეს დილიდანვე უცნაური განწყობა დაეუფლა – შინაგანი ხმა საფრთხეზე მიანიშნებდა. ასეთი რაღაცეების არ სჯეროდა, მაგრამ განცდა საკმაოდ მკვეთრი იყო. |
| 1386 |
უხსნიდა მათ შორის არსებულ განსხვავებას. ის მხოლოდ იღიმებოდა ქალბატონების მოსაზრებებზე, რომ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია, წინასწარ იგრძნოს საფრთხე და თავიდან აიცილოს ის. მედიუმი ალისფერ, კაშკაშა კაბაში ჩაცმული, ჯანმრთელი გარეგნობის ქალბატონი აღმოჩნდა. მან იქ მყოფებს რაღაც მითითებები მისცა და სეანსისთვის მოემზადა. |
| 1387 |
სერ ელინგტონმა ჯიბეში სახლის გასაღები ვერ იპოვა და იძულებული გახდა, მსახური გაეღვიძებინა. უსიამოვნო საუბარი მასა და დერმოტს შორის მსახურის თანდასწრებითვე გაიმართა. სერ ელინგტონმა პირდაპირ უთხრა, რომ იცოდა, მისი გრძნობის შესახებ კლერის მიმართ და მემკვიდრეობას აღარ დაუტოვებდა, თუკი ამ სისულელეს თავიდან არ ამოიგდებდა. |
| 1388 |
სამეფო ადვოკატი, სერ ედვარდ პელისერი პენსიაზე იყო და სიმშვიდით ტკბებოდა, როდესაც სახლში ერთი ახალგაზრდა ლედი ეწვია და დახმარება სთხოვა. გოგონას მაგდალენ ვოენი ერქვა. იგი თავის ძმასთან, მეთიუსთან ერთად დეიდის სახლში ცხოვრობდა. ამავე სახლში ცხოვრობდნენ ასევე, მათი ნათესავები – ცოლ-ქმარი უილიამი და ემილი. |
| 1389 |
მაგდალენი იმედს არ კარგავდა, რომ მკვლელი მაინც ვინმე გარეშე პირი აღმოჩნდებოდა. როგორც მაგდალენი მოყვა, მკვლელობის დღეს, ჩაის დალევის შემდეგ, ყველა თავ-თავის ოთახში გაიკრიფა. მაგდალენი კერავდა, მეთიუ სტატიას ბეჭდავდა, უილიამი თავის მარკებს ახარისხებდა, ხოლო ემილი საერთოდ ჩაიზეც არ ჩამოსულა, რადგან თავი სტკიოდა. |
| 1390 |
როდესაც რვის ნახევარზე მოახლე ვახშმისთვის სუფრის გასაწყობად ჩამოვიდა, დეიდა ლილი უკვე მკვდარი იყო. მკვლელმა მას თავში პრეს-პაპიე ჩასცხო, შემდეგ კი ანაბეჭდები წაშალა. მოახლემ თქვა, რომ სახლში უცხო არავინ შემოსულა. ყველა ფანჯარა შიგნიდან იყო ჩაკეტილი და არანაირი კვალი არ ჩანდა, რომ მათი კარის გაღებას ვინმე ცდილობდა. |
| 1391 |
ერთმანეთს შეყვნენ და საქმე იქამდე მივიდა, რომ ემილიმ განაცხადა, ამ სახლში აღარ ვიცხოვრებო. დეიდამაც არ დაუთმო; რაც მალე წახვალ, მით უკეთესიო. თუმცა, ეს ყველაფერი ცარიელი სიტყვები იყო, მხოლოდ ცხელ გულზე ნათქვამი. შემდეგ ემილიმ წამლები დალია და დაწვა. კიდევ ერთი დეტალი: მაგდალენის ძმა, მეთიუ ყელამდე ვალებში იყო. |
| 1392 |
სერ ედვარდი მაგდალენთან ერთად გარდაცვლილის ოთახში შევიდა. იქაურობა დეტალურად დაათვალიერა. გარდაცვალების დღეს მიღებული წერილებიც ნახა, საფულეც ამოატრიალა და იქ მართლაც ხურდის მეტი არაფერი იყო. ხელჩასაჭდი ვერაფერი იპოვა. სახლიდან გამოვიდა და ქუჩას ჩაფიქრებული გაუყვა. ამოცანის პასუხი სადღაც ახლოს იყო, მაგრამ ხელიდან უსხლტებოდა. |
| 1393 |
სპეცმანქანა გამოიძახეს და ისიც უზრუნველყვეს, მისი გადაადგილება არავის და არაფერს შეეზღუდა. პუარო ერთი საავადმყოფოდან მეორეში გადადიოდა და სულ უფრო უუმჯობესდებოდა გუნება: ბოლოს ღიღინიც კი დაიწყო. მერე ასკოტში გამგზავრება მოითხოვა. დენიელსის დეიდის სახლის პარმაღზე ერთ დეტექტივთან ერთად აღმოჩნდა და ზარი დარეკა. |
| 1394 |
მონ-დეზირი წარმოუდგენლად თანამედროვე და კოხტა სახლი აღმოჩნდა. ირგვლივ ბაღი ერტყა, პარმაღისკენ კი ხეივანი იყო გაჭიმული. ბიბლიოთეკა, სადაც მკვლელობა მოხდა, ძალიან დიდი ოთახი იყო. მას სხვადასხვა მხარეს ორი მოზრდილი ფანჯარა ჰქონდა. ერთი ფანჯრიდან ხეივანი და გზა მოჩანდა, მეორიდან კი – ბაღი. სწორედ ამ ფანჯარასთან იპოვეს გვამი. |
| 1395 |
რომ მოვედით, გვამი უკვე წაეღოთ, მოსამსახურემ გვითხრა, რომ ოთახში დანარჩენი ყველაფერი ისე იყო, როგორც მკვლელობის მომენტში. სახლის პატრონი ამ ოთახში ხშირად იღებდა ქალებს. ისინი იმ კარიდან შემოდიოდნენ, რომელიც ტერასაზე გადიოდა და ამიტომ მსახურები მათ ვერ ხვდებოდნენ. სავარაუდოდ, მასთან სტუმრად ქალი წუხელაც იყოო, – თქვა მსახურმა. |
| 1396 |
ეტყობოდა, რომ გუშინდელს მერე ეს ოთახი არავის დაელაგებინა – ბანქოც ისევ ისე ეყარა მაგიდაზე. ვიდრე მასპინძელი გამოჩნდებოდა, კედელზე ოჯახურ პორტრეტებს ვათვალიერებდით. ერთზე ბაკენბარდებიანი მამაკაცი, ქალი, კარგად ნაკვები ბიჭუნა და ორი პატარა გოგო იყო გამოსახული. ამ დროს კარი გაიღო და ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. |
| 1397 |
შემოტრიალდა და მის ჰენდერსონი დაინახა. იგი დაჟინებით აკვირდებოდა მიმავალ სამ ფიგურას. შემდეგ შეტრიალდა და საკუთარი კაიუტისკენ წავიდა. პოლკოვნიკი და მისი თანმხლები გოგონები გემზე მხოლოდ ოთხი საათისთვის დაბრუნდნენ. პუარო ამ დროს ისვენებდა. გაიგონა, როგორ მორიდებულად დააკაკუნა პოლკოვნიკმა კაიუტის კარზე. კაკუნი განმეორდა. |
| 1398 |
ჯეკ ჰარინგტონს გოლფის თამაში ისე უყვარდა, რომ სტორტონ ჰიტში, გოლფის სათამაშო მოედნის სიახლოვეს, პატარა ოტელში ნომერიც კი იქირავა. დილის ექვს საათზე დგებოდა, რომ ერთი საათით წავარჯიშება მოესწრო, შემდეგ კი ქალაქში მატარებლით მიემგზავრებოდა. ჯეკი ბურთს მიუახლოვდა და დარტყმისთვის მოემზადა. უცებ ხელი ჰაერში გაუშეშდა. |
| 1399 |
ჯეკმა ჩოგანი გადააგდო და იმ მხარეს გაიქცა, საიდანაც კივილი ისმოდა. ახლო-მახლო მხოლოდ ერთადერთი კოტეჯი იდგა. რამდენიმე წამში, ჯეკი მის ჭიშკართან გაჩნდა. ღობის იქით, ბაღში გოგონა საქმიანობდა. თავიდან ჯეკმა იფიქრა, სწორედ ეს გოგონა უხმობდა მშველელს, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ცდებოდა. გოგონა ჯეკს გაკვირვებული მიაჩერდა. |
| 1400 |
დილით კინაღამ ჩაეძინა. უკვე რვის ოცი წუთი იყო, როდესაც სასტუმროდან გამოვარდა. გოლფის მინდვრისკენ გაიქცა. გარბოდა და თან, საათს უყურებდა. ოცდახუთი წუთი... შორიდან ექოსავით მოისმა ქალის განწირული ხმა. სიტყვები ვერ გაარჩია, მაგრამ მიხვდა, რომ იგივე ხმა იყო და იმავე მხრიდან მოდიოდა, კოტეჯის მხრიდან. უცნაურია, მაგრამ ამან დაამშვიდა. |
| 1401 |
ბოლოს და ბოლოს, შეიძლება ეს ხუმრობა ყოფილიყო და სწორედ ის გოგონა ეხუმრებოდა. გოლფის პარტია დაასრულა და სასტუმროში საუზმეზე დაბრუნდა. ჭამის დროს, შენიშნა რომ მეზობელ მაგიდასთან მჯდომი მამაკაცი ყურადღებით ათვალიერებდა. მამაკაცი შუახნის იქნებოდა. ჯეკმა იცოდა, რომ ის ლევინგტონი იყო. და ცნობილი ექიმი გახლდათ. |
| 1402 |
მართალია, ახლა შვებულებაში იყო, მაგრამ ამას დასვენებას ნამდვილად ვერ დაარქმევდა. მისთვის რომ გეკითხათ, მოდური და ძვირად ღირებული კურორტი კიმპტონ-ონ-სი სულაც არ იყო მისთვის სასურველი ადგილი, სადაც დასვენებას შეძლებდა. მაგრამ, გრეისმა, ქალიშვილმა, რომელზეც ჯეიმსი ჭკუას კარგავდა, აიხირა და კაციც დაჰყვა მის ნებას. |
| 1403 |
ამ სეზონზე მასთან თავად რაჯა მარაპუტნი იყო სტუმრად. რაჯას სიმდიდრეზე ლეგენდები დადიოდა. ჯეიმსმა დილის გაზეთში წაიკითხა, რომ მარაპუტნის ეკუთვნოდა მსოფლიოში ყველაზე დიდი, მტრედის კვერცხის ზომის ზურმუხტი, რომელსაც არასდროს იშორებდა და სულ თან დაჰქონდა. ჯეიმსი ოცნებებში წავიდა. ეჰ, მას რომ ჰქონოდა ასეთი ზურმუხტი... |
| 1404 |
გრეისსა და მის მეგობრებს სანაპიროზე შეხვდა. გოგონები ყველაფერზე იცინოდნენ. ნერვებს უშლიდა ჯეიმსს მათი სულელური ქირქილი. აი, კიდევ ის კუდაბზიკა კლოდ სოპვორსი, თეთრი, გაქათქათებული ფლანელის შარვლით, გვერდიდან აღარ შორდებოდა გრეისს. ისინი ერთად მუშაობდნენ ეროვნულ ფინანსდეპარტამენტში – დიახ, გრეისი ნელ-ნელა აღწევდა წარმატებას. |
| 1405 |
რა თქმა უნდა, მას უცებ გაახსენდა ეს მაღალი, ცეცხლოვანი შავგვრემანი ქალი ბრწყინვალე ფიგურით. თითებს ჩაიკვნეტ! მასში ყველაზე მეტად მაღალი მკერდი და გრძელზე გრძელი ფეხები მოეწონა. ეს ქალი მას დღემდე ეროტიკულ სიზმრებში ეცხადებოდა. რა თქმა უნდა, მაშინ ცოტათი გადაამლაშა, – აღიარა არტურ პაიკმა. დებიუტანტისთვის ბარბარამ ცუდად არ დაიწყო. |
| 1406 |
რა თქმა უნდა, ვახშამი აირჩია. როგორ შეეძლო, ასეთ ქალთან ვახშამი უნიჭო ამსტერსის რეცენზიაზე გაეცვალა, რომელსაც წესიერად თამაშიც კი არ შეეძლო. მისი წარმოსახვა ერთმანეთზე უკეთეს სურათებს ხატავდა. თუ გაუმართლებს, საქმე ვახშმით არ დამთავრდება და ნიუ-არკში ღამის გათევაც მოუწევს. უკვე დაავიწყდა, ბოლოს როდის დარჩა მთელი ღამით ქალთან. |
| 1407 |
რა თქმა უნდა, დროდადრო ისიც წერდა რეცენზიებს, ისე რომ სპექტაკლი ნანახი არ ჰქონდა, მაგრამ ცდილობდა, ეს, რაც შეიძლება, იშვიათად გაეკეთებინა. ეს ძალიან სარისკო საქმე იყო. თუ გაგიგებდნენ, შეიძლება დრამატურგმა, მსახიობებმა, გაზეთმაც, სადაც მუშაობ, უბრალოდ, სასამართლოში გიჩივლონ. ასეთი რამ მის რამდენიმე ნაცნობს უკვე დაემართა. |
| 1408 |
კარიერას და რეპუტაციას კი არტურ პაიკი ძალიან უფრთხილდებოდა. თუმცა, იგი ჩავარდნას არ აპირებდა. ნორა ამსტერსს, რომელსაც დიდი ხანია, ვერ იტანდა, უნიჭო და ადვილად გამოსაცნობ მსახიობად მიიჩნევდა. ასეთებს შთაგონების შემოტევა არასოდეს ემართებათ და საკუთარ თავს არ ახტებიან. ამსტერსის მსგავსი მსახიობები ყოველთვის ერთნაირად ცუდად თამაშობენ. |
| 1409 |
ჯეკი ზედმეტი კითხვების გარეშე დათანხმდა, რეცენზია რედაქციაში ზუსტად თერთმეტ საათზე მიეტანა. როდესაც სტატიას სპექტაკლის დამთავრებიდან ნახევარ საათში მიიღებენ, ყველა იფიქრებს, რომ ახალი დაწერილია. შეხვედრის ადგილზე ცოტა ადრეც კი მივიდა. რესტორანში შევიდა. ლოდინი დიდხანს გაგრძელდა. ბარბარა ძალიან აგვიანებდა. |
| 1410 |
პორტიემ ზედა სართულზე, პენტჰაუზში მოათავსა, საიდანაც ქალაქის მშვენიერი ხედი იშლებოდა. რა თქმა უნდა, პაიკი მიხვდა, რომ ბარბარა გარდნერი მასთან ვახშმობას საერთოდ არ აპირებდა. ეს სულელური ხუმრობა, მისი შურისძიება იყო. სულელმა ქალმა სამაგიეროს გადახდის სხვა საშუალება ვერ მონახა, გარდა იმისა, რომ მოხუცი მეორე ქალაქში ჩამოეყვანა. |
| 1411 |
მისის პრიტჩარდი მათ ხელთათმანებივით იცვლიდა. თუმცა, იყო ერთი ახალგაზრდა ექთანი, რომელსაც მკითხავებისა და წინასწარმეტყველების სჯეროდა და, ალბათ, ამიტომ, ის მისის პრიტჩარდს მგონი, უყვარდა კიდეც. შემდეგ, მოულოდნელად, გული მასზეც აიცრუა და ერთ-ერთი ძველი მომვლელით შეცვალა, რომელიც ერთხელ უკვე გაგდებული ჰყავდა. |
| 1412 |
გავიდა კიდევ ოთხი დღე და პირველი ინციდენტი მოხდა: მისის პრიტჩარდის ოთახი მთლიანად მოდური შპალერით იყო გაწყობილი – ყვავილები, ყვავილები და კიდევ ყვავილები. ამ ყვავილების ზღვაში ერია ვარდისფერი და ყვითელი ფურისულებიც... იმ დილით მისის პრიტჩარდმა ზარის რეკვა მანამდე არ შეწყვიტა, ვიდრე მასთან ოთახში მოახლე არ ავიდა. |
| 1413 |
ქალი საწოლში წამომჯდარიყო და თითს ისტერიკულად ურტყამდა შპალერს. იქ კი, ფურისულებს შორის ერთ-ერთი, ახლა უკვე ლურჯი გამხდარიყო. ჯორჯი შეეცადა, ცოლი დაერწმუნებინა, რომ ეს ყვავილი აქ ადრეც იყო, მაგრამ ვერ მოახერხა. ამას ისიც დაერთო, რომ იმ ღამეს სავსემთვარეობა იყო და მისის პრიტჩარდს შიშისგან გონი ჰქონდა დაკარგული. |
| 1414 |
მომვლელი ავიდა და კარზე დაუკაკუნა. პასუხი რომ ვერ მიიღო, ჯორჯს დაუძახა. მან კარი შეამტვრია. ლოგინზე გართხმული სხეული ეჭვს აღარ ტოვებდა. როგორც მერე ექიმმა განაცხადა, მისი გული რვა საათის წინ გაჩერდა. მისის პრიტჩარდის ხელთან საყნოსი მარილის ფლაკონი ეგდო, ხოლო კედელზე ერთი წითელი ნემსიწვერა უკვე ლურჯი გამხდარიყო. |
| 1415 |
ყველა ჩურჩულებდა, რომ ცოლი მისტერ პრიტჩარდის მოკლული იყო. რაც შეეხება წინასწარმეტყველ ზარიდას, იგი ამ ამბის შემდეგ არავის უნახავს. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა და რაც ყველაზე საინტერესოა, იმ ახალგაზრდა მომვლელს, კარსტერსს, ვინც თითქოს ზარიდას რეკომენდაცია გაუწია, ამ ქალის შესახებ საერთოდ არაფერი გაეგონა. |
| 1416 |
მისის ჰარტერი ამ წამოწყებას ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა. ფიქრობდა, რომ რადიოტალღები ჯანმრთელობისთვის საშიში იყო. ჩარლზი შეეცადა აეხსნა, რომ ამ ტალღებში საშიში არაფერია. მთელი ლექცია წაუკითხა ელექტრონულ მილებზე, გამაძლიერებლებზე, მაღალ და დაბალ სიხშირეებზე, ტრანზისტორებსა და კონდენსატორებზე. ბოლოს მისის ჰარტერი დანებდა. |
| 1417 |
სხვანაირად არც შეეძლო. თავისი ახალგაზრდა ნათესავი ძალიან უყვარდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მასთან სხვა ნათესავი – მირიამ ჰარტერი ცხოვრობდა. აპირებდა კიდეც, ეს გოგო თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა, მაგრამ მირიამმა იმედები გაუცრუა. ძალიან მოუთმენელი აღმოჩნდა. თან, აშკარად ეტყობოდა, რომ მისის ჰარტერის საზოგადოება არ სიამოვნებდა. |
| 1418 |
მას შემდეგ, რაც მდედრობითი სქესის ნათესავებმა იმედები გაუცრუეს, მისის ჰარტერი ვაჟებზე გადაერთო. ჩარლზი მას თავიდანვე მოეწონა. იგი ყოველთვის ყურადღებიანი იყო და მისი ახალგაზრდობის მოგონებებსაც ისეთი ინტერესით ისმენდა, ხოლმე... ჩარლზი ყოველთვის კარგ გუნებაზე იყო და დღეში ხუთჯერ იმეორებდა, როგორი საოცარი მოხუცი ჰყავდა გვერდით. |
| 1419 |
ადვოკატმაც არ დააყოვნა და მისის ჰარტერმა სულ მალე ახალ ანდერძს მოაწერა ხელი, ჩარლზის სასარგებლოდ. მისის ჰარტერი თავიდან იყო რადიოს წინააღმდეგი, თორემ ცოტა ხანში მისით ისე დაინტერესდა, აღარც სცილდებოდა – ხან ერთ ტალღას იჭერდა, ხან მეორეს. როდესაც ჩარლზი სახლში არ იყო, რადიო მოხუცს უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებდა. |
| 1420 |
რადიოს დაყენებიდან, დაახლოებით სამი თვე იქნებოდა გასული, როდესაც პირველი უცნაური მოვლენა მოხდა. მისის ჰარტერი სახლში მარტო იყო. ჩარლზი მეგობრებთან ბრიჯს თამაშობდა. საღამოს პროგრამაში ძველი შოტლანდიური ბალადების კონცერტს გადმოსცემდნენ, როდესაც მოულოდნელად, რაღაც ხმაური გაისმა, სიმღერა შეწყდა და რადიომიმღები აშიშინდა. |
| 1421 |
ამაზე ფიქრმა მოხუცი გააწვალა და მეორე დღეს თავის ადვოკატს წერილი მისწერა. სთხოვა, ანდერძი გამომიგზავნე, უნდა გადავხედოო. ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც სადილზე ჩარლზმა ისეთი ამბავი მოყვა, რომელმაც მოხუცი შოკში ჩააგდო. ჩარლზს თავადაც არ სჯეროდა, რომ რაც ნახა, სინამდვილეში მოხდა, მაგრამ მოხუცის დაჟინებული თხოვნით, მაინც მოყვა. |
| 1422 |
თავიდან ვერ მიხვდა, ვინ იყო, მაგრამ შემდეგ, სასტუმრო ოთახში, ბუხრის თავზე ახალგაზრდა კაცის პორტრეტი დაინახა და მიხვდა, რომ ფანჯრიდან სწორედ ის ჩანდა. მისის ჰარტერმა ფერი დაკარგა, პორტრეტზე სწორედ მისი ქმარი, პატრიკი იყო გამოსახული, რომელიც ოცდახუთი წლის წინ გარდაიცვალა. თუმცა, მისის ჰარტერი გაჩუმდა და არაფერი უთქვამს. |
| 1423 |
მისის ჰარტერმა მწვავედ შეიგრძნო შიში. პანიკამ მოიცვა. კარს უკან ნაბიჯების ხმა გაისმა. მისის ჰარტერი ნელა წამოდგა, ღია კარს თვალს არ აშორებდა. უნდოდა, ეყვირა, მაგრამ ვერ შეძლო. ბუხრის მიმქრალ შუქზე კარში ნაცნობი ფიგურა გამოჩნდა. წაბლისფერი ბლანჟეთი და ბაკენბარდებით. პატრიკმა მოაკითხა!.. მისი გული უკანასკნელად შეიკუმშა და გაჩერდა. |
| 1424 |
მხოლოდ საღამოს დავბრუნდით, სანაპიროზე ხალხი დაგვხვდა შეგროვილი. მე რომ დამინახეს, სასწრაფოდ მიხმეს. თურმე, ორი ქალი ბანაობდა, ერთ-ერთმა ძალიან შორს გაცურა და იძირებოდა. მეორე მისაშველებლად წავიდა და ისიც კინაღამ დაიხრჩო. კიდევ კარგი, ნავი იყო და ორივე ნაპირზე გამოათრიეს. მაშინვე იქ გავჩნდი. თავიდან ისინი ვერც ვიცანი. |
| 1425 |
მის ბარტონს ვთხოვე, დაწვრილებით მოეყოლა დაღუპულის შესახებ, რომ ესპანეთის პოლიციას აღარ დაებარებინა და მსგავსი ფორმალობები ამერიდებინა მისთვის. დაღუპულს ეიმი დარანტი ერქვა. ხუთი თვე ხდებოდა, რაც მის ბარტონის კომპანიონი იყო. ერთმანეთს მშვენივრად უგებდნენ. ეიმს საკუთარი ბავშვობისა და ნათესავების გახსენება არ უყვარდა. |
| 1426 |
იცოდა მხოლოდ, რომ ეიმი ადრე დაობლდა და მისი აღზრდა ბიძამ იკისრა. ოცდაერთი წლის შემდეგ, თავი თავად გაჰქონდა. მომხდარის შესახებ მეთევზეები და სხვა მცხოვრებნიც გამოვკითხე. ერთმა ქალმა საინტერესო რამ მითხრა, თუმცა მაშინ მას ყურადღება არ მივაქციე. ირწმუნებოდა, რომ მის დარანტი საერთოდ არ იძირებოდა, როდესაც შველას ითხოვდა. |
| 1427 |
ეს იმით ავხსენი, რომ ნაპირიდან ისე კარგად არ ჩანს, ზღვაში რა ხდება. მის ბარტონი, ალბათ, ცდილობდა, გათავისუფლებულიყო, რომ ერთად არ დაღუპულიყვნენ. ეს კი შეიძლებოდა ვიღაცას ისე მოჩვენებოდა, თითქოს ერთი მეორის დახრჩობას ცდილობდა. იმის გამო, რომ ეიმი დარანტს ნათესავები არ დარჩა, მის შესახებ რამის გაგება გაჭირდა. |
| 1428 |
მაშინ ეს ბუნებრივად მივიჩნიე. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან პირადული არაფერი არ აკავშირებდათ. მათ შორის არც მეგობრობა იყო. მის ბარტონს არავითარი მიზეზი არ ჰქონდა ასე გადარეულიყო. კომპანიონის სიკვდილს შეეძლო, იგი დაემწუხრებინა და მეტი არაფერი. მაშინ საიდან გაჩნდა ეს მტანჯველი შეშფოთება? |
| 1429 |
დაუკვირდით: ისინი წყლიდან ამოჰყავთ, არც მაშველები და მით უმეტეს, არც ექიმები არ არიან... და ამ დროს მოვდივარ მე, ადამიანი, რომელსაც იგი ყველაზე ნაკლებად ელოდება – ექიმი! ვიდრე იგი კუნძულზე იყო, ყველანაირად ვეხმარებოდი. მიუხედავად ამისა, იგი აშკარად გრძნობდა, რომ მას ეჭვის თვალით ვუყურებდი. კუნძულზე სულ ორი კვირა დარჩა. |
| 1430 |
ქალი გაბრაზდა, თუ ამისთვის იყავი მოსული, ამდენი რას მალაპარაკეო და დაუყოვნებლივ მეორე სართულზე აუშვა. იქ ერთი მოცუცქნული ოთახი იყო. ოთახში სკამზე გოგონა იჯდა. თან რა გოგო! მას ისეთივე ხავერდოვანი კანი ჰქონდა, როგორსაც ენტონი თავის ნაწერებში აღწერდა ხოლმე და თვალები?! მათში ჩაძირვა შეიძლებოდა! ეტყობოდა, ინგლისელი არ იყო. |
| 1431 |
მართლაც, კარზე ზარი გაისმა. ენტონის ცნობისმოყვარეობისგან სული ელეოდა, მაგრამ ინსპექტორს მაინც მორჩილად ელოდა. საკუთარი თავი უკვე აღარ ადარდებდა. ახლა ანაბეჭდებს აუღებენ და ყველაფერი გაირკვევა. მერე, ალბათ, კარმენიც დაურეკავს... ენტონი ოცნებამ გაიტაცა ინსპექტორი დიდხანს, რომ არ გამოჩნდა, ადგა და მისაღებში გავიდა. |
| 1432 |
განმარტოებით მდგარ სახლამდე ძლივს მიაღწია. კარი თხუთმეტიოდე წლის ბიჭმა გაუღო. მრგვალი მაგიდის ირგვლივ, სანთლების შუქზე, ოჯახი ვახშმობდა. მაგიდის ერთ მხარეს ჩაფსკვნილი მამაკაცი და პატარა ჭაღარა ქალი ისხდნენ, მოპირდაპირე მხარეს ორი გოგონა იჯდა, ერთი ფართოდ გახელილი თვალებით უყურებდა და ფინჯნიანი ხელი პირთან გაშეშებოდა. ულამაზესი იყო. |
| 1433 |
ეს ქალბატონი პაულა ნეზერკოფის – ცნობილი საოპერო მომღერლის აპარტამენტები იყო. იგი ახლახან დაბრუნდა ნიუ-იორკიდან. სწორედ მას ელოდებოდა მისტერ კოუენი, მისი იმპრესარიო. ქალი აგვიანებდა, მაგრამ მისტერ კოუენი უკვე დიდი ხანია, შეეჩვია მომღერლის კაპრიზებს. ათი წუთის შემდეგ საძინებლის კარი გაიღო და სასტუმრო ოთახში პრიმადონა შემოიჭრა. |
| 1434 |
ოთახი მაშინვე დაპატარავდა, მისტერ კოუენი კი აიწურა. ქალი მაღალი და არც ისე სრული იყო. უკვე ახალგაზრდაც აღარ ეთქმოდა – ორმოცი წელი შეუსრულდა, მაგრამ სახის ნაკვთებს მიმზიდველობა არ დაეკარგა. იცინოდა, როგორც ბავშვი და ეშმაკის ტემპერამენტით გამოირჩეოდა. თავისი დროის საუკეთესო დრამატულ სოპრანოდ იყო აღიარებული. |
| 1435 |
ლედი რასტონბერი არა მარტო პატივმოყვარე, არამედ კარგი გემოვნების ადამიანიც იყო. მის ქმარს კი, ცხენების მეტი არაფერი აინტერესებდა. სამაგიეროდ, თავისი ცოლით ამაყობდა და მზად იყო, მისი ყველა კაპრიზი შეესრულებინა. საკუთარი თეატრი, რომელიც ასი წლის წინათ მისმა ბაბუამ ააშენა, ლედი რასტონბერის საყვარელი სათამაშო გახდა. |
| 1436 |
ერთ-ერთი მომღერალი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ მისიე ბრეონს უბედურება შეემთხვა და სპექტაკლი ვეღარ გაგრძელდებაო. მაშინვე გავრცელდა ხმა – ნეზერკოფმა თავი დაკარგა, როლში იმდენად შეიჭრა, რომ პარტნიორი დაჭრაო. ლორდმა ლეკონმიმ, რომელიც უცხოელ ელჩთან ერთად განიხილავდა მომხდარს, ხელზე შეხება იგრძნო. ეს ბლანშ ემერი იყო. |
| 1437 |
თუმცა, ჩვენ მის დაბრუნებას ამაოდ ველოდით. ცოტა ხანში, პუაროს მისის ოპალზენთან უხმეს. ოპალზენების აპარტამენტი მეორე სართულზე იყო. იქ რომ ავედით, თვალწინ უცნაური სურათი გადაიშალა. დიდ სავარძელში გაშოტილი მისის ოპალზენი მწარედ ტიროდა. გაბრაზებული მისტერ ოპალზენი ოთახში წინ და უკან დადიოდა. იქვე იყო ორი პოლიციელი. |
| 1438 |
ვერაფრით მოვახერხე მომეფიქრებინა, როგორ შემეშალა ხელი მისი ჩანაფიქრისთვის. მისთვის ხელის შეშლის ერთადერთი საშუალება, ხაფანგის დაგება იყო. ანუ, როგორმე იძულებული უნდა გამეხადა თავდასხმა განეხორციელებინა, მაგრამ ისე, რომ თავი გაეცა. ეს მისი ცოლისთვის საშინელი დარტყმა იქნებოდა, სამაგიეროდ, უბედურებას აგვაცილებდა. |
| 1439 |
საცოდავს ბრონქიტი დაემართა, რაც პნევმონიაში გადაიზარდა და ოთხ დღეში დაიღუპა. შობამდე ოთხი დღე რჩებოდა. შემდეგ ერთ-ერთმა მოახლემ ხელი გაიჭრა და ერთ დღეში სისხლის მოწამვლისგან გარდაიცვალა. იმ დღეს, მისაღებში, მის ტროპალთან და მისის კარპენტერთან ერთად ვიჯექი. მისის კარპენტერი სულ ამ საშინელ შემთხვევებზე ყვებოდა. |
| 1440 |
როდესაც იგი ამას ამბობდა, თავი ავწიე და კარში მისტერ სანდერსი დავინახე. არასდროს დამავიწყდება მისი სახის გამომეტყველება. იგი მაშინვე გამოერკვა და გაიღიმა. ვერავინ გადამარწმუნებს, რომ სწორედ მისის კარპენტერის სიტყვებმა არ უბიძგა მას. როდესაც ის წავიდა, რატომღაც ცუდი შეგრძნება დამეუფლა და დავინტერესდი, სად იყო მისის სანდერსი. |
| 1441 |
მისის ტროპალმა მიპასუხა, რომ თავის მეგობრებთან – მორტიმერებთან ბრიჯს თამაშობდა. დავწყნარდი და ოთახში დავბრუნდი. საღამოს, როდესაც კიბეზე ჩამოვდიოდი, მისტერ სანდერსს შევეჩეხე. ზუსტად ექვსის ნახევარი იყო. შვიდს თხუთმეტი აკლდა, მე ჯერ ისევ ჩაის ვსვამდი, ოთახში მისტერ სანდერსი რომ შემოვიდა. მას ორი ჯენტლმენი ახლდა. |
| 1442 |
მისტერ სანდერსმა მეგობრები მიატოვა და პირდაპირ ჩვენსკენ გამოემართა. ჩემთან ერთად მის ტროპალიც იყო. გვითხრა, რომ რჩევა სჭირდება, ცოლს საშობაოდ როგორი ჩანთა უყიდოს. რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზეს, თუ წინააღმდეგები არ იქნებით, ჩემთან ნომერში ავიდეთ და ამარჩევინეთო. გავყევით. მისტერ სანდერსმა კარი გააღო და შუქი აანთო. |
| 1443 |
მივირბინე, მაჯის გასინჯვა მინდოდა. უკვე გაციებული იყო. თავთან ახლოს სილით სავსე წინდა ეგდო, რაც, როგორც ჩანს, მას თავში ჩაარტყეს. სანდერსმა იყვირა და ცოლისკენ გაქანდა, ოღონდ მე შეხების ნება არ მივეცი. მალე სასტუმროს მეპატრონეც გამოჩნდა. მან ოთახიდან ყველა გამოგვყარა, კარი ჩაკეტა და პოლიციაში დასარეკად გაიქცა. |
| 1444 |
ხაზი დაკავებული აღმოჩნდა და მეპატრონეს სამმართველოში ბიჭის გაგზავნა დასჭირდა. სასტუმრო ქალაქიდან მოშორებით იდგა. მომეჩვენა, რომ ვიდრე ისინი მოვიდნენ, მთელი საუკუნე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მისტერ სანდერსი ბაღში წინ და უკან დადიოდა და უნუგეშო ადამიანის როლს თამაშობდა. ინსპექტორმა ყველა სათითაოდ დაგვკითხა. |
| 1445 |
მე ავუხსენი, რომ ყველაფერი ხელუხლებელი იყო, ქუდის გარდა. როდესაც პირველად შემოვედით ქუდი გლედისს თავზე ეხურა, ახლა კი გვამის გვერდით იდო. ინსპექტორი გვამს დააკვირდა. როგორც ჩანს, მისის სანდერსი სადღაც აპირებდა წასვლას. მას მუქი წითელი ტვიდის პალტო ეცვა. კარგად რომ დავაკვირდი შევნიშნე, გლედისის საყურეებიც გამქრალიყო. |
| 1446 |
ერთადერთი, რაც ჩაკეტილი დაგვხვდა, ქუდების კარადა აღმოჩნდა. მართალია, დარწუნებული ვიყავი, რომ მკვლელი სანდერსი იყო, მაგრამ საკუთარ ვერსიაში ეჭვი მეც შემეპარა. თუ მკვლელი სანდერსი იყო, რაში დასჭირდა მას სახანძრო კიბეზე აძრომა და ცოლის საყურეების წაღება? ძიებამაც დაადასტურა, რომ მისტერ სანდერსი მკვლელი ვერაფრით იქნებოდა. |
| 1447 |
როგორც თქვენთვის ცნობილია, მისის სანდერსმა დღე მეგობრებთან – მორტიმერებთან გაატარა. ის მათგან დაახლოებით შვიდის თხუთმეტ წუთზე წამოვიდა. მორტიმერების სახლიდან ჰიდროსამდე თხუთმეტი წუთის სავალია. ესე იგი, სასტუმროში ის შვიდის ნახევრისთვის დაბრუნდა. შემდეგ გამოიცვალა და როგორც ჩანს, ისევ სადღაც აპირებდა წასვლას. |
| 1448 |
კიდევ ერთი დეტალი გაირკვა. ბრიჯის დროს მისის სანდერსს ტელეფონთან უხმეს. მასთან საუბარი ვინმე მისტერ ლიტვორტს სურდა. საუბარმა ქალი კიდეც გაახარა და კიდეც ააფორიაქა. დროზე ადრე მიატოვა თამაში და წამოვიდა. მისტერ სანდერსმა მათ ნაცნობებში ლიტვორტი ვერავინ გაიხსენა. არადა, მის ცოლს საერთოდ არ ეტყობოდა, რომ უცნობს ელაპარაკა. |
| 1449 |
მე ასე დანებებას არ ვაპირებდი. ორი დღე ვიმტვრევდი თავს და ბოლოს გონება გამინათდა. გახსოვთ ქუდების დაკეტილი კარადა? იცით, ის დაკეტილი რატომ აღმოჩნდა? საცოდავი გლედისი ქმრისთვის საჩუქრად სვიტერს ქსოვდა და არ უნდოდა მისტერ სანდერსს წინასწარ ენახა. ამიტომ, საქსოვს ქუდების კარადაში ინახავდა, გასაღები კი ჯიბეში ედო. |
| 1450 |
გვამის გვერდზე სილით გატენილი წინდა დააგდო და წავიდა. შემდეგ მოვლენები ასე ვითარდება: ის ცოლს ურეკავს, ოღონდ გამოგონილ სახელს ამბობს. არავინ იცის, რა უთხრა, მაგრამ დაარწმუნა, რომ თამაში სასწრაფოდ დაესრულებინა და ჰიდროსში, შვიდ საათზე, სახანძრო კიბესთან მას შეხვედროდა. ალბათ, უთხრა, რომ მას სიურპრიზი ელოდა. |
| 1451 |
სმერტჰესი იტონის კურსდამთავრებულთა ჰალსტუხს ატარებდა. მისტერ პარკერ პაინი ფრანგულენოვან გაზეთებს მიუბრუნდა, თუმცა იქ საინტერესო ვერაფერი იპოვა, გარდა ერთი ცნობისა, სადაც ვინმე სამუელ ლონგის შესახებ იყო მოთხრობილი. მას სხვადასხვა მაქინაციებით სამი მილიონი დაეგროვებინა და ჭორების თანახმად, ახლა სამხრეთ ამერიკაში იმალებოდა. |
| 1452 |
საშინელი გზა იყო და დროდადრო მგზავრებიც ავტობუსთან ერთად ხტოდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, მისტერ პარკერ პაინის გარდა, ყველამ დაიძინა. პარკერსაც, ის იყო ჩასთვლიმა, რომ ავტობუსი ისე შეხტა, მგზავრებმა თავები ლამის ჭერს ასცხეს. ავტობუსმა გზა განაგრძო და მალე პაინსაც დაეძინა. იმან გამოაღვიძა, რომ იგრძნო, ავტობუსი აღარ მოძრაობდა. |
| 1453 |
მაშ ასე, ევანსმა ყველაფერი გაიგო. მას კარგად ახსოვდა, რომ მისტერ ენტონიმ გარდაცვალებამდე, რამდენიმე კვირით ადრე, ასევე დააზღვია საკუთარი სიცოცხლე. ახლა რა უნდა ექნა? დანაშაული ჩადენამდე აღეკვეთა? ამოცანა საკმაოდ რთული იყო. არავის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა. საღამოს ერთ წვეულებაზე აღმოჩნდა და უცებ მისის მეროუდენი დაინახა. |
| 1454 |
ინსპექტორი გრძნობდა, რომ ეს ქალი მის აღფრთოვანებას იწვევდა. როგორ ინარჩუნებდა სიმშვიდეს! საოცარი ქალია და ძალიან საშიში. მან ქალს გააგებინა, რომ იცნო. ახლა ქალი უფრო ფრთხილად იქნებოდა. საეჭვოა, უახლოეს ხანებში, რაიმე სარისკო ნაბიჯის გადადგმა გაებედა. რამენაირად მეროუდენის გაფრთხილება, რომ შეეძლოს... პროფესორი მათ მალე იპოვეს. |
| 1455 |
უცებ ელდა ეცა. ქალმა სამივე ფიალაში ჩაი ჩამოასხა. ერთი მას მიაწოდა, მეორე თავად აიღო, ხოლო მესამე იქ დადგა, სადაც მისი ქმარი უნდა დამჯდარიყო. როდესაც ამ ბოლო ფიალას დგამდა, მისი ტუჩები წამით უცნაურმა ღიმილმა გააპო. ამ ღიმილმა ევანსს ყველაფერი უთხრა. ახლა მან უკვე იცოდა – ქალი მკვლელობას ახლა, ამ წუთას ჩაიდენდა! |
| 1456 |
მისტერ ედვარდ რობინსონი თავისი ახალი მანქანით აღტაცებული იყო. ფული ერთ-ერთ საგაზეთო კონკურსში მოიგო, თორემ მანქანას მისი შემოსავლების პატრონი კიდევ დიდხანს ვერ იყიდდა. უკვე ოთხი დღე იყო, რაც ეს მანქანა ჰყავდა და ახლა აპირებდა პირველად ქალაქგარეთ გასეირნებას. შობის წინა დღე იყო. მშვენიერი ამინდი გამოვიდა. |
| 1457 |
რა თქმა უნდა, მას ძალიან ჰგავდა. იმავე ფერის იყო, მაგრამ სხვა ბევრი წვრილმანით, ედვარდი მიხვდა, რომ ეს ნამდვილად არ იყო მისი მანქანა. ეტყობოდა, რომ მანქანა ახალიც არ იყო... ედვარდმა მანქანა მაშინვე მოაბრუნა. გაახსენდა, რომ მის მანქანასთან, შორიახლოს, კიდევ იდგა სხვა მანქანა. თუმცა, მაშინ ყურადღება არ მიუქცევია. |
| 1458 |
ალბათ, სეირნობიდან უკან სხვა ბილიკით დაბრუნდა და იმ ბილიკმა კი, სხვა მანქანასთან მიიყვანა. ათ წუთში ადგილზე იყო, მაგრამ იქ არანაირი მანქანა აღარ იდგა. როგორც ჩანს, მანქანის პატრონსაც შეეშალა და ედვარდის ავტოთი გაემგზავრა. რა უნდა ექნა? პოლიციაში წასულიყო? კოლიე გადაეცა და ეთქვა, რომ შეცდომით სხვის მანქანაში ჩაჯდა? |
| 1459 |
ლედი გრელისის კაიუტასთან ბეზილ უესტთან ერთად მივიდა. სერ ჯორჯი და პამელა უკვე შიგნით იყვნენ და დამწუხრებულნი შესცქეროდნენ, როგორ ცდილობდა მის მაკნოუტონი თავისი პაციენტის გადარჩენას. როდესაც მისტერ პარკერ პაინი კაიუტაში შევიდა, ყველაფერი დამთავრებული იყო. უბედური ქალის სხეული დაიკრუნჩხა, წამით გაშეშდა და უკან გადავარდა. |
| 1460 |
ელსიმ ამოიოხრა და სტამბულამდე დარჩენილი გზა ჩუმად იყო. აშკარად ეტყობოდა, რომ პუარომ მისი იმედები ვერ გაამართლა. სტამბულში მის ჯეფრისს ქმარი დახვდა. მაღალი, სიმპათიური ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავაზიანად, თუმცა ცოტათი შეცბუნებულმა ჩამოართვა ხელი ერკიულ პუაროს. ცოლს მკლავში ხელი გამოსდო და სწრაფად წაიყვანა მანქანისკენ. |
| 1461 |
ამბობდნენ, ცოლის, ანგლო-ფრანკების შთამომავალი ლამაზმანის მზითევით, ლონდონში და რივიერაზე შესანიშნავი სახლები შეიძინა. კინგსდენ-ჰაუსი კი მთლიანად გადაასხვაფერა. ძველი კოშკი და სახლი, რომელიც გაბარდულ ხეებს შორის ჯადოქრის სახლს უფრო ჰგავდა, მთლიანად დაანგრიეს. მის ადგილას თეთრი, ქათქათა სასახლე წამოიმართა. |
| 1462 |
ცოლ-ქმარმა ლექსტონებმა შესანიშნავი წვეულება მოაწყვეს. ჰარიმ ახალგაზრდა ცოლს არაჩვეულებრივი, ჯიშიანი და ძვირფასი ცხენი აჩუქა. ლუიზა ლექსტონი, ჰარის მეუღლე, საკმაოდ მოწყენილი იყო სოფლური ცხოვრებით და ცხენით სეირნობაში კლავდა დროს. ერთ საღამოს, როცა ჰარისთან ერთად მანქანით ბრუნდებოდა სახლში, გზაზე მოულოდნელად მოხუცი ქალი შენიშნა. |
| 1463 |
ვირჯინიამ შემომთავაზა, ცოტა ხანს მის სახლში მეცხოვრა ცნობისმოყვარე ჟურნალისტის სტატუსით. ჩემ წინაშე რთული ამოცანა იდგა – განაგრძო პუარომ. უნდა გამერკვია, რა მოუვიდა ადამიანს, რომელიც სამი დღის წინ გარდაიცვალა. შეიძლებოდა თუ არა, რომ ის მოეწამლათ. სხეულის დათვალიერების იოტისოდენა შანსიც კი არ მქონდა. არანაირი ხელჩასაჭიდი. |
| 1464 |
ის სხვა ფერის იყო. განსხვავებული ფერის ლენტით შეკრული შოკოლადებიანი კოლოფი ყველას გვინახავს, მაგრამ ის, რომ ყუთი ვარდისფერი ყოფილიყოს, თავსახური კი – ლურჯი, დამეთანხმეთ, ეჭვს ბადებდა. პირველად მოხუცი მსახური ფრანსუა დავკითხე. გავარკვიე, რომ დეპუტატი გიჟდებოდა შოკოლადზე და სახლში სულ ჰქონდა რამდენიმე ყუთი. |
| 1465 |
სასწრაფოდ სენ ალარო უნდა მენახა, რომ უცებ, ვირჯინიამ გამოძიების შეწყვეტა მთხოვა და სენ ალაროს მისამართის მოცემაზეც უარი მითხრა. სამაგიეროდ, მოხუცი მსახური ფრანსუა დამეხმარა. ფრანგი არისტოკრატის საგვარეულო კოშკში წყალგაყვანილობის ხელოსნის კომბინეზონში გადაცმულმა შევაღწიე და როგორ გგონიათ, რა ვიპოვე აბაზანის კარადაში? |
| 1466 |
თანაც იმ აფთიაქის წარწერით, სადაც ისინი დაამზადეს. იმ აფთიაქში მე უკვე ვიყავი. ბელგიაში ჩავედი და პრეფექტთან წარსადგენ განცხადებას ვწერდი, რომ მოულოდნელად მადამ დერუარმა თავისთან გამომიძახა და შვილის მკვლელობა აღიარა. მანვე მითხრა, რომ ვირჯინიამ მონასტერში გადაწყვიტა წასვლა. ჩემი შვილი ცოდვიანი ადამიანი იყო. |
| 1467 |
რომ ის მის მერი კერი იყო. მისი თქმით, ბუნგალო გაძარცვეს და აღწერა ახალგაზრდა კაცი, რომელიც მასთან დილით მივიდა. ისიც აღნიშნა, რომ მოახლეს იგი უცნაურად მოეჩვენა და არ შეუშვა. ქალმა ახალგაზრდა კაცი ისე ზუსტად აღწერა, რომ პოლიციამ იგი მაშინვე დააკავა. დაკითხვაზე მან ჩემი წერილი წარადგინა და სწორედ ამიტომ გამომიძახეს პოლიციაში. |
| 1468 |
სასადილოში მხოლოდ ოთხი ადამიანი იყო. დედა და ქალიშვილი, ერთი მსუქანი, შუახნის მამაკაცი, სახელად ტომპსონი და კიდევ შუახნის მელოტი ჯენტლმენი, რომელიც ახალი ჩამოსული იყო. სწორედ ის დარჩა სასადილოში ყველაზე დიდხანს და მისის პეტერესმაც მასთან გააბა საუბარი. იგი საკმაოდ განათლებული და კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. |
| 1469 |
შუადღისთვის ქალმა ჩრდილიანი კუთხე მონახა და წიგნის კითხვას შეუდგა. ოთხ საათზე წიგნი გვერდზე გადადო და სასტუმროში შევიდა. უილარდი უკვე დიდი ხნის დაბრუნებული უნდა ყოფილიყო. მისის პეტერემ შვილი ვერ იპოვა, მაგრამ ნახა წერილი, რომელიც მას, პორტიეს თქმით, ვიღაც უცნაურმა ტიპმა დაუტოვა. კონვერტი გულისამრევად ბინძური იყო. |
| 1470 |
მისის პეტერე განგებ ხმამაღლა საუბრობდა. სადილის შემდეგ ტურისტებით გაჭედილ ავტობუსს იუველირი ჩამოჰყვა. იგი მაშინვე საქმეს შეუდგა. საღამოს თერთმეტ საათზე მისის პეტერეს ნომერში მისტერ პარკერ პაინმა შეიხედა და ბრილიანტებით სავსე ტომსიკა გაუწოდა ქალს. შემდეგ კი ნაყალბევი კოლიე აჩვენა. წარმოუდგენელი მსგავსება იყო. |
| 1471 |
იგი ლონდონის ამბებს ყვებოდა. ახსენა ცნობილი ადამიანები, ახალი რესტორნებისა და ღამის კლუბების, მიღებების, დოღის, ნადირობისა და სოფლის ჭორების შესახებ უამბო. იგი საუბრობდა პარიზული მოდის, ასევე ცენტრისგან მოშორებით არსებული პატარა მაღაზიების შესახებ, რომლებშიც არარეალურად დაბალ ფასებს მაინც ინარჩუნებდნენ. |
| 1472 |
იგი საუბრობდა კინოს, თეატრის, ახალი პარკების, ღამის ლონდონის შესახებ, თავისი ტრამვაებითა და ავტობუსებით. ლედი ესთერის ნიკაპი სულ უფრო დაბლა ეშვებოდა, მისი ქედმაღლობა ცვილივით დადნა და მალე მის ღაწვებზე ცრემლები გადმოგორდა. როდესაც მისტერ პარკერ პაინი, როგორც იქნა, გაჩუმდა, ქალი უკვე ბღაოდა. ბოლოს ლედი ესთერმა თავი ასწია. |
| 1473 |
ჩვენ კი დევიდსონებთან გავემართეთ. თავად ბატონი დევიდსონი სახლში არ დაგვხვდა. მისის დევიდსონი მაშინვე გამოგვეგება. პუარომ აუხსნა, რომ მხოლოდ იმ კოსტიუმის სანახავად მივედით, რომელიც მას მეჯლისზე ეცვა. მართალია, მისის დევიდსონს ჩვენი თხოვნა გაუკვირდა, მაგრამ კოსტიუმი მაინც გამოიტანა. პუარომ გამოართვა, დაათვალიერა და უკან დაუბრუნა. |
| 1474 |
იღლიის ქვეშ ამოდებული ფუთა კინაღამ გაუვარდა. ფუთაში მოსაზომებლად გამზადებული მისის სპენლოუს ახალი კაბა იდო, ხოლო მისის პოლიტის მარცხენა ხელზე ჩამოკიდებულ შავ ჩანთაში – ქინძისთავები, სამკერვალო სანტიმეტრი და დიდი მაკრატელი. კიდევ ერთხელ დაკაკუნებას აპირებდა, როდესაც გზაზე მისკენ მომავალი ადამიანი შენიშნა. |
| 1475 |
შემდეგ მებაღის დამხმარეზე გათხოვდა, სამსახური მიატოვა და ლონდონში ყვავილების მაღაზია გახსნა. მაღაზიაში საქმე კარგად წავიდა, რასაც მის ქმარზე ვერ იტყოდი. იგი მალე ავად გახდა და გარდაიცვალა. ქალი საქმეებს ისე გაუძღვა, რომ მალე ქონება გაიორმაგა, შემდეგ საკმაოდ სარფიანად გაყიდა მაღაზია და ცოლად მისტერ სპენლოუს გაჰყვა. |
Комментарии